შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Survive (2)


10-08-2017, 04:13
ავტორი Kira
ნანახია 487

Survive (2)

გღვიძავს, მაგრამ თვალებს ვერ ახელ. მხოლოდ სიბნელე ბუდობს შენს ირგვლივ და წამიერად თუ გაიელვებს წინა ღამის მომენტები თვალწინ. აი ისე, როგორც ფილმებში პატარ-პატარა კადრებად. ხმები ჩაგესმის , მაგრამ არცერთი მათგანის გარჩევა არ შეგიძლია. ცდილობ რაღაც გაიგო, კონცენტრირდე რაიმე კონკრეტულზე და სიბნელიდან გამოხვიდე. სინათლის გვირაბს ეძებ, რომელი არარსებობს. გადარჩენას ცდილობ, იბრძვი, მაგრამ ყველა მხარეს შენი წარსული გხვდება. მოგონებები , რომლებიც კადრებად ამოტივტივდება გონებაში და ცდილობენ ნელ-ნელა ჩაგითრიონ. გებრძვიან და შენს დამარცხებას ლამობენ. ყველა გზას გიჭრიან, ყველა სინათლის სხივს გიფარავენ , სურთ რომ მთლიანად დაგაცარიელონ. მაგრამ მაინც ისევ იბრძვი. შენ ისევ გინდა გადარჩენა.

მთელ სხეულს ვჭიმავ. თვალის ქუთუთოებს ერთმანეთს მაგრად ვაჭერ და ამით გამოფხიზლებას ვცდილობ.

უკვე მეღვიძა მაგრამ თვლებს მაინც ვერ ვახელდი. სადღაც შორიდან საუბარიც ჩამესმოდა. ნაცნობი ხმაა, ზედმეტად ნაცნობიც კი, თუმცა ვერ ვიხსენებ ვისია. არცერთი კიდური არ მემორჩილება, მთელი სხეული გაყინული დევს გეგონება მკვდარი ვიყო. შეიძლება მოვკვდი კიდეც, გუშინდელი ღამის მერე არაფერი იქნება გასაკვირი.

დრო გადის. ახლა უკვე უფრო მკვეთრად ჩამესმის ნაცნობი ხმები და მეც ვცდილობ გულდასმით მოვისმინო საუბარი.
-ამდენი ხანი რატომ არ ღვიძავს? მიკასას ხმას ჰგავს, მაგრამ არა! შეუძლებელია. ხმის პატრონი აშკარად შეშინებულია, ეს კი მიკასას არ ჰგავს.
-არვიცი წესით ამ დილით უკვე უნდა გაღვიძებოდა, ახლა კი საღამოა, მაგრამ იმდენი ალკოჰოლი მიიღო.
-მგონი კოკაინის დოზაც გადაამეტა, არა ასე არ შეიძლებოდა, ეს პირველად გააკეთა. ისევ თრთოდა მისი ხმა.
-ჯანდაბა შენ მოიყვანე აქ და შენვე მოაგვარე, შენი იდეა იყო ეს ყველაფერი.
-მე მხოლოდ მათი გათიშვა მქონდა გეგმაში, რაც მერე მოხდა მე ნუ მაბრალებ, შენ ხარ მაგაზე პასუხისმგებელი, არავის უთხოვია მასთან დაწექიო.

- დროა უკვე გამოფხიზლდეს, იქნებ როგორმე შევძლოთ? მაინც არ წყნარდებოდა მიკასა
-არა, ცოტახანიც და გონს მოვა. ჯანდაბა მიკასა, სულ შენი ბრალია, რომ მიჩივლოს? იცი მაინც რამდენი ხანი ამომაყოფინებს ციხეში თავს? იცი მაინც რას მიზამენ? ფეზის ხმა მესმოდა, ალბათ ანერვიულებული ოთახში აქეთ-იქით დადიოდა.
-კარგი რა, არავისაც არ უჩივლებს.
-მიკასა იცოდე მე რომ იქ მოვხვდე თან გაგიყოლებ! თუ მე ციხეში ჩავჯდები შენც ჩემს ბედს გაიზიარებ! მუქარასავით გაიჟღერა უცნობის სიტყვებმა. იწმუთას რაც ყველაზე მეტად მინდოდა სიცილი იყო. დასანანია, რომ არ შემეძლო.
-ვერაფერსაც ვერ იზამ! ის მე არ მიჩივლებს, ღმერთო ჩემო გჯერა რომ მას შეუძლია რამე გააკეთოს? ვერ ხედავ? ჩემი ერთი სიტყვაც კი საკმარისია რომ ფეხებქვეშ გამეგოს და ის შეასრულოს რასაც ვეტყი.
მთელი სიმტკიცით საუბრობდა მიკასა, მაგრამ ბოლოს მის ხმას მაინც უჩნდებოდა შიშის ბზარი.
-დანარჩენებზე რაღას იტყვი?
-ნუღელავ მათთან საქმე უფრო იოლადაა.

ნახევრად გახელილი თვალებიდანაც კარგად ვხედავ როგორ დამყურებს მიკასა ყველაფრის მიუხედავად, თავისი ჩვეული ,ცინიკური, ღიმილით. მალევე ტოვებენ ოთახს და მეც იმ ფიქრით, რომ აღარავინ დარჩა, წამოდგომას ვცდილობ.

მახსენდება გუშინდელი ღამე, თუ როგორ მოვედი აქამდე, როგორ არმინდოდა, როგორ მერეოდა გული ამ ყველაფერზე, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, დავრჩი. მერე ნარკოტიკი, დასალევი და ბოლოს ჩემი ღამის პარტნიორი.

ისევ თავბრუსხვევა, ისევ გულისრევის გამძაფრებული შეგრძნება, მაგრამ ამჯერად თავს ვეღარ ვიკავებ და ყველაფერს იქვე ვუშვებ.


მომეშვა, ასეთი თავისუფლება არასდროს არ მიგრძვნია,თითქოს რაღაც მძიმე ამოვაგდე და სადღაც შორს მოვისროლე, იმწამს მომეჩვენა თითქოს ჩემი წარსული ამოვარწყიე და ამით უდიდესი შვება ვიგრძენი.

მერე ფეხზე წამოდმაც შევძელი. უკვე თითქმის ყველაფერმა გამიარა, ერთადერთი, რაც ახლა ძალიან მაწუხებს დაღლილობა და ფეხების ტკივილია, გუშინ ძალიან ბევრი ვიცეკვე, ალბათ ამის ბრალია.

ყველაფერი მახსოვს, სულ ყველაფერი, დეტალებში, მაგრამ არაფერს ვნანობ. არც თავს მოვიკლავ ამის გამო. რაც მოხდა, მოხდა. ვერაფერი გამოასწორებს. ერთხელ ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გასინჯო ადამიანმა. სხვანაირად არ შეიძლება,სხვანაირად ვერც გიცხოვრია. ადამიანის ცხოვრება ასეა მოწყობილი. იყო, თუ არა ეს შეცდომა მერე გებულობ, როცა უკვე ჩაიდინე. მაგრამ სწორედ ამ შეცდომების ხარჯზე ყალიბდები ნამდვილ ადამიანად. მებრძოლად, რომელმაც საკმარისი გამოიარა იმისთვის, რომ ახლა მყარად დადგეს თავისი იარაღით ბრძოლის ველზე და სიდი ხნის წინ დაწყებული ომი მოიგოს.

ალბათ ზედმეტად უემოციო ვიყავი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გულთან ახლოს მიმეტანა. არც ტრადიციული ვყოფილვარ, რომ ჩემი ქალწულობის დაკარგვა ასეთ ნაადრევ ასაკში მეგლოვა. ბოლოს მაინ იმ აზრამდე მივდიოდი, რომ მე ეს ყველაფერი მინდოდა და სწორედ ამიტომაც გავაეთე. მინდოდა დამემტკიცებინა მიკასასთვის , რომ მასზე არანაკლები ვარ. მინდოდა მეჩვენებინა, რომ მე ბევრად მეტი შემიძლია, ვიდრე მას. ამ დროს კი იმასაც ვერ მივხვდი, თუ როგორ გავები პატარა წრუწუნასავით მიკასას დაგებულ ხაფანგში.

ფეხშიშველი კარებთან მივლასლასებ და ვცდილობ ღილებგაღლეტილი პერანგი როგორღაც შევიკრა. უზარმაზარ რკინის კარს ჭრაჭუნით ვაღებ და გავდივარ. ყველა ჩემკენ იხედება, მზერა კი სახეზე ეყინებათ. მაიუკო და სონია იქვე ზიან და ბოლო ხმაზე მოთქვამენ. მიკასა პირფერობს და ცდილობს დაამშვიდოს. ალბათ ეშინია რომელიმემ არ უჩივლოს ან სადმე არ წამოსცდეთ. ბიჭების უმეტესობაც იქ დგას. ისინიც მიკასას ხერხს იყენებენ, მე კი გაყინული სახით გავდივარ და ფეხსაცმელების ძებნას ვიწყებ. ისე თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს.

-შოიო უკვე გაიღვიძე? ხელგაშლილი, გახარებული მიკასა სწრაფად მოდის ჩემკენ, რათა ჩამეხუტოს. ჩემგან კი მაგრად შეკრულ მუჭს იღებს სახეში და ერთი ამოკვნესით მიწაზე ენარცხება.

არავინ არ განძრეულა, არც მისი ვითომ მეგობრები, ყველა შორიდან უყურებდა მიკასას და მათი ვითომ წყნარი გამომეტყველების უკან კმაყოფილი ღიმილი და აფორიაქება იმალებოდა. ისიც იქ იჯდა, გუშინდელი ჩემი პარტნიორი, ჩემი დანახვა დიდად არ გახარებია მაგრამ მის თვალებში მაინც სინანულს და სიბრალულს ამოიკითხავდით. მე არა! საკუთარი თავი უფრო ებრალებოდა, ეშინოდა აქედან რომ გავიდოდი რამე არ წამომცდენოდა და ჩემ შეკავებასაც ვერ ბედავდა.

-შოიო. წამოიყვირა მაიუკომ
-მე მივდივარ. მკაცრად გამოვაცხადე და გასასვლელისკენ წავედი. გზად ვიღაცის ფლოსტებში გავუყარე ფეხი, რადგან ჩემები არსად იუო. ყველა ფეხზე წამოდგა, მიკასაც კი. ჩემკენ წამოვიდნენ , მაგრამ ჩემი ღამის პარტნიორის სიტყვამ ყველა ადგილზევე გააშეშა.
-აცადეთ წავიდეს. თქვენც წადით. მიაძახა იქ მჯდარ გოგონებს. მერე კი მიკასას ჩაავლო მკლავში ხელი და ჭვარტლით გამურულ დერეფანში გაუჩინარდა.


სახლში დავბრუნდი. ყველაფერი ჩვეულებრივ, ცხოვრებისეულ კალაპოტში ჩაჯდა. ძველი მეგობრებთან უკვე აღარ ვურთიერთობდით, თუ, რა თქმა უნდა, იმას მეგობრები ერქვა. არავის დაგვცდენია სიტყვა მომხდარის შესახებ და იმ დღის მერე არც მიკასა გვინახავს ვინმეს. არც დანარჩენები. შემთხვევით თუ შევხვდებოდი მაიუკოს და სონიას გზაში, ისიც მხოლოდ მისალმებით შემოვიფარგლებოდით.
ის ღამე ჩვენს საიდუმლოდ დარჩა. ჩვენი ცხოვრების ერთ ბნელ წერტილად, როელსაც ვერადავერ ამოშლიდი გონებიდან.

თუმცა ამით ცოვრება არ გამჭირვებია. მაშინ აზრადაც არ მომსვლია რა სავალალო შედეგი მოჰყვებოდა ამ ყელაფერს.





ეოო ლა პაპინიატააა.. დავიწყებ ბოდიში თ. ამდენი ხანი რომ დავაგვიანე. ჯერ იყო და საიტის ბაზაზე ცვლილებები იყო რამდენიმე დღე და სიახლეს ვერ დავდებდი მაინც წაიშლეოდა ამასწინათ წინა სიახლეზე რამდებიმე კომენტარი წაიშალა და არ გეგონოთ არვნახე ყველა ვნახე და ძლაიან ძალიანდ დიდი მადლობაა , ჰო კიდევ ახლა გამიფუჭდა ლეპტიპი და ესეც მობილურში ვიწვალე ამიტო შეცდმები თუ ბევრია მაპატიეთ.. კიდევ ერთხელ უუღრმესი მადლობა რომ კითხულობთ და თქვენს აზრს მიზიარებთ. მართლა დიდი სტიმულია თქვენი თითოეული სიტყვა ჩეთვის..
ახლა რაც შეეება დროში სხვადასხვაობას.. სპეციალური ჩანაფიქრი არის ის, რომ მოთხრობის მთავარი გმირი ამ ამბავს იხსენებს. სწორედ ამიტომ არის რომ ხან წარსულია ხან აწმყო, რამდენიმე თავში დავუბრინდე აწმყოს თუმცა რამდენიმე პატარა მონაკვეთი მაინც იქნევა წარსულიდან ჩართული..

ჯერ ნახსენები პერსონაჟები მიკასა, სონია, მაიუკო, ნაუმი და ჰინატა შოიო არიან გოგოები. ვინაიდან ბევრი ვერ მიხვდა დავწერე და სზვა ახალ პერსონაჟებზეც ვიტყვი ხოლმე..скачать dle 11.3

 




№1  offline √ აქტიური მკითხველი ™ ენემი

ალექსა საოცრება ხარ kissing_heart
ველი მომდევნო თავებსაც heart_eyes

 



№2  offline √ ახალბედა მწერალი™ Kira

ენემი
ალექსა საოცრება ხარ kissing_heart
ველი მომდევნო თავებსაც heart_eyes

მადლობა ჩემო კარგო<3 ძალიან გამახარე<3 შევეცდები მალე დავდო<3
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 



№3 √ სტუმარი ™ Ninia

Roca yvela tavs dadeb mere wavikitxaaavv..tore gamdzvra suli da dameglija nervebiii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent