შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წართმეული სისპეტაკე თავი მესამე


21-08-2017, 02:48
ავტორი -venus-
ნანახია 1 455

წართმეული სისპეტაკე თავი მესამე

ბნელოდა, არ ჩანდა კარგად არე-მარე, გზააბეული მიაბიჯებდა ქუჩაში, არც ერთი ლამპიონი არ ენთო ირგვლივ, თითქოს ყველამ პირი შეკრაო, ადამიანის ჭაჭანებაც არ იყო, მიდოდა და არ იცოდა საით, ვისთან რატომ... უკნიდან ხმა შემოესმა, უეჭველად ბიჭები იქნებოდნენ, თითქოს ძალიან ახლოს, მაგრამ ვერ ხედავდა მათ მიბრუნებისას, ნელ-ნელა ახლოვდებოდა ხმა, ყმაწვილების ხორხოცი და ხმამაღალი სიცილი უყრუებდა ყურებს... ვერ გაეგო რა ხდებოდა, კიდევ ერთხელ მიიხედა შეშინებულმა უკან თმცა არავინ, ბნელი ქუჩის და ნისლის გარდა, მოტრიალდა და უცებ მიეყინა ადგილს, წინ იდგნენ, ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ ბოროტული და ამაზრზენი თვალებით, იცინოდნენ და ხელებს იშვერდნენ მისკენ, სურდათ, მის სხეულს შეხებოდნენ, სურდათ რომ ისევე გაესვარათ მისი სული როგორიც თვითონ იყვნენ ბინძურები, საზიზღრები, ამაზრზენები. ყვირილი უნდოდა, თუმცა ხმა არ ამოსდიოდა, გული გახეთქვას ქონდა, მუცელში ეკლებივით ესობოდა რაღაც შემაწუხებლად, მტკივნეულად, უკან უკან იხევდა, თუმცა ვერსად მიდიოდა, სამივე მივარდა მას, შემოახიეს ტანსაცმელი, მაისური, შარვალი, საცვლები... კიოდა, განწირული კიოდა, შველას ითხოვდა თუმცა ამაოდ... ცხოველურად ექცეოდნენ, მშიერ ცხოველს გავდა თითოეული, რომლებმაც, ნადავლი მოინადირეს და დროდადრო ერთმანეთს უღრენდნენ...
ყვირილით წამოხტა საწოლიდან, თვალები გაახილა და ტირილი აუუტყდა... გაუხარდა რომ ეს საშინელება სიზმარი ყოფილა, თუმცა საერთოდ არ მოშვებია შიში და ნერვიულობა, პირიქით, რომ გაახსენდა რამოდენიმე საათში რაც ელოდა უფრო დაიძაბა, მუხლები უცახცახებდა საწოლში. შუბლი დაცვაროდა, მთლიანად სველი იყო...
ნელა წამოდგა, ხალათი მოისხა და აბაზანაში გავიდა, შხაპის მისაღებად. ძალიან ჩუმად ბებიის ოთახშიც შეიხედა, თუმცა მას მშვიდად ეძინა, შეუმჩნევლად გაუპო ბაგე ღიმილმა თმცა მალევე გაქრა და ისევ დარდმა მოიცვა სახე... საათი ღამის ხუთს აჩვენებდა, საერთოდ არ უნდოდა რომ გათენებულიყო, ტირილითაც ვერაფერს შეცვლიდა, დას ყველა ვარიანტში უნდა დახმარებოდა... ცივი შხაპის შემდგომ, თითქოს აზრზე მოვიდა, ოთახში შევიდა, თხელი სარაფანი გადაიცვა და საწოლის მოპირდაპირე მხარეს მდგარ, პატარა მაგიდას მიუჯდა, მასზევე მდგომი სანათი აანთო და ეცადა დრო წიგნის კითხვაში გაელია... რამოდენიმე ხაზი წაიკითხა თუმცა მალევე მიხვდა რომ მისი ტვინი და ფიქრები ახლა წიგნში ნამდვილად არ იყო, მაინც დილანდელზე ფიქრობდა, რა მოხდებოდა, ვინიყო ის პატივცემული ბიზნესმენი, რა უნდა გაეკეთებინა, ან როგორ უნდა ესიამოვნებინა როცა გამოუცდელია, ბიჭისთვის არც კი უკოცნია, რომელ სიამოვნებაზე იყო ლაპარაკი, ისევ აუტყდა მუხლების ცახცახი, ხელები უკანკალებდა, სახეზე ფერი ეკარგებოდა ნელნელა, მუცელი საშინლად ტკიოდა, თითქოს ვიღაც მაგრად უჭერდა ხელს და მთელ ორგანოებს ჭყ ლეტდა... ნერვიულობაში გალია დრო, როგორც ინა გამონათა მზემ და მისი პირველი სხივები დაანახა თიკას, ისევ ისე იჯდა მაგიდასთან, ნამტირალევი, თვალებ ჩაწითლებული და შეშინებული... რვა საათი იქნებოდა ოთახში ბებია რომ შემოვიდა, ასეთ მდგომარეობაში პირველად დაენახა თიკა, ყოველთვის მხიარული და სახე მომღმარი გოგონა მოწყენილი, თვალებჩამქრალი იჯდა ერთადგილას და არც ინძრეოდა...
- ბები, თიკა ბებო, რა გჭირს ბე? ხომ კარგად ხარ? ქოთქოთით მიუახლოვდა გოგონას, უკნიდან მხრებლზე მოეხვია და თავზე აკოცა.
- ჰო, კარგად ვარ ბები, კარგად... ხელზე ხელი დაადო და ნელა შეახო ტირილისგან დამსკდარი ტუჩები...
- ასე არასოდეს მინახიხარ, ვინმემ ხომ არ გაწყენინა? დარწმუნებული ხარ რომ არაფერი გჭირს?
- არა ბე, უბრალოდ ცუდი სიზმარი ვნახე და იმიტომ ავდექი ასე ადრე. ყველანაირად ცდილობდა მისი აკანკალებული ხმა დაემალა და სრულიად ჩვეულებრივად, ოდნავი ღიმილით ცემდა პასუხს საყვარელ და მზრუნველ ბებოს... ერთადერთი ადამიანი იყო ვისაც არაფერს უმალავდა, თმცა ამას ვერანაირად ეტყოდა მას, ენის წვერზე ედგა, ძალიან უნდოდა ახლა მის კალთაში ექვითინა, ყველაფერი მოეყოლა და რჩევა ეკითხა, თუმცა არა! ახლა არა, მოვიდოდა დრო და ყველაფერს ეტყოდა, მაგრამ ახლა მაგის დრო არ იყო...
- წამოდი ბები, კვერცხს შეგიწვავ, ჩაის გაგიკეთებ, ვისაუზმოთ ხო?
- კარგი ბე, მიდი და გამოვალ ახლავე... ღიმილიანი მზერით მიაცილა თვალებით კარამდე ბებია, შემდეგ თავს ძალა დაატანა და თავის თავს შემოუძახა... - ყველაფერი კარგად იქნება, შენი დისთვის შენ ამას შეძლებ, მთავარია რომ ის ცოცხალი იყოს... ღრმად ამოისუნთქა და ოთახი დატოვა...
ყოველთვის გემრიელი საუზმე საყვარელ ბებიასთან ერთად, არც თუ ისეთი გემრიელი აღმოჩნდა, ძლივს ყლაპავდა ლუკმებს, მადა არ ჰქონდა, გემოს ვერაფერს ატანდა, ბებია კი გაურკვეველი აკვირდებოდა შვილიშვილს და ვერ გაეგო რა მოსვლოდა...
მალე ტელეფონის ბზუილიგაისმა, ცხელმა ტალღამ დაუარა მთელს სხეულში, გულმა ორჯერ უფრო სწრაფად იწყო ფეთქვა და ხელებმაც იწყეს კანკალი... უცხო ნომელი იყო, მიხვდა საიდანაც რეკავდნენ, ცოტა მოშორებით გავიდა და შეშინებულმა უპასუხა.
- გისმენთ. ხმა უკანკალებდა თიკას...
- ერთ საათში მზად იყავით, გაჩერებაზე შავი აუდის ფირმის მანქანა დაგხვდებათ და ადგილამდე მიგიყვანთ...
- კი მაგრ.... სიტყვა შუაზე გაუწყდა, გაუთიშეს, ისე რომ არაფრის თქმა აცადეს...
მალევე მოწესრიგდა, ფეხები უკან რჩებოდა, ხმას ვერ იღებდა, რამოდენიმეჯერ კითხა ბებიამ მიზეზი ასეთ ხასიათზე ყოფნისა თმცა პასუხი ისვ ვერ მიიღო, ერთიდაიგივეს იმეორებდა - „კარგად ვარ ბებია, კარგად“
უკვე გაჩერებაზე იდგა, ხელებს იფშვნეტდა, აქეთ-იქით იყურებოდა დაბნეული. მალევე მოუყენა შავი ფერის აუდმა ფეხებთან, კარი გაიღო და გოგონას დაჯდომა თხოვეს...
აკანკალებული ჩაჯდა, ღვედი გადაიჭირა და ხელები მუხლებზე დაილაგა... რამოდენიმეჯერ გადახედა მძღოლს, ახალგაზრდა ბიჭი იყო, შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი, ჰალსტუხი ეკეთა ოდნავ შეხსნილი, მზის სათვალის გამო მთლიანად ვერ აღექვა თიკას მისი სახე მაგრამ რაც დაინახაძალიან საშიში არ უნდა ყოფილიყო... ფანჯარაში გაიხედა, გზაზე ჩამწკრივებულ ხეებს ადევნებდა თვალს და თან შეძლებისდაგვარად ცდილობდა დათვლა მოესწრო, სხვა რამეზე უნდა გადაეტანა ფიქრები თორემ იქვე გასკდებოდა...
დაახლოებით ნახევარი საათის მგზავრობის შემდგომ, ერთ-ერთი საუნის წინ გაჩერდა მანქანა, გოგონა ისევ ნერვიულობდა, ნელა გადავიდა მანქანიდან, კარიმიკეტა და ცოტახანს არებთან შეჩერდა...
- შებრძანდით, გელოდებიან... მძღლმა შეახსენა რომ უნდა შესულიყო, ისიც რობოტივით დაყვა მის ნათქვამს და ისე შევიდა თვალი არც დაუხამხამებია...
დერეფანი საკმაოდ დიდი იყო, ნათელ ფერებში გაეწყოთ იქაურობა, გვერდებზე რამოდენიმე ოთახი იყო, კარზე ნომრები ეწერა... დერეფნის ბოლოში მრგვალი კიბე ჩადიოდა დაბლა სართლზე სადაც სავარაუდოდ, აუზი და საუნები იქნებოდა. კიბეს ჩაუყვა და იქვე აუზთან ორი გოგონა დაინახა, საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი, ორივემ ერთდროულად აათვალიერეს აკანკალებული თიკა და გაიცინეს.
- ეს ანგელოზი ვინღაა, ნახე როგორ მოდის... ერთერთმა გადაულაპარაკა მეორეს და ჩაიცინეს. ისე უყურებდნენ საბრალო თიკას თითქოს ყველაზე მდაბიო ადამიანი ყოფილიყოს, არადა თვითონ არ ახსენდებათ რისთვის არიან იქ...
ხმა აკანკალებულმა ძლივს გაბედა რაიმედ კითხვა. :
- უკაცრავად, ბატონი იოანე აქარის? ხმადაბლა იკითხა, ხელებს იფშვნეტდა ნერვიულობისგან.
- ნუ ღელავ ფისო, არ შეგჭამენ, ცოტა მოეშვი და დამიჯერე ყველაფერი იდეალურად იქნება... ქერათმიანმა ცადა ანერვიულებული გოგონას დაწყნარება თმცა ამაოდ. - იოანე ჩამოვა მალე, სტუმრებთან ერთად...
რამოდენიმე წუთში გამოიცვალა თიკამ, ის ჩაიცვა რაც გოგოებმა მისცეს, ლამაზი საცვლები და წითელი პერანგი... გოგოებთან ერთად იდგა როა ზემოდან კაცების ხმაური შემოისმა... შემდგომ ეს ხმა კიბეებისკენ მოესმა, ცოტახანში ოთახში რომელიც თეთრი ფერით იყო შეღებილი და სპილოსძვლისფერი სავარძლები იდგა, ოთხი მამაკაციშემოვიდა... თიკა ფერი შეეცვალა, ადგილს მიეყინა, უნდოდა რომ ეკივლა, ეყვირა, ებღავლა, მიწა გასკდომოდა და იქ არ მდგარიყო, ოღონდ ის არ დაენახა, ოღნდ იქ არა...
- თიკა?? გაოგნებული შეაშტერდა ბიჭი გოგონას. - შენ, შენაქ... აღარ გააგრძელა როდესაც ბატონმა იოანემ ლაპარაკი დაიწყო : აბა, ჩემო თორნიკე, აი, ეს ის გოგოა ვიზეც გიყვებოდი, სუფთა, სპეტაკი, ზდილობიანი, ნიჭიერი, ყველაზე საუკეთესოა და ის დღეს შენია... იოანეს გვერდზე მდგომ ახალგაზრდას ეუბნებოდა თიკას შესახებ, თმცა თიკას არფერი ესმოდა, ის მხოლოდ ლაშას უუყურებდა, ლაშას ამაზრზენ მზერას აკვირდებოდა და თვალებით ევედრებოდა რომ ასე არ ეყურა...
- არა! ამას მე ვირჩევ, უცებ თქვა ლაშამ, ხელი მოკიდა გოგონას და ოდნავ თავისკენ გაქაჩა.
- გთხოვ ლაშა. ხელი გამიშვი, შეევედრა გოგონა..
- არა, არა, ლაშა, შენ სხვა გყავს, ეს ბატონი თორნიკესია. თავაზიანად შეუსწორა ბატონმა იოანემ...
თორნიკე კი უბრალოდ იდგა და გოგონას უყურებდა...
- არა მეთქი, მე წავიყვან, გაძალიანდა ლაშა, გამწარებული უყურებდა თკას და მაჯაზე უფრო და უფრო უჭერდა ხელს, თიკა კი სახეს მანჭავდა ტკივილისგან და გაშვებას ცდილობდა...
- მოდი მაშინ თავად გოგომ აარჩოს, ბატონი იოანე უკვე ბრაზდებოდა ლაშას ასეთ საქციელზე თუმცა ისიც მისი მეგობრის, საკმაოდ გავლენიანი ბიზნესმენის შვილი იყო და სწორედ მისი თხოვნით გახლდათ ლაშა მანდ, ამიტომ არ უნდოდა რაიმე არასწორად ეთქვა და მეგობრის გული გაეტეხა, მაგრამ ლაშას საქციელი უკვე ზღვარს სცდებოდა, იქ მომხდარს კი მხოლოდ ლაშა და თიკა ხვდებოდნენ...
გოგონამ როგორც იქნა იხსნა თავი ლაშას მარწუხებიდან და აცრემლებული თვალებით თორნიკეს მხარეს გადავიდა... ლაშამ კარგახანს უყურა თიკას, გამწარებული იყო, თალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, რამოდენიმე დღის წინ გოგოს რომელიც დიდიხანია უყვარს, ვარდები გაუგზავნა, ხოლო დღეს საუნაში ერთ-ერთ ბიზნესმენის მეძავად ხედავსს... კარებზე ხელი მუშტი დაარტყა ლაშამ და ოთახიდან გავარდა... გოგონას თვალებიდან ცრემლი ჩამოუგორდა, თითქოს ის არეყო რაც ჭირდა ახლა ესეც დაემატა...
თორნიკემ ხელი მოკიდა და გოგონა ზემოთ აიყვანა, 305-ე ოთახის კარი შეაღეს და საძინებელში გაუჩნარდნენ...
........................
ცოტახნის შემდეგ როდესაც ყველაფერი მორჩა, თიკა ფეხებმოკეცილი მიყუდებოდა საწოლის თავს და ნერვიულობისგან კანკალებდა... თორნიკე განცვიფრებული იცვამდა პერანგს, თვალს არ აშორებდა გოგონას და მის განადგურებულ სახეს...
- დარწმუნებული ხარ რომ აქ მოსვლა არ დაუძლებიათ? ბოლოს ვეღარ მოითინა თორნიკემ და გოგონას ჩაეკითხა.
- რამნიშვნელობა აქვს ამას თქვენთვის? ხო მიიღეთ სასურველი, ახლა უბრალოდ გადით და დამტოვეთ... ცივად მიუგო, გული ერეოდა მის დანახვაზე, მისი ხმაც კი აღიზიანებდა...
- უბრალოდ, წარმოუდგენელია შენნაირი გოგონა აქ თავისი ნებით იყოს მოსული და უწვებოდეს სრულიად უცხო მამაკაცს, მითუმეტეს ქალიშვილი...
- ამას არ აქვს თქვენთვის მნიშვნელობა, კიდევ ერთხელ გიმეორებთ!! უფრო გაამკაცრა ტონი გოგონამ... ყმაწვილი უთქმელად გავიდა ოთახიდან, ბატონ იოანეს მადლობა გადაუხადა, აცნობა რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და კონტრაქტზე ხელიც მოუწერა, ახალი ბატონი იოანე ყველაზე დიდი, მანქანების გალერეის მეწილე იყო...
თიკამ ქვითინი დაიწყო, ზეწარს მაგრად უჭერდა ხელს,სახეზე ბალიში მიიჭირა და რაც კი შეეძლო მთელი ძლით დაიყვირა... ოთახში ერთერთი გოგონა შემოვიდა.
- ჩაიცვი პრინცესავ, მანქანა გარეთ გელოდება...
წამოხტა თიკა, სწრაფად ჩაიცვა ტანსაცმელი და ოთახიდან გავარდა... კარებში იოანე შეეჩეხა.
- ეი, ეი... სად გარბიხარ. შენი საფასური არ აგიღია...
- ჩემი ფასი საკმაოდ დიდია ბატონო იოანე და თქვენც კარგად იცით რატომაც ვარ აქ! დაუგმინა გოგონამ, ხელიდან კუთვნილი ფული გამოგლიჯა და იქაურობას მოცილდა...
გარეთ ისევ იგივე მანქანა ელოდებოდა, იგივე მძღოლით...

ლაშა იქაურობას მოსცილდა თუ არა სოფელში წავიდა, თიკას სახლთან ყვირილით მივიდა, საკმაოდ მთვრალი იყო, ხელში ვისკის ბოთლი და სიგარეტი ეჭირა, ყვიროდა რაც ძალი და ღონე ქონდა...
- ხარ! ბოლო დონის !!! მე კიდევ, მე მიყვარდი, მე სულელს, სხვვანაირი მეგონე თუმცა შენც ისეთივე კახპა აღმოჩნდი, თიკაა! კახპა ხარ!
ამ ხმაურზე თიკას დედა და მამა გამოცვივდა, გაოგნებული ყურებს არ უჯერებდნენ რასაც ეს ბიჭი ამბობდა :
- რეებს როშავ ბიჭო! დაუყვირაა მალხაზმა.
- იმას ბატონო მალხაზ რომ გყავთ გოგო, საუნებში ემსახურება მდიდრებს, მე კიდევ ის გულწრფელად მიყვარდა...
აი, მოვიდა კიდეც, ხედავთ? რა ძვირფასი მანქანიდან გადმოვიდა... თითი გაიშვირა საიდანაც თიკა გადმოვიდა მანქანიდან და თმა ჩამოშლილი მოდიოდა სახლისკენ...
მამამისი მივარდა! მაჯაში ხელი წაავლო და სახლში შეათრია. გოგონა მიხვდა რაც ხდებოდა, ტიროდა, თუმცა ხმას არ იღებდა... მამამ სილა გააწნა, ერთხელ, ორჯერ, დედა ევედრებოდა, მუხლებზე დაუჩოქა, რომ შეჩერებულიყო თუმცა, კაცი გაცეცხლებული იყო, სანაქებო ქალიშვილზე ასეთი რამ ესმოდა, შარვლიდან ქამარი მოიხსნა და რამოდენიმეჯერ გადაარტყა მომტირალს, მხოლოდ ეგ არეყო და ახლა ყვირილზე გადავიდა...
- მეძავი?? ამისთვის გაგზარდეთ? ამისთვის მოგიყვანეთ აქამდე შე კახპა? ესე უნდა შეარცხვინო ჩვენი ოჯახი?? ასეთ შვილს სულ არ მყავდეს მირჩევნია.. დაუღრიალა და კიდევ ერთხელ გადაარტყა ქამარი გოგონას. განწირული ხმით ყვიროდა თიკა, ტიროდა, ბღაოდა. დედა განადგურებული ეცა მალხაზს და ქამარი გამოგლიჯა.
- გეყოფა, გემუდარები, ასე არ გინდა!!! სასოწარქვეთილი ხმით თხოვა მამაკაცს... ერთხელაც შეხედა ძირს დაგდებულ გოგონას, ზიზღით ამოხვნეშა და ოთახიდან გაუჩნარდა...
ანა და გიორგი კარების ჩარჩოს მიყრდნობოდნენ და იღიმოდნენ... ძ₾ივს მოიკრიბა ძალა, წამოსადგომად. როგორც კი ადგა და ანა დაინახა, სახე გაებადრა, მიუხედავად იმისა რომ წარბიდან დატუჩიდან სისხლი ზდიოდა..
- დაიკო? ცოცხალი ხარ? როგორ გამიხარდა... მივიდა რომ ჩახუტებოდა თუმცა ანამ ხელი კრა.
- შენ რა მეხუმრები? არ მომეკარო შე ბინძურო ! ჩვენი ოჯახი შეარცხვინე და ახლა ჩახუტება მოგინდა?? მომცინარი სახით ეუბნებოდა გოგონას...
- რაა? გაოგნდა თიკა. კი მაგრამ, ეს ხომ, ეს... გაგრძელებაც კი აღარ ღირდა, გამწარებულმა ჯიბიდან ფული ამოიღო მაგიდაზე დააგდო და გაიქცა...
მირბოდა, მთელი ძალით... ქვითნებდა და თავის თავს ეკითხებოდა : ეს რატომ ხდება ჩემს თავს... ბებიასთან მივიდა და დივანზე დაემხო, მოიკუნტა და რაც კი ძალა ქონდა ტიროდა. გაოცებული ბებია მივიდა, მის თავთან ჩაიმუხლა და მომხდარი იკითხა... პასუხი არიყო... დააცადა გოგონას რომ დამშვიდებულიყო...

საღამოხანი იქნებოდა, ტირილისაგან დაღლილ დაქანცულს რომ გაეღვიძა, ბებია სამზარეულოში ვახშამს ამზადებდა. ნელა წამოდგა, მთელი სხეული ეწვოდა, ტუჩზე და წარბზე სისხლი ჰქონდა მიმხმარი. მაშნვე აბაზანაში შევიდა და ცხელი შხაპი მიიღო, თუმცა მაინც ჰქონდა იმის შეგრძნება რომ მთლიანად ბინძური იყო, ისე იყო გაბინძურებული რომ ამ ჭუჭყს მთელი ცხოვრება ვერ ჩამოირეცხდა... აბაზანიდან გამოვიდა. ჩაიცვა და სამზარეულოში გავიდა... არშიოდა, არაფერი უნდოდა, მხოლოდ ჩაი დალია და ბებიას ყველაფერი მოუყვა, ქალი თვალცრემლიანი, პირზე ხელაფარებული იჯდა და უსმენდა შვილიშვილს, ცხარე ცრემლით აუტყდა ტირილი, თიკას მიეხუტა.
- ჩემი საწყალი გოგო...
მხოლოდ ეს უთხრა... ბარგი ჩაულაგა და გადაწყვიტეს რომ თბილისში უნდა დაბრუნებულიყო დროებით... დაპირდა რომ ყოველთვის დაეხმარებოდა... რომ მისი იმედი უნდა ჰქონოდა, რომ ყველაზე ძალიან უყვარდა და ამ ყველაფერს არაფრის შეცვლა შეეძლო მათ შორის...
სახლიდან წამოვიდა თიკა, მამას დანახვა არ უნდოდა მისი, ანას და გიორგის დიდად არც ეხატებოდათ გულზე, დედას კი ეცოდებოდა, გული შესტკიოდა, უნდოდა შანსის მიცემა, დალაპრაკება, ყველაფრის გარკვევა, თუმცა მამა უშლიდა. ბატონმა მალხაზიმ განაცხადა რომ თიკას სახელს არც ერთი ახსენებდა, რომ მისნაირი შვილი არასდროს ყავდათ და არც ეყოლებოდათ. ქალბატონი ტანია ყოველ ღამე ტიროდა ჩუმად და თკას პატარაობის ფოტოს კოცნიდა, რომელიც ბალიშის ქვეშ ედო, მხოლოდ მას შემდეგ იძნებდა...

რამოდენიმე კვირა გავიდა მომხდარიდან, თიკა ისევ თბილისში იყო, უნივერსიტეტში ჩვეულებრივად აგრძელებდა სიარულს, ოთახის მეგობარი მარიამი რომელსაც ყველაფერი უამბო, ცდილობდა დახმარებოდა და ყველანაირად გვერდში დგომოდა...
- თიკ, დღეს საღმოს ჯგუფელები ვიკრიბებით და ხო წამოხვალ? ცოტას გაერთობი რა და იქნებ ხასიათზეც მოხვიდე. შეევედრა მეგობარი..
- არა მარ, რაღაც ვერ ვარ კარგად, თავბრუ მეხვევა ყოველ წამს და გული მერევა... წერას თავი დაანება, კალამი რვეულზე დადო და გოგონას ღიმილით გახედა..
- მოიწამლე?? ეჭვის მზერით შეხედა მარიამმა.
- არ ვიცი, ალბათ...
- მე გირჩევდი რომ ტესტი გაგეკეთებინა, რა იცი რა ხდება. უცებ მიაყარა და იქმდე გავარდა ოთახიდან სანამ თიკა აყვირდებოდა... გოგონას გაეცინა მის საქციელზე, მართლაც აპირებდა მის გამოლანძღვას თმცა გაასწრო...
დაფიქრდა მარიამის ნათქვამზე, ჟაკეტი მოიცვა და ქვემოთ ჩავიდა, აფთიაქიდან ტესტი იყიდა, ამოვიდა ოთახში და საპირფარეშოში შეიკეტა... ცოტახანი უყურებდა პაკეტს, ფიქრობდა მზად იყო თუ არა ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში... ღრმად ამოისუნთქა თალები დახუჭა და საქმეს შეუდგა. ყველაფერი ისე გააკეთა როგორც პაკეტზე ეხატა... ცოტახანი დააცადა, დაშტერებული უყურებდა, ნელნ-ნელა იძბებოდა, ხელები უკანკალებდა, თვალებზე ცრემლი მოადგა, მუცელი დაეჭიმა, გულმა უფრო და უფრო სწრეაფად იწყო ძგერა, საბოლოოდ კი მაშინ გადმოვარდა მისი თვალიდან ცრემლი როცა თესტზე ორი წითელი ხაზი გამოისახა.....


----------------------------

ესეც მესამე თავი, იმედია მოგეწონებათ, ვიმეორებ რომ, ეს იდეა რაც ამ ისტორიას ახლავს და რაზეც აგებული იქნება მთლიანად ისტორია არის ერთი სერიალიდან, თუმცა მე ჩემებურად ვწერ, სერიალიდან მხოლოდ იდეაა აღებული რაც ამ გოგოს დაემათება და ძმის გაჩალიჩებით, დანარჩენი გარემო, სიუჟეტი, პერსონაჭები და დანარჩენი სხვა არის ჩემი ინტერპრეტაციით დაწერილი... იმედია გამომივა კარგი და მოგეწონებათ, მადლობა დიდი ვინც კითხულობს <3 მიყვარხართскачать dle 11.3

 




№1 √ სტუმარი ™ oliko

Mecodeba tika ar imsaxurebda ase moqcevas. Roca aset msxverplze wavida bogmiani da dzmis gamo. Vatyob win gvelodeba mtavari tornike DA tika memgoni ertad iqnebian win sirtuleebi iqneba. Sakmaod

 



№2  offline √ წევრი ™ mia15

საინტერესო ჩანს.იმედია კარგად დაამთავრებ.ველი შემდეგ თავს

 



№3 √ სტუმარი ™ Shore shore

vaimee gamiskda guli amocyda misi da zma damplebi .muxlebze unda a xoxo mag sazizgrobaa.umagresia

 



№4 √ სტუმარი ™ Guest kike

Kaegia,ubralod patara tavebia da tu gazrdi uketesi iqneba,kidev movlenebs dzalianac nu daachqareb

 



№5 √ სტუმარი ™ Guest Mao

Shemdegi tavs rodis dadeb maintersebs

 



№6 √ სტუმარი ™ llll

Dzalian saintereso istoriaa.
P.S ra serialidanaa?

 



№7  offline √ წევრი ™ modemodka

კარგი ისტორიააა... იმედია ხვალ დადებ

 



№8 √ სტუმარი ™ gerco

Gercohttps://youtu.be/IAk-zVtiCPw

 



№9  offline √ ადმინი ™' -venus-

gerco
Gercohttps://youtu.be/IAk-zVtiCPw

gasagebia rom nanaxi gaqvt eg kino. magram me garkvrvit avgnishne rom ubralod es idea avoge maqedan... danarcheni ganvitareba moxdeba sxvagvarad tqo da yovel tavze araris sachiro imis dawera rom es serialia. :) romc iyos da serials zustad sityva sityvit vwerde bevr dros da mushaobas moitxovs aserom ase erri xelis mosmit nu icit xolme dawerra rom es isari es esari. visac gindat uyuret da mere damiweret komentarebshi serials vwrr tu ubralod ideas viyeneb :) madloba. datqven gerco araris aucilebeli yovel tavze dawerot rom serialia!

 



№10 √ სტუმარი ™ oliko

Rodis dadeb axal tav?

 



№11 √ სტუმარი ™ Guest Mao

Rodis daideba axali tavebi ?

 



№12  offline √ ადმინი ™' -venus-

ხვალ ჩემო კარგებო. დიდი ბოდიში ბავშვი მყავს7თვის და დაწერა ვერ მივახერხე რაღაც პრობლემების გამო. გპირდებით ხვალ 2თავს დავდებ ♡♡

 



№13 √ სტუმარი ™ Guest Mao

Dges dadeb axal tavebs ?

 



№14  offline √ ადმინი ™' -venus-

Guest Mao
Dges dadeb axal tavebs ?

კი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent