შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაგვიანებული პატიება 7 ნაწილი


13-08-2017, 22:39
ავტორი du-da
ნანახია 783

დაგვიანებული პატიება 7 ნაწილი

საკმაოდ მშვიდად და სასიამოვნოდ ჩაიარა საღამომ,ბევრი ვიცინეთ და ვიხალისეთ, წამით ალბათ ოთხივეს დაგვავიწყდა რომ ამ ოთახის გარეთაც არსებობდა ცხოვრება და ჩვენი პრობლემები,საკმაოდ გვიან დავიშალეთ,მაგრამ უაზროდ აკვიატებულმა ფიქრებმა არაფრით დამაძინა,
-"რამე რომ მოხდეს? აკომ და თორნიკემ რომ იჩხუბონ ხომ იქნება შენი ბრალი"შემომიტია ალტერ ეგომ და მოსვენებაც დავკარგე,ერთი სული მქონდა გათენებულიყო,როგორც კი მზე ამოვიდა მაშინვე აკოს ნომერზე დავრეკე,დიდი ხნის ლოდინის შემდეგ როგორც იქნა მიპასუხა.
-ეს ვის გავახსენდი?
-საქმე მაქვს შენთან.
-გისმენ თინანო
-ტელეფონით სალაპარაკო არააა,უნდა გნახო
-კარგი ეხლა საქმეზე ვარდა რო მოვალ დაგირეკავ
-კარგი,
სწრაფად მოვიშორე ყურიდან ტელეფონი და მაგიდაზე მივაგდე,ლამის გავგიჟდი სანამ მოსაღამოვდა და აკომ დამირეკა,სწრაფად გადავიცვი და დანიშნულების ადგილას გავვარდი,
-პუნქტუალური ყოფილხარ,მომესმა აკოს დამცინავი ხმა
-სალაპარაკო გვაქვს
-დაჯექი და გისმენ
-რას გავს შენი საქციელი? რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს
-რაზე ლაპარაკობ? აგრძელებდა ნერვებზე თამაშს
-წყობიდან ნუ გამომიყვან იცი რაზეც
-არ გგონია რომ ტონს უწევ თინანო?
-ეხლა კარგად მომისმინე და შეუშვი მაგ თავში, მე და შენ საერთო არაფერი გვაქვს და არც არასდროს გვექნება გასაგებია?
აკო სწრაფად წამოიწია ჩემკენ და მკლავში მეცა, ისეთი გამწარებული იყო მეგონა მომკლავდა
-ეხლა შენ მომისმინე ყველა ფეხებზე შენი ვახოს ჩათვლით, ნუ გგონია მაგარი გოგო ხარ როცა სხვა გიმაგრებს ზურგს, ყველაფერი ისე იქნება როგორც მე მინდა გასაგებია? შეუშვი მაგ პატარა თავში
-ხელი გამიშვი,გავიბრძოლე უშედეგოდ
-ხომ ხედავ რა უსუსური ხარ ჩემს წინაშე,ის იყო გადმოიხარა რომ უნდა ეკოცნა და საშინლად ნაცნობი ხმა მისწვდა ყურთასმენას
-აქ რა ხდება?გულედანმა სწრაფად დამქაჩა უკან და წინ ფარივით ამესვეტა
-პრობლემები გაქვს ძმაო? გაეჭიმა აკო თუმცა ვფიქრობ კარგად განსაზღვრა თორნიკეს შესაძლებლობები და ისე ომახიანად ვეღარ იყო
-პრობლემები შენ გექნება ეხლა ძალიან ჩვეულებრივად, ერთხელ გაგაფრთხილებ და მეორედ აღარ ვიტყვი, ეს გოგო ჩემი საცოლეა და კიდევ ერთხელ რომ შეაწუხო მოგკლავ
-ვერ გავიგე? რას ქვია საცოლე ხომ არ უბერავ ბიჭო?
-კიდევ გაფრთხილებ წადი აკო, ნუ გამაკეთებინებ ისეთ რამეს რაც არ მინდა, თუ ცოტა თავში ტვინი გაქვს უბრალოდ წადი და მადლობა მითხარი რომ გიშვებ
-მომისმინე ბიჭო, აკო გულედანისკენ გამოიწია და მერე არაფერი მახსოვს, მხოლოდ ვხედავდი როგორ იცვალა თორნიკემ სახე და როგორ იქცა ჩვეულებრივ ცხოველად, ეს არ იყო ის ბიჭი მე რომ ვიცნობდი,გამეტებით ურტყავდა აკოს და ღრიალებდა, ვერ გავუძელი ამ სანახაობას, ყურებზე ხელი ავიფარე და მანქანასთან ჩავიკეცე.არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა, არც ის ვიცი ჩემს უკან რა ხდებოდა გონზე ხელის უხეშმა წავლებამ მომიყვანა და გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე აღმოვჩნდი თორნიკესთან ერთად მანქანაში
-სად გავრბივართ?
-მე არასდრის გავრბივარ თინანო დაიმახსოვრე, მიყვირა წყობიდან გამოსულმა და მაანქანა დაძრა
-სად მიგყავარ?
-მორჩი კითხვების დასმას თორე ისეთი გამწარებული ვარ ეხლავე მოგკლავ აქ
-ეს რა იყო? ასე როგორ გაიმეტე ნუთუ საუბრით არ მოგვარდებოდა?
-ამ სამყაროში არ ცხოვრობ გოგო? ეგეთ არაკაცებს არ ნდა ესაუბრო
-ცხოველი ხარ, ამოვიტირე და სახე ხელებში ჩავრგე
-ხო ცხოველი ვარ ესაა ჩემი ნამდვილი სახე,დაუნდობელი ადამიანი ვარ რომელსაც არანაირი გრძნობები არ გააჩნია,გასაგებია? იღრიალა გულედანმა და შიშისგან უარესად ავტირდი. თორნიკემ მანქანა გააჩერა და სივრცეს გაუშტერა თვალი,
-კარგი დაწყნარდი,მორჩა, მომეხვია გულედანი და ჩემი მიხუტება სცადა, თუმცა იმდენად შოკში ვიყავი ურესად ამიჩუყდა გული და უფრო ხმით ავტირდი
-კარგი სუუ ჩუმად,ნუ ფართხალებ,ხელები გამიკავა და გულზე მიმიხუტა.დაწყნარდი სულ რაღაც ერთი კვირა და წავალ.
-სად წახვალ? თავი წამოვყავი სწრაფად
-უკან ამერიკაში
-რატო?
-უნდა ვიბრძოლო
-რა?რინგს უბრუნდები?ცრემლები ხელისგულებით შევიმშრალე
-ის ჩემი ცხოვრებაა თინანო,მეტი არაფერი გამაჩნია
-სულ არაფერი? გული დამწყდა მის სიტყვებზე
-მე ჩემი ცხოვრება მაქვს და დროა დავბრუნდე.
-როდის მიდიხარ?ხმაგაპარულმა ჩავილაპარაკე
-კვირას არის ფრენა,თინანო მისმინე
-სახლში წამიყვანე დავიღალე
გულედანმა უხმოდ დაძრა მანქანა და სახლამდე ხმა არცერთს ამოგვიღია.
-მშვიდობით
-მემშვიდობები თინი?
-ასე ჯობია,არ მიყვარს მსგავსი სცენები
-არ გამაცილებ?ხმა გაუტყდა გულედანს
-ვფიქრობ საჭირო არ არის,ვცდილობდი არ ამტირებოდა
-შენი ნებაა,ჩაილაპარაკა ცივად ,სწრაფად მივატრიალე თავი,იმის იმედით რომ ოდნავ ხელჩასაჭიდს მაინც დავინახავდი,მწარედ ჩამეცინა და ხმის ამოუღებლად გადავედი მანქანიდან

თორნიკე ზუსტად ერთი კვირის შემდეგ გაფრინდა,უნახავად და დაუმშვიდობებლად,ცხოვრება ნაცრისფერი გახდა,ყველგან და ყველფერში მას ვეძებდი, ერთ დროს საზიზღარი სახე ახლა ყველაზე სანატრელი იყო,ლოგინზე ემბრიონის პოზაში ვიწექი და როგორც ყოველთვის ერთ წერტილს ვუყურებდი.ანანომ ჩუმად შემოაღო კარი და საწოლზე ჩამომიჯდა
-სადამდე უნდა იყო ეგრე?
-როგორ?
-ცოცხლად იმარხავ თავს ვერ ამჩნევ?
-ვერა,უხალისოდ წამოვდექი საწოლიდან
-თინანო რა ხდება გამაგებინე, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ როდიდან ვუმალავთ ერთმანეთს რამეს?
-მიყვარს,ამოვილუღლუღე
-ვიცი,მერე რას აკეტებ? რა გინდა აქ?
-და რა გინდა რომ გავაკეთო?თორნიკეს არ ვაინტერესებ ანანო, ყველანაირი იმედი მოვკალი ცემი უაზრო აქციელებით, დაგავიწყდა რა დგეში ვიყავი? გაგახსენო როგორ ვატკინე გული?
-ეგ სამმი წლის წინ იყო გოგო
-გგონია დრო დაავიწყებდა ყველაფერს? უბრალოდ ის ცემგან განსხვავებით ადამიანია და შევეცოდე ცუდად მყოფი, ხო სამი წელია რაც თორნიკეს ვიცნობ და ამ დროის მანძილზე ერთად არასდროს ვყოფილვართ, ყოველთვის რაღაცას ვაფუჭებდი
-ხვალ ახალი წელია,2017 წელი დგება თინი
-მერე?
-მგონი დროა ტავიდან დაიწყო ცხოვრება, თან
-რა თან? რისი თქმა გინდა?
-ხვალ სარამოს თორნიკე იბრძოლებს რინგზე
-რას ამბობ? საიდან იცი? მოწყვეტით დავჯექი სავარძელში
-ვახომ მითხრა, დილით ესაუბრა
-მაინც დაბრუნდა, მტკივნეულად შემეკუმშა გული, ჩემი ბიჭი ამდენი წლის შემდეგ რინგზე ბრუნდებოდა, ვიცოდი როგორ უჭირდა ხალხის წინ წარსდგენა და მე ამ დროს მის გვერდით არ ვიქნებოდი
-ვახომ რა თქვა? ძლივს ამოვიღე ხმა
-ნერვიულობს, თორნიკესთვის მნიშვნელოვანი ბრძოლაა, გარდა მაგისა კიდევ ერთი ცუდი ამბავი მაქვს
-ეხლა რაღა მოხდა?
-ვახომ კონტრაქტს მოაწერა ხელი,თავი დახარა ანანომ
-რა კონტრაქტს? სადმე მიდის?
-ერაყში
-რას ბოდავ? ფეხზე წამოვხტი, როგორ დაუშვი ეს? სად უშვებ?
-მე რა შემიძლია? უღონოდ ჩამოყარა ხელები ქალმა, რა ვქნა მითხარი,თუ არ მიყვარს მოვატყუო? მე ნუ მადანაშაულებთ რა, ისედაც გული მაქ დამძიმებული
-დავიჯერო არ გიყვარს?
-არა თინანო არა, ვახო და მე მხოლოდ მეგობრები ვართ, ძნელი გასაგებია? ვერ შევხედავ ისე როგორც კაცს არ შემიძლია რატო არ გესმის?
-მესმის მესმის, დაწყნარდი ეხლა მე წავალ ვახოს ვნახავ რა იცი რა ხდება, შენ კი კარგად დაფიქრდი, ზოგჯერ ადამიანები ვიან ვხვდებით რარაც რაღაცეებს რომ დავკარგავეთ მერე,,
სწრაფად წამოვდექი ფეხზე, შულზე ვაკოცე ტირილის პირას მისულ დაქალს და გარეთ გამოვედი.

როგორც კი გარეთ გამოვდგი ფეხი მაშინვე თვალში მოომხვდა თეთრად გადაპენტილი ეზო, ბენდიერების ტალღამ დამიარა, ვგიჟდებოდი თოვლზე,ვერც გავიგე სეირნობა სეირნობით როგორ მივედი ვახოს სახლამდე,უჩვეულო ენერგიით დავიმუხტე და კარზე დავრეკე, რამდენიმე წუთსი ზღურბლზე ვახო გამოჩნდა, ნაზალადევად გამიღიმა
-შემო
-შენ გამოდი ნახე გარეთ როგორ თოვს,
-დამელოდე მოვდივარ,ქურთუკი მოიცვა და ქუჩას დავუყევით
-რა იყო თინი?
-სად მიდიხარ?
-ოჰ მოგახსენა უკვე?
-სერიოზულად გთხოვ,ხომ იცი რას ნიშნავ ჩემთვიც,რატო აკეთებ ამას? ანანოს სჯი?
-არავის არ ვსჯი, მინდა და მივდივარ, რაღაც ხომ უნდა ვაკეთო?
-ვახო გთხოვ არ წახვიდე
-არ იტირო რა,ხელი მომხვია და გულზე მიმიხუტა,რას არ მივცემდი ანანოსაც ეგრე გულწრფელად სწყენოდა
-ხოდა იმის მაგივრდ იბრძოლო გარბიხარ?
-ამას ვინ ამბობს?გაეცინა ბიჭს,დროა საკუთარ თავზე იფიქრო
-დამეხმარები? ეშმაკურად ავხედე
-რაში?
-აეროპორტში წამიყვანე
-რატო? ვერ მიხვდა ვახო
-მისი ბრძოლა უნდა ვნახო
-მართლა? გაეცინა ბიჭს,რა გადარეული ხარ, წამოდი,ხელი მტაცა და სიცილით გავიქეცით სახლისკენ, სულ რაღაც 2 საათში ჩემი ყოვლისშემძლე მეგობრის წყალობით, ასეროპორტში ვიდექი და ჩემს რიგს ველოდებოდი რეგისტრაციის გასავლელად, მივდიოდიი იქ სადაც ის ადამიანი მელოდა ვისაც ალბათ არ გაუხარდებოდა ჩემი ნახვა,მაგრამ უნდა მეცადა მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარი თავისთვის არ მესაყვედურა,გამთენიისას ჩავფრინდი,სასტუმროში დავბინავდი და დაველოდე როდის მოსაღამოვდებოდა,მოუსვენრად ვატრიალებდი ფურცელზე დაწერილ მისამართს,ბრძოლის დაწყებამდე ერთო საათით ადრე მივედი და საკმაოდ ბნელი ადგილი ავირჩიე, თუმცა რინგს კარგად ვხედავდი,სული დამელია სანამ დაიწყებოდა,რამდენიმე წუთიც და გამოაცხადეს თორნიკეს სახელი და გვარი,როგორც კი ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი სუნთქვა შემეკრა, იმდენად მამაკაცური და სიმპატიური იყო, მინდოდა ყველას სცოდნოდა რომ ეს ბიჭი მე მეკუთვნოდა,ბრძოლა დაიწო,ყველა მუშტი რომელიც ხვდებოდა მის მაგივრად მტკიოდა,გულედანი თავგამოდებით იბრძოდა, ლამის დაინგრა დარბაზი ყველა მის სახელს სკანდირებდა,მოულოდნელად გულედანს მზერა ჩემზე გაუშტერდა,გაოცებული მაკვირდებოდა დარწმუნებული ვარ ვრაფრით დაიჯერებდა ჩემს იქ ყოფნას და სწორედ ამ დროს მოხვდა სახეში,უგონოდ დაეცა ძირს ნერვიულობისგან იმხელა ვიკივლე ლამის ხმის იოგები დამაწყდა,არ ვიცი როგორ გავჩნდი რინგთან
-მიდი ადექი თორნიკე მიდიიი,გაახილე თვალები, ვკიოდი ბოლო ხმაზე და ხელებს ვურტყამდი ,არ ვიცი რამ იმოქმედა მაგრამ გულედანი წამოდგა და ბოლომდე მაგრად იბრძოლა, მოიგო რა თქმა უნდა.დაღლილი ძლივს ჩამოვიდა ძირს, რამდენიმე ბიჭმა ალყა შემოარტყა და გასახდელისკენ გაუძღვა
-ფეხი არსად გაადგა,დამიბღვირა სანამ გასახდელში შევიდოდა. "აი ეს ჩემი ბიჭია" გამეცინა და გასასვლელისკენ გადავინაცვლე..скачать dle 11.3

 




№1 √ სტუმარი ™ Guest trocodeo

ვაიმე აღარ მახსოვს,თავიდან წავიკიტხოო

 



№2  offline √ აქტიური მკითხველი ™ თაკოთაკო

ყოჩაღ კარგი იყო
მაგრამ მალე დასე რა შემდეგი თავი და მოცულობაც გაზარდე რაა გთხოოვ
--------------------
თ.ჭიღლაძე

 



№3 √ სტუმარი ™ Guest ანა

ამერიკაში გადაფრენა ასეთი მარტივი როდის მერე გახდა ან კიდევ გზა დაამოკლეს თუ როგორ მოასწრო ამ გოგომ ასე უცებ ჩაფრენა?!:)))))

 



№4 √ სტუმარი ™ Guest Du-da

Imitom hqvia romani,istoria tu rac gindat is daarqvit.rom yvelaferia shesadzlevelu.fantaziis usazgvro wyaroa.aramgonia mnishvnelovabi iyos eogor movaxerxe da mtavari gmiri amerikshi chaviycane.mtabaria rogor mogewona kitxvis droa.vfiqrob arvaqvsmnishvneloba sad faimarta siujeti.an mogwons an ara.mDlob Yvelas miyvarxart

 



№5  offline √ აქტიური მკითხველი ™ La-Na

კარგი იყო, მაგრამ ამერიკის ამბები უფრო ვრცლად მინდოდა მე.რინგზე მომხდარი ამბები და ა,შ. უცებ არ მიაყარო რა ბოლო თავი თუ არის ამის მომდევნო და დიდი თავი დადე ხო?
--------------------
ლ.ქ.

 



№6 √ სტუმარი ™ Guest ანა

"რომანზე, ისტორიაზე თუ რაც გინდათ ის დაარქვით" ძალიან არასწორი წარმოდგენა გაქვს:))). ის ფაქტი რომ რომანებში ყველაფერი ხდება და მკითხველი სითბოს ელოდება მხოლოდ, არ ნიშნავს ამერიკის "დაპატარავებას":))))).
და შენს მკითხველს (ჩემი ჩათვლით) შეუარცხყოფას თუ არ მოგვაყენებ კარგს იზამ: რას ჰქვია მნიშვნრლობა არ აქვს ამერიკა სად არის, გგონია შენს ისტორიებს ბაღის ბავშვები კითხულობენ?!:)). პრინციპში მაგათაც იციან ამერიკა სად არის და შეგედავებიან!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent