შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კირა კანდელაკის ცხოვრება 6 თავი


23-08-2017, 21:17
ავტორი Gogona rmigraciidan
ნანახია 605

კირა კანდელაკის ცხოვრება 6 თავი

ღამის სამი საათი იქნებოდა კარების შემოგლეჯვის ხმა გავიგე, თვალები ნელ-ნელა გავახილე და კარში მდგომი ბექა დავინახე.
- მადლობა ღმერთს კარგად ხარ, მე მეგონა რამე დაგემართა.
- რა უმდა დამმართოდა? ნამძინარევი ხმით ვპასუხობ.
- იმდენჯერ დაგირეკე და არ მიპასუხე შემეშინდა. ანერვიულებული მეუბნება ის.
- ჰო გეტყობა ძაან ინერვიულე. ასეთ დროს აქ რა გინდა?
- შენნ რა ტიროდი? ჩემს საწოლთან ჯდება და ისე მეკითხება.
- რატომ უნდა მეტირა?
- ანჩომ მითხრა რესტორნიდან გაიქცაო და ვინერვიულე.
- ჰო დამირეკეს და წამოვედი.
- ვინ დაგირეკა?
- ბექა ის არ გეყო რომ გამაღვიძე, ეხლა დაკითხვა უნდა მომიწყო? გაბრაზებული ვეუბნები მე და ფეხზე ვდგები, სულ დამავიწყდა მოკლე საღამური რომ მეცვა, როგორც კი მისი მწველი მზერა ვიგრძენი ხალათს დავწვდი და მჭიდროდ შემოვიხვიე.
- არა უბრალოდ მაინტერესებდა. დაბნეული მეუბნება ის.
- ჰოდა ნუ გაინტერესებს. ირონიით ვამბობ მე და სამზარეულოსკენ მივდივარ, ეხლა ვეღარ დავიძინებ არა რა უნდოდა ხომ მეძინა კარგად. გაბრაზებული მადუღარაში წყალს ვასხამ და ფინჯანში ყავას ვყრი.
- ამ დროს ყავას რა გასმევს? გაკვირვებული მეკითხება ბექა.
- აბა რომ გამაღვიძე რა გეგონა, ეხლა ვერაფრით ვერ დავიძინებ. გაბრაზებული ვუყვირი და წყალს ფინჯანში ვასხამ.
- მაპატიე არ მინდოდა.
- ვერაფერს შეცვლი. ჰო მართლა ის ლამაზმანი სად დატოვე, როგორ გითხარ ბექ საყვარელო არ ვიცეკვოთ. სიტყვებს ვწელავ და ზუსტად ისე ვეუბნები როგორც იმ გოგომ უთხრა.
- შენ რა იეჭვიანე? ინტერესით მაჩერდება თვალებში.
- მე ვიეჭვიანე თან შენზე რა სისულელეა, რამხელა წარმოდგენა გაქვს შენს თავზე. რატომ უნდა ვიეჭვიანო მე შენზე, ვისაც გინდა იმას აკოცე და ეფლირტავე. არადა როგორ მინდოდა მეთქვა რომ ვეჭვიანობდი, არ მინდა მას ჩემს გარდა ვინმე ეხებოდეს, თუმცა ჩემს სიამაყეს ვერ ვაბიჯებდი. ჯანდაბა კირა რა იდიოტი ხარ, ჩემს თავს ვეუბნები და ცხელ სითხეს ვსვავ.
- თუ ესე გაინტერესებს არ მიკოცნია. სიცილით მეუბნება ის.
- საერთოდაც არ მაინტერესებს. გაბრაზებული ვამბობ და სამზარეულოს აივანზე გავდივარ.
- ისე ლუკა მართალს ამბობს, ნამდვილი კლეოპატრა ხარ. მესმის ზურგს უკან ბექას სიცილი.
- მე თუ კლეოპატრა ვარ შენ, შენ იცი რა ხარ?
- რა? ისევ სიცილით მეუბნება ის.
- ტირანი აი რა ხარ შენ. მეც სიცილით ვუბრუნებ პასუხს.
- და ტირანი რატომ ვარ? უფრო ახლოს იწევა ისე რომ მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვევოდა.
- უბრალოდ ხარ. მოკლედ ვეუბნები და უკან ვიხევ.
- რატომ გამირბიხარ?
- მე რა სისულელეა საერთოდ არ გაგირბივარ. კიდევ მიახლოვდება და ტუჩებში მთელი გრძნობით მკოცნის, მინდოდა ავყოლოდი თუმცა უცებ მოვშორდი და პორდაპორ ჩემს ოთახში შევარდი, კარი საკეტით ჩავკეტე და ლოგინზე დავემხე. რა იდიოტი ხარ კირა. ისევ ეს ჩემი მეორე მე. რატომ არ აყევი კოცნაში შენ ხომ ეს გინდოდა. არაფეროც არ მონდოდა, გაბრაზებული ვეუბნები მე. შენ მე მიქაურობას, თუ საკუთართავს.
დილით ადრიანად გავედი სახლიდან ლექცია ადრე მეწყებოდა, ამიტომ პირდაპორ უნივერსიტეტში წავედი. აუდიტორიაში შესვლოსას ჩემი კურსელი გიორგი გამომელაპარაკა.
- კირა როგორ ხარ?
- კარგად გიო შენ?
- რავი ვარ. შენთან საქმე მაქვს შეგიძლია დღეს ლექციების შემდეგ სადმე დავჯდეთ?
- ხო მშვიდობა? გაკვირვებულო ვეკითხები რადგან მასთან არც ისე კარგი ურთიერთობა მქონდა, ჩვენი "ურთიერთობა" მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდა.
- კი, კი უბრალოდ საქმე მაქვს.
- კარგი.  ეუბნები მე და ჩემს ადგილას ვჯდები. ლექციის შემდეგ უნივერსიტეტი გიოსთან ერთად დავტოვე, მანქანაში ხმა არცერთს არ ამოგვიღია. მანქანა რომ გააჩერა მხოლოდ მაშინ მოვავლე თვალი იქაურობას, როდესაც წარწერა წავიკითხე გულმა გაორმაგებით იწყო ფეთქვა. ჰო კარგდ მიხვდით მან ბექას კაფეში მიმიყვანა. მანქანიდან ისე გადმოვედით ხმა არცერთს არ ამოგვიღია, ადგილი კუთხეში მდგომ მაგიდასთან დავიკავეთ.
- რას მიირთმევთ? თავზე მიმტანი დაგვადგა.
- ქოქოსის წვენი. მოკლედ ვამბობ მე დათვალს ვავლებ იქაურობას.
- მე ყავა თუ შეიძლება. ეხლა გიო სცემს პასუხს.
- აბა რა ხდება გიო? ინტერესით ვეკითხები კურსელს.
- შენი დახმარება მჭირდება. დაბნეული მეუბნება ის.
- რაში?
- ჩვენი კურსელი რომ არის მარიამი ხომ იცი? შენთან მეგობრობს ეგ.
- ჩვენი მარიამი, კი როგორ არა რამე პრობლემა გაქვს მასთან?
- არა რა პრობლემა, უბრალოდ ძალიან მომწონს და ვერანაირად დავუახლობდი.
- აჰა გასაგებია. მე რით შემიძლია დაგეხმარო?
- როგორმე მასთან უნდა დამაახლოვო.
- რაა? მის ნათქვამზე მთელ ხმაზე ვიცინი და ყველა მე მიყურებს. - მე როგორ უნდა დაგაახლოვო ხომარ "გიმაშვლო" სიცილკთ ვეუბნები მე.
- კარგი რა კირა, ბიჭი სიყვარულით ვიწვი და შენ დამცინი. სიცილით მეუბნება
- რა გწვავს ამ სიცივეში? მეც სიცილით ვეუბნები. კიდევ დიდხანს ვისაუბრებდით რომ არა ჩვენ მაგიდასთან მოახლოვებული განრისხებული ბექა.
- როგორ ხარ კირა? სიმწრით მეუბნება ის.
- კარგაად შენ? მის დაბერილ ძარღვებს ყურადღებას არ ვაქცევ ხალისით ვეუბნები.
- ეს ვინ არის? თვალებით გიოსკენ მანიშნებს.
- გიოა ჩემი მეგობარი, გიო გაიცანი ეს ბექაა ანჩოს ძმა.
- სასიამოვნოა. ჩუმად ამბობს გიო.
- მე რომ გთხოვე აქ მოსვლა უარი მითხარი. ჩემსკენ იხრება და ისე მეუბნება.
- კარგი გიო დაგეხმარები. მის ნათქვამს ყურადღებას არ ვაქცევ და გიოს ვეუბნები.
- მადლობა კირა, შენთუ მარიამთან დამაახლოვებ შენზე უკეთესი არავინ მეყოლება. გახარებული მეუბნება ის და ფეხზე დგება. - კარგი მე წავალ, კიდევ ერთხელ მადლობა. ფულს მაგიდაზე დებს და იქაურობას ეცლება.
- მეც უნდა წავიდე. ვეიბნები ბექას და ფეხზე ვდგები.
- ნუ გეშინია აქ არ შეგჭამთ. სიცილით მეუბნება ის.
- სახლში უნდა წავიდე ცოტას დავისვენებ და შემდეგ სამსახურში წავალ.
- მე გაგიყვან.
- არა ჩემით წავალ. უცებ წამოვიყვირე მე.
- გაგიყვან. გადაჭრით ამბობს ის, შეკამათებას აზრი არ ქონდა ამიტომ დავნებდი.
- კარგი. ჩუმად ვამბობ და ბექას უკან ავეკიდე. მანქანაში სიჩუმეს მხოლოდ
Otiko andriadzis - Chemi iqnebi არღვევს თვალები დავხუჭე და სავარძელს მივეყრდენი.
- ჩემი იქნები. მესმის ბექას ხმა თუმცა პასუხის გაცემას არ ვაპირებდი, ის კი ისევ იმეორებს.
- ჩემი იქნები.
- მაგაში მასე დარწმუნებული ნუ იქნები. გველივით ვსისინებ მე.
- მაგასაც ვნახავთ. ორაზროვნად ამბობს და ნელა აპარებს ჩემკენ მზერას, მე კი მის საქციელზე მეღიმება. სახლამდე ხმა არცერთს არ ამოგვიღია.
მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა და მეც გადმოვედი, მადლობა არ მითქვამს რადგან მე არ მითხოვია მისთვის სახლში წამიყვანე თქო.
ნოემბრის შუა რიცხვები იქნებოდა ძალიან ციოდა, სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი ფეხით ავუყევი კიიბეებს სახლში შესულს ბექა, ლუკა და ანჩო დამხვდა.ანჩომ ცუდად ყოფნა მოიმიზეზა და სამსახურში არ წამოვიდა, მე კი ვიცოდი რა იყო მისი ცუდად ყოფნის მიზეზე.
- როგორც იქნა მოხვედი. გახარებული მეუბნება ანჩო თან მეხვევა.
- მოგენატრე? სიცილით ვეუბნები მე.
- ძალიან, მიდი გამოიცვალე უნდა დავლიოთ.
- როგორ ხარ ლუკ?  _ანჩოს ლაპარაკს ყურადღებას არ ვაქცევ ლუკას ვეუბნები.
- კარგად კლეოპატრა შენ?
- ნუ მეძახი ეგრე შე მამონტო. მის პასუხს არ დავლოდებივარ ოთახში შევედი გამოსაცვლელად, უკან მალევე დავბრუნდი.
- რას ავღნიშნავთ? ინტერესით  ვკითხულობ მე.
- ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს. ლუკა ერთი ამოსუნთქვით სვავს არაყს.
- მე მაგს ვერ დავლევ. შეცვლილი სახით ვამბობ.
- შენ წითელი ღვინო დალიე. მეუბნება ბექა, ღვინო დიდად არ მიყვარს ამიტომ ცოტ-ცოტას ვწრუპავდი.
- ამ ჭიქით სიყვარულს გაუმარჯოს, ნამდვილ სიყვარულს რომელსაც გულით გიყვარს და გამოხატვა არ გინდა, იმ სიყვარულს გაუმარჯოს გულში რომ გაქვს და გამხელის გეშინია, რადგან შენს თავმოყვარეობას ვერ აბიჯებ. თვებში მაჩერდება ბექა და ისე მეუბნება, ამ ბიჭმა სულ იცის ნერვები როგორ უნდა მომიშალოს. 
- შენი ჯერია კირა. ფიქრებიდან ანჩოს ხმას გამოვყავარა.
- კირა სიყვარულის სადღეგრძელოს არ სვავს. ამბობს ლუკა, ბექა რაღაცის თქმას აპირებდა და ამდროს კარზე ზარის ხმა გაისმა გასაღებად მე წამოვდექი, იქ კი თამარა დამხვდა.
- აქ რას აკეთებ? რამე დაგრჩა? გაკვირვებული ვეკითხები მე.
- ბოდიშის მოსახდელად მოვედი.
- უი მართლა, არ ფიქრობ რომ შენი ბოდიში დაგვიანებულია?
- კირა მაპატიე გთხოვ, წასასვლელი არსად მაქვს შეგიძლია დამაბრუნო?
- თამარ შენ ბოდიშის მოხდა კი არა, საცხოვრებლის სათხოვნელად მოხვესი ხო?
- მაპატიე გთხოვ.
- მე ორპირი, უნამუსო და უზრდელი გოგო ვარ, ამიტომ ჩვენთან ადგილები აღარ არის შეგიძლია მიბრძანდე. კარს ხმაურით ვკეტავ და უკან ვბრუნდები.
- ვინ იყო? ინტერესით მეკითხება ანჩო.
- თამარა ბოდიში მომიხადა, დაბრუნება უნდა.
- მერე?
- არ შემოვუშვი. მხრებს ვიჩეჩ და ჩემს ადგილს ვუბრუნდები.
- ამ სიცივეში გარეთ გააგდე? გაკვირვებული მეუბნება ბექა.
- მე უზრდელი, ორპირი და უნამუსო ვარ ამიტომ არ მაინტერესებს რას იზამს თამარა. ჩვეულებრივი ინტონაციით ვამბობ მე და საზურგეს ვეყრდნობი.
- კირა ესე არ შეიძლება, უნდა შემოგეშვა.
- ბექა თუ ესე  გეცოდება ის შეგიძლია შენთან წაიყვანო. გაბრაზებული ვამბობ მე და ფეხზე ვდგები.
- ჰოდა წავიყვან. 
- წაიყვანე მე გითხარი არ წაიყვანო თქო. ვყვირი წყობიდან გამოსული და აივანზე გავდივარ, ისიც ფეხდაფეხ უკან მომყვება.
- რა გჭირს?
- არაფერი რა უნდა მჭირდეს. მისკენ არც შევბრუნებულვარ ისე ვეუბნები.
- კირა ადამიანს დახმარება სჭირდება არ დავეხმარო?
- მე შენ გითხარი თუ გინდა სახლში წაიყვანე თქო, რაც გინდა ის ქენი.
- არ შეიძლება ეგრე, იქნებ რა უჭირს?
- ბექა მე არ მაინტერესებს. გაბრაზებული ვამბობ და ოთახში შევდივარ, მოსაცმელს ვიცმევ.
- კირა სად მიდიხარ?
- მაღაზიაში.
- ლუდები წამოიღე რა. ლუკა ფულს მაწვდის თუმცა არ ვართმევ.
- არ მინდა მაქვს. კარს ვაღებ და გარეთ გავდივარ, თამარა ისევ აქ არის კიბეზე ზის მას ყურადღებას არ ვაქცევ ისე ჩავრბივარ კიბეზე. კარის გამოღების ხმა მესმის და შემდეგ ლაპარაკი.
- შემიძლია რამით დაგეხმარო? მესმის ბექას ხმა.
- წასასვლელი არსად მაქვს თუ შეგიძლია დამეხმარე?
- რამეს მოვიფიქრებ. მაბიჯების ხმა გავიგე და მეც მოვიჩქარე ფეხს.
- კირა დამელოდე. სადარბაზოდან გასულს მეძახის ბექა.
- ნუ მომყვები წადი მას დაეხმარე, მე შენი გამოყოლა არ მჭირდება. ირონიულად ვამბობ და ფეხს ვუჩქარებ.
- შენ მე გიყვარვარ და ეჭვიანობ. მესმის მისი სიცილნარევი ხმა.
- არ მიყვარხარ არა, წადი და მას დაეხმარე ხომ დაპირდი დახმარებას.
- კირა აღიარე რომ გიყვარვარ.
- არ მიყვარხარ. მაღაზიაში შევდივარ და პირდაპირ ლუდების მხარეს შევედი, ყველაფერი რომ ავიღე ტამიოსთან დავბრუნდი გადასახდელად.
- თქვენი გადახდილია. მეუბნება გოგონა როდესაც ყველაფერს მილაგებს.
- მე არ გადამიხდია. გაკვირვებული ვეუბნები.
- თქვენმა შეყვარებულმა გადაიხადა. ღიმილით მეუბნება ის, მეც ბექასკენ ვიხედები და ტუჩის კუთხეს ვტეხავ.
- წაგაღებინებ. მეუბნება ბექა როდესაც მაღაზიიდან გამოვდივარ.
- არ მინდა.
 უკან დაბრუნებულს თამარა ისევ იქ დაგვხვდა.
- რამდენჯერ უნდა გითხრა რომ არამაქვს ადგილი წადი. გაბრაზებული ვამბობ და სახლში შევდივარ.
- სიგარეტი წამოიღე? მეკითხება ლუკა.
- არა ლუკ არ გითქვამს და მე რა ვიცოდი.
- მე ამოვიტან. ამბობს ბექა და გარეთ გადის მეც უკან მივყევი ნახევრად შეხსნილი კარიდან მესმის მათი დიალოგი.
- ძალიან ცივა შეგიძლია სადმე გამიყვანო? ეკითხება თამარა.
- კი რა პრობლემაა წამოდი. ეუბნება ბექა მე კი ამდროს კარს ვხსნი.
- ჩვენ სასეირნოდ მივდივართ. ბექას ხელს ვკიდებ და ქვემოთ მიმყავს ის კი გაკვირვებული მიყურებს. გარეთ გასული კი მეკითხება.
- მართლა გინდა გასეირნება?
- არა მაგრამ არ მინდოდა ის გაგეყვანა.
- ეხლა უკან რომ ავბრუნდეთ სირცხვილი არ არის, ის ხომ ყველაფერს მიხვდება?
- კარგი მაშ გავისეირნოთ.
- რატომ არ გინდა სიმართლე მითხრა? სეირნობის დროს მეუბნება ბექა.
- რა სიმართლე? გკვირვებული ვეკითხები.
- შენ მე გიყვარვარ კირა.
- რას ამოიჩემე მიყვარხარ, გიყვარვარ არ მიყვარხარ.
- აბა რატომ არ მომეცი უფლება ის გამეყვანა.
- წადი და გაიყვანე თუ ესე ძალიან ნერვიულობ.
- ჰოდა გავიყვან. ამბობს ის და მანქანას აბრუნებს, მაღაზიაში შედის და შემდეგ მანქანას სახლთან აჩერებს. გაჩერების თანავე გადმოვდივარ და სახლში ავდივარ თუმცა თამარა იქ აღარ დაგვხვდა.
- უპს წასულა ეხლა რას იზამ? სახლში შევდივარ და ისე ვეუბნები.
- წავალ მოვძებნი სადმე აქვე იქნება.  კარს აღებს და გარეთ გადის.
- მართლა მიდიხარ?
- ჰო კირა მოვძებნი ცოდვაა ამ სიცივეში გარეთ. კარებს მთელი ძალით ვაჯახუნებ და მისაღებში შევდივარ.
- რა მოხდა? შეშინებული მეკითხება  ანჩო.
- არაფერი უბრალოდ ქარმა მიაჯახუნა, აი შენ სიგარეტი. ლუმას სიგარეტს ვაძლევ და აივანზე გავდივარ, მართლა წავიდა. უკვე ერთი საათია ველოდები, აივანზე წინ და უკან დავდივარ თმცა ის არ მოდის. ნეტა რას აკეთებენ? ნახა თამარა ალბათ სახლში წაიყვანა. გონებაში ყველა შესაძლო ვარიანტი ამომიტივტივდა, ისევ გადავიხედე და მისი მანქანაც სადარბაზოსთან გაჩერდა, სახლში შემოვარდი და სავარძელში ჩავესვენე, ლუკა და ანჩო გაკვირვებულები აკვირდებოდნენ ყველა ჩემს მოძრაობას, უკვე ათი წუთია რაც მოვიდა თუმცა ზემოთ არ ამოსულა. ცოტახანში ტელეფონზე ესემესი მომდის.
*აივნიდან გადმოიძედე*
*იმათ ვინც ჩემს წინააღმდეგ მიდიან და თამარას ეკიდებიან მე აივნოდან არ გადავხედავ* წამსვე უბრუნებ პასუხს.
*გთხოვ მხოლოდ ორი წუთით*
გამაინტერესა რა უნდოდა ამიტომ გავიხედე, გიჟივით წამოვიყვირე როდესაც იქ დიდი ასოებით მიყვარხარ კირა ეწერა, ეს ყველაფერი კი წითელი ვარდებით იყო მორთული.
- რა გაყვირებს? აივანზე ლუკა და ანჩო გამოვარდნენ.
- ქვემოთ ჩაიხედე. გახარებული ვეუბნები მე.
- ვაუუ. გაოგნებულს აღმოხვდა ლუკას
- ყოჩაღ ძმაო. ყვირის ანჩო, როდესაც დავინახე ბექა სადარბაზოში შემოვიდა კარისკენ გავიქეცი .
- შენ თამარასთან არ წასულხარ? ინტერესით ვეკითხები კარში შემოსულს.
- როგორც ხედავ არა. მისი პასუხის გაგებისას გავიქეცი და ჩავეხუთე.
- მიყვარხარ კირა. თბილად მეუბნება ის.
- მადლობა. სიცილით ვპასუხობ მე.
- ნეტა მოვესწრები, შენგან წამოსულ მეც მიყვარხარს.скачать dle 11.3

 




№1 √ სტუმარი ™ Guest nata

auuu rogoor awvaleebs kiraa :dd utxraas raa romagasaccuyvaarss....❤❤

 



№2  offline √ წევრი ™ Gogona rmigraciidan

Guest nata
auuu rogoor awvaleebs kiraa :dd utxraas raa romagasaccuyvaarss....❤❤

მალე ეტყვის საყვარელო❤❤

 



№3 √ სტუმარი ™ მოცინარი

რა საყვარელი წყვილია... ეჰ მეც მინდა ერთი ასეთი ბექუნა ♡ კირა ნუ ხარ მეთქი ჯიუტი ♡☆ ერთი თამარას ამბები მაინტერესებს ცოდოა ეგეც

 



№4  offline √ წევრი ™ Gogona rmigraciidan

მოცინარი
რა საყვარელი წყვილია... ეჰ მეც მინდა ერთი ასეთი ბექუნა ♡ კირა ნუ ხარ მეთქი ჯიუტი ♡☆ ერთი თამარას ამბები მაინტერესებს ცოდოა ეგეც


მეც მინდა ერთი ბექუნას ნაირი :D ჩემთვის თუ ვნახე შენთვისაც გამოვძებნი:D ხვალ ახალ და საინტერესო თავს დავდებ სადაც ნაწილობრივ თამრიკას ამბები გამჯგავნდწბა ❤

 



№5 √ სტუმარი ™ სადისტი

Gogona rmigraciidan
მოცინარი
რა საყვარელი წყვილია... ეჰ მეც მინდა ერთი ასეთი ბექუნა ♡ კირა ნუ ხარ მეთქი ჯიუტი ♡☆ ერთი თამარას ამბები მაინტერესებს ცოდოა ეგეც


მეც მინდა ერთი ბექუნას ნაირი :D ჩემთვის თუ ვნახე შენთვისაც გამოვძებნი:D ხვალ ახალ და საინტერესო თავს დავდებ სადაც ნაწილობრივ თამრიკას ამბები გამჯგავნდწბა ❤

"გამჯგავნდწბა" ? :დდ სანამ გამოაქვეყნებ დაუკვირდი რას წერ. შემდეგი თავი როდის იქნება?

 



№6  offline √ წევრი ™ Gogona rmigraciidan

სადისტი
Gogona rmigraciidan
მოცინარი
რა საყვარელი წყვილია... ეჰ მეც მინდა ერთი ასეთი ბექუნა ♡ კირა ნუ ხარ მეთქი ჯიუტი ♡☆ ერთი თამარას ამბები მაინტერესებს ცოდოა ეგეც


მეც მინდა ერთი ბექუნას ნაირი :D ჩემთვის თუ ვნახე შენთვისაც გამოვძებნი:D ხვალ ახალ და საინტერესო თავს დავდებ სადაც ნაწილობრივ თამრიკას ამბები გამჯგავნდწბა ❤

"გამჯგავნდწბა" ? :დდ სანამ გამოაქვეყნებ დაუკვირდი რას წერ. შემდეგი თავი როდის იქნება?

ერთი "წ" არ მაპატიოთ :დდ ახალ თვას შაბათს დავდებ თუ მოვახერხე ხვალ, თუმცა ხვალ ვისვენებ და ვერ შეგპორდებით, ბოდიში დაგვიანებისთვის ❤

 



№7 √ სტუმარი ™ მოცინარი

სადისტი
Gogona rmigraciidan
მოცინარი
რა საყვარელი წყვილია... ეჰ მეც მინდა ერთი ასეთი ბექუნა ♡ კირა ნუ ხარ მეთქი ჯიუტი ♡☆ ერთი თამარას ამბები მაინტერესებს ცოდოა ეგეც


მეც მინდა ერთი ბექუნას ნაირი :D ჩემთვის თუ ვნახე შენთვისაც გამოვძებნი:D ხვალ ახალ და საინტერესო თავს დავდებ სადაც ნაწილობრივ თამრიკას ამბები გამჯგავნდწბა ❤

"გამჯგავნდწბა" ? :დდ სანამ გამოაქვეყნებ დაუკვირდი რას წერ. შემდეგი თავი როდის იქნება?

ოო, დიდი ამბავი ვის არ არევია

 



№8  offline √ წევრი ™ Gogona rmigraciidan

მოცინარი
სადისტი
Gogona rmigraciidan
მოცინარი
რა საყვარელი წყვილია... ეჰ მეც მინდა ერთი ასეთი ბექუნა ♡ კირა ნუ ხარ მეთქი ჯიუტი ♡☆ ერთი თამარას ამბები მაინტერესებს ცოდოა ეგეც


მეც მინდა ერთი ბექუნას ნაირი :D ჩემთვის თუ ვნახე შენთვისაც გამოვძებნი:D ხვალ ახალ და საინტერესო თავს დავდებ სადაც ნაწილობრივ თამრიკას ამბები გამჯგავნდწბა ❤

"გამჯგავნდწბა" ? :დდ სანამ გამოაქვეყნებ დაუკვირდი რას წერ. შემდეგი თავი როდის იქნება?

ოო, დიდი ამბავი ვის არ არევია

ჰო რავი❤ :დდ

 



№9 √ სტუმარი ™ Guest basu

au dade raaa

 



№10  offline √ წევრი ™ Gogona rmigraciidan

Guest basu
au dade raaa

ხვალ დილით ავტვირთავ ბოდიში დაგვიანებისთვის ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent