შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანა და ფიზიკოსი (თავი მეშვიდე)


24-08-2017, 20:31
ავტორი ელპინი
ნანახია 487

სანა და ფიზიკოსი (თავი მეშვიდე)

დილით ავდექი,წყალი გადავივლე,ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი.მამას ჩავეხუტე და დაიკოსაც,დედასთვის არ მიმიქცევია ყურადღება.გაბოს და ქეთის ეძინათ.ვისაუზმე და მამამ გამიყვანა სკოლაში.გზაში ვლაპარაკობდით თან
-სანა,ხო იცი შენ უკვე დიდი გოგო ხარ მა,ვიცი უკვე შენს ცხოვრებაში ვინმე იქნება მა,შეგიძლია დამელაპარაკო და არაფერი დამიმალო მა
-საღამოს ვილაპარაკოთ ყველაფერზე,რამდენი ხანია არც დაგლაპარაკებივარ წესიერად მა,მოგიყვები ყველაფერს
-მამას პრინცესა,ყოველთვის გაგიგებ რაც არ უნდა მოხდეს მა და შენს გვერდით მიგულე სულ
-ყველაზე მაგარი მამა ხარ შენ მსოფლიოში
-მიდი ახლა გასაცუნცულდი და საღამოს სახლში,რომ მოვალ ვილაპარაკოთ
-დროებით აბა
ლოყაზე ვაკოცე და სკოლისკენ წავედი,პირველი ფიზიკა მქონდა,რა დავაშავე უფალო ასეთი და რა შევცოდე,ვინც ეს ფიზიკა გამოიგონა ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვება,ალაჰმა დასაჯოს.
საკლასო ოთახში შევედი და ჩემს მერხთან დავჯექი.ალექსანდრე კლასში იყო უკვე,ჩემი ღიმილით გამიღიმა.ვიცოდი რაღაცა ჯოჯოხეთა მომიწყობდა,გუშინ დამემუქრა ეს დამპალი.ზარიც დაირეკა და შემოლაგდნენ ყველა კლასში
-გამარჯობათ ბავშვებო,დღეს გამოვიკითხავ განვლილ მასალას რაც კი აქამდე ვისწავლეთ,გამოცდები ახლოვდება უკვე და ამიტომ უნდა მოემზადოთ ყველა კარგად.
აბა დავიწყოთ ახლა გამოკითხვა.ალექსანდრა თუ შეიძლება

ვსოო აქანა დამთავრდა ჩემი სიცოცხლეი,დევიღუპე და აგია.ბორძიკით წამოვდექი ფეხზე და საცოდავი თვალებით ვუყურებდი,ეგ გაჭრიდა ახლა ამასთან,სამაგიეროს მიხდიდა,დამაცადოს რა ვუქნა

-აბა ალექსანდრა ელექტროობაზე მესაუბრე მოკლედ და გასაგებად

რა დავაშავე უფალო,რამხელაა ეს დასაწვავი თემაც მაინდამაინც,ჯანდაბა ალექსანდრე.

-და პატივცემულო ყველა საკითხზე ვისაუბრო?
-რათქმაუნდა ალექსანდრა

დავიწყე,რაუნდა მექნა და მოვყევი ყველაფერი რაც გამახსენდა,ისეთი თვალები ქონდა სანდროს ვიცოდი კიდე უნდა ეკითხა რამე საზიზღრობა

-კარგი სანა,ახლა დიელექტრიკებზე მესაუბრე
-დიახ პატივცემულო

მოვუყევი ეს თემაც,მაგრამ კარგად არ ვიცოდი რაღაცეები და შემეშალა ცოტა

-სანა ეს თემა კარგად არ იცი,დაჯექი ცხრიანი

თვალები გამიფართოვდა ცხრიანიო,რომ თქვა.იმხელა თემები მოვყევი და არ მაპატია ერთი შეცდომა.მოკვლა მინდოდა,მაინც რა ბოროტული მზერით მიყურებდა ეს ვაჟბატონი.თვალებით მეუბნებოდა სამაგიეროს გადახდაც ასეთი უნდაო.უკვე ორგანულად ვერ ვიტანდი ფიზიკას,ნუ ფიზიკოსი მაინც მიყვარდა.დებილივით მეცინებოდა ჩემს თავზე.სანდრომ სხვა ბავშვებიც გაიძახა და მალევე გამოვიდა გაკვეთილიც,იმდენი მალაპარაკა ნახევარი საათი მარტო მე ვლაპარაკობდი მგონი.საჭირო ოთახში გავდიოდი დასვენებაზე,სანდრომ,რომ მომწერა კაბინეტში შემოდი ჩემთანო.წავედი მეც მისი კაბინეტისკენ და დირექტორთან ერთად,რომ დამხვდა კაბინეტში,მეთქი რა დავაშავეთქო
-მოდი სანა შვილო
-კიდევ ერთხელ გამარჯობა ალექსანდრა
-გამარჯობათ ბატონო გელა
-სანა შვილო სასიხარულო ამბავი უნდა გითხრა,სკოლის სასახელო მოსწავლე ხარ და ამიტომ განათლებამ გადაწყვიტა გამოცდები მოგიხსნას და არ გექნება შესაბამისად
-ბატონო გელა..ეს როგორ კი მაგრამ
-შენი სწავლის დამსახურებაა სანა და კიდევ რა უნდა გითხრა,ბატონმა ალექსანდრემ როგორც შემატყობინა ფიზიკას ყველაზე კარგად შენ სწავლობ მთელ პარალელებში,მიუხედავად იმისა,რომ ვერ იტან ამ საგანს.მე და ბატონმა ალექსანდრემ ერთობლივად გადავწყვიტეთ გაგიშვათ ინგლისურენოვან ბანაკში ერთი თვით,სადაც ყველა საგანს უმაღლეს დონეზე ასწავლიან გართობასთან ერთად და განსაკუთრებით ფიზიკას
-ბატონო გელა არც კი ვიცი როგორ გადაგიხადოთ მადლობა.გაოცებული ვარ,არ ველოდები ამდენ კარგ ამბავს დღეს
-რას ამბობ შვილო,შენ ისწავლე და ცოდნა არ იკარგება ხომ ხედავ.გილოცავ სკოლის ყველაზე წარმატებულო მოსწავლევ შენს ამ წარმატებებს და კიდევ წინ გაქვს ბევრი რამე
-დიდი მადლობა ბატონო გელა და თქვენც ბატონო ალექსანდრე ჩემი შექებისთვის
-კარგით დაგტოვებთ სანა ახლა და შენ და ალექსანდრემ ისაუბრეთ,გაგაცნობს რაღაცეებს ბანაკის შესახებ
-კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ბატონო გელა

დავრჩით მე და სანდრო კაბინეტში მარტო,ჯერ კიდევ შოკში ვიყავი და არც კი ვიცოდი გაოგნებისგან რა უნდა მექნა.გამოცდები არ მექნება ღმერთო,რა მაგარია და კიდე ბანაკი ერთი თვით უმაღლესი სწავლით,ვაიმე გულის შეტევა დამემართება ახლა
-სანა იმსახურებ ამ ყველაფერს ნამდვილად
-ფიზიკოსო უკვე ვაბოდებ შენზე,ძალიან ძალიან დიდი მადლობა შენ,რომ არსებობ და ყველა დღეს მიფერადებ
-მოდი ჩემთან ჩაგეხუტო

ვეხუტებოდი სანდროს და გული ამოვარდნას მქონდა სიხარულისგან.
დანარჩენმა გაკვეთილებმაც მშვენივრად ჩაიარა,ყველა მილოცავდა ამ წარმატებას და მეც მთელი გაკვეთილები გაბადრული სახით დავდიოდი.გაკვეთილები,რომ დამთავრდა ეგრევე სახლში წავედი,სანდრო არ მინახავს,მემგონი წასულიც იყო უკვე სკოლიდან,არ ქონდა გაკვეთილები დღეს ბევრი.სახლში,რომ მივედი გამოვიცვალე და სამზარეულოში გავედი.სად გაშპა ეს ხალხი ნეტა რო არავინ იყო.გავამზადე სალათა და დავჯექი საჭმელად ქეთი და გაბო რო შემოვარდნენ სახლში გიჟებივით
-რა იყოთ ხალხნო,მეთქი ტორნადო ხო არაათქო
-დაჯექი,მაგარი ამბავი უნდა გითხრათ
-აბა თუ იცი ვინ ჩამოდის
-თუ არ მითხარით საიდან მივხვდები ადამიანებო
-აკო
-ჰაა,მეღადავებით ხო?
იმხელა ხმაზე ვიკივლე მე თვითონ შემეშინდა
-არა გოგო,დაგვირეკა,ჩვენც შოკში ჩავვარდით,ხვალ დილით უნდა დავხვდეთ აეროპორტში
-ვაიმეე არ მჯერა ხალხნო
-თუ გახსოვთ ბოლოს როდის ვნახეთ
-კი 8 წლის წინ

აკო ქეთის და გაბოს ნახევარძმაა,მაგრამ ამას ჩვენ დიდ ყურადღებას არ ვაქცევდით.აკო იყო ჩვენი დედაც და მამაც,დაც,ძმაც,მეგობარი და ყველაფერი.ყველაზე უფროსი იყო ჩვენში,მერე მოხდა რაღაც გაუგებრობა და გადაიკარგა საზღვარგარეთ,8 წელია არ გვინახია,არადა ყველას გვენატრებოდა ეგ დამპალი

-აუ რა მაგარია ხალხნო,როგორ მომენატრა ეგ დამპალი
-კაი სანა ნუ აფორიაქდი ახლა
-ახლა მე უნდა გითხრათ მაგარი ამბავი
-ჰა გისმენთ მიდი
-ნუ მე ხო კარგად ვსწავლობ ახლა,ხოდა გელამ დამიბარა დღეს და ჩემი კარგად სწავლის გამო გამოცდები მომიხსნეს ფიფოლ,ავოიეე
-ვაიმე რა მაგარია გოგო გილოცავ
-მეც გილოცავ სანა
-მადლობა შიკუნა და ქესინო
-და ახლა მეორე კაი ამბავიც მაქ
-მიდი დაფქვი
-ინგლისურენოვარ ბანაკში მიშვებენ ერთი თვით,სადაც ფიზიკას ასწავლიან ყველაზე მაგრად და მთელ პარალელებში სანდროს უთქვია გელასთვის ფიზიკას სანა სწავლობს ყველაზე კარგადო და აგვისტოში ვგულაობ
-ვაა შეხედე ქესი ამას თურმე რა კარგად სწავლობს,მიბაძე გოგო რამეში
-შიკო დამშვიდდები ახლა თუ გხიო ტაფა სიფათში
-კაი ხო რა იყო ქეთინო,გილოცავ სანა,კიდევ ბევრი წარმატებები ჩემო გოგო
-მეც გილოცავ ძევოჩკა
-მადლობები,ეჰჰ წავედი ახლა მე სამეცადინო მაქ,ეს დედაჩემი სად დადის და მარიც სად დაყავს არ ვიცი.სახლში იქნებით თქვენ თუ მიდიხართ სადმე?
-არა,სახლში ვიქნებით
-კაი წავედი აბა მე,ჩაო ბაღნებო

ვმეცადინეობდი საღამომდე,თავი არ ამიწევია წიგნებიდან,მინდოდა უფრო მეტად მესახელებინა ჩემი სკოლა და მეც უფრო წარმატებული ვყოფილიყავი.7 საათი იყო უკვე და მეც ოთახიდან გავედი,მომშივდა თან.მამაც ახლა მოვიდა,გავაწყვე მაგიდა და დავჯექით ყველა,დედაც და მარიამიც მოსულიყვნენ უკვე.მალევე ვჭამე,ჩემებს ვუთხარი ოთახში ვიქნებითქო და გავედი.ცოტახანში კარებზე დააკაკუნეს
-მა,შეიძლება შემოვიდე?
-კი მამა მოდი
-სანა ვილაპარაკოთ?
-ხო მა,მოგიყვები ყველაფერს და შენი რჩევაც მჭირდება
-გისმენ შვილო,რითაც შემეძლება დაგეხმარები

მოვუყევი მამას ყველაფერი,საერთოდ არაფეი გამომიტოვებია,კოცნაც კი.მამასთან არაფრის მრცხვენოდა,ყველაფერი იყო ჩემი,ძმაც,მამაც და მეგობარიც.ბოლოს მოყოლა,რომ დავასრულე ველოდები რას მეტყოდა

-სანა,შვილო,შეიძლება თქვენი ურთიერთობა რაღაც მხრივ არასწორია,იმის გამო,რომ ის მასწავლებელია და შენ მოსწავლე.ასეთი ურთიერთობები კი მოსწავლეს და მასწავლებელს არ შეეფერებათ,მაგრამ მა სიყვარულს იმხელა ძალა აქვს ეგ ვერაფერს დააკლებს.თუ შენ თვლი რომ ალექსანდრესთამ ბედნიერი იქნები,მაშინ მეც შენი ბწდნიერების მეტი არაფერი მინდა.ახლა დიდი გოგო ხარ უკვე,ამიტომ მე ვერაფერს დაგიშლი.სულ მე არ გეყოლები მა და გადაწყვეტილებები შენით უნდა მიიღო.ბედნიერებას გისურვებთ რაღა დამრჩენია სათქმელი
-შენ ყველაზე მაგარი მამა ხარ მსოფლიოში,მიყვარს მამა ალექსანდრე და ჩემთვის ის ყველაფერია
-ვიცი მა,მეც,რომ მიყვარდა პირველად შენსავით ვიყავი.შენ ხარ მამას პრინცესა გოგო.წავედი ახლა მე დავიძინებ თორე ხვალ ვმუშაობ,ტკბილი ძილი პრინცესა.ისე სანდროს სახლში თუ მოიპატიჟებ ძალიან კარგი იქნება,სიძე ხო უნდა შევაფასო ფიზიკურად.თორე მის სულიერებაზე შენ იმდენი მელაპარაკე ღმერთკაცი მგონია
-ოხ მამა,შენ არ იცვლები რა,სიბერეშიც იუმორი გაქვს
-რა სიბერე გოგო,ახალგზარდა კაცი ვარ ჭაღარაც არ მაქ ჯერ
-ერთ ღერსაც კი ვერ იპოვი
-ეჰჰ წავედი ახლა მართლა,ტკბილი ძილი
-შენც მა

იმდენად ბედნიერი ვიყავი მამაჩემის ჩემი და სანდროსადმი დამოკიდებულებით თვალები მიბრწყინავდა.ვიცოდი მამა წინააღმდეგი,რომ არ იქნებოდა ჩვენი ურთიერთობის,მაგრამ მასთან ლაპარაკით შვება ვიგრძენი.ყოველთვის ასე იყო,ის მიგებდა და სულ გვერდით მედგა,დედა კი ყოველთვის ჩემი აზრის საწინააღმდეგოს ფიქრობდა.საღამურები ჩავიცვი და ლოგინში შევწექი.არაჩვეულებრივზე არავვეულებრივად მეძინა იმ ღამით,სიზმარშიც რო სანდრო მესიზმრება.დამაცადოს ფიზიკოსმა გადავუხდი სამაგიეროს.
დილაც მშვენივრად დაიწყო,ადრე გამეღვიძა თან.წყალი გადავივლე და ჩავიცვი,სამზარეულოში გავედი,ყველა იქ შეკრებილიყო უკვე.
-გამარჯობათ ოჯახობა
-მოდი მამა დაჯექი და ისაუზმე,გაგიყვან მე სკოლაში
-ბიძია იყოს მე გავიყვან,საქმე მაქ მაინც
-როგორც გინდა გაბო
-ქეთინო ხელებს მოგატეხავ,ორი წუთი გავიხედე გოგო,რაიყო უკვე რო შემიჭამე ეს კარაქიანი პური
-დეიდა,ბიძია უთხარით ამ რეგვენს რა ჭამა მაცადოს
-ქეთევან როდის უნდა გაიზარდო შვილო
-დეიდა სულ მაგას შეიძლება მეუბნებოდე,რაღაცა ახალი მითხარი ახლა
-ოხ ქესინო
-ჰე მიდით ახლა ჭამეთ,თორე მერე საქმე გვაქ ჩვენ
-ვსო მე მოვრჩი უკვე
-მეც
-მეც

მე,გაბომ და ქეთიმ ერთად მოვრჩით საუზმობას და ავდექით

-5 წუთში ჩამოვალ,ჩადით თქვენ
-კარქი ფისო

ოთახში შევედი,ჩანთა ავიღე და კიბეებზე ჩავრბოდი ფეხი,რომ გადამიბრუნდა,სიმწრისგან ვიყვირე და ცრემლები წამომივიდა.ფეხზე ვერ ვდგებოდი საერთოდ.მეზობელი გამოვარდა ჩემს ყვირილზე
-რა დაგემართა სანა შვილო?
-ფეხი გადამიბრუნდა ნათელა ბებო და ვერ ვდგები საერთოდ,მტკივა საშინლად,თუ შეგიძლიათ დედაჩემს დაუძახეთ რა
-კი შვილო ახლავე
მამაჩემი გამოვარდა სახლიდან და ფეხზე წამომაყენა,მტკიოდა და ფეხს ვერ ვდგამდი ძირს საერთოდ
-შვილო ყველაფერი შენ როგორ უნდა დაგემართოს
-ოო რავიცი მამა,გადამიბრუნდა და ჩამოვგორდი ძირს მერე
-წავიდეთ ახლა საავადმყოფოში,მოტეხილი გაქ მემგონი კოჭთან
-აუ,არ მინდა რა გთხოვ,ხო იცი ვერ ვიტან საავადმყოფოებს
-გჭირდება და ხმა არ გავიგო ახლა შენი
-კარგი ხო უფფ
მამამ ჩამიყვანა გაბოს მანქანამდე და ჩამსვა,გაფართოებული თვალებით მიყურებდა ორივე და-ძმა
-5 წუთიც კი ვერ გაგივლია გოგო მარტო,რა გჭირს შენა ასეთი
-კაი რა ქეთი ჩემი გაჭირვება მაქ ახლა
-ბანდალა ხარ რა
-შიკო წამიყვან ახლა თუ წავიდე ჩემით
-ხო წადი შენით
-კაი
-დაეტიე გოგო,სად მიეთრევი ახლა ფეხნატკენი
-ბიძია წამოხვალ შენც?
-ხო აბა,ჰე წავედით ახლა
საავადმყოფოში,რომ მივედით ექიმმა რენდგენი გადამიღო ფეხზე და მოტეხილი მქონდა კოჭთან,მართალი უთქვია მამას,თვენახევარი უნდა მქონდეს ახლა თაბაშირში,აუ რა დავაშავე ღმერთო.იარე ახლა სანა თაბაშირით და ყავარჯენით და იყავი.მანქანაში ჩავჯექით,ნუ ჩავჯექით რა ჩამაჯინეს და სანდრომაც დამირეკა თან
-რატო არ ბრძანდები სკოლაში ქალბატონო?
-ფეხი მოვიტეხე
-რაა?სად ხარ ახლა?სანა სერიოზული ხო არაა რამე?მითხარი სად ხარ და მოგაკითხავ
-დაწყნარდი სანდრო,ვიყავი უკვე საავადმყოფოში და თაბაშირში უნდა მქონდეს თვენახევარი
-ყოჩაღ,მაგარი ხარ,როგორ მოახერხე
-კიბეებზე ჩამოვდიოდი,ფეხი გადამიბრუნდა და ჩამოვგორდი
-ბადალი არ გყავს დაცემაში რა
-მადლობა,როგორ მამხნევებ
-მიხედე თავს იცოდე
-კარგი,წავედი ახლა სახლში მივდივარ უკვე
-მიდი და ჭკვიანად

ყველაზე საშინელი დღე მქონდა მემგონი დღეს ცხოვრებაში,მთელი დღე ვიწექი და არაფერი გამიკეთებია.აკოსაც ჩემს გამო ვერ დახვდა გაბო და ახლა სადაა ვინ იცის,ან თუ ჩამოვიდა.ინტერნეტშიც არაა და მისი ნომერიც გათიშულია.ამ წოლამაც წელი გამიშეშა რა,სანდროც არ შემხმიანებია მეტჯერ.ცხრა საათი იყო დასაძინებლად,რომ დავწექი და ფეხი ისე მტკიოდა,გამაყუჩებელი დამალევიეს ბოლოს და მალევე ჩამეძინა.скачать dle 11.3

 




№1 √ სტუმარი ™ Guest Ninako

Dzaan pantastikashi gadagivida shenc xo xvdebi Ra sisulelea mara pizika tu ezizgeba am gogos sauketesod rogor scavlobs anu ranairad. Da cesit orive mshobeli unda ushlides mascavleblis shekvarebulobas toesW, direktoris
Ravi aba
Gadmouxvie cota realobisken

 



№2  offline √ წევრი ™ ელპინი

Guest Ninako
Dzaan pantastikashi gadagivida shenc xo xvdebi Ra sisulelea mara pizika tu ezizgeba am gogos sauketesod rogor scavlobs anu ranairad. Da cesit orive mshobeli unda ushlides mascavleblis shekvarebulobas toesW, direktoris
Ravi aba
Gadmouxvie cota realobisken

ავღნიშნე თავიდანვე რო კარგად სწავლობდა ფიზიკას მიუხედავად იმისა,რომ არ უყვარდა.მადლობა დიდი მაინც,რომ წაიკითხე❤❤ვეცდები გავითვალისწინო

ვინც ელოდებით მერვე თავს ან თუ ელიდებით ვინმე საერთოდ მაპატიეთ დააგვიანდება და არვიცი რამდენი ხნით,შეიძლება არც დავწერო,ბოდიშით ყველას და მადლობა დიდი❤❤

 



№3 √ სტუმარი ™ Guest მარიამი

აუ გააგრძელე რა ,მომწონს და ველოდები,იმედია არ დამაღალატებ

ძალიან კარგია და გააგრძელე არ შეწყვიტო რა

 



№4  offline √ წევრი ™ ელპინი

Guest მარიამი
აუ გააგრძელე რა ,მომწონს და ველოდები,იმედია არ დამაღალატებ

ძალიან კარგია და გააგრძელე არ შეწყვიტო რა

მარიამ,მადლობა ძალიან დიდი❤❤სტიმულს მაძლევ შენი სიტყვებით,ვეცდები არ დავაგვიანო
და იმედები არ გაგიცრუო ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent