შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანა და ფიზიკოსი (თავი მეორე)


17-08-2017, 00:35
ავტორი ელპინი
ნანახია 700

სანა და ფიზიკოსი (თავი მეორე)

ალექსანდრე

უკვე 6 წელი იყო გასული,რაც ამერიკაში წამოვედი სასწავლებლად და დიდი ხნის შემდეგ გადავწყვიტე სამშობლოში დავბრუნებულიყავი.თბილისში რომ ჩამოვედი მაშინ ვიგრძენი როგორ მომნატრებია აქაურობა,ქუჩები,ბინები,სახლები და ყველაფერი რაც თბილისში იყო.უკვე სახლის გზას ვედექი და ვგრძნობდი თანდათან როგორ მიმძაფრდებოდა მონატრება,გულისცემა ამიჩქარდა და სასიამოვნო სიო ცხვირში მელამუნებოდა.სახლის კარებზე რომ დავაკაკუნე და დედაჩემი გამოვიდა,ქალმა მეორედ მიიღო ინფარქტი მგონი.გადავეხვიე მშობლებს,მოვიკითხე,ვსაუბრობდით,სასიამოვნოდ ჩამესმოდა მათი მონატრებული ხმა.დიახ,შეიძლება მე დედიკოს და მამიკოს ბიჭი ვარ ისევ,მაგრამ მათზე უაზროდ ვარ შეყვარებული.
-დედა,მამა თბილისში,რომ ჩამოვედი უკვე გადაწყვეტილება მიღებული მქონდა რომ მუშაობა დამეწყო
-კი მაგრამ ალექსანდრე რატომ გინდა მუშაობა?
-მამა მინდა ჩემით მივხედო თავს,ამიტომაც ერთ-ერთ სკოლაში გავაგზავნე სივი უკვე და რათქმაუნდა მიმიღეს
-სანდრო ჩვენ საკმარისზე მეტი თანხა გვაქვს და რა აუცილებელია სამუშაო დაიწყო
-მორჩეს ამ თემაზე საუბარი,ვმუშაობ უკვე და არ მინდა ამაზე მეტი ლაპარაკი
-კარგი შვილო,როგორც შენ გინდა მაინც ისე იქცევი
-დედა კარგი რა,როდემდე უნდა იყო ასეთი?
-კარგი ხო,წავიდეთ ახლა ვივახშმოთ,ცეზარი მაქვს მაცივარში
-აუუ დედა ვგიჟდები შენზე,ნეტა იცოდე როგორ მენატრებოდა შენი გაკეთებული სალათები

ვვახშმობდით როცა ტელეფონზე ზარი შემოვიდა და სკოლის დირექტორის ნომერი რომ ვიცანი გამიკვირდა ცოტა
-დიახ გისმენთ
-......
-კარგით გასაგებია,გმადლობთ.ხვალიდან თქვენს სამსახურში მიგულეთ.

ორშაბათი დღე იყო კვირის ერთადერთი დღე,რომელიც მეზიზღებოდა,თუმცა არც მე ვიცი რატომ.ავდექი,გავემზადე და ქვემოთ უნდა ჩავსულიყავი დედამ რომ დააკაკუნა კარებზე
-შემოდი სოფო
-დე ვისაუზმოთ ჩამო
-ხო აი მოვდივარ უკვე
მადიანად შევექცეოდი საუზმეს,მშობლებს დავემშვიდობე და აწ უკვე სამსახურისკენ გავწიე.ბატონი გელა მოვინახულე და ერთად გავწიეთ საკლასო ოთახისკენ,სადაც პირველი გაკვეთილი მქონდა.კლასში შესვლისთანავე ერთმა მოსწავლემ მიიქცია ჩემი ყურადღება და როგორც გაცნობის შემდეგ გავიგე ალექსანდრა ერქვა.ისეთი ლამაზი იყო,ამ ბავშვმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე და უცნაური ემოციები გამოიწვია ჩემში.პირველმა გაკვეთილმა კარგად ჩაიარა,სანდრაზე მქონდა ყურადღება გადატანილი თუმცა ვცდილობდი არ გამომემჟღავნებია და ჩემი ემოციების კონტროლით რათქმაუნდა მოვახერხე.ვცდილობდი არ დამტყობოდა ემოციები და ამიტომაც ვეუხეშებოდი მაგრამ გულის სიღრმეში მტკიოდა რაღაც,მაგრამ არც კი ვიცი რა.გაკვეთილები რომ დასრულდა სკოლიდან გავდიოდი როცა სანდრა ვიღაც ბიჭზე ჩახუტებული დავინახე,არ მომიცილებია მათთვის თვალი სანამ მანქანაში არ ჩასხდნენ,ვერ მოვახერხე თავის გაკონტროლება და დარწმუნებული ვარ ისეთი სახე მქონდა შეეშინდებოდა ადამიანს.მანქანისკენ წავედი და ისე სწრაფად მოვწყდი ადგილს მეგონა მივფრინავდი.სახლში რომ მივედი ცუდ გუნებაზე დედამ მკითხა რახდებაო მაგრამ არც მიმიქცევია ყურადღება,ჩემი ოთახისკენ წავედი.მაგიჟებდა იმაზე ფიქრი რომ სანდრა ვიღაცას ეხუტებოდა და უცინოდა,არ ვიცი რა მჭირდა.პირველი შოკი მაშინ მივიღე სანდრა ჩემს სახლთან რომ ვნახე.ისეთი გაოცებული და გაფართოებული თვალებით მიყურებდა კოცნა მომინდა.მთელი გაკვეთილის განმავლობაში თვალი არ მომიცილებია მისთვის,უბრალოდ არ შემეძლო სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება.წასვლის დროს უკან გავყევი,გვიანი იყო უკვე და შემეშინდა რამე არ მოსვლოდა.შევატყვე,რომ დიდად საუბარი არ უყვარდა და მეც ბევრი არაფერი მიკითხავს,გული მწყდებოდა ასე მალე რომ მივედით მის სახლამდე,იმდენად გამიჩნდა სურვილი მისთვის მეკოცნა შუბლზე ვაკოცე და რაღაც გასაოცარი გრძნობა დამეუფლა.იმ ღამეს არ მიძინია,ალექსანდრაზე ვფიქრობდი და ტვინი მიდუღდა უკვე ამდენი ფიქრით.


ალექსანდრა
დილით შიკო შემომივარდა ოთახში და მითხრა რომ უკვე ცხრის ნახევარი იყო,მე დებილს ჩამძინებოდა და დროზე თუ არ ავეგდებოდი ფეხზე დავაგვიანდები სკოლაში.წამოვვარდი უცებ ლოგინიდან,მოვიწესრიგე თავი და 15 წუთში უკვე მზად ვიყავი.შიკომ გამიყვანა მანქანით სკოლაში,ლოყაზე ვაკოცე და გავიქეცი სკოლისკენ.მე როგორც ყველაზე მოუხერხებელს ფეხი წამოვკარი ქვას და ვიღაცას რომ არ დავეჭირე ძირს დავეცემოდი.ალექსანდრე რომ დავინახე შემრცხვა ჩემი მოუხერხებლობის გამო
-მაპატიეთ,უბრალოდ ქვას წამოვკარი ფეხი და..
-არაუშავს ალექსანდრა,წინ იყურე ხოლმე
-მადლობა დიდი პატივცემულო
დავემშვიდობე და საკლასო ოთახისკენ გავემართე,უაზროდ ჩაიარა გაკვეთილებმა,როგორც იქნა დასრულდა და გარეთ გავდიოდი შიკო რომ დავინახე სკოლაში ჩემთვის ყველაზე აუტანელ გოგოსთან ერთად და მათკენ გავემართე
-ვა გაბრიელ,ლიზაზო რა სიურპრიზია თქვენ ერთად
-ხო შემთხვევით დავეჯახე გაბრიელს და დაცემისგან გადამარჩინა
-სანა დაგიმთავრდა გაკვეთილები ხომ?
-კი შიკო,აბა არ წავიდეთ?
-კარგად ლიზაზო
-კარგად ბავშვებო
შიკოს მანქანისკენ წავედით და თან გზაში ვსაუბრობდით,მალევე მივედით სახლში.მე და შიკო მთელი ერთი კვირა მარტო ვიქნებოდით სახლში,დედა და მამა სოფელში წასულან.
-აბა შიკო რა გავაკეთოთ,დღეს არ მაქვს სამეცადინო
-მმმ რავიცი შენ მოიფიქრე
-აუუუ ახალი მურტფილმი გამოვიდა მოანა და იმას რო ვუყუროთ,გთხოვ გთხოვ რაა
-ოო სანა კარგი რა,ამხელა კაცმა მურტფილმს როგორ ვუყურო
-აუუ შიკო გთხოვ
-ისეთი ლეკვის თვალებით მიყურებ უარს ვერ გეტყვი
მოვემზადეთ მურტფილმის საყურებლად ბატიბუტით და შუა მურტფილმის დროს კარებზე ზარი რომ გაისმა გამიკვირდა
-სანა ელოდები ვინმეს?
-არა შენ?
-არც მე,კარგი მიდი ნახე რა ვინაა,მეზარება მე
წამოვხტი ფეხზე,კარები გავაღე და ჩემი დარტყმული ქეთი რო დავინახე სიხარულისგან თვალები გამიბრწყინდა
-შიკო,მოდი აქ,ხო არ მელანდება და ეს მართლა ქეთია
-დაო შენ აქ რას აკეთებ?
-რაიყოთ ხალხნო ასე არ გაგიხარდათ ჩემი დანახვა
-ვაი ჩემი ბოთე,მოდი გოგო ჩაგეხუტო
ასე ჩახუტებულებმა გავაგრძელეთ მურტფილმის ყურება და მე ჩამძინებია.რომ გავიღვიძე,ჩემს ოთახში ვიყავი დაწოლილი,საათს რომ დავხედე უკვე 10 იყო,ნუთუ ამდენხანს მეძინა.უცებ ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა,გავხსენი და უცხო ნომრიდან რო იყო შეტყობინება გამიკვირდა
"ტკბილი ძილი სანდრა"
"ვინ ბრძანდებით?"
"ალექსანდრე ვარ"
"პატივცემულო კი მაგრამ თქვენ?თქვენ საიდან გაიგეთ ჩემი ნომერი ან რა აუცილებელი იყო მოწერა"
"სანდრა საჭირო რომ არ ყოფილიყო არც მოგწერდი,ახლა კი დაიძინე,ხვალ სკოლა გაქვს"
მინდოდა მიმეწერა ტკბილი ძილი თქვენცთქო,მაგრამ შემრცხვა.გავთიშე ტელეფონი და ძილი გავაგრძელე.როგორ მეზარებოდა ოთხშაბათი დღეც,მიხვდით ალბათ ფიზიკა მქონდა და მაგიტო,ავდექი,გავემზადე
,ვისაუზმე,შიკოს და ქეთის ვეჭუკჭუკებოდი თან
-აუ ქეთი როდემდე უნდა ამახიო ეს კარაქიანი პურები ჩემი თეფშიდან
-ნუ ფრთხი ჩიტო
-ვაიმე,ორივე და-ძმა როდის უნდა გაიზარდოთ,სულ ამ კარაქიანი პურის გამო რომ ჩხუბობთ
-შენც ნუ ფრთხი ჩიტო
-ქეთი არ გეშველება შენ არაფერი
-ახალგაზრდა ბავშვი ვარ,რა დროს დაჭკვიანებაა ჯერ
-ეჰჰ კარგია თქვენთან,მაგრამ ახლა სკოლაში მაგვიანდება
-მე გაგიყვან სანა
-კაი,ჩანთას ავიღებ და გამოვალ უცებ
შიკო ისე სწრაფად ატარებდა მანქანას 5 წუთში სკოლაში ვიყავი უკვე
-დროებით გაბი,აბა წარმატებები მისურვე დღეს ფიზიკა მაქ,რა შევცოდე ასეთი უფალო
-სამსახიობოზე ჩააბარე,ისე დრამატულად ამბობ ახლა მაგას ვითომ არ გინდოდეს შენი ბოროტი უფლისწულის ნახვა
-ოოო კარგიი რა,წავედი მე,ჭკვიანად
-მიდი მიდი,მოგაკითხავ წამოსვლის დროს
მეც მივდიოდი და ალექსანდრეც წამომეწია,ჩამიარა გვერდი,თავი უკან მოაბრუნდა და თვალი ჩამიკრა.გამიკვირდა მისი ეს ქცევა,მხრები ავიჩეჩე და წავედი საკლასო ოთახსიკენ.პირველი ისევ ფიზიკა მქონდა,მერხთან ვიჯექი უკვე ალექსანდრეც რომ შემოვიდა და მოგვესალმა.მთელი გაკვეთილი თვალი არ მომიცილებია მისთვის და დადებილებული ვუყურებდი,ზარი რო დაირეკა მერე მივხვდი რა მალე გასულა 45 წუთი.მე კი გაკვეთილიც არ ჩამინიშნია იმდენად გამაბრუა ალექსანდრეს ყურებამ.დანარჩენმა გაკვეთილებმა უღიმღამოდ ჩაიარა,მერე გაბიმ მომაკითხა და სახლში წავედი.თავზესაყრელად მქონდა სამეცადინო და დღეს მათემატიკაც მქონდა,თუმცა ეს უკანასკენლი მიხაროდა, ალექსანდრესაც ვნახავდი.მოვიკითხე დეიდაშვილები,არ მიჭამია, ეგრევე სამეცადინოდ დავჯექი და ცხრის ნახევრამდე თავი არ ამიწევია,ჩავალაგე უცებ მათემატიკის ნივთები ჩანთაში და გაბის ვთხოვე გავეყვანე მასწავლებელთან.რო მივედი ალექსანდრემ გააღო კარები,მივესალმე შემდეგ კი სოფო მასწავლებლის ოთახისკენ გავემართე და ისე მალე გავიდა მეცადინეობის დრო ვერც შევამჩნიე.დიდად არც ალექსანდრესთვის მიმიქცევია ყურადღება,მეცადინეობაზე ვიყავი გადართული ძირითადად.ჩანთას რომ ვალაგებდი უკვე სოფოს ტელეფონზე დაურეკეს და გავიდა ოთახიდან,ალექსანდრეც ამდროს შემოვიდა ოთახში
-აბა სანდრა აღიარე ახლა რომ სპეციალურად ემზადები დედაჩემთან მე რომ მნახო
-რას ამბობთ პატივცემულო დიდი წარმოდგენა ნუ გაქვთ თქვენ თავზე
-სანდრა გაკვეთილზე მარტო ჩემი ყურება არ გიშველის
-არ იდარდოთ ეგ თქვენ,როგორმე მივხედავ ჩემს თავს
-არც ვდარდობ,შენზე სადარდებელი ღმერთმა ნუ მომცეს
-მაპატიეთ ბატონო მაგრამ ჩემი წასვლის დროა უკვე
-მიბრძანდი,შევხვდებით ხვალ
-კარგად პატივცემულო
სოფო მასწავლებელს დავემშვიდობე და წამოვედი.ფეხით მივუყვებოდი გზას და ალექსანდრეზე ვფიქრობდი,ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა ჩემგან,ვერ ვხვდებოდი რას ნიშნავდა მისი შუბლზე კოცნა,შეტყობინება ტკბილი ძილი რომ მისურვა,მისი უხეშობები ხანდახან ნერვებს მიშლიდა.ასე ფიქრში მივდიოდი როცა პატარა ბავშვს დავეჯახე და მასთან ერთად ძირს გავიშხლართე.
-ნუცა ხომ გითხარი წაიქცევითქო რატომ არ გესმის ჩემი?!
ძლივსძლივობით წამოვდექი ფეხზე და მუხლი გადატყაული რო დავინახე ლამის გული წამივიდა,სისხლის ყოველთვის მეშინოდა
-მაპატიე რა ბოდიში,ეს ბავშვი ჭკუიდან მშლის და არ მიჯერებს
-არაუშავს რას ამბობ,ეგ არაფერი,ჩემი ბრალიცაა წინ არ ვიხედებოდი
-ხომ არ გჭირდება დახმარება,გიჭირს სიარული?
-არა,მადლობა
-შენი სახელი
-ალექსანდრა შენ?
-მარიამი
-ეს გოგონა შენი შვილია მარიამ?
-არა რას ამბობ, დაა ჩემი მე მხოლოდ 17 წლის ვარ ჯერ
-უიჰ,ძალიან კარგი,მე 16
-საით ცხოვრობ ალექსანდრა?
ხელით მივანიშნე საითაც ვცხოვრობდი და იქეთკენ გავემართე,ვისაუბრეთ და მერე აღმოვაჩინე რომ ჩემი წინა კორპუსის მეზობელი ყოფილა
-აბა მომავალ შეხვედრამდე მარიამ,სასიამოვნო იყო შენი გაცნობა
-ჩემთვისაც ალექსანდრა,დროებით.
სახლში ფეხის ბორძიკით ავედი,მუხლი მეწვოდა მაგრამ ტკივილს არ ვიმჩნევდი,ძლივს მივაღწიე კარებამდე და სახელური რომ უნდა ჩამომეწია ქეთიმაც იმ დროს გააღო კარები და უკვე მეორედ გავიშხლართე იატაკზე
-ვაიმეეე ფეხიი ააა მიშველეთ
-სანდრა რა გჭირს კარგად ხარ?
-მეტყობა ახლა რამე კარგად ყოფნის,წამომაყენე და დივანზე ჩამომაჯინე გოგო
-ვაიმე მუხლი როგორ გიტკენია შე საცოდაო,მოიცადე ახლავე მოვიტან სპირტს,ბამბას და მალამოს
-მიდი ჰო
ქეთი მიმუშავებდა ჭრილობას,ფეხი ისე მქონდა გადატყაული მუხლის გაშლა მიჭირდა,ღმერთო რატო ვარ ყველაზე დებილი ადამიანი მე და როგორ შეიძლება მე მემართებოდეს ყველაფერი.შეტყობინება მომივიდა ამდროს ტელეფონზე და ნაცნობი ნომერი რომ შევნიშნე გამიკვირდა ალექსანდრეს რა უნდოდა ამ დროს
"ფრთხილად უნდა იარო და არაფერი მოგივა"
"და თქვენ ასე თუ გაწუხებდათ ჩემი გადატყაული მუხლი მოსულიყავით და დამხმარებოდით"
"ფანჯრიდან ვიყურებოდი და სანამ მე ჩამოვიდოდი მანამდე შენითაც წამოდექი და აღარ ჩავთვალე საჭიროდ"
"მადლობთ ყურადღებისთვის პატივცემულო"
"არაფრის სანდრა,შემდგომში ფრთხილად იყავი,თორე ამდენი დაცემით შესაძლებელია მიწისძვრები გახშირდეს"
უხხ როგორ მინდოდა გამეგლიჯა შუაზე და თავყბა გამეერთიანებინა მისთვის
"მიწისძვრების თუ გეშინიათ დაბრუნდით იქ საიდანაც მოხვედით,კარგად ბრძანდებოდეთ"
ამის შემდეგ აღარაფერი მოუწერია და მეც ფეხის კოჭლობით წავეგდე ოთახისკენ და დავწექი დასაძინებლად.скачать dle 11.3

 




№1 √ სტუმარი ™ Guest bubu

dzalian kargi iyo momewona

 



№2  offline √ წევრი ™ ელპინი

Guest bubu
dzalian kargi iyo momewona

მადლობა დიდი *-*

 



№3  offline √ წევრი ™ D-I-A-N-A

აუუ ალექსი რა საყვარელიაა :დ ცოტა მშრალად წერ ამიტომ გირჩევ ცოტა რომანტიკას მოუმატე :დ გაანვითარე მოვლენები , კაი ? :დ ველი შემდეგს <3

 



№4  offline √ წევრი ™ ელპინი

D-I-A-N-A
აუუ ალექსი რა საყვარელიაა :დ ცოტა მშრალად წერ ამიტომ გირჩევ ცოტა რომანტიკას მოუმატე :დ გაანვითარე მოვლენები , კაი ? :დ ველი შემდეგს <3

მომდევნო თავში მოვუმატებ რომანტიკას :დდდ მადლობა დიდი,ვეცდები დღეს გვიან დავდო თუ მოვახერხე ♡♡

 



№5 √ სტუმარი ™ Guest nuciko

aleqsandre ra tipia, momwons dzalian amati wyvili velode bi shemdeg tavs

 



№6 √ სტუმარი ™ წუწუნა

ვგიჯდები ამათზე ასე გააგრძელე, ველოდები ახალ თავს იმედია არ დააგვიანებ heart_eyes heart_eyes smiling_imp

 



№7 √ სტუმარი ™ sali

Dzalian momewona kargia

 



№8  offline √ წევრი ™ ელპინი

Guest nuciko
aleqsandre ra tipia, momwons dzalian amati wyvili velode bi shemdeg tavs

მადლობა ძალიან დიდი საყვარელო,ვეცდები არდავაგვიანო

წუწუნა
ვგიჯდები ამათზე ასე გააგრძელე, ველოდები ახალ თავს იმედია არ დააგვიანებ heart_eyes heart_eyes smiling_imp

კიდო მადლობა და ბევრი მადლობა <333 ვეცდები არ დავაგვიანო

sali
Dzalian momewona kargia

მადლობა დიდი საყვარელი

აუ ბავშვებო როგორი კარგები ხართ ყველა,მაბედნიერებთ და მიხარიხართ,მადლობა რო კითხულობთ და ვეცდები ყველანაირად არ დავაგვიანო <333

 



№9  offline √ წევრი ™ modemodka

Dzaaalian momewona es ori tavi da momavalshic ase ikneba imediaa !! Kargad wer ase gaagrdzelee !! Da dzalian gtxov nu daaagvianeb dadebas <3

 



№10  offline √ წევრი ™ ელპინი

modemodka
Dzaaalian momewona es ori tavi da momavalshic ase ikneba imediaa !! Kargad wer ase gaagrdzelee !! Da dzalian gtxov nu daaagvianeb dadebas <3

ვეცდები ყველანაირად რომ მერეც მოგეწონოს,მადლობა ძალიან ძალიან დიდი,დღეს გვიან დავდებ ალბათ <333♡♡

 



№11  offline √ წევრი ™ modemodka

ელპინი
modemodka
Dzaaalian momewona es ori tavi da momavalshic ase ikneba imediaa !! Kargad wer ase gaagrdzelee !! Da dzalian gtxov nu daaagvianeb dadebas <3

ვეცდები ყველანაირად რომ მერეც მოგეწონოს,მადლობა ძალიან ძალიან დიდი,დღეს გვიან დავდებ ალბათ <333♡♡

❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent