შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკივილი გაძლიერებს 10თავი


14-08-2017, 20:34
ავტორი Gogona rmigraciidan
ნანახია 674

ტკივილი გაძლიერებს 10თავი

მთელი ღამე მოუსვენრად ვიყავი, ხვალინდელ დღეზე ვფიქრობდი. ბოთლას ვცემდი მთელ სახლში ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი, ათასჯერ დავფარე აივნიდან სამზარეულომდე მანძილი. ეხლაც აივანზე ვარ და სამზარეულოსკენ მიციწევდი, როდესაც კარზე ზარის ხმა გავიგე. ფეხის წვერებით მივედი კართან სადაც ვაჩეს სილუეტს ვხედავ, კარის გაღების თანავე სასმლის სუნი მხვდება.
- აქ თუ იმის სათქმელად, მოხვედი რომ გიგას ვგავარ და მასსავეთ წივსისხლიანი ვარ, თავს ნუ შეიწუხებ ეკატერინესთვის არაფრის დაშავებას ვაპირებ. ერთიანად ვეუბნები სათწმელს და იქვე სავარძელში ვჯდები.
- კიდევ დიდხანს იდგები მაქ თუ შემოხვალ? ვეუბნები ჯერ კიდევ კარებში მდგომ ვაჩეს, ისიც მალრვე შორდება კარს და ჩემს გვერდით ჯდება.
- მაპატიე ეკატერინე. მეუბნება ნაღვლიანად, ეხლაღა ვამჩნევ მის ჩაწითლებულ თვალებს, მის ხელებს საიდანაც სისხლი ზდის.
- რა მოგივიდა იჩხუბე?
- ისეთი არაფერი უმნიშვნელო კამათი მომივიდა. ფეხზე ვდგები, აბაზანაში შევდივარ საიდანაც სამედიცინო ყუთი გამომაქვს და უკან ვბრუნდები.
- დაგიმუშავებ.
- არა არმინდა უმნიშვნელო ჭრილობა. მის ლაპარაკს ყურადღებას არ ვაქცევ და ჭრილობის დამუშავებას ვიწყებ, მართალია საშიში არაფერი იყო თუმცა მე ჩემი საქმე გავაკეთე, ჭრილობა შევუხვიე და ერთი აბი გამაყუჩებელიც მივეცი.
- მადლობა.
-არაფრის. მშრალად ვეუბნები მე.
- როდის უნდა გეთქვა სიმართლე? საზურგეს ვეყრდნობი და თვალებ დახუჭული ვეუბნები.
- რა სიმართლე? გაკვირვებული ვეუბნება ის.
- მე ყველაფერი ვიცი ვაჩე.
- რა იცი ეკატერინე? ისევ ისეთი ტონით ამბობს.
- ვიცი რომ ამდენი წელი შენ მემესიჯებოდი, ვიცი რომ ბიჭუნა აივნიდან შენ ხარ.
- საიდან გაიგე? დაბნეული მეუბნება ის.
- როდის უნდა მიხვდე, რომ მე მიზანს ყოველთვის ვახწევ ვაჩე.
- არ შემეძლო მეთქვა. სევდიანად მეუბნება ის.
- ისე ამხელა კაცი ბიჭუნას სულ არ გევხარ იცი? სიცილნარევი ხმით ვეუბნები მე და მხოლოდ ეხლა ვახელ თვალს.
- რატომ რას მიწუნებ? გაკვირვება გამოესახა სახეზე.
- შენ რა გინდა მითხრა 33 წლის კაცი ბიჭუნა ხარ? ეხლაღა ვაკვირდები მისი სახის ნაკვთებს, მართლაც რომ საერთოდ არ ეტყობა ასაკი.
- რა არა?
მის გამომეტყველებაზე მეცინება.
- კარგი რა ვაჩე. და რატომ ვერ მეტყოდი სიმართლეს?
- როგორ მეთქვა ჩემი საუკეთესო ძმაკაცისთვის, რომ მისი 15 წლის და დანახვის თანავე შემიყვარდა.
-15 წლის? გაკვირვებული ვეუბნები მე.
- ჰო პირველად რომ დაგინახე 15 წლის იყავი, სკოლიდან მოდიოდი  ისიც მახსოვს რა გეცვა იმ დღეს.
- მართლა და რა მეცვა? ინტერესით ვაჩერდები თვალებში.
- შენი საყვარელი შავი მაისური ლურჯი ნახატით, თეთრი მოკლე შორტი და თეთრი კედები. ეს შენი შავი თმა ნახევრად გაშლილი გეყარა მხრებშე. თმებზე ხელს მისმევს და ისე მეუბნება.
- ანგელოზს გავდი, ისე საყვარლად იცინოდი შენს კლასელ ბიჭთან ერთად.
- შენ ისიც გეცოდინება ვინ იყო ის ბიჭი?
- კი როგორ არა, შენი კლასელი ჩემი მამიდაშვილი ავთო დვალი იყო.
- მოიცა ავთო შენი მამიდაშვილია?
- ჰო არ იცოდი?
- არა საიდან. და რატომ ვერ ეტყოდი ლუკას ამ ყველაფერს?
- თორნიკემ ყველაფერი იცოდა, ერთ დღეს ბარში ვიჯექით როდესაც ერთ-ერთმა ჩვენგანმა საუბარი წამოიწყო. შეიძლებოდა თუ არა ძმაკაცის დის შეყვარება, ლუკა ძალიან გაბრაზდა. თქვა რომ მის დას ვერცერთი მისი მეგობარი ვერ შეიყვარებდა, ისიც დაამატა რომ ძმაკაცის და საკუთარი დასავეთ უნდა გიყვარდესო. განა ლუკასი შემეშინადა უბრალოდ მე პატივი ვეცი მის გადაწყვეტილებას. იმ დღის მერე ეს სიყვარული გულში ჩავიკალი, მეგონა უბრალო გატაცრბა იყო თუმცა წლები გადიოდა, დავრწმუნდი რომ ეს უბრალო გატაცება არ იყო. შემდეგ ქვეყნიდან წასვლა გადავწყვიტე. აქ რომ დავბრუნდი გეძებდი მაგრამ ვერ გიპოვე, შემდეგ ლუკასთან მივედი და ყველაფერი მოვუყევი, ძალიან გაბრაზდა იმ დღეს ხელიც დამარტყა. ავარიამდე ერთი საათით ადრე დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი სიყვარულისთვის მებრძოლა. შემდეგ ლუკას ამბავიც გავიგე, თუმცა შენ არსად ჩანდი. შემდეგ პირველად ბარში გნახე,  შენ ისეთი შეცვლილი და ქალური იყავი, მივხვდი რომ არ შემეძლო შენი გაშვება. შენს დაბადების დღეზე, თემოს კალთაში რომ გნახე ძალიან გავბრაზდი, ეჭვიანობის პიკი მქონდა როდესაც მას ეხვეოდი და ეჩურჩულებოდი.
- თემო ჩემი ბავშვობის მეგობარია. ბაღიდან ერთად მოვდივართ, სკოლაშიც ერთ მერხთან ვიჯექით, ყველას და ძმა ვეგონეთ. ვერავინ იფიქრებდა რომ ჩვენ სხვა სისხლი გვქონდა.
- ჰო ვიცი, გიორგიმ ყველაფერი მითხრა.
- მე გიორგის ვიცნობდი თუმცა, სხვა დანარჩენენს რატომ არ გიცნობდით?
- ლუკა ამბობდა არ მინდა ჩემმა დამ ჩვენს წრეში იმოძრაოსო, მას შენთვის ყოველთვის საუკეთესო უნდოდა.
- და რატომ არ უნდოდა ლუკას თქვენს წრეში ვყოფილიყავი?

- ჩვენი ცხოვრება განსხვავებული იყო. ჩვენთვის მთავარი გართობა, რბოლები და წამალი იყო.
- მოიცა ლუკა წამალს იკეთებდა? გაოგნებული ვეუბნები მე რადგან ლუკაზე ამას ვერ ვიფიქრებდი.
- არა ლუკა ჩვენში ყვალაზე განსხვავებული იყო, ის არ იკეთებდა მხოლოდ რბოლებში იღებდა მონაწილეობას. ცოტა ამოვისუნთქე, ვერ წარმოვიდგენდი ჩემს ძმას ნარკომანად.
- ეხლაც იკეთებ?
- არა უკვე ათი წელია თავი დავანებე.
- ძალიან კარგი. ვეუბნები მე და ფეხზე ვდგები.
- არაფერს მეტყვი? მეკითხება ის და უკან მომყვება.
- რა უნდა გითხრა?
- გითხარი რომ მიყვარხარ, შენ კი არაფერი გითქვამს.
- რა გითხრა_?
- შენ არაფერს გრძნობ?
- მგრძნობელობა დიდი ხნის წინ დავკარგე. ყავისთვის წყალი დავადგი და ორ ფინჯანში ყავა ჩავყარე.
- ეკატერინე რატომ არ გინდა დაივიწყო ყველაფერი?
- არ შემიძლია ვაჩე, იცი როგორ მინდა დავივიწყო თუმცა ვერ ვივიწყებ. თვალის დახუჭვის თანავე მის სახეს ვხედავ, ლუკას სისხლი როგორ ვაპატიო. ლევანს ყველაფერი წავართვი, ეხლა რიგი გიგაზე მიდგა. როდესაც მას გავანადგურებ მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქავ ნორმალურად.
- ლევანი რა შუაშია?
- შუაში კი არა თავშია. ლევანის გამო მოხდა ეს ყველაფერი.
- არ არსებობს, ლევან მა ეს ყველაფერი იცოდა.
- ლივანმა იმაზე მეტი დამიშავა, ვიდრე წარმოიდგენ.
- რა გააკეთა? ძარღვებ დაბერილი მეუბნება ის.
- ჩემი გატაცების ამბავი იცოდა თუმცა ხელი არ გაანძრია, გატაცებიდან ოთხ თვეში ვიღაცამ გამანთავისუფლა და საავადმყოფოში მიმიყვანა. იქ გავიგე რომ ორსულად ვიყავი, მიუხედავად ტკივილისა ბავშვის მოშორება არ მიცდია, შოკიდან გონება დავკარგე. გონს რომ მოვედი ლევანნმა მითხრა აბორტი გაგიკეთეო, ჩემი შვილი მოკლა გესმის, შემდეგ გავიგე რომ უნაყოფო ვარ და ბავშვის გაჩენას ვერასოდეს შევძლებ.
- იმკურნალებ და გაგიჩნდება.  რაღაც ხავს ეჭიდება ის ჩემს დასამშვიდებლად.
- არა ეს შეუძლებელია, ჩემი დაზიანებული საშვილოსნოთინ ეს შეუძლებელია. სასწაული უნდა მოხდეს მე რონ დედა გავხდე.
- ბავშვს აიყვან, მთავარია შენ იყვე კარგად.
- შენ არ იცი რა ძნელია ჩემთვის ეს ყველაფერი.
- თუმცა შენ მაინც ძლიერი ხარ, არ დაცემულხარ.
- ტკივილი გაძლიერებს ვაჩე, ეს ტკივილი არ გაძლევს დანებების საშუალებას. მე ტკივილმა მომცა ძალა დღეს აქამდე მოვსულიყავი. მე ტკივილმა გამაძლიერა, სწორედ იმ ტკივილმა არ მომცა დანებების უფლება. არ მოვისვენებ სანამ ლევანის და გიგას ჩემს მუხლებთან დაჩოწილს არ ვნახავ.
- შემდეგ, შემდეგ რა იქნება? მეკითხება ის და ყავას სვამს, რომელიც იმ წუთას დავასხი.
- შემდეგ მე წავალ.
- და სად აპირებ წასვლას?
- იქ სადაც ბოროტება არ იქნება, იქ სადაც სუნთქვა არ გამიჭირდება.
- და მე, მე რა ვქნა შენს გარეშე?
- შენ სხვას იპოვი ვინც შენი ღირსი იქნება.
- მე არ მინდა სხვა, მე მხოლოდ შენთან მინდა. მხოლოდ შენ და არავინ სხვა.
- მე ეს არ შემიძლია ვაჩე, მე არ ვარ შენი ღირსი. მე ვერ მოგცემ იმას რასაც მოგცემს სხვა. მე ვერ გაგხდი შენ ბედნიერ კაცს, შენ ჩემთან დაიტანჯები.
- მე შენთან მინდა ბედნიერებაც და უბედურებაც. მე შენთან მინდა ყველაფერი. შენთან ყოფნაც გამაბედნიერებს ეკატერინე. მისი პირიდან წამოსული ჩემი სახელი სულ სხვანაირად ჟყერდა.
- მე ვერ გაგიმეტებ შენ იმ ცხოვრებისთვის ვაჩე, მე ვერ გაგიმეტებ იმ ტკივილისთვის რასაც მე გავდივარ.
- ნუ ფიქრობ რა იქნება ხვალ, იცხოვრე დღევანდელი დღით ეკატერინე.
- არ შემიძლია. ვამბობ მე და სამზარეულოდან გავდივარ.
- იქნებ ვცადოთ? ხავს ეჭიდება ის.
- არ ვიცი. ვამბობ მე და უკან შემოვბრუნდი, სადაც ვაჩეს მკერდს ვეჯახები.
- გთხოვ შეეცადე, თუ არაფერი გამოვა მე თვითონ გაგიშვებ.
- უნდა დავფიქრდე.
- კარგი. მეუბნება ის და გასასვლელ კარისკენ მიდის. ვაჩეს წასვლის შემდეგ უღონოდ ვეშვენი საწოლში.
დილით ტელეფონის ხმა მაღვიძებს, ტუმბოზე დადებულ ტელეფონს ხელში ვიღებ, ალექსი მირეკავდა. სასწრაფოდ ვპასუხობ.
- კატო გაგღვიძე?
- არაუშავს. ნამძინარევი ხმით ვეუბნები მე. - რა ხდება?
- არ მოვიდა კატო.
- რასქვია არ მოვიდა?
- უკვე ერთი საათია ველოდები და არ მოვიდა.
- დაურეკე?
- კი დავურეკე, მაგრამ არ მპასუხობს.
- გასაგებია. ტელეფონს ვთიშავ და გიგას მეილზე დამონტაჟებულ ვიდეოს ვგზავნი.
შემდეგ მის ნომერზე ვრეკავ და ისიც უმალ მპასუხობს.
- რატომ არ მიხვედი?
- ვერ მოვიცალე. მეუბნება ის.
- ხოდა ეხლა მეილი გახსენი, ყველაფერი შენს თავს დააბრალე. თუ იმას არ გააკეთებ რასაც გეუბნები, შენი მარიამიც მალე ჩემთან იქნება. შენ კარგად იცი მარტო ამას არ დავჯერდები. იმ ყველა მტკიცებულებას და შენი ყველა მაქინაციის შესახებ პოლიციაში წარვადგენ. მე არ ვხუმრობ იცოდე, თუ აქამდე არ გეშინოდა ჩემი, აწი მოგიწევს შეგეშინდეს რადგან მე არ ვხუმრობ.
- ეს რა გააკეთე? ხომ გითხარი მას არ შეეხო თქო? რატომ გაიმეტე ის ამისთვის.
მესმის მისი არაადამიანური ხმა, ალბათ ვიდეოს უყურებდა.
- შენ ჯერ კიდწვ არ იცი მე რა შემიძლია, ნუ გამოცდი ჩემს მოთმინებას. თუ ერთ საათში შენი ქონების პატრონი მე არ გავხდები, გეფიცები ყველაფერ წმინდას შენი შვილის სისხლიან ტანსაცმელს გამოგიგზავნი, შემდეგ კი მის გვამს მე თვითონ მოგიტან გასაგებია?
- ეკატერინე.
- გასაგებია მეთქი?
- კი, კი გთხოვ მას არაფერი დაუშავო და ყველაფერს მოგცემ რაც მაქვს. ტელეფონს ვთიშავ და ალექს მესიჯს ვუგზავნი, შემდეგ კი სააბაზანოში შევდივარ.

მე უკვე ჟღენტის მთელი ქონების პატრონი ვიყავი, თუმცა მისი ბინძური ფული არაფერში მჭირდებოდა, ამიტომ ყველაფერი ეკატერინეს გადავუფორმე. დღეს უკვე ოქტომბრის შუა რიცხვებია, ეკატერინე "ტყვეობიდან" გავანთავისუფლე. როგორც გავიგე ლევანი გამოჯანმრთელდა, დღეს უკვე დროა ყველაფერი დასრულდეს.

"ტკივილის გზაზე ჩავწვდი მე აზრს!
ვგრძნობ მალე შემოვკრავ
 გამარჯვების ზარს!"

ორივეს შეტყობინებები გავუგზავნე და ლუკას საფლავთან დავუთქვი შეხვედრა. მე უკვე ადგილზე ვიყავი, ლუკას ქვას ვეფერებოდი როდესაც ორი სხეულის მოახლოვება ვიგრძენი. უკან ნელ-ნელა მოვიხედე სადაც გიგა და ლევანი დამხვდა.
- კარგია რომ მოხვედით. ირონიით ვეუბნები მე.
- აქ რატომ დაგვიბარე? ინტერესით მეკითხება ლევანი.
- შენ რა ჩვენს მოკვლას აპირებ? ეხლა გიგა მეკითხება.
- არ ვაპირებ თქვენს ბინძურ სისხლში ხელების გასვრას. რაც შეეხება თქვენს აქ ყოფნას, აი აქ. ლიკას საფლავზე ვანიშნებ.
 - სწორედ აქ დაიჩოქებთ და ჩემს ძმას პატიებას თხოვთ, მე თქვენი ბოდიში არაფერში მჭირდება. ხოლო თუ ამას არ გააკეთებთ. იარაღს ბუდიდან ვიღებ და მათ ვუმიზნებ.
- თუ ამას არ გააკეთებთ ხელის აუკანკალებლად გაგასხმევინებთ ტვინს, გასაგებია ეს თქვენთვის.
- არ ვაპირებ მკვდრისთვის პატიების თხოვნას. ამბობს ლევანი.
საკონტროლო გასროლა ჰაერში მოვახდინე.
- შემდეგი ტყვია შუბლში მოგხვდება.  ვეუბნები ლევანს.
- ეხლავე დაიჩოქე აქ თორე, გეფიცები მოგკლავ. ნელ-ნელა მოიწევს ჩემკენ და საფლავთან იჩოქება.
- შენც. ვეუბნები გიგას და ისიც იგივეს აკეთებს.
- მოუხადეათ ბოდიში.
- მაპატიე ლუკა შვილი.
- ბოდიშს გიხდი ლუკა, მაპატიე გთხოვ.
- არ მესმის უფრო ხმამაღლა.
- გეფიცები ვნანობ რაც გავაკეთე, გეფიცები უფალს გეფიცები ყველაფერს ვნანობ. ამბობს ლევანი და ცრემლს იწმენდს.
- მეც ვნანობ ლუკა, ყველაფრის შეცვლა რომ შეიძლებოდეს ამ შეცდომას არ დავუშვებდი.
- სინანული გვიანია. ვამბობ მე და იქაურობას ვცილდები. შემდეგ  ვჩერდები და გიგას ვეუბნები.
- თუ გინდა დანაშაული გამოისყიდო, შენ კარგად იცი რაც უნდა გააკეთო, შენნაირებს ამ ქვეყნად არაფერი ესაქმებათ. ტყუილად ამძიმებ შენი ცოდვებით ამ ცოდვიან საქართველოს. უკან შემოვბრუნდი და იქაურობას ვცილდები. შემდეგ კი ვაჩეს ვურეკავ.
- მე მივდივარ. ვეუბნები როგორც კი მისი ხმა მესმის.
- სად?
- ყვარელში. ვიფიქრე ყველაფერზე და თანახმა ვარ, ვცადოთ თუ რამე გამოვა.
- ძალიან კარგი, მეც წამოვალ. ტელეფონს ვთიშავ და მანქანაში ვჯდები.
 შემდეგ კი ყვარელის ერთ-ერთ სასტუმროს ფოიეში ვდგავარ და ნომერს ვიღებ.
დღეიდან ყველაფერს თავიდან ვიწყებ.

არ  შევეგუო მე ჩემს წყეულ ბედს.
და ყველა ოცნებას შევასხამ ფრთას!
ტკივილი, რომელიც გაძლევს შანსს!
როცა ზიხარ და ელი, რომ მოვა შენი
მხსნელი!
ფუჭი სიტყვების ნაცვლად, სჯობს
საქციელი ძნელი...
უსასრულობის მიღმა არსებულ კარს!
ვიცი გავაღებ, არ ვყრი ფარ-ხმალს!!!!
ტკივილი რომელიც არ გაძლევს შანს (არის იგივე) ტკივილი,რომელიც შენ გაძლევს შანს!!!скачать dle 11.3

 




№1 √ სტუმარი ™ Nini

Kargi iyo male dade warmatebebi

 



№2  offline √ წევრი ™ Gogona rmigraciidan

Nini
Kargi iyo male dade warmatebebi

დიდი მადლობა ❤

 



№3 √ სტუმარი ™ Guest keko

Kargi iyo namdvilad :) visiamovne kitxvit:) gagrdzeleba eqneba tu davjerde am dasasruls da sashvaleba mivce chem pantazias ? :D warmateebebs gisurveb da mase gaagrdzele sainteresod weraa:*:*

 



№4  offline √ წევრი ™ Gogona rmigraciidan

Guest keko
Kargi iyo namdvilad :) visiamovne kitxvit:) gagrdzeleba eqneba tu davjerde am dasasruls da sashvaleba mivce chem pantazias ? :D warmateebebs gisurveb da mase gaagrdzele sainteresod weraa:*:*

არა არ დმისრულებია ჯერ გაგრძელება აუცილებლდ ინებება კატომაც ხომ უნდა გაიგოს რა არის ბედნიერება მადლობა დიდი შენ❤❤❤❤

 



№5 √ სტუმარი ™ Guest keko

Kargiaa mixaria rom ar sruldeba jeer:* veli moutmenlaad :* dzalian ar daagvianooo :*:*:*

 



№6 √ სტუმარი ™ magda

ძალიან გოიმობაა,სხვა საქმიანობით დაკავდი

 



№7  offline √ წევრი ™ Gogona rmigraciidan

Guest keko
Kargiaa mixaria rom ar sruldeba jeer:* veli moutmenlaad :* dzalian ar daagvianooo :*:*:*

მადლობა ჩემო კარგო❤❤

magda
ძალიან გოიმობაა,სხვა საქმიანობით დაკავდი

სხვა საქმიანობითაც ვარ დაკავებული შენ არ იდარდო სხვისი ბებიის ყოველდღე მოვლა ცოტა კი არა ძაან დამღლელია და მეც მაქვს უფლება რაც მინდა ის დავწერო თუ არ მოგწონს შეგიძლია აღარ წაიკითხო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent