შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეტლი


31-08-2017, 14:03
ავტორი sofomachkalovi
ნანახია 668

ეტლი

სასწაულები ხდება! მე მიყვარს ჩემი ცხოვრება. ბედნიერი ვარ, რადგან მშობლები მყავს.
მე ნინი ვარ. არაფრით გამორჩეული სხვების გარეგნობას. ძალიან მეოცნებე ვარ. ვოცნებობ ჩემს კარიერაზე, ოჯახზე, მოგზაურობაზე.
მე სიარული არშემიძლია, ჩემი ტრანსპორტი ეტლია! მყავს ერთი მეგობარი სოფი, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას და მავსებს. სოფის და ჰყავს ქეთი. ის გადარეულია.
-სოფი მალე მოდი რა. ვებუზღუნები ტელეფონში
-მოვდივარ გოგო. მიწივის
-კარგი, მე მზად ვარ.
ცოტახანში უკვე პარკში ვიყავით. მე და სოფი ყოველთვის ერთად ვსეირნობთ პარკში.. პარკში რამდენი ხე მიყოლებით დგას. შუაში სასრიალოები და საქანელებია. ნაპირას სკამებია. პარკში დიდი სანაყინეა და ჩვენ ყოველთვის იქ ვყიდულობთ ნაყინებს. მე და სოფი ერთმანეთს ხასიათებით ვგავართ. მაგრამ ის ძალიან ჯიუტია.
-ნაყინებს მოვიტანა ნინ და მოვალ. მითხრა სოფიმ
-კარგი.
სანამ ის მოვიდოდა ჩემი ეტლით ვგადაადგილდებოდი. პარკი გზასთან ახლოა. მე დავინახე პატარა 4-5 წლის ბიჭი, რომელსაც მანქანა ეჯახებოდა. ეტლით გადავბობღდი გზაზე და ბავშვი ხხელში ავიყვანე. ამ წამს ჩემს სიცოცხლეზე არ ვფიქრობდი. ის ხომ პატარა ბიჭუნა იყო. ბავშვები ყოველთვის მიყვარდა და ბაღის ამღზრდელობა მინოდა, მაგრამ დამიწუნეს.
ბიჭს ოქროსფერი ხვეულა თმები და თაფლისფერი თვალები ჰქონდა. ის ძალიან საყვარელი იყო. შიშისგან კანკალებდა. მეც ჩავეხუტე და ვკოცნიდი მის ფუმფულა ლოყებს.
ხალხი არ განძრეულა, თითქოს სასწორზე ბავშვის სიცოცხლე არ დებულიყო.
-უკაცრავად მომმართა უცხო მამაკაცმა
-დიახ!
-მადლობა ლუკას გადარჩენისთვის. გამიღიმა და ლოყებზე ღრმულები გამოუჩნდა.-ძალიან დიდი მადლობა. ჩამეხუტა
-არაფერს. ნუ ღელავთ. ლუკას თითი დაიჭირა
-ის ჩემი ძმიშვილია. ძალიან ცელქია. ისე გამომექცა მაღაზიიდან ვერც შევნიშნე. ყვებოდა შეშინებული და მადლიერი
-მთვარია გადარჩა და კარგად არის! ვანუგეშე
-მადლობა ძალიან დიდი. ინტერესიანი მზერა მომაპყრო
-მე ნინი ვარ.
-მე კი დათა
ამასობაში სოფიც მოგვიახლოვდა. ძალიან დაბნეული და შეშინებული მოგვიახლოვდა
-გამარჯობა, მე სოფი ვარ. ხელი ჩამოართა
-მე დათა
-უკაცრავად და აქ რახდება? გაკვირვებული გვიყურებდა
-დაწყნარდი სოფი, ყველაფერი კარგად არის. დავამშვიდე
-ჩვენი წასვლის დროა! დათმ ლუკას ხელი მოჰკიდა და დაგვემშვიდობა
-ჩვენც წავიდეთ. მითხრა სოფიმ და დაამატა. -ყველაფერს მომიყვები.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, მიმავალ ბიჭებს შევხედე და სოფის გავყევი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 წევრი khatia khatia

კაი იყოოო რავიიი მაგრამ მოკლე და თან თითქოს პირველი მოთხრობა იყოსო ისე კაია რავი
--------------------
ხ.ბითაძე

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.