შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სიყვარულის ისტორია (ნაწილი 1)


12-08-2017, 12:09
ავტორი tasusuna
ნანახია 690

ჩემი სიყვარულის ისტორია (ნაწილი 1)

როგორ დაიწყო?
ძალიან ჩვეულებრივად.
ჩვეულებრივად სხვისთვის,ერთი შეხედვით..
თორე ჩემთვის ზებუნებრივ ძალებთან იყო ეს შეხვედრა დაკავშირებული..
19 სექტემბერი იყო.
დილის ათი სააათი.
რიგით მეორე კურსის,ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტენტი ვიყავი.
ჰოო,ანდაც,მანამდდე!..
*****
კარგი ბავშვბა მქონდა.
კარგზე კარგი,დედას გეფიცებით.
ახლა რომ არის ისე კიარა?–ბავშვებს ტელეფონებს რომ ვერ მოაშორებ.
არა.
პირიქით.
დღედაღამ უბნის ბავშვებთან ერთად ვიიყავი ეზოში.
მთელი დღე არ შევჭამდით,არ დავლევდით ოღონდ გვეთამაშა.
რას არ ვიგონებდით.
გაფუჭებული ტელეფონიო.
იქ წრეში ბურთიო.
აქ რიკტაფელაო.
დახუჭობანაო.
–ტაშტი გატყდა,ხმა გავარდა,მეზობელთან გადავარდა,ბიჭი მორბის ფეხშიშველი,ვინ დაიჭერს,ვინ უშველის...
მთვლელი მე ვიყავი სულ.
ათასი გათვლა ვიცოდი.
ამის გარდა კიდევ 999.
–ლენინის თავზე,ტლიპინა თავზე,ტილი მიხოხავს ექსკურსიაზე,ჩამოდი ტილო შე ვირიშვილო,სასამართლოზე უნდა გიჩივლო,გაბრაზდა ტილი,ჩააას კბილი.
გარდაიცვალა ძია ლ ე ნ ი ნ ი–ჯერ ამ გათვლაზე,ყოველჯერზე,სიცილს მოვილევდით და მერე თავქუდმოგლეჯილი გავრბდით ზოგი სად,ზოგი სად.
–ვიხილები და მოვდივაარ–თვალებზე ხელაფარებული ვყვიროდი–ვინც არარის დამალული,ჩემი ბრალი არარის,ვინც ჩემს უკან არის დასტუკული არის.
და ასე დაუსრულებდად.
ეს რას მოვაყოლე?
ჰ,კარგი ბავშვობა მქონდა.
თავის ქებაშიც ნუ ჩამომართმევთ,მაგრამ მართლაც კარგი ბავშვი ვიყავი.
სკოლაში სულ კარგად ვსწავლობდი.
ინგლისური და რუსული მიყვარდა სულ,ქართულის მერე.
სწორედ ამან იქონია გავლენა მერე,ჩემს მომავალ პროფესიაზე.
მეოთხე კლასში ვიყავი,გეოგრაფიის მასწავლებელმა „ტასიკო“ რომ დამიძახა და ამის შემდეგ,ჩემი სრული სახელით კაციშვილს არ მოუმართავს.
სიაშიც კი ტასოთი მიკითხავდნენ.
ყველას ვუყვარდი.
მეთვითონ ვიყავი ასეთი,ყველა მიყვარდა.
სხვისთვის რომ გეკითხათ,არარსებობს დედამიწის ზურგზე ადამიანი,რომელიც ტასოს სძულსო.
მეათე კლასში რომ ჩავამთავრე,ექსტერნის გამოცდები ჩავაბარე (ისე კიარა,ასაკმა შემიწყო ხელი,ქალი რუსეთში დაბადებულ–გაზრდილი ვარ და..რვა წლამდე არ შემიყვანეს სკოლაში,იქ იცოდნენ ასე,რუსეთში..)
სექტემბრიდან უკვე მეთორმეტე კლასში ამოვყავი თავი.
მერე კი ვიწყევლილი თავბედს,ვაი ტასიკო,დატეულიყავი ადგილზე,რაგეექსტერნებოდათქო,მაგრამ,ახლა რომ ვფიქრობ,ექსტერნი რმ არ ჩამებარებინა,ინგლისურზე რომ არ მოვმხდარიყავი,ანა რომ არ გამეცნო,ვერც ჩემს ბიჭს გავიცნობდი.
ამაზე ცოტა მოგვიანებით.
მანამდე მთელი პირველი კურსია.
მოკლედ,ჩემი მომზადება,რეპეტიტორები,ჩაბარება ცალკე ისტორიაა.
ჯერ მარტო ქართულზე 9 ბიჭთან ერთად ვიჯექი ერთი საწყალი გოგო და სად წავსულიყავი,სად გავპარულიყავი,სად გადავმხტარიყავი არვიცოდი..
გაკვეთილი ისე არ ჩაივლიდა,ერთი სპაზმური შემოტევა რომ არ მქონოდა (ჰო,რა გაცინებს,მიდი აბა წარმოიდგინე ჩემს ადგილას თავი..ცხრა ბიჭში რომ წითელი კვერცხივით ზიხარ,წელში ვერ იშლები,ხმას ვერ იღებ,თავს ვერ წევ და ათასი უბედურება კიდევ....
მთლად რომ მცოდნოდა ვეფხისტყაოსანი,სხაპასხუპით,მაინც შემეშლებოდა და მერე შერცხვენილი ისეთ სისულეელეებს ვამბობდი..მაგრამ მასეც არაა,ქართულში 71 ქულა ავიღე)
ზღვაზე ვიყავი,რომ გავიგე,სად ჩავაბარე.
არა,ინგლისურის ქულით უკვე ვიცოდი,რომ სასურველ ფაკულტეტზე ვიყავი (89 ავიღე,ჩემი მასწავლებლისთვის რომ გეკითხათ,მეტიც შემეძლო,მაგრამ მერე ვინ გამოვიდოდა გამოცდის დაწყებიდან ზუსტად 32 წუთში??მაგრამ,ქეთის ამბავი რომ ვიცოდი,ცოცხალს არ დამტოვებდა,მოვისაზრე მაგდენი და გამოცდა რომ დასრულდა,მერე დავურეკე ახლა გამოვედითქო,მაგრამ მოტყუვდა კი?? ისეთი დღე მაყარა.....)
შუა პლაჟზე,ბოლო ხმაზე ვკიოდი,ჩავაბარე ჩავაბარეთქო..
მართლა ძალიან გამიხარდა.
ის დღე მახსოვს,ბოლო კაპიკამდე დავხარჯე ფული.
კაი მილიონერივით დავპატიჟე ყველა,ვისაც ვიცნობდი და არ ვიცნობდი და დიდი ზარზეიმით ავღნიშნეთ ჩემი ჩაბარება.
მართალია,მეორე დღეს ყელგამოღადრული ვეხვეწებოდი დედაჩემს,გამომიგზავნე სახარჯო ფული,მშიათქო,მაგრამ,მაინც კარგად მახსოვს.
ჰოდა,მოვემზადე, შენ ჩემო ბატონო, უნივერსიტეტისთვის.
შავი ერთადერთი ფერი იყო,რომელსაც მუდმივად ვატარებდი,ამიტომ,სტაჟიანი მგლოვიარესავით გამოვეწყვე და ამდენ ჭრელა–ჭრულა საზოგადოებაში გავერიე ერთი ნაღდი,“კარენოი“ქუთაისელი.
___
პირველი კურსი დიდი არაფერი.
სწავლაში,ლექციებსა და სემინარებში გავატარე მთელი სემესტრები.
მთლად ისეც არ იყო,24 საატი არ ვუჯექი ლექციებს,მაგრამ მაინც უმაღლეს შეფასებაზე დავხურე პირველი კურსი.
ზაფხული ისევ ჩვეულებრივი მქონდა.
ამჯერად,ცოტა მოვუჭირე საფულეს ხელი (მითუმეტეს ჩემმი ნამუშევარი ფული იყო,მთელი წელი ბავშვებს ვამზადებდი ინგლისურში).
ზღვიდან რომ ჩამოვედი.
დედაჩემმა სუფთა იმერულად ჩამოიხოკა ლოყები,ეს რას დამგვანებიხარო (+10 კილო ზუსტად ერთ თვეში).
სარკეში რომ ჩავიხედე,არც მე მომეწონა დიდად ჩემი თავი.
ამიტომ ავდექი,გადავქექე ყველაფერი და დავიწყე დუკანის დიეტა,რომლის წყალობითაც,19 სექტემბერს,მთელი მოკლებული 18 კილოთი,წითელი თმით (ბუნებრივად ოქროსფერი მაქ,ღია ბრინჯაოსფერი,თმა რომ შევიღებე,მამაჩემი იყო ერთადერთი კაცი დედამიწაზე,ვინც მითხრა გიხდებაო,თორემ ყველა იმას მეუბნებოდა,შენს თმებს კაცი გააფუჭებდაო??) წარვუდექი საზოგადებას.
ცოტა ისეთი გოგო ვიყავი რა.
ისეთი კიარა,თავშიავარდნილიდა რამე ასეთი.
არა,მაგრამ აი ჩემებური,ცოტა მეტიჩრული ქუთაისური თვისებები მქონდა რა?
ჩემი თავის ფასი ვიცოდი.
მითუმეტეს,18 კილო რო მოვიკელი,თვითშეფასებით ლამის ცას ვურტყამდი თავს.
თან როგორც იქნდა ის მეცვა,რაც მომწონდა.
თან ისე,რგორც მინდოდა და დიდი ენთუზიაზმით გავეშურე უნივერსიტეტისკენ.
ყველა მესალმებოდა და ყველას ვესალმებოდი.
ერთ წელიწადში ლამის ყველა ფაკუსტეტს და ყველა კურსს ვიცნობდი.
ხომ ხვდებით?
ქუთაისი პატარაა.
ვიღაცა შენი დაქალის დაქალია.
ვიღაცა შენი უბნელია.
ვიღაცა ვიღაცის ვიღაცაა და ასე შემდეგ.
თან იმ წელს ჩემმა კლასმაც ჩაააბარა,და მთელი უნივერსიტეტის გიდობა,მე შევითვისე,რგორც ყველაზე გამოცდილმა.
ცოტა თემას გადავუხვევ,სანამ ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდება,მანამ ორიოდ სიტყვა ჩემს მეგობრებზე.
_____
ცოტა რაღაცნაირი კლასი ვიყავით.
რაღაცნაირი რა,კარგი კლასი ვიყავით.
(აქვე დავამატებ,რომ წლის ბოლოს მარტო ჩემი კლასიდან 8 ოქროს მედალი გავიდა,ამით დღესაც ყველა ამაყობს ჩვენს სკოლაში).
კარგადაც ვსწავლობდით და კარგადაც ვაჯავრებდით მასწავლებლებს.
რუსულის გაკვეთილი ისე არ ჩაივლიდა,ატირებული ჩვენი მარინა რევაზავნა კლასიდან რომ არ გავარდნილიყო მუქარით:
„მე თქვნ გასწავლით ჭკუას,აგერ ნახავთ,მომავალ წელს ვინ გეყოლებათ დამრიგებელი“
კი იმუქრებოდა,მაგრამ,ვის სჯერდა მაგის მუქარის.
ბოლომდე ჩვენთან იყო.
ბოლომდე იტანდა მასწავლებლების საყვედურებს,ამ ბავშვებს ვერაფრით ვარჯულებთო.
ბანკეტზე იმდენი იტირა,ცრემლი ვერ შევუშვრეთ ქალს.
ჰომ,სად გავჩერდი??
სულ ერთად ვიყავით,ჩვენ,ჩემი ბავშვები.
მე,სანდრო,ლეო,გიო,გუგა,ჯემო,მარი და მაგდა.
სულ ერთად ვიყავით.
ბოლო წლებში განსაკუტრეიბთ,და ახლა,მითუმეტეს.
აი ისეთები ვიყავით,ყყველას რომ ჩვენთან უნდოდა,ყველას რომ ვუყვარდით.
კარგები ვიყავით და მაგიტომ.
კარგი მეგობრები.
კარგი ძმაკაცები.
რააა?? ბიჭებისთვის რომ გეკითხათ გოგოები რა არია თქვენთვისო,იმას კიარ იტყოდნენ,დაქალები ან მეგობრებიო.
არ დაფიქრდებოდბენ–ძმაკაცებიო,ეტყიდნენ.
მართლა ვძმაკაცობდით.
ერთ ჩიხში და ერთ ქუჩაში ვცხოვრობდით ლამის ყველა.
სანდრო არის რა,აი ისეთი,დალევა რომ უნდა სულ.
მეც აი ისეთი ვარ,სულ რომ დასალევი მაქ..
სანდროს რომ დალევა მოუნდებოდა და მეც დასალევი მქონდა,შევიკრიბებოდით ყველა,არ აქვს აზრი,რომელი სააათი იქნებოდა და ავდიოდით მარისთან და ლევანისთან (და–ძმა არიან,)
სვამდით,ვმღეროდით,ვუკრავდით,ათას რამეს ვაკეთებდით გათენებამდე და მერე თ ვინმეს სიარულის თავი ჰქონდა მიდიოდია,ვისაც არა,მარისთან ვრჩებოდით ყველა.
თან ისეთი სახლი ჰქონდა,რაღაცნაირი იდუმალი.
უშველებელი.
დდი.
სასახლესავით.
ყველაფერი ძველ სტილში და ხეში.
უძვირფასესი ნახატებითა და ავეჯით.
სულ მიყვარდა იქ ასვლა,სულ,შემოქმედებითად ვსაზრდოობდი მარისთან.
იქ რომ ავდიოდი,სულ რაღაცას ვწერდი ხოლმე.
მარი გვერდით მეჯდა,ხმას არ იღებდა.
მარის ყოველთვის უსიტყვდ ესმოდა ჩემი.
ყოველთვის.
კვირა არ გავიდდა,მარისთან,ზალაში,დიდი შავი როიალის წინ,არ ვმჯდარიყავით მე და ის,და საათობით არ გველაპარაკა ყველაფერზე.
კარგზე და ცუდზე.
სიკეთეზე და ბოროტებაზე.
ყველაფერს ვედებოდით.
ჩემი სულის
გულის.
ჩემი არსების ნაწილია მარი.
ყველა ერთნაირად მიყვარდა.
განურჩევლად.
ბიჭების თავი სულ ყველაფერს მერჩივნა.
მათ რო რამე უჭირდა მთელი დღეები ჩაწითლებული თვალებით დავდიოდი.
სანდრო კიდევ აი ისეთი იყო,სულ მაჯავრებდა.
დილას შვიდ საათზე მაგდებდა ფეხზე და მავარჯიშებდა.
სულ მაბუზღუნებდა,მატირებდა,ივარჯიშე თორე ვიჩხუბებთო.
თვე არ გავიდოდა რომ არ გვეჩხუბა და არ გავბუტულიყავით.
მერე ყველა ერთად დაგვცინოდა.
ისე მაწვალებდა,სულს მიმწარბდა და ვგიჟდებოდი,რამდენჯერ მითქვამს,თუ გძულვარ,რაღას მირიგდებითქო.
მაგრამ მერე ვნანობდი,რა სიძულვილი,ყველამ იცოდა,სანდროს სიგიჟემდე რომ ვუყვარდი.
მეერედა როოგორი იყო??
არარსებობდა რამე მეყიდა და არ წაერთმია ჩემთვის.
მახსოვს,შავი ჯინსის მოსაცმელი ვიყიდე,რეტრო სტილის,ისეთი,ცოტა ბიჭური,ცოტა რა,ბიჭის იყო მაგრამ ისე მომეწნა,მაინც ვიყიდე.
სახში ავდიოდი,სანდროს სახლი უნდა გამევლო.
ბიჭები იქ იყვნენ,ხმა გავიგონე და შევედი.
უკვე მეცვა ის ჯინსი.
რო დამინახა,ვა რა საკაიფო რამეოა გამხადა და ჩაიცვა.
მის მერე მესამე წელია ვერც გავხადე..
მერე კაშნე წამართვა,ამ მოსაცმელს უხდებაო და დამტოვა შუა დეკემბერში უკაშნოდ და უმოსაცმლოდ.
ლევანიზე ხომ ვერაფერს ვერ ვიტყვი.
ლეოს უნდა იცნობდე.
ლეო ისეთია,ტველა რომ უნდა იცნობდეს და ყველას რომ უნდა ეამაყებოდეს.
მეც ვამაყობდი,ლეო რმ ჩემი იყო.
იმიტომ რომ საამაყო იყო.
ყველას ჯობდა ყველაფრით და მაგიტომ.
სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს,არც ვიცი მოკლედ როგორ ვილაპარაკო მათზე.
ყველას და ყველაფერს,ამქვეყნურ ყველა სიმდიდრეს თუ ნტარებას მირჩევნია ისენი.
ისეთები არიან,სხვანაირად რომც არშეიძლება.
ჰო,დავბრუნდეთ სადაც გავჩერდი..
____
ერთი სააათი მოვუნდი მათ დანაწილებას აუდიტორიაში და რგორც იქნა ჩემი თავისთვისაც მოვიცალე.
წერეთლის გადატენილ ეზოში ვიყავი ჩემს რამოდენიმე კურსელთან,ის რომ დავინახე.
ისეთი სიერული ჰქონდა,ბრმა უნდა იყო,რომ არ გამოგერჩია ყველასგან.
ისეთი,მიხვრა–მოხვრა,ისეთი ნაბიჯებბი,საერთოდ ისეთი იყო,ეს ამხელა,ლამის ორმეტრიანი ქალი ადგილზე გამაქვავა.
მერე შევამჩნიე,გვერდით ჩემი კურსელი,ანა,რომ მოყვებოდა.
ისე გამიხარდააა,მაგრამ ხომ არ შევიმჩნევდი.
ავიკარი სახეზე ღიმილი,სათვალე (რომელიც ყოველთვის,ყველგან,ყველასთან მოუხსნელად მეკეთა)შევისწორე და მოსულს(იგლისხმება ანა)მივესალმე.
ცოტა ისეთი ეჭირა,თითქოს არც მიყურებდა,მაგრამ ვინ რას მასწავლიდა,მილიმეტრებში ვგრძნობდი მის მზერას.
გავკადნიერდები,და ვიტყვი,ადვილად შესამჩნევი გოგო ვარ.
მაშინ სუსტიც მეთქმოდა,მაღალი და წითელი თმით.
ყოველთვის ვგრძნობდი ვინმე თუ მითვალთვალებდა,მითუმეტეს ახლა,როცა მოთვალთვალეთი დაინტერესეული ვიყავი.
იმდღეს,იმდენი ქნა,რომ კაფეში ვისხედით დღის ბოლოს მე ანა და ის,ვაჟბატონი,მთელი მისი სიდიადით.
არა,გამოვტყდები და,თავიდანვე მივაქციე ყურადღება.
ზრდილობიანი,თავშეკავებული,სერიოზული ვინმე იყო.
აი ისეთი,ირგვლივ რომ ყველა გგოს ყურადღება მისდაუნებურად მიიქცია.
იმდღეს მივხვდი,მარტო მე არ ვიყავი მისით მოხიბლული.
და სიმართლე გითხრათ,ვიეჭვიანე კიდეც.
ძალიან ეგოისტი ვარ.
აი იმდონეზე,რომ სიგიჟემდე მივყავარ ამას,და ძალიან არ მესიამოვნა,როცა აშკარად ვამჩნევდი მისდამი მმზირალ გოგოების თვალებს.
მაგრამ განა რამეს ვიმჩნევდი??
ჰ,დამალვაში და აფერსიტობაში ბადალი არ მყავდა არასდროს.
ის დღე ისე ჩავატარრე,ყურადღების ღირსიც არ „ჩავაგდე“,ასეთი სტრატეგია მქონდა (აქ გაიცინეთ,მეც მეცინება ჩემ თავზე,ცხვრებაში გოგოს შეყვარებული არასდროს მყოლია და ახლა,ერთიანად გადავერთე სრულიად უცნობ ადამიანზე,რომელზეც მარტო ის ვიცოდი,რომ სამედიცინოზე სწავლობდა)
იმდენი ვილაპარაკე ჩემი ზაფხულის მოგონებებზე,ათასგვარი ისტორია მოვყევი,თან მალულად ვიხედებოდი მისკენ,ყავას თავჩაღუნული სვამდა და ოდნავ შესამჩნევად იღიმოდა,მერე მითხრა,თავიდანვე გავშიფრე ეგ შენი სტრატეგიაო...
მერე ისეთი რაღაც მოვყევი,ხმამაღლა გაეცინა და აი,მანდ მორჩა ყველაფერი.
ლამის პირდაღებული ვუყურებდი მის სიცილს..
თან იიცით როოგრი იყო?
ისე მინდა ზუსტად რომ გითხრათ ყველაფერი??
სერიზული იყო,სერიოზულზე სერიოზული,პარლამენტს ეწეოდა,თან ისე კიარა,მერომ ვერ ვიტანდი..
ბიჭები რომ სობრანიეს იყიდიან და ლამის სახეში გირტყამენ სიგარეტის კოლოფს,რომ დაგანახონ,ძვირიანს ეწევიან.
არა,პირიქით.
დახვეწილად იღებდა სიგარეტის კოლოფიდან ერთ ღერს და წამსვე აბრუნებდა უკან ჯიბეში.
ეს რომ შევამჩნიე,ისე გამიხარდაა...
მეწყინებოდა,სხვებისნაირი რომ ყოფილიყო..
სხვებისნაირი არც იყო.
ყველასგან გამორჩეული იყო.
იდუმალი,საინტერესო და რაღაცნაირი.
ის დღე ჩავამთავრეთ,მოკლე ფრაზებით შემოიფარგლებოდა ხოლმე,მაგრამ გამუდმებით მაკვირდებოდა.
მეორე დღეს უნივერსიტეტში არ წავედი.
საღამოს უკვე შეტყობინება დამხვდა ფეისბუკზე.
–„ცოლად თუარ მოგიყვანე,თავს არასდროს ვაპატიებ.
ორი დღეა მხოლოდ შენზე ვფიქრობ..
ეს ყველას არ შეუძლია.“–ო და გულმა დამარტყა.

____________________
მოგესალმებით..
დროებით,აქ შევჩერდეთ,გულმა რომ დამარტყა და ელდამ რომ დამიარა "კოჭებამდის".
სათაურიდანაც ცხადია,ისტორია ჩემია.
საკუთარია.
მე გადამხდა და მე ვარ ყველაფრის თავიდათავი.
არვიცი,ჯერ ხომ ხელების კანკალით,გულის ფრიალებით დავიწყე წერა..
ახლა რომ ვფიქრობ,რომ უნდა გავაგრძელო,სულ მთლად პარალიზებული ვხვდები.
ზოგაადად,ადვილია,სხვისი,მოგონი.ილ პერსონაჟის ემოციების აღწერა,აი საკუთარის კი რთულზე რთულია..
თან ყველაფერს გადაუსხვაფერებლად,შეულამაზებლად,სლენგებით,ჟარგონებითა და იმერული კილოკავით ვწერ და ეს კიდევ უფრო მირთულებს საქმეს..
მოკლედ,სულ ცოტა ბიძგი მჭირდება,რომ სუნთქვა დავირეგულირო და განვაგრძო.
ბიძგი კიდევ თქვენი შეფასებებია..
მე გელით.
პ.ს... თუ ვინმემ მიცანით,თუ ვინმემ გამომაააშკარავეთ (მითუმეტეს,არც სახელებს ვცვლი)–არ მითხრათ,შემრცხვება.....
თქვენი:ანასტასიაскачать dle 11.3

 





№1 √ სტუმარი ™ Imna

ძალიან მომწონს მაგ შენი ჟარგონებით,სლენგებით და იმერული კილოთიც კი.
იმედს ვიტოვებ,რომ არ შეწყვეტ და გააგრძელებ.
მე გელოდები <3

 



№2  offline √ წევრი ™ tasusuna

Imna
ძალიან მომწონს მაგ შენი ჟარგონებით,სლენგებით და იმერული კილოთიც კი.
იმედს ვიტოვებ,რომ არ შეწყვეტ და გააგრძელებ.
მე გელოდები <3

რა ბედნიერებააა

 



№3  offline √ წევრი ™ Katastrofa

ძალიან ძალიან ძალიან მაგარია ❤ ისე საყვარლად წერ ღიმილი არ მომშორებია სახიდან მთელი ისტორიის განმავლობაში ❤ მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ❤

 



№4  offline √ წევრი ™ tasusuna

Katastrofa
ძალიან ძალიან ძალიან მაგარია ❤ ისე საყვარლად წერ ღიმილი არ მომშორებია სახიდან მთელი ისტორიის განმავლობაში ❤ მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ❤

შევეცდები მოლოდინი გავამართლო,მადლიბააა <3 <3

 



№5 √ სტუმარი ™ Guest Nina

ქუთაისელი ხარ შენე? ☺️ ველოდები მალე გამახსენე ჩემი უნივერსიტეტი ♥️♥️♥️

 



№6 √ სტუმარი ™ Guest lia

თკბილი და საინტერესო ისტორიაა
Aრ სეწკვიტო.ველი მომდევნო ტავს.❤❤❤❤

 



№7  offline √ მოდერი ™ GodeMarr

საინტერესოდ წერ დინამიურად ყვეალფერს ერთნაერად ეხები და ითრევ მკითხველს ამბავში ძალიან მომეწონა საუკეთესო თუ არა ერთ ერთი საუკეთესო დასაწყისია რაც აქ წამიკითხავს ერთ პატარა რჩევას მოგცემ და იმედია გაითვალისწინებ ძალიან ლამაზი წერის მანერა გაქ და ბოლომდე გამოაჩინე თითქო თოკავ მომენტებში და ჩერდები მკითხველს აჩერებ სადღაც გრძნობის შუაში ეს სავარაუდოდ იმიტომ არის ,რომ პირველი თავია ალბათ მომავალში გამოასწორებ ჩემი სახით ერთი მუდმივი მკითხველი შენია innocent

 



№8  offline √ წევრი ™ NiniG-1

Me dzalian momwons ❤pirvelistvis dzalian kargad wer ❤❤ warmatebebi ❤

 



№9  offline √ წევრი ™ tasusuna

NiniG-1
Me dzalian momwons ❤pirvelistvis dzalian kargad wer ❤❤ warmatebebi ❤

თუ თავს გულისხმობ,მადლიბა ❤️❤️
ისე კი ეს ჩემი პურველი ნაწარმოები არ არის ❤️❤️

 



№10 √ სტუმარი ™ Guest ლანა

რა კარგი ვინმე ხართ, საყვარელი. ძალიან საინტერესოდ წერთ და აქედან გამომდინარე თქვენზე ძალიან დადებითი შთაბეჭდილება შემექმნა.

 



№11  offline √ წევრი ™ ნეპტუნიელი

არ მიკვირს ყველას ასე, რომ უყვარხარ. არც კი ვიცნობ და ამ ნააწყვეტით ჩანს როგორი ოქროს გოგოც ხარ!!! საოცრად წერ... ისე... წაკითხვა რომ არ შეეძლება ადამიანს. ველოდები შემდეგს....

 



№12  offline √ წევრი ™ tasusuna

ვაიმე,ძალიან მარცხვენთ ❤️❤️❤️❤️❤️
მადლობა,შემდეგი თავი დღეს იქნება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent