შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობა რომელიც გვაგიჟებს: სიყვარული(სრულად)


22-08-2017, 21:55
ავტორი ანამარია ✨
ნანახია 1 590

გრძნობა რომელიც გვაგიჟებს: სიყვარული(სრულად)

კვლავ პატარა ისტორიით დაგიბრუნდით,რომელიც წინისგან რადიკალურად განსხვავებულია.ეს ისტორია დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე რომელიც ჩემთვის ახლობელ ადამიანს გადახდა,ამიტომ გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ cry sob

ზაფხულის ცხელი დღეები იყო,როგორც ზაფხულს სჩვევია ფოთოლი არ ტოკავდა და ხალხიც შესაბამისად დასასვენებლად გარბოდა.ადალანა ქვაფენილზე,ყურსასმენგარჭობილი იჯდა და ტელეფონში იქექებოდა.ფეხები მოეკეცა და ცალი ხელი მათთვის შემოეჭდო.ტელფონში კვლავ მესენჯერში იყო ჩაფლული და მის მეგობარს სწერდა.ახალ ამბებს უყვებოდა იმის შესახებ თუ როგორ ექცეოდა არტური მას,თუ როგორი თბილი და მოსიყვარულე იყო მისდამი.მაგრამ სიყვარულს ეს როდი ნიშნავდა.ადალანამ არტური პირველად მისი ბიძაშვილის წყალობით წინა წელს გაიცნო,როდესაც ერთად სოფელში მიდიოდნენ.ადალანას წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო არტური და ისიც მათთან ერთად თუ მიდიოდა.მისთვის ცნობილი იყო რომ მხოლოდ მისი ბიცოლა,ბიძაშვილი და თვითონ უნდა წასულიყვნენ,მაგრამ როდესაც ადალანამ მგზავრობისას შენიშნა რომ გზის სხვა მიმართულებით მიდიოდა დაეჭვდა სად მივდივართქო,თუმცა ხმა არ ამოუღია რადგან მის ბიძაშვილს სრულიად ენდობოდა.როდესაც მანქანა უცნობი სადარბაზოს წინ გაჩერდა გერი მანქანიდან გადმოვიდა და უთხრა აქ მოიცადეო,ადალანაც მოთმინებით დაელოდა.როდესაც სადარბაზოდან მიყოლებით შვიდი მისი ძმაკაცი გამოვიდა ელდა დაეცა.თავის თავს შემოუძახა დამშვიდდი,ესენი მანქანაში ვერც ჩაეტევიან და წამოსვლას ალბათ არც აპირებენო.როდესაც მერვე ბიჭი ზურგჩანთით ხელში გამოვიდა, მიხვდა რომ მათგან მხოლოდ ის აპირებდა წამოსვლას.მისი გარეგნობა ეუცხოვა,მანქანა ვინაიდან და რადგანაც ორ კარიანი იყო ადას მანქანიდან გადმოსვლა მოუწია ბიჭმა თბილად გაუღიმა და მიესალმა,ადამაც ზრდილობიანად გაუღიმა და ისიც მიესალმა.ადამ უკანა სავარძელზე გადაინაცვლა და მათ დაელოდა.გზაში შიგადაშიგ ბიჭები რაღაცაზე დაილაპარაკებდნენ,ადა კი ჩუმად იყო და მათ სუაბარზე ეღიმებოდა.როდესაც გერის სახლში მივიდნენ,გერი მანქანიდან გადავიდა და თქვა მალე მოვალო.სანამ გერი სახლამდე მიაღწევდა მანქანაში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა,მაგრამ როდესაც გერი თვალს მიეფარა არტური წამში გახარებული მობრუნდა და თვალებ ანთებული ადალანას ჰკითხა ისიც მოდიოდა თუ არა,ადალანამაც თავი სულელურად,გახარებულმა დაუქნია.როდესაც ბიცოლა და გერი გამოჩნდნენ არტური უკანა სავარძელზე ადას გვერდით მოთავსდა,რადგან მელინდა წინ სავარძელზე მოთავსებულიყო,მაგრამ მელინდამ ადალანას კომპლექსები იცოდა.იცოდა რა ემართებოდა გერის ძმაკაცებთან ახლოს ყოფნისას, ამიტომ გაიცინა და თქვა რომ უკან დაჯდებოდა.სწორედ ამ დროს ადამ შვებით ამოისუნთქა და ბიცოლას გაუღიმა. გზაში კარგად ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ.სოფელში ყოფნისას ადა და არტური ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ და ასე ვთქვათ დამეგობრდნენ.ერთმანეთთან საკმაოდ თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ.მეორედ ადამ და არტურმა ერთმანეთი ორ ან სამ კვირაში ნახეს კონცერტზე.მესამედ კი სწორედ ამ წელს დასასვენებლად როდესაც იყვნენ მაშინ ნახეს.როდესაც ადალანა ზღვაზე მის სხეულს ხედავდა ბრინჯივით იბნეოდა და წითლდებოდა,ამიტომ თვალს ყოველთვის არიდებდა.არც არტური იყო ნაკლები.მის სხეულს ურცხვად ათვალიერებდა და გოგონას სიმორცხვეზე ეღიმებოდა.მათ ერთმანეთი ცხოვრებაში მხოლოდ სამჯერ ჰყავდათ ნანახი თუმცა ესეც საკმარისი იყო.უბრალოდ ამის უფლება არ ჰქონდათ,აშკარა იყო რომ მათ შორის რაღაც ხდებოდა,რასაც ორივე თავს არიდებდა.გერის გამო... თანაც ადალანას სხვა პრობლემები ჰქონდა მის თაყვანისმცემელთან დაკავშირებით.ერთი მანიაკი აჰკიდვოდა რომელიც გამუდმებით უთვალთვალებდა და მოსვენებას არ აძლევდა,ამის გამო ბევრჯერ სცემეს თუმცა არაფერი ესმოდა.ასე რომ ვთქვათ ადას სიყვარულით გაგიჟებული იყო.
ადალანა მუსიკებს უსმენდა და ვიდეო ზარით მის დას ესაუბრებოდა,მედი ადალანას ყოველთვის გვერდში ედგა და მისი აზრების,გრძნობების და გეგმების შესახებ ყოველთვის ყველაფერი იცოდა.მიუხედავად იმისა რომ მათ შორის სხვაობა ხუთი წელი იყო ერთმანეთს შესანიშნავად უგებდნენ.ადალანას დღეს დაბადების დღე ჰქონდა და გადაწყვიტა რომ ამ დღის გატარება სრულიად მარტო და ჩვეულებრივ უნდოდა.რა იყო იმაში განსაკუთრებული რომ მას 17 წელი შეუსრულდა? ვერ ხვდებოდა ეს ფაქტი რატომ უნდა აღენიშნა.როდესაც ადალანას ირგვლივ ჩრდილი ჩამოდგა ზემოთ აიხედა და ღიმილი სახეზე შეეყინა.როდესაც მომღიმარი არტური ვიღაც შავგვრემან გოგოსთან ერთად დაინახა გულში რაღაც ჩასწყდა.ფეხზე დაბნეული წამოდგა და გაღიმება სცადა.როდესაც არტურს გადახედა მიხვდა რომ არ უნდოდა ადალანას ასეთ სიტუაციაში ენახა.
- როგორ ხარ ადა? - დაბნეულმა ამოილაპარაკა და უხერხულად შეიშმუშნა
- კარგად,თავად როგორ ხარ..
- ერმ.. რავიცი ჩვეულებრივ. გაიცანი ეს ნინაა ჩემი მეგობარი. - გოგონამ გაიცინა და არტურს მუჯლუგუნი კრა რაზეც ადალანა გაბრაზდა. მის კისკისზე გული ეკუმშებოდა
- კარგი რა არტუუუურ ასეთი ოფიციალურობა რა საჭიროააა? ნუ მე ნინა მქვია და მე და ჩემი არტური მალე შეყვარებულები ვიქნებით - მისგან წარმოთქმულ არტურზე ადალანას სიმწრისგან ჩაეცინა.როდესაც ნინა არტურს კისერზე ჩამოეკიდა არტურმა თვალები მომაბეზრებლად გადაატრიალა და მზერა აარიდა.
- შეყვარებულები? - ადალანამ არტურს კითხვის ნიშნით აღსავსე თვალები მიაპყრო.როდესაც არტურისგან პასუხი ვერ მიიღო გაეღიმა და თვალებში წყალი ჩაუდგა.არ უნდოდა ეს რომელიმეს შეემჩნია ამიტომ იმ ადგილიდან სასწრაფოდ წასვლა ამჯობინა - ერმ.. მე.. ბოდიშით უბრალოდ მეჩქარება..და უნდა წავიდე ! - მის ჩანთას ხელი დაავლო და იქაურობა სწრაფი ნაბიჯებით დატოვა,რომელსაც შიგადაშიგ წამიერ სირბილსაც შეურევდა.როდესაც მათ თვალს მიეფარა კორპუსის კიბესთან ჩამოჯდა და ცხარე ცრემლით ატირდა.თავისუფლკად ტიროდა,რადგან იცოდა რომ ამ მიტოვებულ შენობასთან არავინ გაივლიდა.თავი მუხლებში ჩაქინდრა და ტირილს უმატა.რამოდენიმე წუთი იტირა და როდესაც ტირილისგან ემოციებით დაიცალა ცრემლები მოიშორა და ჰაერი ხარბად შეისუნთქა.თმა გაისწორა და ფეხზე წამოდგა,როდესაც შენობის მოსახვევთან არტური დაინახა ადგილზე გაშრა.არტური მისკენ დამნაშავის სახით მიემართებოდა.ადამ ზურგი აქცია და წასვლა დააპირა თუმცა მისმა ხმამ შეაჩერა.
- ადა,რამე მოხდა ? - ადალანას მის შეკითხვაზე გაეღიმა,შებრუნდა და გაუკვირდა როდესაც არტური მისგან მხოლოდ ორი ნაბიჯით დაშორებული დაინახა.არტურს გაუღიმა და მისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა.არტურმა მისი ხელი აიღო და ცერა თითით მოეფერა რაზეც ადალანას სიმწრისგან ჩაეცინა - რაიმე გაწყენინე?კარგად ხარ? - მის კითხვებზე ანას ისტერიული სიცილი აუვარდა რომელიც მალე მრისხანებაში გადაეზარდა.ხელი უხეშად გამოგლიჯა და შეუღრინა
- სერიოზულად ?! მეკითხები როგორ ვარ და რაიმე მაწყენინე თუ არა ?! მართლა მაინტერესებს, დებილი ხარ თუ თავს იდებილებ ?! - წამოიყვირა და არტურს ზიზღნარევი მზერა ესროლა - დავიჯერო მართლა ვერაფერს ვერ ხვდები ?! მისმინე,იცი რას გეტყვი ? მგონი ჯობია აქ ყოფნის ნაცვლად იქ დაბრუნდე სადაც იყავი და ნინას მიხედო,ახლა ალბათ ეშინია,მარტო როგორ დატოვე ? - სარკაზმით გაჟღენთილი ხმით იკითხა.
- ადა მეტყვი რა მოხდა ? ნინა საერთოდ რა შუაშია ?
- კარგი,გეტყვი რა შუაშიცაა ! როდესაც ერთად დაგინახეთ იცი როგორი ზიზღის გრძნობა დამეუფლა ?! როდესაც შენი გოგო კისერზე გეხვეოდა მისი ნაცარტუტად ქცევის სურვილი გამიჩნდა ! მინდოდა მისი სახე დამეკაწრა და დამესისხლიანებინა და ეს მხოლოდ იმიტომ რომ შენ გეკიდებოდა კისერზე ! შენ კიდევ ასე იდექი და უბრალოდ მიყურებდი ! თავის გამართლება არც კი გიცდია,იდექი და უღიმოდი ! იცი ეს ჩემთვის როგორი მტკივნეული იყო ? გულში თითქოს შუშის ნატეხი ჩამარტყი ! სერიოზულად ?! მართლა ვერაფერს ვერ ხვდები ?! ამის დედაც მე... - ადალანას სიტყვა გაუწყდა... ყურებში წუილის მეტი არაფერი ესმოდა. არტურს ზურგი აქცია და უკან მიიხედა.ჯორჯს იარაღი მისთვის დამიზნებინა და ზიზღით აღსავსე მზერით უყურებდა.თვალებ გაფართოებულ და გაფითრებულ არტურს რომ შეხედა მის მზერას თვალი გააყოლა და დაინახა რომ მისი ლურჯი ტოპი სისხლით შეღებილიყო. ხელი უნებლიედ მუცელზე მიიდო და არტურს ახედა.როდესაც იგრძნო რომ ფეხებიდან ძალა ეცლებოდა ჩაიკეცა.არტურმა ხელი დროულად შეაშველა და დაიჭირა.როდესაც ადალანამ მისი ბუნდოვანი მზერა არტურის ცრემლიან სახეს რომ მოავლო გაეღიმა და ლოყაზე ფაქიზად შეეხო.
- ადა... ადა თვალები არ დახუჭო.. ჩემთან დარჩი ! სასწრაფო ახლა..ახლავე მოვა ცოტაც გაუძელი ! - ადა მკერდზე მიიხუტა და აკანკალებული ხელით ტელეფონის ძებნა დაიწყო.როდესაც მიაგნო ხელი იმდენად უკანკალებდა რომ გაუვარდა. როდესაც მზერა შემთხვევით მასთან მდებარე ბიჭს მოავლო დაუყვირა - რა ქენი შე ა*ვარო !! დროზე სასწრაფოში დარეკე რას უდგახარ !! - დაუღრიალა და ადალანას მიუბრუნდა რომელიც თითქმის აღარც სუნთქავდა. - ადა, ჩემო ლამაზო.. გთხოვ ადალანა ! ამას ნუ გამიკეთებ ადა ! მარტო არ დამტოვო.. ცოტა გაუძელი გთხოვ ! - მისი დასუსტებული სხეული ძლიერად ჩაიხუტა და მის წაბლისფერ თმაზე აკოცა. სახეზე მოეფერა და გაღიმება სცადა - არ ინერვიულო,სასწრაფო მალე მოვა აი ნახავ უკვე გზაშია! გამაგრდი! ადალანამ სუსტად გაუღიმა და ჩამწყდარი ხმით უთხრა
- მე.. კარგად ვარ ! არ ინერ.ვიულო...კარგად ვიქნები... ვეცდები ! - ტირილნარევი ხმით თქვა და თვალები ბუნდოვანი მზერისგან გაათავისუფლა. - მე..
- შშშ ! ახლა არ უნდა ილაპარაკო, ეს უფრო დაგასუსტებს.ჩუმად იყავი.
- მე.. ძალიან მიხარია რომ გაგი..ცანი და მე... ძალიან.. ჯანდაბა ! გთხოვ ჩამეხუტე და არ გამიშვა.. სიკვდილი არ მინდა,ჯერ არა...
- ასე ნუ ლაპარაკობ ! ყველაფერი კარგად იქნება,აი ნახავ ! - თქვა და ცივ სხეულს მისი თბილი ტუჩები მიაკრო. ატირდა,მის სხეულს მთელი ძალით ჩაებღაუჯა არ უნდოდა მისი გაშვება. მთელი ხმით დაიღრიალა და ბიჭს მიუბრუნდა - გეფიცეფი.. გეფიცები შე ნაბი*ვარო ამას არ შეგარჩენ !! გიპოვი ! გიპოვი და ყელს ჩემი ხელით გამოგჭრი !! - ჯორჯმა იქაურობა დატოვა და არტური მის ცივ სხეულთან მარტო დატოვა. - ჯანდაბა,ეს ასე არ უნდა დასრულებულიყო ! ადა... ახსნის საშუალება რატომ არ მომეცი... ასე არ უნდა წახვიდე ! გთხოვ...
***
რამოდენიმე თვემ მალევე განვლო.სხვისთვის მალე... არტურისთვის კი ეს.. ეს დრო უბრალოდ ძალიან იწელებოდა და ამის გამო კიდევ უფრო იტანჯებოდა.ვერ ეგუებოდა იმ აზრს რომ მისი ადალანა ასე მარტივად გაუშვა და დაკარგა.ჯორჯი ციხეში ჩააყუდეს.სანამ ეს მოხდებოდა კი ისე დატანჯეს რომ სიკვდილს ნატრულობდა.არტურისთვის კი ეს ყველაფერი სულ ერთი იყო რადგან ის აღარ ყავდა გვერდით.საშინლად სტკიოდა.. სტკიოდა,რადგან ვეღარასოდეს გაიგონებდა მის ლაღ სიცილს,ვეღარასოდეს დაინახავდა მის მშვენიერ ბაგეზე ღიმილს რომელიც ასე საშინლად უხდებოდა,ვერ შეიგრძნობდა მისი რუხი ფერის თმის სურნელს და ვეღარ გაიგონებდა მის ნაზ ხმას.ეს ასე არ უნდა მომხდარიყო.არტურს თითოეული სძულდა ვინც ამბობდა რომ ასე უბრალოდ მოკვდა.მხოლოდ არტურმა იცოდა ნამდვილი მიზეზი თუ რატომ მოკვდა ის.სძულდა საკუთარი თავი და ზოგადად ადამიანი.როგორ შეეძლო ადამიანს ასეთი მხეცი და დაუნდობელი ყოფილიყო,როგორ შეეძლო ადამიანი სიყვარულისთვის მოეკლა... საკუთარ დაბადების დღეზე ! ასე არ უნდა ხდებოდეს... ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს სიყვარულის უფლება,თუმცა ამის გამო ადამიანი ჭკუიდან არ უნდა შეცდეს.ისე როგორც ჯორჯი ! მას არ ვამართლებ... არც გავამართლებ რადგან როგორც არ უნდა გიყვარდეს ადამიანი,მისთვის სიცოცხლის წართმევის უფლება არ უნდა გქონდეს.ეს არ გამართლებს. გიყვარდა ? მაშინ მიდი და უთხარი.არ უყვარდი ? მაშინ ამის გამო სიცოცხლეს ნუ გაუმწარებ, რადგან მისთვისაც არსებობდა ის ერთადერთი.ამის გამო ადამიანი სიცოცხლეს არ უნდა გამოასალმო.თუ გიყვარს უნდა გაუშვა ! შეიძლება ბანალურად ჟღერდეს მაგრამ დიახ,ეს სიმართლეა.თუმცა რა მნიშვნელობა აქვს იქ,სადღაც,დიდი ხნის წინ ყველას ბედია გადამწყდარი რომლის შეცვლაც არ შეგვიძლია.აუცილებელი არ არის საყვარელი ადამიანისგან იმავე პასუხი მიიღო,რადგან თუ მართლა გიყვარს მისი ბედნიერებითაც შეგეძლება ბედნიერება...

***
ერთმა წელმა ისე განვლო რომ არტურის ცხოვრებაში სიხარულის ნაპერწკალიც კი არ ყოფილა,თუმცა როგორ უნდა ყოფილიყო... ქუჩაში მისეირნობდა როდესაც იმ ადგილს ჩაუარა სადაც შეცდომა დაუშვა.მასთან ახლოს წყვილი იდგა,აშკარად ეტყობოდა რომ ნაჩხუბრები იყვნენ.მათგან მოშრებით დადგა და მათ საუბარს ყური დაუგდო.გოგონა ბიჭს ვიღაც გოგოს გამო ეჩხუბებოდა.არტურს იმხელა ზიზღმა და სიძულვილმა დაურა რომ მისი მოკვლის სურვილი გაუჩნდა.გოგო ატირებული გაიქცა მისი სახლისკენ,ბიჭი კი ადგილზე დარჩა და შეიკურთხა. „შენი დედაც,გაეკიდე! უთხარი რომ გიყვარს,უთხარი სანამ დრო გაქვს,სანამ გვიანი არ არის...“. ბიჭი რამოდენიმე წუთში ადგილიდან მოწყდა და ელვის სისწრაფით გაემართა გოგონასკენ.რამოდენიმე წამის შემდეგ მათ წყვილს გახედა,ბიჭს გოგო მის მკლავებში მოექცია და მის ბაგეებს დასწაფებოდა. არტურს ცალყბად ჩაეცინა და გაიფიქრა „იდიოტია“.არტურს გამომეტყველება შეეცვალა როდესაც იქვე მდგარ ადალანას თვალი მოჰკრა.გაიყინა.ეგონა მოეჩვენა და თვალები დახუჭა,თუმცა როდესაც თვალები გაახილა ადალანა მასთან რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით იყო და თანდათან მას უახლოვდებოდა.
- მეჩვენები ჰო? - ადალანამ თავი დაუქნია. - მაპატიე... - ადალანამ გაუღიმა და თავი გააქნია.
- შენი ბრალი არ არის. - მოკლედ მოუჭრა და კიდევ უფრო მიუახლოვდა,ისე რომ თვალებში გარკვევით უყურებდა.
- დღეს 18-ის უნდა გამხდარიყავი...
- გავხდი კიდევაც. - გულწრფელად გაიცინა და არტურის ამღვრეულ მზერას რომ შეხედა სევდიანად გაეღიმა. - როგორ მინდა ახლა შენი ჩახუტება შემეძლოს მაგრამ... რას ვიზამთ,როგორც ჩანს ბედი არ მქონია.არაუშავრს.ეს ყველაფერი წარსულში უნდა მოიტოვო არტურ,უნდა გამიშვა...
- და თუ შენი გაშვება არ მინდა ? - დახრჩობილი ხმით იკითხა
- მოგიწევს... ცხოვრება უნდა გააგრძელო,ვინმე უნდა იპოვო ვისთანაც ბედნიერი იქნები.
- ცხოვრება უნდა გავაგრძელო? - ირონიულად ჩაიცინა - რისთვის,ან ვისთვის ? იმ ცხოვრების დედა ვა*ტირე სადაც შენ არ მეყოლები.სადაც შენი შეხება არ შემეძლება,სადაც შენი ალერსი და მოფერება არ შემეძლება.მეუბნები ცხოვრება გააგრძელეო მაშინ როდესაც შენს ხმას ვეღარ მოვისმენ,შენს სიცილს... ვეღარ დავინახავ შენს გიშრისფერ თვალებს და ვეღარ შევიგრძნობ შენი თმის სურნელს.ასეთი ცხოვრება არ მინდა,არაფერში მჭირდება. - ადალანა ასეთ დატანჯულ არტურს რომ ხედავდა გული ეკუმშებოდა,ისევე სტკიოდა როგორც არტურს მაგრამ არაფერი შეეძლო.
- უკვე გვიანია... - სევდიანად ჩაილაპარაკა,რაზეც არტურს გაეღიმა
- გახსოვს ერთხელ მითხარი გვიან არასოდეს არ არისო... ახლა ამას მე გეტყვი. - ადა შეშინდა და წარბები შეჭმუხნა
- რას გულისხმობ.. - როდესაც ადამ მის ხელში არსებული იგივე იარაღი დაინახა დაფრთხა. - ეს არ გააკეთო !
- შენს გარეშე ვეღარ ვძლებ ადალანა,ტკივილი არ ნელდება,პირიქით ძლიერდება ! - ადალანამ მწუხარებით აღსავსე მზერა შეავლო და როდესაც სროლის ხმა გაიგო თვალები დახუჭა...
უცნაური გრძნობა დაეუფლა და უკან შებრუნდა.როდესაც ბედნიერებისგან სახეგაბადრულ არტურს შეეჩეხა გული აუჩქარდა.მისკენ მთელი სისწრაფით გაემართა და მთელი ძალით ჩაეხუტა.მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა და თავი მის ყელში ჩაქინდრა.
- დაბადების დღეს გილოცავ...скачать dle 11.3

 




№1 √ სტუმარი ™ Guest ქეთა

Raiyo es ver gavige

 



№2  offline √ წევრი ™ dzadzamia25

ნე ზნაიუ დარაგაია,აქ რა მოხდა :)

 



№3  offline √ წევრი ™ ანამარია ✨

Guest ქეთა
Raiyo es ver gavige

ეს დღემდე ჩემთვის ამოუხსნელი საკითხია sobsob

dzadzamia25
ნე ზნაიუ დარაგაია,აქ რა მოხდა :)

ბუნებრივია,არავინ ვიცით სინამდვილეში რა მოხდა sob

 



№4 √ სტუმარი ™ Guest ლიზა

ბოდიში მარა იცი რა გამახსენდა ამ ნაწარმოებზე, აი ძაან ბანალური ღადაობაა რომაა გოგოს რომ ჰაეხუმრა არ მიყვარცარო და გოფომ თავი რო მოიკლა და მერე ბიჭი რო მივიდა გაჰეხუმრეო და ეა გოფო რო გაცოცხლდა და ჩაეხუტა, რატომღაც ამასთან გავაოგივე და ეა გამახსენა. ბოდოში თუ გწყინს მარა ძაან არასერიოზული მომეჩვენა

 



№5  offline √ წევრი ™ ანამარია ✨

Guest ლიზა
ბოდიში მარა იცი რა გამახსენდა ამ ნაწარმოებზე, აი ძაან ბანალური ღადაობაა რომაა გოგოს რომ ჰაეხუმრა არ მიყვარცარო და გოფომ თავი რო მოიკლა და მერე ბიჭი რო მივიდა გაჰეხუმრეო და ეა გოფო რო გაცოცხლდა და ჩაეხუტა, რატომღაც ამასთან გავაოგივე და ეა გამახსენა. ბოდოში თუ გწყინს მარა ძაან არასერიოზული მომეჩვენა

მესმის ვიცი,ჩემი დაწერილი არაა ! ამის გამო ჩემს დას 2 კვირა არ ველაპარაკებოდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent