შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წართმეული სისპეტაკე თავი მეორე


20-08-2017, 01:00
ავტორი -venus-
ნანახია 1 587

წართმეული სისპეტაკე თავი მეორე

დილით ფანჯარაში მზის სხივები შემოიჭრნენ, ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ საწოლზე მწოლიარე ანას. მშვიდად ეძინა გოგონას, თუმცა დიდხანს არ გაგრძელებულა, როგორც კი მზის სხივი მიელამუნა სახეზე, ხოლო შემდგომ შემაწუხებლად ჩააშტერდა თვალებში, გოგომაც ვერ მოითმინა და გამწარებული წამოხტა საწოლიდან.
- აუუ, რამდენჯერ უნდა ვთქვა ნუ წევთ ფარდას!!!
- სხვათაშორის, მადლობა თქვი რომ არ გადავწიე, სამსახურში გაგვიანდება. გვერდითა საწოლიდან უპასუხა გიორგიმ...
- დღეს არ მივდვიარ, დაგავიწყდა?
- რა დამავიწყდა, თვალების ფშვნეტვით წამოიწია ქერათიანი...
- შენ ვერ ხარ მგონი, თიკა ხო უნდა დავითანხმოთ დაგავიწყდა? გადამრევ რა! თვალები აატრიალა მობეზრებულად, ხვეული ქერა თმა შეიკრა, წამოდგა და აბაზანაში შევიდა...
ამასობაში გიორგიც ადგა, ფანჯარასთან მდგომ, ნახევრად ძველ კარადასთან მივიდა, მუქი ყავისფერი იყო, კარებები კი სიძველისგან ჭრაჭუნობდა, მაისური და შარვალი გამოიღო, ისევ ჭრაჭუნით მიკეტა კარი და ჩაცმა დაიწყო...
კარადის გვერდით, პატარა ტუმბო იდგამ ტუმბოზე და ერთი სურათი, რომელზეც ოჯახი იყო გამოსახული, ერთ დროს მხიარული, უდარდელი და მოსიყვარულე ოჯახი, რომელსაც ახლა არც ერთი გრძნობა აღარ შემორჩენიათ...
მალევე გამოვიდა, უკვე ჩაცმული და მოწესრიგებული ანა, პატარა ჩანთით ხელში აბაზანიდან, გიორგის ხელი მოკიდა და ისე გაიყვანა სახლიდან რომ არც დედისთვის უთქვამთ რამე და არც მამისთვის..
- სად მივდივართ? ჩაეკითხა გიორგი.
- აქვე, ერთი მიტოვებული სახლივიცი, ნანგრევებია, გახსოვს მანდ ერთი მოხუცი ქალი ცხოვრობდა, რომ დაიწვა. მისტიური გამომეტყველება მიიღო ანამ, და უფრო ხმადალა და შემაძრწუნებლად გაიმეორა. - იმ სახლში, მოხდება ის, რის გამოც თიკა დაგთანხმდება... ჩაიცინა და სიარული განაგრძეს...
- არ მესმის რაღა მაინც დამაინც იმ სახლში, ან რა მოიფიქრე ასეთი, ამ ეს ჩანთა რათ გინდა? არც ერთ შემთხვევაში არ დამთანხმდებაა, უეჭველად მომკლავს ის სი*ი აი ნახავ, სამ დღეში ფულს თუ არ მივუტან... სიგარეტი ამოაძვრინა პაჩკიდან და ნერვიულად ამოარტყა ნაფაზი. ცალი თვალი მოჭუტა ბოლირომ არ შესვლოდა და ერთი ამოსუნთქვით გამოცალა მთლიანი ღერი, ეტყობოდა რომ ღელავდა, რასაც ანაზე ვერ ვიტყოდით, კმაყოფილი იყო თავისი გადაწყვეტილებით და იდეით, ჩაფიქრებული ქონდა რომ თიკა უნდა გაემწარებინა, საკუთარი და, სისხლი და ხორცი, ნუთუ არსებობს ამ ქვეყანაზე რაიმე მიზეზი რის გამოც შეიძლება საკუთარი და გძულდეს, არ გიხაროდეს მისი წარმატება, სილამაზე... თუმცა ალბათ არსებობდა, იმიტომ რომ ფაქტია ანას ძულდა თიკა, ხოლო გიორგის არავინ ადარდება საკუთარი თავისა და თამაშის გარდა... ტყუპები იყვნენ გიორგი და ანა, თიკა კი ყველაზე პატარა იყო, ცხრამეტი წლის...
- ნუღელავ ძამიკო, ნახავ რაშიც მჭირდება ეს ჩანთა.მოვედით, მოდი შევიდეთ და გეტყვი რაც უნდა ქნა, ტელეფონი ხომ თან გაქვს...
- არ მომწონს რაღაც ეს იდეა ანა, დარწმუნებული ხარ იმაში, რასაც აკეთებ?
- აბსოლუტურად ძამიკო, აბსოლუტურად!
ჩამოშლილი იყო მთლიანად, ერთ დროს ულამაზესი ქვით ნაგები ორსართულიანი სახლი, კედლები გამურვოდა, ავეჯის ნასახიც არიყო, ალგალაგ ხავსი ქონდა ნანაგრევებს მოდებული, იქვე სადაც სავარაუდოდ მისაღები ოთახი უნდა ყოფილიყო, დაწვარი, ოდნავ გადარჩენილი მუქი მწვანე დივანი ეგდო, რომელსაც ყველაფერი ამოყრილი ქონდა.
ქვაზე დადო ანამ ჩანთა, გახსნა და მაკიაჟის პატარა ყუთი ამოიღო, გახსნა და საჭირო მასალებით სახეზე მაკაიჟი გაიკეთა, : სილურჯეები, ნაკაწრები... შემდგომ თმა აიჩეჩა, მაიკა ოდნავ გაიხია, ჩანთის წინა ელვა გახსნა და ტოკი ამოაძვრინა, გიორგი გაოცებული უყურებდა, აზზე ვერ იყო მოსული რას აპირებდა ანა, თმცა ნელ-ნელა ხვდებოდა და უფრო და უფრომოწონსა მისი იდეა. გოგონამ ხელები მიაბმევინა იქვე გამოსჰვერილ დაჟანგულ რკინაზე, თავი მოისაწყლა და ძმას ვიდეოს გადაღება თხოვა.
- მომისმინე, კარგად გადამიღე ვიდეო ისე რომ ადგილი არ ჩანდეს, მიხვდება სადაც ვართ, ადრე აქ ვთამაშობდით ხოლმე, ეცადე მხოლოდ მე ვჩანდე, როგორც კი შევწყვეტ ლაპარაკს ვიდეო გამორთე და თიკას გაუგზავნე, აი ნახავ ყველაფერი ისე იქნება როგორ გინდა. თვალი ჩაუკრა გიორგის და მოსაწ....ბული სახით დაიწყო ლაპარაკი მის შემდგომ როდესაც გიორგიმ ანიშნა, რომ ვიდეო ჩართული იყო... : თიკა, ჩემო ლამაზო, ძალიან დიდი ბოდიში იმისთვის როგორც გექცეოდი, ძალიან მჭირდება შენი დახმარება დაიკო, გამიტაცეს, ვალი მქონდა და დამემუქრნენ რომ მომკლავენ, ძალიან გთხოვ, ათასი დოლარი მჭირდება, ანარადა ვეღარასოდეს მნახავ, ხომ იცი თვენს გარდა არავინ მყავს, გიროგის გარდა ეს არავის უთხრა, ეცადე რომ მალე მომიგვარო გთხოვ... აფერისტულად სლუკუნებდა ანა, ძალიან უნდოდა ცრემლი რომ გადმოეგდო მეტი ბუნებრივობისთვის თმცა ასეთი ნიჭიერიც ვერ აღმოჩნდა... ვიდეოს ჩაჭერა დაამთავრა გიორგიმ და მაშნვე გაუგზავნა თიკას...
- ნიჭიერი ხარ დაიკო. გახარებული მივარდა ანას, ხელები გაუნთავისუფლა და ჩაეხუტა...
- თიკასთვის ყოველთვის ყველაზე ძვირფასი ვიყავით, ეგ ხომ ასეთი სულელია, დარწმუნებული ვარ უკვე მოთქმით ტირის... ხმამაღლა გაიცინა და იქაურობას მოშორდნენ...

ხელები უკანკალებდა თიკას, ცრემლები ღაპა-ღუპით უსველებდა ყვრიმალებს, შემდეგ ბაგეებზე ეცემოდნენ, ნიკაპისკენ მიიწევდნენ და ჰაერში უჩინდარდებოდნენ, ცალი ხელი პირზე ქონდა მიდებული, არ ეჯერა ნანახის, ვერ აზროვნებდა, ვერ იჯერებდა რომ ეს ყველაფერი, მის თავს ხდებოდა, თავი ზღაპარში ეგონა, ასეთი რამეები მხოლოდ ფილმში თუ ექნებოდა ნანახი, გატაცებები, გამოსასყიდლები, დაშავებულ დას უყურებდა, რომელიც მიდარით თხოვდადახმარებას... მაშინვე მოეგო გონს, როგორც ანამ სთხოვა, მაშნვე გიორგის გადაურეკა...
- გიო, ალო, მომსმინე, ხმა უკანკალებდა თიკას...
- გისმენ თიკა, რა მოხდა? ყველანაირად ცდილობდა გიორგი სერიოზული ტონით ელაპარაკა, სინამდვილეში კი სიცილს ძლივს იკავებდა, სიამოვნებდა მასაც, თიკას ასეთი მდგომარეობა...
- ვიდეო, მომივიდა, ტელეფონზე ვერ გეტყვი, 1საათში ვეცდები სოფელში ვიყო, გაჩერებაზე დამხვდი სასწრაფოდ...
ტელეფონი გათიშა, ჩანთაში საჭირო ნივთებიი ჩაალაგა და დირექტორის ოთახში წავიდა, რამენაირად განთავისუფლება უნდა ეთხოვა სანამ მისი დის ამბავი არ მოგვარდებოდა... როგორღაც გამოენთავისუფლა და ერთ საათში გაჩერებაზე უკვე გიორგის წინ იდგა და ტირილით უხსნიდა მომხდარს, გიორგიმ თავიდან ვითმ არ დაუჯერა, როცა ვიდეო ანახა თიკამ მისი რეაქცია მხოლოდ ორი სიტყვით გამოიხატებოდა, : ამის დედაც...
- რა უნდა ვქნათ გიო? ხომ იცი ამხელა ფული არც მე მაქვს, არც შენ და არც ჩვენს ოჯახს...
- ვიცი, მითმეტეს დედ-მამას ვერ ვეტყვით... შეახსენა გიორგიმ ანის ნათქვამი..
- იოანე, ბატონი იოანეე! წამოიძახა უცებ თიკამ, გიო ძალიან გთხოვ, ხომ იცნობ მას კარგად, მდიდარია, იქნებ დაგვეხმაროს, ვიმუშვებ და დავუბრუნებ გპირდები... მუდარით აღივსო მისი ხმა, საწყალი აცრემლიანებული თვალებით იდგა, ყველაზე მეტად სურდა, რომ ახლა მისი და მის გვერდით მდგარიყოდა თუნდაც უხეშად ან ცივად დალაპარაკებოდა, მაგრამ მის გვერდზე ყოფილიყო...
- წავალ მე, ვეტყვი, იქნებ დაგვთანხმდეს... შენ აქიყავი და ხმაარავისთან დაძრა... დაუყვავა უფროსმა ძმამ ატირებულს და სირბილით კაზინოსაკენ წავიდა...
სინამდვილეში კი ანასთან წავიდა, იქ სადაც შეთანხმდნენ რომ დაელოდებოდა, ყველაფერი უამბო დას, ორივე იცინოდა და საწყალს გოგონას აბუჩად იგდებდა...
- აზრზე ხარ რა სულელია? ხო გითხარი წამოეგება თქო, ისეთი უსუსურია მასზე ყველაფერი გაჭრის, ახლა მიდი და უთხარი რაც შემოგთავაზა ბატონმა იოანემ, ცოტა გართობა არც მას ავნებს, იქნებ ცოტა თვალებიდან გამოიხედოს და დაინახოს ცხოვრება... ჩაიცინა ხმამაღლა და ძმას მხარზე ხელი დაკრა...
- იმედია გამოვა დაიკო, გადავრჩები...
- გადარჩები ,გადარჩები, მე ჩემ დაქალთან ვიქნები „სანამ ათას დოლარს ჩემს გამოსაშვებად არ გადაიხდი“ სიცილით წარმოთქვა ბოლო წინადადება და ძმას გაშორდა...
გიორგი სირბილით წამოვიდა, თიკა ისევ აკანკალებული, ანერვიულებულიდა შეშინებული იდგა ერთადგილას, არც განძრეულა სანამ გიორგი უკან არ დაბრუნდებოდა, დაინახა თ არა ძმა, თითქოს იმედი მიეცაო და ამოისუნთქა, დარწმუნებული იყო რომ ბატონი იოანე უარს არ იტყოდა...
- გიო, რა მოხდა? დაგვეხმარება? ხელები ჩაკიდა გიორგი და თვალებში ჩააშტერდა.
- ხო დაგვეხმარება, დაგვეხმარება არა ის კიდე... ვის რაში აინტერესბეს ვინ ვინ გაიტაცა ან რამდენს იხდის, ყველას თავისი პრობლემა აქვს... ამის დედაც, მაგარი ნაბი*ვარი კაცია...
- რაა? კი მაგრამ, არ აუხსენი? ეგ ხომ ჩვენი ბოლო იმედი იყო, პრინციპში პირველიც, თავი ჩაღუნა თიკამ და პატარა ბავშვივით აქვითინდა, გაჩერებაზე მდგომ სკამზე ჩამოჯდა, ხელებში სახე ჩარგო და სულმოუთქმელად ტიროდა...
- ერთი პირობით დაგვთანხმდა, ნელ-ნელა და ხმადაბლა წამოიწყო ლაპარაკი გიორგიმ, ნერვიულობდა, რამე არ შეშლოდა და ისე არ მოეროშა რამე რომ თიკა დაეფრთხო ან მიმხვდარიყო რომ ყველაფერი მათი დაგეგმილი იყო...
- რა პირობით? თვალები გაუფართოვდა თიკას...
- უნდა რომ ხვალ, სვენებ სვენებით ამბობდა ყველაფერს. -საუნაში მიხვიდე, და მისი სტუმარი რომელიც მნიშვნელოვანია მისი ბიზნესისთვის, ასიამოვნო... თავი დახარა და დას ზურგი შეაქცია, მისი პასუხის ეშინოდა, გული აუჩქარდა მისი პასუხის მოლოდინში...
გოგონა გიფითრდა, მთელს სხეულში ცხელმა ჟრუანტელმა და შიშმა ერთად დაუარა, იმის წარმოდგენაზე რის გაკეთებასაც აიძულებდნენ. თვალებიდან ცრემლები ჩამოუგორდა, თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, მუშტები მოკუმშა და ისე დაჭიმა, ფრჩხილებმა კანიც კი გაუჭრეს, იმ წამს არანაირ ტკივილს არ გრძნობდა, მხოლოდ ერთადერთის გარდა, გული ტკიოდა, გასაყარზე იდგა იმ წუთას, ან თავისი მომავალი, ან დის სიცოცხლე...
- კი მაგრამ... ეს, ეს როგორ გთხოვა? სლუკუნით იკითხა და ძმას მოტრიალება სთხოვა...
- არ ვიცი, მე... არ ვიცი, ვუთხარი რომ სისულელე იყო, თიკა, რომ შენ ამაზე არ.... სიტყვა გაუწყდა გიორგის.
- თანახმა ვარ! ხმადაბლა ძლივს გასაგონად თქვა, და ალბათ მართლაც უნდოდა რომ მხოლოდ მას გაეგო...
- რაა? სიხარულით იკითხა უცებ, თუმცა თიკას სახის დანახვაზე სახე მოთოკა და ვითომ დამწუხრებულმა ისევ იკითხა, : - რაა? შენ, თანახმა ხარ? მთლიანი სხეულით ხტოდა გიორგი, სიხარულისგან თუმცა ერთადგილს არც მოშორებია, უნდოდა ეხტუნა, მაგრამ ამას ვერ იზავდა, უხაროდა, უხაროდა გადარჩენა, მაგრამ იმაზე არ ფიქრობდა თუ რისთვის წირავდა საკუთარ დას...
- ახლარა უნდა ვქნა? შეშინებულმა კითხა გიორგის...
- სახლში წადი, მოემზადე, ხვალ დილით დაგირეკავენ და გეტყვიან ყველაფერს, აბა შენ იცი დაიკო, ყველაფერი ისე უნდა გააკეთო რომ ბატონ იოანეს მოეწონოს დამისი სტუმარი კმაყოფილი იყოს, თორემ ერთ კაპიკსაც არ გვაღირსებს, ანას კიდევ ვეღარასოდეს ვნახავთ, უფრო გაატრაგიკულა სიტუაცია გიორგიმ, თიკას ცრემლები არც შეჩერებია, შეუწყვეტლივ მოსრიალობდნენ ლოყაზე...

იმ ღამეს არ ეძინა თიკა, მთლიანი სხეული უკანკალებდა, ხვალინდელი დღის გათენებაც კი არ სურდა, ეშინოდა, ეს ხომ მისთვის პირველი იქნებოდა, ასე არ სურდა მას, ასე არ წარმოედგინა. ართმევდნენ, სისპეტაკეს ართმევდნენ, ცხოვრებას ართმევდნენ, მომავალს ართმევდნენ, მაგრამ თავისი დისთვის სულსაც გაყიდიდა... ფიქრებში ჩაძირულს როგორ დაეძინა არც ახსოვს...
ხვალ შეიცვლებოდა მისი ცხოვრება... ხვალ ყველფერი შეიცვლებოდა!!!скачать dle 11.3




№1  offline წევრი Gimilis gogo

მეგი რა მაგარი იყო იცი? როგორ დამაინტრიგა როგორ მაინტერესებს, მე ჩემი აზრები მაწუხებს, თუ რა შეიძლება მოხდეს და მგონია რომ ასე მოხდება.. ვნახოთ ვნახოთ ტკბილო, შემდეგი თავი როდოს იქნება? ველოდები იცოდე <3 <3

 



№2  offline ადმინი -venus-

Gimilis gogo
მეგი რა მაგარი იყო იცი? როგორ დამაინტრიგა როგორ მაინტერესებს, მე ჩემი აზრები მაწუხებს, თუ რა შეიძლება მოხდეს და მგონია რომ ასე მოხდება.. ვნახოთ ვნახოთ ტკბილო, შემდეგი თავი როდოს იქნება? ველოდები იცოდე <3 <3

ძალიან დიდი მადლობა :* ძალიან გამიხარდა რომ მოგეწონა. ხვალ იქნება მესამე თავი ალბათ შუადღისას და მეოთხე გვიან :* ♡♡

 



№3  offline წევრი mia15

ძალიან მომწონს და ველი შემდეგ თავს.

 



№4 სტუმარი Guest bubu

ra miamiti gogoa, magram verc gaamtyuneb sashineli da-dzma hyavs, imedia es gogo ipovis bednierebas

 



№5 სტუმარი Nini

Umagrasia .velodebi shemdeg tavs koveldge dadee:-*

 



№6 სტუმარი მოცინარი

გაბრაზებამ პიკს მიაღწია! რა უსამართლობაა ესე როგორ შეუძლება ცოდოა თიკა იქნებ როგორმე გადაარჩინო... ღირსია გიორგი იოანემ რომ მოკლას!!!

ანაზე აღარაფერს ვამბობ! (აღშფოთებული ვარ)

 



№7 სტუმარი tata222

აუუუუ მალე დადებ ახალ თავს? აი ძალიან მომწონს გამორჩეული ისტორიააა

 



№8 სტუმარი oliko

Dzaan cudi DA dzma yolia tikas. Asst tkivils nu miayeneb am gogo's rogorme gadaarchine velodebi shemdeg tabs ar daagvianoo warmatebebi shen <3

 



№9  offline ადმინი -venus-

madloba didi ♡♡ gvian iqneba gagrdzeleba. minda avgnishno rom es idea avige serialidan tumca es imas ar nishnavs rom serilas vwer :D vwer chemeul versias da imedia mogewonebaT. ubralod idiam dzalian damainteesa da vcade damewera. madloba dzilian didi ♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent