შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკივილი გაძლიერებს 8თავი


12-08-2017, 01:12
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 1 016

ტკივილი გაძლიერებს 8თავი

ორ დღიანი დასვენევის შემდეგ სამსახურში სიარული აღვადგინე. დიდი არაფერი ხდებოდა ჩვეულებრივად ვღებულობდი პაციენტებს, ვაკეთებდი ოპერაციებს.
არაფერი საგანგაშო მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. დღეები ჩვეულებრივად გადიოდა, მას თვეებიც მოზდევდა. ივლისის შუა რიცხვები იყი, ადვოკატმა საბუთები რომ მომიტანა, კომპანიის ჩემი და დედაჩემის წილი, თეკლას გადავუფორმე რათ ლევანს არ გაეყიდა ჩემი წილი, თეკლა ჩემთვის ყველაზე სანდო ადამიანი იყო. ამ ხნის განმავლიბაში ვაჩეს არც შევხვედრილვარ, ბავშვებთან ჩვეულებრივიბრივი ურთიერთობა მქონდა. უნივერსიტეტიც დავასრულე, დიპლომიც ავიღიღე ეხლა უკვე დიპლომიანი ექიმი ვარ. თუმცა უფრო მეტი გამოცდილება მჭირდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე სწავლა უკრაინაში გამეგრძელებინა,   ქალაქ ეკატერინობურსკში გაავრძელებდი და ხარისხის ამაღლებას გერმანიაში ვაპირებდი.  საქართველოდან დედასთან ერთად წავედი. უკრაინაში ორი წელი ვსწავლობდი, შემდეგ გერმანიაში გადავედი. ვერ გეტყვითით რომ გერმანიაში ყოფნა გამიჭირდა, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა სად ვიცხოვრებ, მთავარი ყოველფვის შურისძიება იყო და ესეც არის. გერმანიაში ჩასვლიდან ერთ წელში, მუშაობა საუნივერსიტეტო კლინიკაში დავიწყე.

გერმანული კლინიკები
 საუნივერსიტეტო, კერძო და რაიონული სახით არსებობს.

საუნივერსიტეტო კლინიკები მხოლოდ საავადმყოფოები არაა. ეს სამეცნიერო ცენტრებია, სადაც ახალი ექიმები იზრდებიან. საუნივერსიტეტო კლინიკები იკვლევენ, იგონებენ და აახლებენ მედიცინის შესაძლებლობებს. სწორედ ამ დაწესებულებებშია ყველაზე მეტი საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერი  თავმოყრილი. აქ მკურნალობა უცხოელებისთვის ძვირია და საუნივერსიტეტო კლინიკებში მხოლოდ იშვიათად, რთულ პაციენტთა ქეისებით მიდიან.
 
აქ იმაზე მეტი გამოცდილება მივიღე ვიდრე მეგონა. ეხლა ნამდვილად შემეძლო თქმა რომ მე ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავი. გერმანიაში სახელი   კარგად გავითქვი, დღეს უკვე ყველამ იცის ვინ არის ეკატერინე ამილახვარი, და არა ლევან ამილახვარის შვილი ეკატერინე. აქ არ აინტერესებთ შენი წარსული, არ აინტერესებთ ვისი შთამომავალი ხარ. მთავარია ვინ ხარ შენ? და რისი გაკეთება შეგიძლია. მუშაობასთან ერთად ბიზნეს კურსებსაც გავდიოდი. ძალიან ბევრ მეილეილს ვღებულობდი საავადმყოფოდან, ზოგან მთავარი ექიმის ადგილს მთხოვაზობდენ, ზოგან განყოფილების გამგის ადგილს. ღუდუშაურის საავადმყოფოდანაც მომივიდა მეილი. როგორც თორნიკესგან გავიგე, ბატონი დემნამ დასვენება მოინდომა და სამსახურიდან წავიდა, განაცხადა ეხლა შვილიშვილებს მივხედავო. უი ხო დამავიწყდა თქვენთვის მეთქვა, თორნიკემ და სალომ იქორწინეს  გოგო და ბიჭი შეეძინათ. მე პატარა მიას  ნათლია უნდა ვიყვე, თორნიკეს ვთხოვე სახელს მე ავურჩევ თქო, რაზეც დიდი სიამოვნებით დამთანხმდა.

ექვსი წელი, ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ რაც საქართველო დავტოვე.  უკვე 30 წლის ქალი ვარ. ამდენი წლის შემდეგ პირველად დავდგი საქართველოს მიწაზე ფეხი, დედაჩემი გერმანიაში დარჩა.
როგორ მომნატრებია აქაურობა. ხარბად ვისუნთქავ ჰაერს და ჩემი მეგობრებისკენ მივდივარ. პირველი ჩემს ნათლულს ვეხველი, რომელიც საოცრად მგავს ხასიათიდ. ამდენი წლის მონატრებულ მეგობრებს მოვესიყვარულე და სახლის კენ წავედით. სახლის კარებს ვაღებ, სადაც ყველაფერი დალაგებული მხვდება, სალოს და თოკას ძაან მოუნდობებით. პირდაპირ სამზარეულოსკენ წავედი, წყლის დასალევად. მაცივრის კარებს ვაღებ წველებით და საჭმლიდ გაუვსიათ. მეცინება თოკას საქციელზე და უკან ვბრუნდები სადაც ყველა მოკალათებული დამხვდა.
- თოკ გეგონა ამდენი ხანი მშიერი ვკვდებოდი? თუ ომი იწყება.
- კარგი რა კატ,  სჯობს მოხვიდე და მოგვიყვე, რას აკეთებდი ამდენი ხანი გერმანიაში? მობეზრებით მეუბნება ის.
- რა უნდა გაეკეთებინა გერმანიაში, ალბათ ნაშებს აგდებდა. ჩემს მაგივრად პასუხს იკა სწემს და ხარხარებს.
- შენ როგორიც დაგტოვე ისეთივე ხარ, სულ არ შეცვლილხარ.
- ამას რა შეცვლის, კაცი ბერდება თუმცა ტვინი ისევ ბავშვის აქვს. ეხლა შაკო ამბობს და მის ნათქვამზე ყველას ეცინება.  მთელი ღამე მათთან ერთად გავატარე, პატარა მიას ჩემთან ერთად ეძინა, ის ისეთი საყვარელი და თბილი ბავშვია ბედნიერებით ვივსები მისი ყურებით. 
დღეს აგვისტოს 31  უკვე დროა ლევანმა პასუხი აგოს მისი დანაშაულისთვის.
ქუსლების კაკუნით მიემართება ეკატერინე ამილახვარი კომპანიაში, ხალხის მზერას აიგნორებს და პირდაპირ სხდომათა დარბაზში შედის, მის გვერდით მისი ადვოკატი ალექსანდრე შონია დგას, დაუკაკუნებლად აღებს დარბაზის კარს. ყველას მზერა მათკენ არის მიმართული, მთავარი ამილახვარი გაოგნებული უყურებს მის ქალიშვილს, ეკატერინე სულ აღარ არის ისეთი, როგორიც ოცდაოთხი წლის ასაკში. ის ისეთი თავდაჯერებული და ამაყია, მისი თბილი მზერა სადღაც გამქრალიყო, მის თვალებში მხოლოდ შურისძიება და ზიზღი იკითხებოდა, აღარ გავდა ეკატერინე იმ დაუცველ პატარა გოგონას, რომელსაც ყველა ჩაგრავდა.
- მოგესალმებით ყველას. ვესალმები იქ მყოფ საზოგადოებას და პირდაპირ, ლევანისკენ მივიწევ.
- შენ აქ რას აკეთებ? გაკვირვებული მიყურებს ამილახვარი.
- როგორ შეიძლება მე, ეკატერინე ამილახვარი რომელიც ამ კომპანიის მფლობელი ვარ, მითხრან რას ვაკეთებ აქ.
- რეებს ბოდავ, ხომ არ გავიწყდება ვინ ვარ? მის ღრიალს ყურადღებას არ ვაქცევ და ხმამაღლა ვიცინი.
- ხმას ნუ უწევ. როდესაც მე მელაპარაკები ხმას ნუ უწევ ლევან. ხმა არც ამიწევია ისევ ისე წყნარად ვეუბნები.
- რამდენს ბედავ.
-ალექს საბუთები. ვეუბნები მას ისიც უცებ მაწვდის, საჭირო საბუთს.
- აი ეს ნახე ლევან,  ამ საბუთების მიხედვით მე ამ კომპანიის 90% მფლობელი ვარ. არა მარტო 90%- ის არამედ ის 10%- ტიც მე მეკუთვნის შენ რომ გაყიდე. ეხლა კი დროა დატოვო პოსტი, უკვე მე ვარ აქაურობის ბატონ-პატრონი. 
- რეებს ბოდავ შე ლაცი.აკო.
ხელის დარტყმას აპირებდა, როდესაც ჰაერში დავუჭირე.
- არასოდეს გესმის, არასოდეს გაბედო ჩემთვის ხელის დარტყმა, თორემ გეფიცები ამ ყველაფერს არ დავჯერდები.
- ეს არ გააკეთო ეკატერინე.
მუდარა გარეული ხმით მეუბნება ის.
- შენით წახვალ თუ დაცვას დავუძახო.
- აქედან არსად წავალ.
- დაცვა, დაცვა. რამოდენიმე წუთშუ დაცვა ჩემს გვერდით დგას.
- წაიყვანეთ. გავეცი ბრძანება თუმცა ისინი არც კი იძვრიან.
- წაიყვანეთ მეთქი. ლევანს ხელს კიდებენ და ძალით გაჰყავთ გასასვლელისკენ.
- ერთი წუთით. კართან მისულ დაცვას ვაჩერებ.
-ლევან შენ ეხლა სამსახურის გარეშე ხარ, თუ გინდა დასუფთავებაში ნაცნობები მყავს, და სადმე მეეზოვედ "გაგიჩითავ" სამსახურს. მთელი ირონიით ვეუბნები მე.
- ამას არ შეგარჩერ ეკატერინე, გესმის არ შეგარჩენ გაგანადგურებ.
მისი ხმა შორიდან ჩამესმოდა, თუმცა ყურადღებას არ ვაქცევ.
- აბა აქ რისთვის შევიკრიბეთ? გაშეშებულ ხალხს ვეუბნები, რომლებიც გაოგნებულები მიყურებენ.
- იმედია გაცნობა არ დამჭირდება, მე აქაურობის პატრონი ვარ, დღეიდან ყველაფერს მე შემითანხმებთ. ხო მართლა დღეიდან ახალი უფროსი გეყოლებათ, მის ვინაობას სულ მალე გაიგებთ. იქაურობას ვეცლები და ლევანის ყოფილ კაბინეტში შევდივარ.
- ეკატერინე აქ რას აკეთებთ? მეკითხება მამაჩემის მდივანი, არასოდეს მომწონდა ეს გოგო ყოველთვის ცდილობდა ჩემს ნერვების მოშლას. ბოლოს როგორც გავიგე მამაჩემის საყვარელი იყო.
- არავითარი ეკატერინე, მე ქალბატონი ეკატერინე ვარ გესმის. ჰო კიდევ რაც შეეხება ჩემს აქ ყოფნას, აქ შენს გასანთავისუფლებლად მოვედი ლელაჩკა. მთელი სიძულვილით ვეუბნები რაზეც ის მწარდევა.
- როგორ ბედავ ჩემთან ესე საუბარს, ყველაფერს მოვუყვები ბატონ ლევანს.
გაკაპასებული ყვირის ქალბატინი ლელა.
- წესიერად მელაპარაკე გოგო, შენც შენი საყვარლის გზას გაუდგები გესმის, სწორედ ისე გაგაგდებ როგორც ის გავაგდე. ამის მერე თვალით აღარ დამენახო. კაბინეტის კარს მთელი ძალიათ აჯახუნებს და გადის.
- ესე თუ მოგწონს ეს კარები გაგატნევ ლელაჩკა. მისი ხმა აღარ მესმის რადგან იქ უკვე აღარ იყო.
ეხლა მხოლოდ სანდო პირი მჭირდება ვინც კომპანიის მართვაში დამეხმარება.  ფიქრებიდან ტელეფონის ხმას გამოვყავარ თემო მირეკავდა, მეც სასწრაფოდ ვპასუხობ.
- ხვალოსთვის ყველაფერი მზად არის კატო.
- ძალიან კარგი, ყველაფერმა შეცდომის გარეშე უნდა ჩაიაროს თემო. ერთი დაუდევარი ნაბიჯი და.
- ვიცი, ვიცი არ არის საჭირო ახსნა.
- გასაგებია, ჩემს ზარს დაელოდე.
ტელეფონს ვთიშავ და სავარძელში ვჯდები. სულ მალე შევხვდებით ჟღენტო, არ მოვისვენებ სანამ არ გაგანადგურებ. ნეტა თუ წარმოიდგენ რა გელის ხვალ, ყველაფერი ზუსტად ისე მოხდება როგორც მე მინდა. სავარძლის საზურგეს მივეყრდენი და ვისკის ბოლო ყლუპი ყელში გადავუშვი.

მეორე დღეს დილოთ ადრე გამეღვიძა, მოუსვენრად დავდიოდი ოთახში წინ და უკან, თემოს ზარს ველოდი მანაც არ დააყოვნა.
- გისმენ თემო.
- კატო ჟღენტის გოგო ჩვენთან არის, ყველაფერი რიგზეა არ ინერვიულო. თემოს ზარმა ისე გამახარა სიხარულისგან ვხტუნავდი.
- ძალიან კარგი, ხომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
- კი, კი ყველაფერი კარგად არის. ეხლა შენი ჯერია.
- კარგი, მამამის მე დავურეკავ.
თემოს გავუთიშე და ტელეფონზე გიგას ნომერი ავკრიბე. უკვე მესამედ რომ დავრეკე მხოლოდ შემდეგ მიპასუხა.
- გისმენთ.
- იმედია მოგენატრე საყვარელო. მთელ ირონიას ვაქსოვ ამ სამ სიტყვაში.
- შეენ?
- ხო მე ვარ, კარგია რომ მიცანი.
- რაო მოგენატრე პატარავ? მისი ამაზრზენი ხმის გაგებისას გულის რევის შეგრძნებას ვგრძნობ.
- კი ძალიან, ისე მომენატრე რომ შენი საყვარელი ქალიშვილი მე წავიყვანე.
- რა სისულელეს ამბობ ჩემი შვილი უნივერსიტეტშია.
- არა საყვარელო შენი შვილი ჩემთან არის.
- ჩემს შვილს რამე რომ დაუშაო მოგკლავ.
- შენ უკვე მომკალი, სწორედ შვიდი წლის წინ მომკალი. ჩემი მოკვლა უკვე შეუძლებელია.
- ეკატერინე ჩემს შვილს ხელი არ დააკარო გთხოვ, ყველაფერს მოგცემ რაც გინდა ოღონდ მას არაფერი დაუშაო. მესმოს მისი მუდარა ნარევი ხმა, დარწმუნებული ვარ ეხლა კანკალებს.
- ვიცი ,ვიცი რომ ყველაფერს მომცემ მხოლოდ მას შემდეგ რაც, ისიც იმავეს გამოივლის რაც მე გავიარე.
- გთხოვ ეკატერინე ოღონდ ეგ არ გააკეთო, ოღონდ მას არაფერი დაუშაო და ყველაფერს მოგცემ. ტელეფონს ვთიშავ და მთელ ხმაზე ვიცინი, სწორედ იმას გააკეთებ რასაც მე გეტყვი ჩემთვის ვამბობ და სახლს ვტოვებ.
ამჯერად ტაქსით აღარ ვმოძრაობ, ჩემს მანქანაში ვჯდები და იმ ადგილისკენ მივდივარ სადაც ეკატერინე ყავთ. ორ საათიანი მგზავრობის შემდეგ მანქანას სახლთან ვაჩერებ და გადმოვდივარ, სახლის კარს თემო მიღებს. მონატრებულ მეგობარს ვეხვევი და სახლში შევდივარ.
- სად არის?
-ოთახში ძინავს.
- ოთახი სად არის?
- მეორე სართულზე მარჯვნივ პირველი კარი. თემოს ვემშვიდობები და მეორე სართულისკენ მივდივარ. ოთახის კარს ვაღებ და ვხედავ ლოგინზე მწოლიერ ეკატერინეს. ჩემს შესვლას გრძნობს და თვალებს ახელს.
- ვინ ხარ? მეკითხება შეშინებული.
- მეგობარი.
- მეგობარი? რაღაც არ მახსენდება რომ შენ ჩემი მეგობარი იყვე.
- მეგობარი ვარ დამიჯერე.
- რა გინდა ჩემგან? მეკითხება ინტერესით.
- შენგან არაფერი.
- ჩემგან თუ არაფერი გინდა აქ რატომ ვარ?
- შენგან არა მაგრამ, მამაშენისგან ნამდვილად მინდა რაღაც.
- რა გინდა მამაჩემთან?
- ძალიან ბევრ კითხვას სვამ.
- შენ მომიტაცე და უფლებაც არ მაქვს გავიგო რატომ?
- სჯობდა მამაშენს ეთქვა.
- რა დაგიშავა მამაჩემმა?
- იმაზე მეტი ვიდრე წარმოიდგენ.
- და მაინც?
- სჯობს შენი თვალით ნახო. ვეუბნები მე და ლეპტოპს ვრთავ, ლეპტოპში იმ ვიდეოს ვრთავ რომელიც ჟღენტმა გამომიგზავნა.
- შეუძლებელია, ეს შეუძლებელია. მამაჩემი ამას არ იზამდა. ტირილით მეუბნება ის.
- შენი ხნის ვიყავი როცა მამაშენმა გამიტაცა, მეც ისევე მწყუროდა სიცოცხლე როგორც შენ. თუმცა მამაშენმა იმ დღეს მომკლა, გული ამომაცალა, ცხოვრება დამინდრია გამანადგურა გესმის. მამაშენის წყალობით გავხდი ისეთი როგორიც დღეს ვარ. შენ არაფერი დაგიშავებია თუმცა, მშოების დანაშაულზე შვილები აგებენ პასუხს ეკატერინე.
- ეს შეუძლებელია, მამაჩემი არა მამაჩემი ამას არ იზამდა. მაინც თავისას გაიძახოდა.
- მამაშენმა ჩემი ძმა მოკლა ეკატერინე, ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი, მამაშენმა მომიკლა ისე რომ ხელიც არ აკანკალებია. არ მემეტები იმ ყველაფრისთვის რაც უნდა გაიარო, თუმცა მე არაფრის შეცვლა შემიძლია. დავიფიცე რომ მეც ისევე მოვუღებდი ბოლოს როგორც მან მომიღო.
- მე, მე ეს არ ვიცოდი. გეფიცები ამაში ჩემი ხელი არ ურევია. მე გიხდი ბოდიშს მის მაგივრად. ჩემს ფეხებთან იჩოქება და ბოდიშს მიხდის.
- ბოდიში დაგვიანებულია ეკატერინე. ოთახიდან გამოვდივარ და კარს ვკეტავ, თვალებიდან წამოსულ ცრემლს ვოშორებ და ქვედა სართულზე ჩავდივარ, სადაც თემო მხვდება. თუმცა თემოს ყურადღებას არ ვაქცევ და სახლიდან გავდივარ. შენ ამას არ იმსახურებდი ეკატერინე, ჩემს თავს ვეუბნები და მანქანაში ვჯდები.

ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობთ<3
მაინტერესებს თქვენი აზრი, სწორად იქცევა თუ არა ეკატერინე. ველოდები თქვენა კომენტარებს.
ხვალ დადებას ვერ მოვახერხებ ამიტომ ბოდიში <3скачать dle 11.3




№1 სტუმარი Guest ნინაკა

ძალიან კარგა,მაგრამ მამის შეცდოებზე შვილმა არ უნდა აგოს ასუხი ჩემი აზრი ასეთია

 



№2 სტუმარი Nini

Kargia dzann vache sad gaqre da rac sheexeba ekaterines saqciles im1 gogos araferi undadaushavos magram jglnets unda2 egonos rom daushava ese ufro gamwardeba da jglentis gogoc unda sheekras ekaterines radgan is gogo codoa da ravi jobia rom sxvanairad gaamwaros is kaci

 



№3  offline წევრი gogona migraciidan

Nini
Kargia dzann vache sad gaqre da rac sheexeba ekaterines saqciles im1 gogos araferi undadaushavos magram jglnets unda2 egonos rom daushava ese ufro gamwardeba da jglentis gogoc unda sheekras ekaterines radgan is gogo codoa da ravi jobia rom sxvanairad gaamwaros is kaci

ხვალ აცალ თავს დავდებ და ყველაფერს მიხვდებით კატო არც ისე ცივსისხლიანია უდანაშაულო ადამიანი რომ დასაჯოს. მადლობა რომ კითხულობ ჩემო კარგო❤

Guest ნინაკა
ძალიან კარგა,მაგრამ მამის შეცდოებზე შვილმა არ უნდა აგოს ასუხი ჩემი აზრი ასეთია

ნინაკა ჩემო საყვარელო ეგ უბრალოდ სიტყვის მასალა იყო, გპირდები ეკატერინე იგივეს არ გაივლის რაც კატომ გაიარა

 



№4 სტუმარი ))

Kargia "didostatixar' <3

 



№5  offline წევრი gogona migraciidan

))
Kargia "didostatixar' <3

მადლობა❤

 



№6 სტუმარი მოცინარი

ოჰო-ჰო!!! ეს იყო რაც იყო. მაგრამ ნინა (გოგონა მიგრაციიდან-ით ვერ მოგმართავ, გული მტკივა), კატო ხომ ასეთი არ არის, უდანაშაულოს როგორ გაწირავს?! მან ხომ იცის ეს როგორიცაა, როგორც უკვე თქვეს სისხლს სისხლი არასდროს მობანს!

 



№7  offline წევრი gogona migraciidan

მოცინარი
ოჰო-ჰო!!! ეს იყო რაც იყო. მაგრამ ნინა (გოგონა მიგრაციიდან-ით ვერ მოგმართავ, გული მტკივა), კატო ხომ ასეთი არ არის, უდანაშაულოს როგორ გაწირავს?! მან ხომ იცის ეს როგორიცაა, როგორც უკვე თქვეს სისხლს სისხლი არასდროს მობანს!

უკვე დავდე ახალი თავი შეგიძლია ნახო რა ხდება შემდეგში. დიდი მადლობა შენ რო კითხულობ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent