შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანა და ფიზიკოსი (თავი მეხუთე)


20-08-2017, 19:43
ავტორი ელპინი
ნანახია 433

სანა და ფიზიკოსი (თავი მეხუთე)

დილით ადრე ავდექით მე და ქეთი,გავამზადეთ ყველაფერი და ბიჭებს გავაკითხეთ ოთახებში.ისინიც ამდგარიყვნენ და ბარგს ალაგებდნენ.საუზმობასაც მალევე მოვრჩით და უკვე თბილისის გზას ვედექით.ვინაიდან დღეს ორშაბათი იყო,მეც და სანდროსაც სკოლის გაცდენა გვიწევდა,მითუმეტეს ფიზიკის ჩემდა საბედნიეროდ,მიუხედავად იმისა,რომ სანდრო მასწავლიდა ორგანულად ვერ ვიტანდი ფიზიკას.ორი საათი იყო,რომ ჩამოვედით თბილისში,ახლაც მეძინა და არაფერი გამიგია მთელი გზა.გაბოს ხმა ჩამესმოდა ოდნავ შეფხიზლებულს
-სანა,გაიღვიძე,ჩამოვედით უკვე
-მმმ
-მმმ კიარა გოგო გადმოდი მაგ მანქანიდან,რომ მიეწებე სავარძელს მთლად
-კარგი ხო,დამაცადე გადმოვალ შენი პრინციდან
-კარგს იზავ,ბარგი ავიტანე სახლში უკვე,ქეთიც ავიდა,ნახევარი საათია გაღვიძებ და ძლივს გამოფხიზლდი
სახლში გვერდებდანგრეული ავედი,ხერხემალი მტკიოდა ამდენი ჯდომით.პირდაპირ ჩემი ოთახისკენ წავედი,მე და ქეთიმ ამოვალაგეთ ყველაფერი.მაღაზიაში უნდა ჩავსულიყავი პროდუქტების საყიდლად,არაფერი გვქონდა სახლში,ჩავიცვი უცებ და ჩავირბინე კიბეები.ვიყიდე ყველაფერი და მაღაზიიდან გამოვდიოდი სანდროს მანქანა რო დავინახე კაფესთან,ვნახავ მეთქი რას აკეთებს ან მარტო თუათქო და ნათია რო დავინახე,გული გამიჩერდა.სანდროს კისერზე ეხვეოდა და კოცნიდა,იმ წამს ყველაფერი დამავიწყდა,მეზიზღებოდა სანდრო მის ნათიასთან ერთად,მეზიზღებოდა ჩემი სანდროსადმი სიყვარული,მეგონა დედამიწა აღარ ბრუნავდა და ყველაფერი შეწყდა ირგვლივ.მე კაფის გარედან ვიდექი და ვუყურებდი სანდროს ამაზრზენ საქციელს,პატარა ბავშვმაც დავიჯერე,თურმე ვუყვარდი და მეორე წუთს ნათიას ეხვეოდა.ეს გოგო თორნიკეს დაბადებისდღეზე,რომ ვნახე,მაშინაც არ მესიამოვნა,ახლა საერთოდ.სანდრომ გამომხედა,ზუსტად იმ დროს,როცა მე ძეგლივით ვიდექი.გონს მოვედი და გავიქეცი უცებ,მესმოდა სანდროს ხმა დამელოდეო,რომ მეძახდა,მაგრამ ჩემთვის დამთავრებული იყო უკვე ყველაფერი,რა სულელი ვარ,როგორ დავიჯერე,გულუბრყვილო ვარ და ყველაზე მეამიტი გოგო მთელ დედამიწაზე მგონი.ვტიროდი და თან სახლში გავრბოდი,ქეთიმ და გაბომ ასე რო დამინახეს,მაშინვე კითხვები მომაყარეს,მაგრამ არაფრის თავი მქონდა
-სანა რა გჭირს?სანა,ჩემო პატარა რა დაგემართა,რატომ ტირი?
-ამოიღე გოგო ხმა,რა გჭირს?
-სანდრო..მე..მე ის ნათიასთან ერთად დავინახე კაფეში,როგორ ეხვეოდა
-ფუუ მე მაგისი,არაკაცი ეგ,არადა ნორმალური ადამიანი მეგონა
-გაბო ნუ აღიზიანებ უფრო,წამო სანა ოთახში
იმ ღამეს თვალი არ მომიხუჭავს,არც მიჭამია,ოთახიდან არც გამოვსულვარ,ვიცი,ვიცი,რომ დეპრესიული გოგოსავით ვიქცეოდი,მაგრამ....მთელი ღამე ვტიროდი,ანდა ტირილი რას გააუმჯობესებდა,მაგრამ შვებას ვგრძნობდი,ტკივილისგან შვებას.დილით თვალებდასიებულმა გავიღვიძე,ჩავიცვი და სკოლის გზას დავადექი,არც ქეთი გამიღვიძებია და არც შიკო.ყველაფერი მტკიოდა და მეწვოდა,ისიც,რომ დღეს სანდროს ნახვა მომიწევდა სკოლაში,რაც ნაკლებად მინდოდა.კლასში მობუზული ვიჯექი,გამიმართლა დღეს ფიზიკა არ მქონდა და ცოტა იმედის ნაპერწკალი მაინც მქონდა,რომ სანდროს სადმე დერეფანში არ გადავეყრებოდი.ბედის ირონიაა,პირველივე გაკვეთილზე შემომაკითხა და მასწავლებელს ჩემი გაყვანა სთხოვა,როგორ ეტყოდა ქალბატონი ლილიც უარს მის კოლეგას.მის კაბინეტში ვიჯექი და ველოდები როდის ამოიღებდა ხმას
-გისმენ სანდრო,ბანალური ახსნები არ მინდა
-სანა ნათია ისეთი ქალია,ყველას კისერზე ეკიდება და თბილისში ვინც ბიჭი არსებობს ყველასთანაა ნამყოფი.იმ დღეს კაფეში თორნიკე უნდა მენახა,მაგრამ მომწერა,რომ არ ეცალა და სხვა საქმე გამოუჩნდა.ნათიაც მოულოდნელად დამადგა თავს და როგორც ყველა ბოზს ჩვევია დამიწყო ჩახუტებები და კოცნა,მინდოდა მომეშორებინა თავიდან,სულ მეკიდება ეგ ქალი,გეფიცები შენს თავს ჩვენს შორის არაფერი ყოფილა,სხვანაირად ნუ ფიქრობ რა,მიყვარხარ სანა
-და რატო უნდა მჯეროდეს შენი?
-სანა ოდესმე მომიტყუებიხარ?
-რავიცი იქნებ მატყუებდი,დიდი ხანი არაა რაც გიცნობ თან
-სანა შენ ფიქრობ,რომ იმ ბოზ ქალთან რამე საერთო მექნებოდა?
-კი,რატომაც არა
-ყოჩაღ სანა,მიხარია ასე,რომ მენდობი
-გენდობოდი სანდრო,შენ არც კი იცი მე რას განვიცდიდი იმ დროს,როცა შენ იმ კახპასთან ერთად კაფეში იჯექი,გეხუტებოდა,გკოცნიდა და შენც არ ეწინააღმდეგებოდი
-სანა რატო არ გჯერა ჩემი?შენ თავს გეფიცები სანა ნათია ფეხებზე ,მხოლოდ შენ მაინტერესებ სანა,მხოლოდ შენ
ალექსანდრე ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა,წამომაყენა,ჩამეხუტა და მაკოცა.სულ დამაბნია,არადა არ ვაპირებდი ასე ადვილად დანებებას,რას მმართებდა ფიზიკოსი არ ვიცი,ფაქტი იყო უმისოდ უსიცოცხლო არსებას ვგავდი.გული სხვას მეუბნებოდა,რომ უნდა მეპატიებინა ალექსანდრესთვის,გონება კი ამის საწინააღმდეგოს.ვერ ვუხერხებდი თავს ვერაფერს,მაგრამ მაშინვე გამოვფხიზლდი,მოვშორდი ალექსანდრეს და ხელი ვკარი
-შენ,როგორ ბედავ საერთოდ.იმ ყველაფრის მერე როგორ მეკარები საერთოდ,გამანებე თავი,დავამთავროთ ყველაფერი
-სანა დაგიმტკიცებ,გეფიცები დაგიმტკიცებ,რომ ისე არ ყოფილა ყველაფერი როგორც შენ გგონია და მერე მიხვდები ყველაფერს
-კარგად სანდრო
მიჭირდა იმ კაბინეტიდან გამოსვლა,მიჭირდა უსანდროობა,მიჭირდა სუნთქვა და ყველაფერი,მაგრამ ასე ადვილად ვერ ვაპატიებდი,არ შემეძლო.იმ დღემ უსიცოცხლოდ ჩაიარა,ჩემი მშობლებიც შინ დაბრუნდებოდნენ დღეს,საღამოს მათემატიკაზე ვიყავი წასასვლელი,არადა როგორ არ მინდოდა ახლა იქ წასვლა და სანდროს ნახვა,იმედი მქონდა არ იქნებოდა სახლში.დამთავრდა გაკვეთილები და სახლში წავედი,მშობლებს და პატარა დას ჩავეხუტე,ვჭამე და ოთახში გავედი,ვმეცადინეობდი,მერე შიკომ წამიყვანა მათემატიკაზე,კარები როგორც ყოველთვის სანდრომ გამიღო,მაგრამ რეაქცია არ მქონია.შევხედე,როგორ ეტკინა ჩემი ურეაქციობა,მისი თვალები ყველაფერს მეუბნებოდნენ,მაგრამ მეც მტკიოდა.საათნახევარი ისე მალე გავიდა,არაფერი გამიგია,სოფო ისეთი ქალი იყო,გინდა არ გინდოდა მაინც განდომებდა მეცადინეობას.წამოსვლის დროს სანდრომ გამაჩერა და ხელში რაღაც დისკი მომაწოდა
-სანა,უყურე ამას და დაიჯერებ ჩემს სიმართლეს
-კარგი
სახლში,რომ მოვედი,წამოვწექი,ლეპტოპი ჩავრთე და დისკს ვუყურებდი.ნათიას და სანდროს ლაპარაკს ვისმენდი,არ მოვუტყუებივარ სანდროს სიმართლე მითხრა,მაგრამ მე არ დავიჯერე პრინციპების გამო.დავურეკე სანდროს
-სანდრო ოდესმე მაპატიებ ამ შეცდომას?
-სანა,დამპირდი,რომ რაც არ უნდა მოხდეს ჩემსას ყოველთვის დაიჯერებ და ეჭვი არ შეგეპარება
-გპირდები სანდრო
-მიყვარხარ სანა
-მეც ფიზიკოსო
-დაიძინე ახლა გვიანია,იმედია კარგად იმეცადინე,ხვალ პირველი ფიზიკა გაქ არ დაგავიწყდეს
-აუ სანდრო,რა გინდოდა ახლა,რომ მახსენებდი.ხო იცი,რო ვერ ვიტან ფიზიკას
-ვერც მე მიტან სანა ხო?
-იმ კრუელას ნაირი არ გახდე და სულ მეყვარები
-შეგაყვარებ სანა ფიზიკას მალე,სულ მე ნუ მიყურებ,თორე დარჩები უსწავლელი.მე კიდე უცოდინარი ცოლი არ მჭირდება
-არ გაპატიებ ახლა მაგას,კარგად იყავი
-ძილინებისა ფერია
-ძილინებისა ფიზიკოსო
ოთხშაბათი დღეც მეზიზღებოდა ფიზიკის გამო,ზლოზვნით ავდექი,წყალი გადავივლე,ჩავიცვი და საუზმეს ვამზადებდი და-ძმა ერთად,რომ ადგნენ.ვისაუზმეთ,როგორც ყოველთვის ამათმა კარაქიანი პურის გამო დაწყვიტეს ერთმანეთი,მამა სამსახურში იყო წასული,დედა მარიამს აცმევდა ოთახში.ვერ მოვასწარი მათთან დამშვიდობება,პირდაპირ გავიქეცი.ბინასთან ალექსანდრეს მანქანა,რომ დავინახე მეგონა მელანდებოდა.სანდრო გადმოვიდა მანქანიდან და ხელით მანიშნა მივსულიყავი
-წამო წავედით
-სანდრო ახლა მე და შენ ერთად უნდა მივიდეთ სკოლაში?
-და მოხდა რამე მერე?
-მმმ..რავიცი,შენ ხო არ შეგექმნება პრობლემა?
-რა პრობლემა სანა,კარგი რა,ვისაც რა უნდა ის იფიქროს
-კარგი ხო
10 წუთში უკვე სკოლასთან ვიყავით,ერთად რო გადავედით მანქანიდან ყველა ჩვენ გვიყურებდა.ზოგი შურიანი თვალით,ზოგი სითბოთი სავსე თვალებით.სახეზე ეტყობოდათ ყველას ყველაფერი.კლასშიც ერთად შევედით,მერე მე ჩემი მერხისკენ წავედი,სანდრო მისი.გამოიკითხა თავიდან მასალა,რათქმაუნდა მე გამიძახა პირველი,ყველაფერს სწორად ვუპასუხე და მაღალი შეფასებაც მივიღე.შემდეგ რამოდენიმე ბავშვი და ახალი მასალის ახსნა დაიწყო.ხანდახან გამომხედავდა ხოლმე და ჩემი ღიმილით გამიღიმებდა,ისე რომ სხვები ვერ ამჩნევდნენ ამას.გაკვეთილი,რომ დასრულდა სანდრო სანამ გავიდოდა თვალი ჩამიკრა,მერე ტელეფონზე მომწერა
"გაკვეთილი,რომ დაგიმთავრდება გარეთ დამელოდე,მე წაგიყვან"
"კარგი ფიზიკოსო"
ძლივს როგორც იქნა გავიდა 6 გაკვეთილი,გარეთ გავდიოდი პარალელეკლასელმა,რომ დამიძახა.ბიჭი რომელსაც მგონი დაბადებიდან მოვწონდი ან ვუყვარდი,თვითონაც ვერ გაერკვია.აქამდე არ მაწუხებდა ცოტახანი და ახლა ისევ დაიწყო
-გისმენ დათო,რა გინდა?
-სახლში გაგაგიყვან
-მადლობა არ მინდა,მელოდებიან უკვე
-მე არ მიკითხავს შენთვის,გითხარი გაგიყვანთქო
-რა უფლებით უწევ ჩემთან ტონს და როგორ მელაპარაკები ეგრე?
-გოგო მე შენ რამდენჯერ გაგაფრთხილე იცოდე როგორ მელაპარაკოთქო
-შენ მე ვერ მასწავლი როგორ გელაპარაკო და თავი გამანებე
ალექსანდრეა სურნელი მეცა, უკან მივბრუნდი და უკვე ჩემს გვერდით იდგა
-გაწუხებს რამე ყმაწვილო?
-გამარჯობათ პატივცემულო,სახლში უნდა გავიყვანო სანა
-არ შეწუხდე მიმყავს უკვე მე
-ბოდიშით,ხელს აღარ შეგიშლით მაშინ
-კარგს იზავ,თუ არ გინდა რამე დაგემართოს
-კარგად ბრძანდებოთ
სანდრომ ხელი მომკიდა მაჯაში,ისე მიჭერდა მეგონა ხელს მომაგლეჯდა მალე,მანქანისკენ მივყავდი
-სანდრო მტკივა,გამიშვი
ცივად გამიშვა ხელი და განგმირავი მზერით მიყურებდა,ასეთი სანდრო არ მენახა აქამდე
-რა გინდოდა იმ ახვართან?
-სახლში გაგიყვანო სანდრო და უარი ვუთხარი
-ხო და ამდენ ხანს უარს ეუბნებოდი
-აჰა ანუ ეჭვიანობ?მადლობა ასე,რომ მენდობი და გჯერა ჩემი სიყვარულის
-გოგო არ გამაგიჟო ახლა,კიდრ აქეთ მეჩხუბები?
-სანდრო მაგ ბიჭს ბავშვობიდან ვუყვარვარ,შენი აზრით რომ მდომოდა მაგის სიყვარული ახლა მე და შენ ერთად ვიქნებოდით?
-კარგი მაპატიე სანა,ნერვებს ავყევი
-მერამდენედ ფიზიკოსო,ნუ ეჭვიანობ,ისეთს არაფერს გავაკეთებ რაც შენ არ მოგეწონება და საჭიროდ არ ჩათვლი,ახლა კი წავიდეთ რა,დღეს თავზესაყრელად მაქ სამეცადინო
-კარგი სანა
10 წუთში კორპუსთან ვიყავი უკვე,სანდროს ჩავეხუტე,ვაკოცე და სახლში ავირბინე.ფანჯრიდან,რომ გადავიხედე და ხელი დავუქნიე,მერე წავიდა.
მარტო მე და დედა ვიყავით სახლში,დანარჩენები არ ვიცოდი სად იყვნენ
-სანა,არ ფიქრობ,რომ მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ?
-რა ხდება დედა?
-ეგ შენ უნდა მითხრა სანა,ვინაა ის ბიჭი კორპუსთან რომ მოგიყვანა?
-ჩემი ფიზიკის მასწავლებელი დედა
-და რა ხდება თქვენს შორის?
-არაფერი,ერთად ვართ
-და შენ ამას ასე ჩვეულებრივად მეუბნები?
-აბა არაჩვეულებრივად გითხრა?
-როგორ ბედავ და მეტლიკინები ლაწირაკო,წინააღმდეგი ვარ თქვენი ურთიერთობის
-სამწუხაროდ გვიან მივხვდი დედა ყველაფერს,სანა მქვია და შენ ჯობია შენს საყვარლებს მიხედო
-რა საყვარლებზე ამბობ სანა,კარგად ხარ?
-დედა,ჰმმ როგორ მცხვენია ამ სახელს,რომ გეძახი და დედაჩემი გქვია.ხო შენს საყვარლებს დედა,რომელიც უკვე 4 წელია გყავს,მე ჩუმად ვარ მარიამის გამო და ყველაფერს ვითმენდი აქამდე.
-სანა სისულეებს ნუ ამბობ
-დედა გინდა დაგიმტკიცო ჩემი ვითომდა სისულეები?
-კი სანა
ოთახში გავედი და ის ქსეროქსები ამოვბეჭდე,რომელსაც შემთხვევით გადავუღე დედას ტელეფონში
-აი აიღე
-სანა კი მაგრამ...
-დედა ძალიან გთხოვ თავი გამანებე,ნუ ჩაერევი ჩემს ცხოვრებაში და ისე იქნება ყველაფერი როგორც აქამდე გპირდები
-და რა იქნება ახლა?
-არაფერი,მე სანდროსთან ვიქნები,შენ შენს საყვარლებთან და ისევ მოატყუებ მამას
-და მეორე ვარიანტი
-მეორე ის,რომ მამა გაიგებს ყველაფერს და მე სანდროსთან პრობლემები მაინც არ შემექმნება
-იყოს სანა ისე,როგორც შენ გინდა,მაგრამ განანებ ყველაფერს.შენს ამ სიტყვებს განანებ სანა და ასე მარტივად არ დარჩება ყველაფერი
-კარგი დედა,მე არ მაქვს პრობლემა
ოთახში გავედი და სამეცადინოთ დავჯექი.გული ვერაფერს დავუდევი და დავიზეპირე ყველაფერი.მშვიდად მეძინა იმ ღამეს და არც გამიგია ვინ როდის დაბრუნდა სახლში.скачать dle 11.3

 




№1  offline √ წევრი ™ modemodka

მომწოონს ეს მოთხრობაა ძალიან

 



№2  offline √ წევრი ™ ელპინი

modemodka
მომწოონს ეს მოთხრობაა ძალიან

მადლობა დიდი შენ საყვარელო❤❤

 



№3 √ სტუმარი ™ luciferi

axali tavi minda sad aris ?

 



№4  offline √ წევრი ™ ელპინი

luciferi
axali tavi minda sad aris ?

ვაიმე,როგორ გამახარე ასე,რომ ელოდები.ბოდიში საყვარელო დღეს ვერ დავდე,ხვალ იქნება აუცილებლად ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent