შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამაბრუნე წარსულში +18 (14)


27-08-2017, 00:44
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 398

დამაბრუნე წარსულში +18 (14)

გიორგი დაიკარგა...
მეხის გასროლასავით ჟღერდა ეს სიტყვები, როცა უკვე ერთი კვირის თავზე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ჩაითვალა. დიდხანს ეძებდნენ, ვერ იპოვეს. თავიდან, ყველას ეგონა, რომ თინასთან ერთად გაიპარა, მაგრამ თინა სახეწაშლილი, გონებაწართმეული ეძებდა თავის ერთადერთ სიყვარულს. ეძებდა იქამდე, სანამ არ დარწმუნდა, რომ გიორგი არ დაკარგულა, გიორგი მოკლეს. პოლიციამ ლამევე შეწყვიტა ძებნა. ეტყობოდა, ვიღაც ისეთი იყო გარეული, პოლიციაც რომ უფრთხოდა და მთავრობაც. ეჭვმიტანილადაც არავინ შეურაცხავთ. ყველაფერი ზედმეტად ოსტატურად მიიჩქმალა.
დარწმუნებით ვერავინ ამბობდა, რომ მოკლეს, თინას გარდა. ზუსტად ერთი კვირის თავზე, მამამისის უჯრიდან ცეცხლსასროლი იარაღი აიღო და ვახოს სახლთან აიტუზა. კარზე შეშლილივით აბრახუნებდა, გამწარებული და გაწამებული იყო. მისი ატმისფერი სახე უქორწინოდ დაქვრივების სევდას მოსეროდ შეეფერა, ნაოჭებიც ამშვენებდა უკვე ალაგ-ალაგ.
- რა გინდა? - კარი გააღო ვახომ.
- სადაა? სად დამარხე? - დაიღრიალა თინამ და ერთი ციდა გოგო, იმხელა კაცს ყელში წვდა. ვახო წინააღმდეგობას არ უწევდა.
- ის მაინც მითხარი, სად დამარხე ჩემი საქმრო - სრულ ისტერიკას დაეპატრონებინა ყვავილივით ნაზი და უსუსური არსება.
- არ ვიცი, რაზე ლაპარაკობ.
- არ იცი? - გაეცინა თინას და იარაღი შუბლთან მიადო კაცს.
- გგონია, სიკვდილის მეშინია? - ჰკითხა ვახომ.
- შენ? შენ სიკვდილისთვის რა გასამეტებელი ხარ? სიკვდილი დიად ადამიანებს თუ შემოუღებს ხოლმე კარს. უნდა დალპეს და გაიხრწნას შენი ლეში ცოცხლად - იყვირა თინამ და ვახოსთვის მიშვერილი იარაღი თავის საფეთქელზე მიიდო.
- თინა, სისულელეს აკეთებ - მხოლოდ ახლა დაეტყო ვახოს სახეს შიში.
- სისულელეს? სისულელეს... - ჩაიჩურჩულა თინამ. - ჩემი ერთადერთი სიყვარული თუ ამ სმაყაროში აღარ არის, მაშინ მე რაღა დამრჩენია.... - სახლეტს გამოჰკრა ხელი.
ვახო შეცბა, ასეთი შეშინებული არასდროს ყოფილა. ასე არასდროს დამფრთხალა საყვარელი ქალის დაკავრის მოლოდინით.
ტყვია არ გავარდა. არ ყოფილა დატენილი.
დაბნეულად შეხედა ქალმა იარაღს. უაზროდ გამოჰკრა სასხლეტს რამდენჯერმე, იმის იმედით, რომ დააღწევდა თავს რეალობის ამ საშინელ კოშმარს.
ვახომ შვებით ამოისუნთქა.
- თუ კი ვიცოცხლებ... - აღმოხდა ცრემლებით სავსე ქალს - თუ კი ვიცოცხლებ, მხოლოდ იმისთვის, რათა ისე სასტიკად ვიძიო შური, შენი გონებაც რომ ვერასდროს წარმოიდგენს. მე მხოლოდ შურისძიების ყველაზე შესაფერისი მომენტისთვის ვიცოცხლებ!
უთხრა თინამ და მომაკვდავივით გაიწურა ვახოს სახლიდან.
ვახომ კარი დაკეტა, მუხლებზე დაეცა და მწარედ ატირდა.
* * *
- წარმოგიდგენია? ლამის ნოდიკო სცემა - ეცინებოდა მირანდას, თან ნატალის ახალ ამბებს უყვებოდა.
- დებილია, თვითონ გაიჩალიჩა, მაგრამ თან მეცოდება. მიტოვებულ, ქუჩაში გამოგდებულ ჰაჩიკოს ჰგავს.
- ვაიმე ბოდიში, მაგრამ მემგონი მე უფრო ვარ ჰაჩიკო, ვიდრე ის. - გაუბრაზდა მირანდა.
- შენ ჰაჩიკო კი არა, ის ქალი ხარ, მომავალში 27 კატა რომ ეყოლება და მთელ ცხოვრებას ერთი კაცის მოლოდინში გაიყვანს.
- რა საყვარლად დამწყევლე.
მაღაზიაში მირიანი შემოვიდა ვიღაც ქალთან ერთად. კონსულტანტი ემსახურებოდა და მირანდამ გვერდზე ოთახიდან გაიგო ჯერ მისი ხმა, მერე ღია კარში ცალი თვალით გაიჭყიტა და თავიდან ბოლომდე იხილა.
- მირიანი შემოვიდა ვიღაც ქალთან ერთად - უთხრა ნატალის ტელეფონში.
- ცივი ოფლი ნუ დაგასხამს და ყელს ნუ გამოიჭრი. ხო იცი, შენი ეჭვიანობა უნდა, თორემ მანდ არ შემოიყვანდა.
- კაი, კაი, წავედი. ძვირიანი კლიენტი შემოვიდა, მაგით ცოცხლობს ეს მაღაზია. - გაეცინა მირანდას.
- აბა შენ იცი, ხუთ ლარიანი იების თაიგული კაი ბინის ბასში მიჰყიდე.
- აბა რას ვიზამ.
მირანდამ მაღლა აწეული კოსა ჩამოიშალა, სუნამო შეისხა და წამის მეასედში გაიძრო თბილი შარვალი, რომ მოკლე კაბა ჩაეცვა.
- გამარჯობა - გავიდა სახეგაბადრული. - რით დაგეხმაროთ?
- ვეხმარები უკვე - გაუღიმა კონსულტანტმა.
- ვიცი, ვხედავ, მაგრამ წადი, დაისვენე სოფიკო. ამ ბატონს მე უფრო უკეთ ვარჩევინებ ხოლმე თაიგულებს - მერე მირიანს შეხედა - ისევ იგივე, გნებავთ, რაც რამდენიმე დღის წინ იყიდეთ იმ ქერა ქალბატონისთვის თუ ახლა ისეთი, შავგვრემანს, რომ შეეფერება? - ჰკითხა გველურად. თან მირიანსაც შავგვრემანი ქალი ახლდა, რომელსაც სახე ცოტათი შეეცვალა მირანდას სიტყვების შემდეგ.
- ის ქერა ქალი ჩემი ბიძაშვილია.
- უი, მომიკითხეთ, ძალიან საყვარელია - ირონიულად გაუცინა მირანდამ.
- ვარდები? - ჰკითხა მირიანმა ქალს.
- უიჰ, ვარდების ძალიან ფართო არჩევანი გვაქვს - ჩაეჩრა მირანდა. - გვაქვს წითელი, ვარდისფერი, თეთრი, ყვითელი, ჟოლოსფერი, ლურჯი, თუმცა ყველაზე მეტად ახლა შავი ვარდები მიაქვთ ხოლმე თუ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანისთვის უნდათ. ზოგადად, შავი ვარდი ხელოვნურადაა გამოყვანილი და სურნელი არ აქვს, მაგრამ ჩემთან ჩვეულებრივი ვარდის არომატი დაჰკრავს. - რადიოსავით ქაქანებდა მირანდა - თან ძალიან იაფია, სულ რაღაც ხუთასი ლარი ღირს.
მირიანს ნერწყვი გადასცდა და ხველა აუტყდა.
- აბა? - ჰკითხა მირანდამ ეშმაკური სახით.
მირიანმა საკრედიტო ბარათი გაუწოდა ვითომ ღიმილით, თუმცა მზერაში დიდი მუქარა ეტყობოდა. მირანდამ კმაყოფილი სახით გაატარა მირიანის ბარათი.
- პინ კოდი?
- იყოს, არაა საჭირო, ზეპირად ვიცი - უპასუხა მირანდამ.
კაცმა თავი გააქნია, ისევ მუქარის ნიშნად.
- მირიანთან მყოფი ქალი გაჭირვებით იკავებდა სიცილს, ისედაც ყოფილი შეყვარებულის საეჭვიანოდ რომ იყო მოყვანილი, თავადაც იცოდა.
- უი, შემდეგში ისევ რომ შემოხვალთ უკვე ათასლარიანი თაიგულის საყიდლად, სახლიდან ჩემი საცვლები და რამდენიმე კაბა წამოიღეთ, ღარიბებს დავურიგებ - მიაძახა მაღაზიიდან გასულ მირიანს მირანდამ.
- ეგ თაიგული 50 ლარი ღირდა მირანდა - გაოგნებული გამოვიდა კონსულტანტი მირიანის წასვლის შემდეგ.
- უი, ერთი ნული შემშლია. ეგ არაფერი, გააფთრებული დაბრუნდება, როცა გაიგებს, რომ 700 ლარი ჩამოვაჭერი ანგარიშიდან.
- გვიჩივლებენ და დაგვხურავენ - შეცბა გოგონა.
- ნუ გეშინია სოფიკო, არავინაც არ გვიჩივლებს და ამ თვეში პრემიაც დაგერიცხება.
- ეგ თუ კვირაში ერთხელ მაინც შემოვიდა ჩვენთან, ყოველ თვე დამერიცხება? - გაეცინა სოფოს.
- კი ბატონო. მაინც რვა საათი გამუშავებ და იმსახურებ მაღალ ანაზღაურებას.
- ყველაზე მაგარი უფროსი ხარ!
- შენ უნდა გენახა, რა შეყვარბეული ვიყავი. - სინანულით გააქნია თავი მირანდამ.
- ერთი შეხედვითაც გეტყობათ, რომ გიჟდებით ერთმანეთზე. ისე, ძაან სიმპათიური ბიჭია.
- მაგის სიმპათიურობა ჩავდე კუბოში - მიაწყევლა მირანდამ და მერე იფიქრა, მართლა კუბოში რო ჩაედო, ხომ თავი ექნებოდა მოსაკლავი - მიწა დავაყარე, ოღონდ ცოცხალს და სანახევროდ. სასუნთქი რომ დარჩეს, ისე - გადააკეთა წყევლა.
მოსაღამოებისას, თქეში რომ წამოვიდა, სოფო უკვე წასული იყო სახლში. მირანდა მოთმინებით იჯდა პატარა ოთახში და უცდიდა, როდის გადაიღებდა წვიმა. მაღაზიის მთავარ შემოსასვლელში ფეხის ხმა შემოესმა და ცოტა დამფრთხალი გამოვიდა. არ გაჰკვირვებია, გალუმპული მირიანი რომ დაინახა გაბუსხული სახით.
- რა იყო, ფეხით დადიხართ თუ რატო ხართ სველი?
- სანამ მანქანიდან გადმოვედი და აქ მოვედი, წყალმა წამიღო. შენ კიდე, არ მორჩები თქვენობით ლაპარაკს?
- უცნობებს ასე ველაპარაკები - ირონიულად გაუღიმა მირანდამ. - რამ მოგიყვანათ აქ, უეცრად გაფრენილმა ბიუჯეტმა ხომ არ შეგაწუხათ?
- მაგარი ეშმაკი გოგო ხარ - გაეცინა მირიანს.
- შენ დამპალი ადამიანი... უფრო სწორად, თქვენ.
- ვაა, არ მოგბეზრდა თქვენობით ჩემთვის ქოქოლის დაყრა? ძალიან შინაურულად კი მძარცვამ ხოლმე კვირაში სამჯერ.
- არა, არ მომბეზრებია. უერსსაც იმსახურებთ, რას შემოდიხართ მეორედ თუ პირველად საკმარისზე მეტს გახდევინებენ?
- შენ თუ კარგად იქნები, რამდენიც გინდა, იმდენი მყვლიფე და შეწყვიტე ეს თქვენობით ლაპარაკი, უკვე ნერვებს მიშლი.
- ოჰ, პრეტენზიებიც აქვს - ჩაისისინა ქალმა.
- კაი, მაშინ თქვენობით გაგიყვან სახლში.
- სახლში არ მივდივარ, მაგრამ ნოდიკოსთან გამიყვანე თუ გინდა.
- სად? - გული გადაუქანდა მირიანს.
- ნოდიკოსთან. რა იყო?
- რა რა იყო გოგო, ამ შუაღამისას, რა გინდა კაცთან?
- რა ვიცი. დავლევთ, რამე რომანტიკულ მელოდრამას ვუყურებთ, მერე.... - უნდოდა რამე ისეთი ეთქვა, რომ ბოლომდე გამოეყვანა წყობილებიდან კაცი, მაგრამ ეუხერხულა, თან შეეცოდა რაღაცნაირად.
- მერე?
- არაფერი... არ მჭირდება შენი მიცილება, სახლში მე თვითონაც მშვენივრად მივალ. თუ არა და აქ დავრჩები ღამე.
- გგონია, რომ აქ დაგტოვებ?
- რა იყო, აქამდე არასდროს დაგიტოვებვარ?
- კარგი რაა მირა...
- მირას ნუ მეძახი! დამანებე თავი და სახლში წადი, კიდევ ვიღაც ნაშა გელოდება ალბათ.
- ნაშები, რომ არ მყავს, მშვენივრად იცი.
- აბა, ჩემ საეჭვიანებლად მოძრაობ იმ დიდძუ*უებიან გოგოებთან?
- ხოო - დაეთანხმა მირიანი. - თან ხო იცი, მე პატარა ძუ*უები მიყვარს - თვალი ჩაუკრა ეშმაკურად.
ქალს გაეცინა. მერე საკუთარ თავზე მოესალა ნერვები, რომ ეცინებოდა კაცის ნათქვამზე, რომელმაც თვითმკვლელობამდე მიიყვანა.
- ღმერთო, რა იდიოტი ხარ - თვალები გადაატრიალა მირანდამ...
* * *

მირანდა პატარა ბავშვის გამხდარ სილუეტს ხედავდა. გოგონა იდგა ჩამოყრილი მხრებითა და ქუჩის გადაღმა სწვდებოდა მისი მზერა ხეებს. ვიღაცას ეძებდა. უთუოდ ეძებდა ვიღაცას. შეიძლება დედას, ან მამას...
ბავშვი მარტო იყო, ყველასგან მივიწყებული. ღამის წყვდიადს შეეჭამა ყველა სხივი. მირანდა ხვდებოდა, რომ სიზმარი იყო, მაგრამ ამ სიზმარშიც საოცრად აწუხებდა ბავშვის სიმარტოვე. მასაც ხომ ზუსტად იგივე ბედი ხვდა წილად ბავშვობაში - დაუსრულებელი სიმარტოვე და ღამე, როდესაც მშობელი არ ჩაგკიდებს ხელს, რათა სახლში წაგიყვანოს. ბავშვმა ჯიბიდან ფურცლის პატარა ნაგლეჯი ამოიღო და კითხვას შეუდგა:
ისევ ამოვა მზე და ისევ განათდება სახლი,
შენ კვლავ იდგები მარტო, გულში მოლოდინის ქარით.
სახეზე გეხატება სევდა, ვისაც ელოდები არ ჩანს,
ნუთუ დაგივიწყა ისევ, ნუთუ მიგატოვა კვლავაც?
შენ ისევ დგეხარ გარეთ, ცაზე ვარსკვლავები კრთიან
ზეცას ახედავ და თვალებს სცრემლი მოადგება წყლიანს
ჩუმათ გაიფიქრებ: „ნეტავ მეძებს თუ წავიდა ისიც,
ნეტა ვგათენდება მალე? ნეტა დავინახავ მზის სხივს??
სიმწრის ცრემლებია თვალზე, სულში საშინელი ბინდი,
ფიქრობ და ოცნებობ, იქნებ ვარსკვლავს უყურებდეს ისიც.
მაშინ გაუღმებ ამ ცას, ერთად ვუყურებთო იტყვი.
მთვარე დაგნათის და მანაც, შენი საიდუმლო იცის.
იცის როგორ გცივა სულში, როგორ გამეტებით იბრძვი,
როგორ შეუპყრიხარ მყარად გრძნობის სამუდამო ტკივილს
როგორ დაგათენდა მარტოს, როგორ ევედრები მზის სხივს,
ვიღაც გიყურებს რომ აქ ხარ და თან ვერ იკავებს სიცილს......
ფუჭი იმედი გაქვს გულში, თუმცა აღარ მოვა იცი,
სევდა გიორმაგებს ტკივილს, მაგრამ მაინც იტან მისთვის
ნუთუ გათენდება ისევ? ნუთუ მზე გაფანტავს ტკივილს
გარეთ ფეხზე დგახარ კვლავაც, დგახარ და ერთგულად იცდი.
გოგონას წკრიალა, წვრილ ხმაში ბზარი შეჰპარვოდა. თვალებზე საშინელი დაღლილობა ეტყობოდა. თითქოს ისე, როგორც 100 წლის ადამიანები იღლებიან ხოლმე სიცოცხლით და საოცნებო აღარაფერი რჩებათ. მოულოდნლად, ბავშვის სხეული ისე გაუფერულდა, გეგონება ფილმის სიუჟეტი ყოფილიყოს, გეგონება ვიღაცა სიცოცხლის დროს ქვიშის საათით უზომავდა დ აუკვე ამოწურულიყო დათქმული ხანი.
გოგონა გაქრა...
მირიანს კივილი მოუნდა.
საწოლიდან ლამის გადმოვარდა იმდენი იმოძრავა. სასწრაფოდ შექი აანთო და ფანჯრიდან გაიხედა. ვერ მიხვდა, რატომ ეძებდა სიმზრიდან გადმოსულ სილუეტს თავის ეზოში. ჯანადაბა! ისევ საიდანღაც ეცნობოდა ეს ბავშვი.скачать dle 11.3

 




№1  offline √ წევრი ™ ტკბილიწიწაკა

ახლა წავიკითხე ეს ისტორია და ველი გაგრძელებას <3 საინტერესოა <3 წარმატებები

 



№2 √ სტუმარი ™ Guest ბუსი

აუუუ მალ მალე დადე რა გთხოვ. ძალიან მომწონს

 



№3  offline √ წევრი ™ lamazmani

ძაან მაგარია ეხლა ძალიან არ დაგიგვიანია, ველოდები როდის შერიგდებიან რა ესენი მარა ესეც კაია რო ენატრებათ და წვალდებიან ორივე მალე დადე კარგია ძალიან მომწონს❤❤❤❤

 



№4  offline √ ადმინი ™' Mariiiiami

ლექსიი??შენიიაა?საოცრება იყოოო.აუუუ ვგიჟდებიი მირაზე და მიროზეე.ხომ იციი არაფერი პრეტენზია მე არ მაქ.გენდობი და ველოდები ახალ თავს♥♥♥♥♥

 



№5  offline √ წევრი ™ ანი ანი

მალე დადე რააააააა მაგარია ძალიაააააან

 



№6  offline √ მოდერი ™ ენ ჯეინი

მადლობა ბავშვებო <3 მიხარია, რომ კითხულობთ, მიხარია, რომ მოგწონთ და ერთი სიტყვით, მიხარიხართ ყველანი <3

Mariiiiami
ლექსიი??შენიიაა?საოცრება იყოოო.აუუუ ვგიჟდებიი მირაზე და მიროზეე.ხომ იციი არაფერი პრეტენზია მე არ მაქ.გენდობი და ველოდები ახალ თავს♥♥♥♥♥

კიი, ლექსეი ჩემი ბავშვობისაა smile

 



№7 √ სტუმარი ™ JiJi

ver vitan mirandas dzalian gulis amrevi qalia zedmetadac ki...
ra wyevla da ra krulva imena sopelo tipia...

 



№8  offline √ მოდერი ™ ენ ჯეინი

JiJi
ver vitan mirandas dzalian gulis amrevi qalia zedmetadac ki...
ra wyevla da ra krulva imena sopelo tipia...

ოკ

 



№9 √ სტუმარი ™ Guest ანა

JiJi
ver vitan mirandas dzalian gulis amrevi qalia zedmetadac ki...
ra wyevla da ra krulva imena sopelo tipia...


გეთანხმები. ძალიან უგემოვნო ქალია. ქაჯივით ტლიკინებს. ან რა მანერები აქვს.

 



№10  offline √ წევრი ™ ლილიტიი

JiJi
ver vitan mirandas dzalian gulis amrevi qalia zedmetadac ki...
ra wyevla da ra krulva imena sopelo tipia...


შენს აზრზე ვარ.

 



№11  offline √ მოდერი ™ ენ ჯეინი

ლილიტიი
JiJi
ver vitan mirandas dzalian gulis amrevi qalia zedmetadac ki...
ra wyevla da ra krulva imena sopelo tipia...


შენს აზრზე ვარ.

ოკ. რა საჭიროა, ყველას უყვარდეს <3

 



№12 √ სტუმარი ™ Guest busi

male dadeb shemdeg tavs

 



№13  offline √ მოდერი ™ ენ ჯეინი

Guest busi
male dadeb shemdeg tavs

ki kiii male iqneba

 



№14 √ სტუმარი ™ lanashka

chemo siyvarulo aravis mousminooo....
visac ar moswons ar unda waikitxos da uazro kritikac ar unda mohyves :** imena done xar ra ai dzaan magrad wer da uzomod miyvarxar <3 velodebi shemdeg tavs<3

 



№15  offline √ მოდერი ™ ენ ჯეინი

lanashka
chemo siyvarulo aravis mousminooo....
visac ar moswons ar unda waikitxos da uazro kritikac ar unda mohyves :** imena done xar ra ai dzaan magrad wer da uzomod miyvarxar <3 velodebi shemdeg tavs<3

didi madloba, dzalian maxarebt ❤️❤️
ara, personajia da yvelas xo ar moewoneba? egeti rameebi arasdros ar mwyins

 



№16 √ სტუმარი ™ .

მირანდას პერსონაჟის ნაირი ქალი მესროლე ღმერთო.

 



№17 √ სტუმარი ™ lanashka

ენ ჯეინი
lanashka
chemo siyvarulo aravis mousminooo....
visac ar moswons ar unda waikitxos da uazro kritikac ar unda mohyves :** imena done xar ra ai dzaan magrad wer da uzomod miyvarxar <3 velodebi shemdeg tavs<3

didi madloba, dzalian maxarebt ❤️❤️
ara, personajia da yvelas xo ar moewoneba? egeti rameebi arasdros ar mwyins

ენ ჯეინი
lanashka
chemo siyvarulo aravis mousminooo....
visac ar moswons ar unda waikitxos da uazro kritikac ar unda mohyves :** imena done xar ra ai dzaan magrad wer da uzomod miyvarxar <3 velodebi shemdeg tavs<3

didi madloba, dzalian maxarebt ❤️❤️
ara, personajia da yvelas xo ar moewoneba? egeti rameebi arasdros ar mwyins

yvelaze daxvewilad wer mat shoris vinc ki am saitzea :** da xo kide sigijis kvali ragac saocreba iyo gavogndi OoO eset bombs ar movelodi, bravoo <3 <3 <3

 



№18  offline √ მოდერი ™ ენ ჯეინი

lanashka
ენ ჯეინი
lanashka
chemo siyvarulo aravis mousminooo....
visac ar moswons ar unda waikitxos da uazro kritikac ar unda mohyves :** imena done xar ra ai dzaan magrad wer da uzomod miyvarxar <3 velodebi shemdeg tavs<3

didi madloba, dzalian maxarebt ❤️❤️
ara, personajia da yvelas xo ar moewoneba? egeti rameebi arasdros ar mwyins

ენ ჯეინი
lanashka
chemo siyvarulo aravis mousminooo....
visac ar moswons ar unda waikitxos da uazro kritikac ar unda mohyves :** imena done xar ra ai dzaan magrad wer da uzomod miyvarxar <3 velodebi shemdeg tavs<3

didi madloba, dzalian maxarebt ❤️❤️
ara, personajia da yvelas xo ar moewoneba? egeti rameebi arasdros ar mwyins

yvelaze daxvewilad wer mat shoris vinc ki am saitzea :** da xo kide sigijis kvali ragac saocreba iyo gavogndi OoO eset bombs ar movelodi, bravoo <3 <3 <3

gaixare sixarulo ❤️❤️
.
მირანდას პერსონაჟის ნაირი ქალი მესროლე ღმერთო.

daichire, gesvri

 



№19 √ სტუმარი ™ Guest busi

rodis dadeb shemdeg tavs

 



№20  offline √ აქტიური მკითხველი ™ ლუნი.

ეგრე უნდა შეგაყვარონ თავი და მიზეზის გარეშე მიგაგდონ ;დ
წყევლა კი არა ჩადებთ კუბოში :დ
და სოფლისადმი თქვენი დამოკიდებულება ძაან განსაზღვრავს თქვენი ცხოვრების დონეს და შეგნებას:))
უმაგრესი გოგოა მირანდა :))
ეგრე გააგრძელოს და გააწამოს მირიანი. უარსის ღირსია ❤
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№21  offline √ წევრი ™ tio

მოკლედ,ჩემი საყვარელიი ისტორიააა უკვე,ძალიან მაგარი წერის სტილი გაქვს,შენს პერსონაჟებზე ვგიჟდები უბრალოდ ლოდინის რეჟიმი ძალიან რთულია

 



№22 √ სტუმარი ™ Guest თამთა

აღარ იდება? :(

 



№23  offline √ მოდერი ™ ენ ჯეინი

ლუნი.
ეგრე უნდა შეგაყვარონ თავი და მიზეზის გარეშე მიგაგდონ ;დ
წყევლა კი არა ჩადებთ კუბოში :დ
და სოფლისადმი თქვენი დამოკიდებულება ძაან განსაზღვრავს თქვენი ცხოვრების დონეს და შეგნებას:))
უმაგრესი გოგოა მირანდა :))
ეგრე გააგრძელოს და გააწამოს მირიანი. უარსის ღირსია ❤

ჩემი გამხარებელი ხარ შენ <3
tio
მოკლედ,ჩემი საყვარელიი ისტორიააა უკვე,ძალიან მაგარი წერის სტილი გაქვს,შენს პერსონაჟებზე ვგიჟდები უბრალოდ ლოდინის რეჟიმი ძალიან რთულია

გაიხარე, დღეს დავდებ, შევეცდები ბევრი არ გალოდინო <3

 



№24 √ სტუმარი ™ ტალულა

აღარ აპირებ გაგრძელებას? აღარ დაველოდო?

 



№25 √ სტუმარი ™ lanashka

sad damekarga chemi tkbili? momenatra sheni istoria male dade raa :((( <333

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent