შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანა და ფიზიკოსი (თავი მეოთხე)


19-08-2017, 16:39
ავტორი ელპინი
ნანახია 464

სანა და ფიზიკოსი (თავი მეოთხე)

ქვემოთ,რომ ჩავედი ალექსანდრე მანქანასთან მიყრდნობილი იდგა კლასიკურ სტილში გამოწყობილი და სიგარეტს ეწეოდა.რომ მივედი,ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა
-ულამაზესი ხარ ალექსანდრა
-მადლობა სანდრო,აბა რა ხდება?სად მივდივართ?
-ჩემი მეგობრის დაბადებისდღეზე
-კი მაგრამ,სანდრო მე იქ რა მინდა?
-ეგ მე ვიცი,ახლა კი დროა წავიდეთ,თორემ დავაგვიანებთ
სანდროს სწრაფად დაყავდა მანქანა და უკვე 10 წუთში რესტორანთან ვიდექით.შესვლის დროს ყველა ჩვენ გვიყურებდა და ვიღაც ქერათმიანი გოგო უხამსად გამოწყობილი ჩვენსკენ მოდიოდა
-სანდრიკო,საყვარელო როგორ ხარ?
-კარგად ნათია შენ?
-მადლობა საყვარელო,შენ გხედავ ახლა და რათქმაუნდა კარგად
-ძალიან კარგი,მაპატიე ახლა უნდა დაგტოვო და იუბილართან მივიდე
-დროებით აბა სანდრიკო
ზიზღით ამათვალიერა ნათიამ,სანდროს გაუღიმა და წავიდა.ჩვენ კი იუბილართან მივედით
-გილოცავ ძმა,ჩემი საჩუქარი ჯერ არ ჩამოსულა და უახლოეს დღეებში მოგაწვდი
-სანდრო მადლობა,ახლა არ მითხრა რომ ჩვენი რძა.. კიარადა ალექსანდრა ეს ლამაზი თვალხატულა გოგოა
-კი თორნიკე,გაიცანი ალექსანდრა მუშკუდიანი
-ალექსანდრა ეს ჩემი გიჟი ბავშვობის ძმაკაცი თორნიკე გაბუნიაა
-სასიამოვნოა თორნიკე,გილოცავ დაბადებისდღეს.ალექსანდრეს არ გავუფრთხილებივარ,თორემ საჩუქარს მეც მოგიტანდი
-რას ამბობ სანდრა,მადლობა დიდი
მოშორებით გაბო რომ დავინახე ბიჭებთან ერთად მდგარი გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა და მისკენ წავედი.ალექსანდრე თორნიკესთან დავტოვე
-შიკო შენ აქ რა გინდა?
-სანა მე კი არა,შენ რა გინდა აქ?
-ალექსანდრეს წამოვყევი მეგობრის დაბადებისდღეზე,უფროსწორად წამომიყვანა არც ვიცოდი სად მივდიოდით
-ხოდა ეგ ალექსანდრეს მეგობარი ჩემი ძმაკაცია სანა,ვაა რადამთხვევა,ხედავ როგორ უნდა ღმერთს რო გამაცნოს სიძე
-რა სიძე შიკო,ნუ ბოდიალობ რაღაცეებს
უკან მივიხედე და დავინახე ალექსანდრე ჩვენსკენ მოდიოდა
-სანდრა სად წახვედი
-გამარჯობა სიძე
-გაგიმარჯოს სანდრას დეიდაშვილო
-აბა ჰე,რაშვებით ახლა არ ერთობით?
-კი,სანდრა უნდა მოგპარო ცოტა ხნით
-რა პრობლემაა,სულ შენი იყოს,მაინც ნერვებს მიშლის
-კარგი დროებით გაბრიელ
-დროებით გვრიტებო
მე და ალექსანდრე თორნიკესთან მივედით ისევ და სუფრასთან დავჯექით,იყო სადღეგრძელოები და როგორც ყველა სუფრაზე ხდება.გაბრიელსაც არ დაუკლია სმა და არცერთი სადღეგრძელო არ გამოუტოვებია,სანდრო კი ცოტ-ცოტას სვამდა.უცებ ჩემი საყვარელი სიმღერა adele-million years ago ჩაირთო და სანდრომაც მთხოვა გვეცეკვა.ცენტრში ვიდექით და ვცეკვავდით ისე რომ ყურადღებას არავის ვაქცევდით.მხოლოდ ჩვენ ვარსებობდით,თავი სანდროს მკერდზე მედო და მესმოდა როგორ უცემდა გული.მაბედნიერებდა ეს ადამიანი,ჩემთვის სრულყოფილება იყო.მიყვარდა უკიდეგანოდ,მაგრამ ვერ ვბედავდი ამის თქმას.ვიცოდი ეს რომ მეთქვა ყველაზე ბედნიერ ადამიანად გავხდიდი მაგრამ არ შემეძლო ჯერ,დრო მჭირდებოდა დასაფიქრებლად.ამასობაში სიმღერაც დამთავრდა და ჩვენც მაგიდასთან დავსხედით.მთელი 3 საათი სადღეგრძელოების თქმაში გაატარეს და ბოლოს ჩემი და ალექსანდრეს გარდა ყველა მთვრალი იყო,ამიტო ყველას სახლებში წაყვანა სანდროს მოუწია.მე და გაბოც სანდრომ წაგვიყვანა და ძლივს ავიტანეთ სახლდამდე,რამსიმძიმე ყოფილა მაინც ეს ტანკი კაცი.ალექსანდრეს დავემშვიდობე და მადლობა გადავუხადე.მეც დავწექი დასაძინებლად და გადაღლილს მალევე ჩამეძინა.შაბათი დღე მიყვარდა საოცრად,საქმეც არაფერი მქონდა,სამეცადინოც.დილით გაბოს ყვირილმა გამაღვიძა
-აბაა აეგდეთ ძევოჩკებო მივდივართ ყაზბეგში ამ შაბათ-კვირას
თვალების ფშვნეტით ავდექი და მისაღებ ოთახში გავედი
-შიკო რა ყაზბეგი მოგინდა ამ დილაუთენია,ვერ დაეგდები ლოგინში
-გოგო მიდი გაემზადეთ ახლა შენ და ქეთიც მალე,11-ზე გავდივართ
-კი მაგრამ ვინები მივდივართ?
-მე,შენ,ქეთი,თორნიკე,ჩემი რამდენიმე ძმაკაციც და თორნიკეს ალექსანდრე მოყვება კიდე.ასე რომ შენს პრინცსაც ნახავ
-არა გამორიცხულია,მე მაქ არ წამოვალ
-შენ გოგო ხო არ გძმარავს,მიდი ახლა გააღვიძე ქეთიც და ერთ საათში მზად იყავით ყველანაირად
-კაი ხო
ქეთისთან შევედი ოთახში და თავზე დავახტი
-ქეთევაან აეგდე ფეხზე ყაზბეგში მივდივართ
ყაზბეგი რო ვთქვი ქეთი ისე წამოფრინდა ფეხზე გული გამისკდ-რაა?ყაზბეგიი....ვაიმეე არ არსებობს.წავედი ახლა წყალს გადავივლებ და მერე ბარგს ჩავალაგებ.მიდი გოგო რას უცდი შენც,მალე ქენი,არ დავაგვიანოთ
-უიმეე კარგი ხო,მივდივარ
ოთახშიი გავედი,წყალი გადავივლე,მოვიწესრიგე თავი,ჩავიცვი და ბარგს ვალაგებდი ქეთი,რომ შემოვიდა ოთახში
-სანა მე მზად ვარ უკვე
-რაიყო გოგო ასე უცებ შუმახერი ხო არ ხარ და მიმალაც
-მიდი ჩაალაგე,10 წუთში მოვა ის ნეარდენტანელი და გავდივართ
ბევრი არაფერი ჩამილაგებია,მალევე მოვრჩი და გაბოც
მოვიდა ამასობაში.ჩვენ გაბოს მანქანით მივდიოდით დანარჩენები ყველა თავისი.საღამო იყო რო ჩავედით,მთელი გზა მეძინა და არაფერი გამიგია.
-სანა გაიღვიძე მოვედით
თვალები გავახილე და მივხვდი რო უკვე ყაზბეგში ჩავსულიყავით,ვიგრძენი მთის სურნელიც.ყველანი ჩამოსულიყვნენ უკვე და სასტუმროში ვბინავდებოდით.მე და ქეთი ერთ ოთახში ვიყავით,დანარჩენები როგორ იყვნენ და ვინ ვისთან იყო არ ვიცოდი.მე და ქეთიმ ამოვალაგეთ ბარგი და ქვემოთ ჩავდიოდით,შიმშლისგან კუჭი გვიხმებოდა უკვე.სასადილოში ბიჭები უკვე ისხდნენ და შეკვეთას ელოდებოდნენ.მე და ქეთი გაბოს დავუჯექით ორივე მხრიდან.ბიჭებს მივესალმეთ,ალექსანდრემ გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.ქეთიმ ფეხზე მიჩქმიტა და მკითხა ჩუმად
-რომელია გოგო ალექსანდრე?
-აი ის,მწვანეთვალება დაბალზე რომ აქვს წვერი და თმა
-ვაიმე რა სიმპატიურია გოგო,სად ნახე ეს ბიჭი
-თვითონ მოვიდა ჩემთან სკოლაში,თორე მე კი არ მინახია
-იმენა ზე წყვილი ხართ რა
-ყველა ისე რატო მელაპარაკება თითქოს საქმრო იყოს ჩემი
-იქნება კიდევაც
შეკვეთაც მოიტანეს და მეც ჩემს საყვარელ ცეზარს მივირთმევდი,ვგიჟდებოდი ამ სალათაზე და ყველაფერს გავცვლიდი მის გამო.ალექსანდრეც ცეზარს ჭამდა და ისე უყურებდა თითქოს მისი საცოლე იყო,ეტყობა მასაც ძალიან უყვარდა.ტელეფონზე დამირეკეს და მეც აივანზე გავედი
-ხო დედა
-......
-კარგად შენ?
-....
-გითხრა ალბათ გაბომ ხო ყაზბეგში რო ვართ
-.....
-კარგი რა დედა,რა განერვიულებს ნუ გეშინია არაფერი არ მომივა,წავედი ახლა გკოცნი
-....
უკან ვბრუნდებოდი ვიღაცას დავეჯახე ცხვირით უკვე მერამდენედ და ეს ჩემი საოცდავი ცხვირი რა დღეში იქნებოდა ახლა წარმომიდგენია.სურნელი რო შევისუნთქე მაშინვე ვიცანი ალექსანდრე იყო
-სანდრა მერამდენედ უკვე,ერთხელაც იქნება მაგ ცხვირს გაიტეხავ
-ბოდიში
-მანახე აბა,გაწითლებული გაქ
-ხო მტკივა
-არაუშავს მოდი ჩემთან
მისკენ მიმწია და ჩამეხუტა,ვგრძნობდი როგორ ისუნთქავდა ჩემი თმის სურნელს
-სანდრა პასუხი კიდევ არ მოგიფიქრებია?
-კი
-გისმენ აბა
-მიყვარხარ ჩემო მასწავლებელო,სულ მენატრები ახლაც კი ჩემს გვერდით რომ ხარ,უშენოდ ვერ ვსუნთქავ,შენ ხარ ჩემი დღეც და ღამეც,ყველაფერი კარგი რაც ჩემს ცხოვრებაში არსებობს
-სანდრა შენ მე ახლა ყველაზე ბედნიერ კაცად მაქციე,მეც მიყვარხარ ჩემო მოსწავლევ.
მკოცნიდა თავზე და მეხუტებოდა,მესმოდა მისი გაორმაგებული გულისცემა
-სანდრა ახლა ეს რო არ გავაკეთო მოვკვდები
-რა რა ხდ..
სიტყვის დამთავრებაც ვერ მოვასწარი,რომ მაკოცა.თავიდან ვერ მივხვდი რა უნდა გამეკეთებინა,დავიბენი,მაგრამ მერე მეც ავყევი კოცნაში.მკოცნიდა და ამ კოცნაში ყველაფერი იგრძნობოდა.
-ჩემი ბედნიერება ხარ შენ სანა
-მიყვარხარ ფიზიკოსო
ოთახში ერთად,რომ შევედით ჩახუტებულები ყველას გაუკვირდა
-მოგვულოცეთ ხალხნო ერთად ვართ
ქეთი მოვარდა და ჩამეხუტა
-ხო გეუბნებოდი ქალო,რა უქენი ასეთი ამ კაცს,რომ დაატყვევე
-სიძე ყველაზე ყველაზე მაგარი წყვილი ხართ თქვენ მთელ მსოფლიოში
-მადლობა ქეთუსა,შენთვისაც მალე მომელოცოს
-უფფ მოიცა კაცო ჯერ ადრეა,სად მცალია სიყვარულისთვის
-ეგრე ნუ ჭიკჭიკობ,ვხედავ უკვე ვიღაცა როგორ გიჟუჟუნებს თვალებს
-სიძე შენ რა მაგარი ვინმე ყოფილხარ
-მადლობა ქესოო
ყველამ მოგვილოცა და იმ ღამეს იმდენი დავლიეთ არაფერი არ მახსოვს.მეორე დღეს რომ გავიღვიძე თავი მისკდებოდა და ყველა ამდგარი იყო ჩემს გარდა
-ქეთიი ნაბეღლავი მინდა
-ვაიმე სანა მეც ვკვდები
ოთახში ალექსანდრე შემოვიდა
-აჰა მოვედი თქვენი მშველელი,მოგიტანეთ ნაბეღლავი
-ვაიმე მიყვარხარ სიძე,ყველაზე მაგარი სიძე შენ მსოფლიოში
-ფიზიკოსო ფანი ვარ შენი
-კაი ახლა სანა დამშვიდდი,აქ არ იცელქოთ მარტო არ ხართ
-სანდრო ერთად ამოვაგლიჯოთ ხო ენა ამას
-თანახმა ვარ,კარგი გავედი ახლა მე ბიჭებს უნდა მივხედო,ყველა თქვენს დღეშია
-შენ რატო არ ხარ ცუდად
-პახმელია არ მაწუხებს ჩიტო
ალექსანდრე გავიდა ოთახიდან და ჩვენც ზლაზვნით წამოვეგდეთ ფეხზე
-ქეთი მე შევალ რა პირველი სააბაზანოში
-მიდი ოღონდ მალე გამოდი რა
20 წუთში უკვე ყველანაირად მოწესრიგებული ვიყავი და ბიჭების მოსაძებნად გავედი,ქეთი ოთახში დავტოვე სააბაზანოში უნდა შესულიყო
ბოლოს თავიანთ ოთახებში რო არ იყვნენ ქვემოთ ჩავედი სასადილო ოთახში და ყველა იქ იჯდა
-აბა რაშვებით გისკდებათ ხო ყველას თავები
-ვკვდებიი
-ყველამ ერთხმად რო მიპასუხეთ რაიყოთ
-ერთი შენი სატრფოა კარგად მარტო და უკვე შენც ჰაა რა ქენით ახლა აღიარეთ
-თორნიკე ენას ამოგაცლი
-ნუ ფრთხი ჩიტო
-სააბაზანომ მიშველა თორნიკემ,შეგიძლიათ ახვიდეთ ოთახებში და გიშველიც თქვენც
-წავედით ახლა ჩვენ რძალო და დარჩით გვრიტები მარტო თქვენ
-მიდით და სასტუმრო არ დაამთვრიოთ მთავარია
ალექსანდრეს გვერდით ჩამოვჯექი და ამ დროს ოფიციანტიც მოვიდა
-რას შეუკვეთავთ?
-ცეზარს
ორივემ ერთდროულად ვთქვით და გაგვეცინა
-სასმელი არ გნებავთ?
-შენი ჭირიმე რაა,ძლივს გამოვედი პახმელიიდან რა სასმელი კაცო,ალექს შენ გინდა რამე?
-ორი წვენი ფორთოხლის
-კარგით გმადლობთ
ქეთინოც ჩამოვიდა ქვემოთ და ჩვენსკენ მოდიოდა თორნიკემ,რომ დაუძახა მოდი ერთი წუთი საქმე მაქო.შებრუნდა ისიც და თორნიკესკენ წავიდა
-წამო ქეთი გავისეირნოთ არ გინდა?
-კი წამო,რა პრობლემაა
დავინახე როგორ მიდიოდა თორნიკე და ქეთი ერთად გარეთ და ალექსს ვუთხარი
-მემგონი მალე ახალი წყვილი გვეყოლება
-რა წყვილი სანა ვიზე ამბობ
-რა გჭირს შენ რა გაფანტული გაქ ყურადღება
-ქალბატონო ნუ გამითამამდი შენ,დაგავიწყდა მასწავლებელი რო ვარ შენი
-ოჰ,ახლა გახდი ხო მასწავლებელი,რო შეგიყვარდი მაშინ რაზე ფიქრობდი
-რავიცი შენ
-ოხხ სანდრო,ხოდა რას ვამბობდი ახალი წყვილი გვეყილებათქო
-ვინ მერე ამოშაქრე
-ქეთი და თორნიკე
-ეგ საიდანღა მოიტანე ახლა?
-წეხან თორნიკემ დაუძახა ქეთის სასეირნოდ გავიდეთო
-ვაა შეხედე რა დაკვირვებული გოგო მყავს
-ოო სანდრო კარგი რა რას დამცინი უფფ
-მოდი ჩემთან ჩემი პატარა
-გამანებე რა თავი
-ნუ იქცევი სანა ახლა ბავშვივით
-წავედი მე საერთოდ,არა მოიცა ცეზარს შევჭამ და მერე წავალ
-მმმ შენ ხარ სანა ჩემი ცეზარი
-სანდრო ცეზარს როგორ მადარებ,სალათად რომელოც ფუჭდება.ეგრე ხო?აი მიყურე რა გაგიკეთო შენ
-ოხხ სანა რა ბავშვი ხარ
-ხოდა შენ ეგ ბავშვი გიყვარს
-ახალი ამბავი,მოდი ჩემთან
-არა
-კი
-არათქო
-მაშინ მე მოვალ
-ნუ მეხუტები გადი მომშორდი
-იცოდე მართლა წავალ ახლა
-რასქვია წახვალ,სას წახვალ,დაეტიე აქ
-სანა რა ბავშვი ხარ
-მიყვარხარ ფიზიკოსო
-მეც მიყვარხარ სანა


ქეთისთან და თორნიკესთან
-აბა ქეთევან მომიყევი შენზე
-ესეიგი ქეთი რო მქვია იცი,18 წლის ვარ,წერეთელში ვსწავლობ სოციალურ მეცნიერებებზე,მყავს რეგვენოზავრი ძმა და ასე შემდეგ.აბა შენ მომიყევი შენზე ახლა
-თორნიკე რო მქვია იცი,23 წლის ვარ,უნივერსიტეტი დამთავრებული მაქ და მამაჩემის კომპანიაში ვმუშაობ ახლა,ხო და დედისერთა ვარ
-ვაუუ ნუთუ
-ხო
ვსეირნობდით და თორნიკე რაღაცეებს მიყვებოდა,მომწონდა ეს ბიჭი,ყველაფერი კარგი ქონდა,ფიზიკურად ხო იყო და იყო,ჭკუამხიარული და თან სერიოზული.თორნიკეც რაღაცნაირად მიყურებდა და ვგრძნობდი ამას.უკვე შუადღე იყო უკან რომ დავბრუნდეთ.ყველას უჭამია უკვე მარტო ჩვენ ვიყავით დარჩენილი და წავედით სასადილო ოთახისკენ ჩვენც.ვიღაც მოხუც ქალს,რომელიც ჩვენს პირდაპირ მოდიოდა კატა ეჭირა ხელში რომელიც მოულოდნელად დაუსხლტა ხელიდან და ჩემსკენ მორბოდა.ბავშვობიდან ვერ ვიტანდი კატებს ალერგია მქონდა,მიშველეთთქო ვიყვირე და გავიქეცი,ფეხი გადამიბრუნდა და გამწარებული დავებრეხვე ძირს
-ააა ფეხი ვაიმეე,შენ ამოგიწყდა მომგონი შე საძაგელო კატა ჯანდაბა შენი
-ქეთი რა დაგემართა გოგო,რაიყო კატა პირველად ნახე?
-ოო თორნიკე გამანებე თავი,ვაიმე ფეხი ვიღრძე მგონი როგორ მტკივა
-მანახე აბა,აქ გტკივა?
-ააა შე ველურო,მხეცო მტკივა აბა არ მტკივა
-ნაღრძობი გაქ მინიმუმ მოტეხილი თუ არა,წამოდი საავადმყოფოში წაგიყვან
-არ მინდა,შევიხვევ მე თვითონ და მივხედავ თავს
-მალამოს მაინც გიყიდი მაშინ გავალ აფთიაქშიდა
-წამიყვანე და მე თვითონ ვიყიდი
-წამოდი წამოდი
მალამო ვიყიდე აფთიაქში შესახვევები და კიდე რაღაცეები,ძლივს დავდიოდი კოჭლობით და მერე თორნიკემ ხელში ამიყვანა
-დამსვი ბიჭო,წამოვალ ჩემითაც
-არა,ძლივს დადიხარ ისედაც
ოთახში შემიყვანა,სანა არ იყო.წამომაწვინა და ფეხის შეხვევა დავიწყე მეც
-გავალ მე კარგი?და წამოწექი შენ დაისვენე
-კარგი ხო დროებით,სანა თუ იპოვე უთხარი რა ამოვიდეს ოთახში
-კარგი დროებით


გაბრიელთან:
ყაზბეგში წასვლა რომ გადავწყვიტე მინდოდა მარიამიც წამოსულიყო,ვუთხარი კიდეც მაგრამ უარი მითხრა ჩემს დას ვერ დავტოვებო.უკვე ერთ დღეზე მეტი იყო გასული და საშინლად მენატრებოდან,ტელეფონზე ვურეკავდი და არ იღებდა.მოგვიანებით ისევ გადავურეკე და ვიღაც ბიჭმა აიღო
-მარიამი მინდოდა
-დაკავებულია მარიამი არ ცალია,რა გადავცე
-5 წუთით ვერ მოიცლის?
-ვერა
-გადმომირეკოს რომ მოიცლის
-კაი
ნერვები აღარ მყოფნიდა უკვე,იმაზე ფიქრით ვინ იყო ის ბიჭი და მარიამს გადავურეკე მოგვიანებით ისევ და მისი წკრიალა ხმა რომ გავიგონე გული სიხარულით ამევსო
-მარიამ,როგორ ხარ?
-გაბრიელ,კარგად შენ?
-მადლობ მეც,მომენატრე მარიამ,არ ვიცი რა მჭირს.ასე მგონია ვერ ვსუნთქავ უშენოდ,არ ვიცი ასე უცებ როგორ მოახერხე ჩემში დასაკუთრება,მაგრამ ფაქტია უშენოდ არავინ ვარ
-გაბო,მეც მომენატრე,იგივეს თქმა შემიძლია მეც
-მარიამ გიყვარვარ?
-არ ვიცი გაბო რა ქვია ამ გრძნობას
-მე ვიცი მარიამ,მემგონი შემიყვარდი,შეიძლება ახლა ამას ტელეფონზე არ უნდა გეუბნებოდე,მაგრამ მეტი აღარ შემიძლია.რომ ჩამოვალ მე და შენ სერიოზულად ვილაპარაკებთ
-ხო გაბო
-დროებით მარიამ,ხვალ შევხვდებით
-დროებით გაბრიელ

სანა და ფიზიკოსი აივანზე იყვნენ და ყაზბეგის მთებს უყურებდნენ,თორნიკემ რო დაურღვია ყურადღება
-სანა ქეთი ოთახშია და გეძახის,ადი რა
-რა დაემართა ხო კარგადაა?
-ფოიეში ვიყავით,კატა გამოეკიდა და გაიქცა,მერე ფეხი გადაუბრუნდა და ნაღრძობი აქ,ხოდა ამოვიდესო
-კარგი ავედი მე,დროებით ბიჭებო.

- მემგონი დარხეული მაქ
-რა გჭირს ტო?
-მემგონი ქეთი მომწონს
-კაი ტო,შენ ვინმე მოგწონს,არ მჯერა
-ოოო ბიჭო ხო შეიძლება მეც მომეწონოს და შემიყვარდეს ვინმე
-კი ბაზარი არაა,არა გემოვნებაში შენ ძაან
-ქეთი იფიქრებს ვითომ სერიოზულად ჩემზე?
-რატომაც არა,რა გაქვს დასაწუნი
-კაი კაი,წავედი ახლა მეც ოთახში წამოვწვე ცოტახანს
-კაი მიდი

სანდრო აივანზე იჯდა,სანა კი ქეთისთან ერთად ოთახში იყო და ლაპარაკობდნენ.იმ დღემ მშვენივრად ჩაიარა,ხვალ დილით კი უკვე ბრუნდებოდნენ თბილისში.скачать dle 11.3

 




№1 √ სტუმარი ™ Guest nuki

kargia momwons

 



№2  offline √ წევრი ™ ელპინი

Guest nuki
kargia momwons

მადლობა❤❤

 



№3  offline √ წევრი ™ modemodka

კარგიი თავი იყოო მომეწონა ძალიან !!

 



№4  offline √ წევრი ™ ელპინი

modemodka
კარგიი თავი იყოო მომეწონა ძალიან !!

მადლობა დიდი❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent