შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკივილი გაძლიერებს 3თავი


7-08-2017, 00:24
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 1 045

ტკივილი გაძლიერებს 3თავი

ერთი წამითაც ვერ შევძელი თვალის მოხუჭვა. ისეთი აჟიტირებული ვიყავი სამსახურთან დაკავშირებით ეხლა ნამდვილად ვერ დავიძინებდი. ღამის სამი საათი იქნებოდა, ყავა გავიმზადე და აივანზე გავედი. შავი Marboro- ს კოლოფიდან ერთი ღერი სიგარეტი ამოვიღე გავუკიდე და ერთიანად გადავიშვი კვამლი ფილტვებში. მომავალ ექიმს მოწევა არ შემშვენოდა თუმცა, ჩემი პრობლემებიდან გამომდინარე არ შემეძლო რომ არ მომეწია. დეკემბრის მიუხედავად გარეთ საკმაოდ თბილოდა. ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას შევსცქეროდი, როდესაც დავინახე ყველასგან გამორჩეული მოციმციმე ვარსკვლავი, პირველო რაც გავიფიქრე ლუკა იყო. ის ჩემთანაა მას მე არასოდეს მივუტოვებივარ, ვამბობ ხმამაღლა და უფრო კარგად ვაკვირდები ვარსკვლავს. ის უფრო და უფრო უმატებდა ციმციმს, შემდეგ ადგილს წყდება და სანამ ჩამოვარდებოდა სურვილს ვიფიქრებ.
მახსოვს ჩემს დაბადების დღე  24 თებერვალს, მე და ლუკა აივანზე ერთმანეთზე მიხუტებულები ვისხედით. იმ დღეს 18 წლის გავხდი.
- კატო. ფიქრებიდან ლუკას ხმას გამოვყავარ.
- ჰოო.
- რაზე ფიქრობ? მეუბნება ის ისე რომ თვალს არ აცილებს ცას.
- ყველაფერზე. ვამბობ მე და უფრო კარგად ვეკვრები მას. - შენ რაზე ფიქრობ? კითხვას უკან ვუბრუნებ.
- მე, მე მომავალზე.
- მომავალზე? გამიკვირდა რალდგან ლუკას არ უყვარდა მომავალზე საუბარი. ისარასოდეს აწყობდა მომავლის გეგმებს.
- ჰო მომავალზე. მეშინია მე რომ აღარ ვიქნები შენ ვინ დაგიცავს.
- კარგი რა ლუკ რას ამბობ, შენ სულ ჩემთან იქნები.
- კატ დამპირდი, დამპირდი რომ ისეთი ადამიანი იქნები მე რომ გამიხარდება. დამპირდი რომ თუ მე შენს გვერდით არ ვიქნები, არავის მიცემ შენი წყენინების უფლებას. თუ ვინმემ გაწყენინა, დამპირდი რომ სამაგიეროს გადაუხდი.
- ლუკ მაშინებ. ვამბობ მე და ვატყობ როგორ მიკანკალდება ნელ-ნელა ქვედა ყბა.
- დამპირდი კატო. არ მეშვება ის.
- გპირდები, აკანკალებული ხმით ვამბობ მე. გპირდები თუ ვინმე მაწყენინებს, ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვუქცევ. კანკალი ტირილში გადამივიდა. ის გულში მთელი ძალით მიკრავს და შუბლზე მკოცნის.
საშინელება მის გარეშე გატარებული, თუმდაც ერთლი დღე. სიგარეტი იქვე დავაბიჩოკე,სახლში შემოსვლას ვაპირებდი როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმე. ვინ უნდა იყვეს ესეთ დროს? თემო ვერიქნება მუშაობს. კარს ნელ-ნელა მივუახლოვდი, ჩუმად გავიხედე და დავინახე კართან ატუზული ლაშა. სასწრაფოდ გამოვაღე კარი.
- ლაშა ხ მშვიდობაა?
- კი, კი კატ უბრალოდ რაღაცეები გავარკვიე.
- შემოდი კარში რას დგეხარ, აქ დაჯექი. მივუთითე იქვე დადებულ სავარძელზე.
- აბა რა გაარკვიე მითხარი. მეც მის წინ მოვკალათდი და ინტერესით ვაკვირდები ლაშას.
- იმ ახწეტილობით ვინც მოთხარი, მამაშენის კომპანიონი აი ეს უნდა იყვეს. ფოტოს წინ მიდებს, ისარის სწორედ მან დამინგრია ცხივრებს, მან გამაუბედურა.
- კატო კარგად ხარ?
-კი ლაშ. სწორედ ეს კაცია, მან გამიტაცა.
- გიგა ჟღენტი 38 წლის. ყავს მეუღლე თამარ ჭანტურია 19 წელია ეთად არიან. ასევე ყავს ორი შვილი, მარიამი და ეკატერინე.
- ეკატერინე? ხავილის მაგვარი ბგერებით ვამბობ.
- ხო ეკატერინე.
- ასაკი?
- 17 წლის.
- გასაგებია ლაშ დიდი მაადლობა, შენ ძალიან დამეხმარე.
- არაფრის რისი მადლობა. ამ საბუთებს დაგიტოვებ შენ გქონდეს.
ლაშას დავემშვიდობე, და ჩემს ოთახში შევედი. გარდერობი გამოვაღე, ტანსაცმლის კარადის უკანა კარი გავაღე და ჩემს ფარულ ოთახში შევედი , სადაც სქემა მქონდა, როგორ გამენადგურებია გიგა და ლევანი. ჩემს სქემას კიდევ ეშევამატე ფოტოები. გიგას შვილოს ფოტოს ხელში ვატრიალებდი. ძალიან ლამაზი შვილი ყავს, ეკატერინე ჩემი სეხნია. ჩემსავეთ შავი დიდი ხვეულა თმები აქვს, ისეთივე შავი თვალები როგორც მე. ეს გოგო საოცრად მგავს, ეხლა ზუსტად ვიცი როგორ შეიძლება მასზე შურის ძიება. სწორედ მისი შვილის მეშვეობით გავანადგურებ. ვიცი საშინლად ვიქცევი თუმცა სხვა გზა არ მაქვს. ისევე უნდა დაიტანჯოს ჟღენტი როგორც მე ვიტანჯები. ისევე უნდა მოვუღო ბოლო როგორც მე მომიღო. ჯერ- ჯერობით არასაკმარისი ინფორმაცია მაქვს, კიდევ მჭირდება რაღაც ისეთი. ეკატერინეზე ყველაფერი უნდა გავიგო, უნდა გავიგო სად დადის, რა მოწონს, თავისუფალ დროს რა აკეთებს. ყველაფერს ვიღონებ ჟღენტის გასანადგურებლად. ლუკა სულ მეუბნებოდა, გეშინოდეს მისი ვისაც დასაკარგი არაფერი აქვს. სწორედ ესე ვარ მეც დასაკარგი არაფერი მაქვს, ამიტომ ყველაფერს ვიღონებ ჩემი გეგმის განსახორციელებლად.
უკვე დილის შვიდი საათი არის, სააბაზანოში შევდივარ სხაპს ვიღებ. ვფიქრობ ყველაფერზე, როგორ შეიძლება ვიშოვო ფული, როთაც ლევან ამილახვარს გავანადგურებ. დრო ისე გავიდა ვერც მივხვდი. აბაზანიდან გამოვედი, წინა დღეს გამზადებულ შავ ქვედაბოლოს და შითელ პერანგს ვიცმევ, ფეხზე დაბალძირიანი ჩექმები ჩავიცვი, მკვეთრი მაკიჟი გავიკეთე და სამზარეულოში გავედი. ყავისთვის წყალი დავადგი, უშაქრო ყავა ეს ის არის რაც ყოველთვის მშველის. არასოდეს არ ვყრიდი ყავაში ან ჩაიში შაქარს, ჩემი ძმა სულ წუწუნებდა, მაგას რა გასმევსო, თვითონ ისეთ ტკბილ ყავას სვავდა გაგიჟდებოდი. ლუკას საქციელების გახსენებისას მეღიმება, ერთიანად ვუშვებ ყელში ცხელ სითხეს და სამზარეულოდან გავდივარ.  ჩანთაში ტელეფონს ვდებ, საკიდიდან შავ მანტოს ვხსნი და სახლს ვტოვებ.
სულ რაღაც ოც წუთში საავადმყოფოში ვარ. მიმღებში გოგო გაღიმებული სახით მხვდება.
- რით შემიძლია დაგეხმაროთ. ამბობს ის.
- იცით მე დემნა ახალაიასთან მაქვს შეხვედრა.
- ბატონი დემნა თათბირზეა, წამობტძანდით კაბინეტში დაელოდეთ.
- კარგით. ვამბობ მე და უკან მივყვები გოგონას, რომელიც ქუსლების კაკუნით მიდის დერეფანში. კაბინეტის კართან ცოტახნით შევჩერდი, სადაც დიდი ასოებით ეწერა განყოფილების გამგე დემნა ახალაია.
- შემობრძანდით. ფიქრებიდან გოგონას ხმას გამოვყავარ და მეც კაბინეტში შევდივარ.
- ყავას ხომ არ ინებებთ.
- არა გმადლობთ.
- კარგით მე დაგტოვებთ, ბატონი დემნა მალე მოვა. გოგონას გასვლიდან სულ მალე კაბინეტში, ის ექიმი შემოდის მე რომ მკურნალობდა გატაცების შემდეგ.
- თქვენ? გაკვირვებისაგან ძვლივს ვამბობ.
- ეკატერინე მოხვედი შვილო. ჩემს გაკვირვებას აიგნორებ და ისე მეკითხება.
- დიახ მაგრამ მე.
- არაფრის თქმა არ არის საჭირო. დიმიტრიმ მითხრა როგორი კარგი გოგო ხარ, ამიტომ გადავწყვიტრ შენი აყვანა. ვიცი რომ სწავლას მალე ამთავრებ, მაგრამ კადრები გვჭირდება და გადავწყვიტე შენი აყვანა.
ისე ერთიანად მომაყარა სათქმელი ძვლივს გავიაზრე.
- დიდი მადლობა, მე რომ ამირჩიეთ. ვამბობ დამორცხვით.
- ძალიან კარგი ანუ თანახმა ხარ?
- დიახ რათქმაუნდა.
- ხელი აქ მომიწერე. მის გამოწვდილ საბუთებს ხელს ვაწერ.
- წამოდი შენს კაბინეტს განახებ. ფეხზე დგება და მეც უკან მივყვები.
-ბატონო დემნა, იცით მე არ მინდა აქ გაიგონ ჩემი ამბავი.
- ეკატერინე შენ, შენი ცხოვრება გაქვს ამიტომ მე არ ვაპირებ აქ ჭორაობას. არავის აქ უფლება შენს ცხოვრებაში ჩაერიონ. გამიხარდა მისგან ესეთი რაღაცის მოსმენა.
ერთ-ერთ კაბინეტს ვუახლოვდებით სადაც დიდი ასოებით ჩემი სახელი და გვარი წერია.
- ეს შენი კაბინეტია. მეუბნება ის და კაბინეტის კარს ფართოდ აღებს. არც ისე დიდი თუმცა ჩემთვის საკმარისი ოთახია.
- ეხლა საქმე მაქვს უნდა წავიდე, ჩემს შვილს გამოვუშვებ რომელიც საავადმყოფოს დაგათვალიერებინებს. მეუბნება ის და ჩემს პასუხს არც ელოდება იქაურობას ტოვებს. დემნა ექიმის წასვლის შემდეგ, კაბინეტის კარს ვიღაც გიჟივით აღებს.
- აბა წავედით საავადმყოფოს დასალაშქრად. ვიცანიბეს თორნიკეა, ლუკას მეგობარი.
- დაკაკუნება არ გასწავლეს?
- ოჰ როგორი სერიოზულია. იცი მიკვირს როგორ შეიძლება, ლუკასნაირ ცანცარას შენნაირი სერიოზული და ყავდეს? სერიოზული ბიჭის სახეს იღებს და ისე მიყურებს.
- ღმერთო ჩემო. ვამბობ მე და ხელებს ჰაერში ვმართავ. - როგორ გავხარ ჩემს ძმას. ვამბობ დანანებით.
- ჰო ყველა ამას ამბობს, იცი როდესაც მე და ლუკა ერთად ვიყავით კლუბში, ყველა გვეკითხებოდა ძმები ხომ არ ვიყავით, რაზეც გვეცინებოდა.
- იცი ლუკას ძმაკაცებს არ ვიცნობ, ერთადერთი ყიფიანი ვიცი.
- ვაჩე ყიფიანს იცნობ? მეკითხება გაკვირვებული.
-არა დათოს.
-დათოს, მეთქი ვაჩეს თქო.
- და ვაჩე ვინ არის?
- წამო თან დაგათვალიერებინებ. მასთან ერთად კაბინეტს ვტოვებ.
- ვაჩე და დათო ძმები არიან.
- მართლა, არ ვიცოდი დათოს ძმა თუ ყავდა. გამიკვირდა რადგან დათოს ძმა არასოდეს უხსენებია.
- ხო ვაჩე წლებია აქ არ ცხოვრობდა, ისიც ჩემთან ერთად ჩამოვიდა გერმანიიდან. აი აქ ლაბორატორიაა.
- ლანაჩკა როგორ ხარ? ლაბორატორიაში შესული ესალმება ვიღაც გოგოს. -გაიცანი ეს ჩვენი ახალი ექიმია. ჩემსკენ ანიშნებს და მეც თავს ვუკრავ. კიდევ დიდი ხანი დავდიოდით, მთელი საავადმყოფო დამათვალიერებია. ბოლოს კაფეტერიასთან შევჩერდით.
- რას დალევ?
- უშაქრო ყავას. ვამბობ მე და ადგილს ვიკავებ.
- უშაქრო? მეკითხება გაკვირვებული.
- ხო უშაქრო. ეხლა არ მითხრა რომ შენ ყავაში ოთხ კოვზ შაქარს ყრი?
- კი და შენ საიდან იცი? მეკითხება გაოგნებული.
- ლუკაც ზუსტად ეგრე სვამდა.
- ხო ვიცი. მეუბნება მხიარულად.
- ბევრი მეგობარი ყავდა ლუკას? მაინტერესებს ლუკას სამეგობრო ამიტომ დავინტერესდი.
- კი საკმაოდ. იცი დღეს ყველანი ვიკრიბებით, არ გინდა წამოხვიდე თან ჩემს შეყვარებულს გაგაცნობ.
- ვაიმე როგორ შეიძლება შენნაირ ცანცარას შეყვარებული ყავდეს.
- აჰა ანუ არ შეიძლება ჩემმნაირ ცანცარას ვინმე უყვარდეს, ლუკას რომ უყვარდა.
- ჰო არ შიძლება. ვამბობ მე ისე რომ ვერც კი გავიაზრე რა თქვა.
- რაა ლუკას შეყვარებული ყავდა?
- ჰო რა არ იცოდი? ისე მეუბნება ვითომც არაფერიო.
- არა არ ვიცოდი. გაოგნებული ვამბობ მე.
- ისიც ჩვენი სამეგობროს წევრია, ჰო და წამოდი დღეს გაგაცნობ. ნამდვილად ვერ გავუშვებდი ამ შანს ხელიდან, გადავწყვიტე წავსულიყავი.
- კარგი ეხლა წამოდი საქმეს დავუბრუნდეთ, სამსახურის შემდეგ გასასვლელთან დაგელოდები.
ლოყაზე ხმაურით მკოცნის და იქაურობას ეცლება. ეს ბიჭი ნამდვილი გიჟია ჩემთვის ვამბობ და კაბინეტში შევდივარ. იქვე დადებულ ხალათს ვიცმევ და კაბინეტს ვტოვებ. გარეთ გასულს მესმის ექთნის ხმა რომელიც შველას ითხოვდა, მეც იქეთკენ ჩქარი ნაბიჯებით მივდივარ, შორიდანაც კარგად ჩანს ახალგაზრდა ბიჭი რომელსაც საკმაოდ ბევრი სისხლი მოსდის. სასწრაფოდ მივირბინე იქ.
- რა მოუვიდა? ვეკითხები ექთანს.
- ცეცხსასროლი იარაღითა დაჭრილი. დემნა ექიმი არარის ვურეკავთ თუმცა გამორთულია, ოპერაცია სასწრაფოდ ჭირდება თუმცა.
- მე გავუკეთებ.
- თქვენ? გაკვირვებას ვერ მალავს ის.
- დიახ მე, საოპერაციო გაამზადეთ ეხლავე მოვალ.
მიუხედავად იმისა რომ ეს ჩემი ორველი ოპერაცია, საერთოდ არ ვნერვიულობ.  უკვე სამი სააათია ოპერაცია დაწყებულია, იმაზე რთული სიტუაცია აღმოჩნდა ვიდრე მეგონა, ტყვია გულთან ახლოს იყო მოხვედრილი. ტყვიის ამოღება მოვახერხე თუმცა პულსაცია დაეცა. პაციენტს ვკარგავდი, თუმცა მისი გადარჩენა შევძელი. ხუთ საათიანი ოპერაცია როგორც იქნა დასრულდა. საოპერაციოდან გამოვედი თუ არა ეგრევე პაციენტის ახლობლები მომეხვიენ.
- ექიმო როგორ არის? მეკითხება ასაკოვანი ქალი, ალბათ დედამისია.
- დამშვიდდით ქალბატონო ის კარგად არის. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ეხლა პალატაში გადაიყვანენ, თქვენ კი შეგეძლებათ მოინახულოთ.
- დიდი მადლობა ექომო, ღმერთმა გაგახაროთ. ნამტირალევი თვალებით მეუბნება ის. იქაურობას უნდა გავცლოდი როდესაც დავინახე, გოგო რომელიც კუთხეში მიყუჟული ქვითინებდა. მივუახლოვდი და მხარზე ხელი დავადე, შეშინებული თვალებით ამომხედა.
- ნუ გეშინია, ექიმი ვარ ის კარგადა, არ ინერვიულო.
- მართლა, მართლა ექიმო? სიხარულით ფეხზე წამოხტა და მეხვევა.
- დიახ ყველაფერი კარგადა.  მშორდება და ბიჭის ოჯახისკენ მიდის.
კაბინეტში შევდივარ და მძიმედ ვეშვები სავარძელში. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა ვერც კი გავიაზრე, მხოლოდ ეხლა მივხვდი რაც გავაკეთე. არ ვიცი საიდან მქონდა ამდენი ძალა, რომ ვერ შემეძლო და ჩემს გამო დაღუპულიყო, ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი.
-ყოჩაღ ქალბატონო კატო, ძალიან კარგად დაიწყეთ. მესმის კარიდან თორნიკეს ხმა. ეს ბიჭი ფიქრის საშვალებასაც არ მაძლევს.
- იცი აქ რატომ შემოვედი?
- ალბათ მე მელოდებოდი, როდის შემოვიდოდი.
- ვერ გამოიცანი. აქ დასასვენებლად შემოვედი.
- დასვენება თუ გინდა გაემზადე, სამუშაო დღე დამთავრდა ბარში წავიდეთ. ამბობს ის და კარებს ფართოდ აღებს, მეც სასწრაფოდ ვიხდი ხალათს, ჩემს ქურთუკს ვიღებ და მასთან ერთად ვტოვებ საავადმყოფოს.  სულ რაღაც ნახევარ საათში, მანქანას ბართან აჩერებს და მეც გადმოვდივარ. შიგნით შესულს საშინელი ხმაური მხვდება, აბა რას ელოდი ეკატერინე ვეუბნები ჩემს თავს და თორნიკეს უკან ავედევნე. ისიც ერთ მაგიდასთან ჩერდება და მე უკან ავესვეტე.
- როგორც იქნა მოხვედი. მესმის გოგოს წკრიალა ხმა, თორნიკეც მისკენ იხრება და ტუჩებში კოცნის.
- ვიღაც უნდა გაგაცნოთ. ამბობს ის და ჩემკენ იხედება, ყველას მზერა ჩემსკენ მოიმართა.
- ეს ვინ არის? ისევ ის გოგო ამბობს.
- ეს ეკატერინე ამილახვარია ლუკას და. თონიკე სათქმელს ამთავრებს და ყველას გაკვირვება გამოესახა სახეზე. თავს ისე ვგრძნობდი თითქოს მოჩვენება ვიყვე.
- არ არსებობს. ამბობს მათგან ერთ-თერთი და ჩემსკენ მოდის. ისე მეხვევა თითქოსდა წლებია მიცნობს.
- ანუ შენახარ ჩვენი პატარა გოგო.
- პატარა და თან თქვენი? გაკვირვებული ვარ მე.
- ნუთუ არ გახსოვარ?
- სამწუხაროდ არა.
- მე გიორგი ვარ დვალი.
- არარსებობს. ვამბობ და ეხლა მე ვეხვევი მთელი ძალით. -როდის ჩამოხვედი. ათი წლის ვიყავი როდესაც გიორგი ესპანეთში წაიყვანა ოჯახმა.
- მომენატრე.
- მეც მომენატრე ბარტყი. მეუბნება ისევ ისე როგორც ბავშვობაში.
-მოდი გაიცანი, ესენი ჩვენი მეგობრები არიან. ეს იკა მეუბნება მაღალ გამხდარ ბიჭზე, ეს შაკო ეხლა ქერა ბიჭისკენ მითითებს, ესენი ტყუპები გაბრიელი და ელენე მეუბნება,გვერდი-გვერდ მჯდო გოგო და ბიჭზე.
- ეს ჩემი შეყვარებულია სალო. ეხლა თორნიკე მეუბნება, ეს კიდევ ნინი არის ის.. სათქმელს არ ვამთავრებიებ ისე ვეუბნები.
- ის ლუკას შეყვარებულია. ვამბობ მე.
- კი მაგრამ შენ, შენ მის შესახებ ხომ არ იცოდი. მეკითხება დაბნეული თორნიკე.
- უბრალოდ მივხვდი. ის ისეთი ლამაზია, ავღნიშნე მისი გასაოცარი სილამაზე. - სწორედ ის გოგო ვისაც ლუკა შეიყვარებდა.ვამბობ მე და გოგოს გვერდით ვიკავებ ადგილს.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა ნინი.
- ჩემთვისაც. დარცხვენით მეუბნება ის.
- ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ეხლა იქვე მსხდომ ბავშვებს ვეუბნები.- ძალიან მინდოდა თქვრნი გაცნობა.
- აბა რას შვებით? ჩვენს მაგიდას ბიჭი და გოგო მოუახლოვდა. ბიჭი იქ მსხდომებს ესალმება და მე მომაშტერდა.
- კატო გაიცანი ეს ვაჩე ყიფიანია.
- სასიამოვნოა. ვამბობ მე და ფეხზე ვდგები, რათა ხელი ჩამოვართვა. ხელს ვუწვდი თუმცა ის არც ამჩნევს ჩემს ხელს, სასიამოვნოაო მეუბნება და ადგილს იკავებს. ეს რა იყო ვამბობ ხმამაღლა და ჩემს ადგილს ვუბრუნდები. მართლაც ძალიან კარგები არიან ლუკას მეგობრები, ისინი ისეთი ხალისიანები არიან, მეც გადმომედო მათი ენერგია. ესე კარგად დიდი ხანია არ ვყოფილვარ. მთელი ის დრო რაც მათთან გავატარე,  ვგრძნობდი მწველ მზერას ვაჩესგან. არ ვიცი რატომ იქცევა ესე, მას ხომ გვერდით მას ხომ გვერდით გოგო ყავს. ან ის რა იყო არ შეეძლო ხელი ჩამოერთვა. უჟმური გაუთლელი ხეპრე.скачать dle 11.3




№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგია სიუჟეტი, მაგრამ ცოტა არარეალური მგონია სტუდენტი გოგო ეგრევე ექიმი ხდება და 5საატიან ოპერაციას "წარმატებით" ასრულებს. ასეთ პატარა ასაკში ეს წარმოუდგენელია.ჯობია უფრო რეალურთან მიახლოებული იყოს ისტორია, უფრო საინტერესო იქნება. უბრალოდ მინდა უფრო დახვეწილი გამოვიდეს ❤❤

 



№2 წევრი gogona migraciidan

Chikochiko
კარგია სიუჟეტი, მაგრამ ცოტა არარეალური მგონია სტუდენტი გოგო ეგრევე ექიმი ხდება და 5საატიან ოპერაციას "წარმატებით" ასრულებს. ასეთ პატარა ასაკში ეს წარმოუდგენელია.ჯობია უფრო რეალურთან მიახლოებული იყოს ისტორია, უფრო საინტერესო იქნება. უბრალოდ მინდა უფრო დახვეწილი გამოვიდეს ❤❤

მადლობა რჩევისთვის უბრალოდ შემდეგ ისე განვითარდება მოვლენები ეს ოლერაცია აუცილრბელი იყო ჩემო კარგო❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent