შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აუტანელი მეზობლები-სრულად


19-08-2017, 15:39
ავტორი Margaritha Loki
ნანახია 3 919

აუტანელი მეზობლები-სრულად

მომენატრეთ ძალზედ სიყვარულებოოო :*** სანამ ახალ ისტორიას დავიწყებ,რომელსაც ცოტა დააგვიანდება,ჩემი მოუცლელობის გამო,მანამდე ამ ისტორიას გთავაზობთ :დდდ :**
შარშან ზაფხულზე დავწერე და ისეთია სწორედ ცხელ დღეებს,რომ უხდება :დდდ ჩემი მეორე მოთხრობაა,რომელიც ასე ერთიანად ჩამოვაყალიბე,თუმცა პირველ "ნაფორხილარებში" გადის და დიდად თავს ვერ მოვიწონებ მისით :დდდდ ამის მიუხედვადა მე პირადად ძალიან მიყვარს და იმედი მაქვს თქვენც ისიამოვნებთ :დდდ :****
პ.ს.ოქროს კუნძულები და კუნძული ოლიმპო სინამდვილეში არ არსებობს და ტრადიციულად ჩემი გამოგონილია,თუმცა აღწერილობით როდოსს წააგავს :დდდ :***


*_*_*_*

თავი 1
ივლისის ძალიან ცხელ დღეს, სადაზღვეო კომპანია „ატლასის“ ოფისში , საშინელი მოწყენილობა სუფევდა.მიუხედავად იმისა,რომ მთელი სამუშაო ადგილი კარგად გრილდებოდა,თანამშრომლები მაინც სულს ღაფავდნენ და ერთი სული ჰქონდათ შესვენებაზე,როდის გავიდოდნენ.
როგორც კი 12 საათის შესრულდა, ოფისში აღარავინ დარჩა, გარდა კომპანიის დირექტორის მდივნისა, რომელსაც იმდენი საქმე ჰქონდა,რომ თავის მოსაფხანადაც არ ეცალა.
გოგონას ესმა ერქვა.იგი ყოველთვის მოწესრიგებული და „კანონმორჩილი“ თანამშრომელი იყო.წესებს არასოდეს არღვევდა და სხვისგანაც იგივეს მოითხოვდა.
მიუხედავად იმისა,რომ ესმა ერთი შეხედვით მოსაწყენი პიროვნება ჩანდა, მისი სილამაზით მაინც ახერხებდა სხვების მოხიბვლას.ამიტომაც იყო,რომ დირექტორს ყველა შეხვერდაზე, თუ კორპორაციულ წვეულებებზე ყოველთვის ესმა დაჰყავდა და მის გვერდით თავს იწონებდა.
გოგონა საშუალო სიმაღლის იყო . მოწითალო ფერის,ოდნავ ხვეული თმით , მუქი მწვანე-ზურმუხტისფერი თვალებით,გრაციოზული მოძრაობებით , ინტელექტუალური მზერით და ოფისში ჯდომისგან,მიღებული ძალიან ფერმკრთალი კანით.
გოგონა დასვენებას ვერასოდეს ახერხებდა, რადგან მისი უფროსი ამის საშუალებას არ აძლევდა, ამბობდა გვერდით შრომისმოყვარე ხალხი მჭირდება და არა უსაქმურებიო.ესმა გარეგნულად მშვიდი ჩანდა, მაგრამ მისი უფროსის ხელში ნერვები სულ გაფუჭებული ჰქონდა და მოულოდნელი აფეთქებები ახასიათებდა,რის გამოც ხშირად ენაზე კბილს აჭერდა და ცდილობდა ბოლომდე მოეთმინა დირექტორის გამოხტომები.

...
იმ დღეს,ოფისში გამეფებულ სიჩუმეს,მაგიდაზე თითების ნერვიულად კაკუნის ხმა არღვევდა.ესმა ვერ ისვენებდა,რადგან სულ იმ მემკვიდრეობაზე ფიქრობდა,რომელიც ცოტა ხნის წინ მიიღო გარდაცვლილი ბიძისგან.მამამისს უმცროსი ძმა ჰყავდა-ანტონი,რომელიც მშობლებთან უთანხმოების გამო, სახლიდან დიდი ხნის წინ გაიქცა.
ოჯახი ეძებდა,მაგრამ რომ ვერ იპოვეს გარდაცვლილად მიიჩნიეს.როგორც მისმა ადვოკატმა თქვა, ანტონი თურმე ოქროს კუნძულებიდან ერთ-ერთზე, კუნძულ ოლიმპოზე დასახლდა და მთელი სიცოცხლე იქ გაატარა.იგი დაახლოებით, სამი თვის წინ გარდაცვლილა გულის შეტევით და მისი მემკვიდრეობა ესმასთვის დაუტოვებია.
ამ ამბის მოსმენის შემდეგ, გოგონა გაუგებრობაში აღმოჩნდა.იგი დამწუხრებულიც იყო და თან გაოცებულიც .
-ანტონის გვარი ჰქონდა შეცვლილი და ამიტომ ვერ გიპოვეთ ამდენი ხანი, თორემ უფრო ადრე შეგატყობინებდით ამ ამბავს.-უთხრა ადვოკატმა ესმას.
-მის მემკვიდრედ მე რატომ დამასახელა?-იკითხა ესმამ.
-იმიტომ,რომ მისი ერთადერთი ძმის, ერთადერთი შვილი ხართ.-უპასუხა კაცმა.-თქვენი მემკვიდრეობა დიდი და ძველი სახლია, კუნძულ ოლიმპოზე.ვერ გეტყვით,რომ კარგ მდგომარეობაშია, თუმცა კარგ ადგილას ნამდვილად დგას და შეიძლება ძვირადაც გაიყიდოს, მაგრამ რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოხვიდეთ კუნძულზე,რომ მემკვიდრეობა გადაიფორმოთ, თორემ ამდენი ხანი,რომ არ გამოჩნდით, უკვე ქონების სახელმწიფოზე გადაცემის საკითხიც დადგა.სამწუხაროდ, ჩვენთან ასეთი კანონია.

ესმა შეცბა.მიხვდა,რომ დიდი შარში იყო. სამსახურს ვერ მიატოვებდა და თან ბიძის უკანასკნელი სურვილის უარყოფაც არ სურდა.ბევრი ფიქრის შემდეგ, ადვოკატს მადლობა გადაუხადა და დაჰპირდა,რომ აუცილებლად ჩავიდოდა კუნძულზე, მერე ტელეფონი გათიშა,ღრმად ჩაისუნთქა და უფროსის კაბინეტში შევიდა, შვებულების სათხოვნელად.

კომპანიის დირექტორი, ბატონი ომარი, საშინელი პიროვნება იყო.როგორც გარეგნულად ისე შინაგანადაც.დაბალი და მსუქანი,ნახევრად მელოტი თავით,ღრმად ჩამჯდარი შავი თვალებით, ხრინწიანი ხმით და თამბაქოსგან გაყვითლებული კბილებით .ომარს ძალიან მძიმე ხასიათი ჰქონდა. ნერვიული იყო, სულ ყვიროდა, სულ ვიღაცას ეჩხუბებოდა და როცა რაღაც არ მოეწონებოდა, ყველა თანამშრომელს გათავისუფლებით ემუქრებოდა.

ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ორი წლის წინ, რამდენიმე სადაზღვეო კომპანიაზე, მათ შორის „ატლასზეც“, ჰაკერული თავდასხმა მოხდა და კომპანიების ანგარიშებიდან დიდძალი თანხა გაუჩინარდა.ამ დანაშაულს, ყველაზე ცნობილ ჰაკერს, მეტსახელად "ალიგიერს"მიაწერდნენ, რომელიც დღემდე პოლიციამ ვერ იპოვა.
ბატონ ომარს ნევროზიც სწორედ ამ დროს დაემართა, იგი სულ თავის დაკარგულ ქონებას მისტიროდა და სულ იმის შიშში იყო,რომ ის ჰაკერი თავდასხმას კიდევ გაიმეორებდა.ესმამ "ატლასში" მუშაობა, სწორედ მაშინ დაიწყო,როცა კომპანიას საშინელი კრიზისი ჰქონდა, თავდასხმის გამო.

როცა ესმა უფროსის კაბინეტში შევიდა, კაცი ტელეფონზე მეუღლეს ესაუბრებოდა და გოგონას ცოტა ხნით დაცდა მოუწია. როცა დირექტორი საუბარს მორჩა, ესმამ ყველაფერი უამბო, რაც მოხდა და ერთი კვირით გათავისუფლება სთხოვა.
-მეხუმრები?!-იყვირა ომარმა და ფეხზე წამოხტა.-ახლა ყველაზე რთული პერიოდია, ყველაზე მეტი სამუშაო გვაწევს კისრზე!
-მაგრამ, ბატონო ომარ...
-არ მაინტერესებს!-სიტყვა გააწყვეტინა კაცმა, ესმას.-ვინც გინდა ის მოკალი და გააცოხლე ,შენ ფეხს არსად არ გაადგამ, აქ მჭირდები და რასაც გიბრძანებ იმას გააკეთებ!
-ბატონო ომარ, უკვე ორი წელია თქვენთან ვმუშაობ და ერთხელაც არ მითხოვია შვებულება, არ ვიმსახურებ,რომ ერთი კვირით წავიდე და პირადი პრობლემა მოვაგვარო?-აღელდა ესმა.
-შენსას არ იშლი, არა?!-დაუყვირა ომარმა,-სულელო გოგო, ვინ გგონია შენი თავი?!
-ყველაზე ბევრს სამუშაოს მე ვასრულებ, უკვე თავი რობოტი მგონია...
-კარგი!-დაუყვირა უფროსმა.-თუ ასე გინდა წადი, მაგრამ იცოდე, თუ ამ შენობიდან ახლა გახვალ, უკან ვეღარასოდეს დაბრუნდები და ვიზრუნებ იმაზე,რომ სამსახურში არავინ მიგიღოს!

ამ სიტყვების გაგონებაზე ესმამ საბოლოოდ დაკარგა ის მოთმინება და თვითკონტროლი,რომელსაც ამდენ ხანს ინარჩუნებდა.გოგონამ უცებ წარმოიდგინა,როგორ გადაამსხვრია თავზე ომარს ჩინური ფაიფურის ლარნაკი,რომელსაც იგი, ასე უფრთხილდებოდა, მაგრამ გონს სწრაფად მოვიდა და იმის მაგივრად,რომ წარმოსახვა განეხორციელებინა, მშვიდი ხმით თქვა.
-მომისმინე ლუდის კასრო, თუ არ გამიშვებ ,შენს ცოლს ვეტყვი,რომ საყვარელი გყავს.
-როგორ ბედავ!-დაიყვირა ომარმა და სახე ერთიანად აელეწა.-ასეთ რამეს ,როგორ მაბრალებ?! ჩემსა და ლიკას შორის არაფერი ხდება!
-ლიკა?-გაეცინა ესმას, ოფისის მენეჯერის სახელი,რომ გაიგონა.-აქ ყველა ფიქრობს,რომ ლიკაა შენი საყვარელი,რადგან ის მართლა ცდილობდა თავისი მოკლე კაბებით და გრძელი ფეხებით შენს მოხიბვლას, მაგრამ მე ვიცი,რომ ლიკა აქ არაფერ შუაშია.
-აბა, ვის გულისხმობ?-დაინტერესდა ომარი.
-ვინის.-უპასუხა ესმამ.
-ის ხომ... ჩემი მძღოლია და თან კაცია?!-თქვა კაცმა და შუბლიდან ოფლი მოიწმინდა.
-მე შენი მდივანი ვარ და შენი ყველა საიდუმლო ვიცი.-უთხრა ესმამ სარკაზმით.
-კარგი,-სავარძელში მძიმედ ჩაეშვა დირექტორი,- მოგცემ შვებულებს, მაგრამ იცოდე,რომ ჩემთან ასე მოქცევა არ გაგივა.
-ფასიანი შვებულება მინდა, ერთი თვით!-გამოაცხადა გოგონამ.
-ცოტა ხნის წინ, ერთი კვირიანი შვებულება არ გინდოდა?
-ნორმალურად,რომ მოგემართათ ,ასეც იქნებოდა,მაგრამ...
-ეს არ შეგრჩება!-წარბები შეჭმუხნა ომარმა.
-ნუ მემუქრებით, თქვენი ცოლის ნომერი ზეპირად მახსოვს.-ყალბად გაიღიმა ესმამ და დირექტორის კაბინეტი,გამარჯვებულის გამომეტყველებით დატოვა.



არაფერი სჯობს ზაფხულის ცხელ დღეებში ისეთ ადგილას მოხვედრას, როგორიც კუნძული ოლიმპოა.სამხრეთით, ზღვაში მდებარე ოქროს კუნძულები, ოდითგანვე მიტების და ლეგენდების წყარო იყო.
ეს პატარა კუნძულების ნაკრები,რომლებიც ერთმანეთთან ახლოს მდებარეობენ და სხვადასხვა ანტიკურ სახელებს ატარაბდა,ყოველწლიურად ურიცხვ ტურისტს იზიდავს.
ლეგენდის თანახმად, ამ კუნძულებზე ,ერთ დროს ოქროს მთები იდგა და ვუკლანიდანაც კი, რომელიც ახლა მიძინებული იყო, ოქროს ლავა გადმოდიოდა.მეორე მოსაზრებით, ეს კუნძულები ანტიკურ ღმერთებს განსაკუთრებით უყვარდათ.ისინი ოლიმპოს მთიდან ჩამოდიდონენ და აქ მალულად, ადამიანთა შორის ცხოვრობდნენ.ზოგს ისიც სჯეროდა,რომ კუნძულ ოლიმპოზე, ერთ დროს აფროდიტას ახალგაზრდობის წყარო მოსჩქეფდა.

ესმა ჯერ, მეზობელ კუნძულზე ჩაფრინდა შემდეგ კი სამგზავრო ნავით გაემართა ოლიმპოსკენ, რადგან კუნძული პატარა იყო და აეროპორტი არ ჰქონდა. მიუხედავად იმისა,რომ გოგონა ძალიან დაღლილი იყო, მაინც მოახერხა უამრავი შათაბეჭდილების მიღება, იმ ყველაფრისგან, რაც კუნძულზე ნახა.ზღვის, მარილით გაჟღენთილი ჰაერი, ქვაფენილიანი ქუჩები, თეთრი სახლები, ფერადი კარებებით და უამრავი დამსვენებელი-იქაუროა მართლაც ზრაპრული და ჯადოსნური იყო.
ესმას ნავსადგურში ადვოკატი დახვდა და მემკვიდრეობით ახლახანს მიღებულ სახლამდე მიაცილა.გოგონას უხასიათობა დაეტყო,რადგან,ერთი ჩემოდანი ნავსადგურში დაიკარგა და მისი პოვნის იმედი აღარ ჰქონდა.

ბიძია ანტონის სახლი, ქალაქის სამხრეთით, ვიწრო ქუჩის ბოლოში მდებარეობდა.აქ სულ, რამდენიმე მოსახლე იყო.ამ სახლების უკან კი უკვე კვიპაროსების, ფიჭვების და კედრების, დაბურული ტყე იწყებოდა.

სახლი ორ სართულიანი იყო.გაშლილი, ფართო ფორმებით,გარედან მიდგმული ქვის კიბით და ძველებური ავეჯით.სახლის წინ პატარა ეზო იყო, მაღალი ქვის მესერით შემოღობილი და ლურჯად შეღებილი ხის ჭიშკრით.ეზოში კი მწვანე მინდორზე, პატარა შადრევანი იდგა, მარმარილოს სკულპტურით დაგვირგვინებული, რომელიც ფეხზე მდგომ პეპლოსში(ბერძნული სამოსი ქალებისთვის) გამოწყობილ გოგონას და აბჯრით შემოსილ ვაჟს ასახავდა.ესენი აფროდიტა და არესი იყვნენ-სიყვარულის და ომის ანტიკური ღმერთები.

სახლი გარედან ტრადიციულად თეთრი იყო, თუმცა კედლები დამსკდარი და ბათქაში ჩამოცვენილი ჰქონდა.კარებები და ხის დარაბები კი ცისფრად იყო შეღებილი, თუმცა საღებავი მწველ მზეს უმოწყალოდ გაეხუნებინა.სახლს წინა მხარეს , დიდი ტერასა ჰქონდა, რომელიც მთელს ქუჩას გადაჰყურებდა,შორს კი ჰოირზონტზე, ზღვის ხედი მოსჩანდა.
ესმამ, სახლში შესვლისთანავე ,ყველა ფანჯარა გააღო და ზღვის ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.გოგონა მოხიბლული იყო იმ ყველაფრით, რასაც ხედავდა.ადვოკატმა მას ანდერძი და სახლის საბუთები აჩვენა, მერე რამდენიმე დოკუმენტზე ხელი მოაწერინა და მემკვიდრეს დაემშვიდობა.
მისი წასვლის შემდეგ, ესმა მარტო დარჩა და თავისი ნივთების დალაგებას შეუდგა.


საღამო ხანს,როცა დაღლილი მეკვიდრე ტერასაზე იჯდა და ზღვის ხედს ათვალიერებდა, უცებ მისი სახლის წინ მდებარე პატარა ეზოში, ახალგაზრდა წყვილი შემოვიდა.ქალი მაღალი იყო,სწორი გრძელი ფეხებით და იდეალური ფორმებით.ქერა, ოდნავ ხვეული თმა თითქმის წელამდე სწვდებოდა,მსხვილი ტუჩები, აპრეხილი ცხვირი და ღია ცისფერი თვალები, საოცრად ამშვენებდა მის სპილოსძვისფერ სახეს.
კაცი მასზე ბევრად მაღალი იყო, წაბლისფერი თმით, გარუჯული სერიოზული სახით, დაბალი წვერით,ყავისფერი თვალებით და ძლიერი აღნაგობით. ორივეს არაამქვეყნიური სილამაზე ჰქონდა,რომელიც ადამიანებს გაოცებულს ტოვებდა.ესმაც ამ დღეში აღმოჩნდა.რამდენიმე წამით სტუმრებს გაშტერებული აიკვირდებოდა და ეჩვენებოდა,რომ ეს ადამიანები უცნაურ შუქს ასხივებდნენ.
-მე ესმა მქვია.-მიეგება გოგონა სტუმრებს და ხელი ჩამოართვა.
-მე აფროდიტა ვარ, ეს კი არესია.-უთხრა ქალმა ღიმილით.
-მართლა?-იკითხა გაოცებულმა და დაბნეულმა ესმამ.
-ოჰ, ეს ჩამოსულები!-ხმამაღლა გადაიკისკისა ქალმა.-რატომ ჰგონიათ,რომ აქ ყველას მითოლოგიური სახელები ჰქვიათ?!
-ესეიგი, ასე არ გქვიათ?-ესმა ისევ დაბნეული ჩანდა.
-რა თქმა უნდა, არა... მე ლილი მქვია, მას კი კონსტანტინე, შეგიძლია კოსტა დაუძახო, რადგან მისი სახელი ძალიან დიდია.-თქვა ქალმა სარკაზმით და ისევ ხმამაღლა გაიცინა.
-მის მაგივრად ბოდიშს გიხდი.-უთხრა კაცმა ესმას.-ზოგჯერ თავს ვერ აკონტროლებს, ერთხელაც იქნება სახელს გადავიკეთებ , მართლა არესს დავირქმევ და აღარ მოუწევს სხვების მოტყუება.
-არა უშავს , სახალისო ხუმრობა იყო.-გაეცინა ესმას,რომელიც მოხიბლული დარჩა, თავისი მეზობლებით.
-ერთმანეთის რა ხართ?-ჰკითხა გოგონამ,როცა მეზობლები სახლში შეიპატიჟა.
-ჩვენ... არაფერი, უბრალოდ ერთმანეთს ვიცნობთ და შენს გასაცნობად შემთხვევით ერთად მოვედით.-თქვა ლილიმ ცოტა დაბნეული ხმით, რაზეც კოსტაც დაეთანხმა.
ესმამ მეზობლებს ცივი სასმელი შესთავაზა და ისინიც დათანხმდენ. როცა გოგონა სამზარეულოში გავიდა, კოსტა მაშინვე ლილის მიუბრუნდა და უთხრა.
-ახალი მეგობრების შეძენა გადაწყვიტე?
-რატომაც არა?!ის კარგი გოგო ჩანს და ტყუილად ნუ ეცდები ბრაზიან არსებად აქციო, არ გამოგივა.-თვალები დაუბრიალა ლილიმ.
-ნურც შენ ეცდები შეყვარებულ ჯულიეტად აქციო.-უთხრა უხეშად კოსტამ და საუბარი შეწყვიტა , რადგან ესმა ოთახში დაბრუნდა.
-ანტონის იცნობდით?-დაინტერესდა გოგონა.
-რა თქმა უნდა.კარგი კაცი იყო,ბევრ საინტერესო ამბებს გვიყვებოდა და შენც გახსენებდა.-უპასუხა კოსტამ.
-მართლა?-თვალები გაუფართოვდა გოგონას.
-ჰო, დიდი სიყვარულით იხსენებდა პატარა გოგონას,რომელმაც ერთხელ თმებში საღეჭი რეზინი ჩააწება და იძულებული გახდა თავი გადეპარსა.-უპასუხა ლილიმ სიცილით.
-ახლა, სირცხვილისგან მოვკვდები.-უხერხულად გაიღიმა ესმამ და ამ მოგონების ამოტივტივების გამო, სახეზე ნაღვლიანი გამომეტყველება დაეტყო.
გოგონა ცოტა ხანს კიდევ ესაუბრა სტუმრებს და გაარკვია,რომ თურმე ლილი ფსიქოლოგი იყო და ქუჩის მეორე მხარეს მდგარ სახლში ცხოვრობდა, სადაც პაციენტებსაც იღებდა.კოსტა კი ბარ „პოსეიდონის“ მეპატრონე იყო, რომელიც ქუჩის კუთხეში მდებარეობდა, და ბარის თავზე არსებულ, პატარა ბინაში ცხოვრობდა.
სტუმრებმა დიდხანს აღარ ისერვეს დარჩენა და მასპინძლის შეწუხება,ესმამ მათგან მიპატიჟებები მიიღო და სასიამოვნო განწყობაზე დაემშვიდობა მეზობლებს.
გოგონას, უკვე ძალიან მოსწონდა ეს ადგილი და იქიდან წასვლა თითქმის გადაიფიქრა კიდეც, მაგრამ იმ ღამით საშინელი ქარიშხალი ამოვარდა ,რომელსაც ძველი ნესტისგან გაფუჭებული ფანჯრები ვერ გაუმკლავდნენ.
ესმა ამაოდ ცდილობდა ფანჯრების ჩაკეტვას. ამას ისიც დაემატა,რომ მეორე დილით ონკანი გაფუჭდა და იქიდან ამოფრქვეულმა „აფროდიტას წყარომ“ მთელი სამზარეულო დატბორა.ჭერიდან, წვიმის დროს ,წყალიც ჩამოვიდა ,ხოლო ქვედა სართული, პატარა შავი მორიელებით გაივსო.

სწორედ ამ დროს, მიიღო ესმამ მტკიცე გადაწყვეტილება,რომ ამ სახლს სასწრაფოდ გაყიდდა და აქაურობას მოშორდებოდა. სურდა სადმე უფრო წყნარ ადგილას დასახლებულიყო, სადაც არც მსუქანი უფროსი ეყოლებოდა და არც შავი მორიელები გამოვიდოდნენ წვიმის დროს.


მეორე საღამოს, ესმას ლილი ისევ ესტუმრნენ და კოსტას ბარში წასვლა შესთავაზეს. გოგონას ბარები და სასმელი დიდად არ უყვარდა,მაგრამ დატბორილ სახლში გაჩერებას, ისევ იქ წასვლა ამჯობინა და მაშინვე დათანხმდა შემოთავაზებას.
ბარი „პოსეიდონი“, ესმას სახლიდან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობდა. შიგნით წყნარი მუსიკა უკრავდა და თან კლიენტებიც ირეოდა.მეპატრონეც იქვე იყო და ახლად მოსულ სტუმრებს მიეგება.

ესმამ ბარში შესვლისთანავე, ერთ ძალიან უცნაური პიროვნება შეამჩნია.
ბიჭი ბარის დახლს მიღმა იდგა და ჭიქებში სასმელს ასხამდა. მაღალი იყო და ძალიან გამხდარი.მუქი შავი თმა შუბლზე ჩამოჰყროდა,მზისგან ოდნავ გარუჯული კანი კი მის ცისფერ თვალებს, უფრო მკვეთრად აჩენდა.ქვედა ტუჩის კუთხეში პირსინგი ჰქონდა და უამარავი ტატუ,რომელიც მის გამხდარ, მაგრამ ძლიერ ხელებს ფარავდა.კოსტამ შეამჩნია,რომ ბარმენმა ესმას ყურადღება მიიქცია და თქვა.
-უცნაური ტიპია,ამბობენ,რომ ცოტა ვერ არის!
-გეყოფა კოსტა, მე მას კარგად ვიცნობ, არც ისეთი საშინელია,როგორც წარმოგიდგენია.-შეეკამათა ლილი და ბარმენს ღიმილით შორიდან მიესალმა.ბიჭმაც გაუღიმა და თავისი საქმე განაგრძო.
-მას მეც ვიცნობ,ლილი, ის ჩემს ბარში მუშაობს,მაგრამ ნორმალური აშკარად არ არის.ამას მისი სვირინგების გამო არ ვამბობ.ფეთქებადი ხასიათი აქვს და ზოგჯერ თავს ვერ აკონტროლებს,რამდენიმე კვირის წინ, ერთი მდიდარი ტიპი სცემა, მხოლოდ იმიტომ,რომ ბარში ჭიქა გატეხა და არ გადაიხადა.-თქვა კოსტამ.
-ნუ აჭარბებ, კარგად იცი, რატომაც სცემა.ის ტიპი,უპატივცემულობას იჩენდა ყველას მიმართ.-ისევ შეეკამათა ლილი.
-ჰო,მაგრამ...
-საერთოდ ვინ არის?-ჩაერია საუბარში ესმა.
-დანტე ჰქვია.-უპასუხა ლილიმ.
-ეს სახელია ,თუ გვარი?-გაუკვირდა გოგონას.
-არ ვიცი, უბრალოდ ასე ჰქვია.-მხრები აიჩეჩა მან.-სხვათა შორის, შენი სახლის უკან,რომ მწვანე აივნიანი სახლი დგას, იქ ცხოვრობს და ანტონისაც იცნობდა.
-მართლა?-გაუკვირდა გოგონას.
-ჰო, ბოლო დროს ძალიან დაახლოვდნენ, დანტე ბიძაშენს სახლის შეკეთებაში ეხმარებოდა .-დაამატა ლილიმ.

ესმას აღარაფერი უკითხავს,ბარის ბოლოსკენ მიმავალ ლილის გაჰყვა და მასთან ერთად მაგიდასთან მოკალათდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ , ლილის მეგობრებიც მოვიდნენ,ირინა და მარია.ორი ახალგაზრდა გოგონა, მაღლები, გრძელი ფეხებით და ძალიან მხიარული განწყობით,რომელბმაც ბილიარდის ტამაშის იდეა წამოაყენეს,ხოლო ვინც წააგებდა, მისთვის რაიმე სასჯელს მოიფიქრებდნენ.
ლილი ბილიარდს შესანიშნავად თამაშობდა,ისევე როგორც მისი მეგობრები,თუმცა ესმას თამაში დიდად არ გამოსდიოდა.კოსტა კი გოგონებს სასმელს არ აკლებდა, ყველას მხიარულად უმასპინძლდებოდა და თან მათ თამაშსაც თვალს ადევნებდა.
ესმა თავიდან უარს ამბობოდა ალკოჰოლზე,მაგრამ დანარჩენები არ მოეშვნენ და იმდენი დაალევინეს,რომ ეს ერთი შეხედვით მშვიდი გოგონა, წყობიდან გამოიყვანეს.
-ნექტარი და ამბროსია მომენატრა!-ჩაილაპარაკა ლილიმ,როცა პინა კოლადას სვამდა.
-ნექტარი და ამბროსია?!-გაეცინა ესმას.
-ტეკილა და ბურბონი იგულისხმა.-ჩაერია უცებ საუბარში კოსტა, რომელიც ცოტა აღელვებული ჩანდა, ისე თითქოს, რაღაცის დამალვა სურდა.-ექიმმა აუკრძალა,რადგან სასმელთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა.
-ჰო, ნექტარი, ანუ ტეკილა და ამბროსია, ანუ ბურბონი.-განმარტა ოდნავ უცნაური ხმით და ნაძალადევი სიცილით ლილიმ, მერე კი კოსტას მიუბრუნდა ფეხზე ფეხი მაგრად დააჭირა და კბილებში გამოსცრა.-გმადლობ,რომ დამეხმარე.

ესმამ მათ საუბარს ყურადღება აღარ მიაქცია,რადგან ამდენი ხნის შემდეგ, პირველად გრძნობდა თავს ასე ბედნიერად.სრულიად უცნობებთან ერთად ერთობოდა და არაფერი ადარდებდა,არც ის აღელვებდა,რომ ბილიარდში მან წააგო.მეტიც, ამაზე ბევრი იცინა.ლილიმ გადაწყვიტა წაგებულისთვის რაიმე სასჯელი მოეფიქრებინა და ერთადერთი რაც თავში მოუვიდა, ეს ესმას და დანტეს გაცნობა იყო.
-რა?-გაეცინა ესმას.-ის ურჩხული, უნდა გავიცნო?
-მეტი ვერაფერი მოვიფიქრე.-პირში ენა ძლივს აბრუნებდა ლილი.
-დანტესთან უშვებ?-გაეცინა ირინას.-ხომ იცი,რომ ყინულივითაა.მე და მარია ისე ტაქტიკურად მოგვიშორა თავიდან,რომ ვერც კი მივხვდით.
-ჰო, ის უგრძნობი, ცივი და სასტიკია.-ჩაილაპარა განაწყენებული ხმით მარიამ.
-როგორც არესი!-თქვა ლილიმ და კოსტასკენ თვალი გააპრა.
-ჰო, როგორც ომის ღმერთი.-დაეთანხმა ესმა.
-რას აკეთებ?-ჰკითხა ჩურჩულით კოსტამ ლილის.- მეგონა,რომ კუპიდონობას შეეშვი.
-მე კუპიდონი არ ვარ ძვირფასო, მე მათი დედოფალი ვარ.-უპასუხა ლილიმ ჩურჩულითვე.
-კარგი, რაც არ უნდა იყოს წავაგე და შევასრულებ!-თქვა ესმამ, ერთი ჭიქა კიდევ დალია და ბარის დახლისკენ გაემართა.
დანტე ისევ დახლს მიღმა იდგა და ტელეფონს დასჩერებოდა.როცა ესმა დაინახა, თავი ასწია,მთვრალი კლიენტი ალმაცერად შეათვალიერა და უხალისოდ ჰკითხა.
-რამეს დალევთ?
-არა, უკვე ძალიან ბევრი დავლიე.-გაეცინა ესმას, მერე ღრმად ჩაისუნთქა,ბარმენს დაკვირდა და უთხრა.-მისმინე, როგორც წესი ბიჭებს ასე არ ვეცნობი, მაგრამ ბილიარდში წავაგე და... შეგიძლია უბრალოდ ,ჩემი მეგობრების დასანახად გამიღიმო, ისე თითქოს ერთმანეთი გავიცანით?!
დანტემ გამომცდელი მზერა მიაპყრო გოგონას,ხელები ერთმანეთს გადააჭდო,ირონიულად გაიღიმა და თქვა.
-ჩემი გაცნობა თუ გინდოდა, შეგეძლო სხვა რამე მოგეფიქრებინა, ეს სვლა ძალიან ბანალური იყო.
ესმა უცებ შეცბა,ასეთ პასუხს ნამდვილად არ ელოდა. მერე დანტეს დამცინავი მზერა,რომ შენიშნა თავი ვეღარ შეიკავა.ბიჭის სიტყვებმა კი ისე გააღიზიანა, რომ მაგიდაზე მდგარი ალკოჰოლით სავსე ჭიქა,რომელიც ერთ-ერთ კლიენტს დაეტოვებინა, ხელში აიღო და ბარმენს სახეში შეასხა.
-რა ჯანდაბას აკეთებ?!-დაიყვირა დანტემ და ინსტინქტურად უკან დაიხია.
-არაფერი არ თქვა...-საჩვენებელი თითი მაღლა ასწია გოგონამ.- ძალიან ბევრი დავლიე და თუ არ გინდა შენს მაისურზე ვარწყიო ... უბრალოდ ხმა არ ამოიღო.-უთხრა ესმამ და თავის მეგობრებთან დაბრუნდა, რომლებიც გაოგნებულები უყურებდნენ,თუმცა არა მარტო ისინი, არამედ ბარში მყოფი ყველა ადამიანი.
-რა მოხდა?-ჰკითხა გაოცებული სახით ლილიმ.
-ერთმანეთი გავიცანით.-გაეცინა ესმას.
-ერთით ნოლი!-გადაულაპარაკა ნიშნის მოგებით კოსტამ ლილის და გამარჯვებული სახით გაიღიმა.


თავი 2
მეორე დილით ,ესმა ნაბახუსევზე იყო და სამყაროს ვერ აღიქვამდა.გული ერეოდა, ფეხზე დგომაც უჭირდა ,თან ძალიან ცხელოდა და თავს ისე გრძნობდა,როგორც ჯოჯოხეთში.
გოგონამ გამოსაფხიზლებლად,მინერალური წყალი დალია,იბანავა და გადაწყვიტა რაიმე წაეკითხა.ქვედა სართულზე განთავსებულ პატარა კაბინეტში,რამდენიმე წიგნის კარადა იდგა და თაროები ანტიკური მითოლოგიის წიგნებით იყო სავსე.ესმამ ერთი წიგნი ამოარჩია,სავარძელში მოკალათდა და მონდომებით შეუდგა ოლიმპოს ღმერთების სიყვარულის ისტორიების კითხვას.
ეს კომფორტი დიდხანს არ გაგარძელებულა.სულ მალე, გოგონას ნავსადგურიდან დაურეკეს და აცნობეს,რომ მისი ჩემოდანი იპოვეს. როგორც კი მომჯობინდა,ესმა მაშინვე ნავსადგურში წავიდა და მალე იქიდან თავის ვარდისფერ ჩემოდანთან ერთად გამოვიდა.იგი ძალიან ბედნიერი ჩანდა , რადგან იმ ჩემოდანში ყველაზე ძვირადღირებული ტანსაცმელი ეწყო,თუმცა თვითონაც არ იცოდა,რატომ წამოიღო.სნობი არ იყო,მაგრამ მისი უფროსის დაჟინებული თხოვნით, უამრავ წვეულებას ესწრებოდა და იძულებული იყო ასეთი ტანსაცმლით კარადები აევსო.
ესმამ ფეხით ცოტა გაიარა და მალე საშინელი დაღლილობა იგრძნო, რადგან ქუსლიანი ფეხსამელი ეცვა და ჩემოდნით სიარული უჭირდა.გოგონამ ტაქსი გააჩერა და როცა მანქანაში ჩემოდნის ჩადებას ცდილობდა, უკნიდან ნაცნობი ხმა შემოესმა.
-ხომ არ დაგეხმარო?-ესმამ მოიხედა და მისთვის უკვე კარგად ნაცნობი ბარმენი დაინახა, რომელსაც ხელში სასმელებით სავსე ყუთი ეჭირა და გოგონას ღიმილით ათვალიერებდა.
-არ მინდა, გმადლობ.-უთხრა ესმამ უხეშად და ჩემოდანს მიუბრუნდა.-ისედაც ამხელა ყუთი გიჭირავს და თავს ნუ შეიწუხებ!
დანტე მძღოლს მიუბრუნდა და ჩურჩულით რაღაც უთხრა , ისიც მაშინვე მანქანაში ჩაჯდა და ისე გაუჩინარდა, რომ გოგონას ჩემოდნის ჩადებაც არ დააცადა.
-რა მოხდა?-იკითხა ესმამ.
-ვუთხარი,რომ ტერორისტი ხარ,რომელსაც პოლიცია ეძებს და ჩემოდანში ბომბი გაქვს.-უპასუხა მშვიდი ხმით დანტემ.
-გაგიჟდი?!-დაუყვირა გაოცებული სახით ესმამ.-ეს რატომ გააკეთე?!
-სამაგიერო გადაგიხადე გუშინდელისთვის.-უპასუხა დანტემ, მერე ესმას ფეხებზე დახედა და დამცინავად თქვა.-მაგარი ფეხსაცმელია!
-ეს ... რას ნისნავს? ტაქსის მძღოლის გაგიჟებას შევეგუები, მაგრამ ჩემი ფეხსაცმლის დაცინვას ვერასოდეს ავიტან!-ესმამ მწვანე თვალები დაქაჩა.
-მართლა?!-თქვა დანტემ და გზა განაგრძო.გოგონა უკან გაეკიდა, თან ჩემოდანს მიათრევდა და თან ცდილობდა, ამ უხეში ადამიანისთვის, არაფერი შეერჩინა.
-მაინც, რას უწუნებ ჩემს ფეხსაცმელს?
-მეხუმრები?-გაეცინა დანტეს, გაჩერდა და ესმას მიუბრუნდა.-ეს ხომ ოლიმპოა, ყველგან დაღმართებია და ქვაფენილიანი ქუჩები.
-მერე რა ,ოლიმპოზე ქუსლიანი ფეხსაცმელი არავის აცვია?-იკითხა ესმამ.
-აბა ერთი, მიიხედ-მოიხედე.
გოგონას ირონიული ღიმილი სახიდან გაუქრა,უხერხულად შეიშმუშნა,მერე დანტეს რჩვას დაუჯერა, მიიხედ-მოიხედა და შეამჩნია,რომ ყველა გამვლელს საზაფხულო სანდლები ეცვა ,დაბალძირიანი და კომფორტული.
-სისულელეა, მე თავს შესანისნავად ვგრძნობ ამ ფეხსაცმელში და მშვენივრად ვახერხებ მისით გადაადგილებას.-თავისას არ იშლიდა ესმა, მაგრამ სწორედ აქ არ გაუმართლა.
გოგონამ, როგორც კი ერთი ნაბიჯი გადადგა, ფეხსაცმლის წვრილი ქუსლი ამოტეხილ ქვაფენილში გაეჭედა, ამოღების მცდელობისას კი ქუსლი მოტყდა და გამომდინარე იქიდან,რომ ესმა ჯერ კიდევ ნავსადგურში იყო, უკან გადაქანდა და წყალში ამოჰყო თავი.
-ბოდიში,ამხელა ყუთი მიჭირავს და ვერ დაგეხმარები , თან ძალიან მეჩქარება,ერთი საქმე უნდა მოვაგვაროო.-უთხრა დანტემ დამცინავი ხმით და თავისი გზა განაგრძო.


ამდენი უიღბლობის შემდეგ ესმამ, როგორც იქნა მიაღწია სახლამდე, სველმა და დაღლილმა გადაწყვიტა დაესვენა, მაგრამ არ გამოუვიდა. როგორც კი ტანსაცმელი გამოიცვალა და აბრეშუმის ხალათში გამოეწყო, კარიზე კაკუნის ხმა გაისმა.გოგონამ,პირსახოცი მოიხსნა,სველი თმა უკან გადაივარცხნა,ხალათიც შეისწორა და კარი გააღო.
მისდა გასაოცრად,კართან დანტე იდგა და თავისი უცნაური, ბოჰემური გარეგნობით მართლაც ჰგავდა ომის ღმერთს.
-აქ... რას აკეთებ?- გაოცდა დანტე.
-შენ, რას აკეთებ?-ჩაისისინა გაღიზიანებულმა ესმამ.-ჩემს დასაცინად მოხვედი?
-აქ რას აკეთებ?-ისევ გაიმეორა, ცოტა დაბნეულმა დანტემ.
-აქ ვცხოვრობ!-უპასუხა მოუთმენლად გოგონამ.
-შენ... ესმა ხარ?-დანტე გაოცებას ვერ მალავდა.-შენ ხარ ანტონის ძმისშვილი?
ესმას ძალიან უნდოდა დანტესთვის რაიმე ჩაერტყა, მაგრამ თავი შეიკავა.ბიჭმა საუბრის ტონი შეცვალა და თავაზიანად ითხოვა შიგნით შესვლა,ესმაც გაიწია და დანტე სახლში შეუშვა.ბიჭმა მომხდარის გამო, გოგონას მოუბოდიში.მანაც ბოდიში მიიღო და ეგონა,რომ სტუმარი წავიდოდა, მაგრამ დანტეს კიდევ რაღაც სურდა.
ესმას სახლს, უკანა მხარეს დიდი ეზო ჰქონდა, რომელიც ზეთის ხილის ხეებით იყო სავსე.იქ სადაც ეზო მთავრდებოდა და დანტეს სახლის საზღვარი იწყებოდა, ერთი პატარა ფარდული იდგა, სხვადასხვა სამუშაო იარაღებით სავსე.დანტეს გაუგია,რომ გოგონა სახლის გაყიდვას აპირებდა,ეს ფარდული მას და ანტონის კი ერთად აუშენებიათ და დანტეს სურდა იგი ,ფლობელისგან შეესყიდა.
-ფარდული ჩვენი ეზოების საზღვარზეა, მე ის ძალიან მჭირდება თავისი შიგთავსით.მხოლოდ ღობის გადმოწევა დამჭირდება, შენ უბრალოდ ფასი დამისახელე.-თქვა ბოლოს ბიჭმა.
ესმამ ერთხანს უსმინა სტუმარს, მერე რამდენიმე წამით ჩაფიქრდა და ბოლოს დაიწყო.
-აი, თურმე რა საქმის მოსაგვარებლად გეჩქარებოდა! რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება,რომ საერთოდ არ წუხხარ მომხდარის გამო და ბოდიშიც ტყუილად მოიხადე?!
-გამშიფრე!-თქვა სარკაზმით დანტემ.
-არ გაგიმართლა, ჩემს ადგილას სხვა მოტყუვდებოდა, ასე რომ... არა, ფარდულს ვერ მიიღებ!-მიახალა გოგონამ დამცინავად და გაწბილბული სტუმარი გააცილა, მაგრამ კარს,რომ კეტავდა, უცებ სახელური მოსძვრა და გოგონას ხელში შერჩა.
ესმამ ღრმად ამოისუნთქა და შეწუხებული სახით კედელს მიეყრდნო, თუმცა უცებ ერთმა გენიალურმა აზრმა გაუელვა თავში, კარი გამოაღო და უკვე თითქმის ჭიშკრამდე მისული მეზობელი შეაჩერა.
-რადგან სამუშაო იარაღები გჭირდება, ესეიგი ასეთი რაღაცეები კარგად გამოგდის?
-მერე?-მოუთმენლად იკითხა დანტემ.
-ჩემი სახლი საშინელ მდგომარეობაშია, მას არავინ იყიდის, თუ ცოტა არ შევალამაზე, თუ მის რესტავრაციაში დამეხმარები ფარდულს მოგცემ, ყველანაირი თანხის გარეშე, უბრალოდ ჩუქების საბუთს გავაფორმებ და მორჩა.-უპასუხა ესმამ.
-მართლა?-გაუკვირდა დანტეს.
-ჰო, ახლავე დავურეკავ ანტონის ადვოკატს და საბუთს გავაფორმებინებ, მხოლოდ ჩემი ხელმოწერა იქნება საჭირო, რომელსაც სამუშაოების დასრულების შემდეგ მიიღებ.
-ესეიგი, ახლა გჭირდები არა, ესმერალდა?-ჰკითხა ირონიულად ბიჭმა და სახელი „ესმერალდა“ განსაკუთრებით გამოკვეთა.
-მოდი, ასე ვთქვათ,რომ ერთმანეთი გვჭირდება.-უპასუხა ასევე ირონიულად ესმამ და მისი სახელი ახალ ინტერპრეტაციას ყურადღება არ მიაქცია.
-თანახმა ვარ, მაგრამ ჩემგან მეტ თავაზიანობას ნუღარ ელოდები.-შეუბღვირა ბიჭმა.
-ეს არც მჭირდება!-თავი ამაყად ასწია მან.
-და ჩემზე დიდ იმედებსაც ნუ დაამყარებ, თვითნასწავლი ვარ.-თქვა ღიმილით დანტემ.
-სამაგიეროდ, აქაურებს კარგად იცნობ და დარწმუნებული ვარ შეძლებ, რამდენიმე დამხმარე მუშის პოვნას.
-სამ მუშაზე, რას იტყვი?
-ბევრია,ამდენი თანხა არ მაქვს.
-კარგი, მაშინ ორს მოვიყვან, მესამე კი მე ვიქნები, მაგრამ მხოლოდ დღის საათებში ვიმუშავებ , რადგან საღამოს ბარში ვმუშაობ.-უთხრა დანტემ.
-შევთანხმდით!-ხელი ჩამოართვა გოგონამ და მეზობელი გაისტუმრა.

...
ამის შემდეგ, ორი დღე ისე გავიდა,რომ დანტე არსად გამოჩენილა.ესმა ღელავდა.უნდოდა, რაც შეიძლება მალე დაეწყო მუშაობა,რომ მალევე დაესრულებინა და იქიდან წასულიყო,მაგრამ მეზობელი არადა არ ჩანდა.

ერთ დილას, გოგონა სპორტულ სამოსში გამოეწყო და სარბენად წავიდა. თავისი ეზოდან ,რომ გავიდა, მაღლა აღმართზე მიმავალ გზას აუყვა და დანტეს სახლს მიადგა, მაგრამ იქ არავინ დახვდა,ამიტომ გადაწყვიტა ისევ გაეგრძელებინა გზა და ტყისკენ გაემართა.
ტყეში, რამდენიმე წუთიანი სირბილის შემდეგ,ესმა ძალიან დაიღალა,რადგან დიდი ხანი იყო გასული რაც არ ურბენია.გოგონა იქვე შეჩერდა,ხეს მიეყრდნო,ყურსასმენები მოიხსნა და მუსიკაც გამორთო. მოულოდნელად ესმა,იქვე ბუჩქებში ჩასაფრებული დანტე შენიშნა,რომელიც რაღაცას მოუთმენლად ელოდა.
გოგონა ხეს ამოეფარა და ბიჭს მიაშტერდა.ამ დროს, გზაზე ორი მოზარდი გამოჩნდა, ველოსიპედებზე ისხდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ.
უცებ დანტემ მიწაში ჩამალულ თოკს მოქაჩა, ველოსიპედები თოკს წამოედო და ორივე მოზარდი, მიწაზე მთელი ძალით დაენარცხა.დანტე ფეხზე წამოხტა და ბიჭებს თავზე დაადგა. ისინი შეშინებულები იხედებოდნენ , სახეზე ხელებს იფარებდნენ და დანტეს შეწყალებას სთხოვდნენ.
-თუ კიდევ ერთხელ მოიპარავთ რაიმეს ჩემი სახლიდან, ან თუ კიდევ შეაწუხებთ ვინმეს ამ ქუჩაზე, გპირდებით,რომ სამუდამოდ გაგაქრობთ!-დაუღრიალა დანტემ მათ, მერე დამტვრეული ველოსიპედები აიღო და იქვე დაღმართზე მოისროლა.

ესმა ძალიან გააოცა ამ სანახაობამ და თან ამავდროულად შეაშინა კიდეც.ამიტომ სწრაფად მიბრუნდა და სირბილით დაადგა უკანა გზას.დანტემ დაინახა,რომ ვიღაც უთვალთვალებდა და გოგონას უკან გაჰყვა, მაგრამ მიხვდა,რომ ვერ დაეწეოდა, ამიტომ მოკლე გზით წავიდა.როცა ესმას ეგონა,რომ იქაურობას თავი დააღწია, მოულოდნელად მოსახვევში დანტე გამოჩნდა, მაგრამ გოგონამ ეს გვიან შეამჩნია, თავის შემაგრება ვეღარ შეძლო და ორი ფიგურა ბილიკის მოსახვევში, მთელი ძალით ერთმანეთს შეეჯახა.როცა ესმა აზრზე მოვიდა, დანტე ცივ მზერას და ცისფერ თვალებს წააწყდა.ბიჭი თავზე ადგა და რაღაცას ეკითხებოდა.
-თავი დამანებე, მანიაკო.-წაილუღლუღა გოგონამ.
-ცოტა, უფრო ყურადღებით უნდა იყო.-უპასუხა დანტემ.
-მე?-გაუკვირდა ესმას.-ეს შენ მორბოდი ისე, თითქოს მთელი გზა შენი ყოფილიყო!
-ვიცი,რომ ყველაფერი დაინახე.
-ჰო დავინახე, ამიტომაც ვფიქრობ,რომ მანიაკი ხარ.
-არა, ის ბავშვები არიან მანიაკები.
-მაინც, რა დაგიშავეს?
-ისინი მარტო მე კი არა, მთელს ქუჩას უშავებენ. ჩემი ველოსიპედები მოიპარეს და კიდევ სხვა ბევრი რამ.
-ის ველოსიპედები შენი იყო?ასეთი რაღაც, მათ გამო მოაწყვე?-გაუკვირდა ესმას.
-არა, ასეთი რაღაც იმიტომ მოვაწყვე,რომ მათთვის ჭკუა მესწავლებინა!გუშინ ქუჩაში იმ ველოსიპედით პატარა გოგოს გადაუარეს.ბავშვი საავადმყოფოშია და ხელი აქვს მოტეხილი,თუმცა ამას შენ რატომ გიხსნი?!-ხელი აიქნია დანტემ და წასვლა დააპირა.
-ავად ხარ!-ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა ესმამ,თუმცა გაოცებული ჩანდა,რადგან დანტეს მსგავსი თავზეხელარებულისგან, ასეთი სიტყვების გაგონებას, ნამდვილად არ ელოდა.
გოგონამ თავი გააქნია,რომ ეს აზრები მოეშორებინა,მერე წამოდგომა სცადა, მაგრამ უცებ შეამჩნია,რომ წვივზე პატარა ჭრილობა ჰქონდა.მან გადაწყვიტა მეზობლისთვის თავი შეეცოდებინა და ისევ მიწაზე დაჯდა.
მართალია დანტე თავიდან გულგრილი ჩანდა, მაგრამ ესმა კარგი მსახიობი იყო და ბიჭი მალე დაარწმუნა იმაში,რომ ფეხი მართლა სტკიოდა და სიარული არ შეეძლო.გოგონამ იმდენი იწუწუნა,რომ ბიჭი აიძულა ხელში აეყვანა და მთელი გზა ასე ეტარებინა.
სანამ სახლამდე მივიდოდნენ, ესმამ მოახერხა და დანტეს უცნაური შეკითხვებით თავი მოაბეზრა.
-რატომ გაქვს ასეთი იმიჯი?
-ასეთი,როგორი?-გაუკვირდა დანტეს.
-ჰიპურ-გოთურ-ბოჰემური.-უპასუხა ესმამ და ბიჭს კისერზე ხელები შემოაჭდო.
-ასეთი რამ, საერთოდ არსებობს?-გაეცინა დანტეს.
-მეფისტოფელს ჰგავხარ,"ფაუსტიდან".
-"ფაუსტი" წაკითხული გაქვს?-წარბები მაღლა აზიდა დანტემ.-მეგონა შენნაირები,მარტო მოდის ჟურნალებს კითხულობდნენ.
-სანამ სახლამდე მივალთ ,იქნებ შენზე ცოტა რამ მომიყვე?-ესმა არ ცხრებოდა.-ოჯახი გყავს? წარმოშობით საიდან ხარ? ამ მივარდნილ ადგილას რას აკეთებ?
-იქნებ შეწყვიტო?!-თქვა ზიზღით დანტემ.
-ბარმენობის გარდა, კიდევ რით ხარ დაკავებული?-განაგრძო ესმამ.
-სინამდვილეში დაქირავებული მკვლელი ვარ და თავისუფალ დროს მომაბეზრებელი გოგონების მოკვლა მომწონს.-უთხრა ხრინწიანი ხმით დანტემ და ესმას თვალებში ჩახედა.
გოგონა, მისმა მზერამ წამიერად შეაშინა და გაჩუმდა კიდეც, მაგრამ როცა ტყიდან გამოვიდნენ და დანტეს სახლს მიუახლოვდნენ, ესმამ ახლა თავის ტკივილი მოიმიზეზა და დანტე აიძულა,რომ მის სახლში შეეყვანა.

დანტეს სახლი დაახლოებით იგივე აგებულების იყო,როგორიც ესმას სახლი.მისაღებში ძველებური ტყავის დივანი და სავარძლები ელაგა,ოთახში კი სრული სისუფთავე სუფევდა.
ბიჭმა ესმა მისაღებში შეიყვანა, დივანზე დასვა, ცივი წყალი და ტკივილგამაყუჩებელი აბი მოუტანა,მერე კი სპირტი მოიმარჯვა,ბამაბზე დააწვეთა და გოგონას გადაყვლეფილ კანზე ფრთხილად დაადო.
ესმას ტკივილისგან მთელს სხეულში გასცრა და ერთიანად აცახცახდა.დანტეს მის რეაქციაზე გაეცინა,თუმცა არაფერი უთქვამს.ბიჭმა თითები ნაზად შემოაჭდო გოგონას კოჭზე და ნელ-ნელა მოუჭირა,
-რას აკეთებ?-გაუკვირდა ესმას და დანტეს წარბშეკრულმა შეხედა.
-ვამოწმებ,ძვალი გაბზარული ხომ არ გაქვს!-გვერდულად ჩაიცინა მან.
-ასე ძლიერადაც არ დავცემულვარ.-უხერხულად შეიშმუშნა ესმა,მერე დანტეს სახეზე დააკვირდა და ჰკითხა.-დანაპირებს,რატომ არ ასრულებ?
-ხელოსნების ძებნას დიდი დრო სჭირდება.-მიუგო ბიჭმა მშვიდი ხმით.
-მაინც რამდენი?
-ეს პატარა კუნძულია,ესმერალდა და ხელოსნებიც დაკავებულები არიან.ამ დღეებში განთავისუფლდებიან და საქმესაც შევუდგები.
-კარგი.
დანტეს აღარაფერი უთქვამს,გოგონას ჭრილობა გაუსუფთავა, ნაკაწრიც გადაუხვია და ნება მისცა ცოტა ხნით იქ დარჩენილიყო ,რომ დაესვენა.მალე გოგონას იმ ფეხის ტკივილმა გაუარა,რომელიც სინამდვილეში, საერთოდ არ სტკიოდა და სააბაზანომდე მოჩვენებითი კოჭლობით მივიდა.

ესმა აბაზანაში შევიდა ,ონკანი მოუშვა და წყლით მტვრიანი ტანსაცმელი გაისუფთავა.მერე ,ცივი წყალი სახეზეც შეისხა და თავი,რომ ასწია ნიჟარის თავზე დაკიდებული კარადა შენიშა,რომლის კარი ოდნავ შეღებული იყო.ესმას ინტერესმა სძლია, კარადა გამოაღო და იქ ნანახმა ნამდვილად გააოცა.
თაროებზე რვა კოლოფი ეწყო და ყველა მათგანში სხვადასხვა ფერის აბები ეყარა.ესმამ ერთ კოლოფზე ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების სახელი ამოიკითხა,მეორეზე კი საძილე პრეპარატის სახელი , მაგრამ უცებ დანტეს ხმა გაიგო , კარადა მიხურა და სააბაზანოდან გამოვიდა.
გოგონამ სამზარეულოს მიაშურა, საიდანაც მეზობელი ეძახდა.მოულოდნელად სამზარეულოს კართან , დანით შეიარაღებული დანტე გადაუდგა წინ და ესმას ისე შეეშინდა,რომ ინსტიქტურად უკან დაიხია და კედელს ზურგით აეკრა.
-რა გჭირს?-გაეცინა მას.-ატამს ვჭრიდი , გინდა?
-არა, ატამზე ალერგია მაქვს.-მოიტყუა ესმამ, მერე სწრაფი ნაბიჯით კარისკენ გაემართა და უკვე გარეთ გასულმა დანტეს მიაძახა.-ჯობია წავიდე, მგონი ონკანი დამრჩა მოშვებული!


თავი 3
ესმამ, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა რბილ ქვიშაზე და შიშველ ტერფებზე, ზღვის წყლის შეხება იგრძნო.თავი ასწია და ზურმუხტისფერი თვალები, ჩამავალ მზის სხივებს მიაპყრო.ქარმა დაუბერა , მოწითალო ფერსი თმა გაუწეწა, მისი თეთრი კაბა კი ჰაერში ზღვის ტალღებივით ალივლივლდა.
ესმამ მხრებზე ვიღაცის შეხება იგრძნო.გაეღიმა,თვალები დახუჭა,უკან ოდნავ გადაიხარა და მის მკერდს ზურგით მიეყრდნო.გოგონა თავს, საოცრად მშვიდად გრძნობდა.არაფერზე ფიქრობდა,არაფერი ადარდებდა და სურდა,რომ მუდამ ასე გაგრძელებულიყო.
-ესმერელადა!-ჩაესმა უცებ გოგონას ნაცნობი ხრინწიანი ხმა.
ესმამ თვალები გაახილა და გვრდზე შეშინებული გახტა.მის წინ დანტე იდგა,ერთ ხელში უზარმაზარი დანა ეჭირა,მეორეს კი ესმასკენ იშვერდა და თან მოელვარე თვალებით შეჰყურებდა.
-მოდი, ნუ გეშინია.-უთხრა ბიჭმა მშვიდი ხმით.
-არ მომეკარო!-დაუყვირა ესმამ,შებრუნდა და სწრაფად გაიქცა,მაგრამ უცებ მის წინ უფსკრული გაიხსნა და გოგონამ იგრძნო,როგორ ჩაეშვა სიბნელეში.
ესმამ წამოიკივლა და შუბლით იატაკს დაასკდა."ჯანდაბა!"-იყვირა განრისხებული ხმით,ზურგზე გადაბრუნდა და მტკივან შუბლზე ხელი მოისვა.
შუაღამე იყო,ღია ფანჯრიდან გრილი სიო უბერავდა და სავსე მთვარის შუქი ყველაფერს ანათებდა.იდუმალი და ჩუმი ღამე სუფევდა.მხოლოდ ესმას ეღვიძა,რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საწოლიდან გადმოვარდა და მისი სიმშვიდეც სადღაც გაქრა.
-შენ, რაღა ჯანდაბა გინდა ჩემს სიზმარში?!-ჩაილაპარაკა ესმამ,საწოლში დაბრუნდა და თავი ბალიშში ჩარგო.

...
მეორე დღეს, დანტემ დანაპირები აასრულა და ორ მუშასთან ერთად, ესმას სახლის რემონტს შეუდგა.მათ კოსტაც თან ახლდათ.კაცმა გადაწყვიტა თავის ახალ მეზობელს დახმარებოდა და როცა თავისუფალი დრო ექნებოდა, სახლის გარემონტებაში მასაც მიეღო მონაწილეობა.
მუშები ადგილობრივები იყვნენ.ორი ახალგაზრდა ბიჭი, მომღიმარი სახეებით და ნაკლებად შრომისმოყვარე გამოხედვით.ერთი, შედარებით უფრო მაღალი იყო, ღია ფერის თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა, მეორე კი ოდნავ დაბალი იყო , წაბლისფერი თმით და შავი თვალებით.მაღალს კასტორი ერქვა, დაბალს კი პერიკლი(ანტიკური-ბერძნული სახელები).
-ჰა,ჰა ! ძალიან სასაცილოა.-თქვა ესმამ,როცა მათი სახელები გაიგონა.-ეს ხუმრობა უკვე მოვისმინე.
-რა ხუმრობა?-გაუკვირდათ ბიჭებს.
-ხუმრობა,რომლის თანახმადაც ჩამოსულებს ჰგონიათ,რომ ამ კუნძულზე ყველას ანტიკური სახელები ჰქვიათ.-მიუგო სიცილით ესმამ და გონებაში ლილის ხუმრობა ამოუტივტივდა.
-მაგრამ ჩვენ... მართლა ასე გვქვია.-თქვეს ბიჭებმა და ესმას უცნაურად შეხედეს.
გოგონას ღიმილი სახეზე შეეყინა,უხერხულად შეიშმუშნა და ეცადა დანტეს ბოროტული ხითხითისთვის ყურადღება არ მიექცია.
ესმამ ბიჭები სახლში შეიპატიჟა,თანხაზე შეუთანხმა და თავისი გეგმა გააცნო.მუშები გოგონას ყველაფერზე დაეთანხმნენ,სხვადასხვა რჩევები მისცეს და იმ დღიდან საქმეს შეუდგნენ.

...
სარემონტო სამუშაოების დაწყებიდან, რამდენიმე დღემ მშვიდად გაიარა.ბიჭები კარგად მუშაობდნენ, თუმცა ნელა.ესმა კი ყველანაირად ცდილობდა,რომ მათთან თავაზიანი ყოფილიყო, დანტესთან კი მსგავსი რაღაცეები არ სჭრიდებოდა.
ერთ დილას, ბიჭებმა მუშაობა ადრიანად დაიწყეს, რადგან შუადღისას საშინელი სიცხე იყო მოსალოდნელი და დასვენებას გეგმავდნენ.ესმა ხმაურმა გააღვიძა, საწოლიდან წამოდგა აბრეშუმის ხალათში მოიცვა და გარეთ გამოვიდა,რომ ბიჭებს მისალმებოდა.გოგონამ ტერასა ნელა გაიარა,ქვის კიბეზე დაეშვა და ეზოში მომუშავე მუშებს გაუღიმა.
-ღმერთო ჩემო,რას გავხარ?!-წამოიძახა უცებ დანტემ და ესმა ერთიანად შეათვალიერა.
-რა?!- გაუკვირდა გოგონას.
-რატომ გაქვს სახე, გარდატეხის ასაკში მყოფი თინეიჯერივით?-ჰკითხა დამცინავად ბიჭმა.
ესმა თავიდან ვერ მიხვდა, რას ეუბნებოდა, მაგრამ მერე სახლში,რომ შებრუნდა და სარკეში ჩაიხედა, მისმა კივილმა მთელი კუნძული მოიცვა.გოგონა სახეზე და ხელებზე წითელი წერტილებით, სულ აჭრელებული იყო.,კანი საშინლად უხურდა და ექავებოდა კიდეც.
-მთელი სხეული მეწვის!- თქვა მან და თვალები ცრემლით აევსო.
-რაიმეზე ალერგია გაქვს?-ჰკითხა დანტემ.
-არ ვიცი...-უპასუხა ესმამ და ქავილი განაგრძო.
-კოღოები.-თქვა უცებ დანტემ.-გუშინ ღამით ,ფანჯარა ღიათ, ხომ არ დატოვე?
-ყოველ ღამე ვტოვებ,ძალიან ცხელა და აბა რა ვქნა?!
-აი, შედეგიც! აქ უამრავი კოღო ბინადრობს, თუ დამცავი ბადე არ გაქვს ფანჯარა ღიათ არ უნდა დატოვო.-უთხრა დანტემ სრული სერიოზულობით.
-მაგრამ თქვენ, მთელს დღეებს გარეთ ატარებთ და რატომ არ გაქვთ, არც ერთი ნაკბენი?-გაუკვირდა ესმას.
-ორი ვარიანტია,-უპასუხა დანტემ სიცილით,- ან ყველა კოღო მამრი იყო და ყველა მათგანს შენ მოეწონე, ანდაც ყველაზე ტკბილი სისხლი შენ გაქვს. ორივე შემთხვევაში უნდა იამაყო.
-მანიაკი ხარ!-შეუყვირა გოგონამ განრისხებული სახით.
-დაწყნარდი, ესმერალდა!-სიცილს ძლივს იკავებდა ბიჭი.
ესმამ დანტეს ირონიას ვეღარ გაუძლო,ბიჭს ზურგი აქცია და დახმარების სათხოვნელად ლილისთან გაიქცა.
როცა გოგონამ მეზობელს ყველაფერი აუხსნა, ის საგონებელში ჩავარდა.თქვა,რომ ამდენი კოღოს ნაკბენი ერთად არასოდეს ენახა და ისიც თქვა,რომ ამას ჩვეულებრივი წამლებით ვერ უმკურნალებდა.
-აბა, რა ვქნა?-იკითხა სასოწარკვეთილმა ესმამ.
-არის ერთი გამოსავალი,-უპასუხა ლილიმ,- ერთი ხალხური მალამო ვიცი,რომელსაც აქაურები ამზადებენ.ის ძალიან ეფექტურია, უბრალოდ კანზე წაისვამ და 4 საათი გააჩერებ. მალამო სწრაფად შეიწოვება, ხოლო ის , კანში არსებულ ყველა შხამს აქრობს.მალე სიწითლეც გაივლის,ქავილიც და ნაწიბურებიც გაქრება.
-ეს ძალიან კარგია, მომეცი თუ გაქვს.-თვალები გაუბრწყინდა ესმას.
-მაქვს, მაგრამ ერთი პრობლემაა.-თქვა ლილიმ.-ყველა უარს ამბობს მის გამოყენებაზე , რადგან მალამოს საზიზღარი სუნი აქვს.
-ასეთი რა უნდა იყოს? მიდი მომეცი!-უთხრა ესმამ და მოთმინებით დაელოდა, სანამ ლილი მალამოს მოიტანდა, მაგრამ,როცა დაყნოსა, კინაღამ გული წაუვიდა.-რისგან დაამზადე ეს მალამო, მკვდარი ცხოველებისგან?
-ხომ გითხარი, საზიზღრობაა-თქო.-მხრები აიჩეჩა ქალმა.
-მხოლოდ 4 საათი და ყველაფერი გაქრება, არა?-იკითხა წამიერი ფიქრის შემდეგ, აზრზე მოსულმა ესმამ.
-მხოლოდ 4 საათი.-თავი დაუქნია ლილიმ.
ესმას ბევრი აღარ უფიქრია,სწრაფად გადაიძრო მაისური მალამო აიღო, ერთი ხელი ცხვირზე მოიჭირა ,ხოლო მეორე ხელით კი იგი კანზე წაისვა.

ცოტა ხნის შემდეგ, ესმა სახლში დაბრუნდა და ცდილობდა არ შეემჩნია,რომ მალამოს გამო სუნთქვა უჭირდა.როცა გოგონამ ეზოში მუშებს ჩაუარა ბიჭებმა ერთდროულად აიფერეს ცხვირზე ხელი და სახეები დამანჭეს.დანტე მაშინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე და გულიანად ახარხარდა.
-დაამთავრე!-მოუბრუნდა ყალბი ღიმილით ესმა.
-მაგ სურნელით, მთელი დედამიწის კოღოებს გაწყვიტავ.-უპასუხა სიცილით ბიჭმა.
-ნეტავ ადამიანზეც მოქმედებდეს.-შეუბღვირა გოგონამ.
-მოქმედებს,ხომ ხედავ ვეღარ ვსუნთქავ!-ცხვირზე ხელი მიიჭირა მან.-ჩამოიბანე, თორემ შენი სახლის რემონტის დასრულებამდე დავიხოცებით.
-თუ ფარდული გინდა, უნდა აიტანო,დანტე!-კბილებში გამოსცრა გოგონამ და სახლში შევარდა.
რამდენიმე საათის შემდეგ ისე ჩამოცხა,რომ სუნთქვა საერტოდ გაჭირდა და ნიავიც აღარ იძვროდა.მუშებმა სამუშაოს თავი დაანებეს და ჩრდილში დასხდნენ,.ესმა და ლილი კი ტერასაზე ისხდნენ და ხედს გაჰყურებდნენ.
ამ დროს,ეზოში კოსტა შემოვიდა,სახეზე ტგრადიციულად ენერგიული გამომეტველება აეკრა და აშკარა იყო,რომ რაღაც იდეებით დახუნძლული მოდიოდა.
-მოკლედ,ჯოჯოხეთურად ცხელა და ახლა სანაპირო ჩვენთვის მისწრებაა.-უთრხა მან ბიჭებს,მერე მარლა აიხედა,ტერასაზე მსხდარ გოგონებს შეხედა და უთხრა.-წამოხვალთ სანაპიროზე?
-არა!-ერთდროულად გააქნიეს თავი.
-სანაპირო დამსვენებლებით იქნება სავსე და თან შორია.-ცხვირი აიბზუა ლილიმ.
-მაშინ მდინარეზე წავიდეთ!-ახალი იდეა წამოაყენა კაცმა.-არც არავინ იქნება იქ და თან ახლოსაა.
გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს და რაღაც გადაულაპარაკეს,მერე ლილიმ ტერასიდან გადაიწია,კოსტას დააშტერდა და უთხრა.
-კარგი, წავიდეთ!
ორ წუთში ყველანი წამოიშალნენ ,კოსტას უკან გაჰყვნენ,ტყეში შევიდნენ და ცოტა ხნის შემდეგ ,მდინარეს მიადგნენ.
მდინარე ბილიკთან ახლოს იყო.მას გაშლილი ნაპირი ჰქონდა, წყალი მომწვანო ფერის და კამკამა , ხოლო ჩანჩქერი,რომელიც კლდიდან ეშვებოდა ,პატარა და ხმაურიანი იყო.
ესმამ ბანაობაზე უარი თქვა,რადგან მალამოს ჩამორეცხვა ჯერ არ შეიძლებოდა.დანტე ამ ფაქტმა საშინლად გააღიზიანა.ძალიან უნდოდა ეს საშინელი სუნი ,ამ გოგოსთვის მოეშორებინა,მაგრამ წყალში ჩასვლაზე ვერაფრით დაიყოლია.
უცებ ბიჭს თავში ერთმა აზრმა გაუელვა,რამდენიმე წამით ჩაფიქრდა, მზაკვრული გეგმა დასახა და მის განხორციელებას შეუდგა.
-თუ ბანაობა არ გინდა,მაშინ წამომყევი და ძალიან ლამაზ ხედს გაჩვენებ.-უთხრა დანტემ ესმას.
-შორსაა?-ჰკითხა გოგონამ.
-არა.-თავი გააქნია მან.-აი,იქ უნდა ავიდეთ.
დანტემ ხელი იმ კლდის წვერისკენ გაიშვირა,რომელიც მდინარეს საზღვრავდა და რომლიდანაც ჩანჩქერი ეშვებოდა.ესმამ ინტერესით ააყოლა მზერა კლდეს,მერე კი მაღლა მიმავალ დანტას ,უკან გაჰყვა.
ლილი ძალიან გაახარა იმ ფაქტმა,რომ დანტე და ესმა, როგორც იქნა ერთმანეთში ნორმალურად საუბრობდნენ და უკვე მეგობრებსაც ჰგავდნენ.კოსტა კი, ისე იღიმოდა თითქოს წინასწარ იცოდა, რაც მოხდებოდა.

როცა ისინი კლედეზე ავიდნენ, დანტემ ესმა კლდის პირას მიიყვანა და იქიდან გადმოახედა.ეს ქვის გროვა,არც ისე მაღალი აღმოჩნდა. ესმა ძალიან მოიხიბლა იმ ხედით ,რაც ჰორიზონტზე ჩანდა და მათი კამათი სულ გადაავიწყდა.
-ქვემოდან უფრო მაღალი ჩანდა, რამდენი მეტრია?-მიუბრუნდა იგი დანტეს.
-სამი, ან ოთხი მეტრი უნდა იყოს.-უპასუხა ბიჭმა.
-ლამაზი ხედია.-ჩაილაპარაკა ესმამ.
-ჰო,ლამაზი ხედია,ვარდნის დროს უკეთ დაინახავ.-ჩაილაპარაკა დანტემ.
-რა თქვი?-ჰკითხა გოგონამ.
-წინასწარ ბოდიშს გიხდი.-თქვა უცებ დანტემ.
-რისთვის?-გაუკვირდა ესმას და დანტეს გაღიმებული სახით შეხედა.
-ამისთვის!- უპასუხა მან უემოციო სახით და მთელი სისწრაფით ესმასკენ დაიძრა.
გოგონამ გაოცებული სახით დაიხია უკან,თუმცა კლდის ნაპირმა გზა მოუჭრა და მაშინვე შედგა.დანტე ,ორ ნაბიჯში მასთან გაჩნდა,ესმას ჯერ მკლავებში სწვდა,ცივი მზერით დააშტერდა,მერე კი თითები სახეზე შემოაჭდო,მაგრად დაუჭირა და ცხელი ბაგეებით მოუთმენლად დაეძგერა ტუჩებზე.
ესმა წამსვე გაიტრუნა მის მკლავებში.ერთხელ ღრმად ამოისუნთქა,მერე კი ბიჭს თითები თმებში შეუცურა,მისკენ მიიზიდა და კოცნაზე კოცნით უპასუხა.
ორივე სწრაფად გამოეთიშა სამყაროს.მხოლოდ ერთმანეთის გახშირებულ გულის ცემას გრძნობდნენ და მათ სიმყუდროვეს მოხლოდ ჩანჩქერის ხმაური არღვევდა.დანტე გაგიჟებით დათარეშობდა ესმას ბაგეზე და გოგონას ამოსუნთქვის საშუალებას არ ეძლევდა,ესმას კი ამდენი ემოციისგან უკვე სუნთქვა ეკვროდა და თავბრუსხვევასაც გრძნობდა.
ბიჭს უცებ გონება გაუნათდა.გაახსენდა,რომ რასაც ახლა ის აკეთებდა,მხოლოდ და მხოლოდ მზაკვრული გეგმის ნაწილი იყო,რომელიც ბოლომდე უნდა მიეყვანა.ბიჭმა ისე ჩაიცინა გერდულად,რომ ესმას ტუჩებს არც კი მოშორებია.
გოგონა ამან გამოაფხიზლა და უკან დახევა სცადა,თუმცა დანტემ კიდევ უფრო ძლიერად მოუჭირა წელზე შემოხვეული ხელები და კლდის ნაპირისკენ უბიძგა.
-არა...დანტე,რას აკეთებ?!-შეშინებული თვალებით ახედა გოგონამ და მის მკლავებში აფართხალდა,რომ თავი გაენთავისუფლებინა.-გამიშვი,ახლავე!
-ნუ გეშინია,მეც მოგყვები!-სასტიკი მზერით ჩაიცინა ბიჭმა,ესმას კიდევ უფრო ძლიერად მოუჭირა ხელები,ნაპირთან ძალით მიიყვანა,ხელი ჰკრა და მოულოდნელად ორივენი სიმაღლიდან გადაეშვნენ.

გოგონა შიშისგან მთელი სხეული გაუჟრუვდა. აზრზე მოსვლაც ვერც კი მოასწო,ისე გამოეცალა ფეხქვეშ მიწა და ჰაერში აღმოჩნდა.ესმამ,რამდენიმე წამი ჰაერში იფრინა, მერე კი მსუბუქად ჩაეშვა წყალში და კარგა ხანს ყვინთავდა, სანამ მგრძნობელობა არ დაუბრუნდა.
იქ მყოფები გაოგნებულები იყვნენ მომხდარით, განსაკუთრებით კი ლილი, რადგან დანტესგან ასეთ საქციელს,ნამდვილად არ მოელოდა.
ბიჭები სწრაფად მიცვივდნენ ესმასთან, მაგრამ მან არავის დახმარება არ ისურვა და წყლიდან მარტო გამოვიდა. პერიკლიმ გოგონას თავისი პერანგი მისცა და რაღაცეებს ეკითხებოდა, მაგრამ ესმას არაფერი არ ესმოდა,მხოლოდ წინა ღამით ნანახი სიზმარი ახსენდებოდა და გაოგნებული იყო,რომ ასე აუხდა.თან სიბრაზისგან, შიშისგან და ადრენალისგან თავის თავს აღარ ჰგავდა.

ამასობაში დანტემაც ამოყვინთა წყლიდან ,მდინარიდან გამოვიდა და ესმას ამბავი იკითხა.გოგონამ მისი ხმა ,რომ გაიგონა უცებ აზრზე მოვიდა.ფეხზე სწრაფად წამოხტა, პერანგი იქვე მიაგდო ,დანტესთან მივარდა, კისერში ეცა და დახრჩობა დაუპირა.მუშები სწრაფად ჩაერივნენ მეზობლების ბრძოლაში და ერთმანეთს ძლივს დააშორეს.
-ავადმყოფო! მანიაკო! სოციოპათო!-ყვიროდა წყობიდან გამოსული, ესმა და თვალებიდან ნაპერწკლები სცვიოდა.-მოგკლავ, ცოცხლად დაგმარხა და შენს თავს ძაღლებს მივუგდებ!
-ხვდები,რომ ... არეულად ლაპარაკობ?-ჰკითხა დანტემ, როცა ესმას კლანჭებისგან თავი დააღწია და სულს იქთვამდა.-თუ მომკლავ, ცოცხლად ვერ დამმარხავ... და თუ დამმარხავ... ჩემს თავს ძაღლებს ვერ მიუგდებ!
-მაშინ, ჯერ ცოცხლად დაგმარხავ,როცა მოკვდები ამოგთხრი და შენს ცხედარს ძაღლებს მუვუგდებ! ეს ,როგორ მოგწონს?!-დაუყვირა გოგონამ ზიზღით.
-ასე უკეთესია!-უპასუხა დანტემ და ნიშნის მოგებით ჩაიცინა.
-ხომ შეიძლებოდა ქვებზე თავი დამერტყა, ან ჰაერში გულის შეტევა მომსვლოდა, ან უბრალოდ მომვკვდარიყავი?!-ვერ მშვიდდებოდა ესმა.
-მდინარეში წყალქვეშა კლდეები არ არის! აქედან ათასჯერ მაინც გადმოვმხტარვარ,თანაც წინასწარ ბოდიში, ხომ მოგიხადე? სამაგიეროდ ის საშინელი სუნი აღარ აგდის!-სარკაზმს არ ღალატობდა დანტე.
ამ სიტყვებმა კი ესმა ისე გააღიზიანა,რომ მეორეჯერ დაუსხლტა ხელიდან მუშებს და ისევ კივილით გაიწია დანტესკენ, მაგრამ ბიჭებმა მაინც დააკავეს. ესმამ რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა, თავი ხელში აიყვანა და თავის სხეულზე კონტროლიც დაიბრუნა, მერე ბიჭებს ხელი გააშვებინა და განრისხებული გამომეტყველებით ბილიკისკენ გაემართა.
-მომეჩვენა, თუ ესმა სველ ტანსაცმელში უფრო მიმზიდვლია?- ჩაილაპარაკა კასტორმა, რომელსაც მის გვერდით მდგარი პერიკლიც დაეთანხმა.
დანტემ უცებ, კასტორს თავში მაგრად წამოარტყა და მისი გაოცებული სახე,რომ დაინახა უთხრა.
-პატივი ეცი, ის შენი უფროსია... თუმცა, რაც თქვი იმაში გეთანხმები.-დაამატა ბოლოს და ტყისკენ მიმავალ გაწუწულ გოგონას თვალი გააყოლა.მერე, ესმას ფრჩხილებისგან,კისერზე დატოვებული ნაკაწრები მოისინჯა და ტკივილისგან შეწუხებულმა სახე დამანჭა.
-ერთმანეთი კინაღამ დახოცეს.-ჩაიცინა კოსტამ.-ამხელა მრისხანება, არც ერთ მოკვდავში,არ დამინახავს.
-ჰო,სწორად აღნიშნე,ისინი მოკვდავები არიან და შეიძლებოდა, ერთმანეთისთვის რაიმე დაეშავებინათ.-ლურჯი თვალები მრისხანებით აენთო ლილის.
-მათ გამო, ასეც ნუ იდარდებ.-უთხრა კოსტამ,ლილის მიუახლოვდა და ქერა კულულებზე, ხელი ნაზად ჩამოუსვა.
-შენ მათ ცხოვრებას არ დაანგრევ!-შეუბღვირა ლილიმ და კოსტას ხელი უხეშად მოიშორა.
-ტყუილად ნუ ცდილობ ჩემო ქალღმერთო, მათ შორის ომია გაჩაღებული და ამას სიყვარულით ვერ მოაგვარებ.-უთხრა დამცინავად კოსტამ .
-სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს.-მიახალა უხეშად ლილიმ.
-მხოლოდ ზღაპრებში.-შეეპასუხა კოსტა.

ლილიმ ღრმად ამოისუნთქა,მერე კოსტასკენ მიბრუნდა,ლურჯი თვალები სახეში შეანათა,მომაჯადოვებლად გაუღიმა,ხელი ასწია და რძელი ფრჩხილები დაკუნთულ მკლავზე, ნაზად ჩამოუსვა.
კოსტამ ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა,ლილის ხელი ჩაავლო და მისკენ მიიზიდა.კაცი სურვილისგან ანთებული თვალებით მისკენ დაიხარა,ლილის სახე ხელებში მოიქცია და მის მსხვილ ტუჩებს ვნებიანად დაეწაფა.ქალი, ცოტა ხანს თამაშში აჰყვა მას,მაგრამ მერე თავი გვერდზე გასწია,ტუჩი მოიკვნიტა,ეშმაკურად გაიღიმა და თქვა.
-სიყვარულს ებრძვი და ამ წუთას სწორედ მის მახეში გაები.
-ეს უსამართლობაა!-კოსტამ ხელი გაუშვა ლილის და უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.
-ომში და სიყვარულში ყველა ხერხი გამართლებულია.-ხმამაღლა გადაიკისკისა ლილიმ და მტკიცე ნაბიჯებით,ტყიკსენ გასწია.




თავი 4
მეორე დღეს დილით, გოგონები ტერასაზე ისხდნენ და საუბრობდნენ.ესმა მოუსვენრად იყო და ასანთის ღერებს,რომელიც ხელში ეჭირა, ერთმანეთის მიყოლებით ანტვრევდა.ლილი კი თავზე ადგა და მის გრძელ თმას წნიდა.
-ესმა,მე ფსიქოლოგი ვარ და შეგიძლია, ნებისმიერ რამეზე დამელაპარაკო.-უთხრა მშვიდი ხმით ლილიმ .
გოგონამ რამდენიმე წამით იფიქრა და მერე მეზობელს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა.
-გაკოცა და მერე გადმოგაგდო კლდიდან?!-წამოიძახა გაოგნებული სახით ლილიმ.
-ჰო! ავადმყოფია, არ ვიცი სხვა რა სიტყვები მოვუძებნო.-უპასუხა გოგონამ.
-ვნება და მრისხანება....-დაიჩურჩულა ლილიმ აღელვებული ხმით.-ხომ ვეუბნები,რომ ამას კარგი არაფერი მოჰყვება.
-რა თქვი?-მისკენ მიბრუნდა გოგონა.
-არაფერი...თავი გააჩერე ძვირფასო.-უთხრა ლილიმ.-მის სააბაზანოში იმდენი აბები მართლა ნახე?
-ჰო და ვფიქრობ,რომ ადამიანი,რომელიც ამდენ დამამშვიდებლებს იღებს, არ შეიძლება ნორმალური იყოს.-უპასუხა ესმამ.-თანაც ის ბავშვები,რომ მახსენდება, ან ჩემი კლდიდან გადაგდება...საერთოდ, მასზე რა იცი?
-ბევრი არაფერი.-უპასუხა ლილიმ.-ვიცი,რომ მისი მშობლები აქედან შორს ცხოვრობენ, თვითონ კი აქ საცხოვრებლად ორი წლის წინ ჩამოვიდა და ახლოს არავის იკარებს. ასე მგონია რაღაცას, ან ვიღაცას გაურბის.მაგრამ არ ვფიქრობ,რომ ცუდი ადამიანია.
ამ დროს, ეზოში კოსტა შემოვიდა თან ხელში მოზრდილი ქეისი ეჭირა,მუშებს გვერდი აუარა და ტერასაზე გოგონებთან ავიდა.კაცმა ქეისი,იქვე სკამზე დადო გახსნა და იქიდან უცნაური ფორმის იარაღი ამოიღო,ესმა კი მაშინმვე დაინტერესდა ამ ნივთით.
-შიგნით ამპულები იდება, რომლებიც დასაძინებელი წამლით არის სავსე და ზოგჯერ ამის გამოყენება მიწევს, რადგან ცხოველებს ვერაფერს ვუხერხებ. ბარის უკან ნაგავში იქექებიან და მათი დახოცვა არ მინდა, ამიტომ ეს ვარჩიე.-უპასუხა კოსტამ.
-დიდი ამპულები ორმაგი დოზაა?-ჰკითხა ესმამ და იქვე დალაგებულ ამპულებზე მიუთითა.
-ჰო, დათვის დოზაა.-უპასუხა კოსტამ, დიდი ამპულა აიღო და ესმას აჩვენა იარაღში ,როგორ იდებოდა. მერე გაიღიმა და თქვა.-თუ ხელს არ შეგიშლით აქ დავჯდები, მირჩევნია იარაღი დღის შუქზე გავწმინდო.
-იყავი, ხელს არავის უშლი.-უპასუხა ესმამ თავაზიანად.
-აქ ხომ დათვები არ არიან,დათვის დოზა რაში გჭირდება?-ჰკითხა უხეშად ლილიმ.
-იარაღს მოყვა და იქნებ გამომადგეს რამეში.-ირონიულად ჩაიცინა კოსტამ.
ლილიმ უნდობლად შეხედა კოსტას,მერე თმის ჩაწნა დაასრულა და ესმას სარკე მიაწოდა.გოგონა აღფრთოვანებული იყო ლილის ოსტატობით.სანამ იგი თავის თავს სარკეში ათვალიერებდა, ლილიმ კოსტას თვალით, რაღაც ანიშნა და გვერდზე გაიხმო.
-რას აკეთებ?-ჰკითხა გოგონამ განრისხებული ხმით.-ახლა რაღა ჩაიფიქრე?
-არაფერი,მგონი პარანოიდი გახდი.-უპასუხა ირონიულად კოსტამ.
-ეს იარაღი აქედან მოაშორე,გული ცუდს მიგრძნობს.-ჩაისისინა ლილიმ.-ასე გაგრძელება აღარ შეიძლება...დანტეს მის მიმართ გრძნობები აქვს,მაგრამ მრისხანება ხელს უშლის.ნერატვ,ვინმეს ბრალი ხომ არ არის?
-დამშვიდდი,მე არაფერ შუაში ვარ.-ვერაგუყლად გაიღიმა კაცმა.-უბრალოდ იარაღს გავწმენდ და წავალ.
ესმამ ინტერესით გახედა მოშორებით მოსაუბრე წყვილს.მიხვდა,რომ მისთვსი არავის ეცალა,ამიტომ მათი არყოფნით ესმამ ისარგებლა.ჯერ ინტერესით დააკვირდა იარაღს,მერე ხელში აიღო, მხარზე მიიბჯინა და სამიზნეში გაიხედა.
ტერასიდან შესანიშნავად ჩანდა ეზო, სადაც ბიჭები მუშაობდნენ.ესმამ შადრევანთან დახრილი დანტეც შენიშნა,რომელიც შადრევნის წყლის მილების შეკეთებას ცდილობდა.მის დანახვაზე გოგონას ისეთი სიბრაზე დაეუფლა,რომ ბევრი აღარ უფიქრია,ბოროტულად გაიღიმა და ისე გამოჰკრა ჩახმახს თითი,რომ წარბიც არ შეუხრია.
მოულოდნელად ,დანტემ მხარში საშინელი ტკივილი იგრძნო.გაოგნებული და შეწუხებული სახით მოიხედა,თუმცა ნაბიჯის გადადგმაც ვეღარ შეძლო.წამში გაუჟრუვდა მთელი სხეული და მოწყვეტით დაემხო მიწაზე.ლილიმ და კოსტამ გასროლის ხმა,რომ გაიგონეს მაშინვე მიხვდნენ, რაც მოხდა. ყველანი სწრაფად შეგროვდნენ ეზოში და გონდაკარგულ დანტეს მოსულიერებას ცდილობდნენ,მაგრამ ამაოდ.
ბიჭებმა დანტე მისაღებ ოთახში, ტახტზე დააწვინეს,ლილიმ მაშინვე გასინჯა და თქვა,რომ დანტეს სუსტი პულსი ჰქონდა, მაგრამ მძინარეს უფრო ჰგავდა ვიდრე მკვდარს.
-შემთხვევით მომივიდა, არ ვიცოდი თუ გაისვრიდა.-თავი იმართლა ესმამ.
-მე კი ვფიქრობ,რომ შესანიშნავად იცოდი რასაც აკეთებდი.-ჩაილაპარაკა ლილიმ.-ვფიქრობ მდგომარეობა საგაგნგაშო არ არის.მთავარია დავადგინოთ წამალი ,რამდენ ხანს იმოქმედებს.
-ეს წამალი, დათვს ორი საათით აძინებს და ადამიანს არ ვიცი, ალბათ რვა საათს ეყოფა.-თქვა კოსტამ.
-ისიც გაითვალისწინე,რომ ის ჩვეულებრივი ადამიანი არ არის,მანიაკია.-ჩაისისინა ესმამ და მიუხედავად იმისა,რომ დანტეს ასე მოექცა მის მიმართ ბრაზი მაინც ვერ დაიცხრო.
-არაფერი არაა იმაზე უფრო სახიფათო,ვიდრე შურისმაძიებელი ქალი.-ჩაიცინა კოსტამ.
-მოკეტე!-მხარი გაჰკრა ლილიმ.
-და ყველა ქალში ცხოვრობს ალქაჯი.-გადაუჩურჩულა კაცმა სარკაზმით.
-ეს ყველაფერი სპეციალურად მოაწყვე ,არა? იმედია ახლა კმაყოფილი ხარ!
კოსტამ მხრები აიჩეჩა და უხერხულობისგან ცოტა დაიბნა,თუმცა სწრაფად მოარიდა ლილის თვალი და გარეთ გავარდა.

ცოტა ხანში ყველა თავის საქმეს შეუდგა ესმა კი, მარტო დარჩა მძინარე დანტესთან .რამდენიმე საათის შემდეგ, გოგონას შიში დატყო და ყოველ წუთას უსინჯავდა დანტეს პულსს,რომ არაფერი გამოპარვოდა.საღამო ხანს ესმას მღელვარებამ უფრო იმატა, რადგან დანტე არადა არ იღვიძებდა.
გოგონას მოეჩვენა,რომ ბიჭმა მარჯვენა ხელი გაამოძრავა,რომელიც იატაკისკენ ჰქონდა დაშვებული.
ესმა მიუახლოვდა და მის გამხდარ მაჯას,რომელსაც სისხლძარღვები მკვეთრად აჩნდა, კიდევ ერთხელ შეეხო ფრთხილად.ბიჭს გული ნორმალურად უცემდა.ესმა დამშვიდდა და მის დივანზე მწოლიარე დანტეს დააკვირდა.გოგონას წამიერად ყველანაირი ზიზღის გრძნობა გაუქრა.აკვირდებოდა,დანტეს მუქ თმას,გამხდარ და სვირინგებით დაფარულ ხელებს,მის პირსინგებს ტუჩზე და წარბზე,ასევე კისერზე თავისი ფრჩხილებით დატოვებულ ნაკაწრებს და ფიქრობდა,რომ არ შეიძლებოდა ეს ადამიანი ისეთი საშინელი ყოფილიყო,როგორც თავს აჩენდა.
-ნუ ღელავ , ჯერ კიდევ ვსუნთქავ.-თქვა უცებ დანტემ და თვალები გაახილა.
-დიდი ხანია გღვიძავს?-ესმა შეკრთა.
-იმდენი ხანია,რომ უკვე ოთხჯერ ვიგრძენი, როგორ მისინჯავდი პულსს.-უპასუხა სიცილით მან და წამოდგომა სცადა.
-შეგეძლო აქამდე ამოგეღო ხმა.-ჩაილაპარაკა ესმამ გაღიზიანებული ხმით.
-ვცდილობდი,მაგრამ ის წამალი ამის საშუალებას არ მაძლევდა.
-ძალიან გამხდარი ხარ, საერთოდ რაიმეს ჭამ?-ჰკითხა უცებ ესმამ.
-ცოტა ხნის წინ, კინაღამ მომკალი და ახლა ჩემზე ზრუნავ?-ჰკითხა დამცინავად დანტემ.
-რა იცი, რომ ეს მე...
-რამდენიმე წუთის განმავლობაში ყველაფერი მესმოდა, სანამ მთლად გავითიშებოდი.გავიგონე,როგორ ამბობდი,რომ შემთხვევით მესროლე და ისიც გავიგე,რომ დათვის დოზა მომხვდა.-თქვა დანტემ უკმაყოფილოდ,მერე ნელა წამოდგა და კარისკენ წავიდა.
ესმა უცებ წინ გადაუდგა,გამოღებული კარი ისევ მიხურა,დანტეს თვალებში შეაჩერდა და უთხრა.
-ცოტა ხანს, კიდევ დარჩი.
-ოჰო!-წამოიძახა ბიჭმა თავდაჯერებული იერით,ხელებით კარს მიეყრდნო,ესმას ზემოდან დახედა და ჰკითხა.-ჩემს გარეშე ვეღარ ძლებ?
-ფეხზე დგომა გიჭირს,ამიტომ გითხარი.-ყალბად გაიღიმა გოგონამ და დანტეს დაჟინებულ მზერას სახე მოარიდა.
-რატომ ნევიულობ?-ტუჩის კუთხეში, ავისმომასწავებელი ღიმილი გაუკრთა დანტეს,ესმასკენ ფრთხილად დაიხარა და ისე ახლოს გაჩერდა მის ტუჩებთან,რომ მათ შორის მანძილი ერთ სანტიმეტრსაც არ შეადგენდა.
-შენს...დახმარებას ვცდილობ...-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოილაპარაკა გოგონამ და ნერწყვი ხმაურით გადააგორა გამშრალ ყელში.
-ვიცი,რომ გინდა...მაგრამ არ გაკოცებ.-დაიჩურჩულა ბიჭმა ჩახლეჩილი ხმით.
-ძალიან ცდები.-ქუთუთოები მაღლა ასწია გოგონამ და დანტეს ვნებით ანთებულ მზერას წააწყდა.
-კოცნას დამსახურება უნდა.-გაეცინა დანტეს.
-კლდის პირზე რით დავიმსახურე?-ჰკითხა გოგონამ.
-სხვანაირად თავბრუს ვერ დაგახვევდი.
-აუტანელი ხარ!
-მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მადლობას გიხდი.-ლაღად გაიღიმა უცებ ბიჭმა,ესმას სწრაფად მოშორდა,გოგონა გვერდზე გასწია და სახლიდან გავიდა.
-რისთვის?-გაუკვირდა ესმას.
-რაც აქ ვმუშაობ ,ერთხელაც არ დამისვენია , დღეს კი მთელი დღე მეძინა, თავს ახალშობილივით ვგრძნობ. მადლობა,რომ დასვენების დღე მომიწყვე.-თქვა დამცინავად ბიჭმა გაიზმორა , დაამთქნარა და წავიდა.
ესმა კი ,რომელიც ცოტა ხნის წინ სინანულში იყო, ახლა უკვე აღარ ნანობდა თავის საქციელს.
-იდიოტო!-მიაძახა გოგონამ და კარი ხმაურით მიაჯახუნა.

...
მეორე დილით, ესმა ადრე ადგა.კარგ ხასიათზე იყო,თავს შესანიშნავად გრძნობდა და უნდოდა ბევრი საქმე ეკეთებინა.
როცა სახლს ალაგებდა,ფანჯრიდან დაინახა,როგორ შევიდა დანტე ფარდულში და იქიდან კარგა ხანს არ გამოსულა.ესმა ასეთ შემთხვევას უკვე მესამეჯრე ხედავდა და ძალიან აინტერესებდა,ეს ბიჭი რას აკეთებდა ამდენ ხანს ფარდულში,მაგრამ ახლა იმდენი საქმე ჰქონდა,რომ ჯაშუშობას თავი დაანება და ისევ სახლის ლაგება განაგრძო.შემდეგ კი ეზოში შადრევნის,მარმარილოს სკულპტურის ხავსისგან და მტვრისგან გაწმენდას შეუდგა.
გოგონას უცებ რაღაც მოაგონდა და გაეღიმა,მერე სახლში შევიდა, მონეტა გამოიტანა, შადრევანთან ზურგით დადგა , თვალები დახუჭა, სურვილი ჩაიფიქრი და ისროლა,თუმცა მონეტას შადრევნამდე მიღწევა არ დასცალდა,რადგან დანტემ სწრაფი რეაქციით ჰარშივე დაიჭირა და ესმას ირონიული მზერით შეხედა.
-რას აკეთებ?!-დაუყვირა ესმამ.
-ახლა ალბათ ჩაიფიქრე, ნეტავ ვინმე სიმპათიური, თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი გამოჩნდესო, მაგრამ შადრევანს,რომ შევაკეთებ ჯობია მასში მონეტები მერე ჩაყარო.
-დამიბრუნე!-შეუბღვირა გოგონამ და ბიჭს ხელიდან მონეტა გამოჰგლიჯა.
-ისე,გირჩევდი,რომ ეს საშინელი სკულპტურა შადრევნისთვის საერთოდ მოგეშორებინა.-გაუღიმა მან.
-ეს ხელოვნების ნიმუშია!-შეეკამათა ესმა.
-არა, არა ესმერალდა!-გაეცინა დანტეს.-თუ გინდა ეს სახლი მართლა გაყიდო, ჯობია ეს საშინელი დანადგარი აქედან გააქრო.
-ეს დანადგარი კი არა, ქანდაკებაა.-უპასუხა უხეშად ესმამ.-არ მესმის რას უწუნებ?
-მე,ხელოვნების ნიმუსად ვერ აღვიქვამ ისეთ სლულპტურას,რომელში რაღაც დიდი აზრი არ დევს და კაცობრიობის პრობლემებს არ ეხმაურება.
-სამაგიეროდ ანტიკურ მითს ეხმაურება! ეს ხომ აფროდიტაა და არესი!
-საერთოდ ,იცი მათი ისტორია?
-რაღაც მსმენია.-უთხრა სარკაზმით ესმამ.
-აფროდიტა ყველას სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთად მიაჩნია, მაგრამ ის ყველას საქმეში უნებართვოდ ერეოდა და ადამიანებს თავისუფალი არჩევანის უფლებას არ უტოვებდა.არესი კი ომის ღმერთი იყო და ადამიანებს შორის ყოველთვის შუღლს აგდებდა.ისინი ზუსტად ერთმანეთის შესაფერისები იყვნენ.-თქვა დანტემ, მერე ესმას გახედა და დაამატა.-სხვათაშორის აფროდიტას გამსგავსებ.
-მასსავით ლამაზი ვარ?
-მასსავით ერევი სხვის საქმეში,ნამდვილი სასჯელი ხარ.-უპასუხა უხეშად დანტემ.
-ესეიგი აღიარებ,რომ ლამაზი ვარ.
-ჩემი ნათქვამიდან მხოლოდ ეს გაიგე? ამ წუთას სასჯელი გიწოდე.
-მაშინ თამამად შემიძლია ვთქვა,რომ შენ არესს გავხარ.
-რატომ?
-მასსავით ცივი ხარ,ბოროტი, უგრძნობი, უგულო და სასტიკი! მაგრამ არესს სუსტი წერტილიც აქვს.
-მაინც რა?
-ლამაზი ქალი, აფროდიტას სახით.-უთხრა ესმამ თავდაჯერებული ღიმილით.

კამათში გართულებს არც კი შეუმჩნევიათ ლილი და კოსტა,როგორ შემოვიდნენ ეზოში.ისინი მთელი ამ დროის განმავლობაში ჭიშკართან აზუტულიყვნენ და ყველაფერი ესმოდათ, რაც ეზოში ხდებოდა.
-მათ შორის ნაპერწკალია, უნდა ჩავერიო.-თქვა ჩურჩულით ლილიმ.
-მგონი დანტე მართალს ამბობს, ჩვენ ყოველთვის ვერეოდით სხვის საქმეში და ახლა დროა ადამიანებს თავისუფლება მივცეთ.ჩვენი დრო წავიდა ლილი, ჩვენ აღარ ვმართავთ სამყაროს.
-რა იყო სინდისმა შეგაწუხა?მაშინ სად იყო შენი სინდისი,დანტე ესმას კლდიდან,რომ აგდებდა?-გაეცინა ლილის.-ცოტა ბიძგს მივცემ,მათ ერთმანეთი ისედაც მოსწონთ, უბრალოდ ძალიან ჯიუტები არიან.
-მათ ერთმანეთი სძულთ.-უთხრა კოსტამ.
-სულაც არა.-თავი გააქნაია ლილიმ.
-ნუღარ მეკამათები!-შეუბღვირა კოსტამ.
-შენ კი ნუ ერევი ჩემს საქმეში!
-ლილი!
-კოსტა!
ქალმა მრისხანე მზერით აქცია ზურგი კოსტას,მეზობლებს მიუახლოვდა და მიესალმა.ლილის სიტყვა არ ჰქონდა დამტავრებული,რომ უცებ ესმას სახლის წინ,ვიჭრო ქუცაზე ვირაც საბურავების ღრჭიალით შემოვარდა,დაამუხრუჭა და გამვლელებს გამოელაპარაკა.
სტუმარს სახლის მეპატრონე აინტერესებდა და მეზობლებმაც თავაზიანად მიასწავლა მას.ესმა მაშინვე სტუმარს მიეგება .უცნობი გოგონაზე ბევრად მაღალი იყო, სპორტული აღნაგობის, ქერა თმით და თაფლისფერი თვალებით .საოცრად მომხიბვლელი ღიმილი და ფრანგული აქცენტი ჰქონდა.
აღმოჩნდა,რომ ბიჭს ლუი ერქვა,წარმოშობით ფრანგი იყო და ისიც გაირკვა,რომ ესმას სახლის ყიდვა სურდა.

გოგონა მყიდველით მაშინვე მოიხიბლა და ბიჭი ეზოში შეიპატიჟა.როცა დანტემ, ლილიმ და კოსტამ, ლუი დაინახეს მაშინვე იცნეს. ეს ის მდიდარი ტიპი იყო,რომელიც რამდენიმე თვის წინ ბარში დანტემ სცემა.
ლუიმ სამივე იცნო,მათ ყალბად გაუღიმა და მიესალმა კიდეც.დანტე ერთიანად დაიძაბა მის დანახვაზე,თუმცა თავის შეკავება როგორღაც შეძლო და სტუმარს ირონიულად ჰკითხა.
-ყბა როგორ გაქვს?
-შესანიშნავად.-უპასუხა ზიზღით ლუიმ.
ესმა ისე იყო თავისი სტუმრით მოხიბლული,რომ ცოტა გვიან შენიშნა ბიჭებს შორის არსებული დაძაბულობა და იქამდე ვერ მიხვდა ამის მიზეზს, სანამ ლილიმ ჩურჩულით არ აუხსნა ყველაფერი.
ესმა ცდილობდა არაფერი შეემჩნია, დაძაბულობის გასანეიტრალებლად მათ საუბარში ჩაერია და სტუმარი სახლის დასათვალიერებლად წაიყვანა.
ლუი სახლის პატრონით უფრო იყო დაინტერესებული, ვიდრე სახლით,ამიტომ მოლაპარაკების დაწყების ნაცვლად გოგონა სავახშმოდ დაპატიჟა, რაზეც ესმა სიამოვნებით დათანხმდა.

-გაგიჟდი?!-წამოიძახა ლილიმ, როცა სტუმარი წავიდა.-მართალია ეს ტიპი ერთ დროს მეც ძალიან მომწონდა, მაგრამ მალევე მივხვდი,რომ არარაობა იყო.
-რატომ?-გაუკვირდა ესმას.
-იმიტომ ,რომ ...-დაიბნა ლილი.
-საშიში ტიპი ჩანს.-სიტყვა შეაშველა კოსტამ.
-ჰო.-დაეთანხმა ლილი.
-რას ამბობთ,ნამდვილი თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცია.-დანტეს სიტყვებში უსაზღვრო დოზით ირონია იგრძნობოდა.
-როგორც ჩანს, აფროდიტა მონეტის გარეშეც ასრულებს სურვილებს.-თქვა ესმამ და დანტეს დამცინავად გახედა.
-ისე, ის ტიპი არც მე მომწონს და არ ვიცი რატომ.-ჩაილაპარაკა კოსტამ.
-ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდით?-გაეცინა ესმას.-მასთან ვახშმობა ბევრს არაფერს ნიშნავს.-თქვა მან და მეზობლებს გაეცალა.
-არ მივცემ უფლებას,რომ იმ ტიპს სახლი მიჰყიდოს, ან მასთან რაიმე სახის ურთიერთობა გააბას.-თქვა ლილიმ.
-მაინც რამ გაგაბრაზა?-გაეცინა კოსტას.-იმან,რომ შენს დაფაზე უცხო ფიგურა გამოჩნდა და შენს გეგმებს ჩაშლა ემუქრება?
-ჰო.-თვალები დაუბრიალა ლილიმ.
-ეგ მეც არ მომწონს.
-რას აპირებ?
-ჩემი ძალების გამოყენებას.
-მგონი ერთმანეთს გავუგეთ.-თქვა ლილიმ და კოსტას ხელი ჩამოართვა.


თავი 5
მიუხედავად მათი მონდომებისა, მეზობლებმა ესმას ვერაფრით გადააფიქრებინეს ლუისთან სავახშმოდ წასვლა.მაგრამ უფრო ცუდი ის იყო, რომ ამან სისტემატიური ხასიათი მიიღო.
ლუი, ყოველდღე აკითხავდა ესმას და ხან იახტით სასეირნოდ მიჰყავდა, ხანაც მდიდრულ რესტორანში სავახშმოდ.გოგონას მეზობლებისთვის აღარ ეცალა, ლუით იყო გატაცებული და პირზე მხოლოდ მისი სახელი ეკერა.დნატე მას თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცსაც ეძახდა, რაც ესმას ყველაზე მეტად აღიზიანებდა.

ერთ საღამოს, ლუიმ ესმა თავის იახტაზე წვეულებაზე დაპატიჟა და გოგონამაც გულმოდგინედ დაიწყო მზადება, მაგრამ მერე გაახსენდა,რომ სამზარეულოს ონკანი დილით საშინელ ხმებს გამოსცემდა, ამიტომ დანტეს დაუძახა და მისი შეკეთება სთხოვა, რადგან არ უნდოდა,რომ ადრინდელივით წყალს ყველაფერი დაეტბორა, სანამ სახლში არ იქნებოდა.
-შენ სად მიდიხარ?-დაინტერესდა დანტე.
-ლუიმ წვეულბაზე დამპატიჟა, თავის იახტაზე.-უპასუხა მხიარულად ესმამ.
-ლუის იახტა ჰყავს?-თქვა დამცინავად ბიჭმა.-მე მეგონა ტრანსპორტად თეთრ ცხენს იყენებდა.
-როგორი სარკაზმითაც არ უნდა ისაუბრო,ამით ლუის არაფერი დააკლდება, მე კი იმ წვეულებაზე მაინც წავალ.-უპასუხა ასევე დამცინავად ესმამ და თავის ოთახში ავიდა.
დანტემ უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები და საშინლად გაღიზიანებული სახით შეუდგა საქმეს.დანტეს აცოფებდა ის ფაქტი,რომ ესმას ლუის მეტი არავინ ახსოვდა.გრძნობდა ,რომ ეჭვიანობდა,მაგრამ თავის თავსაც კი არ უტყდებოდა ამაში,მის მრისხანებას კი მხოლოდ ლუის მიმართ სიძულვილს აწერდა.
საქმეში და ფიქრებში გართულმა დანტემ მექანიკურად იმოქმედა და შეკეთების ნაცვლად ჭანჭიკები მოუშვა.მერე დაფიქრდა და მიხვდა,რომ სრულიად გააზრებულად მოქმედებდა და მისი გეგმა მოეწონა კიდეც.
-აბა ვნახოთ, როგორ წახვალ წვეულებაზე, ესმერალდა!-ჩაილაპარა მან ირონიულად.
რამდენიმე წუთის შემდეგ, დანტემ ესმას დაუძახა და უთხრა,რომ ონკანი შეაკეთა და თვითონ ბარში უნდა წასულიყო,რადგან მისი ცვლა იწყებოდა.
-უკვე დაასრულე?!-ჩასძახა ესმამ ზემოდან.
-კი და აუცილებლად შეამოწმე,რომ შენს არ ყოფნაში რაიმე არ მოხდეს!-უპასუხა მშვიდი ხმით დანტემ და წავიდა.

ესმამ ისევ განაგრძო მზადება. ჩაიცვა წვეულებისთვის შერჩეული ცისფერი კაბა, წვრილი ლურჯი ქამრით და ლურჯი ქუსლიანი ფეხსაცმლით.მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, თმაც დაივარცხნა და კიბეზე დაეშვა,რომ თავისი თავი შემოსასვლელში დაკიდებულ დიდ სარკეში შეეთვალიერებინა.
გოგონა მართლაც შესანიშნავად გამოიყურებოდა.სულაც აღარ ჰგავდა ოფისში მომუშავე მოსაწყენ მდივანს,ახლა იგი ნამდვილი ქალბატონი იყო, რომელიც ადვილად დაიპყრობდა ნებისმიერის გულს, როგორც თავისი სილამაზით, ისე თავისი ჭკუითაც.
ესმა სარკეში ყურებას მორჩა,სამზარეულოში შევიდა და ონკანი მოუშვა,რომ შეემოწმებინა, მაგრამ ის მოხდა, რასაც ყველაზე ნაკლებად ელოდა.ონკანიდან უცებ შავმა წყალმა იფეთქა,რომელსაც საშინელი სუნი ასდიოდა და მისი ცისფერი კაბა, ერთ წამში გაშავდა.შავი წყალი მალევე შეწყდა,გოგონა დაიხარა,რომ ონკანი მოეკეტა, მაგრამ ახლა მილიდან სუფთა წყლის ნაკადი ამოვარდა და გოგონას კიდევ ერთხელ მოუწია, მოულოდნელი შხაპის მიღება.

ესმას ტვინი ექსტრემალურ სიტუაციებში, უფრო სწრაფად მუშაობდა და სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებდა.ამიტომ გოგონა ერთ წამში მიხვდა, თუ ვისი ნამოქმედარი იყო ეს ყველაფერი.მან ჯერ, წყლის ცენტრალური მილი გადაკეტა,მერე სახლიდან რაკეტასავით გავარდა, ეზოში მომუშავე მუშებს სწრაფად ჩაუქროლა, ხის ჭიშკარი მაგრად გაიჯახუნა და ქვაფენილზე ,უაღრესად განრისხებული სახით დაეშვა.ესმას ფეხი რამდენჯერმე გადაუბრუნდა, ამიტომ ფეხსაცმელები გაიხადა და ქუჩაში მოისროლა, შემდეგ კი ისე სწრაფად განაგრძო სიარული,რომ რამდენიმე წუთში ბარ „პოსეიდონთან“ გაჩნდა და კარი ხმაურით გააღო.
დაახლოებით,ისეთი სიტუაცია შეიქმნა,როგორც ველურ დასავლეთშია.ორი იარაღიანი ტიპი ერთმანეთს,რომ უპირისპირდა,რევოლვერებზე ხელებს,რომ ათამაშებენ და თვალებში ,რომ უყურებენ.
ხმაურზე დანტემ თავი ასწია და დაინახა,როგორ გაიყო ხალხის ნაკადი ორად, მერე კი ბარის კართან მდგარი თმაგაწეწილი გოგონა შეამჩნია ,შეურაცხადის გამომეტყველებით.
-ესმა?!-წამოიძახა გაოცებულმა დანტემ.-რას გავხარ?!
-მესამეჯერ! უკვე მესამეჯერ დავსველდი შენს გამო!-დაუყვირა განრისხებულმა ესმამ, მერე იქვე მდგარ მამაკაცს, ხელიდან ლუდის ბოთლი გამოჰგლიჯა და ბიჭს მთელი ძალით ესროლა.
დანტემ თავის დახრა მოასწრო, ბოთლი მის უკან მდგარ კარადას მოხვდა და დაიმსხვრა.
-ეს ჩემი ლუდი იყო!-დაუყვირა კაცმა.
-მე გადავიხდი.-უთხრა ესმამ და ახლა მეორე მამაკაცს გამოსტაცა ხელიდან ლუდის ბოთლი და ისევ დანტეს ესროლა. ბიჭმაც ოსტატურად აიცილა იგი.
-ჯერ ნავსადგურში ჩამაგდე ზღვაში, მერე კლდიდად გადამაგდე, ახლა კი ონკანი!-ყვიროდა ესმა და ბოთლებს და ჭიქებს დანტეს მისამართით ისროდა.
-ნავსადგურში თვითონ გადავარდი წყალში!-დაუძახა დახლს ამოფარებულმა დანტემ.
-შეგეძლო დამხმარებოდი!
-ხელში სასმელებით სავსე ყუთი მეჭირა, იცი მაინც რა ღირს თითო ბოთლი?
-ჩემს ძვირადღირებულ , "ზარას" კაბაზე რას იტყვი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ცისფერი იყო?!-დაუყვირა ესმამ და ვისკის ჭიქა ესროლა.
ბროლის ჭიქა კარადას მოხვდა, დაიმსხვრა და ერთ-ერთი ნამსხვრევი დანტეს ხელში ჩაერჭო.
ბიჭმა ნატეხი ამოიღო და სისხლით დასვრილი ხელი,რომ დაინახა განრისხებულმა თავი ვეღარ შეიკავა , წამოდგა და ესმას აბსენტის ბოთლი ესროლა.გოგონამ თავი დახარა და ბოთლი კარს მოხვდა.ესმა გაოგნებული იყო, არ ეგონა თუ დანტე ამას გააკეთებდა, მაგრამ პასუხგაუცემელი არ დაუტოვებია.
მათი ბრძოლა კიდევ, რამდენიმე წუთს გარგრძელდა. ბარში ნამდვილი ქაოსი დატრიალდა, ბოთლები და ჭიქები ჰაერში ფრიალებდნენ,იატაკზეც უამრავი ნამსხვრევი ეყარა.ხალხი კვლავ ორად იყო გაყოფილი და უბრალოდ ვერავინ ახერხებდა, მათ ომში ჩარევას. ვერც ლილი და კოსტა, რომლებიც იქვე იყვნენ და მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. ერთ-ერთმა კლიენტმა მოიფიქრა,რომ პოლიცია გამოეძახა და ეს ომიც დასრულდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ დანტემ და ესმამ ,გვერდი-გვერდ საკნებში ამოჰყვეს თავი და მთელი ღამე კამათობდნე იმაზე, თუ ვინ იყო დამნაშავე ამ ყველაფერში.გამომდინარე იქიდან,რომ ბარის მეპატრონემ,ანუ კოსტამ საჩივარი არ შეიტანა და ბრძოლის დროს, არც არავინ დაშავებულა, აუტანელი მეზობლები ციხიდან გაანთავისუფლეს.
-ორივენი გიჟები ხართ, თქვენი ჩხუბის გამო მთელი ღამე არ მიძინია. ბარის მეპატრონეს ყველაფერს აუნაზღაურებთ, ახლა კი გაქრით აქედან, სანამ არ გადამიფიქრებია!-უთხრა პოლიციის ოფიცერმა მათ და განყოფილებიდან გამოყარა ორივე.


ივლისის ბოლო მიიწურა და აგვისტოც დადგა,ყველაზე ცხელი თვე წელიწადში.
ესმამ, მუშებს რამდენიმე დღიანი შესვენება მისცა,რადგან კუნძულზე საზაფხულო დღესასწაული ახლოვდებოდა და ბიჭებს დასვენება ნამდვილად სჭირდებოდათ.
გოგონა დანტეს მაქსიმალურად არიდებდა თავს,მის სახელს საერთოდ არ ახსენებდა და მის გვერდით ერთ წამსაც არ ჩერდებოდა.ამ დღესასწაულმაც სულზე მოუსწრო და ძალიან უხაროდა,რომ ეს რამდენიმე დღე დანტეს არ ნახავდა.
-აბა,კალოკაირის დღესასწაულზე ხომ წამოხვალ?-ჰკითხა მხიარულად ლილიმ,როცა ესმას ცივ ყავას უმზადებდა.
-შემახსენე ერთი რა დღესასწაულია?-კითხვა შეუბრუნა გოგონამ.
-ეს, ძველი წარმართული ტრადიციის გადმონაშთია.ადრე ამ დღეს ნაყოფიერების ქალღმერთის პატივსაცემად მართავდნენ და თეთრ ტანსაცმელს იცვამდნენ,თავზე ყვავილების გვირგვინებს იკეთებდნენ,უზარმაზარ კოცონს ანთებდნენ და მთელ ღამეს ცეკვაში ათენებდნენ.მოკლედ,ერთი სიტყვით აგრარული მისტერიებია.-აუხსნა ლილიმ.
-საინტერესოდ ჟღერს.-ჩაიცინა ესმამ.
-დღესასწაული ხვალ არის.საღამოს გამოგივლი და მეზობელ ქუჩაზე მდებარე პარკში წავალთ.მთელი ქუჩა იქ იქნება,კიდევ გასართობი ატრაქციონებიც მოეწყობა და ჰო,არ დაგავიწყდეს,აუცილებლად თეთრი სამოსი უნდა გეცვას,ეს ტრადიციაა.
-ლუიც მოდის.-თქვა უცებ ესმამ.
-რა?-თვალები გაუფარდოვდა ლილის.
-ახლა მივწერე და დამთანხმდა.
-რატომ დაპატიჟე?
-კარგი რა ლილი, რატომ ვერ იტან ლუის ასე?
-უბრალოდ,ის ... ცუდი ადამიანია.
-საიდან მოიტანე?
-ფსიქოლოგი ვარ და ადამიანებში კარგად ვერკვევი.
-ლუი ჩემთან ერთად იქნება და არა შენთან.-ჩაილაპარაკა ესმამ,ტელეფონის ეკრანს დააშტერდა და კიდევ ერთი შეტყობინება გაგზავნა.

მეორე საღამოს, ესმა თეთრი კაბაში გამოეწყო და ლილისთან ერთად პარკში წავიდა.იქაურობა ხალხით იყო სავსე.ახალგაზრდა წყვილები, ბავშვები,მოხუცები.ყველას აქ მოეყარა თავი.ყველგან ღვინის ბოთლები გაეხსნათ და ყველგან ყურძნის მტევნებს,ზეთის ხილს,ვაშლს და ატმებს შეამჩნევდით,რადგან ზაფხულის ხილით,დღესასწაულის ორგანიზატორებს პარკში განთავსებული მაგიდები გაევსოთ.მთელი პარკი ფერადი ნათურებით გაენათებინათ და ატრაქციონებიც აემუშავებინათ.პარკის ცენტრში კი პატარა მოედანზე,გრანდიოზული კოცონისთვის ადგილი მზადდებოდა.

ლილი უცებ სადღაც გაქრა და რამდენიმე წამში მინდვრის ყვავილების გვირგვინებით დაბრუნდა.ერთი ესმას მისცა,მეორე კი თვითონ დაიხურა და ხალხში გაერია.
-დალიე.-უთხრა ლილიმ და ესმას ღვინით სავსე ჭიქა მიაწოდა.
-არა,გმადლობ.-ცხვირი აიბზუა ესმამ.-ბოლოს,რომ დავლიე ადამიანს აღარ ვგავდი.
-მერე,შენც შიგნით ნუ იბანავებ,ცოტა დალიე.-გაეცინა ლილის.
ესმამ გარემო დაათვალიერა და ყველაფერს ინტერესით აკვირდებოდა,თუმცა უცებ ნაცნობ ლურჯ თვალებს წააწყდა და მთელს სხეულში გააჟრჟოლა.
დანტე კოსტასთან ერთად მოშორებით იდგა და ესმას თვალს არ აშორებდა.თეთრი პერანგი ეცვა და შავი ჯინსი.
"ეს რაღაც ახალია,დანტე თეთრ სამოსში?"-გაიფიქრა ესმამ,თუმცა ბიჭის მზერისგან გამოწვეული, საშინელი დაძაბულობა იგრძნო.მაშინვე მიუბრუნდა ლილის, სასმელი ხელიდან გამოსტაცა და ერთიანად დალია.
-ასე თუ გააგრძელებ,მალე გალოთდები.-გადაიკისკისა ლილიმ.
-იმედია.
-სხვათაშორის,მაგ გვირგვინს, თუ ამაღამ საწოლთან დაიდებ შენი მომავალი საქმრო დაგესიზმრება.
-რა სისულელეა!-გაეცინა ესმას.
-აი,ერთი პოტენციური საქმროც.-ჩაილაპარაკა ლილიმ და მათკენ მომავალ ლუის გახედა.
-გამარჯობათ,მშვენიერო ქალბატონებო!-გაისმა ფრანგული აქცენტი და ლუიც გამოჩნდა.გოგონებთან მივიდა,ორივეს ხელზე ეამბორა და კომპლიმენტებით აავსო.
ლილიმ მაშინვე რაღაც მოიმიზეზა და წყვილს მოშორდა,ლუიმ კი ქერა თმაზე ხელი ამაყად გადაისვა და ესმასთან ფლირტი განაგრძო.
მალე ირინა და მარიაც გამოჩნდნენ.გოგონებს დანარჩენებივით თეთრი კაბები ეცვათ,რომელიც გრძელ ფეხებს ძლივს უფარავდათ,თავზე უზარმაზარი გვირგვინები დაედგათ და კასტორს და პერიკლის ეშმაკურად უღიმოდნენ.თუმცა ირინამ, რამდენიმე ჭიქის დალევის შემდეგ დანტესკენ გაიწია და ბიჭიც სულელურ საუბარში მხიარულად აჰყვა.

-რა სჭირს ამ ხალხს?-ბუზღუნებდა ლილი.
-ისე არ გამოდის,როგორც გინდოდა?-ჰკითხა ირონიით კოსტამ.
-შეხედე,ესმა ლუისთან ერთად ცეკვავს,დანტე კი ირინას არ შორდება! არადა მახსოვს ამ გოგოს ვერ იტანდა.-ლილი არ ცხრებოდა.
-იქნებ, მათ თავი დავანებოთ და ჩვენს ცხოვრებას მივხედოთ?-კოსტას ყავისფერი თვალები უცნაურად აუელავრდა.ლილი მის სახეს დააკვირდა და ნაღვლიანად უთხრა.
-მენატრები კონსტანტინე,მაგრამ...
-ყოველთვის არსებობს "მაგრამ".-შეაწყვეტინა კოსტამ უკმაყოფილოდ.
უცებ ესმას კისკისის ხმა გაისმა და ყველამ მისკენ გაიხედა.აშკარა იყო,რომ გოგონას უკვე ბევრი დაელია და ახლა თითის დაქნევაზეც კი ეცინებოდა,თან ფეხზეც ძლივს იდგა და ლუის მკლავს ეყრდნობოდა.
დანტემ გესლიანი მზერა მიაპყრო წყვილს და გულზე ეჭვიანობის მძიმე მარწუხების მოჭერა იგრძნო.დანტეს ეს აღარ გაჰკვირვებია,რადგან ზუსტად იცოდა ასე თავს რატომაც გრძნობდა.ბიჭს ისეთი მძაფრი მრისხანების შეგრძნება დაეუფლა,რომ ეგონა ეს გრძნობა,მალე გაგუდავდა და ცდილობდა ღრმად ესუნთქა.

ამასობაში კოცონის ანთების დროც მოვიდა და ყველა პარკის პატარა მოედანზე შეიკრიბა.ანტიკურ სამოსში გამოწყობილმა ახლაგაზრდა წყვილმა,ჩირაღდნები გამოიტანეს და კოცონი ააგიზგიზეს,მერე ანტიკური საკრავების: ფლეიტის,ქნარის და არფის ხმაც გაისმა,იქვე მდგომმა ადამიანებმა, ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და კოცონის ირგვლივ წრიულად ცეკვა დაიწყეს.ამ წრეში მეზობლებიც მოჰყვნენ.კოსტას ლილისთვის ჩაეკიდა ხელი,მათ გვერდით მარიაც იყო,მოშორებით კი ესმა და ლუი.დანტე ცალკე იდგა, შობის მოძულე გრინჩივით და ესმას დაბღვერილი სახით მიშტერებოდა.

გოგონას ფეხზე დგომა უჭირდა,მაგრამ მაინც ცეკვავდა.წრეზე დანრჩენებთან ერთად ტრიალებდა და სიცილისგან სუნთქვა ეკვროდა.დანტეს მის სიცილზე ეღიმებოდა.ისეთი შეგრძნება ჰქონდა,რომ ირგვლივ ყველა გაქრა და ახლა კოცონთან მხოლოდ ესმა ცეკვავდა.პატარა ნიმფას ჰგავდა,ცეცხლის ალზე მისი თმა კიდევ უფრო წითელი ჩანდა,თვალები მუქი ზურმუხტისფერი ჰქონდა,ლოყები ასწითლებოდა და მის გულღია სიცილში საოცარი სიმშვიდე იგრძნობოდა.დანტეს ძალიან უნდოდა,ახლა ესმასთან მისულიყო, ხელი მაგრად მოეხვია და აღარასდროს გაეშვა,მაგრამ თითქოს რაღაც აკავებდა,რომ ეს არ გაეკეთებინა.
ლუი ესმას გვერდიდან არ შორდებოდა,სულ იმის მიზეზს ეძებდა,რომ რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო გოგონასთან.რამდენჯერმე მისი კოცნაც სცადა,მაგრამ ესმა სულ რაღაცას იმიზეზებდა.გოგონას ლუი მოსწონდა,ძალიან მოსწონდა,მაგრამ არ შეეძლო მისთვის ეკოცნა,როცა დანტე იქვე იყო.თავისი საქციელიც კი უკვირდა და ვერ ხვდებოდა ასე,რატომ იქცეოდა,ამიტომ ყველაფერს სასმელს აბრალებდა და თავს ამით იმშვიდებდა.

მუსიკა დასრულდა და ცეკვაც შეწყდა,ყველამ ტაში დაუკრა.ესმა მაგიდისკენ გაემართა და კიდევ ერთი ჭიქა აიღო.
-მგონი გაჩერების დროა.-თავზე წამოადგა დანტემ.
-შემეშვი და შენს გოგოს მიხედე.-უპასუხა უხეშად ესმამ.
-ეჭვიანობ?-ჩაიცინა დანტემ.
-რატომ უნდა ვიეჭვიანო?-წარბი შეკრა ესმამ და ღვინო მოსვა.
უცებ,ლუი გამოჩნდა,ესმას წელზე ხელი მოხვია და მაგრად დაიჭირა,რომ არ დაცემულიყო.
დანტეს მთელი სხეული დაეძაბა.დიდი სიამოვნებით,გაუტეხდა ცხვირს ახლა ლუის,მაგრამ თავი შეიკავა და ესმას უთხრა.
-მივდივარ და ჯობია შენც წამოხვიდე,სახლამდე მიგაცილებ.
-საჭირო არ არის, მე თვითონ მივაცილებ.-ჩაისისინა ლუიმ.
-მოკეტე ლუი.-შეუიღრინა დანტემ და ესმას ხელში მოქაჩა.
-შენ თვითონ მოკეტე!-ხმას აუწია ლუიმ და ახლა მან მოქაჩა ხელში ესმას.
-ჯობია წახვიდე.-დანტე ესმას არ თმობდა.
-თვითონ წადი.
გოგონას უნდოდა ხმა ამოეღო,მაგრამ უცებ საშინელი გულის რევა იგრძნო,დაიხარა და ლუის ფეხსაცმელებზე აღებინა.
-ჯანდაბა!-წამოიძახა ბიჭმა ზიზღით და უკან დაიხია.
-ჯობია, შენს ფეხსაცმელებს მიხედო.-კბილებში გამოსცრა დანტემ,მერე ესმას ხელი ჩაავლო და პარკის გასასვლელისკენ გაემართა.

გოგონას თავბრუ ესხმოდა,გულის რევას ისევ გრძნობდა და სიარულიც უჭირდა.დანტემ ესმა ხელში აიყვანა და გზა განაგრძო.გოგონამ ბიჭს ხელები კისერზე მოხვია,თავი მკერდზე მიადო და აღიღინდა.დანტეს კი მის სიმღერაზე თავს ვერ იკავებდა და დროდადრო ღიმილი გადაურბენდა ხოლმე ბაგეზე.
რამდენიმე წუთის შემდეგ, ესმა უკვე თავის ოთახში იყო და საწოლს ეძებდა.დანტემ ყვავილების გვირგვინი თავიდან მოაძრო და საწოლის თავთან მდგარ ტუმბოზე დადო.მერე გოგონა საწოლში ჩააწვინა და პლედი დაახურა.
-კარგად ხარ?-ჰკითხა ბიჭმა.
-კი.-წაილუღლუღა ესმამ.
-რამე ხომ არ გინდა?
-არა.-ისევ მოკლედ უპასუხა გოგონამ.
-მაშინ წავალ.
-დარჩი.-უთხრა ესმამ და ბიჭს მაჯაზე ძლიერად მოუჭირა ხელი.
-არა მგონია,ეს კარგი აზრი იყოს.-თქვა მან.
-მარტო დაძინების მეშინია.-უპასუხა ესმამ.
დანტე საწოლზე ჩამოჯდა.ესმამ ხელი მოხვია და მკერდზე თავი დაადო.ბიჭმა ღრმად ამოისუნთქა და ესმას მოწითალო ფერის თმაზე ხელი ჩამოსუვა.
-ცხოვრებაში,აღარასდროს დავლევ.-წაილუღლუღა ესმამ.
-ყველა ასე ამბობს და მერე მაინც სვამენ.
-გული გიცემს.
-ბუნებრივია.
-მე კი მეგონა, გული არ გქონდა.-თქვა ესმამ.დანტეს გაეცინა და პასუხის გაცემას აპირებდა,თუმცა შეამჩნია,რომ გოგონას უკვე ჩასძინებოდა.

...
ესმა გარბოდა.მწვანე ბალახებში ეფლობოდა,მაგრამ მაინც წინ მიიწევდა.ისევ თეთრი კაბა ეცვა,რომლის ბოლოც ხელით ეჭირა და უკან მოუხედავად გარბოდა.გოგონა უზარზმაზარი სასახლის კიბეებთან შეჩერდა.კიბის თავში ლუი იდგა და მისკენ ხელს იშვერდა.ესმას თვალები გაუბრწყინდა და სწრაფი ნაბიჯით კიბეებს აჰყვა,მაგრამ უკნიდან ვიღაცის ძახილი მოესმა,შემობრუნდა და ქვემოთ დანტე დაინახა.მასაც ხელი მისკენ გამოეშვირა და ესმას იხმობდა.

გოგონა გაუგებრობაში იყო.არ იცოდა რომლისკენ წასულიყო.რამდენიმე დღის წინ გადაწყვეტილებას დაუფიქრებლად მიიღებდა,მაგრამ ახლა ყველაფერი სულ სხვანაირად იყო.ესმას ძალიან გაუხარდა,როცა გამოეღვიძა და ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი აღმოჩნდა.დანტე წასული იყო,მზეც უკვე ამოსვლას იწყებდა.
გოგონამ ნაღვლიანად ამოიოხრა,ტუმბოზე დადებულ გვირგვინს გახედა და ლილის სიტყვები,რომ გაახსენდა საქმროს დასიზმრებასთან დაავშირებით,სიცილი აუვარდა.



თავი 6
ივლისის მიწურულს ცოტა აგრილდა და რამდენიმე წვიმიანი დღე ერთმანეთს გადაება,რის გამოც სარემონტო სამუშაოები ცოტა ხნით შეფეხრდა.თუმცა ესმა უკმაყოფილო არ იყო.
მთელი ამ დროის განმავლობაში, ბიჭებმა ბევრი რამის გაკეთება მოასწრეს.წყლის გაყვანილობის პრობლემები მოგვარდა,სახურავის შეკეთება დასრულდა, კედლებიდან ბზარებიც გაქრა და სახლი ისე საშინლად, ნამდვილად აღარ გამოიყურებოდა,როგორც ადრე.როცა წვიმები შეწყდა ბიჭები, ისევ შეუდგნენ მუაშაობას და სახლის თეთრად შეღებვა დაიწყეს.

ერთ დღეს,როცა ლუიმ კვლავ მოაკითხა ესმას, ლოდინი დიდხანს მოუხდა, რადგან გოგონა არსად ჩანდა.დანტე ზევით ავიდა,რომ ესმასთვის დაეძახა ,მაგრამ აღმოჩნდა,რომ მას საშხაპის კარი ჩაჰკეტვია და ამიტომაც აგვიანებდა.დანტემ ჯერ ბევრი იცინა ამ ამბავზე, მერე კი უთხრა.
-თუ გინდა სააბაზანოში შემოვალ და კარს გაგიღებ.
-არავითარ შემთხვევაში!-დაუყვირა ესმამ.
-აბა,მანდ იჯექი და შენი პრინცი სხვასთან გაერთობა.
-ჯანდაბა! კარგი,შემოდი... ოღონდ თვალებზე ხელი აიფარე.-უთხრა, რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ ესმამ.
-უკეთესი იდეა მაქვს!-დაუძახა დანტემ.-ქვემოთ შენი რაინდი გელოდება, ვეტყვი რაც დაგემართა და დარწმუნებული ვარ, მაშინვე გამოქანდება მშვენიერი პრინცესას გადასარჩენად.
-არა, არ გაბედო!-დაუყვირა ესმამ, მაგრამ მის სიტყვებს უკვე აზრი აღარ ჰქონდა, რადგან დანტე სწრაფად დაეშვა კიბეებზე და „რაინდს“ დასახმარებლად უხმო.
ლუი მაშინვე გაიქცა ესმას გადასარჩენად.გოგონა იხვეწებოდა,რომ შიგნით არ შესულიყო,მაგრამ ლუის მისი სიტყვებისთვის აღარ მოუსმენია, სწრაფად შეიჭრა სააბაზანოში, საშხაპის კარი გახსნა და იქედან ,აბრეშუმის ხალათში გამოწყობილი ესმა გამოიყვანა.
-შენ რა,ხალათით ბანაობდი?-გაეცინა კარებს მიყრდნობილ დანტეს.
-არა,უბრალოდ ბანაობა,რომ დავასრულე შევნიშნე,რომ ონკანი მოშვებული დამრჩა , მის დასაკეტად მივბრუნდი და უცებ კარი ჩაიკეტა.-თავი გაიმართლა ესმამ, მერე ბიჭები გარეთ გაისტუმრა და სასეირნოდ წასასვლელად მოემზადა.
როცა გოგონა ქვემოთ ჩავიდა, ლუიმ კომპლიმენტებით აავსო და თავის მანქანისკენ გაუძღვა, მაგრამ ესმა შეჩერდა თითქოს, რაღაც დაავიწყდაო და ისევ სახლის ეზოში შებრუნდა.გოგონა ჩქარი ნაბიჯით მივიდა, სახლის კუთხეში მარტო მდგარ დანტესთან, ხელი ძლიერად ჰკრა,კედელზე მიანარცხა და განრისხებული სახით უთხრა.
-ახლა კმაყოფილი ხარ? მოგეწონა უხერხულ სიტუაციაში,რომ ჩამაგდე მისი თანდასწრებით?!
-უხერხულ სიტუაციაში?-იკითხა დამცინავი ღიმილით დანტემ.-შიშველი ხომ არ იყავი? ხალათი გეცვა და თან იმაზე დათანხმდი,რომ სააბაზანოში მე შემოვსულიყავი.გამოდის,რომ ჩემს წინაშე თავს უხერხულად არ იგრძნობდი, მის წინაშე კი პირიქით?
-ჰო, ასეა!
-რატომ?-გაუკვირდა დანტეს.- მე შენი დაქალი კი არ ვარ, კაცი ვარ და ისიც კაცია...ყოველ შემთხვევაში, საბუთებში ასე უწერია.
-მაგრამ მე ის მომწონს, შენ კი... არ მომწონხარ.-კბილებში გამოსცრა ესმამ.
-ახლა ყველაფერი გასაგებია, ის ხომ შენი თეთრ ცხენზე ამხედრებული...
-თუ არ გინდა კბილებში მოგხვდეს, ეს სიტყვები აღარასდროს გაიმეორო.-უთხრა ბრაზით გოგონამ და წავიდა.
ორი წამის წინ მქონე მშვიდი და ირონიული გამომეტყველება მაშინვე შეეცვალა დანტეს.მრისხანებით ანთებული მზერა გააყოლა ლუის მანქანისკენ მიმავალ ესმას და ზიზღით ჰკრა წიხლი იქვე დადგმულ საღებავის ცარიელ ქილას.
-აშკარად განერვიულებულია.-მოესმა უცებ დანტეს ნაცნობი ხმა, გაიხედა და ხეს მიყრდნობილი ლილი დაინახა.
-როდის მოხვედი?
-ცოტა ხნის წინ, მაგრამ შენ და ესმა ისე იყავით გართული კამათში,რომ ვერც კი შემამჩნიეთ.
-ჰო, ნამდვილად.
-ცუდი მსახიობი ხარ.-უთხრა სიცილით ლილიმ.-შენი გრძნობები ადვილად შესამჩნევია.
-რა გრძნობები? რა სისულელეს ამბობ?!-მიუგო უხეშად დანტემ.
-ნუ მიყვირი!-შეეპასუხა ლილიმ.
-მართლა ასე შესამჩნევია?-დაინტერესდა დანტე.
-არა, ეს უბრალოდ გასაბრაზებლად გითხარი, თავს კარგად აკონტროლებ,თუმცა ზედმეტსაც ნუ ეცდები.
-კარგი.-გაეცინა დანტეს.-ბოდიში,რომ გიყვირე.
-არ გიყვირია, ესეც გასაბრაზებლად გითხარი.-უპასუხა ღიმილით ლილიმ.

...
მეორე დღეს,მუშებს დასვენების დღე ჰქონდათ,ესმა კი სახლში უსაქმურად იჯდა,ამიტომ დიდი სიამოვნებით დათანხმდა ლილის სანაპიროზე წასვლაზე.
გზაში გოგონებს კოსტა წამოეწია თავისი მანქანით,რომელიც ასევე სანაპიროსკენ მიემართებოდა,გვერდით კი დანტე უჯდა.გოგონებმა თავაზიანად თქვეს, მათთან ერთად წასვლაზე უარი და გზა ფეხით განაგრძეს.იქ მისულებს ბიჭები უკვე სანაპიროზე დახვდათ.კოსტა გოგონებს თვალს არ აშორებდა, დანტე კი ზღვაში ნებივროვდა.ესმა უკმაყოფილო ჩანდა,ამხელა კუნძულზე ერთ ადგილსაც ვერ მოძებნიდა ისეთს, სადაც დანტე არ იქნებოდა.

ზღვის დანახვისთანავე,ლილიმ თხელი სარაფანი გადაიძრო და წყალში შევიდა.ესმა შეზლონგზე წამოწვა და გასარუჯად მზეს მიეფიცხა.რამდენიმე წამის შემდეგ, გოგონას უცნაური შეძახილები მოესმა და თავი,რომ წამოსწია საოცარი სანახაობა იხილა.ზღვის აქაფებული ტალღებიდან გამომავალი ლილი, არაამქვეყნიურ არსებას ჰგავდა.ვარდისფერი საცურაო კოსტიუმი, მის იდეალურ სხეულს საოცრად უხდებოდა.გრძელი ოქროსფერი, სველი თმა, სპილოსძვისფერ კანზე ეკვროდა,თვალები კი საოცრად უბრწყინავდა.

ესმას მაშინვე თვალწინ წარმოუდგა ბოტიჩელის ტილო "ვენერას დაბადება".გოგონას გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა და ლილის შემხედვარეს,არასრულფასოვნების შგრძნება დაეუფლა.ამ სანახაობას კოსტა გაბადრული სახით შესცქეროდა და წარსულის ტკბილი მოგონებები მის ტვინში ქაოტურად ირეოდა.
ლილი,ესმას მიუახლოვდა,მის გვერდით შეზლონგზე წამოწვა და მზეს მიეფიცხა.
-ეს რა იყო?-ჰკითხა სიცილით ესმამ.
-რა?-გაუკვირდა ქალს.
-გოგო ვარ და შენს დანახვაზე არც კი ვიცი რა დამემართა.წარმომიდგენია აქ მყოფი კაცები ,როგორ გააგიჟე.
ლილიმ ხმამაღლა გადაიკისკისა და სათვალე შეისწორა.როცა დანტე წყლიდან ამოვიდა და სანაპიროსკენ გამოემართა, ლილიმ სათვალე ჩამოსწია, ბიჭის გამხდარ მაგრამ სპორტულ სხეულს ხარბად შეხედა , მერე ეშმაკურად გაიღიმა და ესმას უთხრა.
-ნადვილი აპოლონ როდოსელია, არა?
-ჩემი ძველი დღიურივითაა აჭრელებული.-უპასუხა გულგრილად ესმამ, თუმცა დანტესკენ თვალი მაინც გაექცა.
-მისი სვირინგები არ მოგწონს?-გაუკვირდა ლილის.-მე კი ვიქრობ,რომ ძალიან მიმზიდველია.
-რატომ ვსაუბრობთ სულ დანტეზე?-ჰკითხა უცებ ესმამ.-შენზე და კოსტაზე რა მეტყვი?
-რა?-დაიბნა ქალი.
-ძალიან დაკვირვებული ვარ და ვამჩნევ ერთმანეთს,როგორც უყურებთ.ხან კამათობთ, ხან კი ისე ჩურჩულებთ თითქოს, რაღაც საიდუმლო გაკავშირებთ.
-მე... მე...-ენა დაება ლილის,-როცა ქმარს დავშორდი და აქ ჩამოვედი...
-მოიცა, მოიცა,-შეაწყვეტინა ესმამ,-ქმარი გყავდა?
-ჰო,და ის ჩემს მშობლებს უფრო მოსწონდათ, ვიდრე მე.მძიმე ხასიათი ჰქონდა და ერთმანეთს ვერ ვეწყობოდით.ამიტომ დავშორდით და მე აქ ჩამოვედი.მერე კოსტა გამოჩნდა, არანორმალურად მიმზიდველი და მხიარული.ერთმანეთი სიგიჟემდე შეგვიყვარდა, მაგრამ ჩვენ სამყაროზე განსხვავებული შეხედულებები გვაქვს და ერთმანეთის ჯინაზე რაღაცეების კეთება დავიწყეთ, მერე კი ჩვენს შორის ნამდვილი ომი გაჩაღდა.-დაასრულა ლილიმ.
-შენი ნათქვამიდან ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ განსხვავებული შეხედულებების გამო ერთმანეთი არ უნდა გძულდეთ.-უთხრა ესმამ.
-შენ არ გესმის,-ამოიხვნეშა ლილიმ,-მე სიყვარულის მხარეს ვარ, ის კი ომის.

ესმამ პირი გააღო,რომ ლილისთვის პასუხი გაეცა , მაგრამ უცებ მათ მეორე „აპოლონ როდოსელი“-კოსტა დაადგათ თავზე.კაცს აშკარად ეტყობოდა,რომ თავისი ძლიერი, გარუჯული და დაკუნთული სხეულით ლილის წინაშე თავს იწონებდა .ესმამ წყურვილი მოიმიზეზა და სანაპიროზე მდგარ ბუნგალოსკენ გაემართა,სასმელის საყიდლად,რომ ისინი მარტო დაეტოვებინა.
-არტემიდასავით ჯიუტი და ათენასავით ძლიერია.-ჩაილაპარაკა გაღიზიანებული ხმით ლილიმ,როცა ესმა წავიდა.
-ხოლო აფროდიტასავით ლამაზი.-დაამატა კოსტამ და ლილის გაბრწყინებული თვალები,რომ დაინახა გაეღიმა.
-კომპლიმენტებით ბევრს ვერაფერს მიაღწევ.-უთხრა ლილიმ და წარბი შეკრა,თუმცა მაინც ბედნიერი იყო,როცა კოსტასგან ასეთ სიტყვებს ისმენდა.
-შეხედე!-უთხრა კოსტამ და ლილის ბუნგალოსკენს მიუთითა,იქ დანტე და ესმა ღია ბართან ისხდნენ და რაღაცას სვამდნენ,თან ერთმანეთში მშვიდად საუბრობდნენ.
-როგორი საყვარლები არიან მაშინ,როცა მათ საქმეში არავინ ერევა.-თქვა ლილიმ.
-ჰოდა აღარ ჩავერიოთ.-უთხრა კოსტამ.
-ამას მართლა იზამ?-გაუკვირდა ლილის და ცისფერი თვალები სიხარულით აენთო.
-თუ შენც არ ჩაერევი.
-კარგი!
-კარგი!
-შევთანხმდით.-თქვა გოგონამ და კოსტას ზავის ნიშნად ხელი ჩამოართვა.

დანტემ სანაპიროზე მხიარულად მოსაუბრე წყვილს გახედა და ესმას უთხრა.
-მგონი, საერთო ენა გამონახეს.
-ჰო, ჩვენგან განსხვავებით.-ჩაილაპარაკა ესმამ.
მოულოდნელად, სანაპიროზე მოთამაშე მოზარდებმა ბურთს მაგრად დაარტყეს. ბურთი მთელი ძალით გაფრინდა და ესმას ხელზე მოხვდა .გოგონას წამიერად შეკრთა და კოქტეილიანი ჭიქა ხელიდან გაუსრიალდა,რომელიც დანტემ ჰაერშივე დაიჭირა.
-კარგად ხარ?-ჰკითხა ესმას მან.
-ჰო, არაფერია.-უპაუხა გოგონამ.
-ბურთს ვერ გადმოგვიგდებ?!-დაიყვირა ერთ-ერთმა მოზარდმა.
დანტე მათკენ შებრუნდა და მაშინვე იცნო ის თავხედი ბავშვები,რომლებიც მას და მის მეზობლებს მოსვენებას არ აძლევდნენ.
მოზარდებმაც იცნეს, "მრისხანე კუნძულის მკვიდრი" და მაშინვე უკან დაიხიეს.დანტე სწრაფად წამოდგა, ბურთი აიღო, ყველაზე წინ მდგარ მოზარდს მთელი ძალით გაუქანა და თავში გარტყა.ბიჭი ჯერ შებარბაცდა, მერე მიწაზე დაეცა,თუმცა გონს მალევე მოვიდა და იქაურობას სწრაფად გაეცალა,რომ კიდევ რაიმე არ მოხვედროდა თავში.
-დანტე... რა ჯანდაბას აკეთებ?!-გაოცებას და ბრაზს ვერ მალავდა ესმა.-ისინი, ხომ ბავშვები არიან?
-ბოროტი ბავშვები,-თქვა მშვიდი ხმით ბიჭმა,-შეიძლებოდა ჭიქა გატეხილიყო და რამე გაგეჭრა.
-ესეიგი, შენ გაქვს უფლება ხან კლდიდან გადამაგდო,ხანაც სახლში მოცეკვავე შადრევნები მომიწყო, ბავშვებს კი ბურთის გამო ასე ექცევი?!-ესმას მწვანე თვალები გაუფართოვდა და სიტყვებში ჭარბი რაოდენობით სარკაზმი გაურია.

-შენ ჩაერიე?-მიუბრუნდა უცებ ლილი კოსტას,როცა ესმას და დანტეს კამათი გაიგონა.
-გეფიცები, ამჯერად არაფერ შუაში ვარ.-ხელები ასწია კოსტამ.
ლილის აღარაფერი უთქვამს, გაბრაზებულმა აქცია ზურგი კაცს, რადგან მისი არ სჯეროდა.

...
გოგონებმა თითქმის მთელი დღე სანაპიროზე გაატარეს, მერე კი ქალაქში ფეხით გასეირნება გადაწყვიტეს.ლილი მალევე დაიღალა და მზის ჩასვლისას თავიანთ ქუჩას აუყვნენ,მერე ერთმანეთს დაემშვიდობნენ და სახლებს მიაშურეს.
ესმამ სახლში შესვლამდე საფოსტო ყუთი შეამოწმა და შიგნით ქაღალდების უზარმაზარი შეკვრა იპოვა,რომელშიც უამარავი საბუთი აღმოჩნდა.ეს მიწის შესყიდვის საბუთები იყო, ესმას ყველა მათგანზე ხელი უნდა მოეწერა ,რომ მიწა ლუისთვის გადაეცა.

-ლუიმ საბუთები გამოგიგზავნა?-იკითხა დამცინავად და ოდნავ გაღიზიანებული ხმით დანტემ,რომელსაც იმ წამს ამოევლო ქვაფენილიანი ქუჩა. მხარზე მოზრდილი ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული,იდგა და გოგონას თვალებით ჭამდა.-თვითონ რატომ არ მოვიდა? ეგ ხომ, შენთან შეხვედრის შანსს ხელიდან არასდროს უშვებს?
-მე ვთხოვე საბუთები გამოეგზავნა, მინდოდა ხელისმოწერის დროს მარტო ვყოფილიყავი.-უპასუხა ესმამ.
-რატომ? ახლა არ მითხრა,რომ აქაურობაზე გული გწყდება და არ გინდა ვინმემ ნახოს, როგორ დაღვრი ცრემლს საბუთებზე ხელისმოწერისას.-გაეცინა დანტეს, თუმცა ბრაზს ძლივს მალავდა.
-მაინც ,რა პრობლემა გაქვს?!-გაბრაზდა ესმა.
-ვერ ხვდები?!-იფეთქა დანტემ.-ძალიან სულელურად იქცევი. სინამდვილეში მოსაწყენი ცხოვრება გაქვს. ოთხ კედელში ხარ გამოკეტილი და ვიღაც მსუქანი იდიოტის ბრძანებებს ასრულებ! ბიძაშენმა სახლი დაგიტოვა, ყველაზე ლამაზ კუნძულზე მსოფლიოში და შენ აქედან გაქცევაზე ოცნებობ!
-ჩემი სამსახურის შესახებ საიდან იცი?-გაუკვირდა ესმას.
-შენზე... ცოტა ინფორმაცია მოვიძიე.-თქვა დანტემ და უხერხულად შეიშმუშნა.
-ცოტა? მე კი მგონია,რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია მოიპოვე და ვერ ვხვდები ეს,როგორ გააკეთე?
-კომპიუტერებთან ვმეგობრობ.
-კარგი, მაგრამ არავის მივცემ უფლებას სულელი მიწოდოს.
-მე ეს არ მითქვამს, გითხარი სულელურად იქცევი-თქო.
-ეგ, ერთი და იგივეა!
-არა, არ არის!
-არის!
-არ არის!

ესმამ ბიჭს ზურგი აქცია და სახლში შევარდა.დანტემ თავისი ჩანთა იქვე მიაგდო და ესმას გააფთრებული სახით უკან შეჰყვა.
-რა გინდა?-მიუბრუნდა გოგონა მეზობელს.
-ლუის სახლს არ მიჰყიდი!-მიუგო მკაცრად დანტემ.
-ამას შენ დამიშლი?-გაეცინა ესმას.-თუ იმ ფარდულზე დარდობ,ჩუქების საბუთი უკვე გავაფორმებინე ანტონის ადვოკატს.სადარდებელი არაფერი გაქვს,მიიღებ შენს ფარდულს.ვერ ვხვდები სხვა, რა ჯანდაბა გინდა?
-შენ!-ამოიოხრა დანტემ.
-რა?-ესმას აღელვებისგან თვალებში დაუბნელდა.

დანტემ გოგონასკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.ესმამ უკან დაიხია და კედელს აეკრა.ბიჭი ისე ახლოს აღმოჩნდა მასთან,რომ გოგონა მის სითბოს და გაცშირებულ,ცხელ სუნთქვას მთელს ტანზე გრძნობდა.
დანტემ კვლავინდებურად ორივე ხელი ასწია და თვითონაც კედელს მიეყრდნო,ესმას ზემოდან დახედა და თვალებში ჩააშტერდა.გოგონას წარბიც არ შეუხრია,დანტეს უყურებდა და ხმას არ იღებდა.ამ მომენტში ორივეს თავში მილიონი ფიქრი ტრიალებდა,მათ ირგვლივ სიჩუმე სუფევდა,მაგრამ მათ ქვეცნობიერში ისეთი ხმაური იყო,რომ კონცენტრაციას ვერაფერზე ვერ ახდენდნენ.
-ესმერალდა...-წამოიწყო საუბარი დანტემ,მაგრამ ხმა ჩაუწყდა.

გოგონას ისეთი გრძნობა დაეუფლა,თითქოს ვიღაც მართავდა.გრძნობებს აჰყვა და ამჯერად ინიციატივა თვითონვე გამოიჩინა.ესმამ თითს წვერებზე აიწია,დანტეს კისერზე ხელ მოჰხვია და მის ტუჩებს მისწვდა.
ბიჭს საშინელი დაძაბულობა მაშინვე მოეხსნა,ესმას ძლიერად შემოაჭდო ხელები წელზე და სხეულზე მიიკრა და სიამოვნებისგან გაგიჟებული ჩააფრინდა მის ბაგეს.
გოგონასაც მოუდუნდა ერთიანად დაძაბული სხეული და უცნაურად სასიამოვნო გრძნობა დაეუფლა,როცა დანტეს ხელების შეხება, მის სხეულზე იგრძნო.ბიჭმა ესმას მაისურში ხელები შეაცურა და უცებ ორვემ ხმამაღლა წამოიყვირა.
-რა მოხდა?-ჰკითხა დანტემ
-შენმა პირსინგმა ტუჩი გამიკაწრა.-წარბი შეკრა ესმამ.
-მე კი,შენს ლიფში თითები გამეჭედა.-გაეცინა ბიჭს.
-რა მოუხერხებელი ხარ.-დასცინა ესმამ და ისევ დაეწაფა დანტეს მხურვალე ბაგეებს.

...
მეორე დილით, დანტემ თვალები,რომ გაახილა ფანჯარასთან მდგომი ესმა დაინახა.ბიჭმა თავი წამოსწია,ესმას სხეულს თვალი ააყოლა და სუნთქვა შკრულმა ამოიოხრა.მერე წამოდგა გოგონას მიუახლოვდა და მხრებზე ხელები შემოხვია.ესმა შეკრთა და ფიქრებიდან გამოერკვა.გოგონა ლუის გამოგზავნილ საბუთებს გულმოდგინედ ათვალიერებდა და რაღაცაზე ჩაფიქრებული იყო.
-ხელის მოწერას აპირებ?-ჰკითხა დანტემ.
-ჰო.-თქვა ესმამ მკაცრი ხმით.
-მეგონა გადაიფიქრებდი.
-რატომ?
-არ მინდა,რომ წახვიდე.
-შენი არ მჯერა.-ირონიულად გაიღიმა გოგონამ.
-არ გჯერა?-თვალები დაუბრიალა ბიჭმა.-ჯამბაზს ვგავარ?
-მეფისტოფელს გავხარ.-მიხალა ესმამ.
-ეს უკვე მითხარი.
-და კიდევ გაგიმეორებ.-ჩაისისინა გოგონამ.-ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ საერთოდ არ გიცნობ და ეს მაშინებ დანტე!
-გუშინ არ გაშინებდა?
-ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა.-თავი მიაბრუნა გოგონამ.
დანტეს უცებ საშინელმა მრისხანებამ დარია ხელი.ესმას მაჯებში სწვდა, საბუთები ხელიდან გამოსტაცა,ტერასაზე გავარდა და ეზოში მოიფრიალა.თეთრი ქაღალდები ჰაერში ფიფქებივით აფარფატდა და მიწაზე ნელა დაეშვა.
-რა ჯანდაბას აკეთე?-დაუყვირა ესმამ.
-აქედან არ წახვალ!-კბილებში გამოსცრა დანტემ.
-შენ შემაჩერებ?კარგი რა, შენ მხოლოდ იმისთვის გჭირდები,რომ ის ფარდული მიიღო.მაინც რა არის მასში ასე განსაკუთრებული?დავინახე,რომ იქაურობას განსაკუთრებით ეპყრობი.
-არაფერიც არ არის.-თავი გააქნია დანტემ და გოგონას ხელი ჩასჭიდა,რომ სახლში შეეყვანა,მაგრამ ესმამ უკან დაიხია.
-აღარ გაბედო ჩემთან მოკარება! ვიცი,რომ ყველაფერი იმ ფარდულის გამოა!-გოგონა სწრაფად შებრუნდა,კიბეეზე დაეშვა და უკანა ეზოსკენ გაემართა.

დანტე უკან გაჰყვა ესმას და ცდილობდა შეჩერებინა, მაგრამ არ გამოუვიდა. გოგონა ქარიშხალივით შეიჭრა ფარდულში და თაროებზე დალაგებული ყუთების ძირს გადმოყრა დაიწყო.
-ყველაფერი ხომ ამის გამოა?! შენ მხოლოდ შენი ფარდული გადარდებს! მაინც რა არის აქ ასეთი?!ხომ გითხარი,რომ მიიღებ ამ შენს დაწყევლილ ფარდულს და რა გაწუხებს ვერ ხვდები?!-ყვიროდა გოგონა და თაროებიდან ყუთების გადმოყრას კვლავ აგრძელებდა.
უცებ ესმამ იგრძნო,რომ ფეხქვეშ იატაკი ძალიან რბილი იყო. შეჩერდა და ფეხით მიწა კარგად მოსინჯა.დანტეს სახეზე მკვდრის ფერი დაედო.
-ესმა , ჩემთან მოდი ახლავე!-დაუყვირა მან.
-რა?-გაეცინა გოგონას.-ნუ მიბრძანებ რა უნდა გავაკეთო, შენი მონა...-გოგონამ სიტყვების დასრულება ვერც კი მოასწრო, უცებ მთელი მიწა ფეხქვეშ გამოეცალა და ბნელ უფსკრულში ჩაიტანა.

დანტე,ჯერ გაოგნებუყლი გახევდა ერთ ადგილას,მერე კი გონს უცებ მოეგო სწრაფად მიირბინა ორმოსთან, ისე რომ ძირს დაყრილი სამუშაო იარაღებისთვი ყურადღებაც არც მიუქცევია, რომლებმაც ფეხები სულ დაუკაწრეს.
-ესმა!-დაიყვირა მან , მიწაზე დაწვა და უზარმაზარ ბნელ ორმოში ჩაიხედა.
ესმა ორმოში ჩაკიდებულ თოკის კიბეზე იყო ხელებით ჩაბღაუჭებული და შიშისგან ხმას ვერ იღებდა. დანტემ გოგონას ხელი მაგრად ჩასჭიდა და ორმოდან ამოათრია.ესმას სერიოზული არაფერი სჭირდა, უბრალოდ სულ მტვრით იყო დასვრილი, თან რამდენიმე ნაკაწრიც ჰქონდა და შოკში იყო მომხდარის გამო.

...
რამდენიმე წუთის შემდეგ, მიწით მოსხვრილი ესმა თავის სახლში, მისაღებ ოთახში, დივანზე იჯდა და წყალს სვამდა.მის მოპირდაპირე მხარეს, სავარძელში დანტე იჯდა, თავი დამნაშავესავით ჰქონდა დახრილი და ხმას არ იღებდა.
ესმა წამოდგა, სამზარეულოში გავიდა, იქიდან ანტონის გადანახული შოტლანდიური ვისკი გამოიტანა, ჭიქაში ჩაისხა და სულმოუთქმელად დალია.მერე კიდევ ერთი ჭიქა გაავსო ვისკით და დანტეს მიაწოდა.
-ეს გამბედაობისთვის.-უთხრა გოგონამ.
-რაში მჭირდება?-გაუკვირდა დანტეს.
-ყველაფერს მომიყვები, რაც იცი და ვფიქრობ გამბედაობა და ძალა დაგჭირდება.-უპასუხა ესმამ.
დანტეს არაფერი უთქვამს ჭიქა გამოართვა და მთლიანად გამოსცალა, მერე მართლაც მოიკრიბა ძალა და სიმართლის მოყოლა დაიწყო.
-სამი წლის წინ,მე და ჩემს ოჯახს სახლი დაგვეწვა და მასთან ერთად მანქანაც.ყველაფერი დაზღვეული იყო,მაგრამ არაფერი აგვინაზღაურეს და საერთოდ მშრალზე დაგვტოვეს.ერთი წელი ველოდით,რომ რაიმე შეიცვლებოდა,მაგრამ ტყუილად.უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა და კომპიუტერულ კომპანიაში პროგრამისტად ვმუშაობდი.როცა სახლის გარეშე დავრჩით, გადავწყვიტე შური მეძია და ასეც მოვიქეცი.
ორჯერ დამაპატიმრეს ჰაკერობისთვის, მაგრამ დამამატკიცებელი საბუთები ვერ იპოვეს და გამათავისუფლეს.მერე, კონტროლზე ამიყვანეს და დროის გასვლის შემდეგ, ჩემს მშობლიურ ქალაქს გავეცალე. აქ ჩამოვედი,რომ იმ ყველაფრისგან თავი დამეღწია.
-ჰაკერი ხარ?!-გაოცებას ვერ მალავდა ესმა.-აი თურმე,როგორ მოიპოვე ჩემს სამსახურზე ინფორმაცია და აი თურმე რას ნიშნავს შენი სიტყვები, „კომპიუტრებთან ვმეგობრობ“.მაინც რა გააფუჭე?
-რამდენიმე მდიდარი და გაბღენძილი ტიპის ანგარიში გავასუფთავე,რომლებიც სადაზღვეო კომპანიის მფლობელები იყვნენ და რომლებმაც ხალხი მოატყუეს.-უპასუხა დანტემ.
-თანხა სად წაიღე?
-მოტყუებულ კლიენტებს გადავურიცხე.
-ესეიგი, თანამედროვე რობინ ჰუდი ხარ? მწვანე კაპიუშონი არ გაწყენდა.-გაეცინა ესმას,მაგრამ უცებ რაღაც გაახსენდა და სახე შეეცვალა.-მოიცა,შენ ხარ ჰაკერი მეტსახელად „ალიგიერი“? ჩემი ბოსი შენ გაძარცვე?
-ჰო.-თქვა უკმაყოფილო სახით დანტემ.
-არ გამიკვირდება თუ მეტყვი,რომ შენი საყვარელი წიგნი დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიაა“.
-ჩემი არა, დედაჩემისაა. ეს სახელი ამიტომაც დამარქვა.-უპასუხა დანტემ.
-მადლობა უთხარი,რომ ვერგილიუსი არ დაგარქვა, დანტე აშკარად უკეთესია.-გაეცინა ესმას.-შენმა მშობლებმა იციან, რაც გააკეთე?
-ჰო, იციან და ამის გამო არ მელაპარაკებიან.თუმცა შარშან შობა მივულოცე და წერილზე მიპასუხეს,რაც იმას ნიშნავს,რომ გაბრაზება მალე გადაუვლით და შემირიგდებიან.-უპასუხა დანტემ.
-არ გამტყუვნებ, ის გააკეთე რაც უნდა გაგეკეთებინა.-უთხრა ესმამ ღიმილით.-მაგრამ ფარდული რა შუაშია?
-როცა ჩემი ქალაქიდან წამოვედი,ანგარიშიდან მთელი თანხა მოვხსენი,დიდ ჩანთაში ჩავაწყვე და აქ ისე ჩამოვიტანე.ვიცოდი ,თუ პოლიცია რამეს იეჭვებდა ,ფულის ძებნას ჩემს სახლში დაიწყებნენ, ამიტომ ბიძაშენს ყველაფერი მოვუყევი და დახმარება ვთხოვე.
-ანტონიმ იცოდა?
-კი.-თავი დაუქნია ბიჭმა.-მან უფლება მომცა, ფული მისი ფარდულის ქვეშ მდებარე სათავსოში დამემალა.მაგრამ ის მოულოდნელად გარდაიცვალა, სახლი კი მე არ მეკუთვნოდა.თანხა უნდა დამებრუნებინა და სხვა ადგილას გადამეტანა,მაგრამ თუ სხვის ეზოში დამინახავდნენ, მეზობლები აუცილებლად იჩივლებდნე, ამიტომ სახლის ახალ პატრონს დაველოდე და შენგან ფარდულის შესყიდვა მოვინდომე.სათავსოში ჩასასვლელი ფიცრებით დავფარე,რომელიც ადამიანის წონას ვერ უძლებს და ცოტა ხნის წინ, ორმოში ამიტომაც აღმოჩნდი.
-ეს ყველაფერი ,რატომ თავიდანვე არ მითხარი?-ჩაეძია ესმა.
-კარგი რა ესმერალდა, დამიჯერებდი?-გაეცინა დანტეს.-ჩამოსვლისთანავე აქაურობის გაყიდვა მოინდომე, ამიტომ გადავწყვიტე ის ფარდული შენგან გადამერჩინა.ანტონი კარგი ადამიანი იყო, ყველა არ მომცემდა მის მიწაზე მოპარული ფულის დამალვის უფლებას.სხვათაშორის, ის შენ ხშირად გახსენებდა და ძალიან ენატრებოდი.
-მე... ახლაც მენატრება ის. მართალია ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ ის არასოდეს დამავიწყდება საღეჭი რეზინი თმებში,რომ ჩავაწებე და ამის გამო თავის გადაპარსვა მოუხდა. მეგონა გამიბრაზდებოდა, მაგრამ ამაზე ბევრი იცინა.-თქვა ღიმილით ესმამ და ჩაფიქრდა.
-ვიცი ეგ ისტორია.-ჩაილაპარაკა დანტემ.
-კიდევ ერთი კითხვა მაქვს.-თავი ასწია გოგონამ.- რამდენია მოპარული თანხა?
-ამჟამად ორი მილიონია დარჩენილი.
-შენი ავანსია,ჩადენილი გმირობისთვის?
-რა თქმა უნდა არა,ვერ მოვასწარი მთელი თანხის გადარიცხვა და ამიტომაც ვმალავ.როგორც კი ამის დრო დადგება, თანხას თავიანთ ნამდვილ მფლობელებს დავუბრუნებ.
-არანორმალური ხარ,იცი?!-ჩაილაპარაკა ესმამ.
-რაიმე ახალი მითხარი.-გაეცინა დანტეს.


თავი 7
მართალია ესმა დანტეზე ძალიან გაბრაზებული იყო, მაგრამ მაინც მისცა ფარდულში მუშაობის უფლება.
ფარდულის ქვემოთ, საკმაოდ მოზრდილი სათავსო იყო,სხვადასვხა ძველებული ნივთებით სავსე.მის გვერდით კიდევ ერთი სათავსო მდებარეობდა,რომელსაც მძიმე რკინის კარი ჰქონდა.ამ ოთახში, კარადები იდგა,რომლებშიც ღვინით სავსე ბოთლები ელაგა.ეს ანტონის კოლექცია იყო.როცა მან ეს სახლი იყიდა, ამ სათვასოში ოცამდე ბოთლი თუ იქნებოდა, ახლა კი კარადები სავსე იყო ასეთი ბოთლებით,რადგან ანტონი მათ წლების განმავლობაში აგროვებდა.ალბათ ოთახს ამიტომაც ჰქონდა ასეთი მძიმე რკინის კარი, ანტონი ცდილობდა თავისი კოლექცია დაეცვა.

ესმა გაოგნებული იყო,როცა პირველად ეს ოთახი ნახა.მან არც კი იცოდა, რამდენი სახეობის ღვინო ინახებოდა მის მიწაზე, მაგრამ იმან უფრო გააოცა, რაც დანტემ უამბო.
-ამ ოთახის ცენტრში მე და ანტონიმ ორმო ამოვთხარეთ,ფული შიგნით დავმარხეთ და ზემოდან ცემენტის სქელი ფენით დავფარეთ.
-ესეიგი ფული აქ არის?-იკითხა ესმამ.
-ჰო.-თავი დაუქნია დანტემ.
-ასე,მგონია მეკობრეების დამალულ განძს ვეძებთ.

დანტეს არაფერი უთქვამს, გაეცინა და კვლავ საქმეს შეუდგა.ბიჭი ორი დღის განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობდა სათავსოში.მან ძალიან სწრაფად შეძლო ცემენტის დამტვრევა და ორმოს თავიდან გათხრა.ბიჭს ესმაც ეხმარებოდა,როგორც შეეძლო და თან უამრავ კოთხვას აყრიდა.არც ერთ მათგანს,მათ შორის არსებულ გაგუგებარ ურთიერთობაზე სიტყვა არ დასცდენია და ისე იქცეოდნენ,თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
დანტეს გამოხედვაში აშკარად სევდა იგრძნობოდა,რადგან იცოდა,რომ ესმას აქედან წასვლას ვერ გადააფიქრებინებდა.გოგონა კი ეშმაკურ მზერას აპარებდა დანტესკენ , მის სვირინგებით აჭრელებულ და მუშაობის პროცესში დაძარღვულ ხელებს თვალს ვერ აშორებდა,თან ნერწყვს ხმაურით ყალაპავდა და ცდილობდა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა,მაგრამ არ გამოსდიოდა.

ერთ დღეს,შუა მუშაობის პროცესში,მოულოდნელად ლილის წკრიალა ხმა გაისმა,რომელიც ესმას ეძახდა.გოგონა სწრაფად წამოხტა ფეხზე.არ უნდოდა მის მეზობელს ენახა ფარდულში, რაც ხდებოდა,ამიტომ სათავსოდან გამოვიდა, რკინის კარი მიხურა და უცებ დაინახა,რომ ლილიმ უკვე მის წინ იდგა.ქალი გაფართოებული თვალებით ათვალიერებდა ყველაფერს და არ იცოდა კითხვების დასმა საიდან დაეწყო.
-რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ,-დაიწყო ლილიმ,როცა მეზობელი დაინახა,-აქ რა ხდება?
-არაფერი,წყლის მილებს ვცვლით.-თქვა უცებ ესმამ.
-ცვლით?-გაუკვირდა ლილის.-დანტეც აქ არის?
-ჰო,შიგნითაა.ბევრი საქმე იყო და მაგიტომაც არ მეცალა.
-და შენ, როდის მერე ჩაერთე სარემონტო სამუშაოებში?-ლილი სიცილს ძლივს იკავებდა.
-რამდენიმე დღეა.
-რა ხდება თქვენს შორის?
-არაფერი,რა უნდა ხდებოდეს?

სწორედ ამ დროს, დანტემ ორმის თხრა დაასრულა და ისე იყო გახარებული ,რომ თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა დაიყვირა.
-ვიპოვე!
ლილი მაშინვე დაინტერესდა კარს მიღმა რა ხდებოდა.აღარ მიაქცია ყურადღება იმას,რომ ესმა გზას უღობავდა და პირდაპირ მეორე სათავსოში შევარდა. დანტემ ორმოდან მიწით მოსვრილი ჩანთა ამოათრია და გაბრწყინებული ლურჯი თვალებით გოგონებს გახედა.
-ეს რა რაის?-იკითხა ლილიმ.
-ეს...ეს...-ენა დაება დანტეს.
-საგანძურია...მეკობრეების.-უხერხულად გაიღიმა ესმამ.
-ლილი,ეს გრძელი ამბავია, სხვა დროს მოგიყვები.-უთხრა დანტემ.-ახლა დროა აქედან გავიდეთ.
-ვერსადაც ვერ წახვალთ!-გაისმა უცებ ვიღაცის გამყინავი ხმა და რკინის კარი, ხმაურით გაჯახუნდა.
-ოჰ, ასეც ვიცოდი!-წამოიძახა ესმამ, ისე რომ ახალმოსულისთვის არც შეუხედავს.-განძს ყოველთვის ეძებს ვიღაც მესამე , ბოროტი ადამიანი, ფილმებშიც ასე არ ხდება?
-შეხედე, ესმერალდა.-უთხრა დანტემ და ფანარი ახლადმოსულს მიანათა.
სათავსოს შესასვლელთან ლუი იდგა, ხელში რევოლვერი ეჭირა და ისეთი საზარელი გამომეტყველება ჰქონდა,რომ ადამიანს მხოლოდ ამითაც კი მოკლავდა.
-ლუი, ეს რაიმე ხუმრობაა?-იკითხა ესმამ.
-არა ლამაზო, ხუმრობა არ არის.მე უბრალოდ ის მჭირდება რაც მაგ ჩანთაშია.-უპასუხა ზიზღით ლუიმ.
-რატო?-გაუკვირდა ესმას.-შენ ხომ ,ისედაც მდიდარი ხარ? მგონი ეს არაფერში გჭირდება.
-ადრე მართლაც ვიყავი მდიდარი, მაგრამ ქონება წავაგე და ახლა ვცდილობ ისევ გავმდიდრდე.-უთხრა განრისხებული, შეშლილი სახით ლუიმ.
-შენი, თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი, სულაც არ ყოფილა უნაკლო. ყველა უბედურებასთან ერთად მოთამაშეა,საკუთარ თავზე შეყვარებული ნარცისია და შეშლილიც.-უთხრა დამცინავად დანტემ ესმას.
-მოკეტე და ფული მომეცი, სწრაფად !-დაუყვირა ლუიმ დანტეს და იარაღი დაუმიზნა.
-ეს ფული შენ არ გეკუთვნის, შენი წილი ხომ მიიღე, ამას ვეღარ წაიღებ.-უთხრა დანტემ მუქარით.
-ეს რას ნიშნავს?-იკითხა ესმამ,რომელიც გაოცებული იყო დანტეს და ლუის დიალოგით.
-ფული მომეცი!-დაიღრიალა ლუიმ.
დანტემ მძიმე ჩანთას ხელი დაავლო და ლუისკენ ისროლა.სანამ ბიჭს ფულის ჩანთაზე ჰქონდა ყურადღება გადატანილი,დანტე ელვის სისწრაფით მივარდა მასთან,ხელბში ეცა და იარაღის წართმევა მოინდომა.მოულოდნელად გამაყრუებელი გასროლის ხმა გაისმა და ყველა იქ მყოფმა ყურებში საშინელი წუილი იგრძნო.
ლილიმ გამწარებული ხმით წამოიკივლა და ხელები აუკანკალდა,დანტემ კი სწრაფად შეუშვა ხელი ლუის,უკან მიიხედა ესმას სისხლით შეღებილი მკლავი,რომ დაინახა გაავებული მხეცივით ამოიგმინა.
ესმამ უცებ წაიბორძიკა და მოწყვეტით დაეცა მიწაზე.ლუის დიდხანს არ უფიქრია, ჩანთას ხელი დაავლო და მხარზე გადაიკიდა,მერე ლილის სწვდა მკლავში და თავზე იარაღი მიადო .
-თუ პოლიციაში დარეკავთ, მოვკლავ!-დაიღრიალა მან ხრინწიანი ხმით,სათავსოდან სწრაფად გავარდა და კარი გარედან ჩაკეტა.
დანტე ესმასთან მივარდა, რომელიც უკვე გონს მოსულიყო და წამოდგომას ცდილობდა. ტყვიას ესმას მკლავში გაევლო.ბიჭმა პერანგი გაიხადა,გახია და გოგონას ჭრილობა მაგრად გადაუხვია,რომ სისხლდენა შეეჩერებინა.
-ჩემმა... პრინცმა მესროლა.-ასეთ სიტუაციაშიც კი სარკაზმს არ ღალატობდა ესმა.
-ღირსიც ხარ.-უთხრა ნერვიული სიცილით დანტემ.-არ მიყვარს ამის თქმა,მაგრამ ხომ გაფრთხილებდი?
-ის ფული...
-არ გინდა, მაგაზე სხვა დროს ვისაუბროთ.-შეაწყვეტინა ბიჭმა.-მოვკლავ იმ ნაბი*ვარს! სათითაოდ დავუმტვრევ ყველა ძვალს.
-მეც მოგეხმარები.-გაეციან გოგონას.
დანტემ ჯბეები მოიქექა,მაგრამ ტელეფონი თან არ ჰქონდა,მერე ესმას ჯიბეები შეამოწმა,მისი ტელეფონი აიღო თუმცა მიწის ქვეშ სიგნალი რა თქმა უნდა არ იჭერდა.
-ჯანდაბა!-დაიყვირა ბიჭმა ჩახლეჩილი ხმით,სათავსოს კარს ეცა და მუშტები დაუშინბა,თუმცა რკინას ვერაფერი დააკლო

ესმას სისხლდენა შეუჩერდა,მაგრამ მთელი ხელი გაჟრუებული ჰქონდა და საშინლად სტკიოდა.პერიოდულად თვალები ცრემლებით ევსებოდა,მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია და ტკივილს მაქსიმალურად უძლებდა.
დანტემ მძიმე რკინის კარს მუშტები იმდენი ურტყა,სანამ ხელები არ დაულურჯდა,მაგრამ კარი მაინც ვერ გახსნა,მერე განრისხებული სახით ესმას გვერდით დაჯდა და თითების ნეერვიულად მტვრევას მოჰყვა.
-დაწყნარდი ...დანტე.-უთხრა მშვიდად ესმამ.
-ამას როგორ მთხოვ?! იმ ნაძირალამ გესროლა და ლილი წაიყვანა,მე კი აქ ვზივარ და ვერაფერს ვაკეთებ!-დანტეს მრისხანებისგან თვალები ავად უელავდა.
-წესით მე უნდა ვნერვიულობდე,ამ სოროში ვარ გამოკეტილი მანიაკთან ერთად,რომელიც მრისხანების პიკზეა.-ესმა ცდილობდა ხუმრობით სიტუაცია გაენეიტრალებინა.
-გამუდმებით,მანიაკს რატომ მეძახი?!-დაინტერესდა უცებ დანტე.
-იმიტომ,რომ ზოგჯერ გიჟივით იქცევი,არავინ იცის რას მოიმოქმედებ და თან უამრავ წამალს სვამ.-უპასუხა ესმამ.
-ტაბლეტების შესახებ, საიდან იცი?
-შენს სააბაზონოში ვნახე.
-მაგიტომაც გაიქეცი, ისე სწრაფად ჩემი სახლიდან?-გაეცინა ბიჭს.
-შენთვის ეს სასაცილოა?-შეუბღვირა ესმამ.
-კარგი რა, შემომხედე ესმერალდა, შენზე უფრო გამხდარი ვარ.ის ტაბლეტები მხოლოდ ვიტამინებია,რომელიც ექიმმა გამომიწერა.
-ვიტამინები? იქ დამამშვიდებლები იყო და ტკივილგამაყუჩებლებიც.
-ჰო, იმიტომ რომ უძილობა მქონდა და შაკიკი მაწუხებდა. მაგრამ იქ მხოლოდ ერთი კოლოფი დამამშვიდებელი იყო,რომელიც ბოლომდე არც კი გამომიცლია და ერთიც ტკივილგამაყუჩებელი.დანარჩენები მხოლოდ ვიტამინები იყო, წარწერები არ წაგიკითხავს?
-ვერ მოვასწარი...
-და დაასკვენი,რომ ყველა კოლოფში დამამშვიდებელი იყო,მე კი ფსიქოპათი- მანიაკი ვიყავი,არა?-დანტე სიცილს ძლივს იკავებდა.-მაგრამ შეცდი.ისე გადავყვევი ამ ფულზე ნერვიულობას,რომ ჭამა საერთოდ მავიწყდებოდა, ამიტომაც გავხდი და ექიმმა ვიტამინები გამომიწერა.უძილობაც ამის გამო მქონდა.და ჰო, ზოგჯერ გიჟივით ვიქცევი,რადგან ასეთი ვარ,ზედმეტად ემოციური,რის გამოც თავის კონტროლი მიჭირს.
-შენზე და ლუიზე რას მეტყვი?-ესმამ უცებ საუბრის თემა შეცვალა.-რას ნიშნავდა თქვენი საუბარი?
-ამხელა ჰაკერულ თავდასხმას მარტო ვერ განვახორციელებდი.დამხმარე დამჭირდა და ლუი დავიქირავე.მას ერთი მილიონი გადავუხადე და მეგონა ყველაფერი ამით დამთავრდა, მაგრამ ლუიმ მთელი ქონება კაზინოში წააგო,მერე ამ კუნძულზე ჩამოვიდა და დამემუქრა,თუ ფულს არ მივცემდი პოლიციაში დამასმენდა.იმ დღეს ბარში, მაგიტომაც ვცემე.
-ვერ ვიჯერებ,რომ ლუი ასეთია.-ჩაილაპარაკა ესმამ ნაღვლიანი ხმით.-აქ ასე ხშირად ამიტომაც მოდიოდა,რომ შენთვის ეთვალთალა, მე კი უბრალოდ მიყენებდა.
-ჰო,და იმიტომ არ გითხარი,რომ არ დამიჯერებდი.-უპასუხა დანტემ.
-ეს ფული ამად ღირს?-თავი ასწია ესმამ და დანტეს თვალებში შეხედა.
-ეს ფული მე არ მეკუთვნის,იმ ხალხისაა,რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს და სადაზღვეო კომპანიებმა მოატყუეს.წამოსვლამდე უამრავ ოჯახს გადავურიცხე თანხა, მაგრამ კიდე ათობით ოჯახია დარჩენილი.ვაღიარებ, თავიდან ამას მარტო ჩემი ოჯახის დასახმარებლად ვაკეთებდი,მაგრამ მერე მივხვდი,რომ არავინ არ იმსახურებს სიღარიბეში ცხოვრებას,მაშინ როცა ღიპიანი ტიპები, მათ ხარჯზე მდიდრდებიან.-უთხრა დანტემ.
-ყველაფერს წარმოვიდგენდი,მაგრამ შენს ასეთ მხარეს ვერასოდეს.-გაეღიმა ესმას.-რევოლუციონერივით ლაპარაკობ.
-ბოდიში,რომ კლდიდან გადმოგაგდე.-თქვა უცებ დანტემ.
-მეც გიხდი ბოდიშს იმისთვის,რომ დათვის დასაძინებელი გესროლე.
-არა უშავს, ეს ხომ შემთხვევით მოხდა.-უთხრა დანტემ, მაგრამ ესმას დარცხვენილი სახე,რომ დაინახა იკითხა.-თუ არა?
-შენზე ძალიან ვიყავი გაბრაზებული და თავი ვერ შევიკავე.-თავი იმართლა ესმამ.
-კარგი, კარგი ესმერალდა, გასაგებია!-დაამშვიდა დანტემ.
-ესმერალდას რატომ მეძახი?-დაინტერესდა ესმა.
-ესმერალდა ესპანურად ზურმუხტს ნიშნავს, შენ კი ზურმუხტისფერი თვალები გაქვს.-უთხრა მშვიდი ხმით დანტემ და გოგონას თვალებში ჩახედა.
-ესპანური იცი?-ჰკითხა უცებ ესმამ და რამდენიმე წამის შედეგ გააცნობიერა ,რომ ეს უადგილო კითხვა იყო.-ჯანდაბა, მთელი რომანტიკა გავაფუჭე ,არა?
-ბნელ სათავსოში ვართ გამოკეტილები, მე ნერვული შეტევა მაქვს, შენ კი მხარში ხარ დაჭრილი, მგონი რომანტიკა აქ თავიდანვე არ იყო.-დაამშვიდა დანტემ.
-არც ისე ცუდი ადამიანი ხარ,როგორც წარმომედგინე.-უთხრა ესმამ.
-მგონი,ეს იმის ბრალია,რომ ერთმანეთი ცუდ სიტუაციაში გავიცანით.-თქვა დანტემ და ესმას ხელს ფრთხილად შეეხე, მერე ტუჩებთან მიიტანა, გოგონას ხელზე აკოცა და უთხრა.-როცა, სახლის გაყიდვის საბუთები ვნახე იმან გამაცოფა,რომ აქედან წახვიდოდი და ვეღარ გნახავდი.
-მივხვდი.-გაეღიმა ესმას.
-იმ დღეს, ონკანი სპეციალურად გავაფუჭე,რომ პაემანზე დაგეგვიანა.რას წარმოვიდგენდი, თუ თქვენს პაემანს სართოდ ჩავშლიდი.-თქვა სიცილით დანტემ.
-მაგასაც მივხვდი.
-ლილი მართალი იყო, ცუდი მსახიობი ვარ.-ჩაილაპარაკა ღიმილით დანტემ.

ბიჭს სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული,რომ უცებ რაღაც ხმაური შემოესმათ და მაშინვე ყვირილი დაიწყეს.ცოტა ხანში ეს ხმაური უფრო ახლოდან გაისმა, მერე კარგად ჩარაზული კარიც გაიღო და ზღურბლზე კოსტა გამოჩნდა.ფეხზე ძლივს იდგა, შუბლზე დიდი სისხლჩაქცევა ჰქონდა და თვალებსაც ძლივს ახელდა.
-რა მოგივიდა?-ჰკითხა დანტემ.
-ლილის ვეძებდი, მეგონა აქ იქნებოდა...ეზოში,რომ შემოვედი ლუი დავინახე ფარდულიდან გამოვიდა, მასთან ერთად ლილიც იყო .მივესალმე, მან კი ხელი მკრა და შუბლით ფარდულის კარს დავეჯახე, რამდენიმე წუთით გავითიშე ხოლო გონს,რომ მოვედი თქვენი ხმა გავიგონე და ხმაურს გამოვყევი.-დაასრულა კოსტამ და ღრმად ამოისუნთქა.-სარეთოდ რა ხდება აქ? ამხელა ორმო რატომ არის? ფული ამოიღე? ესმა,შენ რაღა დაგემართა?
-მან ფულის შესახებ იცოდა?-გაუკვირდა ესმას.
-ჩემი მეგობარია და ვუთხარი.-აუხსნა დანტემ.-ლილი ლუის ჰყავს, ფულიც მას აქვს და გაქცევას აპირებს.
-ლილის,რომ რაიმე დაუშაოს,ჩემი ხელით მოვკლავ.-კბილებში გამოსცრა კოსტამ.
-სად შეიძლება წასულიყო?-იკითხა დანტემ.
-თავის იახტაზე,ეგ ერთადერთია, რაც ალბათ ქონებიდან შემორჩა.-უპასუხა ესმამ.
-რა თქმა უნდა,იახტით აპირებს კუნძულიდან გაქცევას.-თქვა დანტემ და ესმას მიუბრუნდა.-შენ ხომ იმ იახტაზე ადრეც ყოფილხარ,სად დგას?
-იახტა ყურეში დგას,პატარა ნავსადგურთან.-უპასუხა ესმამ.-მეც მოვდივარ.
-არავითარ შემთხვევაში,დაჭრილი ხარ!-შეეპასუხა დანტე.-შენ საავადმყოფოში დაგტოვებთ.
-არც გაბედო! ლილი ჩემი მეგობარია და ჭრილობაც არ მაწუხებს.-დაისისინა დანტეს მზრუნველობით,განრისხებულმა ესმამ.

რამდენიმე წამით კიდევ იკამათეს,მაგრამ ბოლოს ესმამ გაიმარჯვა და ბიჭებს გაჰყვა.სამივენი სწრაფად გამოვიდნენ ფარდულიდან, კოსტას ნაქანაში ჩასხდნენ და ყურესკენ გაემართნენ.
გზაში კოსტამ მანქანა თავის ბართან შეაჩერა.შიგნით შევარდა, დახლის ქვემოდან სანადირო თოფი ამოაძვრინა და ისევ მანქანაში ჩაჯდა.
-ეს კანონიერია?-იკითხა ესმამ.
-სანადირო თიფია,გაფორმებული მაქვს.-გაეცინა კაცს.
-იქნებ ეს გამოვიყენოთ?-იკითხა ესმამ და უკანა სავარძელზე დადებულ იარაღის ქეისზე მიუთითა.
ეს ის იარაღი იყო,რომელშიც ამპულები იდებოდა და რომლის გემოც დანტეს მწარედ ახსოვდა.
-ასეთ სიტუაციაში ნადვილი იარაღი გვჭირდება.-უპასუხა კოსტამ.
ესმა არ შემცდარა.ლუი მართლა იახტით აპირებდა გაქცევას.
როცა ისინი ყურეს მიადგნენ, პატარა ნავსადგურთან იახტა დაინახეს.ლუი კი არსად ჩანდა.
-მე და კოსტა იახტაზე ავალთ, შენ აქ დარჩი.-უბრძანა დანტემ ესმას.გოგონამ გააპროტესტა,მაგრამ ბიჭების დაჟინებული თხოვნით,მანიც ნავსადგურში მოუწია დარჩენა.
დანტე და კოსტა იახტაზე აიპარნენ და გაიყვნენ.კოსტა ქვემოთ ჩავიდა, დანტე კი იახტის ზედა ნაწილს ათვალიერებდა.ქვედა სართულზე,პატარა კაიუტაში კოსტამ ლილი იპოვა,რომელიც სკამზე იყო მიბმული და პირიც აკრული ჰქონდა.
ქალს გონება დაეკარგა და თავი უღონოდ ჰქონდა დახრილი.კოსტამ სწრაფად გაათავისუფლა ლილი,მაგრამ უცებ კაიუტაში ლუი შემოვიდა და მათი შეჩერება იარაღის მუქარით სცადა.გასროლა ვერ მოხერხდა,რადგან კოსტამ სწრაფად იმოქმედა,ლუის სანადირო თოფი მოუქნია და მუცელში ჩაარტყა.ბიჭი ტკივილისგან ჩაიკეცა,კოსტამ კი გვერდი სწრაფად აუარა და ლილი ნავსადგურისკენ წაიყვანა.

ლუი ფეხზე ნელა წამოდგა და კაპიტნის კაიუტისკენ გაემართა,რომ იახტა დაეძრა.დანტემ დაინახა და მას უკან გაჰყვა. მალე ორივენი იახტის კიჩოზე აღმოჩნდნენ,სადაც ხელჩართული ბრძოლა გაიმართა მათ შორის.
ესმამ ეს ყველაფერი ნავსადგურიდან დაინახა.თავიდან დაიბნა,მაგრამ უცებ იარაღის ქეისი გაახსენდა.გოგონამ მანქანის კარი გამოაღო,ყუთიდან სწრაფად ამოიღო იარაღი,შიგნით ამპულა ჩადო,კიჩოზე მოჩხუბარ ორ სილუეტს დაუმიზნა და წამით მოიცადა.
ხელჩართული ბრძოლის დროს დანტემ ლუის ხელიდან იარაღი გააგდებინა, მაგრამ ლუიმ ხელი დაუჭირა და ისე ძლიერად ამოუტრიალა,რომ ლამის მოტეხა. დანტეს ტკივილისგან ძალა გამოეცალა და მუხლებზე დაეცა, მაგრამ ღრმად ჩაისუნთქა, ძალა ისევ მოიკრიბა, ფეხზე წამოხტა და მთელი ძალით მოქნეული მისი მუშტი, ლუის პირდაპირ ცხვირში მოხვდა.
ლუი გაბრუვდა,ცვირიდან სისხლი წასკდა და უკვე ეცემოდა,როცა ესმამ გაისროლა და დამამშვიდებელი პირდაპირ საჯდომში გაარტყა.დანტემ გაოგნებული გაიხედა ნავსადგურისკენ ,ხელები გაშალა და ესმას უკმაყოფილო სახით დაუყვირა.
-ნამდვილი სნაიპერი ხარ,მაგრამ უკვე ისედაც ეცემოდა!
-არაფრის!-მიაძახა ყალბი ღიმილით გოგონამ.

ცოტა ხანში,პოლიციის სირენების ხმა გაისიმა.აღმოჩნდა,რომ ადგილობრივებს პოლიცია გამოეძახათ.კოსტამ სწრაფად აიღო ფულით სავსე ჩანთა და მისი მანქანის საბარგულში ჩატენა,რომ პოლიციას არ ენახა.
სამართალდამცავები მალე ნასვადგურში გაჩნდნენ და საქმის გამოძიება დაიწყეს.მეზობლები ერთმანეთს შეუთანხმდნენ და პოლიციას უამბეს,რომ თითქოს ლუი ლილიზე იყო შეყვარებული, გოგომ კი უარი,რომ უთხრა ლუიმ მისი მოკვლა მოინდომა და ამიტომ მოიტაცა.
პოლიციას ზედმეტი კითხვები აღარ დაუსვამს,რადგან მომხდარი არც ლუიმ უარყო,როცა გონს მოვიდა.იგი ენას კბილს აჭერდა,თუმცა ციხიდან იმუქრებოდა,რომ თუ იქიდან არ გამოიყვანდნენ დანტეს ჩაუშვებდა.მაგრამ ლუი ასეც,რომ მოქცეულიყო დანტეს ვერაფერს დაუმტკიცებდა, რადგან ბიჭმა მეგობრების დახმარებით, მთელი თანხა დაზარალებულ ოჯახებს გადაურიცხა,თანაც ისე მალულად,რომ ეს არავის გაეგო.

ლუის მუქარა ყველაზე მეტად ლილის აღიზიანებდა, თან იმ საშინელ ადამიანზე შურისძიება სურდა, ამიტომ ციხეში ლუის ესტუმრა, ხელზე ხელი მოუჭირა, თავლებში ჩახედა და ნაზი, ხავერდოვანი ხმით უთხრა.
-დაივიწყებ ყველაფერს, რაც ფულთან არის დაკავშირებული და ჩემზე სიგიჟემდე შეყვარებული იქნები, იქამდე სანამ საკუთარ დანაშაულს არ მოინანიებ.
ალბათ გაგიკვირდებათ,როგორ შეიძლება ადამიანზე ამან გაჭრას,მაგრამ როცა საქმე თვით სილამაზის და სიყვარულის ქალღმერთთან გაქვს შეუძლებელი არაფერია.ციხეში ლილის კოსტაც თან ახლდა.კართან იდგა, სანამ ლილი ლუის ჰიპნოზს უკეთებდა.ხოლო როცა უკან ბრუნდებოდნენ მთელი გზა ხმა არც ერთს არ ამოუღია.სიჩუმე მხოლოდ მაშინ დაირღვა,როცა ისინი ესმას სახლის ეზოში შევიდნენ.

უკანა ეზოში,ზეთის ხილის ხეების ქვეშ ხალხმრავლობა იყო.მინდორში მაგიდა გაეშალათ და ყველა მას მისხდომოდა.ესმა თავს კარგად გრძნობდა,ხელი ისევ შეხვეული ჰქონდა,მაგრამ ტკივილი აღარ აწუხებდა. ბედნიერი და მხიარული ჩანდა,ისევე როგორც დანტე.კასტორი და პერიკლიც აქ იყვნენდა, ლილის მეგობრებს ირინას და მარიას გვერდიდან არ შორდებოდნენ.
ყველანი სახლის რესტავრაციის დასრულებას აღნიშნავდნენ და მხიარულობდნენ.
ესმამ ჭიშკრის ხმა,რომ გაიგონა წინა ეზოსკენ გამოემართა, მას დანტეც უკან გამოჰყვა,რადგან სურდა ესმას მარტო დალაპარაკებოდა.
გოგონა უცებ შეჩერდა,რადგან ეზოში შემომავალი ლილი და კოსტა დაინახა.წყვილს სახეზე უსიამოვნო გამომეტყველება ეტყობოდათ და გაღიზიანებულებიც ჩანდნენ.

-კაცს, თავის შეყვარება ასე არ უნდა აიძულო, ეს შემზარავი იყო.-თქვა ხმადაბლა კოსტამ.
-უთანაგრძნობ?-გაუკვირდა ლილის.-იმ ტიპის ჩემი ზვიგენებთან ჩაგდება უნდოდა.
-ეს მომაჯადოვებელი გამოხედვა, ჩემზეც ხომ არ გამოიყენე?-ჰკითხა კოსტამ.
-ჩემგან რა გინდა?-ხმას აუწია ლილიმ, რადგან კოსტა უკვე ძალიან უშლიდა ნერვებს.
-არაფერი,გარდა იმისა,რომ ისევ ძველებურად ვიყოთ.-თქვა მოუთმენლად კაცმა.
-არ ვიცი ეს, როგორ უნდა გავაკეთოთ.-ჩაილაპარაკა ლილიმ.
-ხომ დაგპირდი,რომ მოკვდავების ცხოვრებაში აღარასოდეს ჩავერეოდი.შენც ასე მოიქეცი, ჩვენი დრო მაინც წასულია, ვიცხოვროთ,როგორც ჩვეულებრივმა ადამიანებმა და...მე შევიცვლები გპირდები.-კოსტა აღელვებული ჩანდა.
-მე შენი შეცვლა არ მინდა,-შეაწყვეტინა ლილიმ,-ვიცი როგორიც ხარ, ვიცი,რომ ომის გარეშე ვერ ძლებ,მაგრამ ისიც ვიცი,რომ ნათელი მხარეც გაქვს,რომელმაც მაიძულა შემყვარებოდი.მე უბრალოდ მინდა,რომ ის ნათელი მხარე იყოს დომინანტი შენში და არა ბნელი.
-ჩემო ქალღმერთო!-წამოიძახა კოსტამ და ლილის მოეხვია.-გეფიცები, ამიერიდან ყველაფერს გავაკეთებ,რომ უკეთესი მხარე წარმოვაჩინო.
-ჩემო ღვთაებავ, მეც ვეცდები,რომ უკეთესი ვიყო.-უთხრა ლილიმ.
-იმაზე უკეთესი ვერ იქნები, ვიდრე ახლა ხარ.-თქვა კოსტამ.

ისინი ,რამდენიმე წუთი ეზოში იდგნენ ასე ჩახუტებულები და ვერც კი შეამჩნიეს დანტე და ესმა,რომლებიც მთელი ეს დრო იქვე იდგნენ და მათი საუბარი ესმოდათ.ისინი ვერ მიხვდნენ , რაზე საუბრობდნენ მათი მეზობლები და გაოცებულები ჩანდნენ.
-მეჩვენება თუ ერთმანეთს ჰომეროსის ენით ესაუბრებიან?-იკითხა ჩურჩულით დანტემ.
-შენც შეამჩნიე?-კითხვაზე კითხვით უპასუხა ესმამ.
-მოდი მათ საქმეში ნუ ჩავერევით.-თქვა დანტემ, მერე ესმას მიუბრუნდა და უთხრა.-ესმერალდა,სანამ სახლს გაყიდი და აქედან წახვალ, იქნებ სადმე გავისეირნოთ ან ...
-აქედან წასვლას არ ვაპირებ,-შეაწყვეტინა ესმამ,- გადავწყვიტე ადგილობრივებს მივბაძო და საოჯახო სასტუმრო გავხსნა. ამ ქუჩაზე ერთი სასტუმროც არ არის და თან დამხმარე დამჭირდება.
-ასეთი სასიამოვნო,ჯერ არაფერი მომისმენია.-თქვა სიცილით დანტემ.-მერე ესმა ხელებში მოიქცი,მისკენ დაიხარა და ჩურჩულით უთხრა.-მიყვარხარ ესმერალდა.
-მეც, მიყვარხარ დანტე ალიგიერ!-უპასუხა ესმამ რიმილით.-მიუხედავად იმისა,რომ კლდიდან გადამაგდე.
-მაგას არასოდეს მაპატიებ ,არა?
-არასოდეს.-გეცინა გოგონას და დანტეს მხურვალედ აკოცა.
-ნუ მაგიჟებ.-ჩაილაპარაკა ბიჭმა სიცილით.
-წამოდი, სტუმრებთან დავბრუნდეთ.-მიუგო ესმამ, დანტეს ხლი ჩაავლო და ლამის ძალით წაათრია უკანა ეზოსკენ.
-აქაურობა ძალიან ლამაზია, არა?-ჰკითხა ლილიმ კოსტას,როცა ერთმანეთს მოშორდნენ.
-ჰო, კარგი გამოვიდა, მაგრამ მგონი ერთი რაღაც აკლია.-უპასუხა კოსტამ.
-რა?-დაინტერესდა ლილი.
-აფროდიტას წყარო, ძვირფასო.-უთხრა კოსტამ და წინა ეზოში მდგარ შადრევანზე მიუთითა.-დანტე ცდილობდა მის შეკეთებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.მგონი მხოლოდ შენ შეგიძლია ამის გაკეთება.
-კარგი, ოღონდ დამპირდი,რომ ჩვენს შესახებ ვერავინ გაიგებს.მახსოვ,რომ მათთვის ჩვენი ნამდვილი ვინაობის მოყოლას აპირებდი.ხომ იცი მოკვდავების ამბავი? დაიწყებენ კითხვების დასმას, ფაქტების გადამოწმებას და ასე შემდეგ.-თქვა ღიმილით ლილიმ.
-გპირდები,არავის არაფერს ვეტყვი, ჩემო აფროდიტა.-უთხრა კოსტამ მხიარულად.

ლილი უცებ შადრევნისკენ შებრუნდა, თითები ერთმანეთს გადაუსვა, ხელი ნაზად აიქნია მაღლა და ერთ წამში, შადრევნის მილებიდან კრიალა წყალი გადმოჩუხჩუხდა.წყლის ხმაურმა მთელი ეზო მოიცვა და თითქოს იქაურობა გამოაცოცხლა.
-დავალება შესრულებულია, ჩემო არეს.-უთხრა ლილიმ.
წყლის ხმაზე, ყველა სტუმარმა წინა ეზოში მოიყარა თავი და ყველა გაოგნებული იყო შადრევნის უეცარი ამოფრქვევით.
-ამბობენ,რომ ამ კუნძულზე აფროდიტას წყარო იყო,რომელიც ახალგაზრდობით, სილამაზით და სიყვარულით აჯილდოვებდა ღირსეულებს.-უთხრა ლილიმ სტუმრებს.
-ჰო და იმასაც ამბობენ,რომ აფროდიტას მაგია ამ კუნძულზე დღემდე მოქმედებს.ამ მაგიას თავს ვერავინ აღწევს და რაც არ უნდა შეეწინააღმდეგო სიყავრული მაინც დაისადგურებს შენს გულში.-დაამატა ესმამ და დანტეს გახედა,ბიჭი სიცილს ვერ იკავებდა.
-ამ ძალას, ოლიმპოს ღმერთებიც კი ვერ უძლებდნენ.-უპასუხა დანტემ.

სტუმრებმა ერთხანს უყურეს ამ სილამაზეს,შემდეგ კი უაკანა ეზოსკენ გაემართნენ,რომ ემხიარულათ.


დ ა ს ა ს რ უ ლ იскачать dle 11.3

 




№1  offline √ წევრი ™ M^d G1rl

რამდენჯერაც არუნდა წავიკითხო ყოველთვის ისე ვკითხულობ თითქოს პირველია^^ ვგიჟდები მე შენზეე❤️

 



№2  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

M^d G1rl
რამდენჯერაც არუნდა წავიკითხო ყოველთვის ისე ვკითხულობ თითქოს პირველია^^ ვგიჟდები მე შენზეე❤️

ვაიმეეე :დდდდ ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელოო ❤❤❤❤ როგორ მიხარიხარ და მიყვარხარ :**❤❤❤

 



№3 √ სტუმარი ™ მოცინარი

იჰიი რა კაი იყო. კი მქონდა წაკითხული მაგრამ ზამთარში, ზაფხულში კი სულ სხვაა, როგორც ამბობენ ტყემლით სულ სხვაა :დდდ, ცოტა მეპატარავა მაგრამ ეს სუულ ცოტა

ეჰჰ... საბერძნეთი... მინდაააააა.... თან ჯინაზე ჩემი მეგობარი ათენშია ეხლა... მადლობა ღმერთს შენ მაინც მამოგზაურე საბერძნეთში..... რა გადავეკიდე ამ წერტილებს ვაახ!
ხომ შემახვედრებ ლილის, იქნებ ნოას შემახვედროს (ასასინები)
პს. მარიანას არ ვიმჩნევთ

 



№4  offline √ ახალბედა მწერალი™ An_Gel

როგორც იქნა, მოვაღწიე შენს შემოქმედებამდე :დდდ ისე უაზროდ ვიყავი ახლა, სიცხისგან დაღლილი, რაღაც ზუსტად ასეთი მჭირდებოდა და შენი პოსტი რომ შემხვდა,გადაჭრით განვაცხადე, უნდა წავიკითხო-მეთქი :დდდ
ვერ წარმოიდგენ, როგორ მომეწონა. ასეთი მსუბუქი ენით,თავისუფლად წასაკითხი ისტორიები მიყვარს. მითუმეტეს,თუ საინტერესოცაა. ყველაფერი მომეწონა აბსოლიტურად: პერსონაჟების სახელები, მოქმედების ადგილი, იუმორი თავისთავად ( ეს ალბათ გაგიკვირდა,სად შენ და სად იუმორი :დდდდ) დაძაბულობები შიგადაშიგ,ინტრიგები და ნუ მოკლედ, ყველაფერი,რა. თავისმა პრინცმა რომ დაჭრა ესმა,გული დამწყდა :( ამაღლებული წარმოდგენები რომანტიკაზე ცოტა გამიქარწყლდა :დდდდ მაგრამ დანტემ ისე გულიანად უთხრა, ღირსი ხარო. თან თვითონაც რომ გაეცინა ესმას, მომეწონა :დდდ
მოკლედ, ეს არის შენი პირველი ისტორია,რომელიც მე წავიკითხე და რა თქმა უნდა, არც ველოდებოდი,რომ იმედები გამიცრუვდებოდა,მაგრამ ნამეტანი ნასიამოვნები დავრჩი. :დდ ხოდა, რა საქმე მაქვს და შენი ისტორიები უნდა შევისწავლო არ მაწყენდა სიცილი და სიგიჟეები ამ ზაფხულში :დდდ
ძალიან მაგარი გოგო ხარ heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



№5  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

მოცინარი
იჰიი რა კაი იყო. კი მქონდა წაკითხული მაგრამ ზამთარში, ზაფხულში კი სულ სხვაა, როგორც ამბობენ ტყემლით სულ სხვაა :დდდ, ცოტა მეპატარავა მაგრამ ეს სუულ ცოტა

ეჰჰ... საბერძნეთი... მინდაააააა.... თან ჯინაზე ჩემი მეგობარი ათენშია ეხლა... მადლობა ღმერთს შენ მაინც მამოგზაურე საბერძნეთში..... რა გადავეკიდე ამ წერტილებს ვაახ!
ხომ შემახვედრებ ლილის, იქნებ ნოას შემახვედროს (ასასინები)
პს. მარიანას არ ვიმჩნევთ

ვოჰ ვოჰ ვოჰ ჩემო საყვარელოოო როგორ გამახარეეეე :დდდ ❤❤❤❤❤❤ ჰო ამას დეკემბერში ვდებდი მაგრამ ზაფხულში სულ სხვა ხიბლი აქვს :დდდდ ძალიან მიხარია რომ ასე მოგეწონა :*** მთლად როდოსი ვერ გავქაჩე მაგრამ ჩემი გამოგონილი ოლომპოც არაფრით ჩამოუვარდა მგონი :დდდ❤❤ გაგაცნობ აბა რას ვიზამ ,მარიანა გავთიშოთ ცოტა ხნით :დდდ❤❤❤

An_Gel
როგორც იქნა, მოვაღწიე შენს შემოქმედებამდე :დდდ ისე უაზროდ ვიყავი ახლა, სიცხისგან დაღლილი, რაღაც ზუსტად ასეთი მჭირდებოდა და შენი პოსტი რომ შემხვდა,გადაჭრით განვაცხადე, უნდა წავიკითხო-მეთქი :დდდ
ვერ წარმოიდგენ, როგორ მომეწონა. ასეთი მსუბუქი ენით,თავისუფლად წასაკითხი ისტორიები მიყვარს. მითუმეტეს,თუ საინტერესოცაა. ყველაფერი მომეწონა აბსოლიტურად: პერსონაჟების სახელები, მოქმედების ადგილი, იუმორი თავისთავად ( ეს ალბათ გაგიკვირდა,სად შენ და სად იუმორი :დდდდ) დაძაბულობები შიგადაშიგ,ინტრიგები და ნუ მოკლედ, ყველაფერი,რა. თავისმა პრინცმა რომ დაჭრა ესმა,გული დამწყდა :( ამაღლებული წარმოდგენები რომანტიკაზე ცოტა გამიქარწყლდა :დდდდ მაგრამ დანტემ ისე გულიანად უთხრა, ღირსი ხარო. თან თვითონაც რომ გაეცინა ესმას, მომეწონა :დდდ
მოკლედ, ეს არის შენი პირველი ისტორია,რომელიც მე წავიკითხე და რა თქმა უნდა, არც ველოდებოდი,რომ იმედები გამიცრუვდებოდა,მაგრამ ნამეტანი ნასიამოვნები დავრჩი. :დდ ხოდა, რა საქმე მაქვს და შენი ისტორიები უნდა შევისწავლო არ მაწყენდა სიცილი და სიგიჟეები ამ ზაფხულში :დდდ
ძალიან მაგარი გოგო ხარ heart_eyes heart_eyes heart_eyes

ვაიმეეეე ანა :000 გავოგნდი! :0 როგორ გამახარე ვერც კი წარმოიდგენ :***❤❤ ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის :** ლამის ფრთები გამომესხა ❤ვანათებ და დავფარფატებ სულ :დდ
❤❤ :დდდ მართლა არ მეგონა ასე თუ მოგეწონებოდა მაინც ამ დროს პირველ ნაბიჯებს ვდგამდი :დდდდ❤❤ ეჰ ჰოო ზღაპრულ პრინცებს რაღაც ძაან ვჩაგრავ ისტორიებში :დდდ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ❤❤❤ იმედი მაქვს დანარჩენებიც ასე მოგეწონება და რაც მთავარია ხასიათს გამოგიკეთებს :*** :დდდ ❤❤❤❤

 



№6  offline √ წევრი ™ ke-sane

მერამდენედ უნდა ვთქვა რომ უკვე ვაბოდებ შენზე?
რამდენჯეარც არ უნდა წავიკითხო შენი ნებისმიერი ისტორია ყოველ ჯერზე ახალახალი ემოციებით ვივსები. საოცრება ხარ. შენი ისტორიები ისაა რაც ყველაზე მეტად მიყვარს. ვერ ვიტან ამ გადატვიტთულ დაძაბულობას აქ კიდევ ისეთი თავისუფლებით ვივსები, ყველა პრობლემიდან ზედმეტი დაძაბულობის გარეშე გამოდიხარ. არ ვიცი, აი ის ოქროს ძაფი გაქვს ნაპოვნი ბანალურობასა და სიახლის რაღაც ამოუცნობის შორის რომ არის. ყველაფერი რასაც სხვა ისტორიებში ცლ ცალკე ვეძებ: ჩასაბჟირებელი იუმორი,დეტექტივი, სათავგადასავლო და რაც მთავარია ფანტეზი. ეს ბოლო არ ვიცი რა მის გარეშე ვერ წარმომიდგენია შენი ისტორიები და ჩემი სიცოცხლე :D მოკლედ გასაგიჟებლად კარგი ხარ, სასწაული, პირადად ჩემს გასახარებლად ხარ მგონი მოვლენილი, მოუთმენლად ველი შენს ახალი ისტორიას
მაბოდებ <3
პს. ამის წაკითხვისას ჩეემს ორიენტაციაში დავეჭვდი მგონი :D, კარგი ხო ვხუმრობ არაფერი მაწუხებს მსგავსი. მაგრამ შენს ისტორიებზე მაინც შეყვარებული ვარ <3 heart_eyes heart_eyes

 



№7  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

ke-sane
მერამდენედ უნდა ვთქვა რომ უკვე ვაბოდებ შენზე?
რამდენჯეარც არ უნდა წავიკითხო შენი ნებისმიერი ისტორია ყოველ ჯერზე ახალახალი ემოციებით ვივსები. საოცრება ხარ. შენი ისტორიები ისაა რაც ყველაზე მეტად მიყვარს. ვერ ვიტან ამ გადატვიტთულ დაძაბულობას აქ კიდევ ისეთი თავისუფლებით ვივსები, ყველა პრობლემიდან ზედმეტი დაძაბულობის გარეშე გამოდიხარ. არ ვიცი, აი ის ოქროს ძაფი გაქვს ნაპოვნი ბანალურობასა და სიახლის რაღაც ამოუცნობის შორის რომ არის. ყველაფერი რასაც სხვა ისტორიებში ცლ ცალკე ვეძებ: ჩასაბჟირებელი იუმორი,დეტექტივი, სათავგადასავლო და რაც მთავარია ფანტეზი. ეს ბოლო არ ვიცი რა მის გარეშე ვერ წარმომიდგენია შენი ისტორიები და ჩემი სიცოცხლე :D მოკლედ გასაგიჟებლად კარგი ხარ, სასწაული, პირადად ჩემს გასახარებლად ხარ მგონი მოვლენილი, მოუთმენლად ველი შენს ახალი ისტორიას
მაბოდებ <3
პს. ამის წაკითხვისას ჩეემს ორიენტაციაში დავეჭვდი მგონი :D, კარგი ხო ვხუმრობ არაფერი მაწუხებს მსგავსი. მაგრამ შენს ისტორიებზე მაინც შეყვარებული ვარ <3 heart_eyes heart_eyes

დედაააა სუნთქვაშეკრულმა წავიკითხე :დდდ❤❤❤ ვაიმე რა სიყვარული ხარ ქალაუ ❤❤ როგორ გამიხარდი :*** უღრმესი მადლობა ამ თბილი სიტყვებისთვის ❤❤ უტკბილესი ხარ *_*❤❤❤სასწაულად მიხარია რომ ასე მოგწონს :**❤❤ვეცდები ახალიც მალე იყოს :დდდ ❤❤❤

 



№8 √ სტუმარი ™ სახელი გამოიცანი...

მითქვამს შენთვის რომ საიტის მარგალიტი ხარ? მითქვამს რომ იუმორის დედა და ინტრიგანოს გარე ბიძაშვილი ხარ? მითქვამს.... ისა... მმ... დამავიწყდა მაგრამ მერე რომ ავიხსენებ გეტყვი

მითქვამს შენთვის რომ საიტის მარგალიტი ხარ? მითქვამს რომ იუმორის დედა და ინტრიგანოს გარე ბიძაშვილი ხარ? მითქვამს.... ისა... მმ... დამავიწყდა მაგრამ მერე რომ ავიხსენებ გეტყვი

მოკლედ ჩემო ფისო... შენი დეიდა ნორიანად, მითოლოგიური სრსებებიანად, პუტა მადრეებიანად და ნიკანორებიანად (დანარჩენებს ბოდიში მოუხადე ჩემ მაგივრად რომ დამეზარა მაგათი სახელების ჩამოწერა) გაიხარე და იმრავ... უი უი რობუშკა დამავიწყდა! მაგასაც მოკითხვა ჩემგან! ხოდა რას ვამვობდი... ისა... მოკლედ შენი რომეოებიანად ჩემო ჯულიეტა გაიხაარე რა! ძაააააააააააააალიან მიკვალხალ
პს. ახალ მოთხრობას ველოოოოოოდები
პპს. მალე დაიწყე ახალი მოთხრობა
პპპს. ხო და კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა მაგრამ დამავიწყდა
პპპპს. მე რა ყველაფერი მავიწყდება ვაახ! სკლეროზიანი ბებრუხანა ვარ!
პპპპპს. ვაა დოჩი ალიშბაიას ვაჯობე მონოლოგის თქმაში (მგონი)
პპპპპპს. იმედია პპპპ.....ს არის და არა პსსსსს... თორე მომიწევს გასწორებაზე ორი საათი მუშაობა
უხ ეს საზიზღარიიიი! რატომ არ იდება კომენტარი?! (გავრითმე?!)
უუხ სულ წამეშალა კომენტი და მეორედ ვწერ :(

 



№9  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

სახელი გამოიცანი...
მითქვამს შენთვის რომ საიტის მარგალიტი ხარ? მითქვამს რომ იუმორის დედა და ინტრიგანოს გარე ბიძაშვილი ხარ? მითქვამს.... ისა... მმ... დამავიწყდა მაგრამ მერე რომ ავიხსენებ გეტყვი

მითქვამს შენთვის რომ საიტის მარგალიტი ხარ? მითქვამს რომ იუმორის დედა და ინტრიგანოს გარე ბიძაშვილი ხარ? მითქვამს.... ისა... მმ... დამავიწყდა მაგრამ მერე რომ ავიხსენებ გეტყვი

მოკლედ ჩემო ფისო... შენი დეიდა ნორიანად, მითოლოგიური სრსებებიანად, პუტა მადრეებიანად და ნიკანორებიანად (დანარჩენებს ბოდიში მოუხადე ჩემ მაგივრად რომ დამეზარა მაგათი სახელების ჩამოწერა) გაიხარე და იმრავ... უი უი რობუშკა დამავიწყდა! მაგასაც მოკითხვა ჩემგან! ხოდა რას ვამვობდი... ისა... მოკლედ შენი რომეოებიანად ჩემო ჯულიეტა გაიხაარე რა! ძაააააააააააააალიან მიკვალხალ
პს. ახალ მოთხრობას ველოოოოოოდები
პპს. მალე დაიწყე ახალი მოთხრობა
პპპს. ხო და კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა მაგრამ დამავიწყდა
პპპპს. მე რა ყველაფერი მავიწყდება ვაახ! სკლეროზიანი ბებრუხანა ვარ!
პპპპპს. ვაა დოჩი ალიშბაიას ვაჯობე მონოლოგის თქმაში (მგონი)
პპპპპპს. იმედია პპპპ.....ს არის და არა პსსსსს... თორე მომიწევს გასწორებაზე ორი საათი მუშაობა
უხ ეს საზიზღარიიიი! რატომ არ იდება კომენტარი?! (გავრითმე?!)
უუხ სულ წამეშალა კომენტი და მეორედ ვწერ :(

ვაიმეეე :დდდ ასეთი კომპლიმენტები დიდი ხანია არ მიმიღია ❤❤❤ ვერ გცნობ და შეიძლება გითქვამს კიდეც თუმცა გამეორება ცოდნის დედაა :დდდ მადლობა დიდი სიყვარულოო❤❤❤

ვააჰ ნახევარი კომენტარი მიჩვენა და მეორე ნახევარი ახლა გახსნა :დდდ ჰიიიჰ გადავყირავდი :დდდ რა ქაი ხარ ქალაუ კიდო დიდი დიდი მადლობები ❤❤❤

 



№10  offline √ აქტიური მკითხველი ™ LuckyGirl

ჩემისაოცრებახარ ♥
როგორ შეგიძლია აი ასე გამაღიმო ხოლმე ?
მახარხარო ?

უყვარხარ შენ ჭინკუნიას
დადიდკომენტარს მერე დაგიწერ :დ

 



№11  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

LuckyGirl
ჩემისაოცრებახარ ♥
როგორ შეგიძლია აი ასე გამაღიმო ხოლმე ?
მახარხარო ?

უყვარხარ შენ ჭინკუნიას
დადიდკომენტარს მერე დაგიწერ :დ

ჰიიიიჰ სიყვარულოოო :დდდ დიდი მადლობა ❤❤❤ვგიჟდები მე შენზე ❤❤ :***

 



№12  offline √ წევრი ™ Hela

ვუიმეეე რომ ვნახე რომ ახალი სიახლე იდო და თან შენი ატვირთული გავგიჟდი და ვეცი და უკვე ხუთჯერ წავიკითხე ❤️❤️მემგონი პირველად ვაკომენტარებ მარა სულ ვკითხულობ შენებს და ძალიან ძალიან მომწონს ❤️❤️❤️ვაბოდებ შენზე და შენს წერის ნიჭზე❤️❤️❤️

 



№13  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

Hela
ვუიმეეე რომ ვნახე რომ ახალი სიახლე იდო და თან შენი ატვირთული გავგიჟდი და ვეცი და უკვე ხუთჯერ წავიკითხე ❤️❤️მემგონი პირველად ვაკომენტარებ მარა სულ ვკითხულობ შენებს და ძალიან ძალიან მომწონს ❤️❤️❤️ვაბოდებ შენზე და შენს წერის ნიჭზე❤️❤️❤️

ჰიიიჰ :დდდ მგონი მართლა პირველად გხედავ მაგრამ ეგ არაფერი :დდ❤❤ ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელოოო ძალიან გამახარე :*** გავწითლდი და გავანათე❤❤❤❤ :დდ :***

 



№14  offline √ წევრი ™ deep

შენ ვერც კი წარმოიდგენ ისე მიყვარს ეს ისტორია.
საერთოდ ყველა შენი ისტორია მიყვარს.
მარგო
რა არსება ხარ მითხარი?
ერთადერთი შენს ისტორიებზე ვიცინი გადაფიჩინებამდე ხოლმე.
ჩემთვის ფავ მწერალი ხარ .
ხო
შეიძლება ასეც ითქვას.
შენს ახალ მოთხრობას ცივსისხლიანს ველოდები მოუთმენლად.
ვგიჟDები შენზე.
ვგიჟდები ესმაზე.
ვგიჟდები დანტეზე.
ვგიჟდები დანიელზე.
ელზაზე.
დაკიდე ბევრ შენ პერსონაჟებზე.
განსაკუთრებით მარგო და კირა მიყვარს.
ისიც ვიცი რომ ორივე რეალურია და უფრო მსიამოვნებს კითხვა.
მოკლედ და კონკრეტულად.
ისტორია იყო ზე.
და შენზ ზე ხარ

 



№15  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

deep
შენ ვერც კი წარმოიდგენ ისე მიყვარს ეს ისტორია.
საერთოდ ყველა შენი ისტორია მიყვარს.
მარგო
რა არსება ხარ მითხარი?
ერთადერთი შენს ისტორიებზე ვიცინი გადაფიჩინებამდე ხოლმე.
ჩემთვის ფავ მწერალი ხარ .
ხო
შეიძლება ასეც ითქვას.
შენს ახალ მოთხრობას ცივსისხლიანს ველოდები მოუთმენლად.
ვგიჟDები შენზე.
ვგიჟდები ესმაზე.
ვგიჟდები დანტეზე.
ვგიჟდები დანიელზე.
ელზაზე.
დაკიდე ბევრ შენ პერსონაჟებზე.
განსაკუთრებით მარგო და კირა მიყვარს.
ისიც ვიცი რომ ორივე რეალურია და უფრო მსიამოვნებს კითხვა.
მოკლედ და კონკრეტულად.
ისტორია იყო ზე.
და შენზ ზე ხარ

ვაიმეეე ლამის გული გამიჩერდა ❤❤ :00
რა საოცარი სიტყვები ამოვიკითხე ახლა გავიგნდი რომ ამას მე მეუბნები :00 ❤❤❤
არც კო ვიცი რა გითხრა ენა ჩამივარდა ❤❤ :***
ძალიაააააააააან
დიდიიიიიიიიიიიი
მადლობაააააააააა
ჩემოოოოოოოოოო
საყვარელოოოოოოოო
❤❤❤❤ :დდდდ
უთბილესი ხარ და სასწაულად გადმომცემ ამ ემოციას მე :*** ვგიჟდები შენზე ❤❤❤❤❤❤

 



№16  offline √ წევრი ™ qetiqetiA3

რა კარგი და სასიამოვნო წასაკითხი იყო,ბრწყინვალე ავტორი ხარ და ნადვილად ბრწყინვალე ისტორია იყო <3

 



№17  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

qetiqetiA3
რა კარგი და სასიამოვნო წასაკითხი იყო,ბრწყინვალე ავტორი ხარ და ნადვილად ბრწყინვალე ისტორია იყო <3

ჰიიიჰ ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელოო ❤❤ სასწაულად გამახარე :*****❤❤❤❤❤

 



№18  offline √ წევრი ™ Daniela

თავი ზღაპარში მეგონა, ძალიან ვისიამოვნე მადლობა ავტორს ამისთვის heart_eyes kissing_heart

 



№19  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

Daniela
თავი ზღაპარში მეგონა, ძალიან ვისიამოვნე მადლობა ავტორს ამისთვის heart_eyes kissing_heart

ძალიან მიხარია heart_eyes kissing_heart მადლობა შენ რომ წაიკითხე heart_eyes kissing_heart

 



№20  offline √ წევრი ™ ninaia

კარგი იყო.წარმატებები ავტორს

 



№21  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

ninaia
კარგი იყო.წარმატებები ავტორს

დიდი მადლობა :** ❤❤❤

 



№22  offline √ წევრი ™ ანი ანი

ახალს როდის დაიწყებ ადმიიიიინ?!

 



№23  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

ანი ანი
ახალს როდის დაიწყებ ადმიიიიინ?!

ადმინი არ ვარ სიყვარულოო :დდდ ვწერ და ძალიან ვცდილობ მართლა მაგრამ თუ არ ჩამოვაყალიბე კარგად ისე ვერ დავდებ ,არ მიყვარს არეული ისტორიები ❤❤❤ყველანაირად ვეცდები დიდხანს არ გამოდინოთ:)) დიდი მადლობა რომ ელოდები❤❤❤❤❤

 



№24 √ სტუმარი ™ cdckvh

გაფიცებ ზოდიაქოთი ვინ ხარ?!

 



№25  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

cdckvh
გაფიცებ ზოდიაქოთი ვინ ხარ?!

ლომი :დდდ რატომ დაინტერესდი? :დდდ

 



№26 √ სტუმარი ™ მოცინარი

Margaritha Loki
cdckvh
გაფიცებ ზოდიაქოთი ვინ ხარ?!

ლომი :დდდ რატომ დაინტერესდი? :დდდ

აა, არაფერი ისეთი, მეფიცებოდა ასეთი მაგარი იუმორი მარტო მერწყულს ან ტყუპს თუ ექნებაო, მე კიდე ვეუბნეოდი მარგარიტკას ნიჭს ზოდიაქო არ ჭირდება - მეთქი

 



№27  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

მოცინარი
Margaritha Loki
cdckvh
გაფიცებ ზოდიაქოთი ვინ ხარ?!

ლომი :დდდ რატომ დაინტერესდი? :დდდ

აა, არაფერი ისეთი, მეფიცებოდა ასეთი მაგარი იუმორი მარტო მერწყულს ან ტყუპს თუ ექნებაო, მე კიდე ვეუბნეოდი მარგარიტკას ნიჭს ზოდიაქო არ ჭირდება - მეთქი

ზოგადად ლიომები სანამ ცხოველთა მეფეები გავხდებოდით მანამდე იუმორის მეფეები ვიყავით :დდდდ ისემც გადავშენდი ერთ დღეს :დდდ დიდი მადლობა ჩემო გოგო ❤❤❤ :დდდ

 



№28 √ სტუმარი ™ მოცინარი

შემდეგ მოთხრობ... არა წიგნ.... არა ნაწარ.... არა, შესევრს როდის იწყებ? მალე დაიწყე რა! თორე მოვკვდი დეპრესიული ისტორიებით :(
პს. კომენტარის დასაწყისი მგონი იმ სიმღერას გავდა no რო ქვია არა? :დდ (no my name is... No my son is... No... ტრალი ვალი)

შედევრი უნდა დამეწერა, რაის შესევრი ჰიჰ

 



№29  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

მოცინარი
შემდეგ მოთხრობ... არა წიგნ.... არა ნაწარ.... არა, შესევრს როდის იწყებ? მალე დაიწყე რა! თორე მოვკვდი დეპრესიული ისტორიებით :(
პს. კომენტარის დასაწყისი მგონი იმ სიმღერას გავდა no რო ქვია არა? :დდ (no my name is... No my son is... No... ტრალი ვალი)

შედევრი უნდა დამეწერა, რაის შესევრი ჰიჰ

ვეცდები მალე დავდო სიყვარულოოო heart_eyes heart_eyes ფბ-ზე თუ მყავხარ იქაც მექნება ნათქვამი რომ პატარა ისტორიას დავდებ მალე სრულად kissing_heart

 



№30 √ სტუმარი ™ სადისტი

Margaritha Loki
მოცინარი
შემდეგ მოთხრობ... არა წიგნ.... არა ნაწარ.... არა, შესევრს როდის იწყებ? მალე დაიწყე რა! თორე მოვკვდი დეპრესიული ისტორიებით :(
პს. კომენტარის დასაწყისი მგონი იმ სიმღერას გავდა no რო ქვია არა? :დდ (no my name is... No my son is... No... ტრალი ვალი)

შედევრი უნდა დამეწერა, რაის შესევრი ჰიჰ

ვეცდები მალე დავდო სიყვარულოოო heart_eyes heart_eyes ფბ-ზე თუ მყავხარ იქაც მექნება ნათქვამი რომ პატარა ისტორიას დავდებ მალე სრულად kissing_heart

ნაცნობს თუ უცნობს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent