შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წართმეული სისპეტაკე თავი მეექვსე


2-09-2017, 17:27
ავტორი -venus-
ნანახია 1 657

წართმეული სისპეტაკე თავი მეექვსე

მანქანა კაზინოსთან გააჩერა. გადმოვიდა და შიგნით შევარდა. იქაურობა ისევ ჩაბნელებული იყო, ალაგალაგ ჩადგმული აპარატებიდან გამოდიოდა სინათლე... მეორე სართულზე ავიდა და იოანეს კარები შეგლიჯა.
- შე ა*ვარო, იცოდი ხო? ეს რატომ გააკეთე? სხვა ვერავინ ნახე? რატომ ის? რა გინდოდა?
მივარდა იონეს და საყელოში წვდა, კედელზე გვარიანად მიახეთქა.
- რეებს ბოდავ, რამე ხოარ გეშლება?
- იცი რასაც ვბოდავ, ეს არ უნდა გაგეკეთებინა, ის არ უნდა ყოფილიყო! დამთავრდა, ჩვენს შორის ყველანაირი შეთანხმება გაუქმდება, არანაირი ბიზნეს პარტნიორობა, დაივიწყე შე ბებრო არამზადავ! უღრიალა და კარები გამოიკეტა. გამწარებული გამოვარდა გარეთ, იფურთხებოდა იკურთხებოდა, საბურავს ფეხი მიარტყა. გამაყრუებელი სიგნალიზაცია ჩაირთო, მწარედ შეიგინა და გამორთო... სიგარეტი ამოიღო პაჩკიდან და იქვე მანქანასთან ახლოს მოწევა დაიწყო... ყველაფერი არეული ქონდა თავში... ნოეს დამოკიდებულება თიკასადმი, თიკას მდგომარეობა... იცის იცოდა რომ თიკას ვერ დაუახლოვდებოდა... როორც კი ბოლო ნაფაზი ამორტყა და ბიჩოკი შორს მოისროლა, მანქანაში დაბრუნდა, ტელეფონი ამოიღო და ნოეს გადაურეკა .
- ნოე, საღამოზე უნდა შევხვდეთ...
- რა ხდება? რაღაც მაქვს შენთვის მოსაყოლი..
- კაი ახლა არ მცალია საღამოსკენ დაგირეკავ.
- კაი, კაი... ტელეფონი გათიშა და ოფისში წავიდა...

--------------------
- გამარჯობა, როგორ ხარ?
- გამარჯობა ნოე, კარგად, თქვენ? კალამს ათამაშებდა ხელში და როგორც ყოველთვის რვეულის კუთხში გაურკვეველ ფიხურებს ჯღაპნიდა...
- კარგად მეც, დღეს გცალია? რაღაც საქმე მაქვს და დადგენა მინდოდა..
- კი, მობრთანდით ან თუ გნებავთ სადმე შევხვდეთ.
- კარგი ჯობს შევხვდეთ... მოგაკითხავ 10 წუთში და წავიდეთ.
- გელოდებით... ტელეფონი გათიშა და თიკასკენ წავიდა...

სურდა რომ გაერკვია ყველაფერი, თორნიკეს რეაქცია არ მოეწონა როდესაც თიკას სახელი ახსენა. დაიძაბა, ანერვიულდა... ახლა აინტერესებდა თიკას რეაქცია თორნიკეს ხსენებაზე... აუცილებლად უნდა გაეგო ყველაფერი...


თიკასთან მისულმა დაურეკა და ჩამოსვლა თხოვა. იქვე ახლომახლო კაფეში შევიდნენ და მაგიდა დაიკავეს...
- რას მიირთმევ? შესთავაზა ნოემ.
- ჩაი თუ შეიძლება.
- რათქმაუნდა ოღონდ ერთ რამეზე შევთანხმდეთ, მოდი თქვენობითი აღარ გვინდა რა. გაუღიმა ნოემ
- კარგი ნოე.
მიმტანს 2 ჩაი შეუკვეთა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა...
- მოკლედ თიკა, ვიცი ეს შენთვის ძალიან მტკივნეული თემაა, მაგრამ მოგეხსენბა რომ მე შენი დახმარება მინდა, ამიტომ სასურველია რომ ყოველი დეტალი ვიცოდე შენზე, რათა უფრო გამიდვილდეს შენი დაცვა მომავალში... ცდილობდა შერჩევით ელაპარაკა მასთან რადგან გული არ ეტკინა მისთვის...
- გასაგებია, მადლობელი ვარ შენი ასეთი მოდგომისთვის, თუმცა ვერ ვხვდები რაზე საუბრობ... გაუღიმა და ცადა რომ ის თემა თავიდან აეცილებინა...
- იცი თიკა... თავი დუქნია და იმ წამს მოტანილი ჩაი მოსვა...
- დიდი ამბავია, თან სიმართლე გითხრა არ მსიამოვნებს მაგ თემაზე საუბარი... სახე აელეწა გოგონას..
- მესმის, მაგრამ თავს ძალა დაატანე და მომიყევი. მე არსად მეჩქარება...
- ეს ველაფერი ჩემი და- ძმის გამო მოხდა... ჩახრეწილი ხმით დაიწყო მოყოლა. დრო დადრო ჩაის სვავდა... - ვიდო გამომიგზავნა ვიღაცამ, მასში ჩემი და იყო, ვითომ ნაცემი, დალურჯებული და ტანსაცმელ შემოხეული... დახმარებას მთხოვდა, ათასი დოლარი უნდა მეშოვნა, ისე რომ ოჯახისთვის არ მეთქვა.....
თიკამ ყველაფერი დაწვრილებით უამბო, ყველანაირად მოიკრიფა ნებისყოფა იმ ამბის გასახსენებლად, თვალები ცრემლით აევსო ბოლოს კი ნახევრად გაციებული ჩაი გამოცალა და ნოეს გამომეტყველებას დააკვირდა.
ყელზე ძარღვები ჰქონდა გამობერილი, მაგიდის ქვეშ კი მუშტს მაგრად უჭერდა რომ თიკას არ დაენახა... კბილები ისე დააჭირა ერთმანეთს კინაღამ ჩაემტვრა...
ნოეს ასეთი რეაქციის მიზეზ ვერ მიხვდა თიკა. უნდოდა რაიმის კითხვა თუმცა ხმა აღარ ამოუღია..
- თორნიკე ჟორჟოლიანზე რას მეტყვი... შედარებით დაბოხებული და მტკიცე ხმით იკითხა ნოემ, და მთელი ყურადღებით დააკვირდა მის სახეს...
დაინახა როგორ აემღვრა თვალები, აუკანკალდა ქვედა ტუჩი, დაეძაბა ყელზე არსებული ყველა ძარღვი, ხელებმა თრთოლვა უწყო...
- საიდან იცნობ? აკანკალებული ხმით იკითხა. - შენი ვინმეა? რატომ მეკითხები მასზე? ძალზედ დაძაბულმა განაგრძნო კითხვების დასმა...
- ჩემი... უნდოდა რომ ეთქვა ინც იყო, მაგრამ რაღაც ძალა აკავებდა. ისიც იცოდა რომ ეს გოგო მის ძმას ეკუთვნოდა, მაგრამ დარწმუნებული იყო რომ მათ არაფერი გამოუვიდოდათ... - არავინ, უბრალოდ ერთი ბიზნემენია...
თიკამ თვალები დახუჭა, ობოლი ცრემლი გადმოაგდო და ფინცანს თავისი ნაზი თითებით ატრიალებდა...
ნოე დაძიაბა, ყველაფერს მიხვდა...
- ის იყო ხო? ჩამქრალი ხმით კითხა...
- ის იყო... ამ თემაზე არ მინდა ლაპარაკი, გეხვეწები სახლში წამიყვანე, დღეისთვის კმარა!!!
ნოეს აღარაფერი უთქვამს, ანგარიში გაასწორა და თიკა სახლისკენ წაიყვანა... იქ მიყვანისას უბრალოდ დაემშვიდობნენ ერთმანეთ და ორივე თავის გზაზე წავიდა...
განადგურებული დაბრუნდა ოფისში ნოე, იმის ცოდნა რომ გოგოს უბედურების მიზეზი მისი ძმაა ძალზედ დამანგრეველი და სანევიულო გახლდათ. ახლაც კი შოკში იყო მოსმენილით, არ ჯეროდა ბოლომდე რომ და-ძმას ასე შეეძლო დედმამიშვილის გაწირვა. აუცილებლად იძიებდა შურს. ოღონდ ახლა სხა გეგმები ჰქონდა...

მზე ნელნელა იმალებოდა, მოწითალო იყო ცა, ალაგალაგ გაფანტული ღრუბლები თავს იწონებდნენ, შემოდგომის გრილი სიო ქროდა, ხეებს ნაზად არხევდა. ყვითელ ფერებში იყო გაწყობილი არემარე, ფოთოლცვენა ყველაზე ლამაზი იყო თიკასთვის რისი დანახვაც შეეძლო... ისევ მაგიდას მიუჯდა, სახელმძღვანელობი გადაეშალა, რამოდენიმე ენციკლოპედიაც და რვეულში რაღაცას წედა, თუმცა ფიქრები სხვაგან ჰქონდა... ძედმეტი იყო მისთვის ეს ყველაფერი, ყველზე მეტად სურდა რომ ახლა ვიღაცას ეჩქმიტა და გამოფხიზლებულიყო მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი რეალობა გახლდათ... მწარე რეალობა რომელსაც ვერ გაექცევი...

-----------------------
გამწარებული მიაქროლებდა მანქანას ნოე, დროდადრო საჭეს ხელს ურტყავდა და იკურთხებოდა. ნელ-ნელა სიჩქარეს მოუკლო, მალე კი მანქანა გზიდან გადაიყვანა და თოკოს დაურეკა.
- გცალია? მტკიცე ჰქონდა ხმა.
- სადღაც 5-10 წუთში კი, მოხვედი უკვე?
- არა ჯერ, მიდი მალე და საქმე მაქვს სერიოზული.
- რა მოხდა? გაუკვირდა თორნიკეს.
- გეტყვი... ტელეფონი გათიშა და ზემოთ აიხედა, სარკეში თავის თავს დააკვირდა... ჭაობისფერი თვალები ჩაწითლებოდა, მოკლედ შეჭრილი, ყავისფერი თმა აჩეჩვოდა, ერთ დროს დიდ წითელ ტუჩებზე კი ფერი წახდომოდა. დაღლილი იყო, გადაღლილი... დასვენება ჭირდებოდა, მაგრამ ახლა არა! ახლა სხვა საქმეები ჰქონდა...
მანქანა ნელა ნელა დაქოქა და გზას ამჟერად შენელებული სისწრაფით გაუყვა, ყველაზე მეტად რაც ძულდა ლოდინი იყო...
ძმის სამსახურთან მივიდა და დაინახა როგორ ელოდებოდა თოკო კარებთან..
- ჩაჯექი, ახლოს მიაყენა მანქანა და საქარე მინის ჩაწევისას გადასძახა...
კარი გააღო თოკომ და მძღოლის გვერდითა სავარძელი დაიკავა, ღვედი შეიკრა და მოთავსდა.
- ჰე აბა წავედით. დავლიოთ რამე, როგორც ჩანს ორივეს სერიოზული საქმე გვაქვს... წამოიწყო თოკომ ლაპარაკი. ნოეს არაფერი უთქვამს ისე იწყო სვლა...


- ორი ორმაგი ვისკი თუშეიძლება, ბარმენს შეკვეთა მისცეს და მაღალს სკამებზე მოთავსდნენ...
- დაიწყე... დაუთმო უფროსმა.
- მოკლედ, მაგარ შარში ხარ! შენ კიდე ერთ ადგილას გკიდია... პირდაპირ დაიწყო ლაპარაკი ნოემ.
- რას გულისხმობ ძმაო. დაინტერესდა თოკო
- მე ყველაფერი ვიცი, იქიდან როცა თიკას ხსენებაზე სახე აგელეწა, დღეს კი მან დამიდასტურა...
- ელაპარაკე? წახდენილი ხმით იკითხა.
- ჰო, თოკო, მე კი ველაპრაკე მაგრამ სამწუხაროდ შენი დანახვაც არ სურს...
- ეგ ვიცი, ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ რა ღაც უნდა ვქნა... უნდა დაველაპარაკო, ის ბავშვი თუ მართლა ჩემია მე იქ საერთო საცხოვრებელში ვერ დავტოვებ მაგათ...
- თუ? რამეში ეჭვიც გეპარება შენ? გაშმაგდა ნოე...
- ნუ აიჭერი ეხლა...შენ უნდა შემახვედრო, ჩემთან შეხვედრას არ მოისურვებს დარწმუნებული ვარ. ვისკი მოსვა და სიმწრისგან სახე მოჭმუხნა...
- გინდა რომ მეც შემიძულოს? ძლივს დავუახლოვდი, ნუ გავიწყდება რომ ჯერ ბებიამისის საქმე მაქვს გასახსნელი, თიკას დახმარება რომ დამჭირდეს შენს გამო თვალებში ვერ უნდა შევხედო.
- და შენ რა შუაში იქები, სულ ნუ ეტყვი რომ ძმები ვართ...
- არა და მორჩა! მისამართს დაგიწერ და ნება იბოძე მარტო მიხვიდე და დაელაპარაკო კაცურად.
- კარგი, დამიწერე და წავედი მე, შენი სახის ყურებას დიდიხანი ვერ გავუძლებ...
- დებილი ხარ სუფთა რაა! სალფეთკი აიღო და ზედ თიკას მისამართი დაწერა, ამასობაში თოკო წამოდგა ჟაკეტი მოიცვა და სალფეტკი გამოგლიჯა ხელიდან...
- ჭკვიანად იყავი ბიჭოო... დაუყვავა ნოემ მაგრამ თოკოს არც გაუგია უკვე კართან იყო...
ნოემ თავი გააქნია და სასმელი ბოლომდე გამოცალა... თითქოს რაღაცამ გული ჩასწყვიტა. შინაგანად წიწკნიდა რაღაც...

------------------
თითქმის ყოველ დღე და ღამე ტიროდა, განიცდიდა... გული ჩხვლეტდა, შინაგანად იფიტებოდა, კვდებოდა...
შვილები რომლებიც სიყვარულსა და მხიარულებაში აღზარდა ერთმანეთი ძულდათ. ქმართან ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა... გიორგის და ანას იმედი ხომ აღარც ჰქონდა. ყოველ ღამე მთვრალი მოდიოდა გიორგი, სავარაუდოდ ისევ კაზინოდან ან ტოტალიზატორიდან. ანა? ის თავის თავზე შეყვარებული ავარდნილი გოგონა იყო, რომელსაც არაფერი გააჩნდა. გარდა ბინძური და ბოროტი სულისა. ისევ მარკეტში მუშაობდა, დედის დახმარების სანაცვლოდ კი საკმაოდ ძვირიან ნივთებს ყიდულობდა, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს... ან გიორგის აძლევდა სათამასო ფულს... ყველაზე მეტად ჭირდებოდა ახლა მას გვერდით თიკა. ყველაზე მეტად ჭირდებოდა მისი თბილი ღიმილი და სიყვარულით გაჟღენთილი "დედა"... ტიროდა მაგრამ ვერაფერს შველიდა... სამზარეულოში გავიდა და ჩUმად გამოიტანა მობილური... თითო ციფრის აკრეფვა გულზე ნემსად ესობოდა. ხელები უკანკალებდა და მისაღები ოთახისკენ იყურებოდა. ამოწმებდა ხომ არ მოდისო...
როგორც იქნა გავიდა. გავიდა და ტატიანას მუცელშიც დიდი აფეთქებები მოხდა. ნერვიულობისგან დაეჭიმა მთელი სხეული...
- ალო... გაისმა ნანატრი სათუთი, ნაზი ხმა... ეს მისთვის საკმარისიც კი იყო რომ მთელი ნერვიულობა სადღაც ჯანდაბაში მოესროლა და შვილს მთელი სიყვარულით დალაპარაკებოდა მაგრამ...
- დედი, როგორ ხარ თიკა... ნამტირალევი დ განადგურებული ხმა ჰქონდა...
- დედა? გაუკვირა თიკას. ტელეფონი ყურიდან მოიცილა და ეკრანს დახედა, ნომერი არ ქონდა ჩაწერილი თუმცა ზეპირად იცოდა. შეამოწმა ხომ არ მეშლებაო და როცა ნამდვილად დარწმუნდა მის ვინაობაში ისევ გააგრძელა.
- ნორმალურად, შენ? ნაწყენი და ტკივილ ნარევი ტონი ჰქონდა გოგონას...
- ვიცი შვილო, ვიცი რომ გატკინე, ვიცი რომ საშინელი დედავარ! ძალიან მომენატრე, ძალიან მჭირდები. უკვე აღარ შემიძლია ამ სიყალბეში და სიბინძურეში ცხოვრება. ჩურჩUლებდა ტატიანა და თვალს იქიტკენ აპარებდა...
- არ ვიცი რა ვთქვა. მაშინ მკარი ხელი როცა მჭირდებოდი დედა. შენ არც კი იცი რას განვიცდი. ყოველდღე ნერვიულობასა და სტრესში იზდება ბავშვი. ჯერ მუცელი არ მაქვს გაზრდილი მაგრამ ვგრძნობ დედა მას, ის ჩემშია, ჩემი. მე კი ამდენს ვანერვიულებ...
- ბოდიში დედი. მაპატიე ძალიან გთხოვ, მე არ მინდა აქ გაჩერება... მტკიცედ განუცხადა გოგოს.
- რატომ? ანა და გიორგი არ გეხმარებიან? ნიშნისმოგებით კითხა..
- კარგი რა! ერთადერთი ვისაც გული შესტკიოდა ჩემზე მხოლოდ შენ იყავი, მე კიდევ რა გავაკეთე. დედი მე სახლიდან მივდვივარ! ამათთან ცხოვრება კოშმარია. გამიხარდება თუ მომცემ უფლებას შენთან მოვიდე და გნახო... წამოიტირა ტატიანამ და თიკასაც გული მოულბა.
- რათქმაუნდა, შეგიძლია მოხვიდე. სად აპირებ წასვლას? დაინტერესდა თიკა
- არ ვიცი, სავარაუდოდ ჩემ მეგობართა, ქეთი ხო გახსოვს? თბილისშია გათხოვილი, მუშაობს, უარს არ მეტყვის რამოდენიმე დღე რომ მასთან ვიყო, მერე იქნება რამე... სმსახურს ვიშოვი და ცალკე გავალ... მერე იქნებ მოისურვო და ჩემთან წამოხვიდე... ვეხდები უნივერსიტეტთან ახლოს ვიქირავო ბინა რომ არ გაგიჭირდეს სიარული...
- ვნახოთ დედა, ძალიან რთულად არის საქმე, ბევრი რამ არ იცი. არც ამახსნევინე, არც მომაყოლე რა ხდებოდა ჩემს თავს. მოკლედ რომ ჩამოხვალ ჩემთან მოდი და ყველაფერს მოგიყვები. ჩემი ბრალი მართლა არაფერია... ჩამქრალი ხმით ლაპარაკობდა, იმ იმედით რომ დედა ყველაფერს გაუგებდა...
- კარგი დედი, ახლა უნდა წავიდე, დიდიხანი ვერ გელაპარაკები, არმინდა მალხაზმა რამე იეჭვოს. გკოცნი და თავს გაუფრთხილდი... თბილად დაემშვიდობნენ ერთმანეთს. ტელეფონი გათიშა, წინსაფრის ჯიბეში ჩაიდო და მათ ოთახში ისე გავიდა რომ მალხაზის არ დაენახა. ტელეფონი თავის ადგილას დადო და სამსზარეულოს დაუბრუნდა...

--------
ოფისიდან გამოვიდა ნოე, დაბნეული იყო. ყელაფეი არეოდა ტვინში... ყველანაირად ერიდებოდა იქ ასვლას... გული უკვდებოდა, ენატრებოდა, მოგონებები მოსვენებას არ აძლევდა. გახსენებაც კი არუნდოდა იმ საშინელი კატასტროფის... მაგრამ საჭირო იყო, დღეს მათი ქორწინების 30წლისთავი იყო... უნდა მიელოცა...
თორნიკეს შეტყობინება დაუტოვა. " მე სასაფლაოზე ავდივარ, თიკას რომ დაელაპარაკები ამოდი..." მანქანაში ჩაჯდა და იქაურობას მოწყდა... ფეხეხბი უკან რჩებოდა. გზად საყვავილეში შეიარა, 2 დიდი ბუკეტი აიღო და გზა განაგრძო...
მიუახლოვდა იმ საშინელ აადგილს. სიმძიმით იყო გაჟღინთილი რემარე, სიკვდილის სუნი გამეფებულიყო. მანქანა გააჩერა და საფლავებს შორის გზა გაკვეთა. რამოდენიმეს გვერდი აუარა და... იპოვა. დაინახა და გული ადგილზევე გაეყინა. ერთ დროს სითბოთი და სიყვარულით გაჟღენთილი დედის თვალები გაქვავებულიო, გაციებულიყო და უსულდგმულოდ უყურებდნენ ნოეს საფლავის ქვიდან. მამა რომელიც ყოველთვის ეჯუჯღუნებოდა პოლიციელი გამხდარიყო, მისი პროფესია გაგრძეებინა და მაღალ თანამდებობისთვის მიეღწია, ცივი ქვიდან უცქერდა. ვერ აიღწერება ის გრძნობა რასაც ნოე გრძნობდა. მიუახლოვდა საფლავს. ორივეს ქვაზე ხელი ჩამოუსვა, თაიგულები გადაანაწილა. გახსნა და ყვავილები ორივეს გულზე დაალაგა. ალაგალაგ სარეველა ბალახი იყო ამოსული, ამოგლიჯა და საფლავის გარეთ მოისროლა. მიწა გადაასწორა... ცრემლები კი ღაპაღუპით იკვლელვდნენ გზას. ამასობაში კი ნოეს მოგონებები და მათი ხმა მოსვენებას არ აძლევდა. დედის წკრიალა და თბილი ხმა. ის ჩხუბიც ენატრებოდა დედასთან რომ მოსდიოდა ხოლმე...
კატასტროფის დღე დაუდგა თვალწინ. როცა დაურეკეს და ამცნობეს რომ ავარიაში ორივე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა იყოვო ამბობდნენ, მაგრამ ნოე ასე არ ფიქრობდა. საკმაოდ შეძლებული ოჯახი იყო იმ დროისთვის. მაშინ მამამისი მილიციის უფროსი გახლდათ. ბევრი კრიმინალი და ნარკომანი ყავდა დაჭერილი. ყველას შეეძლო ასე გაემეტებინა ის. მაგრამ დღემდე ყველაფერი უცნობი იყო. საქმე გაიხსნა როგორც უბედური შემთხვევა და მას შემდეგ ისეა როგორც არის...
- ძალიან მომენატრეთ. დაიწყო ძლივს ძლივობით საუბარი... ყოველი სიტყვის შემდეგ გული ეკუმშებოდა. - მამა, მივაღწიე იმას რაც გინდოდა. შენსავით უფროსი ვერ ვარ მაგრამ მთავარი გამომძიებელი ვარ. ყველაფერი კარგად მიდის. თოკოს აქ პრობლემები მაგრამ იმედი მაქვს მოაგვარებს, თუარა და შენს მაგივრად მოხვდება ჩემგან... - დე, ჩემ ოთხს ვალაგებ ხოლმე, იმედია აღარ მიბრაზდები. ვიცი რომ ყოვლთვის ჩემთან და თოკოსთან ხართ. გგრძნობთ. ძალიან მიყვარხართ დე, მა... უთქვენოდ ძალიან გვიჭირს, მაგრამ ვუმკლავდებით...

--------------------
შავი აუდი შეჩერდა კორპუსთან, მინები დაბურული ჰქონდა, ძაანაც რომ გდომოდათ ვერ დაინახავდით შიგნით მკდომს. მძღოლის მხარეს კარები გაიღო და გადმოვიდა მანქანიდან...
იქაურობა მოათვალიერა, შემდეგ ზემოთ აიხედა და ფანჯრებს თვალი მოავლო. ალბათ ეგონა რომ იგრძნობდა რამეს, ან მიხვდებოდა მის ფანჯარას...
მალევე შევიდა კორპუსში. შესასვლელში მიმღები იყო...
- გამარჯობათ, თიკა თოიძე რომელ ოთახშია? იკითხა და ქალს გაუღიმა.
- უკაცრავად ვინ ბრძანდებით მისი? ჩაეკითხა შუახნის თმაშეჭაღარავებული ქალი, რომლსაც სათვალეები კხვირის კიდეზე ჰქონდა დაკოსებული და ჟურნალს ათვალიერებდა...
- ნათესავი ვარ. რამოდენიმე წუთიანი ფიქრის შემდგომ, როდესაც ვერაფერი მოიფიქრა რასაც პრობლემის წარმოქმნაში ხელს არ შეუწყობდა, ეს ამჯობინარომ ეთქვა...
ქალმაა აათვალიერ-ჩაათვალიერა. თოკომ სანდომიანად გაუღიმა.
- მესამე სართული, 402 ოთახი... მიაძახა ისე რომ ზედაც არ შეუხედავს...
თორნიკე კიბეებით ავარდა, ლიფთს აღარც დალოდებია. დაფეთებული ეძებდა 402 ოთახს გრძელ დრეფანში... როგორც იქნა მიაგნო, ღრმად ამოისუნთქა და კარზე დააკაკუნა...
კარი მარიამმა გააღო და თვალებიგაუფართოვდა...
- გისმენთ? ვინ გნებავთ? მიახალა ეგრევე მარიამმა..
- თიკას ვეძებ, მითხრეს რომ აქ ცხოვრობს..
ოჰო, თიკა აღარ ხუმრობს, გაიფიქრა და გაუღიმა.
- ახლავე დავუძახებ...

- თიკააა! გასძახა გოგონას. მოდი ვიღაც ზე სიმპატიური ტიპი გკითხულობს... მე გავედი და აბა შენ იციი... კეკლუცურად გუღIმა თოკოს და ოთახი დატოვა...
- მოკლედ შენს სიცანცარეს საზღვარი არ აქვს რაა! ლაპარაკით გამოვიდა კარებთან და იქ მდგომი რომ დაინახა გაღIმებული სახე გუქვავდა. სისხლმა ჩქება 2ჯერ უფრო სწრაფად დაიწყო. სული მიეყინა. გული აუჩქარდა. ყურები დაუგუბდა და თავისი გულის ცემა ესმოდა...
- შენ? აქ რა გინდა? ძალა მოიკრიბა რომ რაიმე ეთქვა მისთვის...
- თიკა, მომისმინე.
- არაფრის მოსმენას არ ვაპირებ გაეთრიე აქედან და აქ არ დაგინახო...
არაფრის თქმა არ დააცადა ისე მიუხურა ცხვირ წინ კარი...
- თიკა, შემომიშვი სალაპრაკო მაქვს. გეხვეწებიი... ვიცი რომ ჩემ შვილს ზრდი მუცელში. თიკაა! კარების ზღურბლიდან ელაპარაკებოდა გოგონას. დროდადრო კარებზე მუშტებს ურტყავდა...
- წაეთრიე მეთქი. ეს ბავშვი ჩემია!!! თოკომ კიდევ რამოდენიმე ხანს აკაკუნაკაზე და ევედრებოდა შეშვებას და დალაპრაკებას მაგრამ ამაოდ...
" ოხ რა ჯიუტი ხარ თიკა" გაიფიქრა და კარებს მოშორდა... ქვემოთ ჩამოვიდა და ტელეფონი ამოიღო. ნოესთვის უნდა დაერეკა მაგრამ მისი ესემესი გახსნა და მაშინვე სასაფლაოსკენ გავარდა... რამოდენიმე წუთში იქ მივიდა. მუხლებმოდრეკილი დახვდა ნოე. ტიროდა. პატარა ბავშვივით ქვითინებდა მშობლების საფლავზე და პატიებას თხოვდა, რომ ვერ გადაარჩინა...
მიუახლოვდა თოკო და ისიც ჩაიმუხლა.
- კარგი ნოე, საკმარისია. თავს ნუ ინადგურებ უფრო. მათ ვეღარ დააბრუნებ... თორნიკესაც ტკიოდა მაგრამ ის სხვანაირი იყო, რაცარუნდა მტკივნეული ყოფილიყო არასოდეს ცრემლს არ ჩამოაგდებდა, ერთადერთი მაშინ იტირა როცა გაიგო რომ თიკა ფეხმძიმედ იყო ისიც თვითონაც არ იცოდა რატომ...
- შემეშვი რა! შენ ყოველთვის ფეხებზე გეკიდა ეს ყველაფერი და ახლა ნუ დამიწყებ დიდი ძმის როლის თამაშს... მე გული მტკივა და ვტირი, ხო შეილება ლაჩრულად ან არაკაცულად გეჩვენებოდეს კაცის თვალზე ცრემლი მაგრამ რაცარუნდა ძლიერები და ამაყები ვიყოთ ყველას გვაქვს ჩვენი სუსტი წერტილი როცა სიამაყე და ვაჟკაცობა უბრალოდ მეორე ხარისხოვანია. ჩემი სუსტი წერტილი კი იცი რომ მშობლები არიან! გაუაზრებლად ყვიროდა, ხელებს იქნევდა... თორნიკა მის გვერდით იყო და ბავშვივით აწყნარებდა...
ტელეფონის ხმა გაისმა... გამწარებულმა იღრიალა აქ მაინც გამორთე ტელეფონიო...
- შენია ნოე, და ნუ მიყვირიხარ! დაუყვავა თორნიკემ...
ხმა აღარ ამოუღია. ტელეფონი ამოიღო და როცა სახელს დახედა, წამოხტა, ცოტა მოშორებით გავიდა და უპასუხა...
- ხო, მშვიდობაა?
- ......
- მცალია კი.
- .....
- კარგი მალე მოვალ...

საფლავთან დაბრუნდა.
- მე გასასვლელი ვარ, საქმე მაქვს...
თოკომ თვალი მოკრა მის ტელეფონზე დაწერილ სახელს. თავი ჩაღუნდა და ჩაეცინა..
- საქმე გავს, საქმე გაქვს... გასაგებიაა. მე აქ ვიქნები ცოტახანი. წადი!
- რა იყო მოხდა რამე? არესიამოვნა მისი ასეთი რეაქცია...
- არაფერი არა! შენ მაინც დაგელაპარაკოს, მიდი გაიწეცი. მაგრამ ნუ დაგავიწყდება რომ მუცლით ჩემს შვილს ატარებს. ძალათ გაუღიმა ნოეს და თვალი მოაშორა...
ნოეს დაცხა. არ ესიამოვნა მისი ასეთი ლაპარაკი...
- ამით რისი თქმა გინდა თოკო, რამეში ეჭვი გეპარება? დაიძაბა ნოე... ხელის ზურგით ნამტირალევი თვალები მოიფშვნიტა და შარვალზე აკრული მიწა ჩამოიფერთხა...
- იცი რისი თქმაც მინდა! ხუთი თითივით გიცნობ და ნუ მასულელებ! მე გაგაფრთხილე. ახლა წადი!...
- მაგრად ცდები.... მხოლოდ ესღა უთხრა და იქაურობას გაშორდა...

-------------------------
ესეც მეექვსე თავი, ახლა რა ხდება, თავს გავიმართლებ... კომპ გამეჭედა დაწერილი თავი წაიშალა როცა ვინდოუსი გადააყენეს და ახლიდან დაწერა მომიხდა... ცოტა პატარაა ალბათ მაგრამ მეტი ვერ მოვახერხე. მოგეხსენებათ რომ ბავშვი მყავს და ბევრ დროს ვერ ვუთმობ... მიყვარხართ და ბოდიშით. მადლობა მოთმინებისთვის და იმისთვის რომ მოგწოონთ და გელოდებით კომენტარებში <3 ჩემი შოკოლადებიიი....скачать dle 11.3




№1 სტუმარი shore shore

vaimee rogor velodi zalian magari iko zalian momcons velodebi shemdegs da ar daagviano.ganvitareba zalian maintetezebs

 



№2  offline ადმინი -venus-

shore shore
vaimee rogor velodi zalian magari iko zalian momcons velodebi shemdegs da ar daagviano.ganvitareba zalian maintetezebs

ძალიან დიდი მადლობა <3 ვეცდები არ დავაგვიანო <3

 



№3 სტუმარი Ucnobi

ძალიან მაგარია და სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე ახალ თავს, მალე დადე რა შემდეგი, კარგი ისტორიაა, წარმატებებიიიი

 



№4  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ძალიან მომწონს ეს ისტორია მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს. ძმებს ნუ გადაკიდებ ერთმანეთს თუნდაც თიკას გამო.

 



№5 სტუმარი Guest ნინაკა

ძალიან კარგი ისტორიააა,დაუფროარგი იქნებაცთი ძმები არ ადაეკიდებიან ერთმანეთს და სამართალი პურს შესჭას და ყველასვთავისა მიეზგვებადავთოკოს კი დიდი წვალევის შემდეგ მაინც დარჩებავთიკო,მომწონსრა ძწლიან ძალიან ევრი რომ რავაგრძელოოოო

 



№6 სტუმარი Guest Lia

Zalian kargia momewona
Moutmenlad velodebi axal tavs
Ar daagviano

 



№7 სტუმარი Guest Lika

სუფთა ბრაზილიური სერიალია. ეცადე რაღაც ქართული შტრიხები გაურიო რომელიმე პერსონაჟს ხასიათში angry

 



№8  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

იმედია სასიყვარულო სამკუთხედს არ შეკრავ ახლა
...
თოკო მომწონს მე.
.

 



№9  offline ადმინი -venus-

ავტორი ვარ და რაც მაქვს ჩაფიქრებული ისე დავწერ. ყველა სხვადასხვა აზრს მთავაზოვს და ასე ვერ დავწერ ჩემო კარგო... თუ არ მოგეწონება ნუ წაიკითხავ ♡♡

 



№10 სტუმარი Guest ელი

ჩემი უნიჭიერესი გოგო ხარ შენ!!! წარმატებები ჩემო საყვარელო, აი სულ მოუთქმელად გელოდი

 



№11  offline აქტიური მკითხველი lalita

მართალია ავტორი შენ ხარ, მაგრამ იმედია ნოეს არ შეეშლება და ძმის ქალს არ შეიყვარებს ას მისგან არაკაცური საქციელი იქნება . სხვა მხრივ ძალიან საინტერესოდ წერ და ცოტა მალე დადე ძალიან აგვიანებ.

 



№12 სტუმარი Guest Mariamo

Rodis dadeb merve tavs

 



№13  offline ადმინი -venus-

აუ აი ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ :( წეღან უნდა გამომექვეყნა მეშვიდე თავი. დაკოპირწბისას კიდევ კომპი გაითიშა და 14 გვერდი წამეშალა :( ძალიან დიდი ბოდიში. ახლიდან მაქვს დასაწერი :( ხვალ აუცილებლად დავწერ :/ იმედია გამიგებთ და დამელოდებით :( მადლობა

 



№14 სტუმარი Guest Mariamo

Da rodis dadeb

 



№15  offline ადმინი -venus-

Guest Mariamo
Da rodis dadeb

მარიამ დღეს დავწერ ნაწილი დაწერილი მაქვს და დასამთავრებელია სავარაუდოდ საღამოს დაიდება ♡ ბოდიშით და მადლობა მოთმინებისათვის♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent