შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სიყვარულის ისტორია (ნაწილი 2)


14-08-2017, 14:49
ავტორი tasusuna
ნანახია 342

ჩემი სიყვარულის ისტორია (ნაწილი 2)

–„ცოლად თუარ მოგიყვანე,თავს არასდროს ვაპატიებ.
ორი დღეა მხოლოდ შენზე ვფიქრობ..
ეს ყველას არ შეუძლია.“–ო და გულმა დამარტყა.
ჰოდა,დავრჩი ასე გულდარტყმული ჩემს საძინებელში,გემრიელად მოკალათებული სავარძელზე,თვალებ გადმოცვენილი.
ხუთჯერ რომ გადავამოწმე გამომგზავნი.
ათჯერ რომ გადავიკითხე ერთიდა იგივე,მერე დავიჯერე,რომ ის იყო.
გულში 9 ჯერ გადავიკითხე მამაო ჩვენო,წარმოსახვაში გავაკეთე მეტანიები და პასიხი ათი წუთის დაგვიანებით მივწერე.
ცოტა ქუთაისლური გამომივიდა,ქუთაისლური კიარა,ამპარტავნული,საერთოდ ჩემში რომ არ ჯდებოდა ისეთი პასუხი მივწერე,ალბათ საპირისპიროდ იმოქმედა ლოცვებმა და ტვინი კიარ გამეხსნა,ჩამეკეტა,გადამეკეტა,გადამერაზა და ცხრა კლიტურში გამოიკეტა.
–„ჩემი ცოლად მოყვანა შენს გარდა სხვასაც უნდა,სია გრძელია“–თქო–მივწერე..
(სანამ გამლანძღავდეთ,მინდა საკუთარ თავს ადვოკატად დავუდგე..
ზოგადად,თაყვანისმცემლების რიცხვს არასდროს ვაქცევდი ყურადღებას..
არ ვიყავი ისეთი ადამიანი,აავმდგარიყავი და ვინც მომწერდა ყველასთვის მიმეწერა..
არა,ცუდათ გამიგეთ.
თავი ვინმეზე კარგი კიარ მეგონა.
არა,უბრალოდ არ მინდოდა,არ მიყვარდა როცა გოგონები აურაცხელ ბიჭებს წერდნენ,ხვდებოდნენ და ათასი რამე.
სხვანაირი ვიყავი.
ცოლად მოყვანაზე არ ვაჭარბებდი,რამოდენიმეს საკუთარი თვალით შევსწრებივარ,როგორ იცილებდა დედა თავიდან ოჯახში მოსულ დაუპატიჟებელ „მოყვრებს“,რომლებსაც მე ,თქვენი მონა–მორჩილი,სარძლოდ მოვწონდი. ((არ გაგეცინოთ,ასეთი რამეები,დღესაც ხდება..))
არც სიაზე დამძრახოდ.
თუ ვინმეს მივწერდი,რატომღაც ჩვევა მქონდა,მისი კარგი თვისებები ჩამომეწერა..((მართალი ხარ,ცოტა უცნაური ვარ))..
ამიტომ,არც ისე გადამიჭარბებია,მაგრამ უხეშად მიწერილი ნამდვილად გამომივიდა..)
პასუხიც შესაბამისი მომივიდა.
–„სარჩევში ვინც გინდა ის გყავდეს.
მე უკონკურენტო ვარ.
რაც შეეხება სიას,მალე ნულამდე დავა“–ო და მართალიც აღმოჩნდა.
სულ რამოდენიმე კვირა და ეს ჩემი სია,(ქარის მოტანილი,ქარმა წაიღოო)მართლად ნულზე დავიდა და ჩემი თაყვანისმცემლებიც სრულიად უინტერესონი გახდნენ ჩემთვის.
ესეც გაცნობა.
ახლა,უშუალოდ ის,რისთვისაც ამდენი ვწერე.
____
ომარი ქვია,მე ომას ვეძახდი თავიდანვე,ახლა „ბა“ არის.
თავიდან რომ გეკითხათ,ალბათ ვიტყოდი,ზედმეტად სერიოზულია და უცნაურითქო,მაგრამ,გულწრფელი რომ ვიყო,სწორედ ეს მომწონდა მასში.
როგორც წინათ აღვნიშნე,არ იყო ყველასნაირი.
ბანალუურად გამომდის,მაგრამ განსხვავებული იყო..
თვალები ჰქონდა თვითონ ისეთი,სხვანაირი ვერც იქნებოდა.
არა,არც ჭაობისფერი თვალები ჰქონდა,არც ზღვისფერი,არც ქამელეონი ან რამე,ზეციური.
არა,თაფლისფერი თვალები ჰქონდა,მაგრამ ისეთი,უძირო ზღვასაც და მწვანე მდელოსაც რომ მირჩევნოდა.
მასში წამიერად ჩახედვაც საკმარისი იყო,მისით მოხიბლული რომ დარჩენილიყავი.
პირველად სწორედ ამან დამაინტერესა–თვალებმა.
და ახლაც,როცა ამდენი დრო გავიდა,არ მწყინდება მასში საათობით ცქერა და წარმოიდგნედ,რამდენად ბედნიერი ვარ,რომ მათში უზომო სიიყვარულსა და პატივისცემას ვკითხულობ..
ჰოო,ბევრს ვლაპარაკობ.
ომას ბრალია,დედას გეფიცებით.
ისიც ვთქვით,მისმა თვალებმა რომ დამატყვევა და ამხელა ქალი მიმაჯაჭვა.
ახლა ორიოდ სიტყვით მის სერიოზულობასაც შევეხოთ და ვფიცავ,უშუალოდ ურთიერთობაზე გადავალ.
ცოტა ისეთი იყო,სერიოზული კიარა,აი სერიოზული კუბში.
მაშინ,როცა ჩვენს ურთიერთობას სახელიც დაერქვა,მაშინ გახსნა ცოტა წარბი თორეე,უიმე,მტრის კარს,წარბგაუხსნელი იყო.
ზრდილობიანი იყო,თან იმდენად,რომ ამჩემს ეგოისტობას უფრო აღიზიანებდა..
მოგეხსენებათ,დიეტაზე ვიყავი და ერთადერთი,რითიც შეეძლო „პატივი ეცა“ წყალი იყო და იცოცხლეთქვა,დარბოდა წყლის ბოთლებით ყოველწუთს.
ჰო,ეგოისტობა რა შუაშია???
შუაში კიარა,თავშია,თავში.
კაფეში როცა ვისხედით,ადგებოდა ეს ვაჟბატონი და ჩამოუყვებოდა ყველას,ვის რა უნდდა და უყიდდა.
ზოგს ყავას მოუტანდა,ზოგს რას და მე კი ვიჯექი წყლის ბოთლით ხელში და ვუმზერდი მამის მკვლელი თვალებით.
არა,ნაწილობრივ კი მომწონდა,ასეთი ყურადღებიანი რომ იყო,მაგრამ,ამდენ გოგოებს რომ ყავას ყიდულობდა და მე წყალს,ეს მაბრაზებდა.(ჰო,კარგი,ვიცი რომ ცოტა მიქრის,მაგის გამოა დედაჩემი ყოველდღე წნევიანი რომ იყო,რა მეშველება შენს ხელშიო,კიდევ კარგი,ჩემი ძმაც რომ ჰყავდა,თორემ მარტო ჩემი იმედი მტერს ჰქონდეს.)
ჰოდა,იმდენი ქნა ამ ჩემმა ეგოისტობამ,რომ გაცნობიდან ერთ თვეში დიეტას მიწა მივაყარე და დიდი ზარზეიმით გამოვაცხადე,დღეიდან ყველაფერი მეჭმებათქო..
ამ ფაქტით გახარებულმა ამ ჩემმა ბიჭმა (თავიდან გაუხარდა,თორე მერე...) იმდღესვე წაგვიყვანა პიცერიაში მე და ჩემი დაქალები და ამ ჩემი მოკლებული 18 კილოდან 1 კილო უცებ ავინაზღაურე.
მერე რომ აღარ გავჩერდი,პიცერიას აღარ დავჯერდი და კვირაში ორჯერ მაგდნალდი მინდოდა,ადგა და სიცილში მითხრა გაააგრძელე დიეტაო..(ეს ისე,თორე თვითონ იყო ისეთი,ყოველდღე სადმე რომ არ წავსულიყავით ეკლებზე იჯდა..)
მოკლედ,შემოვიარეთ რა ყველა კვების ობიექტი,ყველა კაფეთუ რესტორანი,დადგა ის დღეც,როცა ორმეტრიანი კაცი ლამის ცეროდენას დაემგვანა და სიყვარული ამიხსნა,ოღონდ ამას,პატარა წინაისტორია აქვს.
–––––
ცოტა ჯიუტი ვიყავი,ცოტა არა,ძალიან.
ამ სიჯიუტემ მერე იმდენი ქნა,ჩემთვის უკვე უძვირფასესი ადამიანი იმდონეზე გავაბრაზე,რომ ბილეთს იღებდა და მიდიოდა..
ჩემი სიჯიუტის მიზეზის მოყოლა მცხვენია,იმდენად არარეალურ რაღაცაზე გავჯიქდი და ფეხი არ მოვუცვალე ჩემს აზრს,რომ მერე ჩემს თავზე გავბრაზდი.
ისე ვიჩხუბეთ,ისე,რომ არცერთი აღარ ვგავდით ადამიანს მეორე დღეს.
ჩასიებული,ჩაწითლებული თვალებით მივედი უნივერსიტეტში და შესასვლელთან ომა რომ დავინახე,გული კიარ გამისკდა,გადამისკდა.
წინა დღეს ყველა სულიერი დავიფიცეთ,რომ აღარასოდეს ვნახავდით ერთმანეთს და ახლა რომ ვუყურებდი ჩემს წინ,გულით კი მიხარდა,მაგრამ ამჩემს თავმოყვარეობას არ გადავახტი და სახეზე არც კი შევიმჩნიე.
თორე გულში ჩვეულებრივად ცეკვავდა ჩემი მეორე მე გინდა ჩაჩაჩას გინდა აჭარულს.
ჰო,იქ ვართ,უნივერსიტეტის შესასვლელთან რომ დამხვდა ასვეტებული.
ისე უნდა ითქვას,სიტყვა არ უთქვამს ისე მანიშნა გამომყევიო და ისე,რომ ბგერაც არ გვითქვამს,10 წუთში ნეტაში ვიჯექით.
რამოდენიმე წუთი უსიტყვოდ ვუმზერდით ერთმანეთს და მამიკოს გეფიცებით,ის ჩემი მეორე მე აჭარულს კიარა,ნელზე ნელ ვალსსაც ვეღარ ცეკვავდა,იმდენად ვიყავი მის მზერაში ჩაკარგული.
ვიცოდი,რამდენად დაუჯდა მოსვლა და ჩემს წინ ჯდომა.
აშკარად ვხედავდი მის თვალებში ყოყმანს,მაგრამ იმასაც ვამჩნევდი,რომ უმიზეზოდ,გრძნობების გარეშე აქ არ იქნებოდა.
განაბული ველოდი მომენტს..
ველოდი მის სიტყვებს,მე კი ენასაც ვერ ვიბრუნებდი პირში..
მერე,მზერა რომ დაეწმინდა,თვალებში სითბო რომ ჩაუდგა,უთქმელად მივხვდი..
მეც გამეღიმა.
სიტყვასაც არვაჭარბებ,ყველაფერს ვფიცავ,იმ დღეს უხმოდ გამოვუტყდით ერთმანეთს გრძნობებში. (ხო,კარგი,ვიცი რომ უცნაურები ვართ)
მერე ასევე უთქმელად ამოვედით კაფიდან და უკვე ხელიხელ ჩაკიდებულები,ცამდე ბედნიერები გავუყევით გზას უნივერსიტეტისაკენ..
ესეც „სიყვარულის ახსნა“ უსიტყვოდ,თორე მის მერე,იცოცხლეთქვა,ყველა პოეტს აჯობა მხატვრულ ლაპარაკში.
მეორე დღეს უკვე წყვილად რომ წარვუდექით წერეთლის ყველაზე ცნობისმოყვარე საზოგადოებას,მაშინ დავრწმუნდი სიყვარულს რომ მართლაც მალვა უნდა.
თქვენ ჯვარი გწერიათ და ამდენი მოშურნე თუ მყავდა,არ ვიცოდი.
ზოგადად ასეთი ვარ,ადვილად ვცნობ ადამიანის მზერაში მის ფიქრებს..
მაგრამ,ამის მიუხედავათ მაინც ყველაზე ბედნიერი ვიყავი,იმიტომ რომ ყველაზე მაგარი ბიჭი მყავდა გვერდით.
თუმცა,ცნობისმოყვარეობამ მალე გამოიღო შედეგი და მალე საჭიირო გახდა მძიმე არტილერიის ჩარევა..
მძიმე არტილერია კი რა თქმა უნდა ჩემი ძმა არის.
მანამ,სანამ უშუალოდ გადავერთვები ისტორიის ამ ნაწილზე,ორიოდე არა,სამიოდე სიტყვა ჩემს ძმაზე.
_____
ბავშვობიდან ასე ვიყავით,მეც და ჩემი ძმაც,გრძნობებს ვერასდროს ვხატავდით..
დედაჩემისთვის რომ გეკითხათ,ორივე უჯიშოები ვიყავით..(თვითონ არის ძალიან ემოციური და მე და ჩემი ძმა რომ ვერასდროს ვხატავდით სიყვარულს,ამაზე სულ ბრაზდებოდა..)
ცოტა რომ წამოვიზარდე,ჩემი ძმის მიმართ რიდი გამიჩნდა,რიდი მერე პატივისცემამ შეცვალა და ამის გამო იყო,დღე ისე გაივლიდა,თითქმის არ ვცემდით ერთმანეთს ხმას.
მაგრამ,რად მინდოდა მისი ლაპარაკი,ისედაც ვიცოდი,ამქვეყნად ყველაზე მეტად მე ვუყვარდი,ისედაც ვიცოდი ჩემს გამო სიცოცხლეს კიარა აფსოლუტურად ყველაფერს დათმობდა, (თუ არსებობს საერთოდ რამე სიცოცხლეზე ღირებული).
ბავშვობიდან დღემდე,ყველას იმას ვეუბნებოდი,მე მყავს საუკეთესო ძმათქო.
რეალურად,თორნიკე ჩემთვის ძმაზე მეტი იყო.
თორნიკე ყველაფერს მერჩივნა..
თორნიკემაც კარგად იცოდა ყველაზე მეტად რომ მიყვარდა და ჩვენთვის ესეც საკმარისი იყო.
მაგრამ,აუ,როგორ მიჩაბნიდაააა...
სულ ასეთი თვისება მქონდა,თუ ვინმე ფულს მაჩუქებდა,ყველთვის ვინახავდი (ის აშკარად ცხადია,რომ მაღაზიიდან მორჩენილ ხურდას არასდროს ვაბრუნებდი)ამიტომ,ავისთავად ფული რომ მქონდა.
ეს ჩემს ძმასაც კარგად ჰქონდა გაცნობიერებული და როცა რამე უნდოდა,მომადგებოდა შრეკის კატასავით და საცოდავი ხმით მეხვეწებოდა ფული მასესხე და ხვალ მოგცემო.
მაგრამ,როგორც თქვენ უყურებთ,ისე არ შემიხედია მე მისთვის მიცემული ფულიდან დაბრუნებული კაპიკი.
მაგრამ,და–ძმობას და ჩემს გულს რა ვუთხარი,ეგრევე გავრბოდი და რამდენიც მქონდა სულ მთლიანად ვაძლევდი.
მერე ჩემმა ძმამ,საჯანდაბედ,ჭიდავშიი დაიწყო სიარული და ერთადერთი სავარჯიშო მასალა რა თქმა უნდა მე ვიყავი და მანამ „ვარჯიშობდა“,სანამ მთელმა ქუჩამ არ გაიგონა დედაჩემის კივილი ბავშვს თავი გაანებეო.
მოკლედ,ჩემი ძმა იყო ერთადერთი ადამიანი,რომელიც უშუალოდ არასდროს ერეოდა ჩემს ცხოვრებაში,მაგრამ მის იქ ყოფნას სულ ვგრძნობდი.
ამიტომ,საქმე რომ არ გართულებულიყო,თავიდანვე ჩავრთე ჩემი ძმა საქმის კურსში,რომ ჩემს ცხოვრებაში ყიო ბიჭი,რომელსაც ვუყვარდი და რომელიც მიყვარდა (წარმოდგინეთ,ამას ვეუბნები ადამიანს,რომელსაც იშვიათად ველაპარაკებოდი დათან ვეუბნები,რომ შეყვარებული მყავს და დედას გეფიცებით,იმ დღეს 150 მქონდა წნევა 100ზე..)
ჰოდა,მოკლედ,იჯდა ჩემი ძმა და ელოდა ომას ზარს..
რომელმაც დიდხანს არ დაააგვიანა.
აი მივედით ამ ეტაპამდედაც.
მოემზადეთ..
ის დღე ყველა წვრილმანით მახსოვს.
ისევ ნეტაში ვისხედით,ლექციები დასრულებული გვქონდა.
რაღცნაირად ჩაფიქრებული მომეჩვენა,გაფანტული.
ველოდი,როდის მეტყოდა სათქმელს..
6 საათი იყო უკვე,მალე სახლში უნდა წავსულიყავი..
–თორნიკე უნდა ვნახო დღეს–ქვევიდან ამომხედა.
გული კი შემიქანდა,მაგრამ მადლობა ღმერთს,მყარად ვიჯექი სავარძელში.
ეს მომენტი რომ გარდაუვალი იყო კი ვიცოდი,მაგრამ მაინც ვნერვიულობდი.
არ მიუქცევია ყურადღება არც ჩემი გაფითრებული სახისთვის,არც სიმწრის სიცილისთვის,არაფრისთვის,დაურეკა და 1 საათვი არტ კაფეში შევხვდეთ ერთმანეთსო.
ვაი გულო.
ვაი სულო.
მე კი მოვკვდი იქ და წარმოიდგინეთ ომა რა დღეში იყო,მითუმეტეს თორნიკე.
ტაქსში ჩამაჯინა და სახლში გამიშვა,თვითონ კაფისკენ წავიდა.
სახლთან ვიყავი უკვე,თორნიკემ რომ დამირეკა.
სიმწრის ოფლი მასხამდა..
ხელისკანკალით ვუპასუხე.
–ომარიმ დამირეკაო–მითხრა.
ვიცითქო,ვუპასუხე.
–შენ რომ ცუდ არჩევანს არ გააკეთებ ვიცი,მაგრამ გულწრფელად მიპასუხე,ის ბიჭია,რომელთანაც გინდა მომავალი დაგეგმო?თუ უბრალო ამოჩემებაა??–რაღაცნაირი ხმით მითხრა,ვიცოდი ღელავდა,თან ძალიან.
ჩვენ ხომ ბიჭებზე არასდროს გვილაპარაკია..
–კი–თქო,მოკლედ ვუპასუხე და გამითიშა.
მე კი მივედი სახლში,მაგრამ ვაი ისეთ მისვლას.
დედაჩემი თავწაკრული დამხვდა.
მაგის წნევა მინდოდა კიდე? აქეთ ვიყავი მოსასულიერებელი.
მოკლედ,ვისხედით მე და დედაჩემი,ორივე კორსიზით გამოტენილები,თავწაკრულები და ველოდით.
მე იმაზე ვნერვიულობდი,თორნიკეს რომ ომა არ მოსწონებოდა.
მისი აზრი ყველაზე მეტად მაინტერესებდა და მაღელვებდა.
ამიტომ ვიყავით ორივე დამუნჯებული.
მეც და დედაჩემიც.
7 რმ შესრულდა,რვაც რმ მიყვა,ცხრას რომ კარგა ხანია გადაცდა და არც ჩემი ძმა რომ არ იღებდა ყურმილს და არც ომა მცემდა შეტყოინებებზე პასუხს,მაშინ უკვე გავფშიკე ფეხები და მივწექი გულწასული მდივანზე.
წერილის წაღებას და მარილზე გასვლას ვაპირებდი,ვაჟბატონმა რომ იკადრა მოწერა.
–„ყველაფერიკარგადააა,ვსვამთ,მიყვარხარ.“
ამის ლაკონურობამ ხოომ მომკლა რა.–ეს გავიფიქრე პირველად,სანამ მოწერილს გავიაზრებდი.
უცებ მომეხსნა ყველაფერი.
გაკრული შარფი მოვიხსენი.
ვალიდოლი გადმოვაგდე და წამოვდექი ფეხზე.
მოგვივიდა ცოტა ფერი როგორციქნა მეც და დედაჩემსაც.
პასუხიც მივწერე.
–„ძალიან კარგი,დალიეთ და უმტკიცეთ ახლა ერთმანეთს,რომელს უფრო მეტად გიყვარვართ“–თქო და საბოლოოდ მომეხსნა სტრესი.
12 სკენ მოვიდა ჩემი ძმა.
მთვრალი და ცამდე გაღიმებულიი.
ჩამეხუტა (ცხოვრებაში მეორედ).
–ეჭვიც არ მეპარებოდა რომ სწორ ადამიანს შეარჩევდი–ო და წავიდა მერე სადღაც.
მოკლედ,ასე დასრულდა ჩემი უფროსი ძმისა და ომას გაცნობა.
მერე ისე დააახლოვდნენ,მე ვინ რად მაგდებდა,ურეკავდნენ ერთმანეთს და ხან სად დადიოდნენ,ხან სად. (დუტ,ნუ გაქ ბილწი აზროვნება,სათევზაოდ დადიოდნენ,ან სანადიროდ).
ასე იყო,ეს ეპიზოდიც ჩამთავრდა.
ახლა კრიზისსული მომენტი და 1 თვიანი დაშორებაა წინ.
მანამდე კი,ჩაისუნთქეთ,და მოემზადეთ.

_________
დადადა დაააააააამ.
მოვედიი.
ვაი გული.
გელით.
როგორც წინათ აღვნიშნე,მომიტევეთ სლენგებისთვის და იმერული კილოსთვის.
წინა თავიდან იმხელა პოზიტივი წამოვიღე,ახლაც სავსე ვარ და ასე მგონია დავფრინავ.
აუ,რა მაგრები ხართ იცით?
აი,ყველაზე ვირტუალურად მიყვარხართ,ომას გეფიცებით.
წინასთან შედარებით,ოდნავ პატარა თავია,მაგრამ მაპატიეთ.
პირობას ვდებ უფლისა და თქვენს წინაშე,რომ შემდეგი უფრო დიდი და საინტერესო იქნება.
მადლობა რომ კითხულობთ.
მადლობა რომ შემოქმედებითად მასაზრდოებთ.
მადლობა რომ ხართ.
მიყვარხართ.
თქვენი:ანასტასია/
პ.ს ისევ გეტყვით,ვინც მიცნო,არ მითხრათ,შემრცხვება.
პ.ს.ს თუ რამე შენიშვნა გაქვთ,აუცილებლად მითხარით.скачать dle 11.3

 




№1  offline √ წევრი ™ ნეპტუნიელი

შენიშვნა არ მაქვს. რისი თქმაც მინდა ისაა, რომ იმდენად საინტერესო და პოზიტიური ადამიანი ხარ, რომ მარტო ამისთვის ღირს გაგრძელება. ძალიან მომწონხარ!!! ველი შემდეგს... <3

 



№2  offline √ წევრი ™ tasusuna

ნეპტუნიელი
შენიშვნა არ მაქვს. რისი თქმაც მინდა ისაა, რომ იმდენად საინტერესო და პოზიტიური ადამიანი ხარ, რომ მარტო ამისთვის ღირს გაგრძელება. ძალიან მომწონხარ!!! ველი შემდეგს... <3

მააადლობა!❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



№3  offline √ წევრი ™ ჯიჯი^^

ძაან მაგარია სიხარულო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent