შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკივილი გაძლიერებს 9თავი


13-08-2017, 20:50
ავტორი Gogona rmigraciidan
ნანახია 579

ტკივილი გაძლიერებს 9თავი

უკვე ორი კვირა რაც ეკატერინე მე მყავს, კომპანიაში ჩემს კაბინეტში ვიჯექი თან ვისკს ვსვამდი, ვფიქრობდი ყველაფერზე. შეცდომას ხომ არ ვუშვებდი უდანაშაულო ადამიანის დასჯით, თუმცა მეც უდანაშაულო ვიყავი. მეც მამაჩემის ცოდვების გამო ვაგებდი პასუხს, ღმერთ ვფიცავ არ მინდა ეკატერინეც ისე დაიტანჯოს როგორც მე. თუმცა თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ მე რას ვგრძნობ, ჩემი ცხოვრება 23 წლის ასაკში დასრულდა. მე მაშინ მოვკვდი როდესაც ჩემი ძმა, ჩემი ტანჯვა რომც დავივიწყო ლუკას სიკვდილს ვერ დავივიწყებდი. კიდევ დიდხანს ვიჯდებოდი ესე რომ არა კარის შემონგრევის ხმა, თვალები ნელ-ნელა გავახილე და ჩემს წინ თავად ვაჩე ყიფიანი იდგა, არაფერი ქონდა იმ ვაჩესი რომელსაც მე ვიცნობდი.
- აქ რას აკეთებ? ანდა საერთოდ დაკაკუნება არ გასწავლეს? იქნებდა რას ვაკეთებ.
- შენთან სალაპარაკო მაქვს. ჩემს სიტყვებს აიგნორებს და პირდაპირ ჩემს წინ იკავებს ადგილს.
- რა ხდება?
- რას აკეთებ ეკატერინე?
- ისეთს არაფერს ვისკს ვსვავ უბრალოდ. ვეუბნები ვითომც არაფერი და მხრებს ვიჩეჩავ.
- ძალიან კარგად იცი რაზეც გეკითხები.
- ვერ ვხვდები, რა გინდა ვაჩე?
- კატო მე ვიცი რაც გამოიარე, თუმცა არახარ მართალი იმ საწყალი გოგოსგან რა გინდა. თუ შურის ძიება გინდა მამამისზე იძიე, მას თავი დაანებე.
- რაზე ლაპარაკობ? ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა.
- ვიცი რომ შვიდი წლის წინ გიგამ გაგიტაცა, ვიცი რაც გადაიტანე მე ყველაფერი ვიცი.
- შენ არაფერი იცი ვაჩე,  შენ არფერი იცი გესმის.
- კატო გთხოვ გაუშვი ის გოგო.
- არა ამას ვერ გავაკეთებ.
- შენც მას გავხარ. მეუბნება მშვიდად თუმცა აქ მე ვეღარ მოვითმინე.
- არასოდეს გაბედო და თქვა რომ მე მას ვგავარ, მე მას არ ვგავარ გესმის, მე მისნაირი არასოდეს ვიქნები. ფეხზე წამოვხტი და მის წინ დავდექი.
- რითი იქნები მასზე ნაკლები, თუ შენც იგივეს გააკეთებ.
- რა გინდა ვაჩე, ან შენ საიდან გაიგე ეკატერინე ჩემთან რომ არის?
- ის დათოს შეყვარებულია.
- ვისი? გაოგნებული ვეუბნები მე.
- ჩემი ძმის შეყვარებული.
- მე, მე ეს არ ვიცოდი. დაბნეული ვეუბნები რადგან ნამდვილად არ ვიცოდი.
- კატო მე შენი ცხოვრების ყოველი დეტალი ვიცი, ვიცი რა ტკივილიც მოგაყენა მან თუმცა ეკატერინე არაფერ შუაშია.
- შენ ვერც კი წარმოიდგენ მე რა გადავიტანე, შენ ამის წარმოდგენა არ შეგიძლია. იცი რა ძნელია იცხოვრო ტკივილით, იცი რა რთულია როდესაც შენ და შენი მტერი, ერთი და იგივე ჰაერს სუნთქავთ. იცი რა ძნელია როდესაც იცი რომ ის აქ დადის, შენ კი არაფრის კეთება შეგიძლია მის გასანადგურებლად. მან ჩემი ძმა მოკლა, მთელი ოთხი თვე ჩემზე ძალას ხმარობდა.იცი რა ძნელია როცა გებულობ, რომ დედა ვერასდროს გახდები, მან მე მომკლა გამანადგურა, მთელი ამ წლების მანძილზე მხოლოდ ის მაცოცხლებდა, რომ მას ერთ დღეს ბოლოს მოვუღებდი. შენ კი ამის შემდეგ მოდიხარ და მეუბნები რომ იცი რაც გამოვიარე, შენ არაფერი იცი ვაჩე, არაფერი იცი. ვყვირი წყობიდან გამოსული მკერდზე ხელს ვურტყამ, შემდეგ კი ძალა გამოცლილი მუხლებზე ვეცემი.
- შენ არაფერი იცი ვაჩე.
- მაპატიე კატო, მე ეს ყველაფერი არ ვიცოდი, მაპატიე გთხოვ. ჩემს წინ იმუხლება და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
- შენ იცი რა ძნელია ყოველ კაცში მას რომ ხედავ, ყოველ დღე ის საშინელი კადრები რომ გესიზმრენა.
- მე, მე გავაქრობ ამ ტკივილს შენი გულიდან კატო. თვალებში მაჩერდება და ისე მეუბნება
- შენ არაფრის გაქრობა შეგიძლია ვაჩე. ფეხზე წამოვდექი და კართან მივედი, კარის გამოღებას ვაპირებდი ვაჩეს ხმა რომ გავიგე.
- მე შენ მიყვარხარ ეკატერინე, იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე წარმოიდგენ. ყველას გავანადგურებ ვინც ხელი დაგაკარა გპირდები. ოღონდ ეკატერინე გაუშვი და გპირდები ჩემი ხელით მოგიყვან გიგას. სათქმელს ამთავრებს თუ არა კარს ვაღებ და გავდივარ, მისთვის პასუხის დაბრუნებას არ ვაპირებდი. კიბისკენ დავიძარი როდესაც ლიფტიდან პოლიცია გამოვიდა, თან მე მკითხულობდნენ.
- მე ვარ ეკატერინე. მათთან მივდივარ და ვეუბნები.
- რა ხდება?
- ჩვენ დეტრქტივი მაჩაბელი და დეტექტივი ტატიშვილი ვართ, განყოფილებაში უნდა წამობრძანდეთ ქალბატონი.
- და რა დავაშავე? ინტერესით ვეკითხები.
- თქვენ ბრალი გედებათ ლევან ამილახვრის მკვლელობის მცდელობის გამო.
- რაა? მე არავინ მომიკლავს.
- თქვენს წინააღმდეგ საჩივარი შემოიტანეს, მოწმე ამტკიცებს რომ თქვენ ესროლეთ ბატონ ლევანს. თუშეიძლება ჩვენთან ერთად წამობრძანდით.
- კარგით არამაქვს პრობლემა, ოღონდ ლიფტით არა. შენობიდან მათთან ერთად გავდივარ, პოლიციის მანქანაში ვჯდები და შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აჩერებენ მანქანას. დაკითხვის ოთახში ერთ-ერთ დეტექტივთან ერთად ვიჯექი.
- სად იყავით გუშინ საღამოს ათსაათზე?
- სახლში. მშრალად ვეუბნები მე.

- ვის შეუძლია ამის დაამტკიცე?
- არავის მე ზოგადად, მარტო ვცხოვრობ.
- რა ურთიერთობა გაქვთ დაზარალებულთან?
- არანაირი.
- როგორ თუ არანაირი ის მამათქვენია?
- ის არ არის მამაჩემი, სისხლით კავშირი მამაშვილობას არ ნიშნავს. მასთან საერთო მხოლოდ სისხლი და გვარი მაქვს, მეტი აარაფერი.
- გასაგებია, თუმცა თქვენ როგორც გავიგეთ, ბევრჯერ დაემუქრეთ მამათქვენს მოკვლით.
- ეს სიცრუეა, მე მას მოკვლით არ დავმუქრებივარ, ვაღიარებ დიდი სიამოვნებით მოვკლავდი თუმცა მისთვის სიკვდილი შვებაა. მე მას მხოლოდ განადგურებით და ყველაფრის წართმევით ვემუქრებოდი.
- ეკატერინე შენ ამ საქმეში მთავარი ეჭვმიტანილი ხარ, თუ შენს უდანაშაულობას არ დაამტკიცებ დიდხანს მოგიწევს, ციხეში ყოფნა.
- შეგიძლიათ ვინმეს თხოვოთ, ჩემს სახლში დამონტაჟებული ვიდეო კამერის ჩამაწერები ამოიღონ, მე მას ჩემი ლეპტოპიტ ვაკონტროლებდი.
- ჩვენი ორი დეტექტივი უკვე თქვენს სახლშია. და რატომ დაგჭირდათ კამერების დამონტაჟება, საკუთარ ბინაში?
- სიფრთხილეს თავი არ სტკივა, მე თავს ვიცავ ყოველი შემთხვევისთვის.
- მტრები გყავთ?
- ამას რა კავშირი აქვს გამოძიებასთან?
- პირდაპირი კავშირი.
- კი მყავს. და ვინ არის ის, ვინმაც ჩვენება ჩემს წინააღმდეგ მიცა?
-გიგა ჟღენტი. მისი სახელის გაგებისას გემრიელად გამეცინა, რამაც დეტექტივის გაკვირვება გამოიწვია.
- ანუ ესე გადაწყვიტა ჩემი გაჩერება.
- ვერ გავიგე რას ამბობთ? გაკვირვებული მეკითხება დეტექტივი.
- მანამ სანამ ბოროტმოქმედის ჩვენებას დაეყრდნობით, მისი უდანაშაულობა უნდა გამოიძიოთ. ორაზროვნად ვეუბნები მე.
- ბატონო აკაკი ერთი წუთით. კარებს ვიღაც აღებს და როგორც გავიგე აკაკი გაყავს, სულ რაღაც ათ წუთში უკან ბრუნდება.
- ეკატერინე შენი სახლი გაჩხრიკეს, იქ იმაზე მეტი საინტერესი დეტალი იპოვეს ვიდრე თქვენ თქვით.
- რა დეტალი?
- ვიდეო ჩანაწერები ამოღებულია, თქვენ ალიბი გაქვთ თუმცა, არის ერთი რამ, თქვენს სახლში საიდულო ოთახს მიაგნეს, სადაც გიგა ჟღენტის და მისი ოჯახის ფოტოები იპოვეს.
-დიახ ძალიან მიყვარს ჟღენტის ოჯახი და მათ ფოტოებს ვაგროვებ. ირონიით ვეუბნები მე და საზურგეს ვეყრდნობი.
- რადგანაც ალიბი მაქვს შემიძლია წავიდე ბატონო დეტექტივო?
- დიახ შეგიძლიათ თუმცა, აი აქ ხელი მომიწერეთ. სანამ გამოძიება არ დასრულდება ქვეყნიდან არ გახვიდეთ. საბუთს მაწვდის და ხელს ვაწერ, ფეხზე წამოვდექი და იქაურობა დავტოვე.
შენობიდან გამოვედი თუ არა ტაქსში ვჯდები და იმ სახლისკენ მივდივარ სადაც ეკატერინე მყავს, ტაქს სახლთან ახლოს ვაჩერებ და გადავდივარ. სახლში მისული პირდაპირ ეკატერინეს ოთახში შევდივარ.
- საქმე მაქვს შენთან? ვეუბნები და მის საწოლთან ვჯდები.
- რა ხდება? დიდიხანია არ გამოჩენილხარ. მეუბნება ის და საწოლზე კდება.
- ეკატერინე მე არ მინდა შენი ამ საქმეში გასვრა, თუ შენ ჩემთან ითანამშრომლებ გეთიცები ხელს არ დაგაკარებ.
- მე რა უნდა გავაკეთო? ინტერესით მეუბნება ის.
- მამაშენის დასანტაჟებაში უნდა დამეხმარო, მქონდეს შენი იმედი?
- კი, კი ყველაფერში დაგეხმარები, დაგეხმარები მის განადგურებაში. მე ესეთი მამა არ მჭირდება.
- ვიდეოს სადაც მე და მამაშენი ვართ დავამონტაჟებ. იქ შენი სახე იქნება აღბეჭდილი, თემოსთან ერთად. ამის მეშვეობით მამაშენს დავაშანტაჟებ, მას ყველაფერს წავართმევ არაფერს დავუტოვებ, ცხოვრების ბოლომდე ქუჩაში მოუწევს ცხოვრება.
- მე რა უნდა გავაკეთო?
- ეხლა შენ მაკიაჟს გაგიკეთებ, შემდეგ ვიდეო ჩანაწერი გავაკეთოთ, სადაც შველას მამაშენს თხოვ, დანარჩენი მე მომანდე კარგი?
- კარგი. 
- გპირდები შენ არაფერს დაგიშავებ. ეკატერინეს შესაფერის მაკიაჟს ვუკეთრბ და ვიდეოს ვუღებ, სადაც მამამის შველას თხოვს. ვიდეოს გაგზავნიდან ერთ საათში ჟღენტს ვურეკავ.
- მოგენატრე საყვარელო? ირონიით ვეუბნები მას ის კი მთელ ხმაზე მიყვირის.
- მოგკლავ შე ბო.ო, ჩემს შვილს ხელი არ დააკარო, გესმის მას არ შეეხო თორემ მოგკლავ, თუ მას რამეს უზავ.
- მომეტე. მთელ ხმაზე ვყვირი მე. - ეხლა კარგად მომისმინე შე პედოფილო, თუ შენი შვილის დაბრუნება გინდა, ხვალ დილის ათ საათზე ნოტარიუსთან მოხვალ, მთელს შენს ქონებას მე გადმომიფორმებ. მხოლოდ შენი დამპალი სახლი არ მჭირდება. თუ ამ ყველაფერს არ გააკეთებ, მის წამებას აღარ დავჯერდები და მის გვამს სახლში, ჩემი ხელით მოგიტან გასაგებია.
- ეხლა შენ მომისმინე.
- გასაგებია მეთქი, თუ ეხლავე მოვკლა.
- კარგი, კარგი როგორც მეტყვი.
- ხვალ დილით ჩემი ადვოკატი დაგირეკავს, მისამართს გეტყვის და იქ მიხვალ.
- კარგი როგორც მეტყვი. მეუბნება და მეც ტელეფონს ვთიშავ.
- ხვალ ყველაფერი დამთავრდება. ვეუბნები ეკატერინეს.
- და რომ არ გადმოგიფორმოს?
- მაგ შემთხვევაში დამონტაჟებულ ვიდეოებს გავუგზავნი. თუ მაგანაც არ გაჭრა,პოლიციაში წარვადგენ ყველაფერს.
- იმედია ყველაფერი კარგად იქნება.
- რომც არ გამოვიდეს გპირდები, შენ ხელს არ დაგაკარებ.
- მადლობა. მეუბნება ის და იქაურობას ვცილდები.скачать dle 11.3

 




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent