შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წართმეული სისპეტაკე თავი მეხუთე


28-08-2017, 22:53
ავტორი -venus-
ნანახია 1 914

წართმეული სისპეტაკე თავი მეხუთე

- მოვედით, აი აქ გააჩერე... მიუთითა თიკამ და მორცხვად გაუღიმა...
ნოემ მაქანა შეაჩერა... 5 სართულიანი შენობა იყო, ეტყობოდა რომ ძველი ნაშენები. დროდადრო წვიმისგან დანესტიანებული კელდები ქონდა, ალაგალაგ ჩაშავებული, ერთ დროს სპილოსძვლისფერი საღებავიც აქა-იქ იყო შემორჩენილი... ძველი ხის ყავისფერი ფანჯრები ალაგალაგ იწონებდნენ თავს... თიკას ოთახის ფანჯარა ღია იყო, ქარს ფარდა გარეთ გადმოუგდია და უმოწყალოდ აფრიალებდა.
- აი ის არის ჩემი ოთახი, ხედავ? დაანახა თიკამ ნოეს და დასამშვიდობებლას ხელი გაუწოდა. - მადლობა ბატონო ნოე მოყვანისთვის და ზოგადა ყურადღებისთვის, რაიმე ახალს თუ გაარკვევთ ძალიან გთხოვთ გამაგებინეთ... მუდარა იგრძნობოდა მის ხმაში.
- არაფრის, რათქმაუნდა გაგაგებინებთ... ცოტახანს შეყოვნდა ნოე, ძალა მოიკრივა და ძლივს გასაგებად თქვა : - ერთ-ერთი ეჭვმიტანილი თქვენ ხართ...
თიკა გაოგნდა, ფერი ეცვალა, ხელები აუკანკალდა, პულსმა ორმაგად უწყო ფეთქვა.
- რა??? კი მაგრამ... მე, ეს ხომ სისიულელეა, ბებიას მე არასოდეს მივაყენებდი ზიანს... წამოიტირა და სახე ხელებში ჩარგო, სისუსტე იგრძნო ფეხებში და რომ არ წაქცეულიყო მანქანას მიეყრდო... ნოემ ხელი შეაშველა.
- მესმის, თქვენ ტკივილსაც ვიზიარებ, მაგრამ ეს ჩემი საქმეა, აუცილებლად გამოვიძიებ და ვიპოვი მკვლელს. თქვენ არ ინერვიულოთ, თქვენს მდგომარეობაში ეს ნაკლებად სასურველია...
ახლაღა მოაგონდა თიკას მუცელში მყოფი პაწაწინა არსება რომელიც მისი ნაწილი იყო, მუცელზე ხელი მიიდო და ეცადა დამშვიდებულიყო.
-ჩემი ადგილ სამყოფელი იცით, არსად წასვლას არ ვაპირებ, თქვენთან ვითანამშრომლებ და ყველანაირად ვეცდები დაგეხმაროთ.
ამ სიტყვებმა ნოეში ნდომის ნაპერწკალი გააღვიძა, არ იცოდა რატომ მაგრამ ასი პროცენტით იყო დარწმუნებული რომ თიკას ეს არ ჩაუდენია...
- ახლა უნდა წავიდე, ისევ დაგიკავშირდებით... თიკა სადარბაზომდე მიაცილა, თვითნ კი მანქანაში დაბრუნდა, საჭესთან მოკლათდა... ტელეფონი ამოიღო და კონტაქტიდან ძმის ნომერი მოძებნა...
- ალო, სად ხარ?
- ოფისში სად უნდა ვიყო, ხომ იცი თავზე საყრელად მაქვს საქმე... შენ რას შვები?
- ახალი საქმეა, შუახნის ქალი მოკლეს თავისივე სახლში... მოკლედ დიდი ამბავია რა, ახლა მისი შვილიშვილი მოვიყვანე სახლში და ისევ ვბრუნდები პოლიციაში.
- საღამოს სადმე დავსხდეთ და მომიყევი...
- ხო, მაგიტომ დაგირეკე, როგორც კი განვთავისუფლდები დაგირეკავ თორნიკე.
- გელოდები... ტელეფონი გათშა, ღრმად ამოისუნთქა და მანქანა დაქოქა....


დაკრძალვის დღე იყო... ქალბატონი ტანია შავებში გამოწყობილი აქეთ-იქით დადიოდა, ხელებშ იფშვნეტდა, ტელეფონს უყურებდა, დარეკვა უნდოდა თიკასთან, იცოდა როგორი მნიშვნელოვანი იქნებოდა თიკასთვის ეს დღე... ყოყმანობდა, მაგრამ უფრო ეშინოდა, მალხაზი ისედაც არ აკლებდა ჩხუბს და ფიზიკურ ძალადობას, თიკას იქ დანახვით კი იცოდა რომ უარესი დაემართებოდა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა დარეკვა, ტელეფონი ხელში აიღო...
- არც გაბედო. ზურგსუკნიდან ბოხი ხმა მოესმა და მოულოდნელობისგან შეხტა, ფერი ეცვალა. - არც კი გაიფიქრო, იმ კახპასთან დარეკვა... უფრო ხმამაღლა დაიგმინა მალხაზმა...
- ის შენი შვილია! შენი გოგო! ეყო რაც გადაიტან, ეყო! ამას ვერ გავუკეთებ, ასე ვერ მოვექცევი გასაგებია? გამწარებული მოთქვავდა ტატიანა...
- მე ორი შვილი მყავს! გეყოს ახლა ქვითინი და მოემზადე, 2ზე გასვენებაა... სიმშვიდეს ინარჩნებდა მალხაზი...
- შენ სულ გადაირიე, სულ გამოშტერში ხო? საერთოდ არ ფიქრობ მასზე, რამე რომ ავნოს საკუთარ თავს მერე ხომ მოირტყავ თავში ხელებს... განადგურებული ლაპარაკობდა ტატიანა.
- ის რომ დაბოზაობდა მაშნ რატომ არ ფიქრობდა ჩვენზე, ოჯახზე? ან რატომ არ იფიქრაა შედეგებზე, ეგონა ვერ გავიგებდით? ეგონა რომ გაუვიდოდა ეს სიბინძურე? მე არ მჭირდება სახლში ისეთი ვინც სახელს გვირცხვენს, თუნდაც ეს ჩემი ქალიშვილი იყოს! კონტროლი დაეკარგა უკვე მალხაზს და ხმასაც აუწია... - დამთავრდეს ახლა ამ თემაზე ლაპარაკი, ნორმალურად ჩავასვენოთ ეს ქალი და მალე მოვითავოთ საქმე, ისედაც ეს პოლიციაც მოსვენებას არ გვაძლევს, შენღა მაკლდი ეხლა აქ გამოსვლებით, დააგდე ეგ ტელეფონი და გადი დროზე მისაღებში სტუმრები არიან... დაუღრიალა წყობიდან გამოსულმა... ტატიანას არაფერი უთქვამს, ტიროდა, ან რა ქონდა სათქმელი, შუაში იყო მოქცეული. გული წიწკნიდა. მისაღებში გავიდა სტუმრებთან... მისავათებული მოძრაობდა, ავტომატურად აკეთებდა ყველაფერს, გიორგი შავ მაისურში და ტყავის კურტკაში იყო გამოწყობილი, სადარბაზოში სხვა მამაკაცებთან ერთად სიგარეტს აბოდებდა და ყალბი დამწუხრებული სახე ქონდა აწეპებული... ანას მუხლამდე მოტკეცილი კაბა ეცვა, ჭირისუფლის ადგილს იკავებდა მაგრამ ტელეფონიდან თავი არ აუწევია, სტუმრებს "ლაითი" ღიმილით იგერიებდა და დაზეპირებულ ტექსტს უმეორებდა ყველას, მისამძიმრების დროს... ეს ყველაფერი ისეთი ყალბი იყო, ისეთი უბრალო და ცივი, უცხოსაც არ გამოეპარებოდა თვალიდან, ასეც იყო, ყველა ალმაცერად უყურებდა მას და თავის გაქნევით ერთმანეთში ლაპარაკობდნენ მეზობლები და ნათესავები...
ერთადერთი ვინც ამ ყველაფერს გულით განიცდიდა, ტატიანა და თიკა იყო, ტატიანა იქ, ხოლო თიკა შორს, ძალიან შორს...

ცა ჩამოწოლილიყო, საშინლად წვიმდა, სასაფლაოზე ატალახებულიყო გზები, ისედაც სიცივით მოცული არემარე, გრილ წვიმას უფრო გაეცივებინა... თქეში არ წყდებოდა, ხალხი ირეოდა, ზოგი ტიროდა, ზოგი თავის ქნევით ქოთქოთებდა...
- ღმერთო ჩემო, ფეხსაცმელი სულ გამიტალახიანდა, ჯანდაბა. რაღა მაინცდამაინც დღეს გაწვიმდა, ვერ ვიტან აქაურობას... წუწუნებდა ანა და ცდილობდა დიდი ნაბიჯებით აეცილებინა გუბეები...
ტატიანა განადგურებული სავსავით, მისავათებული, დაღლილი, განადგურებული და გამწარებული იდგა, მამაკაცები წაიწივნენ წინ, 2 მესაფლავე იდგა ორმოსთან ლაფატკებით ხელში, ჭუჭყიანი ბოტებით და ტანსაცმლით.
ნელ-ნელა ჩაასვენეს ქალბატონი ნანული... მძიმედ დაიხარა მალხაზი, მიწა მიაყარა და საბოლოოდ დაემშვიდობა სიდედრს... წამოდგა და არემარე მოათვალიერა... დამთავრდა ყველაფერი, ყველა გამომეშვიდობა მიცვალებულს, გარდა ერთისა...

ძველებურ მაგიდასთან იჯდა თიკა, რვეულში საგამოცდო საკითხების კითხვებს იწერდა და ცდილობდა პასუხები მიეწერა... წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ დღეს მისი საყვარელი ბებიის გასვენება იყო... მაგიდაზე ჭრელი გადასაფარებელი ეფარა, შუაში ლარნაკი იდგა ნახევრად დამჭკნარი ვარდებით, რომელიც მარიამს მიართვეს... მარცხენა კედელთან თიკას საწოლი იდგა ხოლო მარჯვნივ მარიამის... ნაცრისფერ კედლებზე ალაგალაგ ნახატები ეკიდა, პოსტერები და ამობეჭდილი სურათებიც... თავჩაქინდრული მეცადინეობდა თიკა თUმცა მისი ფიქრები სხვაგან იყო.. ქაოსი მიმდინარეობდა მის ტვინში... ბებია, ანა და გიორგი, მათი გაკეთებული სიბოროტე რომელმაც ყველა დააზარალა, ნოე... ყველაფერზე ეფიქრებოდა, არ იცოდა რა ექნა... ტელეფონის აუტანელმა წკრიალმა გამოაფხიზლა ფიქრებიდან თიკა... იმ დონმედე იყო დაბნეული არც მიუქცევია ნომრისთვის ყურადღება ისე უპასუხა...
- გისმენთ! კალამს ათამაშებდა ხელში და რვეულის კუთხეში გაურკვეველ ფორმებს ჯღაპნიდა.
- თიკა, დედიკო... თბილი, ნაზი და ტკივილით სავსე ხმა გაისმა, კალამი გააგდო ხელიდან და ღრმად ამოისუნთქა თიკამ, ახლა მიხვდა როგორ მონატრებია დედის ხმა, მისი სუნი, სითბო... თვალებიდან ცრემლი ჩამოუგორდა. უცებ გაახსენდა მათი ხელის კვრა, ის საზიზღარი და შემაძრწუნებელი სიტყვები, მალევე იწმენდს თვალებიდან ცრემლს ხელის ზურგით და ხმას ისერიოზულებს,
- გისმენ... დედამ იგრძნო ის სიცივე, გულ დაწყვეტა.
- მაპატიებ ოდესმე? ხმა გატყდომოდა ქალს.
- არ ვიცი! მტკიცე იყო თიკა, იმ წამს, მაგრამ მის გარდა არავინ იცოდა რა ხდებოდა მის გულში...
- დღეს ბებია დავასაფლავეთ. ხმადაბლა დაიხავლა ყურმილში... ძლივს გასაგონად...
- რაა? უცებ წამოხტა თიკა, სკამი უკან გადაყირავდა და ხმაურიანად დაენარცხა მოპირკეთებულ იატაკზე... ხელები მაგრად ჩასჭიდა მაგიდაზე გადაფარებულ ჭრელ ნაჭერს, სიმწრისგან თვალები დახუჭა და კბილები ერთმანეთს ისე დაჭირა, ცოტაც და ჩაუტყდებოდა... - ამის უფლება არ გქონდათ, სასოწარკვეთილმა იხავლა. - არ გქონდათ ჩემთვის მასთან დამშვიდობების უფლება წაგერთმიათ, არ გეყოთ ის რაც მიქენით? ყველაფერი თქვენი ბრალია, გიორგის, ანის, მამის, შენიც დედა, ააა ან ტატიანა! იქნებ დედის დაძახებაც კი გზარავს, არაფერი გამიკვირდება... ვერ დამიცავი, მაშინ როცა არ იცოდი რა მოხდა, რისთვის მოხდა, ესე უბრალოდ მომაწეპეთ ს იარლიყი, უთქველად, აუხსნელად გამომაგდეთ სახლიდან, ბებია მომიკალით და მასთან დამშვიდობებაც არ მაცადეთ... ყვიროდა თიკა და თან ცრემლებს ღაპა-ღუპით ყრიდა, ისედაც ავეჯით გადატენილ ოთახში ბოლთის ცემით დადიოდა...
ტატიანა უსმენდა, უსმენდა იმიტომ რომ სათქმელი არაფერი იყო, მართალს ამბობდა თიკა, ვერ დაიცვა. ვერ დაუდგა გვერდში როცა ყველაზე მეტად ჭირდებოდა მის შვილს. ვერ დაეხმარა...
- რატო დუმხარ? იქნებ ახლაც გამამტყუნო, იცი რაა? საერთოდ არ მჭირდებით, მეზიზღებით! ამის უფლება მაინც მაქვს, რომ მძულდეთ... მოყოლას აზრიც არაქვს, მაინც არ დამიჯერებთ, ამიტომ მირევნია ისე იყოს როგორც თქვენ ამბობთ და ჩემგან შორს იყოთ, ვიდრე რამის ახსნა დავიწყო და ისევ მე გამომიყვანოთ მეძავად. მშვიდობით დედა!
ეს ბოლო წვეთი იყო ფიალაში რომელიც ბოლომდე ცდილობდა გადმოსვლა შეეკავებინა, მაგრამ ამ წვეთმა მოახდინა, ვულკანი, ცუნამი, თქეში, ყველა ის უბედურება რაც შეიძლება რომ მოხდეს, ახლა მეთვითონ გივიწყებთ და ვამბობ რომ ოჯახი არ მყავს... ხო, ეს ისე, თუ დაგაინტერესებს, მალე შვილი მეყოლება...
უთქმელად გაუთიშა ტელეფონი, ძირს დაახეთქა, ნაწილებად დაიშალა მობილური, მაგრამ მაგას არავინ ჩიოდა, უმოწყალოდ დაეხეთქა საწოლზე პირქვე, მალიშს მაგრად ჩასჭიდა ხლები და მოთქვამდა... გონებაში გაიხსენა ბებია, თვალწინ უტრიალებდა ყოველი მასთან გატარებული წამი, წუთი, საათი... ტკივილამდე ენატრებოდა... როგორ უნდოდა ახლა აეღო ის დაწყევლილი ტელეფონი, დაერეკა და ელაპარაკა მასთან, ამოენთხია გულის ტკივილი, რჩევა მოესმინა, ან უბრალოდ მისი ხმა გაეგო... გული ტკიოდა, ყველაფერი კიოდა...
მარიამი შემოვიდა ოთახში, სანახაობით გაოგნებული მივარდა თიკას...
- თიკკ, რაგჭირს თიკუ, კარგი რაა, ნუ ტირი ასე, ბავშვზე იფიქრე... ეჯაჯგურებოდა თიკას რომ დაეწყნარებინა მაგრამ უშედეგოდ, ცოტაც და პანიკური შეტევა დაემართებოდა... ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან სასწრაფოს დაურეკა და სანამ სასწრაფო მოვიდოდა აბზანიდან სველი, ცივი ტილო გამოიტანა... თიკა ზურგზე გადმოატრიალა, როგორც იქნა, სახეზე სველი ტილოს წასმა დაუწყო, თან ელაპარაკებოდა, დაწყნარებისკენ მოუწოდებდა, ეუბნებოდა რომ ეს ყველაფერი მას და ბავშვს ავნებდა, რომ არ ღიდა თავის ასე გამეტება.... მაგრამ...
სასწრაფოს სირენის ხმამ გაყრუა იქაურობა, მალვე ამოვიდა ორი ექთანი, მწვანე ფორმებში გამოწყობილი, ერთს დოსიე ეკავა ხელში, ხოლო მეორეს სამედიცინო ყუთი...
მარიამმა აუხსნა ექთნებს მისი მდგომარეობა, თიკა ისევ პანიკაში იყო, უკვე ვეღარც ტიროდა, უბრალოდ იჯდა და ქანაობდა, წინ და უკან, ხელებს მუხლებზე ირტყავდა და გაიძახდა : - რატომ?... რატომ...
მისი მდგომარეობის შესახებაც უთხრა მარიმ, ორსულად რომ იყო, ამიტომ ისეთი დამამაშვიდებელი გაუკეთეს რომელიც არავნებდა ბავშვს, თუმცა ამდენი სტრესის და ნერვიულობის ფონზე ექთნებმა მაინც გადაყვანა შესთავაზეს, რადგან ეხოსკოპია გადაერო მას, ბავშვის კარგად ყონის დამადასტურებლად... თავიდან უარზე იყო, მაგრამ როგორც კი ჩაწვდა მისი ტვინი და აღქმა დაიწყო რაც შეიძლებოდა მოსვლოდა მის პატარას, მაშინვე დათანმდა... სასწრაფო მანქანის გამაყრუებელი სირენის ხმა ისმოდა... თიკა საავადმყოფოში მიყავდათ...


-------
- ალო თოკო, მე გამოვედი სამსახურიდან, სად ხარ? რომელ ბარში მოვიდე...
- ხო, გამოვედი მეც, მოკლედ შემ*ეს რაა, რამდენი საჩალიჩო მქონდა, ძლივს მოვრჩი, ბლიად.. მარჯანიშვილზე გამოდი და გნახავ რა მანდ სადმე...
- კაი ხო, მიდი და დაგირეკავ იქ რომ მივალ...
----------
- ბიჭო მოვედი უკვე. მეტროს წინ ვარ, სად ხარ ტოო... მობეზრებულად ჩაილაპარაკა...
- შემოიხედე ბლიად უკან!!! ტელეფონი გათიშა და უმცროს ძმას ხელი დაუქნია...

- 10 წუთია აქ ვდგავარ, რით ვერ მოაღწიე... მხარზე ხელი დაკრა ნოემ და გვერდულად მიეჯახა...
- მოკლედ როდის გაიზრდები რაა.. მთელი 25წელია ვცდილობ გაგზარდო, ნუთუ არ შეიძლება რო ტვინი მოგემატოს? სულ ცოტათი მაინც... მარცხენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითით დაანახა ის მცირედი, რამდენადაც უნდოდა რომ მომატებოდა...
ნოემ ვითომ გაიცინა ირონიულად.
- ხო ტვინი რომ არ მაქვს იმიტომ ვარ პოლიციაში მთავარი გამომძიებელი... თვალი ჩაურკრა და ხელი დასცხო... - წავედით წავედით გაშრა ყელი...
დაახლოებით 200 მეტრის გავლის შემდეგ, იქვე მდგარ, ბარში შვიდნენ...
ბარი ნახევრად ჩაბნელებული იყო, ბართან მიმდგარი მაღალი სკამებით, დარბაზში კი ხის მაგიდა-სკამით გაწყობილი... მხოლოდ ბარის მაგიდა ანათებდა წვრილი გრძელი მანათობლებით... მაღალ სკამებზე დასხდნენ ძმები... ორივემ ორმაგი ვისკი შეუკვეთეს...
- აბა დაიწყე! წამოიწყო თორნიკემ საუბარი...
- ჰოო, ცოტა რთული იქნება ჩემო ძმაო... ჯერ ბოლომდე მეთვითონაც ვერ გამიგია რა ხდება... ქალი იპოვეს მკვდარი. არავის არაფერი დაუნახავს, სახლში ანაბეჭდები მოლოდ ორი ადამიანისაა. თვითონ იმ ქალის და მაგის შვილიშვილის...
- მერედა იქნებ იმ შვილიშვილმა გატრუპა, რას გაიგებ... თავისი ვერსია დაახეთქა თოკომ.
- არა ბიჭო, რაღაცნაირი გოგოა, სახლიდან არის გამოგდებული, მიზეზი არ ვიცი ჯერ... მაგრამ გავარკვევ...
- რა იყო შე ჩემა ხოარ დაგევასა... ჩაიცინა და მწარე სითხე ყელში გადაუშვა...
- მდააჰ... არა, მაგრა რაღაცნაირია. ამოუცნობია რა,ისეთი თვალები აქ, შეშინებული 2 წლის ბავშვი გეგონება, რომ გინდა დაიცვა, მაგრად მოხვიო მკლავები და არსად არ გაუშვა აი ისეთი გოგოა...
- ეე ეე... ძაან ხოარ გაბერე შენ. რა შექსპირის პიესა დამიწერე აქ წამებში... რო კითხო არ ევასება... გაიცინა თოკომ და ბარმენს შეკვეთა გაამეორებინა...
- ესე ადვილი არარის... არ მგონია რომ ძარცვისას შემოაკვდა ვინმეს. სახლში ყველაფერი არ არის გადაქექილი. ვიღაც ნაცნობი უნდა იყოს, გამიზნულად მოქმედებდა, მხოლოდ ქალბატონის ოთახი და მისაღები ოთახის წიგნების კარადაა გადმოყრილი... დანარჩენი ოთახები ხელშეუხებელია...
- ხოო, რთული სიტუაცია ყოფილა, ხელჩასაჭიდი არაფერიგაქვთ? დაინტერედა თორნიკე
- არა ჯერ. ეს გოგო მაგრად მეცოდება რაა! მაგარი ახვარი ოჯახი ყავს...
- ვინაა რა ქვია. ჩაეძია უფროსი ძმა...
- თიკა თოიძე, და და ძმა ყავს კიდევ ისინი ტყუპები არიან...
თორნიკეს სახე ეცვალა. ეცნო სახელი და გვარი... უცებ წარმოუდგა თიკასთან გატარებული დღე, მისი ცრემლები, მისი გამოუცდელი და დაჭიმული სხეული... ყველაფერი გაახსენდა...
- გასაგებია... ანუ სახლიდან გმაოაგდეს? არ იცი მიზეზი? რამოუვიდა? ნერვიულობა შეეტყო ხმაში...
ნოე დაეჭვდა, რის გმაომძიებელი იყო თუ ადამიანის სხულის ენას ვერ გამოტეხდა და ვერ იგრძნობდა რაიმე საეჭვოს ქცევიდან, მაგრამ არ გაამახვილა ყურადღება...
- არ ვიცი, მიზეზი არ უთქვამს, მაგრამ ვიცი რომ ფეხმძიმედ არის.. 2 დღის მანძილზე რაც მასთან ერთად ვიყავი საავადმყოფოში და სახლში ვინმე მამაკაცი არ გმაოჩენილა, სავარაუდოდ, ისე დაურსულდა რომ არ არის გათხოვილი, ალბათ მიზეზიც ესარის... სოფელია მაინც, იქ ვერ გაიგებენ ეგეთ რამეს...
მთელი კუნთების დაჭიმვა იგრძნო თოკომ, გული აუჩქარდა, შუბლი დაეცვარა... ხელი აუკანკალდა როცა ვისკის ჭიქა ბოლომდე გამოვალა და კიდევ მოითხოვა, ისიც მიაყოლა, კიდევ ერთი...
- ბიჭო, რა აიშვი შენ, რა მოგივიდა, იცნობ თიკას? უმცროსი ჟორჟოლიანი კარგად დააკვირდა მის მიმიკას, ქცევას, აკანკალებულ ხელს...
- მე, არა... ცოტახანს შეყოვნდა, თმაში ხელი შეიცურა და უკან გადაიწია... არა, არა... საიდან უნდა ვიცნობდე, მერავიცი ვინარი თიკა... ძალით გაუღიმა, თუ ამას გაღიმებისა ეტყობოდა რამე...
- ხო რავიცი, ისე შეიცვალე უცებ... რავიცი... თუ რამე იცი მითხარი... ბოლოჯერ გაიბრძოლა ნოე...
- არა არაა. ხომ გითხარი...
შეეშვა, აღარაფერი უთქვამს ნოეს, ნელ-ნელა წრუპავდა ვისკის და ბარში მყოფ ხალხს ათვალიერებდა... თოკო კი მიყოლებით სვავდა ვისკის... ხმამაღლა სუნთქავდა და დროდადრო მაჯის საათს უყურებდა...
- გეჩქარება? ბოლოს ყელში რომ ამოუვიდა ნოეს თავისი ძმის საქციელების ყურება დაუგმინა
- ხო, წავიდეთ რაა! საქმე მაქვს. გადაჭრით უთხრა ნოეს...
- რა საქმე ბიჭო, ფეხზე ვერ დგახარ, საქამზე მაქამდე უნდა გეფიქრა სანამ ათ ჭიქა ვისკის დალევდი..
- ოო ნუ ატ*აკებ რაა, ხო იცი ეს ჩემთვის არაფერიაა...
- არა თქო, აქედან მხოლოდ სახლში წავალთ...
- ეე, მიდი რაა! მოწყვეტით წამოდგა თოკო, თავიდან შებარბაცდა მაგრამ თავის გაკონტროლება შეძლოდა გასასვლელისკენ დაირა. ნოე უკნიდან შეძახილებით მოყვებოდა. "გაჩერდი ბიჭო"... " მთვრალი ხარ, სად მიდიხარ" " ასე საჭესთან არ დაჯდე"... მაგრამ თოკოს არც ერთი გაუგია.. ყურებში მხოლოდ ერთი წინადადება ჩაესმოდა. - " ფეხმძიმედ არის"...
მანქანაში ჩაჯდა, ისე დაქოქა და მოწყდა იქაურობიდან, ნოემ დაწევაც კი ვერ მოასწრო...

მიქროდა, ალბათ 180 ით 200ი... არ იცოდა სად. მიდიოდა და თან თვალებიდან ცრემლები სდიოდა. " ფეხმძიმედ არის" " ფეხმძიმედ არის" გონებაში უმეორდებოდა სიტყვები...
- ეს რა გავაკეთე?! ეს რაა ჩავიდინე. ბოლო დონის ვარ!!! თავისთავს უყვიროდა და დროდადრო ხელის ზურგით ცრემლებს იწმენდდა...
- უნდა გავარკვიო, ყველაფერი უნდა გავარკვიო...
გაზს მიადგა ფეხი... სისწრაფე... ჩაბნელებული გზა... ცრემლიანი თვალები და განადგურებული თორნიკე....



-------------------

ესეც მეხუთე თავი.. იმედია მოგეწონებათ. ბოდიშით დაგვიანებისთვის. ხანდახან ვერ ვიცლი ჩემი ჭინკის გამო დაწერას, ვეცდბი ძალიან არ გალოდინოთ, მადლობას გიხდით მოთმინებისთვის და კითხვისთვის... გთხოვთ თქვენი აზრი დააფიქსიროთ კომენტარებში... მიყვარხართ შოკოლადებო <3 <3 <3 скачать dle 11.3




№1 სტუმარი Nini

Rogor velodii auu male dade ahemdegi tavi

 



№2 სტუმარი ninuca ))

zalian gamixarda ro dges dade axali tavi <33 ici imdenad saintereso istoriaa rom erti tavi ar myofnis da mindeba rom sul vkitxulobde :DDD magram ras vizavt davelodebi momdevno tavs da imedia male dadeb <33333

 



№3  offline ადმინი -venus-

Nini
Rogor velodii auu male dade ahemdegi tavi

ვეცდები ხვალ დავწერო ♡♡ მადლობა რომ კითხულობ :*

 



№4  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვიცოდი ვიცოდი ვიცოდი თორნიკე და ნოე ძმები რომ იქნებოდნენ. საინტერესოა ძალიან და ახალ თავს ველი მოუთმენლად... იმედია ყველაფერი მალე გაირკვევა და თიკას და-ძმა საკადრისად დაისჯებიან.

 



№5  offline ადმინი -venus-

უცნობი ქ
ვიცოდი ვიცოდი ვიცოდი თორნიკე და ნოე ძმები რომ იქნებოდნენ. საინტერესოა ძალიან და ახალ თავს ველი მოუთმენლად... იმედია ყველაფერი მალე გაირკვევა და თიკას და-ძმა საკადრისად დაისჯებიან.

ვეცდები დღეს ავტვირთო♡ მადლობა რომ კითხულობ♡♡

 



№6  offline წევრი mia15

ძალიან საინტერესოა და ველი შემდეგ თავს.მალე დადე

 



№7  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ძალიან მომეწონა .. საინტერესოცაა <3 ველოდები მომდევნო თავს არ დააგვიანო <3 წარმატებებუ

 



№8 სტუმარი მეც მწერალი ვარ

ვა, ნიკი შეიცვალე?!

 



№9  offline წევრი modemodka

Sauketesoaa sauketesota shoriss... male dade ra shemdegi taviii :-*

 



№10  offline ადმინი -venus-

mia15
ძალიან საინტერესოა და ველი შემდეგ თავს.მალე დადე

ტკბილიწიწაკა
ძალიან მომეწონა .. საინტერესოცაა <3 ველოდები მომდევნო თავს არ დააგვიანო <3 წარმატებებუ

მეც მწერალი ვარ
ვა, ნიკი შეიცვალე?!

modemodka
Sauketesoaa sauketesota shoriss... male dade ra shemdegi taviii :-*

ძალიან დიდი მადლობა ტკბილებოო♡♡ ვეცდები ხვალ დავდო... და კი ნიკი შევიცვალე, ამის შემდეგ ამ ნიკით მიხილავთ ♡♡ მიყვარხართ♡♡

 



№11 სტუმარი Tako

Malee daamate raa

 



№12 სტუმარი Guest Mariamo

Rodis daideba shemdegi tavi

 



№13  offline ადმინი -venus-

dges daieba axali tavi ♡♡

 



№14 სტუმარი Guest Mariamo

Aba dgeso da ar dadebula hm ..

 



№15 სტუმარი Tako

Kaii raa rato ardeb amdeen xaans

 



№16  offline ადმინი -venus-

bodishiittt xalxoo komp gamipuchda da xelosantan iyoo dges gvian uechvrli iqneba dawerili maqvs

 



№17 სტუმარი teo

agar agrdzeleb?

 



№18 სტუმარი Guest მარი

როდის დადეებ... დასჯილი ხარ და ორი დადე ერთად

 



№19  offline ადმინი -venus-

Guest მარი
როდის დადეებ... დასჯილი ხარ და ორი დადე ერთად

დავდე უკვე :დ ვინდოუსი გადამიყენეს და წამიშალეს ისტორია ამიტომ ახლიდან მომიხდა დაწერა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent