შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკივილი გაძლიერებს 6თავი


10-08-2017, 00:57
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 1 149

ტკივილი გაძლიერებს 6თავი

ბეჭზე გაკიდებული გავყავარ გასასვლეკ კარში, ვცდილობ როგორმე გავუსხლტე ხელიდან თუმცა უშედეგოთ.
- დამსვი შე გაუთლელო ხეპრევ, არ გესმის შენ გეუბნები. შე იდიოტო მუტანტო, დამსვი მეთქი რომ გეუბნები არ გესმის.
- მოკეტე. მეუბნება ის და საჯდომზე ხელს მირტყამს.
- დამსვი. ვეუბნები მე და ისიც მსვამს.
- აღარასოდეს გამედო გესმის. ვუყვირი მე ის კი მაჯაში ხელს მჯიდებს და მის სხეულზე მიკრავს.
- და რომ გავებო რას იზავ? მეუბნება ის და თვალებში მაშტერდება.
- თუ კიდევ ერთხელ გაბედავ და ხელს დამაკარებ, მაგ სახეს აგახევ გასაგებია. მუქარით ვეუბნები მე, ის კი ხარხარებს.
- რა გაცინებს შე ტირანო?
- ეკატერინე რა სასაცილო ხარ. მეუბნება ის და ტუჩებში მკოცნის, გავიბრძოლე თუმცა ისე ძლიერ ვყავდი სხეულზე აკრული ვერ მოვიშორე. წამით მეც ავყევი, ის ისეთი თბილი მეჩვენა, ისე სასიამოვნოდ მიკოცნიდა ჯერ ერთ შემდეგ მეორე ტუჩს. სიამოვნებისაგან გოგნებას ვკარგავდი,  თუმცა თვალწინ ის სცენა დამიდგა როგორ მაუპატიურებდა ჟღრნტი და სასწრაფოდ მოვცილდი. მთელი ძალით გავარტყი სილა სახეში.
- თუ კიდევ ერთხელ გაბედავ და ხელს დამაკარებ, ლუკას სულს გეფიცები გაგანსდგურებ გესმის. ხელს გულზე ვურტყამ და იქაურობას ვცილდები.
- ვიცი რომ მოგეწონა ეკატერინე. მეუბნება ის და უკან ბრუნდება.
ტაქსის გაჩერება მინდოდა თუმცა აქ ტაქსები საერთოდ არ არიან. ეხლა მხოლოდ ტირილი მინდოდა, მხოლოდ ჩემი ლუკას ჩახუტრბა მხოლოდ ის თუ მიშველის. ამდენი ხნის შემდებ პირველად ვდგავარ ჩემი ძმის საფლავთან და ვტირი, მთელი გულით ვტირი.
- ლუკ ჩემო სიხარულო, მენატრები იცი როგორ მენატრე. სული მეწვის, გული მტკივა, სხეულის თითოეული უჯრედი მტკივა შენს გარეშე. ყველაფერს დავთმობდი ეხლა შენი ჩახუტება რომ შემეძლოს. მის საფლავთან დავწექი თითქოს ესე უფრო ახლოს ვიქნებოდი მასთან. რომ იცოდე ეხლა როგორ მიმძიმს უშენობა. თუმცა გპირდები, ყველას დავსჯი ვინმაც ტკივილი მოგაყენა. შენს სულს ვფიცავ ყველას ვაზღვევინებ. აქ მანამ არ მოვალ სანამ თავად ლევან ამილახვარს, შენს საფლავთან დაჩოქილს არ ამოვიყვან. ფეხზე ვდგები, ლუკას ცივ საფლავს ვკოცნი და იქაურობას ვცილდები. ფეხით მივუყვები სასაფლაოს გზას, ხვალ ძალიან მძიმე დღე მელის ვამბობ ხმამაღლა და ტაქსს ვაჩერებ. სადარბაზოს კიბეებზე ისევ ფეხით ავრბივარ. თითქმის ჩემს სართულთან მისული ვხებავ, მთელი მეშვიდე სართული ვარდებით და გვირილებიითა სავსე.
- ეს რა არის? გაოგნებისგამ ძვლივს ვამბობ. ფრთხილად ვიკვლევ გზას, მეშინია რომელიმე არ გავაფუჭო, კართან დადებულ ყუთს ხელში ვიღებ სადაც ჩემი სახელი წერია. ეს თუ ისევ ის ნაბი.ვარია გეფიცები მოვკლავ. ვამბობ ჩემთვის და ყუთს ვათვალიერებ.
" აივნის გოგონას აივნის ბიჭუნასაგან"  მარჯვენა მხარეს ესე წერია. სასწრაფოდ ვაღებ კარებს და შიგნით შევდივარ. ყუთს ვხსნი სადაც შეფუთული საჩუქარი მხვდება, შეფუთვას ვხსნი სადაც ოქროს სახლი მხვდება, აივანზე ზუსტად ისე როგორც მე ვჯდები ხოლმე სიგარეტით ხელში გოგონა ზის, მის მოპირდაპირე აივანზე კი ბიჭია რომლის სახე არ ჩანს. გოგოს აივანი სულ ბრილიანტის ფვლებით არის გარშემორტყმული. ეს საოცრებაა ვამბობ და ტელეფოს დავწვდი, სადაც იმ წუთას მოსული ესემესს ვხსნი.
-" იმედია საჩუქარი მოგეწონა ეკატერინე"
-" კი ძალიან ლამაზია" სასწრაფოდ ვუბრუნებ პასუხს.
-" დავადების დღეს გილოცავ"
მისი პასუხიც არ აგვიანებს.
" დიდი მადლობა" ვამბობ მე და ტელეფონს გვერდით ვდებ. სადარბაზოში გავდივარ ვარდები და გვირილების თაიგულები სახლში შემომაქვს ყველა ყვავილს წყალში ვდებ რათა არ გაფუჭდეს, შემდეგ სააბაზანოში შევდივარ წყალს ვივლებ და საწოლზე ვეხეთქები. დილით ადრიანად ვდგენი, დილის პროცედურებს მალევე ვრჩები და სახლიდან გავდივარ, საავადმყოფოში შესული პირდაპირ ჩემი კაბინეტისკენ მივდივარ, სადაც ისევ ის ასაკოვანი კაცი მხვდება.
- დილამშვიდობის. ვესალმები მას და ხალათს ვიცმევ.
- დღეს ოპერაციამ წარმატებით უნდა ჩაიაროს. ამბობს ის და ჩემს პირდაპირ იკავებს ადგილს.
- ბატონო ვაჟა ერთხელ უკვე ვთქვი, ოპერაცია ძალიან სარისკოა თუმცა თქვენ, თქვენი არ დაიშალეთ. ასე რომ დღეს ოპერაცია ჩატარდება, თუმცა ვერ მოგცემთ გარანტიას რომ ის 100% წარმატებით დასრულდება. ძალიან გთხოვთ თუ  ჩემთან ისევ მუქარისთვის მოხვედით გეტყვით რო არ არის მუქარა საჭირო. მე ყველაფერს გავაკეთებ პატარა ანასტასიას გადასარჩენად. მის პასუხს არც ველოდები ისე ვტოვებ კაბინეტს, ბავშვის პალატასთან შეგროვებულ ხალხს ყურადღებას არ ვაქცევ და შიგნით შევდივარ. სადაც ანასტასიას დედა მხვდება ბავშვის ხელი ხელში უჭირავს და თავი მის გულთან უდევს. ფრთხილად შევახე ხელი მხარზე, ისიც სასწრაფოდ წევს თავს და თვალებში მიყურებს.
- თქვენ ხართ ექიმო? შემაშინეთ. ამბობს ის და ფეხზე დგება.
- მაპატიეთ არ მინდოდა თქვენი შეშინება. როგორ არის? ვეუბნები და ბავშვისკენ ვუთითებ.
-გუშინ შედარებით კარგად ეძინა.
-ძალიან კარგი დღეს ყველაფერი დასრულდება და მის ცხოვრებაში ნათელი ფერები გამოჩნდება.
- ექიმო ხომ ყველაფერი კარგად იქნება? მეუბნება ის და მის დიდ ცისფერ წყლიან თვალებს მანათებს.
- ქალბატონო.
- ლიკა.
-დიახ ქალბატონო ლიკა, თქვენს მამამთილს უკვე ვესაუბრე. ვერ გეტყვით ოპერაცია როგორ დასრულდება, თუმცა მე ყველაფერს ვიღონებ მის გადასარჩენად. არ დავუშვებ მან ესეთ პატარა ასაკში დაასრულოს სიცოცხლე.
- ექიმო თქვენ გყავთ შვილი? მისმა კითხვამ დამაბნია არ ველოდი, თვალები ცრემლით ამევსო ჩემს ცვლილებას ხვდება და ბოდიშს მიხდის.
- ბოდიში არ მინდოდა. ამბონს ის და თავს ხრის.
- არაუშავს, არა მე არამყავს შვილი.
- გეყოლებათ აუცილებლად, თქვენ საუკეთესო დედა იქნებით. მეუბნება ის და გულში მიკრავს. მესიამოვნა უცხო ადამიანისგან ესეთი სიტყვები. პალატაში ექთანი შემოდის, პატარა მოსამზადებლად გაჰყავს სულ მალე ოპერაციაც დაიწყება.
ოპერაციისთვის ყველაფერი მზადაა, საოპერაციოში ჩემთან ერთად სამი ექიმია. ანესთეზიოლოგი ბავშვს ანესთეზიას უკეთებს და მეც ვიწყებ, ხელები ისე მიკანკალებს თითქოსდა ეხლა დავეცემი თუმცა თავი ხელში ამყავს და მეც ვიწყებ, ექთანი ყოველ წამს შუბლზე დაცვარულ ადგილს მისუფთავებს. სიმსივნეს სათავსოსაც მივადექი ეხლა მხოლოდ მისი ამოკვეთაღა დამრჩა თუმცა ბავშვის პულსაცია ეცემა, აპარატოს გამაყრუებელი წრიპინი  ჩამესმის ყურში.  ფიქრებიდან ირაკლი ექიმის ხმას გამოვყავარ.
- კატო პაციენტს ვკარგავთ. ამბობს ის და ელექტრო შოკს ხელებში მაჩეჩებს.
- კიდევ ერთხელ ვამბობ მე.
- კატო უკვე გვიანია, დავკარგეთ. ამბობს ისევ ირაკლი.
- კიდევ ერთხელ თქო. ვამბობ მე და პაციენტს პულსაცია უბრუნდება.
- გადარჩა ამბობს ექთანი და მეც ჩემს საქმეს ვუბრუნდები, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. ცხრა საათიანი ოპერაციის შემდეგ, ნაკერები დავადე და საოპერაციოს ვტოვებ. სახეწაშლილი ვუახლოვდები, ბავშვის მშობლებს.
- ექიმო როგორ არის? მეუბნება ბავშვის მამა.
- ექიმო როგორ არის? მკლავებში ხელს მკიდებს და მანჯღრევს.
- ყველაფერი კარგად არის, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ეხლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ვამბობ მე და იქაურობას ვცილდები
- შენ ეს შეძელი. მეუბნება თორნილე და გულში მიკრავს, შენ ეს შეძელი კატო.
- მე ეს შევძელი. მხოლოდ ეს ფრაზა მიტრიალებდა თავში. კაბინეტში შესვლას ვაპირებდი როდესაც დავინახე ჩემკენ მომავალი ვაჩე.
- ეკატერინე. მეძახის ის და მეც ვჩერდები.
- გისმენ?
- დიდი მადლობა. ამბობს ის და მეხვევა, ვერ მივხვდი მადლობას რატომ მიხდის, ან ეს ჩახუტება რას ნიშნავს.
- მადლობას რატომ მიხდი? ვეკითხები გაკვირვებული.
- ანასტასია ჩემი ნათლულია.
- სამადლობელი არაფერია, ეს ჩემი მოვალეობაა. ცივად ვიშორებ მის ხელს და ოთახის კარებს ვაღებ. შიგნით შესული იქვე კართან ვიკეცები, ცრემლებს გასაქანს ვაძლევ და მეც ვტირი. მე ეს შევძელი მხოლოდ ამას ვუმეორებდი ჩემს თავს. გომზე კარზე კაკუნის ხმას მოვყავარ, მეც სასწრაფოდ ვდგები ფეხზე ცრემლებს ვიწმენდ და კარს ვაღებ. კარში ანასტასიას ბაბუა ბატონი ვაჟა მხვდება, კარს ფართოდ ვაღებ და შიგნით ვუშვებ.
- მადლობას გიხთი ჩემი შვილიშვილის გადარჩენისთვის. მეუბნება ის და თავს ძირს ხრის.
- ანასტასია ჩემი ნანატრი შვილიშვილია, წლები ველოდით მის დაბადებას, ექიმები გვეუბნებიან რომ შეუძლებელი იყო ჩემს რძალს შვილი გაეჩინა. თუმცა სასწაული მოხდა და მან შეძლო შვილის გაჩენა. მეუბნება ის და ვამჩნევ როგორ სდის ცრემლები. - ბოდიშს გიხდი ძალიან ცუდად გელაპარაკე.
- ვხვდები რასაც გრძნობთ.
- არა თქვენ ვერ მიხვდებით რა არის ელოდო პატარა სიცოცხლეს. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააჩინოთ შვილი, ამბობს ის და ცრემლს იწმენდს.
- არ არის ეგრე, ვამბობ მე და მის წინ ვდგები. - იცით სულ რაღაც ორი თვის წინ, გავიგე რომ შეუძლებელია დედა გავხდე. თქვენ კი მეუბნებით რომ არ მესმის თქვენი ტკივილი, მე ყველაზე მეტად მესმის  ტკივილი რომელსაც თქვენ გრძნობთ.
- მაპატიე არ მინდოდა ამის თქმა.
- არაუშავს. ვამბობ მე და სავარძელში ვჯდები.
- მადლობა მინდა გადაგიხადოთ.
- თქვენ უკვე გადამიხადეთ მადლობა.
- არა მე სულ სხვა რაღაც ვიგულისხმე.
- ვერგავიგე. ვამბობ მე და წინ ვიხრები.
- თქვენი ბანკის ანგარიშის ნომერი მინდა.
- რათ გინდათ? ვეკითხები ინტერესით.
- თქვენ მე ვერ მიცანით? მეუბნება სიცილით.
- ვერა ვერგიცანით?
- მე ყველაზე დიდი ავტომობილების კომპანია მაქვს, არამარტო საქართველოში არამედ ევროპაშიც. ამიტომ გთხოვთ მომცეთ თქვენი საბანკო ნომერი.
- არა გმადლობთ, მე ეს ყველაფერი ფულის გამო არ გამიკეთებია.
- კარგი როგორც გინდა, თუ რამე დაგჭირდება ამ ნომერზე დამირეკე. სავიზიტო ბარათს მაწვდის ის და კაბინეტიდან გადის.
პატარა ანასტასიას გამოჯანმრთელება წარმატებით მიმდინარეონს,  უკვე ორი კვირა გავიდა მის მერე. ამ ხნის განმავლობაში ხშირად ვხედავდი ვაჩეს ჩვენი " ურთიერთობა" მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდა. ეხლაც ანასტასიას პალატაში ვარ ძალიან შემაყვარა პატარა ანგელოზმა თავი.
- თავს როგორ გრძნობ პატარავ? ლოყაზე ვკოცნი და მის ახალ ანალიზებს ვამოწმებ.
- კარგად ვარ კატო შენ მეუბნება? მეუბნება მისი წკრიალა ხმით.
- მეც კარგად ვარ პატარავ. გინდა გაგახარო?
- კი. მეუბნება ისევ ისე და მისი ცისფერი თვალებით მათვალიერებს.
- დღეს უკვე შემიძლია გაგწერო. ვეუბნები და ველოდები მის რეაქციას.
- მართლა რა მაგარია. სიხარულისგან ხტუნვას იწყებს თუმცა მალევე, მოწყენილი მიყურებ.
- რა მოხდა პატარავ? ვეუბნები და მის გბერდით საწოლზე ვჯდები.
- მერე რომ ვეღარ გნახავ.
- ნუ ნერვიულობ როცა მოგინდება დამირეკე და გნახავ.
- მართლა. ბედნიერებით ევსება თვალები და მეხუტება. მთელი ძალით მხვევს მის პატარა ხელებს.
- ხო მართლა. ვეუბნები მე და მეც ვხვევ ჩემს ხელებს. კიდევ დიდიხანი ვიწნებოდი ესე რომ არა ვიღაცის ჩახველების ხმა, გონს მალევე მოვდივარ და ბავშვს ვცილდები. კარისკენ ვიხედები სადაც კართან აყუდებულ ვაჩეს ვხედავ.
- ხელი ხომ არ შეგიშალეთ? ირონიით მეუბნება ის.
- ნათლია სიხარულით წევს ხელებს ანასტასია ნათლიამისისკენ.
- როგორ ხარ პატარავ?
- იცი დღეს სახლში შემიძლია წავიდე. სიხარულით ეუბნება ანასტასია ნათლიამისს.
- ძალიან კარგი პატარავ.
- მე დაგტოვებთ. ვამბობ და კარისკენ მივდივარ, კართან მისულს დაჩის ხმა მაჩერებს.
- როგორ შეგიძლია ესე უცებ შეაყვარო ადამიანებს თავი. ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, მოვბრუნდი და რაღაცის თქმას ვაპირებდი ანასტასიამ დამასწრო.
- ის ანგელოზია ნათლი. იცი ოპერაციას რომ მიკეთებდა ვიღაც ვნახე.
- ვინ ნახე ანასტასია? ეკითხება ნათლიამისი.
- თეთრებში ჩაცმული ბიჭი, მან მითხრა რომ კატო ანგელოზია.
- როგორი ბიჭი იყო? ეხლა მე ვეუბნები.
- ცისფერთვალება მაღალი ბიჭი იყო, ქერა თმებით. ლუკა ეს ლუკა იყო, ჩემი ლუკა ანასტასიასთან მივიდა.
- ეს უბრალოდ შენი წარმოსახვაა. ვეუბნები ბავშვს და იქაურობას ვეცლები. კაბინეტში შევდიოდი როდესაც ტელეფონმა დამირეკა.
- გისმეთ.
- ქალბატონო ეკატერინე ბანკიდან გაეუხებთ. მესმის ბიჭის ხმა.
- დიახ გისმენთ.
- შებიძლიათ ბანკში მოხვიდეთ?
- კი მაგრამ რა ხდება?
- ვიღაცამ თქვენს ანგარიშზე 50 000 ევრო დარიცხა. მეუბნება ის და ტელეფონს თიშავს.
ერთი საათია უკვე რიგს ველოდები,  როგორც იქნა ჩემი დროც მოვიდა. ოპერატორთან მივდივარ და ვეკითხები.
- დღეს ბანკიდან დამირეკეს, მითხრეს რომ ჩემს ანგარიშზე ვიღაცამ ფული დარიცხა, მგონი რაღაც შეცდომაა.
- თქვენი სახელი და გვარი.
- ეკატერინე ამილახვარი.
- ერთი წუთით. მეუბნება ახალგაზრდა გოგო და მეც ველოდები.
- არა არანაირო შეცდომა, თქვენს ანგარიშზე მართლა დაირიცხა ფული.
- კი მაგრამ ეგ როგორ? ვინ დარიცხა?
- ადრესატი ვაჟა გულედანია. მეუბნება ის და გაოცებისგან პირი ღია მრჩება. ბანკიდან გამოსული ბატონ ვაჟას მოცემულ ნომერზე ვრეკავ.
- ბატონო ვაჟა. ვეუბნები როცა მის ხმას ვგებულიბ.
- დიახ ეკატერინე. ეგრევე ხვდება ვინც ვარ.
- ეს რატო გააკეთეთ? მე ხომ გითხარით არ მინდა ფული თქო?
- ეს მე მინდოდა, ფულს უკან არ მივიღებ ასე რომ მოგიწევს გამოიყენო. თუ კიდევ დაგჭირდება შეგიძლია შემაწუხო. სათქმელს ამთავრებს და ისე რომ ჩემს პასუხს არ ელოდება ტელეფონს მითიშავს. ეხლა რა გავაკეთო როგორ დავუბრუნო ეს ფული უკან, თუმცა მან ხომ მითხრა უკან არ დაიბრუნებს. ჯანდაბა ეკატერინე რა იდიოტი ხარ შეირგე რა. მეუბნება ჩემი მეორე მე, როგორ თუ შევირგო ეს ფული მე არ მეკუთვნის. შენ ხომ გინდოდა ლევანის განადგურება ეხლა გაქვს შანსი გაანადგურო. ისევ ეს მეორე მე. რაც იქნება იქნება ვამბობ და ტაქსში ვჯდები.скачать dle 11.3




№1 სტუმარი მოცინარი

ოჰო, აი ამას არ მოველოდი . პირი დამრჩა ღია :დდდ, კარგი თავი იყო, შემდეგიც მალე დადე

 



№2  offline წევრი gogona migraciidan

მოცინარი
ოჰო, აი ამას არ მოველოდი . პირი დამრჩა ღია :დდდ, კარგი თავი იყო, შემდეგიც მალე დადე

მადლობა რომ მოგეწონა ❤ უცილებლად მალე დავდებ შემდეგ თავს ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent