შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ შემიყვარდა კრიმინალი ( სრულად )


10-08-2017, 19:38
ავტორი ელ_ჯეიმსი
ნანახია 14 543

როგორ შემიყვარდა კრიმინალი ( სრულად )

“მე ვიცი, რომ შენ სწორად ცხოვრება შეგეძლო,
მაგრამ მიზეზები მძიმე და გადაულახავი აღმოჩნდა ”

მახსოვს, იმ დღეს მთელი დღე საშინლად წვიმდა, იმ საღამოსაც წვიმდა , გაუბედავად რომ შევაბიჯე საავადმყოფოს შენობაში და მესამე სართულის დერეფანს ნელა გავუყევი.
...202,203,204....
“რა უნდა ვქნა?”
...205,206,207... - განვაგრძე თვლა და ორასმერვე კარის წინ შევჩერდი, ცრემლიანი თვალები შევიმშრალე , ღრმად ამოვისუნთქე და პალატაში შევედი. მამა თვალდახუჭული იწვა, ათასგვარ სადენებში ახლართული, საწოლის გვერდზე დადგმული მონიტორი რიტმულად წიკწიკებდა.
- მამა, - დავუძახე ხმადაბლა და ხელზე ფრთხილად შევეხე, მან თვალები ნელა გაახილა და ჩემს დანახვაზე სუსტად გაიღიმა.
- ელენე...
მე შუბლზე ფრთხილად ვაკოცე და იმ მომენტისათვის ყველაზე არაფრისმომცემი კითხვა დავუსვი:
- როგორ ხარ?
- კარგად, - მატყუებს ის.
“ არა, არ ხარ” - ვფიქრობ მე და ტკივილისაგან გული მეკუმშება.
- მე მართლა კარგად ვარ ელენე, არ იღელვო, კარგი? - ხელზე სუსტად მომეფერა ის.
- არ ვღელავ, - ვცრუობ ყველაზე დიდი ტყუილით და ყელში მომდგარ ბურთს უკან ვაბრუნებ.
- სოფოც აქ არის? - მეკითხება ის
- არა, მარტო მოვედი. ჩემი შემოსვლაც არ შეიძლებოდა, მაგრამ ექიმს ბევრი ვეხვეწე და რამდენიმე წუთით შემოსვლის ნება დამრთო, - ვუპასუხე მე.
- რომელი საათია? - მკითხა მან და თვალები ნელა მოატარა პალატას.
კედელზე საათს შევხედე : ხუთს აჩვენებდა.
- მართლა? აქ დღე და ღამე ერთმანეთში მერევა,- შუბლი შეჭმუხნა მან და თვალები ისევ დახუჭა.
- არაუშავს, -ხელზე მოვეფერე მე ,- მალე ოპერაციას გაგიკეთებენ და გაგწერენ კიდეც, ხომ არ ნერვიულობ?
- არა, - თვალებისგაუხელად მიპასუხა მან.
- არც უნდა ინერვიულო, რადგან სანერვიულო არაფერია,- ყალბი უდარდელობა შეერია ჩემს ხმას, - საერთოდ ვერაფერს იგრძნობ, სულ იოლი იქნება. დაგაძინებენ და ახალი ფილტვებით გაიღვიძებ, ხომ მაგარია?
მას არაფერი უთქვამს, თვალები კვლავ დაეხუჭა და ოდნავ შესამჩნევად სუნთქავდა.
- მამა! - ხმადაბლა დავუძახე მე და ხელზე ოდნავ მოვუჭირე,- მამიკო! - მაგრამ მას კვლავ არაფერი უპასუხია.
მხარზე უეცარმა შეხებამ შემაკრთო, თავი ავწიე, ექთანი იყო. ვერც კი გავიგე როდის შემოვიდა.
- ალბათ ჩაეძინა, მთელი დღე პროცედურებს ვუტარებდით და გადაღლილია, სჯობს დაისვენოს, - მითხრა მან,
თავი უსიტყვოდ დავუქნიე , მამას ფრთხილად ვაკოცე ხელზე , საბანი შევუსწორე და პალატა უხმაუროდ დავტოვე. დერეფანში მდგომ საკაცეზე ჩამოვჯექი და სახე ხელებში ჩავრგე.
“რა უნდა ვქნა?” - გავიფიქრე სასოწარკვეთილმა.
“ერთადერთი გზაღა დაგრჩა ... “ - ფრთხილად შემახსენა ირაციონალურმა მემ - “ სხვა ვარიანტი არ არსებობს! ორგანიზაციები განცხადებების განხილვას საკმაო დროს მოანდომებენ. ასეც რომ არ იყოს, დადებითი პასუხის მიღების შანსი ფაქტობრივად არ არსებობს და შენ ეს კარგად იცი...”
ჩემი გონება უსწრაფესი მექანიზმივით მუშაობდა: ფიქრი ფიქრს ცვლიდა, აზრი-აზრს, გადაწყეტილება - გადაწყვეტილებას...
რაციონალური მე მიყვიროდა: ”ეს სიგიჟეა! ყველაფერს დაკარგავ, თუ ამაზე დათანხმდები, სახელი შეგელახება, მომავალი დაგენგრევა!”
“...ოპერაცია ერთ თვეში უნდა გაკეთდეს...” - აგრძელებდა ირაციონალური მე - “...დრო იწურება… გადაწყვეტილება უნდა მიიღო...”
“ყოყმანის დრო მართლაც აღარ არის” - გავიფიქრე მე, ტელეფონი ამოვიღე და ლაშას ნომერი ავკრიფე.
- გისმენთ! - რამდენიმე ზუმერის შემდეგ მიპასუხა მან,
-თანახმა ვარ, - ხმადაბლა ამოვთქვი მე
-ელენე? შენ ხარ? - მკითხა მან, მე ღრმად ჩავისუნთქე უფრო მტკიცე ტონით განვაგრძე :
- მე ვარ. თანახმა ვარ იმაზე, რაც დილით მითხარი.
- ელენე , დაივიწყე რაც გითხარი… ეს სიგიჟეა, მსგავსი რამ არც უნდა შემომეთავაზებინა, - - ამოიოხრა ლაშამ.
- მე უკვე გადავწყვიტე!
-ხომ იცი რით შეიძლება დამთავრდეს ეს ყველაფერი ?
- ვიცი, - ვუპასუხე მე , - ყველაფერი მომიყევი რას და როგორ აპირებ.
-ტელეფონში არა. სად ხარ? შეგიძლია შემხვდე?
- რესპუბლიკურში ვარ.
- დამელოდე, რამდენიმე წუთში მანდ ვიქნები, - მითხრა და ტელეფონი გათიშა, მე ღრმად ამოვისუნთქე , კედელს მივაყრდნე და ლაშასთან ჩემს დილანდელ შეხვედრაზე დავიწყე ფიქრი...

სწრაფად ჩავიცვი და სახლიდან საუზმის გარეშე გამოვედი, ტაქსი მალევე დავიჭირე და მძღოლს მისამართი ვუკარნახე:
-ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმიყვანეთ.
საშინელი ამინდი იყო, ჩემი განწყობის შესაბამისი, წვიმდა და ნაცრისფერზე ნაცრისფერი საბურველი ეფინა ქალაქს. სამინისტროსთან მალე მივედით, ტაქსიდან გადმოვედი და შენობის შესასვლელისკენ ჩქარი ნაბიჯით წავედი. როგორც კი კონსულტანტმა გოგონამ წერილი გადმომცა , მოსაცდელში ჩამოვჯექი და კონვერტი აკანკალებული ხელით გავხსენი. უსარგებლო ადგილებს სწრაფად გადავავლე თვალი და მალე მივედი იმ ნაწილამდე, სადაც ოპერაციის დაფინანსების თხოვნაზე ეწერა პასუხი. უარყოფითი იყო... უღონოდ დავუშვი ქაღალდიანი ხელი, იმწამსვე ჩემი ტელეფონი აწკრიალდა და ეკრანზე ჩემი დის სახელი დაეწერა.
-აბა? - მოუთმენლობითა და იმედით აღსავსე ხმით მკითხა მან.
-უარყოფითია, სოფო. არ გვაფინანსებენ, - ვუთხარი მოგუდული ხმით და ვიგრძენი, ცხელი ცრემლები სახეზე როგორ ჩამომიგორდა.
- რა უნდა ვქნათ? - მკითხა აკანკალებული ხმით და მივხვდი, ისიც ტიროდა.
- არ ვიცი, - ამოვთქვი მე და ცრემლების ახალი ტალღა მომაწვა, ტელეფონი უღონოდ დავუშვი და გულამოსკვნილი ავტირდი. არ ვიცი, რამდენი ხანი დავყავი ამ მდგომარეობაში, ნელ- ნელა მოვეგე გონს და მთავარ ქუჩაზე გამოვედი. ისევ წვიმდა, ამჯერად უფრო ძლიერად. მექანიკურად მოპირდაპირე მხარეს, პატარა კაფისაკენ ავიღე გეზი და კუთხის მაგიდასთან ჩამოვჯექი.
“რა უნდა ვქნა, რა? მამა, ჩემი მამიკო... “ - მტკივნეულად გამიელვა გონებაში, სახე ხელებში ჩავრგე და ისევ ავტირდი.
რამდენიმე წუთის განმავლობაში უხმოდ ვტიროდი. კაფეში შეკრებილი ხალხის ხალისიანი საუბარი და სიცილი სრულ კონტრასტს ქმნიდა ჩემს სევდა-ნაღველთან. სახიდან ხელები მოვიცილე და ის იყო ასადგომად წამოვიწიე, რომ ვიღაცის ნათქვამი შემომესმა:
- შეიძლება ჩამოვჯდე?
თავი ავწიე და ცრემლებით დაბინდული თვალებიდან შავგვრემანი ბიჭის სახე გავარჩიე.
- კი, მე უკვე მივდივარ, - მივუგე მოგუდული ხმით.
ის ჩემს წინ ჩამოჯდა და სახეში ყურადღებით შემაცქერდა.
- მომიყვები, რატომ ტირი?
- მაია ასათიანი ხარ? - ცოტა არ იყოს, უხეშად ვუპასუხე მე.
- მითხარი ელენე, იქნებ რამით დაგეხმარო, - ჩემ ირონიას ყურადღება არ მიაქცია მან.
- ჩემი სახელი საიდან იცი? - შევცბი მე.
- ლაშა, - ხელი გამომიწოდა მან.
- კითხვაზე არ გიპასუხია! - მის ხელს გაგულისებულმა დავხედე მე.
- სამინისტროდან გამოგყევი, - მხრები უდარდელად აიჩეჩა ლაშამ, - შევაჩნიე, როგორ ტიროდი და შენი საუბარიც მოვისმინე. მივხვდი რომ რაღაც ძალიან გაწუხებდა და... მიდი, მომიყევი რატომ ტირი, იქნებ რამით შევძლო შენი დახმარება
- მადლობა, მაგრამ ვერ დამეხმარები , - სკამიდან წამოვიწიე მე.
- ნუ გაუშვებ მომენტს... იქნებ ეს ის მომენტია რომელმაც შენი ცხოვრება უნდა შეცვალოს, - არ მეშვებოდა ის.
“უთხარი და შეგეშვება!” - მითხრა რაციონალურმა მემ.
- კარგი, - ამოვიოხრე მე და ბიჭს მზერა გავუსწორე, - მამაჩემი ავად არის და სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, მაგრამ ჩვენ საკმარისი თანხა არ გვაქვს, - ვუთხარი ყოველგვარი შესავლის გარეშე.
- რამდენი გჭირდებათ?- მკითხა მან.
- სამასი ათასი დოლარი, - მივუგე უემოციოდ, - აბა, შეგიძლია რომ რამით დამეხმარო?
-შემიძლია ... - ჩაილაპარაკა მან , - ოღონდ ჯერ უნდა მითხრა.... ოპერაციისთვის საჭირო ფული რომ იშოვო და შენთვის ძვირფასი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინო, რას გააკეთებდი ამისთვის?
-ყველაფერს, - ვუპასუხე ყოყმანის გარეშე.
- ყოველგვარ სიგიჟეზე წახვალ? და იმის იქითაც? გარისკავ ყველაფერს? მთელ შენს ცხოვრებას!
-კი, - ვუპასუხე ხმადაბალა, მაგრამ მტკიცედ, ისევ სკამზე დავეშვი და მოლოდინით სავსე მზერა მივაპყარი. ის ერთხანს დუმდა, შემდეგ ჩემსკენ გადმოიხარა და ხმადაბლა მკითხა:
-ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ბანკის ძარცვაში მონაწილეობიზეც? ამაზეც კი დათანხმდებოდი?

***

ლაშამ ათ წუთში დამირეკა უკვე საავადმყოფოს წინ იდგა, კიბეებზე სწრაფად დავეშვი და გარეთ გამოვედი, ბნელოდა და საშინლად წვიმდა. ქურთუკის კაპიუშონი წამოვიხურე და ლაშას მანქანისაკენ სწრაფი ნაბიჯით წავედი.
-ელენე, დარწმუნებული ხარ, რომ ამ საქმეში მონაწილეობის მიღება გინდა? - მკითხა ლაშამ, როგორც კი მანქანის თბილ სალონში ჩავჯექი.
-არა,- გულწრფელად ვუპასუხე მე , - მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ყველაფერი მომიყევი, მე რისი გაკეთება მევალება მაგ საქმეში? იმედია ავტომატით არ უნდა ვირბინო
- არა, - გაცინა მან, - შენ უფრო ქალური საქმის გაკეთება მოგიწევს. მოკლედ რომ გითხრა , ორი რამ გევალება: პირველი, ერთ-ერთი ჩვენგანის შეყვარებულის როლს მოირგებ და მასთან და კიდევ ორ ჩვენ თანამზრახველთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრები , იქ ორი კვირა დარჩებით. მე თქვენთან ერთად არ მოვდივარ, პარიზში მხოლოდ ძარცვის დღეს ჩამოვალ და იმდღესვე გავქრები. მეორე, თქვენი პარიზში ყოფნისას , იქ ერთი ღონისძიება გაემართება, რომელსაც “შეყვარებულთან” ერთად დაესწრები . იმ წვეულებაზე ერთი ტიპი უნდა მოხიბლო და ისე უნდა მოახერხო, რომ მასთან ერთად სასტუმრო ნომერში აღმოჩნდე... - აქ პირი რაღაცის სათქმელად გავაღე, მაგრამ ლაშამ ხელის აწევით შემაჩერა ,- ნუ ღელავ, მასთან დაწოლა არ მოგიწევს. როგორც კი ნომერში შეხვალთ, შენი სამუშაოც დამთავრდება და დანარჩენს ბიჭები მიხედავენ. შენ მეტი არაფერი გევალება, აქ მთავრდება შენი სამუშაო. ყველაფერი გასაგებია?
- ამ ყველაფერს ბანკის ძარცვასთან რა კავშირი აქვს? - დავიბენი მე.
- უფრო დეტალურად მერე გაგარკვევთ, რა თქმა უნდა, თუ დანარჩენებმა შენი კანდიდატურა მოიწონეს, - მიპასუხა მან.
- როდის უნდა შევხვდე შენს თანამზრახველებს ? - ვკითხე მე.
- ამ საღამოს ერთ-ერთ რესტორანში იკრიბებიან, - მითხრა ლაშამ და საათს დახედა, - უკვე შეიძლება რომ წავიდეთ, - დაამატა მან, მანქანა დაძრა და ათ წუთში რესტორანთან ვიყავით, სანამ შენობაში შევიდოდით ლაშამ ხელით შემაჩერა და უკანასკნელი გაფრთხილება მომცა:
- ერთი შეხედვით შენს საქმეში რთული არაფერია, მაგრამ ის რაში მონაწილეობის მიღებასაც აპირებ, მაინც ძალიან სარისკოა, ხომ ხვდები?
ერთი კი გავიფქრე , ნამდვილად შევიშალე სად მივყვები, ვის მივყვები - მეთქი , მაგრამ მაინც ვუპაუხე:
- ვხვდები, - და რესტორანში პირველი შევედი, ლაშა ფეხდაფეხ შემომყვა, დარბაზში მიმოიხედა და შემდეგ მოშორებით მდგარი მაგიდისაკენ აიღო გეზი, მეც მას მივყევი და შორიდანვე შევნიშნე მაგიდას ორნი უსხდნენ, ორივე სიმპათიური იყო , მხოლოდ ერთ-ერთს ცოტა მოსულელო გამომეტყველება ჰქონდა, შავჩარჩოიანი სათვალე ეკეთა, სახეს მოქერაო-მოწითალო წვერი უფარავდა და ასეთივე ფერის თმა ჰქონდა. მეორე შავგვრემანი იყო, ლურჯი თვალებით ყურადღებით მაკვირდებოდა, თვალიც არ დაუხამხამებია, ისე ამათვალიერა ფეხებიდან თავამდე.
“ალბათ მაფასებს, იქნებ უფრო შესაფერისად ჩაცმული უნდა მოვსულიყავი ‘კასტინგზე?”- გავიფიქრე მე.
- ეს ნიკაა, - სათვალიანზე მიმითითა ლაშამ, როცა მაგიდას მივუახლოვდით, - ეს - ლევანი. ბიჭებო, ეს ელენეა.
- სასიამოვნოა, - სტანდარტული ფრაზით მომესალმა ნიკა, ლევანს არაფერი უთქვამს, მხოლოდ თავი დამიქნია ოდნავ.
-სანდრო ჯერ არ მოსულა?-იკითხა ლაშამ.
-არა, ჩვენც ახლახანს მოვედით, - უპასუხა ლევანმა.
-კარგი, მის მოსვლამდე რამე შევუკვეთოთ, - თქვა ლაშამ, მიმტანი იხმო, თევზი და ლუდი შეუკვეთა და მე შემომხედა.
-მადლობა, არაფერი მინდა, - ამოვილაპარაკე მე და ერთმანეთში გადახლართულ ჩემს თითებს დავაშტერდი, რესტორანში შემოსვლის შემდეგ მღელვარებამ არანორმალურად შემომიტია.
“ სად მოვედი, რას ვაკეთებ?” - ვფიქრობდი შეშფოთებული და ჩემს გარშემო შეკრებილ კრიმინალებს თვალს შეპარვით ვავლებდი.
“სულ გადაირიე, ხომ?! ახლავე ადექი მაგ სკამიდან და უკანმოუხედავად გაიქეცი!”- მიყვიროდა რაციონალური მე.
“ლაშამ გითხრა რომ ამ მომენტმა შენი ცხოვრება შეიძლება მთლიანად შეცვლის, დაელოდე რა მოხდება” - მითხრა ირაციონალურმა მემ.
“კი, ციხეში რამდენიმე წლის გატარებით მისი ცხოვრება ნამდვილად შეიცვლება!” - კბილებში გამოცრა რაციონალურმა..
დარბაზში მაღალი მამაკაცი შემოდის და სამივე მას ვაპყრობთ მზერას, კაცი კარიდანვე გვამჩნევს და ჩვენი მაგიდისაკენ იღებს გეზს. მაღალი და მხრებში გაშლილი, თავისუფლად მოაბიჯებს, უბრალოდ აცვია: ნაცრისფერი მაისური , შავი ქურთუკი და იმავე ფერის შარვალი.
“ალბათ ეს არის სანდრო”- გავიფიქრე მე, ის ყველას ერთად მოგვესალმა და ჩემს პირისპირ დაიკავა ადგილი.
- ეს ელენეა, ნიკას და ლევანს უკვე გავაცანი, - მისი მისამართით თქვა ლაშამ, ლუდის კათხა მაგიდაზე დაუშვა და მე შემომხედა.
სანდრომ ნელა მომაპყრო მზერა, ცივად შემათვალიერა და შავი თვალები პირდაპირ სახეზე დამასო , ვიგრძენი გულში როგორ შემეპარა უჩვეულო განცდა შიშისა და ამავდროულოდ უცნაურად სასიამოვნო, მინდოდა მისთვის მზერა ამერიდებინა , მაგრამ არ გამომდიოდა, შავ თვალებს მივეჯაჭვე და მზერას ვერ ვაცილებდი, თითქოს უფსკრულში მითრევდა და ფსკერისაკენ მიმაქანებდა...
- ... ზოგადად ავუხსენი რა ევალება და თანახმაა საქმეში მონაწილეობაზე. ისღა დარჩა გადავწყვიტოთ, ავიყვანოთ თუ არა, - საუბარს განაგრძობდა ლაშა, სანდრომ ნელა მომაცილა მზერა და მეც ამქვეყანას დავუბრუნდი, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს მატარებელმა გადამიარა...
“ და ეს მხოლოდ ერთი შემოხედვით!” - საგონებელში ჩავარდა ჩემი ირაციონალური მე.
-მე თანახმა ვარ, - თქვა ნიკამ და ისე თითქოს კენჭისყრაზე ვიყავით, ხელი ასწია.
-მეც თანახმა ვარ, მაგრამ, ერთი საკითხი მაინტერესებს, - თქვა ლევანმა.
-რა საკითხი? - ვკითხე მე.
-საქმე იმ ფულს ეხება, რომელსაც შესრულებული საქმისთვის მიიღებ. ის რისი გაკეთებაც შენ მოგიწევს, სარისკოა , მაგრამ არც ისე რთული. ერთი ტიპი უნდა მოხიბლო, ნომრამდე უნდა აიყვანო და მორჩა, აქ მთავრდება შენი საქმე. არც ისე ძნელია, არა? მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ შენ როგორც საქმის მონაწილე საკმაოდ დიდ თანხას მიიღებ, მაგრამ არა იმდენს , რამდენსაც...
- ელენეს მხოლოდ სამასი ათასი დოლარი სჭირდება,- ჩემს მაგივრად უპასუხა ლაშამ.
ლევანმა მე შემომხედა
-ასეა, - დავუდასტურე მე, - მეტი არ მჭირდება.
- მაინცდამაინც სამასი ათასი რატომ ?- მკითხა ნიკამ.
- ამის თქმა აუცილებელია? - შევყოყმანდი მე,
- არ არის , - მიპასუხა ნიკამ , - უბრალოდ ინტერესის გულისთვის გეკითხები, გვითხარი, რატომ მაინცდამაინც სამიანი ოთხი ნულით?
ყოყმანით განვაგრძე:
-მე... მე მამა მყავს ავად, ეს თანხა მისი ოპერაციისთვის არის საჭირო.
-გასაგებია,- თავი თანაგრძნობით დამიქნია ნიკამ და შემდეგ მაგიდასთან სრული სიჩუმე ჩამოვარდა.
ყველა სანდროს მიაჩერდა, ვგრძნოდი, რომ ის მე მიყურებდა, მაგრამ წეღანდელით შეშინებული მისთვის შეხედვას ვეღარ ვბედავდი და მაგიდის ზედაპირს მივშტერებოდი...
“ვიცი რომ აუცილებლად დამთანხმდება, ვიცი, ან კი როგორ შეუძლია არ დამთანხმდეს?! ჩემზე მეტად ეხლა არავის სჭირდება ეს ‘სამუშაო’, ვგრძნობ, რომ კის იტყვის ” - თავს ვიმხნევებდი მე,
მიუხედავად იმისა, რომ ხმათა უმრავლესობა უკვე მიღებული მქონდა, როგორც ჩანდა გადამწყვეტი სიტყვა სანდროს ეკუთვნოდა, ძალა მოვიკრიბე და მეც მას შევხედე,
-არა, - აუღელვებლად წარმოთქვა მან.
-რა? - ამოვილაპარაკე მე, მეგონა გამამხნევებდა, ჩემს გასაჭირს გაიაზრებდა, გული აუჩუყდებოდა, პლედს მომაფარებდა, თანამიგრძნობდა...
- შენ ისეთი გოგო არ ხარ როგორიც ჩვენს საქმეს სჭირდება, - იმავე მშვიდი ტონით მომიგო მან და ლაშას უთხრა: - ხვალ კიდევ ერთხელ შევხვდეთ და ეცადე უფრო შესაფერისი კანდიდატი მოიყვანო.
- სანდრო, ამის დრო აღარ არის, - ამოიოხრა ლაშამ, - ფიქრობ გრძელფეხება , სექსუალურ ლამაზმანებს, რომლებიც ამ სიგიჟეზე დაგთანხმდებიან ქუჩაში ყოველ ნაბიჯზე შეხვდები?
ლაშას სიტყვებზე შევიშმუშნე, ჯინსებსა და ხაკისფერ საწვიმარში სექსუალურად ნამდვილად არ გამოვიყურებოდი და არც მაინცდამაინც გრძელი ფეხები მქონდა, იქნებ ამიტომაც დამიწუნა?
- კარგი, ამ საქმეს მე მივხედავ, - ლაშას მიუგო სანდრომ და დარბაზის გასასვლელისაკენ გაემართა, მე მაგიდიდან წამოვდექი და წინ გადავუდექი
- ესე ვერ მომექცევი, გესმის? მე.... - ხმა ამიკანკალდა
-რა შენ? - მშრალად ჩაილაპარაკა მან, დასამშვიდებლად ღრმად ჩავისუნთქე და ისე განვაგრძე:
- მე მამა მყავს ავად, ხომ გაიგონე?
- გავიგონე და ეგ გულისამაჩუყებელ სცენები ჩემზე რომ არ მოქმედებს, მაგას უნდა მიმხვდარიყავი, - ცივად მომიგო მან.
- ეს ფული მისი მკურნალობისათვის მჭირდება, - ცრემლებს ვეღარ მოვერიე მე
- ჩვენ ბანკის გაძარცვას ვაპირებთ, საქველმოქმედო ორგანიზაცია კი არ გვაქვს? და ეგ ცრემლებიც შეიშრე სრულიად უადგილოა, - ყინულივით ცივი იყო ის, მე თვალები მოვიწმინდე და მაინც არ შევეშვი
- კარგი მითხარი შენს რომელ კრიტერიუმს ვერ ვაკმაყოფილებ?
მან ღრმად ამოიოხრა, შემდეგ თავი ოდნავ გადახარა და ფეხებიდან თავამდე აუღელვებლად ამათვალიერა და მშვიდად მომიგო:
- გამომწვევი არ ხარ.
- რა? - აღმომხდა მე.
- გამომწვევი არ ხარ - მეთქი , - აუღელვებლად გაიმეორა მან, - კაცი ისე უნდა მოხიბლო, რომ მაშინვე შენი სასტუმროს ნომერში აყვანის სურვილი გაუჩნდეს. ამისთვის უფრო გამომწვევი უნდა იყო გესმის? პატარა სექსუალური ხრიკები უნდა გამოიყენო და მათი მეშვეობით ნომრამდე თანდათან აიტყუო. აბა, შეძლებ ამას?
- შევძლებ! - ვუპასუხე მე , თუმცა წარმოდგენა არ მქონდა რაზე ლაპარაკობდა.
- მართლა? -დაეჭვდა ის , ერთხანს ჩუმად მიყურა, შემდეგ ჩემსკენ გადმოიხარა და ხმადაბლა მითხრა: - დამარწმუნე.
-როგორ? - დავიბენი მე.
-ეგ უკვე შენი გადასაწყვეტია, - უდარდელად მომიგო მან, მე ერთი გიჟური იდეა მებადება, წამით ვყოყმანობ , მაგრამ იმაზე გიჟური აღარაფერი იქნება რის გაკეთებასაც უკვე დავთანხმდი...
- კარგი, მოდი ასე მოვიქცეთ, - ვთქვი და სანდროს შავ თვალებს მზერა გავუსწორე, - ხვალ შევხვდეთ ამავე რესტორანში, ამავე დროს. იმ ტიპთან ჩემი მომავალი შეხვედრის ერთგვარი იმიტაცია მოვაწყოთ. თუ რამდენიმე პატარა სექსუალური ხრიკის შემდეგ ჩემთან ერთად ნომერში აღმოჩენა არ მოგინდება, ამ საქმეს სამუდამოდ დავივიწყებ, საპირისპირო შემთხვევაში პარიზში წამიყვანთ! შევთანხმდით?
- ჰმმმ, ეს უფრო სახალისო ჩანს, - ჩაილაპარაკა მან, - კარგი, შევთანხმდით. ხვალ ამავე რესტორანში , ამავე დროს. არ დააგვიანო. - დაამატა და გასასვლელისაკენ წავიდა.
“საზიზღარი , უგულო კრიმინალი”- გავიფიქრე მე და მის მაღალ სილუეტს გაგულისებულმა გავაყოლე მზერა, ის რესტორნიდან გავიდა და ახლაღა ვიგრძენი , როგორი დაძაბული ვიყავი, ღრმად ამოვისუნთქე, თავი გავაქნიე და ერთიანად მოვეშვი.
დილით უჩვეულო სითბომ გამომაღვიძა, თვალები ნელა გავახილე და გუშინდელი ღამის მოგონებები ქარიშხალივით დამეტაკა.
“ეს ყველაფერი მართლა მოხდა? მე, ელენე კალანდაძე , ვისაც საღეჭი რეზინიც კი არასდროს მომიპარავს , მართლა დავთანხმდი ძარცვაში მონაწილეობაზე? ლაშა, ნიკა,ლევანი და სანდრო ისინი ნამდვილები იყვნენ?” - გავიფიქრე შეფოთებულმა, საწოლიდან წამოვიწიე და თვალში ჩემი გუშინდელი ტანსაცმელი მომხვდა. არა, ეს არ იყო სიზმარი, ეს ყველაფერი მართლა მოხდა. მე ამ სიგიჟეს მართლა დავთანხმდი.
ღრმად ამოვისუნთქე და საწოლიდან წამოვდექი, ჩემს გარდერობს მხოლოდ ჯინსები და მაისურები შეადგენდა, არათუ სექსუალური, უბრალო კაბაც კი არ მოიპოვებოდა, ამიტომ ჩემი დის საძინებლისაკენ ავიღე გეზი, ჩემგან განსხვავებით, სოფოს ქალური და დახვეწილი სამოსი მოსწონდა და არც გამომწვევად ჩაცმას ერიდებოდა. მისი კარადიდან რამდენიმე კაბა გამოვიღე, საწოლზე დავაწყვე და ყურადღებით დავაცქერდი.
-სადმე მიდიხარ? - ფიქრიდან ჩემი დის ხმამ გამომარკვია, კაბების თვალიერებაში გართულმა ვერც შევამჩნიე როდის შემოვიდა ოთახში.
- მეგობრის დაბადების დღეზე, - წამში გამოვაცხვე ტყუილი და სინდისის საშინელი ქენჯნა ვიგრძენი.
- კარგია, წადი და და ცოტა გახალისდე, - თბილად გამიღიმა მან , მე უფრო მეტად შემაწუხა სინდისმა, - შეარჩიე უკვე?
- ამას ვფიქრობ, - ვუთხარი მე და ყველაზე ღრმად დეკოლტირებული წითელი კაბა დავანახე
- მაგას? - ჩემი არჩევნით აშკარად დაიბნა სოფო.
- კი,- მივუგე მე, - მაკიაჟს ხომ გამიკეთებ?
-რა თქმა უნდა, ოღონდ ჯერ წყალს გადავივლებ და ვისაუზმებ, კარგი? ჯერ ხომ არ მიდიხარ?
- არა ,წვეულება საღამოს არის, - ვუთხარი მე, ღრმად ამოვისუნთქე და ფრთხილად ვკითხე : - მამა როგორ არის?
-ისევ ისე, - დასევდიანდა ის, მე მასთან მივედი და ერთმანეთს მოვეხვიეთ.
საღამოს როცა მზადებას თითქმის მოვრჩი და სოფო მაკიაჟის ბოლო შტრიხს ასრულებდა, ყოყმანით ამოვთქვი :
- მგონი ჩემს კაბას წითელი ტუჩსაცხიც მოუხდება, არა?
- აბა მითხარი რას მიმალავ? - მაკიაჟის კეთება შეწყვიტა სოფომ და სახეში დაჟინებით შემაცქერდა
- რას უნდა გიმალავდე? - მხრები ავიწურე მე
- ფიქრობ, ჩემი და დღეს გავიცანი?- წარბები აზიდა მან, - გამომწვევი კაბა, წითელი ტუჩსაცხი... ეს ხომ შენ არ ხარ? ელენე მითხარი, რატომ ემზადები ასე განსაკუთრებულად?
- უბრალო მომინდა... მომინდა რომ... - ავლუღლუღდი მე.
- ისიც შევამჩნიე , მთელი დღე ეკლებზე რომ იჯექი და ადგილს ვერ პოულობდი, - შემაწყვეტინა სოფომ და ღიმილით დაამატა: - სიმართლე მითხარი, პაემანზე მიდიხარ?
- ჰო, რაღაც მაგდაგვარზე, - ჩავილაპარაკე მე, მისი მოტყუება აღარ მინდოდა. მას აღარაფერი უთქვამს, მხოლოდ გაიღიმა და მაკიაჟის კეთება განაგრძო. ათ წუთში უკვე სრულიად მზად ვიყავი.
- ესეც ასე , ძალიან ლამაზი ხარ! ნამდვილად გადარევ, ვინც არ უნდა !
”უტიფარო, უსირცხვილო მატყუარავ!” -კბილებში გამოსცრა რაციონალურმა მემ, როგორც კი ჩემი და ოთახიდან გავიდა.
“მას სხვა გზა არ აქვს!’- გამომექომაგა ირაციონალური.
“რას ვაკეთებ?” - გავიფიქრე სასოწარკვეთილმა, ღრმად ჩავისუნთქე და სარკესთან მივედი ჩემი თავი რომ შემეთვალიერებინა . სარკიდან საშუალო სიმაღლის, გამხდარი გოგო მიყურებს. ცუდად არ გამოვიყურები, მაგრამ მაინც ვყოყმანობ ,რაღაც არ მომწონს.
“მეტისმეტად ვღაჟღაჟებ!” - გავიფიქრე მე, წითელი კაბა გავიხადე და შავი, უფრო გრძელი და ნაკლებად დეკოლტირებული კაბა ჩავიცვი. თმა ავიწიე, კეფაზე დავიმაგრე და ისევ სარკესთან დავბრუნდი. სადად, მაგრამ ელეგანტურად გამოვიყურებოდი.
“ასე უკეთესია” - გავიფიქრე მე , ჩანთა და ლაბადა ავიღე, დერეფნიდან სოფოს კოცნა გავუგზავნე და სახლიდან გამოვედი. ტაქსიში ჩაჯდომისთანავე შემეპარა მღელვარება და რესტორანთან რომ გადმოვედი, უკვე ფეხები მიკანკალებდა. წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა გამეკეთებინა , გონება დავძაბე და ვეცადე გამეხსენებინა ყველა სექსუალური სცენა, რაც კი ფილმებში მქონდა ნანახი , მაგრამ მივხვდი რომ არცერთი არ გამომადგებოდა და გადავწყვიტე საკუთარი იმპროვიზაციისათვის მიმემართა, დარბაზში შესვლისთანავე იმ მაგიდისაკენ გავიხედე, სადაც გუშინ ვისხედით, მაგრამ ცარიელი იყო. ის იყო მისკენ წასვლა დავაპირე, რომ მხრებზე ვიღაცის შეხება ვიგრძენი და ერთიანად შევკრთი.
-დამშვიდდი, მე ვარ, - მითხრა სანდრომ და ლაბადა მსუბუქი მოძრაობით გამხადა.
- მადლობა, - ჩავილაპარაკე მე და მისკენ შევბრუნდი. ისევ უბრალოდ ეცვა: თეთრი მაისური შავი, თხელი ქურთუკი, შავი შარვალი და გულში გამიხარდა, რომ განსაკუთრებულად საზეიმოდ არც მე გამოვწყობილვარ.
სანდრომ წელზე მსუბუქად მომხვია ხელი და მაგიდისაკენ წავიდა, სულ ოდნავ შემეხო , მაგრამ მისი თითებიდან წამოსულმა იმპულსებმა მთელ სხეულში დამიარეს და დენდარტყმულივით შევკრთი, ჩემი რეაქცია მას არ გამორჩენია და ისიც შევამჩნიე, როგორ ჩაიღიმა.
- რას შეჭამ? - მკითხა როცა მაგიდას მივუსხედით.
-სალათს, ნებისმიერს, - ვუპასუხე მენიუს გადაუშლელად, უკვე ძალიან ვღელავდი, ის გუშინდელივით მშვიდი იყო.
-ორაგულის მწვადი , ბერძნული სალათი და ერთი ბოთლიც წითელი ღვინო, - მიმტანს უთხრა მან, შემდეგ მზერა ჩემზე გადმოიტანა და აუღელვებლად შემათვალიერა.
- ლამაზად გამოიყურები, - მითხრა უბრალოდ, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე, ისე როგორც შავზე შავიაო ამბობენ, როდესაც ის მართლაც შავია ,და თეთრზე - თეთრიო, როცა ის უბრალოდ თეთრია.
- მადლობა, - ჩავიბურტყუნე მოულოდნელი კომპლიმენტისაგან შემცბარმა და მზერა ავარიდე, მაგრამ მას ჩემი თვალიერება არ შეუწყვეტია. თავი ოდნავ გადახარა გვერდზე, ისე როგორც გუშინ და უფრო ყურადღებით შეუდგა ჩემს შესწავლას. ფეხებიდან დაიწყო და ზემოთ უღელვებლად აუყვა ჩემს სხეულს. ცხადად ვიგრძენი: ფეხის წვერებიდან, საიდანაც ჩემი თვალიერება დაიწყო, ცხელი ტალღა დაიძრა, ზემოთ წამოვიდა და ყველა ის ნაწილი გადაიარა, სადაც მან მზერა გადამატარა, მოულოდნელად, ჩემსკენ გადმოიხარა და ისე ახლოს აღმოჩნდა, რომ მის სუნთქვას უსუსტესად, მაგრამ მაინც შევიგრძნობდი კანზე, ხელი ჩემი კეფისაკენ წაიღო და ისევ ეს იმპულსები!
- უნდა მაკოცო? - ამოვიჩურჩულე შეშფოთებულმა , მაგრამ მას კოცნა არ უცდია, თმის სარჭი ფრთხილად შემხსნა და თმაც ტალღებად ჩამომეშალა მხრებზე.
-ასე სჯობია, - გაიღიმა მან, - მაგრამ თუ კოცნა გინდა არც მაგაზე გაწყენინებ, - და მზერა ჩემს შეღებილ ბაგეებს დაასო.
-არ მინდა! - მივუგე ჩემი სულელური შეკითხვით ერთიანად აწითლებულმა და მზერა ავარიდე. საღამო ისე არ დაიწყო, როგორც მე მინდოდა. ეს შეხვედრა ესე არ უნდა წარმართულიყო, მე უნდა მომეხიბლა იგი და არა პირიქით!
“ნამდვილად! შენ უნდა “შეაბა”, მან კი არ უნდა “შეგაბას “ - საიდანღაც გამოყო თავი ჩემმა რაციონალურმა მემ.
“დაე,”შეგაბას!”- წამოიძახა რაციონალურმა და სუნთქვის დასაოკებლად ხელი გულზე მიიდო.
“ დაიცა, ესენი საიდანღა გაჩნდნენ?! სანამ ამ სიგიჟეში არ ამოვყოფდი თავს, მანამდე არასოდეს გამოჩენილან” - გავიფიქრე მე, თითქოს მათი გონებიდან გამოყრა მინდოდა, თავი მსუბუქად გავაქნიე და შეკვეთაც მოგვიტანეს, სანდრომ ღვინის ბოთლი გახსნა და ჩემსკენ გადმოიხარა.
- არ ვსვამ, - ვიუარე მე,
-დაგამშვიდებს, - ჭიქას მივსებს ის
- არ ვღელავ, - ვიცრუე მე.
- მართლა? - ჩაიცინა მან და ჩემი ხელი ფრთხილად აიღო. ქარში მოქანავე ფოთოლივით მიცახცახებდა... , - დამიჯერე და დალიე,
დავუჯერე და ოდნავ მოვსვი.
- შენი შეყვარებულის როლი უნდა ვითამაშო? - ვკითხე მე.
- კი, - მშვიდად მომიგო მან.
- ეგ რა საჭიროა? ეს სპექტაკლი?
- ყველაფერს თანდათან გაიგებ, - გაიღიმა სანდრომ, მე ღვინო კიდევ მოვსვი და ჭიქის ზემოდან შევნიშნე სანდრო ჩემს მკლავს როგორ აკვირდებოდა.
-რა?
- ძალიან გამხდარი ხარ, - შუბლი შეიჭმუხნა მან
-ნერვიულობისაგან გავხდი, - ჩავილაპარაკე მე.
-უნდა ჭამო
- შენ რა გაღელვებს? შენი აზრით სიგამხდრე მეტისმეტად არასექსუალურია? ამიტომ მეუბნევი მაგას? - მივახალე გაგულისებულმა.
- შენთვის გეუბნევი, - მხრები მსუბუქად აიჩეჩა მან, - ჯანმრთელობას სერიოზულად დაიზიანებ, თუ ეგრე გააგრძელებ.
- ასეთი მზურნველი როდის გახდი? ჯერ კიდევ გუშინ შენზე “ეგეთი სცენები” არ მოქმედებს, - წარბები ავზიდე მე.
-კარგი, საქმეზე გადავიდეთ, - ჩვეული სიცივე დაუბრუნდა მას, - აბა რა მომიმზადე დღეისათვის? გაითვალისწინე, ცოტა დრო მაქვს.
-რატომ, ბანკის ძარცვაზე გაგვიანდება?
- დღეს არა, - ჩემს ირონიას ყურადღება არ მიაქცია მან, - დღეს არა, მაგრამ საფრანგეთის გეგმა აღარ იცდის.
- როდის არის ძარც... უმმ.. “ საფრანგეთის გეგმა?”
- ოთხ დღეში, - მიპასუხა სანდრომ
- ასე მალე? - ვიგრძენი მღელვარება როგორ შემეპარა
- ასე მალე, - თავი დამიქნია მან, - ასე რომ, გელოდები, დამარწმუნე რომ პარიზში წაგიყვანო
ისევ მომერია მღელვარება, სანდრო მართალი იყო ღვინო დაძაბულობის მოხსნაში მეხმარებოდა, ამიტომ ბოთლი ავიღე და მეორე ჭიქა შევივსე.
-დათვრები, მთვრალი ქალი კი არანაირად არ არის მიმზიდველი და სასურველი, - მშრალად მითხრა სანდრომ, როდესაც მეორე ჭიქა ნახევარ წუთში გამოვცალე და მესამე შევივსე.
-კისერს მოგიგრეხ! -დავემუქრე და ჩემმა სიტყვებმა თვითონვე გამაოცა.
- უკვე მთვრალი ხარ, - ოხრავს ის, მიმტანს იხმობს და ბოთლზე უთითებს, - ეს წაიღეთ
მიმტანი მის ნათქვამს ასრულებს და გვეკითხება, კიდევ ხომ არ ვინებებთ რამეს და ეს იდეას მაძლევს, წამით ვყოყმანობ, თუმცა ღვინისაგან გათამამებული გამბედაობას ვიკრებ და ისე, რომ სანდროს მზერას არ ვაცილებ , მიმტანს ვეუბნევი:
-სოსისს... სოსისი მომიტანეთ.
მიმტანი გვცილდება და უკან მალე ბრუნდება სოსისის ასორტით ხელში
- გემრიელად მიირთვით ,- ამბობს ღიმილით.
- მადლობა, - ღიმილითვე ვპასუხობ მე, მაგიდისაკენ ვიხრები და ჩემს ასორტს ყურადღებით დავცქერი. თეფშზე სხავადასხვა სიგრძისა და სისქის რამდენიმე სოსისი აწყვია. ვგრძნობ ,სანდრო თვალს არ მაცილებს და ჩემს ყოველ მოძრაობას ყურადღებით აკვირდება. ჩანს, მიხვდა ,რომ რაღაც მაქვს ჩფიქრებული , მე აუღელვებლად ვიღებ ჩანგალს, ერთ-ერთ სოსისს ვარჭობ და ჰაერში შემფასებლურად ვატრიალებ, შემდეგ მზერა ისევ სანდროზე გადამაქვს და ნელა ვამბობ:
- აი, ასეთი სოსისები მიყვარს ზუსტად, სქელი და გრძელი…- და ნელა, ძალიან ნელა, ისე, რომ სანდროს თვალს არ ვაშორებ , სოსისს ტუჩებს შორის ვიქცევ.
- მმმ... - ვკვნესი ნაზად და თვალებს ვნაბავ, - აქ ყველაფერი ძალიან გემრიელი აქვთ.
ტრიუკი მაშინვე იწყებს მოქმედებას : ის მზერას ჩემს ტუჩებში მოქცეული სოსისსს ასობს და ბაგეები თვითონაც ოდნავ ეპობა, მისი თავდაჯერებული ღიმილი სადღაც ქრება, მღელვარებასა და გახშირებულ სუნთქვას ვეღარ მალავს, ჩემი ტუჩების ყოველ მოძრაობაზე მკერდი უფრო სწრაფად აუდის...
- მე ტუალეტში გავალ, მაპატიეთ, - გვერდზე მაგიდიდან, რომელსაც მხოლოდ მამაკაცები უზიან, ვიღაც კოსტუმიანი ტიპი დგება, ერთხელ კიდევ მღელვარედ მავლებს თვალს და დარბაზის ბოლოსაკენ სწრაფი ნაბიჯით მიემართება. ირაციონალური მე ნახევრად გონდაკარგულ სანდროს თავზე ადგას და უკუთვლას იწყებს : “ათი.,ცხრა...” , რაციონალური ჩემი საქციელისაგან შოკმიღებული მომჩერებია და ვერაფერს ამბობს,
“...რვა,შვიდი...” - ითვლის ირაციო...არა, მოიცა! მათი ყოველ წუთს ასე მოხსენიება ძნელია და მგონის, სჯობს მათ სახელები დავარქვა. ისინი ხომ იმ ორი განსხვავებული მეგობარივით არიან, რომელთაგანაც ერთი სულ მორალს გიკითხავს და სწორად მოქცევისაკენ მოგიწოდებს, მეორე კი არანორმალურია და მუდამ რაღაც სიგიჟის ჩადენისაკენ გიბიძგებს. სახელებს სწრაფად ვარჩევ, რაციონალურ მეს ნინოს ვარქმევ , ირაციონალურს - ლიზის.
“...ხუთი,ოთხი,სამი...” - უკუთვლას აგრძელებს ლიზი, სანდრო წამოდგომას ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის - “...ორი,ერთი...ნოკაუტი!” - ყვირის ლიზი, დაფას მაღლა სწევს და რინგზე მიმოდის მაყურებლისათვის დაფის საჩვენებლად, სახედაჟეჟილი სანდრო კი რინგზე უგონოდ ამხია.

***

სოსისს ვჭამ და ვკმაყოფილი ვიღიმი, გამარჯვებას ვზეიმობ.
-რას აკეთებ? - როგორც იქნა ამოთქვა სანდრომ და მის ხმაში აშკარად იგრძნობა სასოწარკვეთის ნოტები.
- სოსისს ვჭამ? - თვალებს უმანკოდ ვაფახულებ , ჩანგალს მეორე სოსისს ვასობ და პირისაკენ მიმაქვს იგივე ტრიუკის გასამეორებლად.
- კარგი, საკმარისია!
- ეგ როგორ გავიგო? დაგარწმუნე? - წარბებს ვზიდავ მე, ის ყოყმანობს, გადაწყვეტილებას სწრაფად ვიღებ, მისკენ ვიხრები და ხელი მისი შარვლის უბისაკენ მიმაქვს.
- რას აკეთებ? - ხელს მიკავებს ის.
- სამხილს ვეძებ! მერე რომ არ მითხრა, თითქოს კაცის აღგზნება არ შემიძლია, - ვპასუხობ გაგულისებული და ჩემ თავს ვერ ვცნობ, ღვინო რომ არა , ფხიზელი ამდენს ვერასდროს ვერ გავბედავდი.
- წამოდი საპირფარეშოში გავიდეთ
- ეგრეც არ დავმთვრალვარ! - თითქმის ვიყვირე მე.
- თავის მოსაწესრიგებლად, - თვალები აატრიალა მან.
- მარტო გავალ, - ჩავილაპარაკე და ქალების ტუალეტისაკენ ავიღე გეზი. ნიჟარას დავეყრდენი და სარკეში ჩემი ანარეკლი შევათვალიერე, ერთიანად ვხურდი, წყალი მოვუშვი და სახეზე რამდენჯერმე შევისხი, შემდეგ ქაღალდის ხელსახოცი ავიღე და სულელური ტუჩსაცხი ხელის ერთი მოძრაობით მოვიშორე.
- ცუდად ხომ არ ხარ? - მაინც შემომყვა სანდრო.
-არა... ჩვენ ხომ შეთანხმება გვქონდა? - ჩავილაპარაკე და ყელში ბურთი მომაწვა
- მისმინე... - კიდევ უფრო მიახლოვდება სანდრო.
-არ შემეხო! - ვკივი მე, ის გაოცებული მიყურებს, - დენს ირტყმევინები!
- მისმინე-მეთქი! - ბრაზობს ის , - არ გინდა ამ საქმეში მონაწილეობა, შეეშვი და დაივიწყე ყველაფერი რაც გუშინ და დღეს მოხდა!
- თუ არ გინდოდა პარიზში ჩემი წაყვანა პირდაპირ გეთქვა ეს მასკარადი რაღატომ მომაწყობინე, - ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებ და თვალზე ცრემლი მერევა.
- ეს საქმე შენთვის შესაფერისი არ არის, - შედარებით რბილი ტონით აგრძელებს სანდრო
- ჯერ ამბობდი რომ მე არ ვიყავი ამ საქმისთვის შესაფერისი, ახლა ამბობ რომ ეს საქმე არ არის ჩემთვის შესაფერისი! - წარბები ავზიდე მე.
- იმიტომ რომ ეს სიგიჟეა!
- მე სხვა გზა არ მაქვს სანდრო და მამას სიცოცხლის გადასარჩენად უარეს სიგიჟეზეც წავალ, - მტკიცედ ჩავილაპარაკე , - გგონია მე ძაან მინდა მაგ პარიზში წამოსვლა ? მანდაც ტურისტული ვიზიტით არ მოვდიოდე!
სანდრო რამდენიმე წამის განმავლობაში უხმოდ მაკვირდებოდა, შემდეგ ისევ გულგრილ გამომეტყველებას დაუბრუნდა
-კარგი, მოემზადე, ზეგ პარიზში მივფრინავთ, - ჩაილაპარაკა მან, მე თითქოს ყველაფრისთვის მზად ვიყავი, მაგრამ წამიერად მაინც შემეკრა სუნთქვა
- რაო, ხომ არ გადაიფიქრე? - ჩემი რეაქცია არ გამორჩენია სანდროს.
”უთხარი, რომ გადაიფიქრე!” - მიყვირა ნინომ , ლიზიმ ბარგის ლაგებას თავი ანება და მუდარით შემომხედა.
- არა, - ჩავილაპარაკე მე.
- კარგი, თავი მოიწესრიგე, მე გარეთ დაგელოდები, - მითხრა და საპირფარეშოდან გავიდა.
სასოწარკვეთილი ნინო ძალაგამოცილი დაემხო საწოლზე, საიდანღაც მასთან ლიზი გაჩნდა.
“ მას სხვა გზა არ აქვს, ეს ხომ კარგად იცი! - უთხრა დოინჯშემოყრილმა - “ამას იმისთვის აკეთებს,რომ...”
“ შენ მას დაღუპავ! ცხოვრებას დაუნგრევ! ჭკუის ნატამალი არ გაგაჩნია, მხოლოდ რაღაც სულელური სურვილებით ცხოვრობ!” - იყვირა წყობიდანგამოსულმა ნინომ და ლიზის ცხვირწინ მიუჯახუნა კარი.
თავი გადავაქნიე და ტუალეტიდან გამოვედი, სანდრო გასასვლელთან მიცდიდა, ჩემი ლაბადა მხრებზე მომასხა და გარეთ გამოვედით, წყალმა და ცივმა ჰაერმა ერთბაშად გამომიყვანა სასმლის ზემოქმედებისაგან.
- მანქანით ხარ? - მკითხა სანდრომ.
- არა, ტაქსით წავალ,
- მე წაგიყვან, - მითხრა მან და მანქანის კარი ელეგანტურად გამიღო, წამით შევყოყმანდი მაგრამ მაინც ჩავჯექი და სანდროს მისამართი ვუკარნახე:
- დიღომში მიმიყვანე, ლუბლიანას ქუჩაზე, ძეგლთან რომ...
- ვიცი სადაც ცხოვრობ, - შემაწყვეტინა მან
-საიდან? - დავიბენი .
- მე შენზე ყველაფერი ვიცი, - მშვიდად მომიგო სანდრომ და უჯრაზე მიმითითა, - გამოაღე.
როგორც მითხრა ისე მოვიქეცი, უჯრა გამოვაღე, შიგ რაღაც ქაღალდები ეწყო, სანდროს კითხვით აღსავსე მზერა მივაპყარი.
-აიღე და წაიკითხე, - მითხრა ისე, რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია.
მე ქაღალდები ავიღე და კითხვას შევუდექი და ელდა მეცა, ჩემი დოსიე იყო, არა, ეს არ იყო უბრალოდ დოსიე, იქ მთელი ინფორმაცია იყო ჩემს შესახებ, ყველაფერი დეტალურად ეწერა
“სახელი/გვარი : ელენე კალანდაძე
დაბადების თარიღი: 1994.12.29
წლოვანება: 21
საქმიანობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი.”
შემდეგ ჩემი გარეგნული მონაცემები იყო აღწერილი დეტალურად: სიმაღლე, წონა, თვალისა და თმის ფერი... ყველაფერი!
- 52 კილო მანამდე ვიყავი, ეხლა 5 კილოთი ნაკლები მაინც ვიქნები! - გამოვცარე გაგულისებულმა და ისევ “ანკეტას” მივუბრუნდი.
“ოჯახი
დედა - მარიამ სარიშვილი, დაიღუპა ავტოკატასროფაში.
მამა - ზურაბ კალანდაძე, 07.09.2016-დან მოთავსებულია თბილისის რესბუბლიკურ საავადმყოფოში მარჯვენა ფილტვის ციროზის დიაგნოზით. ესაჭიროება ფილტვის ტრანსპლანტაცია.
და - სოფიო კალანდაძე, მუშაობს ვიზაჟისტად აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სალონში.
მეუღლე: არ ჰყავს. ”
კითხვას თავი ვანებე და სანდროს გაგულისებული მივაჩერდი, მაგრამ მას თვალიც არ დაუხამხამებია, ნახევარწუთიანი დუმილის შემდეგ მობეზრებული ხმით მითხრა:
- მაგ მზერით ვერც შემაშინებ და სინდისს მითუმეტეს, ვერ გამიღვიძებ, -
- ამდენი რამე ჩემზე ერთ დღეში როგორ გაარკვიე? - მტრულ მზერას არ ვაცილებდი მე.
- მარტივად, - მხრები უდარდელად აიჩეჩა მან , - მისმინე, ამ საქმეზე ისე ვერავის წამოვიყვანდი, თუ მასზე ყველაფერი დეტალურად არ მეცოდინებოდა.
- რა თქმა უნდა, ძვირფას მილიონებს შემთხვევით გამვლელებს ხომ არ მიანდობდი?! - გამოვცერი მე, ქაღალდები უკან დავაბრუნე და დარჩენილი გზა ჩუმად ვიჯექი. მტკიცედ გადავწყვიტე, მისკენ აღარ გამეხედა, მაგრამ არ გამომივიდა , სახე მისკენ შევაბრუნე და მისმა პროფილმა მომწყვიტა თვალი , ულამაზესი პროფილი ჰქონდა, და კიდევ ყელი - დაძარღვული, მხრები - ფართო და ნავარჯიშევი, საჭეზე შემოხვეული თითები - თლილი და გრძელი ... მზერა ისევ მის სახეზე გადავიტანე და დანაშაულზე წასწრებულივით შევცბი, ვერც კი შევნიშნე, მწვანეზე რომ გავჩერდით, სანდროს თავი ჩემსკენ მოებრუნებინა და მშვიდად აკვირდებოდა ჩემს საქმიანობას, ერთიანად გავწითლდი და მზერა ისევ მინას მივაპყარი, თუმცა მაინც შევნიშნე როგორ ჩაიღიმა, მანქანა ისევ დაძრა დაძრა და ათ წუთში ჩემს სახლთან ვიყავით.
- მადლობა რომ მომიყვანე, - ჩავილაპარაკე და მანქანის კარი გავაღე, მისკენ გახედვას კიდევ ვერ ვბედავდი
- ღამე მშვიდობის, - ხმადაბლა მითხრა მან.
- ღამე მშვიდობისა,- დავიჩურჩულე მე , მაინც ვერ მოვითმინე და წამით შევავლე მზერა მის სახეს, შემდეგ სალონიდან გადმოვედი და კორპუსისაკენ სწრაფად წავედი, შევნიშნე მანქანა იქამდე იდგა, სანამ სადარბაზომდე არ მივედი, შემდეგ ნელა დაიძრა და რამდენიმე წამში მიეფარა თვალს.
სახლის კარი ფრთხილად შევაღე და ჩემი ოთახისაკენ ფეხაკრეფით წავედი, ტანსაცმელი გავიხადე, პიჟამა ჩავიცვი და საწოლში შევწექი, ბალიშზე თავი დავდე თუ არა, გონებაში ის ამომიტივტივდა, რა არ ვცადე, რომ მასზე არ მეფიქრა, მაგრამ არ გამომივიდა, აქაც არ მანებებდნენ თავს შავი თვალები და ბოლოს დავნებდი, ისღა დამამახსოვრდა უფსკრულში როგორ მივექანებოდი და მალევე ჩამეძინა.

სამზრეულოში ვზივარ და საშინელ ხასიათზე ვარ, თავი მტკივა, წინა საღამოს სცენების ყოველ გახსენებაზე სიწითლე გადამდის , ფხიზელზე ჩემი საქციელი უფრო სამარცხვინოდ მეჩვენება, მაგრამ ახლა ამაზე დიდი პრობლემები მაქვს, გაზქურასთან მოტრიალე სოფოს ვუყურებ და ვფიქრობ , როგორ ვუთხრა რომ ორი კვირით მივემგზავრები, ის გაზქურას რთავს , ყავას ფინჯნებში ასხამს და ჩემს პირისპირ ჯდება.
- მომიყევი ყველაფერი, რაც გუშინ მოხდა.
- ისეთი არაფერი მომხდარა, ყველაფერმა ჩვეულებრივად ჩაიარა , - მხრები ავიჩეჩე მე,
- მაშინ ასეთი სახე რატომ გაქვს? - ყურადღებით მაკვირდება ის , მე ჩემს ხელებს ვაშტერდები.
“ეს როდესღაც უნდა გააკეთო” - მითხრა ლიზიმ.
- რაღაც უნდა გითხრა, - მზერას ვუსწორებ სოფოს
-გისმენ, - ფინჯანი მაგიდაზე დაუშვა მან.
- სექტემბერში საბუთები შევიტანე რაღაც გაცვლით პროგრამაზე და დადებითი პასუხი მივიღე, - ვცროუბ მე და ისვ ხელებს ვაშტერდები.
- რა პროგრამაა?
- საფრანგეთის პროგრამაა , ორკვირიანი, - ამოვილაპარაკე მე
- ძალიან გინდა წასვლა? - ხმადაბლა მეკითხება ის
- ძალიან, - ისევ ვცრუობ მე
- როდის მიდიხარ?
- ხვალ.
- ამაზე ნერვიულობდი?
- კი, - ჩავილაპარაკე და თავი ნელა ავწიე,- არ მიბრაზდები?
- რატომ უნდა გაგიბრაზდე? - უკვირს სოფოს
-მარტო რომ გტოვებ, - ვპასუხობ და ვხვდები ასეთ გამგებიან დას არ ვიმსახურებ , ყელში ბურთი მაწვება...
- არაუშავს , ორ კვირაში ხომ ისევ ჩამოხვალ , - გამიღიმა მან
“თუ ციხეში არ მოვხვდი” - გავიფიქრე და სკამიდან წამოვდექი
- მამასთან უნდა წავიდე
- სანამ წახვალ ჭამე , - ორცხობილებზე მანიშნა სოფომ.
- არ მინდა , - ვიუარე მე.
-ელ, უნდა ჭამო ძალიან გახდი! - მიბრძანა მან,
დავემორჩილე და მისი ხათრით ცოტა შევჭამე, შემდეგ ქურთუკი ავიღე და სახლიდან ნაჩქარევად გამოვედი, სიბრაზისა და სიმწრისაგან მეტირებოდა.
“რა ნიჭიერი ყოფილხარ , ხედავ? რამდენი ტყუილის მოფიქრება შეგძლებია” - მაგულისებდა რაციონალური მე.
“თუ ღმერთი გწამს, გაჩუმდი! ხომ ხედავ, ამის გაკეთება მასაც ეძნელება” - მექომაგება ლიზი და თანაგრძნობით სავსე მზერას მაპყრობს, როგორც კი საავადმყოფოს შენობაში შევდივარ , ტუალეტისაკენ ვიღებ გეზს და ძალიან ბევრს ვტირი , შემდეგ მესამე სართულზე ავდივარ, ორასმერვე პალატასთან ნაბიჯს ვანელებ , ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და კარს ვაღებ , მამა მაშინვე მამჩნევს და სუსტად მიღიმის, მასთან მივდივარ და შუბლზე ვკოცნი
- როგორ ხარ?
- ექიმმა თქვა რომ უკეთ, - გამიღიმა მან, მე ექიმს შევხედე
- სიმართლეს ამბობს, გუშინდელთან შედარებით ბევრად უკეთ არის, - დამიდასტურა მანაც და გულში სიხარულის პატარა ნაპერწკალი ვიგრძენი,
- გუშინ მოვედი, მაგრამ შენ ძალიან დაღლილი იყავი და ჩემი მოსვლისთანავე ჩაგეძინა, - ვუთხარი მამას და მისი ხელი ავიღე.
- ჰო, გუშინ მთელი ღამე რაღაც პროცედურებს მიტარებდნენ და... შენ რა, არაფერს ჭამ? - ჩემს მკლავს მოღუშულმა დახედა .
- რა გასაკვირია, შენ აქ წევხარ და გემრიელ საჭმელს ვინ მოამზადებდა მე თუ სოფო? - გავიცინე უდარდელად
- ელენე, მეტ საზრუნავს ნუ მომიმატებ ,გთხოვ, - ჩემს ხუმრობას ყურადღებას არ აქცევს ის და მე პირობას ვაძლევ, რომ ვჭამ, შემდეგ იმაზე ვიწყებ ფიქრს, როგორ ვუთხრა სათქმელი, რომ მამა მოულოდნელად ამბობს:
- ელენე, რაღაც უნდა გითხრა,
- გისმენ, - დავიძაბე მე.
-გადავწყვიტე, საავადმყოფოდან გავეწერო, - ნელა ამოთქვა მან.
- რა? არა!
- მისმინე...
- არა,მამა, არა! - თავი მღელვარედ გავაქნიე .
- ჩემს აქ ყოფნას აზრი არ აქვს, რაც შესაძლებელი იყო, უკვე ყველაფერი გამიკეთეს, წამლებს სახლშიც მივიღებ, - ჯიუტობდა ის.
-არა, მამა, შენ აქ უნდა დარჩე! თანაც...
-თანაც ? -კითხვით სავსე მზერა მომაპყრო მან.
“ახლა უნდა ვთქვა” - გავიფიქრე მე , ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და განვაგრძე:
- თანაც მე... მე გაცვლით პროგრამაზე მივიღე თანხმობა, ორი კვირით მომიწევს წასვლა, სოფო მთელი დღე სამსახურში იქნება, ჯობია აქ იყვე.
- გაცვლით პროგრამაზე? - გაუკვირდა მას
-ჰო, უნივერსიტეტიდან, - მხრები ავიწურე
- ყველაფერი მომიყევი რა პროგრამაა, - მითხრა მან, მე ღრმად ჩავისუნთქე და ტყუილების ახალი კორიანტელი დავაყენე...
მთელი დღე მამასთან დავრჩი , საღამოს მას ჩაეძინა და ის იყო მეც ბურანში ვაპირებდი წასვლას, რომ ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა.
“ფრენა 10 საათზეა, 9 - ზე აეროპორტში უნდა იყო. არ დააგვიანო.”
ლაკონიური ტექსტის მიხედვით ადვილად მივხვდი, ვინც უნდა ყოფილიყო.
“კარგი” - ასეთივე მოკლე ტექსტით ვუპასუხე მე, სკამი მამას საწოლთან მივწიე, მისი ხელი ავიღე, თავი მკერდზე დავადე და ასე ჩამეძინა...

***

დილით მაინც დამაგვიანდა.
წამლის გასაკეთებლად შემოსული ექთანმა გამომაღვიძა, საათს შევხედე, ცხრის ნახევარი იყო... ჯანდაბა! მამას ფრთხილად ვაკოცე და პალატიდან გამოვედი, გარეთ ბნელოდა, თბილისის ქუჩები ჯერ კიდევ ცარიელი იყო და სახლთან მალე მივედი, მხოლოდ აუცილებელი ნივთები ავიღე და 20 წუთში აეროპორტთან ვიყავი.
-ბოდიში, ღამე მამასთან დავრჩი და...- ავლუღლუღდი მაშინვე
- არაუშავს, - ჩემდა გასაკვირად მშვიდად მომიგო სანდრომ
- ნიკა და ლევანი სად არიან? -- ისინიც ჩვენთან ერთად იმგზავრებენ, მაგრამ ისე მოიქეცი, თითქოს მათ საერთოდ არ იცნობ
- ესე მოქცევა რა საჭიროა? - გამიკვირდა მე
- საფრანგეთში რომ ჩავალთ რაღაცებს იქ აგიხსნით, რაღაცებსაც თანდათან გაიგებ, - მიპასუხა მან.
- რაღაცებსაც თანდათან გავიგებ? - შუბლი შევიჭმუხნე მე.
- დამიჯერე, ესე უფრო სახალისო იქნება, - ჩაიღიმა სანდრომ.
- კარგი, - ჩავილაპარაკე მე, ბარგი ჩავაბარეთ, რეგისტრაცია გავიარეთ და ბორტზე ავედით, ადგილები დავიკავეთ და იმავე წუთს სალონში ლევანი და ნიკა შემოვიდნენ, მშვიდად ჩაგვიარეს , ლევანმა გამიღიმა და თვალი ჩამიკრა და შემდეგ ჩვენს უკან დაიკავეს ადგილები
- პარიზში ნამყოფი ხარ? - ვკითხე სანდროს, როცა თვითმფრინავიაფრინდა.
- ბევრჯერ, - მიპასუხა მან .
- კიდევ სად გიმოგზაურია? - ვცდილობ რაღაც მაინც შევიტყო მასზე .
- ბევრგან, - მომიგო სანდრომ, -რომში, მადრიდში, ლონდონში...
- ყველგან ბანკებს ძარცვავდი? - შეშფოთება შეერია ჩემს ხმას.
- არა, - გაიცინა მან, საოცარი სიცილი ჰქონდა , მსუბუქი და ლაღი და მეც გამეცინა.
რომი, მადრიდი, ლონდონი...რა მაგარია! ამ ქალაქებში მოგზაურობა ჩემი ოცნება იყო, ახლა კი...
“დიდი ალბათობაა იმისა რომ რამდენიმე წელი საფრანგეთის ციხის კედლების გარდა ვერაფერი იხილო” - ჩემს მაგივრად დაასრულა ნინომ.
-”ან საქართველოსი “ - მხრები უდარდელად აიჩეჩა ლიზიმ.
“ეს უნდა დავაზუსტო” - ვფიქრობ მე და სანდროსაკენ ვიხრები
- რომ დაგვიჭირონ იქ ჩაგვსვამენ თუ საქართველოში ?
- მისმინე, ხალხით სავსე თვითმფრინავში ძარცვაზე არ ვილაპარაკოთ, კარგი? - გარშემო მიმოიხედა მან.
-შეგვიძლია პაროლები გამოვიყენით, - დავიჩურჩულე მე.
-რა?
- შეგვიძლია პაროლები გამოვიყენოთ-მეთქი, მაგალითად ძარცვა ავღნიშნოთ სიტყვით ... მმ...
- სოსისი, - ჩაილაპარაკა მან.
- რა? - დავიბენი მე.
- პაროლი სოსისი იყოს, თან უბრალოდ სოსისი კი არა, არამედ სქელი და გრძელი სოსისი, - ჩემს ტუჩებს მზერა ნელა დაასო მან, მე ერთიანად გავწითლდი და დავდუმდი
- რაო აღარ ხარ ლაპარაკის ხასიათზე? - წარბები აზიდა მან, მე შევუბღვირე და ლევანისა და ნიკას საუბარს დავუგდე ყური.
- სპარიზში რომელზე ვიქნებით? - იკითხა ნიკამ.
- შვიდ საათზე, - მიუგო ლევანმა.
- ესე იგი, ხუთ საათში ჩავფრინდებით, - ჩაილაპარაკა მან, მე საათს დავხედე, ზუსტად პირველის აჩვენებდა ,
“კარგი, იმ საღამოს სამიანს რომ ოთხი ნული მიაწერა და ისე მიიღო სამასი ათასი მექანიკურ შეცდომად ჩავუთვალე, მაგრამ ეს? “ - შუბლი სევიჭმუხნე მე.
- საფრანგეთში რომ ჩავალთ, ვენეცია აუცილებლად მოვინახულოთ, - საუბარს აგრძელებდა ნიკა და მივხვდი რომ არა მხოლოდ არითმეტიკასთან ჰქონდა პრობლემები, სანდროსაკენ გადავიხარე და წარბები ავზიდე
- ჩემი წამოყვანა არ გინდოდა და ნიკას მიანდე საქმე , რომელსაც ჰგონია რომ ვენეცია საფრანგეთშია! არ ფიქრობ რომ ეს უსამართლობაა?
- მას გეოგრაფიის ცოდნა არ სჭირდება, თავის საქმეს ხუთიანზე ასრულებს.
- ეგ რას ნიშნავს? - დავიჩურჩულე მე.
- იმას რომ გრძელი და სქელი სოსისი შვიდჯერ აქვს ნაჭამი, - მომიგო მან.
- რა? - უფრო დავიბენი დავიბენი მე.
- ბანკი შვიდჯერ აქვს გაძარცვული , - ამოიოხრა მან.
-შვიდჯერ?! - დავიჩურჩულე გაოცებულმა.
- შვიდჯერ, - მშვიდად დამიდასტურა მან, შემდეგ სავარძელში ჩაეფლო, საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა,
“ჩანს კრიმინალური საუბრები დასრულდა” - გავიფიქრე მე, თავი ილუმინატორისაკენ მივაბრუნე და ჩემს ფიქრებში ჩავეფალი...

ნახევარი საათი გადის და სანდრო იმავე პოზაშია
“ალბათ ჩაეძინა” - გავიფიქრე და მისკენ შევბრუნდი, მაშინ რესტორანის დაბალ შუქზე კარგად ვერ გავარჩიე მისი გარეგნობა, ახლა კი მისი სახე სულ ახლოს იყო, ხელის ერთ გაწვდენაზე , ისე რომ ყელზე მფეთქავ არტერიასაც კი უცხადესად ვარჩევდი, შავგვრემანი იყო, დაბალი წვერითა და ოდნავ მკაცრი, მამაკაცური ნაკვთებით, იმით გათამამებული , რომ ეძინა და ვერ მხედავდა, მისკენ უფრო ახლოს გადავიხარე და მისი სახის შესწავლა უფრო დეტალურად დავიწყე, მზერა ნელა გადავატარე ლამაზ შუბლს, სწორი ცხვირს , დაბალი წვერს და თვალები მის სავსე, ლამაზი მოყვანილობის ტუჩებზე შევაჩერე...
- მოგწონვარ ? - თვალები არ გაუხელია, ისე აამოძრავა ბაგეები და მოულოდნელობისაგან ერთიანად შევკრთი,
- არა, - ჩავილაპარაკე შეცბუნებულმა და ვიგრძენი როგორ გავწითლდი, მას აღარაფერს უთქვამს, მხოლოდ მსუბუქად როგორ ჩაიღიმა და ძილი განაგრძო.
“ღმერთო ჩემო, საიდან მიხვდა რომ ვათვალიერებდი?”- გავიფიქრე შეშფოთებულმა, თავი გავაქნიე, ლოგიკური პასუხების ძიებას თავი ვანებე და სანდროს მივბაძე , სავარძელში მოვკალათდი და თვალები დავხუჭე, ორი ღამის უძილობამ თავისი გაიტანა და რამდენიმე წუთში უკვე მეძინა...
ხალხის ხმადაბალი საუბარი მაღვიძებს, ძილბურანიდან გამოვდივარ და თვალებს ნელა ვახელ, ღამეა და სალონში სინათლე ანთია, თვალებს ბოლომდე ვახელ და შავ თვალებს ვაწყდები, სანდროს სახე სულ ახლოსაა ჩემს სახესთან და მშვიდად მათვალიერებს.
- მოგწონვარ? - ვეკითხები ნიშნისმოგებით.
- არა, - მიჭრის ის და მზერა ილუმინატორზე გადააქვს, - გაიხედე!
მე მის ნათქვამს ვემორჩილები, სახეს ნელა ვაბრუნებ და სუნთქვა მეკვრება : დაბლა უამრავი სინათლით აბრჭყვიალებული ქალაქი მოჩანს...
პარიზი!

***

მღელვარებამ შემიპყრო და გულისცემა ერთბაშად გამიხშირდა, თვითმფრინავი ნელა დაეშვა მიწისაკენ...
აეროპორტის შესასვლელთან მანქანა გვხვდება და ოც წუთში სასტუმროს წინ ვართ, სასტუმროს შესასვლელზე ორი წარწერა აქვს: “Four seasons” და “George V”, ფოიეში ქერა, სასიამოვნო გარეგნობის ადმინისტრატორი გოგონა გვეგებება ღიმილით.
- გამარჯობა, მე ჟანეტი ვარ, - ინგლისურად გვეცნობა ის, შემდეგ შემდეგ სათითაოდ ხელს გვართმევს, - mr. dadiani, mrs. dadiani...
-Not yet, - ვუსწორებ მე.
-Oh ,pardon... sorry, - ერთიანად იბნევა ჟანეტი, ხელში მოქცეულ ორგანაიზერს წამით უყურებს და ისევ ღიმილით განაგრძობს : - welcome to our... - მაგრამ საუბარს ვიღაცის ყვირილი აწყვეტინებს
- ქართველები ხართ,ბიჭო?!
ხმის მიმართულებით ვიყურები და ჩვენგან რამდენიმე ნაბიჯში ნიკასა და ლევანს ვამჩნევ, ლევანი ხელებს შლის და სახეგაბრწყინებული ჩვენსკენ მოემართება.
- ქართული გვარი გავიგონე და, - გვიხსნის ის, - ჩვენც ქართველები ვართ!
- მართლა? რა სასიამოვნო დამთხვევაა! - თამაშში ჰყვება სანდროც.
- ჰო, როგორც იტყვიან , ეს სამყარო ძალიან პატარაა! - იცინის ლევანი, შემდეგ ბიჭები ერთმანეთს “ეცნობიან” და ხელებს მეგობრულად ართმევენ ერთმანეთს, მე ვერაფერს ვხვდები, რას ემსახურება ეს მასკარადი და ჩემზე მეტად დაბნეულ ჟანეტს ვუღიმი.
- ეს ელენეა ჩემი შეყვარებულია, - წელზე ხელი მომხვია სანდრომ.
- ძალიან სასიამოვნოა , - თავი ელეგანტურად დამიკრა ლევანმა, მე მხოლოდ ღიმილით შემოვიფარგლე .
- პარიზში რამ გადმოგაგდოთ? - იკითხა სანდრომ
- გათამაშებაში ორკვირიანი საგზური მოვიგეთ , - წარმოდგენას განაგრძობდა ლევანი.
- ჩვენც ორ კვირა დავრჩებით პარიზში.
- მართლა? ! რა დამთხვევაა, - “გაოცდა” ლევანი და წამით ყველანი დავდუმდით, დაბნეული ჟანეტმა ამით ისარგებლა და უხეშად შეწყვეტილი საუბარი განაგრძო:
- თქვენი ოთახი მე- 5 სართულზეა...
- ჩვენიც! - ღიმილით ჩაურთო ნიკამ.
- ჩვენი ბელბოი აგაცილებთ, სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ! - გამოცრა მოთმინებიდან გამოსულმა ჟანეტმა და უკანმოუხედავად გაგვცილდა.
- აბა , როგორი იყო? - გაიცინა ლევანმა, როგორც კი ლიფტის კარი დაიხურა.
- “ჰოლივუდი” იძინებს, - ჩაიცინა სანდრომაც, ლიფტი მე-5 სართულზე გაჩერდა, ახალი ნაცნობები დერეფანში დაგვემშვიდობნენ და ერთმანეთის მოპირდაპირე ნომრებში შევედით.
- ეს წარმოდგენა რა საჭირო იყო? ჩვენ ხომ ისე უნდა დაგვეჭირა თავი ,თითქოს ლევანსა და ნიკასთან საერთო არაფერი გვაქვს? - ვკითხე სანდროს.
- ისე უნდა მოგვეწყო, რომ თითქოს პარიზში ჩამოსვლამდე მათ არ ვიცნობდით და მხოლოდ ამ სასტუმროში შევხვდით ერთმანეთს. თუ პოლიციას კითხვები გაუჩნდება, ამით ავხსნით იმ ფაქტს, რომ ნიკასთან და ლევანისთან პარიზში ყოფნისას ხშირი კონტაქტი გვექნება, - ამიხსნა მან,
- გასაგებია
- კარგი, ეხლა შხაპი მივიღოთ და სავახშმოდ ჩავიდეთ
- არ შეიძლება ხვალ? - მუდარით შევხედე მე.
- არა , - მომიჭრა მან.
- რატომ? - შუბლი შევკარი მე.
- იმიტომ, რომ უკვე ყველაფერი მზად არის, მაგიდა დაჯავშნულია და ქვემოთ რომანტიკული სუფრა გველოდება
- ამას არ გავაკეთებ! - სიმტკიცის გამოჩენა გადავწყვიტე მე
- რას არ გააკეთებ? - წარბები აზიდა მან, მე ხელები გულზე გადავიჯვარედინე
- არ წამოვალ მაგ სულელურ ვახშამზე, დაღლილი ვარ და...
სანდრო ჩემსკენ წამოვიდა და მისმა მზერამ ერთბაშად დამადუმა, ჩემს წინ საშიშად ახლო მანძილზე შეჩერდა შეჩერდა, მთელი თავით მაღალი იყო და კისერი უკან გადავაგდე რომ შემეხედა, შავი თვალები ცისფერ თვალებში გამიყარა და ჩემი სიმტკიცეც ისევე სწრაფად გაქრა, როგორც მოვიდა
- ჩემს თამაში ხარ და ისე მოიქცევი როგორც მე გიკარნახებ, მე თუ გეტყვი ახლავე გაშიშვლდები და აქვე სტრიპტიზსაც მიცეკვებ , გასაგებია? - მითხრა მშვიდად მაგრამ ყინულივით ცივი ხმით
- გასაგებია, - ჩავილაპარაკე მე
- ასე ჯობია. - საშხაპეში პირველი შენ შეხვალ? - ჯენტლმენონა დაუბრუნდა მას
- არა, შენ შედი! - შევუბღვირე მე, ჯერ თბილისში უნდა დამერეკა. დაველოდე სანამ სანდრო საძინებელში შევიდოდა , შემდეგ ტელეფონი ჩავრთე , ღრმად ჩავისუნთქე და ჩემი დის ნომერი ავკრიფე
- მე ვარ, სოფო ... კი უკვე ჩამოვფრინდი... სასტუმრო კარგია, - “ზედმეტად კარგიც კი” - მდიდრულ მისაღებს თვალი მოვავლე, - მოკლედ, მე კარგად ვარ... მამასთან ხარ? მინდა დაველაპარაკო
- კი მაგრამ უკვე სძინავს, სჯობს, ხვალ დარეკო.
- ოჰ, კარგი. სოფ, დილით დამშვიდობების გარეშე წამოსვლა არ მინდოდა, მაგრამ გეძინა და... ხომ არ ბრაზობ?
- არა, არ ვბრაზობ , - მიპასუხა მან, - აბა, რას აკეთებ პარიზში?
- მე და სანდრო ვახშამზე ვაპირებთ წასვლას, - საძინებლის კარებს მტრული მზერა ვესროლე მე
- სანდრო ვინაა? - დაიბნა სოფო
ჯანდაბა! სწრაფად გამოვფხიზლდი
- სანდრო... მმმ... ერთი ბიჭია პროგრამაში , ისიც საქართველოდანაა, - ავლუღლუღდი მე , - სოფ ეხლა უნდა გავთიშო, მერე დაგირეკავ, კარგი?
- კარგი, - მიპასუხა დაბნეულმა
- გკოცნი,- ვუთხარი მე, ტელეფონი ნაჩქარევად გავთიშე და იმწამსვე კარზე დააკაკუნეს
- თანამემამულენო გემრიელ ვახშამზე რას იტყოდით ? ქვემოთ ჩავიდეთ და ჩვენი უეცარი შეხვედრა აღვნიშ...
-ლევან, გთხოვ შეწყვიტე ეს მასკარადი! - თვალები ავატრიალე მე.
-ჰო, კარგი,- მაშინვე დასერიოზულდა ის და ნომერში თავი შემოყო, -სანდრო სად არის?
-შხაპს იღებს, -ვუპასუხე მე, მან მზერა ისევ ჩემზე გადმოიტანა
- იცი ჩემი ნომრიდან ეიფელის კოშკი მოჩანს შეგიძლია ჩემთან გადმოხვიდე, - გაიკრიჭა ის
- ლევან! - შევუბღვირე მე.
- ვახშამზე რას იტყვი? მხოლოდ მე და შენ.
-”საქმრომ” დაგასწრო, - მხრები ავიწურე მე
- კარგი სხვა რა გზაა, ისევ ნიკას ისტორიებს მოსმენა მომიწევს იმის შესახებ როგორ აღმოაჩინა კოლუმბმა ევროპა და აინშტაინმა მიზიდულობის კანონი, - ამოიოხრა მან და თავისი ნომრისაკენ წავიდა

კარი მივხურე და ჩემოდნისაკენ წავედი, ბედად, სოფოს ერთი-ორი კაბა მქონდა წამოღებული, არჩევანი კვლავ შავ, გრძელ კაბაზე შევაჩერე. დაველოდე , სანამ სანდროს შხაპის მიღება დაამთავრებდა და საძინებელში შევედი. კაბა სწრაფად გადავიცვი, თმა დავივარცხნე, მაკიაჟზე თავი არ შემიწუხებია და ისევ მისაღებში დავბრუნდი,
- მზად ვარ, - განვუცხადე სანდროს, მან უხმოდ შემომხედა და ისე რომ პერანგის ღილების შეკვრა არ შეუწყვეტია, ფეხებიდან თავამდე ჩემს შესწავლას შეუდგა, მაშინდელივით ნელა გადამატარა მზერა მთელ სხეულზე და ჩემს სახეზე შეჩერდა. ყველანაირად ვეცადე, რომ მისთვის თვალები არ ამერიდებინა და ღირსეული მეტოქეობა გამეწია “მზერათა დუელში”, მაგრამ არ გამომივიდა... რამდენიმე წამის შემდეგვე დავნებდი და თვალები დავხარე. მან პერანგის სახელოების შეკვრა დაასრულა და ნელა მომიახლოვდა
- გინდა ერთი პატარა უფასო გაკვეთილი მოგცე?
-გისმენ, - ჩავილაპარაკე მე
- როცა კაცი ხარბად გათვალიერებს, მთელი სხეულით არ უნდა აკანკალდე, თვალიც კი არ უნდა დაახამხამო! მზერა უნდა გაუსწორო და ისე უნდა გაახელო იმ ერთი შეხედვით, რომ თავი ალმოდებულ ოთახში ეგონოს
- გავითვალისწინებ-მეთქი ჩავილაპარაკე, მან პიჯაკი აიღო და ნომრიდან გამოვედით, ლიფტამდე უსიტყვოდ მივედით და რამდენიმე სართული ასევე ვიმგზავრეთ, სოფოსთან საუბრის მერე განწყობა საერთოდ არ მქონდა, ბრაზი, ნაღველი და სინდისის ქენჯნა ერთად მომაწვა , ვბრაზობდი ჩემს თავზე, იმის გამო რომ სოფოს ვატყუებდი, ის კი , როგორც ყოველთვის, სულგრძელად მპატიობდა, ვნაღლობდი ისევ და ისევ მამაზე, სინდისი მქენჯნიდა იმის გამო, რომ ის და სოფო მარტო დავტოვე, იმ მომენტში შხაპისა და ძილის მეტი არაფერი მინდოდა.
- მისმინე, - რბილი ტონით დაიწყო სანდრომ, როცა ჩემი მოღუშული სახე შემჩნია, - ამ სპექტაკლის თამაში მეც არ მსიამოვნებს მაგრამ, საქმეს ასე სჭირდება, კარგი?
- კარგი, - ამოვიოხრე მე.
- ვახშამი დიდხანს არ გაგრძელდება, ერთ პატარა სცენას გავითამაშებთ და ნომერში დავბრუნდებით.
- რა სცენას ?
- მალე გაიგებ , - გამიღიმა სანდრომ
მესამე სართულზე ნაცრისფერ კოსტუმიანი ტიპი შემოგვიერთდა და მაშინვე მოურიდებლად ამათვალიერა, ის იყო “უტიფარო, რას მომშტერებიხარ?!” მზერა უნდა მესროლა, რომ გადავიფიქრე, თვალები გავუსწორე და ჯიქურ მივაშტერდი. მთელი ჩემი შინაგანი “ცეცხლი” და ენერგია ამ მზერისაკენ მივმართე და გამომივიდა კიდეც, კაცმა ხელი ნელა წაიღო პერანგის საყელოსაკენ და ჰალსტუხი ნერვიულად შეისწორა.
-ხედავ გაკვეთილებს რას სწრაფად ვითვისებ?- ნიშნისმოგებით გავუღიმე სანდროს, როცა ლიფტიდან გამოვედით
- ნამდვილად ნიჭიერი მოსწავლე ხარ , ვერაფერს ვიტყვი , - მშრალად ჩაილაპარაკა მან, მე თავი ამაყად გადავაგდე უკან, მან ჩემს ბავშვურ ჟესტზე გულიანად გადაიხარხარა და მე ისევ დავპატარავდი
- ფრანგული იცი? - ვკითხე როცა მიმტანს ფრანგულად მიმართა
- კი, - მიპასუხა სანდრომ
- ამ საქმისათვის ისწავლე?
- არა , - მენიუდან მზერის მოუცილებლად მომიგო მან, - რას შეჭამ? გაითვალისწინე სოსისები არ აქვთ
- დაივიწყე ეგ ამბავი, გთხოვ - ერთიანად გავწითლდი მე
- მთელი ცხოვრების განმავლობაში არ დავივიწყებ, - ჩაილაპარაკა მან და მივხვდი რომ აბსოლუტურად სერიოზული იყო.
- იგივეს შევჭამ რასაც შენ, - ვუპასუხე გაგულისებულმა, მან შეკვეთა მისცა და მიმტანი ქათმის სტეიკითა და ცეზარით დაბრუნდა
- არ შეიძლებოდა , რომ ნიკას ან ლევანის შეყვარებული ვყოფილიყავი?
- მე რას მიწუნებ? - ისე გულწრფელად გაიკვირვა , რომ ღიმილი ვერ შევიკავე
- ისე, უბრალოდ გეკითხებირატომ მაინცდამაინც შენ?
- იმიტომ რომ მე იმ წვეულებას აუცილებლად უნდა დავესწრო
- რატომ? იმას , რის გაკეთებასაც შენ აპირებ, ლევანი ან ნიკა ვერ გააკეთებს?
- იმ წვეულებაზე აუცილებლად უნდა მოვხვდე, უკვე გიპასუხე! - გამოცრა მან, -დანარჩენზე მერე ვისაუბროთ, კარგი საყვარელო?
- მე უბრალოდ ამ ძარცვის საქმეს ვერაფერი გავუგე , - ამოვილაპარაკე მისი ტონით შეცბუნებულმა.
- შენ ხომ იცი რაც გევალება?
- ვიცი
- ჰოდა დანარჩენ დეტალებზე ფიქრით თავს ნუ გადაიღლი
- იმ წვეულებაზე როგორ მოვხვდებით? იქ შესვლა ხომ ასე ადვილი არ იქნება, - არ ვჩერდებოდი მე
- ნუ ღელავ , მოსაწვევები მაქვს ჩემთვისაც და შენთვისაც
- საიდან?
- შენ უფრო მეტ კითხვას სვამ, ვიდრე გამომძიებელი დაკითხვაზე , - ამოიოხრა მან
- საქმის გარშემო ვტრიალებ, - წარბები ავზიდე მე
- მე იმ ქართული ვიცეპრეზიდენტი ვარ, რომელიც ინვესტმენტ ბანკთან ერთი წელია თანამშრომლობს...
- ეგ ის არის, რომლის... მმ... ხომ ხვდები?
- ეგ არის, - დამიდასტურა სანდრომ, - წვეულებას ბანკის პრეზიდენტი აწყობს, მე ჩემი კომპანიის წარმომადგენლის სტატუსით დავესწრები ამ საღამოს, შენ კი - ჩემი შეყვარებულის
- კომპანიის ვიცეპრეზიდენტი ხარ?
- არა
- ახლახანს არ თქვი რომ ხარ?
- ვარ მაგრამ , თან არ ვარ
- ხარ მაგრამ თან არ ხარ? - წარბები ავზიდე მე და ირონიულად ჩავილაპარაკე : -კარგი, ახლა ყველაფერი გასაგებია მადლობა რომ ყველაფერში ასე დეტალურად გამარკვიე!
- რაღაცებს თანდათან გაიგებ ,ხომ გითხარი, - გამიღიმა მან.
- როდესმე ყოფილხარ დაპატიმრებული? - ვკითხე მე
-არა,
-ესე იგი, საქმეს ყოველთვის სუფთად ასრულებ, - ჩავილაპარაკე ძარცვის საქმეში გაწაფული კრიმინალივით, - რამდენი ბანკი გაქვს გაძარცვული?
- ელენე, ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ხალხმრავალ ადგილას ძარცვაზე არ ვილაპარაკებდით? - ამოიოხრა მან.
- მითხარი,- არ მოვეშვი მე, მან ერთხანს ყურადღებით მიყურა სახეში, შემდეგ აუღელვებლად მითხრა:
- არცერთი
- რა?
- ბანკი არასდროს გამიძარცვავს, - გაიმეორა მშვიდად.
- როგორ არა ,დავიჯერე! - თვალები ავატრიალე მე, მან მხრები მხრები აიჩეჩა , შენი ნებააო
ყურადღებით შევხედე, აბსოლუტურად სერიოზული იყო.
-კარგი, გასაგებია რომ ერთბაშად გამდიდრების სურვილი გაგიჩნდა მაგრამ არ გიფიქრია, რომ ჯერ პატარა ბანკებით დაგეწყო? პირველივე ჯერზე მსხვილი ბანკი რატომ შეარჩიე? ”კარიერას” ხომ ყველა დაბალი საფეხურიდან იწყებს?
- პაროლი გამოიყენე თუ გინდა რომ ამ საქმეზე საუბარი გავაგრძელოთ, - გაიცინა მან.
- არა! -შევუბღვირე მე
- ელენე სერიოზულად, აქ ნუ ვილაპარაკებთ მაგაზე
- კარგი რა, ქართულად ვლაპარაკობთ ვინ რას გაიგებს? - მხრები ავიჩეჩე მე .
- სწორედ თქვენნაირი ყაჩაღები უტეხენ სახელს ქართველებს ევროპაში , - ჩაილაპარაკა მოხუცმა კაცმა გვერდზე მაგიდიდან, სიძულვილით სავსე მზერა შეგვავლო, შემდეგ ხელჯოხს დაეყრდნო და გასასვლელისაკენ წავიდა,
სანდრომ ცივად შემომხედა, მე მხრები ავიწურე
- ბოდიში
- კარგი, დავამთავროთ ეს ვახშამი და ნომერში დავბრუნდეთ, თორემ შენი წყალობით მალე მთელი საფრანგეთი გაიგებს რომ ბანკის გაძარცვას ვაპირებთ. მისმინე, ეხლა მე შენ ეხლა რაღაცას გაჩვენებ და შენ მეტყვი კი- ს, - და სანამ რამის თქმას მოვიაზრებდი, პატარა შავი ყუთი გახსნა და იქიდანაც ბრილიანტმა გამოანათა. წამით შევცბი, მაგრამ მალევე გამოვერკვიე.
“აჰა, ესე იგი, ეს არის ის სცენა, რომელზეც ლიფტში მითხრა” - გავიფიქრე და დარბაზში მიმოვიხედე, რამდენიმე მაგიდიდან უკვე ყურადღებით გვიმზერდნენ, “ცოტა გართობა არ გვაწყენდა თანაც მინდა სამაგიერო გადავუხადო ამ საღამოზე წამოყვანისთვის...”
მომლოდინე სანდროს მსუბუქად გავიღიმე და აუღელვებლად ვუთხარი :
- მუხლებზე დადექი
- რა? - დაიბნა ის.
- მუხლებზე დადექი, - მშვიდად გავუმეორე .
- ელენე! - გამოცრა მან.
- თუ თამაშია თამაში იყოს! - წარბები ავზიდე მე, - მუხლებზე !
სანდრო ერთხანს ისე მიმზერდა, წამიერად ვინანე კიდეც ჩემი საქციელი. მაგრამ, შემდეგ მან ფართოდ გაიღიმა, კოლოფი მაგიდაზე დადო და ჩემს წინ ცალ მუხლზე დაიჩოქა.
- აბა?
უკვე მთელი დარბაზი ჩვენ გვიყურებდა, შევერცხლილთმიანმა ქალბატონმა თავი ღიმილით დამიქნია : “უთხარი კი!”
ღრმად ამოვისუნთქე, სანდროს შევხედე, ფართოდ გავიღიმე და ინგლისურად წამოვიძახე:
- კი!
ჩემს პასუხს მხურვალე ოვაციები მოჰყვა, სანდრო წელში გასწორდა და მეც წამომაყენა
- გართობა გადაწყვიტე, არა? - ჩაილაპარაკა მან, ბეჭედი თითზე მომარგო, შემდეგ წელზე მომეხვია და მჭიდროდ მიმიზიდა.
- რას აკეთებ? - ამოვიჩურჩულე მე,
- წარმოდგენის ბოლო აკორდს ვასრულებ, - აუღელვებლად მიპასუხა მან, და სანამ რამეს მოვიაზრებდი, ჩვენი ტუჩები უკვე შეერთდა...

***

სანდროს ტუჩები რბილი იყო და თბილი... ვიგრძენი როგორ დამიგუბდა ყურები და გულმაც რამდენიმე დარტყმა გამოტოვა, გონს სტუმრების მხურვალე ოვაციებმა და შეძახილებმა მომიყვანა, სანამ რამეს მოვიაზრებდი, სანდრო ჩემს ბაგეებს მოწყდა და ნელა გამშორდა.
- წარმოდგენა დასრულებულია, - ცივად ჩაილაპარაკა მან, წელზე ხელი უფრო მჭიდროდ მომხვია და რესტორნიდან გამოვედით,
- მე მხოლოდ ვიხუმრე, - ჩავილაპარაკე მისის ტონით შეცბუნებულმა
- ყოველთვის ასე იქნება როცა ჩემთან თამაშს გადაწყვეტ, - მომიგო მან,
ლიფტში შევედით და ნომრამდე უსიტყვოდ ვიმგზავრეთ. სანდრო საძინებელში გაუჩინარდა, მე ჩემოდანათან მივედი, პიჟამა და ჰიგიენის ნივთები ამოვაძვრინე და მეც საძინებელში შევედი, სანდრო სააბაზანო ოთახში იყო, ჩემგან ზურგშექცევით, ნიჟარასთან იდგა. კარის ჩარჩოს მივეყრდენი, იატაკს დავაშტერდი და დაველოდე სანამ კბილების გაწმენდას დაასრულებდა.
-კარგად ხარ? - ჩემსკენ მოუბრუნებლად მკითხა სანდრომ, თავი ავწიე და სარკეში მის მზერას წავაწყდი
- რატომ მეკითხები?- ამოვილაპარაკე ხმადაბლა, სანდრომ პირსახოცი ნიჟარაზე მიაგდო , ჩემსკენ ნელა წამოვიდა და თვალებში დაჟინებით ჩამაცქერდა
- რაც რესტორნიდან გამოვედით არაფერი გითქვამს, ჩაფიქრებული სახე გაქვს
- უბრალოდ დაღლილი ვარ, - ჩავილაპარაკე მე
- კოცნამ ხომ არ გაგანაწყენა? - თვალებში ჭინკები აუთამაშდა მას
- შენ ისე რომანტიკულად მთხოვე ხელი, ერთი კოცნა როგორ გამანაწყენებდა, - ნიშნისმოგებით მივუგე
- კარგი , დაისვენე. შენ საწოლში დაწექი, მე მისაღებში დავიძინებ, - მითხრა სანდრომ,
თავი უხმოდ დავუქნიე, დაველოდე პლედსა და ბალიშს სანამ აიღებდა, და როგორც კი საძინებლიდნ გავიდა, სააბაზანოს კარი მივხურე, კაბა ხელის ერთი მოძრაობით გავიხადე, ფეხსაცმლის ზონრები შევიხსენი და შხაპის ქვეშ დავდექი. მხოლოდ ნახევარი წუთის შემდეგ ვიგრძენი, რომ წყალი ცივი იყო , მაშინვე ცხელით შევცვალე და სწრაფად ვიბანავე, ტანი გავიმშრალე ,პიჟამა ჩავიცვი და ნიჟარასთან მივედი კბილების გასაწმენდად.
“ რა მემართება ?! “ - გავიფიქრე , როდესაც პირისაკენ ცარიელი ჯაგრისი წავიღე. სარკეში ჩემს ანარეკლს ყურადღებით დავაკვირდი, თვალში ჩემი ტუჩები მომხვდა.. ჯაგრისიანი ხელი ნელა დავუშვი
“კოცნა! ყველაფერი იმ კოცნის ბრალია!”
უბრალო კოცნა იყო, მხოლოდ წამიერი... ტუჩები სულ ოდნავ შემახო , მაგრამ იმ ერთმა კოცნამ მთელი ჩემი სხეული უჩვულო განცდით აავსო... ამ განცდას სულ ოდნავ...უსუტესად, მაგრამ მაინც შევიგრძნობდი გონების უკაცრიელ კუნჭულში...
“არა, რაღაცები მეჩვენება! ყველაფერი გადაღლილობის ბრალია...” - თავი გადავაქნიე , კბილები სწრაფად გავიწმინდე, საწოლში შევწექი და ხუთ წუთში გავითიშე...


ყველანი ნომრის მისაღებში ვართ შეკრებილები, მხოლოდ სანდრო გვაკლია. დივანზე ვზივართ და მის გამოჩენას ველოდებით.
-მერე ერთად ვისაუზმოთ , კარგი? - გამიღიმა ლევანმა.
- ჯერ არ ვიცი ჩემს “საქმროს” რა გეგმები აქვს , თუ არაფერს აპირებს, თანახმა ვარ ერთად ვისაუზმოთ, - ვუთხარი და ამ დროს საქმროც მოვიდა, ქურთუკი გაიხადა და უსიტყვოდ დაჯდა ჩემს გვერდით, ფრთხილად შევათვალიერე
“ნეტავ სად იყო?”
- დავიწყოთ, - თქვა ლევანმა, ფეხზე წამოდგა და ჩვენს წინ ოდნავ მოშორებით დადგა, დაფა და მარკერიღა აკლდა და ნამდვილი კრება გვქონდა.
“კრიმინალების კრება” - სიძულვილით გამოცრა ნინომ, ლევანმა საუბარი დაიწყო
- გავიმეორებთ ყველა დეტალს ხვალინდელი საქმის შესახებ, ჩვენ სამისთვის ყველა დეტალი უკვე კარგად ცნობილია, ასე რომ ეს ექსკურსია ძირითადად ელენესთვის გაიმართება, ხვალ ბანკის დაარსებიდან 25 წელი სრულდება, თარიღის აღსანიშნავად ერთ-ერთი სასტუმროში პრივატული წვეულება იმართება, რომელსაც...
- ბანკის გაძარცვას მისი დაარსების დღეზე აპირებ? ესეთი ირონია შენგანაც კი გასაკვირია, - გადავუჩურჩულე სანდროს, მას არაფერი უპასუხია, ტუჩებზე თითი მიიდო, უსმინეო.
- ...ბანკის თანამშრომლები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და მოკლედ, მსგავსი მდიდარი და გავლენიანი პირები დაესწრებიან. მათ შორის იქნება “Investment Bank” - ის დაცვის უფროსი და ბანკის პრეზიდენტის მარჯვენა ხელი - შარლ დიურასი. ამ საღამოზე წყვილის სტატუსით დაესწრებით. საღამოზე მისვლიდან ცოტა ხანში შენ და სანდრო პატარა სცენას გაითამაშებთ: თავს ისე დაიჭერთ თითქოს იკამათეთ...
- ეს რაღა საჭიროა? - ხმადაბლა ვკითხე სანდროს
- არ შეგიძლია, რომ უბრალოდ გაჩუმდე და უსმინო? - შუბლი შეიკრა მან,
- ძარცვაც ხვალ მოხდება? - არ მოვეშვი მე.
- კი სქელსა და გრძელ სოსისსაც ხვალ შევჭამთ! - გამოცრა სანდრომ, ლევანმა და ნიკამ გაოცებულებმა გადმოგვხედეს , მე ერთიანად გავწითლდი
- უმმმ... განვაგრძო? - იკითხა ლევანმა
- განაგრძე, - ნება დართო სანდრომ
- იდიოტო!- ჩავილაპარაკე მე
- მხოლოდ ეგრე შეიძლება შენი გაჩუმება, - ჩაიღიმა მან
- შარლის მთავარი სისუსტე ახალგაზრდა, ლამაზი გოგოებია. ელენე , შენ მასთან ახლოს მოხვედრა და მისი გაცნობა უნდა მოახერხო, უკვე იცი შემდეგ რაც გევალება, - მითხრა ლევანმა და ფოტოსურათი გამომიწოდა.
სურათს დავხედე და ელდა მეცა, ფოტოდან სათვალიანი, სანდომიანი სახის ბაბუა მიცინის.წელში ოდნავ მოხრილი, ცალი მკლავით ხელჯოხს ეყრდნობა და ღია პირიდან ქათქათა პროთეზი მოუჩანს, დაახლოებით ნახევარი წუთი ჩუმად ვარ და ფოტოს შოკმიღებული დავყურებ.
- თუ ძალიან გაგიჭირდა შეგიძლია მის ადგილზე მე წარმომიდგინო, - თანაგრძნობით სავსე მზერას მაპყრობს სანდრო , მინდა საპასუხოდ რამე მწარე ვუთხრა და პირს ვაღებ, მაგრამ ვერაფერს ვიფიქრებ და სასოწარკვეთილი ისევ ფოტოს დავყურებ. კიდევ ნახევარი წუთ სრულ სიჩუმეში გადის, შემდეგ პირველი ნიკა ფხუკუნებს , ლევანიც ვეღარ იკავებს სიცილს და რამდენიმე წამის შემდეგ სამივე ხმამაღლა ხარხარებს.
- რა გაცინებთ? - შუბლი შევიჭმუხნე და რამდენიმე წამში ყველაფერს მივხვდი, - სამივე იდიოტები ხართ! - ვთქვი გაგულისებულმა, ფოტო მაგიდაზე მივაგდე, ხელები გულზე გადავიჯვარედე და მოთმინებით დაველოდე, სიცილს როდის შეწყვეტდნენ.
- კარგი გვეყო , - ჩაიცინა ლევანმა და ახალი ფოტო გამომიწოდა, მის ხელს უნდობლად დავხედე
- ამჯერად აღარავითარი ხუმრობა, - ხელები შემრიგებლურად ასწია , ფოტო გამოვართვი.
“ოჰ, ამას კიდევ არაუშავს” - გავიფიქრე მე, მართალია, ამას თმა თითქმის არ ჰქონდა და ცივი თვალებით მიმზერდა, მაგრამ არც ისე ხანშიშესული იყო რომ მასთან ფლირტაობა მომრიდებოდა.
- ელენე, ათი წუთი გექნება, - მითხრა ლევანმა.
- რისთვის?
- თუ შენი და შარლის ნომერში შესვლიდან ათ წუთის განმავლობაში სანდრო არ გამოჩნდა, შეგიძლია ნომრიდან წამოხვიდე.
-გასაგებია, - ვუთხარი მე.
-კიდევ ერთი დეტალი : ცნობილი ,რომ ფრანგებს უყვართ თავიანთ ენაზე ლაპარაკი და გადაწყვიტეს ყველა გამომსვლელს სიტყვა ფრანგულ ენაზე წარმოეთქვა. ამიტომ, წვეულების უცხოელ სტუმრებს, მათ ვისაც ფრანგული არ ესმის, აი, ასეთი ყურსასმენები დაურიგდება, - პაწაწინა ყურსასმენები გვაჩვენა ლევანმა , - ეს იმისათვის არის განკუთვნილი, რომ უცხოელ სტუმრებს გამოსვლები უთარგმნონ, თუმცა შენ და სანდრო ამ ყურსასმენებს ერთმანეთთან საკონტაქტოდ გამოიყენებთ... ელე, კითხვები გაქვს?
- მთავარი არ გითქვამთ, - დავიწყე ყოყმანით და სამივეს მზერა მოვავლე , - მთავარი საქმის გაკეთებას როგორ აპირებთ? და ვერც იმას მივხვდი, ამ ყველაფერს ძარცვასათან რა კავშირი აქვს
-ეგ შენ აღარ გეხება , - მშვიდად მითხრა სანდრომ.
- მართალია, ელენე, შენ ეგ დეტალები აღარ გეხება, - კვერი დაუკრა ლევანმაც, - შენ და სანდრო წვეულებიდან პირდაპირ სასტუმროში დაბრუნდებით. შენ თანხას რაც შეეხება, საქმის დასრულებისთანავე მიიღებ
- ლაშამ მითხრა , რომ პარიზში ორი კვირის გატარება მოგვიწევს, მაგრამ თუ ეგ საქმეც ხვალ მოხდება, კიდევ აქ დარჩენა რა საჭიროა? - ვიკითხე მე.
-ეჭვი რომ არ აიღონ. მე და ნიკა უბრალო ტურისტები ვართ, თქვენ კი რომანტიკული არდადეგების გასატარებლად ჩამოსული წყვილი. ძარცვიდან მეორე დღესვე ხომ არ გავიქცევით? დავრჩებით იქამდე, სანამ ჩვენი მოგზაურობის ვადა არ ამოიწურება, შემდეგ კი დავბრუნდებით საქართველოში და მშვიდად დავიშლებით, - ამიხსნა ლევანმა.
- გასაგებია, - ვთქვი ხმადაბლა.
-კარგი, სულ ეს არის, კრება დასრულებულია, წარმატებებს გისურვებთ, მეგობრებო! - საზეიმოდ გამოცხადა ლევანმა და გვერდით მომიჯდა, - საუზმე?
მე სანდროს გავხედე, მაგრამ ის დივანზე აღარ იჯდა, ყურაღებით მიმოვიხედე და თვალი შევასწარი, ნომრის კარიდან როგორ გადიოდა.
‘სად მიდის?”
“სად იყო,სად მიდის? შეყვარებულის როლში ძალიან ღრმად ხომ არ შეიჭერი?” - გამომაჯავრა ნინომ, თავი გავაქნიე და ლევანს ვუთხარი
- კარგი წავიდეთ
- საით? - იკითხა ნიკამ.
-სასაუზმოდ, წამოხვალ? - ვკითხე და ლევანის უკმაყოფილო სახე არ გამომპარვია, ნიკამ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია, სამივენი ლიფტით დაბლა დავეშვით და სასტუმროს შიდა ეზოში მოწყობილ ღია კაფეში დავსხედით, ტკბილეული შევუკვეთეთ და ყავა სიჩუმეში დავლიეთ.
- მე საპირფარეშოში გავალ, - დუმილი დაარღვია ნიკამ და მიმტანს მიუბრუნდა: - Where is women’s toilet?
გვერდზე მაგიდაზე ჩაიფხუკუნეს, გაოცებულმა მიმტანმა ჩვენ გადმოგვხედა.
- გულისხმობს კაცების , - განვუმარტე და მანაც მაშინვე დაგვაკვალიანა.
- ხელმარცნივ გაჰყევი მაგიდების რიგს, იმ კარიდან დერეფანში აღმოჩნდები, ტუალეტი იქვეა, - ავუხსენი ნიკას.
- გასაგებია, - მაგიდიდან წამოდგა ის და გეზი მარჯვნივ აიღო.
-ნიკა,მარცხნივ ! - შევუსწორე ,
- აჰ ,ხო, - გაიცინა ნიკამ, მთელი ტანით შემოტრიალდა და კარში გაუჩინარდა.
-საერთოდ რატომ წამოიყვანე?- ნიკას მოღუშული მზერა გააყოლა ლევანმა
-მარტო ხომ არ დავტოვებდით? - მხრები ავიჩეჩე .
- მე კი ცოტა ხნით მაგისგან დასვენება მინდოდა. მთელი დღე მასთან ერთად ვარ ნომერში, უნდა მოისმინო რა საოცრებებს ლაპარაკობს! - ამოიოხრა ლევანმა, მე ადვილად წარმოვიდგინე და დიდი ხნის შემდეგ პირველად გულიანად გამეცინა, ლევანიც მყვება და რამდენიმე წუთის განმავლობაში ორივე ვიცინით, ცოტა ხნის შემდეგ ის ერთბაშად სერიოზულდება და ლურჯი თვალებს მანათებს
- თან შენთან ერთად მარტო დარჩენა მინდოდა
ლევანის ნათქვამი არ შევიმჩნიე და ისე განვაგრძე:
-ხომ გითხარი შემეცოდა მარტო დასატოვებლად, ჩვენ აქ ჩამოვედით, სანდროც სადღაც წავიდა...- აქ ცოტა ხნით შევყოყმანდი, ყავა მოვსვი და ვითომ სხვათაშორის ვიკითხე: - ჰო, მართლა სად წავიდა? თქვენთვის არ უთქვამს?
- წარმოდგენა არ მაქვს , - მიპასუხა ლევანმა და მზერა ჩვენსკენ მომავალ ჟანეტს მიაპყრო, ის ჩვენს მაგიდასთან შეჩერდა, თავაზიანად მოგვესალმა ორივეს და შემდეგ მზერა ჩემზე გადმოიტანა და ფართოდ გამიღიმა
- გილოცავთ ! ბედნიერებას გისურვებთ !
- მადლობა , - გავუღიმე მეც, ის დაგვემშვიდობა და მაშინვე გაგვცილდა.
- რა მოგილოცა? - გაუკვირდა ლევანს.
- სანდრომ “დამნიშნა”! - ბეჭდიანი ხელი ვაჩვენე
- ამან საიდან იცის? - ქუსლების კაკუნით მიმავალ ჟანეტზე მანიშნა .
- მთელი სასტუმროს დასანახად გავმართეთ სპექტაკლი , - მხრები ავიჩეჩე , ბეჭედს ჩაფიქრებული მზერა მივაპყარი და როდესაც ნიკა დაბრუნდა, ვითომ სხვათაშორის კითხვები განვაგრძე
- თქვენ როგორ მოგძებნათ სანდრომ?
- ეგ ძალიან უცანური ამბავია, - გაიღიმა ლევანმა, - ერთ დღეს კაფეში ვზივარ, ისე როგორც ახლა. გვერდზე მომიჯდა, ყოველგვარი შესავლებისა და მოკიბ-მოკიბვის გარშე ამიხსნა, რა საქმე ჰქონდა ჩემთან. მეც მაწყობდა ეს საქმე, ჰოდა დავთანხმდი. ნიკასთანაც იგივე სცენარი განმეორდა.
-კი მაგრამ საიდან შეიტყო, რომ... - შევყოყმანდი, იქნებ ნიკასა და ლევანს არ უნდოდათ,რომ მათი ყაჩაღური საქმეების შესახებ მცოდნოდა, მაგრამ ლევანმა მსუბუქად გაიღიმა
-აი, მაგის კი აზრზე არ ვარ, დღემდე ვფიქრობ და მაინც ვერაფერს ვხვდები
-დაგაშანტაჟათ? რომ თუ არ დათანხმდებოდი,”ჩაგიშვებდათ”?
-მსგავსი არაფერი, ჩემი სურვილით დავთანხმდი
- მაგარი უცნაური ტიპია, - ალაპარაკდა ნიკა.
- რას გულისხმობ? - კითხვით სავსე მზერა მივაპყარი მას.
- იმას, რომ ამხელა მაყუთზეა ლაპარაკი, საქმეს აწყობ და შენ თვითონ მხოლოდ... - დაიწყო ნიკამ, მაგრამ ლევანის დაჟინებულ მზერას გადააწყდა და ისიც მაშინვე შეჩერდა.
-დაასრულე! - ვუთხარი ნიკას, მაგრამ მან ხელები ასწია, ვერაფერს გავაწყობო
-რა ხდება ლევან? რისი თქმა უნდოდა ნიკას? მითხარი!
-არ შემიძლია, ელ, - მობოდიშებასავით გამიღიმა , კიდევ რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ შევჩერდი, მივხვდი აზრი არ ჰქონდა, ამ თემაზე მაინც აღარაფერს მეტყოდნენ.
კიდევ რამდენიმე საათი ვიჯექით კაფეში, საქმე არაფერი გვქონდა და გადავწყვიტეთ მთელ დღეს აქ დავრჩენილიყავით. უბრალო რამეებზე ვსაუბრობდით, როგორც აღმოჩნდა ნიკა შეთავსებით ტატუს მხატვარი იყო , ლევანის ერთადერთი “პროფესია” კი მძარცველობა იყო. ჩემი რამდენიმე ირიბი მცდელობა , სანდროზე და მის საქმეზე კიდევ რამე დამეცდევინებინა მათთვის , უშედეგოდ დამთავრდა. შუადღეს მოულოდნელად მოიღრუბლა და ჩვენც ნომრებში ასვლა გადავწყვიტეთ.
ნომერში სრული სიჩუმე შემომეგება, სანდრო ჯერ არ დაბრუნებულიყო. გადაწყვიტე, ბარგი ამომელაგებინა და ამით გამეყვანა დრო . ჩემი ჩემოდნის გვერდით სანდროს გაუხსნელი ჩემოდანი იდო, წამით შევყოყმანდი, მაგრამ მაშინვე ნინოს სიტყვები გამახსენდა: “ შეყვარებულის როლში ძალიან ღრმად ხომ არ შეიჭერი?”
“ თანაც, ალბათ სულაც არ გაუხარდება მის ნივთებში რომ ვიქექო” - დავამატე და საძინებელში მხოლოდ ჩემი ჩემოდნით დავბრუნდი. ბევრი არც თბილისის გარდერობში მქონდა და აქ მითუმეტეს , თითქმის არაფერი წამომიღია , ამიტომ საქმეს მალე მოვრჩი. შემდეგ თხელი პიჟაამა გადავიცვი და ისევ მისაღებში გავედი. საათს შევხედე, ჯერ ხუთიც არ იყო, მაგრამ ღრუბლიანი დღის გამო უკვე ბნელოდა. ფანჯარიდან პარიზს გადავხედე, საშინლად წვიმდა...
“ნეტავ რას მალავს სანდრო?”- გავიფიქრე და დივანთან მივედი, ფაქიზად დაკეცილი პლედი გავშალე და ცივი, მაგრამ ფაქიზი არომატი ვიგრძენი. გონება უმალვე მიხვდა ვის ეკუთვნოდა ეს სურნელი და გულმაც მაშინვე უცნაურად დაიწყო ძგერა...
“რა ჯანდაბა მემართება?”- გავიფიქრე და გაგულისებულმა პლედი ისევ დივანზე მივაგდე და საძინებლისაკენ ავიღე გეზი, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯში შევჩერდი, უკან მოვიხედე და პლედს დავაკვირდი. შემდეგ ღრმად ამოვისუნთქე, დივანთნ დავბრუნდი, პლედში გავეხვიე და რამდენიმე წუთში ჩამეძინა...
მზიანი დღეა და ტურისტები ნელა მიუყვებიან ქუჩებს, მხოლოდ მე და სანდრო ვკვეთთ ქუჩას სწრაფი ნაბიჯით . სანდრო წინ მიდის, მე უკან მივყვები. ძალიან სწრაფად მიაბიჯებს, თითქმის სირბილით. ვცდილობ არ ჩამოვრჩე ,მაგრამ არ გამომდის. ის წამით ჩერდება, როგორც კი ვუახლოვდები, ხელს მკიდებს და უფრო ჩქარი ნაბიჯით ვაგრძელებთ გზას. ტურისტები გაოცებულ მზერას გვაყოლებენ, გული საშინლად მაქვს აჩქარებულ,სუნთქვა - გახშირებული, მთელი სახე - ოფლით დაცვარული, ვგრძნობ ,ძალა ერთიანად მელევა .
- სანდრო, - ვჩურჩულებ , მაგრამ ის ყურადღებას არ მაქცევს, მხოლოდ წამით ჩერდება და გარშემო ყურადღებით იხედება.
-აქეთ! - შესახვევისაკენ მანიშნებს და კიდევ უფრო სწრაფად აგრძელებს გზას.
“აზრი არ აქვს...” - ვფიქრობ სასოწარკვეთილი და ყელში ბურთი მებჯინება.
-სანდრო! - ვყვირი უფრო ხმამაღლა და ისიც ერთბაშად ჩერდება, ვცდილობ სუნთქვა დავიმშვიდო ,ლაპარაკი რომ შეძლო.
- რა მოხდა? - მეკითხება და სახეზე ნაზად მეფერება.
-ვერ გავაღწევთ, - ვამბობ მღელვარედ და მოწოლილ ცრემლებს ვეღარ ვიკავებ.
-ნუ გეშინია, ხელი მაგრად ჩამჭიდე! - ჩემს გახურებულ ხელს თავის თლილ თითებში იქცევს ის, - მე შენთან ვარ, ეჭვი არ შეგეპაროს, გესმის?
ტუჩებს რაღაცის სათქმელად ვაღებ ,მაგრამ იმწამსვე ქუჩა ხმას პოლიციის სირენების ხმით ივსება. გაქცევას აზრი აღარ აქვს, ყველა კუთხიდან ალყაში ვართ, პოლიციები რაღაცას ყვრიან ფრანგულად. სანდრო მათ ყვირილს ურადღებას არ აქცევს, მუჭში მოქცეული ჩემი ხელები ჯერ ტუჩებთან მიაქვს და მხურვალედ მკოცნის, შემდეგ მკერდთან იჩერებს.
- სამუდამოდ....სადაც არ უნდა ვიყო, - ჩურჩულებს ის, მე გაშლილ ხელებს მკერდზე ვაბჯენ და თვალებში შევცქერი.
- შენ ეს იცი... - ვამბობ და ხმა ერთიანად მიკანკალებს , მაგრამ ვიმორჩილებ და უფრო მტკიცედ განვაგრძობ: - ჩემი გული შენ გეკუთვნის...სამუდამოდ!
პოლიციელების ყვირილი მეორდება
- უნდათ რომ ხელები ავწიოთ და ძირს დავწვეთ, - მიხსნის სანდრო და ვგრძნობ მისი ხელების შეხება როგორ სუსტდება.
- არა! - თავს ვაქნევ მე
- უნდა გამიშვა, - ხმადაბლა მეუბნევა სანდრო და ტუჩებით შუბლზე ფრთხილად მეხება.
- არა, არა ... - მღელვარედ ვიმეორებ მე და სახე ცხელი ცრემლებით მენამება. სანდრო ხელებს ნელა მიშვებს, უკანასკნელ ძალას ვიკრებ და დასუსტებული თითებით ქურთუკზე ვებღაუჭები, ერთ-ერთი პოლიციელი სანდროს ზურგიდან უახლოვდება და ძირს აგდებს, მე სასოწარკვეთილი ვყვირი სანდროს სახელს და იმწამსვე ხელებზე ვიღაცის უხეში ხელი მეხება, წინააღმდეგობას არ ვუწევ ,ამის ძალა აღარ მაქვს... ის არის ცივი მეტალის შეხებას ვგრძნობ ,რომ ჭექა-ქუხილის ხმა ერთბაშად მაღვიძებს.
ოთახში მხოლოდ ერთი სანათი ანთია, ჩემს წინ სავარძელში სანდრო ზის და ყურადღებით მიყურებს სახეში
- მოვკვდი? - მეკითხება მშვიდად
- რა? - დავიბენი .
- შენს სიზმარში მოვკვდი? ისე კიოდი ჩემს სახელს , ვიფიქრე ჩემი პანაშვიდი გესიზმრებოდა
- არა , არ მომკვდარხარ, მაგრამ...
- დანარჩენს გადავიტან , - მშრალად ჩაილაპარაკა , სასმელებთან მივიდა და ჩემთან წყლიანი ჭიქით დაბრუნდა, - დალიე და წყალს გაატანე
- ეგ ეგრე არ უნდა, - გამეღიმა , - წყალი ონკანიდან უნდა მოუშვა და შენი სიზმარი ისე მოუყვე. პრინციპს ხვდები ? წყალი აუცილებლად გამდინარე უნდა იყოს ,რომ სიზმარი წაიღოს.
-აჰა, გასაგებია
- რომელი საათია? - საათს შევხედე , რვა იყო დაწყებული, ტელეფონი ავიღე, საშხაპეში გავედი და თბილისში დავრეკე
-გამარჯობა, მამა, გუშინ დავრეკე , მაგრამ გეძინა... როგორ ხარ?
- კარგად ვარ, იმას თუ არ ჩავთლით, რომ სოფო თავისი გაკეთებული წვნიანის ჭამას მაძალებს, - გაიცინა მან და მისმა საყვარელმა სიცილმა გული სითბოთი ამივსო და ერთდროულად სევდაც მომგვარა,
- მამა ,ბოსტნეულის ჭამა აუცილებელია!- მესმის სოფოს მკაცრი ხმა ,მამას ამოოხვრა და შემდეგ სიცილი, არც ერთი და კულინარიული ნიჭით არ გამოვირჩევით, მაგრამ სოფო ნამდვილად კატასტროფაა , ჩვენ ორს შორის ის ყველაზე უარესია. მეც მეცინება და თან გული მეკუმშება, მათთან მინდა... ბურთი ისე ძლიერად მებჯინება, რომ ყელი მტკივა.
- აბა მომიყევი პარიზში რა ხდება, - განაგრძო მამამ.
- წვიმს... - ჩემს ხმაში გარეულ სევდას ვეღარ ვფარავ , პირდაპირ ცივ იატაკზე ვჯდები და უხმოდ ვიწყებ ტირილს.
- მერე? ხომ არ გეშინია? - მეკითხება მამა და მის ხმაში გარეულ ღიმილს ვგრძნობ, კითხვის მიზეზსაც ვხვდები: თინეიჯერობის ასაკამდე ისე მეშინოდა ჭექა-ქუხილის, რომ აბაზანაში ვიკეტებოდი
-არა, - ვპასუხობ მოკლედ, რომ ხმის კანკალი არ შემატყოს.
- ქალაქი უკვე დაათვალიერე? - მეკითხება ის
-კი, მთელი დღე ქალაქის დასათვალიერებლად ვიყავით გასულები , სასტუმროში ახლახანს დავბრუნდით , - ტყუილების კორიანტელს ვაყენებ მე, გარეთ საშინლად ელავს და გულწრფელად ვნატრობ, რომ მეხი დამეცეს. მამა ჩემს ნათქვამს ეჭვის შეპარვის გარეშე იჯერებს, ისევ პარიზულ ამბებზე მეკითხება და რჩევებს მაძლევს რა ადგილები მოვინახულო. შემდეგ მამა მეუბნევა, რომ რაღაც პროცედურაზე უნდა გაიყვანონ და მეც ვემშვიდობები
- მიყვარხარ მამა... სოფოს აკოცე! - და ტელეფონს ნაჩქარევად ვთიშავ, ჩემს დასთან საუბარს თავს ვარიდებ. ახალი ტყუილების მოგონებისა და თქმის ძალა აღარ მაქვს.
იატაკიდან წამოვდექი , ნიჟარასთან მივედი და წყალი მოვუშვი , სახე მოვიბანე და ხელი ონკანის საკეტისაკენ წავიღე. შევყოყმანდი... ღრმად ჩავისუნთქე და ხმადაბალი დავიწყე:
- დამესიზმრა, თითქოს მე და სანდრო პარიზის ქუჩებში გავრბოდით...ოჰ,რას ვაკეთებ!- თვალები ავატრიალე, ნიჟარას დავეყრდენი და სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე, გაწეწილი თმით, გაფითრებული სახითა და აწითლებული თვალებით თავად ვგავდი კოშმარული სიზმრის პერსონაჟს. სევდა კიდევ უფრო მომემატა და ის იყო თვალებზე ცრემლების ახალი ტალღა მომაწვა , რომ სანდრო აუღელვებლად შემომეჭრა
- ღმერთო , არ იცი რომ შემოსვლის კარზე უნდა დააკაკუნო?
- კარი ღია იყო... - მომიგო მშვიდად და ჩემს თვალებს მზერა მოკრა და დაჟინებით შემაცქერდა, - ისეთი რა დამემართა იმ სიზმარში, რომ ტირი?
-შენს გამო არ ვტირი!
- აბა რატომ? მამაშენის გამო? - მკითხა და მის ხმაში გარეული უჩვეულო სითბომ შემაკრთო, თავი უხმოდ დავუქნიე და იატაკს დავაშტერდი
- კარგი, შეგვიძლია განწყობა გამოვასწოროთ... იცი ეს რა არის? - გასაღებს მაჩვენებს
- გასაღები?
- ეს უბრალო გასაღები არ არის, - იღიმის სანდრო, მე ყვითელ ფონზე გამოსახული ყალყზე შემდგარი ცხენით ადვილად ვცნობ უძვირფასეს მარკას
-მერე რას მთავაზობ?
- ქურთუკი აიღე და წავედით
- სად?
-გაიგებ , - მიპასუხა და კარისაკენ პირველი წავიდა
-სანდრო , გთხოვ არ მაქვს განწყობა, - ვყოყმანობ
-დამიჯერე მოგეწონება! -მომაძახა უკვე სააბაზანოდან გასულმა
- ჯერ უნდა ჩავიცვა! - მივყევი მეც
- მხოლოდ ქურთუკი აიღე, მეტი არაფერი გინდა
ჰაერი ღმად ჩავისუნთქე, საძინებლიდან ქურთუკი ავიღე, თხელ პიჟამაზე შემოვიცვი და ასეთი საოცარი ფორმით უკან მივყევი, ლიფტით დაბლა ვეშვებით და გარეთ გამოვდივართ, სასტუმროს წინ ხასხასა წითელი სპორტული მანქანა დგას
-შენია?
-არა
-აბა ვისია?
-ვიქირავე, - მპასუხობს სანდრო, გასაღებს ხელში მიდებს და მგზავრის სავარძელში ჯდება
- დარწმუნებული ხარ? - ვყოყმანობ მე
-მოდი, რაღას ყოყმანობ ვინ იცის კიდევ როდის მოხვდები ფერარის საჭესთან! - მიცინის ის, ჰაერს ღმად ვისუნთქავ და მძღოლის ადგილს ვიკავებ
-მზად ხარ?
-კი!
-დაძარი!
პედალს ფეხს ვაჭერ და ძრავი ნელა თუხთუხებს, პირველივე ნოტებზე გული სიხარულით მიფრთხიალებს
-გზები რომ არ ვიცი?
-არაუშავს, მე მიგითითებ საით უნდა წახვიდე
- კარგი
მანქანას ვძრავ , სანდრო მიმართულებას მაძლევს და ნელა მივუყვები წვიმიან პარიზს, სანაპიროზე გავდივართ
-ეხლა შეგიძლია სიჩქარეს მოუმატო და თავისუფლად მიყვე ქუჩას, - ამბობს სანდრო , მე პედალს ვაჭერ
-პოლიცია? - მახსენდება უცებ
-პატარა ჯარიმას გადავიტანთ , - თვალს მიკრავს ის
მე სიჩქარეს ვუმატებ და ვგრძნობ, სისწრაფე ჩემს სისხლს როგორ ერევა
- მოგწონს? - მიცინის სანდრო
- ძალიან! ასე მგონია... ასე მგონია დავფრინავ! - ვიცინი მეც, სანდრო მუსიკას რთავს და სავრძელში ეშვება,
წარმოდგენა არ მაქვს სად მივდივარ , ქუჩა თითქმის ცარიელია და თავისუფლად მივქრივართ ღამის პარიზში, გამვლელები თვალს გვაყოლებენ, მაგრამ ჩვენს დანახვას ვერც ასწრებენ , უკვე სხვა ქუჩაზე ვართ, მინდა სევდას გავექცე და გამომდის კიდეც , სიჩქარეს ვუმატებ და ვგრძობ როგორ იმატებს ენდორფინების რაოდენობა სხეულში, ყველა დარდს უკან ვიტოვებ , ძრავის ხმა ყურებს მიხშობს და ერთიანად ვწყდები ამქვეყნიურ რეალობას...

***


კიდევ დაახლოებით ოცი წუთი მივქრივართ, შემდეგ სანდრო მეუბნება
-კარგი, აქ გააჩერე თორემ პარიზს გავცდებით
დავემორჩილე, ძრავა ჩავაქრე და ემოციებით სავსე სავარძელში ჩავეფალი
- აბა, მოგეწონა? - გამიღიმა
-ძალიან! - ვუღიმი მეც
პოლიციის სირენების ხმა ორივეს გვაკრთობს, განყოფილებაში მივყავართ და ცოტა ხანი გვაყურყუტებენ, მაგრამ ეს აღარ მადარდებს,ჯარიმას გვახდევინებენ და სასტუმროში ემოციებით სავსე ვბრუნდები
- ჯერ არ დაწვე, ვივახშმოთ
-კიდევ ვახშამი? - შუბლი შევიჭმუხნე
- ამჯერად ნომერში და აღარავითარი სპექტაკლი, გპირდები, - გამიღიმა მან
ნომერში შევედით და სავარძლის წინ მაგიდას გაოცებულმა დავხედე : პატარა მაგიდა სავსე იყო სხადასხვა კერძებით. დიანზე ფეხები მოიკეცე და პლედი გადავიფარე
-ეს რა არის? - ვკითხე სანდროს
-ვახშამი, - მომიგო მან და ტელეფონს ჩახედა, - ესე იგი, შენი ასაკისა და სიმაღლის გათვალისწინებით შენი იდელური წონაა 54 კილო, ეხლა 48 კილო ხარ. შენი დღიური ნორმაა : 1755 კალორია დღეში იმისათვის, რომ კვირაში ნახევარი კილო მოიმატო ,შენი კალორიების დღიური ნორმა 500 კალორიით უნდა გაზარდო. საუზმეზე 878 კალორია უნდა მიიღო, სადილზე - 1291, ვახშამზე კი - 706 . აქ ზუსტად 706 კალორიაა , - სუფრაზე მანიშნა სანდრომ, ჩემს გაოცებულ სახეს ყურადღება არ მიაქცია და სავარძელზე მშვიდად გადაწვა , მე რამდენიმე წამის განმავლობაში დაბნეული შევყურებდი.
“ ხედავ ის არც ისე ცუდია, შენზე ზრუნავს” - ფართოდ გამიღიმა ლიზიმ
“ მაგ ცივსისხლიანისთვის მზრუნველობა უცხო ხილია, ნამდვილად საახალწლოდ უნდა რომ მოასუქოს “ - ამრეზით ჩაილაპარაკა ნინომ.
- ამას რატომ აკეთებ? - ხმადაბლა ვკითხე სანდროს.
- საახალწლოდ უნდა მოგასუქო, - მშრალად ჩაილაპარაკა მან და მე ელდა მეცა
“ნამდვილად ტელეპათია” - გავიფიქრე შეშფოთებულმა, მაგიდას დავხედე და კერძები მოვათვალიერე. ძირითადად სალათები იყო, ხილი და... სოსისი!
- ზუსტად ისეთია, როგორიც შენ გიყვარს სქელი და გრძელი, - მზერა გამისწორა სანდრომ, მე ერთიანად გავწითლდი და თვალი ავარიდე
- როგორც ჩანს, მაგას მართლაც მთელი ცხოვრება არ დაივიწყებ , - ჩავიბურტყუნე და სალათა გადმოვიღე...
გარეთ წვიმა და ჭექა-ქუხილი კიდევ უფრო იმატებს, ნომერში თბილა, მხოლოდ ერთი სანათი ანთია და ნახევრად განათებულ ოთახში საოცარი სიმყურდოვეა...
“ჰმ, ღვინოც გვქონია” - კმაყოფილებმა ჩაილაპარაკა ლიზიმ, როცა სანდრომ ფრანგულეტიკეტიანი ბოთლი გახსნა.
“ არ გაეკარო! ისევ გამოთვრები და სოსისებიც აქვეა!” - მიყვირა ნინომ
- არა მგონია , ეგ კარგი იდეა იყოს - დავეთანხმე ნინოს
- მხოლოდ ერთი ჭიქა, - გამიღიმა სანდრომ,
- რა ვიცი ... - ისევ შევყოყმანდი
- რისი გეშინია? - პროვოკაციაზე წამომაგო მან,
- არაფრისაც არ მეშინია! დაასხი! - მაშინვე წამოვეგე მე
“რაც მოხდება შენ თავს დააბრალე!”- კბილებში გამოცრა ნინომ და გაბრაზებული უკანმოუხედავად გამშორდა, მე მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე და ღვინო მოვსვი...


ერთი ჭიქის შემდეგ


თავს საოცრად მსუბუქად და ლაღად ვგრძნობ...


ორი ჭიქის შემდეგ


- ეს ღვინო უგემრიელესია! - ვთქვი აღფრთოვანებით და ბოთლის ასაღებად გადავიხარე.
-გეყოფა! - მაფრთხილებს სანდრო.
-რატომ? შენ არ შემომთავაზე, დალიეო?- გავიკვირვე მე.
-მე მხოლოდ ერთი ჭიქა გითხარი! - ხელი ბოთლისაკენ წაიღო მან , მაგრამ მე ვასწრებ
-ბოთლი ჩემია! - ვიღიმი კმაყოფილი და სანდროს ენას ვუყოფ.
- იცოდე , მაგრად დათვრები!
- შენ რა ნინოსავით მელაპარაკები ! - თვალები ავატრიალე მე.
- ნინო ვინღაა? - შუბლს იჭმუხნის ის.
- არავინ , -მხრებს ვიჩეჩავ მე და ჭიქას ვიყუდებ.

სამი ჭიქის შემდეგ


ღამის სამი საათია, ლურჯი ციდან ბადრი მთვარე ანათებს და სიყვარულის ქალაქში ყველას სძინავს, მხოლოდ ჯორჯ მეხუთის ავენიუზე მდებარე სასტუმროს ერთი ფანჯრიდან სუსტი სინათლე გამოდის და ოთახიდან ქართული ჰანგები იღვრება...
- თბილისო - მზის და ვარდების მხარეო,
უშენოდ - სიცოცხლეც არ მინდა,
სად არის სხვაგან ახალი ვარაზი,
სად არის ჭაღარა მთაწ ...
-შეწყვიტე ,მთელ სასტუმროს გააღვიძებ! - კბილებში ცრის სანდრო.
-რატომ ვითომ?! ჩემი ქალაქის ნოსტალგია მომაწვა და ვმღერი! - უმანკო გამომეტყველებას ვიღებ მე, დაკვრას ვწყვეტ და მეოთხე ჭიქას ვივსებ.
- ეხლა მე შენთან მოვალ და შენ მაგ ბოთლს მომცემ , - ჩემსკენ მოიწევს სანდრო
- კარგი , მოიცადე ! მხოლოდ ერთ სადღეგრძელოს ვიტყვი! - თითის აწევით ვაჩერებ მე, - მინდა ამ ჭიქით ჩემი ქალაქის სადღეგრძელო დავლიო !პარიზი , რა თქმა უნდა, ლამაზია მაგრამ თბილისი სულ სხვაა!
ღვინოს ვსვამ და ჩემი ბავშვობის ჰიტს ხმადაბლა ვღიღინებ : “თბილისის ანძა რომ სჯობია ეიფელს, ვიცი რომ იტყვი, ჟანეტ...”



ოთხი ჭიქის შემდეგ


ხუთი წუთია სანდროს ჩაფიქრებულ მზერას არ ვაცილებ
- რა ? - ოხრავს ჩემი დაჟინებული მზერით მობეზრებული, მე მისკენ ვიხრები და ხმადაბლა ვეკითხები:
- როგორ ფიქრობ, ერეკლე მეფის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის დადება სწორი ნაბიჯი იყო?


ხუთი ჭიქის შემდეგ


-დადე ეგ ბოთლი!
- არა ღვინო ჩემია, - ბოთლს გულში ვიხუტებ მე
- ღვინო არ არის ეგ, სპირტია დადე!
- ჩემს ღვინოს სპირტს ნუ ეძახი!
- რატომ წამოვიყვანე ეს სულელი არსება , რატომ? - კბილებში ცრის სანდრო , ადგილს წყდება და ჩემსკენ მოიწევს, მე დივანზე ვხტები, დივნიდან ბარისაკენ გავრბივარ, სანდრო კუთხეში მიმწყვდევს და ორივე ბოთლს ხელიდან მაცლის
ექვსი ჭიქის... არა ღვინო აღარ მაქვს, სანდრომ პირდაპირ ფანჯრიდან გადამიღვარა. მოვიწყინე და გასართობი მინდა. ერთი იდეა მებადება და დივნიდან ვიწევი ,ფეხი პლედში მებლანდება და თავით მაგიდისაკენ მივექანები, მაგრამ სანდრო ჩემს დაჭერას ასწრებს.
-უნდა დაწვე! - კბილებში ცრის ის, მე ყურადღებას არ ვაქცევ. მისი მკლავებიდან თავი გავითავისუფლე , მუსიკა ჩავრთე და ოთახი წყნარი ჰანგებით აივსო, პიჟამა შორტებსა და მაისურში გამოწყობილი წინ ავესვეტე და ფართოდ გავუღიმე
- ვიცეკვოთ!
-ელენე, მთვრალი ხარ, - ამოიოხრა სანდრომ.
- არა, ვარ! - თავს ჯიუტად ვაქნევ მე და ჩემი სიტყვების “დასტურად” ვბარბაცებ, - კარგი, შეიძლება სულ ოდნავ. მოდი, თორემ მუსიკა დამთავრდება!
-არა, - მიჭრის მოკლედ.
-რატომ? - შუბლს ვიჭმუხნი მე.
-ცეკვა არ ვიცი, - მპასუხობს აუღელვებლად
- არაუშავს, მე გასწავლი! მოდი ! - არ მოვეშვი მე, მან ერთხანს უსიტყვოდ მიყურა, შემდეგ ნელა წამოდგა და ჩემგან რამდენიმე მილიმეტრში გაჩერდა. მე ღიმილი გამიქრა და შეშფოთებულმა ავათვალიერე მისი მაღალი ტანი და გაშლილი მხარ-ბეჭი ჩემს სუსტ სხეულთან სრულ კონტრასტს ქმნიდა, ნერწყვი გადავაგორე და ოდნავ უკან დავიხიე.
-რაო , გადაიფიქრე?- ჩემი რეაქცია არ გამოპარვია მას
-არა, - მივუგე ხმადაბლა, მზერა გავუსწორე და უფრო მტკიცედ განვაგრძე: - ხელი მომეცი!
მან ჩემი ხელი თლილ თითებში მოიქცია და ღვინის მოქმედება არაფერი იყო ჟრჟოლასთან შედარებით, მისმა შეხებამ რომ მოგვარა...
- მეორე ხელი წელზე მომხვიე , - განვაგრძე ინსტრუქციების მიცემა, სანდრომ ეს მითითებაც უსიტყვოდ შეასრულა და ახლა წელზე მომედო ცეცხლი.
ღრმად ამოვისუნთქე, მეორე ხელი მისი მხრისკენ წავიღე და შევნიშნე, ერთიანად როგორ მითრთოდა...
- ნაბიჯს საითაც გადავდგამ, შენც ზუსტად იქით გამომაყოლებ. სულ ეს არის, ძალიან იოლია, - ვთქვი მე და მოძრაობა დავიწყეთ.
ერთი,ორი ,სამი... ნახევარ წუთში უკვე დიდი ხნის პარტნიორებივით ვცეკვავდით
- მომატყუე არა? რომ ცეკვა არ იცოდი? - ვეკითხები სანდროს, ის არაფერს მპასუხობს და ვხვდები, რომ დუმილი ამ შემთხვევაში , მართლაც თანხმობის ნიშანია. სხეულზე უფრო მჭიდროდ მიხუტებს და რამდენიმე წუთი ორივე ჩუმად ვართ და უხმოდ ვცეკვათ, ჩემი სახე მის მხარზეა, მისი ლოყა - ჩემს თავზე...
ცოტა ხანში ვგრძნობ სხეული როგორ უთრთის, თავს ვწევ და სახეში ვუყურებ
-რა მოხდა? - ვიბნევი მე.
-ერთიანად გაწეწილი ხარ! -იცინის ის.
- მართლა? - მეცინება მეც, ის თავს უხმოდ მიქნევს და სახე ერთბაშად უსერიოზულდება. ხელს ნელა მიცურებს თმაში და ყურს უკან მიწევს, მისი თითები სულ ოდნავ მეხება, მაგრამ კანის ის უმცირესი მონაკვეთი დაშანთულივით მიხურს და სუნთქვა მიღრმავდება , სანდრო ერთხანს ყურადღებით მაკვირდება თვალებში , შემდეგ ჩემსკენ ნელა იხრება და ჩვენს სახეებს მილიმეტრებიღა აშორებს, თვალებს ვხრი და მხოლოდ მის ბაგეებს ვხედავ, ჩემი ტუჩებისაკენ თანდათან რომ მოიწევს...
კარზე მოულოდნელი კაკუნი ორივეს მეხდარტყულივით გვაკრთობს, სანდრო ხმადაბალ გინებას ცრის, მე გონებაში ბებიაჩემისაგან ნასწავლ ენითგამოუთქმელ წყევლას ვუგზავნი ღამეულ სტუმარს

***

ღამეული სტუმარი ლევანია
- ელენესთან მინდა დალაპარაკება, - ამბობს ის
- ეხლა ვერაფერს დაელაპარაკები, გათიშული მთვრალია, - პასუხობს სანდრო.
ლევანის მზერას ვაწყდები და სახეგაბრწყინებული ხელს ვუქნევ
- შემოდი, დავლიოთ! - ბოთლს მის დასანახად ვწევ, მაგრამ ბოთლი ცარიელია, - ოჰ, არაუშავს, კიდევ მოვატანინოთ!
-ხომ ხედავ, - შუბლს იჭმუხნის სანდრო.
- დაკითხვაზე დაგვავიწყდა გაფრთხილება , - ამბობს ლევანი, მე მაშინვე ყურებს ვცქვეტ და ერთბაშად ვფიხზლდები
- მე ვეტყვი, - ეუბნევა სანდრო , კარს კეტავს და ჩემს გვერდით ჯდება, - ელენე ,მისმინე, დღეს ერთი დეტალი გამოგვრჩა: ხვალინდელი წვეულების შემდეგ პოლიცია ჩვენების ჩამოსართმევად მოგვაკითხავს...
პოლიციის ხსენებაზე მუცელში მარწუხების შემოჭერას ვგრძნობ და მთელი შიგნეულობა თავდაყირა მიდგება
- ჩვენ მხოლოდ მოწმის სტატუსით დაგვკითხავენ, როგორც წვეულების სტუმრებს, მე გეტყვი პოლიციას რაც უნდა უთხრა და შენც სიტყვასიტყვით იმავეს გაიმეორებ, სანერვიულო არაფერი იქნება... ცუდად ხარ?
პასუხის გაცემას ვეღარ ვახერხებ, სააბაზანოში შევრბივარ, უნიტაზისაკენ ვეყუდები და 706 კალორია უკანვე ამომაქვს.
- გადი ,გთხოვ! - ვეუბნევი ფეხდაფეხ შემოყოლი სანდროს, არ მინდა ამ მდგომარეობაში მიყუროს, მაგრამ ის ჩემს სიტყვებს ყურადღებას არ აქცევს, ჩემთან იმუხლება და ცალი ხელით თმას მიწევს , მეორეთი - შუბლი მიჭერს. კიდევ რამდენჯერმე მერევა გული, შემდეგ ოდნავ შვებას ვგრძენობ და პირდაპირ აბაზანის ცივ იატაკზე ვჯდები, სანდრო აბაზანიდან გადის და პლედით ხელში ბრუნდება
-მოიხურე,
-არ მინდა, უკვე გამიარა, - ვიუარე და წამოდგომა დავაპირე, მაგრამ როგორც კი თავი წამოვწიე, ახალი ტალღა ვიგრძენი და ისევ უნიტაზისაკენ გადავეყუდე...


- მართალი იყავი, - სუსტი ხმით დავიწყე ათი წუთის შემდეგ, პლედში გახვეული აბაზანის იატაკზე ვზივარ და თავით სანდროს მხარს ვეყრდნობი, - ამდენი არ უნდა დამელია... - ამის თქმასღა ვასწრებ და რამდენიმე წამში ვითიშები...

***

დილით უჩვეულო სითბომ გამაღვიძა, თვალები მძიმედ გავახილე და ფიქრები ელდასავით მეცა, მუცელში მაშინვე მომიჭირეს უხილავი მარწუხები, გულმა რეჩხი მიყო
“დღეს ხომ... დღეს ხომ ბანკს ვძარცვავთ! დაიცა გუშინ სანდრომ რა მითხრა?დასაკითხად მოვლენო!ეს გარდაუვალიაო! ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა! ახლა ნერვიულობის დრო აღარ არის, იმიტომ რომ აღარც უკან დასახევი გზა არსებობს” - ვუთხარი ჩემს თავს და ის იყო, სააბაზანოში დავაპირე შესვლა ,რომ მისაღები ოთახიდან სანდროს ხმა მომესმა და იქით გავწიე, სანდრო ფანჯარასთან იდგა და ტელეფონზე ვიღაცას ესაუბრებოდა .
“ვის ელაპარაკება?”
ღია კართან დავდექი.
“რას აკეთებ, აყურადებ?” - კბილებში გამოცრა ნინომ.
“არ აყურადებს, უბრალოდ მისთვის ხელის შეშლა არ უნდა და აცდის ,სანამ საუბარს დაამთავრებს“ - დაიჩურჩულა ლიზიმ და ხელით მიმწია, რომ უკეთ გაერჩია სანდროს საუბარი.
- უთხარი, რომ არაფერზე ინერვიულოს, მეც მიყვარს და მეც მენატრება....
“ვის ელაპარაკება? ვის? ვის?” - ვფიქრობდი გამალებით,
- შენ ორშაბათს ჩამოხვალ?... ჰო, მაგ მომენტის ნახვა ერთ რამედ ღირს... ეგეც იქ იქნება, კი ... კარგი აქ ერთი ვინმეა, შენი ლაპარაკის მოსმენა ძალიან უნდა და მოდი ყურმილს გადავცემ
ჯანდაბა! ჩავვარდი...
ერთი პირობა გავიფიქრე სააბაზანოში შევხტები-მეთქი, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა სანდროს უკვე შემჩნეული ვყავდი და შავი თვალებით დაჟინებით მაკვირდებოდა
- დილამშვიდობის , - ამოვთქვი და ვიგრძენი ერთიანად როგორ გავწითლდი.
- შუადღემშვიდობის ,- შემისწორა მან და ტელეფონი გათიშა.
- ეე... შენთვის მოყურადება არ მიფიქრია, უბრალოდ კარი ღია იყო და... - ავლუღლუღდი და კიდევ უფრო გავწითლდი.
- ნაბახუსევი? - მშვიდად გამაწყვეტინა მან.
- არა ,საბედნიეროდ, - ამოვილაპარაკე მე.
- კარგი მოდი , ვისადილოთ
- ჯერ შხაპს მივიღებ, - ვუთხარი და საძინებელში შევბრუნდი, აბაზანაში შესვლისთანავე ნიჟარასთან მივედი და სარკეში ჩემი ანარეკლი შევათვალიერე. სახე ერთიანად ამწითლებოდა. ამას ისიც დაემატა, რომ წინა ღამის სცენები ერთიანად აღმიდგა გონებაში და ხანძარში მოყოლილივით ავხურდი. ჩვენი ცეკვა, მისი შეხება, მისი სხეულის ტემპერატურაც კი ცხადად მახსოვდა... თავი გავაქნიე ფიქრების გასაფანტად და შხაპის ქვეშ დავდექი. სწრაფად ვიბანავე, სველი თმა შევიკარი და თეთრ ხალათში გახვეული ისევ მისაღებში დავბრუნდი.
-ლევანი და ნიკა სად არიან?
- ქალაქის დასათვალიერებლად წავიდნენ
- ქალაქის დასათვალიერებლად?დღეს ხომ...
- ეს მათი ალიბი იქნება, - შემაწყვეტინა სანდრომ , - ჭამე
- არ მინდა, - ვიუარე
- ნერვიულობ?
- კი
- ერთ რჩევას მოგცემ, როცა ძალიან ღელავ წარმოიდგინე რომ სექსი გაქვს და ეს დაგამშვიდებს
“ჰმ, ეს უნდა დავტესტო” - ჩაფიქრდა ლიზი
ყბა დაბლა ჩამომივარდა , წარბები მაღლა ავზიდე
- ეგ არის შენი სიმშვდის საიდუმლო? მაგიტომაც ხარ სულ ასეთი მშვიდი რომ გამუდმებით სექსზე ფიქრობ?
- კი და აბა თუ გამოიცნობ პარტნიორის ადგილზე ვის წარმოვიდგენ?
“დაარტყი!”- სიბრაზისაგან გაწითლდა ნინო
- თავხედო! - გამოვცერი მე
- რატომ ვარ თავხედი? არა მგონია მონიკა ბელუჩის ეწყინოს მასთან სექსზე რომ ვფიქრობ! მოიცა... შენ რა შენს თავზე იფიქრე? აქ მხოლოდ ერთი ქართული გამოთქმა მახსენდება მელას რაც ესიზმრებოდა...
- სანდრო გაჩუმდი! - სიბრაზისაგან აკანკალებული ხელი ცხელი ყავისაკენ წავიღე
- კარგი, გავიხუმრეთ გვეყო, - ერთბაშად დასერიოზულდა ის, - მოდი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ დღევანდელ საღამოს გეგემა. მოკლედ , აი, როგორ მოვიქცევით: წვეულებაზე მისვლიდან ცოტა ხანში პატარა სცენას გავითამაშებთ. გავითამაბაშებთ , თითქოს რაღაცაზე ვიკამათეთ, შენ განაწყენებული გამცილდები და ადგილს შარლთან ახლოს დაიკავებ. ის ამ ანკესზე უნდა წამოეგოს, მარტო მჯდარი ლამაზი ქალის გაცნობის შანსს ხელიდან არ გაუშვებს. დანარჩენი უკვე შენზეა, როგორც კი სასტუმროს ნომერში აღმოჩნდებით, მეც მალევე თქვენთან გავჩნდები და გაბრაზებული შეყვარებულის სცენას გავითამაშებ. იმ ყურსასმენების რომლებსაც წვეულებაზე მისვლისას მოგვცემენ, სხვა ყურსასმენებით შევცვლით . ასე რომ, კონტაქტი მთელი დროის მანძილზე გვექნება და თუ რამე ისე ვერ წავიდა, როგორც ვგეგმავთ, არ იღელვო. მე გეტყვი, ეგეთ შემთხვევაში როგორც უნდა მოიქცე. კითხვები გაქვს?
- მილიონი
- დაიწყე და ვეცდები თანდათან გიპასუხო
- ძარცვა როდის მოხდება?
- მაშინ როცა ჩვენ წვეულებაზე ვიქნებით,
-მაგრამ , თუ შენ მაგ დროს წვეულებაზე იქნები გამოდის, რომ შენ უშუალოდ არ მიიღებ მონაწილეობას ძარცვაში?
-არ მივიღებ, - მიპასუხა მშვიდად.
- ესე იგი, მთავარ საქმეს ნიკა, ლევანი და ლაშა შეასრულებენ. შენ ძარცვაში მონაწილეობას არ მიიღებ, მაგრამ , თუ შენც ჩემსავით მხოლოდ წვეულებაზე მისვლა და რაღაც სპექტაკლში მონაწილეობის მიღება გევალება, მაშინ რატომ მიიღებ თანხიდან იმდენივეს, რამდენსაც დანარჩენები? ლევანი ხომ წინაღმდეგი იყო, რომ ჩემს უბრალო სამუშაოში იმდენივე ამეღო რამდენიც თქვენ ?მაშინ შენც ნაკლები თანხა უნდა შეგხვედროდა და არა თანაბარი წილი... ან ალბათ რადგანაც ეს საქმე შენი დაგეგმილია, იმიტომ იღებ თანაბარ წილს... ოჰ, რა ჩახლართულია ეს ყველაფერი! - ამოვიოხრე .
- ხომ გითხარი მაგეებზე ფიქრით ტვინს ნუ დაიღლი-მეთქი?
ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და ფიქრების გასაფანტად თავი გავაქნიე. სანდრო მართალი, სჯობს ამ გიჟურ საქმეზე კითხვების დასმა შევშვებოდი, უბრალოდ მოვლენებს მივყოლოდი და მენახა, რა მოხდებოდა. ყავის ფინჯანი ტუჩებთან მივიტანე და თვალი დივანზე გადაფენილმა წითელმა კაბამ მომწყვიტა
- ეს ჩემთვის არის?
- კი
- მზადება როდის დავიწყო?
- ჭამას როგორც კი დაამთავრებ, შეგიძლია ჩაიცვა
ყავას სწრაფად ვსვამ და კაბასთან მივდივარ. გამჭვირვალე შესაფუთს ფრთხილად ვხსნი და უმსუბუქეს ქსოვილს ყურადღებით ვათვალიერებ, სანდრო ჩემს მოძრაობას მშვიდად აკვირდება
- მოგწონს?
-ძალიან, - ვჩურჩულებ მე, კაბა ულამაზესია , მოდისადმი გულგრილი ადამიანიც კი აღფრთოვანებაში მოვყავარ.. - რამე მითითება ხომ არ გექნება? - ვეკითხები სანდროს
- მითითება?
- ჩემს ჩაცმულობასთან დაკავშირებით. იქნებ , არის რამე ისეთი დეტალი ,რაც განსაკუთრებულად სექსუალურად მიგაჩნია... რომ დავალებას უკეთ გავართვა თავი, - წარბები ავზიდე მე
- მხოლოდ ერთი, თმა არ შეიკრა, გაიშალე , - მომიგო მიპასუხა მან, თავი უსიტყვოდ დავუქნიე, კაბა ავიღე და საძინებლში შევედი.
დაახლოებით ორმოც წუთში მზად ვარ და სარკეში საკუთარ ანარეკლს ყურადღებით ვათვალიერებ, კაბის მსუბუქი ქსოვილი მთელ სხეულზე გამსდევს და იატაკზე ეცემა, ლამაზი მოყვანილობის დეკოლტედან ოდნავ მომიჩანს მკერდი, გაშლილი თმა მხრებზე ტალღებად მაყრია... ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და მისაღებში გავდივარ, ფანჯრიდან ყურებაში გართული სანდრო თავდაპირველად ვერ მამჩნევს
- აბა, როგორ გამოვიყურები? - ვეკითხები
ნელა ტრიალდება და სუნთქვა მეკვრება , თეთრ პერანგსა და შავ კლასიკურ სამოსში გამოწყობილი საოცრად გამოიყურება
- ლამაზად, - მპასუხობს უბრალოდ და მის ხმაში გარეულმა თბილი ტონები ჩემს სხეულს სიმშვიდით ავსებს
- შენც, - ჩავილაპარაკე და მღელვარების დასაფარად მზერა ავარიდე.
- კიდევ ერთი დეტალი, - თქვა სანდრომ და მაგიდაზე დადგმული ყუთიდან შავი, წვრილზონრიანი ფეხსაცმელი ამოიღო.ხე ლი გავუწოდე ფეხსაცმლის ჩამოსართმევად ,მაგრამ მან მსუბუქად გამიღიმა.
- ნება მომეცი
თავი ოდნავ დავუქნიე და დივანზე ჩამოვჯექი , სანდრომ ჩემთან ჩაიმუხლა და ხელი მსუბუქად შემახო წვივზე, ერთიანად გამაჟრჟოლა... ფეხი ოდნავ ავწიე, მისთვის ფეხსაცმლის მორგების საშუალება რომ მიმეცა, ჭრილიდან კაბა გადამეწია და თეძოდან ტერფამდე ფეხი მთლიანად გამიშიშვლდა, შიშველ კანზე მისი სუნთქვა ვიგრძენი და გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა... სანდრომ ფეხსაცმელი მარტივი მოძრაობით მომარგო, წელში გასწორდა და ხელი ელეგანტურად გამომიწოდა. ახლაღა მივხვდი, რომ დივანს მთელი ძალით ვებღაუჭებოდი. მის გამოწვდილ ხელში ჩემი აცახცახებული ხელი ჩავდე და დივნიდან წამოვდექი, კანის ის ნაწილი, სადაც მისი ხელი შემეხო, ერთიანად მიხურდა...
- მზად ხარ? - გამიღიმა მან.
- მზად ვარ , - ამოვიჩურჩულე , ნომრიდან გამოვედით და ლიფტის სარკეში ჩვენი გამოსახულება შევათვალიერე : ჰოლივუდური ფილმებიდან გადმოსულ ელეგანტურ წყვილს ვგავართ, ჩვენზე ვერავინ იფიქრებს, რომ ბანკის გასაძარცვად მივდივართ.
სასტუმროს შესასვლელთან ერარი გველოდება
-ამით მიდივართ?
- შენს კაბას უხდება, - გამიღიმა მან - მაგრამ საჭესთან ამჯერად მე ვარ, - და მგზავრის მხარეს კარი ელეგანტურად გამიღო.
- რაზე უნდა ვიკამათოთ?
- იმროვიზაციას მივმართავთ
- ანუ?
- ანუ ადგილზე მოვიფიქრებთ რამეს
- კარგი. მისმინე, უბრალოდ მაგიდის ქვეშ შარლის უბისაკენ რომ გავაპარო ხელი, რას იტყვი? ქმედება სიტყვების ნაცვლად...
მანქანა საბურავების ხრჭიალით ჩერდება, ვიღაცას ჩვეული სიმშვიდე ღალატობს...
-არა, არ შეეხო! და არც იმის ნება მისცე, რომ შეგეხოს! - ჩემსკენ ბრუნდება სანდრო, მისი ხმა ყინულივით ცივია და ეს მაშინებს
- კარგი, - ვჩურჩულებ და მზერას ვარიდებ, ის სწრაფადვე უბრუნდება თავის ჩვეულ სიმშვიდეს და მანქანას ისევ ძრავს. ჩვენი ფერარი სწრაფად ფარავს მანძილს და ათ წუთში სასტუმროსთან ვართ.
- ნერვიულობ?
- კი, - ვაღიარე მე
-მე შენთან ვარ, - მითხრა და ჩემი ხელი თავის თლილ თითებში მოიქცია
“ეს სცენა მეცნობა!”
- ოჰ, ღმერთო! ჩემს სიზმარშიც ზუსტად ასე იყო!-ამოვჩურჩულე აღელვებულმა და სანდროს შეშფოთებულ მზერას მივაპყარი
- რა? - დაიბნა ის.
- სიზმარში ... გუშინ რომ სიზმარი ვნახე... გახსოვს წუხელ რომ მოხვედი და მე გითხარი რომ ცუდი სიზმარი ვნახე? ზუსტად ასე მესიზმრა... მესიზმრა ვითომ პარიზის ქუჩებში გავრბოდით.მერე შენ ჩემი ხელი აიღე ,ზუსტად ასე ,როგორც ეხლა და მითხარი რომ... ღმერთო,რა გაცინებს?!
- რა უცნაური სიზმრები გქონია! - გადაიხარხარა მან
- იცი ეგ სიზმარი როგორ დასრულდა? - გამოვცერი და გაგულისებულმა ხელი გამოვტაცე .
- როგორ?
- პოლიციამ მოგვაგნო და ხელებზე ბორკილები დაგადეს! - წარბები ნიშნისმოგებით ავზიდე
- ეს უბრალოდ სიზმარი იყო, შენი შეშინებული ქვეცნობიერის ფანტაზიის ნაყოფი, - მითხრა სანდრომ, შემდეგ ერთბაშად დასერიოზულდა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ყურადღებით დამაკვირდა, - როგორც გითხარი, ყოველ წამს შენს გვერდით ვიქნები... თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდა, მე იქ ვიქნები, გესმის?
- მესმის, - თავი ნელა დავუქნიე
- წავედით , - თქვა მან , ხელი ჩამჭიდა და შენობაში შევედით.


სანდრომ ფორმიანი კაცს მოსაწვევები გადასცა, მან სწრაფად გადაავლო თვალი და თავაზიანად დაგვიკრა თავი, კიდევ ერთმა ფორმიანმა პაწაწინა ყურსასმენები გადმოგვცა და ჩვენც დარბაზში შევედით. რესტორანი უკვე სავსე იყო სტუმრებით.
-ხედავ?
- ვხედავ
მაშინვე მივხვდი, ვისაც გულისხმობდა: ერთ-ერთ მაგიდასთან ნაცრისფერ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილი შარლი იდგა და რამდენიმე ხანშიშესულ ქალბატონს ესაუბრებოდა. სანდრომ ყურსასმენი შეუმჩნევლად შეცვალა ზუსტად იმავე ზომისა და ფორმის სხვა ყურსასმენით, ყურზე თმა ნაზად გადამიწია და ყურსასმენი ფრთხილად დამიმაგრა.
-გესმის?- მკითხა და მისი ხმა ყურსასმენში განმეორდა.
-კი,
-მისმინე, როგორც გითხარი, არ შეეხო და არც მას მისცე უფლება რომ შეგეხოს! მხოლოდ სიტყვები... კარგი?
- კარგი, - თავი დავუქნიე , მან საათს დახედა
- წვეულება რამდენიმე წუთში დაიწყება სჯობს უკვე მოქმედებაზე გადავიდეთ. აქ დამელოდე, სასმელს მოვიტან, - მითხრა და კუთხეში მოწყობილი ბარისაკენ გაემართა.
მე შარლს მივაპყარი მზერა და ყურადღებით შევათვალიერე, ზუსტად ისეთივე იყო, როგორც ფოტოზე : შეთხელებული თმითა და ფრანგისათვის დამახასიათებელი ტიპური ცივი იერით. მისი კამპანია გაზრდილიყო, ახლა რამდენიმე ქალს ესაუბრებოდა,თუმცა ვერ ვიტყოდი რომ მაინცდამაინც ბედნიერად.
“აჰ ,გასაგებია! შარლის სისუსტე ახალგაზრდა ლამაზმანებია” - გამახსენდა ლევანის სიტყვები.
შარლის კომპანიონი ქალებიდან არც ერთი არ ჩანდა ლამაზმანი, ახალგაზრდა - მითუმეტეს. მათთან შედარებით მგონი მეტი შანსები მქონდა. უეცრად შარლმა თითქოს ჩემი მზერა იგრძნო, ჩემსკენ შემობრუნდა და მზერა დამასო, გულში მაშინვე შემეპარა მღელვარება
“არ უნდა ანერვიულდე, გახსოვს? გაიხსენე რა გითხრა იმ საზიზღარმა კრიმინალმა იმ საღამოს: მზერა გაუსწორე და თავიისე აგრძნობინე,როგორც ალმოდებულ ოთახში... ” - მითხრა ლიზიმ,
მღელვარების დასაოკებლად , ღრმად ჩავისუნთქე და შარლს ჯიქურ გავუსწორე მზერა. ის კიდევ რამდენიმე წამის განმავლობაში მაკვირდებოდა, და მიუხედავად შორი მანძილისა, მის სახეზე გამოხატული აშკარა ინტერესი მაინც შევნიშნე.
“მგონი გამომივიდა” - გავიფიქრე კმაყოფილმა ,როცა შარლმა კიდევ ერთხელ ინტერესით შემავლო თვალი და ისევ თავის ქალბატონებს მიუბრუნდა, -”ჰმ, ერთი ის ვაჟბატონი აქ ყოფილიყო, მაინტერესებს ამჯერად რას იტყოდა! ჰო, მართლა, სად არის ამდენ ხანს?”
დარბაზში მიმოვიხედე და ელდა მეცა ! ბართან ვიღაც შავგვრემან ქალთან საუბარში იყო გართული, შამპანურს ნებივრად წრუპავდა და დროდადრო მასთან ერთად რაღაცაზე გულიანად ხარხარებდა.
“რას აკეთებს?”- გავიფიქრე დაბნეულმა.
“იმპროვიზაციას მიმართავს!” - ნიშნისმოგებით შემახსენა ნინომ.
“აჰ, ხო ,ჩხუბის სცენა” - გამახსენდა მე, ღრმად ამოვისუნთქე და ბარისაკენ ნელა წავედი. წყვილმა მხიარულებას უმატა და მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ეს ყველაფერი თამაში და თავის მოჩვენება იყო, ქვეცნობიერის ყველაზე უკაცრიელ კუნჭულში მაინც ვიგრძენი უჩვეულოდ უსიამოვნი განცდა. ეს გრძნობა გულში ჯერ კიდევ დილით შემეპარა ,როცა სანდროს მიერ ნათქვამი “მეც მიყვარს და მეც მენატრება” მოვისმინე. ვერ ვხვდებოდი ეს რა იყო ,აქამდე მსგავსი გრძნობა არ გამომეცადა.
“მაგ გრძნობას ეჭვიანობა ჰქვია” - მხრები უდარდელად აიჩეჩა ნინომ , ლიზის არაფერი უთქვამს, დაკვირვებით არჩევდა, რომელი სჯობდა - ჯერ ქალს წვდომოდა თმაში თუ სანდრო გაეგრილებინა შამპანურით.
“ეგ საქმე მემომანდე!”- ვთქვი ლიზის მისამართით და ბარს მივუახლოვდი
- ძვირფასო! - ფრანგულად ვამბობ სანდროს მისამართით და, ისე რომ ის თავის ბოლომდე მობრუნებასაც ვერ ასწრებს, სახეში ვურტყამ, სანდრო გულწრფელი გაოცებით მიყურებს, ჩანს, ასე პირდაპირ თავდასხმას არ ელოდა.
- ეს მეტი დამაჯერებლობისთვის! - კბილებში გამოვცერი ამჯერად ქართულად და სანამ ის რამის თქმას მოიაზრებდა, ბარს მოვცილდი და შარლთან ახლოს დავიკავე ადგილი. თვალის კუთხიდან შევამჩნიე, ის ერთხანს დაკვირვებით მათვალიერებდა , შემდეგ გავიგე მის ფრანგულ ნათქვამი “პარდონ” და ჩემი მაგიდისაკენ გამოემართა
- Bonjour madame! - მომესალმა ღიმილით.
- Bonjour , - გავუღიმე მეც.
ის რაღაცას ამბობს ფრანგულად და ვხვდები, მეკითხება დაჯდომა თუ შეიძლება, მაგრამ თავს ვიკატუნებ, ვითომ არ მესმის და ინგლისურად ვპასუხობ:
- ბოდიში , ჩემი ფრანგული სულ ეს არის
- ოჰ, არაუშავს, - მკვეთრი ,ფრანგებისათვის დამახასიათებელი აქცენტიანი ინგლისურით მიპასუხა შარლმა, - მე მაინტერესებდა, ნებას მომცემთ თუ არა, რომ თქვენთან ჩამოვჯდე
- რა თქმა უნდა, - სახიდან ღიმილს არ ვიშორებ .
- თქვენმა შეყვარებულმა გაგაბრაზათ? - მკითხა მან და მზერა დარბაზის მეორე მხარისაკენ მიმართა, მის მზერას თვალი გავაყოლე და კიბეებთან მდგარ სანდროს ვამჩნევ. ნაცემი ძაღლის სახე აქვს ,თუმცა დარწმუნებული ვარ თამაშობს და სინამდვილეში ძალიან კმაყოფილია, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით დაიწყო, სანდროს მზერა მოვაცილე და გაბრაზებული ქალის სახეს მივიღე,
- დიახ, ნამდვილი იდიოტია!
- იცოდე ყველაფერი მესმის, - ჩემს სიტყვებს ეხმაურება სადრო.
- არ მესმის ,როგორ შეუძლია ვინმეს თქვენნაირი ლამაზ არსებას აწყენინოს, - ბანალური კომლიმენტი მომიძღვნა შარლმა, მე კი ისე გავუღიმე, თითქოს ამაზე ლამაზი ქათინაური ცხოვრებაში არ მომისმენია
- თქვენ ძალიან კეთილი ხართ! მაგრამ ის... ის ნამდვილი გულქვა არსებაა. წამოგიდგენიათ, სამი წუთის მოსულები არ ვიყავით, რომ მაშინვე ვიღაც ქალს დაუწყო არშიყი!
- ვიცი ,შეგამჩნიეთ
-ისიც დაინახეთ ,მე რა გავაკეთე?
- დიახ!
- ღმერთო, რა სირცხვილია! - სახე ხელებში ჩავრგე , მან უსიტყვოდ გამომიწოდა ქათქათა ცხვირსახოცი.
- გმადლობთ, ბატონო?
- შარლი.
- დიახ, გმადლობთ ბატონო შარლ!
- თქვენი სახელი ?
- ელენე! - ვუპასუხე და ხელი გავუწოდე.
- ძალიან სასიამოვნოა .თქვენ მართლაც ტროას ელენესავით მშვენიერი ხართ, - კიდევ ერთი კომლიმენტი მომიძღვნა მან და ჩემს ხელს მსუბუქად ემბორა.
- Merci , - გავუღიმე მე .
უეცრად დარბაზი გამოცოცხლდა ,კაცები რესტორნის შესასვლელისაკენ გაემართნენ, ქალები ერმანეთში ჩურჩულებდნენ მ ათ მზერას თვალი გავაყოლე და აჟიოტაჟის მიზეზს მივხვდი: დარბაზში რამდენიმე თამხლებთან ერთად ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა. თითქმის ყველა მაგიდიდან ესალმებოდნენ და გულმხურვალედ ართმევდნენ ხელს,ის მოზომილი მოძრაობით პასუხობდა მათ.მაგიდებს შორის ნელა გაიკვლია გზა და სცენასთან ახლოს დაიკავა ადგილი. შორიდანვე გავარჩიე ძვირფასი სამოსი ეცვა, საკმაოდ სიმპათიური იყო ,მაგრამ მისი სახე... იყო მის სახეში რაღაც ძალიან უსიამოვნო.უფრო ყურადღებით დავაკვირდი და მივხვდი: ასეთი ცივი გამომეტყველება და არაფრისმთქმელი თვალები არასდროს მენახა. მოულოდნელად კაცმა თავი მოატრიალა და მზერა პირდაპირ ჩვენს მაგიდას დაასო .გულმა უსიამოვნოდ დამიწყო ძგერა,მაგრამ მალევე დავმშვიდდი,რადგან მივხვდი,რომ მე არ მიყურებდა. შარლს მისალმების ნიშნად თავი მსუბუქად დაუკრა და როცა მან იმავე ჟესტით უპასუხა , გულგრილი მზერა მოგვაცილა.
- ჩვენი ბანკის პრეზიდენტია, - ამიხსნა შარლმა
- ასეთი ახალგაზრდა უკვე ერთ-ერთი უმდიდრესი ბანკის პრეზიდენტი როგორ არის? - გამიკვირდა მე,
- ბანკი მამამისისის დაარსებულია, - მომიგო მან,
ავალიანის მაგიდას მზერა მოვწყვიტე და სპექტაკლი განვაგრძე
- იცით, ჩემი შეყვარებული საწოლშიც ისეთი საშინელია... და იმდენი ხანია კარგი სექსი არ მქონია... - ვთქვი ნაღვლიანი ხმით და შარლს მზერა ნელა გავუსწორე, - საერთოდ არ მესმის, რატომ ვარ მასთან... უნდა დავშორდე! სიმართლე რომ გითხრათ მე უფრო გამოცდილი და დაღვინებული კაცები მიზიდავს, რომლებმაც ზუსტად იციან რა უნდათ... აი, დაახლოებით თქვენი ასაკის.
შარლმა პერანგის ზედა ღილები ნერვიულად შეიხსნა და დაბნეულმა გამიღიმა
- აქ რაღაც დაცხა, არა?
- გეთანხმებით, - კვერი დავუკარი .
- რას იტყვი აქაურობას რომ მოვშორდეთ და სადმე რომ განვმარტოვდეთ...მაგალითად, ჩემს ნომერში? - პირდაპირ შეტევაზე გადმოვიდა შარლი.
ჩემი მხიარული განწყობა მაშინვე სადღაც გაქრა და სხეულში მღელვარება ხელახლა შემეპარა. პასუხს თავი ავარიდე და ღვინის ჭიქას დავწვდი.
- დამშვიდდი, - მესმის სანდროს ხმა, მე ინსტიქტურად ქართულად ვპასუხობ
-მშვიდად ვარ
-რა? - იბნევა შარლი.
-ოჰ, არაფერი! - ვუღიმი მაშინვე, - მე...მე...თანახმა ვარ.
- ჯერ ერთი ადამიანის გამოსვლას მოვუსმინოთ და მერე წავიდეთ, კარგი?- სახე კმაყოფილებით გაებადრა შარლს,
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ღვინო მოვსვი.
-ელენე , სანერვიულოა არაფერია, - მესმის ისევ სანდროს დაბალი ხმა.
“საიდან ხვდება, რომ ვღელავ?”
- ხელი გიკანკალებს, - ჩემ ფიქრებს კითხულობს , ჩემს ხელს ვუყურებ ,მართლაც ციებანივით მითრთის
-კარგი... წარმოიდგინე რომ შენი ყველაფერი და ჩემი ყველა ნაწილი ერთმანეთს ეხება, - ხმადაბლა იწყებს სანდრო,
თვალები მიფართოვდება, ჩანგალს განზრახ ძირს ვაგდებ და ასაღებად ვიხრები.
- რა ჯანდაბას აკეთებ? - ჩურჩულით ვცრი კბილებში ,ჩანგალს ვიღებ ,ვსწორდები და შარლს სულელურ ღიმილს ვაფრქვევ
- გამშვიდებ, - მპასუხობს სანდრო , - წარმოიდგინე, რომ ყელზე გკოცნი...ძალიან ნელა...კანის თითოეულ მონაკვეთს კოცნით გიფარავ...
მის სიტყვებს უნებურად მივყვები , წარმოვიდგენ... წარმოვიდგენ და პარადოქსია, მაგრამ... ეს მუშაობს! სხეულში საოცარი სიმშვიდე მეღვრება, მუცელში უსიამოვნო სპაზმები თანდათან მეხსნება და ხელიც აღარ მითრთის...

ჩემი ეროტიკული წარმოსახვებიდან მიკროფონის ხმა გამომაფხიზლა. ჩანს, საღამო დაიწყო. ფიქრების გასაფანტად თავი მსუბუქად გავაქნიე და ყურადღებას სცენისაკენ მივმართე. გამომსვლელთათვის მოწყობილ ტრიბუნასთან სმოკინგში გამოწყობილი მამაკაცი იდგა და ფრანგულად რაღაცას საუბრობდა.
- გითარგმნოთ საუბარი ? - შემოთავაზა შარლმა.
- არა ,გმადლობთ, - გავუღიმე და ყურსასმენზე მივანიშნე, სინამდვილეში გამომსვლელის ნათქვამიდან ერთი სიტყვაც არ მესმოდა, მაგრამ როცა ხალხი ტაშს უკრავდა, მეც მათ ვბაძავდი. მან ცოტა ხანს კიდევ ისაუბრა,მერე პატარა პაუზა გააკეთა და განსაკუთრებულად საზეიმო ხმით გამოაცხადა შემდეგი გამომსვლელის ვინაობა. დარბაზში გამაყრუებელი ოვაციები გაისმა და მქუხარე ტაში ატყდა.როგორც უკვე ვთქვი , ფრანგულის არაფერი გამეგებოდა, მაგრამ მაინც გარკვევით გავარჩიე ქართული გვარი და ქართული სახელის ფრანგული ვარიანტი

ჟორჟ ავალიანი

***

ავალიანი ფეხზე წამოდგა და სცენისაკენ აუჩქარებლად გაემართა
“ ბანკი ქართველს ეკუთვნის?” - გავიფიქრე შეშფოთებულმა
იმით ვისარგებლე რომ შარლს მთელი ყურადღება სცენისაკენ ჰქონდა მიმართული და სანდროსკენ გავაპარე მზერა . მშვიდი და აუღელვებელი გამომეტყველება ჰქონდა, როგორც ყოველთვის , მაგრამ შევამჩნიე რომ სახეზე სიძულვილის ოდნავშესამჩევი ნაპერწკალი გაუკრთა.
“ან იქნებ მეჩვენება?” - თავი გავაქნიე და ისევ სცენისაკენ შევბრუნდი, ავალიანმა მსუბუქად ჩაახველა, წამით შეიცადა, შემდეგ დარბაზს ამპარტავნული მზერა მოავლო და საუბარი დაიწყო. აქცენტი საერთოდ არ ჰქონდა, ვერც შეამჩნევდი რომ ქართველი იყო.
- თუ შეგიძლიათ, მითარგმნეთ, - მოუთმენლად მივმართე შარლს, - ჩემს ყურსასმენს მგონი რაღაც დაემართა, კარგად ვერ ვარჩევ სიტყვებს.
- სიამოვნებით, - გამიღიმა მან, - ამ მომენტში გარდაცვლილ მამამისს მოიხსენიებს და ის მადლობას უხდის ,ამბობს , რომ მათი წარმატება სწორედ მისი დაუღალავი შრომის დამსახურებაა...
ავალიანი გამოსვლას განაგრძობდა და შარლიც დროდადრო მითარგმნიდა მის ნათქვამს, ავალიანი ძირითადად იმაზე საუბრობდა, თუ როგორი დაუღალავი შრომით მიაღწიეს მან და მამამისმა წარმატებას, რომ მათი ბანკი ასეთივე გზით აპირებდა მუშაობის გარძელებას, მადლობას უხდიდა თანამშრომლებს, კლიენტებს და მე პირველად დავფიქრდი იმაზე რომ რამდენად ამორალური საქციელის ჩადენას ვაპირებდით, უნდა გაგვეძარცვა ადამიანი და მთელი მისი ნაშრომი ერთი ხელის მოსმით გაგვენადგურებინა...
მტანჯველი ფიქრებიდან მქუხარე ტაშის ხმამა გამომარკვია და თავი ავწიე ,ავალიანს გამოსვლა დაესრულებინა და ოვაციებით აცილებდნენ სცენიდან
- წავედით ? - მკითხა შარლმა,
ნერწყვი გადავაგორე და თავი ოდნავ დავუქნიე. დარბაზიდან გასვლისას სანდროს მალულად შევხედე, ჩემი მზერა ამობდა: ”არ დააგვიანო.” სასტუმროს ფოიეში შარლმა ნომერი იქირავა, ადმინისტრატორს კიდევ რაღაც უთხრა ფრანგულად და მანაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- ვუთხარი, რომ დილამდე არავინ შემაწუხოს, - განმიმარტა შარლმა, წელზე ხელი მომხვია და ლიფტისაკენ გაემართა, ვიღაცამ მსუბუქად გამკრა მხარი
- ბოდიში , - გამიღიმა შავთმიანმა, გარუჯულმა ქალმა.
- არაუშავს , - ამოვიჩურჩულე ქართულად და რამდენიმე წამის შემდეგ გავიაზრე ,რომ გოგომაც ქართულად მომიბოდიშა. მის მაღალ სილუეტს დაბნეულმა გავაყოლე თვალი, მაგრამ იმწამსვე ყურთან შარლის სუნთქვა ვიგრძენი და მღელვარებისაგან გოგოც მაშინვე გადამავიწყდა.
-იცი, შენგან განსხვავებით მე ასაკიან ქალებს ახალგაზრდა, გამოუცდელ გოგონებს ვამჯობინებ, შენ ასაკოვანი კაცები მოგწონს... ვფიქრობ კარგად ვასიამოვნებთ ერთმანეთს... - მეჩურჩულება შარლი და მიღიმის,
ეს ღიმილი ზიზღს მგვრის, მაგრამ როგორღაც ტუჩებს თავს ვუყრი და საპასუხოდ გაღიმებას ვახერხებ. მესამე სართულამდე ჩუმად ავდივართ და შარლი ერთ-ერთ ოთახთან ჩერდება
- მოვედით, - გაიღიმა კმაყოფილმა და ნომერში პირველი შემატარა. უკან შემომყვა, სინათლე აანთო და შემდეგ პირდაპირ მოქმედებაზე გადავიდა: პიჯაკი ნელა გაიხადა და პერანგის ღილების შეხსნას შეუდგა. მე ისევ ოთახის შესასვლელში ვდგავარ და ფეხს არ ვიცვლი. უკვე მთელი სხეული მიცახცახებს და გულისცემა ყელში მებჯინება
“სად ხარ სანდრო, სად?” - ვფიქრობ სასოწარკვეთილი.
- ჯანდაბა! - თითქოს ჩემი ფიქრებს ეხმაურებაო ,ყურსასმენში სანდროს ხმა მესმის მაგრამ ეს ტონი მაინცდამაინც სასიამოვნოდ არ ჟღერს, - ჯანდაბა! ამის დედაც! - აგრძელებს ყვირილით
-რა ხდება? - ინსტიქტურად ქართულად ვჩურჩულებ ,მაგრამ ტანსაცმლის გახდაში გართული შარლი ამას ვერ ამჩნევს.
-გაიჭედა! ეს წყეული ლიფტი გაიჭედა! - კბილებში ცრის სანდრო და ლითონზე დარტყმის ხმაც მესმის.
“გაიქეცი!ახლავე გაიქეცი !” - მიყვირის შეშფოთებული ნინო.
- მისმინე, რამე მოიმიზეზე და ცოტა ხანი მაგას მოშორდი, დრო გაიყვანე, - აღელვებულმა განაგრძო სანდრომ, - სააბაზანოში... სააბაზანო ოთახში შედი!
- მე ცოტა ხნით სააბაზანოში გავალ, ხომ გესმის, თავს მოვიწესრიგებ, - ვუთხარი შარლს.
- კარგი, ოღონდ დიდხანს არ მალოდინო, - თავის საზიზღარ ღიმილს არ იშორებს ის
თავი ოდნავ დავუქნიე, სააბაზანოში სწრაფად შევედი და წყალი მოვუშვი.
-აბაზანაში ვარ,
- 5 წუთი... მხოლოდ ხუთი წუთი! თუ ხუთ წუთში არ მოვედი ,მაშინვე წამოდი,გესმის?
- მითხარი, რის გაკეთებას აპირებდი და მე გავაკეთებ...
- შენ არაფერს არ გააკეთებ! - კბილებში ცრის სანდრო.
- გავაკეთებ! რატომ არ შეიძლება, რომ მე გავაკეთო?
- იმიტომ, რომ შენ რაც გევალებოდა, ის უკვე გააკეთე ! - ჩვეული სიმშვიდე უკვე მეორედ ღალატობს სანდროს და ყვირილზე გადადის , მაგრამ ერთბაშად მშვიდდება, - ხუთი წუთი, გესმის? ხუთ წუთში თუ არ გამოვჩნდი, უთხარი მაგ ბებერს, რომ მელოტი კაცები შენს გემოვნებაში არ ჯდება და ნომრიდან წამოდი, კარგი?
- ჩვენი გეგმა ამაზეა დამოკიდებული? ანუ თუ ბოლომდე ვერ მივიყვანეთ ეს საქმე, ძარცვაც არ შედგება?
- არ შედგება, ლევანს დავურეკავ და გავაფრთხილებ, რომ აღარაფერი მოიმოქმედონ
“მამა..” - მტკივნეულად მიელვებს გონებაში და რამდენიმე წამის განმავლობაში ჩუმად ვარ.
- ელენე, - მესმის სანდროს გამაფრთხილებელი ხმა.
“ახლა უკან დახევა არ შეიძლება!” - ვფიქრობ მე და გადაწყვეტილებას ვიღებ რომ, შარლი როგორმე შევაკავო და დრო გავაჭიანურო , სანამ სანდრო ლიფტიდან გამოსვლას მოახერხებს.
-ელენე, რამე სისულელე არ გააკეთო! - კბილებში ცრის მოთმინებიდან გამოსული სანდრო
- მასთან დაწოლას თუ გულისხმობ, ნუ ღელავ , ამ ბებერ გარყვნილთან არ ვაპირებ ქალიშვილობის დაკარგვას!
- ელენე! - ისევ ყვირილზე გადადის ის, მაგრამ მე აღარაფერს ვპასუხობ , ყურსასმენს ვიხსნი და უნიტაზში ვრეცხავ, ჰაერს ღმად ვისუნთქავ და მისაღებში ვბრუნდები. მაისურისა და ტრუსის ამარად დარჩენილი შარლი ნელა მიახლოვდება
- ძალიან ლამაზი ხარ... ულამაზესი თმა გაქვს...- თქვა და ჩემი თმა ხელში აიღო,
კიდევ უფრო ავცახცახდი, მას ეს არ გამორჩენია
- რატომ კანკალებ?
- სურვილისაგან... - ვპასუხობ ჩურჩულით და ნაძალადევ ღიმილს ვიკრავ, შარლი კმაყოფილი იღიმის.
-მიდი, გაიხადე. მიყვარს როცა უშუალოდ აქტამდე ქალს არ ვეხები ეს უფრო აღმაგზნებს.
საწოლზე ვჯდები და ტერფისაკენ ვიხრები, ფეხსაცმლის ზონრების შეხსნას მთელი წუთი ვაჭიანურებ.
- იცი,ისე ძალიან მინდიხარ ,რომ ამჯერად ჩვეულებას ვუღალატებ და მეც მოგეხმარები, - ჩურჩულებს შარლი, ჩემს გვერდით ჯდება და შიშველ მკლავზე ნელა მისმევს. მღელვარებისაგან სუნთქვა მეკვრის და ერთიანად ვშეშდები .მთელი ჩემი ინსტიქტი მკარნახობს, რომ გავიწიო , მაგრამ თავის შეკავებას ვახერხებ. შარლი თითებს კაბის სარტყელთან აჩერებს ,ნელა წევს და ჩემი მხრისაკენ საკოცნელად იხრება...
კარის ბრახუნის ხმა ორივეს გვაკრთობს
- რა ჯანდაბაა? - ყვირის შარლი და ფეხზე ხტება, მაგრამ სანდრო მას ყურადღებას
- შეგეხო?
-სულ ოდნავ, - ვბურტყუნებ მე და კაბის სარტყეს ცისწორებ, სანდრო შარლს სახეში მოწყვეტით ურტყამს და ვხვდები რომ ეჭვიანი შეყვარებულს არ თამაშობს, მართლა ძალიან გაბრაზებულია
- ვინ მოგცათ ჩემს ნომერში ასე შემოჭრის უფლება? ახლავე დაცვას... - ყვირილს განაგრძობს შარლი, მაგრამ ვეღარ ამთავრებს, სანდრო მეორედ ურტყამს,ის რეტიანივით ბარბაცებს და საწოლზე ეცემა
-წავედით
სანდრო პირველი გადის ნომრიდან და მეც მივყვები, ლიფტთან მისვლისასღა მახსენდება, რომ ცალი ფეხსაცმელი ნომერში დამრჩა
- ოჰ, ფეხსაცმელი!
-რა?
- ფეხსაცმელი დამრჩა!
-აქ დამელოდე, - მითხრა სანდრო და თვითონ ნომერში დაბრუნდა, მიუხედავად მისი გაფრთხილებისა , მეც უკან მივყევი და ოთახში შესვლისთანავე შევკივლე
- ღმერთო! - და ხელები პირზე ავიფარე, უარესად რომ არ მეკივლა, თვალებდახუჭული შარლი საწოლზე გულაღმა ემხო და არ ინძრეოდა.
- მსოფლიოში ყველაზე ჯიუტი გოგო ხარ, ასე არაა? ხომ გითხარი, გარეთ დამელოდე - მეთქი! - კბილებში ცრის სანდრო
- მკვდარია? - ვჩურჩულებ მე.
- არა , სძინავს, - მიპასუხა მან და ფეხსაცმელი გამომიწოდა, - სწრაფად ჩაიცვი!
აკანკალებული ხელით მის მკლავს დავეყრდნი და თან შარლს თვალს არ ვაშორებდი. გარკვევით შევამჩნიე მკერდი როგორ აუდოდა და შვებით ამოვისუნთქე, ნომრიდან გამოვედით და როგორც კი ლიფტის კარი დაიკეტა, სანდროს კითხვების კორიანტელი დავაყარე
- ეს როგორ გააკეთე? რანაირად გათიშე? და რატომ არ მითხარი, რომ ბანკის პრეზიდენტი რომლის გაძარცვასაც ვაპირებთ ,ქართველია?
სანდრომ ერთხანს უსიტყვოდ მიყურა , შემდეგ სტოპ ღილაკს დააჭერა ხელი ლიფტიც მაშინვე გაჩერდა
- რას აკეთებ?
- კარგად ხარ? - კითხვა შემომიბრუნა სანდრომ
-ჩემს კითხვებს...
-კარგად ხარ - მეთქი? - გამოცრა მან
-არა, - , მივუგე გულწრფელად, კანკალს ვერ ვიოკებდი.
- ახლა უფრო ცუდად გახდები,- ბოროტად გამიღიმა სანდრომ და ისე იყვირა კაბინის კედლებმა ზანზარი დაიწყო - რატომ არ გააკეთე ის რაც გითხარი?
- ეგეც წარმოდგენის ნაწილია? -შევკრთი
-რა?
-შენი ყვირილი!
-არა!
-მაშინ ნუ მიყვირი!
- ხომ გითხარი ხუთ წუთში წამოდი- მეთქი, რატომ არ გააკეთე ის რაც გითხარი?- საათი დამანახა მან, გაშეშებული ციფერბლატი ექვს წუთს აჩვენებდა
-მხოლოდ ერთი წუთით გადავაცილე! - აღვშფოთდი მე
- ერთხელ ხომ გაგაფრთხილე რომ ჩემი წესების მიხედვით ითამაშებდი? -არ ცხრებოდა ის
-სანდრო, გთხოვ ნუ მიყვირი, - ცრემლები მომაწვა , მან რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა
-არა ასე არ გამომდის , - ჩაილაპარაკა და ჩემსკენ ნელა წამოვიდა,
უკან დავიხიე და კაბინის ცივი კედელი ვიგრძენი,
- რას აკეთებ? - გავიმეორე ამჯერად ჩურჩულით , ის კიდევ უფრო მომიახლოვდა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მზერა ჩემს ტუჩებს დაასო
- გამშვიდებ და მეც ვმშვიდდები, - აუღელვებლად მიპასუხა მან, და სანამ რამის მოაზრებას მოვასწრებდი, ჩვენს ტუჩებს შორის დარჩენილ მანძილი აუჩქარებლად დაფარა...

სანდროს ტუჩები საოცრად თბილია და რბილი, სუნთქვა თანაბარი და სურნელოვანი. მისი შეხება მაგიურად მოქმედებს: მისგან წამოსული სითბო სხეულში მეღვრება, საოცარი სიმშვიდე მეუფლება და სხეულიც ისე ძალიან აღარ მიკანკალებს. თვალებს ვხუჭავ, ბაგეებს ვაპობ და ჩვენი ენები ერთდება, კოცნა თავიდან ნაზია და ნელი, ხელებს თმაში ვუცურებ და კოცნაც უფრო ძლიერი ხდეება და უფრო მომთხოვნი, კაბინაში მხოლოდ ჩვენი გახშირებული სუნთქვა ისმის, ვგრძნობ, რეალობიდან თანდათან როგორ ვითიშები და ყველაფერს უკან ვიტოვებ: შარლს,ძარცვას ,უკანასკნელი დღეების ყველა სიგიჟეს, მე მშვიდად ვარ, უსაფრთხოდ, ყველა დარდი და შიში უკან რჩება, რაღაც უჩვეულო გრძნობა ეუფლება ჩემს გულს,გონებას ,სხეულს... ამ სამყაროში მხოლოდ მე და ის ვრჩებით და ვეღარაფერს ვგრძნობ, მისი სითბოსა და შეხების გარდა...

ლითონზე ბრახუნი რეალობაში გვაბრუნებს, მაგრამ სანდრო არ ჩქარობს, თავისი წარმოდგენის უკანასკნელ აკორდს ასრულებს და შემდეგ ბაგეებს ნელა აცილებს ჩემს ტუჩებს, შუბლს შუბლზე მაყრდნობს და რამდენიმე წამის განმავლობაში გახშირებული სუნთქვის დაოკებას ვცდილობთ
- დამშვიდდი? - ხმადაბლა მეკითხება სანდრო, თვალებს ნელა ვახელ და თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ, ლიფტი იძვრება და დერეფანში გამოვდივართ
- სასტუმროში ვბრუნდებით?
-ჯერ არა, - მპასუხობს სანდრო, ტელეფონით სადღაც რეკავს და მხოლოდ ერთი სიტყვას ამბობს
- დაიწყეთ
ვხვდები რის დაწყების ნიშანსაც აძლევს და გული მღელვარებისაგან მეკუმშება, ეს სულ სხვანაირი შიშია, ისეთი არა შარლთან ყოფნისას რომ განვიცადე. ეს უფრო ისეთი შიშია სხეულში სისხლს რომ გიყინავს.. სანდროს მკლავზე ჩავეჭიდე და აღელვებულმა ვუჩურჩულე:
- მისმინე, აქ დარჩენა კიდევ რა საჭიროა? სასტუმროში რატომ არ ვბრუნდებით?
- ცოტაც მოითმინე, ამ მომენტისათვის ლოდინი მთელ ცხოვრებადაც კი ღირს, - ჩაილაპარაკა მან და ხელი გამომიწოდა - ვიცეკვოთ?
მივხვდი, რომ შეკითხვების დასმას აზრი აღარ ჰქონდა, ღმად ჩავისუნთქე , მის გამოწვდილ ხელში ჩემი ხელი ჩავდე და მსუბუქად გავუღიმე
- სიამოვნებით
სანდრო წელზე მომეხვია და მოცეკვავე წყვილებს შევუერთდით
- იცოდი რომ ბანკი ქართველს ეკუთვნის?
- კი, - მომიგო მშვიდად
- ოჰ, რა თქმა უნდა! - თვალები ავატრიალე
- მერე რა მოხდა? სინდისმა შეგაწუხა თანამემამულის გაქურდვაში რომ იღებ მონაწილეობას ?
- სინდისი ისედაც მაწუხებს ისედაც და ასეც , - ჩავილაპარაკე მე, - როდესმე მომიყვები ეს ყველაფერი როგორ დაგეგმე?
-როდესმე - შეიძლება, - გამიღიმა მან, - ამ საღამოს თვალისმომჭრელად გამოიყურები, ამას ვერავინ უარყოფს, - დაამატა და თბილი მზერა მომაპყრო ,
მოულოდნელი კომლიმენტისაგან შევცბი. ამოვიოხრე და თავი გადავაქნიე
- რა? - გამიღიმა სანდრომ
- რა რთული ვინმე ხარ, ერთ მომენტში ყინულივით ცივი ხარ, ხუთი წუთის შემდეგ ისევ თბილი, ხასიათი სინათლის სისწრაფით გეცვლება
- ჰო, არის ჩემში რაღაც “ზიმა-ლეტისებური” , - ჩაილაპარაკა და სხეულზე უფრო მჭიდროდ მიმიკრო, მისი სითბოს შეხებისას ისევ სიმშვიდე დამეუფლა... ერთიანად მოშვებულ სხეულს საბოლოოდ ვნებდები, თავს მხარზე ვადებ და თვალებს ვხუჭავ, რამდენიმე წუთით ისევ ვეთიშები რეალობას, მუსიკას ნელა ვაყოლებთ ტანს და ამ სამყაროში მხოლოდ ისევ მე და ის ვრჩებით...

მუსიკა დამთავრდა, ცეკვა შევწყვიტეთ და ავალიანთან ახლოს ,ერთ-ერთ მაგიდასთან დავიკავეთ ადგილი .სანდროს სახეს ყურადღებით შევათვალიერე , ძველებურად მშვიდი და აუღელვებელი იყო, მაგრამ მაინც ვიგრძენი მისგან წამოსული ოდნავი დაძაბულობის ტალღა. უკვე თვითონაც აღარ ვიცოდი მერამდენედ, სხეულში შიში შემეპარა და გამაკანკალა.
- გცივა?
- ჰო ,ოდნავ,- მკლავზე ხელი მოვისვი .
- ცოტა ხანიც და წავალთ , - მეუბნევა და პიჯაკს მხრებზე მახურებს
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ რესტორანში სინათლე ქრება და დაბადების დღის სიმღერის თანხლებით დარბაზში სანთლებით განათებული უზარმაზარი ტორტი შემოაქვთ, სიმღერა მალე სრულდება და რესტორანში კვლავ ანთებენ სინათლეს. სანდრო ჩემს გვერდით აღარ ზის, დაბნეული ვიხედები და დარბაზის კუთხისაკენ მიმავალს ვხედავ
“რას აკეთებს?” - ვფიქრობ შეშფოთებული და იმავე კუთხეში გაუნძრევლად მდგარ ავალიანს ვამჩნევ, გაშეშებულ ხელში შამპანურის ჭიქა უჭირავს. მზერა მის სახეზე გადამაქვს და შიშისაგან გული მიტოკდება, ცივი სახე ერთიანად გაფითრებული აქვს. ვხვდები, რაც შეიძლებოდა რომ მისთვის შეეტყობინებინათ და გული გამალებით მიწყებს ძგერას, მაგიდიდა ვდგები და მეც მათკენ მივდივარ. ვხედავ ,სანდრო შამპანურის ჭიქას ჰაერში მსუბუქად სწევს და ავალიანისაკენ ოდნავ იხრება. მიუხედავად იმისა,რომ მათგან რამდენიმე ნაბიჯი მაშორებს და გარშემო სტუმრების საშინელი ხმაურია ,მაინც გარკვევით ვარჩევ სანდროს მიერ ავალიანისათვის ნათქვამ ქართულ წინადადებას:
- “ Investment Bank ”- ის დაარსების...აჰ,პარდონ!..დასამარების დღეს გილოცავ!




***

გარეთ უკვე ბნელა, საკმაოდ ცივა და სანდროს პიჯაკში უფრო მჭიდროდ ვეხვევი.
-ეს რა იყო?
- რა?- მშვიდად იკითხა სანდრომ და კონსიერჟს ბილეთი გადასცა.
- კარგად ხვდები,რაზეც გეკითხები! - წარბები ავზიდე , - გავიგონე ავალიანს რაც უთხარი.
- მე მას მხოლოდ ბანკის იუბილე მივულოცე, - უმანკოდ გამომეტყველება მიიღო მან.
-არა, იუბილე არ მიგილოცია! შენ მას უთხარი : ინვესტმენტ ბანკის დაარსების” და მერე გადააკეთე : “დასამარების დღეს გილოცავ!” - სიტყვასიტყვით გავუმეორე მისი ნათქვამი.
- ძვირფასო ,შენ ისევ ბევრი დალიე, - ამოიოხრა სანდრომ და ისე გადმომხედა, როგორც უიმედო ალკოჰოლიკს.
- საერთოდ არ დამილევია! - აღვშფოთდი
- როგორ არა, ჩემი თვალით გხედავდი
- მხოლოდ ერთი ჭიქა დავლიე!
- აი ,ხედავ? წეღან კი მიმტკიცებდი ,საერთოდ არ დამილევიაო , - თვალები აატრიალა
- სანდრო ნუ მასულელებ! - გავგულისდი ,
მან მანქანის კარი გამიღო
- ჩაჯექი
“იქნებ მართლა მომეჩვენა? ხმაური იყო,შორს ვიდექი ,თანაც ამდენი ემოციისაგან გათიშული ვიყავი...” - ვფიქრობდი მე და სასტუმროსთან როცა მივედით, უკვე დარწმუნებული ვიყავი ,რომ ეს მართლაც ჩემი გადაღლილი გონების წარმოსახვის ნაყოფი იყო.


ნიკა და ლევანი ნომერში შამპანურის ბოთლით გვხვდებიან
- როგორ მოგეწონათ პარიზი? - იცინის სანდრო.
- პარიზი მართლაც შესანიშნავი ქალაქია! - შამპანურის ჭიქას მაღლა სწევს ლევანი , - ჩემს მილიონებს გაუმარჯოს!
- “ Investment Bank ”- ის დასამარების დღეს გაუმარჯოს! - ჭიქას უჭახუნებს სანდრო.
- ესეც მომეჩვენა ? - წარბები ავზიდე
მან თვალი ჩამიკრა და შამპანური დალია
- შარლს რა დაემართა?
- ხომ გითხარი ჩაეძინა, - მხრები აიჩეჩა სანდრომ.
- ერთ მომენტში ხარივით იყო მომართული და მერე უცებ ჩაეძინა? - თვალები ავატრიალე მე
- ელ ,ეგ ხანშიშესულ კაცებს ხშირად ემართებათ. ბაბუაჩემიც ეგრე იყო, ორმოცდაათს რომ გადასცილდა, - გაიცინა ლევანმა და სანდროც აჰყვა
- ნუ მასულელებთ!
სანდრო ნიკას გადაიხარა, სათვალე შეხსნა და “ნიშნობის ბეჭედი” სათვალის მინის ქვეშ დაიჭირა
- ხედავ?
- რას?
- კარგად დააკვირდი, ვერაფერს ამჩნევ?
უფრო ყურადღებით დავაკვირდი ბეჭედს, თავდაპირველად ვერაფერი დავინახე, მაგრამ შემდეგ შევამჩნიე სულ ოდნავი წაწვეტება
- წვერი აქვს
- შეუიარაღებელი თვალით ვერ შეამჩნევ,
- ეს რისთვისაა?
- ბეჭედს საძილე საშუალება უსვია, ისეთი რომელიც სხეულში შეყვანისთანავე მოქმედებს და რაც მთავარია კვალს არ ტოვებს, - ამიხსნა მან.
- იმიტომ გაითიშა შარლი რამდენიმე წუთში, როცა დაარტყი?
- მაგიტომ. დარწმუნებული ვარ ახლაც ძინავს და დილამდე ასე იქნება
- ამას გაკეთება ხომ მეც შემეძლო ? მაგალითად, სასმელში ჩავუყრიდი ძილის წამალს
- ვერ ჩაუყრიდი , პირველ რიგში, იმიტომ რომ ყველგან კამერები იყო. მერე იმიტომ, რომ შარლი საერთოდ არ სვამდა, ვერ შენიშნე?
- მისი გათიშვა რა საჭირო იყო?
- ბანკის ორმაგი დაცვის სიტემა აქვს ერთი ძლიერი, რომლის გადალახვა პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ გათიშვა - შესაძლებელი; და მეორე, ჩვეულებრივი დაცვის სისტემა რომლის გადალახვა პრობლემას არ წარმოადგენს. ლაშამ პირველი სისტემა გათიშა .ამ სისტემის გათიშვისთანავე შტყობინებას იღებდა მხოლოდ ერთი ადამიანი,ბანკის დაცვის უფროსი, ამ შემთხვევაში შარლი. მასვე უნდა გაეცა ბრძანება მეორე სისტემის ამუშავების შესახებ, მაგრამ ის ამას ვერ შეძლებდა ,რადგან სასტუმროს ნომერში გათიშული ეგდო, საცავიდან ფულის გამოტანა უკვე სიძნელეს არ წარმოადგენდა, - ამიხსნა ლევანმა და შამპანურის ჭიქა ხელახლა შეივსო.
- ეს ყველაფერი ძალიან მარტივად ჟღერს, - ჩავილაპარაკე მე.
- არ არსებობს, სისტემა რომლის გატეხვაც შეუძლებელია. ადამიანებს ეჩვენებათ, რომ არსებობს რაღაცები ,რაში შეღწევაც შეუძლებელი, რთული და წარმოუდგენელია, - მოულოდნელად დაიწყო სანდრომ და მეც მთელი ყურადღება მას მივაპყარი, - მაგრამ, სინამდვილეში ყველა კარს ერგება თავისი გასაღები, ისევე როგორც ...
- ისევე როგორც რას? - დავიჩურჩულე , როცა სანდრო შეყოყმანდა
- სანდროს მართალი როგორც იტყვიან ყველა შენობას ორი კარი აქვს შესასვლელი და გამოსასვლელი, - საუბარში ჩაგვეჭრა ნიკა
- სანდრო სულ სხვა რამეს ამბობდა! - შევუბღვირე,მაგრამ შამპანურის ჭიქა მაინც გამოვართვი


ბიჭებმა კიდევ დიდხანს სვეს , ლევანი ყოველ სადღეგრძელოში თავის მილიონებს ლოცავდა, ნიკა ერთიანად გამოთვრა და მისგან შევიტყვეთ, რომ თბილისი დავით აღმაშენებელმა დაარსა, “ვეფსხისტყაოსანი” თვითონ თამარ მეფის დაწერილია, მე ძილი მომერია, დივანს თავი მივადე და თვალები მივლულე.
- დაიღალე? - მკითხა სანდრომ.
- ძალიან
- კარგი დავიშალეთ , - თქვა მან და ბიჭებიც წამოიშალნენ.
სააბაზანოში გავედი , შხაპის მიღების თავი არ მქონდა, კბილების წმენდის დროსაც კი მეძინებოდა. პიჟამა ჩავიცვი, მაგრამ დაწოლას არ ვჩქარობდი. საწოლზე ფეხები მოვიკეცე და ხელებს დავაშტერდი, სანდროს წეღანდელი სიტყვები მოსვენებას არ მაძლევდა
“ყველა კარს აქვს თავისი გასაღები , ისევე როგორც... რას? რას?” - ვფიქრობდი გამალებით.
წყლის ხმამ გამომარკვია და თავი ავწიე, სანდრო ნიჟარასთან იდგა, ჩემგან ზურგშექცევით. მისი შემოსვლა არც გამიგია. ერთხანს ყოყმანით ვაკვირდებოდი, შემდეგ საწოლიდან წამოვდექი და სააბაზანოს კართან შევჩერდი
- წეღან რისი თქმა გინოდდა? ყველა კარს აქვს თავისი გასაღები ,ისევე როგორც რას
- მაგ ფრაზამ ასე რატომ დაგაინტერესა?- სარკეში გამიღიმა
- არ ვიცი, უბრალოდ მგონია... მგონია რომ შენი ნათქვამი ორაზროვანი იყო, - ამოვილაპარაკე მე,
სანდრო პასუხის გაცემას არ ჩქარობდა, კბილების გაწმენდა დაასრულა , სახე შეიმშრალა და ნელა მომიახლოვდა
- ყველა კარს აქვს თავისი გასაღები , ისევე როგორც ყველა ადამიანის გულს
- და მერე ეგ რას ნიშნავს?- დავიჩურჩულე და თვალებში დაჟინებით შევაცქერდი,
- რას უნდა ნიშნავდეს? ეს უბრალოდ გამოთქმაა,- მომიგო და ტუჩებზე ნაზად მაკოცა,- ძილინებისა
- ძილინებისა, - ვჩურჩულებ მოულოდნელი კოცნისაგან გაბრუებული, თუმცა ის უკე ოთახიდანაა გასული. საწოლში ვწვები და ახლაღა ვხვდები ,რომ გული გამალებით მიცემს
“ეს რა იყო?” - ამის გაფიქრებასღა ვასწრებ და ემოციებისაგან გადაღლილი ტვინი რამდენიმე წამში მეთიშება...


“ისევე როგორც ადამიანის გულს? ეს რას ნიშნავდა? რა, სიყვარულში გამომიტყდა?ამით იმის თქმა უნდოდა, რომ მე ის გასაღები ვარ რომელიც მის, ერთი შეხედვით შეუტოკებელ და გაუხსნელ უგულო გულს მოერგო? ან იქნებ ეს მართლაც უბრალოდ გამოთქმაა და მეტი არაფერი, მე კი მის სიტყვებში ზედმეტ აზრს ვეძებ?”-
“უგულო გული ეგეთი ცნება ბუნებაში არ არსებობს!” - თვალები აატრიალა ნინომ
“ეგ უბრალოდ მეტაფორაა! თქვენი რჩევა მჭირდება
“ რა უნდა გირჩიო? მაგ უგულო გულმა სიყვარული რა ხილია წარმოდგენა არ აქვს “- მითხრა ნინომ, მისგან მეტს არც ველოდი
“ლიზი შენ რას მეტყვი?”
“სიყვარული ეს ის გრძნობა, რომელსაც...”
“ლიზი სიყვარულის განმარტება არ მითხოვია, რჩევა გკითხე!”
“ჰო მაგაზე არ ვიცი რა გითხრა”-მხრები აიჩეჩა და თვალი ამრიდა, თავი გავაქნიე და საწოლიდან წამოვდექი და მისაღებში გავედი. უგულო გული სავარძელში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა.
- დილამშვი... -თვალი ავალიანის გამოსახულებამ მომწყვიტა და ელდანაკრავივით გავჩუმდი, სანდროს გვერდით ჩამოვჯექი და ეკრანს მივაშტერდი.
წვეულებიდან გამოსულ ავალიანს კამერები სახეს უნათებს , ჟურნალისტები კითხვებს აყრიან, მაგრამ ის ყველა კითხვას უპასუხოდ ტოვებს, მანქანაში ჯდება და მისი მანქანა სწრაფად წყდება ადგილს. შემდეგ, ავალიანის გამოსახულება გაქრა და მისი ადგილი ტელეწამყვანის სახემ დაიკავა.
- რას ამბობს? - ვკითხე სანდროს ,ისე რომ ეკრანისთვის თვალი არ მომიცილებია.
- საყურადღებოს არაფერს, პოლიცია საქმის ძიება დაიწყო , მაგრამ ჯერ ვერაფერს მიაკვლიეს, - მიპასუხა მან, ტელევიზორი გამორთო და მთელი ტანით ჩემსკენ შემობრუნდა , - მისმინე, პოლიცია ალბათ მალე გამოჩნდება. მე გეტყვი მათ რაც უნდა უთხრა და შენც იმავეს გაიმეორებ, კარგი?
თავი უსიტყვოდ დავუქნიე და თვალებში შევაცქერდი , მან დეტალურად ამიხსნა რა უნდა მეთქვა და როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ყველაფერი ძალიან მარტივად ჩანდა, კიდევ ერთი სცენა უნდა გვეთამაშა, მაგრამ მღელვარება მაინც შემეპარა სხეულში
- სანერვიულო არაფერია, ნუ ღელავ , - უჩვეულოდ თბილი ხმით მითხრა სანდრომ ,ჩემი ხელი აიღო და მსუბუქად მომეფერა, თვალებს ვერ დავუჯერე
-ვაიმე სანდრო!
- რა მოხდა?
- მგონი გლობალურმა დათბობამ შენამდეც მოაღწია, შეხედე დნები! - გადავიკისკისე მე
- ჩანს სულაც არ ნერვიულობ, პირიქით მეტისმეტად მხიარულ ხასიათზე ხარ, - მშრალად ჩაილაპარაკა მან, მაგრამ ჩემი ხელი მაინც არ გაუშვია
- შენს ფულ რაც შეეხება,ეჭვი რომ არ აიღონსისე მოვაწყობთ თითქოს მამაშენის ოპერაციას ჩემი მეგობრის კომპანია აფინანსბს, ამ საქმეს მე მოვაგვარებ, დღესვე
ის იყო ,მადლობის სათქმელად პირი გავაღე, რომ კარზე დააკაკუნეს.
- ისინი არიან? - დავიჩურჩულე და სანდროს შეშფოთებულ მზერა მივაპყარი, ჩემი კითხვის პასუხად კარიდან ინგლისური ნათქვამი მოისმა:
- საფრანგეთის პოლიცია, გააღეთ!
- მზად ხარ? - მკითხა სანდრომ.
- არა , -
ჯერ ისევ თხელი პიჟამა მეცვა, მაგრამ გამოცვლის დრო აღარ იყო, კარზე კაკუნი განმეორდა. დივნიდან სანდროს ჟაკეტს ავიღე, მასში გავეხვიე და სანდრომ ნომრის კარს გააღო
- ალექსანდრე დადიანი? - აქცენტიანი ინგლისურით იკითხა დაბალმა კაცმა.
- დიახ? - ინგლისურადვე უპასუხა სანდრომ.
- კომისარი ჟან რენანი, - პოლიციელის მოწმობა უჩვენა ჟანმა და კიდევ უფრო დაბალ კაცზე მიუთითა : - ეს ჩემი თანაშემწეა ,ფილიპი. თქვენთან და თქვენს საცოლესთან რამდენიმე კითხვა გვაქვს
- რასთან დაკავშირებით?
- “Investment Bank”- ის’ ძარცვასთან დაკავშირებით,რომელიც გუშინ ღამე მოხდა. იცით ამ შემთხვევის შესახებ?
- დიახ, ახლახანს შევიტყვეთ, - უპასუხა სანდრომ, კარიდან გაიწია და ჟანი და მისი თანაშემწე ოთახში შემოატარა, თვითონ გვერდით მომიჯდა, პოლიციელებმა ჩვენს წინ სავარძლებში დაიკავეს ადგილი. მთელ სხეულში სიცივე შემეპარა, მუხლები შესამჩნევად ამიკანკალდა და სანდროს ჟაკეტში უფრო მჭიდროდ გავეხვევიე.
- ფრანგულად საუბარი შეგიძლიათ? - იკითხა ჟანმა.
- დიახ, მაგრამ ჩემს საცოლეს არ ესმის. სჯობს ინგლისურად ვისაუბროთ
- კარგი, - თქვა ჟანმა, შემდეგ ბლოკნოტს ჩახედა და ისე განაგრძო: - ალექსანდრე დადიანი, 27 წლის, ამჟამად საქართველოში მცხოვრები და ერთ-ერთი ქართული კომპანიის ვიცეპრეზიდენტი. ხომ არ მეშლება?
- ყველაფერი სწორია, - დაუდასტურა სანდრომ, ჟანმა ჩემი პირადი მონაცემები ჩამოარაკრაკა და როდესაც მეც ყველაფერი დავუდასტურე, ბლოკნოტი გვერდზე გადადო და ჩვენსკენ გადმოიხარა.
- გუშინ საღამოს “Investment Bank” - ის დაარსების დღისადმი მიძღვნილ წვეულებაზე იმყოფებოდით, ხომ ასეა?
ეს კითხვა ორივეს მისამართით იყო დასმული, მაგრამ ჟანმა მე დამასო მზერა.
- დიახ, - ვუპასუხე და ჩემი ხმა თვითონვე ვერ ვიცანი, სანდრომ ჩემი მღელვარება შენიშნა, მხრებზე ხელი მოხვია და მისი შეხებისთანავე სიმშვიდე დამეუფლა.
- პარიზში ამიტომ ჩამოხვედით? - ჟანმა ამჯერად სანდროს შეხედა
- არამხოლოდ , ჩემი საცოლე აქ იმიტომ წამოვიყვანე ,რომ ორკვირიანი რომანტიკული არდადეგები მოგვეწყო. გარდა ამისა, პარიზში ჩამოსვლის პირველივე დღესვე მას ხელიც ვთხოვე. მოკლედ, ერთი გასროლით რამდენიმე კურდღელი დავიჭირე, - ჟანის კითხვას უპასუხა სანდრომ და მე გადმომხედა , - ასე არაა, ჩემო ბაჭია?
- დიახ ასეა, მან ეს ისე რომანტიკულად გააკეთა! მთელი სასტუმროს დასანახად დამიჩოქა და ისე მთხოვა ხელი ! - დავადასტურე ღიმილით, ჟანმა საქმიანად განაგრძო:
- “Investment Bank” - ის დაცვის სამსახურის უფროსი - შარლ დიურასი ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში გდებთ ბრალს და მის სიტყვებს მის სახეზე არსებული ფიზიკური დაზიანების კვალიც ადასტურებს. გარდა ამისა , სასტუმროს ვიდეოჩანაწერებზე ჩანს თქვენი საცოლე და შარლ დიურასი როგორ შედიან ერთ-ერთ ნომერში და მათ თქვენც მიყვებით...
- აჰ, ესე იგი,ეგ არის შარლი! - შეაწყვეტინა სანდრომ.
- ანუ ადასტურებთ მის ჩვენებას?- დაიბნა ჟანი.
- ვადასტურებ, - მიუგო მშვიდად
- და თქვენს საქციელს როგორ ახსნით?
- მისმინეთ ,კომისარო ყველაფერი ასე მოხდა: ჩემი საცოლე ძალიან ეჭვიანია და ამ მიზეზით ხშირად ვკამათობთ. გუშინაც ასე მოხდა. წვეულებაზე მისვლისთანავე მორიგი ეჭვიანობის სცენა მომიწყო. ბართან ვიყავი, სასმლის მოსატანად, როცა უეცრად მომვარდა და სახეში გამარტყა. ერთ ქალზე იეჭვიანა, მე კი მას მხოლოდ თავაზიანად ვესაუბრებოდი...
- ამას მომხდართან რა კავშირი აქვს? - დაიბნა ჟანი.
- პირდაპირი! სანამ რამის ახსნას მოვასწრებდი, გამშორდა და ჩემგან შორს დაჯდა. ვიფიქრე,რომ ჯობდა მისთვის დაწყნარებისა და ბრაზის გავლის საშუალება მიმეცა, ამიტომ მარტო დავტოვე და მის შორიახლოს დავჯექი. ცოტა ხანში მის მაგიდას ვიღაც მელოტი კაცი, სავარაუდოდ, ეგ შარლი მიუახლოვდა და ელენემაც ფლირატაობა გაუბა. მივხვდი,იგი ამით ჩემს დასჯასა და სამაგიეროს გადახდას ცდილობდა. იცით,ამას ის ხშირად აკეთებს, რამდენჯერაც ვიკამათებთ სულ სხვადასხვა მამაკაცის საწოლში ვპოულობ...
გაოცებულმა ჟანმა ჩემზე გადმოიტანა მზერა . თვალი ჩავუკარი და მსუბუქად გავუღიმე, სანდრომ ჟანის გაფართოებულ თვალებს ყურადღება არ მიაქცია და წარმოდგენა განაგრძო:
- საღამოს დაწყებიდან ცოტა ხანში შარლი და ჩემი საცოლე დარბაზიდან გავიდნენ. მივხვდი, ელენე ამჯერადაც იმავეს გაკეთებას აპირებდა.”საკმარისია!” გავიფიქრე მე, ჩემში მამაკაცურმა ღირსებამ გაიღვიძა. მუდმივად ამის ატანა უკვე შეუძლებელია,ხომ გესმით?
ჯერ კიდევ გაოცებულმა ჟანმა თავი უსიტყვოდ დაუქნია
- მოკლედ, ჩემი მამაკაცური ღირსების დაცვა გადავწყვიტე,წამოვდექი და მათ უკან გავყევი. ის იყო,ფოიეში გავედი ,რომ ორივე ლიფტში მიიმალა.ადმინისტრატორი გოგონასგან გავიგე,რომელი ოთახი იქირავეს. ნომერში შესვლისას ნახევრად შიშველ შარლსა წავაწყდი,რომელიც ელენეს ეფერებოდა. გავბრაზდი და შარლს დავარტყი,ეს ხომ ბუნებრივია? ჩემს ადგილზე ყველა მამაკაცი ასე მოიქცეოდა...
- ჩემო ბრაზიანო ვეფხვო, - გავუცინე სანდროს და მისი ტუჩებისაკენ გავიწიე.
- ჩემო ეჭვიანო ფისო, - ვნებიანად ამოიკრუტუნა მან, ჩემს ბაგეებს თავისი შეაგება და რამდენიმე წამის განმავლობაში ვნებიანად ვკოცნიდით ერთმანეთს, მერე ნელა მოვცილდით ერთმანეთის ტუჩებს.
- თუ შეიძლება განაგრძეთ, - მსუბუქად ჩაახველა ჟანმა
სანდრო ისევ ჩემს ტუჩებს მიეტანა
-ჩვენება! ჩვენება განაგრძეთ! - მოთმინებიდან გამოვიდა ჟანი.
- აჰ ,ხო! - გაიცინა სანდრომ ,- სად გავჩერდი? შემდეგ მე და ელენემ ნომრიდან გამოვედით. ჩვენ აღარ გვიკამათია.მალევე შევრიგდით და შერიგების ნიშნად ლიფტში ერთმანეთს ვნებიანი კოცნაც ვაჩუქეთ ...
“ეს კოცნაც დაგეგმილი იყო?’ -
ამ აზრმა მტკივნეულად გამიელვა გონებაში.
- ... ცოტა ხანს კიდევ გავჩერდით წვეულებაზე. როგორც კი თორმეტი საათი გახდა პრეზიდენტს ბანკის დაარსების დღე მივულოცე. იცით,ის ჩემი თანამემამულეა და მისი წარმატება ორმაგად მახარებს, თუმცა ახლა ასეთი საშინელიი რამ მოხდა... - თავი დანანებით გადააქნია სანდრომ, პოლიციელები რომ არა, ნამდვილად ფეხზე წამოვდგებოდი და ტაშით დავაჯილდოვებდი მის მსახიობურ ტალანტს.
- ნამდვილად, ასეთი საშენელი ძარცვა პარიზს დიდი ხანია არ ახსოვს, - კვერი დაუკრა ჟანმაც და შუბლი შეიჭმუხნა, შემდეგ ყველანი დავდუმდით და წამიერი დუმილით “პატივი მივაგეთ” “Investment Bank” - ის ხსოვნას. პირველი სანდრო გამოფხიზლდა, კიდევ ერთხელ თეატრალურად ამოიოხრა და საუბარი განაგრძო:
- მოკლედ, ავალიანს მილოცვა გადავეცი, შემდეგ ჩვენ წვეულება დავტოვეთ და სასტუმროში დავბრუნდით, სულ ეს იყო.
ჟანმა რატომღაც თავის თანაშემწეს გადახედა
- ვიდეოჩანაწერებზე ყველაფერი ისეა, როგორც მოგვიყვა, - მხრები აიწურა ფილიპმა.
- კარგი, - ჩაილაპრაკა ჟანმა და ისევ ჩვენ მოგვიბრუნდა , - მაგრამ, აქ ერთი უცნაური დეტალია: შარლი თქვენი სტუმრობის მერე ნომრიდან აღარ გამოსულა.
- რა არის ამაში უცნაური? - გაიკვირვა სანდრომ.
- ის რომ იგი ვიღაცამ გათიშა და მხოლოდ დღეს დილით მოვიდა გონს ...და ამაში შარლი თქვენ გდებთ ბრალს.
- მე?
- დიახ, თქვენ
- ეს როგორ უნდა გამეკეთებინა? მე მას მხოლოდ ორჯერ დავარტყი. არა მგონია ამისგან გათიშულიყო,მითუმეტეს ისე რომ მთელი ღამის განმავლობაში გონზე ვერ მოსულიყო
- ის ვარაუდობს,რომ თქვენ მას საძილე საშუალება შეაპარეთ... - თქვა ჟანმა , შემდეგ ცოტა ხნით გაჩუმდა და ყოყმანით განაგრძო: - მაგრამ... ჩვენ მისი სისხლის ანალიზი ექსპერტიზაზე გავაგზავნეთ და ვერავითარი საძილე საშაუალების კვალი ვერ აღმოვაჩინეთ.
- მაშინ მისი დაძინება როგორ უნდა მომეხერხებინა? იავნანა ვუმღერე? - შუბლი შეუჭმუხნა სანდრომ
- არსებობს საძილე საშუალებები,რომლებიც კვალს არ ტოვებს, - მის ირონიას ყურადღება არ მიაქცია ჟანმა.
- კი ბატონო, მაგრამ ჩანს თქვენს ვიდეოჩანაწერებზე , რომ შარლს რაიმეს ვაპარებ?
ჟანმა ისევ თანაშემწეს გადახედა, მან უარყოფის ნიშნად თავი გააქნია
- არა
- მისმინეთ, მე მზად ვარ პასუხი ვაგო შარლის ცემისთვის, რაც ვაღიარე ავხსენი კიდეც , ეს რატომ გავაკეთე , მაგრამ არა ამ აბსურდული ბრალდებისთვის, - მშვიდად მიუგო სანდრომ და დივნის საზურგეზე გადაწვა. ჟანი რამდენიმე წამის განმავლობაში დუმდა და ხან თავის თანაშემწეს უყურებდა, ხან ჩვენ გადმოგვხედავდა ხოლმე
- ერთი წუთით დაგტოვებთ, - თქვა ბოლოს, სავარძლიდან წამოდგა და ფილიპთან ერთად ჩვენგან მოშორებით დადგა.
- ამ შეშლილ წყვილს რა ბანკის ძარცვა უნდა დაეგეგმათ,უფროსო ? - გავიგონე ფილიპის ინგლისურად ნათქვამი, შემდეგ მან ჩემი მზერა შენიშნა, ფრანგულად ლაპარაკზე გადავიდა და ხმასაც დაუდაბლა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ასე საუბრობდნენ და დროდადრო მზერას ჩვენსკენ აპარებდნენ, შემდეგ თათბირს მორჩნენ და ჩვენსკენ წამოვიდნენ
- ჯერ-ჯერობით სულ ეს იყო, თუ კიდევ გაგვიჩნდება კითხვები დაგიკავშირდებით, - გვითხრა ჟანმა.
- კი ბატონო, მე და ჩემი საცოლე პარიზში კიდევ რამდენიმე დღე ვიქნებით, - უპასუხა სანდრომ, ფეხზე წამოდგა და პოლიციელები კარამდე მიაცილა, მათი გასვლიდან ათი წამიც არ იყო გასული ,რომ ნომერში ლევანი შემოვიდა
- აბა, როგორ ჩაიარა?
- მგონი ყველაფერი დაიჯერეს, - მივუგე მე და ორივე ფანჯარასთან მივედი.
- ფული იქ არის, - სასტუმროს წინ მდგარ ფურგონზე მიმითითა ლევანმა, მიკროავტობუსი ლურჯი ფერის იყო და ინგლისურად ეწერა : “შარლის მებაღეობა , ოთახის ყვავილები და მცენარეები”
- ეს წარწერა ვიღამ მოიფიქრა? - გამეცინა
- სანდრომ, - სიცილით მომიგო ლევანმაც
“ოჰ, რა თქმა უნდა, ასეთი ირონია სხვა ვისგან არის მოსალოდნელი”
შევამჩნიე პოლიციელები სასტუმროდან როგორ გამოვიდნენ, ფურგონს გვერდი გულგრილად აუარეს,მანქანაში ჩაჯდნენ და მალევე მიეფარნენ თვალს.
- ესეც ასე, ოფიციალურად მილიონერი ვარ! - ხელები კმაყოფილებით მოიფშვნიტა ლევანმა და ნომრიდან ისევ გავიდა, მე და სანდრო მარტო დავრჩით და მაშინვე უცნაური განწყობა დამეუფლა.
“რა მემართება? “ - გავიფიქრე ნაღვლიანად და ჩემს ხელებს დავაშტერდი, ვერ მივხვდი, საიდან მოვიდა ეს უეცარი მელანქოლია.
- კარგად ხარ? - ჩემი შეუმჩნეველი არ რჩება სანდროს,
მინდა ვუპასუხო, რომ კარგად ვარ , მაგრამ ყელში უეცრად მოწოლილი ბურთი ამის საშუალებას არ მაძლევს. თავი ძლივს შესამჩნევად დავუქნიე და ისევ ხელებს დავუწყე წვალება, ის ჩემთან მოვიდა , თავი ამაწევინა და თვალებში დაჟინებით შემაცქერდა
- კარგად ხარ? - გამიმეორა ხმადაბლა.
- კი, კარგად ვარ, - ამოვიჩურჩულე და სანამ კიდევ რამეს მეტყოდა, საძინებელში გავედი ტელეფონი ავიღე, აბაზანაში შევიკეტე და სოფოს დავურეკე . ფულზე არაფერი მითქვამს, ჯერ მე თვითონაც არ ვიცოდი რა და როგორ იქნებოდა. მინდოდა მამას ოპერაცია მალე დაენიშნათ, მხოლოდ მაშინ ვიქნებოდი საბოლოოდ მშვიდად...


“რა მემართება?” - გავიფიქრე აქ ჩამოსვლიდან მეათასედ, როცა სოფოსთან საუბარს მოვრჩი.
“ მე მგონი უკვე სჯობია,რომ ეგ კითხვა ასე დასვა : რა დამემართა? “ - წარბები აზიდა ნინომ, ნიჟარასთან მივედი და სარკეში დაკვირვებით შევათვალიერე ჩემი ანარეკლი.
“მანდ არა, “ - ფიქრი შემაწყვეტინა ლიზიმ “ სარკეში მას ვერ დაინახავ... თვალები დახუჭე, მხოლოდ ასე შეძლებ იქ შეხედვას... ”
თვალები ნელა დავხუჭე და ჩემს გულისცემას ფრთხილად მივუგდე ყური
“აბა?” - ხმადაბლა მკითხა ლიზიმ - “ვერაფერს გრძნობ?”
ვიგრძენი ,ცხადად ვიგრძენი : ჩემი გული უფრო ძლიერად , უფრო სწრაფად ძგერდა,ისე თითქოს მხოლოდ ერთი ადამიანისათვის კიარა, უკვე ორისთვის ფეთქავდა...
“არა,არა...” - გავიფიქრე მღელვარედ.
“კი...” - თავი ნელა დამიქნია ლიზიმ და თანაგრძნობით სავსე მზერა მომაპყრო - “გაები”
- არა,არა ! - ამოვიჩურჩულე და თვალები გავახილე.
“მალე თბილისში დაბრუნდები და ეს ყველაფერიც უკან მორჩება,ჩემი მეხსიერებიდან სამუდამოდ გაქრება” - გავიფიქრე მტკიცედ, სწრაფად გავიხადე და საშხაპე კაბინაში შევედი, მაგრამ ცხელმა წყალმაც ვერ მიშველა, უცნაური ფორიაქი არ მშორდებოდა. ბოლოს ფიქრებს დავნებდი, კაბინის კიდეზე ჩამოვჯექი და თავი კედელს მივაყრდენი.ამ მდგომარეობაში ერთი საათი მაინც დავყავი და როცა შხაპიდან გამოვედი, ერთი რამ დანამდვილებით ვიცოდი ბოლო ერთ კვირაში მომხდარს მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ დავივიწყებდი.
საძინებელში გავედი და ის იყო პირსახოცი უნდა შემეხსნა, რომ მოულოდნელობისაგან შევკრთი: კართან სანდრო იდგა და მშვიდად მაკვირდებოდა. კომოდს ზურგით მივეყრდენი და ხელები გულზე გადავიჯვარედინე
- გთხოვ, გადი... უნდა ჩავიცვა, - ამოვილაპარაკე და იატაკს დავაშტერდი, მაგრამ მან ოთახიდან გასვლის ნაცვლად კარი მიხურა და ჩემსკენ ნელა წამოვიდა. ინსტიქტურად უკან დავიხიე, მაგრამ ვერსად წავიდოდი : უკან კომოდი იყო, წინ - ის . ხელებით ჩემს გარშემო კომოდს დაეყრდნო და მაშინვე მისი სხეულიდან წამოსული სითბოს საბურველში გავეხვიე... ჩემსკენ გადმოიხარა და თვალებში დაჟინებით ჩამაცქერდა
- მითხარი, რა გაწუხებს? - მკითხა ხმადაბლა
მის მზერას ვერ გავუძელი, თვალები დავხარე და პირსახოცი უფრო მჭიდროდ მივიკარი. უკვე ერთიანად ვცახცახებდი... სულ ახლოს იყო ჩემთან,სულ ახლოს....მისი სხეულის სურნელს უცხადესად ვგრძნობდი,ყელზე დაბალ წვერსა და მფეთქავ არტერიასაც კი ვამჩნევდი...
- მითხარი, - გამიმეორა სანდრომ ,ხელი ჩემი სახისაკენ წამოიღო და თმა ნელა გადამიწია ყურზე, თავი ავწიე და მზერა გავუსწორე.
-თუ ის კოცნა ლიფტში... თუ ისიც სპექტაკლის ნაწილი იყო, უნდა გეთქვა, - ვუთხარი ხმადაბლა და ხმაში გარეული ტკივილი ვერ დავფარე.
- აი თურმე რა, - შიშველ მკლავზე ნელა დამისვა ხელი და ჩემი სხეული მაშინვე თბილი ტალღებით აივსო , გულმა კიდევ უფრო გამალებით დამიწყო ძგერა...
- ჰო ,უნდა გეთქვა... - ჩავილაპარაკე გონებაგაფანტულმა და მის ტუჩებს დავასე მზერა.
- დაგეგმილი არ ყოფილა, -მშვიდად მიპასუხა .
- აჰ, იმპროვიზაცია? - წარბები ავზიდე .
- არა
- მაშინ რატომ მაკოცე? - დავიჩურჩულე და თვალებში დაჟინებით შევაცქერდი, მას არაფერი უპასუხია, ჩემსკენ კიდევ უფრო დაიხარა, ისე რომ ჩვენი შუბლები უკვე ერთმანეთს ეხებოდნენ, მისი სახე სულ რამდენიმე მილიმეტრში იყო ,სულ ახლოს, თვალები დავხუჭე და მისი ტუჩების მოლოდინში გავირინდე . გული ისე მიცემდა , მეგონა ამაზე სწრაფად ფეთქვას ვეღარ შეძლებდა ,ზენიტს მიაღწევდა და გაჩერდებოდა, მის ცხელ სუნთქვას უკვე ტუჩებზე ვგრძნობდი... ჰაერი ღრმად შევისუნთქე და მის შესახვედრად ბაგეები გავხსენი...

რეალობაში კარის უეცარი ბრახუნი მაბრუნებს და თვალებს ერთბაშად ვახელ.ოთახში ერთიანად გაფითრებული ლევანი შემორბის და სასოწარკვეთილი ხმით ყვირის:
-ფული...ფული აღარ არის!

***

- რა? - შუბლი შეიჭმუხნა სანდრომ.
-ფული აღარ არის-მეთქი! გაქრა, აორთქლდა, ამის დედაც! - იყვირა ლევანმა და ოთახიდან ისევ გავარდა.
მე და სანდრო წამით უხმოდ შევყურებთ ერთმანეთს ,პირველი ის ერკვევა და ოთახიდან გაადის, იგივეს გაკეთებას ვაპირებ თუმცა მახსენდება რომ მხოლოდ პირსახოცის ამარა ვარ, ჯინსსა და მაისურს სწრაფად ვიცვამ და მისაღებში გავდივარ
- მთელი ქუჩა და სასტუმროს ყველა კუნჭული მოვჩხრიკე,ის დამპალი ფურგონი არსად არ არის! - შეშლილივით ყვირის გაფითრებული ლევანი.
დივანზე არანაკლებ გაფითრებული ნიკა ზის , სანდრო ფანჯარასთან დგას და ქუჩას უყურებს ,შემდეგ ქურთუკს იღებს და ნომრის კარისაკენ მიდის.
-სად მიდიხარ? - ეკითხება ლევანი.
-დაბლა, - პასუხობს მშვიდად და ნომრიდან გადის.
სამივე მას მივყვებით, ლიფტში საშინელი დაძაბულობაა, მხოლოდ სანდროა მშვიდად. ლევანი ლითონის კედლებს მუშტებს გამეტებით უშენს და სერიოზულად მეშინია, რომ კაბინა არ მოწყდეს. ნიკა ისევ ჩუმად დგას, ჩანს სრული შოკი აქვს, მე ჯერ ისევ სველ სხეულზე მხოლოდ თხელი მაისური და ჯინსი მაცვია, სიცივისა და ნერვებისაგან ერთიანად ვცახცახებ, სანდრო ქურთუკს იხდის და უსიტყვოდ მიწვდის. ლიფტი ჩერდება და გარეთ გამოვდივართ. სასტუმროს მოპირდაპირე მხარეს, პარკინგისთვის განკუთვნილ ადგილზე რამდენიმე მანქანა დგას,მაგრამ ლურჯი ფურგონი არსად ჩანს. ნიკა პირდაპირ ტროტუარზე ჯდება და სახეს ხელებში რგავს.მხრები ნელა უთრთის და მალე სუსტი სლუკუნიც მესმის. ვერაფერს ვხვდები,ეს ვის უნდა გაეკეთებინა და გაშეშებული ვდგავარ. ლევანი კლასიკური მოდელის მანქანას ლანძღვა- გინებით უშენს წიხლებს და მაშინვე რამდენიმე გამვლელის ყურადღებას ვიქცევთ.
- დაწყნარდი, - ეუბნევა სანდრო
- დავწყნარდე ? როგორ უნდა დავწყნარდე ? - ყვირის ლევანი და მანქანაზე ჯავრის ამოყრას გააგრძობს, - იცი რამხელა რისკზე წავედი ამ დამპალი საქმის გამო ?
- ვიცი, მაგრამ რაღას გააწყობ?
ლევანის სახეზე თეთრი ფერი წითელით იცვლება. ჩანს სანდროს სიმშვიდე მასზე უარესად მოქმედებს. მანქანას თავს ანებებს და სანდროს წინ ესვეტება. ვგრძნობ, სიტუაცია სახიფათოდ იძაბება, გაოგნებიდან ვერკვევი, მათთან მივდივარ და სიტუაციის განმუხტვას ვცდილობ
- ლევან , სანდრო მართალია. ნერვიულობით ვერაფერს გავაწყობთ, ნომერში უნდა დავბრუნდეთ და ყველანი დავმშვიდდეთ!
ლევანი ყურადღებას არ მაქცევს, სანდროს დაუფარავი სიძულვილით უყურებს და კბილებში ხმადაბლა ცრის:
- ეს შენ გააკეთე, არა? ფული შენ მოტეხე!
- სისულელეს როშავ! - ჩვეული სიმშვიდე არ ღალატობს სანდროს.
- ფული შენ წაიღე! დაგვაბოლე , ვითომ ამ საქმიდან არაფერი გინდოდა და მთელი ფული შენ მოტეხე! - ისევ ყვირილზე გადადის ლევანი.
- უკვე გითხარი, სისულელეს როშავ! გონება როცა დაგეწმინდება, მაშინ ვილაპარაკოთ, - აუღელვებლად პასუხობს სანდრო და სასტუმროს შესასვლელისაკენ მიდის.
მგონია, მათი კამათი ამით მთავრდება და შვებით ვისუნთქავ, მაგრამ იმავე წამს ლევანი სანდროს ღრიალით წვდება მხარში , აბრუნებს და სახეში გამეტებით უტყამს
- რას აკეთებ? - ვკივი და ლევანს წინ ვესვეტები
-ელენე გაიწიე, არ მინდა რამე გატკინო, - მეუბნევა სანდრო, მაგრამ ადგილიდან არ ვიძვრი
- სანდრო გთხოვ!
- ელენე გაიწიე !- ღმუის ლევანი,
- არა! - ვჯიუტობ ისევ, ლევანი ყურადღებას არ მაქცევს, სანდროსკენ მეორედ დასარტყმელად იწევს, მაგრამ ის ასწრებს და ლევანი საპასუხო დარტყმას იღებს . შემდეგ ყველაფერი უსწრაფესად ხდება: ერთმანეთს ეტაკებიან და ერთხანს ფეხზე მდგომები ძიძგილაობენ, მერე ორივე ქვაფენილზე ეცემა. ჩემს ყვირილს ყურადღებას არ აქცევენ, სადაც მოახერხებენ ყველაგან ურტყამენ ერთმანეთს. ტურისტები, უბრალო გამვლელები ჩერდებიან და მათ უყურებენ. ზოგს შეშფოთება ახატია სახეზე, ზოგს კი უკვე ტელეფონი აქვს მომარჯვებული და სანახაობას იღებს.
- შეწყვიტეთ, გთხოვთ ! - განვაგრძობ ყვირილს
ისინი ფეხზე დგებიან და ჩხუბს სამანქანო გზაზე აგრძელებენ, მოძრაობა ჩერდება, მძღოლები მანქანებიდან გადმოდიან, მაგრამ მათ ჩხუბში ჩაბმას ვერავინ ბედავს.
-გეყოთ!
სანდრო ლევანს საყელოში სწვდება , ჰაერში სწევს და მოძრავი მანქანის ძარაზე ახეთქებს
- oh,shit! - ყვირის ვიღაცა,
მთელი სხეულით ვკრთები, მანქანა საბურავების ხრჭიალით ჩერდება.
- ოჰ, მშვენიერია, მიდი დახოცეთ ერთმანეთი თუ ეგრე გინდათ! - ვკივი საბოლოოდ წყობიდანგამოსული
სანდროს საყელოთი უჭირავს ლევანი და სახეში ურტყამს, შემდეგ ორივე ისევ ძირს ენარცხება . კადრები სწრაფად ცვლის ერთმანეთს : ხან სანდროა ზევით მოქცეული , ხან - ლევანი. ერთმანეთს არ ზოგავენ : ურტყამენ ფერდებში ,სახეში ,მუცელში...
- რატომ გადავეყარე ამ შეშლილ კრიმინალებს,რატომ ?! - ისტერიკაში ვარ მე, ნინოს პოპკორნი აქვს მომარჯვებული და ბოროტი ღიმილით აკვირდებოდა სანახაობას , თეთრ მაისურზე აწერია: “ლევანი”,
“ არა, არა რაღაც უნდა მოვიფიქროთ ,თორემ მართლა დახოცავენ ერთმანეთს ” - ლიზი ჩემსავით სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილია
“რა გავაკეთო,რა?” - ვფიქრობ გამალებით და გონებაში მიელვებს: “ ნიკა! ახლა ის თუ იზამს რამეს.... მაგრამ რატომ დგას ასე უმოქმედოდ?”
ხელები გავშალე და ნიკას მივუბრუნდი
- შენ რა, არაფერს არ გააკეთებ ?
მაგრამ მოულოდნელობისაგან ვშეშდები ის იქ აღარ არის. დაბნეულმა მიმოვიხედე გარშემო და ქუჩის მეორე მხარეს მის ქერა თმას მოვკარი თვალი. შევნიშნე, სახეზე სიცილი დასთამაშებდა.
”რას აკეთებს?”
სანამ რამეს მოვიაზრებდი ,ნიკა ტაქსიში ჩაჯდა და მანქანა მოსახვევში გაუჩინარდა.
“სად წავიდა?” - კიდევ უფრო დავიბენი .
“ ფული მან მოიპარა,რას ვერ ხვდები?” - თვალები აატრიალა ნინომ.
“რა? ნიკამ? სულელმა, ჩუმმა ნიკამ?”
გაოგნებიდან გამოსარკვევად ერთი წუთი დამჭირდა. თავი გავაქნიე, ხალხის წრე გავარღვიე ნიკასკენ და ლევანისაკენ წავედი, ორივე ერთიანად მტვერში იყო ამოგანგლული. უპირატესობა სანდროსაკენ იყო, ლევანს ზევიდან მოქცეოდა, საყელოთი ეჭირა და ის იყო მუშტის მოქნევას აპირებდა
- ფული ნიკამ წაიღო, - ჩემდა გასაკვირად სრულიად მშვიდად წარმოვთქვი
- რა? - აღმოხდა ლევანს
სანდრომ მის საყელოს ხელი უშვა და ნელა წამოდგა
- რა და შენი ძვირფასი ფული რეგვენმა ნიკამ წაიღო !- გამოცრა კბილებში და სასტუმროს შესასვლელისაკენ წავიდა
ლევანთან მივედი და წამოდგომაში მივეხმარე. მანქანას მიეყრდნო, სული რომ მოეთქვა. ხალხმა ერთხანს კიდევ გვიყურა ,შემდეგ თანდათან იწყეს დაშლა.
- რა იცი ,რომ ნიკამ წაიღო ის ფული? - მკითხა აქოშინებულმა.
- მაშინ რატომ გაიქცა? - მხრები ავიჩეჩე .
- გაიქცა?
- ჰო ,ჩემი თვალით დავინახე როგორ იცინოდა, შემდეგ ტაქსიში ჩაჯდა და წავიდა.
- ალბათ ჩვენ დაგვცინოდა ეგ !- გამოცრა და მანქანას კიდევ ერთი წიხლი უთავაზა



ნომერში ასვლისას ლევანს სიგიჟის ახალმა ტალღამ მოუარა, ამჯერად ოთახში მდგარ ძვირფას ნივთებზე იყრიდა ჯავრს . სათითაოდ ახეთქებდა კედელზე და თან ენით გამოუთქმელად იგინებოდა.
- ლევან, შეწყვიტე! ეგ ნივთები ძალიან ძვირფასია, - ვუთხარი როცა ბუხრიდან ვენერას პატარა ქანდაკება აიღო.
თითქოს ოდნავ დამშვიდდა და ხელი დაბლა დაუშვა.
- სასტუმრო ზარალს აგანაზღაურებინებს, რით გადაიხდი? არ დაგავიწყდეს,მილიონერი აღარ ხარ, - დავამატე , მაგრამ ეს აღარ უნდა მეთქვა ლევანმა ქანდაკება ღრიალით შეანარცხა კედელზე და ვენერაც ნამსხვრევებად იქცა. თავი გავაქნიე, სააბაზანოში გავედი და იქიდან პირველი დახმარებისათვის საჭირო აღჭურვილებით დავბრუნდი. ლევანი ისევ თავის სტიქიაში იყო,ამიტომ პირველად სანდროსთან მივედი.
- სერიოზული არაფერია, - ჩაილაპარაკა მან. ისეთი მართლაც არაფერი სჭირდა, მხოლოდ ტუჩი ჰქონდა გახეთქილი და ყვრიმალი ოდნავ შესიებული. ლევანს უფრო მეტი ჰქონდა მოხვედრილი.ცოტა ხანში ისიც ჩაწყნარდა და ჭრილობები დამუშავების საშუალება მომცა. შემდეგ სამივე დავდუმდით და ნომერში სრულმა სიჩუმემ დაისადგურა. ეს შტორმის შემდეგ ჩამოწოლილ სიმშვიდეს გავდა. ძალაგამოცლილი სავარძელში დავჯექი და მომხდარის გაანალიზება დავიწყე. ვფიქრობდი ნიკას საქციელზე, იმაზე თუ რატომ და რანაირად გააკეთა ეს, მაგრამ ყველაზე მძაფრად ერთი საკითხს უტრიალებდა ჩემი გონება
- ლევანმა თქვა რომ ამ საქმიდან არაფერი გინდოდა ეს რას ნიშნავს? - სანდროს გავხედე
- იმას რომ სანდროს ავალიანთან პირადი ანგარიშები ჰქონდა, ფული არ აინტერესებდა და და მხოლოდ იმიტომ დაგეგმა ეს ძარცვა ,რომ ავალიანისათვის სამაგიერო გადაგეხადა, - სანდროს მაგივრად მიპასუხა ლევანმა, -ასე არაა?
- სანამ სიფათს მომახატვინებდი ლოგიკურად აზროვნების უნარი მანამდე ჩაგერთო, - მშრალად ჩაილაპარაკა სანდრომ. ისეთი მშვიდი იყო,როგორც არასდროს.
- რა გაკავშირებს ავალიანთან? - ვკითხე მე
- მიდი თქვი რა გაწყენინა ავალიანმა. ბოლომდე გავშალოთ კარტები, - ამყვა ლევანიც.
- შენთან არაფერის გაშლას არ ვაპირებ!-შეუღრინა სანდრომ
- შენი ქალი გაჟიმა? - არ ჩერდებოდა ლევანი.
სანდრომ დივნიდან წამოიწია
- თავიდან არ დაიწყოთ , გთხოვთ! - მუდარით ვთქვი მე , - და ის ფული უნდა დავიბრუნოთ!
- სანდროს შეუძლია იმ ფულის დაბრუნებაში დაგვეხმაროს , - თქვა ლევანმა.
- როგორ? - დავიბენი .
- ძალიან ადვილად, თუკი მოინდომებს
“მართალია! სანდრომ ხომ ჩემზე ისიც კი იცის ჩემზე რას ვჭამ და რას ვსვამ, დარწმუნებული ვარ ისიც ეცოდინება, ნიკამ ის ფული სად წაიღო “
- დაგვეხმარები, არა? - მუდარით შევხედე სანდროს
ის ოთახიდან უპასუხოდ გავიდა და მივხვდი ,რომ დუმილი ამჯერად თანხმობის ნიშანი ნამდვილად არ იყო.
დივნიდნ ვდგები და უკან მივყვები
- ასე ვერ მომექცევი!
დეჟავუ მაქვს, ჩვენი პირველი შეხვედრა მეორდება ერთი-ერთში და მაშინდელი სანდროც ბრუნდება:
- ეგ სცენები ჩემზე არ მოქმედებს ,რამდენჯერ უნდა გაგიმეორო? - მითხრა აუღელვებლად და სააბაზანო ოთახისაკენ წავიდა. ხელით შევაჩერე და თვალებში გაგულისებული შევაცქერდი
- მე ის ფული მჭირდება!
-ჩემი საქმე პარიზში დასრულდა, - თქვა მშრალად
- არა სანდრო ასე ვერ მომექცევი, იმ ფულის დაბრუნებაში უნდა დამეხმარო! - ვუთხარი მუდარით
- მაშინ დამარწმუნე!
- რა ?
-დამარწმუნე , რომ ფულის დაბრუნებაში მოგეხმარო, - გამიმეორა მშვიდად.
- ახლავე! - გავუღიმე ფართოდ
ტუმბოდან სანათი ავიღე და მისი მიმართულებით ვისროლე, მაგრამ აბაზანაში შესვლა მოასწრო და სანათი თეთრ კარს შეასკდა.
- საზიზღარო, უგულო კრიმინალო! - ვიყვირე და ამჯერად ყავილებიანი ლარნაკი შევახეთქე აბაზანის კარს.
“ღმერთო,რა კარგი შეგრძნებაა!”
კიდევ რამდენიმე ნივთი გავუყენე ლარნაკისა და სანათის გზას, ამან ცოტა დამაშვიდა და ისევ მისაღებში დავბრუნდი
- სანდრო უნდა დავარწმუნოთ, რომ იმ ფულის დაბრუნებაში დაგვეხმაროს, - ვუთხარი ლევანს.
- კარგი, იარაღს მოვიტან, - სკამიდან წამოიწია მან
- შენ რა იარაღი გაქვს? - წამოვიყვირე მე
- ელ, ბანკის მძარცველი ვარ და რა გასაკვირია რომ იარაღი მქონდეს, - ჯანსაღი თვალი აატრიალა მან
გონებაში შუბლზე პისტოლეტმიბჯენილი სანდრო წარმოვიდგინე და გულში უსიამოვნოდ გამკრა
- არ გვჭირდება ეგ, სხვა რამე მოვიფიქროთ
- კარგი, - დამნებდა ლევანი
- ვერაფერს ვხვდები, ნიკას ხომ საკამოდ დიდი თანხა ერგებოდა, არა? დანარჩენი რატომ წაიღო? - ამოვილაპარაკე რამდენიმე წუთიანი სიჩუმის შემდეგ
- არ ვიცი, ელე, ალბათ იმ სირს ისევ არითმეტიკასთან მოუვიდა “ჩეპე” და ეგონა რომ ექვსიანი შვიდი ნულით არც ისე ბევრია!
- ისიც არ მესმის, ფურგონი რომ გადამალა, მერე აქ რისთვისღა დარჩა?
- ალბათ სანდროს საბუთების წაღებაც უნდოდა. იფიქრა, რომ ის საბუთები ფულზე ძვირად ფასობდა და დარჩა ,რომ მათი ხელში ჩაგდებაც მოეხერხებინა
- რა საბუთები?
- ბანკის საცავიდან ფულთან ერთად რაღაც საბუთებიც წამოვიღეთ
- რა ეწერა იმ საბუთებში?
- აზრზე არ ვარ, მაგრამ სანდრომ მხოლოდ ეგ საბუთები მოითხოვა. გამოდის რომ რაღაც მნიშვნელოვანი ქაღალდებია, არა?
სახიდან ნელა მოვიშორე ხელები და ლევანს შევხედე. ის უსიტყვოდ მიმიხვდა და დივნიდან ერთდროულად წამოვხტით.
- შენ უჯრებში ეძებე, მე დანარჩენ ადგილებს მოვჩხრიკავ, - მითხრა ლევანმა.
- კარგი, - ვუპასუხე და უჯრებში ქექვას შევუდექი.
რამდენიმე წუთში ნომრის ყველა კუთხე კუნჭული გადავატრიალეთ,მაგრამ საბუთები ვერსად ვიპოვეთ.
- საძინებელი?
- არა მგონია, მაგრამ მაინც შევამოწმებ
საძინებელში გავედი, იქაც ყველაფერი შევამოწმე, მაგრამ საბუთები არც იქ არ იყო.
- იქნებ ნომერში საერთოდ არ არის? - მკითხა ლევანმა.
- შეიძლება, - ამოვილაპარაკე მე.
- გითხარი, იარაღს მოვიტან, შუბლზე პისტოლეტს რომ მივაბჯენ...
- ლევან, არა! მისმინე ,ერთი გეგმა მაქვს
- კარგი ,გისმენ, - ამოიოხრა მან
- მოკლედ , სანდრო ყოველღამე აქ იძინებს , მე - საძინებელში. ისე მოვაწყობ რომ ამაღამ აქ დავიძინებ, სანდროს საძინებელში მოუწევს შესვლა . თუ საბუთები ნომერშია, მას ხომ თან შეიტანს? ჰოდა საძინებელში შევიპარები და ქაღალდებს ხელში ჩავიგდებ. აბა , რას იტყვი?
- სიმართლე გითხრა?ყველაზე სულელური გეგმაა, რაც კი ოდესმე მომისმენია!
- მისმინე, ვცადოთ იქნებ გამოვიდეს... თუ არადა , მაშინ შენებურად ვიმოქმედოთ, კარგი?
ლევანმა რაღაცის თქმა დააპირა , მაგრამ ამ დროს სანდრო გამოვიდა საძინებლიდან და ორივე გავჩუმდით. ბართან მივიდა , ამით ვისარგებლე , ლევანისაკენ გადავიხარე და ვუჩურჩულე:
- ეს საქმე მე მომანდე!
- არაფერი გამოვა! - დაიჩურჩულა მანაც, მაგრამ მე თვალებით ვანიშნე, რომ ოთახიდან გასულიყო. მან ერთხანს იყოყმანა , მაგრამ ნომრიდან მაინც გავიდა. საძინებელში გავედი, პიჟამაში გამოვეწყვე დაისევ მისაღებში დავბრუნდი . წიგნი ავიღე, დივანზე წამოვწექი და ისეთი სახე მივიღე, თითქოს დიდი ინტერესით ვკითხულობდი, სინამდვილეში ორივე თვალი სანდროსკენ მეჭირა და მის ყოველ მოძრაობას გაფაციცებით ვაკვირდებოდი. ის დივნის ბოლოს, ჩემს ფეხებთან ჩამოჯდა და ტელეფონი მოიმარჯვა. დაახლოებით ნახევარი საათი უსიტყვოდ გავიდა. მე წიგნს “ვკითხულობდი” , სანდრო ისევ ტელეფონს ჩასცქეროდა.
“ვის ემესიჯება ამდენ ხანს?” - თვალი ჩუმად გავაპარე მისკენ
“ამაღამ მის ოთახში რომ შეიპარები,ტელეფონიც აიღე და მისი მიმოწერები შეამოწმე” - დამცინა ნინომ.
- საინტერესო წიგნია? - ტელეფონისთვის თვალის მოუცილებლად მკითა სანდრომ
-ძალიან , - ისევ წიგნს მივუბრუნდი.
- არ მეგონა ,ფრანგული თუ გესმოდა , - ჩაიცინა მან.
შევცბი. ახლაღა გავიაზრე ,რომ წიგნი მართლაც ფრანგული იყო.
“თხა და გიგო!”-ჩაბჟირდა ნინო
ჩემი გეგმა ისევე სულელურად დაიწყო ,როგორი სულელურიც მთლიანად იყო, მაგრამ იხტიბარი მაინც არ გავიტეხე. წიგნებთან მივედი, ფრანგ მხატვართა ნამუშევრების კატალოგი ამოვარჩიე და ისევ დივანზე დავბრუნდი. დაახლოებით ორი საათი ისევ სიჩუმეში გავიდა. ნახატების თვალიერებაში გავერთე კიდეც . შემდეგ საათს შევხედე : 21:00 - ს აჩვენებდა.
“დროა”
დავამთქნარე და დივანზე თვალებდახუჭული მოვიკუნტე. დაახლოებით ნახევარი საათის შემეგ ვიგრძენი დივნიდან როგორ წამოდგა.
- ელენე, - დამიძახა ხმადაბლა
თავი მოვიმძინარე . წიგნი ფრთხილად გამომართვა და ნახევრად შიშველ სხეულზე პლედი მომახურა. ამ ჟესტმა ისე გამაგულისა ,თავი ძლივს შევიკავე ,მისთვის რომ არ მეყვირა : “როგორ შეგიძლია იყო ისეთი უგულო,როგორც წეღან და მეორე მომენტში ასეთი მზრუნველი?”
თავი მოვთოკე, დაველოდე სინათლე სანამ ჩააქრო და თვალები ოდნავ გავახილე. მხოლოდ 5% მქონდა იმისა,რომ ჩემი გეგმა გაამართლებდა და გული სიხარულისაგან ამიფრთხიალდა,როცა მის ხელში თეთრი ქაღალდები შევნიშნე.
“გამოვიდა!” - გავიფიქრე გახარებულმა და თვალები ისევ დავხუჭე.
ერთი საათი გავიდა,საათნახევარი... მთელი ეს დრო ისე ვიყავი დაძაბული,რომ განძრევასაც ვერ ვბედავდი.
“მგონი ჩაეძინებოდა” - გავიფიქრე მას შემდეგ რაც თერთმეტი საათი შესრულდა, დივნიდან ფრთხილად წამოვდექი, ნერვიულობის დასაოკებლად ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და საძინებლისაკენ ნელა ავიღე გეზი.

კარი ნელა გავაღე და ოთახში ფრთხილად შევედი. საძინებელში გამეფებულ სრულ სიჩუმეს დროდადრო მხოლოდ ქარის წამოქროლვა არღვევდა. აივნის ღია კარიდან შემომავალი სინათლე საწოლს ეცემოდა. სანდრო გულაღმა იწვა,მშვიდად და თანაბრად სუნთქავდა. საბანი მხოლოდ წელამდე ეფარა, შიშველს პირველად ვხედავდი და ვიგრძენი გულისცემა როგორ გამიხშირდა. გარედან შემოსულ სინათლეზე მკაფიოდ გავარჩიე მისი ნავარჯიშევი მხრები, ოდნავ გარუჯული კანი...მზერა ნელა გადავატარე თმის თხელი ფენით დაფარული მკერდსა და მუცლის კუნთებს...
“რაებზე ფიქრობ?!” - გამოცრა ნინომ
სწრაფად გამოვერკვევიე და ოთახში მიმოვიხედე .ბევრი ძებნა არ დამჭირვებია : ქაღალდები ზუსტად საწოლის გვერდზე,ტუმბოზე იდო.მღელვარებამ ახალი ძალით შემომიტია , ღია კარიდან შემოსული სიცივისაგან სხეული ერთიანად მითრთოდა. ერთხელ და ძალიან ღრმად ჩავისუნთქე, შემდეგ ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით ფეხისწვერებზე დავდექი და ტუმბოსაკენ წავედი.
“აი, სად გამომადგა მამას დაძალებული ბალეტი!” - გავიფიქრე კმაყოფილმა,როდესაც საბუთები სრულიად უხმაუროდ ავიღე. ღია კართან დავდექი და ვეცადე გარედან შემოსულ სინათლეზე გამერჩია რა ეწერა ქაღალდებზე, მაგრამ დოკიმენტები ფრანგულ ენაზე იყო. აივანს მოვშორდი და ოთახიდან უხმაუროდ გამოვედი. სანდროს ქურთუკი შავი ატლასის მოკლე პიჟამაზე პირდაპირვე შემოვიცვი, წვრილზონრიან ფეხსაცმელი წვეულებაზე რომ მეცვა ხელის კანკალით მოვირგე და ამგვარი გასაოცარი ფორმით ჩავედი სასტუმროს ფოიეში. დამლაგებელმა ქალმა თავის საქმეს თავს ანება და გაოცებული მზერა გამომაყოლა.გარეთ საშინელი ქარია და შიშველ ფეხებზე მაშინვე მცივა.ქურთუკს მჭიდროდ ვიხვევ და ჯორჯ მეხუთის ავენიუს სწრაფი ნაბიჯით მივუყვები.კანტიკუნტად შემორჩენილი გამვლელები ჩერდებიან და გაოგნებულები მაკვირდებიან.წარმოდგენა არ მაქვს საით მივდივარ, ვცდილობ გზა დავიმახსოვრო .გარშემო მხოლოდ მდიდრული მაღაზიები და რესტორნებია.
“ღია ქსეროქსის ჯიხური ასეთ დროს სად უნდა ვნახო? “
ერთიანად ვკანკალებ, ათწუთიანი ხეტიალის შემდეგ პატარა განათებული ჯიხურის თავზე ინგლისურ წარწერას ვამჩნევ “XEROX” .გული სიხარულით მიფრთხიალებს და იქით გავრბივარ.გაოგნებულ კაცს ქაღალდებს ვაჩეჩებ და ინგლისურად ვუხსნი რომ ერთი ეგზემპლარი გადაიღოს. ის მაშინვე ამუშავებს ქსეროქსის აპარატს და ნახევარ წუთში ასლი მზად არის.კაცს ათდოლარიანს ვაძლევ და უკანვე გავრბივარ.ის რაღაცას მიყვირის, სავარაუდოდ ხურდის შესახებ,მაგრამ მე ყურადღებას არ ვაქცევ.სასტუმროში ერთიანად გაწეწილი და აქოშინებული ვბრუნდები.ნომრის კარს ვფრთხილად ვაღებ,ერთ ეგზემპლარს დივანზე ვდებ,მეორე ხელში ვიტოვებ.
“სად დავმალო?”
ხალიჩის ასაწევად ვიხრები
“არა ,აქ არა” - თავს ვაქნევ და უკეთესი იდეა მომდის როიალზე მდგარი ლარნაკიდან ყვავილებს ვიღებ, წყალს ფანჯრიდანვე ვასხამ და ფრანგული ყვირილიც მესმის
-ბოდიში, - ვჩურჩულებ,ქაღალდებს ლარნაკში ვტენი და ყვავილებს უკან ვაბრუნებ.
‘ესეც ასე!’ - ვფიქრობ კმაყოფილი, ქურთუკსა და ფეხსაცმელს ვიხდი და დივანზე ვჯდები სულის მოსათქმელად .ხუთი წუთის შემდეგ სახიდან ხელებს ვიშორებ,ღრმად ვისუნთქავ და საძინებლის კარს მტრულ მზერას ვესვრი.
“ახლა ვნახოთ!” - ქაღალდების ორიგინალს ვიღებ და საძინებელში შევდივარ.ამჯერად ხმაურს არ ვერიდები, პირიქით, კარს განზრახ ხმაურით ვკეტავ და სანდროს გაღვიძებას ველოდები.დიდხანს ლოდინი არ მჭირდება ის ჯერ ოდნავ იშმუშნება, ნელა ახელს თვალებს, მაშინვე მამჩნევს და ზანტად მიღიმის
- მოდი ჩემთან... - ნამძინარევზე მისი ხმა კიდევ უფრო დაბალი და მელოდიურია და მომეჩვენა რომ მისკენ ნაბიჯიც კი გადავდგი
“ელენე!” - მიყვირის ნინო და მაშინვე ვფხიზლდები.
სანდრო ჩემს ხელში საბუთებს ამჩნევს და ღიმილი ერთბაშად უქრება.
-რას აკეთებ?
- გარწმუნებ!
კვლავ ქაღალდებს უყურებს და ვგრძნობ როგორ მეწყება ხელის კანკალი.შემდეგ ძალიან ნელა მზერა საბუთებიდან ჩემს სახეზე გადმოაქვს და თვალს თვალში მიყრის
- დადე ეგ ქაღალდები, - ახლა მისი ხმა ყინულივით ცივია და შემცივნული სხეული კიდევ უფრო მეყინება.
-არა! შენ არ მითხარი “დამარწმუნე”?ჰოდა, აი ,გარწმუნებ.
-შენ ეხლა ძალიან დიდ სისულელეს აკეთებ! დადე საბუთები!
- მე უკვე ვთქვი “არა!”
სანდრო საწოლიდან იწევა და აივნისაკენ ვიხევ. ჯობდა სააბაზანოში შევსულიყავი, მაგრამ ახლა უკვე გვიან არის, ის უკვე აივანზეა.
-ელენე, შენ ეხლა მაგ ქაღალდებს დამიბრუნებ და ჩვენ ორივე ჩვეულებრივად გავაგრძელებთ ძილს!
-არა, შენ ეხლა პირობას მომცემ,რომ ფულის დაბრუნებაში დამეხმარები!თუ დამთანხმდები, ფულის დაბრუნების მერე დაგიბრუნებ შენს საბუთებს, თუ არ დამთანხმდები ...- წინადადებას აღარ ვასრულებ და საბუთებს აივნიდან ვწევ, - აბა,დაგარწმუნე?
-შენ ამას არ გააკეთებ, - მიღიმის მშვიდად. ჩანს,მართლა არ სჯერა,რომ ამას გავაკეთებ და ეს უფრო მაგულისებს.
-ასე ფიქრობ?- ვუღიმი ნელა,- მიყურე!- და საბუთებს ხელს ვუშვებ. სანდრო მაშინვე მოაჯირთან ჩნდება, მაგრამ უკვე გვიანია, ქარმა ძლიერად წამოიქროლა და ქაღალდებიც სხვადასხვა მიმართულებით წაიღო. სანდრო ერთხანს აკვირდება ,როგორ მიაფრიალებს ქარი თეთრ ქაღალდებს,შემდეგ მთელი ტანით ჩემსკენ ტრიალდება და გული შიშისაგან მეყინება, მის სახეზე ასეთი გამიმეტყველება არასდროს მინახავს.
-რამდენიმე წამი გაქვს,სანამ შენთან მოვალ.დამისახელე ერთი მიზეზი მაინც ,იმ ქაღალდების კვალს რატომ არ უნდა გაგიყენო!- მეუბნევა და ნელა მოიწევს ჩემსკენ
უკან ვიხევ მაგრამ აივანი ძალიან პატარაა. ორი ნაბიჯის შემდეგ ზურგე ქვის მოაჯირის ცივ შეხებას ვგრძნობ და კუთხეში ვემწყვდევი.ქარი საშინელი ძალით ქრის და თმას სახეში მახლის. თხელ პიჟამაში გამოწყობილს სიცივისა და შიშისაგან მთელი სხეული მეყინება.ჩემი აჩქარებული გულისცემის ხმა ყურებს მტკენს, ქვემოთ ვიხედები მიწაზე ქვაფენილი აგია, მანქანების სიგნალების ხმა მეხუთე სართულამდე ბუნდოვნად აღწევს და მე ასე ძალიან არასოდეს მნდომებია, რომ სპაიდერმენი ვიყო.

მზერა ისევ სანდროზე სახეზე გადამაქვს. ის ჩემგან მილიმეტრებში ჩერდება.
- აბა,გისმენ
-შეიძლება იმიტომ,რომ მათი ერთადერთი ასლი მე მაქვს?- ვჩურჩულებ და ისედაც ძლივს გასაგონი ბგერები ქარის ღმუილში იფარება.
- ვერ გავიგე?- ისევ ჩემსკენ მოიწევს ის , მე უფრო ძლიერად ვეკრობი მოაჯირს და უკანასკნელი ძალების მოკრეფით ვყვირი
- შენი საბუთების ერთადერთი ასლი მე მაქვს!
სანდრო ერთხანს უსიტყვოდ მათვალიერებს და ვამჩნევ თანდათან როგორ უქრება ცივი გამომეტყველება
-კარგი,დაგეხმარები იმ ფულის დაბრუნებაში,შენ კი მაგ ასლებს დამიბრუნებ. - ჩაილაპარაკა მშვიდად
ლაპარაკის უნარი აღარ მაქვს დ თანხმობის ნიშნად თავს ოდნავ ვუქნევ, საძინებელში ბრუნდება და მეც იმავეს გაკეთებას ვცდილობ,მაგრამ ნაბიჯსაც ვერ ვდგამ, ფეხები ერთიანად მიცახცახებს და მოაჯირს ორივე ხელით ვეყრდნობი,რომ არ ჩავიკეცო. ახლაღა ვხვდები, რომ სუნთქვას ვიკავებ, ღრმად ვისუნთქავ და ფილტვებიც ცივი ჰაერით მევსება. ცოცხალ - მკვდარი ვარ...
-კიდევ დიდხანს იდგები მანდ?შემოდი, ერთიანად გაიყინები,- აივანზე თავს ჰყოფს სანდრომ. ოთახში ლასლასით შევდივარ და ეს სრულ კონტრასტს ქმნის ჩემს წეღანდელ საბალეტო შემონარნარებასთან.
- საწოლში დაწექი,მალე გათბები.მე ისევ დივანზე დავიძინებ, - მეუბნევა მშვიდად, ისე თითქოს წუთის წინ აივნიდან გადაგდებით არ დამმუქრებოდეს და უეცრად არანორმალურ სიბრაზეს ვგრძნობ. საოცრად მინდება,რომ რამე ძალიან, ძალიან,ვატკინო, სამაგიერო გადავუხადო იმ შიშისთვის წეღან რომ გამომაცდევინა. სიბრაზისაგან ხელებს ვმუშტავ და ერთიანად ვცახცახებ.
“შეახტი!” - მიყვირა ნინომ.
“შეახტი!” - ტაში შემოკრა ენთუზიაზმით თვალებგაბრწყინებულმა ლიზიმ.
ჩემი მეები ასეთი ერთსულოვნები არასოდეს ყოფილან და სანამ ლოგიკურად აზროვნების უნარს ჩავრთავ,მანამდე უკვე ადგილს ვწყდები.
-მძულხარ! - ვკივი ისტერიკულად , სანდროს ვეტაკები და ორივე იატაკზე ვეცემით მე მუხლებზე ვარ ,ის -გულაღმა
-რას აკეთებ,გადაირიე?- ყვირის
ყურადღებას არ ვაქცევ,მომენტით ვსარგებლობ და სახეში მაგრად ვურტყამ.
-ეს იმისთვის რომ სიგიჟემდე შემაშინე!- ვკივი ისტერიკულად და სანამ გონზე მოსვლას მოასწრებს , მეორედ ვურტყამ.
-ელენე , დამშვიდდი!
მის ხმაში მხიარულ ნოტებს ვიჭერ და ეს უფრო მახელებს.
- რაც ლევანმა დაგაკლო , მე აგინაზღაურებ! - კბილებში ვცრი , მუშტების ქნევას თავს ვანებებ და მკერდის თმაში ვაფრინდები. სრულ ისტერიკაში ვარ.
-არა, ეგ არა!
სანრო ხელებში მწვდება, სწრაფად ვდგები, ტერფში ხელს მკიდებს ,ვეცემი ,მაგრამ წამოდგომას ვახერხებ და ოთახის მეორე მხარეს გავრბივარ.
-კარგი,გვეყო! - ხელებს შემრიგებლურად წევს სანდრო
-გვეყო? - ვხარხარებ შეშლილივით, - არააა, ჯერ ეხლა დავიწყეთ! - ვცრი კბილებში, ტუმბოდან სანათს ვიღებ და მისი მიმართულებით ვისვრი , იოლად იცილებს და სანათი ანტიკვარულ სარკეს ხმაურით ასკდება. გონზე მოსვლას არ ვაცლი და ამჯერად მძიმე საათს ვუქანებ, ნასროლი ნივთი მიზანს აღწევს და მხარში ხვდება. მის დაბომბვას არ ვწყვეტ ,ყველაფერს ვესვრი, რისი სროლაც შეძლება, მძიმე ნივთები რომ მითავდება ,ბალიშებზე გადავდივარ, ბალიშებიდან...
“ეხლა რა ვესროლო? “ - ვფიქრობ და კედელზე ნახატს ვამჩნევ, მაგრამ სანდრო ჩემსკენ მოიწევს და ამის დრო აღარ არის, გარშემო ვიხედები, წასასვლელი არსად არის, ალყაში ვარ.
-გაები, - იღიმის ბოროტად და კიდევ უფრო მიახლოვდება. ერთადერთი გამოსავალი საწოლზე ახტომაა და ასეც ვიქცევი ,მაგრამ სანდრო მასწრებს ტერფში მწვდება და მეც რბილად ვეცემი. ფეხს ვიქნევ და ასე ვცდილობ გავნთავისუფლდე მისი ხელისაგან ,მაგრამ ის მეორე ფეხსაც მიჭერს, ძიძგილაობაში პიჟამა მეწევა და თეთრი საცვალი მიჩანს ,მაგრამ არ მადარდებს, სრულიად შეურაცხადი ვარ და ისტერიკულად ვკივი
- ასე როგორ შემაშინე? ჩემი გადაგდება არც დაგჭირდებოდა, ცოტაც და შიშისაგან გავაცხებდი სულს!მწვალებელო, უგულო სადისტო!
-კარგი, ხომ გადამიხადე სამაგიერო ,ახლა დამშვიდდი!- იცინის ის და ეს ტირილამდე მაგულისებს.
-მე კიდევ ლევანს იმის უფლება არ მივეცი, რომ იარაღით დაგმუქრებოდა!
-მოიცა,რა?- სიცილს ერთბაშად წყვეტს , - იმ სირს იარაღი აქვს?
მის სიტყვებს ყურადღებას არ ვაქცევ და ბრძოლას ხელებით ვაგრძელებ, მაგრამ მათაც მიკავებს, ჩემს ფეხებს შორის ექცევა და ჩემი გაყინული სხეული მისი თბილი სხეულით იფარება... ამგვარად,ოთხივე კიდური პარალიზებული მაქვს ,მაგრამ არ ვნებდები თავს მისი მაჯისაკენ ვწევ და კანში კბილებს ვასობ.ის გინებას ცრის და ხელებს უფრო განზე წევს,რომ ვეღარ მივწვდე.
-გამიშვი!- ვყვირი და ფართხალს არ ვწყვეტ.
-ჯერ უნდა დამშვიდდე!
-ჩემს სიმშვიდეზე მაშინ გეფიქრა, სანამ სიგიჟემდე შემაშინებდი! - კბილებში ვცრი ვგრძნობ ,რომ სხეულში ძალა აღარ მაქვს და ყელში ბურთი მაწვება.
- მართალი ხარ, ასე არ უნდა შემეშინებინე,- ხმაში თბილ ნოტებს ურევს სანდრო.
- სადისტო, არადამიანო,არამზადა! - სიტყვებით ვაგრძელებ ბრძოლას.
“სადისტო,არაადამიანო,არამზადა?”- თვალები აატრიალა ნინომ - “რამე უფრო მძაფრი...”
- ნამდვილი ხარ!
“აი,ამას ვგულისმობდი!”- კმაყოფილმა გაიღიმა ნინომ.
-რომ იცოდე ,როგორ მძულხარ! - ხმის კანკალს ვეღარ ვფარავ.
-ვიცი,- მპასუხობს მშვიდად.
-არა, წარმოდგენაც კი არ გაქვს! - ჩურჩულზე გადავდივარ და ცრემლების შეკავებას ვეღარ ვახერხებ, - ამქვეყნად ყველაზე ძალიან...რას აკეთებ?!
-გამშვიდებ, - არის მშვიდი პასუხი
-არ მომიახლოვდე! არა! - უკანასკნელად ვიბრძვი
სანდრო ჩემს სიტყვებს ყურადღებას არ აქცევს,ჩვენს შორის დარჩენილ უმცირეს მანძილსაც ფარავს და მისი ტუჩები ჩემს ტუჩებს ეხება

***

მისი ტუჩების შეხებისთანავე როგორც მაშინ ლიფტში,მისი ტუჩების შეხებისთანავე უჩვეულო პროცესის დაწყებას ვგრძნობ:ჯერ ჩემს სხეულს საოცარი სიმშვიდე ეუფლება,ტანში სითბოდ მეღვრება და მუცელში სიამოვნების უჩვეულო ტალღად გარდაიქმნება.შემდეგ ეს ტალღა ისევ ზევით მოიწევს,ჩემი გულის კედლებს სწარაფად ეხეთქება და ისიც საოცარი სიმძლავრით იწყებს ფეთქვას.გონება მკარნახობს რომ გავიწიო , მაგრამ მთელი ჩემი არსება მის შეხებას ითხოვს .ბოლოს სხეულს ვნებდები, ათრთოლებულ ბაგეებს მის შესახვედრად ვხსნი და ჩვენი ენები მალევე პოულობენ ერთმანეთს. სანდროს სუნთქვა ნელია და ღრმა,მოძრაობა - ფრთხილი და მოზომილი.მისი სხეულის შეხების სურვილს ვერ ვეწინააღმდეგები და ხელებს ინსტიქტურად ვწევ,მაგრამ მისი თითების ბარიერს ვაწყდები.
-ხელები გამიშვი ,გთხოვ, - ვჩურჩულებ მის კოცნებს შორის.
- ჯერ პირობა მომეცი,რომ ჩემს მოგუდვას არ ეცდები,- ხმადაბლა ამბობს ის და ყვრიმალიდან ყურამდე მანძილს ცხელი კოცნებით მიფარავს.
- გპირდები, - ვჩურჩულებ მე და ისიც ჩემს თხოვნას ასრულებს. მის სახეს ხელებში ვიქცევ და ჩემი ტუჩებისაკენ ვიზიდავ, ახლა ჩვენი კოცნა უფრო სწრაფია და ძლიერი,ჩვენი სუნთქვები უფრო ხშირია. სანდროს ხელი ჩემს თეძოსთანაა და პიჟამას მკერდამდე მიწევს , ჩვენი შიშველი კანი ერთმანეთს ეხება და გულისცემის ხმა სმენას მიხშობს. მისი ტუჩები ჩემს ბაგეებს წყდება, ყელზე გადადის და ყელიდან მუცელზე ინაცვლებს. მისი ტუჩები თითქოს მაგნიტია,ჩემი სხეული კი ფოლადისაა წელს ვზნიქავ და ტანით მისი ბაგეებისაკენ მივიწევ .სხეულის ყველა უჯრედი მიფეთქავს, წელზე სანდროს მხურვალე ხელებს ვგრძნობ,მუცელზე - წვერსა და ცხელ ენას,თითებს ზეწარში ვხლართავ, თვალებს ვხუჭავ და მხოლოდ იმ ადგილებს შევიგრძნობ,სადაც სანდროს ცხელი ენა და ხელები მეხება...

კარზე მოულოდნელმა ბრახუნმა ერთიანად შემაკრთო, სანდროს ტუჩები ჩემს ყელთან გაშეშდა.
- ელენე ,მანდ ხარ? - იყვირა ლევანმა და უფრო მაგრად დააბრახუნა.
- მითხარი სად ინახავს იმ იარაღს ,ტყვია ჩემი ხელით უნდა დავახალო! - კბილებში გამოცრა სანდრომ და სახე ჩემს კისერში ჩარგო . ხელები ზურგზე მოვხვიე და ორივე სუნთქვის დაოკებას ვცდილობდით.
ბრახუნი განმეორდა.
- არაფერი უპასუხო და წავა , - ჩემს ყურთან ჩაილაპარაკა სანდრომ.
- ეგონება ,რომ აივნიდან გადამაგდე, - ამოვიჩურჩულე და იმწამსვე ჩემი სიტყვების დასტურად ლევანის ყვირილი გაისმა,ამჯერად სანდროს მისამართით:
-იცოდე, თუ რამე დაუშავე...
-ლევან,კარგად ვარ, ნუ ღელავ! - გავძახე მე
სანდრო ნელა წამოდგა და მის სხეულს მოწყვეტილ ჩემს სხეულს მაშინვე სიცივე შეეპარა. კარს მტრული მზერა ვესროლე, პიჟამა და თმა შევისწორე და საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი.
მაისური გადაიცვა და ხმადაბლა მკითხა
-კარგად არ?
თავი მსუბუქად დავუქნიე. ჩემსკენ დაიხარა, ტუჩებზე ნაზად მაკოცა და კარი გააღო.
კართან მდგარმა ლევანმა კითხვით აღსავსე მზერა მომაპყრო. გაფშეკილი ცერა თითი დავანახე, ყველაფერი კარგად არის - მეთქი, მსუბუქად ჩავახველე და ვთქვი:
- სანდრო დაგვპირდა,რომ ფულის დაბრუნებაში დაგვეხმარება...
-ამის ფულს არ დავაბრუნებ, - მშვიდად შემაწყვეტინა სანდრომ და თავით ლევანზე მიანიშნა.
-მაშინ ელენე საბუთებს არ დააბრუნებს! - შეუღრინა ლევანმა.
სანდრომ მე შემომხედა.მხრები ავიწურე და მობოდიშებასავით გავუღიმე
-ეს საქმე ერთად დავგეგმეთ
მას არაფერი უთვამს, ლევანს გულგრილად აურა გვერდი და მისაღებში გავიდა.
-კარგად ხარ?- მკითხა ლევანმა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
- კი
- დარწმუნებული ხარ? - შუბლი შეიჭმუხნა მან და დაბნეული მზერა ბრძოლის ველს დამსგავსებულ ოთახს მოავლო.ეჭვი არ მეპარებოდა რომ როდესაც ამ სასტუმროდან წავიდოდით “four season” -ის ადმინისტრაცია აღსანიშნავ წვეულებას გამართავდა
- დარწმუნებული ვარ, - გავუღიმე ლევანს
-კარგი. ე.ი. , საბუთები შენ გაქვს?
- მე მაქვს.
-მერე,რა წერია მაგ საბუთებში?
-არ ვიცი,ფრანგულ ენაზეა. ქსეროასლი გადავიღე და დავმალე
- რად გინდოდა ასლი?პირდაპირ ორიგინალი რატომ არ აიღე?
- ორიგინალი პირდაპირ სანდროს თვალწინ გადავუშვი აივნიდან.
-ეს რატომ გააკეთე? გაოცდა ლევანი.
-რა ვიცი,მინდოდა “დარწმუნების სცენა” უფრო ეფექტური გამომსვლოდა, - მხრები ავიწურე .
-მერე?ხომ არ შეგაშინა?
-სულ ოდნავ, - გავუღიმე .
- საბუთები უნდა აგეღო და მაშინვე ჩემთან მოსულიყავი, -შუბლი შეიკრა ლევანმა,- მისმინე, ამასთან დარჩენა საშიშია,იქნებ ამაღამ ჩემს ნომერში წამოხვიდე?
-ნუ ღელავ , არაფერს დამიშავებს, - ვუთხარი და ორივე მისაღებში გავედით.
- შენი იარაღი მომეცი, - ლევანს მიმართა სანდრომ.
- ხომ გითხარი, ამასთან დარჩენა საშიშია-მეთქი! - მე მომიტრიალდა ლევანი.
- ელენეს შეშინებას არ ვაპირებ,რეგვენო!
- მაშინ იარაღი რად გინდა?
- მისმინე, ფულის დაბრუნება გინდა თუ არა? გინდა !ჰოდა გააკეთე ,რასაც გეუბნევი!
ლევანი ცოტა ხანს შეყოყმანდა,შემდეგ ნომრიდან გავიდა.
- რად გინდა იარაღი? - ვკითხე სანდროს და მის გვერდით ჩამოვჯექი.
- მჭირდება, - მოკლედ მომიჭრა მან, კედელთან მივიდა, ნახატი გადასწია და მის უკან სეიფი გამოჩნდა.
“აი,თურმე სად ინახავდა საბუთებს”
ლევანი მალე დაბრუნდა და სანდრომ იარაღი სეიფში შეინახა.
-კარგი,გვითხარი ფულის დაბრუნებას როგორ აპირებ?- კითხა ლევანმა.
-ეგ შენ არ გეხება, - მშვიდად მოუგო სანდრომ.
-მეხება,სანამ ერთ საქმეში ვართ! - გაღიზიანდა ლევანი.
- ერთ საქმეში არ ვართ! - მოუჭრა სანდრომ.
- უკვე ძალიან გვიანია,დანარჩენზე ხვალ ვლაპარაკოთ ,კარგი? -ჩავერიე მე
ლევანმა სანდროს ერთხანს კიდევ უყურა მტრულად ,შემდეგ მე მომმართა:
- თუ რამის დაშავება დააპირა,მაშინვე ჩემთან გამოიქეცი!
- 48 კილოიანი გოგო შენზე უკეთ ჩხუბობს, ასე რომ ნუ ღელავ, შენი დაცვა ნამდვილად არ სჭირდება , - ჩაიცინა სანდრომ და ახლაღა შევნიშნე, რომ გახეთქილი ტუჩიდან ისევ სისხლი სდიოდა. ლევანმა გაკვირვებულმა გადმომხედა, მე სინდისის ქენჯნა ვიგრძენი.
- ლევანისთვის უნდა იარაღი უნდა გამოგერთმია, - მითხრა სანდრომ ,როცა ლევანი ნომრიდან გავიდა.
-რა? - დავიბენი მე.
- ლევანისთვის უნდა იარაღი უნდა გამოგერთმია და ისე დაგერწმუნებინე... ნახევარ სიცოცხლეს დავთმობდი იმის სანახავად მაგ პიჟამაში გამოწყობილი იარაღს როგორ მიმიზნებ, - მითხრა ხმადაბლა და მზერა ნელა გამისწორა
სესუალური სცენა მაშინვე თვალწინ დამიდგა და ვიგრძენი, ერთიანად როგორ ავწითლდი.სანდროს თვალი ავარიდე, ძილინებისა- მეთქი,ნაჩქარევად დავიჩურჩულე და საძინებელში სწრაფად შევედი. ოთახი ომგამოვლილს გავდა. ძირს დაგდებული საათი ავიღე, 02:00 -ს აჩვენებდა.ფიქრების გასაფანტად თავი გადავაქნიე , საწოლში ჩავწექი და გიჟური ღამისაგან გადაღლილს რამდენიმე წამში ჩამეძინა...



შხაპს ვიღებ , მისაღებში გავდივარ და ოთახში შესვლისთანავე ვშეშდები: დივანზე სანდრო ზის, ხელში ქაღალდები უჭირავს და ყურადღებით ჩასცქერის.
-დილამშვიდობისა, - მესალმება ისე რომ ქაღალდებიდან თავს არ წევს.
როიალისაკენ ვაპარებ თვალს, ლარნაკი კვლავ იქ დგას და ყვავილებიც ისევ ისე აწყვია
- ასლები გქონდა?- მზერა ისევ სანდროზე გადამაქვს .
-არა, - მშვიდად მპასუხობს ის.
-მაშინ როგორ იპოვე?
- მე არა, დამლაგებელმა ქალმა იპოვა. დილით ყვავილების გამოცვლას აპირებდა და აი,ასეთ საინტერესო რამეს წააწყდა მეტად საინტერესო ადგილას, - გამიღიმა მან.
-პირობას არ გატეხ, ხომ ასეა? - ხელები გულზე გადავაჯვარედინე
-არ გავტეხ. ესენი შეგიძლია დაიტოვო, ასლები უკვე გადავიღე, - მიპასუხა და ქაღალდები გამომიწოდა, მის ხელს გაგულისებულმა დავხედე და დივანზე ჩამოვჯექი.
- მაინც რა წერია მაგ საბუთებში ? რატომ არის შენთვის ასე მნიშვნელოვანი? - ვეკითხები , მაგრამ ის ჩემს კითხვას უპასუხოდ ტოვებს და მაგიდაზე გაწყობილ საუზმეზე მითითებს:
- 878 კალორია.
მე მაინც ვერ ვისვენებდი იყო ერთი კითხვა,რომელიც ყველაზე ძალიან მაწუხებდა.
”მიდი,ჰკითხე!” - შემაგულიანა ლიზიმ.ჰაერი ღმად ჩავისუნთქე და ისე რომ მისთვის არ შემიხედავს ,სანდროს ხმადაბლა ვკითხე:
- ავალიანთან ქალის გამო გაქვს მტრობა?
სანდრომ სახე ჩემსკენ მოაბრუნა და ყურადღებით შემათვალიერა. ერთიანად დავიძაბე და მღელვარების დასაფარად ყავა მოვსვი. რამდენიმე წამი სიჩუმეში გავიდა და ის იყო,სანდროს პასუხი უნდა გაეცა ,რომ ნომერში ლევანი შემოვიდა.
- დილამშვიდობისა, - მივესალმე მე, ლიზიმ უდროო დროს შემოსვლის ჩემპიონისათვის განკუთვნილი ჯილდო გადასცა.
- დილამშვიდობისა, - ხმადაბლა მომიგო მან , ჩვენს წინ ჩამოჯდა და სანდროს მაშინვე მტრული მზერა მიაპყრო.
- ყავა გინდა?
თავი უსიტყვოდ დამიქნია. ყავის აპარატთან მივედი და მათ მალულად შევხედე .სანდრო აუღელვებლად სვამდა ყავას, ლევანი ერთიანად დაძაბული და მომართული იყო. მივხვდი დილაუთენია რატომაც შემოვიდა : უნდოდა გაეგო, სანდრო ფულთან დაკავშირებით რას აპირებდა.
“ იმ ფულმა გონება სულ დააკარგვინა!” - გავიფიქრე და ყავის მომზადებას შევუდექი.
მეგობრული საუბარი არ გაგვიმართავს ,პირიქით ,ყავა სრულ სიჩუმეში დავლიეთ. ლევანი კვლავ დაძაბული იყო,სანდრო - მშვიდი,როგორც ყოველთვის. ლევანის დაძაბულობა მეც გადმომედო და ხან ერთისაკენ ვაპირებდი მალულად თვალს ,ხან - მეორისაკენ. საუზმეს როცა მოვრჩით, სანდრო ტელევიზორის წინ ჩამოჯდა,ფეხები მაგიდაზე შემოაწყო და ეკრანს მშვიდად მიაცქერდა...

ერთი საათის შემდეგ...

სანდრო ისევ ტელევიზორს უყურებს, ლევანი - სანდროს .მე მის გვერდით ვზივარ და ოთახიდან გასვლას ვერ ვბედავ ,რომ ბრძოლის დაწყება არ გამომეპაროს...

კიდევ ერთი საათის შემდეგ...

ლევანი იმავე პოზაში ზის, სანდრო “ Subway Surfers” - ს თამაშობს და ტელეფონისაკენ აქვს მთელი ყურადღება.
- მისმინე, - ლევანს მივმართავ , - ხომ ხვდები ,რომ ასე შენს ჯიბრზე იქცევა? სჯობს წახვიდე.
- არა,- მიპასუხა შუბლშეკრულმა ,ისე რომ სანდროსთვის მზერა არ მოუცილებია.
- ლევან, მე აქ ვარ და მერე ყველაფერს შეგატყობინებ.
- არა!
- რეკორდი მოვხსენი! - ყვირის სანდრო და ტელეფონს მიჩვენებს.
ვოხრავ,გონებაში ღმერთს გამძლეობას შევთხოვ და სავარძელში უფრო ღრმად ვეფლობი.

სამი საათის შემდეგ...

მანდილის როლში ყოფნა უკვე ძალიან მომბეზრდა,მაგრამ ლევანს დაძაბულობა ემატება, ყოველ წამს ველოდები ,რომ წყობიდან გამოვა და ოთახიდან გასვლას ვერ ვბედავ.
- ლევან... - მუდარით მივმართავ.
- არა! - მოკლედ მიჭრის .

ოთხი საათის შემდეგ...

სანდრომ მაგიდიდან ნახატების ის წიგნი აიღო ,რომელსაც მე ვათვალიერებდი გუშინ , დივანზე წამოწვა და უკვე ვხვდები,ამას რაც მოყვება.

ხუთი საათის შემდეგ...

დაახლოებით ნახევარი საათია სანდრო თვალებდახუჭული წევს დივანზე და მშვიდად ფშვინავს.
- რას აკეთებს?- ხმადაბლა გამოცრა ერთიანად აჭარხლებულმა ლევანმა.
- მისმინე,სანამ შენ აქ ხარ ,არაფერს არ გააკეთებს ,ხომ დარწმუნდი? - ამოვიოხრე მე.
- კარგი, - ჩემდა გასაკვირად მაშინვე დამნებდა ის, - შენ თვალი არ მოაცილო!
- გპირდები!

ლევანი ნელა წამოდგა , სანდროს კიდევ ერთხელ ესროლა მტრული მზერა და ნომრიდან გავიდა. მისი გასვლიდან წუთიც არ იყო გასული,რომ სანდროს “გამოეღვიძა”,დივნიდან წამოდგა და სეიფთან მივიდა. მაშინვე მივხვდი,რასაც აპირებს და წინ ვესვეტები.
-რას აკეთებ?- შუბლს იჭმუხნის.
-შენთან ერთან მოვდივარ, - მხრებს ვიჩეჩავ .
-შენ არსად არ მოდიხარ !
- ვითომ რატომ? - აღვშფოთდი მე.
- იმიტომ,რომ არც ისე სასიამოვნო ადგილას მივდივარ!
- მითუმეტეს! თუ სახიფათო ადგილას მიდიხარ,დამხმარე დაგჭირდება, - არ ვეშვები , ის ხმამაღლა იცინის.
- რა გაცინებს? მე მგონი გუშინ დაგიმტკიცე,რომ როცა საჭიროა საკმაოდ აგრესიული შემიძლია ვიყო!
სანდრო ცოტა ხანს კიდევ იცინის,შემდეგ მშვიდდება და უჩვეულოდ თბილ მზერას მაპყრობს
- შენ ყველაზე მამაცი გოგო ხარ ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ
მოულოდნელი კომლიმენტისაგან ვცბები, ლიზი ამაყად იჯგიმება და ცვირს მაღლა პრიხავს ,მაგრამ მის თავზე ცივი წყლის ნაკადი ეშვება...
- მაგრამ ამ საღამოს აქ დარჩები! - ბეჭედს სვამს სანდრო და ნომრის კარისაკენ მიდის. სწრაფადვე ვერკვევი და ფეხდაფეხ მივყვები.
-არ დავრჩები! - ვამბობ მტკიცედ და სახეში ჯიუტად ვაცქერდები.
- კარგი, მიდი ქურთუკი აიღე, - მეუბნება და მეც საძინებლისაკენ მივდივარ.
“მოიცა,რაღაც ძალიან ადვილად დამნებდა” - ოთახში შესვლისას მიელვებს გონებაში და ისევ მისაღებში გავდივარ, მაგრამ ის იქ აღარ არის. ნომრის კარი ჩაკეტილია, ნახევარი წუთი გადის სანამ ჩემს გასაღებს ვიპოვი და კარს გავაღებ.ლიფტი დაკავებულია და ვხვდები,რომ ის არის. კიბეებზე კი არ ჩავდივარ, მივფრინავ, პირველ სართულზე ვარ და იმწამსვე ლიფტიდან სანდრო გამოდის.
-სად გამექეცი,ძვირფასო?
- მანქანაში არ ჩაგისვამ,მისამართი არ იცი.ვნახოთ როგორ არ დარჩები! - გამოცრა კბილებში
- ტაქსით გამოგყვები, - მხრებს ვიჩეჩავ მე,
- ელენე ,სერიოზულად გეუბნევი სადაც მივდივარ იქ შენი ადგილი არ არის!
მე მაინც ჯიუტად შევყურებ. რამდენიმე წამის განმავლობაში ერთმანეთს უხმოდ ვუყურებთ თვალებში, მზერას არცერთი არ ვაცილებთ, ორი ჯიუტი არსება...
- კარგი! -ამიოხრა ბოლოს,- მხოლოდ ერთი პირობით : ისე მოიქცევი,როგორც მე გეტყვი!
-შევთანხმდით! - გავუღიმე მე.
- და ეს ჩაიცვი! - თავის ქურთუკს მაწვდის ის.
სასტუმროდან გამოვდივართ,სანდრო ტაქსის აჩერებს და ქაღალდზე დაწერილ მისამართს უწვდის.
- წავედით!- მითხრა და ტაქსიში ჩავსხედით.
- ჩვენი მანქანით რატომ არ წამოვედით? - სასტუმროს წინ მდგარ ფერარის გავხედე .
- მაგ მანქანით იქ რომ გამოვჩნდეთ სადაც მივდივართ, ხუთ წუთში ისე გაწევენ,ერთი ბორბალიც არ დარჩება მისგან.
- რა ადგილია ასეთი?
- რომ მივალთ , გაიგებ!
მის სიბრაზეს ყურადღებას არ ვაქცევ და ნომერში დილით დაწყებულ საუბარს ვაგრძელებ.
- წეღან კითხვაზე არ მიპასუხე... ავალიანთან შენი მტრობის მიზეზი ქალია?
- არა, - მშვიდად მომიგო .
ეს ის პასუხი იყო,რომლის მოსმენაც მინდოდა.მთელი სხეულით მოვეშვი და სახე მანქანის მინისაკენ მივატრიალე. უკვე ბნელოდა. დაბალი,ლამაზი შენობები,მდიდრული კაფე-ბარები და მაღაზიები თანდათან უჩინარდებოდა, მათ მაღალი,ასანთის კოლოფის მსგავსი კორპუსები ენაცვლებოდა, ასეთები თბილისის გარეუბნებში მრავლად მაქვს ნანახი. ტაქსი ერთ-ერთ გზაჯვარედინზე უხვევს,კიდევ ცოტა ხანს აგრძელებს გზას და შემდეგ ერთ ბნელ ქუჩაზე ჩერდება. მძღოლი ჩვენსკენ ბრუნდება და სანდროს რაღაცას ეუბნება ფრანგულად.
-რა ხდება?
-ეს რაიონი ღამით ძალიან საშიშია,ბევრი მძღოლი ერიდება ღამით აქ სიარულს , მეტს აღარ წაგვიყვანს, ცოტა გზის გავლა ფეხით მოგვიწევს, - მპასუხობს სანდრო და მანქანიდან გადმოვდივართ.
მძღოლი მაშინვე ძრავს მანქანას და მოსახვევში უჩინარდება. გარშემო ვიხედები და მღელვარება მეპარება. ირგვლივ მხოლოდ მაღალი, უსახური კორპუსებია, ლამპიონების შუქი მხოლოდ სამანქანო გზას ანათებს,შიდა ეზოებში სრული სიბნელეა.
-ხელი მომკიდე და წამით არ მომცილდე, - მეუბნება სანდრო და მეც მისი ნათქვამის მიხედვით ვიქცევი.
ლამპიონებით განათებულ ქუჩას მივუყვებით და მღელვარება თანდათან უფრო მეპარება.ქუჩები სრულიად ცარიელი,ჩანს მართლაც ყველა არიდებს თავს ღამით აქ გამოსვლას.
“ესეც პარიზის ბნელი მხარე” - ფიქრობ და ახლა ვხვდები,რატომ წამოიღო სანდრომ იარაღი და რატომ არ უნდოდა ჩემი წამოყვანა.
-სად მივდივართ? - ხმადაბლა ვეკითხები სანდროს,მაგრამ გარშემო ისეთი სიჩუმეა ,რომ ჩემი ნათქვამი მკაფიოდ მოისმის.
- ერთი ადგილი მეგულება,სადაც შეიძლება რომ ნიკა იყოს.
-რა ადგილია?
- ერთი სასტუმროა , ნომერი თბილისში წამოსვლის წინა დღეს იქირავა.
-ესე იგი,ჯერ კიდევ თბილისიდან წამოსვლამდე გეგმავდა ფულის წაღებას?
-ეგრე გამოდის
რამდენიმე წუთის შემდეგ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს დანთებულ კოცონს ვამჩნევ.მას ოთხი ტიპი უზის და ოთხივე ჩვენ გვაყოლებს მზერას. თვალს მაშინვე ვარიდებ და სანდროს უფრო ახლოს მივყვები. ცოტა მოშორებით,განათების ბოძთან სამი გოგო დგას, ჩაცმულობაზე ეტყობათ, მეძავები არიან. მოულოდნელად ბნელი კუთხიდან ვიღაც ხტება,გზას გვიღობავს და სანდროს სიცილით რაღაცას ეუბნება, შიშისაგან ვხტები, სანდრო უპასუხოდ უვლის გვერდს და გზას აგრძელებს.
-რა უნდოდა?- ვეკითხები და მხარს უკან უცნაურ არსებას ვუყურებ.ქალის ტანსაცმელი აცვია ,მაგრამ მყვირალა მაკიაჟით შეღებილი ნაკვთები და აღნაგობა კაცისა აქვს.
-აინტერესებდა მესამეს ხომ არ ვეძებთ
-მესამეს? - დავიბენი მე.
-საწოლში დასამატებლად, - მიხსნის ის და ბნელ კუთხეში უხვევს.
სიბნელეში ნეონის აბრით განათებული შენობა ჩანს. გვერდზე დატანებული კიბიდან დაბლა ჩავდივართ და ნეონითვე განათებულ დარბაზში ვხვდებით.
- ეს არის ის სატუმრო? - ვეკითხები სანდროს,მაგრამ მუსიკის ხმაურში ჩემი ხმა იფარება.
გაოცებული ვიხედები გარშემო. ეს ადგილი ყველაფერია ერთად : ბარი ,კლუბი,ბორდელი და სასტუმროც. ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში უამრავი ხალხი ირევა.ზოგი ცეკვავს, ზოგი სიგარეტის კვამლში გახვეულ მაგიდას უზის. უმეტესობას გათიშული, არაფრისმთქმელი სახეები აქვთ.
“ალბათ ნარკოტიკებისაგან” - ვფიქრობ მე.
სანდრო უფრო მჭიდროდ მკიდებს ხელს და ბრბოში გზას მიიკვლევს. ვიღაც ტიპი წინ მეღობება და რაღაცას მიყვირის ფრანგულად, მაგრამ სანდრო ხელის კვრით იცილებს. ბართან ვჩერდებით. სანდრო ბარმენს ფურცლის ნაგლეჯსა და ორმოცდაათ დოლარს უწვდის. ის თავს აქნევს და ფრანგულად რაღაცას ეუბნება. სანდრო კიდევ ერთ ორმოცდაათდოლარიანს აწვდის და ბარმენიც სადღაც უჩინარდება. ჩემს ყურადღებას გვერდით ალერსში გართული წყვილი იპყრობს გოგო სკამზე ზის ,ნახევრად დახლზეა გადაწოლილი, ფეხები პარტნიორისათვის წელზე აქვს შემოხვეული და ვნებიან ბგერებს გამოსცემს.ბიჭი საჯდომზე ისე ებღაუჭება, თითქოს უნდა რომ არსად გაექცეს.სულ არ ადარდებთ, რომ ირგვლივ ამდენი ხალხია და... ამის გაკეთებას პირდაპირ ბარში იწყებენ! თავს ვაქნევ და გაფართოებულ თვალებს ვაცილებ , ბარმენი უკან ბრუნდება, სანდროს დარბაზის ბოლოს კარზე უთითებს და გასაღებს აწვდის.ვხვდები,ნიკას ნომრის გასაღებია.
“არც კი უკითხავს,რისთვის გვინდა... იქნებ ქილერები ვართ და კაცის მოსაკლავად მივდივართ?ადამიანის სიცოხლეს ას დოლარად ყიდის?” - ვფიქრობ შეშფოთებული, შემდეგ თავს ვაქნევს და სანდროს მივყვები.ასეთი ადგილი მორალზე ფიქრისათვის შესაფერისი არ არის.
კარიდან სუსტად განათებულ დერეფანში შევდივართ,დერეფნის ბოლოს კიბეები და მას მივუყვებით. სრული სიჩუმეა,მუსიკის ხმაური აქ ვეღარ აღწევს.
-რას აპირებ?- ჩურჩულით ვეკითხები სანდროს, მაგრამ ის არაფერს მპასუხობს,მეორე სართულზე ავდივართ და საღებავაცლილი კარის წინ ვჩერდებით.ოთახში მუსიკაა ჩართული, როკმუსიკის ჰანგებში ოხვრისა და ტყლაშუნის მაგვარ ხმას ვარჩევ. სანდრო გასაღებს ფრთხილად აცურებს საკეტში, კარიც უხმაუროდ იღება და თვალწინ უცნაური სანახაობა გვეშლება ჯერ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე შემდგარ წითელთმიან,შუანის ქალს ვამჩნევ. ქალს მაღალყელიანი წინდები და ლატექსის საცვლები აცვია, იმავე მასალის ხელთათმანში შავი მათრახი უჭირავს.ძირს თეთრეული ყრია, კედელთან რკინის რიკულებიანი საწოლი დგას და მასზე წელსზევით შიშველი ნიკა პირქვე ამხია


***

ოთახში უხმაუროდ შევდივართ ქალი მაშინვე გვამჩნევს, მოქნეულ მათრახს აჩერებს და ინტერესიან მზერას გვაპყრობს.სანდრო ტუჩებზე თითის მიდებით ანიშნებს, რომ ჩუმად იყოს და თავით კარისაკენ უთითებს.
-რატომ გაჩერდი? - ვნებიანად კრუსუნებს თვალებდახუჭული ნიკა.
- სტუმრები გყავს, - რუსულა პასუხობს ქალი და ოთახიდან გადის
ნიკა სწრაფად ახლს თვალებს, ჩვენ დანახვაზე შეშლილივით ყვირის და საწოლიდან იწევა,მაგრამ ვერსად გარბის რკინის რიკულებზე ვარდისფერი ბუმბულებით გაწყობილი ბორკილებითაა მიბმული.
-რა გინდა ჩემგან? - ყვირის განწირული ხმით
-მშვენივრად იცი, -მშვიდად პასუხობს სანდრო
-არ ვიცი! მე არაფერი ვიცი! - ყვირილს განაგრძობს ნიკა.
-ნუ ყვირი! - კბილებში ცრის სანდრო, - ჩვენ შენ არაფერს დაგიშავებთ,მხოლოდ იმას გავიგებთ, რაც გვაინტერესებს და აქედან მშვიდად წავალთ.
- რა გაინტერესებს? თუ ფულს გულისხმობ,მაგასთან არაფერი მაკავშირებს!
-მართლა?მაშინ სასტუმროდან რატომ გამოიპარე?ან ეს ნომერი რატომ იქირავე?- წარბები აზიდა სანდრომ.
- მე ეს ისე... უბრალოდ, ყოველი შემთხვევისთვის, - იბნევა ნიკა.
- ტყუილებს შეეშვი და მიპასუხე ! სად არის ფული? - სანდროს ხმაში ბრაზი ერევა.
- არ ვიცი! ფულის გაუჩინარებასთან არაფერი მაკავშირებს! - ჯიუტად განაგრძობს ნიკა.
-კარგი, მაგის გასარკვევად მრავალი მეთოდი არსებობს. ჯერ შედარებით მსუბუქით დავიწყოთ, - მშვიდად ამბობს სანდრო
საწოლიდან ტყავის მათრახს იღებს და ხელში ათამაშებს.
-მე მგონი,ეგ პირიქით, სიამოვნებას მიანიჭებს, - ნიკას წითელი ზოლებით დაფარულ ზურგზე ვანიშნებ მე. მათრახს იატაკზე აგდებს და ოთახში მზერას ყურადღებით ატარებს . პირდაპირ ოთახის შუაგულში ჯაკუზია მოწყობილი და სანდროს მზერა მასზე ჩერდება
- როდესაც გეტყვი მუსიკას აუწიე, - მეუბნება მე და სვიტრის სახელოების აკეცვას იწყებს.მუსიკალურ აპარატთან მივდივარ,პულტს ვიღებ და დივანზე ვჯდები.
-ელენე,გთხოვ! - ამჯერად მე მომმართავს სასოწარკვეთილი ნიკა. ჩანს, ხვდება რომ სანდროსთან ვერაფერს გახდებადა ჩემი სიბრალულის იმედი აქვს.წამით მართლაც ვყოყმანობ.
“მან იცოდა რისთვის გჭირდებოდა ის ფული,მაგრამ მას არ შეცოდებიხარ!” - კბილებში ცრის ლიზი.
- ხომ იცოდი ის ფული რისთვის მჭირდებოდა?ეგ როგორ შეგეძლო? - წყენით აღსავსე ხმით ვეკითხები ნიკას.
- დაგიბრუნებ მაგ ფულს! - დაუფიქრებლად ყვირის ის და ყველაფერი ნათელი ხდება. სიბრალულის ნაპერწკალი მაშინვე მიქრება და გონება ბრაზით მევსება.
-შენ ხომ იმ ფულის გაუჩინარებასთან არაფერი გაკავშირებს?მაშინ რის დაბრუნებას აპირებ? - წარბები აზიდა სანდრომ.
-მე,მე...მე ეს ისე ვთქვი,ინსტიქტურად!
-როგორც ჩანს დემეტრე თავდადებულმა ჩაგაგონა სიმტკიცე გამოიჩინეო ,- მშრალად ჩაილაპარაკა სანდრომ
-ეგ ვინ არის? ეგეთს არავის არ ვიცნობ! - ბღავის ნიკა.
სანდროს მზერა ჩემზე გადმოაქვს
- აუწიე!
ოთახში “royal blood” იწყებს სიმღერას.
- ვგიჟდები ამ სიმღერაზე! ეს სიმღერა ბოროტი რაღაცების ჩადენისაკენ მიბიძგებს... - ვუღიმი ნიკას და ისე რომ სახიდან მზერას არ ვაცილებ, მუსიკას ვუწევ.

მას შეშინებული მზერა ისევ სანდროზე გადააქვს, მოულოდნელად მის ქამარში გარჭობილ იარაღს ამჩნევს, თვალები შიშისაგან უფართოვდება და ყურისწამღებად კივის, მაგრამ მუსიკა მის ხმას ფარავს. სანდრო მის ყვირილს ყურადღებას არ აქცევს, ხელებს უთავისუფლებს და ჯაკუზისაკენ მიათრევს.
-ეხლა მისმინე...- მშვიდად იწყებს
- რას მიპირებ? - ყვირილით აწყვეტინებს ნიკა.
-მისმინე-მეთქი ! - კბილებში ცრის სანდრო, - ეხლა ცოტა ხნით ჩაყვინთავ...
-არაააა! - დასაკლავი ხბოსავით ბღავის ნიკა.
- ...და როცა ამოყვინთავ,დაასახელებ ზუსტ ადგილს ,სადაც ფულს ინახავ! - დაასრულა სანდრომ და სანამ ნიკა კიდევ რამის თქმას მოასწრებდა, თავი ქაფიან წყალში ჩააყოფინა.
ნიკა ერთიანად ფართხალებს,ხელებს და ფეხებს იქნევს,მაგრამ სანდროს მტკიცედ უჭირავს. ნახევარი წუთის შემდეგ სანდრო ხელს უშვებს და ისიც მაშინვე წევს წყლიდან თავს.
- შენი დედ... - ყვირილით იწყებს ნიკა,მაგრამ მის ხმას წყლის დგაფუნი ახშობს.
-არასწორი პასუხია! გაითვალისწინე ,ყოველ ჯერზე შენი წყალქვეშა ტურის დრო გახანგრძლივდება!
ერთი წუთი გადის,მღელვარება მეპარება და სანდროსთან მივდივარ.
- სანდრო,მე მგონი საკმარისია, გაუშვი, - ვეუბნები ფრთხილად, მაგრამ ის ყურადღებას არ მაქცევს
მესამე ტურისა და კიდევ ორწუთიანი ყვინთვის შემდეგ,ნიკამ ამოიხრიალა:
-ფურგონი სასტუმროს წინ დგას,ფული ისევ იქ არის!- და სიმღერაც დამთავრდა.
-კარგი,ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეორებთ იმავეს და როცა ამოყვინთავ ,მკაფიოდ და გასაგებად იტყვი: “მე მოღალატე,ხარბი ვარ!”
-სანდრო... - ვიწყებ მე ,მაგრამ ნიკას ყვირილი მაწყვეტინებს:
-არ მინდა ჩაყვინთვა,არა, მაგას ისეც ვიტყვი! მე...
სანდრო ნიკას ცივად უშვებს ხელს,ის გულაღმა ეცემა იატაკზე და წყლიდან ამოგდებული თავზივით ფართხალებს...
ერთხანს სული მოითქვა,შემდეგ ნელა წამოდგა და საწოლთან მილასლასდა. ქერა თმა-წვერი ერთიანად სველი ჰქონდა.სიცივისა და შიშისაგან ციებანივით კანკალებდა. შემებრალა, იატაკიდან საბანი ავიღე და უხმოდ მივაწოდე.
- გთხოვ... - ხმის ცახცახით ამოთქვა ნიკამ, როცა სანდრო მიუახლოვდა.
- მანქანის გასაღები მომეცი, - მშვიდად უთხრა მან და ნიკამაც უსიტყვოდ შეასრულა მისი ნათქვამი.
სანდრომ გასაღები გამოართვა, ნიკა ერთი ხელით საწოლზე მიაბა,მეორეში ვისკის ბოთლი შეაჩეჩა.
- დილამდე ამით გაერთე
მხრებზე ხელი მომხვია და სასტუმრო იმავე გზით დავტოვეთ.
- ეხლა? - ვკითხე სანდროს, როცა გარეთ გამოვედით.
- ეხლა შენ ტაქსიში ჩაჯდები და სატუმროში დაბრუნდები... ელენე , არ დაიწყო! - დაამატა ,როდესაც წინააღმდეგობის გასაწევად პირი გავაღე.
- კარგი, - დავნებდი მე,რადგან წეღანდელზე ბევრად შეუვალი ხმა და სახე ჰქონდა.
სამანქანო გზაზე გამოვედით, ტაქსი მხოლოდ დაახლოებით ოცწუთიანი ლოდინის შემდეგ გამოჩნდა. სანდრომ მძღოლს მისამართი უკარნახა, იარაღი ამოიღო და მე გამომიწოდა.
- რად მინდა?- გავოცდი .
- რამე თუ დააპირა, - მძღოლზე მიმითითა
- არაფერს დაპირებს, უკვე საკმარისად შეშინებულია , - მძღოლის გაფართოებულ თვალებზე ვანიშნე და პირქუშ გარემოს კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი, - შენ დაიტოვე , შენ უფრო დაგჭირდება...ესეც, - დავამატე და მისი ქურთუკი გავუწოდე.
ქურთუკი გამომართვა და კარი გამიღო, მაგრამ მანქანაში ჩაჯდომას არ ვჩქარობდი.
- მალე მოდი ,კარგი? - ვუთხარი და თვალებში შევაცქერდი.
პასუხად ის ჩემსკენ დაიხარა და ტუჩებზე ნაზად მაკოცა.ტაქსიში ჩავჯექი, სანდრომ მძღოლს კიდევ რაღაც უთხრა ფრანგულად და კაცის შეშინებული გამომეტყველებიდან მივხვდი, რაც შეიძლებოდა რომ სანდროს მისთვის ეთქვა. მან მანქანა მაშინვე დაძრა და დაახლოებით თხუთმეტ წუთში უკვე პარიზის ცივილიზებულ ნაწილში ვიყავით.მძღოლს რამის დაპირება არც უფიქრია. დროდარო თვალებს შეშინებული აპარებდა ჩემსკენ.ალბათ ერთი სული ჰქონდა უცნაური მგზავრი მალე მივეყვანე დანიშნულების ადგილამდე და მალევე გამცლოდა. სინდისმა შემაწუხა და მობოდიშება გადავწყვიტე .
- თქვენი შეშინება არ გვიფიქრია, უბრალოდ ის ადგილი ძალიან საშიშია და ხომ გესმით... - დავიწყე ინგლისურად ,მაგრამ ჩანს მას ინგლისური არ ესმოდა, ჩემი სიტყვები მუქარად მიიღო და შეშინებულმა სიჩქარეს მოუმატა.
“ოხ,სანდრო!” - თავი გავაქნიე და მძღოლს ასევროიანი გავუწოდე საკომპენსაციოდ.
სასტუმროში რომ მივედი,თორმეტი საათი სრულდებოდა.დაძინება არც მიფიქრია,ყავა მოვიმზადე და დივანზე ჩამოვჯექი.
ერთი საათი გავიდა ,მაგრამ სანდრო არ ჩანდა. ფანჯარასთან მივედი და ღამის პარიზს გადავხედე.ქუჩაში აქა-იქღა მოძრაობდა მანქანები, ფანჯრების უმეტესობა უკვე ჩაბნელებული იყო.
“სად ხარ?"
დარეკვა გადავწყვიტე, მაგრამ გამახსენდა რომ ტელეფონი სანდროს ქურთუკის ჯიბეში დამრჩა. ისევ დივანთან მივედი და პლედში გავეხვიე. მაშინვე ნაცნობი სურნელი მეცა და გული მღელვარებისაგან შემეკუმშა .კიდევ ერთი საათი გავიდა,სანდრო არ ჩანდა და გონებაში საშინელი სცენარების შეთხზვა დავიწყე.
“იქნებ ნიკა მარტო არ იყო და სხვებთან ერთად მოქმედებდა? იქნებ იმ კლუბიდან ვინმე აგვედევნა?იქნებ...იქნებ... ოჰ,მარტო არ უნდა დამეტოვებინა!” - გავბრაზდი ჩემს თავზე.
“ნუ იქნები დრამის დედოფალი! არაფერიც არ მოუვა მაგ შენს ძვირფას კრიმინალს” - თვალები აატრიალა ნინომ, ლიზი ჩემსავით ერთიანად მღელვარებას მოეცვა.
“თუ ოც წუთში არ გამოჩნდა,ლევანთან გავალ და მასთან ერთად დავბრუნდები იმ რაიონში” - გადავწყვიტე და თავს შევებრძოლე, რომ თვალები არ მომეხუჭა.
როცა ძალიან ვნერვიულობ და ვიძაბები, ერთი უცნაურობა მემართება :მთელი სხეული მიდუნდება,ერთიანად ვპარალიზდები და ძილი მერევა. დაახლოებით ისე, სიზმარში ვინმე მოკვლას რომ გიპირებს,შენ გინდა გაიქცე ,მაგრამ ვერაფერს აკეთებ.ჩემს თავს ვებრძოდი ,მაგრამ არ გამომივიდა: რამდენიმე წუთში გავითიშე. მღელვარება ძილშიც ჩამყვა,უცნაურ სურათებს ვხედავდი სანდროს მონაწილეობით.გონება გამოფხიზლებას ცდილობდა ,მაგრამ არ გამომდიოდა...

ფრთხილმა შეხებამ ძილბურანიდან ერთიანად გამომიყვანა და თვალები სწრაფად გავახილე.
- ჩშშ, მე ვარ , - დაიჩუჩულა სანდრომ, პლედი ასწია და ფრთხილად მომიწვა გვერდით .
- სად იყავი ამდენ ხანს? - ამოვთქვი მღელვარედ
- დაიძინე, - ისევ ჩურჩულით მითხრა მან, წელზე ხელი მომხვია,სხეულზე მიმიკრო და შუბლზე ფრთხილად შემახო ტუჩები. თითებით ჯემპრზე ჩავეჭიდე ,ისე თითქოს მისი გაშვება აღარ მინდოდა, სახე მის მკერდში ჩავრგე და მღელვარებისაგან ერთიანად გადაღლილი ნახევარ წუთში გავითიშე.


უჩვეულო სითბომ გამაღვიძა,მთელი სხეული მიხურდა.თვალები ნელა ავახამხამე, შავი წვერის ძირებს წავაწყდი და გამეღიმა.თმაზე მის ალერსიან შეხებას ვგრძნობდი.
- დილამშვიდობისა , - გამიღიმა სანდრომ და საფეთქელზე თბილი ტუჩები შემახო.
- დილამშვიდობისა, -ამოვილაპრაკე და თვალები ისევ დავხუჭე.
ალერსიანი დილითა და მისი სიახლოვით ვტკბებოდი.სანდროს თბილ თითებს ჯერ სახეზე ვგრძნობდი, შემდეგ ნელა დაუყვა ჩემს სხეულს და მაისურში ნელა შემიცურა, შიშველ კანზე მისი შეხება ვიგრძენი და მთელ ტანში სასიამოვნო იმპულსებმა დამიარეს, თვალები ნელა გავახილე, ის ერთხანს უხმოდ მაკვირდებოდა სახეში, ჩემსკენ დაიხარა ტუჩები მის შესახვედრად გავხსენი და ჩვენი ენები მალევე შეერთდა. ჯერ ნაზად ვკოცნიდით ,დინჯად ვაგემოვნებდით ერთმანეთის ტუჩებს,შემდეგ ჩემს სხეულში სიამოვნების ტალღებმა იმატა, ხელები თმაში შევუცურე და უფრო მჭიდროდ მოვიზიდე. ჩვენი ალერსი გახელდა, გულმა ფეთქვას უმატა , სისხლი ხმაურით ეხეთქებოდა ვენების კედლებს , მის სურნელსა და სითბოს ჭკუიდან გადავყავდი, წელზე ხელი მომხვია და სხეულზე უფრო მჭიდროდ მიმიკრა. თითები ჩემს ნეკნებზე ააცურა და მკერდთან შეაჩერა,მისი ხელის სითბო გულთან სულ ახლოს ვიგრძენი და მანაც გახელებულმა დაიწყო ფეთქვა, სანდროს ტუჩები ჩემს ბაგეებს მოწყდა და ყელზე გადაინაცვლა,მე მისი ჯემპრის ბოლოებისაკენ წავიღე ხელები...

კარზე კაკუნია.
- გინდა სასტუმრო შევიცვალოთ , რომ ვეღარასოდეს ვეღარ მოგვაგნოს? - მკითხა სანდრომ,ისე რომ ყელზე ალერსი არ შეუწყვეტია.
- არაფერი ვუპასუხოთ და წავა , - თვალებდახუჭულმა ამოვიჩურჩულე .
კაკუნი განმეორდა.
- ფულის ამბავი აინტერესებს, სანამ არ გაიგებს ,იქამდე ფეხს არ მოიცვლის, - ამოიოხრა სანდრომ, ჩემს სხეულს მოსცილდა და ქურთუკიდან გასაღები ამოიღო. მაისური შევისწორე და კარი გავაღე. ლევანი მომესალმა და მზერა მაშინვე სანდროს მიაპყრო,მან გასაღები ესროლა და ქაღალდი გაუწოდა.
- მანქანა ამ მისამართზეა.
ლევანმა უსიტყვოდ დაუქნია თავი და მაშინვე გავიდა ნომრიდან.
- მეც უნდა წავიდე, - გადმომხედა სანდრომ.
- უნდა წახვიდე ? - იმედგაცრუება ვერ დავმალე .
- ჰო,ერთი საქმე უნდა მოვაგვარო, - სახეზე მომეფერა ის.
- რა საქმე?
- მალე გაიგებ, -გამიღიმა მან და საძინებლისაკენ წავიდა.
- საუზმეზეც არ დარჩები? - უკან გავყევი მეც.
- არა, - მიპასუხა მან და ნიჟარასთან მივიდა.
- ო, კარგი
სანდრომ კბილების გაწმენდა დაასრულა, ჯემპრი გაიხადა და კარადასთან მივიდა. კარს მივეყრდენი და ნელა დავუწყე თვალიერება, ვუყურებდი მის მშვენიერ სხეულს,სახეს, ხელებს... და მივხვდი, რომ მაგრად გავები. თავი გავაქნიე ფიქრების გასაფანტად და იატაკს დავაშტერდი.
- რა მოხდა? - ჩემი გამომეტყველება არ გამორჩენია სანდროს.
- არაფერი ისეთი, მეგონა საუზმეზე დარჩებოდი ,- ამოვილაპარაკე .
- მხოლოდ ეს არის? - . მივხვდი, ტყუილს მიმიხვდა და გავწითლდი.
-დიახ! სხვა რა უნდა იყოს ? - იხტიბარი არ გავიტეხე .
მან მსუბუქად ჩაიღიმა,ჯემპრი გადაიცვა და სახეზე მომეფერა.
- მალე მოვალ,არ მოიწყინო,კარგი?
- კარგი
ჩემსკენ დაიხარა, ტუჩებზე კიდევ ერთხელ მაკოცა და საძინებლიდან გავიდა.ფიქრებიდან გამოვერკვიე,სააბაზანოში შევედი,დილის პროცედურები ჩავიტარე და შემდეგ საუზმე შევუკვეთე.


საღამომ ისე მოაღწია,რომ სანდრო არ გამოჩენილა.დერეფანში გავედი და ლევანის ნომერზე დავაკაკუნე,მაგრამ კარი არავინ გამიღო.
“როგორც ჩანს,არც ის არ დაბრუნებულა “-გავიფიქრე და ჩემს ნომერში დავბრუნდი. ტელეფონი ავიღე,დივანზე წამოვწექი და ჩემი და სანდროს ძველი მიმოწერა გავხსენი. გამეღიმა.ისეთი არც არაფერი იყო, სანდრო მოკლედ მატყობინებდა, რომ საფრანგეთში შემდეგ დღეს მივფრინავდით და მეც ასეთივე ლაკონიურ პასუხს ვუბრუნებდი. ეს სულ რამდენიმე დღის წინ იყო,მაგრამ იმის მერე იმდენი რამ მოხდა, რომ ასე მეგონა ამ მიმოწერის შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა...
თავი გავაქნიე და ახალი შეტყობინება ავკრიფე:
“სად ხარ?ეს არის შენი დაპირება მალე მოვალო ?!”
“არაა, ნევროზიანი ცოლის მესიჯს გავს”
,ტექსტი წავშალე და ახლის აკრეფა დავიწყე:
“სად ხარ? იმედი მაქვს შენ და ლევანმა ისევ არ იჩხუბეთ,ავალიანს არ გადაეყარე,ნიკამ არ გიპოვა ან...”
“ ან ყველაზე უარესი:პოლიციამ არ დაიჭირა და ეხლა საკანში არ ყურყუტებს!” - გავიფიქრე შეშფოთებულმა.
“გოგონი მთლად ნუ დაკარგავ გონებას!დამშვიდდი და მისმინე!” - შემომძახა ლიზიმ.
ჭიქა ბარზე დავდგი და ლიზის ყური მივუგდე.
“ეხლა დაწერე...” -მითხრა და ტექსტის კარნახს შეუდგა: ” სად ხარ?ვღელავ, მთელი დღე რომ არ გამოჩნდი...თუ შეგიძლია, დამირეკე”
“მე მგონი ეს ყველაზე ნორმალურია” - გავიფიქრე
შეტყობინება გავგზავნე და ისევ წეღანდელ ფიქრებს მივუბრუნდი, სანდროზე სულ არაფერი ვიცოდი,ვინ იყო, რას საქმიანობდა...
”აი, რა და რა , მაგრამ რას სამიანობს მშვენივრად იცი!თუ არ გახსოვს მე შეგახსენებ, საქმიანობა - ბანკის მძარცველი!” - კბილებში გამოცრა ნინომ.
“ ფეხის ზომის ცოდნა სულაც არ არის საჭირო, იმისთვის რომ ადამიანი გიყვარდეს” -ნინოს ირონიას ყურადღება არ მიაქცია ლიზიმ.
- ფეხის ზომას არც ვგულისმობ,მე მასზე საერთოდ არაფერი არ ვიცი,- ვუპასუხე მე და ახლაღა შევნიშნე ,რომ ხმამაღლა ვლაპარაკობდი.
“მაგარია! გავლოთდი, კრიმინალად ვიქეცი და ამ სიკეთეებთან ერთად ჭკუიდანაც გადავედი, წარმოსახვით მეგობრებს ველაპარაკები!” - შუბლი შევიჭმუხნე და ფიქრი გონებაში განვაგრძე:
”მაშინ ვის ელაპარაკებოდა ტელეფონზე ?ვისზე უთხრა “მეც მიყვარს და მეც მენატრებაო”?იქნებ საქართველოში შეყვარებლი ჰყავს?ან მთლად უარესი...ცოლი!”
ამ აზრმა ისე შემაძრწუნა, რომ დივნიდან წამოვდექი, სასმლის ბართან მივედი და დასამშვიდებლად ჩემთვის საძულველი ვისკი ჩამოვისხი. იმავე წამს ჩემი ტელეფონი აწკრიალდა, გული შემიფრთხიალდა,ჭიქა მაგიდაზე დავდგი და ეკრანს დავხედე: ჩემი და იყო. ერთბაშად სინდისის ქენჯნა ვიგრძენი, ამდენ ვნებათაღელვაში გახვეულს მისთვის ორი დღეა არ დამირეკავს. ღრმად ჩავისუნთქე, ტელეფონს ვუპასუხე და დამსახურებული საყვედურების მოსასმენად მოვემზადე.
- ელე... - მისი ხმის ტონის გაგონებაზე გული შემიტოკდა.
- რა მოხდა? - სხეულში მაშინვე შემეპარა მღელვარება.
- ელ... - იმავე ტონალობაში განაგრძო სოფომ და ამჯერად ისიც შევნიშნე,რომ ტიროდა.
- სოფო, რა მოხდა ? მამას რამე დაემართა?
- არა, - ამოისრუტუნა მან.
- მაშინ რატომ ტირი?
ყურმილში მხოლოდ სლუკუნი და დუმილია
- ღმერთო ჩემო,თქვი რა მოხდა! - ნერვიულობისაგან უკვე ერთიანად ვცახცახებდი.
- მამას ოპერაციას ... მამას ოპერაციას დააფინანსებენ...
- რა?
- დამფინანსებელი გამოგვიჩნდა, ახლახანს შემატყობინეს...
“საიდან? როგორ ?” - “სანდრო! სანდრომ ხომ მითხრა, ისე მოვაწყობთ თითქოს მამაშენის ოპერაციას ის კომპანია აფინანსებს, რომლის წარმომადგენელიც მე ვარ და ამ საქმეს მე მოვაგვარებო...ესე იგი, ამ საქმეზე წავიდა?”
- გესმის ,ელე?
- მესმის...
სხეული ერთიანად მითრთოდა, იატაკზე დავჯექი და ცივ კედელს მივეყრდენი.
“მამა იცოცხლებს...მამა,ჩემი მამიკო...” - გავიფიქრე და ვიგრძენი ყელში ბურთი როგორ მომაწვა .
- ღმერთმა არ გაგვწირა...ეს ხომ სასწაულია? - მღელვარედ განაგრძობდა სოფო.
- ხო... - ვამბობ მე და ყველა განცდა ერთად მაწვება: სიხარული, შვება... ცრემლების ვეღარ ვიკავებ ,ტელეფონს იატაკზე ვდებ, სახე ხელებში ვრგავ და უხმოდ ვიწყებ ტირილს. კარის ხმა მაკრთობს, თავს ვწევ და ცრემლებით დაბინდული თვალებიდან სანდროს ვამჩნევ.
- რა მოხდა?
-მადლობა... მამაზე... - ბგერებს თავს ძლივს ვუყრი
- მაგის გამო ტირი? - მეკითხება და მთელი სხეულით ეშვება
- ...ექიმმა თქვა რომ ოპერაციისათვის ყველაფერი მზად არის,სავარაუდოდ , რამდენიმე დღეში გაუკეთებენ ოპერაციას, - საუბარს განაგრძობს სოფო, - მისმინე, ეხლა უნდა გავთიშო, რაღაც დეტალები უნდა დავაზუსტო, ექიმს ველაპარაკო, მერე დაგირეკავ,კარგი?
სანდრო იატაკიდან ტელეფონს იღებს და თიშავს ,შემდეგ ჩემს გვერდით ჯდება და მხრებზე მეხვევა,სახეს მის მკერდში ვრგავ,თვალებს ვხუჭავ და კიდევ უფრო გულამოსკვნილი ვტირი. ასე ვზივართ იატაკზე ერთმანეთს ჩახვეულები,არ ვიცი რამდენი დროს გადის.სანდრო ნაზად მეფერება თმაზე და მისი ალერსი თანდათან მამშვიდებს, კიდევ რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვზივართ, ტირილს ნელ-ნელა ვწყვეტ და კანკალსაც ვუკლებ...
- კარგი ადექი, შეგცივდება, - ამბობს სანდრო,როცა სუნთქვა შესამჩნევად მიწყნარდება, იატაკიდან დგება და მეც მაყენებს.აბაზანაში გავდივართ, სარკეში ჩემს ერთიანად აწითლებული ცხვირსა და თვალებს ვამჩნევ და ვკრთები . სანდრო სახეს მბანს, პირსახოცით ფრთხილად მიმშრალებს და შუბლზე მკოცნის. მისი მზუნველობისაგან გული უფრო მიჩუყდება და ცრემლების ახლი ტალღა მაწვება. ის ,ისევ ისე მეხვევა და ისევ მოთმინებით ელოდება ჩემი ემოციური შემოტევის ჩავლას.
- კიდევ ერთხელ მადლობა... მამასთვის...
- მე არაფერი გამიკეთებია ,მისი სიცოცხლე შენ გადაარჩინე, - სახეზე მომეფერა ის.
- სხვისი გაძარცვის ფასად, - ამოვილაპარაკე და სინდისი ქენჯნის ძლიერი ტალღა ვიგრძენი.
სანდრომ ნელა მომაცილა მკლავები და ნიჟარას დაეყრდნო.
- მისმინე, ავალიანზე და მამამისზე ერთი წამითაც არ ღირს დარდი.
- რაც არ უნდა ცუდი ადამიანი იყოს ავალიანი, ქურდობას ეგ არ ამართლებს
ნიჟარას ზურგით მივეყრდენი და იატაკს დავაშტერდი.
- მაგ ფულიდან ავალიანს ერთი თეთრიც არ ეკუთვნოდა,ნუ ღელავ , - ჩაილაპარაკა სანდრომ და ონკანიდან წყალი მოუშვა.
ტირილი ერთბაშად შევწყვეტე,თავი ავწიე და სანდროს ყურადღებით შევაცქერდი.
- ეგ რას ნიშნავს?
სანდრო პასუხის გაცემას არ ჩქარობს ,მაგრამ ინტუიციურად ვგრძნობ,რომ ამჯერად ჩემს კითხვებს უპასუხოდ არ დატოვებს. რამდენიმე წამს რაღაცაზე ღრმად ფიქრობს, შემდეგ ჰაერს ღრმად ისუნთქავს და სახეს ჩემსკენ აბრუნებს. მე სმენად ვარ ქცეული, სუნთქვასაც კი ვწყვეტ...

კარზე კაკუნია.
ადგილიდან არ გავნძრეულვარ,მაგრამ სანდრო ნიჟარას მოშორდა და ოთახიდან გავიდა.
-თუ ისევ ლევანია, ჩემი ხელით მოვკლავ! - დავიმუქრე და სანდროს გავყევი.
ამჯერად, ლევანი არ არის .ნომრის მომსახურება იყო , ვახშამი მოიტანეს.სანდრომ ფორმიანი ბიჭი ოთახში შემოატარა, მან ვახშამი მაგიდაზე დააწყო და ნომრიდან გავიდა.
- მე არაფერი შემიკვეთავს! - შუბლშეკრულმა დავხედე საჭმელს, გაგულისებული ვიყავი იმის გამო რომ, საუბარი შეგვაწყვეტინეს.
- მე შევუკვეთე, - მშვიდად მომიგო სანდრომ , - მიდი, შხაპი მიიღე, დამშვიდდი და მერე ვჭამოთ
- მე უკვე მშვიდად ვარ , - შევეწინააღმდეგე , მაგრამ მას არაფერი უპასუხია და კარისაკენ წავიდა.
-კიდევ სადმე მიდიხარ? - უფრო მოვიწყინე
- ლევანის ნომერში, შხაპი მეც მჭირდება.
-ოჰ, კარგი, - დავნებდი და აბაზანისაკენ ავიღე გეზი.
სანდრო მართალი იყო, თბილი შხაპი მესიამოვნა და უფრო დამამშვიდა.ტანი გავიმშრალე , პიჟამოები ჩავიცვი და მისაღებში გავედი. თეთრ მაისურსა და სპორტულ ნაცრისფერ შარვალში ჩაცმული სანდრო უკვე დივანზე იჯდა.მის წინ სავარძელში ფეხები მოვიკეცე და პლედი გადავიფარე.წყალმა მომაშია და გემრიელი სალათა უსიტყვოდ შევჭამე.
- ეხლა? - ვკითხე სანდროს,როცა ჭამას მოვრჩით.
- ეხლა ფილმს ვუყუროთ
- არ მინდა ფილმი! - გავგულისდი მე.
- აბა რა გინდა?-გამიცინა მან.
- მშვენივრად იცი, - წარბები ავზიდე, - ავალიანზე მომიყევი.
- ელენე, დაღლილი ვარ... - ხმადაბლა ამოილაპარაკა მან.
არ ვიცოდი მართლა დაღლილი იყო თუ ამას იმიტომ ამბობდა, რომ საუბრისთვის თავი აეარიდებინა, მაგრამ მაინც დავნებდი.
- კარგი,ვუყუროთ ფილმს, - ვუთხარი და დივანზე წამოვწექი.
სანდრომ სინათლე გამორთო,გვერდით მომიწვა და მხრებზე ხელი მომხვია. ფილმს არც ერთი არ ვუყურებდით, მგონი ჰარი პოტერი იყო და საერთოდაც ფრანგულად იყო ,მაგრამ არც მაინტერესებდა რას აჩვენებდნენ. სანდრო ჩემს გვერდით იყო,თავი მის მკერდზე მედო და მისი გულისცემის ხმა მესმოდა, მისი სხეულის სითბოს ვგრძნობდი, თმაზე მისი თანაბარი სუნთქვა მეხებოდა და სულ ეს იყო, რაც იმ მომენტში მინდოდა...

-ნახე,გული გქონია, - ვთქვი როცა მისი გულის ფეთქვა შევგრძენი, მაგრამ მას ააფეი უპასუხია. თავი ნელა წამოვწიე და სახეზე დავხედე,თვალები დაეხუჭა და მშვიდად სუნთქავდა.ჩანს, მართლა ძალიან იყო დაღლილი ,ასე მალე რომ ჩაეძინა. პლედი შევუსწორე და ტუჩებზე უფრთხილესად ვაკოცე რამდენჯერმე , სახე მის ყელში ჩავრგე, მისი სურნელი ღრმად შევისუნთქე და სულ მალე მეც ტკბილ ძილს მივეცი თავი.

***

წვიმის ხმაურმა გამომაღვიძა, თვალები ნელა გავახილე და ფანჯარას გავხედე პარიზში კოკისპირულად წვიმდა. დივნის წინ მაგიდაზე საუზმე ეწყო ყავა და კრუასანები, თუმცა სანდრო არსად ჩანდა.
“ისევ სადღაც წავიდა?”- გავიფიქრე ნაღვლიანად ,დივნიდან წამოვდექი და ის იყო საძინებლისაკენ ავიღე გეზი, რომ სანდრო თმის მშრალებით გამოვიდა მისაღებში.
- დილამშვიდობისა, - გავუღიმე
- დილამშვიდობისა... კარგად გეძინა?
- მშვენივრად? - წარბები ავზიდე მე, რადგან მომეჩვენა რომ მის კითხვა ორაზროვნად იყო დასმული.
“რამ გაამხიარულა საინტერესოა?” - გავიფიქრე და აბაზანაში შევედი. სწრაფად დავიბანე ხელ-პირი, კბილები გავიწმინდე, ჯინსსა და თბილი ჯემპრში გამოვეწყვე . მისაღებში დავბრუნდი და სანდროს წინ სავარძელში მოვკალათდი. შევამჩნიე, ტუჩის კუთხეში ღიმილი როგორ ეპარებოდა.
-რა? - მეც მეღიმება.
-ძილში რაღაცებს რომ ლაპარაკობ იცი?
- ვიცი, - მხრები ავიწურე, - სოფო მაგის გამო ჩვენი საერთო ოთახიდან გადასახლდა
-წუხელაც მთელი ღამე ლაპარაკობდი შუაღამეს გამომეღვიძა
- მართლა? - შევწუხდი მე, - მაინც რას ვლაპარაკობდი?
წუხელ უცნაური სიზმარი ვნახე ,თუმცა მეხსიერებაში ვერ აღვიდგინე ,ზუსტად რა მესიზმრა
- მაგალითად “მიშველე სანდრო, ბოროტმა ჯადოქარმა მომაჯადოვა ,მიშველე!” - გადაიხარხარა მან, მე ყავა გადამცდა.
-რა? იგონებ!
- სიტყვასიტყვით გიმეორებ! თან მაისურზე მეჭიდებოდი, ძლივს დაგაწყნარე
- ალბათ ჰარი პოტერი ჩამყვა!- გამეცინა მეც
-ჰარი პოტერი?
-ჰო, გუშინ რომ ფილმი ჩართე არ უნდა გვეყურებინა
- კარგი. ლიზი ვინ არის?
ყავა მეორედ გადამცდა
- ეგენიც ვახსენე?
-ეგენი? არა, მხოლოდ ლიზი ახსენე.
- მაგას დაქალიც ჰყავს ნინო, უფრო სწორად მეგობრები არ არიან, ვერ იტანენ ერთმანეთს
- ვინ არიან ?
- გეტყვი ,ოღონდ შემპირდი რომ არ დამცინებ!
- კარგი, - დამპირდა სანდრო, თუმცა ღიმილი უკვე ეპარებოდა ტუჩის კუთხეში .
- მოკლედ... - დავიწყე და ჩემს თითებს დავაშტერდი, - ოჰ, არა სისულელეა დამცინებ!
- არ დაგცინებ, მითხარი!
- მოკლედ, როგორ გითხრა... ხომ ყველას გვაქვს გონებაში ორი ხმა ერთი რომ სწორად მოქცევისაკენ გვიბიძგებს მუდამ, მეორე კი სიგიჟისაკენ...
- როგორც ანგელოზი და მაცდური?
- ჰო, ზუსტად ეგრე... მოკლედ, მათ სახელები დავარქვი... გონივრულად მოქცევისაკენ რომელიც მიბიძგებს ის ნინოა, მეორე - ლიზი. უცნაური ვარ არა?
- უცნაურობა ერთ-ერთია რაც შენში მიყვარს , - გამიღიმა მან.
“ნეტა დანარჩენი რა არის?” - გავიფიქრე მე ,თქმით კი მხოლოდ ეს ვუთხარი
- ბოდიში, ძილი რომ დაგიფრთხე
- არაუშავს, - თბილად გამიღიმა და თავზე მაკოცა.
- დღეს კიდევ აპირებ სადმე წასვლა? - ვკითხე ფრთხილად, არ მინდოდა კიდევ მთელი დღე მის გარეშე გამეტარებინა.
- არა, - მომიგო მან და მეც მომეშვა,- მინდოდა ქალაქის დასათვალიერებლად წამეყვანე ,მაგრამ ამ ამინდში... - წვიმიან ფანჯარას გახედა .
- არ მინდა ქალაქის დათვალიერება, - ჩავილაპარაკე მე.
- აბა რა გინდა?
- ლაპარაკი...
- ისევ ავალიანზე ?- ამოიოხრა სანდრომ.
- არა, - მივუგე და მზერა გავუსწორე , - შენზე.
- ჩემზე?
თავი დავუქნიე, ის შეყოყმანდა.
- შენ ჩემზე ყველაფერი იცი შენი უსინდისო გზების მეშვეობით, მე კი საერთოდ არაფერი ვიცი შენზე. არ ფიქრობ, რომ ეს უსამართლობაა?
- კარგი, ოღონდ ჯერ ჭამა დაასრულე. - დამნებდა სანდრო
კრუასანი ორ ლუკმაში შევჭამე, ყავა სწრაფად დავლიე და სავარძელში მოვკალათდი.
- რომელია შენი საყვარელი მსახიობი?
სანდრო ჩემი კითხვების დასაწყისით აშკარად გაოცდა, მაგრამ მაინც მიპასუხა
- ნიკოლსონი
- საყვარელი მწერალი?
სანდრომ თვალები აატრიალა.
-რა? - უმანკო გამომეტყველება მივიღე მე.
- მართლა ეგენი გაინტერესებს? - წარბები აზიდა მან.
- კი!
-ჰემინგუეი, - დამნებდა ის.
- ფერი ?
- ოქროსფერი, - ჩემს თმას თბილი მზერა მიაპყრო
- პარიზი ლამაზია არა? - გავიკრიჭე სულელივით
- შენ უფრო ლამაზი ხარ, - მომიგო მშვიდად
- მადლობა, - ამოვიჩურჩულე მოულოდნელი კომლიპენტისაგან შემცბარმა და სულელური კითხვების დასმა განვაგრძე: - ბავშვობაში რაზე ოცნებობდი?
- კითხვები დასრულებულია , - გაბრაზდა ის და დივნიდან წამოიწია.
- ოჰ, კარგი, - ხელით შევაჩერე, ერთბაშად დავსერიოზულდი და მღელვარების დასაოკებლად ღრმად ჩავისუნთქე.
“სანერვიულო არაფერია, ჰკითხე “- გამამხნევა ლიზიმ.
- საქართველოში ... - დავიწყე ხმადაბლა, სანდროს მზერა ავარიდე და ხელებს დავუწყე წვალება, - საქართველოში ცოლი ან შეყვარებული გყავს?
- არა, - მომიგო მშვიდად
ამოვისუნთქე.
-საქართველოში არა, - დაამატა სანდრომ
ვიგრძენი, გულისცემა როგორ გამიჩერდა
- არც მსოფლიოს სხვა რომელიმე კუთხეში! - გაიცინა ჩემი ელდანაცემი გამომეტყველების დანახვაზე.
- სულ არ არის სასაცილო!
- ეს შენი პატარა თამაშოს საპასუხოდ!
- არ ვთამაშობდი, უბრალოდ არ ვიცოდი, ეგ როგორ მეკითხა! იმ დილით ვის ელაპარაკებოდი ტელეფონზე?
- მეგობარს, - მომიგო მშვიდად.
- “მეც მიყვარს და მეც მენატრებაო” ვისზე უთხარი?
- რამხელა ყურები გაქვს?!- შუბლი შეიკრა .
- სულაც არ მაქვს დიდი ყურები! - გავგულისდი.
- არა ,არ გაქვს, - გამიღიმა მან, ჩემსკენ გადმოიხარა და თმა ნელა გადამიწია ყურს უკან, - პირიქით, ისეთი ლამაზი ყურები გაქვს ვან გოგს რომ ენახა ნამდვილად მათ დახატვას მოინდომებდა და დარჩებოდი კიდეც სასმენი აპარატის გარეშე.
თავს ვერ ვიკავებ და მის სულელურ კომპლიმენტზე გულიანად მეცინება
- ბოდიში! -მხრებს ვიწურავ
- რატომ მებოდიშები?
- შენს კომპლიმენტს რომ დავცინე
- ჩემს კომლიმენტზე გაიცინე?
-ხო! - ვაღიარე
- მერე მაგაზე მებოდიშები? შენ სულ უნდა იცინოდე... - მითხრა და უჩვეულოდ თბილი მზერა მომაპყრო,- როცა იცინი პარიზი ერთი-ორად ნათდება
- აი, ეს უკვე ნამდვილი რომანტიკული კომპლიმენტი იყო, - ვამბობ მე
შემდეგ ორივე ერთბაშად ვსერიოზულდებით. სანდროს გრძელი თითები ჯერ ყვრიმალზე ,შემდეგ ჩემს ყელზე გადააქვს... ვგრძნობ , ჰაერი თანდათან როგორ იმუხტება. ჩვენი სახეები სულ ახლოს არის ერთმანეთთან, მისი სუნთქვას კანზე შევიგრძნობ... სანდროს მზერა სულ სხვანაირია და ჩემი გულიც სხვანაირად ძგერს, ჩვენი ტუჩები ნელა უახლოვდება ერთმანეთს, თვალებს ვხუჭავ და ბაგეებს მის შესახვედრად ვხსნი...

ლევანი ამჯერად დაუკაკუნებლად შემოდის.
- მარტო ყოფნა მომბეზრდა ,არ გინდა კინოში წავიდეთ? - მეკითხება
- არ უნდა! - გამოცრა სანდრომ
ლევანი ისევ მე მიყურებს
- არა! - ვუჭრი მოკლეედ, ჩემი უხეშობა აშკარად აკვირვებს და მეც ტონს ვარბილებ
- გაიხედე რა ამინდია, - ფანჯარაზე ვანიშნე , - აქ ვუყუროთ რამეს ყველამ ერთად.
- კარგი, რა ჩავრთო?- დამნებდა ის და ტელევიზორთან მივიდა
- სულერთია, - მივუგე მე.
სანდრო ჩემს ხელს თავის თითებში იტოვებს, ისე რომ ლევანი ამას ვერ ამჩნევს. ის მთელი არსებით ფილმშია ჩაბმული,მე და სანდროსაც ეკრანისკენ გვაქვს თვალი მიპყრობილი, მაგრამ ფილმს არცერთი არ ვუყურებთ... ლევანის შემოსვლის შემდეგ ის მუხტი არ ქრება, ჰაერი ისევ დაელექტროებულია და უხილავი ტალღები უფრო იზრდება, ლევანის არსებობას საერთოდ ვერ ვამჩნევ, ისეთი გრძნობა მაქვს მხოლოდ მე და სანდრო ვართ ოთახში და საერთოდ ამ სამყაროშიც, მხოლოდ თითებით ვეხებით ერთმანეთს,მაგრამ მთელი სხეული სასიამოვნო იმპულსებით მევსება...

სანდროს ტელეფონის ხმა ორივეს გვაკრთობს, ის ოთახიდან გადის და მუხტებიც ქრება, ჰაერი ჩვეულ კონდიციას უბრუნდება და ისევ დედამიწაზე ვეშვები.
“ეს რა იყო?”
სანდროს გვერდით ყოველთვის ღრუბლებში დავფრინავდი, მაგრამ ეს სულ სხვა გრძნობა და მდგომარეობა იყო. რამდენიმე წუთში სანდრო ქურთუკით ხელში დაბრუნდა მისაღებში . კითხვით აღსავსე მზერა მივაპყარი.
- უნდა წავიდე, - მითხრა მან.
- კარგი, - მოვიწყინე მე.
მინდოდა მეკითხა სად მიდიოდა, მაგრამ ლევანის თვალწინ ეჭვიანობის სცენის გამართვას მოვერიდე. სანდრომ ტუჩებზე ნაზად მაკოცა და ნომრიდან გავიდა.
- ხომ არ იცი ,სად შეიძლებოდა რომ წასულიყო? - მაინც ვერ მოვითმინე და ლევანს ვკითხე, მაგრამ ჯობდა ეს არ მექნა
- ალბათ საყვარელი ჰყავს ,- მომიგო უდარდელად
მტანჯველმა ფიქრებმა მაშინვე შემიპყრო
“ოჰ, არა ხომ მითხრა რომ არავინაც არ ყავს”
“ეგ ცოლსა და შეყვარებულზე გითხრა,საყვარელი არ უხსენებია” - ჩემი გაგულისება სცადა ნინომ
‘მოკეტე!”- ამოიოხრა ლიზიმ
ფიქრების გასაფანტად თავი გადავაქნიე, საძინებელში გავედი და თბილისში დავრეკე.



სანდრო ისევ მთელი დღე არ ჩანს ,ლევანი საღამოს გადის ნომრიდან და მარტო მტოვებს, საათს ვუყურებ ისრები ცხრას აჩვენებს. საძინებელში გავდივარ, ტანსაცმელს ვიხდი, პიჟამას ვიცვამ და ნიჟარასთან ვდგები კბილების გასაწმენდად. წუთიც არ არის გასული შემოსასვლელი კარის ხმა მესმის
“მობრძანდა” - ვფიქრობ გაგულისებული და იმავე წამს სააბაზანოში სანდრო შემოდის. კბილების გაწმენდას ვასრულებ და ნიჟარას მას ვუთმობ . მინდა ოთახიდან უსიტყვოდ გავიდე მაგრამ თავს ვერ ვიკავებ, ნიჟარას ვეყრდნობი და ვცდილობ უემოციოდ ვთქვა
- სად დადიხარ მთელი დღე? უცხო ქალაქში რა საქმე გაქვს? - მაგრამ ჩემს ხმაში აშკარად შეიმჩნევა გაბრაზების ნოტები
სანდრო ჩემი შეტევით გაოცებული ერთხანს უხმოდ მიყურებს, ჩემს სახეს ხელებში იქცევს და თვალებში დაჟინებით მაცქერდება
- ეჭვიანობ? - წარბებს ზიდავს
-არა, - ვცრუობ მე
- კი, - ჩურჩულებს ის და ნელა იღიმის, თვალს ვარიდებ და იატაკს ვაშტერდები. ხელებს არ მაცილებს, სახეზე ნაზად მეფერება და მალე ჩემი გული გახელებით იწყებს ძგერას... ჰაერი წეღანდელივით იმუხტება, თვალებს ნელა ვწევ და მზერას ვუსწორებ. მისი სახე ამჯერად სრულიად სერიოზულია, დაჟინებით მიყურებს შავი თვალებით და ამ შემოხედვისაგან მთელი სხეული მიხურდება... ინტუიციურად ვხვდები, შემდეგ რაც უნდა მოხდეს და მე ეს მინდა, მე ამისათვის მზად ვარ... ლიზი მისაღებში გარბის და ნომრის კარზე გამაფრთხილებელ ნიშანს კიდებს წარწერით:
“ლევანის შემოსვლა აკრძალულია!”

***

ვგრძნობ, რაც უნდა მოხდეს და მე ამისთვის მზად ვარ, მე ეს მინდა... ერთხანს თვალებში უხმოდ შევყურებთ ერთმანეთს, შემდეგ სანდრო ხელებს წელზე მხვევს და მჭიდროდ მიზიდავს. ატლასის თხელ ნაჭერში მისი სხეულის სიმხურვალე მალევე აღწევს და ჩემსას ერევა. სააბაზანო ოთახში თბილა, მაგრამ მღელვარებისაგან ერთიანდ ვთრთი. სანდრო პიჟამას სარტყელებში ზანტად მიცურებს თითებს, მხრებზე ნელა მიწევს და იმ წამსვე მის წინაშე მხოლოდ ქვედა საცვალის ამარა ვრჩები. მღელვარება მემატება, უკვე შესამჩნევად ვცახცახებ და სახეზე სიმხურვალეს ვგრძნობ. ვცდილობ სიმორცხვე დავძლიო და სანდროს მზერა არ ავარიდო. ხელებს ნელა ვუცურებ მაისურის ქვეშ და ვგრძნობ, ჩემს შეხებაზე მუცელი როგორ ეკუმშება
-გაიხადე, - ვჩურჩულებ , ისე რომ მზერას არ ვაცილებ
მაისურს იხდის, ისევ თავისკენ მიზიდავს და ჩვენი შიშველი კანი ერთმანეთს ეხება. სხეული მისი სითბოთი მევსება , მღელვარება და სიმორცხვე ერთბაშად ქრება. ვენებში სისხლი გამალებით იწყებს მოძრაობას და გული ორმაგი სისწრაფით განაგრძობს ფეთქვას . სანდრო ჩემსკენ იხრება, მის შესახვედრად ბაგეებს ვხსნი და ხელებს კისერზე ვხვევ , ჩვენი ენები ერთდება. ხელში ავყავარ და საძინებელში კოცნის შეუწყვეტლად გავდივართ , საწოლზე ფრთხილად მაწვენს და თვითონ ზევიდან მექცევა, ხელები მისი შარვლის შესაკვრელისაკენ მიმაქვს, მაგრამ თითები ერთიანად მიცახცახებს. სანდრო ამას ამჩნევს, ჩემი აკანკალებული ხელი ტუჩებთან მიაქვს და ფაქიზად მკოცნის
- დამშვიდდი... უბრალოდ მოდუნდი, კარგი?
-კარგი... - ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ვცდილობ მღელვარება დავიოკო
მკერდზე ჩამოყრილ თმას მიწევს და ტუჩებით ყურზე მეხება. თავს უკან ვაგდებ, რომ მის ბაგეებს გზის გაკვალვის საშუალება მივცე. მხურვალე ტუჩებით ნელა მიუყვება ნიკაპს, ყელს და კანის თითოეულ მონაკვეთზე ცხელ ნაკვალევს მიტოვებს. ყელიდან მუცელზე ინაცვლებს. სურვილის საოცარი ტალღა მივლის, თვალებს ვხუჭავ და მთელი სხეულით მისი ტუჩებისაკენ მივიწევ , ბაგეები მეპობა , გახშირებული სუნთქვისაგან მკერდი მძიმედ ამიდის , გულისცემის ხმა ყურებს მიხშობს და ახლა მხოლოდ სურვილისაგან ვთრთი... სანდრო ჩემს სხეულს შორდება და გვერდით მიწვება , ერთი ხელით ჩემს თავთან ეყრდნობა, მეორეში ჩემს მკერდს იქცევს და გრძელი თითებით კერტებზე მეთამაშება.
- ვნახოთ მზად თუ ხარ, - ჩურჩულებს და ისე რომ მზერას არ მაცილებს, თითებს ნელა ატარებს ჩემს ნეკნებზე, მუცელზე და საცვალში მიცურებს. ჩემი სისველისაგან ერთიანად ვკრთები და სახეზე ცხელ ტალღას ვგრძნობ. სანდრო კმაყოფილებით იღიმის, ტუჩებზე მკოცნის და თითებით ნაზ მოძრაობებს იწყებს, მკერდზე მისი თითების ადგილს ცხელი ენა იკავებს. ნეტარებისაგან გონება ნახევრად მეთიშება და ჩემი გულისცემა პიკს აღწევს. ხელებს თმაში ვუცურებ და მთელი სხეულით მისი ტუჩებისაკენ მივიწევ. კერტებზე მისი ცხელი ენა ხაზავს რკალებს , ფეხებს შორის - გრძელი თითები. ნეტარებისაგან მთელი სხეული მიცახცახებს და გონება საბოლოოდ მეთიშება, თავს უკან ვაგდებ, ხელებს ზეწარში ვხლართავ და თავშეუკავებლად ვკვნესი, სანდრო ჩემს მკერდს შორდება, შუბლს შუბლზე მაყრდნობს და ხმადაბლა მიბრძანებს
- თვალები გაახილე
ბრძანებას არ ვემორჩილები, თითები ჩერდება... ჯანდაბა! სწრაფად ვახელ თვალებს, თითები რკალების ხაზვას აგრძელებენ
- ასე... აღარ დახუჭო
- არ შემიძლია - ვკვნესი ხმადაბლა და თავს ძლივს ვეწინააღმდეგები რომ თვალები ისევ არ დავხუჭო
-შეგიძლია -ჩურჩულებს სანდრო და შუბლზე მკოცნის
- რატომ... რატომ... გინდა ეს? - ბგერებს ძლივს ვუყრი თავს და ფრჩხილებს დაუნდობლად ვასობ იმ მკლავზე, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს
- იმიტომ რომ შენი ანთებული თვალების ყურება და იმის ნახვა როგორ ათავებ ჩემს ხელში , ჩემთვის ცალკე ორგაზმია
მისი სახე სულ ახლოს არის ჩემს სახესთან, მისი შავი თვალები სიამოვნებისაგან ანთებულ ჩემ სახეს ირეკლავს, მთელი სხეული ოფლით მეცვარება, გული გამალებით მიცემს... მთელი ჩემი გონება მხოლოდ სხეულის ერთ წერტილზეა კონცენტრირებული...ჯანდაბა, მისი თითები...
- უფრო სწრაფად? - მეკითხება სანდრო და კისერში მკოცნის
- არა... არა... ასე... - ვჩურჩულებ და ისიც თითებს ნელა , ძალიან ნელა ამოძრავებს. ნეტარებისაგან ერთიანად ვიკლაკნები,ქვეცნობიერის გონებაზე დარჩენილ მცირე ნაწილში სირცხვილი მიპყრობს, მაგრამ თავს ვეღარ ვაკონტროლებ და ვნებიანი ბგერები ბაგეებიდან უკონტროლოდ მწყდება. კიდევ რამდენიმე წამიც და პირველი ორგაზმის სიტკბოს ვგრძნობ... მთელი სხეულით ვეშვები, სანდროს კისერზე ვეხვევი და სუნთქვის დაწყნარებას ვცდილობ
- ეს ერთი და სხვა მრავალი , თუ როგორცაა, -ჩემს კისერთან ჩურჩულებს სანდრო
შუბლზე მკოცნის, საწოლიდან დგება და ქვედა საცვალს ხელის ერთი მოძრაობით მხდის. ნეტარების ბურუსიდან ახლაღა ვბრუნდები, თვალებს ვახელ და... ეს აპოლონი ჩემს ნომერში საიდან მოხვდა? ჩემს წინს სრულიად შიშველი სანდრო დგას, თეძოებში ხელებს მკიდებს , ჩემს სუსტ სხეულს თავისი უზარმაზარი სხეულით ფარავს და წონის გასაკონტროლებლად მკლავებით ჩემი სახის გარშემო ეყრდნობა. ვგრძნობ, ჩვენი შიშველი სხეულების შეხებაზე მთელი ტანი ერთიანად როგორ ეჭიმება. ისევ ვიძაბები და მღელვარებისაგან სუნთქვა მიხშირდება, სანდრო ჩემს თავს ხელებში იქცევს და სახეში ყურადღებით მიყურებს, უფსკრულივით შავი თვალები ვნებისაგან უელავს
- ღრმად ჩაისუნთქე
ასე ვიქცევი და ეს ცოტა მამშვიდებს
- მზად ხარ?
- კი - ვპასუხობ ჩურჩულით, თითებს მკლავებზე ვაჭდობ და თვალებს ვხუჭავ.
- ელენე თვალები გაახილე, უნდა ვხედავდე რას გრძნობ
მის ნათქვამს ვასრულებ. ისე რომ მზერას არ მაცილებს, მსუბუქი ბიძგით ჩვენს სხეულებს აერთებს. მწველი ტკივილისაგან ვკრთები და ხმადაბლა ვკვნესი, სანდრო მაშინვე ჩერდება
- სულ ცოტაც - ჩურჩულებს და კიდევ ერთი ბიძგით ბოლომდე შემოდის ჩემში. მკლავებზე თითებს ვასობ, ტუჩებს კბილებს შორის ვიქცევ და ტკივილისაგან გამოწვეულ კვნესას ასე ვაკავებ.
- კარგად ხარ? - მეკითხება სანდრო და საფეთქელზე ფაქიზად მახებს ტუჩებს
- კი - ვჩურჩულებ მე
სანდრო რამდენიმე წამს ისევ უმოძრაოდაა, ჩემი ათრთოლებული სუნთქვის დამშვიდებას უცდის და ჩემს სხეულს მის სხეულთან შეგუების საშუალებას აძლევს. თვალები ვნებისაგან ენთება და ტუჩები ეპობა, მთელი სხეული ერთიანად დაჭიმული აქვს და ვხვდები, ეს თავშეკავება რა ფასად უჯდება...
ისე რომ მზერას არ მაცილებს, რამდენიმე ნელ ფრიქციას აკეთებს . ტკივილი თანდათან ქრება და ცოტა ხანში აქამდე უცნობი განცდის შეგრძნებას ვიწყებ. სანდრო ამას ამჩნევს და ტემპს აჩქარებს, მის ყოველ ბიძგზე სიამოვნების ტალღები მატულობს, სუნთქვა მიხშირდება, თვალებს ვხუჭავ და ხმადაბლა ვკვნესი...

მოულოდნელად, სანდრო ფრიქციებს ანელებს, თითქმის ჩერდება. გაპობილ ტუჩებში ერთხანს გახელებული მკოცნის, შემდეგ ჩემს ბაგეებს წყდება და მოძრაობას გაორმაგებული ტემპით განაგრძობს . მის ბიძგებში ისევ იგრძნობა თავშეკავება, თუმცა არა წეღანდელივით. მთელი სხეული ოფლით მეცვარება და გულისცემა პიკს აღწევს . ვგრძნობ, გარესამყაროს როგორ ვეთიშები , მიწას ვწყდები და მაღლა მივიწევ... სანდროს კისერზე ვეხვევი და თითებს დაუნდობლად ვასობ კანში. მისთვის ეს ბოლო წვეთია, თავშეკავება ქრება, ფრიქციებს უმატებს , მე - კვნესას . თავშეუკავებლად ვყვირი და ჩემი ვნებიანი ბგერები სანდროს ოხვრას ერევა, გონება მთლიანად მეთიშება, რეალობას საბოლოოდ ვწყდები. კიდევ რამდენიმე წამი, რამდენიმე ბიძგი და და უკვე კოსმოსში გავდივარ. ჩემს სხეულს საოცარი ნეტარება ეუფლება, სიამოვნების ტალღა ელექტრული იმპულსივით მივლის და ერთიანად ვკანკალებ, ტკბილი გრძნობა რამდენიმე წამს გრძელდება, ვარსკვლავებს ვეთამაშები და შემდეგ ნელა, ძალიან მსუბუქად,ისევ მიწისაკენ ვეშვები...

სანდრო ჩემს სველ სახეს ხელებში იქცევს , გახურებულ შუბლს შუბლზე მაყრდნობს და გაპობილ ტუჩებში უხეშად მკოცნის, კიდევ რამდენჯერმე ძლიერად შემოდის ჩემში და ისიც ჩემთან ერთად ამოდის ნეტარების მწვერვალზე, წამით შეშდება, შემდეგ ერთიანად ეშვება, სახეს ჩემს კისერში რგავს და მთელი სიმძიმით მაწვება, მის გულისცემას ჩემი მკერდით ვგრძნობ, ცხელ და არათანაბარ სუნთქვას - ყურთან
- გტკენ? - მეკითხება ხმადაბლა
პასუხად ოთხივე კიდურით უფრო მჭიდროდ ვეხვევი და სველ კისერში ვკოცნი, ის უფრო ღრმად ეფლობა ჩემში . სუნთქვა მიჭირს , მაგრამ მისი სხეულის სიმძიმე უჩვეულოდ სასიამოვნოა . რამდენიმე ხანი ვართ ასე ერთმანეთზე ჩახვეულები , გახელებული სუნთქვის დაწყნარებას ვცდილობთ. ორიოდე წუთში ჩვენი გულისცემა ჩვეულ რიტმს უბრუნდება, სუნთქვა შედარებით წყნარდება. სანდრო პირველი ფხიზლდება და სახეს ჩემი კისრიდან იღებს, თვალებს ნელა ვახელ და დაბინდულ მზერას ვაპყრობ, ყურადღებით მაკვირდება სახეში
- კარგად ხარ? - მეკითხება ხმადაბლა, მკერდი ჯერ კიდევ მძიმედ აუდის, უფსკრულივით შავი თვალები ერთიანად უელავს. ჯერ ისევ ნეტარების ბურუსში მყოფი ვბუტბუტებ
- არადა ასტრონომია არასოდეს მიტაცებდა
- სერიოზულად!- აწეწეწილ თმას სახიდან მიწევს
- კარგად ვარ - ვპასუხობ და ზანტად ვუღიმი
ტუჩებზე მაგრად მკოცნის და ჩემს სხეულს თავისი სხეულისაგან ფრთხილად ათავისუფლებს , მკლავებში მიქცევს და სააბაზანო ოთახში გავდივართ. წყლის ქვეშ ვდგებით, ფეხებში ისეთ სისუსტეს ვგრძნობ, თითქოს რამდენიმე კილომეტრი ვირბინე, იატაკზე ვამჩნევ როგორ ერევა წყალს მეწამული ფერი და მეც ერთიანად ვწითლდები, სანდრო თავს მაწევინებს და სახეში ყურადღებით მაკვირდება
- მართლა კარგად ხარ?
- კი...
მკლავებს მხვევს და მჭიდროდ მიხუტებს სხეულზე. სახეს მის კისერში ვრგავ , თვალებს ვხუჭავ და ახლა მართლა კარგად ვარ
- რატომ ტირი? ძალიან გატკინე?
- არა... - საიდან მიხვდა? სუნთქვასაც კი ვიკავებდი
- მაშინ რატომ ტირი?
- ემოციების ბრალია - ვჩურჩულებ მე, ის უფრო მჭიდროდ მეხვევა
რამდენიმე წუთი ვდგავართ ასე ერთმანეთს ჩახვეულები, წყალი ნაკადად გვეცემა , არ ვიცი რამდენი დრო გადის...

თანდათან ვუბრუნდები ამ სამყაროს, შხაპს ვიღებთ და თეთრ ხალათში ვეხვევი. სანდრო ნიჟარას ეყრდნობა და სარკეში საკუთარ ანარეკლს ათვალიერებს. ვუყურებ მის ძლიერ მკლავებს,ზურგის რელიეფს, მშვენიერ სახეს და მისი მოფერების სურვილს ვერ ვეწინააღმდეგები, ზურგიდან ხელებს ვხვევ და ბეჭებს კოცნით ვუფარავ
- მეორე ტური? - სარკეში ცალყბად მიღიმის.
- რა გვიშლის ხელს? - ზურგზე მსუბუქად ვკბენ.
- ჯერ ადრე არაა?
- არა!
-დარწმუნებული ხარ?
მხრები ავიწურე
- სანდრო, უბრალოდ სექსი მქონდა , ავტოკატასროფაში ხომ არ მოვყოლილვარ
ხელს მკიდებს და საძინებელში გადის.
- ოღონდ ... - ყოყმანით ვამბობ და მაშინვე ვწითლდები.
- ოღონდ ?
- ამჯერად მე ვიქნები “უფროსი”, - ხმადაბლა ვამბობ და კიდევ უფრო ვწითლდები.
- ჯერ ეხლა შემოხვედი საქმეში და უკვე უფროსობა გინდა? - იცინის სანდრო
- დიახ! - წარბებს ვზიდავ
- კარგი უფროსო, შენს განკარგულებაში ვარ ბრძანებებს ველოდები, - ცალყბად იღიმის
მზერას ნელა ვუსწორებ
- პირსახოცი მოიხსენი.
უსიტყვოდ ასრულებს ჩემს ნათქვამს
"ეს არაჩვეულებრივი სხეული ჩემს განკარგულებაშია? რა მეთქმის, იღბლიანი გოგო ვარ... " - ვფიქრობ მისი მშვენიერი სხეულის დანახვაზე და სურვილის ახალი ტალღა მივლის.
- საწოლზე დაჯექი, - ვაგრძელებ ინსტრუქციების გაცემას.
ჰაერს ღმად ვისუნთქავ , ისე რომ მზერას არ ვაცილებ, ნელა ვუახლოვდები და აკანკალებული თითებით ხალათს ვიხსნი. სანდრო წელზე მიცურებს თბილ ხელებს, ახლოს მიზიდავს და შიშველ მუცელზე მკოცნის, მისი ტუჩებიდან წამოსული სითბო ქვემოთ მეღვრება და სიამოვნებისაგან თვალებს ვხუჭავ, ხალათს მხრებზე ვიწევ, ვშიშვლდები და სანდროს ზემოდან ვექცევი. ასე ერთმანეთის პირისპირ ვართ:
შუბლი - შუბლთან,
თვალები - თვალებთან ,
ტუჩები - ტუჩებთან , მკერდი - მკერდთან...
სანდროს სახეს ხელებში ვიქცევ და ყურადღებით ვაკვირდები. არ ვიცი რას ვეძებ, მაგრამ მის შავ თვალებში იმავე გრძნობებს ვკითხულობ, რასაც მე განვიცდი: სინაზეს, ვნებას, სითბოს... ვგრძნობ, ეს შეშლილი, უგულო კრიმინალი ჩემთვის უფრო მეტია, ვინც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა აკავშირებდეს ავალიანთან არ მადარდებს , ის ჩემთვის უკვე ძალიან ძვირფასია, ეს ბეჭედდასმულია და ვეღარაფერს შევცვლი...

ჩვენს სხეულებს ისევ ვაერთებ, ოდნავ ტკივილს ვგრძნობ, მაგრამ მალევე ქრება
- იცი რასაც აკეთებ? - მეკითხება სანდრო და გრძელი თითებით ზურგზე მეფერება
- კი ,- ვჩურჩულებ მე, მაგრამ ჩემი პასუხი არც ისე გულწრფელია
სანდრო ცალყბად იღიმის
- უფროსო თუ ნებას მომცემთ ცოტას წაგეხმარებით
ჩემს პასუხს არ ელოდება, თეძოებში ხელებს მკიდებს და ჩემს სხეულს მითითებებს აძლევს, ბეჯითი მოსწავლესავით ვყვები მის ხელებს. ცოტა ხანში მკლავებს მაშორებს, კისერზე ვეხვევი და ფრიქციების კეთებას დამოუკიდებლად განვაგრძობ, მის სახეს მზერას არ ვაშორებ და ვხედავ როგორ იზრდება შავ თვალებში ვნების ნაპერწკალი
- კარგად ხარ?
- კი- ვჩურჩულებ ათრთოლებული ხმით , ბაგეები მალე მეხსნება და სუნთქვაც მიხშირდება, მოძრაობის ტემპს ვუმატებ და უკვე ნაცნობი შეგრძნების დასაწყისს ვგრძნობ. თვალებს ვხუჭავ , თავს უკან ვაგდებ და თავშეუკავებლად ვკვნესი. თმაზე მსუბუქად მქაჩავს
- მიყურე ! - მიბრძანებს ხმადაბლა
ვემორჩილები და თვალებს ვახელ. ჩვენი სახეები სულ ახლოს არის ერთმანეთთან , მის სახეს ხელებში ვიქცევ და შუბლს შუბლზე ვაყრდნობ, სხეული ოფლით მეცვარება, გულისცემის ხმა ყურებს მიგუბებს და კიდევ ერთხელ ვწყდები რეალობას
- სანდრო... - ვჩურჩულებ , არ ვიცი რისი თქმა მინდა... ან იქნებ ვიცი, მაგრამ თქმას ვერ ვბედავ...

ვგრძნობ, სულ ცოტა დამრჩა და უფრო მჭიდროდ ვეხვევი. ჩვენს სხეულებს ერთი ტემპი აქვს, გულები ერთ რიტმში ძგერენ და სუნთქვაც თანაბარია, კიდევ რამდენიმე ბიძგი, სულ რამდენიმე წამი და ჩვენ ერთად გავდივართ უსასრულობაში ...

***

ერთმანეთის პირისპირ ვწევართ ,საბანი მხოლოდ წელამდე გვიფარავს შიშველ სხეულებს. სანდროს მკლავებში ვყავარ მოქცეული, ნეკნებზე მისი თითების ალერსიან შეხებას ვგრძნობ. მხარზე სადაც საათი ჩემ მიერ ნასროლი საათი მოხვდა სილურჯე ატყვია, მაჯაზე - ჩემი კბილების ანაბეჭდი. იდაყვებზე წამოვიწიე და მხარზე ფრთხილად შევახე ტუჩები
- ბოდიში
- ტრ.კი რომ დამიძახე? - გამიღიმა
- მაგისთვისაც, - ერთიანად ვწითლდები
- ბოდიში მიღებულია! კარგად ხარ?- სახეზე მეფერება
- ეგ კითხვა უკვე მეასედ დამისვი
- უნდა დავრწმუნდე რომ კარგად ხარ
- სანდრო, ჩემი ყვირილით მთელი სასტუმრო და სრულიად ჯორჯ მეხუთის ავენიუ მიხვდა რომ თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ და შენ რით ვერ დარწმუნდი? - ამოვბუტბუტე და აწითლებულებული სახე ბალიშში ჩავრგე . შუბლზე მკოცნის, ოთახში სინათლეს რთავს და სხეულზე უფრო მჭიდროდ მიხუტებს. გარეთ საშინელი წვიმაა და პარიზი ქარს მიაქვს. ერთიანად ქანცგამოლეული ვარ და სანდროს თბილ სხეულზე მიხუტებულს მალევე მეძინება.

შუაღამეს ბრახუნი ჩამესმის გონებაში, მაგრამ ისეთი დაღლილი ვარ თვალებს ვერაფრით ვერ ვახელ. ვიგრძენი, სანდრო საწოლიდან როგორ წამოდგა, შემდეგ ხმადაბალი საუბარი გავიგონე. ტუმბოსაკენ ხელი მიმაქვს, მაგრამ იქ სიცარიელეა. ახლაღა მახსენდება, რომ ორივე სანათი სანდროსთან ბრძოლას შევწირე. სანდრო ოთახში ბრუნდება , თვალებს ძლივს ვახელ სანახევროდ
- რა ხდება?
- არაფერი დაიძინე, - დაიჩურჩულა , საფეთქელზე მაკოცა და შიშველ ზურგზე საბანი მომაფარა. კიდევ რაღაც ამოვიბუტბუტე და ძილი გავაგრძელე.

დილით ადრე მეღვიძება. საწოლში მარტო ვწევარ , სააბაზანოდან წყლის ხმა მესმის. შიშველ სხეულზე ხალათს ვიცვამ და მისაღებში გავდივარ, მაგრამ პირველივე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ უკან ვიხევ, სავარძელში ნიკა ზის.
“რას აკეთებს აქ?- ვფიქრობ შეშფოთებული და სააბაზანოდან გამოსულ სანდროს ვუყურებ
- მისაღებში ნიკაა!
- ვიცი, - მომიგო მშვიდად
- მერე რას აკეთებს იქ? - ვჩურჩულებ და მზერას ნიკასაკენ ვაპარებ.
-ნუ ღელავ, ჩაიცვი და ოთახში გამოდი, - მეუბნება სანდრო, შუბლზე მკოცნის და საძინებლიდან გადის
ჯემპრსა და ჯინსს ვიცვამ , კბილებს სწრაფად ვიწმენდ და მისაღებში გავდივარ. სამივე სავარძლებში ზის, ლევანიც უკვე აქაა, წინ მაგიდაზე ყავა და კრუასანები უწყვიათ ,თუმცა მეგობრულად ნამდვილად არ საუბრობენ. სამივე ჩუმადაა და ჰაერი დაძაბულობით არის დამუხტული, ლევანი გაბრაზებული შეჰყუყურებს თავჩაღუნულ ნიკას . მშვიდად მხოლოდ სანდროა.
-რა ხდება? - სამივეს კითხვიანი მზერა მოვავლე.
- ნიკას ჩვენთან დაბრუნება უნდა, - ლაკონიურად ამიხსნა სანდრომ.
დავიბენი
- რას ნიშნავს დაბრუნება უნდა?
- ყველაფერს თვითონ იტყვის
ნიკა კვლავ თავჩაღუნული ზის და არაფერს ამბობს
-დაიწყე! - შეუღრინა ლევანმა.
- მოკლედ... წასავლელი არსად მაქვს, ვარც ფული. - მოტეხილი ხმით იწყებს ნიკა, - იმის თანხაც კი არ მაქვს რომ თბილისში გავემგზავრო, ეს ორი დღე ქუჩაში გავათენე , არაფერი მიჭამია... თქვენგან მხოლოდ თავშესაფარი მინდა და თქვენთან ერთად დავბრუნდები თბილისში ,როგორც დაგეგმილი იყო...
- ჩვენს გეგემებზე მაშინ არ გიფიქრია ,როცა მთელი ფული მიგქონდა! -შეაწყვეტინა ლევანმა.
- ვიცი რომ შეცდომა დავუშვი და ვნანობ ჩემს საქციელს...
- არაფერსაც არ ნანობ! ჩვენთან დაბრუნება მხოლოდ იმიტომ გინდა რომ ახალი პოდლობა მოგვიწყო! - კბილებში ცრის ლევანი.
ნიკა არაფერის პასუხობს. ვამჩნევ, ტანსაცმელი ერთიანად სველი აქვს, თვალები - უძინარი. ვხვდები, რომ არ ცრუობს და მებრალება.
- ლევანმა შემოგვთავაზა რომ კენჭი ვყაროთ და ასე გადავწყვიტოთ ნიკა დარჩეს თუ არა. რას იტყვი? - შემომხედა სანდრომ
- კარგი, - თავი დავუქნიე
- დავიწყოთ
-არა! - ცრის ლევანი და ნიკას უფრო მეტი სიძულვილით უყურებს.
-კი, - ვამბობ მე.
ლევანმა გაცეცხლებულმა შემომხედა
- რა?
- მე ვთვქი კი - მხრები ავიჩეჩე
- გავიგონე რაც თქვი! - შემიღრინა მან.
- ტონს დაუწიე! -ეუბნება სანდრო მშვიდი, მაგრამ ყინულივით ცივი ხმით
ლევანი ღრმად ისუნთქავს ჰაერს და ცდილობს მშვიდად მომმართოს
- არ გახსოვს რა გაგვიკეთა?
- მახსოვს, -მივუგე
- მერე?
- მერე ხომ დავიბრუნეთ ის ფული?
-ეს მოღალატე პატიებას არ იმსახურებს!
- ლევან, მეორე შანსს ყველა იმსახურებს! გთხოვ, ცოტა სულგრძელობა გამოიჩინე, ვერ ხედავ რა დღეშია? - თავჩაღუნულ ნიკაზე ვუთითებ
- ტოჟე მნე დედა ტერეზა! - ცრის ლევანი - ეგ შენი სულგრძელობა დაგღუპავს!
ორივე სანდროს ვაპყრობთ მზერას. ლევანს აშკარად იმედი აქვს ,რომ ის არ დათანხმდება ნიკას დარჩენას და ალბათ ეს კენჭისყრაც მაგიმიტომ მოიგონა. მეც ვიცი რომ სანდრო არას იტყვის...
- კი, - ამბობს მშვიდად
- რა ?- ყვირის წყობიდან გამოსული ლევანი.
- რა? - დავიბენი მე.
- რა?- ეს მოულოდნელი აღმოჩნდა ნიკასთვისაც.
სანდრომ მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი
- შენ გაქვს სამი... არა, ორი კი, მაგრამ მაინც გადასული ხარ შემდეგ ტურში!
- ამას ჩემს ჯიბრზე აკეთებ, არა? - ბრაზისაგან ერთიანად წითლდება ლევანი.
- ეს კენჭისყრა ხომ შენი იდეა იყო? იყო! ჰოდა, შეეგუე შედეგებს! - ისევ აუღელვებელია სანდრო
-კარგი რა ლევან, დღეს ახალი წელია ბოლოსდაბოლოს! - ვოხრავ მე
- მერე რა? - ცრის კბილებში
- მერე ის რომ გარეთ ხომ არ გააგდებ?- ვიკვირვებ და სიტუაციის განსამუხტად სიმღერას ვიწყებ - I've got to know (Nobody ought to be all alone on Christmas)
Where do the lonely hearts go(Nobody ought to be all alone on Christmas)
Oh cause' nobody ought to be all alone on Christmas!
სანდრო ხმამაღლა იცინის , ლევანი საბოლოოდ გამოდის წყობიდან, ნომრიდან გადის და კარს ისე იჯახუნებს , შეშინებული ვკრთები
-მე ისევ ლევანთან ვიცხოვრებ? - ამოილაპარაკა ნიკამ
სანდრო სიცილს წყვეტს და ნიკას ცივად უყურებს
- არა საპრეზიდენტო ნომერს გიქირავებთ!
ნიკა აღარაფერს ამბობს ,სავარძლიდან დგება და ლევანს მიჰყვება
- ეს რატომ გააკეთე? - ვეკითხები სანდროს, თუმცა პასუხი მშვენივრად ვიცი
- შემეცოდა მისი სიტყვები ვის არ აუჩუყებდა გულს? - იკატუნებს თავს
- შენზე ეგეთი სცენები არ მოქმედებს, აი,ამათსავით გიცნობ!- ხუთ თითს ვუფრიალებ სახესთან, მიცინის და ჩემი თითები ტუჩებთან მიაქვს
- ყველაფერს აქვს დადებითი მხარე, ლევანი მთელი დღე თავის ფულს უდარაჯებს და ჩვენთვის ხელის შესაშლელად აღარ ეცლება
ვოხრავ და თავს ვაქნევ
-კარგი დაივიწყე ისინი , ვჭამოთ და მერე მაღაზიებში წავიდეთ, - მითხრა სანდრომ
-მაღაზიებში?
-ხო, დღეს ხომ ახალი წელია ვის გაუგონია ახალი წელი საჩუქრების გარეშე? - მხრები აიჩეჩა და ყავა მოსვა

სწრაფად ვსაუზმობთ , ქურთუკებში ვეწყობით და ჩვენს ფერარიში ვსხდებით, მანქანის მინიდან ქუჩებს ვათვალიერებ, საახალწლოდ მორთული პარიზი ზღაპრულად გამოიყურება, ყურებამდე ბედნიერი ვარ და მგონია რომ ჩემს განწყობას ყველა იზიარებს, რადიოში "darlene love" იწყებს სიმღერას, მუსიკას ვუწევ და სიმღერას ვყვები

The cold wind is blowin' and the streets are getting dark
I'm writing you a letter and I don't know where to start
The bells will be ringing Saint John the Divine
I get a little lonely every year around this time
The music plays all night in Little Italy
The lights will be going up on old Rockefella's tree
People window shopping on Fifth Avenue
All I want for Christmas is you
(Tell me) I've got to know
Where do lonely hearts go
Because nobody ought to be all alone on Christmas
Things are different since you've been here last
Childhood dreaming is a thing of the past
Maybe you can bring us some hope this year
Visions of sugar plums have disappeared
Do you remember sleigh riding in the snow
And dancing all night to "Baby, Please Come Home"
Today's celebration is bittersweet
There's mothers and children in the street
(Tell me) I've got to know
Where do lonely hearts go
Because nobody ought to be all alone on Christmas
I'm all grown up but I'm the same you'll see
I'm writing this letter 'cause I still believe
Dear Santa I've been good this year
Can't you stay a little while with me right here
(Tell me) I've got to know
Where do lonely hearts go
Because nobody ought to be all alone on Christmas!



თან სულელივით ვცეკვავ, სანდრო ხმამაღლა იცინის , ერთ ხელს საჭეზე ტოვებს, მეორე ხელს კისერზე მხვევს და სახეს მიკოცნის , ვხვდები რომ ისიც ჩემსავით ბედნიერია. ერთ- ერთი სავაჭრო ცენტრის წინ ვჩერდებით და შენობაში შევდივართ, ხელჩაკიდებულები დავდივართ მაღაზიებიდან მაღაზიებში და საჩუქრებს ვარჩევთ, სრულიად უაზრო რაღაცებს ვყიდულობთ , თბილ წინდებს, სურნელოვან სანთლებსა და მსგავს რამეებს , არ მაინტერესებს საჩუქრების საგულდაგულოდ შერჩევა, თვითონ ეს პროცესი - სანდროსთან ერთად უსასრულოდ სიარული და ახალი წლისთვის მზადება მანიჭებს ბედნიერებას
-ეგენი ვისთვისაა? - შუბლს იკრავს სანდრო
-ნიკასთვის, - ვპასუხობ და დაწყებითი კლასის სახელმძღვანელოებს შესაფუთად დამხმარე გოგონას ვაწვდი.

სასტუმროში დატვირთულები ვბრუნდებით, ყველას ჩვენი ნომრის მისაღებში ვკრებ და საჩუქრებს ვურიგებ, მგონია რომ ახალი წლის განწყობა მათზეც იმოქმედებს და ველი რომ შერიგდებიან მაგრამ მსგავსი არაფერი ხდება, ერთმანეთს წარბშეუხრელად უბღვერენ და წამით ვნანობ კიდეც ამ შეკრებას.
- ზუსტად ერთ საათში ახალი წელი დადგება , თბილისში უნდა დავრეკო - საათს ვუყურებ
-საფრანგეთში რამდენიმე საათით ადრე დგება ახალი წელი - მახსენებს სანდრო
- აჰ, ხო!
სანდრო შამპანურს მოცლით სვამს, სავარძლიდან დგება და სტუმრებს უცერემონიოდ უშვებს ნომრიდან
- კარგი დამდეგს გილოცავთ, სიხარული, სიყვარული, სურვილების ასრულება დაგბედებოდეთ თუ როგორცაა , ახლა დაიშალეთ!
-სანდრო! - ვსაყვედურობ მსუბუქად
-ჩვენ საქმე გვაქვს - მეუბნება სერიოზული სახით
ზუსტად ვერ ვხვდები რას გულისხმობს, მაგრამ მიახლოებით ვვარაუდობ და ერთიანად ვწითლდები, ლევანი და ნიკა დამდეგს მილოცავენ და ნომრის გასასვლელისაკენ მიდიან, სანდრო მათ უკან ნელა ხურავს კარს, ჩემსკენ ბრუნდება და ზანტად მიღიმის
-ნამდვილი დღესასწაული ეხლა იწყება - ხარბად მითვალიერებს მთელ ტანს- ჯერ მითხარი, ქვემოთ ყველაფერი რიგზე გაქვს?
- კი- ვპასუხობ და ნერწყვს ვაგორებ, ვხვდები რაც მელის
მაისურს იხდის და სიმღერას იწყებს
-The cold wind is blowin' and the streets are getting dark
I'm writing you a letter and I don't know where to start
The bells will be ringing Saint John the Divine...
-არააა! - ვხარხარებ მე და ყურებზე ხელებს ვიფარებ
საშინლად მღერის!
-...I get a little lonely every year around this time
The music plays all night in Little Italy - აგრძელებს ჩემი თხოვნის მიუხედავად და ახლა შარვალს იხდის,
The lights will be going up on old Rockefella's tree
People window shopping on Fifth Avenue
All I want for Christmas is youuuuuuu !!
ასეთ არასერიოზულ სანდროს პირველად ვხედავ, აშკარად შამპანურის გავლენაა
ბოლომდე შიშვლდება და მხოლოდ სანტას წითელ ქუდს იტოვებს. ხელებს შლის და მეკითხება
- აბა ,როგორი სანტა ვარ ?
-არასაბავშვო! - წარბებს ვზიდავ
-კიდევ?
- უსექსუალურესი! - ვაღიარებ , კისერზე ვეხვევი და ტუჩებზე მოწწყურებული ვკოცნი...

დივანზე ვწევართ, დაღლილს საშინლად მეძინება, მაგრამ სანდრო რატომღაც ამის საშუალებას არ მაძლევს
-არ დაიძინო! - ამბობს და გამოსაფხიზლბლად მსუბუქად მაჯღრევს
-რატომ? - ვბურტყუნებ მე და უკანასკნელ ძალას ვიკრებ რომ ძილს შევებრძოლო.
- სურპრიზი მაქვს , ხომ გითხარი?აი, იწყება კიდეც! - მპასუხობს სანდრო, ხელში ავყავარ და ფანჯარასთან მაყენებს
თვალებს ვახელ, ფანჯრიდან დაბალ შენობებს შორის ამოწვერილი ეიფელის კოშკი მოჩანს. უეცრად პარიზის ცა მილიონი ფერით ნათდება, ელისეის მინდვრებზე ფეირვერკი იწყება
- მოგწონს? - მის ღიმილს ვგრძნობ
- ძალიან ! - ვპასუხობ აღფრთოვანებული და ისევ ფეირვერკებს ვუყურებ
ჩემს თვალწინ ულამაზესი სანახობა იშლება, პარიზი ახალი წლის მოსვლას ზეიმობს. ფერვერკების ხმა არემარეს აყრუებს . სანდრო ტუჩებით ნაზად მეხება კისერზე და ფეიერვერკი იწყება ჩემშიც... საათი მაგიდაზე 00- სა და 01-ს აჩვენებს, უკვე 2017 წელია.
სანდრო თავისკენ მაბრუნებს, მკლავებში მიქცევს, მაგიდაზე მსვამს და ტუჩებში მთელი გრძნობით მკოცნის
-ახალ წელს გილოცავ! - მეუბნება თბილი ხმით
საპასუხოდ რაც შემიძლია მჭიდროდ ვეხვევი, შეუჩერებლად ვკოცნი და ახალი წლის შემოსვლას ერთმანეთზე ჩახვეულები ვეგებებით

***

-ელენე...
დაბალი ხმა და თბილი ხელების შეხება ღრმა ძილიდან ნახევრად მაფხიზლებს
- გაიღვიძე - საფეთქელზე მკოცნის სანდრო
-რა ხდება? - ვბუტბუტებ ძლივსგასაგონად
- უნდა გამოფხიზლდე!
-არააა.... - თითქმის ვტირი მე
- სამამდე დავითვლი და თვალები ნელა გაახილე, კარგი? - მეუბნება სანდრო, თვლას იწყებს და ასრულებს, მე იმავე მდგომარეობაში ვარ, წამწამსაც არ ვატოკებ
- მკაცრი მეთოდების გამოყენებას ნუ მაიძულებ, მიდი გამოფხიზლდი
პასუხად უფრო ღრმად ვეფლობი ბალიშში. საბანს ხელის ერთი მოძრაობით მხდის, შიშველ სხეულზე სიცივე უსიამოვნოდ მხვდება, მაგრამ თვალებს ჯიუტად არ ვახელ. უკანალზე მსუბუქი წამორტყმა ამის გაკეთებას მაიძულებს
-თავხედო! - შევუბღვირე სანდროს , მხარი ვიცვალე და ზურგი დემონსტრაციულად ვაქციე
-ელენე, შემდეგი გაჩერება საშხაპე იქნება!
ვიცი რომ ამის გამკეთებელია , მისკენ ბუზღუნით ვტრიალდები და ჩაბნელებულ ფანჯრებს ვუყურებ
-ჯერ მზეც კი არ ამოსულა!
- მზე შენ ხარ! - თავზე მკოცნის
-ეგ ფანდები ვერ გიშველის! - ვბურტყუნებ მის კისერში - რატომ გამაღვიძე
- სურპრიზი მაქვს !
-ვერ ვიტან სურპრიზებს!
-ეს მოგეწონება
-უკვე არ მომწონს!
-ასეთ უჟმურს პირველად გხედავ
-გამოუძინებელი ყოველთვის ასეთი ვარ!
ჩემსკენ იხრება და ფრთხილად მკოცნის ტუჩებზე. მიუხედავად იმისა, რომ ასე უხეშად დამიფრთხო ძილი , მკლავებს კისერზე ვხვევ და კოცნაზე ვპასუხობ, თუმცა ეს აშკარად მცდარი სვლა იყო, კოცნას წყვეტს, ხელში ავყავარ და სააბაზანო ოთახში გადის
- არ გააკეთო ეს!
- მე გაგაფრთხილე!
- მძულხარ!
-ვიცი - მპასუხობს უდარდელად, საშხაპე კაბინის კიდეზე მსვამს და თვითონ ჩემს ფეხებს შორის ექცევა.
წყლის მოლოდინში თვალებს ვხუჭავ, რამდენიმე წამი გადის და წყლის მაგივრად ისევ სანდროს ტუჩების ფაქიზ შეხებას ვგრძნობ შუბლზე, საფეთქელზე, ყვრიმალებზე... ვხვდები, რომ საშიშროებამ გადაიარა და თვალებს ვახელ
- ჰმმ... მეგონა უფრო მკაცრი მეთოდების გამოყენებას აპირებდი?
-ვაპირებდი, მაგრამ ვერ გაგიმეტე - მპასუხობს მშრალად და ჩემთვის გაუგებარ საუბარს იწყებს - შხაპი - თხუთმეტი წუთი, მგზავრობა - ოცი ...
- რას ითვლი? - მეცინება
ის თვლას განაგრძობს
- აეროპორტში მისვლასაც ამდენი დრო დასჭირდება , ეხლა რვის ნახევარია, მზე ცხრა საათზე ამოდის... კარგი, დრო გვაქვს
ტუჩებში მკოცნის , შემდეგ ყელზე, ყელიდან მკერდზე ინაცვლებს, მკერდიდან - მუცელზე. მისი შეხება ყველა ნერვს აცოცხლებს ჩემს სხეულში, თითებს რბილ თმაში ვუცურებ და თვალებს ვხუჭავ, ბაგეებიდან სიამოვნების ბგერები მწყდება , ერთიანად ვეშვები და თანდათან სხვა განზომილებაში გადავდივარ...

გახურებული სხეულით საშხაპის ცივ კედელს ვეყრდნობი, სანდროს უფრო მჭიდროდ ვეხვევი და სახეებს ერთმანეთის სველ კისრებში ვრგავთ, სუნთქვის დაწყნარებას ვცდილობთ... სახეს ნელა წევს ჩემი კისრიდან და ტუჩებში ფაქიზად მკოცნის, მისი შავი თვალები თბილად მიმზერენ და მე ისევ განცდა მაქვს რომ რაღაცის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვბედავ... მის ლამაზ სახეს ხელებში ვიქცევ და ფრთხილად ვუსვამ თითებს... როდის გახდა ეს კაცი ჩემთვის ასე ძვირფასი? გრძნობა სულ შეუმჩნევლად შემომეპარა, მაგრამ... გრძნობს ის იმავეს? ეს აზრი მაკრთობს და სახე მეღუშება
-ეს იმის საკომპენსაციოდ ძილი რომ დაგიფრთხე - მიღიმის და კისერში მკოცნის -კარგად ხარ?
თავს უსიტყვოდ ვუქნევ და ტუჩებში ვკოცნი, ის მკლავებში მიქცევს და ძლიერად მიხუტებს
- ვისაუზმოთ და მერე ქალაქის დასათვალიერებლად წავიდეთ
- არ მინდა ქალაქის დათვალიერება! - ავწუწუნდი ისევ
- პარიზში პირველად ხარ , აქედან ისე ხომ არ წახვალ რომ ქალაქი არ დაათვალიერო?
- მაგრამ გარეთ ცივა! - ვაცოდებ თავს - მირჩევნია ნომერში დავრჩეთ და მთელი დღე თბილ საწოლში გავატაროთ! - დავამატე მაცდური ხმით და ყურზე ნაზად ვუკბინე.
- არა, - მიჭრის მოკლედ - საწოლი მოიცდის
- რიგები იქნება , ვერ ვიტან რიგებს! - ვჯუჯღუნებ ისევ
- რიგში დგომა არ მოგვიწევს
-ეგ როგორ? - ვიბნევი მე, - მუზეუმებთან და ეიფელთანაც ყოველთვის რიგებია!
კითხვას უპასუხოდ ტოვებს და საშხაპე ქუდს მაწვდის
- დაიფარე!
მის ნათქვამს ბუზღუნით ვასრულებ და იმავე წამს ჩვენს თავზე წყლის ნაკადი ეშვება.

შხაპი სწრაფად მივიღეთ, ყავა დავლიეთ, ჯინსებსა და ჯემპრში გამოვეწყვე ,ფეხზე კედები ჩავიცვი. სანდრომ მათ დანახვაზე შუბლი შეიკრა
- უფრო თბილი არაფერი გაქვს?
-არა, თბილისიდან ბევრის წამოღება ვერ მოვასწარი
- კარგი, მერე საშოპინგოდაც წავიდეთ.
- ეს უკვე ძალადობაა! - თვალები ავატრიალე
- რა არის ძალადობა?
-შოპინგზე წაყვანა!
-შოპინგი არ გიყვარს?- უკვირს
-არა!
-შოპინგი ყველა გოგოს უყვარს
-ჩემ გარდა!
- ჰმ... ელი სააბი, კოკო შანელი, დომინკო დოლჩე... - იწყებს გაურკვეველ საუბარს
-რას აკეთებ? - შუბლს ვიჭმუხნი მე.
- სტეფანო გაბანა, ჯორჯო არმანი, ლუი ვიტონი...
-ლუი ვინ?
- ერთადერთი გოგო ხარ ვისაც მათი სახელის გაგონება არ აღაგზნებს, - შუბლი შეიჭმუხნა მანაც, - კარგი, წავედით.
მხრებზე ხელი მომხვია და გარეთ გამოვედით , სასტუმროს წინ მანქანა უკვე გველოდა . გავიარეთ ლუვრთან , ვერსალთან ,ეიფელის კოშკთან, მაგრამ მანქანა არც მათთან და არც სხვა რომელიმე ღირსშესანიშნაობასთან არ შეჩერებულა.
- სად მივდივართ? - სანდროს შევხედე
- ნახავ! - გამიღიმა მან.
კიდევ რამდენიმე წუთი ვიარეთ და ქალაქს აშკარად გავცდით. სამიოდე კილომეტრის გავლის შემდეგ უცნაურ ადგილას ვჩერდებით , შესასვლელზე წაწერაა : “Paris Le Bourget”, მაგრამ ეს წარწერა არაფერს მეუბნება და სანდროს კიდევ უფრო დაბნეული ვუყურებ, მანქანიდან გადმოვდივართ და გზას ფეხით ვაგრძელებთ, ცოტა მანძილის გავლის შემდეგ თვითმფრინავებს ვამჩნევ და ვხვდები ,რომ აეროპორტში ვართ . ვგრძნობ, რაღაც არაორდინალური მელის და მთელი სხეული ენთუზიაზმით მევსება.
- ეხლაც არ მეტყვის რას ვაპირებთ? - ვეკითხები სანდროს
- ქალაქს ვერტმფრენით დავათვალიერებთ
- ხუმრობ?- ვერ ვიჯერებ მე
- არა! - სრულიად სერიოზულია ის.
სიხარულისაგან ვკივი
- პარიზს ვერტმფრენით გადავუფრენთ?
- ბედნიერი ხარ? - მიცინის ის
- ძალიან! - ვიღიმი ყურებამდე და ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით, ბედნიერებისაგან ვცეკვავ : ფეხის წვერებზე ვდგები და პატარა საბალეტო ილეთს ვასრულებ, სანდრო სულმოუთქმელად ხარხარებს
- ბალეტის ცეკვა იცი ?
- დიახ! შენს ანკეტაში არ ეწერა?- წარბებს ვზიდავ
- არა ეგ არ ეწერა,- გაიცინა მან და შუბლზე მაკოცა.
-მამამ ძალით მატარა ხუთი წელი - თვალები ავატრიალე და გარშემო მიმოვიხედე - სად არის ჩვენი ვერტმფრენი?
- აქეთ - მხრებზე ხელს მხვევს , კიდევ ცოტა მანძილს გავდივართ და თეთრ ვერტმფრენთან ვჩერდებით , სანდრო პილოტს ფრანგულად ესაუბრება , ენთუზიაზმისაგან მთელი სხეული მიკანკალებს და ეს ჩემს დილანდელ პასიურობასთან სრულ კონტრასტს ქმნის. ვერტმფრენში ვჯდებით , პილოტის გარდა, ჩვენთან ერთად კიდევ ერთი ადამიანია შავგვრემანი ქალი, სანდრო მიხსნის რომ ის გიდობას გაგვიწევს. უსაფრთხოების ქამრებში ვეხვევით და თავზე ყურსასმენებს ვიკეთებთ , ათრთოლებულ ხელს სანდროს ხელში ვდებ.
-ნერვიულობ? - მეკითხება კანკალის შემჩნევისას უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ და ჰაერს ღრმად ვისუნთქავ.
ვერტმფრენის ძრავი ირთვება, მიწას ნელა ვშორდებით და ზანტად მივიწევთ ცისკენ. ერთ წუთი და ჩვენ სადღაც შორს ვართ, სადღაც ძალიან, ძალიან მაღლა , იქ სადაც სხვა სამყაროა. ვერტმფრენი ქალაქისაკენ იღებს გეზს და რამდენიმე წუთში უკვე მოჩანს პარიზის თეთრი შენობები, ფართო ქუჩები და მშვენიერი არქიტექტურა...
გადავუფრინეთ სენასა და მის ხიდებს, ტრიუმფალურ თაღსა და ელისეის მინდვრებს; ნაციონალური ბიბლიოთეკის მაღალ, ტყუპ შენობებს; საკრე-კიორის ბაზილიკას - თეთრ ,ულამაზეს ტაძარს, მონმარტრის გვირგვინს; გადავუფრინეთ ვერსალის ბრწყინვალე სასახლესა და მის მშვენიერ, მარადმწვანე ბაღებს; სტად დე ფრანსს - ეროვნულ სტადიონს; კიდევ ცოტაც და აი, ისიც , პარიზის გული - Notre Dame de Paris , ღვთისმშობლის ტაძარი...
ყურსასმენებში გიდი საუბრობს, მაგრამ მისი ნათქვამისაგან ერთი სიტყვაც არ მესმის ,სრულ ეიფორიაში ვარ და ნანახით მარტო ვტკბები. პარიზი ჩემს ფერხთითაა, ეიფელის კოშკი ხელის ერთ გაწვდენაზეა...

ფრენა 25 წუთს გრძელდება, დაბალ შენობებს შორის პარიზის უმაღლესი შენობა, Montparnasse Tower -ია ამოწვერილი. სანდრო მასზე მითითებს
- ეხლა იქ დავეშვებით
შენობის ნელა ვუახლოვდებით , ვერტმფრენი სახურავზე იწყებს დაშვებას
- თვალები დახუჭე! - მეუბნება სანდრო
-რატომ? -ვიბნევი მე
-კიდევ ერთი სურპრიზი მაქვს
თვალებს ვხუჭავ, სანდროს ფრთხილად ჩამოვყავარ კაბინიდან . ისევ ვერტმფრენის ძრავის ხმა მესმის, ვხვდები, როგორ გვშორდება და უკან ბრუნდება, ამჯერად უჩვენოდ
- მოიცა, ჩვენ აქ გვტოვებენ? - ვეკითხები სანდროს
- ნუ ღელავ აქ არ დავრჩებით - მამშვიდებს ის, ჩემს უკან დგება და თვალებზე ხელებს მხვევს
-სანდრო, იმედია აქ არ გვექნება სექსი , არა? - შეშფოთება ერევა ჩემს ხმას, სანდრო ხმამაღლა იცინის
-არა ჩემი სურპრიზი უფრო რომანტიკულია! ჰმ... თუმცა იდეა მომეწონა

ერთი წუთის შემდეგ...

-მეშინია?
-რისი?
- რა ვიცი, მიწიდან 200 მეტრზე მაინც ვართ და აქ სრული სიბნელეა?
- მე აქ ვარ - თავზე მკოცნის და ეს მამშვიდებს

კიდევ ერთი წუთის შემდეგ...

- თვალების გახელა მინდა, რა სურპრიზია? - ვცმუკავ ერთიანად
-ცოტა ხანი მოითმინე! - ბრაზდება სანდრო

სამი წუთის შემდეგ...

- დროა
ხელებს ნელა მაშორებს, სანახაობისაგან სუნთქვა მეკრის...

- მზე ამოდის... ამას ითვლიდი?
-მოგწონს? - მეკითხება და საფეთქელზე მკოცნის
არაფერს ვამბობ, მხოლოდ თავს ვუქნევ და ისევ ოქროსფერ დისკოს ვუყურებ... მზე ნელა,ზანტად ამოდის... ცა ჯერ ვარდისფერია, შემდეგ თეთრ ღრუბლებში სხივები იჭრება და ქალაქი ოქროსფერ საბურველში ეხვევა... ვირინდები და ჩემი ცხოვრების ყველაზე მშვენიერი წუთებით ვტკბები, ასე ვდგავართ ჩუმად რამდენიმე წუთის განმავლობაში... სუნთქვა მეკვრის, განძრევასაც ვერ ვბედავ, მზე ეიფელის უკან ეკიდება და ახლა კოშკი ყველაზე უფრო ოქროსფერია, რაც კი ოდესმე მინახავს... ეს სიზმარია? ეს ყველაფერი მშვენიერ სიზმარს ჰგავს... მაგრამ ჩვენ აქ ვართ, ეს ხდება... მზე სახეს მინათებს, ხელს ვწევ და ხელისგულს თბილ სხივებს ვაგებებ...

- მხოლოდ რამდენიმე დილა რომ გქონდეს დარჩენილი რას გააკეთებდი? - სრულიად მოულოდნელ კითხვას სვამს სანდრო, ნირვანიდან ვფხიზლდები და მისკენ ერთბაშად ვბრუნდები
- ვკვდები?
- რა?არა! - გადაიხარხარ მან.
- მაშინ ეგ უადგილო კითხვა რატომ დამისვი?- მეცინება მეც.
- უბრალოდ მიპასუხე!
-ყოველ დილას შენთან ერთად გავატარებდი, - ვპასუხობ გულწრფელად, სანდრო ჩემს სახეს ხელებში იქცევს და ყურადღებით მაკვირდება თვალებში
-ეს მართლა გინდა?
-კი...
- რას გააკეთებდი ამისათვის?
-ყველაფერს - ვამბობ ხმადაბლა , მაგრამ მტკიცედ
- ყველანაირ სიგიჟეზე წახვიდოდი? და იმის იქითაც? ყველაფერზე დათანხმდებოდი?
თავს ნელა ვუქნევ და თვალებში ვუყურებ, გულისცემის ხმა ყურებს მიხშობს, ქარი თმას მიწეწავს და მზის სხივები სახეზე მეცემა... ერთხანს უხმოდ მიყურებს თვალებში , შემდეგ ხმადაბლა, ძლივს გასაგონად მეკითხება:
-ჩემს ცოლობაზაც?

***

თვალები მებინდება და სმენა მეხშობა, რამდენიმე წამი ვერაფერს ვამბობ, სანდრო მშვიდად იღიმის და აწეწილ თმას სახიდან მაშორებს
-არაფერს მეტყვი? - მეკითხება ბოლოს
- ეს ნაწილი ხომ უკვე გავიარეთ?- ვჩურჩულებ ძლივს გასაგონად
- ამჯერად ყოველგვარი თამაშის გარეშე გეკითხები... გახდები ჩემი ცოლი?
სანდროს მზერას ვაცილებს და ისევ პარიზს ვუყურბ, ნეტავ პირველად ვინ უწოდა ამ ქალაქს სიყვარულის ქალქი? მაგრამ რა დროს ეს არის, ეს ოდნავ შეშლილი კაცი მეკითხება მინდა თუ არა მისი ცოლობა, როგორ შემიძლია უარი ვუთხრა , როცა მისმა თვალებმა დამიმონეს და ხელების შეხება სიცოცხლეს მჩუქნის, როგორ შემიძლია ვთქვა "არა"?
მის თვალებს მზერას ნელა ვუსწორებ და მშვიდად ვამბობ
-ჩემი პასუხი არ შეცვლილა...

ნახევარი საათის შემდეგ ჩვენი სასტუმროს წინ ვდგავართ, სანდრო ჩემსკენ ტრიალდება
- შენ ნომერში დაბრუნდი, მე რაღაცებს მოვაგვარებ და ფოიეში დაგელოდები, აქვე ახლოს მართლმადიდებლური ეკლესიაა
- კარგი, - ვუქნევ თავს
ჰაერს ღრმად ვისუნთქავ , სასტუმროში შევდივარ , ციფერბლატს ვუყურებ და მოუთმენლობისგან ვცქმუტავ, ლიფტიდან გამოსვლისთანავე ლევანის ნომრისაკენ ვიღებ გეზს, ის გულაღმა წევს და ხმადაბლა ფშვინავს. ხმამაღლა ვყვირი
-ლევან, გაიღვიძე! - მაგრამ ის ყურსაც არ იბერტყავს
-გაიღვიძე- მეთქი,გესმის? -ვყვირი ისევ და ამჯერად მოურიდებლად ვანჯღრევ.
თვალებს ერთბაშად ახელს , დივნიდან სწრაფად ხტება და შეშინებული ყვირის
-რა ხდება? ძაღლები?
- არა!
ჩემს ნათქვამს ყურადღებას არ აქცევს, შარვალს ხელს ტაცებს და საოცარი სისწრაფით იცვამს.
- ჩავვარდით ხომ? ამის დედაც!
-ლევან დამშვიდდი, არაფერი საგანგაშო არ ხდება!
- მაშინ ველური ინდიელივით რატომ შემომივარდი? - იკრავს შუბლს
- მე და სანდრო ჯვარს ვიწერთ - ვამბობ მშვიდად
გაოცებული ლევანი შარვლის შეკვრას თავს ანებებს და ისიც მის ფეხებთან ეცემა.
- რა თქვი?!
- მე და სანდრო ვქორწინდებით! - ვუმეორებ უფრო ხმამაღლა
- ესეც თამაშის ნაწილია?
- არა, - ვაქნევ თავს - ეს ნამდვილად ხდება და მინდა რომ შენ და ნიკა ჩემი მეჯვარეები იყოთ
ლევანი ყოყმანობს
- გთხოვ, პარიზში თქვენზე ახლობელი არავინ მყავს, ნიკაც გააღვიძე
პასუხს აღარ ველოდები, ოთახიდან გამოვდივარ და გაოცებულ ლევანს მარტო ვტოვებ. ჩემი და სანდროს ნომრის საძინებლის კარს ნელა ვაღებ, საწოლზე თეთრი საქორწინო კაბაა გადაფენილი. სუნთქვა მეკვრის, იატაკზე ვიმუხლები და უნაზეს ქსოვილს ფთხილად ვეხები...

ფსიქოლოგიაში არის ასეთი მოვლენა,როდესაც ადამიანის ცნობიერება მძაფრი ემოციებით იტვირთება, მისი ფსიქიკა ვეღარ უძლებს და ადამიანი არაშესაბამის რეაქციას ავლენს. ამიტომ არის, რომ ზოგჯერ დიდ უბედურებას სიცილით ხვდებიან და პირიქით. ამიტომ არის ,რომ ამდენი ემოციისაგან გადატვირთული ვეღარ ვუძლებ და ყველაზე არანორმალურ რეაქციას ვავლენ, ყელში ბურთი მეჩხირება, სახეს ხელებში ვრგავ და ტირილს ვიწყებ.
ოთახში ლევანი შემოდის, ჩემს დანახვაზე შუბლს იკრავს
- შენ რა ტირი?
-კი, - ვსლუკუნებ მე.
-სიმართლე მითხარი სანდრო დაქორწინებას გაძალებს? - ცრის კბილებში.
- ნუ სულელობ! - ვატრიალებ თვალებს .
- მაშინ რატომ ტირი?
-ემოციების ბრალია! - ვსლუკუნებ ისევ
- ელენე, დარწმუნებული ხარ რომ მისი ცოლობა გინდა?
ტირილს ერთბაშად ვწყვეტ და მშვიდად ვუღიმი
- რა თქმა უნდა... მე ის მიყვარს.
ლევანი ცოტა ხანს უხმოდ მიყურებს, ბოლოს ნებდება
-კარგი, ვიქნები შენი მეჯვარე
- მადლობა, - ვჩურჩულებ მე.
ის სევდიანად იღიმის
- სანამ მე იმაზე ვფიქრობდი ყავაზე როგორ დამეპატიჟე, იმან უკვე ცოლობაზე დაგითანხმა?
არ ვიცი რა ვუპასუხო და უბრალოდ მხრებს ვიწურავ.
-კარგი, წავალ მოვემზადები. შენ აღარ იტირო, ქორწილი უნდა გქონდეს , ყველაზე ლამაზი უნდა იყო და ასე შემდეგ. მოკლედ ხომ ხვდები? - აატრიალა თვალები
-ვხვდები, - ვუღიმი მე ,ის ოთახიდან გადის.
შხაპს ვიღებ და თეთრ კაბაში ვეწყობი, კაბა სადაა, მაგრამ საოცრდ დახვეწილი და ელეგანტური, ფეხზე თეთრი ფერისვე ფეხსაცმელს ვირგებ, თმას გაშლილს ვიტოვებ, ისე როგორც ჩემს მომავალ ქმარს უყვარს, სარკის წინ ვდგები და ჩემს ანარეკლს ვათვალიერებ
- ნამდვილად შევიშალე! - ვამბობ ხმამაღლა
ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ოთახიდან გავდივარ. მისაღებში ბიჭები უკვე მელიან. ნომრიდან გამოვდივართ და ლიფტით ფოიეში ვეშვებით. ლევანი მენდელსონის მარშის იმიტაციას აკეთებს
-ღელავ
- ლევან, ქორწილის დღეს ყველა პატარძალი ღელავს
- შეგიძლია გადაიფიქრო, კარიბის ზღვაში კუნძული ვიყიდე და შეგვიძლია იქ გავიქცეთ
- კუნძული მართლა იყიდე?
- მართლა!- სახე უნათდება ლევანს- აბა რას იტყვი?
- ძალიან კარგი, მე და სანდრო თაფლობის თვის გასატარებლად გესტუმრებით
ვუღიმი ფართოდ, ლევანი ისევ იღუშება

სანდრო ვიღაც მაღალ მამაკაცს ესაუბრება , ჩემს დანახვაზე საუბარს წყვეტენ და ორივე მე მაპყრობს მზერას. ვამჩნევ, სანდროს თვალებში თბილი ნაპერწკალი როგორ კიაფდება და მეც ყოველგვარ მღელვარებას უკან ვიტოვებ, ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და მათკენ მივდივარ, მაგრამ გზას ჟანეტი მიღობავს და თბილი სურვილებით მავსებს, მადლობას ვუხდი , ის კიდევ რაღაცის თქმას აპირებს, მაგრამ უეცრად ჩუმდება და ლევანს ისე უყურებს, თითქოს პირველად ხედავს. პაუზით ვსარგებლობ, ხელიდან ვუსხლტები და სანდროსაკენ მივდივარ, მისი თანამოსაუბრე თავაზიანად მიღიმის და თვითონ მეცნობა
- ირაკლი, სანდროს მეგობარი
-სასიამოვნოა - ხელს ვართმევ კაცს
- არაჩვეულებრივად გამოიყურები!
- მადლობა - ვიმორცხვებ მე - პარიზში ცხოვრობთ?
- შენობით მომმართე - მიღიმის თავაზიანად - და არა, პარიზში არ ვცხოვრობ. თქვენი ქორწილისათვის ჩამოვედი, სანდროს მეჯვარე ვიქნები
"როდის მოასწრო?" - ვფიქრობ გაკვირვებული და სანდროს ვუყურებ
- ძალიან ლამაზი ხარ - მეუბნება და თბილი ნაპერწკალი მის თვალებში უფრო იზრდება
- შენც არაგიშავს - ვუღიმი ზანტად და თეთრ პერანგს ვუსწორებ

არ ვიცი, მეჩვენება თუ მართლაც ასეა, სასტუმროდან გამოსვლისთანავე გამვლელები ჩერდებიან, მე მაპყობენ მზერას და დიდხანს მაკვირდებიან
- პარიზი მოაჯადოვე, ხედავ? - ჩამჩურჩულა სანდრომ და წელზე მომეხვია - ეხლა ძალიან ბევრი კაცი ნატრობს ჩემს ადგილას ყოფნას
- ერთ- ერთი მათგანი ძალიან ახლოს არის - ჩაიბურტყუნა ლევანმა
ისეთი მუჯლუგუნი ვკარი, ინერციით უკან გადავარდა
მანქანაში ვსხდებით, ლევანი კომენტარების კეთებას იქაც აგრძელებს, სანდრო სიმშვიდეს ინარჩუნებს და ვხვდები, რომ ჩემ გამო იკავებს თავს. ათ წუთში ეკლესიასთან ვართ
-მზად ხარ? - მეკითხება სანდრო
-კი, - ვჩურჩულებ მე
მანქანიდან გადადის, მომენტით ვსარგებლობ და ლევანს ვუბღვერ
- გთხოვ, ქორწილს ნუ ჩამიშლი!
- არც მიფიქრია! როგორ უნდა ჩაგიშალო?
-როგორ და მაგ რეპლიკების კეთებას თუ გააგრძელებ სანდრო აღარ მოგითმენს! ხომ გახსოვს ბოლოს რომ გააბრაზე როგორ გალამაზდი?
-ჰო კარგი, ჩუმად ვარ
სანდრო გალანტურად მიღებს კარს, ჩემ ხელს თავის ხელში იქცევს და ეკლესიაში შევდივართ, საკურხთეველთან ადგილებს ვიკავებთ და ჯვარს თეთრწვერა მამა დავითი გვწერს, სანდრო ნიშნობის ბეჭდის გვერდით საქორწინო ბეჭედს მარგებს და მე უკვე მისი ცოლი ვარ, ის - ჩემი ქმარი.

ცერემონიის შემდეგ სასტუმროში დავბრუნდით, იატაკზე მიმობნეული ვარდის ფურცლების დანახვაზე მეღიმება, მათ კვალს უამრავი სანთლითა და სურნელოვანი ყვავილებით მორთულ სააბაზანო ოთახში მივყავარ, სანდროსკენ ვტრიალდები და წარბებაზიდული ვუყურებ
- თუ რომანტიკაა ბოლომდე რომანტიკა იყოს - მიღიმის მშვიდად და ჩემს უკან დგება - კაბა მოგეწონა?
- ძალიან ლამაზია, გმადლობ!
- ეს შენ ხარ ლამაზი , მაგრამ ამ კაბის გარეშე უფრო ლამაზი... შეიძლება გაგხადო?
- ნებას გრთავ

მისი თითების შეხება ჩემს სხეულში ყველა ნერვს აცოცხლებს, ელვას ხსნის და კაბა ეცემა, თეთრი მაქმანების ამარა ვრჩები, ცხელ ბაგეებს კისერზე მაწებებს , თვალებს ვხუჭავ და მისი ტუჩების სიმხურვალეს მთელი არსებით შევიგრძნობ, ბაგეებით დინჯად მიუყვება ჩემს სხეულს, ხერხემლის არც ერთ მალას არ ტოვებს უყურადღებოდ. გზად საცვლებისგანაც მათავისუფლებს , თვითონაც იხდის, ხელში ავყავარ და აბაზანაში ფრთხილად მაწვენს, ზევიდან მექცევა. მკერდზე ხელებს ვაბჯენ და თვალებში თითქმი მუდარით ვუყურებ. ჯანდაბა, მითხარი ის სიტყვა, თუ რომანტიკაა ბოლომდე რომანტიკა იყოს! მაგრამ ჩემი ქმარი დუმს და მის შავ თვალებში მხოლოდ დაფარულ ფიქრებს ვხედავ. თავს ვაქნევ, ხელებს ზურგზე ვხვევ და მჭიდროდ ვიზიდავ, ნელა შემოდის ჩემში და სიყვარულს ისე ვეძლევით, როგორც არასდროს...

თვალს იატაკზე დაფენილი კაბა მწყვეტს. აბაზანიდან ვიწევი და სანდროს ვუყურებ
- მოიცადე, დილით ხომ არ იცოდი ცოლობაზე დაგთანხმდებოდი თუ არა , მაგრამ კაბა მაინც დატოვე ნომერში, ირაკლიც წინასწარ გააფრთხილე რომ ქორწილი გვექნებოდა. ესე იგი, დარწმუნებული იყავი რომ თანხმობას გეტყოდი?
პასუხად მშვიდად მიღიმის და საფეთქელზე მკოცნის.
ესე ძალიან მეტყობა ,რომ მასზე გადარეული ვარ?
- შენი გულისთვის მეც ყველანაირ სიგიჟეზე წამსვლელი ვარ
-მართლა? - ვზიდავ წარბებს.
-კი, - მპსუხობს მშვიდად
ზანტად ვუღიმი
-მაშინ აქვე ერთი პატარა სიგიჟე
- რა გინდა რომ გავაკეთო?
მისკენ ვიხრები, ყურში ვეჩურჩულები და ენთუზიაზმით გაბრწყინებული თვალებით ვუყურებ.
- აბა?
- კარგი...
- წავალ, ნიკას მოვიყვან - ვამბობ გახარებული და აბაზანიდან ვიწევი
- გინდა ეს ეხლა გავაკეთო?
-აქ და ახლა!
სანდროს სახეზე ყოყმანს ვამჩნევ , წარბებს ვზიდავ
- რაო, გეშინია?
- გულწრფელად რომ გითხრა , კი
-ხუმრობ? - ვერ ვიჯერებ მის პასუხს.
- არა , არ ვხუმრობ, ენეტოფობია მაქვს
- მაშინ მაგის გაკეთება საჭირო არ არის - შევწუხდი მე
- არა , გავაკეთებ მაგას.
- დარწმუნებული ხარ?
-კი,- მიჭრის მოკლედ - უბრალოდ მხნეობის მოსაკრებად ცოტა უნდა დავლიო.

სანდროს ბართან ვტოვებ და დერეფანში გამოვდივარ ნიკას მოსაყვანად. მოპირდაპირე ნომერში ორი საძინებელია, არ ვიცი ნიკაა რომელშია და ერთ-ერთ მათგანში შევდივარ. ლევანს მშვიდად სძინავს. მის მკერდზე მიხუტებულ ქერა თავს ვამჩნევ , ჟანეტი ნელა წევს სახეს და მოულოდნელობისაგან კივის.
-ბოდიში, - ვჩურჩულებ შეწუხებული
კარს ფრთხილად ვკეტავ და მეორე საძინებლიში შევდივარ. ნიკას მოკლედ ვუხსნი საქმის ვითარებას
- ინსტრუმენტები არ მაქვს , მაგრამ სასტუმროში რომ ვბრუნდებოდით აქვე ახლოს სალონი შევნიშნე, - ამბობს ის.
გარეთ გამოვდივართ, თხუთმეტ წუთში სალონთან ვართ, ვყიდულობთ რაც გვჭირდება და ისევ სასტუმროში ვბრუნდებით. ნომრის კარს ვაღებ, მაგრამ სანდრო იქ აღარ არის. ვუწყებ ძებნას, მაგრამ ვერსად ვპოულობ, დერეფანში გამოვდივარ, ლევანის ნომრიდან მისი ხმა მესმის , შეშინებული ვაღებ კარს და სანახაობას გაოცებული ვუყურებ. ერთმანეთს ეხვევიან და ოდნავ ბარბაცებენ, ჩანს უკვე ორივე მთვრალია
- ამიერიდან აღარავითარი კამათი!
- შენ ჩემი მეჯვარე, ესე იგი ჩემი ძმა ხარ!
დივნის წინ რამდენიმე ცარიელი ბოთლი აწყვია. ღვინო, კონიაკი, ვისკი... ოჰ, რა თქმა უნდა, სასმლის ძალა!
პირველი ლევანი მამჩნევს, სანდროც ჩემსკენ ბრუნდება
- სწორედ ეხლა ვაპირებდით ქალების სადღეგრძელოს თქმას!
- რას აკეთებთ?
- ვსვამთ - უმანკო გამომეტყველებას იღებს ჩემი ქმარი
- სანდრო, უნდა გავიდეთ
- ვერ გამოვალ , წასულებზე გაჩერება ხომ არ შეიძლება - მიჭრის მოკლედ და ჭიქას სწევს
ქალების სადღეგრძელოს დედმამიშვილებისას აყოლებენ, დედმამიშვილებისას - მამულისას , მამულისას - წინაპრებისას, შემდეგ მოდის მეობის , კაცობისა და ღირსებისას სადღეგრძელო...

მეექვსე სადღეგრძელო

- მინდა უბილარი დავლოცო!
- სანდრო, ვინ იუბილარი?
- ყველა ვისაც დღეს დაბადების დღე აქვს !

მეშვიდე სადღეგრძელო

- მშვიდობას გაუმარჯოს! - ჭიქას სწევს ლევანი
- თუ მშვიდობა არ იქნება, არაფერს ფასი არა აქვს! - კვერს უკრავს სანდრო
- სანდრო, მშვიდობას თუ მართლა აფასებ ახლავე შეწყვიტე სმა და გამომყევი! - ვბრაზდები მე
- მოირგო ცოლის როლი, - იცინის ის, ლევანს ემშვიდობება და დერეფანში მეხვევა. კედელს მაჯაჭვებს და თვალებში დაჟინებით მაცქერდება, გონების დაკარგვამდე მთვრალია, მაგრამ ძველებურად მშვიდი, ჩემს თმებს ფრთხილად ეხება
- შენი თმის ფერი რომ მაგიჟებს, იცი? რა ფერია საერთოდ? ოქროსფერი? არა, ოქროსფერი არაა... შენი თმები პარიზის სინათლეების ფერია. შენი თვალები ცისფერია, მაგრამ არა მხოლოდ ფერით გავს ცას. როცა იღიმი , შენი თვალები მშვიდია და წყნარი, როგორც ცა გაზაფხულის უღრუბლო დღეს. როცა დარდობ და ტირი ფერები შენს თვალებში მუქდება და მაშინ ისინი ღრუბლიან ცას ჰგავს, შემოდგომის წვიმიან დღეს რომ დაჰყურებს მიწას. როცა იცინი... როცა იცინი, შენი თვალები ზაფხულის ცას ემსგავსება, მზის ბრჭყვიალა სხივებით განათებულს...
თავს ვაქნევ, მის ძვირფას სახეს ხელებში ვიქცევ და საფეთქელზე ფრთხილად ვუსვამ თითებს
- ჩემო ძვირფასო ქმარო, შენ ძალიან ბევრი დალიე
- ხო , ასეა... და გთხოვ, მიიღე ეს რომანტიკული ნაბოდვარი შენი გადამთვარლი და გონდაკარგული ქმრისაგან
ტუჩებზე უფაქიზესად მკოცნის და სახეს ჩემს კისერში რგავს, თვალებს ვხუჭავ და ისე ვეხვევი, როგორც არასდროს.

ნომერში ნიკა გვხვდება, ხელსაწყოებზე მითითებს
-ამას რა ვუყოთ?

- დაწყებულ საქმეს დავასრულებთ- ჩემს მაგივრად პასუხობს სანდრო.
- არა, სანდრო საჭირო არ არის მაგის გაკეთება, სისულელეა დაივიწყე! - მუდარით ვამბობ მე
ჩემს სიტყვებს ყურადღებას არ აქცევს, ჯემპრს იხდის და ნიკას მიმართავს
- დავიწყოთ!
ნიკა აპარატს რთავს და სანდროსაკენ იხრება , სანდროს მაშინვე მთელი ტანი ეძაბება, შუბლი ოფლით ეცვარება და იმასაც ვამჩნევ, სავარძლის კიდეებს როგორ ეჭიდება.
ამას ფხიზელი თვალით ვერ ვუყურებ... არა, ამას საერთოდ ვერ ვუყურებ!
ბართან მივდივარ და ღვინის ბოთლთან ერთად დამნაშავესავით ვიძურწები. მისაღებიდან აპარატის ზუზუნი მესმის , სანდროს მდგომარეობის წარმოდგენაზე გული მეწურება.
- ოჰ, რას ავიტეხე საერთოდ! - ვაქნევ თავს
მთელ ბოთლ ღვინოს მარტო ვსვამ, საწოლზე ვწვები და ხუთ წუთში ვითიშები.

***

დილით წყლის ხმაური მაღვიძებს, სანდრო ნიჟარასთან დგას , საწოლიდან ვდგები და მასთან მივდივარ
- დილამშვიდობისა ქმა... - ვიწყებ ღიმილით, მაგრამ თვალში მისი ზურგი მხვდება და ღიმილი მაშინვე მიქრება სახიდან. სანდრო ჩემს გამომეტყველებას სარკეში ამჩნევს
- ცუდად ხომ არ ხარ?
ვერაფერს ვამბობ , ელდანაცემი ისევ მის ზურგს შევყურებ
-ელენე, კარგად ხარ?
- კარგად ვარ - ვამბობ ძლივს გასაგონად
- მაშინ რატომ გაქვს ეგეთი სახე?
- გუშინდელიდან არაფერი გახსოვს? - ვუბრუნებ კითხვას
- ელენე, მახსოვს რომ ცოლად მოგიყვანე და ეგ სრულიად გააზრებულად გავაკეთე - ატრიალებს თვალებს
-კიდევ რა გახსოვს ?
-კიდევ მახსოვს რომ სასტუმროში დავბრუნდით, სექსი გვქონდა , მერე შენ ტატუს გაკეთება მთხოვე, შემდეგ დავლიე და აი, მაგის მერე რა მოხდა, ეგ უკვე აღარ მახსოვს - შუბლს იკრავს და ისევ იძაბება - მთვრალმა რამე ხომ არ გაწყენინე?
- არა, პირიქით, ისეთი რომანტიკული იყავი - ჩავილაპარაკე ღიმილით
- გალაკტიონობა მოვინდომე , ხომ? - ჩაიცინა მან
- ხო! - გამეცინა მეც
-ტატუ გავიკეთე ?
- გაიკეთე, მაგრამ...
- მაგრამ?
- აქ დამელოდე
საძინებელში გავდივარ , ტელეფონს ვიღებ და ისევ მასთან ვბრუნდები, კამერას ვრთავ და ბეჭს ქვემოთ მონაკვეთზე ლამაზი ქართული ასოებით გამოყვანილ ჩემ სახელს ფოტოს ვუღებ , შემდეგ ტელეფონს გაუბედავად ვაწოდებ და მის რეაქციას ველოდები. რამდენიმე წამი დუმს, ბოლოს ტელეფონის ეკრანიდან თვალის მოუშორებლად მეკითხება
- ასეთ უცნაურ ადგილას რატომ მახატია?
- ნიკას ვუთხარი რომ იქ დაეხატა სადაც გულია, მაგრამ... -ავიწურე მხრები - ბრაზობ?
- შენზე არა! მაგრამ ნიკა ისეთი შტერი როგორ არის, რომ ისიც კი არ იცის გული სად არის
- კარგი რა , ის ხომ ნიკაა , ანატომიის ცოდნას ვერ მოთხოვ
- ხოდა პატარა გაკვეთილი არ აწყენდა! - ჩაილაპარაკა და ისევ ნიჟარას დეყრდნო
ზურგზე ვეხვევი და აწითლებულ კანის მონაკვეთს ტუჩებით ფრთხილად ვეხები.
- გტკივა?
-არა
- ნემსის მართლა ასე ძალიან გეშინია?
- ჰო, ბავშვობის ფობიაა. პატარა რომ ვიყავი ფილტვების ანთება მქონდა და რეგვენმა ექთანმა მთელი ნახევარი საათი მაწვალა სანამ სისხლს ამიღებდა, ყველგან დამჩხვლიტა სადაც კი ვენა მქონდა . იმის მერე ნემსის გაკეთება ჩემთვის ნამდვილი კოშმარია.
ამის წარმოდგენაზე გული მეწურება,უფრო მჭიდროდ ვეხვევი და ბეჭებს კოცნით ვუფარავ.
შხაპს ერთად ვიღებთ, შემდეგ სანდროს აივანთან მივყავარ. პატარა, თეთრ მაგიდაზე საუზმეა გაწყობილი, მაგიდას გარს ასეთივე სკამები არტყია
- ალექსანდრე დადიანო, ასე რამ გაგარომანტიკულა? - ვუცინი სანდროს
- ალბათ პარიზმა - ჩაილაპარაკა მან
პლედი მომახვია და აივანზე გავედით
- ჰმ, ბოლოს ამ აივანზე ერთად რომ ვიყავით , აქედან გადაგდებას მიპირებდი - ავზიდე წარბები
- მაგას შენი ისეთი გაბრაზება მოჰყვა, მეორედ გულშიც აღარ გავივლებ!
- რა წერია იმ საბუთებში?
- ეხლა მაგ საქმეზე არ გვინდა , კარგი?
- ოჰ, კარგი
ეს აივანი ბობოქარ ღამეს მახსენებს, მეღიმება და ამასთანავე , იმ ღამის გახსენება ერთ იდეას მაწვდის, გადაწყვეტილებას ვიღებ ჩვენს ვნებიან პარიზულ ღამეებს კიდევ ერთი შევმატო
-რაზე იღიმი? - მეკითხება სანდრო
-ამ აივანმა რაღაც იდეა მომაწოდა
-რა იდეა?
-ვერ გეტყვი!
-რატომ?
-სურპრიზია!
-არ მიყვარს სურპრიზები - იბუტება ბავშვივით
-ეს მოგეწონება - ვუღიმი და ტუჩებში ვკოცნი

საუზმის შემდეგ სანდრო აბაზანაში შედის, ამით ვსარგებლობ, ფულსა და ქურთუკს ვიღებ და ლევანის ნომრისაკენ მივდივარ
- იარაღი ისევ შენ გაქვს? - ვეკითხები როგორც კი კარს აღებს
-ვიცოდი რომ ერთად დიდხანს ვერ გაქაჩავდით, - გაიცინა მან.
- სანდროს მოკვლას არ ვაპირებ, - ავატრიალე თვალები .
-აბა რად გინდა? - უკვირს მას
-ზედმეტი კითხვები არ დამისვა! - ვუჭრი მე და ვცდილობ, სახეზე მოწოლილი სიწითლე დავძლიო - მითხარი, შენ გაქვს?
-მე მაქვს
- შეგიძლია ჩემს ნომერში გაიტანო და როიალზე რომ ლარნაკი დევს იქ ჩამალო? ოღონდ ისე რომ სანდრომ არაფერი გაიგოს
- შენ და შენი ქმარი ბოროტი განზრახვებით მოდიხართ ამ დილით, რა ხდება? - იცინის ლევანი
- სანდროს რა უნდოდა? - მიკვირს მე
- ნიკა ბიოლოგიის წიგნთან ერთად ჩაკეტა ოთახში
- რა?- მიფართოვდება თვალები.
- ნუ ღელავ, მთელი დღისთვის სამყოფ საჭმელ-სასმელი აქვს თან
ვოხრავ და თავს ვაქნევ
- კარგი, გააკეთებ რაც გითხარი?
- გავაკეთებ და მერე დამიძახე , გვამის გადამალვაში მოგეხმარები
პასუხად მხოლოდ თვალები ავატრიალე და გარეთ გამოვედი, ძვირფას მაღაზიებს სწრაფად ჩავუარე და “agent provocateur ”-ის წინ შევჩერდი. მარტო ვიტრინაში ისეთი მოდელები იყო გამოფენილი, რომ ლამის უკან გამობრუნება დავაპირე.
“შენ ქალი ხარ და გინდა შენი ქმრისათვის სექსუალური იყო, არაფერი ცუდი არ არის ამაში და არც იმაში, რომ გინდა საყვარელი ადამიანს ასიამოვნო" - ამბობს ნინო
"მოიცა ეს მართლა ნინომ თქვა?"- ვერ ვიჯერებ მე
ჰაერს ღრმად ვისუნთქავ , მაღაზიაში შევდივარ და საკიდებში ქექვას ვიწყებ
“რა ფერი უყვარს სანდროს? ოქროსფერი , მაგრამ ოქროსფერი საცვლები არ აქვთ, ყველაზე სექსუალური წითელი და შავი ფერია...” - ვფიქრობდი და თან ერთმანეთზე გამომწვევ თეთრეულს ვათვალიერებდი. ბოლოს შავ საცვლებზე შევაჩერე არჩევანი, ფული გადავიხადე და მაღაზიიდან გამოვედი. ქუჩას ნელა გავუყევი და ფიქრი დავიწყე იმაზე, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი.
ლაშამ მითხრა შეიძლება ეს ის მომენტია, რომელმაც შენი ცხოვრება უნდა შეცვალოს, და ეს ასე მოხდა, მე შევიცვალე , სანდროც შეიცვალა... ვგრძნობდი , რამხელა განსხვავება იყო ახლანდელ მესა და იმ ელენეს შორის, რომელიც თბილისში დავტოვე. ამ შემთხვევამ სიყვარული მომიტანა , სიყვარული კი ყველაფერს ცვლის...

სასტუმროში დაბრუნებისთანავე ლარნაკი შევამოწმე, იარაღი იქ იყო. ის იყო ყვავილები უკან დავაბრუნე , რომ საძინებლიდან სანდრო გამოვიდა და ჩემი მოლოდნელი გაუჩინარებით გაკვირვებულმა მკითხა
- სად იყავი?
- მაღაზიაში
- რა იყიდე?
- ქალური რაღაცები. - მივუგე მე - ნიკა მართლა ჩაკეტე ოთახში?
- ხო , კარცერ - ლუქსი მოვუწყვე
- სანდრო!
შევუბღვირე მე, ის უდარდელად იცინის
- ნახევარ საათში ადამიანის აგებულება ზეპირად უნდა ჩამაბაროს

ღამით სანდრომ საალერსოდ რომ გამოიწია , ცოლ-ქმრული ურთიერთობის ასარიდებელი ყველაზე გავრცელებული ტყუილი ვუთხარი:
- თავი მტკივა.
-შეიძლება აივანზე გაცივდი დღეს , - ჩემს სიტყვებში ეჭვი არ შეპარვია მას
-ჰო, ალბათ
- სიცხეც ხომ არ გაქვს?
შუბლი შეიჭმუხნა და ხელისგული შუბლზე დამადო
- არაფერია, გამოვიძინებ და გამივლის.
-კარგი
ოთახში სინათლე გამორთო, სხეულზე მიმიხუტა და საფეთქელზე მაკოცა
-ძილინებისა
- ძილინებისა...

უკვე ერთი საათია სრულიად გაუნძრევლად ვწევარ, ისე როგორც მაშინ , საბუთების მოპარვის ჩემი გენიალური გეგმის წინ , სანდროს უკვე სძინავს, საწოლიდან ვდგები, მისაღებში ფეხაკრეფით გავდივარ და თითქმის გამჭვირვალე საცვლებში ვეწყობი
“სიყვარულს რა ვუთხარი, თორემ ამეების ჩამცმელი ცხოვრებაში არ ვიყავი” - ვოხრავ ხმამაღლა
იარაღს ზურგს უკან ვმალავ, საძინებელში ვბრუნდები და ოთახში სინათლეს ვანთებ, სანდრო ნელა ახელს თვალებს , ჩემს დანახვაზე ერთბაშად ფხიზლდება, სხეულზე ზანტად მატარებს მატარებს და ვამჩნევ , როგორ ენთება შავ თვალებში ვნების ნაპერწკალი
-მოდი ჩემთან
- გახსოვს იმ ღამეს რომ შემპირდი, იმის სანახავად როგორ მიმიზნებ იარაღს სიცოცხლეს ნახევარს დავთმობო?
-მახსოვს?
-ნახე მე რა მაქვს
ზურგსუკან დამალულ ხელს ვწევ და იარაღს ვაჩვენებ , ის ზანტად იღიმის
- შეპირებულის წასაღებად მოხვედი?
- ჰო, ოღონდ მხოლოდ ნახევრის არა, შენი სიცოცხლე მთლიანად მინდა
- ჯანდაბა, ყველაფერი წაიღე რაც გინდა, ოღონდ მოდი ჩემთან ! - ოხრავს სანდრო.
- ასე ადვილად ნებდები? - წარბებს ვზიდავ - მე კიდევ შენს დარწმუნებას უფრო სასიამოვნო მეთოდებით ვაპირებდი.
- კარგი, უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები
- იცოდე ამ შემთხვევაში მხოლოდ მე ვმოქმედებ, შენ უნდა დამემორჩილო!
-კარგი
- ხელები გასწიე!
ჩემს ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებს, იარაღს ტუმბოზე ვდებ, ნელა ვშიშვლდები და სანდროს ვუახლოვდები , ელვის უსწრაფესად მწვდება მაჯაში, მატრასზე რბილად მანარცხებს და ზევიდან მექცევა
- ეს ღალატია! - აღვშფოთდი
-ნუ ფართხალებ!
- აქ ბრძანებებს მე ვიძლევი, ამაზე წამის წინ შევთანხმდით! - განვაგრძობ პროტესტს
ყურადღებას არ მაქცევს , ბაგეებით ნელა მიუყვება ჩემს სხეულს და მეც ერთიანად ვდუნდები, უეცრად წყვეტს და თვალებში მიყურებს
-რას მიბრძანებ, გავჩერდე?
- არა... - ვჩურჩულებ მუდარით
მსუბუქად იცინის და შეწყვეტილ საქმეს აგრძელებს, მისი ტუჩები ჩემი სხეულის ყველაზე მგრძნობიარე წერტილს აღწევს , გონება მებინდება, აზროვნების უნარი მერთმევა და ასტრალში ვეშვები , თითებს ზეწარში ვხლართავ, მის სახელს ვჩურჩულებ და ნეტარების მწვერვალზე ავდივარ...
ჩემს გვერდით წვება, მომენტით ვსარგებლობ, ზურგზე ვატრიალებ და ახლა მე ვექცევი ზემოდან
-ღალატისათვის უნდა დამსაჯო? - იცინის სანდრო
თითებს რბილ წვერში ვუცურებ და აუჩქარებლად ვკოცნი ტუჩებში, შემდეგ ვინაცვლებ ნიკაპზე, ნიკაპიდან - ყელზე , ხარბად ვისუნთქავ მის სურნელს , მინდა ჩემს ყოველ მოძრაობაში ჩავაქსოვო გრძნობა, შეხებით გადმოვცე ის თუ როგორ მიყვარს...
ზევიდან ვექცევი, ხელებს მკერდზე ვაბჯენ და მოძრაობას ვიწყებ, თეძოებით მყვება, ტემპს ვაჩქარებ, თავს უკან ვაგდებ , თვალებს ვხუჭავ და მხოლოდ სხეულის ერთ ნაწილს შევიგრძნობ, კიდევ რამდენიმე წამიც და ნეტარების მწვერვალზე ერთად ავდივართ, ერთიანად ძალაგამოცლილი სანდროს გახურებულ მკერდზე ვეშვები , სახეს მის სველ კისერში ვრგავ და არათანაბარ სუნთქვაში ბგერებს ძლივს ვუყრი თავს
- ახლაც... ახლაც არ მომცემ შენს სიცოცხლეს?
ის ცოტა ხანს დუმს, სუნთქვის დაწყნარებას ცდილობს, შემდეგ მის მხურვალე ტუჩებს ჩემს ყურთან შევიგრძნობ და ჯერ კიდევ დაბინდულ გონებაში ხმადაბლა ნათქვამ ბგერებს ვარჩევ:
-ჩემი სიცოცხლე ისედაც შენ გეკუთვნის...
მიყვარხარ.

***

- შხაპი მივიღოთ და დავიძინოთ
თავს ნელა ვწევ , სახეში ვუყურებ და ძლივს გასაგონად ვჩურჩულებ
-რა თქვი?
- შხაპი მივიღოთ და დავიძინოთ - მეთქი
-არა, მაგის წინ
შუბლიდან აწეწილ თმას მაშორებს და მშვიდად მიმეორებს
-მიყვარხარ...

არანორმალური რეაქცია #2

ყელში ბურთი მებჯინება, სახეს ისევ მის კისერში ვრგავ და ყრუ ხმით ვამბობ
-მეც მიყვარხარ...
-ვიცი... - მპასუხობს და შუბლზე მკოცნის- ეხლა შხაპი მივიღოთ
ადგილიდან არ ვინძრევი, სუნთქვას ვიკრავ, მაგრამ არ გამომდის, მოწოლილ ცრემლებს ვერ ვუმკლავდები , ემოციებს ვნებდები და უხმოდ ტირილს ვიწყებ
-არ მითხრა რომ ტირი - ამბობს სანდრო
ემოციები უფრო მიტევს და შემდეგ რასაც მე ვაკეთებ, იმას ტირილი არ ჰქვია, ცხელი ცრემლების ნაკადი მთელ სახეს მინამავს, მის კისერში უფრო ღრმად ვეფლობი და გულამოსკვნილი ვქვითინებ,
- ელენე...
პასუხს ვერ ვცემ, თავს მაწევინებს და დაბნეული მიყურებს, მის თვალებში შიშს ვხედავ
- გატკინე რამე?
- არა, არა! - ვაქნევ თავს და ტირილს ვუმატებ
- მაშინ რატომ ტირი?
ვცდილობ, ბგერებს თავი მოვუყარო, მაგრამ არ გამომდის , მთელი სხეული მითრთის, სანდროს ხელში ავყავარ და სააბაზანო ოთახში გადის, ცხელი წყლის ნაკადი და სანდროს ალერსი მალე მამშვიდებს, ტირილს ვწყვეტ და სანდროს ვუყურებ, მისი გამომეტყველებიდან ვხვდები, როგორ შევაშინე
- რა მოხდა? - მეკითხება ფრთხილად
ჩემი შემოტევის მიზეზი ეხლა ძალიან სულელურად მეჩვენება, სანდროს მზერას ვარიდებ და ხმადაბლა ვბურტყუნებ
- შენ... შენ რომ მითხარი... მიყვარხარო...
პაუზაა, თავს გაუბედავად ვწევ და ისევ მას ვუყურებ, მის თვალებში შიში ქრება და ბრაზი ანაცვლებს
-იმიტომ ტიროდი რომ გითხარი მიყვარხარ-მეთქი?! - მეკითხება მშვიდად, მაგრამ ვხვდები რომ ყვირილისგან თავს ძლივს იკავებს
-ხო! - ვბუტუბუტებ მე
- იმიტომ ტიროდი რომ გითხარი მიყვარხარ-მეთქი?! - იმეორებს ისევ და ამჯერად ყვირილისგან თავს ვეღარ იკავებს
- უბრალოდ გული ამიჩუყდა! - ვამბობ და ისევ სლუკუნს ვიწყებ
ერთხანს უხმოდ მიყურებს, შემდეგ თავს აქნევს და მბანს, ხალათში მახვევს, საწოლში მაწვენს და ოთახში შუქს აქრობს.
მის ასეთ სიცივეს ვერ ვუძლებ, მისკენ ვბრუნდები და ვჩურჩულებ
- ბოდიში...
პასუხი არ არის
- სანდრო...
- იცი როგორ შემაშინე?
- ბოდიში... - ვიმეორებ ისევ
- მეგონა რაღაც სერიოზულმა შეგაწუხა და ასე ისტერიკულად იმიტომ ატირდი!
არ ვიცი სხვა რა ვუთხრა და ისევ სულელივით ვიმეორებ
- ბოდიში...
- დაიძინე!
-ისევ გიყვარვარ?
-ხო, მიყვარხარ შენი უცნაურად მოწყობილი ტვინით, ემოციური არამდგრადობითა და პატარა ძუძუებით
-ალექსანდრე დადიანო, პირდაპირ რომანტიკოსად ხარ დაბადებული - ჩავიბურტყუნე მე
- ეხლა დავიძინოთ
- როდის შეგიყვარდი? - არ ვეშვები მაინც
ხმამაღლა ოხრავს , ისევ მეორე მხარეს მაბრუნებს, მკლავებში მჭიდროდ მიქცევს და ზურგზე მეკრობა
- არ ვიცი როდის შემიყვარდი და სიმართლე რომ გითხრა, არც იმაზე მაქვს წარმოდგენა რატომ შემიყვარდი. ეხლა დაიძინე!
ვემორჩილები, თვალებს ვხუჭავ და ემოციებისაგან გადაღლილს მალევე მეძინება.

უცნაური სიზმრიდან უეცრად ვფხიზლდები, საწოლიდან ვიწევი და ვცდილობ გავიხსენო რა ვნახე , მაგრამ ვერაფერს ვიხსენებ და ცდას თავს ვანებებ. სანდროს ჯერ კიდევ სძინავს, მის უძვირფასეს სახეს ხელებში ვიქცევ და ფრთხილად ვეფერები. ვამჩნევ , რომ ეღვიძება, მაგრამ თვალებს არ ახელს. ვკოცნი შუბლზე, საფეთქელზე, ტუჩებზე ვეჩურჩულები
-დილამშვიდობისა
- დილამშვიდობისა - ახელს თვალებს - დღეს რისი გაკეთება გინდა?
- შენ რას მთავაზობ?
- ორი ვარიანტი გვაქვს, მაღაზიებში გავიაროთ და მერე ქალაქში გავისეირნოთ , ან მთელი დღე ნომერში დავრჩეთ და ვარსკვლავების ყურებით დავტკბეთ
- დღე ვარსკვლავებს როგორ ვუყურებთ? - გამეცინა მის ნათქვამზე.
- ვეცადე რომანტიკულად მეთქვა, მაგრამ არ გამომივიდა, - ამოიოხრა მან, - მითხარი, რა გირჩევნია , პირველი ვარიანტი თუ ნომერში დავრჩეთ და მთელი დღე ვიჟიმაოთ?
- ვარსკვლავების ყურება , - ამოვილაპარაკე დარცხვენილმა.
-კარგი ჩავიცვათ
- მე მგონი პირიქით უნდა გეთქვა, - ავზიდე წარბები.
- ვარსკვლავებს ღამით ვუყუროთ, - გაიცინა მან, ტუჩებზე მაკოცა და საწოლიდან პირველი წამოდგა. საბნიდან გამოვძვერი და ბუზღუნით მივყევი

სასტუმროდან გამოსვლისას წუხანდელი სიზმარი ცხადად აღმიდგა გონებაში, გარშემო შეშფოთებულმა მიმოვიხედე, სანდროს ჩემი რეაქცია შეუმჩნეველი არ დარჩა
- რამე მოხდა?
- წუხელ უცნაურზე უცნაური სიზმარი ვნახე
- რა გესიზმრა?
-რომ გითხრა უმოწყალოდ დამცინებ
- ვეცდები თავი შევიკავო
-ვერ შეიკავებ
-თავის კონტროლი შემიძლია, მითხარი! - იჟინებს სანდრო
ვოხრავ და ვნებდები
- მესიზმრა რომ ჩვენი სასტუმროს წინ შიშველი გოგოები იდგნენ და შენ სახელს სკანდირებდნენ
სანდროს კონტროლი მხოლოდ რამდენიმე წამს უძლებს, შემდეგ რასაც ის აკეთებს, იმას სიცილი არ ჰქვია, მანქანას ეყრდნობა და სულმოუთქმელად ხარხარებს
-აქ იდგნენ? - მეკითხება სიცილით
-ზუსტად აქ!
- და ეხლა რომ მიმოიხედე შეამოწე მართლა აქ ხომ არ იყვნენ?
-ეგ ინსტუქტურად ვქენი !
- სრულიად შიშვლები იყვნენ? - ხარხარებს ისევ
-ხო!
-ჩემი სახელი ძუძუებზე ეწერათ თუ ისე ყვიროდნენ?
მოთმინება მელევა და ხელებს მკერდზე ვიჯვარედინებ
- სანდრო!
-ღმერთო, რა სულელი ვინმე ხარ! - თავს აქნევს და შუბლზე მკოცნის, იქ სადაც სულელებს კოცნიან!

მაღაზიები ახლოს იყო, ამიტომ ფეხით გავუყევით ქუჩებს, ტკბილეულის მაღაზიასთან შევჩერდით და ფრანგული მაკარონები ვიყიდეთ .სანდრო მხრებზე მომეხვია , მე - წელზე და ასე განაგრძეთ გზა . არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა , ჩვეულებრივი დღე იყო და აუჩქარებლად მივუყვებოდით ქუჩას , მაგრამ არ მახსოვს ამაზე ბედნიერი თუ როდესმე ვყოფილვარ...
უსიამოვნო აზრმა უეცრად გამიელვა თავში და სახე მომეღუშა
-ახლა რაღა მოხდა?
-უკვე მეექვსე თავია ბედნიერები ვართ
-მერე?
-მერე ეს ცუდის ნიშანია
-სულელობ!
- არ ვსულელობ! - ვაბაკუნებ ფეხს - ყოველთვის ასეა, როცა დიდხანს ხარ ბედნიერი ამას ყოველთვის რაღაც ცუდი მოჰყვება ხოლმე
- გითხარი სულელობ! დიდი - დიდი შიშველი გოგოები გამოჩნდნენ ჩემი სახელის ყვირილით- გაიცინა და შუბლზე მაკოცა - რისი ყიდვა გიყვარს განსაკუთრებულად?
- ხომ გითხარი შოპინგი არ მიყვარს, - ამოვიბუზღუნე და კიდევ ერთ მაკარონს მოვუღე ბოლო.
- ყველა გოგოს გამორჩეულად უყვარს რაღაც ნივთი, ზოგი ჩანთებზე გიჟდება, ზოგი - ფეხსაცმელზე. მითხარი, შენ რა გიყვარს
- ოჰ, კარგი, - დავნებდი მე,- ლამაზი და თბილი შარფები მიყვარს.
ბარბერიში შევედით და სანდრომ ორი შარფი ვიყიდეთ, ერთი შეგვიფუთეს, მეორე სანდრომ ყელზე მომახვია . ის იყო გამოსვლას ვაპირებდით, რომ თვალი ვიტრინაში გამოფენილმა პალტომ მომტაცა, სანდროს ჩემი მზერა არ გამორჩენია .
- ამასაც ვყიდულობთ
-ჩემთვის არ მინდა, -მხრები ავიწურე მე - ეს პალტო სოფოს ოცნებაა.
- ვყიდულობთ ცოლისდისთვის - გამიღიმა მან და კონსულტანტ გოგონას მიუბრუნდა.
მაღაზიიდან გამოვედით და გზას ტაატით გავუყევით. შანელის მაღაზიაში ვიყიდეთ ცისფერი, სანდროს სიტყვებით რომ ვთქვა ჩემი თვალებისფერი კაბა, შოპინგს რომ მოვრჩით მერე მთელი დღე უსასრულოდ დავხეტიალობდით სიყვარულის ქალაქში, შევედით კინოში ,სრულიად ცარიელ დარბაზში ვუყურეთ ცხრა ნახევარ კვირას, ფილმის ბოლო სცენამ ჯეკ ნიცშეს მელანქოლიური კომპოზიციით იმდენად იმოქმედა, რომ ტირილისაგან თავი ვერ შევიკავე და კინოთეატრიდან აცრემლებული გამოვედი, ჩემს ემოციურ არამდგრადობას შეგუებულმა სანდრომ მხოლოდ დამცინა
-ბოლოს ელიზაბეტმა როგორ მოიხედა დაინახე? იმედი ჰქონდა რომ გამოეკიდებოდა, დაბრუნებას სთხოვდა! მან კი... როგორ შეეძლო? - აღმაშფოთა მიკი რურკის გმირის საქციელმა - რატომ დასრულდა ასე? ასე არ უნდა დასრულებულიყო!
- მაგრამ ყველა ისტორია ბედნიერად ვერ დასრულდება
სანდროს სიტყვებმ დამაფიქრა, , ეს მართლაც ასეა : შანსი იმისა რომ შენი ისტორია ბედნიერად დასრულდეს არ ისე მაღალია, არა? ამ აზრმა უფრო დამთრგუნა
-განწყობა უნდა გამოვასწოროთ, პარიზის ყველაზე მხიარულ ადგილზე წავიდეთ - მითხრა სანდრომ
- ეგ რომელია?
-აბა თუ გამოიცნობ პარიზის ყველაზე მხიარული ადგილი რომელია?
-დისნეილენდი?
- ხო
- არ მინდა დისნეილენდში! - ვამბობ ბავშვივით
-მაშინ შეგვიძლია მუზეუმებსა და გელერეებს ვესტუმროთ
- ხელოვნების არაფერი გამეგება, - ავიჩეჩე მხრები - თავი ისე უნდა დავიჭირო თითქოს ძალიან აღფრთოვანებული ვარ , რაც ძალიან მეზარება
სანდრომ გაიცინა და შუბლზე მაკოცა
-იცი სად წავიდეთ? - ვუთხარი პაუზის შემდეგ
-შენ ოღონდ მიბძრანე
-აი, კლიტეებიანი ხიდი როა
- pont des arts - ასე ჰქვია მაგ ხიდს
- ჰო, pont des arts- ზე წავიდეთ
ტაქსი გავაჩერეთ და ხიდისაკენ წავედით, გზაში სანდრო ფრანგულს სიტყვებს მასწავლიდა, pont des arts - მდე მისვლამდე უკვე ვიცოდი როგორ იყო ფრანგულად "უზომოდ მიყვარხარ", ჩემი სიცოცხლე ხარ და "არ მომიახლოვდე თორემ თავს გაგიტეხავ". რა შუაში იყო არ ვიცი, მაგრამ სანდრომ აიტეხა გასწავლიო.
კლიტეების ზღვას კიდევ ერთი შევმატეთ და გასაღები სენაში მოვისროლეთ, მერე წავედით ელისეის მინდვრებზე და სანდრო ვაიძულე ეიფელის წინ ეყვირა "მიყვარხარ" . აი, როგორ იყო ეს ამბავი
-თქვი !
-გამორიცხულია!
- კარგი რა!
- არა!
-სანდრო - შევხედე მუდარით
- მისმინე, ეგ რომ გითხრა შენ ტირილს დაიწყებ, ხალხს ეგონება რომ რამე ცუდს გიპირებ, მერე გამოიძახებენ პოლიციას, წაგვიყვანენ განყოფილებაში, სავარაუდოდ, გვაყურყუტებენ დილამდე... ხვდები რამხელა დავიდარაბა შეიძლება მოჰყვეს შენთვის იმის თქმას რომ მიყვარხარ ?
- მაინც გაიძულებ!
- საინტერესოა როგორ? - იცინის უდარდელად
-როგორ თუ მაგას არ გააკეთებ, ღამე მოგეპარები და უზარმაზარ ნემსს დაგარჭობ !
- ჰმ, ჩემი სისუსტეს თუ ესე ბოროტად გამოიყენებდი არ მეგონა
-თუმცა შენი იძულება უფრო სასიამოვნო მეთოდებითაც შემიძლია
ვუახლოვდები, კისერზე ვეხვევი და ტუჩებში შეუჩერებლად ვკოცნი, მაშინვე მნებდება
-მიყვარხარ!
- იყვირე!
-კარგი - ოხრავს და ყვირილისთვის ემზადება
- მოიცა , ჯერ არა
ხელებს კისრიდან ვაშორებ, ტელეფონს ვიღებ და კამერას ვრთავ
- კარგი რა! - ატრიალებს სანდრო თვალებს
- მიდი!
გადავიღე ვიდეო, კადრში ისმის ჩემი ბედნიერი სიცილი, ჩანს განათებული ეიფელის წინ ტარზანივით მოღრიალე სანდრო და კიდევ გაოცებული ტურისტები. იმავე ტურისტების დახმარებით გადავიღეთ უამრავი ფოტო, რომლებიც ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზ მოგონებებს ინახავს, საღამოს მყუდრო რეტორანში ვივახშმეთ და ჭიქა ღვინის შემდეგ ფრანგული მუსიკის ჰანგებზე ვიცეკვეთ.
ის დღე სამუდამოდ დარჩა ჩემს მეხსირებაიშ როგორც უბედნიერესი დღე და როგორც დღე, როცა ავი წინათგრძნობა შემიჩნდა.

- თოვს...
ღამის პარიზში თოვას იწყებს, პირველ ფიფქებს ხელისგულს ვაგებებ.
ნეტა თბილისშიც თოვს?
- საქართველოში როდის დავბრუნდებით? - ვკითხე სანდროს
- თბილისი მოგენატრა?
- მამა და სოფო მომენატრნენ. და თბილისიც... პარიზი , რა თქმა უნდა, ლამაზია , მაგრამ თბილისის სიყვარულს ვერ შემიცვლის, იმიტომ რომ თბილისი ჩემია, პარიზი კი ჩემი არ არის. შენ რას ფიქრობ?
-სიმართლე რომ გითხრა პარიზი განსაკუთრებულ ქალაქად არასდროს მიმაჩნდა, მაგრამ ამ ჯერზე სულ სხვანაირად მეჩვენება ეს ქალაქი , ალბათ იმიტომ რომ ახლა შენ ხარ აქ - ამბობს სანდრო უბრალოდ და ეს მის ნათქვამს უფრო მეტ სილამაზეს მატებს, ვგრძნობ, სითბო როგორ მეღვრება გულში
- მე პარიზში დავიბადე
ოჰ, ეს სიახლეა!
-მაგრამ თბილისში გავიზარდე, აქ თითქმის არ მიცხოვრია
-რატომ?
-გრძელი ამბვია
-მაგ ამბავს ავალიანამდე მივყავართ?
თავს უხმოდ მიქნევს, ბოლო დღეების ვნებათაღელვებში გახვეულს ავალიანი საერთოდ არ გამხსენებია, მისი ცივი თვალების წარმოდგენაზე სხეული მეყინება და ავი წინათგრძნობაც თავს მახსენებს
უსიამოვნო ფიქრებიდან ჩემი დის ზარს გამოვყავარ
- თბილისშიც თოვს?- ვიწყებ მხიარულად, მაგრამ ყურმილიდან ისეთი კივილი იჭრება, შიშისაგან ვკრთები.
- ახლავე სიმართლე მითხარი სად ჯანდაბაში ხარ?
- პარიზში ვარ, სად უნდა? - ვლუღლუღებ მე , სოფო კივილს განაგრძობს
- ელენე ნუ მატყუებ! მშვენივრად ვიცი რომ არავითარ გაცვლით პროგრამაზე არ წასულხარ!
უარყოფას აზრი აღარ აქვს, სანდროს სასოწარკვეთილი ვუყურებ
- ჩემმა დამ გაიგო რომ პარიზში გაცვლით პროგრამის გამო არ წამოვსულვარ. რა ვუთხრა?
- გათიშე, სასტუმროში დავბრუნდეთ და იქ მოვიფიქროთ რაც უნდა უთხრა
თავს ვუქნევ და უსინდისოდ ვცრუობ
- სოფ , რაღაც კარგად არ ისმის შენი ხმა, ცოტა ხანში მე თვითონ გადმოგირეკავ.
- მე ყველაფერი მშვენივრად მესმის, თავის დაძვრენას ნუ ცდილობ ! - ისევ კივის სოფო
ტელეფონს ვთიშავ , მაგრამ ორ წამში ისევ წკრიალებს. სასტუმროში ტაქსით დავბრუნდით, სოფო მთელი გზა გიჟივით რეკავდა.
- უნდა უთხრა რომ გათხოვდი და პარიზში ქმართან ერთად ხარ, - მითხრა სანდრომ.
- რა?
- ელენე ეს ყველაზე კარგი ვარიანტია, თანაც ნაწილობრივ სიმართლეა.
- არა, მაგას ვერ ვეტყვი!
- აბა რას ეტყვი, პარიზში ბანკის ძარცვაში მონაწილეობის მისაღებად რომ ჩამოხვედი? - წარბები აზიდა მან
ამოვიოხრე. სანდრო მართალი იყო, თანაც გათხოვების ამბავი ადრე თუ გვიან უნდა მეთქვა და სჯობდა ეს ახლა გამეკეთებინა. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე , ტელეფონი მოვიმარჯვე და სოფოს ნომერი ავკრიფე. გადავწყვიტე მტანჯველი წუთები შემემოკლებინა და როგორც კი სოფომ ყურმილი აიღო , ძლივს გასაგონად ჩავილაპარაკე :
- გავთხოვდი - და სოფოს რეაქციას შეშინებული დაველოდე.
- რა თქვი?! - იკივლა მან.
- გავთხოვდი. - გავუმეორე შედარებით მტკიცედ
- ეს რამე ახალი ტყუილია? - დაეჭვდა სოფო.
- არა
- მართლა პარიზში ხარ?
- კი, გეფიცები. სოფო, მამას არ უთხრა, კარგი?
- რა თქმა უნდა, არ ვეტყვი, გადაირევა! - ამოიოხრა მან და შედარებით მშვიდად განაგრძო, - ელ, ეს რატომ გააკეთე? მამას ხომ შეპირდი რომ მისგან მალულად არ გათხოვდებოდი?
- უთხარი “მასზე ჭკუა დავკარგე” - მიჩურჩულა სანდრომ და ტუჩები ნაზად შემახო ყურზე
- მასზე ჭკუა დავკარგე, - დავემორჩილე მის ნათქვამს.
-მის გარდა ვეღარაფერზე ვფიქრობ - ტუჩებით მხარზე გადაინაცვლა მან
სიამოვნებისაგან თვალები მივლულე და მექანიკურად გავიმეორე
-მის გარდა ვეღარაფერზე ვფიქრობ
- საწოლში ნამდვილი მხეცია.
- საწოლში ნამდვილი... - თვალები სწრაფად გავახილე, სანდრო გაგულისებულმა მოვიცილე და მისგან მოშორებით დავჯექი, მან ხმადაბლა ჩაიცინა
- ანუ გიყვარს? - მკითხა სოფომ.
- ძალიან, - ამოვიოხრე მე.
- ის ბიჭია მაშინ პაემანი რომ გქონდა?
- კი, ის არის, - დავუდასტურე და ცოტა რომ მომელბო დავამატე : - იცი, დღეს ბარბერის პალტო გიყიდა საჩუქრად
სოფო ერთხანს დუმდა და მივხვდი, რომ გამომივიდა.
- მართლა?
- ხო, ზუსტად ისეთი, შენ რომ გიჟდები.
- მაგრამ ეგ ვერ გიშველით!
- რა თქმა უნდა - ავუბი მხარი
- ეხლა უნდა წავიდე სამსახურში ვარ, მაგრამ ლაპარაკი არ დაგვისრულებია იცოდე! - გამაფრთხილა სოფომ
-კარგი, გკოცნი!
- მეც ! - მითხრა ბრაზით და ტელეფონი გათიშა
სავარძლის საზურგეზე მოწყვეტით დავეშვი. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მატარებელმა გადამიარა.
- მამაშენს მართლა შეპირდი რომ მისგან მალულად არ გათხოვდებოდი? - მკითხა სანდრომ.
-ხო, მამა ყველაზე ლმობიერი ადამიანია , არასდროს არაფერში მზღუდავდა , მაგრამ მისი ნებართვის გარეშე გათხოვების კატეგორიულად წინააღმდეგია.
- ნუ ღელავ , თბილისში რომ ჩავალთ, ყველაფერს მოვაგვარებთ. თბილისში ხვალ დავბრუნდებით
-ხვალ? - გამიბრწყინდა თვალები
- გაგიხარდა? - სახეზე მომეფერა ის
- ძალიან!
ყველანაირმა მღელვარებამ გადამიარა, სანდროს სახე ხელებში მოვიქციე და ტუჩებზე დავეკონე.
- დროა ვარსკვლავებს გავხედოთ - გაიცინა მან, ხელში ამიტაცა და საძინებლისაკენ აიღო გეზი.
განზრახვა სანდროს ტელეფონის ზარმა ჩაგვაშლევინა
-ირაკლის უნდა რომ ერთად ვივხშმოთ
-მაგრამ , ჩვენ რომ უკვე ვივახშეთ?
-არაუშავს, უბრალოდ ვისაუბრებთ, თან შეგიძლია ახალი კაბა მოირგო
-კარგი
ცისფერ კაბაში გამოვეწყვე და სარკის წინ დავდექი , ნანახით კმაყოფილი ვრჩები, სარკიდან შანელის დახვეწილ გოგო მიყურებს. სურვილი გამიჩნდა, დღეს განსკუთრებულად გამოვიყურებოდე, ჩემს ჩაცმულობას მსუბუქ მაკიაჟს ვამატებ, ოთახში შავ კლასიკურ სამოსში გამოწყობილი სანდრო შემოდის და მისი მზერიდან ვხვდები, რომ განზრახვა გამომივიდა
-შენ ისე არაჩვეულებრივად გამოიყურები... -ამბობს ისე რომ ჩემს თვალიერებას არ წყვეტს
- გმადლობ! - ვუღიმი სარკეში
- ძალიან ლამაზი ხარ
- ეგ უკვე მითხრი
- მე გითხარი არაჩვეულბრივად გამოიყურები, ახლა გეუბნები რომ ძალიან ლამაზი ხარ
-ჰმ, ეს კაბა ხშირად უნდა ჩავიცვა რომ შენგან ამდენი კომპლიმენტი მივიღო
-გაშიშვლდი და კომპლიმენტებს არ მოგაკლებ - მიახლოვდება და ჩემს უკან დგება
-ირაკლი გველოდება
-შემიძლია დავურეკო და ჩვენ ნომერში დავრჩეთ
- მაგრამ ასე ტყუილად გამოვიპრანჭე?
- ეხლა ვარსკვლავებს რომ არ გავხედო, მოვკვდები
- ალექსანდრე დადიანო, ატყობ რომ ჭკუას კარგავ? - მეცინება და თავს ვაქნევ
- იმიტომ რო ჭკუის დაკარგვამდე მშვენიერი ხარ
კაბას მიწევს და გრძელ თითებს თეძოებზე მიცურებს ,მისი ცხელი ხელების შეხებისთანავე ჩემი სიმტკიცე მაშინვე ქრება, კისერზე ვეხვევი და მჭიდროდ ვიზიდავ...

ლიფტში ჰაერი ისევ იმუხტება, სანდრო ხარბად მიყურებს
-არც იფიქრო! - თითს გამაფრთხილებლად ვწევ - ორი მეტრის რადიუსზე არ მომეკარო
-ორი მეტრის რადიუსიდანაც აღმაგზნებ
-სანდრო, ახლახანს გვქონდა სექსი !
-მერე რა -უდარდელად იჩეჩავს მხრებს - შემიძლია შენთან შეუსვენებლად მქონდეს სექსი, იქამდე სანამ არ მოვკვდები
-მაგრამ მე არ მინდა რომ მოკვდე
- ნუ ღელავ, შენს ალერსში სიკვდილი ყველაზე მშვენიერი იქნება და ამ ქვეყნიდან ბედნიერი წავალ
-ირაკლიმაც იცის ძარცვაზე? - ვცვლი საუბრის თემას
-კი, ისიც დამეხმარა დაგეგმვაში
ლიფტიდან გამოვდივართ და იმავე რესტორანში შევდივართ, სადაც სანდრომ პირველად "მთხოვა ხელი". ამ ამბის გახსენებაზე ღიმილი მეპარება, ირაკლი კუთხის მაგიდასთან ზის, ვესალმებით და მის გვერდით ადგილებს ვიკავებთ
-აბა, როგორ მიდის კომპანიის საქმეები ? - სიცილით ეკითხება სანდრო
- უშენობა დაგვეტყო - სიცილითვე პასუხობს ირაკლი
მე ვერაფერს ვხვდები და მათ დაბნეული ვუყურებ
-არავითარი კომპანიის ვიცეპრეზინდენტი არ ვარ-მიხსნის სანდრო -პატარა ბიზნესი მეც მაქვს, თუმცა ირაკლისთან არ აქვს კავშირი
- მაშინ თავის გასაღება რა საჭირო იყო? - ვიბნევი მე
- საჭირო იყო - მოკლედ მპასუხობს სანდრო
-მოდი ამ საქმეზე ნუ ვილაპარაკებთ, მაინც არაფერი მესმის - ვაქნევ თავს
უეცრად ირაკლის გამომეტყველება ეცვლება, რესტორნის შემოსასვლელს აშტერდება და სანდროს ეკითხება
- ეს აქ რას აკეთებს?
მის მზერას თვალს ვაყოლებ და მაღალ გოგოს ვამჩნევ, გოგო შემოსასვლელში უჩინარდება და მისი მაღალი სილუეტის, გარუჯული კანისა და შავი თმის შემჩნევას ვასწრებ . ვგრძნობ, რომ ეს გოგო სადღაც უკვე მყავს ნანახი, გონებას ვძაბავ და ვცდილობ გავიხსენო, სად. მალევე მახსენდება, სანდროს მკლავზე ვქაჩავ და გაკვირვებული ვამბობ
- სანდრო, ეს გოგო მაშინაც იქ იყო, იმ საღამოზე!
- რა?
- ხო, მაშინ საღამოზე , ძარცვის დღეს!
სანდრო ერთხანს უხმოდ მიყურებს . პირველად , მთელი ამ დროის განმავლობაში, მის თვალებში შიშს ვხედავ და ეს მეც უზომოდ მაშინებს.
***

- აქამდე რატომ არ მითხარი? - მეკითხება სანდრო
- რატომ უნდა მეთქვა? - მიკვირს მე , მაგრამ ის ჩემს პასუხს ვეღარ ისმენს, ადგილს წყდება და რესტორნიდან თითქმის სირბილით გადის
ირაკლი ანგარიშს იხდის და ჩვენც მას მივყვებით, სასტუმროდან გამოვდივართ, სანდრო ქუჩას გაფაციცებით ათვალიერებს, მაგრამ გოგოს კვალი აღარსად ჩანს
- სანდრო, რა ხდება , ვინ არის ეს გოგო? - ვეკითხები ხმადაბლა
-მისმინე , შეიძლება აქ სულ შემთხვევით გაჩნდა - ამბობს ირაკლი
- არა მგონია, - თავს აქნევს სანდრო - დრო არ უნდა დავკარგოთ, წავედით
- აღარ მეტყვით რა ხდება? - მოთმინებიდან გამოვდივარ მე
- დიდი ალბათობით მალე ავალიანი გვესტუმრება - მპასუხობს სანდრო
- ეს გოგო ვინ არის?
- მერე აგიხსნი - მიჭრის მოკლედ და ტაქსის აჩერებს
- მითხარი! - არ ვეშვები მე
- ნატა !
- მერე რა გაკავშირებს მაგ ნატასთან?
- მე შენ გეუბნები რომ მალე ავალიანის ხალხი შეიძლება გამოჩნდეს, შუბლზე იარაღი მოგვადონ და შენ მხოლოდ ის გაინტერესებს რა მაკავშირებს ნატასთან? - კბილებში ცრის სანდრო
დაძაბულობის მიუხედავად , ირაკლი ხმამაღლა იცინის, სანდრო თავს აქნევს და მანქანის კარს მიღებს
- ჩაჯექი!
-შენ არ მოდიხარ?
- არა, მე მერე მოვალ
- მაშინ, მეც შენთან ერთად...
- არც იფიქრო! - ცრის კბილებში - ჩაჯექი მანქანაში !
- რისთვის რჩები?
-ელენე, ზედმეტი კითხვების გარეშე! - ბრაზდება საბოლოოდ
ვხვდები, რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს , ტაქსიში უსიტყვოდ ვჯდები და ირაკლის გვერდით ვიკავებ ადგილს
- ნატა სანდროს ყოფილია - ამბობს ის, როგორც კი მანქანა იძვრება
რაღაც ასეთს უკვე ველოდი.
- სანდრო და ავალიანი მის გამო გადაემტერნენ ერთმანეთს?
- არა, ნატა არ არის მიზეზი. როგორც მე ვიცი, ის და ავალიანი არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს, კავშირი არ აქვთ
- მაგრამ ფაქტია რომ აქვთ, მაშინ იყო საღამოზე იყო, რას აკეთებდა იქ?
- ეგ უკვე აღარ ვიცი, მაგაზე პასუხს მხოლოდ სანდრო თუ გაგვცემს - ჩაილაპარაკა ირაკლიმ

ტაქსი საშუალო ზომის სახლთან გაჩერდა, ოთახში შესვლისთანავე ირაკლი ცხელ ჩაის მთავაზობს, თავაზიანად ვუარობ, ფანჯარასთან ვდგები და სანდროს ვუწყებ ლოდინს , მტანჯველი ფიქრები ერთმანეთს ენაცვლებიან და ტვინს მიღრნიან, სანდრომ მითხრა რომ , ავალიანთან მისი მტრობის მიზეზი ქალი არ არის. მაშინ რა ხდება? რა როლს ასრულებს ნატა?
გარეთ თოვლის უზარმაზარი ფენა დევს, გადაუღებლად ბარდნის, სანდრო იგვიანებს და გულში თანდათან მღელვარება მეპარება , ამასთანავე ახალ აღმოჩენას ვაკეთებ : როცა სანდრო ჩემთან ერთად არ არის, მხოლოდ მაშინ მიტევს შიში , მაგრამ როცა ის ჩემს გვერდით არის , ავალიანი და მისი სიბოროტეც ვეღარ მაშინებს. დაახლოებით ათ წუთის შემდეგ ქუჩაზე მანქანა ჩერდება, იქიდან ლევანი , ნიკა და სანდრო გადმოდიან და მეც ვმშვიდდები. ირაკლისთან სამზარეულოში გავდივარ , მალე ცხვირაწითლებული სანდროც გვიერთდება, ირაკლი სიგარეტის კოლოფს იღებს და ერთ ღერს უსიტყვოდ აწოდებს , სანდროც ართმევს და სკამზე ეშვება.
- ეწევი? - შუბლს ვიკრავ მე.
- იშვიათად, მხოლოდ მაშინ როცა ვღელავ , მე კი როგორც ხედავ იშვიათად ვღელავ , - მპასუხობს და ირაკლისვე მიწოდებული ასანთით სიგარეტს უკიდებს
- ეგ რომ მცოდნოდა, ცოლად არ გამოგყვებოდი. -ავიბზუე ცხვირი
- იცოდი სანდრო რა შეშლილი ვინმე იყო და მაინც გაყევი ცოლად , არ გაყვებოდი მხოლოდ იმიტომ რომ ეწევა? - იცინის ირაკლი
- ხომ გითხარი ცოტა უცნაურად მოწყობილი ტვინი აქვს - მეთქი - ამოიოხრა სანდრომ
- კარგი, გაარკვიე, ნატას აქ რა უნდა? - კითხა ირაკლიმ
-სავარაუდოდ, ავალიანთან ჩაგვიშვა
- მან იცოდა ამ ამბის შესახებ?
- თავიდან ელენეს როლი მას უნდა შეესრულებინა - პასუხობს სანდრო
- კარგი, ეხლა რას ვაპირებთ
-თუ ეს მართლაც ასეა და ავალიანმა ჩვენზე იცის, აეროპორტში და ყველგან უკვე თავისი ხალხი ეყოლება, ასე რომ ჩვენ ჯერ აქ მოგვიწევს დარჩენა, მაგრამ ვფიქრობ შენ შეგიძლია საქართველოში დაბრუნება
- მაგრამ მე არ წავალ, ასე ხომ ვერ მიგატოვებთ?
- აქ ვეღარაფერს გააწყობ და შენ თავსაც ტყუილად ჩაიგდებ საფრთხეში , ჯობია დაბრუნდე
- კარგი - ნებდება ირაკლი
- ნატას რა აწყენინე ? - ხმადაბლა ვეკითხები სანდროს
-რა?
- რა აწყენინე ისეთი , რომ საციხოდ და შეიძლება სასიკვდილოდაც გიმეტებს ?სიყვარულს პირდებოდი და მერე მიატოვე? უღალატე?
სანდროს გამომეტყველება შესამჩნევად ეცვლება და ცივად მიყურებს
- ვიცი რომ წმინდანის შთაბეჭდილებას არ ვტოვებ, მაგრამ შენ მეტისმეტად ცუდი წარმოდგენები გქონია ჩემზე - მითხრა სანდრომ ცივად.
-უბრალოდ , მინდა გავიგო ისე რამ გაამწარა რომ ასეთ ბოროტებას გიკეთებს
- არ მიღალატია მისთვის და არც მომიტყუებია - თქვა იმავე ტონით და ოთახიდან გავიდა
მისი გასვლისთანავე სინდისის ქენჯნას ვგრძნობ ასე რომ დავადანაშაულე , თავს ვხრი და ჩემს თითებს ვაშტერდები, რამდენიმე წუთიანი დუმილი ირაკლიმ დაარღვია
- პირიქით, ეს ჩვენი სანდრო მოატყუა იმ ნაგიჟარმა გოგომ
-როგორ?
- მოდი, ჯერ მოგიყვები ნატა ვინ არის
-კარგი
- ნატა კლუბში ცეკვავდა, სანდრომ იქ გაიცნო
- სანდრო სტრიპტიზიორს ხვდებოდა?- ვკითხე გაკვირვებულმა
- ეს მასთან არ თქვა, ბრაზობს როცა ამას ამბობენ , ამბობს ნატა უბრალოდ კლუბში ცეკვავდა, სტრიპტიზიორი არ არისო.
- ამაზე ასე რატომ წუხს?
-მიყვარს როცა ყველაფერს თავისი სახელი ერქმევაო . - მხრები აიჩეჩა ირაკლიმ - ნატა მოსატანი არ არის , სანდროს ისეთი საეჭვო ყოფაქცევის გოგოებთან ჰქონდა ურთიერთობა , მას ყოველთვის ისეთი გოგოები მოსწონდა... მოკლედ, ხომ ხვდები? - გაიცინა უხერხულად
- ვხვდები, ისეთები რომლებიც საწოლში მაქსიმალურად "გარყვნილი" და თავისუფალები არიან - ავატრიალე თვალები - ერთმანეთი უყვარდათ?
- არა, სანდროს ნამდვილად არ უყვარდა. ის გოგო ნამდვილი გადარეული იყო, შენი ქმარიც ხომ ეხლაც არ არის მთლად დალაგებული და მაშინ საერთოდ არ იყო ნორმალური. ჰოდა , მსგავსი ხასიათების წყალობით ერთმანეთს კარგად უგებდნენ და ერთად თავს კარგად გრძნობდნენ, ეს იყო და ეს.
ვხვდებოდი ირაკლი რასაც ამბობდა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობდი, მაინც ადვილად წარმოვიდგინე როგორი უნდა ყოფილიყო ნატა : სექსუალური, რისკიანი და თავზეხელაღებული, ზუსტად ისეთივე, როგორიც სანდროა. ადვილი წარმოსადგენია, რა ჰარმონიაში იქნებოდნენ ერთმანეთთან, ერთი თუ ეტყოდა მოდი ბანკი გავძარცვოთო, მეორე სიხარულით აყვებოდა და ასე შემდეგ.
ფიქრების გასაფანტად თავი გავაქნიე და ისევ ირაკლის მივუგდე ყური.
- ნატამ სანდროს მოატყუა ქმარი გარდამეცვალაო და ერთ მშვენიერ დღეს ეს გარდაცვლილი ქმარი სანდროს 45-კალიბრიანით დაადგა სახლში, ჩემს ცოლთან რატომ გძინავსო.
- ეგ სულელური ტყუილი რამ ათქმევინა? ადრე თუ გვიან მაინც გაიგებდა სანდრო, თბილისი ხომ ძალიან პატარაა, ყველა ერთმანეთს იცნობს
- ნატა თბილისელი არ იყო და არც ვინმე ჰყავს იქ, ეგ და მისი ქმარი შვიდი წელი რუსეთში ცხოვრობდნენ , კაცი ბიზნესემენი იყო, ფული არ აკლდა და ნატასაც ხელისგულზე ატარებდა, მაგრამ როგორც ჩანს, მას ოჯახური ცხოვრება მობეზრდა, თავისუფლება მოენატრა, ერთ დღეს ისე რომ ქმრისთვის არაფერი უთქვამს, მიატოვა და საქართველოში წამოვიდა. მისი გაუჩინარებით გაოგნებულ ქმარს კი ძებნა დაუწყია
- თუ მასთან ყოფნა აღარ უნდოდა, უბრალოდ რატომ არ გაშორდა?
- არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა ირაკლიმ - შეიძლება იფიქრა, რომ ქმარი გაშორებაზე არ დათანმხმდებოდა და თავისი აზრით უფრო მარტივი გამოსავალი მონახა მისგან თავის დასაღწევად. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია, რატომ მოიქცა ესე, ეგ მხოლოდ ნატას გადაბრუნებულმა ტვინმა იცის
- მერე რა მოხდა?
-მერე ნატალია ხუთი თვე თურქეთში ემალებოდა ქმარს, ქმარი ჩასვეს, ნატა ისევ თბილისში დაბრუნდა და მთელი ერთი წელი სანდროს დასდევდა, პატიებას სთხოვდა, ეფიცებოდა მიყვარხარო, ნამდვილ ისტერიკებს უმართავდა, ყველგან ხვდებოდა, სახლთან , მეგობრებთან ერთად როცა იყო, მოკლედ, ყველგან!
- სანდრომ რა ქნა? შერიგდნენ?
- არა, ახლოს აღარ გაიკარა, სანდრო ტყუილს არ გაპატიებს, შანსი არ არის! - თავი გააქნია ირაკლიმ - მოკლედ, აი, ასე იყო ეს ამბავი. უარყოფილი ქალი რისი გამკეთებელია , ეგ კი გეცოდინება, მითუმეტეს ნატასნაირი. შანსი ჩაუვარდა და სანდროზე მარტივად იძია შური, ამის გაკეთებას მისგანაც არ მოველოდი
- ეგ გოგო უბრალოდ გადარეული კი არა ნამდვილი შეურაცხადი ყოფილა - ჩავილაპარაკე შუბლშეკრულმა, ირაკლის მონაყოლს ვერ ვიჯერებდი.
პაუზის შემდეგ მან მითხრა:
- სანდრო მაგარი შეცვლილია.
- მართლა?
-ხო, რა უქენი? სანდრო დადიანი და ცოლი, იცი როგორი წარმოუდგენელი რაღაც იყო? რომ დამირეკა მეგონა მაგრად მეღადავებოდა, მაშინაც , სასტუმროში რომ გელოდებოდით, ბოლო წუთამდე არ მჯეროდა და გონებაში გეგმას ვაწყობდი როგორ ვცემდი ამხელა გზაზე ტყუილად რომ ჩამომიყვანა - იცინოდა ირაკლი - ეხლა უნდა წავიდე, თავს გაუფრთხილდი და იმასაც გაუფრთხილდი
თავი უხმოდ დავუქნიე, კარამდე მივაცილე და კიბეებით საძინებელში ავედი, ოთახიდან სანდროს გაბრაზებული ხმა მესმის, ინსტინქტურად ვხვდები ვისაც ელაპარაკება, კარს ვაღებ, ტელეფონს ელვის სისწრაფით ვართმევ ხელიდან, აბაზანაში ვხტები და გამოდევნებულ სანდროს კარს ცხვირწინ ვუკეტავ, ტელეფონს ყურზე ვიდებ და იქიდან ქალის ოდნავ ხრინწიანი ხმა მესმის
- არ ვაპირებდი ავალიანთან შენს ჩაშვებას, შენთან დალაპარაკება და ყველაფრის მშვიდობიანად მოგვარება მინდოდა, მაგრამ მერე შენ იმ ძუკნასთან ერთად ეკლესიაში გაიქეცი
-ჩვენ ორს შორის ერთადერი ძუკნა არსებობს და ეს შენ ხარ! - ვამბობ მშვიდად
ჩემი ხმის გაგონება წამიერად აბნევს , მაგრამ გონს მალე ეგება და მშრალად განაგრძობს
- გილოცავ , მალე საიქიოში გაემგზავრები
- შენს განსვენებულ ქმართან რამეს ხომ არ დამაბარებდი?
ყურმილში პაუზაა და ვხვდები, რომ სუსტ წერტილში გავარტყი
- სანდრო ჭორიკანა გამხდარა, დასანანია - ამბობს პაუზის შემდეგ
- უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ შეშლილი და მანიაკი ხარ და იმედია მალე შესაბამის დაწესებულებაში გაგამწესებენ , აქ აღარ დარეკო, კარგად! - ვეუბნები მშვიდად
ტელეფონს ვთიშავ და აბაზანიდან გავდივარ, სანდრო საწოლზე ზის და შუბლშეკრული მიყურებს, მის სიბრაზეს ყურადღებას არ ვაქცევ და შეტევაზე თვითონ გადავდივარ
- მან დაგირეკა თუ შენ დაურეკე?
- ეჭვიანობის სცენების გამართვას ეხლა აპირებ? ცოტა ადეკვატური დრო შეარჩიე!
- იცი, ახლახან აღმოვაჩინე რომ მანიაკალურად ეჭვიანიც ვყოფილვარ ვარ, ეს აქამდე მეც არ ვიცოდი, იმიტომ რომ არასდროს არავისზე მიეჭვიანია, ასე რომ პატარა ძუძუებს, ემოციურ არამდგრადობასა და უცნაურად მოწყობილ ტვინს კიდევ ერთი ნაკლიც მიემატა, მაგრამ რას იზამ , მაგაზე მანამდე უნდა გეფიქრა სანამ ცოლად მომიყვანდი! - ვახლი შეუსვენებლად, პაუზას ვაკეთებ, ჰაერს ვისუნთქავ და მშვიდად ვეკითხები - ეხლა მითხარი, შენ დაურეკე თუ მან დაგირეკა?
სანდრო ერთხანს უხმოდ მიყურებს, შემდეგ პირველად, ნატას გამოჩენის შემდეგ დაძაბულობა ეხსნება და სახეს ჩემი საყვარელი სიცილი უნათებს
-მან დამირეკა, - ტელეფონს მაჩვენებს და წარბებს ზიდავს - შეამოწმებ?
- არა, გენდობი - ვაქნევ თავს, - რა უნდოდა?
- გადაამოწმა ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ თუ არა
ჯემპრს იხდის და საწოლზე უგულოდ აგდებს . მასთან მივდივარ და მჭიდროდ ვეხუტები
-ყველაფერი კარგად იქნება... - ვეუბნები ხმადაბლა, თვალებს ვხუჭავ და მის მკერდზე მალე მეძინება.


ღამე მოულოდნელად მეღვიძება, სანდრო ჩემს გვერდით არ არის, ვეძახი, მაგრამ ხმას არ მცემს, ცოტა არ იყოს, შიში მიპყრობს და პირველ სართულზე უხმაუროდ ჩავდივარ, სადრო ჩემსგან ზურგშექცევით სავარძელში ზის და ჩამქრალ ბუხარს არის მიშტერებული, სიბნელეში მაინც ვარჩევ, რომ მაგიდაზე ორი ცარიელი სიგარეტის კოლოფი და უამრავი ნამწვით სავსე საფერფლე აწყვია . ჯანდაბა!
- რატომ ზიხარ აქ ? - ვამბობ კბილების კაწკაწით, ღმერთო როგორ ცივა!
- ვერ ვიძინებ, დაწექი და მეც მოვალ , როცა ძილი მომერევა
თავს ვაქნევ , მასთან მივდივარ და კალთაში ვუჯდები
- თუ შენ მთელი ღამე აქ აპირებ ჯდომას, მაშინ მეც აქ ვიქნები.
- ელენე, დაბრუნდი საწოლში
- მარტო გინდა ყოფნა? - ვეკითხები ხმადაბლა და ვცდილობ თვალებში ვუყურო, მაგრამ სიბნელეში მის ფიქრებს ვერ ვარჩევ
- უბრალოდ არ მინდა შეგცივდეს
სავარძლიდან დგება, მეორე სართულიდან საბანი ჩამოაქვს და მხრებზე მახურებს, შემდეგ ბუხარში ცეცხლს ანთებს. სინათლეზე მის სახეს ვარჩევ და გული მიტოკდება, მასზე ასეთი გამომეტყველება არასოდეს მინახავს - შეწუხებული და დარდიანი...
ჩემს გვერდით ჯდება და ცეცხლს უყურებს, გულზე მეც ნაღველი მაწვება , სახეს მის კისერში ვრგავ და მთელი გრძნობით ვკოცნი, მინდა რომ ყველა დარდი გავუქრო. მალევე მყვება , ერთმანეთს სწრაფად ვაშიშვლებთ
- ეს სავარძელი ძალიან მოუხერხებელია , ზევით ავიდეთ - ვბურტყუნებ მის ტუჩებში
სავარძლიდან დგება, საბანს ბუხრის წინ აფენს და ხელს მიწვდენს
-მოდი
-მოიცა , ნიკა და ლევანი? - ვჩურჩულებ და
- ძალიან არ ვიხმაუროთ და ვერაფერს გაიგებენ
ხელში ავყავარ, იატაკზე ფრთხილად მაწვენს და ძლიერი ბიძგით შემოდის ჩემში, წამსვე მავიწყდება, რომ ძალიან არ უნდა ვიხმაუროთ და ხმამაღლა ვკვნესი , ტუჩებში მკოცნის და ჩემს ვნებიან ბგერებს ასე ფარავს, სწრაფად იწყებს მოძრაობას , რამდენიმე წამში ამ სამყაროს ორივე ვეთიშებით და ყველაფერი გვავიწყდება ერთმანეთის გარდა.

ერთმანეთს ჩახვეულები ჩუმად ვწევართ ბუხრის წინ, თავ ვწევ და სანდროს სახეში ვუყურებ, ისევ ის გამომეტყველება აქვს, მინდა გავაცინო და სისულელეს ვაბრეხვებ
- იცი, ბუხრის წინ სექსი ჩემი ოცნება იყო
განზრახვა გამომდის, ხმამაღლა იცინის, მაგრამ სახე მალევე ეღუშება
- ჩემს თავს არასოდეს ვაპატიებ, რომ ამ საქმეში გაგრიე.
- შენ არაფერში გაგირევივარ, ყველაფერს ჩემი ნებით დავთანხმდი და შენც გემახსოვრება რომ ლამის მუხლებში შემოგივარდი პარიზში წამიყვანე -მეთქი! - ვაქნევ თავს
- ვერანაირი არგუმენტი ვერ დამარწმუნებს იმაში , რომ ეს შენი ამ სიგიჟეში აღმოჩენა ჩემი ბრალი არ არის
- სანდრო, მაშინ უარი რომ გეთქვა ამ საქმეში მონაწილეობაზე მამა ვერ გადარჩებოდა და ამას არასოდეს გაპატიებდი!
მგონი, ეს უფრო მტკიცე არგუმენტია, რადგან პასუხს არ მცემს. თავს ისევ მკერდზე ვადებ და ვეუბნები
- მე მგონი უკვე დროა მომიყვე ავალიანთან რა გაკავშირებს
- დარწმუნებული ხარ რომ ამ ისტორიის მოსმენა გინდა?
-ბუხარში ცეცხლი გიზგიზებს, გარეთ ბარდნის, სწორედ რომ ისტორიების მოყოლის გარემოა - მის მკლავებში კომფორტულად მოვეწყვე და ამბის მომსასმენად მოვემზადე - მზად ვარ, დაიწყე.
- ყველაფერი ზაფხულის ერთ საღამოს დაიწყო...


საქართველო, 2015 წელი


მე და მამაჩემი კახეთში ვიყავით, დედაჩემის მშობლების დანატოვარ სახლში. ზაფხულის თბილი ღამე იყო, ვერანდაზე სუფრა გავშალეთ და თბილისიდან ირაკლის ჩამოსვლას ველოდებოდით. დიდხანს არ გვალოდინა, ათ წუთში ჩვენს ეზოში შემოაბიჯა . მისი კმაყოფილი სახე შორიდანვე შევნიშნე.
- რა მხიარულ ხასიათზე ხარ? - გავუცინე მეგობარს და მხრებზე გადავეხვიე
- მხიარულების საკმაოდ დიდი მიზეზი მაქვს
- მოდი დაჯექი - მივუთითე სკამზე - აბა, რა მიზეზია?
- დღეს საფრანგეთის უმსხვილეს ბანკთან გავაფორმეთ კონტრაქტი ,- ხელები კმაყოფილებით მოიფშვნიტა მან.
- გილოცავ,! - გამიხარდა მეგობრის წარმატება - რა ბანკია?
- "ინვესტმენტ ბანკი" ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა , მასთან კონტრაქტი დიდი წარმატებას მოგვიტანს, საფრანგეთის უმსხვილესი ბანკია,
- აბა მაშინ, პირველ სადღეგრძელოს შენი წარმატებისას ვსვამთ - გავუცინე და ღვინის ბოთლს დავწვდი, მაგრამ მამაჩემის სახის დანახვაზე უკანვე დავუშვი
- მამა, ცუდად ხარ? - ვკითხე შეშინებულმა
ერთიანად გაფითრებული იყო, ხელები შესამჩნევად უცახცახებდა.
- ბატონო ვალერი , ყველაფერი რიგზეა? - მამაჩემის რეაქციამ ირაკლიც შეაშფოთა
მამამ მას მიაპყრო მზერა და ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა:
-ინვესტმენტ ბანკი... ინვესტმენტ ბანკიო, ასე თქვი?
-კი - მიუგო ირაკლიმ და გაკვირვებულმა გადმომხედა.
-მაგ ბანკის... მაგ ბანკის პრეზიდენტი ისევ თამაზ ავალიანია?
- არა, თამაზ ავალიანი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ახლა ბანკს მისი შვილი ხელმძღვანელობს, გიორგი
- ეგ გველის წიწილი! - ამოიჩურჩულა მამამ
-მამა, რა ხდება? მაგათთან რამე გაკავშირებს?
-მაკავშირებს, ჩემი ცხოვრების მრავალი წელიწადი. - მძიმედ დამიქნია თავი - ეს ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა, მაგრამ მე ის დღე და ის ამბავი ეხლაც გარკვევით მახსოვს...


პარიზი, 1999 წელი


- თამაზი არ მოსულა? - კომპანიაში მისვლისთანავე ჩემი მარჯვენა ხელი მოვიკითხე
- არა, - თავაზიანად მომიგო მდივანმა
- თამაზი ან შარლი, რომელიმე თუ მოვა მაშინვე ჩემთან გამოუშვით - დავუბარე და კაბინეტის კარი შევაღე.
სავარძელში ჩავჯექი, დაცვარული შუბლი ხელის კანკალით მოვიწმინდე და უჯრიდან ის საბუთები გამოვიღე რომლებმც დამღუპეს, უკვე მეასედ ვავლებდი თვალს და ვერაფერს ვხვდებოდი ესეთი შეცდომა როგორ დავუშვი, როგორ მოვაწერე ხელი იმ დოკუმენტს რომლითაც მთელი ჩემი ქონება სხვის ხელში გადადიოდა.
თავი გავაქნიე რომ ფიქრები რომლებსაც ჭკუიდან გადავყავდი, თავიდან მომეშორებინა. ვიცოდი, რომ თამაზი აუცილებლად რამეს მოიფიქრებდა, რამეს მისველიდა, მხოლოდ თუ მისი იმედიღა მქონდა.
ფანჯარასთან ვიდექი და ქუჩას გავყურებდი, ეხლაც მახსოვს როგორი ამინდი იყო, რომელი საათი იყო...
ფიქრებიდან კარის ხმამ გამომიყვანა, მოვბრუნდი და თამაზის ვაჟი შემრჩა ხელთ
- აჰ , გიორგი შენ ხარ ? მამა სად არის?
- მამაც მალე მოვა, ცოტა ხნით ფოიეში შეყოვნდა, პარტნიორებს ელაპარაკება - მშვიდად, ოდნავ დამცინავად მომიგო ბიჭმა, მაგრამ მაშინ ვიფიქრე რომ დამცინავი ტონი მის ხმაში უბრალოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო.
მაგიდას მივუსხედით და თამაზს ლოდინი დავუწყე, ბიჭი ხან მე გადმოხედავდა, ხან საბუტებს და ტან უცნაურად მიღიმოდა. წამით ვიფიქრე, რომ მან ყველაფერი იცოდა, მაგრამ ისევ ჩავთვალე რომ მხოლოდ მომეჩვენა.
რამდენიმე წუთიანი დამღლელი ლოდინის შემდეგ, კარი ნანატრმა ადამიანმა შემოაღო.
-თამაზ, თამაზ უნდა მიშველო! - მუდარით შევხედე მეგობარს - ნახე... ნახე ერთი ამ საბუთებს გადახედე... მე ვერაფერს ვხვდები, არ მახსოვს , როდის მოვაწერე?
მასთან მივედი და დოკუმენტები გავუწოდე, ზედაც კი არ დაუხედავს.
- ვიცი ეს რა დოკუმენტებიცაა, გადახედვა არ მჭირდება - იუარა ცივად.
- შენ საიდან... შენ საიდან იცი აქ რა წერია? - დავიბენი ერთიანად.
-შეიძლება იქიდან რომ მე და შვილმა ისინი ერთად შევადგინეთ? - მხრები უდარდელად აიჩეჩა მან.
- ეს რამე ხუმრობაა? - ვერ ვუჯერებდი ყურებს
- არა, არ არის. რომ დაიჯერო, მოგიყვები მანდ რაც წერია, გინდა?
პასუხის გაცემის ღონეც კი არ მქონდა , სკამამდე ძლივს მივლასლადი და უღონოდ დავეშვი
- დუმილი ტნმობის ნიშანია - გაიცინა მან - მოკლედ, მაგ დოკუმენტებში წერია რომ მთელი შენი შენ გადააფორმე ფირმაზე, რომელიც ჩემს სახელზეა დარეგისტრირებული, მაგრამ ხელის მოწერის მომენტში ეს თავად არ იცოდი ეს თავად არ იცოდი იმიტომ რომ, ჩემს მოწოდებულ დოკუმენტებს ყოველთვის წაუკითხავად აწერ ხელს. მე შენ ერთხელ გირჩიე, მაგ მავნე ჩვევას მოეშვი - მეთქი, მაგრამ ყურად არ იღე, ასე რომ მე ვერაფერში დამადანაშაულებ.
- ჰო, მართლა სასამრთლოში ჩივილს და მსგავს სისულელეებს არ ეცადო. გილოცავ, ეხლახანს გავიგე შენი ცოლი ფეხმძიმედ ყოფილა , ბიჭს ელოდება! - გამიღიმა
მაშინვე მივხვდი რასაც გულისხმობდა, დედაშენისა და შენი ჯერ კიდევ არ დაწყებული სიცოცხლის მოსპობით მემუქრებოდა.
- ეს... ეს როგორ შეგეძლო? - ამის ამოლაპარაკებაღა მოვახერხე
- შენ ეს ფული არ გჭირდება, წმინდანობა მოინდომე და კომპანიის მთელ შემოსავალს სულელურ საქველმოქმედო ორგანიზაციებს ახარჯავ, - სახე ზიზღით დამანჭა მან - მე ამ ქონებას უფრო ჭკვიანურად მოვიხმარ, ვაპირებ ბანკი დავაარსო. უკვე სახელიც კი შევურჩიე - "ინვესტმენტ ბანკი" , აბა რას იტყვი, როგორ ჟღერს?

***

მუხლებზე წამოვიწიე და მოსმენილით შოკმიღებული სანდროს რამდენიმე წუთი უხმოდ შევყურებდი.
-ესე იგი... - ამოვილაპარაკე ბოლოს.
- ესე იგი ავალიანებმა მამაჩემი გაძარცვეს, მთელი ცხოვრების ნაშრომი წაართვეს და ყველაფრის გარეშე დატოვეს. ასე რომ , ყველაზე დიდი კრიმინალი, ვისაც საფრანგეთის პოლიცია უნდა ეძებდეს , გიორგი ავალიანია.
- შარლიც ახსენე, ხომ? ეს ის შარლია?
- ჰო, ეგ ნაგავიც მამაჩემთან მუშაობდა, შემდეგ ავალიანთან გადაინაცვლა.
- ყველაფერი მომიყევი რა და როგორ იყო.
- მამაჩემს საბჭოთა პერიოდში მოუწია ცხოვრება. ეს ის პერიოდი იყო , როცა ნებისმიერი საბაბით შეეძლოთ დაედანაშაულებინათ ყველა, ვინც უბრალოდ თვალში არ მოუვიდოდათ. მამაჩემს მკვლელობა დააბრალეს, რომელთანაც არაფერი აკავშირებდა. საქართველოში დახვრეტა ელოდა, ამიტომ დედაჩემთან ერთად საფრანგეთში გაიქცა . იქ გვარი შეიცვალა და ახალი ცხოვრება დაიწყო. გადაწყვიტა ბიზნესისთვის მოეკიდა ხელი და მალე საქმე კარგად წაუვიდა. თამაზი პარიზში გაიცნო. მამაჩემმა მითხრა, რომ როცა მას შეხვდა , ავალიანების ოჯახს შიმშილით სული სძვრებოდა, პატარა გიორგის კი სიგამხდრისაგან ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ასეთ გაჭირვებულს დახმარებაზე უარს როგორ ეტყოდა? მაშინვე თავისთან მუშაობა დააწყებინა . წლების განმავლობაში თამაზ ავალიანმა თავისი მლიქვნელობით მამაჩემის უსაზღვრო ნდობა მოიპოვა და მამაჩემმა მალე მარჯვენა ხელადაც გაიხადა. მერე მოხდა ის, რაც უკვე მოგიყევი. ვთვლი, რომ მამაჩემი ძალიან სულელურად მოიქცა როცა საბუთებს წაუკითხავად მოაწერა ხელი, მაგრამ როგორ გინდა დაადანაშაულო ადამიანი, რომელიც საუკეთესო მეგობარს თვალდახუჭული ენდობა? მას შემდეგ, რაც მამამ მთელი ქონება დაკარგა, საფრანგეთში აღარ დაგვედგომებოდა და ჩემი დაბადებისთანავე საქართველოში დავბრუნდით. აღარ მოვყვები იმას თუ უსახსროდ დარჩენილებმა როგორი გაჭირვება გამოვიარეთ. მხოლოდ მაშინ შევძელით ფეხზე დადგომა, როცა მე წამოვიზარდე , უნივერსიტეტი დავამთავრე და მუშაობა დავიწყე. მანამდე მამას რამდენიმე წელი საშინელი დეპრესია ჰქონდა. დედას უთხრა, რომ უბრალოდ გაკოტრდა და მის დეპრესიას ამას ვაბრალებდით. ავალიანზე და მის ღალატზე არასოდეს არაფერი დასცდენია, მანამ სანამ იმ ზაფხულს ის შემთხვევა არ მოხდა. შურისძიების გეგმა მაშინვე გამიჩნდა. იმავე ზაფხულს ირაკლის მოწვევა მოუვიდა "ინვესტმენტ ბანკის" იუბილესადმი გამართულ წვეულებაზე. ამაზე ხელსაყრელ დროს ვეღარ ვნახავდით. ირაკლიმ მაშინვე თავისი კომპანიის ვიცეპრეზიდენტად "გამაფორმა" და მოიმიზეზა, რომ წვეულებას ვერ დაესწრებოდა, მის მაგივრად კი მე გავემგზავრებოდი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მამაჩემზე ძებნა მოხსნეს და ისევ ძველ გვარს დავუბრუნდით. ავალიანმა მამაჩემის ნამდვილი გვარი არ იცოდა და ასე რომ, დადიანით ვერ მიხვდებოდა, თუ ვინ ვიყავი.
- მაგრამ მაშინ წვეულებაზე შენი თეატრალური წამოდგენით როგორ ვერაფერს მიხვდა?
- მაგ სირმა გრამი ქართული არ იცის , ასე რომ ვერაფერს მიხვდებოდა.
- კარგი , შემდეგ?
- ჩემი გეგმა უკვე იცი. ამ გეგმისთვის მხოლოდ ბანკის ძარცვაში გამოცდილი ადამიანები მჭირდებოდა, და კიდევ ქალი, ვინც ჩემი შეყვარებულის როლს ითამაშებდა და ასევე შარლის მოხიბვლას შეძლებდა. ამაზე ნატა სიხარულით დამეთანხმა, მაგრამ შემდეგ დავშორდით და ახალი გოგოს ძებნა მომიწია. ჰოდა, მერე შეგხვდი შენ... - თვალებით გამიღიმა სანდრომ.
- პირველ შეხვედრაზე მაინცდამაინც ვერ მოგხიბლე - ჩავილაპარაკე მე და წარბები ავზიდე.
- პირველად რომ შემოგხედე იცი რა ვიფიქრე?
- რა?
- ვიფიქრე - "ამას აქ რა უნდა?" აი , პირდაპირ შუბლზე გეწერა, რომ თვითონაც არ იცოდი იქ რას აკეთებდი . მერე მამაშენის ავადმყოფობაზე მოვისმინე და მივხვდი რომ იქ სრულიად შემთხვევით იყავი მოხვედრილი . შენ ამ სიგიჟეზე ფულის გამო არ მიდიოდი , მამის ამბავმა გაიძულა იმ რესტორანში შემოსულიყავი.
- მაგიტომ მითხარი უარი?
სანდრომ თავი უსიტყვოდ დამიქნია და სახეზე მომეფერა .
- ისეთი შეშინებული იყავი და გონებაარეული... უფლებას ვერ მოგცემდი , რომ ამ სისულელეში გაგეყო თავი . მაგრამ, შენ არ მომეშვი და მერე ის სულელური საღამო დაგეგმე , დარწმუნების სცენა. არც კი ვიცი, რატომ დაგთანხმდი იმ შეხვედრაზე, სიმართლე გითხრა მინდოდა ცოტა მეხალისა კიდეც.
- იმედი არ გამიცრუებია, კარგად გახალისე, არა? -ვბურტყუნებ მე
- ხო, ის სოსისის სცენა - ხარხარებს სანდრო , შემდეგ ერთბაშად სერიზოულდება , თითს ნაზად მისვამს ტუჩებზე და ხმადაბლა ამბობს - მინდა გითხრა რომ საოცრება იყო, არაამქვეყნიური.
ისე რომ მზერას არ ვაცილებ, პირს ვაღებ, მის თითს ტუჩებში ვიქცევ და ენას ნელა ვუსვამ. ცეცხლისაგან განათებული თვალები კიდევ უფრო ენთება და ტუჩები ეპობა
- ისტორიის მოყოლაში პაუზა რომ გამოვაცხადოთ, რას იტყვი? - ჩურჩულებს ისე , რომ ჩემს ტუჩებს თვალს არ აცილებს - ცოტა შევისვენოთ.
ტუჩებს ვითავისუფლებ და ვამბობ
-თანახმა ვარ .
შემდეგ ზევიდან ვექცევი და ბაგეებით ნელა ვიწყებ მისი სხეულის შესწავლას...



-მივხვდი სიყვარული რაც არის.
-რა? -მუხლებზე ვიწევი და რაღაც რომანტიკულის მოსასმენად ვემზადები.
-სიყვარულია, როცა მოსაკლავად დაგსდევენ და შენ მაინც მასთან სექსის გარდა ვერაფერზე ფიქრობ. - იცინის სანდრო.
-შენგან რომანტიკოსი არ გამოვა - ვატრიალებ თვალებს - ისტორიის მოყოლა განვაგრძოთ
-მოკლედ, იმ საღამოს დაგეგმილი მქონდა რომ შენთვის გადაჭრით მეთქვა უარი, მაგრამ შენ ისე სევდიანად მიყურებდი შენი უმანკო თვალებით... პირდაპირ მეხვეწებოდი : " სანდრო , წამიყვანე ბანკის გასაძარცვად, წამიყვანე, გთხოვ ! " - გამომაჯავრა ქალის ხმით და ხმამაღლა გადაიხარხარა - მივხვდი, რომ თუ უარს გეტყოდი, რამე უფრო დიდ სისულელეს მოიფიქრებდი, შეიძლება ბანკის გაძარცვა მარტოს მოგენდომებინა , ამიტომაც დაგთანხმდი. მერე უკვე შენ მყავდი. კიდევ ერთი რამ მჭირდებოდა - სიცოცხლის გარანტია, იმ შემთხვევისათვის თუ ავალიანი მოგვაგნებდა.
- ეგ გარანტია ის საბუთებია?
- ხო, ის საბუთები ავალიანის ყველა მაქინაციას ინახავს. მამაჩემის გაქურდვის შემდეგ თამაზ ავალიანი იმავე გზით განაგრძობდა "ბიზნესის კეთებას". მაგან და თავისმა შვილმა გზად უამრავი ადამიანი გადათელეს, დააშანტაჟეს და ბევრს გაუმწარეს ცხოვრება. ამით მოვიდნენ აქამდე. მაშინ საღამოზე ავალიანი კი იმას ყვებოდა , თუ როგორი პატიოსანი კაცი იყო მამამისი , როგორი დაუღალავი შრომით მიაღწიეს წარმატებას და მსგავს სირობებს.
- მახსოვს ეგ გამოსვლა, შარლი მითარგმნიდა.
- როგორი მოსასმენი იქნებოდა ეგ ჩემთვის? თავს ძლივს ვიკავებდი, რომ სცენიდან არ ჩამომეთრია, მაგრამ წვეულების ბოლოს მისი გადაფითრებული სიფათის დანახვამ ყველაფერი აანაზღაურა.
- მაგიტომ დაიჟინე იმ საღამოს აუცილებლად უნდა დავესწროო?
- ხო, სხვანაირადაც შეიძლებოდა ბანკის გაძარცვა, მაგრამ მისი სახის ნახვის შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი.
ცოტა ხნით ისევ დავდუმდი, გონებაში მოსმენილს ვხარშავდი.
- მილიონი სცენარი მიტრიალებდა გონებაში , იმაზე თუ რა გაკავშირებდა ავალიანთან, მაგრამ ამას ვერაფრით წარმოვიდგენდი. - ამოვილაპარაკე ბოლოს.
- როგორც ხედავ, ამ ისტორიაში ორივე მამების გამო აღმოვჩნდით . - გამიღიმა სანდრომ და თმაზე მსუბუქად მომეფერა .
- ალექსანდრე დადიანო, ვერაფერს ვამბობ, უნაკლოდ მოფიქრებული გეგმაა. - აღფრთოვანების ნიშნად ცერა თითი გავფშიკე.
- მაგრამ ერთი სულელი გოგოს გამოჩენამ გეგმები ცოტა არია.
-ჰო, ნატას გამოჩენამ ცოტა კი არა ყველაფერი ძალიან არია, - ჩავილაპარაკე მე.
- იმ სულელ გოგოს ოქროსფერი თმა და ცოტა უცნაურად მოწყობილი ტვინი აქვს, -თვალები აატრიალა სანდრომ.
- მე რით ავრიე გეგმები ? - შევშფოთდი , ცოტა არ იყოს
- ზოგადად ჩემი ცხოვრების გეგმები არიე, - ჩაილაპარაკა მან - აქ რომ მოვდიოდი ცოლის მოყვანა უკანასკნელი იყო , რასაც ვგეგმავდი. და ნატას ფაქტორიც ვერ გავითვალისწინე, მართალი ხარ.
- შენ ძალიან დიდი რისკზე წახვედი
- მე ეგ კარგად მქონდა გააზრებული . ვხვდებოდი, რომ შეიძლებოდა ციხეში აღმოვჩენილიყავი, მაგრამ არ მადარდებდა ჩემი თავი. მაგრამ ეხლა შენ ხარ აქ... და ჩემ თავს არასოდეს ვაპატიებ , ჯერ მხოლოდ იმას ამ ამბავში რომ გაგრიე... და რამე რომ დაგემართოს... - ამოიოხრა და თავი გადააქნია - არა , ამაზე ფიქრიც არ მინდა.
- სანდრო, რომ მე უკვე ვთქვი შენ არაფერში გაგირევივარ! - ვუარობ მაშინვე - მე ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი .
- არა, არ იცოდი! ჩვენ ყველას გააზრებული გვქონდა რასაც ვაკეთებდით, მეც , ლევანს, ნიკას... ყველას! ლევანს და ნიკას ბევრი ფული უნდოდათ, მე - შურისძიება, მაგრამ შენ...
- სანდრო... - ვცდილობ შევაწყვეტინო, მაგრამ არ გამომდის
- შენ უბრალოდ ძალიან შეშინებული იყავი მამაშენის გამო, ძვირფას ადამიანს კარგავდი და ამან ლოგიკურად აზროვნების უნარი დაგაკარგვინა. პირველი რა გამოსავალიც შეგხვდა იმას დათანხმდი, პირველივე ხავსს მოეჭიდე. აი, ამიტომ აღმოჩდი ასეთ ბინძურ საქმეში და არა იმის გამო, რომ ეს ყველაფერი გააზრებულად გააკეთე.
ამოვიოხრე. ვიცოდი ეს კამათი კონსესუსამდე ვერ მივიდოდა და ამიტომ თემა შევცვალე:
- იმ საბუთებს რას უპირებ?
- ვგეგმავდი, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამეგზავნა საფრანგეთის პოლიციისათვის და ის საბუთები უკვე საქართველოშია.
- გგონია ავალიანი მოგვაგნებს?
- ასე მგონია, მაგრამ საბუთები მაძლევს საშუალებას შედარებით მშვიდად ვიყო. ის სავარაუდოდ თავის ფულს მოაკითხვას, მაგრამ მან იცის რომ ეს საბუთები მე მაქვს და თუ რამეს დაგვიშავებს, მაშინვე პოლიციის ხელში აღმოჩნდება. ფულს ციხეში ხომ ვერ გამოიყენებს? ამიტომ უბრალოდ თავის ფულს წაიღებს და წავა, ჩვენ ვერ შეგვეხება.
- თუ ფული ისევ მის ხელში აღმოჩნდება, გამოდის რომ ამდენი ტყუილად იწვალე. ან ლევანი დათანხმება ამაზე?
- ფული მას არ დაუბრუნდება.
- ეგ როგორ? - დავიბენი საბოლოოდ.
- გეგმა B-ც მაქვს.
- რა გეგმაა?
- მაგის მოყოლა სხვა დროისთვის გადავდოთ, ნახე , ამასობაში დაგვათენდა - თვალებით სუსტად განათებულ ფანჯრებზე მანიშნა.
- კარგი - ამოვილაპარაკე და თვალები მივლულე. ეხლაღა მივხვდი, როგორ მეძინებოდა.
სანდრო წამოდგა, საბანში გახვეული ხელში მიყვანა და კიბეებს ნელა აუყვა.
- მეგონა შეგეშინდებოდა, მაგრამ შენ ჩემზე მშვიდად ხარ.
- Когда Ты Рядом, Все мои страхи далеко-далеко...- ვღიღინებ ამონარიდს МАЧЕТЕ -ს Нежность -იდან . - ნატა გიყვარდა?
ტუჩებზე ნაზად მაკოცა და ხმადაბლა მითხრა:
- ჩემი პირველი და ერთადერთი სიყვარული შენ ხარ.
თვალები დავხუჭე და საძინებლთან მისვლამდე უკვე მეძინა.



გარეთ უკვე ბნელა, როცა მეღვიძება. სანდრო საწოლთან დგას , ხმადაბლა მეუბნება
- არ შეგეშინდეს, კარგი?
თავს უხმოდ ვუქნევ. ინსტინქტურად უკვე ვგრძნობ, რაც ხდება. სწრაფად ვიცვამ და მისაღებში ჩავდივართ. იქ კლასიკური სცენა მხვდება კრიმინალური დრამიდან : შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი იარაღიანი ტიპები შემოსასვლელ კარს იცავენ, ბოროტი გმირი , ამ შემთხვევაში ავალიანი, სავარძელში ზის. მის წინ ლევანი და ნიკა სხედან. ლევანს თავისი იარაღი აქვს მომარჯვებული, ნიკა ავადმყოფურად კანკალებს. ცოტა არ იყოს, შიში მეც მიპყრობს, მაგრამ მისი შუბლისაკენ მოშვერილი იარაღის დანახვაზე ვის არ შეეშინდება? სანდრო ჩემს ხელს მჭიდროდ იქცევს თავის ხელში და შიშიც მაშინვე ქრება.
- წუხელ ცოტა ხმადაბლა არ შეგეძლოთ? მთელი ღამე ვერ დავიძინე- გადმომიბურტყუნა ლევანმა.
- ბოდიში - ვჩურჩულებ საპასუხოდ და ფეხის თითებამდე ვწითლდები.
ავალიანი ინგლისურად იწყებს საუბარს, სანდროს მიმართავს და პირდაპირ საქმეზე გადადის
- სად არის ჩემი ფული? გაითვლისწინე, უარყოფას აზრი არ აქვს, შენმა სტრიპტიზიორმა შეყვარებულმა ყველაფერი დეტალურად მომიყვა.
- სტრიპტიზიორი არ არის - მშვიდად ამბობს სანდრო.
- შეყვარებული არ იყო - ვამატებ მე.
ავალიანს ჩვენი სიმშვიდე და არაადეკვატური პასუხები აშკარად აბნევს, მაგრამ მხოლოდ წამიერად.
- ისიც გაითვალისწინე, რომ მე ვიცი შენი ერთი ძალიან , ძალიან სუსტი წერტილი და ნუ მაიძულებ იმ წერტილში დაგარტყა - ჩაილაპარაკა და ბოროტი თვალები მე მომაპყრო.
- თუ გინდა რომ ფული დაიბრუნო, ჩემი პირობა უნდა შეასრულო - ამბობს სანდრო.
- გისმენ.
- თქვენ ხომ ორივე სვანები ხართ, როგორმე მორიგდებით, სანდრო - დადიანია, შენ - ავალიანი... - ხმის კანკალით ამბობს ნიკა.
- უბრალოდ გაჩუმდი! - კბილებში ცრის ლევანი - წინაპრების თხოვნაა!
სანდრო ფრანგულად მიმართავს ავალიანს , ამას მხოლოდ ერთი მიზეზი თუ ექნება, რომელსაც ადვილად ვხვდები : არ უნდა , რომ მისი საუბარი გავიგო.
- რას ეუბნები? - ვეკითხები მას, მაგრამ პასუხს ვერ ვიღებ და ამჯერად ავალიანს ვუბრუნდები - რას გეუბნება?
- მას უნდა , რომ ჩემს პირად თვითმფრინავში ჩაგსვა და საქართველოში გაგამგზავრო.
-რა? არა! - ვაქნევ თავს.
- ეს რომ არ გავაკეთო? - ისევ სანდროსკენ ბრუნდება ავალიანი.
- მაშინ ვერასოდეს გაიგებ სად არის შენი დამპალი ფული ! -სანდროს მაგივრად პასუხობს ლევანი.
- კარგი, შევთანხმდით, გავამგზავრებ გოგოს .
- არ შევთანხმებულვართ! - ვცრი კბილებში და სანდროს გაცოფებული ვუყურებ - მე არაფერს არ მეკითხები?
ყურადღებას არ მაქცევს და ისევ ავალიანს მიმართავს
- ეხლავე...
-სანდრო, მე არსად წასვლას არ ვაპირებ!
- მის მაგივრად მე წავალ! - ბღავის ნიკა.
- გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო დროს პატარა ფინანსური პრობლემები მქონდა პირადი თვითმფრინავი აღარ მყავს, მისი გაყიდვა მომიწია. ჩარტერულ რეისს დავნიშნავ. - მშრალად ჩაილაპარაკა ავალიანმა
შემდეგ თავის ერთ-ერთ დამქაშს ბრძანება მისცა, მანაც თავი დაუკრა და დავალების შესასრულებლად გაიქცა. ავალიანი ისევ სანდროს მოუბრუნდა და ყურადღებით აათვალიერა.
- საერთოდ არ გავხარ მამაშენს, გაცილებით გონიერი ხარ.
- მე კი მამაშენს მხოლოდ მონაყოლით ვიცნობ. საწყენია, რომ მას პირადად ვერასოდეს გავიცნობ, რადგან გავიგე კიბო ჰქონდა და ტანჯვაში ამოხდომია სული. მამაჩემი ამას რომ მიყვებოდა, თვალებიდან სულ ცრემლები სდიოდა, ძალიან დასწყდა გული. - ცალყბად მიუგდო სანდრომ და ოთახიდან გავიდა.
მაშინვე უკან მივყევი.
- შენი აზრით რას აკეთებ? - ვცრი კბილებში
- ელენე , არ დაიწყო აზრი არ აქვს. - ამბობს მშვიდად და სიგარეტს უკიდებს
- უშენოდ არსად არ წავალ! და შეეშვი ამ საწამლავს! - სიგარეტს ვაცლი და იატაკზე ვისვრი.
- წახვალ!
-ელ , უნდა წახვიდე - მხარს უბამს უკან გამოყოლილი ლევანიც
- ხედავ? სამი ადამიანი გეუბნება , რომ უნდა წახვიდე!
- მესამე ვინღაა? - უკვირს ლევანს
- ნინო - პასუხობს სანდრო.
- ნინო ვინღაა? - უფრო მეტად იბნევა ლევანი.
-ლევან, გთხოვ მარტო დაგვტოვე - ვეუბნები მე.
როგორც კი ის ოთახიდან გადის, სანდროს თვალებში ვაშტერდები და გარკვევით ვუმარცვლი :
-უშენოდ არსად არ წავალ.
-წახვალ. თუ დამჭირდა, თვითმფრინავში თმებით აგათრევ - მპასუხობს და ოთახიდან გასვლას ცდილობს. ხელით ვაჩერებ
- სანდრო, ჩემს მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ!
ასეთი მტკიცე არასოდეს ვყოფილვარ, იმ სახლიდან ფეხს ვერავინ ვერ მომაცვლევინებდა . არ ვიცი, ამას სანდროც ხვდება თუ რაშია საქმე, მაგრამ ფაქტია, რომ სტრატეგიას ცვლის: მიახლოვდება, თვალებში ნაზად ჩამყურებს და ხმას თაფლივით ატკბობს
- გთხოვ, გააკეთე რასაც გეუბნები.
- ნუ მთხოვ მაგას, არ შემიძლია, - თავს ვაქნევ მე. - ვერ წავალ და ვერ დავბრუნდები , მაშინ როცა ვიცი რომ ავალიანმა შეიძლება... და შენი ვერც ერთი არგუმენტი არ გადამარწმუნებს !
- მეც მალე ჩამოვალ შენთან , გპირდები! - მეჩურჩულება და ყურზე ნაზად მკოცნის.
- არა. - ვუჭრი მოკლედ.
- კი, - ჩურჩულებს და ტუჩებით შუბლზე გადადის, - ვიცი, რომ ამას ჩემი გულისთვის გააკეთებ.
- ტყუილად ცდილობ, სანდრო. მაგ ფანდებით ვერ დამარწმუნებ .
- რა ფანდებით?- იკატუნებს თავს და ახლა ყელში მკოცნის.
-აი, მაგ ფანდებს ვგულისხმობ.
ნელა მშორდება და სახიდან ყალბ ღიმილსაც იცილებს.
- მე მინდა, რომ უსაფრთხოდ იყო.
- შენ თქვი, რომ საბუთები გაქვს და ის არაფერს დაგვიშავებს, კიდევ რაღაც სხვა გეგმა ახსენე!
-ვთქვი , მაგრამ საქართველოში უფრო უსაფრთხოდ იქნები.
- მომატყუე?
- არ მომიტყუებიხარ
- მაგრამ, ბოლომდე არ ხარ დარწმუნებული რომ ის საბუთები გვიშველის, ხომ ასეა?
სანდრო დუმს და ვხვდები, რომ დუმილი თანხმობის ნიშანია
- ეხლა მითუმეტეს არსად არ წავალ, გამორიცხულია! - ვამბობ და ოთახიდან გასვლას ვცდილობ.
ხელით მიჭერს და მშვიდად მეუბნება
- ელენე, რამდენიც არ უნდა იჯიუტო შენ თვითმფრინავში მაინც ახვალ
- უკვე გითხარი, ჩემს მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ!
- მე არ მინდა, რომ ეს ძალით გაგაკეთებინო, მინდა გაიაზრო რასაც გეუბნები და რომ ეს ყველაზე სწორი ნაბიჯია!
- არა... - ვამბობ ჩუმად.
ერთხანს უხმოდ მიყურებს თვალებში, შემდეგ ხელს ცივად მიშვებს, თითიდან საქორწინო ბეჭედს იხსნის და ხელში მიდებს.
-მშორდები? - მეცინება ნერვიულად
ის მშვიდად მიყურებს თვალებში
-მორჩა, დამთავრდა ჩვენი თამაში. ვითამაშეთ სიყვარულის როლები, უკვე შეასრულე რაც გევალებოდა, ეხლა უნდა წახვიდე .
ვხვდები, რის გაკეთებასაც ცდილობს და თვალებს ვატრიალებ
- ფიქრობ , მაგას დავიჯერებ ? ეგ სცენა მილიონჯერ მაქვს ფილმებში ნანახი, რამე უფრო არაბანალური მოიფიქრე !
- გგონია, ვთამაშობ?
- ცდილობ , მაგრამ არ გამოგდის, ტელემუნდოს დონის მსახიობი ხარ !
- მაგრამ მე არ ვთამაშობ. - ამბობს მშვიდად - წადი, არ მიყვარხარ!
ვიცი, ამას რისთვისაც ამბობს , მაგრამ ავალიანის ერთ-ერთი დამქაში რომ შემოსულიყო და ჩემთვის ტყვია დაეხალა , ალბათ იმ შემთხვევაშიც არ მეტკინებოდა გული ასე ძალიან . ეს უკვე ძლიერი დარტყმებია, მაშინვე ვტყდები და თეთრ დროშას ვწევ
- კარგი, იყოს როგორც შენ გინდა - ვამბობ ყრუდ
- თუ მეცოდინება რომ შენ უსაფრთხოდ ხარ , ეს ერთადერთი სიმშვიდე იქნება ჩემი სულისთვის .
- ჩემს სიმშვიდეზე რას იტყვი?- ვეუბნები წყენით - წავალ საქართველოში, მაგრამ ალბათ დარდი მომიღებს ბოლოს, რადგან ისიც კი არ მეცოდინება ცოცხალი ხარ თუ მკვდარი.
- მთავარია , რომ უსაფრთხოდ იქნები.
- თუ მთავარია შენ იყო მშვიდად? - დაუფიქრებლად მწყდება სიტყვები
დაუფიქრებლობას მაშინვე ვნანობ, რადგან მისი გამომეტყველება ისევ ისეთი ხდება, როგორც გუშინ - შეწუხებული და უზომოდ დარდიანი.
- შენ ფიქრობ, რომ მე ეგოისტი ვარ და მხოლოდ ჩემი სინდისის დამშვიდებას ვცდილობ? მე უკვე გითხარი, ამას ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებ , ვერასოდეს! ეხლა გთხოვ , ნუღარ მომიმატებ დარდს და უბრალოდ ადი იმ დაწყევლილ თვითმფრინავში! - ამბობს ბრაზით და გასასვლელისაკენ მიდის.
-ნიკა... - ვჩურჩულებ მე , მაგრამ ცრემლები გაგრძელების საშუალებას არ მაძლევს.
- რა ნიკა?
-უთხარი... იმას უთხარი რომ ნიკაც გამოუშვას...
- არ დათანხმდება
- ცადე... ის ძალიან არის შეშინებული... - ნიკას კანკალის გახსენებაზე გული მეწურება.
თავს უსიტყვოდ მიქნევს და ოთახიდან გადის, მის ნაცვლად ლევანი შემოდის.
- დედა ტერეზავ , ნიკამ რა გავიკეთა და მაინც მის გადარჩენაზე ფიქრობ?
- ის ძალიან არის შეშინებული... - ვიმეორებ ისევ და ტირილს ვუმატებ.
- ეი , ასე ნუ ნერვიულობ. იმედია არ დასჭირდება, მაგრამ თუ დასჭირდა სანდროს გადასარჩენად რაღაც გეგმა მაქვს.
- რა გეგმა?
- სიკვდილს თუ დააპირებს, მე ვუყვირებ : " შენი სიკვდილი არ შეიძლება , შენ ხომ მამა უნდა გახდე! "
- მაგრამ მე...
- მოიცადე! ამას რომ ვეტყვი ისიც სიკვდილს გადაიფიქრებს, ისე როგორც ბანალურ ფილმებშია - გაიცინა ლევანმა
- რადგან ბანალურ ფილმში ვართ, ბანალური რაღაც უნდა გითხრა.
-გისმენ
- გთხოვ, მიხედე - ამოვიჩურჩულე ძლივს გასაგონად.
-კარგი - გამიღიმა მან და თავზე მაკოცა.

დღემდე ვცდილობ გავიხსენო ის მონაკვეთი, როგორ გამოვედი იმ სახლიდან, მაგრამ არ გამომდის. დამამახსოვრდა მხოლოდ ავალიანის სახე, ცივი და უმეტყველო. კიდევ განცდა ზიზღისა და უძლურების . დამამახსოვრდა, რომ გარეთ ძალიან ციოდა და ჩემი თავმოყვარეობაც ნულს ქვემოთ დაეცა. ისტერიკულად ავქვითინდი, მინდოდა სანდროს მუხლებში ჩავვარდნოდი, შევხვეწებოდი - არ გამიშვა, მომეცი უფლება შენთან დავრჩე ! და ვფიცავ, ამის გასაკეთებლად მზად ვიყავი, რომ მცოდნოდა რომ ეს შედეგს გამოიღებდა.
ცრემლიანი თვალებით მის სახეს შევყურებ და მხოლოდ ამის დაჩურჩულებასღა ვახერხებ
- არ მინდა წასვლა...
-ვიცი.
- მერე, რატომ მაკეთებინებ იმას რაც არ მინდა?
- იმიტომ რომ ეხლა ასეა საჭირო. ამასთან ყველაფერს მოვაგვარებ და მეც მალე ჩამოვალ. - მპასუხობს მშვიდად და სახიდან ცრემლებს მწმენდს.
შემდეგ ერთხანს ყოყმანით მიყურებს. ვხვდები, უნდა რომ მომეხვიოს, დამამშვიდოს , მაგრამ რაღაც აკავებს. ალბათ ფიქრობს , რომ თუ ამას გააკეთებს თავის გადაწყვეტილებას გადაიფიქრებს ან მისი ალერსის შემდეგ წასვლა უფრო გამიძნელდება. მანქანის კარს მიღებს და ვიცი რომ ეს ბოლო წერტილია. მანქანაში უსიტყვოდ ვჯდები და რამის მოაზრებასაც ვერ ვასწრებ, სახლს ისე სწრაფად ვციდლდებით.
ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო. მანქანის მინას ვუყურებ, გარეთ გადაუღებლად თოვს. არ ვიცი, დიდთოვლობის გამო თუ რისი ბრალია, ქალაქის ქუჩები უჩვეულოდ ცარიელია და ამით ისინი ჩემს სულს ჰგავს .
აეროპორტს მალე ვუახლოვდებით, ბორტზე ავდივარ და ცარიელ თვითმფრინავში ვიკავებ ადგილს . ხელში მყარი მატერიის შეხებას ვგრძნობ , მუჭს ვხსნი და სანდროს ბეჭედს ვხედავ. ეს ჩემი ტანჯული გულისთვის ბოლო ნემსია და სულმოუთქმელად ტირილს ვიწყებ . აკანკალებული თითებით ფრთხილად ვეხები ოქროს რგოლს , ჩემს გონებას მილიონი ფიქრი ერთდროულად აწყდება .
იქნებ არ უნდა დამეტოვებინა, იქნებ უფრო მეტი სიმტკიცე უნდა გამომეჩინა? ათასი იქნებ მიტრიალებს თავში და მათ შორის "იქნებ ვეღარასდროს ვნახო" ყველაზე საზარელია. ილუმინატორიდან ათასი სინათლით აბრჭყვიალებულ აეროპორტს ვუყურებ, გარეთ თოვა იმატებს და ვნატრობ, რომ რეისი გადაიდოს . ან იქნებ სჯობს ავფრინდეთ , სადღაც თვალუწვდენელ ოკეანეში გაუჩინარდეს ერთმგზავრიანი რეისი და მერე ის ხომ ძალიან, ძალიან ინანებს , რომ მასთან დარჩენის ნება არ მომცა...
მეორე წამს ჩემი ფიქრის ძალიან მრცხვენია , მას ხომ მხოლოდ ის უნდა რომ მე უსაფრთხოდ ვიყო? უარალოდ, ემოციებისაგან გადატვირთულ გონებაში უკვე აბსურდული ფიქრები მიჩნდება და ადეკვატურობას ვკარგავ...
სრულიად უმიზნოდ საათს შევხედე, ისრები 20 - სა და 59- ს აჩვენებდა, ზუსტად ცხრა საათზე თვითმფრინავი აფრინდა და პარიზი დავტოვე.

***

თბილისი საოცარი სიმშვიდით მეგებება, აქ არც თოვს და არც სიცივეა... ზედმეტად დათაფლული ფრანგულის მერე მშობლიური ენა სასიამოვნოდ ხვდება ყურს, ფილტვები ნაცნობი ჰაერით მევსება და ეს სულ ოდნავ მამშვიდებს. გრძნობა მაქვს რომ სახლში ვარ , მაგრამ ეს სახლი ცარიელია, რადგან ყველაზე ძვირფასი წევრი აკლია...
სკამს ვძებნი , ტელეფონს ვიღებ და საყვარელ ნომერზე ვრეკავ, მაგრამ არავინ მპასუხობს. სახეს ხელებში ვრგავ და უხმოდ ვიწყებ ტირილს. თავს უცნაურად ვგრძნობ, ისე როგორც აქამდე არასდროს მიგვრძნია : თითქოს დაკარგული ვარ, ცარიელი , რაღაც ნაწილი მაკლია...
-გოგონა, კარგად ხარ? - მესმის ვიღაცის ხმა
თავს ვწევ , ცრემლებს ვიწმენდ და თეთრწვერა მოხუცს ხმადაბლა ვპასუხობ:
- კარგად ვარ.
რამდენიმე ნაბიჯში ირაკლის ვამჩნევ. სკამიდან ვდგები და სწრაფად მივდივარ მასთან.
-მასზე... მასზე იცი რამე ? - ვეკითხები ხმის კანკალით .
უსიტყვოდ აქნევს თავს.
აეროპორტიდან გამოვდივართ და მანქანაში ვსხდებით. არ ვიცი სად მივდივართ, მაგრამ ვხვდები რომ თბილისში აშკარად არა.
- ჩემებთან არ მივდივართ?
- არა.
- მაგრამ მე მათი ნახვა მინდა!
- ვიცი ელენე, მაგრამ ცოტა ხანი უნდა დაიცადო.
აღარ ვეწინაღმდეგები, ალბათ ასეც სჯობს. სოფოს და მამას რით უნდა ავუხსნა ჭირისუფალს რომ ვგავარ?
ფანჯრიდან ვიყურები, სიბნელეში მხოლოდ დაბალ სახლებსა და მინდვრებს ვარჩევ . არ მინდა ძილი, მაგრამ საძაგელი ჩვევა არ მღალატობს. ემოციებით გადატვირთული ჩემი გონება ერთთავად დუნდება და დანიშნულების ადგილას მიღწევამდე უკვე ვითიშები.
დილით სრულიად უცხო ოთახში მეღვიძება. სახლში სრული სიმშვიდეა. საწოლიდან ვდგები და ოთახიდან გამოვდივარ. არ ვიცი სად მივდივარ , დერეფანს მივყვები და ქვით მოპირკეთებულ ოთახში ვყოფ თავს . უამრავი ჭურჭლითა და კარადებით ვხვდები რომ სამზარეულოში ვარ. გამოსვლა მინდა, ვტრიალდები და მოულოდნელობისაგან ვკრთები. ოთახის შემოსასვლელში , ზუსტად ჩემს წინ სანდრო დგას. იგივე აღნაგობა, იგივე თვალები, გამოხედვა და ნაკვთები, ოღონდ... ჭაღარა !
დაბნეული ვდგავარ და ხმას ვერ ვიღებ, არც ის ამბობს არაფერს. თავს ოდნავ გვერდზე ხრის (როგორი ნაცნობი ჟესტია!) , რამდენიმე წამი უხმოდ მათვალიერებს, შემდეგ კი სახეს ჩემი საყვარელი ღიმილი უნათებს.
- ჩემს შვილს გემოვნება არ დაეწუნება. - ამბობს კმაყოფილებით.
სანამ შვილს ახსენებდა, უკვე მივხვდი, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო იგი. მეც მეღიმება და მოხუცს ხელს ვუწვდი.
- მე ელენე ვარ!
- მე შენ გიცნობ! - მიღიმის ის, ჩემს ხელს იღებს და გალანტურად მკოცნის. - სანდრომ ყველაფერი მომიყვა შენს შესახებ.
- ჩემთვის კი ისიც არ უთქვამს , რომ თქვენ... მმ... თქვენ ცოცხალი ხართ - ვლუღლუღებ მოულოდნელი შეხვედრისაგან დაბნეული და ერთიანად ვწითლდები.
- არაუშავს, - ხელი ჩაიქნია მოხუცმა - სანდრო არასდროს იწუხებს თავს დეტალების ახსნით. ვაღიარებ ამაში მე მგავს. - ამბობს და თვალებს მსუბუქად ატრიალებს. - წამოდი ეზოში გავიდეთ, დღეს უჩვეულოდ თბილა.
აივანზე გავდივართ . მზის სხივები მართალია სუსტად, მაგრამ მაინც გამოსცემენ სითბოს. სახლის წინ საოცრად მოვლილი თვალუწვდენელი ეზოა გადაშლილი, მაღალი კაკლის ხეებით. სანდროს მამას ჩაი და ორცხობილები მოაქვს და ლამაზ , დაწნულ სავარძლებში ვსხდებით .
-ჭამე, მთელი ღამის ნამგზავრი დაღლილი იქნები. - მეუბნება თბილად.
ჭამის სურვილი საერთოდ არ მაქვს, მაგრამ არ მინდა ვაწყენინო და ფინჯანს ვწვდები. არ ვიცი, საუბარი საიდან დავიწყო. ნეტავ მან რამდენი იცის ?
- თქვენ ყველაფერი იცით? - ვეკითხები ფრთხილად.
თავს უხმოდ მიქნევს.
- ისიც როგორ შევხვდი სანდროს?
-ეგეც. - მიდასტურებს მშვიდად.
ვწითლდები და თვალს ვარიდებ. ის რაც მე გავაკეთე, მაინცდამაინც "ოჯახში შესაშვები" გოგოს საქციელი არ არის. ალბათ ამას ისიც ხვდება, რადგან ხელს ხელზე მადებს და მეუბნება:
- შენ კეთილშობილური მიზანი გქონდა, საყვარელი ადამიანის გადარჩენა გინდოდა. ამაში სამარცხვინო არაფერია.
მისი თვალები თბილად მიმზერენ, ყელში ბურთი მებჯინება, მაგრამ არ მინდა ვიტირო...
-სანდროს რა უთხარით როდესაც ეს გაიგეთ? როდესაც მან გითხრათ თუ რას აპირებდა. - ვეკითხები მოხუცს.
-მე გადაწყვეტილი მქონდა, ეს ამბავი მისთვის ცხოვრების ბოლომდე გამემხილა , რადგან ვიცოდი, რომ თუ ამას მოვუყვებოდი, ზუსტად რამე ისეთს დააპირებდა , რაც გააკეთა, ანუ შურისძიებას. რა თქმა უნდა, ვცადე გადამერწმუნებინა, მაგრამ ვერაფერი გავაწყვე. ის ძალიან ჯიუტია, ამაში თავად დარწმუნებოდი. - ამოიოხრა კაცმა და თავი მსუბუქად გადააქნია - სანდრო დედას ჰგავს, მას ჰქონდა ასეთი შურისმაძიებელი ხასიათი.
-ჩემს შესახებ რა გიამბოთ?
-მან მე მითხრა: მამა მგონი მსოფლიოში ყველაზე მამაც და სულელ გოგოს შევხვდი, როგორ შემეძლო არ შემყვარებოდა?
მისი პასუხის მოსმენაზე გული სითბოთი გამევსო, რომელიც პარიზიდან წამოსვლის წუთითან მაკლდა...
- ალბათ ამ საქმეში ის გოგოც არის გარეული, ხომ? - გამომაფხიზლა კითხვამ - სტრიპტიზიორი შეყვარებული რომ ჰყავდა, ის.
-კი, ნატა. - დავუქნიე თავი.
- მაგაზეც ვაფრთხილებდი რომ მაგ გოგოსთან საქმე არ დაეჭირა, ეტყობოდა რომ ყველაფერზე იყო წამსვლელი, მაგრამ როდის იყო ჩემი ჯიუტი შვილი სხვას უსმენდა? - ამოიოხრა კაცმა.
მინდა ვკითხო სანდროზე ახალი ხომ არაფერი იცის, მაგრამ რადგან ამ თემაზე დუმს, ვხვდები, რომ ჩემზე მეტი არც მან იცის რამე.
- მასზე მომიყევით. - ვეუბნები ბოლოს.
მთელ დღეს აივანზე ვატარებთ. ვალერი უამრავ რამეს მიყვება სანდროზე, მის ბავშვობაზე... ასე ის თითქოს ისევ ჩემთან არის და ეს ოდნავ მამშვიდებს. საღამოს მოახლოებისთანავე მოხუცის სახეზე უზომო დარდს ვამჩნევ , რომელსაც ალბათ დღე იმიტომ მალავდა რომ, მე უფრო არ ავეღელვებინე. ნელ-ნელა აივანზე სიცივე ისადგურებს და ჩვენც სახლში ვბრუნდებით. საწოლში ვწვები და ათასი ფიქრი მატყდება თავს. გონებაში რამდენჯერმე ვიხსენებ პარიზიდან ჩემი წამოსვლის ეპიზოდს, თვითონაც არ ვიცი რატომ ვუკეთებ ამას საკუთარ თავს... რატომ ვუბრუნდები ადგილს, რომლის გახსენებაც ტკივილს მაყენებს?
თვალებს ვიწმენდ და ახლაღა ვამჩნევ, რომ ოთახი სავსეა სანდროს ფოტოებით. მათთან მივდივარ, კედლიდან ვხსნი, საწოლზე ვწვები და თვალიერებას ვიწყებ . ბავშვობის ფოტოებიდან გამხდარი, დაბალი ბიჭი მიყურებს . უჩვეულოდ ღია ფერის თმითა და მუდამ გადატყავებული მუხლებით . თავს ვაქნევ და მეცინება. ვხვდები, რომ ბავშვობიდან ასეთი ხიფათის მაძიებელი იქნებოდა. შემდეგდროინდელ ფოტოებში თმა გამუქებული აქვს, სახე დასერიოზულებული და ტანიც აყრილი. ბოლო დროის ფოტოებში კი ზუსტად ისეთი სანდროა, როგორსაც მე შევხვდი... ერთ-ერთ მათგანს ვიღებ, გულში ვიკრავ და ისე ვიძინებ.
ღამე რამდენჯერმე მეღვიძება, მეჩვენება რომ ტელეფონი რეკავს. ჩაძინებულს კი საზარელი სურათები მატყდება თავს. სიტყვებს ვერ ვარჩევ, მხოლოდ გაურკვეველი ბგერები და სახე , რომელიც ვიცი რომ სანდროს ეკუთვნის. ერთიანად გაწამებულს დილითღა მეძინება.
გაღვიძებისთანავე თბილისში წასვლა გადავწყვიტე . ისეთი საქმე მქონდა, რომელსაც ვერაფრით გადავდებდი. სანდროს მამას კითხვები არ დაუსვამს, მხოლოდ ის მითხრა ფრთხილად იყავიო და მანქანის გასაღები გამომიტანა . თბილისში დაახლოებით საათნახევარში შევედი და მანქანა ერთ-ერთ კლინიკასთან გავაჩერე. მიმღებში თეთრხალათიანი გოგონა ღიმილით მესალმება.
-სისხლის ანალიზის ჩატარება მინდა. - ვეუბნები მას.
-რისი დადგენა გსურთ?
-ფეხმძიმობის.
თავს მიქნევს , ფულს ვიხდი და მითითებული ოთახისაკენ მივდივარ. ნემსის დანახვაზე თავს ვერ ვიკავებ და მოთქმით ტირილს ვიწყებ. გაოგნებულ ქალს ჩემს საქციელს იმით ვუხსნი რომ ნემსის ძალიან მეშინია. ტირილით ვუყვები სანდროს ბავშვობის ისტორიას ფილტვების ანთებასა და არასწორად გაკეთებულ ნემსზე. ისიც ყველაფერს იჯერებს, მამშვიდებს და სისხლს უფრთხილესად იღებს ვენიდან.
კლინიკიდან გამოსვლისთანავე სოფოს ნახვის დაუძლეველი სურვილი მიპყრობს, მაგრამ იმაზე ფიქრი მაბრკოლებს, მასთან შეხვედრა რამდენად სწორი ნაბიჯი იქნება. სოფოსთან შეხვედრა მაინცდამაინც კარგი იდეა არ არის, მაგრამ დის მონატრება მძლევს და მის ნომერს ვკრეფ.
მას პატარა, მყუდრო კაფეში შევხვდი. ჩახუტებისა და მოკითხვების შემდეგ, სოფომ ამათვალიერა და მითხრა:
-პარიზი მოგიხდა, მოგიმატებია.
-კალორიების დამსახურებაა. - მივუგე მე.
-რისი?
-კალორიების. - გავუმეორე ხმადაბლა.
და სანდროსი... მან ჩემს გასასუქებლად კალორიების გეგმა მოიფიქრა, ზუსტად განსაზღვრა ამისთვის რა რაოდენობის საჭმელი უნდა მეჭამა...
ფიქრების გასაფანტად თავი გადავაქნიე. არა, ამეებზე აღარ უნდა ვიფიქრო, რადგან არ მინდა სოფოს წინ ვიტირო. თუ ამას გავაკეთებ, ის უამრავ კითხვას დამისვამს, მე კი არც პასუხები მაქვს და არც მათი გაცემის ძალა.
- თბილისში რა ხდება? - ვეკითხები, რომ საუბარი სხვა თემაზე გადავიტანო.
- თბილისი ისევ თბილისია - მხრებს იჩეჩს სოფო - ლარი კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა და ქართლის დედაც თავის ადგილზე დგას... ის სად არის? - ამატებს ფრთხილი ხმით და ვხვდები, რომ სანდროს გულისმობს.
-პარიზში დარჩა, რაღაც საქმეები აქვს კიდევ.
- ღმერთო, მე მისი სახელიც კი არ ვიცი! - ოხრავს სოფო .
-სანდრო... სანდრო ჰქვია... - ვჩურჩულებ და გონებაში ვიმეორებ, რომ არ უნდა ვიტირო.
სოფო დიდხანს მიყურებდა უხმოდ, ბოლოს ამოიოხრა.
-ელ, სულელი არ ვარ. ვხვდები, რომ რაღაც ისტორიაში ხარ გაბმული. ეგ შენი ქმარი მაგარი უცნაური ტიპი ჩანს და იმასაც ვხვდები, რომ ეხლა შენ ძალიან ცუდად ხარ, მაგრამ არაფერს მიყვები და ამიტომ , მეც გაგიგებ და არაფერს გკითხავ. უბრალოდ ეს მითხარი, შენ ყველაფერი რიგზე გაქვს?
- სანდროს აქვს რაღაც პრობლემები... - ვპასუხობ ყოყმანის შემდეგ.
- რა პრობლემები?
- მოსაკლავად დასდევენ. - ვამბობ ჩამქრალი ხმით.
- მოსაკლავად რატომ დასდევენ? - სახე ეცვლება სოფოს - ღმერთო, ეგ შენი სანდრო მაფიოზია?
-არა! - ვუარყობ მაშინვე.
- თუ პატიოსან საქმიანობას ეწევა, მაშინ მოსაკლავად რატომ დასდევენ?
- გრძელი ამბავია. - ვოხრავ მე.
- ელე, შენ ხომ "ცუდი ბიჭები" არასდროს მოგწონდა? ყოველთვის ამბობდი, ჩემგან ეგეთები შორს არიანო!
- სოფო...
- და ზაზა გრუზინსკისაც იმიტომ აახვევინე!
- სანდრო მაფიოზი არ არის და ზაზა გრუზინკისგანაც ძალიან განსხვავდება, დამიჯერე ! - ავატრიალე თვალები ჩემი წელში მოხრილი თაყვანისმცემლის გახსენებაზე.
-მომიყევი ვინ არის, რას წარმოადგენს? - არ ცხრებოდა სოფო.
- შენ ეხლახანს დამპირდი, რომ არაფერს მკითხავდი!
- დაგპირდი, მაგრამ ისეთი რაღაცები მოვისმინე, რაღა გამაჩერებს !
- თუ ავლაპარაკდი, უარესებს მოისმენ , დამიჯერე!
- მაინც რა ისტორიაში გაყავი თავი? - ამოიოხრა სოფომ.
- გთხოვ... - შევხედე მუდარით.
- მაინც ვერ ვიჯერებ რომ , ეგეთ ტიპი შეგიყვარდა! -აგრძელებდა ის- ყოველთვის ისეთი ბიჭები მოგწონდა... რომანტიკული. მეგონა ცოლად პოეტს ან მაწანწალა მომღერალს გაყვებოდი და არა კრიმინალს!
- მეც ვერასდროს წარმოვიდგენდი, მაგრამ ცხოვრებაში ხომ ყოველთვის ისე არ ხდება როგორც წარმოგვიდგენია? ყოველთვის კი არა არასდროს არ ხდება! - ამოვიოხრე მე - სანდრო ცოტა რთულია, მაგრამ ცუდი ადამიანი არ არის. რომ გაიცნობ, მიხვდები. მაგ თემაზე ჯერჯერობით აღარაფერი მკითხო, გთხოვ!
- ოჰ, კარგი. - დამნებდა სოფო - მამას არ ნახავ?
- ძალიან მინდა, მაგრამ ჯერ არ შემიძლია. გთხოვ, ჯერ არ უთხრა რომ ჩამოვედი.
-კარგი, არ ვეტყვი. - მპირდება ის - ის მაინც მითხარი სად იქნები.
- კახეთში ვრჩები, სანდროს მამასთან.

სოფოსთან საუბრის შემდეგ კახეთში ვბრუნდები. სანდროს მამა ცვლილებას ვატყობ სახეზე, ახლა მის თვალებში ბედნიერების ნაპერწკალი კრთის.
-ის... ის... - ვამბობ ხმის კანკალით.
-კარგად არის, ნუ ღელავ. - მიღიმის კაცი.
-საიდან იცით?
- ველაპარაკე.
- ელაპარაკეთ?- ვჩურჩულებ და ყელში ბურთი მებჯინება.
უხმოდ მიქნევს თავს.
- კარგად არის? რა თქვა? - ვაყრი კითხვებს.
- თქვა , რომ კარგად არის და თავისი არაადეკვატური ცოლი ძალიან ენატრება. ეს მისი სიტყვაა, მაპატიე.
- მეც მინდა რომ ველაპარაკო. - ვამბობ მუდარით და ცრემლების შეკავებას ძლივსღა ვახერხებ.
- ალბათ ამას ვერ შეძლებ, რადგან უკვე თვითმფრინავში იქნება. - თავს აქნევს ვალერი.
ტელეფონს მაინც ვიღებ და სანდროსთან ვრეკავ. ქალის ხმა მატყობინებს, რომ აბონენტი გასულია მომსახურების ზონიდან. ცრემლებს ვეღარ ვიკავებ, სახეს ხელებში ვრგავ და ისეთ ტირილს ვიწყებ, რომ კაცს ვაშინებ. სიტყვებით და მოფერებით რომ ვერაფერს აწყობს, ოთახიდან გადის და უკან დამამშვიდებლით ბრუნდება.
- უკვე დავწყნარდი, არ არის საჭირო - ვუარობ წამალს, რადგან არ ვიცი, ჩემს მდგომარეობაში მისი მიღება დასაშვებია თუ არა.
ღამე რამდენიმე საათიანი ძილის შემდეგ მეღვიძება. არ ვიცი, რატომ. ვგრძობ, რომ ძილის გაგრძელებას ვეღარ შევძლებ. ალბათ, იმ მომენტამდე ვეღარ შევძლებ , სანამ სანდროს არ ვნახავ. საწოლიდან ვდგები და სიბნელეში სამზარეულოსაკენ მივიკვლევ გზას. ოთახში სინათლე ანთია, ნელი ნაბიჯით ვუხლოვდები მას და ზღურბლთან ვშეშდები.
სხეულში საოცარ სისუსტეს ვგრძნობ და თავის შესაკავებლად კარს ვეყრდნობი. თვალებს ვხუჭავ და ვახელ. ის ისევ აქ არის. ჩემს წინ სანდრო დგას... ამჯერად ნამდვილი.


***

-სანდროოოოოოოოოოოოოოოოოოოო!
-რა ხდება?-საწოლიდან დაფეთებული ხტება ჩემი ქმარი.
-დაიწყო!

9 თვით ადრე.
პარიზი.

ელენე ტირილს იწყებს და ჩემი გული ათას ნაწილად იშლება. მინდა მოვეხვიო, ვუთხრა სიტყვები, რომლებიც მას დაამშვიდებს, მაგრამ ვიცი რომ თუ ამას გავაკეთებ წასვლა უფრო გაუჭირდება. მანქანაში ჯდება, რომელიც სწრაფად სწყდება ადგილს და სახლში ვბრუნდები.
- ჩემი პირობა შევასრულე. - ამბობს ავალიანი - შენი ჯერია.
- როცა ელენე საქართველოში ჩავა, მაშინ გეტყვი ფული ადგილსამყოფელს. - ვპასუხობ და მის წინ სავარძელში ვეშვები.
- ჩვენ შევთანხმდით...
- მე უკვე ვთქვი , სანამ ელენეს უსაფრთხოდ ყოფნაში არ დავრწმუნდები, ფულს ვერ მიიღებ! - ვუმეორებ ხმადაბლა.
- გგონია ეხლა შენ ხარ უფროსი? - იცინის ცალყბად.
- კი ამ მომენტში მე ვარ უფროსი, იმიტომ რომ შენთვის ყველაზე ძვირფასი რამ გვაქვს, ის რის გამოც ყველაფერს დათმობ და რის გარეშეც ვერ იცოცხლებ - მისკენ ვიხრები და კბილებში ვცრი - ფული!.. ჰოდა თუ გინდა შენი სიცოცხლის აზრი დაიბრუნო , გითავისე რასაც გეუბნები.
ავალიანს გამომეტყველება ეცვლება და ერთხანს უხმოდ მიყურებს.
- ზუსტად შვიდ საათში დავბრუნდები. - ამბობს ბოლოს და სავარძლიდან დგება - ჩემ ბიჭებს დავტოვებ, რომ სისულელეებზე არ იფიქროთ.
როგორც კი ავალიანი გადის , ლევანი ჩემსკენ ბრუნდება.
- მე მინდა რომ ჩემი გეგმით ვიმოქმედოთ.
-ლევან, დაივიწყე ეგ გეგმა, სარისკოა! - ვოხრავ მე.
- ის ფული ავალიანს ვერ დაუბრუნდება, როცა ამხელა რისკზე წავედით. ამის მერე თბილისში ხელცარიელი ვერ დავბრუნდები! - თავს აქნევს ის.
- გირჩევნია შუბლი გაგიხვრიტოს? - მიკვირს გულწრფელად - იმ ფულს მკვდარი როგორ გამოიყენებ?
- უნდა გავრისკოთ.
- მისმინე, ის ბანკირია , გგონია იმას ვერ მიხვდება რომ ჩანთებში ყალბი ფულია?!
- მიხვდება, მაგრამ მანამდე ჩვენ უკვე შორს ვიქნებით, მერე შენ პოლიციას გადაუგზავნი იმ საბუთებს და ავალიანს ვირის აბანოში უკრავენ თავს! ჰეფიენდ! - ხელებს შლის ლევანი და სახეში ისე მიყურებს, როგორც პატარა ბავშვი , რომელიც დედას კანფეტს თხოვს - თუ რამე მოხდა, მთელ პასუხიმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. - ამატებს სიცილით.
- კარგი, ეგრე იყოს - ვთანხმდები რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ.
- ძმა ხარ! - მხარზე ხელს მირტყამს.
- მეც მაქვს ჩემი პირობა. - გვერთვება ნიკა
- შენ რაღა გინდა ? - უღრენს ლევანი.
- ჩემ წილს ისევ მომცემ.
- რა წილს?
- იმას, რაც თავიდანვე მეკუთვნოდა
- ეგ წილი მაშინ დაკარგე ჩვენი გადაგდება რომ მოინდომე და მთელ ფულთან ერთად მოტყდი!
- მაგრამ შემიძლია უკან დავიბრუნო და მაგისთვის ყველაფერს გავაკეთებ/
- მაინც რას გააკეთებ? - სიბრაზისაგან კისერზე ძარღვები ეჭიმება ლევანს
- წილს თუ არ დაუბრუნებ ავალიანთან ჩაგიშვებს - ვპასუხობ ნიკას მაგივრად და სავარძლიდან ვიწევი - ეგ საქმე უკვე თქვენ მოაგვარეთ.
საძინებელში ავდივარ, საწოლზე ვემხობი და დროის გასვლას ვუცდი. ვიცი, რომ თვითმფრინავი თბილისში შვიდ საათში იქნება. ეს შვიდი საათი უსასრულოდ იწელება . თვალს არც ერთი წუთით არ ვხუჭავ, მთელ ღამეს ელენეზე ფიქრში ვატარებ. როგორც კი ფანჯრებს სინათლე ეპარებათ, ტელეფონს ვიღებ და ვრეკავ, მაგრამ არავინ მპასუხობს. შეშინებული ირაკლის ნომერს ვკრეფ, მისგან ვიგებ რომ ელენე უკვე მამაჩემთანაა და ახლა მას ვურეკავ.
- უკვე აქ არის. -კითხვის დასმამდე მპასუხობს მამა.
ამის გაგონებაზე მთელი სხეულით ვეშვები .
- რატომ არ მპასუხობს?
-ძინავს. აქ მოსვლამდე ჩაეძინა.
ამის შემდეგ ვაკეთებ იმას, რასაც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ გავაკეთებდი.
-გთხოვ, მის ოთახში შედი. - ვეუბნები მამას.
რამდენიმე წამის შემდეგ მპასუხობს:
- მის ოთახში ვარ.
- ტელეფონი მის ბალიშზე დადე და ჩართული დატოვე.
- კარგი . - ამბობს მამა და მის ღიმილს ვგრძნობ.
თვალებს ვატრიალებ, თავი ბანალური რომანტიკული ფილმის გმირი მგონია, მაგრამ არ მადარდებს . დაახლოებით ათი წუთი ელენეს სუნთქვას ვუსმენ. ის აქ არის , ჩემთან. უხმოდ ვაკვირდები როგორ ძინავს. ფანჯრიდან შემომავალი მზის შუქი მის სხეულს ეცემა და ახლა მისი კანი კიდევ უფრო ხორბლისფერია. ნელა ვწვები მის გვერდით და მისი სახის შესწავლას ისე ვიწყებ, თითქოს პირველად ვხედავ. ვუყურებ მის პატარა, საყვარელ სახეს, თხელ ცხვირსა და ვარდისფერ ტუჩებს, პატარა ყურებს... მაგრამ, მისი თვალები არ ჩანს... არ ჩანს ფერები, რომლებიც მე ასე მაგიჟებს.
- გაიღვიძე... - ვჩურჩულებ და ბალიშზე დაწყობილ თხელ თითებს უფრთხილესად ვახებ ტუჩებს.
ზანტად ახამხამებს თვალებს . მზის შუქი აწუხებს , თვალებს ისევ ხუჭავს და შუბლს იჭმუხნის. შუბლზე ოდნავ შესამჩნევი ჩაღრმავებები უჩნდება და ვხვდები, რომ მის შუბლზე გაჩენილი ეს პატარა ხაზებიც კი მიყვარს. შუქს თანდათან ეჩვევა , თვალებს ნელა ახელს და ცის ფერებს მანათებს. ჩემს დანახვაზე ზანტად იღიმის და მისი ღიმილი მზის შუქს ჩრდილავს.
- ჩემს ძილს უყურებდი?
- ხო... ხედავ ? გამოუსწორებელ რომანტიკოსად მაქციე... - ვპასუხობ ხმადაბლა და მის ლამაზ სახეს თვალს არ ვაშორებ.
ცხადად შევგრძნობ მისი თმების უნაზეს სურნელს. ხელს ვწევ, მინდა რომ მხრებზე დაყრილ ოქროსფერ ტალღებს შევეხო, მაგრამ თითებით მხოლოდ სიცარიელეს შევიგრძნობ...

უსიამოვნო გრძნობა ერთბაშად მაღვიძებს და საწოლიდან სწრაფად ვიწევი. ეს მხოლოდ სიზმარი იყო. ამის გაცნობიერება გონებაში მტკივნეულ ტალღად მივლის. მის გვერდით ყოფნა ისე მინდება, მთელი სხეული მეწვის. ეს საქმე უნდა დავამთავრო და მასთან დავბრუნდე. ტელეფონს ვისვრი და პირველ სართულზე ჩავდივარ. ავალიანის დატოვებული ტიპები ისევ ისე დგანან კართან, თვითონაც მალე ბრუნდება.
- აბა? - მეკითხება მაშინვე.
მისი ჩვეული სიმშვიდე გამქრალია და ხმაში მოუთმენლობა ეტყობა. მონატრებისაგან გაგიჟებულს მოუთმენლობა მე უფრო მეტად მიპყრობს და ფურცელზე დაწერილ მისამართს ყოყმანის გარეშე ვაწვდი. ფურცელს მართმევს, სადღაც რეკავს და მორიგი ერთი საათი დუმილსა და დაძაბულობაში გადის. ამის შემდეგ ისევ რეკავს სადღაც, საუბარი რამდენიმე წამს გრძელდება და მისი გამომეტყველებიდან ვხვდები, რომ მოსმენილით კმაყოფილია. ლაპარაკის დასრულების შემდეგ ჩვენსკენ ბრუნდება და კბილებში ცრის :
- ამ ჯერზე გაგიმართლათ , თავისუფლები ხართ და გაფრთხილებთ აღარასდროს გადამეყაროთ! - შემდეგ თავის დამქაშებს უბრუნდება - წავედით! - და მათთან ერთად სახლს უსწრაფესი ნაბიჯით, თითქმის სირბილით ტოვებს.
- მონატრებულ საყვარელთან პაემანი აქვს. - იცინის ლევანი.
- მაგრამ არ იცის რომ ნამდვილი ქალის ნაცვლად ხელოვნური თოჯინა დახვდება. - სიცილში მხარს მხარს უბამს ნიკა.
ახლა მას სახეზე რამდენიმე სილურჯე ატყვია , მაგრამ ჩანს ლევანი მაინც დაითანხმა წილის დაბრუნებაზე.
- ჩვენც უნდა წავიდეთ - ვამბობ მე.
როგორც კი ავალიანი და მისი ხალხი თვალს ეფარებიან, სახლიდან გამოვდივართ , მანქანაში ვსხდებით და Bois de Vincennes-ისაკენ, პარიზთან ახლოს მდებარე ტყისაკენ ვიღებთ გეზს. ლურჯი ფურგონი ადგილზე გვხვდება.
- ავალიანის ვირის აბანოში ჩაყუდება უკვე შენზეა. - მეუბნება კმაყოფილი ლევანი.
- რა თქმა უნდა, საქართველოში როგორც კი ჩავალ ეს საბუთები საფრანგეთის პოლიციაში გაიგზავნება. - ვპასუხობ და ფურგონს ვძრავ.
ორდღიანი შეუჩერებელი მგზავრობის შემდეგ საქართველოს საზღვარს ვაღწევთ. ყველაფერი მტკივა, სახლისა და ელენეს გარდა ვეღარაფერზე ვფიქრობ. ნიკას უნდა, რომ საზღვარზე დავშორდეთ ერთმანეთს. სადღაც ტყესთან ვჩერდებით, მანქანიდან გადმოვდივართ და საბარგულს ვაღებთ...
მიღებული შოკისაგან გამოსარკვევად რამდენიმე წამი მჭირდება, გაოცებული ნიკას ვუბრუნდები
- ასეთი სულელი როგორ ხარ? - მიკვირს უდიდესი გულწრფელობით.
- რა მოხდა? - იბნევა ის.
-ჩვენ გითხარით ნაღდი ფული ჩაგეწყო იმ ჩანთებში, დანომრილი ციფრებით რომლებიც სამზე იყოფა... სად არის ცხრა ნომერი? სამი ნომერი? თუ გგონია რომ რიცხვი თავის თავზე არ იყოფა?
- ეგ რას ნიშნავს? - იბნევა საბოლოოდ.
- რას და შე ხარბო ნაბიჭ.ვარო შენი ფული ავალიანს აქვს, მერე კი საფრანგეთის პოლიციის ხელში აღმოჩნდება! - ცრის ლევანი - შენ კიდევ ისევ ნულზე დარჩი!


ორი წლის შემდეგ.
თბილისი.


-სიმართლე გითხრა, ვერაფერი გავიგე - თავს აქნევს ელენე.
- მაინც რა ვერ გაიგე? - ვუღიმი მას და ლამაზ სახეზე ვეფერები.
- რა ყალბ ფულზე იყო საუბარი?
- სანამ იმ სახლში დავბინავდებოდით, ნაღდი ფული ფურგონში დავტოვეთ და ტყეში გადავმალეთ, ავალიანს კი ის მისამართი მივეცით, სადაც ყალბი ფულით სავსე ფურგონი იდგა. მაგრამ ნიკას რეგვენობის გამო რაღაც ნაწილი მაინც ავალიანთან მოხვდა . ამგვარად, ის ნულზე დარჩა, მთელი ფული ლევანმა წაიღო.
- ჯკარგი, ეხლა გავიგე -თავს მიქნევს და ფრთხილი ხმით მეკითხება - ავალიანი ვინ მოკლა იცი?
მხრები ავიჩეჩე.
- მტრების მეტი რა ყავდა, იკისრებდა ვინმე.
-დადაადაააა...
- მაინც ვფიქრობ რომ საშინელებაა ესე ქუჩაში ჩაცხრილვა, სასამართლოს უნდა გაესამართლებინა და ისე მოეხადა თავისი სასჯელი.
- ააააა...
- აი , ჩემთვის სულ ერთია სად და რა მდგომარეობაში იქნება ავალიანი. - ვამბობ მე.
-ბააბააააბაა...
- "ბ" არა მამა, "მ"! აბა თქვი "მა-მა"! - ვუმარცვლი ჩემს გოგონას.
- გაააგაააგააა - ისევ გაურკვეველ რაღაცებს ბუტბუტებს ის.
შუბლს ვიჭმუხნი და უნდა ვაღიარო რომ, უკვე სერიოზულად ვნერვიულობ. ჩემმა პატარამ უკვე "ა"-სა და ყველა თანხმოვნის კომბინაცია ისწავლა, "მამა"-ს გარდა.
-მაააა....
- ამბობს! ამბობს! - შევძახე გახარებულმა - კამერა ჩართე! - ტელეფონზე ვუთითებ ელენეს.
- დაამატე მამა, მაგას კიდევ ერთი "მა" - კამერას ვიმარჯვებ და ჩემი ცხოვრების უბედნიერესი მომენტის გადასაღებად ვემზადები.
- ბაააააა...
ღიმილი სახეზე მეყინება, ელენე ხმამაღლა ფხუკუნებს.
- ვინ არის "მაბა"? - ვუბრაზდები ჩემს გოგონას - მე მამა ვარ, მა-მა!
-ბაბააა... და! - ჯიუტად თავისაზე დგას ელენეს მინი ვარიანტი.
მეც ვნებდები.
- კარგი იყოს შენებურად - ვოხრავ , ანასტასია ხელში ამყავს და პაწაწინა სახეს ვუკოცნი .
- აი , მამა დაქალთან ვრჩებიო რომ გეტყვის მაშინ ინატრებ რომ ისევ ამხელა იყოს. - გაიცინა ელენემ.
-რა მოხდა მერე? - მიკვირს მე.
-არ იცი სინამდვილეში რას აკეთებენ? - წარბს ზიდავს ის.
-არა?
- დაქალთან კი არ რჩებიან, შეყვარებულს ხვდებიან.
- რა უნამუსობაა! - აღვშფოთდი - ეგ შენც გაგიკეთებია?
- გინდა უარესი გითხრა? - თვალებს ატრიალებს ელენე - მამაჩემს ვუთხარი პარიზში მივდივარ გაცვლით კურსებზე - მეთქი, იქ ბანკის ძარცვაში მივიღე მონაწილეობა და პლიუს გავთხოვდი!
- ეგ ამბავი ვიცი. "დაქალთან გატარებულ დროზე" მომიყევი , ვის ხვდებოდი? - მისერიოზულდება ხმა.
- ნამცხვარს უნდა დავხედო. - ამბობს და სამზარეულოში გადის.
მეჩვენება თუ პასუხს თავს არიდებს ?
- ვერ დაგვისხლტები. - ვაძახებ და ანასტასიასთან ერთად უკან მივყვები. - აბა? ვინ იყო ის ბიჭი?- ჰმ, მგონი ვეჭვიანობ.
- რომელი?
- აი, ვითომ დაქალს რომ უნდა შეხვედროდი და სინამდვილეში მას ხვდებოდი?
- სოფოს შეყვარებული. - მაძახებს გაზქურიდან.
- მოიცა შენ რა შენი დის შეყვარებულს ხვდებოდი?! - თვალები შუბლზე ამდის.
რა გაფუჭებული ცოლი მყოლია!
- რა ? არა! - იცინის ელენე და გაზქურიდან ნამცხვარი გამოაქვს. ნამცხვარს ძალიან უცნაური შესახედაობა აქვს, მაგრამ ვცდილობ ჩემი რეაქცია არ შევიმჩნიო - სოფოს დავყვებოდი პაემნებზე, ცრუ მოწმის როლს ვასრულებდი, მამასთან მისი დაქალთან ყოფნა რომ დამედასტურებინა.
-მამა, სიტყვათა კომბინაცია "ამაღამ დაქალთან ვრჩები" , დაივიწყე! - ვაფრთხილებ ჩემს გოგონას.
მამობა ყოველდღე იმაზე მეტ საფიქრალ მიჩენს , ვიდრე წარმომედგინა. მას შემდეგ, რაც გოგოს მამა გავხდი, სულ უფრო კარგად მესმის ელენეს მამის, პირველ შეხვედრაზე ვერბალურად რომ დამემუქრა : სანამ ჩემს შვილს აწყენინებ, მანამდე გაითვალისწინე, რომ ჯარში პირველი მსროლელი ვიყავიო.
- გამისინჯე - ამბობს ელენე , ნამცვარს მიჭრის და მაწვდის.
ნაჭერს ვკბეჩ. ნამცხვარს შესახედაობაზე უარესი გემო აქვს.
- აბა როგორია? - მეკითხება მოლოდინით აღსავსე.
მას შემდეგ , რაც ოჯახი შევქმენით, ელენე ყოველდღიურად ცდილობს თავისი კულინარიული შესაძლებლობები გამოასწოროს . მაგრამ მისი სურვილი გემრიელი კერძის მომზადებისა, ისეთივე წარმატებით მთავრდება, როგორც ჩემი მცდელობები იმისა, რომ ანასტასიას "მამა" ვათქმევინო. ყოველ ჯერზე, როცა თავის კერძს მასინჯებს , თვალებგაბრწყინებული მიყურებს პასუხის მოლოდინში. მე მისთვის გულის დაწყვეტას ვერ ვბედავ, მთელი ამ დროის განმავლობაში ვაგულიანებ, რომ ოდესმე შეძლება, მაგრამ ამ ჯერზე აღარ მინდა ცრუ ილუზიები შევუქმნა . ის არის, რამდენიმე წამი უხმოდ ვდგავარ და ნაკლებად საწყენი სიტყვების შერჩევას ვცდილობ, რომ ჩემს სათქმელს ანასტასია გამოხატავს : "ნამცხვარს" ჯერ გაოცებული უყურებს , შემდეგ სახეს ჩემს კისერში რგავს და ხმამაღალ ტირილს იწყებს.
- ასეთი საშინელია? - გულდაწყვეტილი ამბობს ელენე და ნამცხვარს საცოდავად უყურებს.
თას ვერ ვიკავებ და ანასტასიას რეაქციასა და ელენეს გამომეტყველებაზე გულიანად მეცინება. ჩემი პატარა თავს ჰყოფს, შემდეგ, ისე თითქოს იცოდეს რაზე ვიცინი, თავისი წკრიალა ხმით მყვება სიცილში. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს მისი დაწყნარების უჩვეულო მეთოდია: როცა ტირის , სულელივით სიცილს ვიწყებ, ეს მას ამხიარულებს, ტირილს წყვეტს და ჩემთან ერთად იცინის.
ელენე ოხრავს, სინს იღებს და მწუხარე ხმით აცხადებს:
- მორჩა , ეს ბოლო ბრძოლა იყო. კულინარიასთან ჩემს ჭიდილს დასრულებულად ვაცხადებ. - და ნამცხვარს გაზქურაში აბრუნებს.
- გაგიმართლა , რომ ჩემი გულისაკენ გზა კუჭზე კი არა სულ სხვა ორგანოზე გადის. - ვამხნევებ ერთგვარად.
-გარყვნილო! - ბურტყუნებს გაზქურაში შემძვრალი.
ანასტასია ისევ ტირილს იწყებს და ციცქნა ხელებით თვალებს იზელს.
- ჩვენს ბარტყს ეძინება.
- დააძინებ , ხო? - ვთხოვ სანდროს - მე აქ მისახედი მაქვს კიდევ რაღაცები.
- კარგი - თავს მიქნევს ის და ანასტასიასთან ერთად გადის.
ცოტა ხანში ღიღინის ხმა მესმის. კარს ვეყრდნობი და მისაღებში გამართულ სცენას ყურებამდე გაღიმებული შევყურებ : სანდრო ანასტასიას უმღერის და თან ნელა არწევს. იავნანადან როკზე გადადის, როკიდან - ქალაქურ სიმღერებზე. მისი რეპერტუარი ანასტასიას განწყობის შესაბამისად იცვლება. თუ სიმღერა მოსწონს, ჩემი პატარა ბედნიერად კისკისებს, თუ არა - ტირის . თავს ვაქნევ და მეცინება. ვერ ვიჯერებ, რომ ეს ორმეტრიანი კაცი ამ ციცქნა არსებამ ჭკუიდან გადაიყვანა. სამზარეულოში ვბრუნდები. ცოტა ხანში სანდროც შემოდის , კარში დგება და უხმოდ მათვალიერებს. უკვე ვიცი ამ მზერას რაც მოყვება.
-სანდრო, არც იფიქრო! - თითს გამაფრთხილებლად ვწევ. - სტუმრები მალე მოვლენ!
ჩემს სიტყვებს ყურადღებას არ აქცევს და ჩემსკენ მოიწევს.
- კარგი რაა... - ვწუწუნებ და ვცდილობ დავუსხლტე, მაგრამ არ გამომდის . ძლიერი ხელი მუცელზე მეხვევა და კარადაზე მარტივი მოძრაობით მსვამს. ჩემს ფეხებს შორის ექცევა და კაბის ქვეშ ხელებს მიცურებს.
- სანდრო...
- მიყვარხარ, ჩემო კულინარიის დედოფალო. - ბუტბუტებს ჩემს ტუჩებზე.
- ნუ მეძახი ეგრე! - მაგულისებს მისი დაცინვა და მხარზე მსუბუქად ვურტყამ მუშტს.
- მაშინ ყველაფრის დედოფალი ხარ... ასე გაწყობს?
- ჰო, ეგ ტიტული უფრო მაწყობს! - ვიცინი მე.
ტუჩებს ამჯერად ყელზე მაწებებს და ნელა მიუყვება ქვემოთ.
- სულ ასე დარჩება, ხომ? - მეკითხება ჩემს მკერდში თავჩარგული.
- რას გულისმობ?
- ზომას.
- კი, გარყვნილო! - მეცინება მის კითხვაზე.
-მადლობა ჩემს პატარას. - ამბობს ანასტასიას მისამართით.
- სანდრო, სერიოზულად... სტუმრები მალე მოვლენ.
- მაშინ უნდა ვიჩქაროთ - ჩურჩულებს და ტუჩებში მკოცნის.
შეწინაღმდეგების ძალა აღარ მაქვს , კოცნაზე ვპასუხობ და შარვლის შესაკრავზე სწრაფად ვწვდები , ის ჩემი კაბის ბოლოებს ზევით ექაჩება...

კარზე ზარია.
ერთხანს ორივე უხმოდ ვშეშდებით , იმის იმედით, რმ უბრალოდ მოგვესმა, მაგრამ ზარი მეორდება. ორივე ერთდროულად ვოხრავთ.
- მე გავაღებ - ვეუბნები სანდროს.
კარადიდან ვხტები, კაბას ვისწორებ და დერეფანში გავდივარ . ჩვენი ხელისშემშლელი ლევანია. ჰო, რაღაცები უბრალოდ არასოდეს იცვლება...
- გამარჟუ... გამარჟ... - ქართულად მოსალმებას ცდილობს ჟანეტი, მაგრამ არ გამოსდის და დარცხვენილი ლევანს უყურებს.
-გამარჯობა! - ვუღიმი მას და საჩუქარს ვართმევ.
თავიდან ბოლომდე დიზაინერის სამოსში გამოწყობილი ჟანეტი გვერდს მივლის და მისაღებში შედის. ეტლში მძინარე ანასტასიას დანახვაზე მსუბუქად კივის და ფრანგულად უწყებს ჟღურტულს. დერეფანში უკმაყოფილო სახით სანდრო გამოდის და ლევანს უბღვერს.
- მაგის გაკეთებას აღარასდროს შეწყვეტ?
- რას გულისხმობ? - უკვირს ლევანს
სანდრო არაფერს პასუხობს , კიდევ ერთხელ უბღვერს და გადის.
- რა უნდა? - ახლა მე მიბრუნდება ლევანი.
მეცინება, თავს ვაქნევ და ქურთუკს ვართმევ.
მალე მამა, სოფო და პაატაც გვიერთდებიან და სუფრას ვუსხდებით. ცოტა ხნის შემდეგ ბიჭებს თავიანთ უსასრულო სადღეგრძელოებთან ერთად ვტოვებთ, ჩვენ კი დივანზე ვსხდებით.
-სანდრომ ხელი როგორ გთხოვა? - ჩემმა დამ რატომღაც მაია ასათიანის როლის მორგება გადაწვყიტა.
- ორივეჯერ ძალიან რომანტიკულად. - ვპასუხობ დაუფიქრებლად.
-ხელი ორჯერ გთხოვა? - იბნევა სოფო.
-ხო, პირველად უარი მითხრა , მაგრამ მე არ დავნებდი. - ჩემს შეცდომას ასწორებს სანდრო და ორივე სულელივით ვიკრიჭებით.
- სანდრო ფეხმძიმობის ამბავს როგორ შეხვდა? მომავალი მამები ხომ ძალიან ემოციურები არიან! - სოფოს მაია ასათიანის როლს ეცილება ჟანეტი.
- ძალიან მშვიდად მიიღო. - ვუღიმი მე და მოგონებებში ვეშვები...


ერთი წლითა და სამი თვით ადრე.


-ელენე, რაზე ნერვიულობ?- საჭისთვის თვალის მოუცილებლად მეკითხება სანდრო.
-არ ვნერვიულობ. - ვცრუობ მე.
-ნუ მატყუებ, ყოველთვის როცა ნერვიულობ ხელებს აწვალებ. - ოხრავს ის - მითხარი!
ჩემს გადახლართულ თთებს წამირად ვუყურებ, შემდეგ ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ფრთხილად ვეუბნები:
- გეტყვი, ოღონდ არ გადაირიო.
- მითხარი!
- ორსულად ვარ.
სანდრო მომენტალურად ატრიალებს ჩემსკენ სახეს . ისეთი გამომეტყველება აქვს, თითქოს მოჩვენება დაინახა.
-ფრთხილად! -ვკივი მე.
სახეს ისევ საჭისაკენ ატრილებს. დამუხრუჭებას ასწრებს, მაგრამ შუქნიშანზე გაჩერებულ მანქანას მსუბუქად მაინც ვასკდებით. მანქანიდან გადადის, აღშფოთებულ მძღოლს რაღაცას ელაპარაკება, შემდეგ საფულიდან ქაღალდის კუპიურას იღებს, მძღოლს ხელში უკუჭავს და ისევ მანქანაში ბრუნდება. პირველივე აფთიაქთან აჩერებს და უკან მუყაოს პარკით ბრუნდება. მუყაოს პარკში სამი ორსულობის ტესტი დევს.
- სანდრო, სისხლის ანალიზი გავიკეთე! - ვატრიალებ თვალებს.
- მაინც... იქნებ ცდებოდეს.
სახლში მისვლისთანავე ვიკეთებ ტესტებს.
- სამივე დადებითია - ვეუბნები სანდროს და ტესტებს წინ ვუდებ.
ერთხანს უხმოდ უყურებს ტესტებს .
- ეს როგორ მოხდა?- ამბობს გაოგნებული.
- თეორიის დონეზე მოგიყვე თუ პრაქტიკაში გაჩვენო? - ვეკითხები და წარბებს ვზიდავ.
- ჯანდაბა! - ცრის ხმადაბლა.
ოთახში ნერვიულად მიმოდის , ტესტებთან მიდის , იღებს , უყურებს... ამას ალბათ სამჯერ აკეთებს. საწოლზე ვჯდები და მშვიდად ველოდები ახალ ამბავს როდის გაიზარებს. მისგან ხელში ატაცებებს და გულის აჩუყების ცრემლებს არ ველოდი, მაგრამ ამ ამბავს ასე თუ მიიღებდა, ისიც არ მეგონა.
- ბავშვი არ გინდა? - ვეკითხები ბოლოს ჩამქრალი ხმით.
- რა? არა! - ფხიზლდება უცებ, ჩემთან იმუხლება და მუხლებზე მაწყობს ხელებს - ელენე, ეგ არც იფიქრო, გემის? უბრალოდ , ეს ძალიან ადრეა და ისე მოულოდნელი... არ ველოდი და არც მიფიქრია ამაზე. ჯანდაბა!
კოლოფიდან სიგარეტის ღერს იღებს, შემდეგ ჩემს მუცელს უყურებს, ოხრავს და სიგარეტს იატაკზე ისვრის.
- მამობამ ასე შეგაშინა?
- ჰო, გამოგიტყდები პატარა ადამიანის ყოლა , რომელიც მთელი არსებით შენზეა დამოკიდებული, ცოტათი მაშინებს - ოხრავს ის , წელზე ხელებს მიცურებს და ქვემოდან მიყურებს - ეტკინება?
თავს ვაქნევ. წელზე ხელებს მხვევს და მუცელზე უფრთხილესად მადებს თავს, თითქმის არც მეხება. თითებს რბილ თმაში ვუცურებ და რამდენიმე ხანი ორივე ვდუმვართ.
- ეს ამბავი ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. გგონია მე მზად ვარ დედობისთვის? მეც ვნერვიულობ , ეს ბუნებრივია. - ვეუბნები ხმადაბლა.
- წარმოდგენა არ მაქვს როგორი მამა ვიქნები , ალბათ ყველაზე საშინელი.
- მე კი ყველაზე საშინელი დედა, - ვპასუხობ და სახეზე ვეფერები - მაგრამ არაუშავს ჩვენ ყველაფერს ერთად ვისწავლით...

ფიქრებიდან ვერკვევი და ჟანეტს ვუღიმი.

- ჰო, სანდრო ძალიან მშვიდად შეხვდა ამ ამბავს.
ისიც მიღიმის, შემდეგ თვალები აღფრთოვანებისაგან უნათდება.
-რა ლამაზია!
მის მზერას თვალს ვაყოლებ და ფანჯრებში გამოდგმულ სანთლებს ვამჩნევ.
-ეს ქართველების ტრადიციაა, შობის ღამეს ფანჯრებში სანთლებს ვანთებთ - ვუხსნი მე - ეს სიმბოლურად ოჯახში უფლის დაბადებას ნიშნავს.
- ძალიან ლამაზია! - იმეორებს ჟანეტი და ფანჯრებს თვალს არ აცილებს
საათს ვუყურებ, შობამდე ჯერ კიდევ ორმოცი წუთია დარჩენილი.
- უნდა წავიდეთ - ამბობს მამა.
- უკვე ? - მწყდება გული.
- პაატას ოჯახშიც გველოდებიან. - მპასუხობს სოფო და საქმროს ეხვევა.
- ოჰ, კარგი - ვნებდები უხალისოდ.


ელენე სტუმრებს აცილებს. ჩემს პატარას ეღვიძება, ფანჯარასთან მიმყავს და ფარდას ვწევ . ჩვენს თვალწინ ულამაზესი სანახაობა იშლება. ღამის თბილისში მსხვილი ფიფქებით ბარდნის, თოვლს უკვე მოუსწრია დაბალი სახლების სახურავების დაფარვა.
- ნახე, ეს თოვლია - ფიფქებზე ვუთითებ ანასტასიას.
ის თავისი შობასავით უმანკო თვალებით გაოცებული შეჰყურებს ჰაერში მოფარფატე ფიფქებს, შემდეგ ცხოვრების კიდევ ერთი აღმოჩენით გახარებული ხმამაღლა მიცინის და მერე ისევ ფიფქებს აპყრობს მზერას.
ელენე სამ სანთელს ანთებს და ოთახში სინათლეს რთავს . მჭიდროდ ვიხუტებ გულში ჩემს ყველაზე ძვირფას არსებებს. როგორ გადმოვცე ის განცდა რასაც ამ ორი ადამიანის მიმართ ვგრძნობ? ეს გრძნობა უფრო მეტია, ვიდრე თვით სიყვარული. ეს გრძნობა უფრო წმინდაა, იდუმალი და აუხსნელი.
ვდგავართ უხმოდ და ერთად ვუყურებთ , როგორ მშვიდად თოვს სანთლებით განათებულ თბილისში...
-მა-მა...
-მართლა თქვა თუ მე ძალიან ბევრი დავლიე და უბრალოდ მომეჩვენა? - გადავულაპარაკე ელენეს.
- მართლა თქვა - მიღიმის ის.
- ხო, მე მამა ვარ... ჩემო ცხოვრებავ... - ვჩურჩულებ და ჩემს გოგონას პაწია ხელებს ვუკოცნი.
ფანჯრიდან თოვლით დაფარული ღამის თბილისი ჩანს, ჩემი პატარა თავისი ცხოვრების პირველ ფიფქებს გარინდებული შესცქერის. ესეც სამყაროს კიდევ ერთი აღმოჩენა მისთვის...скачать dle 11.3




№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

შნ ხო კრიმმინაებს ვერ მოშOრდი რააა;დდდ
ვმედოვნებ წინასნაირი საოცრება იქნნება....
წავვიკითხავ ახლავე ძვირფასოო

 



№2  offline წევრი ელ_ჯეიმსი

nawkas12345
შნ ხო კრიმმინაებს ვერ მოშOრდი რააა;დდდ
ვმედოვნებ წინასნაირი საოცრება იქნნება....
წავვიკითხავ ახლავე ძვირფასოო

:დდდდდდ

ეს იგივე ისტორიაა, ოღონდ სრულად (მიწერა დამავიწყდა :/)
უბრალოდ სახელი შევუცვალე ოდნავ :**

 



№3  offline წევრი tamuna.s

მეგონა ახალი ისტორია დაიწყე და გამიხარდა. worried როდის დაგვიბრუნდები?

 



№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ელ_ჯეიმსი
nawkas12345
შნ ხო კრიმმინაებს ვერ მოშOრდი რააა;დდდ
ვმედოვნებ წინასნაირი საოცრება იქნნება....
წავვიკითხავ ახლავე ძვირფასოო

:დდდდდდ

ეს იგივე ისტორიაა, ოღონდ სრულად (მიწერა დამავიწყდა :/)
უბრალოდ სახელი შევუცვალე ოდნავ :**

ბოროტო ცუდოოო რამხელა იმდი მომეციიიი

 



№5  offline წევრი ელ_ჯეიმსი

tamuna.s
მეგონა ახალი ისტორია დაიწყე და გამიხარდა. worried როდის დაგვიბრუნდები?

nawkas12345
ელ_ჯეიმსი
nawkas12345
შნ ხო კრიმმინაებს ვერ მოშOრდი რააა;დდდ
ვმედოვნებ წინასნაირი საოცრება იქნნება....
წავვიკითხავ ახლავე ძვირფასოო

:დდდდდდ

ეს იგივე ისტორიაა, ოღონდ სრულად (მიწერა დამავიწყდა :/)
უბრალოდ სახელი შევუცვალე ოდნავ :**

ბოროტო ცუდოოო რამხელა იმდი მომეციიიი


ჩემო ძვირფასებო, რომ იცოდეთ როგორ ძალიან მინდა ახალი ისტორიის დაწყება pensive
როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა დავიწყებ წერას :**

 



№6  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ელ_ჯეიმსი
tamuna.s
მეგონა ახალი ისტორია დაიწყე და გამიხარდა. worried როდის დაგვიბრუნდები?

nawkas12345
ელ_ჯეიმსი
nawkas12345
შნ ხო კრიმმინაებს ვერ მოშOრდი რააა;დდდ
ვმედოვნებ წინასნაირი საოცრება იქნნება....
წავვიკითხავ ახლავე ძვირფასოო

:დდდდდდ

ეს იგივე ისტორიაა, ოღონდ სრულად (მიწერა დამავიწყდა :/)
უბრალოდ სახელი შევუცვალე ოდნავ :**

ბოროტო ცუდოოო რამხელა იმდი მომეციიიი


რომ იცოდეთ როგორ ძალიან მინდა ახალი ისტორიის დაწყება pensive
როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა დავიწყებ წერას :**

გელოდებიიი

 



№7  offline წევრი kethrine

ვაიმე შენი ნიკი, რომ წავიკითხე როგორ გავბედნიერდი არ იცი... ჩემი "კრიმინელები". როგორ მომენატრნენ. იმედი მაქვს, ახალს და ასეთივე კარგს მალე დაიწყებ და კიდევ უფრო გაგვახარებ. მგონი p.m შიც მოგწერე ხო? smile მოკლედ მომენატრე მართლა. შენ'ც ხომ მოგენტრეთ? kissing_heart kissing_heart
--------------------
ძნელი ის კი არაა, როცა უთქმელს ვერ ამბობ, ძნელი ის არის, როცა თქმის შანსი აღარ გაქვს.

 



№8  offline წევრი ელ_ჯეიმსი

kethrine
ვაიმე შენი ნიკი, რომ წავიკითხე როგორ გავბედნიერდი არ იცი... ჩემი "კრიმინელები". როგორ მომენატრნენ. იმედი მაქვს, ახალს და ასეთივე კარგს მალე დაიწყებ და კიდევ უფრო გაგვახარებ. მგონი p.m შიც მოგწერე ხო? smile მოკლედ მომენატრე მართლა. შენ'ც ხომ მოგენტრეთ? kissing_heart kissing_heart


უხ, მაგას კითხვა არ უნდა
მომენატრეთ , უზომოდ! kissing_heart kissing_heart

 



№9  offline წევრი მარიკუნაა♥️

ეს ხო იდო უკვე? o.O
მე მაინც მომწონს ეს ისტორია.
რაღაცნაირია, თბილი.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№10  offline წევრი ელ_ჯეიმსი

მარიკუნაა♥️
ეს ხო იდო უკვე? o.O
მე მაინც მომწონს ეს ისტორია.
რაღაცნაირია, თბილი.

კი იდო, ოღონდ თავებად
გადავწყვიტე სრულად ამეტვირთა და სახელიც ოდნავ შევუცვალე
უი, ხო და რაღაც პატარა მონაკვეთებიც ამოვიღე კიდევ

მიხარია, რომ მოგწონს kissing_heart

 



№11  offline წევრი თ.მ

ძალიან თბილი და საყვარელი ისტორიაა❤❤❤

 



№12 სტუმარი Guest ნათია

მაგარი იყოოოოო

 



№13  offline მოდერი GodeMarr

პროფესიონალის დანაწერიდან ვერაფრით გაარჩევ მწერალობაზე იფიქრე სერიოზულად ოღონდ

 



№14  offline წევრი ელ_ჯეიმსი

თ.მ
ძალიან თბილი და საყვარელი ისტორიაა❤❤❤

Guest ნათია
მაგარი იყოოოოო

GodeMarr
პროფესიონალის დანაწერიდან ვერაფრით გაარჩევ მწერალობაზე იფიქრე სერიოზულად ოღონდ

დიდი მადლობა! blush blush

 



№15 სტუმარი Guest ლილე

აი არ ვიცი რავთქვა !!! ისტორია არის არაჩვეულებრივი,სასწაული,საოცარი,მხურვალე,ისე ვისიამოვნე ამ ისტორიის წაკითხვით რომ გუშინ მთელი დღე გამოთიშული ვიყავი გარესამყაროს :))) ჩამძირა ამ ისტორიამ,დავტკბი,დავდნი აი არ ვიცი რა დამემართა,ასეთი ისტორია ტკბილი,თბილი,სასიამოვნო არ წამიკითხავს,მაბოდებს ამ ისტორიაზე სანდროზე , ელენეზე , ნიკა ხო ვაფშე შოკი იყო იმდენი ვიცინე :)) ნიკას ანატომიის სწავლა კარგი იდეა იყოოოო ბევრიი ვიცინე :))) ალბათ კიდევ უამრავჯერ წავიკითხავ ამ ისტორიას და დავტკბებიიი :)) ღმერთოო ჩემო ვერც კი წარმოიდგენ სიტყვებით ვერ გადმოვცემ რა განცდა მაქ , არ გიცნობ მაგრამ მაბოდებს შენზე უკვე !!! არაჩვეულებრივი წერის სტილი დაა ნიჭი გაქვს, მართლა იფიქრე სერიოზულად მწერლობაზე,წიგნი გამოეცი დაა აუცილებლად წავიკითხავ :)) ვგიჟდები შენზე და ამ ისტორიაზე,, მე ამ საიტის ყოველდღიური მომხმარებელი ვარ , სულ ვკითხულობ ისტორიებს მაგრამ ეს რაღაც საოცრება იყოო ( იმედია სხვებს არ ეწყინება ) ;))) კომენტარებს არ ვწერ მაგრამ ამ ისტორიას გვერდს ვერ ავუვლიდი ნამდვილად :))) სანდროს და ელენეს ურთიერთობა ისე გქონდა აღწერილი გული გამალებით მიცემდა და ჩაძირული ვიყავი მეც ამ გრძნობაში :))) მიყვარხარ ძალიან ;)) (რამდენი ვიბოდიალეე :დდ) ბოლოს !! მეც მინდა ერთი სანდროსნაირი მაგარი ბიჭი შემიყვარდა :დდ <3 <3 :))) ახალი ისტორია მალე დაიწყე გთხოვ :)))) სულმოუთქმელად გელოდებიიი ;))

 



№16  offline წევრი ელ_ჯეიმსი

Guest ლილე
აი არ ვიცი რავთქვა !!! ისტორია არის არაჩვეულებრივი,სასწაული,საოცარი,მხურვალე,ისე ვისიამოვნე ამ ისტორიის წაკითხვით რომ გუშინ მთელი დღე გამოთიშული ვიყავი გარესამყაროს :))) ჩამძირა ამ ისტორიამ,დავტკბი,დავდნი აი არ ვიცი რა დამემართა,ასეთი ისტორია ტკბილი,თბილი,სასიამოვნო არ წამიკითხავს,მაბოდებს ამ ისტორიაზე სანდროზე , ელენეზე , ნიკა ხო ვაფშე შოკი იყო იმდენი ვიცინე :)) ნიკას ანატომიის სწავლა კარგი იდეა იყოოოო ბევრიი ვიცინე :))) ალბათ კიდევ უამრავჯერ წავიკითხავ ამ ისტორიას და დავტკბებიიი :)) ღმერთოო ჩემო ვერც კი წარმოიდგენ სიტყვებით ვერ გადმოვცემ რა განცდა მაქ , არ გიცნობ მაგრამ მაბოდებს შენზე უკვე !!! არაჩვეულებრივი წერის სტილი დაა ნიჭი გაქვს, მართლა იფიქრე სერიოზულად მწერლობაზე,წიგნი გამოეცი დაა აუცილებლად წავიკითხავ :)) ვგიჟდები შენზე და ამ ისტორიაზე,, მე ამ საიტის ყოველდღიური მომხმარებელი ვარ , სულ ვკითხულობ ისტორიებს მაგრამ ეს რაღაც საოცრება იყოო ( იმედია სხვებს არ ეწყინება ) ;))) კომენტარებს არ ვწერ მაგრამ ამ ისტორიას გვერდს ვერ ავუვლიდი ნამდვილად :))) სანდროს და ელენეს ურთიერთობა ისე გქონდა აღწერილი გული გამალებით მიცემდა და ჩაძირული ვიყავი მეც ამ გრძნობაში :))) მიყვარხარ ძალიან ;)) (რამდენი ვიბოდიალეე :დდ) ბოლოს !! მეც მინდა ერთი სანდროსნაირი მაგარი ბიჭი შემიყვარდა :დდ <3 <3 :))) ახალი ისტორია მალე დაიწყე გთხოვ :)))) სულმოუთქმელად გელოდებიიი ;))

უუუღრმესი მადლობა შენ ასეთი სიტყვებისთვის და შეფასებისთვის heart_eyes heart_eyes
ვეცდები რომ იმედი არ გაგიცრუოთ და მალე დავიწყო ახალი ისტორია

 



№17  offline წევრი Hela

საოცარი იყო, გადასარევი, ძალიან მომეწონა

 



№18  offline მოდერი Behandice

საოცრება იყო ეს ისტორია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! მისი მწერალი კიდე ამ ისტორიაზე უფრო საოცრება ვინმე არის ალბათ ასეთი სასწაული რომ დაწერა! აი ძალიან მომეწონა, არვიცი მეტი რა ვთქვა, როგორ გადმოვცე ემოციები..

 



№19  offline წევრი ელ_ჯეიმსი

Hela
საოცარი იყო, გადასარევი, ძალიან მომეწონა

Behandice
საოცრება იყო ეს ისტორია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! მისი მწერალი კიდე ამ ისტორიაზე უფრო საოცრება ვინმე არის ალბათ ასეთი სასწაული რომ დაწერა! აი ძალიან მომეწონა, არვიცი მეტი რა ვთქვა, როგორ გადმოვცე ემოციები..

დიდი მადლობა! kissing_heart

 



№20  offline მოდერი ენემი

ეჰ ვიფიქრე ახალი დადო თქო მარა ისევ იგივე ყოფილა მარა მაინც სიამოვნებით წავიკითხე საოცრება ხარ kissing_heart kissing_heart

 



№21  offline წევრი ელ_ჯეიმსი

ენემი
ეჰ ვიფიქრე ახალი დადო თქო მარა ისევ იგივე ყოფილა მარა მაინც სიამოვნებით წავიკითხე საოცრება ხარ kissing_heart kissing_heart

მადლობა kissing_heart

 



№22 სტუმარი Tamuna Egutidze

შოკში ვარრ აი ძალიან ძალიან მაგარი იყოო ყოჩაღ heart_eyes

 



№23  offline წევრი ელ_ჯეიმსი

Tamuna Egutidze
შოკში ვარრ აი ძალიან ძალიან მაგარი იყოო ყოჩაღ heart_eyes

მადლობა! <3

 



№24  offline წევრი დელასი

ორი აზრი არ არსებობს იმააზე, რომ შინაარსი მართლა ჩამთრევია, თუმცა წერის სტილიი . . . ძაან მალ-მალე გადადის თხრობა და ეს არა მარტო შენი არამედ მთელი ამ საიტის მწერლების პრობლემაა. შეეცადე უფრო გააბევრო და დახვეწო. შეიძლება პირველიცაა და ამიტომ. პერსონაჟის სახეები მართლა კარგი გამოგივიდა. სანდროს ტიპაჟი ისე შექმენი რომ მისი სულიერი სამყარო იდეალურად დაგვანახე. ნიკამაც გაამხიარულა ეს მოთხრობა. უბრალოდ ელენეზე ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მომაბეზრებელი ქალია, უადგილო დროს უადგილო კითხვებს სვამს და ასე შემდეგ. მე მაგალითად სანდროს ადგილას, ელენე არ შემიყვარდებოდა იმიტომ, რომ არაფერია თითქმის მაგ გოგოში საინტერესო ცალკეულ დეტალებს თუ არ ჩავთვლით და ისიც ნასვამ მდგომარეობაში. მოკლედ საბოლოო ჯამში, ძალიან მომეწონა მხოლოდ ის ერთი შენიშვნა მაქვს და იმედია საწყენად არ მიიღებ :* გამიხარდება კიდევ ერთი შენი ისტორიის ხილვა, თანაც ასეთი გიჟურის როგორიც ესაა <3

 



№25  offline წევრი ელ_ჯეიმსი

დელასი
ორი აზრი არ არსებობს იმააზე, რომ შინაარსი მართლა ჩამთრევია, თუმცა წერის სტილიი . . . ძაან მალ-მალე გადადის თხრობა და ეს არა მარტო შენი არამედ მთელი ამ საიტის მწერლების პრობლემაა. შეეცადე უფრო გააბევრო და დახვეწო. შეიძლება პირველიცაა და ამიტომ. პერსონაჟის სახეები მართლა კარგი გამოგივიდა. სანდროს ტიპაჟი ისე შექმენი რომ მისი სულიერი სამყარო იდეალურად დაგვანახე. ნიკამაც გაამხიარულა ეს მოთხრობა. უბრალოდ ელენეზე ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მომაბეზრებელი ქალია, უადგილო დროს უადგილო კითხვებს სვამს და ასე შემდეგ. მე მაგალითად სანდროს ადგილას, ელენე არ შემიყვარდებოდა იმიტომ, რომ არაფერია თითქმის მაგ გოგოში საინტერესო ცალკეულ დეტალებს თუ არ ჩავთვლით და ისიც ნასვამ მდგომარეობაში. მოკლედ საბოლოო ჯამში, ძალიან მომეწონა მხოლოდ ის ერთი შენიშვნა მაქვს და იმედია საწყენად არ მიიღებ :* გამიხარდება კიდევ ერთი შენი ისტორიის ხილვა, თანაც ასეთი გიჟურის როგორიც ესაა <3


უღრმესი მადლობა შეფასებისათვის!
არ მწყენია , რა თქმა უნდა. ჩემთვის ყველა მოსაზრება მნიშვნელოვანი და საინტერესოა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent