შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანა და ფიზიკოსი (თავი პირველი)


16-08-2017, 00:33
ავტორი ელპინი
ნანახია 891

სანა და ფიზიკოსი (თავი პირველი)

იბადება ადამიანი,ევლინება დედამიწაზე,ამქვეყნიურ ჯოჯოხეთში.ყველა რაღაცა დავალებით იბადება,ბოლოს კი როცა ამ დავალებას ვასრულებთ და აღარ გვაქვს საბაბი კვლავ ვიცოცხლოთ,მივდივართ იმქვეყნად.ზოგის ცხოვრება ერთფეროვანია,ზოგის ორფეროვანი ან თუნდაც სამფეროვანი,შეიძლება მეტიც.ჩემი ცხოვრებაც სხვა ადამიანების მსგავსად ერთფეროვანია,ყოველდღიური რუტინა მღლის უკვე,მაგრამ ველოდები რაღაც ახალს,რაც იმის საბაბს მომცემს,რომ ვიბრძოლო რამისთვის ან თუნდაც ვინმესთვის.ალექსანდრა მუშკუდიანი,16 წლის,სუსტი,მაღალი,მწვანეთვალება,ქერა თმით.მყავს დედა,მამა და და-მარიამი,8წლის.ჩემი ოჯახი არასდროს ყოფილა შეძლებული,მაგრამ მე ამით არასდროს ვყოფილვარ უკმაყოფილო,საერთოდაც ყოველთვის ვცდილობდი ნაკლებად მომეთხოვა მშობლებისთვის ნებისმიერი რამ და კმაყოფილი ვიყავი იმით რაც გამაჩნდა.ჩემი და ჩემი სიცოცხლე იყო,მისთვის ნებისმიერ რამეზე ვიყავი წამსვლელი და ფაქტიურად მე გავზარდე.დედა პროფესიით პედაგოგია,ინგლისური ენის მასწავლებელი,მოსწავლეებს სახლში იღებდა და საკმაოდ სოლიდურ თანხასაც გამოიმუშავებდა.მამა კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლი.ჩემი მშობლები ტრადიციების მოყვარულები არიან,რაც დიდად არ მხიბლავს მაგრამ ამასთან დაკავშირებით მშობლებს არასდროს დავლაპარაკებივარ.პატარაობიდანვე ასეთი ვიყავი,ზედმეტს არასდროს ვლაპარაკობდი,არ მიყვარდა გართობა და როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა ყოველთვის წიგნს ვკითხულობდი ან დედას ვეხმარებოდი მარიამის გაზრდაში.ვერ ვიტყვი,რომ მთელ სკოლაში ყველაზე წარმატებული მოსწავლე ვიყავი,მაგრამ ჯგუფში რათქმაუნდა და ჩემი სწავლის დამსახურებით მეცხრე კლასის დასასრულს ნოუთბუქიც ავიღე,ახლა კი ოქროს მედლისთვის ვიბრძვი და დიდი მიზნები მაქვს ცხოვრებაში,ვცდილობ ჩემით მივაღწიო ყველაფერს და მშობლებს ბევრი არ მოვთხოვო.თუმცა მათთან კარგი ურთიერთობა არასდროს მქონია,ზედმეტს არასდროს ველაპარაკებოდი არცერთს.ყოველთვის ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი,მეგობარიც კი არ მყავდა და ნდობა არავის მიმართ გამაჩნდა.ჩემი დღე ასეთი იყო: სკოლა,შემდეგ მასწავლებლები,მეცადინეობა,საღამოს დაიკოსთან თამაში,დედაზე მიხმარება და სხვა არაფერი,ყოველდღიურად ერთიდაიგივე.ორშაბათი დღეც ჩვეულებრივად დაიწყო,ავდექი დილით 8 საათზე,დილის პროცედურები ჩავიტარე,გავემზადე სასკოლოდ და სასაუზმოდ გავედი სასადილო ოთახში,სადაც დედას უკვე გაეწყო მაგიდა.თუმცა მე როგორც ყველაზე ხათაბალა ადამიანს მაგვიანდებოდა უკვე სკოლაში დროზე რომ არ გავსულიყავი და საუზმობაც ვერ მოვასწარი ნორმალურად,მშობლებს და დაიკოს ვაკოცე და გამოვიქეცი სახლიდან იმის იმედით,რომ პირველ გაკვეთილზე არ დამაგვიანდებოდა.ზუსტად ცხრას ორი წუთი აკლდა კლასში რომ შევაბიჯე,ჩემი მერხისკენ გავწიე,დავჯექი,ამოვალაგე ნივთები და ამ დროს ზარიც დაირეკა.ყველაზე ჯოჯოხეთური გაკვეთილი,რომელსაც არაამქვეყნიურად ვერ ვიტანდი ფიზიკა იყო და ღმერთმა პირველივე გაკვეთილად ფიზიკა თუ არ გამომიგზავნა რაა მამული,მეზიზღებოდა ორშაბათი დღეც ამის გამო.საკლასო ოთახის კარი გაიღო და ჩემი დესპოტი ფიზიკის მასწავლებლის იგივე კრუელას ნაცვლად სიმპატიური ახალგზარდა რომ შემოვიდა ყველას გაგვიკვირდა,უკან დირექტორი შემოყვა და ბატონმა გელამაც შეგვატყობინა რომ მასწავლებელი შეგვეცვალა და ახლა გვასწავლიდა ეს სიმპატიური ბიჭი-ალექსანდრე გელენიძე.დაგვტოვა დირექტორმაც და დაიწყო საგაკვეთილო პროცესი.
-გამარჯობათ ბავშვებო,როგორც ბატონმა გელამ შეგატყობინათ მე თქვენი ახალი ფიზიკის მასწავლებელი ვარ,ალექსანდრე გელენიძე,24 წლის,ახლახანს დავბრუნდი საქართველოში და გადავწყვიტე ჩემი ცოდნა თქვენთვისაც გამეზიარებინა და მასწავლებლობაზე მიმეყო ხელი,აქედანვე გაფრთხილებთ,რომ ვისაც სწავლა არ გსურთ შეგიძლიათ დატოვოთ საგაკვეთილო პროცესი,ხოლო ვისაც გსურთ მაღალი ნიშნები და პრეტენზიები გაქვთ შესაბამისადაც უნდა ისწავლოთ და არავითარი რვეული დამრჩა მას და დავალება მაგიტო არ მაქვს,მეგობრის დაბადებისდღეზე ვიყავი,ვერ მოვახერხე მეცადინეობა და მსგავსი სისულეები.დიდხანს გამიგრძელდა საუბარი და ახლა კი დროა ყველა გაგიცნოთ,მართალია სახელების დამახსოვრება მიჭირს,მაგრამ დარმწუნებული ვარ ეგ არ იქნება პრობლემა და ერთამანეთს კარგად გავუგებთ მეც,თქვენც და ფიზიკაც.
დაასრულა საუბარი მასწავლებელმა,მე კი მთელი ამ ხნის განმავლობაში დებილივით ვაკვირდებოდი მას ისე,რომ თვალიც კი არ დამიხამხამებია,ღმერთმანი შენმა მზემ როგორი სიმპატიური იყო,მაღალი,სუსტი,კუნთები პერანგშიც კი ეტყობოდა,მწვანეთვალება,თმები დაბალზე და წვერიც.სიას კითხულობდა და ჩემი სახელი და გვარი რომ ამოიკითხა და მე ისევ დებილივით მდუმარე ვიჯექი მერე მივხვდი,რომ ისევ უაზროდ მივშტერებოდი,ვართქო ვთქვი და სირცხვილისგან თავი ჩავხარე.ალექსანდრემ სია ამოიკითხა და გვითხრა,რომ დღეს ზოგადად დაგვისვამდა კითხვებს და ამით შეაფასებდა ჩვენს ცოდნას.გამოიკითხა განვლილი მასალა კითხვებით,რომელსაც სულ დებილიც კი უპასუხებდა და შემდეგ ჩემი სახელი რო წარმოთქვა მაქ შეწყდა ჩემი გულისცემა,დინჯად წამოვდექი ფეხზე და ველოდებოდი რომ რაღაცა ჯოჯოხეთურ კითხვას დამისვამდა და ასეც მოხდა,მერვე კლასიდან დამისვა შეკითხვა იმ თემასთან დაკავშირებით,რომელსაც ვერასდროს ვუდებდი გულს რომ მესწავლა,მაგრამ იძულებული გავხდი ბოლოს და დავიზეპირე,ისეთი განგმირავი მზერით მიყურებდა მეგონა ადგილზევე მოვკვდებოდი,მაგრამ მადლობა ჩემს ცოდნას უნდა გადავუხადო,კიდევ კარგი მახსოვდა და კარგად ვუპასუხე,თორემ პირველივე დღესვე ცუდი შთაბეჭდილების დატოვება კარგი არ იქნებოდა.მეც დავასრულე პასუხის გაცემა და ამ დროს ზარიც დაირეკა,ალექსანდრემ გვითხრა რაც უნდა მოგვემზადებინა შემდეგი გაკვეთილისთვის და ჩვენც ჩავალაგეთ ნივთები,ბოლოს კლასი რომ მოვათვალიერე მარტო მე და ალექსანდრე ვიყავით დარჩენილი,არასდროს მიყვარდა შესვენებაზე გარეთ გასვლა,ალექსი კი ჟურნალს ავსებდა,მეც გავხედე და ზუსტად იმ დროს მანაც გამომხედა,ფეხზე წამოდგა და დინჯი ნაბიჯებით ჩემი მერხისკენ გამოემართა,ხელებით მერხს დაეყრდნო სახე ახლოს მოიტანა ჩემთან და მითხრა:
-მუშკუდიანი ჩემი ლამაზი თვალების ყურება არ გიშველის ნიშნის დაწერაში.
დავიბენი უცებ,მაგრამ მალევე ჩემში იმ ალექსანდრამ გაიღვიძა რომელიც არაფერს თმობდა და ყველას თავდაჯერებულად პასუხობდა
-პატივცემულო ასე დარწმუნებული ნუ იქნებით თქვენს სილამაზეში
-პრინცესა თუ ფიქრობ,რომ შენი ვითომ თავის დაფასებებით ფონს გახვალ,დაე ეგრე იყოს.
გელენიძემ წარბები კუშტად შეკრა,წელში გასწორდა და ისევ დინჯი ნაბიჯებით გასწია მისი მაგიდისკენ.მე გაოგნებული დამტოვა ისე,რომ პასუხის გაცემაც კი ვერ მოვასწარი,გაბრაზებულმა ფეხზე წამოვდექი და საკლასო ოთახიდან გავედი,მალევე ზარიც დაირეკა და კლასში რომ უნდა შევსულიყავი ვიღაცას ცხვირით დავეჯახე,ჩემი საწყალი კურნოსა ცხვირი რა დღეშია წარმომიდგენია ახლა,ზემოთ ავწიე თავი და ალექსანდრე,რომ დავინახე ცემა მინდოდა.
-სანდრა კარგად ხარ?
-ატყობთ ჩემს ცხვირს კარგად ყოფნას?
-წინ იყურე რო დადიხარ და არაფერი მოგივა
-მადლობთ პატივცემულო ყურადღებისთვის,ახლა კი კარგად ბრძანდებოდეთ.
საკლასო ოთახდი შევედი და ჩემი გაწითლებული ცხვირით ვიჯექი 2 საათამდე სკოლაში,როგორც იქნა დამთავრდა ეს საშინელი დღეც და სახლისკენ გავეშურე.სკოლიდან რომ გავედი და მანქანაზე მიყრდნობილი ჩემი გიჟი დეიდაშვილი დავინახე ინფარქტი მივიღე,მეგონა მოლანდებები დამეწყო,არადა აშკარად ვხედავდი გაბრიელს და თვალებგაფართოებული ვუყურებდი,გიჟივით გავექანე მისკენ და შემოვახტი,როგორ მომნატრებია მისი სურნელი და სიცილის ხმა
-სანა ასე მომკლავ,დამაცადე გოგო,შემახედე შენზე ნორმალურად
-შიკო როდის ჩამოხვედი ბიჭო,როგორ მომანატრე თავი შე დამპალო რატო არ მითხარი თუ ჩამოდიოდი,გაერთო ბიჭი შვეიცარიაში და ახლა გაახსენდა დეიდაშვილი რო ყავს,უნამუსო შენ
-სანა ისევ ისეთი ბავშვი ხარ,როგორიც 5 წლის წინ დაგტოვე,სამუდამოდ დავბრუნდი შენთან ჩემო პატარა,კარგი ახლა წავიდეთ mcში და მომიყევი რაღაცეები შენზე,იმდენი ხანია არ მინახიხარ,როგორ მენატრებოდი პრინცესა
-წამო ჩემო გულის კოკობო.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიღაცის მწველ მზერას ვგრძნობდი ზურგზე,მაგრამ უკან არ მიმიხედავს,სად მეცალა ანდაც მაგისთვის.ჩემი შიკუნა ჩამოვიდა,სანა-თი მხოლოდ ის მომმართავდა,შიკო კი ბავშვობაში შევარქვი და მას მერე ასე ვართ.მივბრუნდი მანქანაში ჩასაჯდომად,ალექსანდრეს მოვკარი თვალი რომელიც გვიყურებდა მონსტრული მზერით,კისერზე ძარღვები დაბერვოდა,მაგრამ ვერ მივხვდი რა იყო ამის მიზეზი.ღვედს ვიკრავდი უკვე,როცა ალექსიც მისი მანქანისკენ გაემართა და ისე სწრაფად აორთქლდა ადგილიდან ვერ შევამჩნიე.მე და შიკუნა კი mcისკენ გავემართეთ,როგორც ყოველთვის ორმაგი ჩიზბურგერი,დიდი ფრი,კოლა და 2 ნაყინი შევუკვეთე,შიკომაც იგივე და გარეთ დავსხედით
-პრინცესა აბა მომიყევი როგორ მიდის საქმეები
-რავი შიკო ისეთი არაფერი,ყოველდღიური რუტინა ვსწავლობ მძინავს ვჭამ
-სანა ვინ იყო ის ბიჭი სკოლასთან ისე რო მიყურებდა ლამის საშამფურეზე ამკიდა და ცოცხლად შემწვა?
-ახალი ფიზიკის მასწავლებელი,რომელიც უკვე ნერვებს მიშლის და მიწეწავს
-ვატყობ ვიღაცას სიმპატიები აქვს ბოროტ ფიზიკოსთან
-კარგი რა შიკო,რეებს ბოდიალობ,ხომ იცი რომ არ მაინტერესებს ეგ თემა.შენზე მომიყევი,ნუ გამიფუჭებ განწყობას უფრო.
-შენი სიმპატიური დეიდაშვილი როგორი მექალთანეც იყო ისევ ისეთია პაწკუ,დავატყვევე შვეიცარიაში გოგოები,მარა კი მომწყინდა უკვე ამდენი ქალები და გართობა
-ოჰოჰ,ბიჭო შენ როდის უნდა დასერიოზულდე ბოლოს და ბოლოს,არ მოგწყინდა ამდენი ქარაფშუტობა?
-რომ მომწყინდა მაგიტომ ჩამოვედი შენთან სანა,მიდი ახლა ჭამე და წავიდეთ სახლში,არ მინახია არავინ პირდაპირ შენთან წამოვედი.


სახლში რომ დავბრუნდით რათქმაუნდა შიკოს ყველა სიხარულით შეხვდა,არ ელოდებოდა არავინ.მე დაღლილი ოთახში შევედი,წამოვწექი და მალევე ჩამეძინა.6 საათი იყო რო გავიღვიძე,ავდექი და სამეცადინო მაგიდას მივუჯექი,საკმაოდ ბევრი მქონდა სამეცადინო.9-ზე მათემატიკაზე ვიყავი,თან პირველად მივდიოდი ამ მასწავლებელთან.ცხრას აკლდა 15 წუთი კისრისტეხვით რო წამოვვარდი და ისე გავვარდი სახლიდან ძლივს მოვასწარი თქმა დედასთვის მასწავლებელთან მივდივართქო.როგორც იქნა მივაღწიე და ზარის ღილაკს დავაჭირე ხელი,ისე მოვრბოდი ჩემი გულისცემა ყურებში მესმოდა და ვქოშინობდი.სახლის კარი რო გაიღო და ალექსანდრე დავინახე ენა ჩამივარდა,მეთქი ხო არ შემეშალა მისამართითქო
-ალექსანდრა?რა პატარაა თბილისი
-თქვენ აქ რაგინდათ?
-მე რა მინდა ჩემს სახლში თუ შენ რა გინდა აქ
-პატივცემულო იცით მე აქ მათემატიკის მასწავლებელთან მოვედი
-აჰჰ გასაგებია,დედააა დედაა გამოდი მოსწავლე მოგივიდა

გაოგნებული ვიყურებოდი,ნუთუ ამხელა შვილი ყავდა ჩემს ახალ მასწავლებელს.კარებში სათნო ღიმილით რომ გამოვიდა ქალი მერე მივხვდი თურმე ალექსი ვის გავს ასე ძალიან
-შემოდი შვილო,რატო დგახარ კარებში
-გამარჯობათ
სახლის კარი მიხურა როგორც უკვე გავიგე ქალბატონმა სოფომ და ოთახისკენ გამიძღვა.შესანიშნავად ჩაიარა პირველმა გაკვეთილმა,ასე არცერთი მასწავლებელი არ მომწონებია ჯერ,მაგრამ მთელი საათნახევარი ალექსანდრეს მზერას ვგრძნობდი და კოცენტრაციაში ცოტა ხელს მიშლიდა,მაგრამ სოფო ისეთი ქალი იყო მაინც დაგაინტერესებდა მათემატიკას.
დავამთავრეთ მეცადინეობა და მეც სახლისკენ გავუყევი გზას,უკან ნაბიჯების ხმა მესმოდა და მეც ავუჩქარე სიარულს
-ალექსანდრა დამელოდე 2 წუთი

შეშინებული შემოვბრუნდი უკან და ალექსანდრე რო დავინახე ღმერთს მადლობა გადავუხადე ვინმე სხვა ლოთი რეგვენი რომ არ იყო

-რა ხდება ბატონო ალექსანდრე?
-არაფერი,მაქეთკენ მოვდიოდი და ვიფიქრე მარტო არ გავუშვებ თანთქო
-კარგით,გავაგრძელოთ მაშინ გზა
-ალექსანდრა რა მიზნები გაქვს ცხოვრებაში?
-ჯერ-ჯერობით არაფერი
-როდესმე გყვარებია?
-არა,თქვენ?
-არა
შემდეგ ცოტა კვლავ ვისაუბრეთ და ამასობაში სახლამდეც მივედით
-მადლობა ბატონო ალექსანდრე,ხვალამდე მას
-ხვალამდე ალექსანდრა
მოულოდნელად მოვიდა და შუბლზე მაკოცა,მე კი ჟრუანტელმა დამიარა და დამტოვა ასე ჩაფიქრებული,ნელა და დინჯად დგამდა ნაბიჯებს,სიარულიც კი როგორი მამაკაცური ჰქონდა,გაგიჟება იყო ალექსანდრე.მთელი ღამე თეთრად გავათენე იმაზე ფიქრში თუ რას ნიშნავდა ალექსის ეს ქცევა,შემდეგ კი ჩამეძინა ძლივსскачать dle 11.3

 




№1 √ სტუმარი ™ Guest bubu

momewona dzalian male dade shemdegi tavi

 



№2 √ სტუმარი ™ Guest მარია

აიიიმეეეე

 



№3 √ სტუმარი ™ Guest ელპინი

Guest bubu
momewona dzalian male dade shemdegi tavi

მადლობა,ვეცდები

Guest მარია
აიიიმეეეე

რა,საშინელებაა ხო? :/ *-*

Guest ელპინი
Guest bubu
momewona dzalian male dade shemdegi tavi

მადლობა,ვაიმე როგორ ძალიან გამახარე შენ არ იცი❤❤❤ვეცდები ყველანაირად

Guest მარია
აიიიმეეეე

რა,საშინელებაა ხო? :/ *-*

 



№4 √ სტუმარი ™ Guest cicqna

vegar vitmen axali tavi minda, magaria dzaan

 



№5  offline √ წევრი ™ ელპინი

Guest cicqna
vegar vitmen axali tavi minda, magaria dzaan

აუ,მადლობა ძალიან დიდი.თქვენ არ იცით რამხელა სტიმულს მაძლევთ.ვეცდები მალე დავდო,მადლობა ძალიან დიდი საყვარელო

 



№6  offline √ წევრი ™ D-I-A-N-A

სიმართლეს გეტყვი რა . ეს იყო საშინლად მაგარი ისტორია :დდ არ ვინანე რომ წავიკითე <3 წარმატებები <3 ველი შემდეგ თავს <3

 



№7  offline √ წევრი ™ ელპინი

D-I-A-N-A
სიმართლეს გეტყვი რა . ეს იყო საშინლად მაგარი ისტორია :დდ არ ვინანე რომ წავიკითე <3 წარმატებები <3 ველი შემდეგ თავს <3

ვაიმე გული გაჩერდა "საშინლად"თან რომივედი და მერე ისევ აღდგა :დდდ ძალიან დიდი მადლობა სტიმულისთვის და ასეთი სიტყვებისთვის <3

 



№8 √ სტუმარი ™ ლუციფერი

ძალიან კარგი დასაწყისია, იმედია ასე გააგრძელებ, ყოველ დღე თუ დადებ ახალ თავს კარგი იქნება smiling_imp

 



№9  offline √ წევრი ™ ელპინი

ლუციფერი
ძალიან კარგი დასაწყისია, იმედია ასე გააგრძელებ, ყოველ დღე თუ დადებ ახალ თავს კარგი იქნება smiling_imp

მადლობა მადლობა აიი არვიცი პირველად ვგრძნობ ამ საოცარ გრძნობას და მთელი დღეა დებილივით გაღიმებული დავდივარ,ვეცდები ყველანაირად მეორე თავს დავასრულებ მალე და დავდებ მოგვიანებით

 



№10  offline √ წევრი ™ D-I-A-N-A

ელპინი
D-I-A-N-A
სიმართლეს გეტყვი რა . ეს იყო საშინლად მაგარი ისტორია :დდ არ ვინანე რომ წავიკითე <3 წარმატებები <3 ველი შემდეგ თავს <3

ვაიმე გული გაჩერდა "საშინლად"თან რომივედი და მერე ისევ აღდგა :დდდ ძალიან დიდი მადლობა სტიმულისთვის და ასეთი სიტყვებისთვის <3

ვიცოდი რომ შეგაშენდი :დდ არაფრის <3

 



№11  offline √ წევრი ™ ელპინი

D-I-A-N-A
ელპინი
D-I-A-N-A
სიმართლეს გეტყვი რა . ეს იყო საშინლად მაგარი ისტორია :დდ არ ვინანე რომ წავიკითე <3 წარმატებები <3 ველი შემდეგ თავს <3

ვაიმე გული გაჩერდა "საშინლად"თან რომივედი და მერე ისევ აღდგა :დდდ ძალიან დიდი მადლობა სტიმულისთვის და ასეთი სიტყვებისთვის <3

ვიცოდი რომ შეგაშენდი :დდ არაფრის <3

აღარ ქნა ეგრე,თორე მომდევნოზე მართლა გამიჩერდება გული და ვინღა გააგრძელებს ისტორიას :დდდდ

 



№12  offline √ წევრი ™ D-I-A-N-A

ელპინი
D-I-A-N-A
ელპინი
D-I-A-N-A
სიმართლეს გეტყვი რა . ეს იყო საშინლად მაგარი ისტორია :დდ არ ვინანე რომ წავიკითე <3 წარმატებები <3 ველი შემდეგ თავს <3

ვაიმე გული გაჩერდა "საშინლად"თან რომივედი და მერე ისევ აღდგა :დდდ ძალიან დიდი მადლობა სტიმულისთვის და ასეთი სიტყვებისთვის <3

ვიცოდი რომ შეგაშენდი :დდ არაფრის <3

აღარ ქნა ეგრე,თორე მომდევნოზე მართლა გამიჩერდება გული და ვინღა გააგრძელებს ისტორიას :დდდდ

ნახე რა მიხვდა როგორ გამაჩეროს :დ იმედია მალე დადებ <3

 



№13  offline √ წევრი ™ ელპინი

D-I-A-N-A
ელპინი
D-I-A-N-A
ელპინი
D-I-A-N-A
სიმართლეს გეტყვი რა . ეს იყო საშინლად მაგარი ისტორია :დდ არ ვინანე რომ წავიკითე <3 წარმატებები <3 ველი შემდეგ თავს <3

ვაიმე გული გაჩერდა "საშინლად"თან რომივედი და მერე ისევ აღდგა :დდდ ძალიან დიდი მადლობა სტიმულისთვის და ასეთი სიტყვებისთვის <3

ვიცოდი რომ შეგაშენდი :დდ არაფრის <3

აღარ ქნა ეგრე,თორე მომდევნოზე მართლა გამიჩერდება გული და ვინღა გააგრძელებს ისტორიას :დდდდ

ნახე რა მიხვდა როგორ გამაჩეროს :დ იმედია მალე დადებ <3

დღეს გვიან დავდებ აუცილებლად <3333

 



№14  offline √ წევრი ™ D-I-A-N-A

ელპინი
D-I-A-N-A
ელპინი
D-I-A-N-A
ელპინი
D-I-A-N-A
სიმართლეს გეტყვი რა . ეს იყო საშინლად მაგარი ისტორია :დდ არ ვინანე რომ წავიკითე <3 წარმატებები <3 ველი შემდეგ თავს <3

ვაიმე გული გაჩერდა "საშინლად"თან რომივედი და მერე ისევ აღდგა :დდდ ძალიან დიდი მადლობა სტიმულისთვის და ასეთი სიტყვებისთვის <3

ვიცოდი რომ შეგაშენდი :დდ არაფრის <3

აღარ ქნა ეგრე,თორე მომდევნოზე მართლა გამიჩერდება გული და ვინღა გააგრძელებს ისტორიას :დდდდ

ნახე რა მიხვდა როგორ გამაჩეროს :დ იმედია მალე დადებ <3

დღეს გვიან დავდებ აუცილებლად <3333

კარგი <3

 



№15  offline √ წევრი ™ Kiki )))

ძალიან ძალიან კარგი იყოო.. არა არაა კარგი კიარა უკარგესი უმაგრესი უსაყვარლესი ჩასაკოცნი ჩასაპროშვნი ნუ რავიცი აი გასაგიჟებელი.. ♥♥♥ შენხარ ძალიან ძალიან ძალიანდა კიდევ ძალიანმაგარი გოგოოო..

 



№16  offline √ წევრი ™ ელპინი

Kiki )))
ძალიან ძალიან კარგი იყოო.. არა არაა კარგი კიარა უკარგესი უმაგრესი უსაყვარლესი ჩასაკოცნი ჩასაპროშვნი ნუ რავიცი აი გასაგიჟებელი.. ♥♥♥ შენხარ ძალიან ძალიან ძალიანდა კიდევ ძალიანმაგარი გოგოოო..

ვაიმეე,როგორი თბილი ხარ შენ,მადლობა კიდევ მადლობა და ბევრი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის საყვარელოო <333

 



№17 √ სტუმარი ™ sali

Dzalian dzalian magari istoria da gtxov mal male dade xolme tavebi

 



№18  offline √ წევრი ™ ელპინი

sali
Dzalian dzalian magari istoria da gtxov mal male dade xolme tavebi

ძალიან დიდი მადლობა,ვეცდები ყველანაირად არ გალოდინოთ,მიხარიხართ და მაბედნიერებთ ყველა <3333

 



№19  offline √ წევრი ™ მარიკუნაა♥️

ჰო მაგრამ,
მასწავლებლები ასე არ ლაპარაკობენ.
და არც მასე იქცევიან. :/
ვერ მივხვდი მაგ კაცს.
ვერა, არასწორია რაღაც.
ცოტა მასწავლებლური "ვიდი" შეუნარჩუნე რა.
წარმატებები :)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№20  offline √ წევრი ™ ელპინი

მარიკუნაა♥️
ჰო მაგრამ,
მასწავლებლები ასე არ ლაპარაკობენ.
და არც მასე იქცევიან. :/
ვერ მივხვდი მაგ კაცს.
ვერა, არასწორია რაღაც.
ცოტა მასწავლებლური "ვიდი" შეუნარჩუნე რა.
წარმატებები :)

ხო ხარვეზები ბევრია,ვეცდები გამოვასწორო,მადლობა ძალიან დიდი

ელპინი
მარიკუნაა♥️
ჰო მაგრამ,
მასწავლებლები ასე არ ლაპარაკობენ.
და არც მასე იქცევიან. :/
ვერ მივხვდი მაგ კაცს.
ვერა, არასწორია რაღაც.
ცოტა მასწავლებლური "ვიდი" შეუნარჩუნე რა.
წარმატებები :)

ხო ხარვეზები ბევრია,ვეცდები გამოვასწორო,მადლობა ძალიან დიდი

მე მყავს ეგეთი მასწავლებელი და რატომღაც მომინდა რომ ასე გამომეხატა მისი არასწორი სწავლის მეთოდი,მაგრამ შევეცდები გავითვალისწინო შენი შენიშნვა,მადლობა კიდევ ერთხელ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent