შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება წვრილმანებშია *თავი15*


12-08-2017, 23:28
ავტორი Meri Vaxtangadze
ნანახია 429

ბედნიერება წვრილმანებშია *თავი15*

*ანა*

მეორე დღეს დილით ვიღვიძებ და თავი ანდროს მხარზე მედო,ჯერ გაოცებამ მომიცვა,მერე ყველაფერი ამომიტივტივდა თავში და უცებ წამოვვარდი.ანდროს გამოეღვიძა მე მომშტერებოდა,ძალიან ვნანობ ყველაფერს.
-გთხოვ გადი.(ანა)
ეს ვთქვი და თავი მუხლებში ჩავრგე,ანდრო ხმისამოუღებლად გავიდა ოთახიდან.
საშინლად ცუდად ვიყავი როცა ვიაზრებდი რა მოხდა,ეს უნდა დამევიწყებინა,მაგრამ ძალიან რთული იყო როგორც მე ვხვდებოდი.ავდექი მოვწესრიგდი,ოთახი დავალაგე.ჩემ ოთახში კუთხეში მდგარ ტახტზე დავჯექი,როცა უეცრად კარზე კაკუნის ხმა გაისმა და ანდრომ ოთახში თავი შემოყო.
-ანდრო..გთხოვ მარტო დამტოვე.(ანა)
-ანა..მოდი ვილაპარაკოთ ..კარგი?(ანდრო)
უსიტყვოდ დავუკარი თავი და ისიც ოთახში შემოვიდა.გვერდით მომიჯდა და საუბარი დაიწყო.
-ანა!პირველ რიგში ძალიან გთხოვ შენს თავს არაფერი არ ავნო..მთვრალები ვიყავით და აზროვნება დაკარგული გვქონდა,უნდა ვეცადოთ და დავივიწყოთ ყველაფერი,თუ ვერ დავივიწყებთ ნუ გავიხსენებთ მაინც.(ანდრო)
-იცი მე რა მაფიქრებს?.."ქორწინების ვადა",რომ გავა დემეს რა ნამუსით ჩავხედო თვალებში?(ანა)
-მაგის დედა შ***ი მე...იცოდე ისე ვიზამ,რომ მთელი ცხოვრება ჩემთან დარჩე მაგ ახ***ზე თუ გააგრძელებ საუბარს.(ანდრო)
-კარგად იცი,რომ მალე გავეყრებით და მე დემეს მივყვები..(ანა)
-კარგი ეგ შენი საქმეა..საიდუმლოდ დარჩეს ყველაფერი.(ანდრო)
-მეტი გზა არც მაქვს(ანა)
-მე გავალ..შენ კი ცოტა დამშვიდდი.(ანდრო)
ანდრო გავიდა ოთახიდან და ცრემლებაც იკვლიეს გზა ჩემს სახეზე..სულიერად ცუდად ვიყავი,ამ ტირილში როდის ჩამეძინა აღარ მახსოვს.

*ანდრეა*

ოთახიდან,რომ გამოვედი ანას ჩუმი ტირილი მომესმა,გული მეტკინა,ყველაფერი ჩემი ბრალია ჩემი...გული ვატკინე,ამას ვერ გამოვასწორებდი,შესაძლებელია ვძულდე კიდეც,ნაგავი ვარ..ანას ოთახთან ვიდექი და სანამ არ ჩაეძინა მის ტირილს ვუსმენდი,თითქოს ის მისი თითოეული ცრემლი ამბობდა სათქმელს,რომელსაც ანა მალავდა გულში..ანას ჩაეძინა,მეც შევედი ოთახში,ხელში ავიყვანე,ლოგინზე დავაწვინე,პლედი დავახურე,შუბლზე ვაკოცე,ცრემლები მოვწმინდე და ოთახიდან გამოვედი.დაბლა ჩავედი,ახლა ყველაზე მეტად საკუთარ თავთან დარჩენა და ფიქრი მჭირდებოდა,დემეტრე,რომ არა რაღაცები სხვაგვარად იქნებოდა ჩემი და ანას ცხოვრებაში.საშინლად გავბრაზდი იმაზე,რომ დაიწყო საუბარი "დემეს რა ნამუსით ჩავხედო თვალებშიო",ყველგან ზედმეტი როგორაა ეს ადამიანი.
დღეიდან მაქსიმალურად ვეცდები,ანასგან თავი შორს დავიჭირო.

*ანა*
მანქნის დაძვრის ხმა მომესმა ეზოდან და უეცრად გამომეღვიძა.ლოგინზე ვიწექი და პლედიც მეფარა,ანდრომ დამაფარა ალბად.ეხლა რა ვქნა როგორ მოვიქცე დღეიდან.როგორ მინდა ეს დრო მალე გავიდეს და გავეყარო ანდრეას.დღეს ლექციები არ მაქვს ამიტომ დემეს შევხვდები სადმე.ტელეფონი ავიღე და დემეს დავურეკე.
-ანაა..საყვარელო..თავს როგორ გრძნობ.(დემე)
-დემმმ..კარგად ვარ შენ როგორ ხარ...?დღეს სადმე გამოხვალ?(ანა)
-მეც კარგად...კი გამოვალ..შენ ოღონდ მითხარი და სადაც გინდა და როცა გინდა გამოვალ..(დემე)
-კაი მაშინ..ქუჩის კუთხეში კაფე როა მანდ მოდი...მეც გამოვალ ეხა(ანა)
-კარგი..მოვდივარ(დემე)
შევედი სააბაზანოში,უცებ შხაპი მივიღე,მოვწესრიგდი და ჩავიცვი მუქი ლურჯი ჯინსის შორტი,ზოლებიანი(თეთრშავი)მაისური და All starის დაბალყელიანი შავი კედები.ოთახიდან გავედი,ჩავირბინე კიბეები, სამზარეულოში შევედი რომ რამე გამაყუჩებელი მეშოვა,საშინლად მტკიოდა თავი...დაახლოებით 15 წუთში მივედი აღნიშნულ კაფეში.
-სად ხარ აქამდე..გავთავდი ლოდინით(დემე)
-რავი..მოწესრიგებაში გავიდა დრო..(ანა)
-კაი..აბა რა არის ახალი..(დემე)
-რავი..ცუდად ვარ ძალიან(ანა)
-რატო..რა მოხდაა..ანდრეას თუ ეხება გავგლეჯ შუაზე და იცოდე(დემე)
-არა რა ანდრეა..ისე ვარ ცუდად.თავი მტკივა ცოტა(ანა)
-კაი..ვისაუბროთ და გადაგავიწყდება თავის ტკივილი(დემე)
გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე.
-როგორ მომენატრე,მომენატრა შენთან გატარებული თითოეული წამი...შენი ფასი ერთად ყოფნის პერიოდშიც კი ვიცოდი,მაგრამ ეხა როცა ჩემთან არ ხარ,უფრო მივხვდი,თუ როგორი ფასეული ხარ შენ ჩემთვის.მიყვარხარ და მენატრები(დემე)
-დემე..ასეთ სიტყვებს ნუ მეუბნები,უფრო მტკივა გული მერე,რომ ერთად არ ვართ(ანა)
-არაუშავს..მოვა ამის დროც საყვარელო(დემე)
დარბაზში უცებ გაისმა საყვარელი მუსიკა.knocking on heavens door.
დემემ ხელი გამომიწოდა და საცეკვაოდ გამიყვანა..მოკლედ დემეს ერთად დაახლოებით 2-3 საათი გავატარე.....იცით როგორი გრძნობა მაქვს?ვამბობ და ყველას ვუმტკიცებ რომ დემე სიგიჟემდე მიყვარს,მაგრამ საკუთარ თავთან მარტო,რომ ვრჩებდი,ვფიქრდები ჩემს სიყვარულზე დემეს მიმართ და არც არაფერი...მას ვერ ვშორდები..ალბად იმიტომ რომ არ მინდა ვაღიარო მასთან გატარებული მთელი ეს პერიოდი სიცრუე იყო.როცა ანდრო მეუბნება დემეტრე არ გიყვარსო..ამით მწარ სიმართლეს ვეჯახები,რისი აღიარებაც ანდროსთან ძალიან არ მსურს...მაგრამ რაც არ უნდა იყოს დემეს ვერ მივატოვებ..,მას ხომ მართლა სიგიჟემდე ვუყვარვარ.
სახლში მისულს ანდრო მისაღებში დამხვდა.
-სად იყავი(ანდრო)
მეტად მკაცრი ხმით მითხრა,რამაც თავზარი დამცა..ანდრო ასეთ შეკითხვებს ასეთი ხმით არ მისვამს ხოლმე და შემეშინდა.
-კაფეში(ანა)
-ვისთან ერთად..?(ანდრო)
-.....(ანა)
-დემეტრესთან ერთად(ანდრო)
-რაგინდა?(ანა)
-არაფერი რა უნდა მინდოდეს....ჩემი ცოლი ვიღაცას ხვდება კაფეში და ამას ვიგებ ჩემი ძმაკაცი...ტელეფონზე მირეკავს და მეუბნება*ძმა შენი ცოლი ვიღაც კაცთან ერთად ცეკვავს კაფეში*..იცი რა გამიტყდა...ცოლს ვერ მოვუარე,ვიღაცებთან ერთად კაფეში ცეკვავს...და ჩვენ ვიცით მე ვინ ვარ შენთვის და დემე ვინაა,მაგრამ ბაჩიმ იცი როგორ გაიგო?..მან გაიგო თითქოს მღალატობ დემესთან...და შენი აზრით ეს უნდა მომწონდეს?(ანდრო)
-მოგიწევს აუხსნა ბაჩოს სიტუაცია..დემე მიყვარს და შეეგუე..ან აქ შესაგუებელი რა არის?შენ მაინც არ გიყვარვარ ფიქტიური ქორწინებაა(ანა)
ცივი მზერით მიმზერდა მერე..ეზოში გავარდა.
მოკლედ ამ ამბის შემდეგ გავიდა 1 კვირა აი ლიზას ქორწილის დღეც დადგა.
გათენდა თუ არა,სიხარულით წამოვვარდი..შხაპი მივიღე და ჩემი ამ დღისთვის შერჩეული კაბა მოვირგე,სადათ გამოვეწყვე და გავედი ოთახიდან

ანდრო სახლში არ იყო გარეთ მანქანა მელოდებოდა დავჯექი და წავედი ლიზასთან
-ლიზზზ..საყვარელოოო...(ანა)
შევვარდი ლიზის ოთახში ხმაურიანად.
-ძლივსს....დადგა ეს დღეეც(ლიზა)


-საყვარელო ძალიან ლამაზი ხარ,ძალიან გიხდება ეს კაბა.(ანა)
-მადლობა ანა..(ლიზა)
-საქორწინო ცერემონიის ადგილი ძალიან მომეწონა..მთელი ბაღი ლენტებითა და თეთრი რკინის ორნამენტული მაგიდებითაა გაფორმებული,ყველაფერი ევროპულ დონეზეა..(ანა)



-ჩემი და მათეს არჩევანია(ლიზა)
გაიღიმა.
-მე და ანდრო ცოლ-ქმარი ვართ და როგორც ვიცი არ შეიძლება თქვენი მეჯვარეები რომ ვიყოთ ორივე.(ანა)
-ხო ვიცი,ძალიან ცუდია არცერთს,რომ გული არ დაგწყვიტოთ ჩემი მეჯვარე ლილე იქნება,მათეს მეჯვარე ბაჩი.(ლიზა)
-ძალიან მაგარი არჩევანია საყვარელო..კარგი და ლილე სადაა(ანა)
-ქვემოთ ჩავიდა,ყველა უნდა გააფრთხილოს,რომ თავიანთი ადგილები დაიკავონ.(ლიზა)
-კარგი..მაშინ მეც გავედი...და გელი სულმოუთქმელად(ანა)
-მიდი(ლიზა)
ღიმილით მითხრა..
გარეთ გამოვედი ყველა ფუსფუსებდა..ამდენ ხალხში უცებ ამოვიცანი ბაჩი,ლილეც მასთან იყო მათთან მივედი.
-რასშვრებით გვრიტებოო(ანა)
-ანაა(ლილე)
დარცხვენით შემომძახა ლილემ.
-კაი კაი ვჩერდები..ყველაფერი მზადაა?(ანა)
-კიი..ყველაფერი მზადაა..მე წავალ ლიზას ჩამოვიყვან(ლილე)
-კარგი..მიდი.(ანა)
ლილე გაემართა სახლისკენ რათა ლიზა ჩამოიყვანოს.
მარტოდარჩენილმა ბაჩომ კითხვით მომმართა.
-რახდება თქვენ ორს შორის.(ბაჩო)
ეს მკითხა და თვალი დემესკენ გააპარა,ისიც ქორწილშია,რადგან მათეს გარეული ნათესავია,ოჯახს სცა პატივი მათემ და ქორწილშიც ამიტომ მოიწვია.
-რა უნდა ხდებოდეს.(ანა)
-კარგი რა,რას მაბოლებ გოგო,ჩემ ძმაკაცს ღალატობ იმ ახ***თან?(ბაჩი)
-ბაჩი ცოტა კორეკტულად თუშეიძლება,რაც შეეხება დემეს..ეს მხოლოდ ჩემი ანდროს და დემეს საქმეა გასაგებია?რადგან ანდროს ძმაკაცი ხარ პატივს გცემ და ისტერიკებს არ მოგიწყობ აქ.(ანა)
-არ მემეტება ანდრო შენთვის(ბაჩი)
-შენ ჯობია....(ანა)
ვერ დავასრულე სიტყვა,უეცრად წავბარბაცდი და რომარა ბაჩი დავეცემოდი.
-კარგად ხარ?(ბაჩი)
-კი.(ანა)
ცივად ვუთხარი..მისი ხელები მოვიშორე და წავედი..მართალია ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილია,მაგრამ მე მაინც ძაან მომეწყინა,ყველა საქმეშია გართული მე კიდე...დავბოდიალობ ბაღში...
ბაღში მდგარ თეთრი რკინის ორნამენტულ სკამზე ჩამოვჯექი და ხედს შევცქეროდი,ძალიან მარტოსულად ვგრძნობდი თავს,ამ ბოლო დროს ძალიან ემოციური ვარ,ყველაფერი უცებ მიმაქვს ხოლმე გულთან.
უეცრად ვიგრძენი ვიღაცის მოახლოვება..ანდრეა იყო..გვერით მომიჯდა.
-რა დაგემართა.(ანდრო)
ცივად მითხრა.
-არაფერი..წადი(ანა)
ასევე ცივად მივუგე მეც.
-ანა..კარგად ხარ?(ანდრო)
ისევ ისეთი ბოხი მკაცრი ბარიტონი.
-არ ვარ კარგად(ანა)
ეს ვუთხარი და ცრემლი,რომ დამემალა სკამიდან წამოვდექი და უცებ გავემართე სახლისკენ.ლიზას ოთახში შევედი,ლილეც აქ იყო.
-ანა...მოხდა რამე.?(ლიზა)
-რა დაგემართა საყვარელო(ლილე)
-არაფერი..უბრალოდ....აუ არვიცი რა მჭირს.(ანა)
-ხო არ დაიქანცე?ან ვინმემ ხო არ გაწყენინა(ლიზა)
-არა..არვიცი...არაფერია..კარგი მოვრჩეთ ჩემზე საუბარს..ჩავედით დაბლა?(ანა)
-კარგი..ჩავედით..(ლიზა)
-მე ჩავალ ჩემს ადგილს დავიკავებ და შემდეგ ჩამოდით თქვენც(ანა)
-კარგი საყვარელო(ლილე)
დაბლა ჩავედი,ბაღში გავედი და ყველას მზერა ჩემსკენ მოემართა,რადგან ყველა თავის ადგილას იყო მე კიდე უეცრად შევაჭერი და შევედი..არ მიყვარს ეს სიტუაცია..ჩემი ადგილისკენ გავემართე,ანდროს მივუჯექი გვერდით.
-სახლში გავაგრძელებთ საუბარს..(ანდრო)
მისი ნათქვამი გავიგე მაგრამ დავაიგნორე,თავი მისკენ არც კი მიმიტრიალებია.
აი როგორც იქნა გამოჩნდა ჩემი ულამაზესი ორი დაქალი,რომელიც ხელისმოწერის მაგიდისკენ მიემართება.
ყველა ფეხზე ადგომით და ტაშისკვრით მიეგება წყვილს.
ცერემონიალი დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა შემდეგ კი გადავინაცვლეთ,მაგიდებთან რომლებიც ღია ცისქვეშ ღია ვარდისფერი და თეთრი ფერებით იყო გაწყობილი,აქვე იყო ძალიან დიდი ადგილი გამოყოფილი საცეკვაოდ..უამრავი ხალხი ირეოდა ერთმანეთში,გოგონები რომლებსაც ტანს ფერად-ფერადი კაბები უმშვენებდათ,ცივილურად გამოწყობილი ქალბატონები და ელეგანტურად მოკაზმული "ladys" მოხუცები.ერთერთ მაგიდას მივუსხედით დემე,მე,ანდრო,ნიკო,
ლევანი,ბაჩი,ლილე,მათე და ლიზა წყვილის განკუთვნილ ადგილას ისხდნენ და ერთმანეთს გვერდს უმშვენებდნენ.
სასიამოვნო მელოდიამ იჟღერა,ყველა საცეკვაოდ გავიდა,მათე და ლიზა,ბაჩო და ლილე,ლევანიც ვიღაცასთან ერთად იყო,მშობლებიც კი ცეკვავდნენ,მხოლოდ მე,დემე და ანდრო ვიჯექით მაგიდასთან.
-რას ელოდები მიდი იცეკვე(ანა)
ანდროს მივაძახე.
-"იცეკვე" არა "იცეკვეთ",მრავლობითში მითხრა,სოფისთან მივიდა ხელი დაავლო და საცეკვაოდ გაიწვია,სპეციალურად აკეთებს,ჩემს ჯიბრზე თორე სოფის დასანახად ვერ იტანს,დემემ ცეკვა შემომთავაზა,ანდროს ჯიბრზე მეც ხელი ჩავჭიდე დემეს და საცეკვაოდ გავყევი.ბაჩო და ანდრო გაბრაზებული მიმზერდნენ.
დავაიგნორე მათი მზერა და ცეკვა გავნაგრძე.
-დემეტრე მოდი წყვილები გავცვალოთ(ბაჩი)
ცეკვით მოგვიახლოვდა ბაჩი.
-მხოლოდ დროებით(დემე)
-კარგი(ბაჩი)
ბაჩისთან გადავინაცვლე საცეკვაოდ.
-ამდენ ხალხში მაინც შეიკავე თავი(ბაჩი)
-ბაჩი...მოკლედ ყველაფერი არასწორედ გაიგე თავიდანვე...წამო სადმე გავიდეთ და აგიხსნი.(ანა)
თან ვცეკვავდით ვალსს,თან ყურში ვუჩურჩულებდი სიტყვებს.
-შეუმჩნევლად..გავიდეთ სახლის მეორე მხარეს მდგარ სკამთან.(ბაჩი)
-წამოდი(ანა)
ვალსის ნელი მოძრაობებით გავეშურეთ ბაღისკენ,რასაც ქვია ცეკვა-ცეკვით წავედით.ვერავინ შეგვამჩნია..გავედით სკამზე ჩამოვჯექით.ბაჩოს სკოლის პერიოდიდან დღემდე ყველაფერი ვუამბე.
-ზოგი რამ ვიცოდი...ზოგი არა თითქმის ყველაფერი,მაგრამ ცოლად მოყვანაზე არაფერი უთქვამს,იმიტო რო იცოდა ჩემი ხასიათი,საშინლად ვეჩხუბებოდი და არ მითხრა ამის გამო ალბად...მოკლედ ეხლა არ ვიცი ანდრეა შენს მიმართ რას გრძნობს მაგრამ სკოლოს პერიოდში,რომ წავიდა საზღვარგარეთ მაშინ უყვარდი...ეხლა არვიცი უყვარხარ თუ ძულხარ..მაგრამ გულქვა არ უნდა იყოს შენს მიმართ ხო?(ბაჩო)
-არცმევიცი რას გრძნობს..ცუდად ვარ შინაგანად...დილემის წინაშე ვარ..ანდრო თუ დემე...მაგრამ დემე...(ანა)
-მოდი შევთანხმდეთ რომ დემე არ გიყვარს..(ბაჩო)
ჩაიცინა ბაჩომ.
-მაგრამ ის...(ანა)
-რა "ის" ...უბრალოდ ანდროს ჯიბრზე იქცევი ეგრე.(ბაჩი)
-არვიცი(ანა)
-კარგი წავიდეთ,რომ შესამჩნევი არ გახდეს ჩვენი არ ყოფნა.(ბაჩი)
-კარგი..(ანა)
წამოვდექით და ჯერ მე გავერიე ხალხის ბრბოში და ჩემს ადგილს დავუბრუნდი რამოდენიმე წუთში ბაჩიც გვერდით მომიჯდა.
-სად იყავით(ანდრო)
-სანდო ხელში იყო ბრატ არ იღელვო(ბაჩი)
-არ ვღელავ.უბრალოდ დამაინტერესა.(ანდრო)
-ანდრიიკოო(სოფი)
-გოგო ნორმალური ხარ?რას ჩამწიკვინებ ყურში ან ეგ "ანდრიკოო"საიდან მოიტანე.(ანდრო)
-ვაიმე ეს გოგო..სკოლის პერიოდიდან ურევს(ბაჩი)
ჩამჩურჩულა ყურში ბაჩიმ.
-თანაც როგორ ურევს(ანა)
ირონიით დავუბრუნე პასუხი.
მოკლედ ამ დღემაც "ბედნიერად" ჩაიარა..სახლში მივედით მე და ანდრეა..ჩემი ოთახისკენ გავემართე ხმისამოუღებლად.
-რამე გაწყენინე?(ანდრო)
ისევ ისეთი ცივი..ირონიული ბარიტონი...ნერვები მეშლება.
-არაფერი..დავიღალე ხვალ ვისაუბროთ(ანა)
-ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან გაფრთხილებ,რომ როცა მე ვსაუბრობ სანამ არ გეტყვი არ წახვალ.(ანდრო)
-შენი სათამაშო თოჯინა არ ვარ...ასეთი უკვე გყავს და დაკმაყოფილდი სოფითი.(ანა)
ირონიით სავსემ ვუთხარი და სწრაფად შევედი ჩემს ოთახში..კარი გადავკეტე...სამკაული,მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი,კაბა ყველაფერი მოვიშორე შორს მივაგდე და ლოგინზე დავემფხე,ისეთი დაღლილი ვიყავი როდის ჩამეძინა არ მახსოვს.скачать dle 11.3

 




№1 √ სტუმარი ™ Guest დიანა

მალე დადე 16 თავიი kissing_heart kissing_heart kissing_heart

 



№2  offline √ წევრი ™ Meri Vaxtangadze

Guest დიანა
მალე დადე 16 თავიი kissing_heart kissing_heart kissing_heart

წერის მუღამი არ მაქ..

Meri Vaxtangadze
Guest დიანა
მალე დადე 16 თავიი kissing_heart kissing_heart kissing_heart

წერის მუღამი არ მაქ..

დროებით ვერ დავდებ ალბად..მადლობა რომ კითხულობ

 



№3 √ სტუმარი ™ ბარბარა

დადე დადეეე

 



№4  offline √ აქტიური მკითხველი ™ ენემი

ახალი დადეე რა

 



№5  offline √ წევრი ™ Meri Vaxtangadze

ბარბარა
დადე დადეეე

მუზას ველოდები

ენემი
ახალი დადეე რა

ნახევრად დაწერილი მაქვს...თუ მუღამზე არ ვარ ვერ დავწერ და სისულელე გამომივა. :D

 



№6 √ სტუმარი ™ Guest ელენე

აუ მალე დადე რაა

მალე დადე პს: ძაანმაგარია

 



№7 √ სტუმარი ™ Guest ლიკუნა

აუ მალედადე რა 1 თვე გავიდადა ისევ ვერდაასრულეე?

 



№8  offline √ წევრი ™ Meri Vaxtangadze

Guest ელენე
აუ მალე დადე რაა

მალე დადე პს: ძაანმაგარია

დაიდოო..მადლობა რომ კითხულობთ

Guest ლიკუნა
აუ მალედადე რა 1 თვე გავიდადა ისევ ვერდაასრულეე?

დაიდოო. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent