შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამაბრუნე წარსულში +18 (13)


22-08-2017, 22:50
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 603

დამაბრუნე წარსულში +18 (13)

მირიანი მეგობართან ერთად იჯდა ბარში და გამალებული სვამდა ვისკის.
- ღვიძლი დაგეშლება - მესამე ჭიქა გამოაცალა გივიმ ხელიდან.
- როდის იყო ჩემს სმაზე პრეტენზიები გქონდა? - საყვედურებით აღსავსე მზერა მიაპყრო მირიანმა.
- იმის მერე, რაც სახლში ათობით დაცარიელებული კონიაკის ბოთლი გიპოვნე.
- ნატალის ისევ ხვდები? - თემა შეცვალა მირიანმა.
- ვხვდები...
- მერე?
- არაფერი.
- მირანდაზე არ გიყვება?
- მირანდაზე სასაუბროდ არც ისე სწორი კაცი კაცი ვარ. ძირითადად, არ ვსაუბრობთ ხოლმე, - გაეცინა გივის - ყველაზე შესაფერისი ქალია. არანაირი ვალდებულებები, არანაირი ეჭვიანობა. შემიძლია ას ქალთან ვი*იმაო პარალელურად და საყვედურსაც კი არ მეტყვის.
- ძალიანაც ცუდი. ესეიგი ფეხებზე ჰკიდიხარ, თორემ მაგის ადგილას გაზს გავუშვებდი შენს სახლში და სულს ამოგხდიდი.
- ჰო, მაგრამ მე ვთქვი, რომ შემიძლია ვი*იმავო, თუმცა არ მითქვამს, ამას ვაკეთებ-თქო.
- უყურე შენ. გულში ყინული გიდნება?
- არა! მე თუ მკითხავ, ყველა ქალი უნდა იხმარო და მიაგდო. ყველა ერთნაირია. ყველა ლენას მსგავსია. - ამოიოხრა გივიმ.
- ლენა? - გაუკვირდა მირიანს - კარგი რაა. ხუთი წლის წინ მოხდა ეგ ამბავი. ხუთი წლის წინ გიღალატა და შენ ჯერაც აცრილი ხარ სრულიად ყველა მდედრზე?
- ჰოო - თავი დაუქნია გივიმ - ტკივილიც გაქრა, წყენაც, გრძნობებიც, სიყვარულიც, თუმცა მხოლოდ სიძულვილი დარჩა და ამას ვერაფერს ვუხერხებ.
- ნეტა მეც ასე შევაძულე მირანდას კაცები, როცა მივატოვე?
- შენ საყვარელთან მაინც არ შემოგისწრო - დაამშვიდა გივიმ.
- როცა გიყვარს, საყვარელი ვერ გეყოლება, მაგრამ მიტოვება ერთგვარი ღალატია. მხოლოდ ის არ მამართლებს, რომ ვიღაცისთვის არ შემიდია. სხეულს როცა ღალატობ, მაგაზე უარესი სულის ღალატია.
- სისულელეა - ჩაეცინა გივის - ნამდვილად არ მიყვარს ფილოსოფიური საუბრები, მაგრამ რახან წამოვიწყეთ, გეტყვი, რომ სჯობს საყვარელ ადამიანთან მიხვიდე და უთხრა, გშორდებიო, ვიდრე სხვასთან უღალატო. საშინელი შეურაცხყოფაა სხეულის გასხვისება. ადამიანში მკვლელის სურვილებს აღძრავს. ფიქრობ, რომ მხოლოდ მათი მოკვლა ჩამოგრეცხავს იმ იმედგაცრუებასა და სირცხვილს, რომელშიც განავალივით ამოიგანგლე. ბედნიერი კაცია ყველა, ვისაც თავისი ქალი სხვის მკლავებში მოქცეული არასდროს უნახავს საოცარი კვნესისა და ოხვრისას. ზუსტად იმ კვნესის, რომელსაც შენს სხეულზე მოკვრული გამოსცემდა. ასე რომ, ჩემო მეგობარო, შენ ჯერ კიდევ გაქვს ბედნიერების შანსი და სანამ ყველაფერი უსაზღვროდ გვიანი არ არის, სანამ ჯერ კიდევ გაქვს უფლება, გარშემო ყველა მამრი შემოუფანტო, რომელიც სიამოვნებით მოუთათუნებდა საჯდომზე ხელს, აბრძანდი და დაიბრუნე. სულ ფეხებზე უნდა დაიკიდო კაპულეტების შვილიაა თუ მონტეგების. ცხოვრება ხშირად არ მოგცემს ბედნიერების შანსს და შენ გეგონა ეს ბედნიერება ადვილი იქნებოდა? სამყაროს თავისი პირობები აქვს: თუ ორმხრივი სიყვარული გეწვია, ესე იგი მის სანაცვლოდ რაიმეს დათმობა მოგიწევს. შენს შემთხვევაში თვალის დახუჭვა იმაზე, რომ ვახოს დის შვილია. წარსულს ვეღარ დააბრუნებ და ვერც შეცვლი. რომც დააბრუნო, მირანდა მაინც იმ ოჯახის წარმომადგენელი იქნებოდა, რომელიც ასე გძულს.
- ასეთი სიბრძნეები საფრანგეთში დაამუღამე? - პირდაღებული უსმენდა მირიანი გივის ლაპარაკს. იმ გივის ლაპარაკს, რომელსაც ბავშვობაში დავალებებს აწერინებდა და საკონტროლოებში ფურცელს უცვლიდნ ხოლმე, რომ მისი თემებიც დაეწერა, რათა სკოლიდან არ გაერიცხათ.
- ფრანგი ქალები უცნაურები არიან. რამე ფილოსოფია თუ არ მოუჩმახე, ისე არ გაგიშლიან ფეხებს. ამიტომ, მეც ვტიტინებდი და ვტიტინებდი, სხვა რა გზა მქონდა. ამ ტიტინში ნამდვილი არისტოტელე გავეძრე.
- მეც ხომ არ ჩამოვუარო ევროპას?
- შენ საქართველოში გაქვს ჯერ დაუსრულებელი სიყვარულის ისტორია. გგონია, ვამაყობ იმით, რომ გულცივი ვარ და ქალებისგან მხოლოდ სექსი მსურს? არც ერთი კაცი არ ამაყობს. გულის სიღრმეში ყველა ჩემნაირს სურს ნამდვილი სიყვარული და ისეთი მზერა, როგორითაც შენ გიყურებდა ხოლმე მირანდა.
- ნატალი კარგი გოგოა - გაეღიმა მირიანს - დარწმუნებული ვარ, აქამდე თუ გაგიძლო, მისთვის სულ ერთი ნამდვილად არ ხარ. მეოთხე თვეა, რაც გიძლებს, აზრზე ხარ?
- ჰო, აზრზე ვარ.
- მოიცადე - ჩაფიქრდა მირიანი - ოთხი თვეა ერთი და იმავე ქალთან წევხარ?
- ჰო, მადლობ, რომ შემახსენე.
- და არ გბეზრდება?
- რა ვიცი. ზოგჯერ მაცოფებს ხოლმე, როცა წვიმაში ფეხშიშველი სირბილი უნდება ან შაურმას ჭამს და მერე ხახვის სუნი ასდის, მაგრამ ვიტან. იმ დღეს, თეატრში ვიყავი და ლამის სცენაზე აუვარდი ვიღაც ნაბი*ვარმა წელზე რომ შემოჰხვია ხელი.
- ღადაობ? ეგ სცენარია გივი - გადაიხარხარა მირიანმა - მირანდას ტუჩებშიც კოცნიდნენ.
- რაა? - გაგიჟებულმა ჰკითხა - ნატალისაც აკოცებენ?
- რა ვიცი, საწოლის სცენაც შეიძლება ჰქონდეს.
- არა, არა - სიმწრისგან გაეცინა გივის - გამორიცხულია. რა უნდა თეატრში? წამოვიდეს იქიდან.
- უმუშევარი იყოს და სადილები გიკეთოს?
- სადილს ნუ გამიკეთებს, ისედაც გარტყმაში არაა, მაგრამ ორი კაცის რჩენას როგორმე შევძლებ. ჯანდაბას, კაბებსაც ვუყიდი ხოლმე, როცა მოუნდება... მაკიაჟსაც, თუმცა მაგის გარეშეც ლამაზი კანი აქვს. კიდე რა სჭირდებათ ქალებს?
- სიყვარული, სითბო და ყურადღება. მაგ კაბებზე მეტად სჭირდებათ.
- მესიჯებს ისედაც ვწერ, როცა მასთან არ ვარ და ეგეც შენი ყურადღება. სითბო კიდევ საწოლში. აი სიყვარული...
- გიყვარს შენ ეგ გოგო.
- მიყვარს არა ის - ხელი გაიქნია გივიმ.
- აბა რა ქართველ ღიპიან ქმარს დაემსგავსე? სამსახურიდან წამოვიდესო, სახლში დაჯდესო, სცენაზე სხვა ნუ ეხებაო.
- ეგ შეიძლება ნებისმიერ გოგოზე მომინდეს, ვინც ვიზუალურად მომწონს.
- ჰო, ნებისმიერი გოგო მოგინდება, რომ სახლში გეჯდეს?
- არა, სახლში არა... კაი რაა, ნუ იცი ხოლმე გაბუქება. მე და სიყვარული ცოტა შორს ვართ ერთმანეთისგან.
- კარგი, კარგი. აგერ მე და აგერ შენ - ეშმაკურად ჩაიცინა მირიანმა.
- და აგერ მირანდა.
- რა მირანდა?
- უკან არ გაიხედო, მირანდაა ვიღაც კაცთან ერთად - უთხრა გივიმ ჩურჩულით და მერე მიხვდა, რომ ზედმეტად ჰქონდა ჭორიკანა ნატალის გავლენა. ეს უკან არ გაიხედოები მაგან დაამუშავებინა ამ ბოლო დროს.
მირიანმს ნამდვილად არ გაუხედავს უკან. პირდაპირ წამოხტა სკამიდან და მირანდასკენ მიტრიალდა, რომელიც მაგიდასთან ჯდებოდა. ვიღაც კაცი ახლდა თან. ზუსტად ის ლურჯი კაბა ეცვა, თეთრი გვირილებით, მირიანს რომ ყველაზე მეტად უყვარდა, თმა კი მაღლა აეწია და გრძელი კისერი ისე ლამაზად მოუჩანდა, თითქოს განგებ ახსენებდა მირიანს იმ დროს, როცა ამ კისერს უკოცნიდა ხოლმე.
- მირიან, სცენებს ნუ გამართავ - გივიც წამოდგა და მეგობარს აედევნა.
- გამარჯობა - მიიჭრა მირიანი. საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებდა ეჭვიანობისგან.
- გაგიმარჯოს - გაუღიმა მირანდამ. ის კაცი მირიანისკენ შემოტრიალდა. - ეს ნოდოა.
- სასიამოვნოა, მე მირიანი ვარ. მირანდას... - ცოტათი დაფიქრდა.
- მირანდას ყოფილი შეყვარებულია - დაეხმარა ქალი დასრულებაში.
- უი, მსმენია თქვენზე - ისე გაუღიმა კაცმა, გეგონება კაი ხნის ნაცნობი ყოფილიყო და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.
- ვინაა ეს კაცი? - ხელი დაუიგნორა მირიანმა.
- ნოდო.
- ეგ გავიგე.
- შენი საქმე არ არის - ცინიკურად უღიმოდა ქალი. - ცუდი იდეა იყო აქ მოსვლა - წამოდგა სკამიდან.
- არსად არ წახვალ - ბრაზი ყელში ისე უჭერდა მირიანს, თითქოს ეს-ესაა, თავისივე ბოღმა დაახრჩობდა. იცოდა, რომ არაფრის უფლება არ ჰონდა, თუმცა უმოქმედოთაც ვერ იდგა ერთ ადგილას წყნარად და მშვიდად.
- მირიან! - ჩაიბურტყუნა გივიმ და მხარზე დაადო ხელი.
მირანდა ფეხზე წამოხტა და მირიანს საყელოში სტაცა ხელი.
- არ გაბედოთ და არც ერთი არ გამომყვეთ - თითქმის დაიკივლა ქალმა. - არც შენ, თორემ თავს გაგიტეხავ - მიუბრუნდა გივის.
- არა, კაი. - ხელები ისე ასწია გივიმ, გეგონება ევედრებოდა არ მესროლოო.
- გამოეთრიე გარეთ - უთხრა მირიანს და გარეთ გაიყვანა.
- დამეკუჭება.
- დასაკუჭი ხარ მთლიანად.
უკანა ეზოში აღმოჩნდნენ.
- რა ჯანდაბა გინდა ჩემგან? - უღრიალა ქალმა.
- არაფერი.
- არაფერი? არაფერი? - მირანდა პანიკაში იყო.
- მირა დაწყნარდი - ცდილობდა, როგორმე დაეშოშმინებინა, ხელი მისკენ წაატანა მირიანმა. სანაცვლოდ მაგრად სილა მიიღი სახეში. ლოყა ისე აეწვა, თითქოს ცეცხლი ეკიდა.
- არც გაბედო ჩემთან შეხება და მირას ნუ მეძახი!
- დაწყნარდი, გთხოვ.
- რა ჯანდაბა გინდა მეთქი! შერიგება გინდა?
- არ ვიცი, მართლა არ ვიცი. შეიძლება.
- შეიძლებას მოგცემ - მეორე ლოყაზეც გაარტყა გამწარებულმა ქალმა. საკუთარ თავს არ ჰგავდა, ყვირილი ისტერიკულ ტირილში გადასვლოდა, ცრემლები კი ზღვასავით მოსდიოდა თვალებიდან - შემეშვი. ხომ შეიძლება, რომ რახან მიმატოვე, წყნარად ცხოვრების საშუალება მომცე?
- არ შემიძლია.
- ჩემს ყოფილ ქმარს ემსგავსები.
- ნუ მადარებ იმ სახედარს!
- მაშინ შემეშვი... გთხოვ
- ნუ ტირი რაა. - მირიანი მის ჩახიტებას ცდილობდა. მიწაზე დაგდგებული თევზივით ფართხალებდა მირანდა და როგორც იქნა, ხელები გააშვებინა კაცს.
- შემეშვი, რომ აღარ ვიტირო. - მთელი კაბა გასაწური გახდომოდა საკუთარი ცრემლებისგან.
- თავს თუ დაგანებებ, აღარ იტირებ?
- ვეცდები მაინც...
- კარგი.
- ანუ?
- ანუ შენ თუ უკეთ იქნები, მე შეგეშვები. - ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო და ქალს გაუწოდა.
- მიხარია. - მირანდამ სახე შეიმშრალა.
- ვინაა ის კაცი? - მაინც ვერ შეიკავა თავი.
- ჩემი მეგობარია - უპასუხა ქალმა ცივად.
მირანდა ისე შევიდა ბარში, მირიანისთვის აღარც შეუხედავს. კაცი კი რამდენიმე წუთი უაზროდ იდგა და ფიქრობდა.
- რა მოხდა? - გივი გამოვიდა.
- რამე მითხარი ან გამართე, რომ არ შევბრუნდე და მაგიდა არ ამოვუტრიალო იმ კაცს.
- გიცეკვებ, გინდა? - პასუხს არც დაელოდა, რაღაც უაზრო მოძრაობების კეთება დაიწყო.
- რას აკეთებ? - გაეცინა მირიანს.
- ვცეკვავ. თუ გინდა ამყევი.
- არა, მადლობ, ძალიან კეთილი ხარ. ასეთ დროს, რატო მეცინება?
- ალაბთ იმიტომ, რომ ვცეკვავ.
- გაჩერდი, თორე ხალხი გიყურებს.
- ვინ ხალხი?
- ნატალი.
გივი უკან შეტრიალდა, გაოგნებული ნატალი იდგა და გაშტერებული უცქერდა.
- გააფრინე? - გადაიხარხარა - რა გეცეკვება?
- მიროს ვართობ.
ცალწარბაწეულმა ნატალიმ მირიანს შეხედა.
- ჭირმა და სიკვდილმა გაართო. - დასწყევლა დაქალის ყოფილი შეყვარებული.
- რას მიწყევლი ძმაკაცს გოგო.
- როგორ მიყვარდი - თავი დანანებით გააქნია ნატალიმ - შენი იმედი მქონდა, წყნარად ვიყავი ხოლმე, როცა მირანდა გვერდით იყო. დღეს კი ეს ცანცარა იდიოტიც კი გჯობს - მიუთითა გივიზე.
- და მე ამ ქალთან ვარ - ამოიოხრა გივიმ.
- ბევრს თუ გაატ*აკებ, აღარ იქნები - შეუღრინა ნატალიმ.
- ძალიან ცოფიანი ხარ იცი? - გაბრაზდა გივი - საჭმლის კეთება არ იცი, პერანგების დაუთავების აზრზე არ ხარ, მასაჟსაც ვერ მიკეთებ ნორმალურად.
- საიდან დაასკვენი, რომ საჭმელს და მასაჟს ვერ ვაკეთებ, თანაც პერანგებს ვერ ვაუთავებ? მე რაა, დაკუჭული ტანსაცმელი მაცვია ხოლმე? - კაბაზე დაიხედა ნატალიმ.
- მოიცა, იცი?
- ვიცი.... და ჩემი გაკეთებული მასაჟი თუ არ მოგწონს, ჩინურ მასაჟებზე იარე.
- რა ჩინურზე ქალო. რა გინდა, სიფილისი ავიკიდო?
- მასაჟი ვიგულისხმე და არა ბო*ები.
- ღმერთო, ასეთ დღეში რატომ მაგდებ? - მაღლა აჰხედა მირიანმა ღმერთს და ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს მაგრად დასინეს.
- ან საჭმლის გაკეთება თუ იცი, მაშინ გამიკეთე ხოლმე ზოგჯერ მაინც.
- ორ ფრონტზე რომ არ ვირბინო, წამოდი ჩემთან და გაჭმევ, ბორშჩი მაქ.
- მიყვარს ბორშჩი....
- მერე, მზრუნველობა მოკლებული ბავშვივით მშიერი დადიხარ?
- მეგონა, რომ კეთება არ იცოდი.
- იმიტომ დამატარებდი რესტორნებში?
- ჰოო, ამის შემდეგ პროდუქტს ვიყიდი ხოლმე და ავიტანოთ, თორემ ჩემს ქონებასაც აქვს ლიმიტი.
- ზოგჯერ რა გამოლენჩება გემართება - გაეცინა ნატალის.
- ასე მგონია რეალით შოუში ვარ. წყვილი რო დასცხებს ხოლმე და მერე რიგდება - ჩაიბურტყუნა ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა მირიანმა უგუნებოდ.
- მე ისეთ შოუში უფრო მგონიხარ, ყოფილი შეყვარებულის დაქალი რო გცემს.
- ცემაღა მაკლია. კარგად იყავით, შეგერგოთ ბორშჩი - გატრიალდა მირიანი.
- შენც დაგპატიჟებთ, რა იყო - მიაძახა ნატალიმ.
- შევეცოდე ეტყობა - თვალები გადაატრიალა მირიანმა - მე მარტო მირანდას ხორციან ბორშჩს ვჭამდი არაჟნით.
- არაჟანი, ხორცი და კაი ცხოვრება სადაა - გამოეპასუხა გივი.
- აბა კარგად, სახლში მივალ და დავიძინებ. არ მშია. - სახლისკენ გაუყვა გზას მირიანი. скачать dle 11.3

 




№1 √ სტუმარი ™ Guest ბუსი

მიხარია რომ დაბრუნდი. აღარ დაიკარგო რააა. მალე დადებ შემდეგ თავს?

 



№2  offline √ მოდერი ™ ენ ჯეინი

Guest ბუსი
მიხარია რომ დაბრუნდი. აღარ დაიკარგო რააა. მალე დადებ შემდეგ თავს?

კი, კიი, ჩამოვედი უკვე და ერთ სამ დღეს აღარ გადავაცილებ ხოლმე <3

 



№3  offline √ ადმინი ™' Mariiiiami

ღირდა ლოდინად ღირდააა.და იმედი მომეცა როო ყველაფერი კარგად იქნებააა.მომენატრნენნ♥♥♥♥

 



№4  offline √ წევრი ™ tamuna.s

აუ ძაან არ გაწელო ამათი შერიგება რა.

 



№5 √ სტუმარი ™ მანანა

ძალიან მომწონხარ და სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს

არც თინეიჯერი ვარ და ალბათ აღარც ახალგაზრდა მეთქმის მაგრამ ძალიან მომწონს ეს საიტი ვეცნობი ახალგაზრდების ნამუშევრებს და მიხარია რომ ძალიან ბევრი სერიოზულად ნიჭიერია ერთ-ერთი მათგანი შენ ხარ მიხარია რომ დაბრუნდი და ველოდები შემდეგ თავებს

 



№6 √ სტუმარი ™ ლოკი

3 წლის მერე დებ მომდევნო თავს.
ხო შეიძლება რაღაც პროგრესი ჰქონდეს, ძალიან პატარა თავებს და განუვითარებელს დებ ერთ ადგილს ტკეპნი.
ამ დენს ხანს რომ გვალოდინე ხო შეიძლება ცოტა მოზრდილი და განვითარებული თავი დაგედო, ნუ არ ვიცი წარმატებები

 



№7  offline √ მოდერი ™ ენ ჯეინი

Mariiiiami
ღირდა ლოდინად ღირდააა.და იმედი მომეცა როო ყველაფერი კარგად იქნებააა.მომენატრნენნ♥♥♥♥

მადლობა ჩემო საყვარელო <3
tamuna.s
აუ ძაან არ გაწელო ამათი შერიგება რა.

ვნახოთ ვნახოთ თუ შერიგდებიან smiling_imp
მანანა
ძალიან მომწონხარ და სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს

არც თინეიჯერი ვარ და ალბათ აღარც ახალგაზრდა მეთქმის მაგრამ ძალიან მომწონს ეს საიტი ვეცნობი ახალგაზრდების ნამუშევრებს და მიხარია რომ ძალიან ბევრი სერიოზულად ნიჭიერია ერთ-ერთი მათგანი შენ ხარ მიხარია რომ დაბრუნდი და ველოდები შემდეგ თავებს

დიდი მადლობა <3
ლოკი
3 წლის მერე დებ მომდევნო თავს.
ხო შეიძლება რაღაც პროგრესი ჰქონდეს, ძალიან პატარა თავებს და განუვითარებელს დებ ერთ ადგილს ტკეპნი.
ამ დენს ხანს რომ გვალოდინე ხო შეიძლება ცოტა მოზრდილი და განვითარებული თავი დაგედო, ნუ არ ვიცი წარმატებები

წინადადება "ამ დენს ხანს" რომ ვწერდე, განუვითარებელ თავზე სხვას შენიშვნას ვერ მივცევვდი. არ გეწყინოს <3

 



№8 √ სტუმარი ™ Guest ლოლიტა

ვერ ვხვდები რატომ უნდა ავარდე ადამიანი შენიშვნაზე როცა წერაზე გაქვს პრეტენზია ;დდდდ
ვერასდროს გახდები შენ მწერალი ჩემო ბადარააა დამიჯერე იმოტო რომ სულ ესეთი რეაქციებით ხარ)))
და გამუდმებით კარგს ვერ დაგიწერენ ;)
აბა შენ იცი მოინდომე მაინც :*

 



№9  offline √ მოდერი ™ ენ ჯეინი

Guest ლოლიტა
ვერ ვხვდები რატომ უნდა ავარდე ადამიანი შენიშვნაზე როცა წერაზე გაქვს პრეტენზია ;დდდდ
ვერასდროს გახდები შენ მწერალი ჩემო ბადარააა დამიჯერე იმოტო რომ სულ ესეთი რეაქციებით ხარ)))
და გამუდმებით კარგს ვერ დაგიწერენ ;)
აბა შენ იცი მოინდომე მაინც :*


ნორმალურ შენიშვნებზე არასდროს ავვარდნილვარ, მაგრამ ადამიანი ლამის ძ და ხ-ს რო ვერ არჩევ, შენგან ვინ რა შენიშვნა უნდა მიიღოს. შენ კიდე სმაილების წერის მუღამი თუ გაქ, ერთი-ორი მძიმე რო მიაყოლო ხოლმე, არ იგნება ურიგო :დდდ პარალელურად, შემიძლია ძალიან დარწმუნებით ვთქვა, რომ შენი შენიშვნების მიღების გარეშეც ვიქნები კარგი მწერალი, რადგან ძალიან გამოცდილი ხალხისგან ვიღებ კომპლიმენტებს.
ჯანსაღ კრიტიკას არასდროს გავურბივარ. ყველა ადამიანმა იცის, ვინც კომპტენტურია და ჩემთვის რამე შენიშვნა მოუციათ, რომ სრულიად ადეკვატური რეაქციები მაქვს ხოლმე, მაგრამ რაც არ შემიძლია, არ შემიძლია... მინიმუმ წერა-კითხვა მაინც უნდა იცოდეს თუ ვინმეს ჩემთვის შენიშვნის მოცემა სურს.

 



№10  offline √ ადმინი ™' Mariiiiami

ვაიმეე ხალხნოიო!!ადამიანს არ ჰქონდა დრო ვერ მოახერხა დადებაა და რააამეერეე?ჩემზე მეტად ელოდებოდით თქვენ ვითომმ??ანნ რა განვუთარებას ელოდებით ჯერრ?აიი ელემენტარულად არ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ და გაუგოთ ავტორს.გაოცებული ვარ მართლა.მესმის გაინტერესებთ ელოდებით მაგრამ ავტორსაც აქვს თავისი პირადი.და მეეჭვება თქვენ წყვეტდეთ ვინხდება მწერალი და ვინ არა)))))

 



№11  offline √ აქტიური მკითხველი ™ ლუნი.

ძლივს
ძლივს
ძლიიიივს!!!!

შენს ადგილას ვიყო მგონი აქ აღარ დავდებდი ისტორიებს.
ვწერ, ვწვალობ, შენ კითხულობ, ამით სიამოვნებას იღებ, მერე რაღაც არ მოგწონს და თავზე უნდა დამაჯვ'ა ?
Inside?
თუ არ მოგწონს რო ამდენი ხანი ქაჩავს და ასე ნელა წერს ნუღარ კითხულობ :) რა პრობლემაა
და კრიტიკასაც გააჩნია
შეიგნეთ!
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№12  offline √ მოდერი ™ ენ ჯეინი

ჩემი მკითხველები ჩემი დრაკონჩიკები ხართ <3 მიყვარხართ

 



№13  offline √ წევრი ™ lamazmani

მიხარია რო დაბრუნდი, ისტორია რომ ვნახე ძალიან გამიხარდა,, კარგი იყო, მომეწონა, ველოდები ახალ თავს

 



№14 √ სტუმარი ™ Guest ბუსი

ენ ჯეინი
ჩემი მკითხველები ჩემი დრაკონჩიკები ხართ <3 მიყვარხართ

როდის დადებ შემდეგ თავს?

 



№15  offline √ მოდერი ™ ენ ჯეინი

Guest ბუსი
ენ ჯეინი
ჩემი მკითხველები ჩემი დრაკონჩიკები ხართ <3 მიყვარხართ

როდის დადებ შემდეგ თავს?

დღეეეს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent