შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ?(13)


11-08-2017, 16:36
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 4 812

შენ?(13)

სამსახურში გამოცხადდა, საქმეები გადაიბარა და გაეცნო ახალ მასალებს. თუმცა საბოლოოდ რეპორტაჟისთვის საჭირო მასალა მაინც ვერ მოაგროვა არადა უკვე ცოფებს ყრიდა ნოე. მის კაბინეტთან მივიდა დააკაკუნა და მაშინვე ნარნარი მოძრაობით დაიძრა უფროსისაკენ
-გამარჯობათ ბატონო ნოე
-თებეაა მოხვედი ?
-ბოდიში მინდა მოგხადოთ ბოლო დროინდელი შეცდომებისთვის ,პირობას გაძლევთ რეპორტაჟს გავაკეთებ თანაც ისეთს თქვენი რეიტინგი ერთი ორად რომ აიწევს
-რამე მოიფიქრე?
-მოვიფიქრე უბრალოდ დამოუკიდებლად უნდა ვიმოქმედო რაღაც ნივთები დამჭირდება თუ მზად ხართ რომ გარისკოთ და უბრალოდ შეწყვიტონ თქვენმა ბიჭებმა მუშაობა ისე თითქოს ყველაფერს შეეშვით
-იმდენად მაცდური ქალი ხარ უარის თქმა ყველაფერზე მიჭირს ... -თვალებში უყურებდა შეფი და ისიც იყენებდა თავის სილამაზეს
-ანუ თანახმა ხართ?
-სხვა რა გზა მაქვს , ავიტან ერთ კრახს შენს გამო
თებეამ ეს რომ მოისმინა გამომეტყველება შეეცვალა, მოსწონდა როცა მასზე გიჟდებოდნენ კაცები ,მაგრამ ვერ იტანდა როცა რამეს აკეთებდნენ მისი სილამაზის გამო ! წამსვე წამოდგა და მაგიდას ხელებით დაეყრდნო
-თქვენ რა გგონიათ რომ ვერაფერს შევძლებ? მხოლოდ სილამაზის გამო ამიყვანეთ სამსახურში? მეგონა საქმის პროფესიონალი იყავით თურმე შევცდი, კარგად ბრძანდებოდეთ!
-თებეა შენ უბრალოდ ლამაზი არ ხარ დამატყვევებელი გარეგნობა გაქვს ,საოცარი ქალი ხარ,მაგრამ სამსახურში შენი ხასიათის გამო აგიყვანე, ცოდნის გათვალისწინებით და იმედით რომ შეძლებდი,მაგრამ მეც არ მჯერა უკვე რომ იმ კაცს ხელში ჩავიგდებთ
-ჯერ არ დაბადებულა ადამიანი რომელიც მე ჩამიშლის საქმეს ,მხოლოდ ერთია და იმ ერთს ხუთი თითივით ვიცნობ! ასე რომ ელოდეთ რეპორტაჟს და მოიფიქრეთ ვის დააქვეითებთ რომ მისი ადგილი დავიკაო
კაბინეტიდან ისე გავიდა უკან არც მიუხედავს. გეგმები დასახა სახლში დაბრუნებამდე და საქმეებს ჩაუჯდა. ლეპტოპიისა და ფინჯანი ყავის დახმარებით ყველაფერი შეეძლო ხოლმე, მაგრამ ვინ ადროვა ელენამ დაურეკა და ჩაუშალა გეგმები
-ელუსიი ჩემო სიცოცხლე მაპატიე რომ ვერ დაგირეკე
-კარგად ხარ?
-კიი რატო მეკითხები სიცოცხლე?
-რომ წახვედი რაღაც ვერ იყავი კარგად ეს ჩემი ძამიკოც მთელი დღეა გაღიმებული და კმაყოფილი, გაურკვევლად ბედნიერი დააბოდებს
-ხო? და რატო? რა სჭირს ნეტავ უხარია რომ მიფრინავს? ეგ სამშობლოს მოღალატე ეგ-ერთს ამბობდა და სხვა რამეზე ფიქრობდა, ცოტაც და ხარხარი აუტყდებოდა
-სამშობლოს მოღალატის წასვლასთან დაკავშირებით ბებო აკეთებს ვახშამს თავისთან, დაიჟინა ჩემს სახლში უნდა მოხვიდეთო და ხომ იცი რომ ვერ ვეწინააღმდეგებით ,განსაკუთრებით დემეტრე ღელავს
-ბებოს ბიჭი ... როდის მიფრინავს ლონდონში?
-როდის გითხარი რო ლონდონში მიდის?
-დემეტრემ მითხრა დღეს
-ააჰ ჭორაობა მოასწარით შენი წნევის გაზომვით რომ იყო დაკავებული მაშინ?
-არა მანამდე მოვასსწარით და აბა როდის მიდის?
-ხვალ საღამოს...არ მითხრა რომ გაცილებას აპირებ .ისევ ისეთ მხურვალეს თუ მხოლოდ ჰაეროვან კოცნას დასჯერდები
-შენც რომ დამცინი ჩემო ელიკო ...არ მოვალ საერთოდ
-არც წინებზე მოდიოდი ...ახლა მითხარი შენი მანქანით წამოხვალ თუ ჩვენ გამოგიაროთ
-სად ?
-ბებოსთან...თავს იკლავს თებეა აუცილებლად მომიყვანეთ სახლშიო ისე არ შემოგიშვებთო და რომ მოვკვდები მერე დამადექით თავზე შავებში გამოწყობილებიო-ისე საყვარლად ტიტინებდა ელენე ვერც გაიაზრა რას ეუბნებოდა
-ეგრე თუა წამოვალ
-გამოგივლიიით
-მოიცა რა...კი მაგრამ
-ერთ საათში მანდ ვართ..გკოცნი ჩიტოოო- ჩიტზე ხო გაჭედა მერე საერთოდ გაახსენდ ანანისთან მისვლა რას უქადდა, დემეტრესთან იმ დღესვე შეხვედრა არ სურდა და საერთოდ საქმის მიტოვება .
რა უნდა ექნა მიზეზი ვერ მოიფიქრა ელენას წყენინება არ შეეძლო,ისედაც რომ დაუმალა სიმართლე ეგეც სინდისს უღვიძებდა და ფიქრობდა როგორ შეეპარებინა, გამართლებას ვერ პოულობდა თორემ ნათქვამი ექნებოდა უკვე.
რა თქმა უნდა ქვემოთ ჩასულს მახალდიანი არ დახვდა, ეგღა აკლდა მის მძღოლად ქცეულიყო.ელენამ და,ვაჩემ და დუდამ მიაკითხეს. ბიჭებთან ერთად არ მოუწყენია მთელი გზა. ელიკოს მხარზე ედო თავი და მეათასედ კოცნიდა ლოყაზე
-ფუმფულა ხარ თუ მეჩვენება? სალაპარაკო გვაქ!
-რადგან მოიცალე და შეგიძლია ..
-ჩემოო სიცოცხლეეე ნუ ამბობ ეგრე რაა ...ნუ მიყურებ ეგეთი გაბუტული სახით
-უთხარი რო გასუქებულია -მართალია ჩურჩულებდნენ გოგონები ,მაგრამ ვაჩეს ვინ რას გამოაპარებდა .
-არ ვარ ...ის მაბრაზებს - ელენემ ხელზე უჩქმიტა ბიჭს,სამაგიეროდ ხელი დაუჭირა და ბევრი კოცნა მიიღო
-პუტკუუ ხააარ...პუტკუუუ და უნდა ივარ;ჯიშო ბევრიიი
-მაგას ვეუბნები სულ მარა ზარმაცია იქნებ შენ უშველო რამე
-თუ აღარ მოვწონვარ გზა ფართოა ...ხელისგაწერა არ გვჭირდება და არაფერი !
-რო არ გვჭირდება ეგ ვისი დამსახურებაა ნეტავ
-ახლა ნუ იჩხუბებთ
-მაგას რო ვერ ვეჩხუბები შენ არ იცი? არაშეხედე ახლა როგორ მიყურებს...რას უშვება იმ თვალებს გადმოვალ უკან და შეგჭამ იცოდე
-მაგ „ჭამას“ რომ წავესწარი ერტხელ ისიც მეყოფა მთელი ცხოვრება..ჯერ რამდენჯერ მყავს გაფრთხილებული გოგოს რო კოცნი და მე გიყურებ მომენტში მგონია საკუთარ თავს ვხედავ_თქო და წარმოიდგინე დილას უთენია გაღვიძებულს, ნაბახუსევზე, გათიშლს სამზარეულოში რომ ვხედავ საკუთარ თავს ელენესთან ერთად ...რა გაცინებს თებეეა? გული კინაღამ გამისკდა
-ვაიმეეე ... სირცხვიილოოოო საძინებელი არ გეყოთ გოგო? რა გაგაფრთხილე მოგისწრებს ვინმეთქო მერე რა შარში ცავარდე რა იცი ...რომ დამართნოდა რამე დუდიკას სად მიდიოდი
-რა უნდოდა მერე სამზარეულოში ? -ვაჩემ სიცილით გააქნია თავი და დუდამ ხელი რომ მიკრა მხარზე ამოიწუწუნა-საჭეს მიხედე შენ არ დამიმტვრიო გოგოები
-ხო აბა შენ მეტად რა დაგამტვრევს ...ტვინნაღრძობი ხარ
ასე ხარხარით შევიდნენ ნანის სახლში. ქალბატონს ისეთი სურნელი დაეტრიალებინა სახლში რომ შესვლისთანავე აბა დავსხდეთო დაიძახა ვაჩემ.
-სადაა ცოლისძმა?
-რადგან გაგახსენდა საღამოს მტავარი გმირი რას დავეძებ...მოვა და დავსხდებით..მანამდე თითს არ დააკარებთ არაფერს-ნანიმ დაუცაცხანა და სამზარეულოსკენ გაპარული სასიძო გააჩერა
-აუუ ნანი ბებო მე ვაფშე არ გიყვარვარ ?
-ეს მასხარა სად ნახე ელენე ბებო გამაგებინე ერთი
-მე გავაცანი- თებეამ უთხრა და გაბუტულ ელეს გვერდი აუარა.-როგორ ხარ ნანი ბებო?-იცოდა კარგად უნდა მოქცეულიყო ნანის რომ არ ეთქვა ზედმეტი რამე
-მე კარგად ვერ ბებო და დემეტრე სად არის არ იცი?- ჩუმად უთხრა
-დავურეკავ და გავიგებ- სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა უცებ დაიხსნა თავი და ოთახიდან გავიდა. დემეტრეს ცოცხალი თავით არ დაურეკავდა ამიტომ ყინვაში იყურყუტა ცოტა ხანს და ისევ უკან დაბრუნდა- არ მიპასუხა ნანი ბებო - დამწუხდრებული სახით თქვა და ლამის ენა გადაყლაპა ხაჭაპურის ნაჭრით ხელში რომ გამოჩნდა მახალდიანი, იმდენად ეშმაკური მზერა ჰქონდა ბატონს
-სად დაიკარგე გოგო შენ ... დავურეკავო რომ თქვი
-ხოდა დავურეკე და მოვედიო მითხრა...მერე უკან ეზოში გავისეირნე
-რა გინდოდა იქ ...
-თავისნაირი რიჟა ქათმების ნახვა უნდოდა ბებო ალბათ
-არა რომ უშვებ ამ კაცს სად უშვებ ნეტა?
-საქმე ასე მოითხოვს და რამდენიმე დღის გამო ხომ არ ჩავუშლი გეგმებს ნანი ბებო?
-აი ყოჩაღ...ეგეც კარგია ხელს რომ უწყობ,მაგრამ რა ვიცი ის ბოთე გოგო ერთ წუთს ვერ ძლებს იმ მასხარას გარეშე და თქვენ სულ ცალ-ცალკე ხართ
-რომ მენატრება ბებო უფრო ძლიერ მიყვარდება მერე- დემეტრემ ისე უცებ მოავლო წელზე ხელი და დაისვა მუხლზე თებეს კივილამდე ცოტა აკლოდა. ტუჩები ლოყაზე მიაწება ხმაურით და ხელი ბარძაყზე დაადო
-ფუუუ ხაჭაპურის სუნი გაქ=მეტი მიზეზი რომ ვერ მოიფიქრა წამოსახტომად პირველივე სისულელე მოიგონა და წამოვარდა
-ტიტუ მომიკვდეს თავი...ცუდი ხაჭაპურია ბებია?
-არაა რას ამბობთ უბრალოდ...უბრალოდ მე წნევა დამივარდა გული მერევა და ალათ მაგიტომ ვარ ასე..წავედი ელენეს ვნახავ
-თავის ოთახშია ასული ... ისიც სანამ აყვება და გადამიყვანენ ჭკუიდან ადი შენ
-წავედი..- სწრაფად გაიქცა და ელენას ოთახს მიაშურა. ბავშვობიდან იქ უყვარდა ყოფნა , საწოლზე იწვა და საფეთქელზე ისვამდა თითებს -რა გჭრს ელიკო?
-თავბრუმეხვევა...არაფერი ისეთი
-ელიკოოო რას მიმალავ?
-მე ...მე რას გიმალავ რას უნდა გიმალავდე?
-ელიკოო ახლა გავბრაზდები
-იცი მე... მე მგონი
-ვაიმეეე არ მჯერააა ...არ მჯერა მართლა ფეხმძიმედ ხარ? ნათლული მეყოლება მიყვარხარ ელიკოოოო
-არ მითქვამს ჯერ...არაფერი ვიცი თებეა ნუ ყვირი ნანიმ რომ გაიგოს გული გაუსკდება
-ჩემმა ვაჩიკიამ იცის? ოოხ ეგ მაიმუნი
-მაიმუნი კი არა მოვკლავ მართლა ფეხმძიმედ თუ ვარ ...მისი ბრალია იმ დღეს სააბაზანოში შემომივარდა და ...აუუუ - ისე დაიწყო ტირილი თებეას გაოცებისგან სახე შეეცვალა
-არ გინდა ბავშვი?
-მე რა ვიციი...ჯერ არ მინდოდა ასე არ მინდოდა ... ახლა ბავშვის გამო უნდა დავაჩქარო ქორწილი,მე კიდე არ მინდოდა საერთოდ ქორწილი და
-რა საერთოდ ...ახლა არ თქვა კიდე არ ვარ მზადო...რაღა გინდა ვერ გავიგე რა მომზადება უნდა ქორწილს არ ინცობ არ იცი როგორია თუ მასთან ცხოვრება არ გინდა
-მეშინია რომ მოვბეზრდები...ბევრი ბავშვები მეყოლება და აღარ ვიქნები ლამაზი ...მერე გამეყრება და დამტოვებს მარტოო
-ჩემი სულელი გოგოოო...ჩემი სიკალულიიი როგორ პრუტუნებ ხოლმე ელიკოოო...შენ როგორ შეიძლება ვაჩიკიამ მიგატოვოს ჰაა? არ იცი როგორ უყვარხარ? მთავარია დღეში ერთხელ გაუღიმო ,აკოცო და მეტი არაფეირ უნდა მაგას. მიყვარხარო თან თუ ეტყვი შენი იქნება სამუდამოდ . ერთ წუთს წარმოიდგინე შენი და ვაჩეს შვილი როგორი იქნება...შენი და ვაჩეს შვილიი
-აუუ ისე მელაპარაკები რომ არ ვიყო ფეხმძიმედ მგონი ვეტყვი მუშაობა დავიწყოთ-თქო
-რომ უნდა უთხრა არ იცი? საერთოდ ცოლად რომ უნდა გაყვე და დაისვენოთ ორივემ ეგეც უნდა იცოდე - ცრემლები შეუმშრალა და ლოყაზე აკოცა -მიყვარხარ მეეეე შეეეეეეეეეეეეეეენ
-მეც ჩემო წითურო - მაგრად მოეხვია და ამ დროს შემოალაჯა დემეტრემ
-ჩემი და ნამდვილი უშიშარია რა ...უიშვიათეს წითელ გველს ასე ეხვეოდეე და კოცნიდეე პირველია
-დემეტრეეე
-აცადე ...მოიოხოს გული ხვალ მიეთრევა და ხომ უნდა გაიხალისოს ცხოვრება
-ნანიმ ჩამოვიდნენო და წამოდით
-აუუ მშიააა ..>სნეს მოსვლამდე ლუკმა არ ჩაგვადებინა პირში - ელენა ისე გაიქცა უკან არ მოუხედავს.თებეა კი კარში გასვლამდე გააჩერა დემეტრემ. ცხვირწინ მიუხურა კარი და ზურგით ააკრო
-შენ სად გარბიხარ?
-რაოო უშიშარიო?
-ნუ მე რომ გულადი ვარ ეგ ისედაც საქვეყნოდაა ცნობილი- ხელებიწელზე მოუჭირა და უფრო მიუახლოვდა- რაო შენმა ნოეს კიდობანმა ვიცი რო ვერ გააკეტებ საქმესო?ხომ არ გამოგაგდო?
-არაა..მიტხრა ისეთი ლამაზი ხარ მარტო შენს ყურებაში შემიძლია ხელფასი გადაგიხადოო
-ცოდნას ყიდი თუ სხეულს
-დამპალო გველო როგორ მიბედავ ...საზიზღარო
-რით ვერ გაიგე რომ არ ღირს ეს ჩემი ეჭვიანობის სცენების დადგმა ...არ ვეგები ანკესზე და გააჩერე ხელები- აფარტხალებულს მანამ დაუჭირა ხელი სანამ ლოყა აეწვებოდა -წამოდი ნანი გველოდება- სულ ძალით ჩაათრია მერე თებეა დაუსხლტა და პირველი შევიდა მისაღებშ. მაგიდასთან ისხნდნე ისევ რომ შეაუხა რაღაცის გემომ, არ იყო კარგად თან ელენას გადახედა რომელიც გემრიელად ილუკმებოდა მერე უცებ დაინახა რომ ცუდად გახდა და სანამ ელენა ამოვარდებოდა თავად წამოდგა. ისე გავიდნენ ერთად ნანიმ იფიქრა თებეა აღებინებსო .
-ელენაა ... კარგად ხარ?- ონკანი რომ გახსნა და სახეზე ცივი წყალი მოუშვა მხოლოდ სემდეგ გაბედა კითხვის დასმა
-მეგონა გავსკდებოდი... ცუდად ვარ
-იმდენი ჭამე აბა რა იქნებოდა... ვაჩევიჩი მაგრად ატრაკდებს ხო?
- თებეაა ...არ უთხრა იმათ
-არაფერს ვეტყვი ...იმათ ჰგონიათ რომ მე გავხდი ცუდად აბა თუ გამომაკითხავს რომელიმე დაასკდნენ ნანის საჭმელს დამპლებიი ... შენ იყავი კარგად და ყველაფერი იქნება ჯიგრულად შენ თავს გეფიცები
-საძინებელში ავიდეთ რა დავწვები ...
-ხელი მომხვია შენ და თამაში ჩემზე იყოს
სააბაზანოდან რომ გავიდნენ მეორე სართულზე ასასვლელ კიბესთან აესვეტათ ნანი
-როგორ ხარ ?
-წნევა მაქვს დაბალი და იცის ასე..
-დედაა რატო ვარ ცოცხალიი დემეტრეეეე ბავშია ცუდად რა გაჭმევს ბიჭო ...ფუიიი შენც თუ კაცი ხარ ახლა რა მამა გახდები მალე და გოგოს ამბავსაც არ კითხულობ- იცე უცებ მიაყოლა კივილით დემეტრე რომ დაინახა კარის ჩარჩოზე არხეინად მიყრდნობილი მაგიდასთან მჯდომ ტყუპებს ატყდათ ხველა. იმ ამს შესული ლალი ხომ საერთოდ ჩაიკეცა -ცოლად ხომ გინდა მოიყვანო ... მოვლა შენ არ გინდა .ბავშვი წინასწარ რომ არ გაგეკეთებინათ მერე რაფრა იყო დროში ვერ ეტეოდით კი მარა? - არ ჩერდებოდა ნანი .თებეას კი ელენე აღარ ახსოვდა, თავად გახდა მართლა დასაჭერი ისე დაეკარგა ფერი და შებარბაცდა
-დემეტრეეე- გამწარებულმა და სასოწარკვეტილმა ამოიკნავლა .ისიც ამსვე მიეჭრა, არეული კი იყო ,მაგრამ არც ისე როგორც თებეა
-ამას რაღა დაემართა ...რა ვთქვი ნეტა ისეთი შვილიშვილს ვნატრობდი მაგის ხნის რო ვიყავი მაგას ეყოლება და რა კლავს ნეტა
-თებეაა რას ნიშნავს ეს ხომ ვერ გვეტყვი?
-ტყუპებოო არ დაიწყოთ ახლა..მერე აგიხსნით. ვაჩე ელენეს მიხედე ცუდადაა ვერ ხედავ?
-ცუდად როგორ არ იქნება გოგო აზრზე ხარ შენ საერთოდ? მართლა ფეხმძიმედ ხარ? თან ამისგან?
-სასიძოვ „ამისგან“ უნდა წაიყვანო შენ ელიკო და სიტყვებს დაუკვირდი
-თუ ძმა ხარ ...ელიკო რომ მიმყავს მე ყველაფერი გარკვევით და ნათლად დავხატე ამაში არც არასწორი იყო რამე და არც სულელური . თქვენ კიდე ვაფშე ... თქვენ ორი როგორ შეიძლება საერთოდ ერთად იყოთ ავადმყოფები ხართ ტო?
-ჯანდაბააა...ხომ ვერ წავედი ამ ქვეყნიდან ისე რამე საოცრება რომ არ მოხდეს... ნანი დაჯექი !
-სად დავჯდე ბიჭო ... ექიმთან
-არ სჭირდება ექიმი ...არაა ფეხმძიმედ და ვაფშე არაა ჩემი საცოლე! არც იქნება არასდროს , შენ მოგატყუე გული რომ არ გაგსკდომოდა და ახლა თუ ღმერთი გწამს ჩემს ჩამოსვლამდე არ წახვიდე იმ შენს ქმართან
-დედააააა მიშველეეეეეთ ეგი რა თქვაააა .... მოგკლაააავ მოკლავ შე მატყუარა ტუტუცოოო ბიჭოოო ...რაიოოოო საცოლე არააო? აბა ვინაა ბიჭო იმას რომ შობოდით ისე შობოდით? ისეა ახლა ფეხმძიმედ ? ისეეეე ისე რავა შეიძლება შენ სულ გადაირიე? ღმერთოოო ამას რას მომასწარიიიი ერთადერთი შვილის ერთადერთმა ვაჟიი ასეთი უნდა იყოოს? მადლობა ღმერთს ჩემი დურმიშხანი არ მოესწრო ამ დღეს თორე ააა ახლა მოკვდებოდა აამ წააამს
ლალი წამოიწია და ნანი დაეცა. ტყუპები გონს ვერ მოდიოდნენ, ელენე კი ისედაც ცუდად იყო და ახლა საერთოდ მოეკვეთა ფეხები. ვაჩეს მკლავებში მიესვენა და თებეამაც მხოლოდ სახლის გაგება მოასწრო და გასაააზრებლად დრო არ ეყო
-ელენეე...ელენე ჩემო სიცოცხლე...ელე გამოფხიზლდი პატარაავ
-ვაჩე ახლავე დააწვინე ... არ შეიძლებოდა მისთვის ნერვიულობა . ნიშადური არ არის ამ სახლში?
დაბნეული და შეშინებული ვაჩე ელენას თავთან დასვა და თითონ გამოაფხიზლა გოგო. ბატონი სახეზე ეფერებოდა და შეშლილი ხმით თხოვდა თვალის გახელას. როგორც იქნა გამოფხიზლდა ქალბატონი, გვერდით მიუწვინეს დედა და ბებია . ტყუპებიც მიესვენენ სავარძლებში მხოლოდ დემეტრე და თებეა იდგნენ . თებეამ თვალი რომ მოავლო ყველას, გონებაში ამოუტივტივდა მომხდარი და მერე ელენას გაფითრებული სახე მოლანდა ამში მიუბრუნდა მახალდიანს მთელი ძალით მოუქნია ხელი სახეში და დაიწყო
-საზიზღარო..უტვინო დაუფიქრებელო ყველაფერი შენი ბრალია ხედავ რა გამოიწვიე? შენ და შენი სურვილები, შენი სულელური სიტყვები ქცევა და იდიოტური გამოხტომები ...რომ იცოდე როგორ ვერ გიტან. ელენას რომ რამე დამართნოდა ჩემი ხელით გამოგჭრიდი ყელს.მაშინ რომ ატყუებდი კლავდი ბებიას და ახლა ამდენი ერთად რომ გაიგო არ კვდება? ახლა აღარ ფიქრობდი საყვარელ ბებოზე ხომ?
-ხელები გააჩერე გოგო და მოკეტე სანამ აგიკერე ეგ ტუჩები
-შენ ჩაიგდე ენა და შენ მოკეტე ... ტუჩებს ამიკერავს ბიჭიი მაგ ტუჩებმა აგირია ტვინი შე იდიოტოოო , ხისთავიანოოო, პირუტყვოოო
-დემეტრეეეეეეეეეეე ახლავე ამიხსენი აქ რა ხდება- ლალიმ ძლივს ამოიღო ხმა და ისე დაიყვირა ყველას ხმა გადაფარა
-თებეეაა - ელენემ გახედა ამღვრეული თვალებით მეგობარს
-ხოო აგვიხსენი ერთი რა ხდებაა...მიდი ახსენით ძაან მაინტერესეს ერთი რაფრა ახსნით
-ჩემი ბედის დედას შევეც*** ორ საათში მივფრინავ და არ დაგინახოთ რომელიმე აეროპორტში არც გაცილება მინდა თქვენი და ვაფშე არაფერი . არ დამირეკოთ არ გიპასუხებთ . ამას კიდე შეეშვით იქ რომ ჩამომაკითხოს გეფიცებით უკან აღარასდროს დავბრუნდები!
მახალდიანის გამოსვლამ ყველა გააჩუმა, სახლის კარი ხმაურით მიიჯახუნა და იქაურობას გაეცალა. კიდევ ერთი წასვლა და კიდევ ერთი გაურკვევლობა რომელშიც თებეა რჩებოდა, ისევ ისე წავიდა რომ უამრავი კითხვა დაუტოვა ხალხს, თებეას კი პრობლემა რომლისგანაც თავის დასაღწევად გონების მოკრება და კარგი ტყუილი სჭირდებოდა.
სახლში დაბრუნდა, საქმის დამსახურებით დრო გაჰყავდა , შემდეგ ვერ მოითმინა და ვაჩესთან წავიდა.იცოდა ელენა იქ იქნებოდა და არც შემცდარა.
-ოოჰ მობრძანდა ქალბატონი
-ვაჩე ელენე აქაა?
-საძინებელშია ისვენებს...მე გავდივარ საქმე მაქვს და მაქსიმუმ ორ საათში მოვალ არ დატოვო მარტო რა .დუდუს გამოშებას ვაპირებდი დავურეკავ აღარ მოვიდეს
-აქ ვიქნები შეგიძლია მშვიდად იყო
-შეეცადე რამე ისეთი არ უთხრა რაც გააგიჟებს
საძინებელში ავიდა, ელენა საწოლზე იწვა
-ელიკოო გამიბრაზდი ხომ? გეფიცები თქმას ვაპირებდი მერე დემეტრე შემოვიდა და ვეღარ გითხარი...ისედაც ხომ იცოდი ქორწილის და კოცნის ამბავი არა?
-სხვას არაფერს მიმალავ ხომ?
-როდის უნდა მეთქვა იმ დღეს ოთახში ჩავიკეტეთ...მეორე დღეს დემეტრესთან ერთად ხომ არ გეტყოდი იცი? ერთი დღე მოგვიხდა ერთად ყოფნა ოთახში და იმდენად მიზიდავს შენი ძმა მასთან სექსი მქონდა-თქო? ასე ერთი სიტყვით ხომ ვერ გეტყოდი ამ საოცარ ...შესანიშნავ გასაგიჟებელ...ჯანდაბაა მერე ხომ დამჭირდებოდა შენი ძმის ათასი სიტყვით შემკობა იმ რაღაცეებისთვის რაც გააკეთა და იმ სიამოვნებას რაც მივიღე ასე მარტივად ხომ ვერ გეტყოდი დრო არ უნდოდა? მერე შენ გახდი ცუდად და ვიფიქრე რომ მოსულიერდება მერე ვეტყვითქო და მოვარდა ნანი გეძახითო
-ვინ ...რა შენ და ჩემი ძმა ?
-ხო შენი ეშმაკი ძმა და მე...უფრო სწორად რა მე და ის . უბრალოდ სექსი იყო სხვა არაფერი!
-ხო დარწმუნებული ვარ სხვა არაფერია
-მაგას ნუ მეუბნები !
-არ გითხრა ის რასაც ვფიქრობ?
-რას ფიქრობ იმის გარდა რასაც მე ვფიქრობ და რაც ვიცი...ის ვიცი რომ შენი ეშმაკი ,სატანა ძმა ზესექსუალური გახდა და მე კიდე ქალი ვარ , რომელიც ვერ დააიგნორებდა ამ მოჭარბებულ ვნებას მხოლოდ იმიტომ რომ დემეტრეაა
-მხოლოდ ვნებაა ?
-დიახ! ახლა კი მითხარი როდის წავალთ ანალიზის გასაკეთებლად?
-არ ვარ ფეხმძიმედ,ცრუ განგაშ იყო
-რა იცი? ტესტი ჩაიტარე? ეგენი ცდებიან
-მომივიდა ამ დილით და ახლა არ თქვა ეგეც შეიძლებაო... საქმეებზე რას შვები
-არ ვიცი ...თავი მტკივა უკვე. ბილეთები ვიყიდე..ერთ კვრიასი მივფრინავ
-სად მიფრინავ ?!
-ლონდონში
-ჩემს ძმასთან?
-რა მინდა შენს ძმასთან...ის კაცი უნდ ავიპოვო ვისზეც რეპორტაჟი უნდა მოვამზადო
-რა იცი რომ ლონდონშია
-რამდნეიმე კვირის წინ გავარკვიეთ რომ გაფრინდა...უკან დასაბრუნებელი ბილეთი არ შეუძენია. მიახლოებით ისიც გავიგეთ სად შეიძლება იყოს...უფრო სწორად ის ადგილი სადაც მუშაობს! ერთი კვირა სხვა საქმეებისთვის მჭირდება
-შენც მტოვეეებ?
-იმ იდიოტს ნუ მადარებ...მე წავალ და ჩამოვალ მალევე
-მიყვარხარ ხო იცი ...აუუ როგორ მომენატრეებიიი რა მეშველება უშენოდ?
-გინდა დავრჩე ეს ერთი კვირა აქ?
-მართლა დარჩები?
-ვაჩე თუ არ გამაგდეებს
-ვაჩეს არ ველაპარაკები
-აბა აქ რა გინდა?
-არ დამელაპარაკო ისე დარჩიო და მეც დავრჩი- ისე საყვარლად თქვა თებეამ სიცილი ვერ შეიკავა
-ვგიჟდებიიიი შენზეეე ჩემო ერთადერთოოო - ჩაეხუტა ,მერე კომფორტულად მოეწყო . დიდხანს ჭორაობდნენ ,ლაპარაკში ჩაეძინათ . ვაჩეს ორივე მძინარე დახვდა,თებეას ელეს მხარზე ედო თავი და ტკბილად ეძინა. გაეღიმა მათი დანახვისას,მერე ჩუმად დატოვა ოთახი და მეორე საძინებელში დაწვა. დილით გაღვიძებულს ელე რომ დახვდა გვერდით ბედნიერებისგან გულისცემა აუჩქარდა. ფრთხილად მოხვია ხელი და სხეულზე მიიკრა
-დილამშვიდობისა ელიკო
-დილამშვიდობისა - გაიღიმა და ტუჩები ყელზე მიაკრა.თავი ისევ მკერდზე დაადო და გაიტრუნა-მეძინება
-დღეს არ ვარ სამსახურში ,შენს განკარგულებაში ვარ - თმაზე მოეფერა და თავზე აკოცა.
იდილეა წყვილს თებეას შევარდნამ დაურღვია, ნახევრად შიშველმა შეაჭრა თან ხელები ჰქონდა სახეზე აფარებული
-სად გამომეპარეეე გოგოოოო მიღალატე ხო ? ამაში გამცვალეე? ოოოო მოღალატეე ექალბატონოოო ნეტავ როგორ გძინაავს ღამეე- მიდიოდა და გაჰკიოდა.მერე ერთი ისკუპა და ვაჩიკოს დაახტა თავზე- ვაჩიკიააა ბიჭოოო როგორ ხარ?
-აქ რა გინდა შენ? არ წასულხარ წუხელ?
-სიურპრიზიიი მაააქვს შენთვიიიიიის
-რა სიურპრიზი
-ვრჩები ერთი კვირიიით ...მიდი მითხარი რომ ძალიან გაგიხარდ
-სად რჩები
-აქ შენთან
=სად ჩემთან
-ააააქ ...აი ამოთახში კონკრეტულად იმიტომ რომ იმ საწოლზე იმდენი ნამაიმუნები გაქვთ ვერ დავიძნე წუხელ...თიტქოს კვნესა ჰქონდა დამახსოვრებული და ყურში ჩამესმოდა ელიკოს ამოძახილებიი ვაჩეეეე ვაჩუნააააა - წამოიკნავლა და ბიჭს ხმაურით აკოცა ლოყაზე- ხომ გაგიხარდა ვაჩიკო? რამდენი ხანია არ დავრჩენილვარ შენთან.თან ერთი ხარ აქ და გარჩევაზე არ ვიწვალებ
-სად ხართ ხალხოოო... ვაჩეეე ვაჩეე დაგავიწყდა დღეს სანდრო რომ ჩამოდიიიის? ვაჩეე
-შემოდი ბიჭო რას ყვირი მაქედან
-რა გინდა თებე აქ?
-ერტი კვირით ვაჩიიკოსთან ვრჩები მარა შნე გული არ დაგწყდეზ შორს არ ხარ და ჩამოგაკითხავ შენც ქვედა სართულზე
-არაა იყოოოს ...მარტოობა არ მაშინებს ხომ იცი
-ვინ სანდრო ჩამოდის? მე რო ვევასები ის სანდრო?
-ხო ეგ ცამოდის და ვაგვიანებთ უკვე
-წავედით მერე რას ვუცდით? ვიღადავებ ცოტას ...ისე კი მომწონს ეგ ბიჭი და ახლა რა ვიცი იქნებ არც ვუთხრა უარი სექს*ე
უცებ წამოვარდა და გავარდა ოტახიდან.მერე ელიკოს სამოსსი გამოწყობილი აესვეტა წინ ბიჭებს და მანქანასიც პირველი ჩასკუპდა.
სანდროს ბავშვობიდან მოსწონდა ჟღალი ლამაზმანი ,მაგრამ ქალბატონი მასაც ისე ექცეოდა როგორც ყველას,აგიჟებდა ჭკუას აკარგვინებდა და ხელცარიელს სტოვებდა.
აეროპორტში თებეა რომ დაინახა წამით შეჩერდა,მერე გაეცინა და ისე დაიძრა მეგობრბეისკენ.
-როგორ ხარ სანდრინიო?
-რით დავიმსახურე თქვენიდ ახვედრა ქალბატონო თებროლე?
-ოოუუუ ბეიბეე როგორ გაცუღლუტებულხარ?
-მომენატრე იცი?
-ხოო ?
-ხო იცი აზარტში შეგყავარ...იმდენად რომ წაგებაზეც თანახმა ვარ
-გეყოფა შე ჩემა...წამო წავიდეთ თორე ყველა ჩვენ გვიყურებს
-მიყურონ მერე რა იყო დუდიკ?
-როგორ მიცანი ეე
-ელიკო ვაჩეს ჩაეხუტებოდა იასნად ... ქალბატონო ელენა სასიამოვნოა თქვენი კვლავ ხილვა , თვით მშვენიერებავ - ხელზე აკოცა და მერე მაგრად მოეხვია- აუუ როგორ მომენატრეეთ . მოდი ბიჭო აქ -ვაჩესაც ჩაეხუტა და მერე ასე ხელმოხვეულებმა დატოვეს აეროპორტი.
სანდრო დუდუსთან დაბინავდა , თებეამ ერთი კვირა ორ ბინას შორის გაატარა. ხან ერთგან იყო და ვაჩეს აგიჟებდა ხანაც სანდროს და დუდუს უფრთხობდა ქალებს. ყოველ დღე სხვადასხვას შეყვარებული იყო. ერთხელ დუდუს ცოლის როლი ითამაშა ,მოკლედ კარგად გაერთო და ისე გაფრინდა ლონდონში. აი იქ კი გამწარდა ერთი კვირა ტყუილად ხეტიალის შემდეგ ძებნის ობიექტი რომ ვერ იპოვა და მიხვდა რომ საერთოდ არ ჩასულა ლონდონში. გაარკვია რომ სამსახურიდან დიდი ხნის წინ წავიდა, ერთი ინგლისელი ბიჭი გათიშა და მოახერხა ინფორმაციის გაგება. ერთს ვერ ხვდებოდა როგორ შეიძლებოდა ასაკიან კაცს ამდენი რამ გაეკეთებინა, ან გადაჭარბებული იყო მონათხრობი ანდაც ახალგაზრდა იყო თებეას ობიექტი.
ასე იყო თუ ისე საქართველოში ხელცარიელი, განადგურებული და იმედგაცრუებული დაბრუნდა. ნოესთან მისვლა არ სურდა , აღარ იცოდა როგორ გამოსულიყო ამ მდგომარეობიდან. ბოლოს გადაწყვიტა დამარცხება ეღიარებინა, მართალია ცხოვრებაში პირველად გრძნობდა თავს ხელმოცარულად,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.
-თებეაა დაბრუნდი?
-დავბრუნდი ბატონო ნოე და მინდა დავტოვო სამსახური -პირდაპირ უთხრა და შეეცადა თავი მაღლა აეწია . არადა ისე რცხვენოდა არ იცოდა როგორ მეოშორბინა მზერა კაცისთვის
-სამსახურიდან წასვლის საჭიროება არ დგას, შენი მეთიდებით იმოქმედებდა ყველა. არაფერი გამოვიდა, ბოლოს და ბოლოს გამომძიებელს ვეძებდით მაგათი გამოჭერა ყველაზე რთულია... როგორც შევთანხმდით ახალ საქმეს მოგცემ. შოუსთვის მოამზადებ რეპორტაჟს... წავიდეთ და თავად ნინია გაგაცნობს ყველაფერს
-ნინია? იმ ნინიაზე ამბობთ მე ვისზეც ვფიქრობ?
-ხო იმ ნინიაზე... წამოხვალ?
-ამას რატომ აკეთებთ?
-ვიცი ერთ დღეს კარგი ჟურნალისტი დადგები და მერე ვინანებ შენს ხელიდან გაშვებას. იმედია პოპულარული რომ გახდები არ მმატოვებ
-არსად წავალ,პირობას გაძლევთ
-ძალიან კარგი, მაშ შეუდექი საქმეს.ნინია გელოდება
ნინია ერთ-ერთი ცნობილი შოუს პროდიუსერი იყო, ყველა საქმე ცნობილ პირებზე, ვარსკვავებზე ,ყველა ჭორი და ახალი ამბავი მისი გამოძიებული იყო. საოცარი გუნდი ჰყავდა და ყველა ოცნებობდა მათთან თანამშრომლობაზე. ზუსტად თებეას საოცნებო ადგილი იყო ,ის ხომ გიჟდბეოდა მსგავს ამბებზე .
დავალება შემდეგი იყო ,უნდა მოეპოვებინა მასალები პრეზიდენტის შვილზე რომლის დაოჯახების შესახებ გავრცელდა ჭორები. როგორმე უნდა ეპოვა დამამტკიცებელი დოკუმენტები და პრეზიდენტის რძალიც პირველად დაეფიქსირებინა კამერით.
რამდენიმე დღე ცდილობდნენ პრეზიდენტის ვაჟთან მიახლოებას, ჰქონდათ ინფორმაცია რომ საოჯახო აგარაკზე იმყოფებოდა მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად, სახლთან უამრავი ჟრნალისტი იყო თებეა რომ მივიდა, სიტუაციას დააკვირდა და შემდეგ ნაცნობი სახე დაინახა სახლის ეზოში. ჭოგრიტი მოიშორა და გვერდით მდგომ ოპერატორს მიაჩეჩა
-სახლში რომ შვეიდე გაქვს კამერა? რომ დავიმაგრო და ისე გადავიღო ყველაფერი?
-სახლშ როგორ შეხვალ ხომ ხედავ რა ამბავია...დაცვა დგასს აქ
-გაქვს თუ არა
-კიი შენ თუ შესვლას შეძლებ
-დამელოდე..თვალში არავის მოხვდე თითქოს აქ არც ყოფილხარ.
მოშორებით გაჩერდნენ,მობილური აიღო და იქ შემჩნეულ ერთ-ერთ თაყვანისმცემელს დაურეკა
-თებეა შენ ხარ?
-როგორ ხარ რეზიკო?
-კარგად...შენ?
-მეც კარგად ,მაგრამ მჭირდები,მოი ვთქვათ ასე შენ თუ დამეხმარები მე როცა გინდა მაშინ შეგხვდები სადმე სადაც შენ მოისურვებ !
-რა შემიძლია გავაკეთო?
-აგარაკზე სადაც შენ ხარ მეც უნდა მოვხვდე...
-თებეაა რაში გჭირდება აქ ყოფნა?
-გეფიცები არაფერს გავაკეთებ ისეთს რაც შენ დაგაზარალებს . უბრალოდ მითხარი საიდან შემოვიდე
-არ შემიძლია ... მაინც ვერ ნახავ პრეზიდენტის ვაჟს
-ვერ ვნახავ? რატომ?
-არც მალავ ხომ?
-როდის მომიტყუებიხარ რეზუნა?
-დაფიქრდი და მიხვდები ... - ბიჭს არაფერი უთქვამს სხვა . თებეა ცოფებს ყრიდა.შორიდან უყურებდა სახლს მერე ჩანაწერებს გადახედა და უცებ დაიყვირა
-ბლეფიააა ...აქამდე როგორ ვერ მივხვდიიი აქ არ არიან. წავედით ტყუილად ვყურყუტებთ აქ. გზაში გაახსენდა რომ პრეზიდენტის ვაჟთან მეგობრობდა მისი ერთი ნაცნობი გოგონა და პირდაპირ მასთან დარეკა . იმდნეი ეშორავა ბოლოს წამოაცდენინა მისი ადგილსამყოფელი და გაიგო რომ წყვილი ნიუ-იორკში იმყოფებოდნენ,გოგო იმდენად აზარტში იყო შესული ისე საუბრობდა სასტუმროს სახელიც კი დაუსახელა სადაც იყვნენ დაბინავებულები . თან არც დაცვა ჰყავდათ . სხვა რა სჭირდებოდა , როგორც ინფორმაციის მომპოვებელი პირდაპირ გაუშვეს ექსკლუზივის ხელში ჩასაგდებად.
წასვლამდე ბიჭებთან და ელესთან ერთად წავიდა სავახშმოდ, უეცრად სანდროსტან ცეცხლოვანი ცეკვის დროს ცოტნე გახოკია რომ გამოეცხადა გაოკვირდა. დაკარგული დემეტრეს მეგობარს ჩემთან რა ესაქმებაო, მერე სიცილი აუტყდა არ მითხრა შენი ძმაკაცის ნაცვლად მითვალთვალებო. ბიჭისგან პასუხი ვერ მიიღო,ვისი ძმაკაცი იყო რას ათქმევინებდი. სამაგიეროდ სახლში რომ მიჰყავდა მის მანქანაში ნაცნობი სურნელი იგრძნო, ეჭვი ღრღნიდა ისედაც გრძნობდა დემეტრეს მზერას ყველგან. შუა გზაში გააჩერა და უთხრა სახლშ ვერ მივალ შენთან წამიყვანეო, მიზეზი სჭირდებოდა და უცებ გაიხსენა. შენთან მოსაცმელი რომ დამრჩა არ წამომიღია და ზუსტად ახლა მჭირდებაო. მოკლედ იმდენი მოინდომა ცოტნეს ბინაში აღმოჩნდა. იქაც იგივე სურნელი ტრიალებდა
-ისევ ივლებ სუნამოს მახალდიანო...ე.ი არ წაბრძანებულხარ აბა რას აკეთებ აქ? სოროში იმალები? -თავს ელპარაკებოდა და სახლში დადიოდა სანამ მოსაცმელს დაეძებდა გახოკია. მაგიდაზე დადებული ბილეთები ნახა და წამში დაავლო ხელი .ლამის კივილი დაიწყო ჩართულ ლეტოპში ბილეტები რომ ნახა. ამერიკაში მიფრინავდა ბატონი, ზუსტად იმ რეისით რომელზეც თებეა იყო. ვინაიდან არავინ იცოდა მისი გამგზავრების დრო და მარშრუტი მიხვდა რომ დამთხვევა იყო.
სახლში რომ დაბრუნდა გეგმა დასახა და აასრულა კიდეც. აეროპორტში გვიან მვიიდა პირდაპირ რეგისტრაცია გაიარა და თვითმფრინავში ასვლისას დაიძრა მახალდიანის სავარძლისკენ. ბიჭს უკვე წამალი დაელია და დაძინებას აპირებდა თავზე რომ დაადგა - ტკბილი ძილიი ეშმაკოო..რომ გაიღვიძებ გვერდით ვიქნები არაფრის შეგეშნდეს
-შეენ- ამოილუღლუღა მაგრამ წამალმა თავისი გააკეთა ისე გაითიშა თებეას მოქმედების არეალი გაუფართოვა. რამდენიმე საათში ბიჭმა გიჟივით გაიღვიზა, ლამის წამოვარდა თებეას უყურებდა და თვალებს იფშვნეტდდა ის კი მშვიდად იჯდა და არაფერს ამბობდა=შენ აქ რა გინდა გოგო!
-აქაც მე ვარ იქაც მე ვარ იმიტომ რომ მზე ვარ მზეე ვაააარ - წაუღიღინა და უფრო გააცოფა მახალდიანი.скачать dle 11.3




№1  offline წევრი Alexandra28

Vaimeeeee ramagari taviiyo

 



№2  offline მოდერი sameone crazy girl

Alexandra28
Vaimeeeee ramagari taviiyo

მადლობა heart_eyes heart_eyes

 



№3  offline წევრი crazy girl sofi

ვაიმე ეს ორიიი გადარეულიიიი რეებს ჩალიჩობენ დარწმუნებული ვარ ჩვენი თებროლე მაგარი ჟურნალისტი იქნება და ექსკლუზივსაც მოიპოვებს წარმომიდგენია დემეტრეს სახე როცა თებეა დაინახა თვითმფრინავში ალბათ იფიქრა ეს ალქაჯი ხომ ვერ მოვიშორეო.. ეს ჩვენი ელიკო რა საყვარელია ვაჩეც და ჩემი დუდუც ეს სანდროც მომწონს უკვე :დ მარიამ ჩემო საყვარელო შენ როგორც ყოველთვის საოცარი ხარ ტკბილი თბილი გადარეული ისტორიებით გყვარობ kissing_heart heart_eyes

 



№4  offline მოდერი sameone crazy girl

crazy girl sofi
ვაიმე ეს ორიიი გადარეულიიიი რეებს ჩალიჩობენ დარწმუნებული ვარ ჩვენი თებროლე მაგარი ჟურნალისტი იქნება და ექსკლუზივსაც მოიპოვებს წარმომიდგენია დემეტრეს სახე როცა თებეა დაინახა თვითმფრინავში ალბათ იფიქრა ეს ალქაჯი ხომ ვერ მოვიშორეო.. ეს ჩვენი ელიკო რა საყვარელია ვაჩეც და ჩემი დუდუც ეს სანდროც მომწონს უკვე :დ მარიამ ჩემო საყვარელო შენ როგორც ყოველთვის საოცარი ხარ ტკბილი თბილი გადარეული ისტორიებით გყვარობ kissing_heart heart_eyes

მე გყარობ შენ საყვარელოო მადლობა დიდიიი kissing_heart kissing_heart

 



№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

სასწაულია მაგარია რა მალედე მგონი მივედით იმ მომენტამდეეეეეე ურაააააა

 



№6 სტუმარი Guest annastasia

აუ რა მაგარი წყვილია, ვგიჯდები ისეტი კარგები არიან... უმაგრესი გოგო ხარ მარიამ საოცრება, მაგრად მომწონს სჰენი ისტორიები მარტლა დზაან ვისიამოვნე ოგონდ როგორც ყოველტვის მეცოტავა.. მალე დადე რაა გტხოვ..

 



№7 სტუმარი კაწია

Udzalian magresi tavi iyoo.. Xvalaaac dadee shemdegi tavi raa da gagiareb ukideganood

 



№8 სტუმარი Guest მარიმი

ჰაჰა რამაგარი გოგო ჰარ შენ მაგარი თავი იყო და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს kissing_heart kissing_heart

 



№9  offline წევრი Indigo

აუ, ზუსტად თებეაზეა ეს სიმღერა :დდდ
ჩემი დემეტრიუსი, ჩემი გამომძიებელი ბიჭი ♥♥
რაღაც ძაან საყვარელ ხასიათზე დამაყენე, ენერგიით ამავსე და როგორ დავხარჯო აღარ ვიცი:დდდ

გელი სიყვარულო, გელი და მოგელიიი... ♥♥♥
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 



№10  offline ახალბედა მწერალი An_Gel

ესენი მომიმელებენ მე და გამიშრობენ
სისხლს!! :დდდდდდ ასეთი გიჟი და არამორმალური რანაირადაა თებეა?! :დდდდ დემეტრეს კიარა მე მაგიჟებს!
ჰმ, ამერიკა, ხო? ვნახოთ ვნახოოთ ჩემი აზრით, კაი ამბები დატრიალდება ამ ორ გიჟს შორის შემდეგ თავში :დდდდ
უმაგრესი გოგო ხარ შენ ! ! ! ❤️

 



№11  offline მოდერი sameone crazy girl

ანი ანი
სასწაულია მაგარია რა მალედე მგონი მივედით იმ მომენტამდეეეეეე ურაააააა

ხოო მალე დავასრულებ ამასაც smile smile

Guest annastasia
აუ რა მაგარი წყვილია, ვგიჯდები ისეტი კარგები არიან... უმაგრესი გოგო ხარ მარიამ საოცრება, მაგრად მომწონს სჰენი ისტორიები მარტლა დზაან ვისიამოვნე ოგონდ როგორც ყოველტვის მეცოტავა.. მალე დადე რაა გტხოვ..

მადლობა ჩემო კარგო ,მეტის დაწერას სამწუხაროდ ვერ ვახერხებ confused

კაწია
Udzalian magresi tavi iyoo.. Xvalaaac dadee shemdegi tavi raa da gagiareb ukideganood

ხვალ ვერ დაგპირდები ,მაგრამ მალე დავდებ მადლობა

Guest მარიმი
ჰაჰა რამაგარი გოგო ჰარ შენ მაგარი თავი იყო და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს kissing_heart kissing_heart

მადლობაა
smile smile

Indigo
აუ, ზუსტად თებეაზეა ეს სიმღერა :დდდ
ჩემი დემეტრიუსი, ჩემი გამომძიებელი ბიჭი ♥♥
რაღაც ძაან საყვარელ ხასიათზე დამაყენე, ენერგიით ამავსე და როგორ დავხარჯო აღარ ვიცი:დდდ

გელი სიყვარულო, გელი და მოგელიიი... ♥♥♥

მეც მაგიტო გამახსენდა :დმადლობა საყვარელოოო

An_Gel
ესენი მომიმელებენ მე და გამიშრობენ
სისხლს!! :დდდდდდ ასეთი გიჟი და არამორმალური რანაირადაა თებეა?! :დდდდ დემეტრეს კიარა მე მაგიჟებს!
ჰმ, ამერიკა, ხო? ვნახოთ ვნახოოთ ჩემი აზრით, კაი ამბები დატრიალდება ამ ორ გიჟს შორის შემდეგ თავში :დდდდ
უმაგრესი გოგო ხარ შენ ! ! ! ❤️

მეც მომინელეს და ესაა ვეღარ ვწერ ხო ხედავ. არ მინდა ძაან ჩავაგდო რომელიმე თავი და უინტერესო იყოს ...
მადლობა დიდიიი

 



№12 სტუმარი A

ვაუ უმაგრასი იყო ძალიან მომეწონა მართლა.... არ დააგვიანო ახალი თავი რა მთელი გულით გთხოვ....

 



№13 სტუმარი uhuu

sheni motxrbebis kitxvis dros ro vigeb siamovnebas egre arcertze ar mchiirs

 



№14  offline მოდერი sameone crazy girl

A
ვაუ უმაგრასი იყო ძალიან მომეწონა მართლა.... არ დააგვიანო ახალი თავი რა მთელი გულით გთხოვ....

მადლობა<3შევეცდები

uhuu
sheni motxrbebis kitxvis dros ro vigeb siamovnebas egre arcertze ar mchiirs

უღრმესი მადლობა smile smile kissing_heart

 



№15 სტუმარი Guest ნინო

კარგი თავი იყო ძალიან❤❤. გავგიჟდი თებეა მაგარია ძალიან.

 



№16  offline წევრი Mariamch

უხ რაკაიაააა იყოო❤

 



№17  offline ადმინი დედასამოტხე

ძვლივს ძვლივს მივიცალეე.ძვლივს მოვახერხე.ციდად ვიყავი უკვე რო ვერ ვკითხულობდიი.მგონი დასაწყისჭი რო მომენტებია ნაგას ვუახლოვდებით ხო:დდდ გვეღირსააა.უხხ მოკლედდდ რააა.ემოციებში ვარრ.აუუ მე მინდოდა ელენე ორდულად რო ყოფილოყოო.ვაჩე რო მაგას გაიგებდა ან დემეტრე უჰ რათავი გამოვიდოდაა.გელოდებიი მეეე მარიამმ მოუთმენლადდდ!!!!მიყვარხარრრ❤❤❤❤❤

 



№18  offline მოდერი sameone crazy girl

Guest ნინო
კარგი თავი იყო ძალიან❤❤. გავგიჟდი თებეა მაგარია ძალიან.

მადლობა kissing_heart kissing_heart

Mariamch
უხ რაკაიაააა იყოო❤

მადლობაა heart_eyes heart_eyes

Mariiiiami
ძვლივს ძვლივს მივიცალეე.ძვლივს მოვახერხე.ციდად ვიყავი უკვე რო ვერ ვკითხულობდიი.მგონი დასაწყისჭი რო მომენტებია ნაგას ვუახლოვდებით ხო:დდდ გვეღირსააა.უხხ მოკლედდდ რააა.ემოციებში ვარრ.აუუ მე მინდოდა ელენე ორდულად რო ყოფილოყოო.ვაჩე რო მაგას გაიგებდა ან დემეტრე უჰ რათავი გამოვიდოდაა.გელოდებიი მეეე მარიამმ მოუთმენლადდდ!!!!მიყვარხარრრ❤❤❤❤❤

მეც მიყვარხარ ჩემო საყვარელო kissing_heart kissing_heart
მიხარია რომ შეძელი წაკითხვა მთავრია შენ იყო კარგად და ისტორია აქ იქნება ...ერთად წაიკითხავ და უფრო ბევრი გამოვა smile kissing_heart kissing_heart იმ დროს არ მაწყობდა ელიკოს ფეხმძIმობა კი ვიფიქრე ,მაგრამ დემეტრე დამენანა ამდენი ნერვიულობისთვის და დროებით შევიწყალე ჩემი ბიჭი

 



№19  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

დღეს დადებ?!

 



№20  offline მოდერი sameone crazy girl

ანი ანი
დღეს დადებ?!

ვერ დავდებ დღეს pensive

 



№21  offline აქტიური მკითხველი lalita

აი ისეთი იყო კომენტარი რომ ზედმეტია .უმაგრესი და უნიჭიერესი გოგო ხარ ბევრჯერ მითქვამს შენთვის, მაგრამ ამის გამეორებისგან არასოდეს დავიღლები. საოცარი ვინმე ხარ.

 



№22 სტუმარი Guest liku

rodis dadeb?

 



№23  offline მოდერი sameone crazy girl

lalita
აი ისეთი იყო კომენტარი რომ ზედმეტია .უმაგრესი და უნიჭიერესი გოგო ხარ ბევრჯერ მითქვამს შენთვის, მაგრამ ამის გამეორებისგან არასოდეს დავიღლები. საოცარი ვინმე ხარ.

მადლობაა heart_eyes heart_eyes

 



№24 სტუმარი Nino

Vaimee mokled isetiagari gogo xar yvela sityva rac minda shens shesamkoblad gamoviyeno mebanalureba samwuxarod.uzalianmagresi gogo xar shen.rac sheexeba chemi demetriusi dzalian sayvarelia da saocari bichi .echvi maqvs es aris is cnobili vitom moxuci gamomziebeli ...moutmenlad veli axal tavs...warmatebebi tkbilo gogo

 



№25  offline მოდერი sameone crazy girl

Nino
Vaimee mokled isetiagari gogo xar yvela sityva rac minda shens shesamkoblad gamoviyeno mebanalureba samwuxarod.uzalianmagresi gogo xar shen.rac sheexeba chemi demetriusi dzalian sayvarelia da saocari bichi .echvi maqvs es aris is cnobili vitom moxuci gamomziebeli ...moutmenlad veli axal tavs...warmatebebi tkbilo gogo

უღრმესი მადლობა საყვარელო heart_eyes heart_eyes

 



№26  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Saaayvarlebiii

 



№27 სტუმარი Guest ნინიკო

როდის დადებ?

 



№28  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

დადებ დღეეს?!

 



№29 სტუმარი Guest თაკო

ნუ შენს ფანტაზიას საზღვარი რომ არ აქვს ისედაც იცი :დდ მუზაც რომ უნიკალურია ესეც იცი :დდდ დაა ავტორი ხო საერთოდ :დ <3

ძაან კარგად წერ <3 მხოლოდ ერთი შენიშვნა მაქვს... ანუ კარგად გამოყავი ვინ რას ამბიბს ხოლმე რაა,თორეე რომ ვერ ვიგებ ცხრაჯერ ვკიტხულიბ :დდ


ხო დაა.... შენი გვარი მაინტერესებს ფართო საზოგადოებას უნდა გავაცნო შენი თავი :დდ <3

 



№30  offline წევრი Nessa

მალე დადებ ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent