შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კირა კანდელაკის ცხოვრება 5 თავი


22-08-2017, 20:59
ავტორი Gogona rmigraciidan
ნანახია 532

კირა კანდელაკის ცხოვრება 5 თავი

 კიდევ დიდხანს ვისეირნეთ თუმცა ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს.
ბექა ყოველ დილოთ მოდიოდა ჩვენთან, უნივერსიტეტში წაგვიყვანდა შემდეგ სამსახურში და ესე გადიოდა დრო და მოვიდა ჩემი დაბადების დღეც. დღევანდელი დღე მინდოდა ვიწრო წრეში ამეღნიშნა, საღამოს ყველანი რესტორანში შევიკრიბეთ. ჩვეულებრივი მუხლებამდე შავი კაბა მეცვა, თმა დავისწორე და ცხენის კუდად შევიკარი, მკვეთრი მაკიაჭი გავიკეთე და ფეხზე ბალეტკები მეცვა. ძალიან კარგ დროს ვატარებდით, მე და ჩემი ბიძაშვილო ზურა ვალს ვცეკვავდით, როდესაც დავინახე როგორ გადაეხვია ჩემი ბიძაშვილი ლუკა იმ წამს შემოსულ ბექას. ზურას მოვშორდი და მათკენ წავედი.
- დაბადების დღეს გილოცავ კირა. ლოყაზე ხმაურით მკოცნის და ვარდების დიდი თაიგულს მაწვდის.
- მადლობა, გამიხარდა რომ მოხვედი. თბილად ვეუბნები მე.
- აი ესეც შენ. ხელში კონვერტს მაწვდის იქ კი ორი ბილეთი დევს ესპანეთის მიმართულებით.
- ეს რა არის? დაბნეული ვეუბნები მე.
- მინდა ჩემთან ერთად ესპანეთში წამოხვიდე.
- მაპატიე მაგრამ არ შემიძლია. ჯერ იმდენად კარგადაც არ გიცნობ შენთან ერთად სადმე დავისვენო. უარის ნიშნად დავს ვაქნევ და ბილეთებს უკან ვაძლევ.
- კარგი. ნაწყენი ხმით ამბობს ის.
- ლუკ საიდან იცნობ ბექას. ინტერესით ვეკითხები ჩემს ბიძაშვილს.
- მე და ლუკა დიდიხანია ვმეგობრობთ.
- გასაგებია. მშრალად ვეუბნები მე და ჩემს ადგილას ვჯდები.
- კირა შვილო. თბილად მეხვევა მამა და მკოცნის
- ჰო მა.
- მომეწონა შენი მეგობარი ანჩო კარგი გოგოა.
- მიხარია რომ მოგეწონა მა. მამას ვშორდები და ქოქოსის წვენს ვსვავ.
- კირა იმათ შეხედე. უკან მახედებს ანჩო სადაც მოცეკვავე წყვილებს შორის, ბექას და თამარას ვხედავ. წვენის ჭიქა ხელიდან მივარდება და სითხე პორდაპირ კაბაზე მეღვრევა, დაფეთებული წამოვდექი ფეხზე და საპირფარეშოში შევედი. კაბის გასუფთავრბას ვცსილობდი როდესაც კარი გაიხსნა და თამარა შემოვიდა.
- რას აკეთებ? ინტერესით მეკითხება ის.
- ვცეკვავ თამრი, იქ შემრცხვა და აქ გადავწყვიტე მეცეკვა. ირონიით ვეუბნები მე.
- რაღაც უნდა გითხრა.
- რა ხდება? კაბის გასუფთავებას მოვრჩი და თამარას შევხედე.
- დამღალა შენნმა ირონიამ, დამღალა შენმა სისუფთავემ, შენმა კონტროლმა. იმანაც დამღალა რომ ჩემს ჭკუაზე ვერაფერს ვაკეთებ, შენ ორპირი და უნამუსო ადამიანი ხარ. შენ ხარ ყველაზე აუტანელი და უზრდელი გოგო. მე მივდივარ იმ სახლიდან და აღარასოდეს დავბრუნდები, არ მინდა შენნაირთან საერთო მქონდეს.
- იმედია არ დაგვიწყებია სად არის კარი, დღესვე ჩაალაგე შენი ბარგი და წადი ჩემი სახლიდან. მე თვითონ მიკვირდა როგორ შემეძლო, ესეთ დროს სიმშვიდის შენარჩუნება. კარი ხმაურით გამოვაღე და იქაურობას გავცილდი. ჩვენი დიალოგის მიუხედავად თამარა არ წასულა, ვხედავდი როგორ ეპრანჭებოდა ლუკას, თუმცა ჩემი ბიძაშვილი თავიდან იცილებდა. როდესაც ლუკა აივანზე გავიდა თამარაც უკან გაყვა. არ ვიცი იქ რა მოხდა მაგრამ, მალევე ლუკა მობრუნდა და ანჩოს გვერდით მიუჯდა. კარგად მესმოდა მათი დიალოგი.
- არ ვიცოდი ბექას ესეთი ლამაზი და თუ ყავდა.
- მართლა? დარცხვენით ეუბნება ანჩო.
- ჰო მართლა, შეგიძლია შენი ნომერი ჩამაწერინო დაგირეკავ ხოლმე. ოჰ ამათ უყურე ნომრები გაცვალეს და კიდევ გააგრძელეს საუბარი. ჩემთან ბექა მოვიდა და საცეკვაოდ გამიწვია, წყნარ მელიდიაზე ვცეკვავდით მე თავი მის გულზე მედო ის კი ნაზად დაასრიალებდა ჩემს მხარზე ხელებს. ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვანს, დუმილიც ყველაფერს ამბობდა. გვიანი იყო რომ დავიშალეთ, მამა და ნიტა სოფელში დაბრუნდნენ ზურასთან ერთად. ლუკა არ წასულა არც მიკვირს, სახლში ძალიან დაღლილი მივედი, ხვალ კვირა იყო ამოტომ ვისვენებდი, არც ლექციები მქონდა არც სამსახურში მივდიოდი.
 შუადღის სამ საათამდე მეძინა, როგორც კი გავიღვიძე ეგრევე სააბაზანოში შევედი. იქედან გამოსულს კი სახლში ბექა და ლუკა დამხვდნენ, ლუკა დროს არ კარგავდა და ანჩოს ეფლირტავებოდა. მათ შორის რაღაც რომ იქნებოდა მივხვდი, უნებურად გამეღიმა და სამზარეულოში გავედი ყავის დასალევათ.
- მეც გამიმზადე რა? მუდარით მეუბნება ბექა და ჩემს უკან იკავებს ადგილს.
- თამუნა სად არის? ინტერესით მეკითხება ის.
- წავიდა.
- სად წავიდა? გაკვირვებული მეუბნება.
- არ ვიცი, მითხრა უნდა წავიდეო და წავიდა.
- გასაგებია. მხოლოდ ამას ამბობს და ყავას სვამს.
- გახსენი კაფე?
- კი ძალიან ლამაზი გამოვიდა.
- რა სახელი შეურჩიე? ინტერესით ვეუბნები მე და ყავის წრუპვას ვაგრძელებ.
- ზღვისფერი თვალები. ამის გაგებისას ყავა გადამცდა და ხველება ამიტყდა.
- რა დაარქვი? ისევ ვუმეორებ კითხვას.
- ზღვისგერი თვალები. ისევ მიმეორებს სახელს.
- რა იყო არ მოგწონს? გაკვირვებული მეკითხება ის.
- არა კი, კარგი სახელია.
დაბმნეული ვეუბნები მე.
- მიხარია რომ მოვეწონა. ბედნიერად მიღიმის ის, სწორედ ისეთი ღიმილით მე რომ ესე მიყვარს. მოიცა რა ვთქვი მიყვარსო, არა რა სისულელეა ბექა კი არა მე მისი ღიმილი მიყვარს. ჩემს ფიქრებზე მეღიმება და მას ვუყურებ.
- რაზე ფიქრობ? ინტერესით მაჩერდება თვალებში, თითქოს იქ ეძებდა პასუხს.
- აა არაფერი რაღაც გამახსენდა. არ ვაპირებდი მისთვის ჩემი ფიქრების გამხელას.
- გინდა გავისეირნოთ?
- კარგი გავისეირნოთ. მესიამოვნა მისგან ყურადღება თუმცა არ შევიმჩნიე.
ისევ კუს ტბა, ისევ მე და ბექა. მხოლოდ ჩვენ ორნი და მეტი არავინ.
- მიყვარს აქ შენთან ერთად სეირნობა. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, სიმყიდროვე მისმა ხმამ დაარღვია.
- ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვისთან ერთად ვისეირნებ, მთავარია გავისეირნო. გველივით ვჩხრიალებ მე.
- არ შეგიძლია ეთხელ მაინც არ იყვე ეგეთი კატეგორიული?
- არ შემიძლია. კატეგორიული ვარ მე.
- რატომ, რატომ არ შეგიძლია ერთხელ მაინც თბილად მესაუბრო?
- მე ესეთი ვარ ბექა, შენ თუ არ შეგიძლია ჩემი ატანა შეგიძლია წახვიდე.
- მე შენ ყველანაირს აგიტან კირა. თბილი ხმით მეუბნება ის. მხოლოდ ეხლა ვაკვირდები მის თითქოსდა შავ თვალებს, თუმცა არა ყავისფერს უფრო გავს. ისეთი თვალის ფერი აქვს ვერ გაიგებ შავიაა თუ ყავისფერი.
- შენი თვალები თითქოსდა შავია თუმცა, მე მგონია რომ უფრო ყავისფერია. სახეზე ხელს ვუსმევ და ისე ვეუბნები - მე მინდა რომ ის ყავისფერი იყოს. მეც იმ ადგილას ვკოცნი სადაც პირველად თვითონ მაკოცა.
- მიყვარხარ. ამ ერთ სიტყვას მთელი გრძნობით მეუბნება.
- მადლობა. ღიმილით ვეუბნები მე. რა დებილი ხარ კირა ბიჭმა მიყვარხარო და შენ მადლობას უხდი. ამომძახა ჩემმა ექომ, მოკეტე რა აბა ხომ არ ვეტყვი მეც მიყვარხარ თქო.
შენ ის გიყვარს და აღიარე. როგორ მიმდა რამე ჩაგარტყა.  გაბრაზებული ვეუბნები ჩემმ მეორე მეს და საბას უკან ავეკიდე.
- წავიდეთ უკვე აცივდა, თან ძალიან თხლად გაცვია. მის თხელ მოსაცმელს იხდის და მე მაფარებს.
- შენ რომ შეგცივდება? მზრუნველად ვეუბნები მე.
- მე შენთან ყოფნაც მათბობს. მისი სურნელით გაბრუებულს მთელი გზა ხმა არ ამომიღია, სახლში მისულებს ლუკა და ანჩო ისევ ისე დაგვხვდნენ. მგონი ჩვენი წასვლა ვერც კი გაიგეს.
- ჰეი გვრიტებო მოვედით.
- სად იყავით? ინტერესით მეკითხება ანჩო.
- გავისეირნეთ.
- კირა სახლში ძალიან ცხელა, გაიხადე ეგ ჯაკეტი მოკვდები. ისე თბილად ვიყავი გახდის სურვილი არ მქონდა.
- იყვეს ესე უფრო თბილად ვარ. დავინახე როგორ ჩატეხა ბექამ ტუჩის კუთხე და მზერა ჩემსკენ გამოაპარა. რაღაცის თქმას ვაპირებდი როდესაც ჩემი ტელეფონი აწრიპინდა, უცხო ნომერი იყო პასუხს არ ვაპირებდი თუმცა რატომღაც ვუპასუხე.
- ალოო.
- კირა შენ ხარ? მესმის ბიჭის ხმა.
- კი რომელი ხარ?
- იოანე ვარ.
 - იოანე, რომელი იოანე? დაბნეული ვეუბნები მე.
- აი ის თამარას მეგობარი. სიცილით მეუბნება ის.
- აა ჰო რა ხდება?
- ორი დღეა თამოს ვერ ვუკავშირდები, თუ სახლშია შეგიძლია დამალაპარაკო.
- აქ აღარ ცხოვრობს წავიდა.
- სად წავიდა?
- მე რა ვიცი მისი ძიძა კი არ ვარ, თუ ძაან გაინტერესებს სადმე ბარში იქნება ან იმ ბიჭთან. ტელეფონს ვთიშავ და სამივეს მზერა ჩემკენ იმართება.
- თამარას მეგობარი იყო, ნერვიულობდა ბიჭი. ირონიით ვამბობ მე და მოსაცმელს უფრო მჭიდროდ ვიკრავ, თავს ვრგავ და ერთიანად ვისრუტავ მის სურნელს.
ფეხებს გაზეთის მაგიდაზე ვაწყობ და ხმამაღლა ვყვირი.
- ლუდი მინდა.
- რა გაყვირებს ყრუ კი არ ვარ. მხარს მკრავს ანჩო.
- მიდი რა ანჩო შენს გაზრდას, შენ და ლუკამ ლუდი ამოაცუნცულეთ. ბედნიერი ვამბობ მე და თავს უკან ვწევ.
- მეზარება. ამბონს ანჩო.
- ეხლავე თუ არ ადგები, პირს გავაღებ და ყველაფერს ვიტყვი. მუქარით ვეუბნები მე ის კი ეგრევე დგება და გასასვლელ კართან დგება.
- რას დალევ?
- ლუდი და რამე ენერგიული. მხოლოდ ამას ვამბობ და თვალებს ვხუჭავ.
- რა უნდა გეთქვა? ინტერესით მეკითხება ბექა როდესაც ანჩო და ლუკა სახლიდან გავიდნენ.
- ისეთი არაფერი.
- როგორ თუ არაფერი, ანჩო ისე გავარდა უეჭველი რაღაც იცი.
- არ გეტყვი. თვალებს ვახელ და ენას ვუყოფ.
- ეგრე ხო. წამში ჩემთან ჩნდება და ღიტინს მიწყებს.
- არა, არა გთხოვ ოღონდ ეგ არა. სიცილით ვამბობ მე.
- მითხარი თორემ არ გავჩერდები.
- ეგრე მოვკვდები, გაჩერდი გთხოვ. სიცილისგან ძვლივს ვამბობ. - კარგი ხო გეტყვი, ანჩოს ლუკა მოწონს.
- მართლა. მშორდება და ისე მეუბნებ.
- გთხოვ ოღონდ არაფერი შეიმჩნიო.
- ერთი პირობით?
- რა პირობით? ინტერესით ვეუბნები მე.
- ხვალ ჩემთან ერთად, ჩემს კაფეში წამოხვალ.
- არა. კატეგორიულად ვამბობ მე.
- მაშინ ვიტყვი.
- კარგი ჰო წამოვალ. დანებების ნიშნად ხელებს ვწევ.
- თუ ეგრე მოგწონს ჩემო მოსაცმელი გაჩუქებ? ანთებული თვალებით მეუბნება ის.
- ძალიან კარგი. გახარებული ვეუბნები.
- მიყვარს ესეთ ბედნიერს რომ გხედავ.
- ბედნიერება წვრილმანებშია.
- გეთანხმები.
- ესენი ლუდს ეხლა ხარშავენ მგონი. ჩემი თქმა და მათი შემოსვლა ერთი იყო.
- სად იყავით ამდენ ხანს? მკაცრ იმიჯს ვიკრავ და ისე ვეუბნები.
- ძალიან დიდი რიგი იყო. დაბნეული ამბობს ანჩო და ლუდის ქილას მაწვდის.
- ჰო, ჰო დიდი რიგი იყო. მას ლუკაც ეთანხმება.
- გავიგე. მომაბეზრებლად ვატრიალებ თვალებს. უკვე მესამე ქილა ლუდო დავლიე და ნელ-ნელა  ძილიც მეკიდებოდა, ბექას მხარზე თავს ვადებ და ვხვდები როგორ მხვევს ხელს.
- კლეოპატრას ეძინება. ჩუმად ამბობს ლუკა მესმის თუმცა პასუხის გაცემის თავი არ მაქვს. შემდეგ ვიგრძენი როგორ ამიყვანა ხელში ბექამ და ოთაახში გამიყვანა, საწოლზე დამაწვინა. შუბლზე მაკოცა და გასვლას აპირებდა.
- დარჩი ჩემთან.
უნებურად წამომცდა და ისიც მალევე მომიწვა, ვიგრძენი როგორ ამაწევინა თავი და მის გულზე დამაგებინა. შემდეგ, შემდეგ აღარაფერი მახსოვს და გადავეშვი მორფეოსის სამყროში.
დილით ბექაზე აკრულს გამეღვიძა, გუშინდელი ჩემი თხოვმა რომ გამახსენდა საშინლად გავწითლდი და საწოლოდან წამოვარდი, სააბაზანოში შევედი მოვწესრიგდი და უკვე გაწყობილ სუფრას მივუჯექი. ვგრძნობდი ბექას მწველ მზერას თუმცა თვალს ვარიდებდი, მცხვენოდა გუშინდელი დღის. მართალია გუშინ არაფერი მომხდარა მაგრამ, მაინც დამნაშავედ ვგრძნობდი თავს. ფეხზე წამოვდექი ყველას დავემშვიდობე, ლუკას ხმაურით ვაკოცე და სახლი დავტოვე. უნივერსიტეტში წასვლა არ მინდოდა ამიტომ უაზროდ დავხეტიალობდი ქუჩებში, ვერ მივხვდი როგორ აღვმოჩნდი კუს ტბაზე. ერთ-ერთ კაფეში ვიჯექი და გავსცქეროდი ულამაზეს ხედა.
- თავს რატომ მარიდებ? მესმის ზურგს უკან ხმა, ვიცოდი ის იყო ამიტომ შებრუნებას არ ვაპირებდი.
- არ გარიდებ საიდან მოიტანე.
- აბა რას ნიშნავდა შენი საქციელი დღეს?
- უბრალოდ მარტო ყოფნა მინდოდა. ცივი ხმით ვამბობ მე.
- კირა კარგად ხარ? შეშინებული მეუბნება ის და ჩემს პირდაპირ ჯდება.
- კი კარგად ვარ. როგორ მომაგენი? ხედს თვალს ვაცილებ და ბექას ვუყურებ.
- მივხვდი აქ რომ იქნებოდი. მხოლოდ ამას ამბობს შემდეგ ხმას არცერთი ვიღებთ.
იმ ამბის შემდეგ დიდი დრო გავიდა. დღეს 9 ოქტომბერია ლუკას დაბადების დღე, როგორც ანჩომ მითხრა რესტორანში იხდის, მეც დამპატიჟა ამიტომ დილოდან საჩუქარს ვარჩევ.
ბოლოს არჩევანი ძალიან ლამაზ საათზე გავაკეთე რომელსაც უკან მიყვარხარ აწერია ლამაზად შევაფუთინე და უკვე გამოწყობილი რესტორანში წავედი. განსაკუთრებულად არ გამოვწყობილვარ, შავი კლასიკური შარვალი, თეთრი ფერის მაისური და მუხლამდე მანტო მეცვა. იმ განსხვავებით რომ ფეხზე დაბლების ნაცვლად მაღლები მეცვა. მთლიან ჯამში მომწონდა ჩემი ჩაცმულობა. ტაქსმა რესტორანთან გააჩერა და მეც გადმოვედი, დიდი შუშუს კარი შევაღე და შიგნით შევედი. უეცრად ყველას მზერა ჩემსკენ გაჩერდა, უკან მივიხედე ვიფიქრე სხვას უყურებდნენ თქო თუმცა არა, ყველა მე მომშტერებოდა. მათ რეაქციას ყურადღებას არ ვაქცევ და პირდაპირ ბექასკენ მივდივარ.
- გილოცავ. ლოყაზე ხმაურით ვკოცნი და საჩუქარს ვაწვდი.
- მადლობა. მეუბნება ის და ისიც ხმაურით მკოცნის.
- კირა აქეთ. ხელს მიქნევს ანჩო და მეც მისკენ მივდივარ.
- როგორ ხარ?  თბილად მკითხულობს ის.
- კარგად საყვარელო შენ?
- მეგონა არ მოხვიდოდი.
- რატომ? ინტერესით ვეკითხები მე.
- რავიცი. მხრებს იჩეჩს ის.
- შეცდი საყვარელო. ანჩოსთან ლაპარაკში ისე გავერთე, ვერ მივხვდი როგორ მომიახლოვდა ბექა.
- ძალიან ლამაზი ხარ. ჩუმად მეჩურჩულება ის. რაღაცის თქმას ვაპირებდი როდესაც ბექასთან ვიღაც გოგო მოვიდა.
- ბექ საყვარელო არ ვიცეკვოთ? იმ  ადგილას კოცნის სადაც წუთის წინ მე ვაკოცე, ზიზღით აღსავსე თვალებით გავხედე, როგორც კი მომშორდნენ ფეხზე წამოვდექი, გარეთ გამოვარდი და ტაქსში ჩავჯექი. თვალებიდან ცრემლებმა იწყეს დენა, არ ვიცი რატომ მაგრამ გული ძალიან მეტკინა. რატომ ვტირი მე ხომ ის არ მიყვარს? თავს ვამშვიდებდი თუმცა ძალიან კარგად ვიცოდი რომ მე ბექა მიყვარდა.
სახლში მოსულმა ორი აბი დამაძინებელი დავლიე, რადგან თავი საშინლად  მტკიოდა თვალები დავხუჭე და ეგრევე გავითიშე.

მიხარია რომ მოგწონთ ისტორია, თქვენი კომენტარები ძალიან დიდ სტიმულს მაძლევსскачать dle 11.3

 




№1 √ სტუმარი ™ Guest Lia

Zalian saintereso tavia
Velodebi movlenebis ganvitarebas
Da axal tavs❤

 



№2  offline √ წევრი ™ Gogona rmigraciidan

Guest Lia
Zalian saintereso tavia
Velodebi movlenebis ganvitarebas
Da axal tavs❤

მიხარია რომ მოგეწონა. ახალ თავს ხვალ ავტვირთავ ❤

 



№3 √ სტუმარი ™ მოცინარი

უხ კირა, კირა ნუხარ ასეთი ეჭვიანი! ♡ რაღაც თამარას ამბები არ მომწონს ... ავტორ, რატომ ხარ ასეთი კარგი ? ♡♡♡♡ თავებს არ აგვიანებ, მსუქანა თავებს დებ :დ ლამაზად წერ... ♡♡¤♡♡♡♡♡♡♡♡♡♡☆☆☆

 



№4  offline √ წევრი ™ Gogona rmigraciidan

მოცინარი
უხ კირა, კირა ნუხარ ასეთი ეჭვიანი! ♡ რაღაც თამარას ამბები არ მომწონს ... ავტორ, რატომ ხარ ასეთი კარგი ? ♡♡♡♡ თავებს არ აგვიანებ, მსუქანა თავებს დებ :დ ლამაზად წერ... ♡♡¤♡♡♡♡♡♡♡♡♡♡☆☆☆

იცი როგორ ველოდებოდი შენს კომენტარს ჩემო მარწყვო, მიხრია რომ მოგწონს დღეს ისევ დავდებ ახალს ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent