შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიგიჟის კვალი (სრულად)


24-08-2017, 00:28
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 3 465

სიგიჟის კვალი (სრულად)

ხელში ჩემი ცოლის წერილი მეჭირა, უკვე მეათედ ვკითხულობდი და თვალის გაყოლებისას ჩემი გონება ზეპირადაც აშველებდა სიტყვებს. პოლიციელი თავზე მედგა, ჯერ კარგად გამომკითხა ჩვენი ცხოვრება და ურთიერთობა, შემდეგ კი მეზობლები დაჰკითხა. ალბათ იეჭვა, ხომ არ ვცემდი ან ვუყვიროდი, ან ვაგინებდი... განა არ მესმის? იდეალური ქმარი როცა ხარ, ცოლი არ გარბის შენგან, ერთ ფურცელს არ გიტოვებს ახსნა განმარტებით აღსავსეს. მეორე პოლიციელიც იყო აქ აგერ უკვე მეორე დღე და ეს შედარებით შემწყნარებელი ჩანდა. როგორც აღმოჩნდა, ცოლი და სამი შვილი ჰყავდა, მემგონი ჩემს მდგომარეობაში შედიოდა, დროდადრო ჩამომიჯდებოდა ხოლმე ან მხარზე მადებდა ხელს თანაგრძნობის გამოსახატავად. უცნაურია არა? კაცისგან უფრო მჭირდებოდა თანაგრძნობა, ვიდრე კორსისზე შემჯდარი დედაჩემისგან, რომელიც ჩემი დასაწყნარებელი უფრო ხდებოდა, ვიდრე პირიქით. რაღაც მომენტში ნერვებიც კი მეშლებოდა მე რომ ვაწყნარებდი ხოლმე.
გული ისე შემეკუმშა, მეგონა მთელი ცხოვრება თვალწინ გამირბენდა და სულს გავაფრთხობდი. სახლში გაჩერება აღარ შემეძლო, რადგან ყველაფერს ანას სურნელი ჰქონდა აქ. გარეთ გავედი.
ქუჩაში მეზობლების ნაცნობი სახეები მეფეთებოდა, მაგრამ კარგად ვერ ვხვდებოდი ვინ იყვნენ. მათთან დაკავშირებული მოგონებები ჩემს გონებას შოკისგან ამოეშალა და ახლა მხოლოდ ანა მედგა თვალწინ.
გამონაბოლქვით სავსე ქუჩაში ჭუჭყიანი ჰაერი სახეზე მასკდებოდა და მეგონა, რომ ამაზე სუფთა ჩემს ფილტვებს არასდროს არაფერი მიუღია. სიგარეტი გავირჭე პირში. უკეთესად დავაკვირდი ქუჩას, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა. ანასთან პირველი შეხვედრა გამახსენდა.
სამსახურიდან ვბრუნდებოდი, როცა ბარგით გადატენილი მანქანა დავინახა. გამხდარი, მაღალი გოგო მთელი ძალით ეწეოდა თავისივე წონა ჩანთებს. წითელი ბერეტი ეხურა, გრძელი, წაბლისფერი თმა გვერდზე გადმოეყარა და რაღაცეებს ბურტყუნებდა. არც კი დავფიქრებულვარ ისე მივედი მასთან გამოსალაპარაკებლად.
- გამარჯობა - მივესალმე პირველ რიგში - დაგეხმარებით - ჩანთა გამოვართვი, თუმა ისე დაიბნა, ისე შეეშინდა, რამდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან და თვალებგაფართოებულმა მომაპყრო თვალები.
გამიკვირდა. ვერ მივხვდი, რატომ შევაშნე ასე.
- დახმარება მინდა, აქვე ვცხოვრობ - ვუთხარი და თითი ჩემი კორპუსისკენ გავიშვირე. - საცხოვრებლად გადმოხვედი?
თავი დამიქნია.
- იყიდე თუ იქირავე? - ვცდილობდი კითხვებით მაინც განმემუხტა მისი დაძაბულობა.
- ვიქირავე - მიპასუხა ხმდაბლა. ცდილობდა, თვალებში არ შემოეხედა ჩემთვის. მე იმან შემაშინა, რომ ჩემი ეშინოდა.
- რომელი სართული?
- პირველივე - ისევ არ შემოუხედავს ჩემთვის.
ფეხის ტერფებიდან ყელამდე მაკვირდებოდა და სახეს რატომღაც უფრთხოდა. ხანში შესული რომ ყოფილიყო, ვიფიქრებდი კაცი ცხოვრებაში არ ჰყავს ნანახი და რამე ცხოვრებისეული კომპლექსი აქვ-თქო, მაგრამ ახალგაზრდა გოგო იყო. ოცს რამდენიმე წლით გადაცდენილი იქნებოდა. სახეზე ერთი-ორი ნაოჭიც ჰქონდა, თუმცა სრულებით არ აბერებდა. პირიქით, თვალთან და ლოყებთან რამდენიმე პატარა ნაკეცი უფრო მიმზიდველ, საინტერესო იერს უეჩენდა.
- მარტო ხარ?
- კი.
- სახლში მიგატანინებ, კარგი? - ვკითხე ფრთხილად.
თავი დამიქნია.
პატარა და მყუდრო სახლი აერჩია. ერთოთახიანი. ერთი ნაბიჯით თუ მიახლოვდებოდა შემთხვევით, მაშინვე უკან იხევდა. რაღაცეებს ბურტყუნებდა ხოლმე თავისთვის და როცა მივაყურადებდი, მაშინვე ჩერდებოდა.
მაშინ ვერ მივხვდი, რა სჭირდა ამ გოგოს.
- რა გქვია?
- ანა - ჩაიბურტყუნა თავისთვის - მადლობ დახმარებისთვის
ძალიან გამიკვირდა. მადლობას კი არა, ნახვამდისაც არ მოველოდებოდი.
- ანა - გავიმეორე ღიმილით....
- ანაა - გავიგე ვიღაცის ხმა. თითქოს ძილისას ხანჯალი ჩამცეს, ისე გავფართხალდი და გამოვერკვიე ფიქრებიდან. ჩემი მეზობელი ეძახდა თავის შვილს. გული კი ისე მწიწკნიდა, გეგონება ეს-ესაა უნდა გადახლეჩილიყო შუაზე.
- ნუ ნერვიულობ, დაბრუნდება - მითხრა დედაჩემმა.
თურმე რამდენიმე წუთი იდგა და უჩუმრად მიყურებდა. ალბათ ეშინოდა, ტყვიები არ დამეხალა თავში.
- პირადობა არ წაუღია, ჩემი საკრედიტო ბარათი მაინც წაეღო, მეცოდინებოდა, რომ საჭმლის ფული აქვს. „ქეშადაც“ არაფერი აუღია. იმედია, რამე დანაზოგი ჰქონდა თავისთვის გადანახული, თორემ გავგიჟდები. ტელეფონითაც ვერ მიაგნებენ, სახლში დატოვა.
- იჩხუბეთ? - მკითხა დედაჩემმა.
- კი, ცოტათი.
- დაბრუნდება, აი, ნახავ - თავი მხარზე მომადო.
ანი არ იყო საოცნებო რძალი, მითუმეტეს დედაჩემის მსგავსი ქალისთვის, რომლისთვისაც ოჯახური იდილია ყველაზე მაღლა დგას, თუმცა ვიცოდი, რომ უყვარდა ჩემი ცოლი... შეიძლება ისევე უყვარდა, როგორც მე ვუყვარვარ.
ადგილს მოვწყდი, მოპირდაპირე სადარბაზოში შევვარდი, კიბეზე ავირბინე და ანის ძველი სახლის პირდაპირ ავიტუზე. გული ისევ შემაწუხებლად მიცემდა, მთელს სხეულში მაკანკალებდა და ხმამაღლა ვსუნთქავდი. სასიკვდილოდ განწირულ მლოცველს ვგავდი, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში, დამნაშავესავით იპარება ეკლესიაში.
ანის ისტორია შემთხვევით გავიგე. სამსახურიდან მოსული, ფანჯარაში ვიხედებოდი, იქნებ გამოეხედა და ხელი დამექნია მისთვის.ასე იცოდა, შეიკეტებოდა ხოლმე და სანამ მაღაზიაში გასვლა არ დასჭირდებოდა, იქამდე არ გამოდიოდა ქუჩაში. დედაჩემთან მეზობელი იყო გადმოსული, ყავას სვამდნენ.
- მარი, გაიგე ახალი გოგო რომ გადმოვიდა ჩვენს მეზობლად? - ჰკითხა ნათიამ დედაჩემს.
- კი, გავიგე.
- ამბობენ, რომ გიჟია. ძალიან საბრალო გოგოა - თავი დანანებით გააქნია ნათიამ.
- რატოა ან საბრალო, ან გიჟი? ბარგის ატანაში დავეხმარე და სრულიად ნორმალური გოგოა - ვიცრუე მთელი გულით.
- იცი რა დაემართა მაგ საწყალს?
- არ ვიცი და შენც დანამდვილებით თუ არ იცი, მაშინ მოდი, ნუ მოვდებთ ქვეყანას. ისედაც ნუ მოვდებთ, არაა საჭირო. - გავაფრთხილე ნათია.
- ჩვენში ვამბობ კაცო. - იმართლა თავი.
- რა დაემართა? - დაინტრიგდა დედაჩემიც.
- ობოლი ყოფილა, მარტო ცხოვრობდა. ვიღაც კაცს ჰყვარებია. ამ გოგოს ეზიზღებოდა მთელი გულით ის კაცი. ერთ დღეს მათხოვრისთვის გაუღია კარი, მათხოვრის მაგივრად კი ის დამპალი, მიწადასაყრელი დახვდა კართან, შევარდნილა და რამდენჯერმე გაუუპატიურებია. იმის მერე გააფრინა ამ გოგომ. თავისი სახლიდან ნივთებს ისროდა ხოლმე, ქუჩაში საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, პანიკური შეტევა ემართებოდა, როცა ვინმე უახლოვდებოდა და ნათესავებს ფსიქიატრიულში მიუყვანიათ. ერთი წელი მკურნალობდა. იმის მერე ბავშვობის სახლი გაყიდა და აქ გადმოვიდა.
ნათიას მონათხრობმა გული საშინლად დამწვა. ახლა მივხვდი, რატომ ვერ მიახლოვნებოდა, რატომ არ მიყურებდა თვალებში და ასეთი სიტყვაძუნწი რატომაც იყო.
- ის ნაბი*ვარი დაიჭირეს? - ვკითხე ნათიას.
- მისჯილი აქვს თოთხმეტი თუ თხუთმეტი წელი.
- ეგეც ცოტაა მაგისთვის. ყელი უნდა გამოსჭრას კაცმა. - ჩავიბურტყუნე გამწარებულმა.
მომდევნო დღეს, ზუსტად მახსოვს, შაბათი იყო. ჩვენი სახლიდან დიდი დაღმართი უნდა ჩაიარო, სანამ ცივილიზაციას მიაღწევ. ტრანსპორტი ყოველთვის დადის, თუმცა იმ დღეს ანი ფეხით ჩადიოდა. მე მანქანით ვიყავი და ცოტა მოშორებით გავაჩერე, რომ არ შემეშინებინა.
- ანა - დავუძახე.
ანა დაიბნა, აქეთ-იქით გაიხედა, სანამ დამინახავდა და შეეშინდა კიდეც, ვინ მეძახისო. ისეთი სახე ჰქონდა, მეგონა უკანმოუხედავად გაიქცეოდა. ბოლოს დამაფიქსირა და შედარებით დამშვიდდა, თუმცა მაინც მიზანში ამოღებულ კურდღელად გრძნობდა თავს, დიდი დაბნეულობა და უნდობლობა ემჩნეოდა თვალებში.
- გამარჯობა - მომესალმა მორიდებულად.
- სად მიდიხარ? გაგიყვან.
- აქვე ახლოს, სუპერმარკეტში. არ მინდა, მადლობ.
- სუპერმარკეტი ახლოს არაა. კაი რაა, წამო, მეზობლები არ ვართ? - ვკითხე და არ ვიცი, ეს რამდენად სანდოდ ჟღერდა.
- არა! - თავი გააქნია.
- კარგი, როგორც გინდა - გამეღიმა. მანქანიდან გადმოვედი და მასთან მივედი. - ერთად ჩავიდეთ, არ მიყვარს მარტო მგზავრობა - მოვიმიზეზე.
ძალიანაც არ ვუახლოვდებოდი. ყოველთვის ვიჭერდი დისტანციას. სჯობდა მე მოვქცეულიყავი ასე, ვიდრე თვითონ ანის დაეხია უკან.
ანის ხმა არ ამოუღია, უსიტყვოდ მივდიოდით.
- ჩემი სახელი არ გიკითხავს - ვუთხარი წყნარად.
მაშინ პირველად გამიცინა. ფართო პირი ჰქონდა, წვრილი, მაგრამ ლამაზი ტუჩები და თეთრი კბილები.
- რა გქვია? - მკითხა ღიმილით.
- მართლა გაინტერესებს თუ ზრდილობის ამბავია?
- ორივე. - მიპასუხა გულახდილად.
- ილია, მაგრამ შეგიძლია ილო დამიძახო.
- კარგი.
- ისე, არ გერჩივნა, მანქანით ჩავსულიყავით?
- არ მიყვარს ტრანსპორტი.
- ცოტა შორს რითი დადიხარ?
- ცოტა შორს არ დავდივარ.
- სამსახური?
- არ მაქვს.
- მოიცა, როგორ ცხოვრობ?
- სახლი გავყიდე და ჯერ-ჯერობით მყოფნის.
- და პროფესიით რა ხარ?
- ფსიქოლოგი ვიყავი - მიპასუხა სევდიანად.
მართლა სევდიანად ჟღერდა. ვიყავიო ისე თქვა, თითქოს აღარასდროს დაუბრუნდებოდა თავის პროფესიას... მართალიც იყო, ვეღარ დაუბრუნდებოდა, რადგან ცხოვრების ბოლომდე საკუთარი თავის მკურნალობა დააწვა მხრებზე ვალად.
დანიშნულების ადგილას ნახევარ საათში ჩავედით, თუმცა ხუთ წუთად მეჩვენებოდა.მის გვერდით დრო საშინლად სწრაფად გადიოდა. არ ვიცი, რატომ ვერ ვწყდებოდი. ახლა შავი ბერეტი ეხურა, წითელი კაშნე შემოეხვია, რომელსაც მისი თმა შიგნით მოემწყვდია, თუმცა მაინც ვგრძნობდი სასიამოვნო შამპუნის არომატს.
- ყავაზე დაგპატიჟებ - გამოვიცხადე მტკიცედ.
- არა! - მომიგო უფრო მტკიცედ. - კარგად - ჩაიბურტყუნა თავისთვის და გამეცალა.
ზედმეტად პირღია დამტოვა.
ფიქრებმა ზუსტად იმ სუპერმარკეტამდე ჩამიყვანა. გამწარებული ვეძებდი ანის ყველგან, სადაც კი გახედვა შემეძლო. ორი დღე გაძლო... ეს ფრაზა და ამოჩემებული კითხვა არ მასვენებდა.
ორი დღე როგორ გაძლო? როცა მე მისი გაქრობის წუთებიდან ჰაერი არ მყოფნის.
აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს. რაღაც სხვა კითხვებსაც იმეორებდა ჩემი გონება.
სად ხარ ანა?
სად ხარ ჩემი ცხოვრების აზრო? ჩემო სამყაროვ, ჩემო სიყვარულო, ჩემო ერთადერთო...
გაცეცხლებული ვაწყდებოდი ქუჩის ყველა კუთხეს.
ერთხელ აქ წავაწყდი ანის.
დაბნეული იდგა, ადგილს მიჰყინვოდა და გამვლელებს შიშით უცქერდა. მაშინვე მანქანიდან გადმოვედი და მასთან მივიჭერი.
- ანა - დავუძახე. თავიდან შეცბა. მერე, ეტყობა, მიცნო, რაღაცნაირად მოდუნდა.
- სამსახურიდან მოხვედი? - მკითხა ჩუმად.
- მოვედი - ვუპასუხე ღიმილით - ვინმეს ელოდები?
- არა, ვის უნდა ველოდებოდე - ცოტახნით დაფიქრდა - სახლის გზა დამავიწყდა - გამომიტყდა შერცხვენილი.
გამეცინა... მერე სიცილი შევწყვიტე, რადგან ჩვენი სახლი ყველაზე ადვილი მისაგნები იყო, რაც კი ოდესმე მინახავს.
ძალიან ციოდა, მას კი მხოლოდ ერთი მოსაცმელი ეცვა.
- ეს გამომართვი - ჩემი ქურთუკი გავიხადე და მოვაცვი. იმდენად სწრაფად ვქენი, როცა გაანალიზა, რომ შევეხე, შიში უკვე გვიანი იყო.
- არ მინდა - უხერხულად შეიშმუშნა.
- გინდა და სანამ სახლში აგიყვან, გეცვას.
ცოტა კატეგორიული ვიყავი. არ მეგონა თუ დამემორჩილებოდა, მაგრამ იმედი მქონდა.
იმედი გამიმართლდა...
იმ დღეს თვალები გამინათდა, როცა უსიტყვოდ ჩამიჯდა მანქანაში. მივხვდი, მისი ნდობა მოპოვებული მქონდა.
- ყავა არ გიყვარს? - ვკითხე გზაში.
- არა - მიპასუხა ჩუმად. ყოელთვის ასე ხმადაბლა ლაპარაკობდა ხოლმე.
- არ შეიძლება, რომ შენი მეგობარი ვიყო?
- მეგობრები არ მყავს.
- ერთი გეყოლები. სახლის გზის მიგნებაში მაინც დაგეხმარები ხოლმე, როცა გაგიჭირდება.
- გეცოდები? - მკითხა და შემომხედა.
საჭესთან ვიჯექი, თუმცა ზუსტად ვგრძნობდი მის მზერას. პირველად შემომხედა თვალებში და მე მხოლოდ რამდენიმე წუთით მოვახერხე, რომ მისი თვალის ფერი დამეფიქსირებინა. ღია ყავისფერი ჰქონდა, ძალიან ღია...
- მეც დამვიწყებია სახლის გზა ბავშვობაში. თან შენ ახალი გადმოსული ხარ. რატომ უნდა მეცოდებოდე?
საპასუხოდ მხრები აიჩეჩა...
მაგის მერე ხშირად ვხედავდი ანის. უფლება მომცა, მისი მეგობარი ვყოფილიყავი, თუმცა ისე ახლოს არასდროს მიშვებდა, რომ მისი თმებისთვის ცხვირი მიმედო და მთელი სურნელი მეყნოსა...
ამ ხუთწუთიანი ნახვებით შემიყვარდა. თან ისე შემიყვარდა, მის გარეშე გაძლების ცდასაც აღარ ჰქონდა აზრი.
ერთხელ დილის 4 საათზე გამეღვიძა.
ბნელობა, თუმცა ქუჩა განათებულიყო და ლამპიონების ფონზე ძალიან ლამაზად ჩანდა თოვლის ფანტელები. სიგარეტს ვეწეოდი, ფანჯარაში ვიყურებოდი ანი რომ დავინახე.
თავისი წითელი ბერეტით ჩამომჯდარიყო სადარბაზოს კიბეზე და წყნარად იყურებოდა ცაში. მერე ჩემი ფანჯრისკენაც გამოიხედა. თვალი, რომ მომკრა, ცოტა დაიბნა. შეშფოთდა, თვალთვალისას რატომ წამასწროო.
თითით დავანახე, ერთი წუთი დამელოდე მეთქი და თბილი ტანსაცმელი ჩავიცვი, გარეთ გავედი.
- რა გინდა აქ, ასეთ დროს? - ვკითხე გაკვირვებულმა.
- არავინაა. მიყვარს, როცა არავინაა.
სახეზე დავაკვირდი, რამდენიმე ნაკაწრი ჰქონდა.
- რა გჭირს სახეზე?
- სიგიჟის კვალი.
- ასე არ შეიძლება, არ შეიძლება - თავი საშინლად ვიგრძენი, გული ლამის გამისკდა.
ხელი მისი სახისკენ გავწიე.
ძალიან მომინდა მასთან შეხება, სიგიჟემდე.
მოვკვდებოდი, რომ არ შევხებოდი.
- რას შვრები? - თავი გასწია.
- მინდა, რომ შეგეხო. - ვუპასუხე გულახდილად.
- ვერაფერს შეცვლი, შენი შეხებით არ გამივლის - მითხრა ცივად.
- ვერ ვხვდები - ამოვიოხრე - კარგი, როგორც გინდა. საერთოდ აღარ გაგეკარები თუ არ მოგწონს.
- როგორ საერთოდ? - სახე მოეღუშა.
- რა ვიცი. სულ მე დაგყვები კუდში. ნომერსაც კი არ მაძლევ, პაემანზე არ მომყვები, არ მიახლოვდები. - ამოვიღე გულის ნადები.
- პაემანზე? ანუ, როცა სადმე მეპატიჟები, ეგ პაემანია ხოლმე?
- სიტვყებზე ნუ მეკიდები - თავი დავიცავი.
- არ გეკიდები, უბრალოდ, ხომ უნდა აგო შენს ნათქვამზე პასუხი?
- მართალი ხარ. მომწონხარ და პაემანზე გეპატიჟებოდი ხოლმე. მინდოდა, როგორმე ჩემ მიმართ ინტერესი გაგჩენოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერაფრით შევძელი.
- შენ მითხარი, მეგობრობა მინდაო. მომატყუე? - ძალიან გაბრაზდა.
- არა, მე არასდროს ვიტყუები ანა. მომწონდი, მეგობრობაც მინდოდა.
- მეგობრობაც? კიდევ სხვა რა გინდოდა? - უკან-უკან დაიხია.
- მეჩვენება თუ ჩემი შეგეშინდა? არ ვიცი რა იფიქრე, მაგრამ ისეთი არასდროს არაფერი მდომებია, რომ შემეშინებინე.
- ყველანი ეგეთები ხართ - მომაძახა გაბრაზებულმა.
- როგორი ეგეთები?
- ყველას რაღაცა გინდათ ქალისგან. - დამიყვირა. უკვე მდგომარეობიდან გამოდიოდა, ხელები აუკანკალდა.
- მე მხოლოდ სიყვარული მინდა შენგან - წამომცდა მოულოდნელად.
- რა გინდა?
- სიყვარული! მიყვარხარ...
- სისულელეა - თავი გააქნია და სახლში შევიდა.
- ჰო, სისულელეა ჩემი გრძნობები, აბა რაა - ჩავილაპარაკე ჩემთვის და სახლში ავედი. მთელი ღამე აღარ მძინებია. ანის აკანკალებულ ხელებზე ვფიქრობდი. ნეტავ, როგორ გრძნობდა ახლა თავს.
იმ დილას დედაჩემი გამოვიდა სამზარეულოში. მთელი ღამის უძინარი, ყავას ვსვამდი და სიგარეტს ვაყოლებდი.
- გუშინ გარეთ დაგინახე, ანასთან ერთად. - პატარა ბავშვს, რომ სახლიდან გაპარვას უსაყვედურებენ, ისე მითხრა ზუსტად.
- მერე?
- მოგწონს ეგ გოგო? სულ მასთან ყოფნა გინდა. არ ამბობ, მაგრამ დედა ვარ და მშვენივრად ვხვდები ხოლმე, მის ფანჯარასთან როცა გეპარება თვალები.
- მიყვარს ეგ გოგო - გამოვუტყდი პირდაპირ.
- ილია, იცი მაინც, რამხელა ტანჯვა იქნება მაგის გვერდით ცხოვრება ? - ძალიან ანერვიულდა.
- ვინ მაცხოვრებს მაგის გვერდით, თორემ ავიტანდი როგორმე.
- შვილო, ცხოვრებას დაიღუპავ. სულ შენი მისახედი იქნება... ვაიმე ილია - ლამის ტირილი დაიწყო.
- ზედ არ მიკარებს და ნუ გლოვობ წინასწარ რაა - წამოვდექი და ოთახში გავედი.
მკვდარივით ჩამეძინა.
მეორე დღეს ანის ნახვა მე აღარ მიცდია. ისე მოხდა, რომ იძულებული გავხდი მენახა. უცნაური პეიზაჟი გადამეჭიმა წინ მაღაზიაში როცა გავედი.
ეზოში გამოვიდა და ვიღაცა ბიჭები გამოელაპარაკნენ. ანიმ არაფერი უპასუხა. ბიჭი მასთან ახლოს მიდიოდა. ცუდი განზრახვა არ ჰქონია, მაგრამ ანის მამაკაცები ეზიზღებოდა. მემგონი ქალებიც.
მოულოდნელად კივილი დაიწყო, როცა საკმარისზე ახლოს მივიდა ის ბიჭი.
სასწრაფოდ მისკენ გავქანდი.
- გამოიწიე - ვუთხარი ბიჭს.
ისეთი გაოგნებული მიყურებდა ჯერ მე, მერე ანის, რომ შემეცოდა კიდეც.
- ცუდი არაფერი მითქვამს - იმართლა თავი.
- ვიცი, უბრალოდ წადი. არ სიამოვნებს, როცა ეკარებიან.
რამდენიმე წამში ისევ ანის მივუბრუნდი.
- როგორ ხარ? -ვკითხე ფრთხილად.
კანკალებდა და ტიროდა.
- სახლში შეგიყვან თუ წინააღმდეგი არ იქნები.
უსიტყვოდ დამიქნია თავი აცრემლებულმა.
ულამაზესი იყო. ცრემლებშიც კი ლამაზი იყო, მაგრამ თითოეული მისი თვალიდან მომავალი მარილიანი წყლის წვეთი გულს მიგმირავდა. ამ ბოლო დროს, ვხვდებოდი, ყველა მწერლის შეთხზულსა თუ რეალურად გადმოცემულ ამბებს სიტყვარულზე.
მართლა ასე ყოფილა - როცა გიყვარს, მისი ტკივილი შენი ტკივილია, ღიმილი კი ბედნიერება.
- შევიდეთ - მაჯაზე მოვკიდე ხელი და სახლში შევიყვანე. გამიკვირდა, რომ ისტერიკები არ მომიწყო.
პატარა, მყუდრო სახლი ჰქონდა. ისეთივე მყუდროდ მოწყობილი, როგორიც მისი ბერეტი იყო, სხვადასხვაფერის შარფებს, რომ უხამებდა ხოლმე.
- წყალი - მითხრა კანკალით.
სავარძელზე დავსვი და ჭიქა ონკანს შევუშვირე. მერე ანას მივურბენინე.
ერთი მოყუდებით გამოცალა მთლიანად.
- მცივა. - მომიგო მან.
იმ წამსვე ჩემი ქურთუკი მოვაცვი, როგორც უკვე მჩვეოდა. არადა, საკმაოდ თბილოდა სახლში.
- შენ მე გეცოდები - აღმოხდა ანას.
თვალი ერთ წერტილში გაეშეშებინა და ისე მელაპარაკებოდა.
- რატომ უნდა მეცოდებოდე?
- იმიტომ, რომ ყველაფერი იცი ჩემზე. ყველამ ყველაფერი იცის.
- მერე რა?
- გეცოდები... გიჟი ვარ და შენ გეცოდები. ამიტომაც გგონია, რომ მოგწონვარ. სიბრალული შენ სიმპათია გგონია.
- სიმპათია რა შუაშია? მიყვარხარ-თქო გითხარი.
- გიყვარვარ? რა სისულელეა - წამოხტა გააფთრებული - როგორ შეიძლება გიყვარე, როცა ხალხი არ მეკარება. ყველა ჩუმად ჭორაობს ჩემზე. საცოდავ, ნამუსახდილ გოგოზე, რომელმაც სულ ახლახანს გაიხადა გიჟის ტანსაცმელი.
- ფსიქიკური პრობლემები თუ გქონდა და მკურნალობდი, ეს არ ნიშნავს, რომ გიჟი ხარ - სიწყნარეს ვინარჩუნებდი - ხალხი არაფერ შუაშია. შენ არ იკარებ არავის.
- ისინი უფრო არ მეკარებიან. გამარჯობასაც კი არავინ მეუბნება, შენ გარდა.
- და გგონია, რომ სიბრალულის გამო გესალმები? იმდენი უარი და სიცივე მივიღე შენგან, სიყვარულის გარდა სხვა გრძნობა რომ მქონოდა, უთუოდ ყელში ამომიხვიდოდი. მაგრამ აქ ვარ, შენთან ვარ და სულ აქ მინდა ყოფნა.
- რას იზამ? შენ არც კი იცი, როგორი ვარ სახლში. აქ ასმაგად უარესი ვარ. გარეთ კიდევ როგორღაც ვამწყვდევ ხოლმე ჩემს ტვინში გამეფებულ ხმებს, მაგრამ შინ როცა შემოვდივარ, ყველაფრის მსხვრევა მინდება. მინდება, ყველაფერი გავანადგურო, რაც ხელში ჩამივარდება, საკუთარი თავის ჩათვლით.
- დაგამშვიდებ ხოლმე.
- როგორ დამამშვიდებ?
- მოგეხვევი მაგრად და იქამდე არ გაგიშვებ, სანამ არ დაწყნარდები.
- მაგაზე ასმაგად გავგიჟდები.
- არ გაგიჟდები ანა. ჩემს შეხებაზე სულაც არ აფრენ. პირიქით, მე თუ მკითხავ, გსიამოვნებს - მივუგე დარწმუნებით.
- თავხედო - გაცოფდა - ჩემთან წყნარი ცხოვრების მოლოდინი გაქვს? მარტო საკუთარ თავს კი არა, შენც დაგკაწრავ ხოლმე ხშირად.
- დამკაწრე. ძალიან მიყვარს ვნებიანი ქალები - ვთქვი სიცილით და მერე ვინანე. არ ვიცოდი, რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა მისი თანდასწრებით ვნებისა და მსგავსი, სექსთან დაკავშირებული სიტყვების გამოყენება.
- ვნება? - ირონიულად გაეცინა - ჩემთან ცხოვრება დაგენგრევა.
- მე აშენებას უფრო ვფიქრობ.
- არასდრულფასოვანი ცხოვრება გექნება. ბავშვებს შეშლილი დედა ეყოლებათ, სკოლაში დასცინებენ.
- უკვე ბავშვებზე ფიქრობ? მშვენიერია. ისინიც შეგეჩვევიან, არა უშავს. სკოლაში თუ ვინმე დასცინებს, იმათ მამებს დავიბარებ და მაგრად ვცემ.
- რა სისულელეა - გაეცინა ანის.
ფეხზე წამოვდექი და მივუახლოვდი.
- თუ ჩემთან იქნები, ცალკე ვიცხოვრებთ. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიარსებებთ ჩვენს სამყაროში. ყოველთვის შენთან ვიქნები, როცა გაგიჭირდება. ყოველთვის შეგეხები... და ნუ მომთხოვ, რომ არ მოგეკარო. ეგ გარდაუვალი იქნება. - ნელა ავწიე ხელი და მის ლოყას შევახე. ადგილიდან არ იძვროდა. პირველად შევეხე. საოცრად ნაზი, რბილი კანი ჰქონდა... - არასდროს გატკენ, ძალით არაფერს გაგაკეთებინებ, არც გიყვირებ...
- ყვირილი გარდაუვალი იქნება. - მითხრა გატრუნულმა.
- ხმას თუ ავუწევ კამათისას, შეგიძლია ჭიქა მესროლო - ვუთხარი სიცილით. ანისაც გაეცინა. - არ ვარ მდიდარი, მაგრამ ნორმალურად ვიცხოვრებთ. ცალკე გადავალთ... სულ მეყვარები - სახე ნელა მივწიე მისკენ და ნაზად ვაკოცე ტუჩებში.
წამით აკანკალდა, ხელი მკრა და მერე სილა გამარტყა.
ძალიან მტკივნეული იყო. განსაკუთრებით მაშინ, როცა მეგონა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ჩემი სიახლოვე ემოციურ ზიანს არ აყენებდა. იმედები ჩამეფუშა, ერთ წამში ჩამომენგრა თავზე ის ცხოვრება, რომელიც წარმოვიდგინე... ბავშვებიანად.
უკან გამოვბუნდი.
მარტო დავტოვე და გაბრაზებული წამოვედი.
იმ ღამეს ვინანე. ვიფიქრე, ლაჩრული ნაბიჯი იყო. ორივე ლოყაზეც რომ გაერტყა, არ უნდა მიმეტოვებინა, მაგრამ, როგორც თვითონ გამომიტყდა მოგვიანებით, იმ ღამეს მოვუნდი ყველაზე ცხადად. იმ ღამეს მოუნდა პირველად ჩემთან ყოფნა ისე, როგორც ცხოვრების მეგზურებთან უნდებათ ხოლმე. მის სიცოცხლეში პირველი ღამე იყო, როცა სულში გამჯდარი სიყვარული ჩემს მიმართ, ყველაზე ცხადად იგრძნო.
მეორე დღეს მისი კორპუსის წინ მთელს სამეზობლოს მოეყარა თავი.
მე კი რაღაც უბედურება წარმოვიდგინე და ელდანაცემივით ჩავვარდი ეზოში.
ანას სახლიდან კივილის ხმა გამოდიოდა. ეს იდიოტები კი იდგნენ. ვერც შესვლას ბედავდნენ, ვერც დახმარების ხელის გაწოდებას.
სირბილით მივვარდი მის კართან. ჩაკეტილი იყო.
- ანა გააღე - დავუძახე.
საპასუხოდ მაინც კივილი ისმოდა.
რამდენიმეწუთიანი წიხლების ქნევის შემდეგ, როგორც იქნა შევამტვრიე (ისეთი მარტივი არ აღმოჩნდა, ფილმებში, რომ ერთს მიეჯახებიან და ჰოპ, ღიაა ხოლმე).
ანა სამზარეულოში ჩამუხლულიყო, სახეზე ხელები აეფარა და კიოდა. თმები მთლიან თავს უფარავდა.
- ყველაფერი კარგადაა ანა - მასთან მივედი. ჯერ ხელი დავადე მხარზე. მაინც, საცდელად. ოდნავ დამშვიდდა კიდეც. შემდეგ იატაკზე მივუჯექი და მთელი სხეულით მივიხუტე.
ანამ კივილი შეწყვიტა, თავი მკერდზე მომადო და ჩემს მკლავებში შემალა სახე.
აღარ კიოდა, ცოტახანს სლუკუნებდა, მაგრამ ეგეც მალევე შეწყვიტა.
ჩაეძინა.
ასე ჩახუტებული, გაუნძრევლად ვიჯექი რამდენიმე საათი. დროს ვინ ჩივის, პირიქით, მისი სურნელი ყველაზე ახლოდან ვიგრძენი. უწინ ტუჩებში ვაკოცე და იმის გააზრებაც ვერ მოვასწარი წესიერად, როგორი რბილი და სველი ბაგეები ჰქონდა. კენკრის სასიამოვნო სუნი დაჰკრავდა ანას. სუნამოს არ ხმარობდა და ამან უფრო მომხიბლა. მივხვდი, რომ ადამიანის ნამდვილი სურნელი თუ შეგიყვარდა, ესეიგი მასთან მთელ ცხოვრებასაც გაატარებ.
- ილო - ჩაიჩურჩულა ანამ.
- აქ ვარ.
- ვიცი. ხო არ წახვალ?
- არა, აღსად წავალ... არასდროს - თმაზე ვაკოცე.

იმის მერე ყველაფერი შეიცვალა. ჩემი ცხოვრება თავიდან ბოლომდე დაუსრულებელ სერიალს დაემსგავსა, სადაც ყოველთვის კულმინაციაა და ნორმალური ცხოვრებისა არაფერი სცხია. მე მომწონოდა ეს სერიალი. ორივეს ფეხებზე გვეკიდა რას იფიქრებდნენ მეზობლები, მეგობრები, ნათესავები, უცნობები, ნაცნობები. ჩემი ცოლი ცოტას ურევდა და გასაკვირია, მაგრამ ეს ფაქტი უფრო ბედნიერს მხდიდა.
ერთი თვე არ იყო გასული, რომ ცოლად მოვიყვანე. დედაჩემი გიჟს ჰგავდა, ისე არ უნდოდა, მაგრამ მაინც ვერ მალავდა ანის მიმართ სიყვარულს. უცნაური იყო ჩემი ცოლი. რაც არ უნდა მოეგიჟიანებინა თავი და გარშემომყოფი ხალხი გაეფანტა, მათ მაინც ყოველთვის მოსწონდათ ეს გოგო. დედაჩემიც ხშირად მომაპყრობდა ხოლმე რძლით უკმაყოფილო თვალებს, რომელსაც ყოველთვის ერთი გვარიანი შებღვერით ვპასუხობდი, თუმცა სამსახურში, როცა ვიყავი და ანი მარტო იყო, მასთან მოდიოდა. აიძლებდა ხოლმე საჭმელი ეჭამა (ძალიან გამხდარი ცოლი მყავდა).
ქორწინება, რომ გადავწყვიტეთ, ახალი წლის ღამე იყო. მამაჩემი ახალი ჩამოსული იყო უცხოთიდან და უფრო თამამად დავტოვე დედაჩემი მარტო. ანასთან ავღნიშნეთ ახალი წლის დადგომა, შემდეგ გარეთ გავისეირნეთ. არ ვიცი, რატომ ჩამოვარდა რელიგიაზე საუბარი, ან მამაოები რა შუაში იყვნენ, მაგრამ ანიმ მითხრა, რომ არც ერთი სასულიერო პირის არ სწამდა. არ სწამდა მათი სასახლეების, ამ სასახლეების შემდეგ ტაძარში შესვლის, შავი ჯიპებით მგზავრობის... და მე ჩემი სოფლის მოძღვარი გამახსენდა.
წითური იყო, ჩახლეჩილი, მაგრამ ტკბილი ხმა ჰქონდა. სრულიად ახალგაზრდამ ჩვენს სოფელში დაიწყო მოღვაწეობა. მაშინ ასე 15 წლისა ვიქნებოდი. შემოგვისვამდა ხოლმე და გველაპარაკებოდა ცხოვრებაზე. იქაური ქალი მოიყვანა ცოლად, 12 ბავშვი ჰყავდათ, პატარა ქოხში ცხოვრობდნენ, მაგრამ მათზე ბედნიერი ოჯახი არასდროს მყავდა ნანახი.
უეცრად გონება გამეხსნა, ანას შევხედე. სახეზე მეტყობოდა, რაღაც ასასწაული მქონდა ჩაფიქრებული.
- მაგას ახალ წელს არავინ დააძინებდა და ეღვიძება. ჩავიდეთ ჩემს სოფელში...
- მერე?
- ოდესმე ჯვრის დაწერას თუ გადავწყვეტდი, უთუოდ დავითი უნდა ყოფილიყო მოძღვარი. ჩავიდეთ და ჯვარი დავიწეროთ....
დავქორწინდით...
ის ღამე ჩემი სოფლის სახლში გავატარეთ. მეშინოდა, მემგონი მე უფრო მეშინოდა, არ დამეფრთხო.
- შენ პირველი ხარ, ვისთანაც....ჩემი ნებით - კანკალისგან სიტყვებს ვერ აბამდა ერთმანეთზე.
- ვიცი - ვუთხარი და ტუჩებში ვაკოცე. მთელი ვნებით ვკოცნიდით ერთმანეთს. წელს ზემოთ მთლიანად გავაშიშვლე და მკერდი ნაზად დავუკოცნე. ანი ხელის კანკალით თმაზე მეფერებოდა. - მითხარი თუ გეტკინება ან რამე არ გესიამოვნება, კარგი??
- არ მტკივა, მსიამოვნებს.
ხელში ავიყვანე და საძინებელში შევიყვანე, საწოლზე დავაწვინე. საბანივით გადავეკარი მის სათუთ კანს.
- შუქი აანთე, გთხოვ - შემევედრა აცრემლებული.
იმ წამსვე შევუსრულე თხოვნა.
- მაპატიე, მინდა გარკვევით გხედავდე.
- საბოდიშო არაფერია - ვუთხარი ღიმილით და მისი სხეულით ტკბობა დავიწყე.
ყველაზე გრძელი და ბედნიერი ღამე იყო ჩემს ცხოვრებაში.
ანის ცხოვრებაშიც.
იმის მერე ერთმანეთს არ მოვწყვეტივართ. ერთნი გავხდით. ერთად ვბანაობდით, ერთად გვეძინა, ყოველ ღამით ვტკბებოდით ერთმანეთით, ერთად ვჭამდით, ერთად ვსუნთქავდით.
ანი ყველაფერი იყო.
დანაზოგი მქონდა გადანახული, ჩემი მშობლებიც აგროვებდნენ თურმე ჩემი დაბადებიდან ფულს და როცა დავოჯახდი, სახლის ყიდვაში დამეხმარნენ. ძალიან გვიყვარდა მე და ანის ჩვენი უბანი და მანდვე გადმოვედით საცხოვრებლად.
ყველაფერი კარგად მიდიოდა.
სამსახურში წასვლამდე მიმართავდა ხოლმე ზოგჯერ ისტერიკებს. ჩემს თანამშრომლებზე ეჭვიანობდა. ყველაზე - გასათხოვრებზე, გათხოვილებზე, შინაბერებზე.
მთელი ღამის განმავლობაში ოთხჯერ მაღვიძებდა.
- გიყვარვარ? - მეკითხებოდა ოთხივეჯერ. ყოველ ღამით.
- მიყვარხარ - ვპასუხობდი და ძილს ვაგრძელებდი.
ზოგჯერ ვჩხუბობდით. ჭურჭელს ამტვრევდა, აქეთ-იქით ისროდა, მკაწრავდა. მე კი აფართხალებულსა და ნერვებმოშლილს მაგრად ვიჭერდ. ტანზე ისე მივიკრავდი, თითქოს ბორკილები ვყოფილიყავი. ვიჯექით, ვიდექით ან ვიწექით ასე გაუნძრევლად. მერე ანის ჩაეძინებოდა.
ღამე იმ ოთხი გაღვიძების გარდა, ზოგჯერ მისი კივილიც მაღვიძებდა.
- მღალატობ, მღალატობ, სხვასთან იყავი - ხელებს მირტყავდა კივილით.
- ჯანდაბა, სიზმარი იყო ეგ - ვაკავებდი და ზემოდან ვაწვებოდი.
- სხვა ქალის სუნი აგდის, სხვისი სუნამოს სუნია. - აგრძელებდა კივილს.
- მე მარტო შენი სუნი მაქვს - ვუმეორებდი.
სანამ ჩაეძინებოდა, ვეჩურჩულებოდი, რომ მიყვარს და მისი სხეულის სითბოს მთელი სამყაროს ქალებშიც კი ვერ გავცვლიდი.
მესამე დღის უნახავი ვიყავი. ამდენ ხანს როგორ გაძლო? ისევ ამ კითხვაზე ვეძებდი პასუხს. იქნებ რამე დაემართა? სხვაგვარად ვერ გაძლებდა.
ორი ღამის უძინარი ვიყავი, რომ ჩამთვლიმა და იმ ღამეს ოთხჯერ გამეღვიძა. საშინელი კოშმარები მესიზმრებოდა, მაგრამ გაღვიძება უარეს კოშმარს ჰგავდა. მზად ვიყავი მეთქვა, რომ მიყვარს... ოთხივეჯერ, თუმცა ვერ გაიგებდა. კარადა გავაღე, გამოცარიელებულიყო მისი ტანსაცმელი. მხოლოდ მწვანე ატლასის ღამის პერანგი დაეტოვებინა.
მაგრად მივიკარი გულში პერანგი, მისი სურნელი ხარბად შევისუნთქე.
დილას ისევ პოლიცია მოვიდა.
სად წავიდა?
არსად მისი ასავალ-დასავალი არ იყო. ან როგორ მოახერხა გაქრობა?
- მხოლოდ ტანსაცმელი წაიღო? - ისევ მკითხა გამომძიებელმა.
- ჰო... ამ ზამთარში რამე ძალიან თბილი უნდა მეყიდა მისთვის - ჩემთვის ჩავიბურტყუნე - ცივი ზამთარი მოდის, არ შესცივდეს.
- სანამ ზამთარი მოვა, იქამდე ვიპოვით... ჩვენ აუცილებლად ვიპოვით, მაგრამ - ეუხერხულა წინადადების დასრულება.
- მაგრამ? - ვკითხე მე და უკვე ვიცოდი, საითაც მიჰყავდა საქმე.
- ჩვენ ვიპოვით, თუმცა ყველაზე უარესისთვისაც უნდა ვიყოთ მზად.
- იპოვით, მაგრამ შეიძლება მკვდარი იპოვოთ? - ვკითხე ცინიკურად.
- დამშვიდდით, ჩვენ ხომ არ გვითქვამს, რომ გარდაიცვალა?
- ის არ დაკარგულა, წავიდა - შეუსწორა მეორემ. ეს მეორე უფრო შემწყნარებელი ჩანდა - უბრალოდ, რომ გამქრალიყო, შეიძლებოდა მოტაცება, გატაცება, ან თვითმკვლელობა გვევარაუდა, მაგრამ ასი პროცენტით ვიცით, რომ თავისი ნებით წავიდა. ეს კი მკვლელობას თითქმის გამორიცხავს. ჩვენ თავისი ნებით წასული სრულწლოვანი ადამიანის მოძებნის უფლებაც არ გვექნებოდა, რომ არა მისი ფსიქიკური მდგომარეობა.
- ანუ მხოლოდ ამიტომ მეხმარებით ცოლის პოვნაში?
- დიახ. ვალდებული ვართ ვიზრუნოთ მათზე, ვინც თავად ვერ იზრუნებდა საკუთარ თავზე.
- მწვავე სიმპტომები ჰქონდა? - მკითხა პირველმა. მემგონი შოთა ერქვა. ცოტა ცივ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა. ეტყობა, სამსახურში ემოციებს უფრთხოდა.
- არა. -ვუპასუხე და ვიცრუე.
ზოგჯერ მწვავე იყო.
ერთხელ ყველაფერი დალეწა, რაზეც კი ხელი მიუწვდებოდა. საშინლად ვიჩხუბეთ. დანა აიღო და ვენებს გადავიჭრიო, დამემუქრა. დანა წავართვი, ცოტა უხეშად ჩავავლე ხელი, საძინებელში შევიყავნე და საწოლზე დავაგდე. ოთახის კარიც ჩავკეტე და გვერდზე მივუწექი. საძინებელში დასამტვრევი არაფერი იყო.
გიჟდებოდა ჩემს ტანსაცმელზე.
ერთადერთი მაგას თუ დამიფლეთდა და ვიცოდი, ვერ გაიმეტებდა.
ცოტახანს ხელებს მირტყამდა, მერე შედარებით დაწყნარდა.
- ისევ გიყვარვარ? - მკითხა ტირილით.
- ზოგჯერ მინდა, რომ აღარ მიყვარდე, მაგრამ როგორც ჩანს, შეუძლებელია.
- შენ თუ აღარ გეყვარები, მე არ დაგაძალებ ჩემთან ყოფნას.
- იქნებ შენ აღარ გიყვარვარ? - გვერდულად გავაპარე მისკენ მზერა.
- რაა? - გაოგნებისგან ლამის შეიშალა.
- ჰო, აბა რა გემართება ხოლმე? ეჭვიანობის სცენებს მიწყობ, როცა შენი ერთგული ვარ თავიდან ფეხებამდე და თუ გადაგიყვარე, ნახვამდისო, ხელს დამიქნევ და ღიმილით გაამცილებ? იქნებ შენ თვითონ აღარ გიყვარვარ, გინდა მეც გადამიყვარდე, რადგან უფრო ადვილი იქნება განშორება და იმიტომ მიწყობ ამდენ ეჭიანობის სცენას?
- რა სისულელეს ამბობ, მე ეგეთი ბოროტი არ ვარ...მე შენ მთელს სამყაროში სულ ყველაზე მეტად მიყვარხარ.
- არ მჯერა.
- არ გჯერა? შენზე დამოკიდებული ვარ ილო, როგორ არ გესმის? - ჩემთან გადმობობღდა, ჩემს სხეულზე ამოძვრა და მაგრად ჩამეხუტა. ამოსუნთქვის საშუალებას აღარ მაძლევდა.
ცოტა ხანს ორივე ვდუმდით. ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა და გამომიცხადა:
- ბავშვი მინდა.
- ბავშვი?
- ჰო, მინდა, რომ ბავშვი გვყავდეს.
- როგორ წარმოგიდგენია ჩვენნაირ ოჯახში ბავშვი? ყოველ დღე შენი ისტერიკები, რომ ისმინოს, წარმოდგენა მაინც გაქვს, როგორი გაიზრდება?
- ანუ?
- რა ანუ?
- ანუ ბავშვი არ გვეყოლება?
- თავად გადაწყვიტე... დაფიქრდი ცოტა. მხოლოდ ჩასახვა და გაჩენა ხომ არაა მთავარი? ის ბავშვი შენნაირი შეშლილი რომ გაიზარდოს ამდენი სკანდალის შემყურე?
არ ვიცი, რამ მათქმევინა. ალბათ ზედმეტად გაბრაზებული ვიყავი.
ანის არაფერი უპასუხია.
ჩაგვეძინა.
იმ ღამით ოთხჯერ არ გამაღვიძა.
არც ერთხელ არ გამაღვიძა.
მეორე დილას, სამსახურში რომ წავედი ანის ეძინა. შინ დაბრუნებულს, წერილი დამხვდა:
„მიყვარხარ. ალბათ არასდროს მომბეზრდება, რომ ეს სიტყვა გიმეორო, თუმცა არის რაღაცეები, რასაც ვეღარ შევძლებ. შენი ტანჯვის ყურებას ვეღარ ავიტან. ყოველ დღე, ჩემი თვალით ვხედავ, როგორ გაბერებ, გასევდიანებ, ტკივილს გაყენებ. ცხოვრების ბოლომდე მეყვარები და ცხოვრების ბოლომდე შენი ვიქნები. არასდროს წარმოიდგინო, თითქოს დრო გავიდა, სხვა შევიყვარე და სხვის მკლავებში ვიპოვე შვება. საწოლის მარჯვენა მხარეზე სამუდამოდ შენ მეწვები გვერდით. მნიშვნელობა არ აქვს, ილუზია იქნება თუ რეალობა. არ მინდა დაგტანჯო. ისედაც მთელი ცხოვრება კოშმარად გიქციე. ჩემზე ზრუნვით გართულს, არასდროს გრჩებოდა დრო საკუთარი თავისთვის. ღმერთო, როგორ დაგაჭკნე. მაპატიე, ასე რომ გაწამებდი. ვიცი, გიყვარვარ... მეც ძალიან მიყვარხარ საყვარელო და გთხოვ, ძებნას ნუ დამიწყებ, მაინც ვერ მიპოვი. შეშლილებს ერთადერთი რამ, რაც ბრწყინვალედ გამოგვდის, დამალვაა ამიტომ ტყუილად ნუ დაკარგავ დროს. მადლობ, რომ ბედნიერების გემო გამასნჯე“.
და აი აქ ვარ. ანის გარეშე დარჩენილი. მესამე დღეა მხოლოდ იმიტომ ვარსებობ, რომ როგორმე მივაგნო. ბრაზი მომდის, საშინლად ვცოფდები, როცა ვაანალიზებ, რომ სამი დღე გაძლო უჩემოდ.
- თქვენზე ემოციურად იყო დამოკიდებული, როგორც ამბობენ - მითხრა პოლიციელმა.
- რას ამბობენ?
- იმას, რომ სახლიდან თქვენს გარეშე არ გამოდიოდა და მხოლოდ თქვენთან ყოფნისას გრძნობდა თავს კარგად.
- ჩვენ ვიჩხუბეთ - გამოვუტყდი.
- რამე ფიზიკურ შეურაცხყოფას ხომ არ ჰქონია ადგილი?
- არა, რას ამბობთ. ხმასაც კი არ ვუწევდი. უბრალოდ, შეშლილი ვუწოდე.
- მე და ჩემს მეუღლესაც ბევრჯერ გვიწყენინებია ერთმანეთი, მაგრამ სიყვარული უცნაური რამეა. ერთი გაღიმება და ყველა წყენა გავიწყდება, რაც კი ოდესმე გიგრძვნია. არაფერია, თქვენი ცოლი აუცილებლად დაბრუნდებდა, ან მანამდე ჩვენ ვიპოვნით.
- როგორ ვიპოვო. რა გავაკეთო - ამოვიოხრე და გულზე ხელი მივიდე. საშინლად მჩხვლეტდა.
- ადამიანი, რომელიც თქვენზე ემოციურადაა დამოკიდებული, იქ წავა, სადაც ყველაზე ძნელად იპოვნით, თუმცა, თავად მას, ყოველ წამს შეეძლება თქვენი ნახვა - მაგარი ფილოსოფია შეთხზა. გამეცინებოდა სიცილის თავი, რომ მქონოდა.
- ანუ რას გულისხმობთ?
- ანუ სადმე ძალიან ახლოსაა. ახლოს არავინ მოსძებნის, ყველას გაქცეული და გადაკარგული ჰგონია. ამავე დროს კი თქვენი ნახვის შესაძლებლობაც აქვს.
დავფიქრდი იმ კაცის თეორიაზე.
მე და ანი ერთნი ვიყავით. სად დავიმალებოდი ანის ადგილას?
იფიქრე ჩემო თავო, იფიქრე.
ან რა შემთხვევაში გამოვიდოდი ჩემი ნებით?
გონება გამინათდა.
იქნებ მართლა ახლოსაა, იქნებ ყოველთვის მხედავს. ხედავს, როგორ ვეძებ, როგორ განვიცდი მის წასვლას და იქნებ სამაგიეროსაც მიხდის.
სამი დღე გაძლო ჩემ გარეშე, მაგრამ იქნებ, საერთოდაც არ გაუძლია?
მე კი აღარ უნდა მეძებნა, ამის შემდეგ, ანი უნდა მეიძულებინა, თავად მოვეძებნე.
საძინებელში შევვარდი და დიდი ჩემოდანი გადმოვიღე. რაღაცეები ჩავტენე შიგნით.
უთქმელად გამოვვარდი გარეთ. ჩემი გაოგნებული მშობლები ამეკიდნენ.
- სად მიდიხარ ილია, შვილო? ნუ გამაგიჟე.
- ის თუ წავიდა, მეც წავალ. იმ სახლში აღარაფერი მესაქმება, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით. აქ ყველაფერს მისი იერი აქვს.
- სად მიდიხარ შვილო, არ გამაგიჟო.
- თუ ჩემი კარგად ყოფნა გინდა, ისტერიკებში ნუ ჩავარდები - ვუთხარი თუ არა, გაჩერდა.
- გაუშვი, თვითონ იცის - შემომეხიდა მამაჩემი.
დედას აღარ დავუჩერებივარ. ასეთი იყო დედაჩემი. ყველაფერზე თვალს დახუჭავდა მე თუ ბედნიერი ვიქნებოდი.
ანის სიახლოვეს ყველგან ვგრძნობდი, აბსოლიტურად ყველგან. ჰაერშიც კი.
მანქანით დავაპირე წასვლა, მაგრამ გამოყოლა ან თვალთვალი რომ მოსდომებოდა, რას დამეწეოდა. ამიტომ, ფეხით ჩავიარე მთელი დაღმართი, ფეხით გავედი მეტროში.
არ იყო ადვილი.
ხალხი ირეოდა და ვიცოდი, ანი სადღაც იქ იყო. თვალებს რომ ვერ ეპოვა, სულით მივაგნებდი.
არ ვაპირებდი უკან მიხედვას და უცებ მის დაჭერას ან მსგავს სისულელეებს.
ის თავად დაბრუნდებოდა ჩემთან.
რამდენჯერმე სიმწრისგან გამეცინა, დიდუბეში, რომ ამოვედი და ჩემი სოფლის ტრანსპორტისკენ ავიღე გეზი. რა თქმა უნდა, ის აქ არ ამოვიდოდა, თუმცა ეცოდინებოდა, სად ვიყავი.
ჩემი სოფლის სახლში ჩავედი. ბაბუაჩემი გამახსენდა მუშაობისგან დაკოჟრილი ხელებით. სულ პატარა ვიყავი, როცა შეშის დაჭრაში მიხმარებდა ხოლმე. დამაჭერინებდა პატარა ტოტს და ცულით შუაზე მაპობინებდა.
მერე გამომართმევდა, არ შეეჩვიო, საშიშიაო.
შემოდგომით რთველში ვეხმარებოდი.
ბებიაჩემის სიკვდილის მერე, მე დავრჩი ერთადერთი ნუგეში. სულ იმას მეუბნებოდა, ნეტა შენს ცოლს მომასწრო და ბედნიერი წავალ აქედანო. ბავშვს კი არა, ცოლს. ცოლი რო იქნება და სიყვარული, მერე ყველაფერი იქნებაო.
ახლაც უცოლოდ მოვედი მის დანატოვარ სახლში. სუფთა ჰაერი იყო. ჩემი ფილტვები, რომ არ იმსახურებს, ზუსტად ისეთი. გული ამოვარდნაზე მქონდა. განსაკუთრებით მაშინ გამიტოკდა, როცა საძინებელში შევედი. ჩემი ბავშვობის ოთახს სახელი გადარქმეოდა და ახლა „ჩემი და ანის პირველი ღამის მოგონებები“ ერქვა.
ჩემი ანი... აღარაფერი მინდოდა და აღარაფერი გამახარებდა თუ ვეღარ ვნახავდი. ცხოვრებასაც აღარ ექნებოდა აზრდი. მისი სიგიჟე ყველაზე მშვენიერი რამ იყო, რაც კი ცხოვრებაში გამაჩნდა...
- ცოლი გამექცა და ნუთუ მე აქ გამოვიქეცი? - ვკითხე საკუთარ თავს.
- ეს მისი პოვნის ერთადერთი გზაა ხერხია - დამამშვიდა ექომ.
დაღლილობისგან მუხლები მეკვეთებოდა. უმწეობისგანაც მეკვეთებოდა მუხლები. საწოლთან ჩავიმუხლე. გამიკვირდა, როცა საკუთარი ქოშინი და შემდეგ გულამოსკვნილი ტირილის ხმა გავიგონე. მინდოდა, ჭირისუფალი დედაკაცივით დამეხოკა ლოყები, ცრემლები არ ჩერდებოდა და ჩემი საშინელი ღრიალის ხმა სიკვდილის მომასწავებელი უფრო იყო, ვიდრე იმის მანიშნებელი, რომ რობოტი არ ვარ.
მოულოდნელად, ისეთი ტკივილი დამეწყო, ცხოვრებაში რომ ფიზიკურად არასდროს მიგრძვნია. ასე მეგონა, ცეცხლი მეკიდა... გულზე ხელი მივიდე, გაჭირვებით წამოვდექი ფეხზე და ის-ის იყო, ტელეფონისკენ უნდა წავსულიყავი, რომ თვალთ დამიბნელდა. მერე არაფერი მახსოვს. მხოლოდ იმაზე ვდარდობდი, რომ მოვკვდებოდა და სადაც გამიშვებდნენ, ანი არც იქ არ იქნებოდა.
მისი ხმა გავიგე. ყვირობა, ტიროდა, მეძახდა. მისი ხელები მეხებოდნენ. ტუჩებზეც ვიგრძენი მისი სითბო. თავს ძალა დავატანე, რომ თვალი გამეხილა...
- ცოცხალი ხარ - მოთქვამდა ცრემლებში გახვეული ჩემი ცოლი.
- ანი - ამოვთქვი ჩურჩულით.
- მაპატიე, მაპატიე - ტირილს ვერ წყვეტდა.
გაჭირვებით წამოვდექი, ჯერ კიდევ ბინდი გადამკვროდა. უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ რეალობა იყო. ხელი მოვკიდე. მოთქმით ჩამეხუტა. საკუთარ თავს სწყევლიდა და თავში იცემდა.
ბრაზმა მომიცვა მოულოდნელად.
- დაბრუნდი? - ვკითხე ირონიულად. ჩემი ემოციების ფონზე ფიზიკური ტკივილი საერთოდ გამქრალიყო.
- მაპატიე - მთელი სახე სველი ჰქონდა.
- და რას აპირებდი? - პირველად დავუყვირე ცხოვრებაში. - ყოველი ჩხუბის მერე ასე უნდა გაიქცე და პოლიციას ვაძებნინო შენი თავი? - გაცხარებისგან თავს ვეღარ ვაკონტროლებდი.
ანი წამოდგა და უკან დაიხია. მემგონი შევაშინე. მეც ფეხზე წამოვდექი.
- არ მინდოდა - მითხრა კანკალით.
- რა არ გინდოდა? ჩემი გულის გახეთქვა? გაგეყრები. ავდგები დ აგაგეყრები. ეს გინდა?
- არა, არა - ქვედა ტუჩი აუთრთოლდა. ახლა შევამჩნიე, რომ ჩემი ჯემპრი ეცვა.
- რას აპირებდი მეთქი! - დავიღრიალე.
- მინდოდა ჩემგან დაგესვენა.
- ესაა დასვენება? შემომხედე აბა. ვგევარ დასვენებულს?
ადგილს მოსწყდა და გაიქცა.
მეც ინფაქტგადატანილი დავედევნე. ხელი ვტაცე და დავიჭირე.
- გამიშვი!
- ისევ გარბიხარ?
- ხო.
- აჰა, წადი - ხელი გავუშვი - წადი და უკან აღარ მოიხედო მაშინ. აღარასდროს გამომეკიდო. მეც წავალ, გადავიკარგები, ვეღარასდროს მნახავ და ამოისუნთქებ. ვეღარ ნახავ შენს საშინელ ქმარს.
გამოვტრიალდი, სახლში შევდიოდი.
- არა, არა - ახლა ის გამომეკიდა. ზურგიდან მომეხუტა, მერე გულში ჩამეკრა. ტიროდა და მთელ სახეს მიკოცნიდა. - უშენოდ ვერ ვიცოცხლებ - სლუკუნებდა ღონემიხდილი.
- დაიფიცე, რომ არასდროს აღარ მოიქცევი ასე.
- გპირდები - სახეზე, თავზე, ლოყებზე, ტუჩებში, ყველგან გამალებით მკოცნიდა.
- ჩემი სიცოცხლე დაიფიცე.
- შენს სიცოცხლეს ვფიცავ!
- მორჩა, კიდევ ერთხელ თუ წახვალ, შენი ფიცი დაირღვევა და მე მოვკვდები - შევაშინე, რაც შემეძლო.
- არა, შენ სამუდამოდ იცოცხლებ! მე არასდროს წავალ.
- სად იყავი ეს დღეები? თავში ტვინი გაქვს? - ისევ გაცხარებული ვიყავი.
- სახურავზე...
- რაა?
- ჩვენი სახლის სახურავზე.
ახლა გამახსენდა, რომ ჩვენი სახლის სახურავზე ვიღაცას პატარა სათავსო აქვს გაკეთებული. მართლა როგორ ახლოს ყოფილა... წამით გამეცინა კიდეც.
- იმ საშინელ ადგილას რა გინდოდა სამი დღე?
- ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად ვიქნებოდი. მთავარი იყო, რომ ყოველ დღე დამენახე. - იმართლა თავი.
- მთელი ცხოვრება მანდ ხო არ დარჩებოდი? რას აპირებდი მერე?
- არ ვიცი... მერე გამოვიდოდი, მუხლებში ჩაგივარდებოდი და პატიებას გთხოვდი.
- არ ვიცი - თავი გავაქნიე - დრო მჭირდება, რომ გადამიაროს.
- მანამდე ჩემი დანახვა არ გინდა? - მკითხა ცხვირჩამოშვებულმა. გულმოკლულ ანგელოზს ჰგავდა.
- მანამდე სახლში იჯდები... ჩვენს სახლში და მოვიფიქრებ, რა სასჯელი მოგიფიქრო - პატარა ბავშვივით დავტუქსე.
- კარგი - ძალაუნებურად ჩაეღიმა.
- რა იყო ეს? რამ წამოგიფრინა? დღეში ასჯერ ვჩხუბობთ და შენ მაინცდამაინც ერთ-ერთ ჩვეულებრივ კამათზე გამექეცი.
- სიგიჟის კვალი იყო... თან შენ შეშლილი მიწოდე - შემახსენა განაწყენებულმა.
- ორივენი შეშლილები ვართ. მაგაზე როგორ გაბრაზდი?
- ვიცი, რომ შეშლილები ვართ, მაგრამ ბავშვი არ გინდოდა.
- ძალიან მინოდა - ამოვიოხრე - მინდა შენნაირი გოგო, ოღონდ ცოტა დალაგებული. პატარა ცხვირით და შენი ღიმილით. ბიჭიც მინდა... როგორ შეიძლება, ქმარს ისე უყვარდეს ხოლი, როგორც მე მიყვარხარ და მისგან შვილი არ უნდოდეს?
- არ ვიცი - მხრები აიჩეჩა.
- უბრალოდ, გავბრაზდი. მე დაუფიქრებლად აღარ წამოვროშავ არაფერს და შენც შეასრულე ხოლმე შენი პირობა.
- შევასრულებ - გამიღიმა და მთელი ძალით ჩამეხუტა. - უბრალოდ, ზედმეტად მგრძნობიარეები არიან ფეხმძიმე ქალები და მეც შემომიტიეს ჰორმონებმა - ჩამჩურჩულა ყურში.



ეძღვნება ჩემს მიჯნურს <3скачать dle 11.3

 




№1 √ სტუმარი ™ Guest გიკი გოგო

უჰ მითხარი რომ ჰოთები მელის და შევესევი

 



№2  offline √ მოდერი ™ ენ ჯეინი

Guest გიკი გოგო
უჰ მითხარი რომ ჰოთები მელის და შევესევი

ჰოთები შემდეგ ისტორიაში გელის. თან ისეთი ჰოთები, წარმოსახვაც, რომ უძლური იქნება :დდდ

 



№3  offline √ ადმინი ™' Mariiiiami

ოჰოოო♥♥♥რა იყო ეს?აიი ვგიჟდები ასეთ რაღაცეებზე.პატარა როა და ძალაინ ბევრ რამეს რომ იტევს.შენც შეშლილიხარ?შენი მიჯნურიც შეშლილია?მგონი კი.მაგარი იყო ძაან.იცი როგორიი თავიდან ბოლომდე რომ შეგიძლია წარმოიდგინო ისეთი (არვიცი რამდენად გასაგებად ვთქვი:დდდდ) ♥♥♥♥♥♥

ენ ჯეინი
Guest გიკი გოგო
უჰ მითხარი რომ ჰოთები მელის და შევესევი

ჰოთები შემდეგ ისტორიაში გელის. თან ისეთი ჰოთები, წარმოსახვაც, რომ უძლური იქნება :დდდ

რომელ ისტორიაში?? არმითხრა ამას ვერ დავასრულებო.ჩემი მირა და მირო

 



№4 √ სტუმარი ™ Guest ანა

რა მაგარია. ასეთი კარგი რამ კარგად ხანია ამ საიტზე არაფერი წამიკითხვას.

 



№5  offline √ მოდერი ™ ენ ჯეინი

Mariiiiami
ოჰოოო♥♥♥რა იყო ეს?აიი ვგიჟდები ასეთ რაღაცეებზე.პატარა როა და ძალაინ ბევრ რამეს რომ იტევს.შენც შეშლილიხარ?შენი მიჯნურიც შეშლილია?მგონი კი.მაგარი იყო ძაან.იცი როგორიი თავიდან ბოლომდე რომ შეგიძლია წარმოიდგინო ისეთი (არვიცი რამდენად გასაგებად ვთქვი:დდდდ) ♥♥♥♥♥♥

ენ ჯეინი
Guest გიკი გოგო
უჰ მითხარი რომ ჰოთები მელის და შევესევი

ჰოთები შემდეგ ისტორიაში გელის. თან ისეთი ჰოთები, წარმოსახვაც, რომ უძლური იქნება :დდდ

რომელ ისტორიაში?? არმითხრა ამას ვერ დავასრულებო.ჩემი მირა და მირო

მადლობა ჩემო საყვარელო <3 მიროს და მირას გავაგრძელებ, აბა რას ვიზამ, ჩვეულებრივ ტემპში.
Guest ანა
რა მაგარია. ასეთი კარგი რამ კარგად ხანია ამ საიტზე არაფერი წამიკითხვას.

მადლობ <3

 



№6 √ მოდერი ™ TeddyBear

ძალიან მაგარი ისტორია იყო ❤

 



№7  offline √ მოდერი ™ ენ ჯეინი

TeddyBear
ძალიან მაგარი ისტორია იყო ❤

მოხარულ არს ავტორი <3

 



№8 √ სტუმარი ™ Guest კატერინა

ღმერთოო რაიყოო ესს ?ასეთი ციცქნა დაა ამხელა ემოციით დატვირთულიი,არვიცი ამისტორიას რავუწოდო ეს უბრალოდ შესანიშნავია ,უნაკლო ,იმდენად განვიცადე ანას ტკივილი მთელი იტორიის განმავლობაში ცრემლი ვერ შეაშრა ჩემს თვალებბს და პირველად ვირწმუნე სიყვარულის სიძლიერისს ,არადაა ძალიან ბევრი ისტორია მაქვს წაკითხული ამ საიტზე მაგრამ ცოტა თუ აღწევს ჩემამდე ,გაიხარე შენ ამ საოოცრების შექმნისთვის და მინდა რომ არგაჩერდე და კიდევ დაწერო ბევრიიი გასაგიჟებელი ისტორია.შემიყვარდი მე შენ ❤❤❤❤

 



№9  offline √ მოდერი ™ ენ ჯეინი

Guest კატერინა
ღმერთოო რაიყოო ესს ?ასეთი ციცქნა დაა ამხელა ემოციით დატვირთულიი,არვიცი ამისტორიას რავუწოდო ეს უბრალოდ შესანიშნავია ,უნაკლო ,იმდენად განვიცადე ანას ტკივილი მთელი იტორიის განმავლობაში ცრემლი ვერ შეაშრა ჩემს თვალებბს და პირველად ვირწმუნე სიყვარულის სიძლიერისს ,არადაა ძალიან ბევრი ისტორია მაქვს წაკითხული ამ საიტზე მაგრამ ცოტა თუ აღწევს ჩემამდე ,გაიხარე შენ ამ საოოცრების შექმნისთვის და მინდა რომ არგაჩერდე და კიდევ დაწერო ბევრიიი გასაგიჟებელი ისტორია.შემიყვარდი მე შენ ❤❤❤❤

ვაიმე, ჩემს გაყინულ გულში სითბო ჩაიღვარა შენი კომენტარის მერე <3 დიდი მადლობა, ნამდვილი სტიმული ხარ :*

 



№10 √ სტუმარი ™ Guest კატერინა

ენ ჯეინი
Guest კატერინა
ღმერთოო რაიყოო ესს ?ასეთი ციცქნა დაა ამხელა ემოციით დატვირთულიი,არვიცი ამისტორიას რავუწოდო ეს უბრალოდ შესანიშნავია ,უნაკლო ,იმდენად განვიცადე ანას ტკივილი მთელი იტორიის განმავლობაში ცრემლი ვერ შეაშრა ჩემს თვალებბს და პირველად ვირწმუნე სიყვარულის სიძლიერისს ,არადაა ძალიან ბევრი ისტორია მაქვს წაკითხული ამ საიტზე მაგრამ ცოტა თუ აღწევს ჩემამდე ,გაიხარე შენ ამ საოოცრების შექმნისთვის და მინდა რომ არგაჩერდე და კიდევ დაწერო ბევრიიი გასაგიჟებელი ისტორია.შემიყვარდი მე შენ ❤❤❤❤

ვაიმე, ჩემს გაყინულ გულში სითბო ჩაიღვარა შენი კომენტარის მერე <3 დიდი მადლობა, ნამდვილი სტიმული ხარ :*

ისტორიის ბოლოს მიწერილი გაქვს რომ ეძღვნება შენს მიჯნურს ,სავარაუდოდ ამ ისტორიის მუზაც მისი მეშვეობით მოვიდა მინდა ასეთი გიჟური სიყვარული გისურვო შენც ჩემო კარგო ნამდვილად უნიჭიერესი ადამიანი ხარ პირველი ისტორიიაა ეს შენი რომელიც მე წავიკითხე და ამის მერე შენი ერთგული მკითხველი ვარ მიხარიხარ რომ ასეთი ნიჭიერი ხარ ძალიან მინდა უამრავი ისტორია წავიკითხო შენი დაწერილი და მომავალში იმედი მაქვს რომ წიგნსაც შექმნი შენი ნიჭის პატრონს არგაგიჭირდება შემიყვარდი ამ ისტორიით შენც ,უამრავ წარმატებას გისირვებ ჩემო კარგო და აწი განებივრებული იქნები ჩემი კომენტარებით მიყვარხარ მეშენ ❤❤❤❤❤

 



№11  offline √ მოდერი ™ ენ ჯეინი

Guest კატერინა
ენ ჯეინი
Guest კატერინა
ღმერთოო რაიყოო ესს ?ასეთი ციცქნა დაა ამხელა ემოციით დატვირთულიი,არვიცი ამისტორიას რავუწოდო ეს უბრალოდ შესანიშნავია ,უნაკლო ,იმდენად განვიცადე ანას ტკივილი მთელი იტორიის განმავლობაში ცრემლი ვერ შეაშრა ჩემს თვალებბს და პირველად ვირწმუნე სიყვარულის სიძლიერისს ,არადაა ძალიან ბევრი ისტორია მაქვს წაკითხული ამ საიტზე მაგრამ ცოტა თუ აღწევს ჩემამდე ,გაიხარე შენ ამ საოოცრების შექმნისთვის და მინდა რომ არგაჩერდე და კიდევ დაწერო ბევრიიი გასაგიჟებელი ისტორია.შემიყვარდი მე შენ ❤❤❤❤

ვაიმე, ჩემს გაყინულ გულში სითბო ჩაიღვარა შენი კომენტარის მერე <3 დიდი მადლობა, ნამდვილი სტიმული ხარ :*

ისტორიის ბოლოს მიწერილი გაქვს რომ ეძღვნება შენს მიჯნურს ,სავარაუდოდ ამ ისტორიის მუზაც მისი მეშვეობით მოვიდა მინდა ასეთი გიჟური სიყვარული გისურვო შენც ჩემო კარგო ნამდვილად უნიჭიერესი ადამიანი ხარ პირველი ისტორიიაა ეს შენი რომელიც მე წავიკითხე და ამის მერე შენი ერთგული მკითხველი ვარ მიხარიხარ რომ ასეთი ნიჭიერი ხარ ძალიან მინდა უამრავი ისტორია წავიკითხო შენი დაწერილი და მომავალში იმედი მაქვს რომ წიგნსაც შექმნი შენი ნიჭის პატრონს არგაგიჭირდება შემიყვარდი ამ ისტორიით შენც ,უამრავ წარმატებას გისირვებ ჩემო კარგო და აწი განებივრებული იქნები ჩემი კომენტარებით მიყვარხარ მეშენ ❤❤❤❤❤

ვაიმე ვაიმე ვაიმეეეეე <3 გაიხარეეეეე, გავგიჟდი და გადავირიე, თურმე როგორ მყვარებია კარგი კომენტარების კითხვა. მადლობა დიდი :*

 



№12  offline √ წევრი ™ მენდეს

ჩამოყალიბებული მწერალი ხარ იცი? არასდროს ასეთი რამე არ წამიკითხავს ^^ მწერალი ხარ ^^

წიგნი უნდა დაწერო ბევრი ბევრიი წიიგნიი ^^ ყველას ეყვარები აუ რა კაი ხარ ^^ ეს ისტორიაც რა კაია ^^ ემოციებს ვერ ველევი და ამ ისტორიას ალბათ მილიონჯერ რომ წავიკითხო არ ჭოვიბეზრებ და იგივე გრძნობები დამრჩებაა ^^ ძაანკაიხარ

 



№13  offline √ მოდერი ™ ენ ჯეინი

მენდეს
ჩამოყალიბებული მწერალი ხარ იცი? არასდროს ასეთი რამე არ წამიკითხავს ^^ მწერალი ხარ ^^

წიგნი უნდა დაწერო ბევრი ბევრიი წიიგნიი ^^ ყველას ეყვარები აუ რა კაი ხარ ^^ ეს ისტორიაც რა კაია ^^ ემოციებს ვერ ველევი და ამ ისტორიას ალბათ მილიონჯერ რომ წავიკითხო არ ჭოვიბეზრებ და იგივე გრძნობები დამრჩებაა ^^ ძაანკაიხარ

ვაიმე, უღმერსი მადლობა. დღეს ძალიან მაბედნიერებთ <3

 



№14  offline √ წევრი ™ Mmariami)

მიყვარს ეს ისტორია.

 



№15  offline √ მოდერი ™ ენ ჯეინი

Mmariami)
მიყვარს ეს ისტორია.

მიხარიააა heart_eyes

 



№16  offline √ აქტიური მკითხველი ™ nawkas12345

აი მტელი ისტორიის მანძილზე აჩქარებული მქონდა გული. ერთი ინფაქტი არ გადამიტანია ოღნდ. თან თავიდან რაღაცატომ გამოვიტანე დასკვნა რომ მკვდარი იყო ანა და დასასრულმა ძალიან გამახარა. აგრამ ჰეფი ენდი რომც არ ჰქონოდა. ნამდვილად უძ₾იერესი იყო ეს ნაშრომი და სიამოვნებით წავიკითხავ კიდევ ბევრჯერ. აი უბრალოდ გული ჩამწყდა რომ დამთავრდა. სე მეწყინა კიდე მინდოდა მაგრამ რას ვიზავთ აქ ერთ ისტორიაშ წავიითხე რომ მშვენიერია ის ყველაფერი რაც დასასრულისთვისაა განწირულიო. მსვენიერია ცხოვრება , შენი მოთხრობა და ყოველი წუტი. დდი მადლობა შენ ამ 20 ტუ უფრო მეტი წუტისტვის როცა მე ამას ვკიტხულობდი. გელოდები მსგავსებიტტტტტ!!!

 



№17  offline √ მოდერი ™ ენ ჯეინი

nawkas12345
აი მტელი ისტორიის მანძილზე აჩქარებული მქონდა გული. ერთი ინფაქტი არ გადამიტანია ოღნდ. თან თავიდან რაღაცატომ გამოვიტანე დასკვნა რომ მკვდარი იყო ანა და დასასრულმა ძალიან გამახარა. აგრამ ჰეფი ენდი რომც არ ჰქონოდა. ნამდვილად უძ₾იერესი იყო ეს ნაშრომი და სიამოვნებით წავიკითხავ კიდევ ბევრჯერ. აი უბრალოდ გული ჩამწყდა რომ დამთავრდა. სე მეწყინა კიდე მინდოდა მაგრამ რას ვიზავთ აქ ერთ ისტორიაშ წავიითხე რომ მშვენიერია ის ყველაფერი რაც დასასრულისთვისაა განწირულიო. მსვენიერია ცხოვრება , შენი მოთხრობა და ყოველი წუტი. დდი მადლობა შენ ამ 20 ტუ უფრო მეტი წუტისტვის როცა მე ამას ვკიტხულობდი. გელოდები მსგავსებიტტტტტ!!!

ვაიმე, შენ გაგახარა ღმერთმა <3 როგორ მასიამოვნე შენ ხო არ იცი. აუცილებლად დავბრუნდები ასეთებით. გაწელილებს და მიდებ-მოდებას, მირჩევნია პატარა და აზრიანები ვწერო

 



№18 √ სტუმარი ™ Guest autumn

აწწწ დასასრული <3

 



№19 √ სტუმარი ™ Guest Tskriala

მეყველაფრება

მეყველაფრება

 



№20  offline √ მოდერი ™ ენ ჯეინი

Guest autumn
აწწწ დასასრული <3

ააწ <3
Guest Tskriala
მეყველაფრება

მეყველაფრება

მეც მეყველაფრებით ჩემი მკითხველები <3

 



№21  offline √ წევრი ™ მარიკუნაა♥️

უდახვეწილესი(არსებობს ესეთი სიტყვა?:) ) ნაწერი იყო ეს.
აი, არ ვიცი.
ძალიან მიხარიხარ, ესეთი რომ ხარ რა.
მადლობა დიდი ❤️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№22  offline √ მოდერი ™ ენ ჯეინი

მარიკუნაა♥️
უდახვეწილესი(არსებობს ესეთი სიტყვა?:) ) ნაწერი იყო ეს.
აი, არ ვიცი.
ძალიან მიხარიხარ, ესეთი რომ ხარ რა.
მადლობა დიდი ❤️

ადლობა შენ შეფასებისთვის <3 ბედნიერი ვარ თუ მკითხველს ვახარებ

 



№23  offline √ წევრი ™ Hela

საოცრება იყო
გადავირიე
მომეწონა ძალიან

 



№24  offline √ მოდერი ™ ენ ჯეინი

Hela
საოცრება იყო
გადავირიე
მომეწონა ძალიან

ძალიან მოხარული ვარ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent