შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

(გა)მოგონება... თავი 1


23-08-2017, 00:23
ავტორი Gotham
ნანახია 153

(გა)მოგონება... თავი 1

27 ივლისი 04:37
გაუსაძლისი სიცხეებია თბილისში რის გამოც ძილი შეუძლებელია.ჩემი გაჭირვება არ მეყოფოდა კონდიციონერიც ახლა გაფუჭდა...წოლით დაღლილი საწოლიდან ვდგები და აი ჩემი პირველი მარცხიც,პირდაპირ კიდეს თეძოთი ვეჯახები,სიბნელეში ვცდილობ გზა ამჯერად მშვიდობით გავიკვლიო,ძლივსძლივობით ვპოულობ კარს,დერეფში გავდივარ,სინათლეს ვრთავ და ფეხაკრეფით მივდივარ სამზარეულოსკენ.აივანზე ილიას ვლანდავ სიგარეტით ხელში რაღაცას დაჟინებით,რომ აკვირდება.მაცივრიდან ორ ენერგეტიკულს ვიღებ და აივანზე ილოს გვერდით ვჯდები,იმდენად არის გართული ფიქრებში ვერც კი მამჩენევს,ცოტახანში კი თავს მუხლებზე მადებს და ჩემ თმებთან თამაშს იწყებს.მეც საპასუხოდ წითურ,აბრეშუმისებრ თმაზე ვეფერები.უცნაურად უცნაური სიჩუმეა,ეს ღამეც უფრო ბნელი მეჩვენება,ეს სიცხეც უფროდაუფრო გაუსაძლისი ხდება.როგორ მინდა იწვიმოს,ცოტათი მაინც ამოვისუნთქავთ.
-საკო-საუბრის წამოწყებას ცდილობს ილო-წამო გავისეირნოთ
-სად გავისეირნოთ ადამიანო შეხედე რომელი საათია-ვეუბნები გაკვირვებული და მობილურს თვალებში ვანათებ
-მიდი,მიიდი ჩაიცვი ნუ ხარ ზარმაცი ან პირდაპირ ასე წამოდი-დამცინავად ამაცვილებს ყურადღებას ჩემს ჩაცმულობაზე.თავს იქნევს,თვალებს იფშვნეტს და ოთახში შედის .
-იცოდე იმ თეთრ მაისურს მე ვიცვამ-გავძაახე უკვე კარგახნის შემდეგ.

რა მშვენიერია განათებული ღამის თბილისი,მითუმეტეს ფუნიკლიორი.ზემოდან,რომ გადმოჰყურებ მთელ ქალაქს.ახლა მთაწმინდა ჩემთვის მისწრება იყო,სიგრილე,ნიავი სასიამოვნოდ რომ მელამუნება,თითქოს რომელიმე კლასიკოსის სიმფოონიას ურავდეს.დიდი ხნის სიარულის შემდეგ სიცილ-ხარხარში დაგვათენდა და როგორც იქნა მივაღწიეთ ჩვენს სახლამდეც,კი ვეცადეთ შეუმჩნევლად შევსულიყავით ეზოში,მაგრამ ქალბატონი თამილა და ნაზი სტარტზე არიან.ნეტა ახლა თავისებური არ გაუშვან და ღმერთო მეტს არაფერს გთხოვ.ილიკომ მაპატიეთ მეჩქარებაო და კულტურულად შემატოვა ეს ერთდერთი და ამ უბნის ჭორიკნებს.ახლა კი თავს ნამდვილად ვეღარ დავიძვრენ,კიბებზე მოპაკუნებს სამოცდათს გადაცილებული,კარგად მოვლილი,საშუალო სიმაღლის შავტუხა თამილა
-საკო ბებიკო,ახლა მოდიხარ სახლში?-ერთი რა ამის საქმეა როდის მოვალ-არა ცუდად კი არ გამიგო საყვარელო,ხომ იცი შენთვის კარგი მინდა ახალგაზრდა გოგო ხარ, მეზობლებს სალაპარაკოს ნუ გაუხდი 5 საათზე სახლიდან გადის და გამთენიისას ბრუნდებაო-როგორ მინდა კარგი სიტყვებით შევამკო ეს არამკითხე მოამბე
-მადლობა თამილა ბებო ჩემი მარშუტის დრო რომ განსაზღვრეთ,ნახვამდის და ქალბატონი ნაზი მომიკითხეთ,გადაეცით მთაწმინდაზე იყვნენ ბავშვებიო.-ლოყაზე ერთი გემრიელად ვაკოცე და სადარბაზოში შევვარდი.არა რა მაინც ვერ მოვითმინე კბილი რომ არ გამეკრა,მაგრამ რა ვქნა რომ არ მიყვარს ეს მეთვალყურე ხალხი.არა ისე კი დავტოვე სახტად და სახეზე აჯაფსანდალ გამოსახული თამილა.

კარები გაცოფებულმა "შევაღე" იმ იმედით,რომ ილიკოს სიცოცხლეს მოვუსწრაფებდი,მაგრამ სააბაზანოში შემასწრო ვაჟბატონმა.ეჰ ჩემ ამბავი რომ ვიცი მაინც ვერაფერს ვუზამ და დალურჯებული აქეთ აღმოვჩნდები,ამიტომ სჯობს სხვა საქმეს მივხედო.სანამ მზე დააჭერდა ვივარჯიშე,ავოკადოს სალათა და "აკროშკას" წვნიანი გავაკეთე, ორი საათიანი ნებივრობის შემდგომ მაღირსა ჩემმა ძმამ აბაზანიდან გამოტევა და შხაპის მიღება.ეს ის ერთ-ერთი შეგრძნებაა რომელსაც ვერაფერი შეედრება.არანაკლები დრო დამჭირდა თავის მოსაწესრიგებლად და როგორც იქნა გარდერობის წინ ვარ,ბევრს არც ვფიქრობ ისე ვიღებ თეთრ ქვედაბოლოს და ღიაცისფერ ნახევრად გამჭვირვალე პერანგს,ფეხზე კი ვერცხლისფერ მაღლებს ვიცვამ.მაკიაჟს არასდროს ვატარებ რიგი გამონაკლისების გარდა,ამიტომ მხოლოდ უფერული ტუჩსაცხით შემოვიფარგლები,ხელზე საათსა და სახეზე სათვალეს ვიიკოსებ და სახლიდან გავდივარ.გზაში მაგდასა და მზეოს ვურეკავ და შეხვედრას "ალთჰაუსში" ვუთქვამ.სანამ ქიაჩელამდე მივაღწიე გამძვრა სული.შენობაში სწრაფად შევდივარ და ადგილს ვერანდის კუთხეში მჯდომ გოგოებთან ვიკავებ.
-დიდება შენს აქ ამოღწევას-ხელები გრაციოზულად აღაპყრო მაგდამ და მთელს ხმაზე გადაიკისკისა
-წყალიი-ამოვიხავლე საცოდავად და მზეოს წყლის ჭიქა ერთი ამოსუნთქვით გამოვცალე-ახლა უკეთ ვარ-წყალი და მისი ჯანი
-მე ბევრი დრო არ მაქვს ორზე სამსახურში უნდა ვიყო-გვიცხადებს სერიოზული მაგდა
-კაი ერთი მოცლილი რომელი გვნახე-ვეუბნები მთელი სერიოზულობით
-შენ!-ორივე ერთხმაში ყვირის-მოცლასა და სამსახურზე გამახსენდა მუშაობა არ უნდა დაიწყო?თუ ისევ მთარგმნელად ყოფნას დასჯერდები?-როგორც იქნა დადო მზეომ ტელეფონი და მორჩა ფოტოების გადაღებას.ვერ ვხვდები როგორ არ იღლება ამდენი სელფის გადაღებით,მაგრამ რას ვიზმათ ეს გოგო ნამდვილი შოკია მაღალი,შავი თმითა და ღია მწვანე თვალებით
-ვაპირებ,ვაპირებ და დღეს მაქვს სხვათაშორის გასაუბრება 12:30ზე.დიდი არაფერი მაგრამ სტაბილური სამუშაო იქნება
-მერე რას ჩამოგვიჯეი წადი დაგაგვიანდება - შეშფოთებული მზეო ემოციას ვერ მალავს.საათს დავხედე დროდ ნახევარი საათი მაქვს,მოვასწრებ.

გოგოებს დავემშვიდობე,ტაქსი გავაჩერე და დანიშნულების ადგილას ზუსტად დროზე მივედი.ცოტას ვნერვიულობ,მაგრამ შენობაში გაწონასწორებული ნაბიჯებით შევედი,ლიფტი გამოვიძახე და ისაა უნდა დაიძრას ვიღაც ხელით აჩერებს.ლიფტში ორი მთასავით სხეული რკინის ფარასავით დგება.ახალგაზრდა შავგვრემანი მამაკაცი ზედმეტად მკცრი გამომეტყველებით, გვერძე კი მისგან განსხვავებით მხიარული ასევე ახალგაზრდა და ქერა მამაკაცი უდგას.
-რომელზე?გოგონა რომელ სართულზე მიბრძანდებით-მეუბნება ჯმუხი კაცი(არა საიდან მოვიტანე ახლა ეს.განა რა დამიშავა ჯმუხად რომ მოვნათლე)
-მეოთხე-ვცდილობ კანკალი დავმალო.მაგრამ საკითხავია როგორ გამომდის
-გაშინებს რა?!ფერი ისე დაკარგე ცარიელი ჭორფლები დაჩი-ჩუმი ხითხითით მამხნევებს მხიარული-ხო მე თორნიკე ვარ,თორნიკე დეკანოიძე ინჟინერი-ჩემს ხელს თავის ტორებში იქცევს და მეამბორება-ეს ჯმუხი არსება(აჰაა ე.ი მარტო მე არ აღვიქვავ ასეთად) კი ბათუ გამრეკელია ჩვენი არქიტექტორი-ისე გამოხედა ადგილზე გავქვავდი,ქერას კი თვალები დაუბრიალა.შევამჩნიე როგორ აწვალებდა არათითზე წამოცმულ საქორწინო ბეჭედს.ერთი მანახა ის ქალი ვინც ამას უძლებს.ასეა ერთი ნახვით დარჩენილი შთაბეჭდილება.
-საკო დიდებულიძე,სავარაუდოდ მომავალი თანამშრომელი-ცოტახნიანი პაუზის შემდეგ ამაყად ვუცხადებ და ლიფტიც ჩერდება,თორნიკე მემშ
ვიდობება მე კიდევვ ვცდილობ კადრების განყოფილებას როგორმე მივაგნო.აი ისიც,ფრთხილად ვაკაკუნებ და ნებართვის ემდეგ შევდივარ ოთახში.ისეთი სასიამოვნო გარემოა მგონი სხვაგან მოვხვდი?!ნათელი,ოთხკუთხედი ოთახია,ბაცი ატმისფერი კედლები და კრემისფერი ჟალუზები,პატარა კოხტად მოწყობილ მაგიდასთან ასაკიანი,პუტკუნა, სათვალიანი,ქეერა ქალი ზის
-შემოდი, შემოდი აბა რითი დაგეხმარო
-მე ვაკანსიის თაობაზე ვარ,თქვენ გჭირდებოდათ...-სათვალეს დაბლა სწევს და იქვე ჟურნალში იხედება
-ხო,ჩვენ მდივანი გვესაიჭიროება.CV თან გაქვს?-საბუთებს ვუწოდებ,ყურადღებით კითხულობს,დაბლა მეორეზე მაგზავნის ვინმე გვანცა ამაშუკელთან.დერეფნის გავლისა და ოთახების თვარიელების მერე ვამჩნევ ოქროფერ დაფაზე მიწერილ: არქიტექტორ-დიზაინერი გვანცა ამაშუკელი.კარზე ვაკაკუნებ და თავს ფრთხილად ვყოფ, სავარძელზე ახალგაზრდა ასე 30 წლის გამხდარი ქალი ზის, ტელეფონზე ვიღაცას მკაცრად ესაუბრება.საუბრის დასრულების შემდეგ იქვე დივანზე მითითებს
-კადრებიდან ვაკანსიის თაობაზე თქვენთან გამომგზავნეს
-CV,23 წლის საკო დიდებულიძე ე.ი ოთხი უცხო ენა იცი-ეჭვისთვალით მათვარიელებს და ისევ cvის კითხვას განაგრძობს-რა პროფესიის ხარ?
-კინოთმცოდნე.დიახ ოთხი ენა ვიცი და ახლა მეხუთეს ვეუფლები-ვუცხადებ ამაყად,არა ჩემითავით ნამდვილად ვამაყობ.ისეთი დამღლელია ამ კითხვა-პასუხის მომენტი.გვანცამ ყველაფერი ამიხსნა თუ რა მევალება და ხალხნო მგონი სამსახური მაქვს!скачать dle 11.3

 




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent