შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დადიანის წყევლა (1 ნაწილი)


27-08-2017, 22:27
ავტორი tasusuna
ნანახია 668

დადიანის წყევლა (1 ნაწილი)

–არ გაბედო ლევან,ღმერთი არ გაგიწყრეს და რამე არ დაუშავო ლევან,ისედაც ჩემი წერა ხარ,ისედაც ჩემი ხელით გიწერია სიკვდილი–იარაღმომარჯვებული უყურებდა მის მოშორებით მდგომ ორ სხეულს..
კისერი შემზარავად დაძარღვოდა..
ხელიდან მდორედ მოედინებოდა წითელი სითხე..
სიბნელეში ძლივს არჩევდა მის ფერწასულ სახეს.
თეთრი კაბა სულ გატალახიანებოდა,მაქმანები ჩამოხეოდა..
–დადა,დადა–ირონიულად მოესმა მეორე მამაკაცის ხმა დადიანს–აბა,რა გეგონა,ამ დღესშეგარჩენდი??ასე ადვილად შეგარგებდი ჩემი საკუთრების „მოპარვას“?–სიცილით გასძახა და მის მკლავებში მომწყვდეულ გულწასულ ქალს იარაღის ვერცხლისფერი ლულა ნელა ჩამოუსვა.–სამართლიანობით იყავი სახელგანთქმული,ოჰ,რასამბობ დადა დადიანს ვინ არ სცემდა პატივს–ირონიული სიცილით აპოვდა ბინძურ უბანს ლევანის ხმა.–ყველგან საპატიო სტუმარი იყავი,ნებისმიერ საზოგადოებაში..
მაგრამ მარტო მე ვიცი დადა–ხმაშეეცვალა,ირონია ბოროტულმა ხმამჩააანაცვლა –მარტო მე ვიცი შენი ნამდვილი სახე,მარტომე ვიცი რა ნაგავიც ხარ.–საზარლად აკვესებდა მუქ თვალებს სიბნელეში,იარაღს ხანს დადას უშვერდა,ხან კი ძირს უსულოდ მწოლიარე ქალს..
–მოდი დადა,აღვასრულოთ სამართალი,შენც ხო მთელი შენი ცხოვრება ამას ღაღადებ..–გასძახა გაცოფებულ მამაკაცს,გულში ზეიმობდა,როგორც იქნა მოუგო,როგორც იქნა მოიხელთა,როგორც იქნა მონახა მისი სუსტი წერტილი...–იცი რა იქნება სამართლიანი???აი ახლა,აქვე თუ მოვკლავ,შენს თვალწინ,კარგად რომ იგრძნო ტკივილი...–თქვა და მისკენ დაიხარა,ოქროსფერი კულულები მზარზე გადაუწია ქალს,ცივი ღიმილით მიაბჯინა ლულა საფეთქელს..
გასროლის ხმა საზარდალ გაისმა ჩაბნელებულ ქუჩაში..
იქ,სადღაც,მიუვალ უბანში,საწყალობლად კვნესოდა ძირს დავარდნილი სხეული,ღმუილით ემშვიდობებოდა სიცოცხლის ბოლო წუთებს..
სისხლით მოსვრილ ხელს უიმედოთ იშვერდა მანქანისაკენ,სადაც ორი ადამიანი სხდებოდა....
______________
1 წლით ადრე
*****
ხმაური გამოდიოდა დღეს დადა დადიანის სახლიდან.
29 წელი შეუსრულდა სახელგანთქმული მამის,თამაზ დადიანის, შვილს.
მამის მსგავსად,ისიც დიდი სახელით სარგებლობდა საზოგადოებაში.
ასაკის მიუხედავად,ყველას მისი რიდი,შიში და პატივისცემა ჰქონდა.
ყველგან საპატიო სტუმარი იყო,მისი თავდაჯერებულობის,თავდაბლობისა და სახელის გამო.
ახოვანი,თითმის ორმეტრიანი,შავგრემანი მამაკაცი ეგებებოდა სტუმრებს.
შავ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილი ზედმეტად სიმპატიურადაც კი მოგეჩვენებოდათ.
მკაცრი მზერით,ოდნავ შესამჩნევი ღიმილით უძღვებოდა სასტუმრო ოთახში მოსულთ.
ხის მასიურ მაგიდაზე ძვირადღირებული ვისკები დაეწყოთ,თავისი დაბალი სავისკეებით.
დადას თვით თამაზმა შეუვსო ჭიქა,მისი საყვარელი Chivas regal royal salut–ით,რომელიც თავად უფროსი დადიანისთვისაც გამორჩეული იყო,თავადაც შეივსო და შემოსულ საზოგადოებას ღიმილით გადაავლო თვალი.
დადამ გაკვირვებით გახედა მამას,ის ბოლო ხანებში იშვიათად,ან საერთოდ არ სვამდა.
სახე მოექუფრა,სმენად გადაიქცა..თითქოს გუმანით მიხვდა...
–პირველ რიგში,სანამ აქ შეკრების მთავარ მიზეზს დავლოცავდე,მინდა ერთი განცხადება გავაკეთო–ჩაახველა უფროსმა დადიანმა,კიდევ ერთხელ შეავლო გაყურსულ სტუმრებს თვალი.
გაიღიმა.
–თქვენ,ჩვენი დიდი ოჯახის წევრები ხართ,ჩვენი ნათესავები,მეგობრები,დადას ახლობლები–თითოეულ წრეს ოდნავ დაუკრა თავი და ჭიქის აწევით მიესალმა,საპასუხოდ მეტნაკლებად გულწრფელი ღიმილი მიიღო ყველასგან.–საქმიანი და გარეშე პირები..
წლების მანძილზე,ჩემს შვილთან ერთად წარმატებით მივიკვლევდი მწვერვალისკენ გზას,რომელიც დაუღალავი შრომით გავიარე და ახლა,როცა ცოტა დავძაბუნდი,სანამ ფეხი შემშლია,მინდა დროულად ჩამოვშორდე ასპარეზს და გზა დავუთმო ჩემს შვილს.–ღიმილით გადახედა დადას,რომელიც წელში გამართული,ოდნავ დაბნეული უყურებდა..–ის ახალგაზდრა,ძალ–ღონით სავსე,შეუპოვარია,მისი დახმარებით,რჩევებით,ბიზნესი უფრო მყარად დგას ფეხზე,მისი დამსახურებით კომპანია პროფესიონალებითააა დაკომპლექტებული და შესაბამისად,ისაა მემკვიდრე საქმისა,რომელსაც მე მთელი ცხოვრება,მან კი ჩემთან ერთად მრავალი თეთრად გათენებული ღამე, შეალია.–ახლა კი–სასმისი მაღლა ასწია,ოთახში დამკვიდრებულ შურს,გაკვირვებას,ბრაზს,სიხარულს ყურადღება არ მიაქცია და მის შვილს მიუახლოვდა,მხარზე მამაშვილურად დაჰკა ხელი–ამ კაცს გაუმარჯოს,ის ზუსტად ისეთი შვილია,როგორსაც ყოველთვის ვნატრობდი.–სასმელი ბოლომდე ჩაცალა,სტუმრებს მდაბლად,მაგრამ მედიდურად დაუკრა თავი,შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა და ოთახი დატოვა.

–––––
პარალელურად,იმ ღამეს სხვა ქუჩაზე,სხვა ოჯახში მოკრძალებულ სუფრას ესხდნენ გვალიები.
თითოეული მათგანი გულწრფელი სიხარულით აღნიშნავდნენ მათი ერთადერთი შვილის,მერის,წარჩინებით დასრულებულ მაგისტრატურას.
სუსტი,საშუალო ტანის გოგო ღიმილით აწყობდა მაგიდას კერძებით.
ხელის ნაზი მოძრაობით დებდა სუფრაზე პირველ–მეორე თეფშსა და დანა–ჩანგალს.
სიხარულით და ბედნიერი ღიმილით ეგებებოდა მის უახლოეს მეგობრებსა და ნათესავებს.
15 წუთში კი,მრგვალ ხის მასიურ მაგიდას 10 წევრი მიუსხდა.
სუფრის თავში ,ოჯახის უფროსი,პროფესიით ინჟინერი,დავით გვალია შევსებული სასმისით შესცქეროდა მის გოგოს.
–ჩემო სტუმრებო,მეგბრებო.
ოჯახის უახლოესო წევრებო.
მანამ,სანამ უშუალოდ სუფრას მივხედავდე,მანამდე მინდა,ამ დღის მთავარი რგოლი,ჩემი მერი ვადღეგრძელო.
ყველას მოგეხსენებათ,როგორი ნანატრი შვილია ის.
მინდა სიხარულით გაცნობოთ,რომ ის მრავალი წელი,რაც მის ლოდინში გავლიეთ,ნამდვილად აგვინაზღაურდა.
მერი ზუსტად ისეთი შვილია,რომელზეც სულ ვოცნებობდი.
ალბათ,პირველად და უკანასკნელად ვაქებ მას ასე საჯაროდ,რადგან,თავად ვარ იმის წინაააღმდეგი,რომ მშობელმა აქოს შვილი,მაგრამ დღევანდელი დღე ნამდვილად გამონაკლისია.
ის ყველთვის იყო,არის და დარწმუნებული ვარ ,რომ იქნება ყველაზე გამჭრიახი,გონებამახვილი,ჭკვიანი და სანდომიანი ქალი.
მან მრავალი წელი იშრომა იმისთვის,რმ საკუთარი თავი მყარად დაეფუძვნებინა საზოგადოებაში.
და აი,დადგა დღე,როცა მისმა შრომამ შედეგი გამოიღო.
მან წარმატებით დააასრულა მაგისტრატურა,დაეუფლა მის პროფესიას და შემიძლია დარწმუნებით ვთქვა,რომ ყველაზე ამაყი მამა ვარ მსოფლიოში.
მერი,მა–აცრემლებულ გოგონას გადახედა,საოცრად ჩამოჰგავდა მამას ნაკვთებით–გილოცავ ამ წარმატებას,თუ უფალი ამის ნებას მომცემს,მინდა კიდევ 100 წელი ვუყურო შენს ცხოვრებისეულ გზას.
გაგიმარჯოს–დაასრულა და სასმისი ბოლომდე ჩაცალა.
________
2 კვირა გავიდა იმ საღამოს შემდეგ,როცა ორ განსხვავებულ ოჯახში,ორი განსაკუთრებული დღე აღინიშნა.
მეორე დილიდან,ორივესთვის განსხვავებულად დაიწყო დილა.
დადა დადიანი ფირმისაკენ დაიძრა.
მერი კი ნანატრი სამსახრის ძიებას შეუდგა.
ორი კვირა მოანდომა დადამ ფირმაში წვრილმანების მოგვარებას,შემდეგ კი,მთლიანად გადაერთო საოფისე საქმეში.
მისი გრაფიკი,გადატვირთული,საქმე კი უამრავი იყო.
კომპანია,რომელსაც ის ჩაუდგა სათავეში,წლების მანძილზე მოწინავე ადგილს იკავებდა მათ კონკრენტებს შორის.
მრავალნი ცდილბდნენ,გზიდან ჩამოეშორებინათ დადიანების საგვარეულო,მაგრამ უშედეგოდ,მათი საბროკერო ფირმა ადვილად იგერიებდა მოწინააღმდეგეთა იერიშს,რისი წყალობითაც,დღეს,დადიანების კომპანია გაყიდვებში პირველ ადგილს იკავებდა.
სწორედ ამიტომაც,ორი კვირის თავს,დადამ უკვე გადაღლილობა იგძნო,რადგან საქმე,მართლაც აურაცხელი იყო,კლიენტები კი არ ითმენდნენ.
ამიტომ,იმ საღამოსვე,საიტზე განცხადება განათავსა მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე,რომელიც,დადარაჯებულმა მერიმ იმწამსვე გადაიკითხა და იმედმოცემულმა მითითებულ ნომერზე გადარეკა.
რამოდენიმე ზუმერის შემდეგ,ტელფონში მამაკაცის ბარიტონი გაისმა.
მოსაუბრის ცივმა ხმამ მერი ოდნავ დაააბნია,მაგრამ მოკლედ აუხსნა,მისი ზარის მიზეზი და ასევე მოკლედ გასცეს პასუხი.
–ხვალ,10ზე,მითითებულ მისამართზე,დაგვიანების გარეშე,იკითხეთ დადა–მოკლედ მოუჭრა მოსაუბრემ და ყურმილი დაუკიდა.
ღმერთო,რა უხეშია–თავისთვის გაიფიქრა მერიმ და ხვალინდელი დღის იმედით,ოდნავ დათრგუნლმა ღრმად ჩაიძინა.
________________
ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა დილით.
შიშით უცებ წამოსწია ბალიშიდან თავი,ვაი თუ მაგვიანდებაო.
მაგრამ,ტელეფონს დახედა თუარა,დამშვიდდა,ჯერ დილის 7 სააათი იყო.
ზანტად წამოიმართა საწოლიდან და საააბაზანოსკენ გაემართა.
თავი მოიწესრიგა და საღამურებით გავიდა სამზარეულოსკენ.
ჩაიდანი გაზქურაზე დადგა და ბარის სკამზე ჩამოჯდა.
ღმერთო,რამდენი ხანი ოცნებობდა ამ დღეზე.
ეს ის ოცნება იყო,რომელსაც აუცილებლად აიხდენდა..
აუცილებლად იქნებოდა ნასწავლი,განათლებული,შემდგარი ქალი.
ბევრი,ძალიან ბევრიი იშრომა ამისთვის,რისი შედეგიც დღევანდელი დღე იყო.
დღე,როცა ძალიან სერიოზულ და დიდ კომპანიაში დაიწყებდა (იმედოვნებმა)მუშობას.
ყავა დალია თუ არა,საძინებელს დაუბრუნდა და გარდირობი ფართდ გაამოაღო.
რა ჩაივას??
ეს ის კითხვაა,რომელზეც მერის არასდროს ჰქონდა პასუხი,ამიტომ,ახლაც,რგრც სჩვეოდა,ჩამოჯდა საწოლის კიდეზე და ტანისამოსს გაადააავლო თვალი.
კლასიკური შავი შარვალი?–მგონი არ იქნება ურიგო.
იქნებ კაბაც?–წარბაწვით,ჩაფიქრებული მზერით გახედა,მუხლებამდე ქვედაბოლოს,რომლიც საოცრად უხდებოდა მერის სუსტ,ლამაზ ტანსა და გამოყვანილ ფეხებს–არა,კაბა დღეს არა..
დღეს საბრძოლო განწყობაზე ვარ.
დღეს ომი უნდა მოვიგო.–მტკიცედ გადაწყვიტა და საკიდზე გადაკიდებული შავი შარვალი,ამავე ფერის პიჯაკი და თეთრი პერანგი გამოიღო.
–ძალიან კონსერვატულია,მაგრამ..–საკუთარ გამოსახულებას შეავლო თავი და კმაყოფილმა ჩაუკრა თვალი მის ანარეკლს.
ფეხზე ოდნავ მაღალქუსლიანი ტუფლი მოირგო.
თმა უბრალოდ შეიკრა და მსუბუქი მაკიაჟიც გაიკეთა.
–ესეც ასე,მმერი გვალიავ,აბა შენ იცი,წარმატებები–საკუთარი თავი შეაგულიანა და ოთახიდან კმაყოფილი გავიდა.
უკე ათის წუთები იყო,ამიტომ საჩქაროდ აიღო ვაზიდან მისი ავტომოილის გასაღები და მამას,რომელიც დილიდან ნახაზებს მიჯდომოდა,ხმაურიანად აკოცა.
–საით გაგიწევია მერი?–ალმაცერად ახედა მამამ.
–გასაუბრებაზე მამა,მაგრამ ძალიან მეჩქარება–უცებ მიაყარა და გასასვლელისკენ დაიძრა.
–უფროსს რა ჰქვა? თუ ცხობილია მეცოდინება აუცილებლად.
–დადა დადიანი,მგონიმთუარ ვცდები–ეჭვით ჩაილაპარაკა მერიმ.წამსვე გაახსენდა მოსაუბრის ცივი ხმა და ოდნავ დათრგუნა.
–ოჰო.–აღფრთოვანებით დაუსტვინა დავითმა–დადიანების კომპანია ნამდვილად საუკეთესოა,არაჩვეულებრივი გარემო და რაც მთავარია,პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული,თამაზს ვიც..–სიტყვა გააწყვეტინა უცებ მერიმ,რომელიც მოუთმენლად უსმენდა მამას.
–მამა,გთხოვ,სხვა დროს იყოს,უნდა გავიქცე,მაგვიანება–უცებ მიაყარა და სასწრაფოდ დატოვა სახლი.
მოხერხებულად მიუჯდა ტოიოტას მარკის სედანს და ფირმისკენ დაიძრა.
ნერვიულობა აშკარად იგრძნო,საათმა ათის ნახევარი რომ აჩვენა.
გზა კი აარა და არ ილეოდა.
თითქოს მაინც და მაინც დღეს იწელებოდა კილომეტრები.
როგორ იქნა მაღალსართულიანი შემინული შენობაც დალანდა მოსახვევში,როცა ძლიერმა ბიძგმა გამოაფხიზლა და მზერა კომპნიიდან,მანქანის საქარე მინაზე გადაიტანა.
–ო ღმერთო არა.–შიშისგან ხმამაღლა წამოიყვირა.
მისი უყურადღებბობით წინ მიმავალ შავ მერსედესს დასჯახებოდა.
რომლიდანაც სწრაფად გადმოვიდა შავგრემანი,ახოვანი მამაკაცი და მერისაკენ დაიძრა.
რომელიც ამასობაში,მანქანიდან გადმოსულიყო და აცრემლებული მიიწევდა მომავალი პირისკენ.
–ღმერთო,ხომ არაფერი დაგიშავეთ?მაპატიეთ,გევედრებით,გთხოვთ.–ვედრებად გადაიქცა და თვალებიდან წამოსული ცრემლი წამსვე შეიმშრალა.
–სად ჯანდაბაში იყურებოდით??–მამაკაცი გაცეცხლებული მიუბრუნდა,რომელიც ამდროის მანძილზე,მის მანქანას წარბშეკრული აკვირდებოდა,მხოლოდ უმნიშვნელლო განაკაწრი იყო,მერის მანქანა კი შესამჩნევად დაზიანებულიყო.
–მე,იცით,მე მაგვიანდებოდა და –ძლივს ამოიღო ხმა გოგომ,მისმა უხეშმა ხმამ უფრო დააფრთხო.
–და მოკლე გზით გინდოდათ წასვლა?–მამაკაცი ხმას ოდნავადაც კიარ არბილებდა,პირიქით,უფრო გამყინავი უხდებოდა,თვალები სიბრაზისგან წამონთებოდა.–თქვენი სიჩქარე,სამწუხაროდ,ათალი ლარი დაგიჯდებათ–ირონიულად ჩაიცინა და თვალებში მოურიდებლად ჩაააცქერდა.
–რაა?ათასიი???–უცებ შეეცვალა გამომეტყველება მერის.–ათასი რააამბავია,მანქანა ოდნავ გაიკაწრააა.–სიბრაზისაგან წამოწითლდა და მერსედესთან ჩაიმუხლა–დავიჯერო ეს ათასი დაჯდება??
–ეგ არა.–ისევ ირონიულად მიუგო მამაკაცმა–მაგას სადაზღვეო მიხედავს,ათასი თქვენი მანქანა დაჯდება–სარკასტულად ჩაიცინა მამაკაცმა,ჩამუხლულ გოგოს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი და მანქანაში ჩაჯდა.
დაძრა და შესახვევში გაუჩინარდა.
გზაზე კი გაბრაზებული,შეურაცხყოფილი და ტირილამდე მიისული მერი დატოვა.
–თავხედი,ტუტუცი,გაუნათლებელი,ხეპრე,უზრდელი–წასულის ლანძღვას მოყვა და საჭეს მიჯდა,მისი მანქანა მართლაც ძალიან დაზიანებულიყო,რაც ერთი ორად უორკეცებდა სიბრაზეს.
–არა,ბედი არ გინდა?–ახლა საკუთარ თავზე გაბრაზდა–გასაუბრებაზე მივდივარ,მეჩქარება,ვეჯახები ძვირიან მანქანას,რომელიც,მადლობა ღმერთს ჩემი გასაკეთებელი არარის.–შვებით ამოისუნთქა გოგონამ და საათს მოუთმენლად დახედა.
ჯანდბაა,ესღა აკლდა.
ზუსტად ათი იყო.
–ჯანდაბა,ჯანდაბა,ჯანდაბა–გაწიწმატებულმა დაცხო საჭეს ხელები და საჩქაროდ დააყენა მანქანა ფირმის წინ განთავსებულ ავტოსადგომზე და სირბილით მიადგა შესასვლელს.
წამით შეყოვნდა,ღრმად ჩაისუნთქა,გონებაში ღმერთიც ახსენა და შემინული კარები სერიოზული გამმეტყველებით შეაღო.
იქვე მაგდასთან მჯდომ მომღიმარ გოგოსთან მივიდა და დადა დადიანი იკითხა.
–შეხვედრა გაქვთ დანიშნული?–ინტერესით ახედა ცისფერთვალება გგოგომ,რომელსაც,ნანუკა ჰქვიებია,როგორც ნიშნულზე ამოიკითხა.
–დიახ,გასაუბრებაზე ვარ.–რატომღაც გულწრფელი ღიმილით უპასუხა,ამ გოგოს მიმართ სიმპატიით განიმსჭვალა მერი.
–აჰ,მერი გვალია ჰომ?რა ცუდ დროს მოდით,მაინც და მაინც დღესაა ბატონი დადა უგუნებოდ–დანანებით გაიქნია თავი და დერეფნისკენ ანიშნა–პირდაპირ და მარჯვნივ,კარებზე აწერია სახელი.–ღიმილით უთხრა და ტელეფონს დაწვდა–გადავცემ რომ მოხვედით.
ჩქარი ნაბიჯით გაუყვა დერეფანს მერი.
აღელვებული იყო.
დილას მომხდარს ნანუკას სიტყვებიც დაემატა,ბატონი დადა უგუნებოდ არისო,მაშსადამე,მისთვის საერთოდ არ სცხელა და შეიძლება არც აიყვანოს,არადა,დილით როგორი დარწმუნებული იყო რომ მიიიღებდნენ..
ეჰჰ..–გულჩამწყდარმა ღრმად ამოისუნთქა და მუქ ყავისფერ ხის კარზე სუსტად დააკაკუნა.
საიდანაც,დაუყოვნებლივ გაისმა ხმა.
–მობრძანდით.
პიჯაკი უცებ შეისწორა და სახელური აკანკალებული ხელით ჩამოსწია.
მანამ,სანამ უფროსი საბუთებიდან თავს ასწევდა,მალულად მოათვალიერა კაბინეტი.
ყველაფერი გემოვნებიანად იყო მოწყობილი,ზედმეტად გემოვნებიანადაც კი.
ყველა დეტალი მილიმეტრებში იყო განსაზღვრული.
ყველა ნივთი საკთარ ადგილად იდგა.
ოთახში კი უცნაური სიმყუდრვე იყ გამეფებული.
სიმყუდროვე,რომელმაც მერის სიმშვიდე მოჰგვარა.
მაგრამ ,ეს ყველაფერი რამოდენიმე წამით,როცა მჯდომს მიუახლოვდა და სტუმრისთვის განკუთვნილ მუქ შინდისფერ ტყავის სავარძელში ჩამოჯდა,უფროსმაც თავი ასწია საბუთებიდან და მერისაც წამში აეშალა სიმყუდროვე,მისი ადგილი კი სიბრაზემ,გაურკვევლობამ დაიკავა.
ნერვიულად მოუჭირა ხელი სახელურს.
მის წინ,მერსედესის პატრონი,ზემოთხსენებული,შავგრემანი,ახოვანი მამაკაცი,დადა დადიანი იჯდა.
ამას კი ისიც ემატებოდა,რომ სივ,დახასიათება და რეკომენდაციების მთელი დასტა მანქანაში დარჩენოდა.
–ახლა კი ნამდვილად არ ამიყვანს–გულჩამწყდარმა გაიფიქრა და დამფრთხალი მზერა მიაპყრო დადას.
________________




უჰუჰუუჰუჰ,როგორ ვნერვიულოოობ...
მოგესალმებით,როგორ ხართ?
აბა,რას იტყვით?
მაინტერესებს,თქვენ როგორ ხედავთ გაგრძელებას.
მოგწონთ დადა?
მერი?
რას ფიქრობთ,ვინ არის ლევანი?
რა უნდა??
რას ფიქრობთ მათზე?
გელით.
მიყვარხართ.
(პატარა თავისთვის მომიტევეთ..ჩემი ბრალი არარის დედას გეფიცებით )скачать dle 11.3




№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

არ მიყვარს ცუდად რო სრულდება ისტორია და იმედია გასროლის შემდეგ მანქანაში მჯდომები დადა და მერი იყვნენ....
მალე დადე

 



№2 სტუმარი Guest ანი

ძალიან საინტერესო დაწყებაა, იმედია გააგრძელებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent