შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კირა კანდელაკის ცხოვრება 9 თავი


28-08-2017, 21:25
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 854

კირა კანდელაკის ცხოვრება 9 თავი

 საღამოს ყველანი ბუხრის წინ ვიყავით შეკრებილები, ლაზარე ჩემს კალთაში იჯდა და თმებზე მეთამაშებოდა.
- რა კარგი თმები გაქვს, მომწონს ეს ფერი.  თბილად მეუბნება ლაზარე, ჩემს ლურჯად შეხებილ კულულებს ეთამაშება და  ლოყაზე მკოცნის.
- კირა შვილო შენი მშობლები რას საქმიანობენ? ინტერესით მეკითხება ლამარა ბებო.
- მამაჩემი ყოფილი შეფმზარეულია, ამ ბოლო დროს ავად გახდა და თავი დაანება მუშაობას. დედა კარგად არ მახსოვს ცხრა წლის ვიყავი საზღვარგარეთ რომ წავიდა სამუშაოდ. ნაღვლიანა ვამბობ მე.
- საერთოდ არ ჩამოსულა? ეხლა ხათუნა  დეიდა მეკითხება.
- არა საერთოდ, ვალები ქონდა ჩემს გამო და ვეღარ ჩამოვიდა. მთელი ბავშვობაა საავადმყოფოებში მაქვს გატარებული. სიცილოთ ვამბობ მე. - ოჯახს საშვალება არ ქონდა და ვალები დაედოთ, შენდეგ მისი უფროსი შვილოც წაიყვანა და აღარ აპირებს ჩამოსვლას.
- მისი უფროსი შვილი შენი და არ არის? დაბნეული მეკითხება ანჩო.
- მე მას დათ არ ვთვლი.
- ბები და ბაბუა არ გყავს? ისევ ანჩო მეკითხება.
- მამაჩემის დედა ძალიან ადრე დაიღუპა,  ორი წლის და თვეების ვიყავი ბაბუ რომ დაიღულა. ხოლო დედაჩემოს მშობლები ცოცხლები არიან.
- ნუ დაღალეთ ბაშვი ამდენი კითხვებით. სიცილით ამბობს თომა ბაბუ.
- არაუშავს. სიცილით ვამბობ მე.  - ლაზარეს დასძინებია ზემოთ ავიყვან. ბავშვი ხელში კარგდ დავიჭირე და ფეხზე წამოვდექი.
- მე წავიყვან მძიმეა. ჩუმად მეჩურჩულება ბექა.
- არმინდა მე წავიყვან, შენ მხოლოდ ოთახი მაჩვენე. ბექას უკან გავყევი და ლაზარეს ოთახში შევედით, ბავშვი საწოლზე დავაწვიმე. ტანსაცმელი გავხადე და საღამურები ჩავაცვი, გადასაფარებელი კარგად დავაფარრ და შუბლზე ვაკოცე.
- ტკბილი ძილი საყვარელო. ყურში ჩავჩურჩულე და ოთახიდან გავედი.
- ძალიან კარგი დედა იქნები. მესმის ბექას თბილი ხმა.
- თუ მეღირსა დედობა, ნამდვილად კარგი დედა ვიქნები. ნაღვლიანი ხმით ვამბობ და ქვემოთ ჩავდივარ.
- ლაზარეს ძალიან შეუყვარდი. თბილად მეუბნება ხათუნა.
- მეც ძალიან შემიყვარდა.
- ბავშვები გრძნობენ კარგ ადამიანებს. გამოცდილად მეუბნება ლამარა ბებო.
- ახალ წელს რას ვაკეთებთ? აჟიტირებული ხმით ამბობს ანჩო.
- მე არ მიყვარს ახალი წელი, აღდგომა მირჩევნია.
- ბექასაც არ უყვარს ახალი წელი. სიცილით ამბობს ლამარა ბებო.
- ესე ერთნაირებმა, ერთმანეთი როგორ იპოვეთ. მხიარულად ამბობს ანჩო.
- მგონი შენც იპოვე შენნაირი. ვშხამავ მე.
- ჩვენ წავალთ უკვე გვიან არის. ხათუნა და ლამარა ბებო ფეხზე დგებიან და თავიანთ ოთახებში ნაწილდებიან მეუღლეებთან ერთად. მდივანზე წამოვწექი და ანჩოს კალთაში თავი ჩავრგე
- კირა შეიძლება რაღაც გკითხო?
- მკითხე საყვარელო. თბილად ვეუბნები ანჩოს მივხვდი რისი კითხვაც უნდოდა.
- რატომ თქვი შენს დაზე ეგრე? დაბნეული მეკითხება ის.
- ჩემს დაზე? დიდიხანია ის ჩემი და აღარ არის. მას შემდეგ რაც თავზე გადამიარა, მას ჩემად აღარ მივიჩნევ. გული საშინლად მატკინა, ჩემს თავმოყვარეობას და მამაჩემის კაცობას გადაუარა. მან ჩვენს "ნათესავთან" დაიკავა ურთიერთობა, ცამეტი წლის ვიყავი როდესაც მან. ხმა გამიწყდა და ძვლივს ვამბობდი. - მან მე შემარცხვინა, არასოდეს ვუგდებდი ყურს რას იტყვის ხალხი. მისი ცხოვრება, მისია თუმცა მან მე მისი ცხოვრებით მომკლა, გამანადგურა. ვაფრთხილებდი არ გაეკეთებიმა თუმცა არ დამიჯერა, ცხოვრება გაიუბედურა. მის მერე ყოველ წელს ახალ, ახალი შეყვარებულები ყავდა. ოთხი ან ხუთი შვილი მოიცილა, აბორტი ჩემთვის ყველაზე მტკივნეული თემაა. ვიცი არასოდეს უნდა თქვა არასოდეს, თუმცა მე არასოდეს მოვიშორებ ბავშვს ვისგანაც არ უმდა ვიყვე ფეხმძიმეთ. მან მე დამწყევლა ანჩ გესმის, საკუთარმა დამ დამწყევლა. ხმა გამირტდა და ტირილო დავიწყე.
- დამშვიდდი საყვარელო. ცრემლებს მიმშრალებს და თვალებში მიყურებს.
- შენ ყველაზე კარგი დედა იქნები გესმის, შენ საუკეთესო ადამიანი ხარ ვინც კი ოდესმი შემხვედრია. უფალს მადლობას ვუხდი შენი თავი რომ გამომიგზავნა. ლოყაზე ხმაურით მკოცნის და რიტმულად დაატარებს თავის ხელებს ჩემს თმებში.
- შენ ჩემთვის საუკეთესო შენაძენი ხარ.  მის ხელს ჩემს ხელში ვახვევ და მის კალთაში მეძინება.
დილით საწოლში მეღვიძება, საწოლის თავთან ბექა დგას და თვალს არ მაშორებს.
- დიდხანს უმდა მიყურო ეგრე? ირონნით ვეუბნები მე.
- რატომ? შენი ყურება დანაშაული ხომ არ არის? სიცილით მეუბნება ის.
- დიდი ხანია აქ ხარ? მის საუბარს ყურადღებას არ ვაქცევ ისე ვეკითხები.
- მთელი ღამე. სიცილით მეუბნება ის.
- რატომ? შეგეშნდა შენი კლეოპატრა, ვინმემ არ მოიტაცოს? სიცილოთ ვეუბნები და ფეხზე ვდგები.
- ჰო შემეშინდა, აქ ბევრი სული დადის და შემეშიმდა რომელიმემ არ წაგიყვანოს.
- ბექა სულების არ მეშინია, დიდი გოგო ვარ უკვე. სიცილით ვამბობ და სააბაზანოში შევდივარ.
-  არ გინდა ჩემთან ერთად იბანაო? სიცილით ვეუბნები მე.
- კი როგორ არა.  ჩქარი ნაბიჯებით დაიწყო სვლა, სანამ მომიახლოვდებოდა კარი მოვკეტე.
- შენ რა გეგონა მართლა შენთან ერთად მივიღებდი შხაპს? სიცილით ვეუბნები მე.
- კლეოპატრა ხარ მართლა. გაბრაზებული ამბობს ის და შემდეგ კარის გაჯახუნების ხმა მესმის.
დღეს 31 დეკემბერია ახალი წელი. დილიდან ყველანი მზადებაში არიან, მეც დიდი სამბით ვეხმარებოდი ლამარა ბებოს, რამოდენიმე სალათი გავაკეთე ერთადერთი რაც არ გამომდიოდა ხაჭაპური იყო, რისი მეთებაც ლამარა ბებომ თავის თავზე აიღო, საღამოს ყველანი სუფრას შემოვუსხედით.
- თქვენი არვიცი მაგრამ ჩემთვის, რს საოცარი წელი იყო. სადღეგრძელოს ამბობს ანჩო. - მინდა ძველ წელს მადლობა გადავუხადო იმისთვის რომ კირა გამაცნო, მადლობას ვუხდი ღმერთს რომ დღეს ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი აქ არის.
- ვიღაც გავიწყდება საყვარელო. სიცილით ვაწყვეტინებ სათქმელს და გასასვლელ კართან მივდივარ, კარს ვაღებ და იქ მდგომ ლუკას სახლში ვიშვებ.
- მინდოდა შენთვის სიუპრიზი გამეკეთებინა, ამიტომ ის დავპატიჟე. სიცილით ვეუბნები და მონატრებულ ბიძაშვილს ვეხვევი.
- ჰე გოგო მიდი ეხლა. გაშტერებულ ანჩოს ხელს კრავს ლამარა ბებო.
 - მადლობა. მეუბნება ჩუმად და ლუკას ეხვევა.
- კარგი რა ეხლა არ გვინდა სენტიმენტები. მომაბეზრებლად ვატრიალრბ თვალებს და ჩემს ადგილას ვბრუნდები.
- ეხლა უნდა აკოცონ? სიცილით მეუბნება ლაზარე.
- თუ კოცნას დაიწყებენ შენ თვალები დახუჭე პატარა ხარ. თვალებზე ხელს ვაფარებ მე.
- შენც დახუჭე. მეუბნება ბექა და თვალებზე ხელს მაფარებს.
- არც შენ ხარ დიდი. ეუბნება ხათუნა დეიდა და ეხლა ის აფარებს ხელს.
- კარგით ხო გეყოთ, დაამთავრედ ეგ ხვევნა კოცნა გვეტკინა თვალები. სიცილით ვამბობ მე და ბექას ხელს ვიშორებ. - უი დაამთავრეთ გაკვირვებული ვამბობ, როდესაც ლუკას ვხედავ როგორ ართმევს ხელს თომა ბაბუს.
- თუ დაამთავრეს შენ რატომ არ მაშორებდი მაგ ხელს. გაბრაზებული ვეუბნები ბექას.
- რავიცი ისე. სიცილით ამბობს ის.
- კირა, კირა ახალი წელი მოდის წამო გარეთ ასაფეთქებლები ავაფეთქოთ. ხელზე მეკიდება ლაზარე და ყელს საყვარლად წელავს.
- კარგი წამოდი. ლაზარეს ხელს ვკიდებ და გარეთ გამყავს.
- იცოდე ყველა არ ააფეთქო, ცოტა დატოვე ბექა რომ შევაშინოთ კარგი. ხალისიანათ ვამბობ მე.
- ერთი პირობით. სულ მის ძმას გავს ეს ბავშვი, მისი ძმის ნაირად პირობებს მიყენებს.
- რა პირობით?
- მეც შენთან ერთად შევაშინებ. აჟიტირებული მეუბნება ის.
- კარგი, კარგი. თავს ვუქნევ მე.
- დამთავრდ ახალი წელი შემოდით სახლში, გბეტკინა ყურები. მესმის ბექას ხმა რომელიც კართან დგას და ისე ჩხუბობს.
- ბექუნა საყვარელო გარეთ არ გამოხვალ? სიცილით ვეუბნები მე.
- გაიყინებით შემოდით სახლში.
- ეს რა უჟმურია. ამბობს ლაზარე და სახლში შედის, მეც უკან მივყვები და ადგილებს ვიკავებთ.
- აბა როგორ გაერთეთ ბავშვებო? გვეკითხება ძია მალხაზი.
- ჰო მართალი ხარ მამა, სახლში ორი ბავშვი გვყავს. სიცილით ამბობს ბექა.
- აბა შენნაირი უჟმური ხომ არ ვიქნები, ბავშვს თამაში უნდოდა და რამექნა. გაბრაზებული ვეუბნები მე.
- ჩემი კლეოპატრა რა ბრაზიანია. სასაცილოდ წელავს ტუჩებს ის.
- შენ მაცადე რა გიყო. მუქარით ვამბობ  მე, გონებაში ყველა გეგმა დავაწყვე როგორ მოვუგო ბექას და ესრთი მაგარი იდეა მომივიდა.
- ახალი წლის შემობრძანებას გაუმარჯოს. ამბობს თომა პაპა და ერთიანად ცლიან სასმელს.
სუფრა ყველამ ერთად ავალაგეთ. უფროსები დასაძინებლად წავიდნენ, ლაზარე დიდი ხვერწნის შემდეგ ძვლივს წაიყვანა დედამისმა დასაძინებლად, დავრჩით ჩვენ ოთხნი მარტო.
- კირა გუშინ დედაშენის საიტზე ბავშვის ფოტოები ვნახე. ფიქრებიდან ლუკას ხმას გამოვყავარ.
- მერე? ვითომც არაფერიო ისე ვეუბნები.
- ძალიან საყვარელია სულ შენ გგავს. სიცილოთ მეუბნება ის.
- რატო სულ ირონიით იცინის და იგესლება, თუ რითი მმგავს? ირონიულად ვეუბნები მე.
- კირა. გაბრაზებული მეუბნება ის.
- აივანზე გავალ. ტელეფონს ხელი დავსტაცე და გარეთ გავედი, ფეისი გავხსენი და დედაჩემის პროფილზე გადავედი. ნამდვილად ლამაზი ბავშვია, ჩემსავეთ დიდი ცისფერი თვალები და პატარა კორნო ცხვირი აქვს, ხალიც ზუსტად ჩემს სავეთ ტუჩის ზემოთ აქვს.
- ანგელოზი ხარ. ჩუმად ვამბობ და ფოტოს დავსცქერი, თვალებიდან ცრემლებმა იწყეს დენა.
- შენ ყველასგან გამსხვავებულო ხარ. მესმის ზურგს უკან ბექას ხმა, ცრემლებს უცებ ვიშორებ და მოსკენ არ ვბრუნდები ისე ვამბობ.
- მეც ისეთივე ვარ როგორიც ყველა, არაფრით გავნსხვავდები სხვისგან.
- ნუ ამბობ ეგრე. მკაცრად ამბობს ის და გვერდით მიდგება.
- თავი ისე მოგაქვს თითქოს ყველაფერი გკი**ა თუმცა ეგრე არაა, სინამდვილეში ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვს. ვიცი შენს დას ის სიტყვები აპატიე თუმცა, ამას ხმამაღლა არ ამბობ. შენ არ ხარ ისეთი გულცივი და ბოროტი როგორც ყველა, შენ ანგელოზი ხარ გირა ღვთის საჩუქარი ხარ ჩემთვის.  თბილად მეუბნება და ხელს მხვევს.
- მე არც ისეთუ უცედვენი ვარ როგორც გგონია.
- ამას რატომ ამბობ?
- იცი რამდენი ბიჭი გამიმწარებია, თავს ვაყვარებდი შემდეგ კი ვქრებოდი. ამით შურის ძიება მინდოდა მათზე, კაცებზე შურისძიება. თუმცა შენ, შენ პირველივე წამიდან შემიყვარდი. მისკენ ვბრუნდები და ისე ვამბობ. - არ მინდა იფიქრო რომ შენ გამოგიყენე, შენ საკუთარ თავზე მეტად შეგიყვარე.
- ვიცი რომ გიყვარვარ. თბილად მეუბნება ის და სახეზე ხელს მისმევს.
- ჩემს დას ყველაფერი ვაპატიე გარდა, გარდა ჩემი მიტოვებისა. მან მე ყველაზე მძიმე მომენტში მიმატოვა,  თუმცა ეს უფრო კარგი გამოსავალი იყო ალბათ. გამტყდარი ხმით ვამბობ და ბექას ტუჩებს დავწვდი. სანამ ის ჩემს ტუჩებს აგემოვნებდა ჯიბეში ასაფეთქებელს ვუდებ და უცებ ვშორდევი.
- 2:2 საყვარელო. ისრონიით ვეუბენი და სახლში შევდივარ.
- ვერ გადამირჩები. ყვირის ის მე კი მთელი სისწრაფით ლუკასკენ გავრბივარ.
- მიშველე. საწყალი თვალებით ვუყურებ ლუკას.
- რა გააფუჭე? სიცილით მეუბნება ის.
- ისეთი არააფერი, ანგრიში გავათანაბრე და ასაფეთქებელი ჩავუდე ჯიბეში. სოცილით ვეუბნები მე და მის უკან ვიმალები.
- აარ მომეკარო. სიცილით ვეუბნები ბექას.
- ეგრე არაა. ჩემკენ მოიწევს და უცებ გავრბივარ.
- ერთი წუთით მამა მირეკავ და შემდეგ გავაგრძელოთ. ვეუბნები ბექას და ტელეფონს დავწვდი.
- გილოცავ ახალ წელს, ჩემო სიმპატიურო. სიცილოთ ვეუბნები მამას.
- კირა. გაბზარული ხმით მეუბნება ის.
- რა ხდება მამი? ხმა დამისერიოზულდა მე.
- კირა ის.
- რა ხდება?
- კირა შვილო დამშვიდდი გთხოვ არ ინერვიულო. ტირილოთ მეუბნება მამა.
- მამა თუ არ მეტყვი უფრო ვინერვიულებ.
- კირა ნათლიაშენი.
- რა მოუვიდა ნათლიას. გულში საშინლად გამკაწრა რაღაცამ.
- ის, ის აღარ არის.
- რას ქვია აღარ არის მამი.
- კირა, ავთო გარდაიცვალა. ტელეფონი ხელიდან მივარდება და ძირს ვეცემი.
- ეს, ეს შეუძლებელია. ის, ის არ დამტოვებდა, არა ის ცოცხალია. არ მოკვდებოდა ესე არ დამტოვებდა, შემდეგ ყველაფერი სიშავემ მოიცვა და  აღარაფერი მახსოვსскачать dle 11.3




№1 სტუმარი სადისტი

შემდეგი თავი როდის იქნება?

 



№2  offline წევრი gogona migraciidan

სადისტი
შემდეგი თავი როდის იქნება?

დღეესს❤

 



№3 სტუმარი მოცინარი

აუ რატო არ აგრძელებ ://

 



№4  offline წევრი gogona migraciidan

მოცინარი
აუ რატო არ აგრძელებ ://

ავტვირთავ ეხლა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent