შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკივილი გაძლიერებს 5 თავი


9-08-2017, 00:40
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 1 119

ტკივილი გაძლიერებს 5 თავი

უფრო და უფრო მიმძაფრდება შურისძიების სურვილი. ესე ხელ-დაკრეფილი ვერაფერს გავხდები, დახმარებისთვის გადავწყვიტე ნათლიაჩემს მივმართო, იქვე ტუმბოზე დადებულ ტელეფონს დავწვდი და პალატა დავტოვე. ნათლიაჩემი გელა დუმბაძის ნომერი ავკრიბე, რამოდენიმებზარის შემდეგ მიპასუხა.
- გისმენთ.
- ნათლი მე ვარ კატო.
- კატო საყვარელო როგორ ხარ? რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ ხო მშვიდობა? მესმის ნათლიაჩემის თბილი მოსიყვარულე ხმა.
- კარგად ვარ ნათლი შენ?
- მეც კარგად ვარ სად დაიკარგე?
- დღეს გამოგივლი სამსახურში თუ გცალია?
- კი როგორ არა გელოდები.
- კარგი შვიდისთვის მაქ ვიქნები.
- კატო ხო მშვიდობა? ანერვიულებული ხმით მეუბნება.
- კი, კი მშვოდობაა.
ტელეფონს ვთიშავ და კაბინეტში შევდივარ. დრო საშინლად გაიწელა ექვს საათზე საავადმყოფოს ვტოვებ და  ნათლიასთან მივდივარ. ხუთ სართულიან შენობაში შევდივარ, მიმღებში გოგონა მცნობს და ჩემსკენ მოდის.
- ქალბატონო ეკატერინე როგორ ხართ?
- კარგად ვარ თამთა შენ?
- მეც ვარ რასვიზამ. ბატონ გელასთან ხართ?
- დიახ შეხვედრა მაქვს. გოგონას ვეცლები და ნათლიაჩემის კაბინეტის კენ მივდივარ. დაუკაკუნებლად შევდივარ შიგნით და მონატრებულ ნათლიას ვეხვევი.
- რამხელა გამხდარა ჩემი გოგო. მეუბნება ის და რამოდენიმეჯერ მატრიალებს.
- აბა მითხარი რა ხდება? ვიცი რაღაც გინდა ისე არ მოხვიდოდი. მეუბნება თან იცინის.
- კარგი რა ნათლი რას ამბობ. მართალია ეხლა მართლა შენი დახმარება მჭირდება თუმცა, არ თქვა რომ შენს გოგოს ისე არ ახსოვხარ. გაბუტული ვეუბნები მე.
- კარგი ხო ვიხუმრე. აბა რახდება მითხარი?
- შენი ერთ-ერთი კერძო დეტექტივის დახმარება მჩირდება. ნათლიაჩემ გელას თავისი კერძო დეტექტივების ოფისი აქვს, საუკეთესო გაწვრთნილი ბიჭებით და გოგოებით. ისიც ერათ დროს საუკეთესო იყო.
- ოღონდ საუკეთესო მინდა.
-კი როგორ არა ეხლავე გამოგიყოფ ერთ-ერთ საუკეათესოს. რაშია საქმე?
- გთხოვ ეხლა ვერ აგიხსნი მოგვიანებით იყოს. უბრალოდ გეტყვი იმას რომ სახლიდან დიდიხანია წამოვედი და მარტო ვცხოვრობ.
- გასაგებია. მეუბნება ის და კაბინეტიდან გადის, სულ მალე უკან გოგოსთან ერთად ბრუნდება.
- კატო გაიცანი ეს თეკლა აბაშიძეა. ის იქნება დღეიდან შენი პირადი დეტექტივი.
- სასიამოვნოა. ვეუბნები მე და ხელს ვართმევ.
- შენს ხარჯებს მე დავაფინანსებ. მეუბნება ნათლიაჩემი.
- არა რასამბობ, მე ეგ არ მითხოვია. დარცხვენილი ვეუბნები მე.
- ეს ჩემი საჩუქარია. მეუბნება ის და ლოყაზე ხმაურით მკოცნის, გელას კაბინეტს თეკლასთან ერთად ვტოვებ.
- თქვენ თვითონ აირჩიეთ სად სჯობს ვილაპარაკოთ? ვეკითხები ჩემს დეტექტივს.
- მოდი ჯერ შევთანხმდეთ არავითარი თქვენ, შენობით მომმართე.
- კარგით, კარგიი.
- აი ეგრე. სჯობს შენთან წავიდეთ უფრო კარგად ამიხსნი ყველაფერს.
- კარგი როგორც გინდა. ტაქსის გაჩერებას ვაპორებდი რომ გამაჩერა და მოტოციკლეტისკენ მიმითითა.
- მეღადავები ხო?
- არა რატომ?
- იცი მეე.. დავიბენი არვიცოდი როგორ მეთქვა რომ მეშინოდა.
- ეხლა არ მითხრა მეშინიაო?
საწყალი თვალებით გავხედე ის კი ახარხარდა.
- რაგაცინებს? გაბრაზებული ვეუბნები მე - მეშინია და რა ვქნა?
- კარგი, კარგი ნუ გეშინია. ჩაფხუტი მომაწოდა თან დამეხმარა გაკეთებაში.
- ნუ გეშინია საკმაოდ კარგად ვმართავ, მენდე არაფერს დაგიშავენ.
- კარგი. ვეუბნები მე და მის უკან ვიკავებ ადგილს. გული ლამის გამისკდა მთელი სისწრაფით რომ მოწყდა ადგილს. ისე დააქროლებდა მეშინოდა არ გადმოვარდნილიყავი. ბოლოს როგორც იქნა ჩემს სადარბაზოსთან გაჩერდა, ისე გადმოვხტი იქედან ძირს დავარდი.
- მადლობა ღმერთო რომ დამეხმარე. ხელებს ჰაერში ვწევ და მადლობას ვუხდი ღმერთს, ის ისევ იცინის ეხლა ამ გოგოს რაღაცას ჩავარტყამ თავში.
ფეხზე წამოვდექი და სადარბაზოში  შევედით, მე ისევ კიბით დავიწყე ასვლა ისიც უკან მომყვა. ბოლოს კარებთან გავჩერდი გასაღებს ვეძებდი ლიფტის კარები რომ გაიღო. უკან მივიხედე და ჩემი მეზობელი თამრო ბებო ოყო.
- კატო შენახარ შვილო?
- დიახ მე ვარ.
- აა კარგი მეთქი ვინე ქურდია თქო.
- არა ნუ გეშინიათ მე ვარ.
როგორც იქნა კარებს ვაღებ და სახლში შევდივარ. თეკლა კი ბრაზიანი თვალებით მიყურებს.
- ლიფტი თუ მუშაობა ფეხით რატომ ამომიყვანე?
- არ მიყვარს ლიფტები. ვამბობ მე და ქურთუკს ვიხდი.
- ეს შენი სახლია? მეუბნება ის და არეულ სახლს თვალს ავლებს.
- კი ჩემია ბოდიში არეულობისთვი, ბუშინ ძალიან მომეშალა ნერვები და ყვრლაფერი დავლეწე, დალაგება ვერ მოვახერხე.
- არაუშავს მე დაგეხმარები. მეუბნება ის და სახლის ლაგებას იწყებს.
სადღაც ერთ საათში ყველაფერი დავალაგეთ და სამზარეულოში ყავის დასალევათ გავედით.
- მადლობა. ვეუბნები მე და ყავით სავსე ფინჯანს წინ ვუდებ.
- მომიყევი ეხლა რაში გჭირდება ჩემი დახმარება?
- ერთი გოგოა ეკატერინე ჟღენტი, მინდა მასზე ყველაფერი გამირკვიო. ჰყავს მამა გიგა და დედა თამარი ასევე ჰყავს და მარიამი.
- ფოტო თუ გაქვს?
- კი, კი როგორ არა. ჩემი ოთახისკენ წავედი, გარდერობის კარები გამოვაღე და ფარულ ოთახში შევედი. ვერ შევამჩნიე როგორ მომყვებოდა უკან თეკლა. ოთახში შემოვიდა და გაოგნებისგან პირი დააღო.
- ეს რა ჯანდაბა.
- სქემა. ვამბობ და ოთახს ვტოვებ, ისიც უკან მომყვება კარებს საგულდაგულოდ ვკეტავ.
- აი ეს გოგოა. ვეუბნები მე და ფოტოს ვაწვდი.
- ძალიან გგავს შენი და არის?
- არა ჩემი მტრის შვილია. კბილებში ვცრი მე.
- გასაგებია ყველაფერს გავიგე და გაგაგებინებ.
- ეს ჩემი ნომერია ამ ნომერზე დამიკავშირდი. ფურცელზე დაწერილ ნომერს ვაწვდი, ისიც მართმევს და სახლიდან გადის.
 უკვე ორი თვე გავიდა რაც საავადმყოფოში მუშაობა დავიწყე. საკმაო გამოცდილება მივიღე, ვაკეთებდი ოპერაციებს ბატონ დემნასთან ერთად. მარტოც ბევრჯერ გამიკეთებია, უკვე ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი გავხდი. დღეს 24 თებერვალია ჩემი ოქროს დაბადების დღე. დილით ჩვეულებრისამებ სამსახურში წავედი, კაბინეტში როგორც ყოველთვის თორნიკე დამხვდა.
- დაბადების დღეს გილოცავ კატო. მეუბნება ის და მეხვევა.
- მადლობა. ვამბობ მე და მეც ვეხვევი.
- ეს ჩემგან. სასაჩუქრის ყუთს ვართმევ და სასწრაფოდ ვხსნი.
- მადლობა თოკა, ეს ძალიან ძვირფასია.
- შევამჩნიე როგორ გიყვარს საათები, დიდხანს არ მიფიქრია და გადავწყვიტე საათი მეყიდა. თოკა მართალია საათები ძალიან მიყვარს, შეიძლება ითქვას კოლექციონერიც ვარ.
- უღრმესი მადლობა. კიდევ ერთხელ ვეხვევი მას და ლოყაზე ხმაურით ვკოცნი.
- აბა რას აპირებ დღეს არ ავღნიშნოთ?
- არა რაღაც არავარ ხასიათსე.
- არ მაინტერესებს, დღეს ყველანი ბარში ვიკრიბებით, უნდა ავღნიშნოთ შენი ოქროს იუბილე.
- თოკა. ვამბობ მე მაგრამ სათქმელს არ მასრულებიებს.
- არავითარი თოკა, ეს უკვე გადაწყვეტილია.
- კარგი ჰო. ხელებს დანებების ნიშნად ვშლი. კარზე კანუნია პასუხს არც ელოდება ისე შემოდის ჩვენი ექთანი ქეთი.
- ქალბატონო ეკატერინე ბატონო თორნიკე.
- რა ხდება ქეთი?
- ექვსი წლის ბავშვი შემოიყვანეს. ამბობს ის ანერვიულებული ხმით.
- რთული მდგომარეობაა.
- სად არის პაციენტი?
- 204 ნომერ პალატაშია ქალბატონო ეკატერინე.
- კი მაგრამ მაქ ხომ. დაბნეული ვეუბნები მე რადგან იმ პალატაში სიმსივნური დაავადების ბავშვები გადაყავთ.
- დიახ ზუსტად ეგ მდგომარეობა.
კაბინეტიდან სასწრაფოდ გავდივარ,  თორნიკესთან ერთად პალატაში შევდივარ. სადაც სახეწაშლილი მშობლები მხვდებიან.
- თუ შეიძლება დაგვტოვეთ. ვეუბნები მათ და ისინიც სასწრაფოდ გადიან.
- ქეთი სად არის ბავშვის ანალიზები. ვეუბნები ექთანს და ისიც სასწრაფოდ ანალიზებს მაწვდის.
- სიმსივნე ტვინთან ახლოსა, ის ყოველ დღე იზრდება. დღეს ბავშმა გონება დაკარგა. მეუბნება ქეთი და ბავშვისკენ მითითებს.
- სასწრაფოდ გადაუღეთ ტომოგრაფია, აიღეთ ახალი ანალიზები და ჩემს კაბინეტში შემომიტანე.
- კატო მას სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. მეუბნება ამდენ ხანს ჩუმად მყოფი თორნიკე.
- ვიცი მაგრამ ეს სარისკოა. ვამბობ მე და ბავშვისკენ ვიხრები, ის ისეთი უსუსურია, პატარა ანგელოზია. მისი ქერა კულულებ, უფარავდა ნახევარ სახეს, თმა გადავუწიე და სახეზე მოვეფერე, თითქოს რაღაც იგრძნოვო. თვალები გაახილა. მისი ცისფერი დიდი თვალები შემომანათა.
- დედა.  ისეთი რაღაც ვიგრძენი წამით ვიფიქრე, ხომ შეიძლება ეხლა ჩემი შვილი მეძახდეს დედას თქო. თვალები ცრემლებით ამევსო თუმცა, ტირილის უფლება არ მივეცი ჩემს თავს.
- დედა გარეთ არის საყვარელო, დავუძახებ და ეხლავე მოვა. კარისკენ მივბრუნდი სახელური ჩამოვწიე, გასვლას ვაპირებდი ერთხელ მოვიხედე უკან და იქაურობას გავეცალე.
- ექიმო როგორ არის ჩვენი შვილი?
- ვერ გეტყვით რომ ყველაფერი კარგადაა. თავიდან ავიღებთ ანალიზებს, გადავუღებთ ტომოგრაფიას და შემდეგ ყველაფერს დაწვრილებით მოგახსენებთ.
- ექიმო ყველაფერი იღონეათ ჩემი შვილის გადასარჩენად. მეუბნება ბავშვის მამა.
- დამშვიდდით თქვენი შვილი კარგ ხელშია. პასუხს თორნიკე ცემს, მე კი იქაურობას ვცილდები.
სამი საათის შემდეგ უკვე ბავშვის ანალიზებით ხელში შევდივარ, საკომფერაციო დარბაზში სადაც ექიმებს თავი მოეყარათ. მხოლოდ ბატონი დემნა არ ბრძანდებოდა რადგან საზღვარგარეთ არის წასული მივლინებაში. ბავშვს სასწრაფო ოპერაცია სჭირდება თუმცა ის ჩამოსვლას ვერ მოახერხებს.
- ოპერაცია შენ უნდა გააკეთო ეკატერინე. მეუბნება ირაკლი ექიმი.
- მე ვერ შევძლებ. ვამბობ თავდახრილი.
- შენ ამას შეძლებ. მხარს თორნიკეც უბამს.
- არა, არა მე ამას ვერ გავაკეთებ. რომ ვერ შევძლო და დაიღუპოს.
- გაიხსენე ის ოპერაციები რომლებიც ჩაატარე. შენ ეს შეგიძლია ბატონი დემნა შენზე დიდ იმედებს ამყარებს, ის ამბობს რომ შენ საუკეათესო ხარ.
- კი მაგრამ, ის ოპერაციები რაც მე ჩამიტარებია არაფერია ამასთან შედარებით. მე ჯერ კიდევ სტუდენტი ვარ. ვამბობ და თავს ძირს ვხრი.
- კატო თუ ოპერაციას არ ჩაატარებ ის დაიღუოება. მეუბნება თორნიკე და ჩემს გვერდით იმუხლება, - შენ ეს შეგიძლია ეკატერინე. მეუბნება და ხელს სახეზე მისმევს.
- უნდა დავფიქრდე. ვამბობ მე და ფეხზე ვდგები.
- კატო ხვალ ოპერაცია უნდა ჩატარდეს, საფიქრალი დრო არ გვაქვს.
ოთახიდან გამოვდივარ და კაბინეტში შევდივარ სადაც ასაკოვანი მამაკაცი მხვდება.
- თქვენ ალბათ ჩემი შვილიშვილის ექიმი ხართ?
- დიახ მე ვარ.
- მე აბასტასიას ბაბუა ვარ, ვაჟა გულედანი. მეუბნება ის და ხელს მიწვდის, მეც ხელს ვართმევ.
- ეკატერინე ამილახვარი, სასიამოვნოა. ვამბობ მე და ადგილს ვიკავებ.
- რა მდგომარეობაა? ამბობს ის
- სასწრაფო ოპერაციაა სჭირდება.
- მერე რას უცდით გაუკეთეთ. მეუბნება ის გადაჭრით.
- ბატონო ვაჟა ყველაფერი ესე ადვილად არ არის, ოპერაცია სარისკოა შეიძლება ვერ გადავარჩინოთ, ან რამე ნაკლი დარჩეს. სიმსივნე ტვინის მარჯვენა მხარეს არის.
- იცოდეთ თუ ჩემს შვილიშვილს ოპერაციას არ ჩაუტარებ, ჩემი ხელით გაგანადგურებ. ამბობს ის და ფეხზე დგება.
- უკვე დაგასწრეს. ვამბობ ხმადაბლა ის კიდევ ერთხელ ტრიალდება ჩემკენ და ოთახიდან გადის. მეც უკან მივყვები ბავშვის პალატაში შევდივარ, მისი უსულო სხეულის დანახვისას, გულში რაღაც ჩამწყდა. ეხლა უკვე მივეცი ჩემს თავს ტირილის უფლება, მის საწოლთან ახლოს ჩამოვჯექი და ვბუტბუტებდი.
- არ შემიძლია, ჩემს გამო რამე რომ დაგემართოს თავს ვერ ვიცოცხლებ. თუმცა ოპერაცია რომ არ გაგიკეთო მაინც დაგემართება რამე, ყველაფერს ვიღონებ შენს გადასარჩენად, გპირდები შევძლებ. გაგიკეთებ ოპერაციას, შენ გამიჯანმრთელდები, არ მივცემ ჩემს შიშს უფლებას დავნებდე, გეფიცები ყველაზე წმინდას შენ გამოჯანმრთელდები. ცრემლებს ვიშრობ და პალატას ვტოვებ.
- ხვალისთვის ყველაფერი გაამზადეთ, ოპერაცია დილის თერთმეტზე იქნება. 
- შენ ამას შეძლებ. მეუბნება თორნიკე და მეხვევა.
მე ამას შევძლებ, ვუმეორებ ჩემს თავს და საავადმყოფოს თორნიკესთან ერთად ვტოვებ.
ბარში შესვლისას სამარისებული სიჩუმე დამხვდა. უკან გაბრუნებას ვაპირებდი როდესაც ტაშის ხმა და სიმღერა გავიგე. მოვბრუნდი და რას ვხედავ ყველანი აქ არიან ტორტით და ბუშტებით. სანთლებს ვაქრობ და ყველას ვეხვევი.
- ძალიან დიდი მადლობა, ყველას ვამბობ მე და ეხა ჩემს თემოს ვეხვევი, რომელიც არვიცი საიდან მაგრამ აქ დამხვდა.
- აქ საიდან? ვამბობ მე და კიდევ ერთხელ ვეხვევი მეგობარს.
- აქ ვმუშაობ ბარმენად.
- მართლა არ ვიცოდი. გამიკვირდა რადგან აქ ხშირად ვარ, თუმცა თემო აქ არ მინახავს.
- ჰო სულ რაღაც ერთი კვირა.
- მიხარია.
- აქ მოდით. ამბობს თორნიკე  და ჩვენც იქეთ მივდივართ. თემო იკას გვერდით იკავებს ადგილს, ჩემი ადგილი აღარარის ამიტომ თემოს კალთაში ვიკავებ ადგილს.
- რას დალევთ? მეკითხება მიმტანი, რომელიც თვალს არ აშორებს, ჩემს თემოს.
- ფორთიხლის წვენი და არაყი. ვამბობ მე შემდეგ ყველა თავის სასმელს ეუბნება.  თემოს ვეჭორავებოდი როდესაც თავზე ის გაუთლელი ხეპრე მადგება.
- გილოცავ. მეუბნება ის მშრალად.
- მადლობა. ვამბობ მეც და ჩემს წვენს დავწვდი, დალევას ვაპირებდი როდესაც მისი ხმა ისევ მესმის.
- შენი შეყვარებულია? მეკითხება ის და თემოზე მანიშნებს ხველება ამიტყდა რადგან წვენი გადამცდა, თემო ზურგზე ხელს მარტყამს და სულს ძვლივს ვითქვამ.
- არა ძმაკაცია. ვეუბნები ჩაწითლებული თვალებით, თან ხველებას ვაგრძელებ.
- ფრთხილად უნდა იყვე. მეუბნება ის და თოკას გვერდით "ეკვეხება" რადგან ადგილი არ არის. ცოტახანში ისევ უახლივდება ჩვენს მაგიდას ვიღაც გოგო, რომელიც იმ ხეპრეს უხტება კალთაში და ტუჩებში ლოღნის. ჰო ლოღნის აბა მე ესეთი კოცნა ჯერ არ მინახავს.
- ფუ რა საზიზღრობა. ცოტა ხმამაღლა გამომდის ნათქვამი და ყველა ჩემკენ იხედება თან იცინიან.
- გინდა შენც? ის ხეპრე ჩემკენ იხედება და მეკითხება.
- მე? თითს ჩემი მკერდისკე ვიდებ და ისე ვეკითხები.
- ჰო შენ.
- არა ღმერთმა დამიფაროს, შენთან ზასა.ბას მირჩევნია გველს ვეზა.აო. ვამბობ მე და მთელს ხმაზე ვხარხარებ, რაზეც მის დაბერილ მუშტებს ვხედავ.
- მაგასაც ვნახავთ ახვლედიანის ქალიშვილი. ქალიშვილოს გაგონებაზე უფრო მიტყდება სიცილი, ის კი ფეხზე დგება ჩემკენ მოდის და ერთი მოძრაობით ბეჭებზე მიდებს.скачать dle 11.3




№1 სტუმარი Nini

Au ra kai male dade ra dzaan magaria

 



№2  offline წევრი gogona migraciidan

Nini
Au ra kai male dade ra dzaan magaria

დღეს საღამოს დავფებ მადლობა შენ

 



№3 სტუმარი მოცინარი

კარგი იყო, იმედია შეძლებს იმ გოგოს გადარჩენას

 



№4  offline წევრი gogona migraciidan

მოცინარი
კარგი იყო, იმედია შეძლებს იმ გოგოს გადარჩენას

ყველაფერი მაგ ბავშვზეა დამოკიდებული. ❤

 



№5 სტუმარი მოცინარი

Gogona rmigraciidan
მოცინარი
კარგი იყო, იმედია შეძლებს იმ გოგოს გადარჩენას

ყველაფერი მაგ ბავშვზეა დამოკიდებული. ❤

ოოო, ინტრიგანო + ტვინის ჭ***ტვა რა შუაშია ეს ბავშვი

 



№6  offline წევრი gogona migraciidan

მოცინარი
Gogona rmigraciidan
მოცინარი
კარგი იყო, იმედია შეძლებს იმ გოგოს გადარჩენას

ყველაფერი მაგ ბავშვზეა დამოკიდებული. ❤

ოოო, ინტრიგანო + ტვინის ჭ***ტვა რა შუაშია ეს ბავშვი

ყველაფრს სულ მალე გაიგებ : D ვერაფერს ვერ დამაცდევინებ მეტს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent