შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წართმეული სისპეტაკე თავი მეოთხე


24-08-2017, 23:24
ავტორი -venus-
ნანახია 1 323

წართმეული სისპეტაკე თავი მეოთხე

ცრემლები მოსდიოდა, გაურკვევლობის, შიშის, და პროტესტის ცრემლები... არ იცოდა რა უნდა ექნა. კაცისგან იყო ფეხმძიმედ, რომელიც მხოლოდ ერთხელ ყავდა ნანახი, ისიც ძალით!
გამოვარდა საპირფარეშოდან და ტელეფონი აიღო...
- ბეე, როგორ ხარ? ხმა საკმაოდ მოწყენილი ქონდა.
- კარგად ბები, ძალიან მომენატრე, შენ როგორ ხარ?
- არ ვიცი. რაღაც უნდა გითხრა! შენს მეტი მე არავინ მყავს ვინც ამ მომენტში გვერდით დამიდგება, მამაჩემს დანახვა არ უნდა ჩემი, არც ანას და გიორგის, დედაჩემი კი... ხმა აუკანკალდა დედის გახსენებაზე, მარტო მან იცოდა რას გრძნობდა, როგორ ენატრებოდა, რა ხდებოდა მის ბობოქარ გულში... - დედას უბრალოდ მამის ეშინია... დაასრულა წინადადება, ღრმად ამოისუნთქა და გააგრძელა... - ბეე, ვიცი ორმ შენ ყოველთვის გვერდზე დამიდგები. თვალები დახუჭა ქუთუთოები მაგრად დააჭირა ერთმანეთს თითქოს წინ ედგა ბებია და სირცხვილით თვალს ვერ სწორებსო...
- ფეხმძიმედ ვარ. რამოდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ბებიამ ხმა ამოიღო, უფროსწორად მხოლოდ ამოიხვნეშა..
- რას აპირებ მერე? შეეტყო რომ გაბრაზდა, ეწყინა, შესაძლოა ცოტათი გაუხარდა კიდეც...
- იმიტომ გირეკავ, არ ვიცი... რა ვქნა ბეე? ამოისლუკუნა და ტირილი დაიწყო, პირზე ხელი აიფარა და ცდილობდა შეეკავებინა თავი თუმცა ყველაზე ძალიან უნდოდა რომ მთელი ძალით ებღავლა, ეტირა, განთავისუფლებულიყო ამ ყველაფრისგან, მაგრამ თავს იკავებდა.
- აბორტს... ცოტახანი გაჩერდა ქალბატონი, - არ გაიკეთებ რათქმაუნდა! ბავშვს არაფერი დაუშავებია. გაგიჭირდება, მაგრამ გააჩენ! მტკიცე იყო ბებია...
- კი მაგრამ, როგორ, რანაირად...
- მე შენს გვერდით ვარ, არავინ არის საჭირო იმისთვის რომ შენი ნაწილი მოავლინო ქვეყანას. ვისაც არ უნდა ნუ უნდა! ნუ ნახავს, ნუ მოგეხმარება! მოვა დრო და ყველა მოგიბოდიშებს ბები, მიხვდებიან რა ბრილიანტიც დაკარგეს...
- ძალიან მიყვარხარ ბეე! პირველად გაიღმა გულწრფელად, თუმცა თვალები ისევ დარდიანი ქონდა...
ტელეფონი გათიშა. მუცელზე ნაზად დაისვა ხელი, შემდეგ სარკესთან მივიდა, გვერდულად დადგა და გაიღმა.
- ნეტა გოგო ხარ თუ ბიჭი?

ორსულობის გაგების შემდგომ, მიხვდა რომ საერთო საცხოვრებელში ვერ იცხოვრებდა, სამსახური უნდა ეშოვნა უეჭველად, ნორმალური ბინა უნდა ექირავებინა პირობებით...
კარზე ჩამოკიდული ჟაკეტი აიღო, მოიცვა და ქვემოთ ჩავიდა... ცოტახანი პარკში სეირნობდა, ფიქრობდა მომავალზე, ბავშვზე საკუთარ თავზე, თმცა არც ერთხელ, არც ერთი წამის მეასედში თორნიკეზე არ უფიქრია... იქვე გაზეთის ჯიხური დაინახა, მივიდა და გაზეთი იყიდა სადაც ვაკანსიები იყო... მალევე დაბრუნდა სახლში, ოთახის მეგობარი მარიამი უკვე სახლში დახვდა, საწოლზე წამოწოლილიყო და თავის პატარა ლეპტოპიდან დედ-მამას ესაუბრებოდა...

მაგიდას მიუჯდა თიკა, ჩაი გაიმზადა და საქმეს შეუდგა... არაფერი ნორმალური, ოფისები, უმაღლესი განათლება, უცხოენები, გამოცდილებები... – „მოკლედ რაა, გამოუცდელ სტუდენტს არ აქვს შანსი სამსახური იშოვოს თუ რა უბედურებაა?“ ნერვებ მოშლილმა ჩაილაპარაკა, იფიქრა რომ მარიამი ვერ გაიგებდა..
- შენ რა, სამსახურს ეძებ? მშობლებლთან ლაპარაკის შემდეგ ლეპტოპი დახურა და თიკას მიუჯდა.
- ხო მარიამ, არის რაღაც რის გამოც აქ ვეღარ დავრჩები.
- და რა არის ასეთი? ეწყინა აშკარად.
- მარიამ, ფეხმძმედ ვარ..
- ვაიმეე, არარსებობს!! სიხარულით წამოხტა და თკას ჩაეხუტა.. - ეგრე რააა! მე კიდე მეგონა რომ მთელი ცხოვრება ქალიშვილი დარჩებოდი... გაიცინა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
- მარიამ რა სასაცილოა ღმერთო... მობეზრებულად აატრიალა თვალები... სერიოზულად ცოტა...
- ხო კარგი რა იყო, გეგონება მეორედ მოსვლაა, ბავშვს გააჩენ რაა და ვსო, ეგარის...
- ეგრე ადვილად რომ იყოს...
- კაი რა, ესე ყველაფერზე თუ დაიგრუზე არ იქნება ადვილი...
- შენ მაინც გეყოს რა... ხო იცი რაც მოხდა, როგორ შეგიძლია ასე ლაპარაკი...
- ზუსტადაც რომ ვიცი, და რომ ვამბობ რომ ნაგავი და-ძმა გყავს იმიტომ შემიძლია ასე ლაპარაკი. კი ყველაფერი კოშმარული იყო, ტრაგედია, სისულელე, უაზრობა, მაგრამ ხო ხედავ, ღმერთმა ბავშვი მაინც გაჩუქა.
- ეს სხვა სიტუაციაა, საყვარელი ადამიანისგან რომ მყავდეს, კიდევ ხო... თავი ჩაღუნა და ხელს თავი დააყრდნო...
- აი ეგ არის შენი საყვარელი ადამიანი ამის მერე, ვინც მუცელში გყავს! გეყოს ახლა ამდენი ნერვიულობა და იფიქრე ბავშვზე!
- ვფიქრობ, ვფიქრობ... ახლა სამსახური მაქვს საშოვნელი, ბინა. მერე იქნება რამე...
- მომისმინე, მეგობარი მყავს, რესტორანში მუშაობს, სანამ მუცელი გაგეზრდება იქნებ იქ დაიწყო? დაველაპარაკები და არამგონია უარი მითხრას.
- მაწყობს კი, თოტე გაზეთში ყველას უმაღლესი განათლება და უცხო ენები უნდა...
- მაგათმა ხო შეჭამეს ტვინი რა, გეგონება თვითონ სამი დიპლომი უკვრიათ კედელზე. გაიცინა და ყავის მოსადუღებლად გაზქურასთან მივიდა...


კაზინოს ბნელ კუთხეში იჯდა, აპარატს აწკარუნებდა, ღილაკებს ურტყავდა, იგინებოდა, ალკოჰოლით და სიბინძურით იყო გაჟღენთილი მისი სხეული... ტვინი კი ათასი დანაშაულის ჩადენის სურვილით. ფიქრობდა ვისთვის რა მოეპარა რომ სათამაშო ფული ჰქონოდა... მობილური ამოიღო და საყვარელ დაიკოსთან დარეკა...
- ანა! ფული მჭირდება. გამოუცახდა
- კიდე? რამეს ხომ არ ინებებთ? ჩვეულ ირონიას არ კარგავდა ანა.
- კაი რა!
- კაი რა არ ვიცი მე! არა და მორჩა, ფულზე აღარ დამირეკო, შენს გამო არ ვიკლავ მე თავს მაღაზიაში მუშობით! მიახალა და გაუთიშაა..
ამის დედაც მოვტყ*ნ. დაიღრიალადა ტელეფონი აპარატზე დაახეთქა. წამოდგა და კაზინოდან გამოვარდა. ერთადერთი ადგილი იყო დარჩენილი, სადაც არ მისულა, საიდანაც არ წამოიღია ნივთები, რისი გაყიდვაც შესაძლებელი იყო! ეგულებოდა რაღაც ნივთები...
სახლთან ახლოს იყო, ფანჯრიდან მოჩანდა ქალბატონი, სამზარეულოში ფუსფუსებდა... ცოტახანში დაინახა რომ ჩაიცვა, ჩანთა აიღო და სახლიდან გამოვიდა... როდესაც ჭიშკარი გააღო დაგავიდა ეზოდან, ნელ-ნელა, ფეხაკრეფით, აქეთ იქით ყურებით კარებს მიუახლოვდა. ჯიბიდან თხელი მავთლი ამოიღო, პირები საკეტში შეურჭო, ცოტახანს იწვალა თმცა ბოლოს მაინც გადაატრიალა და კარი გააღო. შესვლამდე უკან მიიხედა, როცა დარწმუნდა რომ ახლომახლო არავინ იყო შევიდა... ბებიის ოთახში შევიდა, ტრილიაჟზე ზარდახშა დაინახა. მივარდა, სწრაფად მოქმედებდა...
ზარდახშაში უამრავი ბიჟუტერია იყო, თუმცა ერთი ყელსაბამი ეცნო, თიკას ყელსაბამი, ყოველთვის ყელზე ეკეთა, გაუკვირდა რომ იქ დახვდა, თან გაუხარდა, ოქრო იყო. სწრაფად აიღო და ჯიბეში ჩაიგდო, კარადასთან მივიდა წიგნები ელაგა, ძველი წიგნები ადმოყარა და ერთერთიდან ფული გადმოცვივდა, ხუთას ლარამდე... დაიხარა ასაღებად, როცა კარის ჭრაჭუნი მოისმა.
დაფეთებულმა წამოკრიფა თანხა, ჯიბეში ჩაიდო და უცებ გასწორდა წელში, წიგნებიკი ხელში შერჩა... გაოგნებული ქალი, ოთახში შემოვიდა და შვილიშვილის დანახვაზე ამოისუნთქა, კარი ღია რომ დარჩა შეეშინდა, არადა დარწმუნებული იყო რომ დაკეტა...
- ოჰ, გიორგი, გული გამისკდა, აქ რასაკეთებ?
- ბ ბე ბო... დაბნეული ბლუყუნებდა. არაფერს, რაღაც წიგნს ვეძებდი და გამახსენდა რომ შესაძლოა შენ გქონოდა. უცებ მოიფიქრა ტყუილი, რადგან წიგნები ეჭირა ხელში იფიქრა რომ უფრო დამაჯრებელი იქნებოდა...
- შენ და წიგნი? დარწმუნებული ხარ გიორგი? ნელა აათვალიერა ქალმა ვაჟი და ჯიბიდან ამოწეული ას ლარიანის დანახვაზე მიხვდა რაშიც იყო საქმე...
- ხო, წიგნიდა მე… გაეკრიჭა და იქაურობიდან გაცლას ცდილობდა...
ქალი გაშეშებული იდგა და მიადევნებდა თვალს, მის შვილისშვილს, თუმცა იყო კი ის შვილიშვილი? რატომღაც ეჭვი ეპარებოდა, შვილიშვილები ასე არ იქცევიან, შვილიშვილები ბებიებს არ წურდავენ...
- გიყურებ და ვვოცდები... ვერ ვიგებ როდის გახდი ასეთი ნაგავი!!! ქალი ტელეფონთან მივიდა, პოლიციაში დასარეკად... როცა გიორგიმ ნომერს მოკრა თვალი, გიჟივით მივარდა და ხელი კრა... ვერ გაიზრა უცებ, ვერ გააცნობიერა, ვერ მოზომა. გაშეშდა, თვალები გაუფართოვდა, ელდა ეცა, შიშიც შეერია, თვალზე ცრემლიც მოადგა, მაგრამ არაფერი იღონა.
ჯიბიდან თიკას ყელსაბამი ამოიღო და იატაკზე დააგდო, ოქროსფერმა ფერი იცვალა... წითლად შეიღება... გიორგი კი ლაჩრულად გაიქცა, როცა იატაკი სისხლისფრად შეიღება....
გარეთ გამოვარდა თუ არა, პოლიციაში დარეკა. მოსულებს კი სულ სხვა ჩვენება მისცა...
- ბატონო პოლკოვნიკო, ბებიასთან მოვედი, მოსანახულებლად, კარი ღია დამხვდა, ეგ არ გამკვირვებია, როცა სახლშია ძირითადად კარი ყოველთვის ღიაა.. დროდადრო ხელებს თვალებზე ისმევდა, „ცრემლის“ მოსაშორებლად. - შევედი, თავიდან მეუცნაურა სიჩუმე, მაგრამ ვიფიქრე სამზარეულოშია და იმიტომ თქო. მისაღებ ოთახში, წიგნების კარადიდან წიგნები რომ დამხვდა გადმოყრილი დავვეჭვდი, შემდეგ კი ის დავინახე რამაც გული საშინლად მომიკლა.... თავი დახარა და დამწუხრებულის სახე მიიკერა... ამასობაში ანა ტანია და მალხაზიც მოვიდნენ... ქვითნებდა ტანია, გულამოსკვნილი ტიროდა... დედას მიტიროდა, რომელიც ვერ დაიცვა...
პოლიციელი დაკითხვას აგრძელებდა. კიდევ ათასი უაზრობა იბოდიალა გიორგიმ, შემდეგ ყველა ოჯახის წევრი და მეზობელი დაკითხეს, საეჭვო არავის არაფერი დაუნახავს ან გაუგია... პოლიციამ თიკაზეც იკითხა... დანაშაულის აგილას ყელსაბამი იპოვეს, ექპერტიზაზე გადაგზავნისას, გიორგიმ აღნიშნა რომ ის თიკასი იყო, საკმაოდ ნერვიულობდა, ხელები უკანკალებდა და ენა ებმეოდა ლაპარაკისას, ეს ერთერთ პოლიციელს არ გამოპარვია თუმცა არ ჩაძებია, საყვარელი ადმაიანის დაკარგვას მიაწერა ყველაფერი...


- მარიამ, შენ მეგობარს ელაპარაკე?
- კი თიკკ, მოვიდესოო, ვნახავ რა შეუძლიაო და იმის მიხედვით მივიღებო, აბაზანიდან გამოსძახა მარიამმა...
თიკა ვახშამს ამზადებდა, როდესაც კარზე კაკუნი გაისმა...
კარის გაღებისას თიკა გაოცდა, ვერ მიხვდა რაში იყო საქმე, უცებ განვლილი დღეები გაუელვდა ტვინში, დაფიქრდა რაშეიძლებოდა ისეთი მომხდარიყო რომ მის წინ ორი პოლიციელი იდგა.
- გამარჯობათ, ოფიცერი ნოე ჟორჟოლიანი, ჩემი მეწყვილე თეა დარასელია... შეიძლება შემოვიდეთ? ახალგაზრდა იყო ნოე, დაახლოებით ოცდახუთ წლამდე... მისი მეწყვილე ალბათ ოცდათხუმეტ წლამდე... თიკა გვერდზე გადგა, მათ შემოსაშვებათ. მაგიდასთან დასხდნენ, თიკა უკვე ნერვიულობსგან ფეხს ათამაშებდა...
- უკაცრავად, თქვენი მოსვლის მიზეზი რას შეიძლება რომ მივაწერო? როგორც იქნა გაბედა და იკითხა...
- პირველ რიგში, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას... ამის თქმაზე გააჟრჟოლა, უცებ მისმა ტვინმა ვერ გადახარშა, ნოეს ნათქვამი. ხელები აუკანკალდა, მუცელში რაღაც ჩაწყდა, თითქოს ვიღაცამ მაგრად ჩაარტყაო.
- უკაცრავად?
- თქვენ რა არ იცით? გაუკვირდა თეას... თქვენი ბებია, სამწუხაროდ, ძარცვის დროს....
აღარაფერი ესმოდა, სუნთქვა გაუხშირდა, თვალებში დაუბნელდა, გული აეწვა... კივილი უნდოდა, უსუსურად იგრძნო თავი, კედელი რომელზეც დაყრდნობა შეეძლო აღარ ყავს, საყვარელი ბებია აღარ ყავს, იმედი აღარ აქვს... წამოდგომა სცადა თუმცა მუხლებში ძალა დაკარგა და მოწყვეტით დაეცა...

საავადმყოფოში გაახილა თვალი და მაშნვე ცრემლები წასკდა, აქვითინდა პატარა ბავშვივით... გაახსენდა ბებიასთან გატარებული ყოველი წამი, წუთი, საათი... ტიროდა და ვერ იჯერებდა რომ მისი იდეალი ქლაისა, აღარ იყო. ბოლო ლაპარაკი გაახსენდა და ინანა, რომ უფრო მეტი არ ილაპარაკეს. ინანა რომ, მას შემდეგ კიდევ არ დაურეკავს. ინანა, ყველაფერი ინანა... მას ასეთი რამ რომ არ მოსვლოდა ახლა ბებიასთან იქნებოდა, სახლში იქნებოდა, ყურადღებას მიაქცევდა, დაიცავდა. ახლა? ახლა ვერ შეძლო, ვერ დაიცვა. ტირისს...

პალარაში ისევ ნაცნობი სახე დაინახა. ნოე იყო იქვე ფანჯარასთან აყუდებული. სანამ ტირილს არ მორჩა მაქამდე არც უცდია ხმის ამოღება. მერე თიკამ დაინახა. შეცბა, გაუკვირდა. ცრემლები მოიწმინდა ხელის ზურგით და ისევ შეხედა თვალებში...
- გამარჯობათ. ხმაკანკალებულმა წამოიძახა.
- გაგიმარჯოს, გელოდებოდი როდის მოხვიდოდი გონზე.
- გასაგებია, ხმა ჩამწყდარმა უპასუხა.
- კიდევ ერთხელ ვიზიარებ მწუხარებას.ძალა უნდა მოიკრიბოთ და ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი უნდა გამცეთ..
- დიახ, ვეცდები...
- სად იყავით მომხდარის დროს, 16,50-ზე.
- ჩემს ოთახში, საერთო საცხოვრებელში...
- მოწმე გყავთ?
- დიახ ჩემი ოთახის მეზობელი მარიამი.
- გასაგებია. ინმესთან რაიმე ორობლემა ჰქონდა გარდაცვლილს?
ამის გაგონებაზე თვალები აემღვრა, თუმცა თავს ძალა დაატანა და პასუხი გასცა.
- არა, ბებია ძალაინ კეთილი თბილი და მზრუნველი იყო. არავინ ეზიზღებოდა, მტერიც კი, მაგრამ არავინ ყოლია მასეთი.
- ყელსაბამი ვიპოვეთ, სისხლში ამოთხვრილი, სავარაუდოდ თქვენი, თქვენმა ძმამ ასე თქვა... პიჯაკის ჯიბიდან ცელოფანში გახვეული ხელსაბამი ამოაძვრინა, ჩამოშალა და თიკას ანახა..- ნამდვილად თქვენია?
- დიახ. ჩემია... ბებიამ მაჩუქა... თავი ჩაღუნა და ნერვიულად დაიწყო თითებზე თამაში...
- ხომ ვერ მეტყვით თქვენს ნივთს რა უნდოდა ბებიათქვენის სახლში? სავარაოდოდ მძარცველმა თქვენს ყელსაბამსაც მიაგნო თუმცა ან გაუვარდა ან განგებ დატოვა...
- ერთი პერიოდი ბებიასთან ვიყვი, სახლიდან გამომაგდეს... გახსენებაზეც კი შეაჟრჟოლა. - სანამ სწავლა დამეწყებოდა და შევძლებდი საერთო საცხოვრებრლში მისვლას იქ ვიყავი, ალბათ მაშინ დამრჩა… ნაწყვეტ ნაწყვეტ ლაპარაკობდა და ხანდახან თვალს შეავლებდა ხოლმე ნოეს...
პალატაში ექთანი შემოვიდა :
- უკაცრავად, პაციანტისთვის ერვიულობა არ შეიძლება, ფეხმძმედ არის, იქნებ მალე დამთავროთ. გაიღმა, თიკა შეამოწმა და პალატა დატოვა.
ერთახანს გაშეშდა ნოე, თიკას აკვირდებოდა, სახის ყველა ნაკვთი დაუთვალიერა, შემდეგ ძალაუნებურად ნელ-ნელა ქვემოთ ჩამოითანა მზერა, ყელი, ლავიწი, მკერდი, მუელთან შეაჩერა თვალის ფოკუსი, გაიღმა. თიკას დაემშვიდობა და იქაურობას გაეცალა.
ცოტა ეუცნაურა ნოეს ასეთი რეაქცია თუმცა ახლა სხვა სადარდებელი ჰქონდა... ტელეფონი აიღო და ნაცნობი ნომერი აკრიფა...
- პოლიცია რომ არ მოსულიყო და არ ეთქვათ, არ ვიყავი ღირსი რომ ბებიის გარდაცვალება მაინც გემცნოთ?
- მომისმინე. ზედმეტად წყნარი და სევდიანი ხმა ჰქოდა დედას. - ვერ დავრეკე, ნომერი შეგიცვლია, ახალი კიდევ არ ვიცი...
- რომ გდომოდათ დამიკავშირდებოდით, ეგ მიზეზი არარის დედა... კიდევ რაღაც უნდა ეთქვა თუმცა გაიგონა როგორ დაიყვირა მამამისმა, ტელეფონი გამოგლიჯა ხელიდან ტანიას და გათშა... სიმწრისგან ცრემლები ჩამოუგორდა ბაგეებზე, ტვინში აასხა სიბრაზემ, ადუღდა, აფეთქდა...
აღარ უნდოდა საავადმყოფოში გაჩერება, არც ერთი წამი, ადგა, მოიხსნა წვეთოვანი, იქვე მიაგდო და პალატიდან გმაოვარდა... წინ არც იყურებოდა, ისე გამორბოდა, კიბეებთან მოსული მარცხნივ შეუხვია და ვიღაცას მწარედ შეასკდა... თავბრუ დაეხვა, დაეცა, თუმცა რბილად, ძირს არა. სავარაუდოდ ვიღაცამ დაიჭირა.
- სად მირბოდი? ნაცნობი ხმა გაისმა... ნოე იყო...
- მე, მე აღარ შემიძლია აქ ყოფნა, სახლში მინდა... გთხოვთ. სასოწარკვეთლი უყურებდა ნოეს და თვალებით თხოდა რომ იქაურობიდან მოეშორებინა...
იმ წამს კარგად არ დაუნახავს, მაგრამ როცა ქვემოთ ჩამოვიდნენ და ნოე პოლიციის მანქანის მაგივრად, საკუთარი მანქანით იყო, შემდეგღა აათვალიერა, უფორმოდ იყო.
- უკაცრავად, უზდელობაში თ არ ჩამითვლით.. აქ საქმე ხომ არ გქონდათ? ფორმა რომ არ გაცვიათ, იქნებ შეგაყოვნეთ, თუ ასეა მე წავალ... მშვიდი ხმით ესაუბრებოდა, ნოე კი უყურებდა და უბრალოდ იღიმოდა.
- შენს სანახავად მოვვედი... თიკას გაეღმა, ორივე მაქნააში ჩასხდნენ და უნივერსიტეტის ეზოში მდგარ საერთო საცხოვრებლისკენ წავიდნენ...
დანაშაულის ადგილზე, რამოდენიმე კრიმინალურის ეკიპაჟი იყო, იქაურობას კარგად ათვალიერებდნენ, უკვე მეორე დღეა რაც იქარიან მაგრამ ხელჩასაჭიდს ვერაფერს წააწყდნენ, გარდა თიკას ყელსაბამისა... სახლში მხოლოდ თიკას და ბებიის ანაბეჭდები იყო. სავარცხელზე შერჩენილი თმის ღერებიც კი გამოიკვლიეს, დეენემის პასუხით, თიკასი იყო... ნოეს მეწყვილე ადგილზე გახლდათ, ნოეს დაურეკა და მოახსენა ყველაფერი, თმცა ნოეს თქმით თიკა არაფერ შუაში იყო, ანაბეჭდები და თმის ღერი მასთან ცხოვრებით ახსნა, დანარჩენი არც არაფერი იყო საეჭვო...

მეზობელი სახლის ფანჯრიდან ბავშვი იყურებოდა, რაღაცის თქმას ცდილობდა თუმცა ვერ ამბობდა. ერთადერთი რაც შეეძლო ხატვა იყო, მკვლელობის დღის მერე კი მხოლოდ ერთ რამეს ხატავდა, კარებთან მდგომ გიორგის, მან იცოდა, ყველაფერი იცოდა, დაინახა გიორგი იმ დღეს, მაგრამ ვერაფერს ამბობდა... скачать dle 11.3

 




№1 √ სტუმარი ™ Guest nanuka

kargi istoriaa zalian momwons da veli shemdegs <3333

 



№2 √ სტუმარი ™ Guest Mao

Xvaal dadeb shemdeg tavs es noe vingaaaa ratomgac minda es gogo tornikestan darches

 



№3  offline √ ადმინი ™' -venus-

Guest Mao
Xvaal dadeb shemdeg tavs es noe vingaaaa ratomgac minda es gogo tornikestan darches

noe policiis tanamshromelia. ki davdeb :)

 



№4 √ სტუმარი ™ Guest bubu

me tika ro tornikestan minda ra vqna, dzalian momwons es istoria da veli axal tavs

 



№5  offline √ აქტიური მკითხველი ™ უცნობი ქ

რატომ მგონია რომ ნოე თორნიკეს ძმაა? სხვაგვარად ასეთი რეაქცია რატომ ქონდა თიკას ორსულობის შესახებ რომ გაიგო ვერ ვხვდები. კარგი ისტორიაა და ახალ თავს ველი.

 



№6  offline √ წევრი ™ Gimilis gogo

Tika da tornike ertad darchnen ra bolos gtxov

 



№7  offline √ ადმინი ™' -venus-

vnaxot vnaxot .. madloba rom kitxulobt ♡♡

 



№8  offline √ წევრი ™ Tekla99

Ai ver vxdebi ratom gindat tornikestan ro darches? Magis personajs arc vicnobt tanac kargi adamiani saertod ar chans magis sakcielidan gamomdinare tu vimsjelebt. Noes personaji bevrad kargia chemi azrit

 



№9  offline √ ადმინი ™' -venus-

Tekla99
Ai ver vxdebi ratom gindat tornikestan ro darches? Magis personajs arc vicnobt tanac kargi adamiani saertod ar chans magis sakcielidan gamomdinare tu vimsjelebt. Noes personaji bevrad kargia chemi azrit

albat qartuli mentaliteti charbobs savaraudod. vistanac iwva iman unda moiyvanos colad :D vnaxot ra rogor moxdeba madloba azris dafiqsirebistvis ♡♡♡

 



№10 √ სტუმარი ™ Guest მარიამო

როდის დაიდება მორიგი თავი ????

 



№11 √ სტუმარი ™ Guest Mariamo

Rodis dadeb mexutes ?

 



№12 √ სტუმარი ™ Guest Mariamo

Rodis dadev shemdeg tavs

 



№13 √ სტუმარი ™ Guest maiko

rodis dadeb shemdeg tavs?

 



№14  offline √ ადმინი ™' -venus-

Guest Mariamo
Rodis dadev shemdeg tavs

Guest maiko
rodis dadeb shemdeg tavs?

ეხლა ვამთავრებ წერას და დაიდება მაქსიმუმ 15-20 წუთში.. მადლობა მოთმინებისთვის იმედია მოგეწონებათ ♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent