შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარდისფერო! (სრულად)


18-08-2017, 00:59
ავტორი TeddyBear
ნანახია 2 317

ვარდისფერო! (სრულად)

პატარა თითქმის შეუმჩნეველი ჭორფლები დაჰყროდა სახეზე, ოდნავ შეჭმუხნული სახითა და აბზეკილი ცხვირით შეჰყურებდა მშობლებს და უსიტყვოდ ათამაშებდა ხელში ჩაბღუჯებულ კრიალოსანს, გვერდით შავი ფერის კატა მისჯდომოდა ისიც განაბული ილოკავდა თათებს და ქალის ყვირილს ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა. თითქმის მწვანე თვალები ჰქონდა, თითქმის. ერთი შეხედვით შეამჩნევდით კატის მწვანე თვალების მიღმა მოყვითალო პატარა კრისტალებს.
ოთახში ანთებული ისედაც მკრთალი სინათლე ბჟუტავდა და შეშინებული რხევით ჰყვებოდა ოთახში შემოვარდნილ ქარს. ქალის ყვირილი ამჯერად მეორე ოთახიდან მოისმოდა, ფარატინა, თხელი კედლები წამიერად ისრუტავდა ქალის ნათქვამ თითოეულ ფრაზას და მტკივნეულად ეშვებოდა ვარდისფერ თმიან გოგონასთან.
-მივდივარ!.- ალბათ უკანასკნელად გაისმა ქალის ხმა სახლში. გოგონა ფეხზე წამოდგა, ტახტზე მიგდებულ ზურგჩანთას დასწვდა და მხარზე გადაიკიდა. დინჯი ნაბიჯებით გამოვიდა ოთახიდან, გვერდი აუარა მოკამათე მშობლებს და უსიტყვოდ დატოვა სახლი. კარების გამოხურვის შემდეგაც ისმოდა ხმა, ამჯერად კაცი ღრიალებდა ბოლო ხმაზე, გოგონას მხოლოდ ერთხელ თუმცა მტკივნეულად შეუტოკდა თითები, მოემუშტა, დაუმრგვალდა და ალბათ დაუპატარავდა კიდეც თითოეული.
დაბნეული მიაბიჯებდა მისთვის უცნობ ქალაქში უცნობი ადამიანების გვერდით. ქუჩის მიმალული ადგილებიდან იშვიათად მოისმოდა ხმები, ადამიანები უხეშად მიაპობდნენ გზას და უბოდიშოდ ეჯახებოდნენ ვარდისფერ თმიან ანნას.
მოსაღამოვებულიყო, ცა შეფერადებულიყო ლურჯად. ქუჩის მეორე მხრიდან მუსიკის ხმა ისმოდა, თითქმის დაცარიელებულ ქალაქში მხოლოდ ერთადერთი ბარი გახსნილიყო და მხოლოდ იქიდანღა მოისმოდა სიცოცხლის ხმა. ანნა ისევ ძლიერად ჩაბღაუჭებოდა ჩანთას, თითები სიცივისგან გაჰყინვოდა და ძლიერად მოემუშტა. ჯიბეში მხოლოდ რამდენიმე თეთრიღა შერჩენოდა, ჯიბე ააჩხრიალა, მონეტებიც ხმაურით მიეხეთქნენ ერთმანეთს და წამის შემდეგ ისევ ჩაჩუმდნენ. ანნა ბარისაკენ გაემართა, გაყინული ხელი ძლივს ამოსწია ჯიბიდან და მწვანე კარებს მიჰკრა. კარებმა ჭრაჭუნის ხმა გამოსცა, ანნამ ძლივს ძლივობით გადაადგა ნაბიჯები და შიგნით შევიდა.
ბარი არც ისეთი პატარა აღმოჩნდა როგორც თავიდან ეგონა, ამაღლებული სცენიდან ოთხი შავკანიანი მამაკაცი გადმოჰყურებდა ხალხს და ღიმილითა და თავის კანტურით აჰყოლილიყვნენ ხელებში მოქცეულ ისტრუმენტებს. აქამდე არასოდეს მოესმინა ანნას ჯაზი, არასოდეს შეუხედავს ხელებში ასე ქაოსურად მოტრიალე საქსოფონისთვისა და კონტრაბასისთვის. მამაკაცებს ახალგაზრდა ბიჭი გამოეყო, წამიერად გაირინდა ბარში მჯდომი ყველა ადამიანი.
ბიჭს მამაკაცებისგან განსხვავებით დახეული ზედა და ჭუჭყიანი შარვალი ემოსა, სახეზე ჯერ კიდევ რამდენიმე დღის გაუპარსავი წვერი შეამჩნია ანნამ. ბიჭი ღიმილით გადმოჰყურებდა ადამიანებს, ანნასკენ გამოაპარა მზერა, მოხერხებულად ჩაიბღუჯა მიკროფონი ხელში და წამშივე გავრცელდა დარბაზში ანნასთვის ასე ნაცნობი და საყვარელი ლუი არმსტრონგის Dream a little dream of me.
ბიჭი თვალებ დახუჭული მღეროდა, ბაგეებიდან ხრინწშეპარული ხმა ამოსდიოდა, არასოდეს მოესმინა ჩვიდმეტი წლის მანძილზე ასეთი ლამაზი ტონალობის ხმა, არასოდეს, არასოდეს უნახავს ასე ძლიერ შემოჰხვეოდა მომღერალი სიმღერას, დიახ შემოჰხვეოდა, ძლიერად შემოეჭდო მკლავები მისთვის და ბოლომდე შეესრუტა. ანნას მოეწონა, მოეწონა თუ როგორ ძლიერ უყვარდა ბიჭს სიმღერა.

Leave your worries far behind you
But in your dreams, whatever they be
You gotta make me a promise
Promise to me you'll dream
Dream a little dream of me

ბიჭი ფრთხილად მოშორდა სცენას, დარბაზში ჯერ კიდევ სიჩუმეს დაესადგურებინა, მხოლოდ ადამიანების სახეზე გამოსახული ღიმილის დანახვა შეძლო ანნამ და წამიც არ იყო გასული ტაშის გამაყრუებელი ხმა რომ გაისმა.
ბიჭმა ღიმილი შეაგება მსმენელს, გასასვლელ კარებს მიუახლოვდა და გაუჩინარდა. გოგონა უკან გაჰყვა, შემთბარ სხეულზე ცივი ჰაერის შეხებისას გააძაგძაგა, თითებით ძლიერად შემოიხვია ქურთუკი და ქუჩის მეორე მხარეს წასულ ბიჭს აედევნა უკან.
ბიჭს ლურჯი გაცრეცილი ჯინსის ქურთუკი ეცვა, დინჯი ნაბიჯებით მიუყვებოდა გზას და შტვენით ირთობდა თავს. ერთ-ერთ ჩიხში შეუხვია ბიჭმა, სიბნელეში აღმოჩენილმა ანნამ ნაბიჯების მკვეთრ ხმას მიაყურადა და თვითონაც დაზეპირებულივით გადადგა ნაბიჯი. თხუთმეტი წუთის მანძილზე მიდიოდნენ სიბნელეში, ბიჭი ისევ ღიღინებდა და ხელებით უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა. სიბნელეს ნელ-ნელა შემოეპარა სინათლე, ჩიხის ბოლოს პატარა შენობა მოჩანდა სადაც რამდენიმე მამაკაცი ისეთივე დასვრილი და დახეული ტანისამოსით მოძრაობდა როგორიც ბიჭს ეცვა. ბიჭიც მამაკაცებს მიუახლოვდა, მათთან ერთად შევიდა შენობაში და კარები მოიხურა.
შენობას შემოუარა ანნამ, ბალახით დაცვარულ მიწას გადაუარა და პატარა მრგვალ ფანჯარასთან ჩაიმუხლა. ფანჯარაც ჭუჭყისაგან გაცრეცილიყო, ყველაფერი ობისა და ოფლის სუნათ ყარდა. ცხვირზე წაიჭირა თითები და ფანჯრიდან შეიჭვრიტა შიგნით. ბიჭი ხის კარ-ფანჯარასთან ჩამუხლულიყო და ხელის ფრთხილი მოძრაობით ანნასთვის უცნობი ინსტრუმენტით ცდილობდა კარების დაზიანებული ადგილის შეკეთებას.
ოთახში მყოფი ადამიანები ერთად იყოფდნენ საჭმელს, ერთად აკეთებდნენ ყველა გაფუჭებულ საქმეს. დაინახა ანნამ როგორ გაუწოდა ახალთ ახალი პერანგი მამაკაცმა ბიჭს, როგორ წამოიმართა გაკვირვებული ბიჭი სკამიდან და როგორი სიხარულით გადაეხვია კაცს. ისინი ადამიანები იყვნენ, ადამიანები სუფთა, წრფელი გრძნობებითა და მდიდარი გულით. ანნას ესეც მოეწონა. და მაშინ პირველად ჩათვალა რომ ფიზიკურად ღარიბი ადამიანები ყველაზე მდიდრები იყვნენ სულიერათ.
ანნა მაშინაც კი არ წამომდგარა ფეხზე ოთახში სინათლეც რომ ჩაქვრა და მამაკაცებიც უმალ გაეშურნენ სახლისაკენ. ერთადერთი ვინც სიბნელეში სრულიად მარტო დარჩა ეს თვითონ ანნა იყო.
-ვარდისფერო, კიდევ დიდი ხანი უნდა იყო აქ ?.- ღიმილნარევი ხმა მოესმა უკნიდან და უმალ მიატრიალა თავი ბიჭისაკენ.- დავიჯერო სახლში არ გელოდებიან ?
-არა.- თავი გაიქნია ანნამ და ბიჭის კუპრივით შავ თვალებს მიაშტერდა.
-გშია ?.- გაეღიმა ბიჭს. ანნა ახლაღა მიხვდა თუ როგორი ხმაურით უჭყაოდა მუცელი.
-ჰო.- ძალიან ჩუმი ხმით წარმოთქვა ვარდისფერმა. ბიჭს აღარაფერი უთქვამს, უსიტყვოდ გატრიალდა უკან და დინჯი ნაბიჯებით გაუყვა გზას ჩიხისაკენ.
*-*-*-*-*-*-*
ბიჭი რომლის სამზარეულოშიც ცხელ შოკოლადსა და ფუნთუშებს ეახლებოდა ჯეიმს თორნი გახლდათ. ჯეიმსი ცხრამეტი წლისა იყო, სულ მარტოდ მარტო ცხოვრობდა და მისი ოთახის ოთხივე კედელი ჯაზის ისტორიის უდიდეს ნაწილს მოგიყვებოდათ.
-ვარდისფერო, ვარდისფერო.- იმეორებდა ჯეიმსი და ანნას თმებს ერთი წამითაც კი არ აშორებდა თვალს.
-არც შენ მოგწონს ?.- გაეცინა ანნას. გოგონას ვარდისფერი კულული წამში შემოეხვია ჯეიმსის თითებს.
-მომწონს. განსხვავებულია.- გაიღიმა ჯეიმსმა და ანნას სახეზე დაყრილ მკრთალ ჭორფლებს მოავლო მზერა.- აქაური არ უნდა იყო ანნა.- გოგონას სახელი გამოკვეთა ჯეიმსმა და მარცხენა ხელით ტუჩებთან მიიტანა სიგარეტის ღერი.
-ჰო აქაური არ ვარ, ცოტახნისწინ ჩამოვედი მშობლებთან ერთად.
-და რას ეძებ აქ ?.- გაეცინა ჯეიმსს.- აქედან უმეტესად გარბიან ხოლმე.
-შენ რატომ არ გარბიხარ ?.- დაკვირვებით მიაჩერდა ანნა ჯეიმსის შავ თვალებს.
-აქაურობა მთლიანად ჩემია.- ხელები გაშალა ჯეიმსმა და სახლს მოავლო მზერა.- ეს კედლები ჩემი ბავშვობაა, ეს იატაკიც კი, ყველაფერი რაც აქ არის ჩემიანია. როგორ უნდა გავიქცე აქედან ?
-არ ვიცი, იქნებ მუსიკით გეცადა.- გაეღიმა ანნას.- კარგად მღერი.
-ჰო ალბათ.- საფერფლეში ჩაასრისა სიგარეტი ჯეიმსმა.- ალბათ ოდესმე წავალ კიდეც თუმცა ჯერ არა.
-აქ მარტო ხარ ?.- უცნაურად შეიშმუშნა ვარდისფერი.
-ჰო.- თავი დაიქნია ჯეიმსმა.- სულ მარტო და შენ სახლში მართლა არავინ გელოდება ?
-არ ვიცი.- მხრები აიჩეჩა ანნამ.- შეიძლება მელოდებიან კიდეც.
-მერე ?
-ადამიანები ხომ დაუღალავათ ეჩხუბებიან ერთმანეთს ხოდა ჩემს სახლშიც ასეა რა.- ხელი აიქნია ვარდისფერმა.- მომაწევინებ ?
-პატარა რომ ხარ ?!.- გაეცინა ბიჭს.
-მხოლოდ ორი წლით ჯეიმს, მხოლოდ ორით.- ანნამაც ღიმილით უპასუხა ბიჭს და სიგარეტის კოლოფისკენ გაიშვირა ხელი.
ჯეიმსი ანნას ნებას დაჰყვა, წამიერადაც კი არ ამოუღია ხმა, გოგონას ხელებში მოქცეულ სიგარეტის ღერს მიაჩერდა, შეამჩნია როგორ მიიტანა ტუჩებთან სიგარეტის ღერი და როგორ ამოხედა გოგონამ მას.
-არ შემაჩერებ ?
-გინდა რომ ?.- თავი გაიქნია ბიჭმა და სანთებელა მიუწია სიგარეტთან. ანნამ მხოლოდ ერთხელ და ღრმად შეისუნთქა ნიკოტინი და თვალები მიელულა. ფილტვებში იგრძნო წვა, ხელები სიმწრისაგან აექავა და ჩასისხლიანებული, აცრემლიანებული თვალებით გამოხედა თორნს.- ღირდა რამედ ?
-არა.- თავი გაიქნია ანნამაც და ახლად მოკიდებული სიგარეტი მაშინვე ჩაასრისა საფერფლეში.- შენ რატომ ეწევი ?
-მივეჩვიე უბრალოდ.- მხრები აიჩეჩა ჯეიმსმა.
-დიდი ხანია ბარში მღერი ?
-არც ისე, ორი წელი გახდება რა.
-და იქ სახელოსნოში ?
-იქ თითქმის მთელი ცხოვრებაა.- გაეცინა ბიჭს.- მამაჩემი იყო ხელოსანი, მისი მეგობრებიც იქ იყვნენ და მეც ბავშვობიდან ვუყურებ ამ ადამიანებს.
-ანუ ყველაფერი მათ გასწავლეს ?
-ჰო ეგრე გამოდის. კარგი ხალხი მუშაობს სახელოსნოში.
-შენი ჩათვლით არა ?.- ეშმაკურად გაიცინა ვარდისფერმა.
-ჰო მე ყველაზე კარგი ვარ.- გაიკრიჭა ჯეიმსი და ფეხზე წამოიმართა.- ლუდს დალევ ?
-არა.- თავი გაიქნია ვარდისფერმა.- და მაინც მართლა არ გინდა აქედან წასვლა ?
-ხანდახან მინდა.
-მართლა კარგად მღერი.
-ვიცი, მეუბნებიან.

*-*-*-*-*-*

“უცნაური საუბარი მქონდა ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანთან, ისეთთან სულ რომ არაფერი მაკავშირებს, მაგრამ ხომ არსებობს რაღაც სხვანაირი გრძნობა ახლობლობის შეგრძნებას რომ გიჩენს.“
-ვარდისფერი.

*-*-*-*-*-*

-დედაჩემი სახლიდან წავიდა გუშინ.- ამოიჩურჩულა ვარდისფერმა და ჯეიმსისკენ გააპარა მზერა.- ალბათ ცოტახანში გაშორდებიან კიდეც.
-დედაჩემიც წავიდა სახლიდან, სამი წლის რომ ვიყავი მაშინ.
-ვწუხვარ.
-ჰო მეც. მომღერალი იყო სხვათაშორის.- გაეცინა ბიჭს.- სიმღერის ნიჭი მისგან მაქვს.
-რამდენად ირონიულია ეს ?.- გაიღიმა ანნამ.
-ჰმმ... ძალიან!
-ძალიან გამიჭირდება ?
-თავიდან კი, მერე მიეჩვევი.
-რატომ მიდიან ან საერთოდ რატომ გაჩენენ თუ მაინც უნდა მიგატოვონ ?
-არ ვიცი, კანონზომიერებაა ალბათ ასეთი ან რამე.
-მამაჩემიც წავა ?
-არამგონია.- თავი გაიქნია ჯეიმსმა.- ყოველშემთხვევაში მამაჩემი არ წასულა, ვფიქრობ არც მამაშენი წავა.
-იმედია არ წავა თორემ სახლში მხოლოდ კატაღა დარჩება.
-კატაც რაღაცას ნიშნავს.
-ჰო.- ჩაფიქრდა ანნა.- ჩვენ კიდევ შევხვდებით ?
-თუ აქედან არ გაიქცევი ალბათ შევხვდებით.- გაუღიმა თორნმა და ანნასკენ გადაიხარა.- ერთ საიდუმლოს გაგიმხელ გინდა ?
-ჰო, მინდა.
-დღეს საღამოს ვარსკვლავთცვენა იქნება, სურვილი ჩაიფიქრე.
-კარგი თორნ, ჯეიმს თორნ.

*-*-*-*-*-*

საკუთარი სახლის წინ იდგა, კარების სახელურს ჩაბღაუჭებოდა და მეორე მხრიდან გამომავალი სიჩუმისგან ყურებიც კი სტკიოდა. აკანკალებული თითებით ჩამოსწია სახელური, კარმა ისევ დაიჭრიალა.
-მადლობა ღმერთს ანნა.- მეორე ოთახიდან სწრაფი ნაბიჯების ხმა მოესმა და მალევე იგრძნო როგორ შემოეხვია მხრებზე მამამისის ხელები.- მეგონა შენც წახვედი.
-ინერვიულე მა ?.- აცრემლიანებული თვალებით მიაჩერდა მამამისს.
-ვარდისფერო!.- ამოიქნიშა კაცმა.- შენ გარეშე არ ვარსებობ მე, არა!

#####

სისულელის პიკია ვიცი მაგრამ წერის დროს გავერთე joy
მომენატრეთ ^^скачать dle 11.3




№1 სტუმარი Guest Tini

Dasasruli kiara bichi ise momewona gaagrdzele saswrafod ^_°

 



№2 სტუმარი Guest Eko

Dausruleblobis shtabechdilebas tovebs, ise kargia da tu gaagrdzeleb mgoni uketesi iqneba:-)

 



№3  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

Guest Tini
Dasasruli kiara bichi ise momewona gaagrdzele saswrafod ^_°

Guest Eko
Dausruleblobis shtabechdilebas tovebs, ise kargia da tu gaagrdzeleb mgoni uketesi iqneba:-)

დიდი მადლობა, მიხარია თუ მოგეწონათ ^^ kissing_heart
თუ მუზა დაუბრუნდება ამ ისტორიას დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ თუმცა ვერაფერს დაგპირდებით disappointed

 



№4  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

ვაიმეე ჩემოტკბილო
პატარა მაგრამ სიყვარულით სავსე იყო
მომეწონნენ მე ჯეიმსი და ვარდისფერიი ♥
მიხარია რომ მამამისმა არდატოვა
ბედის ირონიაა ერთმანეთს რომ შეხვდნენ არა?
ბოლომომენტმა განსაკუთრებით გამათბო
ლავიიუუუ

 



№5  offline წევრი naida

Ar chirdeba am istorias gagrdzeleba.. ese, patara chanaxativit upro didi xibli aqvs, nu chemi azrit.. ^^

 



№6 სტუმარი იშვიათიმკითხველი

ისეთი საღვარელი იყო, გავთბი და ამავდროულად რაღაცნაირი მელანქოლიაც ეემომეპარა.. მე მელანქოლია მწვანე მეგონა, თუმცა ვარდისფერიც ყოფილა ^^

 



№7  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

LuckyGirl
ვაიმეე ჩემოტკბილო
პატარა მაგრამ სიყვარულით სავსე იყო
მომეწონნენ მე ჯეიმსი და ვარდისფერიი ♥
მიხარია რომ მამამისმა არდატოვა
ბედის ირონიაა ერთმანეთს რომ შეხვდნენ არა?
ბოლომომენტმა განსაკუთრებით გამათბო
ლავიიუუუ


თბილო, როგორ გამიხარდი რომ იცოდე ❤
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ❤
მართლაც ბედის ირონია იყო მათი შეხვედრა თუმცა ალბათ მშვენიერი ირონია :დდ ❤
ლავიუ თუ ❤

naida
Ar chirdeba am istorias gagrdzeleba.. ese, patara chanaxativit upro didi xibli aqvs, nu chemi azrit.. ^^

ძალიან დიდი მადლობა ^^
მეც ასე უფრო მომწონს ❤

იშვიათიმკითხველი
ისეთი საღვარელი იყო, გავთბი და ამავდროულად რაღაცნაირი მელანქოლიაც ეემომეპარა.. მე მელანქოლია მწვანე მეგონა, თუმცა ვარდისფერიც ყოფილა ^^


ძალიან დიდი მადლობა თბილო ❤
მიხარია თუ მოგეწონა ^^

 



№8  offline მოდერი zia-maria

შენ გგონია ეს სისულელეა?სულაც არა,თითოეულ მონაკვეთში რაღაც დიდი ტკივილი დევს.ცრემლიც კი მომერია,დედა წავიდა,რატომ მიდიან ან საერთოდ რატომ გვაჩენენ თუ ისევ უნდა დაგვტოვონ. disappointed_relieved მე ძალიან მომეწონა,პატარა,თბილი და მელანქოლიური. kissing_heart

 



№9  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

zia-maria
შენ გგონია ეს სისულელეა?სულაც არა,თითოეულ მონაკვეთში რაღაც დიდი ტკივილი დევს.ცრემლიც კი მომერია,დედა წავიდა,რატომ მიდიან ან საერთოდ რატომ გვაჩენენ თუ ისევ უნდა დაგვტოვონ. disappointed_relieved მე ძალიან მომეწონა,პატარა,თბილი და მელანქოლიური. kissing_heart


ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ^^ ❤

 



№10  offline წევრი N1penguin

ვარდისფერო! აი ეს მიმართვა უბრალოდ ბოლოს მიღებს heart_eyes ერთი სიტყვაა, ჩვეულებრივი ფერი, რომელმაც უკვე ამხელა დატვირთვა შეიძინა ამ ისტორიის წყალობით relieved ცხოვრებაზე ჩაგაფიქრებს პერსონაჟების დიალოგები. ყოველთვის ასეა შენ მოთხრობებში და ძალიან მომწონს ეს. რა ჯობია, ცხოვრების არსს რომ ჩაატევ ერთ მცირე მონაკვეთში, რომელიც დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს შენზე.
აი, რატო არ ვიცოდი აქამდე შენი ისტორიების შესახებ? რამე მასწავლე, როგორ მოვეშვა, თორემ ვეღარ ვძლებ მათ გარეშე relaxed

 



№11  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

N1penguin
ვარდისფერო! აი ეს მიმართვა უბრალოდ ბოლოს მიღებს heart_eyes ერთი სიტყვაა, ჩვეულებრივი ფერი, რომელმაც უკვე ამხელა დატვირთვა შეიძინა ამ ისტორიის წყალობით relieved ცხოვრებაზე ჩაგაფიქრებს პერსონაჟების დიალოგები. ყოველთვის ასეა შენ მოთხრობებში და ძალიან მომწონს ეს. რა ჯობია, ცხოვრების არსს რომ ჩაატევ ერთ მცირე მონაკვეთში, რომელიც დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს შენზე.
აი, რატო არ ვიცოდი აქამდე შენი ისტორიების შესახებ? რამე მასწავლე, როგორ მოვეშვა, თორემ ვეღარ ვძლებ მათ გარეშე relaxed


სიხარულისგან დავფრინავ ^^ ❤️
ძალიან დიდი მადლობა, როგორ მიხარია ასე ძალიან რომ მოგწონს ჩემი ისტორიები ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent