შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ერთს ვერ გაიყოფს (სრულად)


27-08-2017, 16:27
ავტორი Crimson
ნანახია 1 451

ორი ერთს ვერ გაიყოფს (სრულად)

***
-მაიკლ, შვილო! - მისაღები ოთახიდან, დაიძახა სასიამოვნო ხმის მქონე ქალმა და შვილის ოთახისკენ გასწია.
-მაიკლ! - შვილის ოთახის კარები ოდნავ შეაღო ქალმა.
-დედა! – 10 წლის შავ თმიანი ბიჭი გაექანა დედამისისკენ და ჩაეხუტა.
-დღეს სავახშმოდ რესტორანში მივდივართ! - ახალი ამბავი შეატყობინა შვილს, მისი ალერსით გული რომ იჯერა და კიდევ აკოცა ლოყაზე.
-მარტო ჩვენ? - ახალი ამბით ბიჭი საერთოდ არ იყო გახარებული, ეზოში ბავშვებთან ფეხბურთის თამაში ერჩივნა, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნეოდა.
-აჰამ, მარტო ჩვენ - ბიჭმა თავი დაიხსნა ქალის მკლავებისგან, ქალიც წამოდგა და სამზარეულოში შევიდა.
-დაახლოებით ორ საათში მამაშენი მოვა და წაგვიყვანს. მომზადებულები დავხვდეთ. - სამზარეულოდან ჩუმად მოწუწუნე ბავშვს, რომელსაც დედ-მამასთან ერთად რესტორანში წასვლა არ უნდოდა.
-ფუ, შენი! - ქალმა ჩუმად შეკურთხა და სამზარეულოს კართან დადგა.
-ბებიაშენის ნაყიდი ლარნაკი გამიტყდა, იმედია ვერ გაიგებს. მომკლავს! - სიცილით უთხრა ბიჭს და ისევ სამზარეულოში შევიდა.
***
-ნუ დარდობ, ჩვენ შვილს აუცილებლად იპოვიან! - შუა ხნის კაცი, ლამაზი ნაკვთების მქონე ქალს მიუჯდა გვერდით და ჭიქა ყავა მიაწოდა. ქალმაც გამოართვა.
-ჯოშ, დაახლოებით კვირა და სამი დღეა ვეძებთ, მაგრამ... - თვალები ცრემლებით ჰქონდა ავსებული ქალს და ცდილობდა არ ეტირა.
-არ გაბედო და არ დაამთავრო კლარა! - ეცადა მშვიდად ეთქვა. -მაილკლს იპოვიან! - დარწმუნებული იყო კაცი თავის ნათქვამში. ქალი კი იჯდა, ერთ წერტილს უყურებდა გაშტერებული და ცდილობდა არ ეტირა. ცდილობდა...
***
-ჩქარა მაიკლ, მამა უკვე მოვიდა! - აქოშინებულმა ქალმა შვილს ხელი ჩაჭიდა და მანქანისკენ უბიძგა, საიდანაც შუა ხნის კაცი, ღიმილით იყურებოდა. კონკრეტულად თავისი ცოლ-შვილისკენ.
უკვე რესტორანში იყვნენ და ვახშმობდნენ ჯოშმა რომ თქვა -მაიკლ, ხომ იცი ჩემთვის სამსახურს ჩემს ცხოვრებაში რა ადგილიც უკავია?! - ბავშვმა მამას თავი დაუქნია. - კაცმა გააგრძელა -შემოთავაზება მაქვს რომ სიდნეიდან - დანა-ჩანგალი თეფშის გვერდებზე დადო და ბიჭს ხელი ხელზე დაადო. -უარს ვერ ვიტყვი! - ბიჭს გაეღიმა. -...და მეც სხვა სკოლაში მიწევს გადასვლა, ხო?
-ხო! - თითქოს მძიმე ლოდი მოიხნსა მხრებიდან კაცმა და ვახხშმობა განაგრძო, ამ დროის განვმალობაში ქალი მშვიდად ადევნებდა თვალ-ყურს თავის ქმარ-შვილს და თან მიირთმევდა.
-კარგი! - ბავშვს არ უნდოდა სკოლის გამოცვლა, მაგრამ გამოცდილებიდან გაახსენდა, რომ შედავებას აზრი არ ჰქონდა და დანებდა.
***
-ქალბატონო, იმ დღეს რაც ჯერალდების ქალიშვილი მოკლეს იყო რაღაც ჭორები, რომ ბე კორპუსის მესამე ლიფტში სული ბუდობდა და... - ქალის ირონიულმა სიცილმა ახალგაზრდა ბიჭს მონოლოგი გააწყვეტინა.
***
-მაიკლ, როგორი დღე გქონდა სკოლაში? - ღიმილით შეეკითხა დედა შვილს, შუბლზე აკოცა და მხრებიდან ჩანთა მოხსნა.
-ცუდი არ იყო, მაგრამ ბევრ ბავშვს არ დავახლოვებივარ - უემოციოდ თქვა შავთვალება ბიჭმა და მაცივრიდან წვენი გმაოიღო. ქალმა ბავშვის ზურგჩანთა დივანზე დადო და სამზარეულოში შევიდა, სადაც შვილი ეგულებოდა.
-ხვალ სიდნეის ფეხბურთის ბავშვთა კლუბში წაგიყვან, ვნახოთ მწვრთნელს თუ მოეწონე ფეხბურთზე ივლი. ჯანსაღი ცხოვერბის წესსაც დაიცავ და მეგობრებსაც შეიძენ.
-მაგარია - ისევ უემოციოდ თქვა ბიჭმა და სამზარეულოდან გავიდა, დედამ კი თავი გააქნია ღიმილით.
***
-გინდა თქვა, რომ ჩემი შვილი მოჩვენებამ წაიყვანა(!) თუ ატყობ რომ მეძინება და ზღაპრების მოყოლას იწყებ? - ირონიას არ იშურებდა ქალი.
-მე ვიფიქრე...
-არაფერიც არ უნდა გეფიქრა და მოშრდი აქაურობას! - დაუყვირა ქალმა, ვისაც თავისი მეუღლე ცდილობდა დაემშვიდებინა, მაგრამ მხოლოდ ცდილობდა. ბიჭს თვალებით მიახვედრა, რომ ბოდის უხდიდა. ბიჭმა თავი დაუქნია, არაფრის ნიშნად და მათ გაეცალა.
-საყვარელო მაღაზიაში გავალ და წყალს მოგიტან - ღიმილით უთხრა კაცმა ცოლს და შუბლზე აკოცა.
-მალე მოდი, რა! - კაცმა გაუღიმა და ისევ აკოცა შუბლზე და წავიდა.
უეცრად რაღაც ხმაური გაისმა, ქალმა თავი უკან მიატრიალა, მაგრამ ვერაფერი რომ ვერ დაინახა, ფრუტუნით ისევ წინ გაიხხედა. ხმაური ისევ განმეორდა. ქალს ყურადღება არ მიუქცევია, კატა იქნებაო და რაიმე სხვა ცხოველი.
-დედა! - თავისი შვილის ხმა მოესმა, ელვის სისწრაფით მიტრიალდა უკან და თავისი შვილი დაინახა, წითურ თმიან ქალთან.
-აა - წამოიკივლა.
***
-მაიკლ, მიეჩვიე უკვე მარტო სიარულს, ხო? - ღიმილით ჰკითხა მამამ შვილს და დივნის კიდეზე ჩამოჯდა ბიჭს.
-რა მიჩვევა უნდა? - მობეზრებით ჩაილაპარაკა, კაცმა კი თმა აუჩეჩა და ისიც ტელევიზორს მიაშტერდა.
***
-ჯოშ! მიშველე! ჯოშ! - ქალი კიოდა და უკან უკან მიიწევდა. შიშისგან თვალებს არ ახამხამებდა. წინ წითურ თმიანი ქალი ედგა, რომელიც თეთრი დახეული, გრძელი სარაფნით იყო შემოსილი. სახე ძალიან თეთრი ჰქონდა და აქა იქ ყავისფერი ლაქები, ხაზოვნად მიუყვებოდა. თვალები დიდი თეთრი ფერის, მთვარესავით ანათებდა. ბიჭსაც იგივე შეხედულება ჰქონდა, განსხავებით იმისა რომ მას შავი თმა ჰქონდა და არაფერი არ ეცვა, თითქოს გამჭვირვალე იყო.
წითურთმიანი ქალს მიუახლოვდა და ცალი ხელით სახეზე დაუწყო ფათური. ცალით კი ბავშვს ხელს არ უშვებდა რომელიც ჰორიზონტს გაშტერებული გაჰყურებდა და ყოველ წამს -დედას იძახდა. ქერათმიანი ხმას ვერ იღებდა შიშისგან. წითური კი თითების სინქრონულად სმას განაგრძობდა ქალის სახეზე, თან თვალებში უყურებდა. ქერას თვალები ზუსტად ისეთივე თეთრი ფერი უხდებოდა როგორიც წითურს ჰქონდა, კანიც უფრო უთეთრდებოდა და მასაც ყავისფერი ხაზისემბრი ლაქები უჩნებოდა. ტანზე თეთრი სარაფნით იმოსებოდა.
ამ დროს გრძელი რიგის გავლის შემდეგ სალაროში ფული გადაიხადა ჯოშმა ერთი ბოთლი წყლისთვის, და მაღაზია დატოვა. იქ მიდიოდა სადაც თავისი ცოლი ელოდებოდა და თან შვილი ახსენდებოდა, ლამის ეტირებოდა.
ადგილზე რომ მივიდა და ქალი არ დახვდა ლამის გული შეუწუხდა. მთელი ღამე მარტო დაეძებდა ქუჩაზე თავის მეუღლეს და ვერსად ვერ პოულობდა. არა და მხოლოდ ხედვის და სმენი დაძაბვა კმაროდა, სამ მოფრიალე, თეთრებში გამოწყობილ სულსაც შემჩნევდა და მათ ჩუმ, მაგრამ შესამჩნევ წუილსაც. და კიდევ რატომ უნდა მისულიყო სანაგვე ყუთთან? მაგრამ იქ მყოფ პატარა ბიჭის დასახიჩრებულ სხეულს ნახავდა. იქ სადაც თავისი მეუღლე დატოვა, რიტმულად განლაგებული ტყის ბუჩქები იყო, ორი მწკრივი ერთმანეთზე გადაბმული, იქაც რატომ უნდა ჩაეხედა? მაგრამ ქერა ლამაზი ნაკვთების მქონე ქალის დასისხლიანებულ სხეულს დაინახავდა. რატომ უნდა შესულიყო უცნობი, მარტოხელა კაცის საწყობში, მაგრამ იქ წითური ქალის თავს ნახავდა. და მიხვდებოდა...
***
-ბიჭებო, ლიფტით რატომ არ სარგებლობთ? - მორცხვად ჰკითხა მაიკლმა, ახალგაზრდა ბიჭებს ფეხბურთიდან დაბრუნებულმა.
-ამას ვერ გატყვით პატარა ბიჭო, მაგრამ ჯობს შენც ჩვენ მოგვბაძო! - ლოყაზე უბწკინა ქერათმიანმა ბიჭმა მაიკლს და კიბეებს აუყვა. მაიკლი გაბედულად დააწვა წითელ ღილაკს და ლიფტი გამოიძახა. ფეხბურთიდან მარტო მოდიოდა სახლში. მშობლები ამ დროს ჯერ კიდევ სამსახურში იყვენ და მაიკლს ვერ აქცევდნენ სათანადოდ ყურადღებას.
ლიფთში რომ შევიდა უცნაური ხმა მოესმა. -უფროსებს უნდა დაუჯერო, პატარა ბიჭუნავ! - წითურთმიანმა ქალმა თავზე ხელის მტევანი დაადო და გადაიხარხარა. ბიჭს შავი თვალები შიშისგან აევსო და ლიფტის გაღებული კარებიდან გასვლა სცადა, მაგრამ უკვე გვიანი იყო...
***
-ნაპოვნია ორი გვამი, ერთი სადღაც თორმეტ წლამდე ბავშვის და მეორე ქალის! - გამომძიებელმა რაციით შეატყობინა თავის კოლეგებს და ორი ადამიანის ცხედარს დახედა, რომელსაც თავს მაღალი კაცი ედგა და დასტიროდა.
***
-რრრაას მმიკკეთებბ? - ენის ბორძიკით შეეკითხა ბავშვი მის წინ მდგომა „ალქჯს“
-თეთრი კაშკაშა თვალები უფრო გიხდება, ყავისფერი ზოლებიც გხატავს! - ტაში შემოჰკრა წითურმა და გადაიხარხარა.
-მმ... ამას რა ვუყოთ? - დასახიჩრებულ სხეულს დახედა, რომელიც მის გვერდით მოფრიალე პატარა ბიჭის სულს ეკუთვნოდა.
-სანაგვე - უცებ წამოიძახა და ელვის სისწრაფეში ყველაფერი მოაგვარა.
-ბიჭუნავ დედა გენატრება!? -არხეინად მიფარფატებდა ქალი ჰაერში და ერთ ხის ტოტზე ჩამოჯდა, ბიჭიც გვერდით დაისვა და ქერა ქალს დაუწყო ყურება.
-კი, ძალიან! - ბიჭმა ფოთოლი მოსწყვიტა ტოტს და ხალს წითურ თმებში ჩააბნია.
-გიხდება! - გაუცინა. ქალმაც მაგრამ არა ბოროტულად. როგორც ჩანს რაღაც ყოფილა მასში, რაც ამტკიცებდა, რომ ადამინობისგან შერჩა ცოტაოდენი რამ.
-წამოდი საქმეს შევუდგეთ! - წითურმა ბიჭს ხელი დასტაცა და დედამისთან მიიყვანა. შემდეგ ისიც მათი „გუნდის“ წევრი გახდა.
-ჩემი ქმარი? - ქერა სულს, რომელიც ძლივს შეეჩვია ფარფატს თავისი მეუღმე გაახსენდა.
-დაივიწყე, ორი ერთს ვერ გავიყოფთ! - ამაზე ორივეს გულიანად ჩაეცინა და პატარა ბავშვს ხელი ჩასჭიდეს და ჯოშს დახედეს ზემოდან რომელიც მის ცოლ-შვილს დაეძებდა. მაიკლი უძახოდა -მამა აქვ ვარო! მაგრამ მის ხმა ჰაერი ფანტავდა და მხოლოდ წუილს გამოსცემდა რომელსაც ადამიანები ხეების რხევის შედეგად წამოსულ ხმებს ე.წ შრიალს ეძახიან.
-------------

მგონი პირველისთვის არაუშავს:DDскачать dle 11.3

 




№1 √ სტუმარი ™ sun

ჰმ..ნამდვილად კარგი იყო მომეწონა,წარმატებები

 



№2  offline √ წევრი ™ Crimson

sun
ჰმ..ნამდვილად კარგი იყო მომეწონა,წარმატებები

მადლობა heart_eyes

 



№3  offline √ წევრი ™ Daniela

ar meyo ): gagrdzeleba ar eqneba??

 



№4  offline √ წევრი ™ Crimson

Daniela
ar meyo ): gagrdzeleba ar eqneba??

კი

 



№5  offline √ წევრი ™ Daniela

rodis daideba shemdegi tavi?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent