შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წართმეული სისპეტაკე თავი პირველი


19-08-2017, 16:29
ავტორი -venus-
ნანახია 1 693

წართმეული სისპეტაკე  თავი პირველი

- ჩვენი ძვირფასი და სადარის? ნუთუ არ მოვენატრეთ? თუმცა ის ხომ ოჯახის ყველაზე წარმატებული წევრია, ალბათ აღარც ვახსოვართ... მთელი ირონიით წარმოთქვა ანამ და თეფზე დადებული ძეხვი პურის თხელ ნაჭერზე დაიდო.
- გეყოს ასე ლაპარაკი შენს დაზე. უნდა გიხაროდეს, ერთადერთია ვინც უნივერსიტეტში მოხვდა თქვენ სამიდან, შენგან განსხვავებით, მარკეტში არ მუშაობს. დაუყვავა დედამ
- ხო დედა, რათქმაუნდა, ზუსტად მაგიტომ ხართ გადამკვდარი მასზე შენ და მამა, მე და ჩემი ძმა ვერ მოვხვდით უნივერსიტეტში და ოჯახის შემარცხვენელი ვართ ხო? რადგან ჩემი ძმა უსაქმურია, მე მარკეტში ვმუშაობ და ვცდილობ 2 კაპიკი შემოვიტანო უვარგისები ვართ ხო? გამწარებული წამოხტა მაგიდიდან და ოტახში შევარდა.

- აუუ, ამის დედააც. ჩამოდიი რაა. ჩამოდი, ერთი მარწყვიც ჩამოსულიყო, წავაგეე ისევ, ფუი,ამის დედა მოვ**ან რაა...
აპარატს ხელებს ურტყავდა გიორგი, იკურთხებოდა და აქეთ იქით იყურებოდა გამწარებული. ერთ-ერთ კაზინოს ჩაბნელებულ კუთხეში იჯდა, რაც კი გააჩნდა ყველაფერი წააგო, სახლიდან რაც კი ღრებული იყო გამოზიდა გაყიდა და ისიც წააგო... იცნობდა მეპატრონეს, ერთერთი წარმატებული ბიზნესმენი იყო ბატონი იოანე, შუახნის კაცი, ალაგალაგ უბზინავდა შევერცხლილი თმა თავზე, ჯინსებში და პერანგში საერთოდ არ ეტყობოდა ასაკი...
გიორგი მეორე სართლზე ავიდა, მისი კაბინეტის კარზე ნელა დააკაკუნა და ნებართვის შემდგომ შევიდა..
- გამარჯობათ ბატონი იოანე. შეიძლება?
- შემოდი გიორგი, ბევრი საქმე მაქვს და მითხარი რა გინდა. მკაცრი იყო იოანე...
- იცით, არც კი ვიცი საიდან დავიწყო, გეცოდინებათ ჩემი მდგომარეობა, რაც კი მქონდა... ცოტახანს შეჩერდა და თავი ისე მოისაწყლა უფრთო ანგელოზი გეგონებოდათ.
- არ მინდა შენი ეს თავის მოსაწ....ბები, საკმაოდ გასესხე ფული რომ გეთამაშა, რა ნამუსით მოდიხარ და მთხოვ? ხომ არ დაგავიწყდა რომ ათასი დოლარი სამ დღეში გაქ მოსაცემი? სიტყვა სიტყვაა. მატყუარებს ვერ ვიტან, თუ არ გინდა რომ რამე ცუდი მოგივიდეს სამ დღეში ფული მაგიდაზე მედოს! წაეთრიე ეხლა აქედან.. დაუყვირა იოანემ და მაგიდაზე ხელი დააბრახუნა..
- კი მაგრამ, ბატონო იოანე, საიდან მოვიტანო ამდენი ფული სამ დღეში? გაოგნებული და განერვიულებული ხელებს იმტვრევდა გიორგი,
- მაგაზე მაშინ გეფიქრაა ფულს რო მართმევდი... ფე*ებზე საიდან იშოვი,
- მაგდენ ფულს ვერ მოგცემთ ბატონო იოანე, თავაღნული იდგა და ბლუყუნებდა...
- რას ქვია ვერ მომცემ? ფულს თუ ვერ მომცემ მაშინ შენი და მომიყვანე, სამ დღეში მეწილეს უნდა შევხვდე, დიდ ბიზნესში ვდგავ ფეხს, საუნაში ვეპატიჟები, პატივი უნდა ვცე, შენი და მოემსახუროს ჩემს სტუმარს და ჩათვალე რომ ვალი გადახდილია... გაუღიმა იოანემ და თვალებში ჩააშტერდა.
- ჩემი დაა? ელდა ნაცემი გადგა უკან. ანიი? კი მაგრამ...
- არა, არა. ის თავში ავარდნილი ანი რაში მჭირდება, ანი არა! თიკა, ზდილობიანი, ჭკვიანი, მორცხვი და სუფთა... თიკა მომიყვანე სამ დღეში, უთხარი რომ საუნაში მოვიდეს და ვალი გადახდილი გექნება..
- თიკა? არ იზავს! ის, ის სხვანაირია ბატონო იოანე! ის. არ წამომყვება, ძალით კიდევ ვერ წამოვიყვან, გინდათ რომ დამიჭირონ? რა უნდა ვუთხრა.
- მაგაზე უკვე შენ იფიქრე, რას და როგორ ეტყვი, მე შემოგთავაზე, დანარჩენი შენზეა! გაეთრიე ახლა აქედან...
გაოგნებული გამოვარდა გიორგი კაბინეტიდან, სწრაფად ჩაირბინა კიბე და სახლისკენ სირბილით წავიდა, იქვე არც ისე მოშორებით 1 სართულიან უბრალო სახლში ცხოვრობდა თოიძეების ოჯახი.
მამა- მალხაზ თოიძე, ორმოცდა შვიდი წლის, ყოფილი ინჟინერი, თუმცა ახლა უმუშევარი.
დედა- რუსი, ტანია სერბინა-თოიძე.
ორი გოგო ანა და თიკა და ძმა გიორგი თოიძეები.
თბილისიდან რამოდენიმე წუთის სავალზე მცხეთისკენ ცხოვრობდა ოჯახი, თიკამ თბილისში ჩააბარა, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, იშვიათად შეეძლო სახლში დაბრუნება თუმცა ახლა დასვენება ქონდა და სოფელში აპირებდა წასვლას...

გიორგიმ სახლში მიირბინა, გული ამოვარდნაზე ქონდა, ნერვიულობისგან თავი უსკდებოდაა, მოათვალიერა სახლი, დედა სამზარეულოში ფუსფუსსებდა, მამა ტელევიზორთან იჯდა და ფეხბურთს უყურებდა, ლუდს და თევზს შეექცეოდა. მაგრამ ანი არსად ჩანდა.
- დედა, ანი სადაა?
- სადიქნება, სამსახურში წავიდა არიცი?
- კაი, კაი...
არც მიუხედავს დედისკენ ისე გამოვარდა ისევ სახლიდან. რამოდენიმე კილომეტრი იყო მარკეტამდე, სირბილით მივიდა იქამდე, ანიმ რომ დაინახა გამოვიდა მარკეტიდან და თავის ძმას ხელი მოკიდა, მოღუნულ მდგომარეობაში, ხელები მუხლებზე დაედო, თავი ქვემოთ ქონდა ჩაღუნული და ძლივს სუნთქავდა...
- რა მოხდაა გიო? რა გჭირს?
- დამერხა! მაგრად დამერხა!
- რაა? ისევ წააგე ხო? რამდენჯერ ბიჭო? რით ვერ უნდა ისწავლო ჭკუა. ბევრი გვაქვს რო აგებ? ვერ ხედავ მთელი ოჯახი ჩემს კისერზე ხართ! გაყვიროდა შუა ქუჩაში ანი და თავის ძმას ხელს კრავდა.
- ეეე, გეყოს გოგო! უღრიალა გიორგიმ
- ხო, მე უნდა მეყოს, შენ ფეხე**ე გკიდია ყველაფერი.
- ჩაიგდე ეხლა ეგ ენა და მომისმინე, სამ დღეში ათასი დოლარიმაქ მისატანი კაზინოს მფლობელთან, ტრ**ში ვარ გოგო გაიგე?
- რააა?? ათასი დოლარი ცხოვრებაშ არ მინახავს რაა ვალი, რის ვალი, შენ უბერავ? ფეხე*ზე როგორც გინდა ისე იშოვე, ჩემი იმედი ნუ გექნება, ხუთასი ლარი მაქ ხელფასი და ძლივს გვყოფნის...

მარკეტთან, ძვირად ღირებული მანაქანა გაჩერდა, კარი გაიღო და ახალგაზრდა ყმაწვილი გადმოვიდა, ანიმ დაინახა თ არა გიორგის ხელი კრა, თმა შეისწორა და ბიჭს გაუღიმა..
- ანი, როგორ ხარ? ბიჭმა ხელი გაუწოდა ანის და გადაკოცნა.
- ლაშა, კეკლუცურად წარმოთქვა ბიჭს სახელი და გაინაზა. -კარგად შენ როგორ ხარ? როდის ჩამოხვედი? კარგია ალბათ ხო ლონდონში?
- გუშინ, მომენატრა სოფელი, ჩამოვედი, ბებიას და ბაბუას ვნახავ და სავარაუდოდ 1კვირაში დავბრუნდები უკან,
ნუ ნორლმარულია, ვმუშაობ იქ...
- ვიცი ჰო, ძალიან კარგი, გამიხარდა შენი ნახვა.
- თიკა აქარის? თიკას ხსენებაზე სახე ეცვალა ანის, წამებით გაშეშდა, სიბრაზე მოაწვა.. - ანი.. გამოაფხიზლა ახალგაზრდამ.
- თიკა? ნაწყვეტ ნაწყვეტ გაიმეორა სახელი, არა! ახლა არა, საღამოს ჩამოდის. სახე ალეწილმა უპასუხა.
- ხო, გავიგე ჩაუბარებია, გამიხარდა, მაშ, საღამოს ვნახავ. მადლობა ანი, წავედი მე დროებით, ოჯახისწევრები მომიკითხე...
- აუცილებლად აუცილებლად... ნირ წამხდარი დარჩა ანი, თითქოს რაღაც ჩაარტყესო გულში, წამიერად ეტკინა შიგნეულობა, თვალები დახუჭა და ეულად გადმოუვარდა ცრემლი... თიკა, თიკა, თიკააა... ყველგან შენ რატო მეკვეხები... გამწარებულმა დაიყვირა და მარკეტში შევარდა...

- რა გჭირს ანი? ვინიყო ის სიმპათური ბიჭი?

- რა მჭირს კი არა ლამისაა გავსკდე ისეთი გაბრაზებული ვარ სალო.

- რა მოხდა კიმაგრამ...

- ეგ სიმპათიური ბიჭი ჩემი ბავშვობის სიყვარულია სალი...

- ოჰო, აღარ ხუმრობ შენ, მერე? რა გინდა, უნდა გიხაროდეს, როგორც კი დაგინახა გააჩერა და სალაპარაკოდ გადმოვიდა...

- თვიდან გამიხარდა კიდეც, მაგრამ ჩემს გამო არ გაუჩერებია, იმ დეგენერატი თიკას საკითხავად გააჩერა.

- შენი დის? გაოცდა სალი...

- ჩემი დის, ხოოოო! ჩემი დეგენერატი დის... როგორ ვერ ვიტან ნეტა იცოდე, მძულს, ჯერ ხო სახლში აღერთებენ, ახლა კიდევ ჩემი ბავშვობის სიყვარული კითხულობს, თიკა აინტერესბეს ბიჭს, აზზე ხარ?

- კაი დამშვიდიი იქნებ საქმე აქვს უბრალოდ. დამშვიდება სცადა მეგობარმა, თუმცა ამაოდ.

- ხო აი, ლონდონიდან იმიტო ჩამოვიდა რომ ბებია-ბაბუა ენახა და ხო კიდევ თიკასთან საქმე აქვს! კი უეჭველი, კარგად ხარ გოგო? ნაპერწკლებს ყრიდა ანი...

- კაი დამშვიდდი გოგო, გაიგე ჯერ რა ხდება და მერე გადმომიყარე თვალები! მოდი ეხლა ვიმუშოთ თორე იმ კროელამ თუ დაგვინახა სამსახურის გარეშე დავრჩებით, გაიცინა და მხარი მიკრა ანის...

საღამოს შვიდი საათი იქნებოდა, გაჩერებაზე ავტობუსი გაჩერდა, სიფრიფანა, ყვითელ კაბაში გამოწყობილი, წელამდე თმაგაშლილი გოგონა ჩამოვიდა, ჩანთა ხელში დაიკავა და სახლისაკენ წავიდა... მეზობელი სახლიდან, ქალმა გამოიხედა, ქალბატონმა ნინამ დაინახა თუ არა თიკა აივანზე გამოვარდა და გოგონასთან მივიდა, მაგრად ჩაიკრა გულში, აათვალიერ ჩაათვალიერა და თბილი და სიყვარულით აღსავსე თვალებით ისევ მიიკრა გულზე...
- თიკა შვილო, როგორ ხარ? როგორი დამშვენებული ხარ, როგორ მოეწყვე? მიაყარა კითხევბი, როგორც ჩვევიიათ ხოლმე.
- კარგად ნინა დეიდა, ყველაფერი კარგად არის, თქვენ როგორ ხართ? ნიკა როგორ არის? ისევ ისეა? დამწუხრებულმა გაიხედა ფანჯრისკენ, საიდანაც ეტლში მჯდარი ქერათიანი ბიჭი დაკვირვებით უყურებდა დედას და გოგონას...
- არა შვილო, ისევ ისეა, ხომ იცი საშუალება არ გვაქვს კერძო კლინიკაში რომ წავიყვანოთ, აქ კიდევ არ აქვთ ის აპარატურა რაც ნიკას გავლააში დაეხმარება, რეაბილიტაციაც ჭირდება მაგრამ რა ვქნა აბა შვილო, ჩემი ლოთი ქმარი არაფრის მაქნისია, მისი იმედი საერთოდ არ მაქვს, ყოველ დალევაზე მოსაკლავად დამდევს, რო ფხიზლდება ბოდიშებით მავსებს, მე მარტომ რა გავაკეთო? დაღვრემილმა თავი დახარა და ყვრიმალზე ჩამოგორებული ცრემლი ცხვირსაქმენდით მოიწმინდა...
- გასაგებია ქალბატონო ნინა, ვეცდები რამით დაგეხმაროთ. ახლა სახლში მივალდა საღამოს შემობრძანდით, თორემმ მძიმეა ჩანთა.. მორცხვად გაუღმა თკამ..
- ვაიმე ჩემი სიკვდილი, მეც დაგაყუდე და მოგახვიე ჩემი პრობლემები, მიდი შვილო მიდი, საღამოს გნახავ, შენ რომ გიყვარს ვაშლის პეროგს გამოგიცხობ და შემოგიტან.
- მადლობა ნინა დეიდა, გელოდებით საღამოს...

რამოდენიმე მეტრი გაიარა და საკუთარ საყვარელ და მონატრებულ სახლშიც შევიდა... მშობლიური სახლის სურნელი ღრმად ჩაისუნთქა ფილტვებში და ბედნიერებისაგან სახე გაებადრა... ჩანთა იქვე სკამზე დადო, ჩუმად შევიდა სამზარეულოში და გაზქურასთან მოფუსფუსე დედას უკნიდან თვალებზე ხელი ააფარაა... რათქმაუნდა მაშნვე მიხვდა დედა ვინც იყო და შემოტრიალდა, გულში მაგრად ჩაიკრა მონატრებული შვილი...
- დეე, როგორ მომენატრეე... სიხარულთ წარმოთქვა დედამ.
- მეც ძალიან, ძალიან დეეე... სადარიან დანარჩენები?
- მამა ზალაშია, გიორგი არ ვიცი, დაბოდიალობს ალბათ ისევ სადმე, ანი მარკეტშია მუშაობს, მოვა სადაცაა...
- გასაგებია, ანუ არაფერი შეცვლილა.. წავალ მამას ვნახავ...
მისაღებ ოთახში, ტელევოზირთან იჯდა მალხაზი, ახალ ამბებს იყო მიშტერებული და თან მზესუმზირას მიირთმევდა...
- მამაა! გახარებული მივარდა თიკა მამას. მანაც ჩაიხუტა შვილი, მოიკითხა, უნივერსიტეტის ამბები იკითხა. საუბრობდა მამა-შვილი, როცა კარების ჯახუნის ხმა გაისმა, ორივემ კარისაკენ მიიხედა..
- ოხ, გვიკადრა ქალბატონმა. როგორ გიკითხო თიკა? თ შეიძლება რათქმაუნდა მოგიკითხოს ჩემნაირმა უბრალოდ და გაუნათლებელმა შენისთანა წარმატებული... მთლი ირონია იყო მასში გაჟღენთლი, ზიზღთან და შურთან ერთად...
- ანა, გეყოფა, არ მომწონს ასე რომ მელაპარაკები... კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? მომენატრეთ.
- ახ, არ მოგწონს, გასაგებია! ჩაიცინა ირონიულად...
- დედა მშია! გაყვირა სამზარეულოში დედამისს და სამზარეულოსაკენ წავიდა, ისე რომ თიკასთვის ზედ არ შეუხედავს....

საღამოს ყველა სუფრას შემოუსხდა, მეზობელიც შემოვიდა თიკას საყვარელი ვაშლის პეროგით, რათქმაუნდა ამაზეც აელეწა ანის სახე, ყველა რომ თიკას ევლებოდა თავს არ სიამოვნებდა... ცოტახანში კარზე ზარი გაისმა.
- მე გავაღებ. ქალბატონმა ტანიამ თქვა და სკამიდან წამოდგა...
ცოტახანში, უზარმაზარი წითელი ვარდების ბუკეტით დაბრუნდა... თვალებგაბრწყინებული ანი წამოხტა და დედას ხელებიდან ბუკეტი გამოგლიჯა, ზედ პატარა ბარათი აიღო და სახე გაბადრულმა წაიკითხა : ყველაზე ლამაზ თოიძეს... ლაშასგან
- აი ხომ ვამბობდი, არ დავვიწყებივარ... სიხარულიით წამოიყვირა ანიმ და ბედნიერებისგან აღარ იცოდა რა ექნა...
- ის.. ანი, ეს ყვავილი თიკას მოართვეს... დარცხვენილად წარმოთქვა დედამ, და გაიღმა... ანის ესღა აკლდა ბოლო ძაფის გასაწყვეტად.
- თიკას? გამწარებულმა იკითხა.
- კი შვილო...
- ხოდა აი!! შენი ვარდები... ძირს დააგდო დაა ოთახში გავარდა, კარებთან წამოიძახა: ბოდიში შემთხვევით დამივარდა....
თიკას არაფერი უთქვამს... ხვალ დილით ადრე ისევ უნდა დაბრუნებულიყო უნივერსიტეტში, გამოცდა ქონდა... ამიტომადგა ყველას დაემშვიდობა, სახლში დარჩენას აზრი არ ქონდა, იცოდა მისი დის ხასიათი, ამიტომ იქვე, რამოდენიმე სახლის მოშორებით მცხოვრებ ბებიასთან წავიდა... ყველაფერი მოუყვა საყვარელ ბებიას და ერთად იცინეს თავისი დის ხასიათზე, ვერ ხვდებოდა რატომ მწარდებოდა ასე ანი, მას ხომ ლაშა არც კი აინტერესებდა...

გვიანი იყო უკვე, საათი ღამის 2ს უჩვენებდა როცა ნასვამ მგდომარეობაში დაბრუნდა გიორგი... მაშინვე ანის ოთახში შევიდა, გააღვიძა და რაც მარკეტთან უნდა ეთქვა ახლა უამბო დას...
ანიმ ჩაიცინა, იცოდა რომ მისი და ასეთ რაღაცაზე არ დათანხმდებოდა, არასოდეს, მშიერიც რომ ყოფილიყო, მის სულს სხეულს და სისპეტაკეს არასოდეს გაყიდდა, თუმცა იყო რაღაც მისთვის ღირებული და ამაში ანი დარწმუნებული იყო...
- მაგას მე მივხედავ ძმაო! მე ვიცი რითიც შემიძლია მისი დათანხმება... ყველაზე საუკეთესო ხარ. აკოცა ძმა და ბალიშზე დაემხო... - მაგას ვაჩვენებ, ჩემი გამწარება და საყვარელი ბიჭის ახევა როგორ უნდა!!! скачать dle 11.3




№1 სტუმარი oliko

Momwons dzaan gtxov gaagrdzelo DA ar shewyvito. Velodebi axal tavs. Warmatebebi chemo kargo

 



№2  offline ადმინი -venus-

oliko
Momwons dzaan gtxov gaagrdzelo DA ar shewyvito. Velodebi axal tavs. Warmatebebi chemo kargo

სავარაუდოდ გვიან იქნება მეორე თავი. მადლობთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent