შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კირა კანდელაკის ცხოვრება 2 თავი


18-08-2017, 23:22
ავტორი Gogona rmigraciidan
ნანახია 667

კირა კანდელაკის ცხოვრება 2 თავი

გზაში ისევ მამაჩემის მეგობრები შემხვდნენ, მშრალად მივესალმე ყველას და ოთოს სასაფლაოსკენ შევუხვიე. იქ მისულს დედამისი იქ დამხვდა დალი დეიდა ისევ ისე შავებში ჩახმული ქვითინებდა შვილის საფლავთან ჩემი მისვლა ძალიან გაუხარდა და გადამეხვია. მას მოვცილდი თუ არა ოთოს საფლავთან ჯერ პირჯვარი გადავიწერე შემდეგ მის სურათს ვაკოცე. ეს ბავშვობიდან ჩვევად მქონდა, დალი დეიდამ მასწავლა რომ მას ესე უნდა მივსალმებოდი.
- როგორ ხარ კირა შვილო? ფბილად მესალმება ჩემო მეორე დედა.
- კარგად ვარ დე, შენ როგორ ხარ?
- როგორ ვიქნები შვილო. მაღვლიანად მეუბნება ის.
- ბიჭებმა მითხრეს ყოველ დღე დადისო.
- ჰო მართალია, დღეს სკოლა დავამთავრე. აქ მოვედი რათა პირველად ჯერ ოთოსთვის მეთქვა ჩემი წარმატება. უკვე მეთორმეტე კლასელი ვარ.
- გილოცავ საყვარელო.  თბილად მიღომის ქალი. მხოლოდ მე ვიცოდი რა ტკივილსაც მსლავს იმ ღიმილის უკან. 5 წლის ვიყავი ოთო რომ გარდაიცვალა, მახსოვს 24 სექტემბერს ერთად ქორწილში ვიყავით, იმ დღეს ძალიან კარგი დრო გავატარეთ.  ქორწილოს მეორე დღეს ოთოს კალთაში ვეჯექი  ის ისე თბილი და საყვარელი იყო, ძალიან უყვარდა ჩემი თვალები, სულ ფოტოებს მიღებდა და ლექსებს წერდა ჩემს თვალებზე. სწორედ იმ დღეს თქვა
- თუ ჩემს შვილს ესეთი თვალები არ ექნება, ჩემს ცოლს სახლიდან გავაგდებო.  მეგობრები ბევრს აწვალებდნენ. ერთმაც ოსიც შესთავაზა თუ ესეთი თვალება შვილი გინდა, შენი ქალი მამამის მიუყვანე და შენს შვილს დიდი ლურჯი თვალები ექნებაო. ბევრი იხალისეს, ბევრიც იცინეს. ჩემი ასაკიდან მიუხედავად ძალიან მიყვარსა ოთო, ბავშვებთან თამაშს სულ მასთან ყოფნა მერჩივნა. მეორე დღეს კი გავიგე რომ ოთო ავტოკატასტროფაში დაიღუპა, იმ დღეს დაიმსხვრა ჩემი ოცნებები. ოთო ჯარის კაცი იყო, იმ დღესაც ჯარში მიდიოდა და ხრამში გადაცვივდნენ. დალი დეიდა მაგ დროს მოსკოვში იყო, მოტყვილებით ჩამოიყვანეს და აქ გარდაცვლილი შვილი დაახვედრეს. იმ დღის მერე ყველამ გაიგო ჩემზე, ყველამ იცოდა ვინ იყო ლამაზ თვალება ბავშვი, ვისი თვალებიც ოთოს ესე უყვარდა. მის მერე დალი დეიდა გვერდიდან არ მიცილებს, თითქოს ოთოს ნაწილი ჰყავს გვერდით.
- მე ის დამესიზმრა. ოთოს სურათისთვის თვალი არ მომიშორებია ისე ვეუბნები.
- ვინ საყვარელო? დაბნეული მეკითხება ქალი.
- ოთო, ოთო დამესიზმრა. აქ ვიყავი ვთხოვე მხოლოდ ერთხელ დამესიზმრე და მეტი არ მინდა თქო.
- მერე? ინტერესით მეკითხება ის.
- მას ცოლო ჰყავს დე, მე ისევ მის კალთაში ვინექი როგორც იმ დღეს. ის ვიღაც გოგოსთან ერთად იყო, ოთო კი ისევ ჩემს თვალებზე საუბრობდა. დარწმუნებული ვარ ის გოგო მისი ცოლია, მჯეროდა რომ იქაც არსებობდა ცხოვრება, ეხლა კი საბოლოოდ დავრწმუნდი.
- რაო რა გითხრა?
- არაფერო უბრალოდ ჩემს თვალებზე საუბრობდა, ის გოგო კი ეჭვიანი თვალებით მიყურებდა. ის კარგად არის ვიცი.
 იმედიანი ხმით ვეუბნები მე.
- აქ ვერ ნახა ბედნიერება ჩემმა ბიჭმა, იქ მაინც იყვეს ბედნიერი. ამბობს დალი დეიდა და ცრემლს იწმენდს. ამის შემდეგ ხმა არცერთ ამოგვიღია, მე ოთოს ლექსებს ვკითხულობდი. შემდეგ დალი დეიდას დავემშვიდობე და სახლში წამოვედი.

დიდი დრო გავიდა მას შემდეგ. საატესტატო გამოცდები წარმატებით ჩავაბარე, მას მოყვა ეროვნული გამოცდებიც ისიც წარმატებით ჩავაბარე. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადეემის ნაცვლად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ჩავაბარე, 100% დაფინანსებით. ძალიან ბედნიერი ვიყავი რადგან, არ მომიწევდა სწავლის ფულის შოვნა. სწავლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე თბილიში გადავედი, ბინა ჩემს მეზობელლთან ერთად ვიქირავე, თამარასაც აქ უნდა ესწავლა და ბინის ქირას გავიყოფდით. სანამ სწავლა დაიწყებოდა სამსახურის ძებნა დავიწყე, მინდოდა ბინის ქირა მე გადამეხადა, არ მინდოდა ოჯახს კისერზე დავწოლოდი. ძალიან ბევრი ვიარე, ყველგან უარით მისტუმრებდნენ, სამუშაო გამოცდილება არ მქონდა და ისე არავის არ ვჭირდებოდი. იმედ გადაწურული შევედი აღმაშენებელზე ერთ-ერთ ბარში. როგორც გავიგე ვაკანსია ქონდათ მიმტანის თაობაზე.
- უკაცრავად, სად შემიძლია მენეჯერის ნახვა? ინტერესით ვეკითხები ბარმენს.
- აი ეს არის. ჩემს გვერდით მდგომაღალ სილუეტზე მიმითითა.
- სალო შენ გკითხულობენ. მიმტანი იმ გოგოს ეუბნენა რომელზეც მე მიმითითა.
- დიახ გისმენთ? თბილად მიღიმის გოგონა.
- იცით მე ვაკანსიის თაობაზე მოვედი.
- დიახ რათქმაუნდა, მიმტანი სასწრაფოდ გვესაჭიროება. სამუშაო გამოცდილება გაქვთ?
- არა არსად მიმუშავია, იცით მე სტუდენტი ვარ პირველ კურსელი.
- გასაგებია, ჩემთან ერთად წამოდი. ქუსლების კაკუნით გაუყვე ჩაბნელებულ დერეფანს და მეც უკან ავეკიდე. დერეთნის ბოლოში დიდი კარი შეხსნა და შიგნით შემიპატიჭა.
- მოდი აქ უფრო უკეთ ვისაუბრებთ. მეც უკან მივყევი და  მის წინ სავარძელთან ჩამოვჯექი.
- შენი სახელი?
- კირა კანდელაკი.
- სასიამოვნოა მე სალომე ვარ, ამ ბარის მეპატრონის ცოლი.
- ჩემთვოსაც სასიამოვნოა.
- აქ ძირითადად უცხოელები შემოდიან, ჩემი მეუღლე თურქია და შესაბამისად აქ მისი მეგობრები მოდიან. თუ შენ რაიმე პრობლემა არ გექნება შეგიძლია დაიწყო მუშაობა. ხელფასი 700 ლარი გექნება.
- იცით მე სამსახური ძალიან მჭირდება, მაგრამ არ მინდა აქ.
- აქ ვერავინ შეგეხება. სათქმელს არ მამთავრებიებს ისე მეუბნება.
- თუ ეგრეა თანახმა ვარ. როდიდან შემიძლია დავიწყო?
- წამოდი დღეს ყველაფერს აგიხსნი და ხვალიდან შეუდექი საქმეს.
ყველაფერში გამარკვია, ჩემი ტანსაცმლის კარადაც მაჩვენა, ასევე კარადის გასაღები ჩამაბარა, მითხრა რომ ხვალ საღამოს უნდა მივსულიყავი. შემდეგ დავემშვიდობე და სახლში წამოვედი.  ყვითელ სამარშუტო ტაქსში ვჯდები და სახლში მივდივარ.
სახლის კარები ხმაურით შევაღე, არც ისე დიდი ბინა გვაქვს ორი საძინებლით, დიდი მისაღებით, ერთი სააბაზანოთი და ერთი სამზარეულოთი. მისაღრბიდან ხმები მესმოდა და მეც პირდაპირ იქეთკენ წავედი. თვალები შუბლზე ამივიდა როდესაც თამუნა ვიღაც ბიჭის კალთაში მოკალათებულიყო, არადა ეს მისი შეყვარებული ნამდვილად არ იყო. მათ გარდა კიდევ ორი გოგო და სამი ბიჭი იყო.
- კირა მოხვედი? თამუნა ჩემკენ იხედება და ისე მეუბნება.
- არა თამრი ჯერ კიდევ გზაში ვარ, უბრალოდ ჩემს სხეულს ისე უნდოდა სახლში მოსვლა გამომასწრო. ირონიით ვეუბნები მე და ჩანთას საკიდთან ვდებ.
- კარგი ხო რაგჭირს?
- არაფერი უბრალოდ დავიღალე.
- გაიცანი ესენი ჩემი მეგობრები არიან, ეს თეოა..
- თავს ნუ იღლი მაინც ვერ დავიმახსოვრებ.
- რა უჟმური ხარ. მის ლაპარაკს ყურადღებას არ ვაქცევ სამზარეულოში გავდივარ, ცხელი შოკოლადის გასაკეთებლად. ფიქრებიდან ჩახველების ხმას გამოვყავარ.
- როგორც მივხვდი ჩვენი ნახვა არ გაგიხარდა? მეუბნება უცნობი.
- უიი ძალიან მიხვედრილი ხარ. ირონიით ვეუბნები მე.
- გინდა წავიდეთ?
- ეს სახლი მარტო ჩემი არ არის, წილში თამარაცაა ასე რომ მისი სტუმრები წესით მე არ უნდა მაწუხებდნენ. ისევ ირონიით ვამბობ და უკვე გამზადებულ შოკოლადს ფინჯანში ვასხამ, და იქაურობას ვეცლები.
-მე იოანე ვარ. მესმის ზურგს უკან მისი ხმა.
- ჩემი სახელი უკვე იცი. უკან არ ვბრუნდები ისე ვეუბნები და ჩემს ოთახში შევდივარ. ლეპტოპს ვხსნი და დედასთან ვრეკავ სკაიპიტ რამოდენიმე ზარის შემდეგ ისიც მპასუხობს.
- დე როგორ ხარ?
- კარგად ვარ საყვარელო შენ? თბილად მეუბნება დედაჩემი.
- ეკუ იცი დღეს სამსახური ვიშოვე. გახარებული ვეუბმები მე.
- გილოცავ საყვარელო, მაგრამ ხომ გითხარი მე გამოგიგზავნი თქო, რათ გინდოდა სამსახური.
- კარგი რა დე ხომ იცი არა, მე ჩემი ფული მინდა ეგ ფული ნიტას და მამას გაუგზავნე.
- კარგი, კარგი მაქ რა ხმები ისმის რა ხდება?
- თამარას სტუმრები ყავს. გაბრაზებული ვამბობ მე.
- კარგი რა დე ხომ იცო არ უყვარს თამარას რომ ეძახი. წყენით მეუბნება დედა.
- ეგრე ქვია და რა ვქნა.
 - კარგი საყვარელო მე უნდა წავიდე უფროსი მოვიდა შემდეგ დაგირეკავ, გაკოცე მიყვარხარ. სათქმელს ვერ ვეუბნები ისე მითიშავს.
მივხვდი ჩემი და მივიდა და იმიტომ გამითიშა, დიდხანს არ მიფიქრია ამ ყველაფერზე. სააბაზანოში შევედი წყალი გადავივლე, ჩემი საღამურები ჩავიცვი და საწოლში შევწექი. თუმცა ესეთ ამბავში როგორ უნდა დავიძინო, იმხელა ხმაზე ლაპარაკობენ და იცინიან აქ ვერ დავიძინებ. ღეხზე წამოდგომას ვაპირებდი როდესაც გავიგე კარზე გამბული ზარი, ყველანი გაისუსენ და მეც მისაღებში გავედი.
- თამარა არ აპირებ კარის გაღებას? ვეკითხები თამროს რომელიც წამოდგომას არ აპირებს, სხვა გზა არ მქონდა კარის გასაღებად მე წავედი, კარი გამოვაღე და იქ ჩემი გვერდითა მეზობელი ქალი დამხვდა.
- საღამო მშვიდობისა კირა შვილი. თბილად მიღიმის ქალი.
- საღამო მშვიდობისა ქალბატონო.
- ეთერი, ეთერი მქვია.
- დიახ ქალბატონო ეთერი.
- კირა შვილო, შვილიშვილის დაძინებას ვაპირებდი თუმცა ძალიან ხმაური გამოდის თუ შეგიძლიათ ცოტა ჩუმად რომ იყვეთ?
- სტუმრები თამარას ჰყავს, მე არაფერ შუაში ვარ თუმცა გპირდებით გავაჩუმებ ამათ, მე გიხდით ბოდიშს.დარცხვენით ვეუბნები ქალს.
- ბოდიში რომ შეგაწუხეთ. მეუბნება ქალი და კარში უჩინარდება.
უკან გაცეცხლებული ვბრუნდები და პირდაპირ თამარას ვეუბნები.
- რატომ უნდა მოვიგერიო მე შენი გაბრაზებული მეზობლები, უკვე თერთმეტი საათია არ შეგიძლია ცოტა ჩუმად იჭიხვინოთ შენც და შენმა მეგობრებმა?
- რა მოგივიდა კირა? ვითომც არაფერიო ისე მეუბნება.
- რა რა მომივიდა, შენ რომ დაძინებას დააპირებ დავდგები და ბოლო ხმაზე ვიჭიხვინებ თუ დაგეძინება, მოსულა? გაბრაზებული ვეუბნები მე.
- კარგი ხო ბოდიში.
- ეხლა კი თუ შეიძლება ცოტა ჩუმად, ხალხს ძილი უნდათ.
- კარგი ჰო. არ გინდა ჩვენთან ერთად დაჯდე?
- სხვა გზა მაქვს? გაკვირვებული ვამბობ მე და იქვე პუფში ვჯდები.
- შენ რა ნერვიული ხარ? მეუბნება ბიჭი რომლის კალთაშიც თამარა არის მოკალათებული.
- შენი სახელი? ვეკითხები მას.
- ალეკო.
- ჰოდა ჩემო ალეკო, არავის უთხოვია შენთვის მოუსმინო ჩემ ნერვულ საუბარს, აი კარებს ხომ ხედავ, შეგიძლია გამოაღო და წახვიდე. ირონიით ვეუბნები მე, ის კი გაბრაზებული სახით მიყურებს, თუმცა წასვლას არ აპირებს.
- თამარა შენი სიყვარული სად არის? ეხლა თამროს მივუბრუნდი.
- ჯარში. მშრალად მეუბნება ის.
- მერე ესე ერთგულად როგორ შეგიძლია დაელოდო მას.
- კირა გეყოს. ხმამაღლა მეუბნება თამარა.
- კარგი ჰო ვჩუმდები.
- კირა რამდენი წლის ხარ? იმ ორი გოგოდან ერთერთი მეკითხება.
- 18-ის ვხდები ერთ თვეში.
- ჯერ პატარა ყოფილხარ. და რაზე ჩააბარე? ისევ ის გოგო მეკითხება.
-  კირას არქიტექტორობა უნდა. ჩემს მაგივრად პასუხს თამარა სცემს.
- ძალიან კარგი პროფესიაა. შენ სად ჩააბარე თამო? ეხლა თამარას ეუბნება.
- ეგ ბიჭების კერვის ინსტიტუტში მოხვდა, შენ არ გეცოდინება ახალი გახსნილია, სპეციალურად თამარასთვის გახსნეს. სერიოზულად ვამბობ მე რაზეც ყველას ეცინება.
- მე სამსახიობოზე. გაბრაზებული ამბობს თამარა და თვალებს მიქაჩავს.
- ზუსტად შენი პროფესია აგირჩევია. ისევ იროონით ვამბობ მე.
- არქიტექტურა რატომ აირჩიე? ეხა ის ბიჭი მეკითხება თუარვცდები იოანე.
- ბაბუაჩემი არქიტექტორი იყო, მინდა მეც მის პროფესიას გავყვე.
- გასაგებია ოჯახის საქმიანობას აგრძელებ.
- როგორ თუ ოჯახის საქმიანობას, მამამისი არ არის არქიტექტორი. მამამისი უბრალო მზარეულოა. როგორ ცდილობს თამარა ნერვები მომიშალოს.
- თამრი მამაჩემს პროფესია მაინც აქვს, ის უბრალო კი არა ერთ-ერთი საუკეთესო მზარეულია, სხვების მამებისგან განსხვავებით. ნერვიც არ შემტოკვია ისე ვამბობ.
- თამო შენ რომელ კურსზე ხარ? სიტუაცის გამოსწორებას  შეეცადა ისევ ის გოგო.
- როდის მერე გახდა თამარა, თამო. ისევ ირონიით ვამბობ მე, თუმცა თამრომ ვეღარ მოითმინა და ფეხზე წამოხტა.
- ნუ მეძახი თამარას, შე მზარეულის შვილო. გამწარებული მიკივის ის ხმისთვის არც კუ ამიწევია ისე ვეუბნები.
- თუ კიდევ ერთხელ შეეხები მამაჩემს, გეფიცები ფეხებით დაგკიდებ აივნის მოაჯირზე, გასაგებია შე პუტ*ნკავ.
 მის პასუხს არც დავლოდებივარ ფეხზე ცამოვდექი და ოთახში შევედი.скачать dle 11.3

 




№1 √ სტუმარი ™ მოცინარი

ოოო, ეს ჩხუბი რაღაც კარგისკენ არ მანიშნებს, კირას ყოჩაღ მაგარი გოგოა. ძალიან მომწონს, ოღონდ ცოტა მეტი უნდა გაიღიმოს

შემდეგს ველი მოუთმენლად

 



№2  offline √ წევრი ™ Gogona rmigraciidan

მოცინარი
ოოო, ეს ჩხუბი რაღაც კარგისკენ არ მანიშნებს, კირას ყოჩაღ მაგარი გოგოა. ძალიან მომწონს, ოღონდ ცოტა მეტი უნდა გაიღიმოს

შემდეგს ველი მოუთმენლად

ჩემი მოცინარი გოგო. უბრალოდ კირამ იმდენი გადაიტანა მისი ცხოვრებიდან გამომდინარე. თუმცა ისიც გაიღიმებს მადლობა რომ კითხულობ

 



№3 √ სტუმარი ™ მქპცუა

semdegi tavi rodis iqneba???

 



№4  offline √ წევრი ™ Gogona rmigraciidan

მქპცუა
semdegi tavi rodis iqneba???

დღეს ვერ მოვახერხე ატვირთვა, შემდეგს ხვალ დავდებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent