შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კირა კანდელაკის ცხოვრება 1თავი


17-08-2017, 22:09
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 1 232

კირა კანდელაკის ცხოვრება 1თავი

ისევ ისე როგორც ყოველთვის სკოლიდან სახლში ვბრუნდები, მამა ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა თბილიში გამოკვლევებზე ჰყავთ. ჰო მართლა მე კირა კანდელაკი ვარ.
მამაჩემი გიორგი კანდელაკი უბრალო ადამიანია, ჯანმრთელობის პრობლემების გამო სამსახურიდან წამოსვლა მოუწია, მამა შეფ-მზარეული იყო.  ერთი წლის წინ სახლში ცუდად გახდა, სიარული უჭირდა ვეღარ დადიოდა, ექიმთან ჩემმა მეზობელმა წაიყვანა. იქ კი დაუდგინეს რომ უკურნებელი დაავადება ქონდა, ზურგის ტვინის გაფანტული სკლეროზი. ესე ქვია მის დაავადებას, როგორც შემდეგ გავიგე ხშირი მკურნალობა სჭირდება, ჩვენ კი საშვალება არ გვაქვს. მამაჩემის რძალმა დაფარა ყველა ხარჯი და თბილიშიც მან წაიყვანა.
დედა, დედა კარგად არ მახსოვს 9 წლის ვიყავი საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდა, ჩემი უფროსი დაც მასთანა, კიდევ მყაავს პატარა და რომელიც ბებია ბაბიასთან იზრდება ქუთაიში. მე კი მამასთან ყოფნა ვარჩიე და აქ დავრჩი სოფელში.
სკოლიდან სახლამდე მანძილი მალევე დავფარე, ხმააურით გავხსენი დაჟანგული კარეიბი (ჭიშკარი)
და ეზოში შევაბიჯე. ივნისის ათი რიცხვია თუმცა ჩემს მსხლის ხეს ნაყოფი ნაადრევად მიესხა, სახლში შევედი ზურგჩანთა მოვიხსენი, სასკოლო ფორმა გამოვიცვალე და უკან ეზოში დავბრუნდი. მსხლის ასაკრეფათ რათლა ჩემს ღუტუნიას ანუ ღორს მსხალი დავუყარო. მალევე გავავსე რკინის თასი და მასაც დავუყარე თავის კუთვნილი საჭმელი. შემდეგ ისევ სახლში დავბრუნდი, ხელები დავიბანე და ჩემთვის კვერცხი შევიწვი. ჭამას მალევე მოვრჩი იქაურობა მივალაგე და სამეცადინოდ დავჯექი. მართალია მიჭირდა მამას გარეშე მცადინეიბა თუმცა თავს ძალას ვატნევდი. ყველაფერს მოვრჩი მხოლოდ ისტოორის ერთხელ  გადამეორება დამჭირდება დილით და ეგაა. ხელებს ერთმანეთს ვუხახუნებ და ფეხზე ვდგები, ტელევიზორის ჩრთვას ვაპირებდი როდესაც ჩემმა მეგობარმა სოსომ დამიძახა.
- შემოდი აქ ვარ. გავძახე ოთახიდან და ისიც უმალ შემოდის.
- რაშვები არ მოდიხარ? მეკითხება ინტერესით.
-  სად? დაბნეული ვეუბნები მე.
- " ბირჟაზე" ყველანი ჩვენ გველოდება.
- კარგი რა ხომ იცი არ წამოვალ. მობეზრებით ვეუბნები მე.
- კირა, ვალერიმ თქვა თუ არ ჩამოვა ჩვენ ავაკითხავთ ყველაო. გადმომცა ჩემო მეგობრის დანაბარები.
- სოს ხომ იცი არა, იმ ამბის მერე მათთან ურთიერთობა არ მინდა. ვიცი ჩემზეც იგივეს ამბობენ, ბევრჯერ გამიგია როგორ ამბობდნენ, ეს მის დაზე ვარესი იქნებაო. ტირილით ვეუბნები მე.
- კარგი რა ნუ ტირიხარ, ხომ იცი მათ როგორ უყვარხარ არა. ჩემს დამშვიდებას ცდილობს და თბილად მეხვევა.
- იცოდე თუ რამე ისეთი ვიგრძენი, იმათთან აღარასოდეს ჩავალ გესმის? გამაფრთხილებლად ვუქნევ ხელს.
- კარგი ხო როგორც მეტყვი.
- გამოვიცვლი და გამოვალ. ვეუბნები მე ის კი სახლიდან გადის. ჯინსის მოკლე შორტს ვიცმევ, მის შესაფერის ლურჯ მაისურს და შავ ბათინკებს, წელზე ჩამს საყვარელ კუბიკებიან პერანგს ვიკრავ, კეპს შებრუნებული ვიფარებ და სახლიდან გავდივარ.
- წავედით. ვეუბნები სოსოს რომელიც უკვე გასულა დიდი კარიდან.
- შენზე ვერავინ ვერ იტყვის რომ გოგო ხარ. მეუბნება სოსო თან იცინის.
- შენღა მაკლდი რა, თამარა და სულიკო არ მყოფნიდა შენ დაემატე. თამარა სოსოს ვებოა ხოლო სულიკო მამაჩემის ბიცოლა, სოფლის ჭორიკნები, ეზოში ჩიტი ვერ გადაგრინდება მათმა რომ არ გააშუქონ. დარწმუნებული ვარ სულიკო ეხლა მისი ღობიდან მითვალთვალებს და მაკვირდება რა მაცვია. ნეტა ეხლა რამე კეტი მქონდეს ხომ დავთხრიდი იმ თვალებს. ჩემს ოინებზე მე თვოთონ მეცინება და ნაბიჯს ვუჩქარებ.
- სად არიან? ჩიხთან მჯდომი ბავშვები რომ ვერ ვნახე სოსოს ვეკითხები.
- ქვემოთ ცენტრში.
- კარგი. ვეუბნები მე და ლამპიონით განათებულ გზას მივყვები, მიყვარს ჩემი სოფელი ყველანაირ ქალაქს მირჩევნია. მიყვარსვის სურნელი რომელიც ამ სოფელში ტრიალებს, მართალია ბევრი ცუდის მომსურვე ცხოვრობს თუმცა მე სოფელი მიყვარს და არა ის ხალხი ვინც აქხოვრობს. ადრე აქ ხალხიც კარგი იყო თუმცა წლებმა თვისი ქნა და ყველა შეიცვალა. ჩემი ოჯახიც ერთიანი, შეუცვლელი იყო თუმცა ისიც შეიცვალა და დაიშალა. 12-13 წლის ვიქნებოდი ჩემი ცხოვრება რომ შეიცვალა, დედას წასვლის შემდეგ ქუთაიში მის მშოვლებთან ვიზრდებოდით, თუმცა შემდეგ მე და ჩემი უფროსი და უკან დავბრუნდით მამასთან  ის 15-ის იყო მე 12-ის. მას აქ შეყვარებული ყავდა დიდი ხანი უყვარდათ ერთმანეთი, თუმცა სოფელი ამის წინააღმდეგი იყო, მარტო სოფელი არა ოჯახებიც. მთელი მამაჩემის საძმო იმ ბიჭს დასდევდა. ის ბიჭი ბებიაჩემის მეგვარე იყო თან მეორე ჩიხში ცხოვრობდა, ნათესავები გამოვდიოდით და როგორ შეიძლებოდა მათი კავშირი.
ერთხელ სახლში ვბრუნდებოდით ჩემს დას ვეუბნები სანამ მე ცოცხალი ვარ მას ცოლად ვერ გაყვები თქო. მან კი იროონიით გამიღიმა და.
- მაგასაც ვნახავთ კირა. მხოლოდ ეს მითხრა, ვერ მივხვდი რას ნიშნავდა მისი ეს გამოთქმა, ყურადღება არ მივაქციე თუმცა. მან მისი გაიტანა მართალია იმ ბიჭს ცოკად ვერ გაყვა თუმცა მასთან ურთიერთობა ქონდა. შელახული ღირსების გამო დედამ მასთან წაიყვანა, ჩემზე არვის უფიქრია ან მამაზე. სოფელში ყველამ ყველაფერი გაიგო, მე ერთი წლით ქალაქში წამიყვანეს, მამა სახლში ჩაიკეტა მხოლოდ მისი მეგობრების წყალობით გამოვიდა მდგომარეობიდან. მე კი ისევ უკან დავბრუნდი, ბევრჯერ გავმხდარვარ თითით მისათითებელი, ბევრჯერ უთქვამთ რომ მე ვარესი ვარ. თუმცა იმ დღეს დავიფიცე მე ისეთი პიროვნება გავხდები ჩემი ყველას შეშურდებათ თქო.
- კირა აქ ხარ? ფიქრებიდან სოსიკოს ხმას გამოვყავარ.
- ჰო, კი რახდება?
-რამდენი ხანია ამ ჯვართან ხარ წავედით გველოდებია. ჯვარს მოვშორდი და მას გავყევი. დავინახე სკვერთან ბავშვების ხრივა და მეც იქეთკენ ცავედი, თუმცა გვერდით მაღაზიასთან მამას მეგობრები ისხდნენ ლიდის გოთლებით ხელში. უკან მოვბრუნდი და ეხლა მათკენ ავიღე გეზი.
- კირას გაუმარჯოს. ლაშა ფეხზე დგება და მეხვევა. - ესე უნდა დაიკარგი.
-როგორ ხართ ბიჭებო?
- ჩვენ რა გვიჭირს შენ როგორ ხარ? ეხლა პოლიციელი გიგა მეუბნება.
- კარგად რასვიზავ. მორცხვად ვეუბნები მე.
- ლუდი არგინდა მოგიტან? ჩემი ბიძაშვილი ვანო მეკითხები.
- იყავი მე გამოვიტან. ვამბობ და მაღაზიაში შევდივარ, ლუდის ერთ ქილას მაცივრიდან ვიღებ და უკან ვბრუნდები.
- მამა როგორა? ეხლა მათზე უფროსი მამას ძმაკაცი ნუგზარი ძია მეკითხება.
- კარგად არის გმადლობთ, ერთ კვირაში ბრუნდება.
- მოიცა და შენ ერთი კვირა სახლში მარტო იქნები? გაკვირვებული მეუბნება ლაშა.
- ჰო რაიყო, იმედია კართან ყარაულობას არ დამიწყებთ.
- კირა რა უნდა 17 წლის გოგოს მარტო სახლში? მას მისი ძმა გიგაც აყვა.
- კარგით რა 17 ის ვარ ათის ხომ არა. გაბრაზებული ვამბობ მე.
- თან თუ ვინმე შემოვა, აი მამუკამ დაარტყმა მასწავლა ისეთს დავარტყავ. პატარაა ბავშვივით ვიქნევ ხელს დაა ყველას ეცინება.
- ფრთხილად იყავი იცოდე. ლაშა ბავშვივით მაფრთხილებს და თავზე ხელს მისვამს. ოჰ ამათი ზრუნვა, თუმცა ძალიან მიხარია მამაჩემის სამეგობრო ყურადღებას რომ მაქცევს, მათი წყალობით ზედმეტს ვერავინ ვერაფერს მეუბნება.
- წადი ეხლა თორემ იმათ შეხედე. ბავშვებისკენ მახედებს ვანო. -გაადმოცვივდათ თვალები.  მეუბნება სიცილით მეც ყველას ვემშვიდობები და მათკენ მივდივარ ლუდის ბოთლით ხელში. იქ მისულს ყველას უხეშად ვესალმები და სოსოს გვერდით ვიკავებ ადგილს.
- კირა როგორ ხარ? მეკითხება ჩემი ბავშვობის მეგობარი ვალერი.
- კარგად შენ? ცივად ვუბრუნებ პასუხს და სოსოს-კენ ვბრუნდები.
- რამე გამოვტოვე? ვეკითხები ინტერესით.
- არა არაფერი. იმათ რა უნდოდათ?  მეკითხება თან ბიჭებისკენ მითითებს.
- ისეთი არაფერი პროსტა ვბაზრობდით რა. ჩვეული ინტონაციით ვეუბნები და ტელეფონზე მოსულ ესემეს ვკითხულობ.
- ვინ არის? ინტერესით მეკითხება სოსო.
- ლიკამ მომწერა. ტელეფონს ისევ ჯიბეში ვიბრუნებ და მხოლოდ ეხლა ვავლებ ბავშვებს თავს, ზოგი მეცნობოდა ზოგიც არა.
- შენ ახალია ხარ? მეკითხება კუთხეში მჯდომი ბიჭი რომლის სახესაც ვერ ვხედავდი.
- მე მეკითხები?
- ხო შენ, აქ პირველად გხედავ?
- ჰო ბოროტმა მამიკომ კოშკშლი გამომკეტა, ცოტახნით დრო ვიხელთე და გამოვიქეცი სანამ დაბრუნდება უნდა დავბრუნდე. ბავშვურად ვეუბნები მე რაზეც ყველას ეცინება.
- კირა ჩვენი ბავშვობის მეგობარია რატი. მას პასუხს ანრი სცემს.
- არ აარსებობს კირა შენ ხარ? მესმის ზურგს უკან ხმა და შებრუნებაც არ მჭირდება უკვე ვიცი ვინც არის.
- თორნიკე შენღა მაკლდი ამ შუაღამისას. ფეხზე სასწრაფოდ ვდგები რაათა არ მომოახლოვდეს.
- კარგი რა კირა, ამას რატომ მიკეთებ?
როგორ მეშლება ნერვები როცა მისი იდიოტური ხმა მესმის.
- თუ ეხლა თავს არ დამანებებ, იცოდე ლაშას დავუძახებ და ვეტყვი რომ მაწუხებ  მუქარით ვეუბნები მე და ისიც სასწრაფოდ ცილდება იქაურობას.
- ეს ვინ იყო? ისევ ის ბიჭი კითხულობს.
- კირას თაყვანისმცემელი. სიციით ამვობს ვალერი.
- თაყვანისმცემელი იქნება თუ გთქეფე ეხლა მაგ თავში რამე, ისეთი ორი თაყვანისმცემელი გყავდეს შენ. სიცილით ვეუბნები მე და ლუდის სმას ვაგრძელებ.
- დამალევინებ? თავზე ის ბიჭი რატი დამადგა და მეკითხება.
- ჩემი დანალევო რომ არის?
- არაიშავს დავლევ. ბოთლს ვაწვდი და ისიც ერთი ამოსუნთქვით სვამს. ეხლა ნათლად ვხედავ მის თაფლისფერ თვალებს, კირნოსავეთ პატარა ცხვირს და ოდნავ დიდ ტუჩებს, სახეზე ოდნავ წამოზრდილ წვერი ძალიან უხდებოდა. სიმაღლით ჩემზე მაღალი იქნებოდა, ნუ არც მე ვარ ძაან პატარა მაგრამ მაინც.
- მადლობა. მეუბდნება ის და შემდეგ ადგილს იკავებს.
-რატი შენ იცი კორამ მე რა მიქნა? ინტერესით ეკითხება
რამაზი. ამან თუ ეხლა ის მოყვა მოვკლავ.
- რა? ისიც ინტერესით ეუბნება.
- პატარები ვიყავით ორივენი, რაღაცაზე გაავაბრაზე **ილი ვიყო, არ გადმომიგდო და დამაგდო ბეჭებზე, არადა ისეთი პატარა იყო რას ვიფიქრებდი.
- მართლა შეჩ*მა? გაკვირვებული ეიბნება რატი.
- კირა რამდენი წლის ხარ? ეხლა სულ სხვა მეკითხებ.
- 16- ის სამთვეში ჩვიდმეტის ვხდები.
- მოიცა თექვსმეტი წლის ბავშვი, მეთორმეტეში როგორ გადადიხარ? ეხლა ამა უხსენი რა.
- სკოლაში შესვლა ისე მინდოდა კივილით ავიღე მთელი სოფელი. შემდეგ დირექტორმა საცდელი ვადა ერთი კვირა მომცა და კი დავრჩი სკოლაში.
- კირა ხუთი წლის იყო სკოლაში რომ შეიყვანეს. მოკლედ ეუბნება სოსიკო.
კიდევ ბევრი ილაპრაკეს უაზრო თემებზე. მე ძალიან დაღლილი ვიყავი ამიტომ გადავწყვიტე საახლში წასვლა. სოსოს ხელი მოვკოდე იქ მსხდომებს დავემშვიდობე და სახლისკენ წავედი.
- კირა შენ არასოდეს არაფრის არ გეშინია? ნახევარი გზა გვქონდა გავლილი სოსომ რომ მკითხა.
- კი როგორ არა.
-და რისი გეშინი?
- უმამობის სოსო, მამის გარეშე ცხოვრების გაგრძელების მეშინია. მე მხოლოდ უმამობის მეშინია, მამა ჩემთვის განსაკუთრებული ფენომენია. მხოლოდ ეს ვთქვე მეტი არაფერი. სახლში შევედი კაარები ჩავკეტე, შემდეგ ვიბანავე და საწოლში შევწექი.
დილით ადრიანად გამეღვიძა, დილის პროცედურებს მივრჩი პი0რუტყვს საჭმელი დავუყარე კაკაო დავლოე და სკოლაში წავედი.
კლასელებს უღიმღამოდ ვესალმები და ქიმიის გაკვეთილზე შევდივარ.
- ბავშვებო დღეს ამ წლის ბოლო გაკვეთილი გვაქვს, ამიტომ დღევანდელი დღე საგრძნობლად იმოქმრდებს ნიშანზე. ამბობს ჩემი საყვარელი ეკა მასწავლებელი.
- დაფასთან ვინ გამოვა? ბავშვებს თვალს ავლებს და მზერას ჩემზე აჩერებს.
- კირა შეგიძლია გამოხვიდე?
- დიახ როგორ არა. ფეხზე ვდგები და დაფასთან გამოვდივარ, მასწავლებელი მაგალითს მკარნახობს დასრულებული არ ქონდა წინადადება მე უკვე ყველაფერი მეწერა, კიდევ მეორე მითხრა ისიც მალევე გამოვიყვანე.
- ყოჩაღ შენ წელს ნამდვილად დაიმსახურე მაღალი ნიშანი.
გახარებული მეუბნება ის და მეც ჩემს ადგილს ვუბრუნდები.
- ყოჩაღ გენიოს. უაზრო რეპლიკას ისვრის ჩემი მიმართულებით შაკო.
- შაკო თუ ენას არ გააჩუმებ, აი იმ დაფას ხომ ხედავ. თითით დაფისკევ ვანიშნებ.
- ხო ვხედავ მერე?
- თუ ჩაგავლე ხელი მაგ ქეჩოში, იმ დაფის ადგილას შენ აგაკრავ. ეხლა კი ენაა გააჩუმე და ჩახედე მაგ წიგნს. არც კი შემიხედავს მისთვის ისე ვეუბნები სათქმელს.
- გენიოსა. მესმის ისევ უაზრო რეპლიკა თუმცა ყურადღებას არ ვაქცევ.
სკოლა წარმატებით დავასრულე, ყველა საგანში უმაღლესი შეფასება მივიღე, უკვე თამამად შემიძლია მეთქვა რომ მეთორმეტე კლასელი ვარ.
სკოლიდან სახლში მივდიოდი როდესაც ჩემი კლასელი ტატო წამომეწია.
- კირა სად აპირებ ჩაბარებას, როდესაც სკოლას დაამთავრებ? ინტერესით მეუბნება სკოლაში ჩემი საუკეთესო მეგობარი.
- ტატ შენც ხომ კარგად იცი, ხატვა ბავშვობიდან მეხერხება. მინდა
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ვისწავლო არქიტექტორის ფაკულტეტზე, თუ რათქმაუნდა დაფინანსება მივიღე. ხომ იცი მე საკმარისი რესურსები არ გამაჩნია. მოწყენილი ვეუბნები მე.
- ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგად იქნება. მხარზე ხელს მისვამს და თბილად მიღიმის.
- შენ სად გინდა ჩაბარება? ეხლა მას ვეკითხები.
- მე არსად აქ უნდა დავრჩე დედასთან, მარტო ვერ დავტოვებ.
- გასაგებია. მოკლედ ვეუბნები მე და ნაბიჯს ვუჩქარებ, რათა სხვა კლასელები არ წამომეწიონ. ჩემს ჩიხს რომ გავცდი მხოლოდ მაშინ შევანელე სვლა, გეზი როგორც ყოველთვის სასაფლაოსკენ ავიღე. ჩემი უაზრო კლასელების რეპლოკას ყურადღებას არ ვაქცევ, თუმცა ნერვები მხოლოდ მაშინ მომეშალა როდესაც შაკომ დამიძახა.
- სასაფლაოს გოგონა სასაფლაოსკენ მიდის.  უკან გაბრაზებული ვბრუნდები და მის წინ ავისვეტე.
- თუ კიდევ ერთხელ მეტყვი მაგ სიტყვას, გეფიცები თვალის დახამხამების გარეშე აგახევ მაგ უშნო სახეს. სჯობს შენს ტრ**ს  მიხედო და სხვის დამცირებას თავი დაანებე, მე შენი უაზრო რეპლიმებით ვერაფერს მავნებ. მაგრამ თუ კიდევ ერთხელ დამიძახებ სასაფლაოს გოგონას, ოთიკოს სულს გეფიცები მის მაგივრად შენ დაგმარხავ, შე აყლაყუდა მუტანტო.
უკან ვბრუნდები და გზას ვაგრძელებ.





მოგესალმებით ახალი ისტოორით. ისტორია მთლიანად ნამდვილ ამბავზე არის დაწერილი მხოლოდ მთავარი გმირების სახელები შევცვალე ასევე რაღაც დეტალებს ამოვაკლებ და რაღაცეებ ჩავამატებ. ხშირად ვიხსენიებდი ჩემს ისტორიებში გარდაცვლილ ბიჭს ოთიკოს, ის ჩემი გარდაცვლილი მეგობარია, ამიტომ შეუძლებელია დავწერო ისტორია სადაც მას ვერ მოვიხსენიებ.
შეიძლება თავიც მოგაბეზრეთ თუმცა გპორდებით ეს ბოლო ისტორიაა სადაც მასზე ვწერ. მადლობა და მიყვარხართ ყველანი.скачать dle 11.3




№1 სტუმარი იკა

,,საშვალება"- ზე შევწყვიტე კითხვა...ჯერ სწორად წერა ისწავლეთ და მერე, ,გამოაბრტყელეთ" თქვენი ე.წ. შედევრები

 



№2  offline წევრი gogona migraciidan

იკა
,,საშვალება"- ზე შევწყვიტე კითხვა...ჯერ სწორად წერა ისწავლეთ და მერე, ,გამოაბრტყელეთ" თქვენი ე.წ. შედევრები

კიდევ კარგი შენს აზრს რომ არ ვითვალისწინებ ჩემო კარგო. საერთოდ მე შეგეხვერწე მოდი "მოახტი" წაიკითხე თქო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent