შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბორჯომი-სიყვარულის ქალაქი(დასასრული)


3-09-2017, 00:37
ავტორი lile jones
ნანახია 734

ბორჯომი-სიყვარულის ქალაქი(დასასრული)

„სიყვარული არ არის გრძნობა,რომელიც იცვლება მაშინ,როდესაც მისი ალტერნატივა ჩნდება.შეიძლება ცხოვრება გართულდეს და ყველაფერი შეიცვალოს,მაგრამ ნამდვილი სიყვარული მუდამ უცვლელი რჩება.“~
უილიამ შექსპირი.
*****************
მედეას დაბადებიდან საკმაო დრო იყო გასული.გოგონა უკვე 11 წლის შესრულებულიყო.ვერ გეტყვით რომ ამ დროის განმავლობაშ მათ სრულიად უშფოთველი,წყნარი ცხოვრება ჰქონდათ,მაგრამ ალექსის და თებეას სიყვარულმა კვლავ დასძლია ყველა დაბრკოლება.რა ვქნათ ჩემო მკითხველო,ყველაფერი ისე ვერ იქნება როგორც ზღაპრებშია.ვერ ექნებოდათ ქალდანს და დევდარიანს უნაკლო ცხოვრება.ასეთი რამ რეალურ ცხოვრებაში იშვიათია,მაგამ როდესაც საქმე სიყვარულს ეხება,ის დაბრკოლებებიც ტკბილი და მარტივი გეჩვენება.
******************
3 დეკემბერი იყო.სუსხიანი,ცივი 3 დეკემბერი.
გიორგი დილით ჩვეულებრივ,მხიარულ ნოტაზე წამოდგა.ცოლი გააცილა და თვითონ სახლში დარჩა.თავს ცუდად გრძნობდა,ხელი საშნლად სტკიოდა.ტკივილი ამინდს და ნერვიულობას გადააბრალა და ცოტა ხნით დაძინება გადაწყვიტა,მაგრამ ვერ შეძლო.გადაწყვიტა ნატალიასთვის დაერეკა.
-დედა,ხელი საშინლად მტკივა,იქნებ მითხრა რა ვქნა.
-არ ვიცი,გიო,გამაყუჩებელი დალიე.იცოდე სანის ოპერაციაზე არ დააგვიანო.
-კარგი,დედა,არ დავაგვიანებ.
არ იცოდი ჩემო მკითხველო?! 3 დეკემბერს სანი დევდარიანს გულის ოპერაციას უკეთებდნენ.გადარჩენის შანსი მხოლოდ 1% იყო.გიორგი ვერ დაუშვებდა საუკეთესო მეგობარი მარტო დაეტოვებინა ასეთ დროს.გადაწყვიტა წამალი დაელია და შემდეგ თებეასთან წასულიყო სამსახურში,იქიდან კი ერთად წავიდოდნენ სანისთან.
-მედუ.
დაუძახა მან დისშვილს.
-გისმენ,გიო.
-გამაყუჩებელი მომიტანე რა.
-გიო,არ მცალია,სანის ოპერაციაზე წასასვლელად ვემზადები,მამა მანქანაში მელოდება.
-კარგი.
-წავედი მე.
-მიყვარხარ მედუ.
-მეც ბიძი.
არ ვიცი გული უგრძნობდა თუ უბრალოდ მოხდა,მედეამ უკან გაიხედა,თითქოს იცოდა რომ უკანასკნელად ხედავდა თავის „ბიძის“,თითქოს თვალებით ემშვიდობებოდა.
*****************
უმცროსმა ქალდანმა შეაბიჯა საავადმყოფოში,თავის ექიმ დასთან.
-თებე,ხო კარგად გამოვიყურები,ხო არ გარცხვენ?!
ხუმრობით ჰკითხა დას.თებეას გაეცინა და უპასუხა:
-არა,წამოდი ნემსს გაგიკეთებენ და თან კარგიოგრამასაც გადაგიღებენ.
-კარდიოგრამა რა საჭიროა?
-უბრალოდ,სანის შემთხვევით აღმოაჩნდა გულის დაავადება და შენც გაგსიჯონ.
-კარგი,როგორც გინდა.
თებეა ძმას შეჰყვა კარდიოგრამის გადასაღებად.ექთანი კარდიოგრამის აპარატს უმაგრებდა,როდესაც დას მიმართა:
-თებე,წყალი მომაწოდე რა.
გოგონამ წყალი მიაწოდა,სანიმ ოდნავ მოსვა და დას მადლობა გადაუხადა.უეცრად უმცროსი დევდარიანი გაიბერა,ღრმად ამოისუნთქა,ამოსუნთქული ჰაერი თებეას სახეში შეეფრქვა.სანიმ თვალები გადაატრიალა და...
ძმის ხუმრობებს მიჩვეულმა თებეამ გაიღიმა,შემდეგ კი სერიოზული სახით მიაჩერდა გიოს.
-გიო,სირცხვილია,ხალხი გიყურებს.
ქალდანს რეაქცია არ ჰქონდა.
-გიორგი,გთხოვ,სირცხვილია.
ისევ იგნორი.
-გიო...
უკვე ტირილნარევი ხმით წარმოსთქვა გოგონამ ძმის სახელი.მიხვდა,როგორ არ უნდა მიმხვდარიყო.ექიმები უმალ მისცვივდნენ გიორგის,მაგრამ დააგვიანდათ.არც გულის მასაჟებმა და არც დის ხვეწნამ არ იმოქმედა ქალდანზე.იგი უკვე უსულოდ იწვა საავადმყოფოს საწოლზე,წამლის,სევდის და მწუხარების სუნით გაჟღენთილ ოთახში.თებეას ძმა მოუკვდა,თავისი გიორგი ჩააკვდა ხელში.ნახა როგორ წაერთვა ძმა.ნახა და ვერ უშველა.ვერაფერს გახდა სიკვდილთან.მალე ნატალიაც მოვიდა და თებეას სამსახურის დერეფანი საშინელი კივილის ხმით აივსო.კივილით,რომელიც ნათლად გამოხატავდა ნატალიას ტკივილს.ტკივილს-რომელსაც შვილის გარდაცვალება ერქვა.თებეა მიხვდა რომ მათეს პირდაპირ ვერ ეტყოდნენ ამ ამბავს,ამიტომ დახმარება მის ნათესავ ნინოს სთხოვა.ნინომ მათეს მიაკითხა სამსახურში და ჯერ თებეასთან,შემდეგ კი სანისთან წასვლა შესთავაზა.მათე რა თქმა უნდა გაჰყვა ქალს.საავადმყოფოს დერეფანში ბედნიერი სახით შეაბიჯა,მაგრამ ბედნიერება მაშინვე შეეყინა სახეზე,როდესაც ცოლის წაშლილ სახეს მოჰკრა თვალი.
-ნატალია,რა მოხდა?
-გარდაიცვალა.
ამოიტირა ქალმა და ქმრის თვალებს ჩააჩერდა.
-საწყალი მარიამი,როგორ გაუჭირდება შვილის გარდაცვალების გადატანა.
გულწრფელი მწუხარებით წარმოსთქვა მათემ.
-რა მარიამი?შენი შვილი,შენი გიორგი გარდაიცვალა.
გაგიჟებული წამოხტა ნატალია და ქმარს სიმართლე მიახალა.მათე გაქვავდა,თითქოს ყველაფერი გაიყინა,თითქოს ყველაფერი გაქრა.მხოლოდ ის სიტყვები,მხოლოდ ის საშინელი სიტყვები ისმოდა გარშემო ექოსავით. „შენი შვილი,შენი გიორგი გარდაიცვალა.“ მათე გველნაკბენივით წამოვარდა ფეხზე და ყვვირილი დაიწყო.ყვიროდა,ჩხუბობდა,ეჩხუბებოდა ექიმებს,ღმერთს,ეჩხუბებოდა საკუთარ თავს,ცოლს და თებეასაც კი.არ სჯეროდა,ვერ წარმოიდგენდა მისი ბუმბერაზი ბიჭის ,მისი როხროხა გიორგის გარდაცვალებას.
************
მედეა ამ დროს სანის ოპერაციაზე იყო.უფროსებისგან სულ შემთხვევით გაიგო ბიძის გარდაცვალების ამბავი,მაგრამ არ სჯეროდა,ფიქრობდა ალბათ შეცდომით გავიგეო.იცოდა რომ არ უნდა შეემჩნია ამ ამბის გაგების შესახებ.უჭირდა ცრემლების შეკავება,უჭირდა შეეკავებინა მოწოლილი ემოციები.ბოლოს ვეღარ გაუძლო,საავადმყოფოს საპირფარეშოში შევარდა,კარი გადაკეტა და ჩაიკეცა.ცრემლებს მისცა უფლება ჯებირი გადმოეკვეთათ და ოდნავ მაინც შეემსუბუქებინათ მისი უსაშსველო ტკივილი.საპირფარეშოდან ყალბი ღიმილით გამოვიდა.საუკეთესოდ ასრულებდა თავის როლს,აბსოლიტურად შეუმჩნეველი იყო სხვებისთვის მისი მწუხარება.მაშინ მიხვდა რომ ის არ იყო სუსტი,მაშინ მიხვდა რომ ძალიან ძლიერი იყო.ის ღამე სანის ცოლთან,ეკოსთან გაატარა.მცირედი იმედი მაინც ჰქონდა,რომ გიო კარგად იყო,იქამდე სანამ დედამისის ტირილისგან ჩაწითლებულ თვალებს დაინახავდა.
-დედი,რაღაც უნდა გითხრა.
-არაფრის თქმა არ არის საჭირო,ყველაფერი ვიცი.
-ხომ იცი ჩემი მაგარი გოგო ხარ შენ,ეცადე ბებიას და ბაბუას ტკივილი შეუმსუბუქო.მედეას ახლაც ზუსტდ ახსოვს სახლში შესვლის მომენტი და...
ბიძამისის უსულო სხეული სასახლეში,ბებიამისის გაგიჟებული სახე,ბიცოლას გაქვავებული სხეული და ბაბუამისის მუდამ ბედნიერ თვალებში ჩამდგარი უდიდესი სევდა.ყველაფერი სიზმრს ჰგავდა.საშინელ,დაუსრულებელ სიზმარს.მოგეხსენებათ გოგონა მხოლოდ 11 წლის იყო და ყველაფერი მარტივი ეჩვენებოდა.ფიქრობდა დაკრძალავენ და დამავიწყდებაო,მაგრამ,სამწუხაროდ შეცდა,არ აღმოჩნდა ისეთი მარტივი როგორსაც ელოდა.
დაკრძალვის დღე იყო საშინელება.უყურებდა როგორ ფარავდა ბიძამისს მიწა და ვერაფერს აკეთებდა შესაჩერებლად.ახსოვს,უყურებდა მათე როგორ ემშვიდობებოდა შვილს,როგორ უნამავდა ცრემლებით სახეს და შემდეგ კოცნით როგორ უშრობდა დანამულ ადგილებს.ახსოვს ბებიამისიც,რომელიც იმ მომენტში არ იყო სრულ ჭკუაზე.ბოლოს ნატალიას ძმამ უთხრა წასულიყო და უკან აღარ მოეხედა.წავიდა,წავიდა და დატოვა თავისი „ბიძი“.
3 წელი თავის თავს აბრალებდა მედეა გიორგის გარდაცვალებას.ფიქრობდა მე რომ გამაყუჩებელი მიმეტანა არაფერი მოუვიდოდაო.მხოლოდ ფიქრობდა,ვერავის უნდობდა ამას.დაეწყო შიშებიც,ისეთ ელემენტარულ რაღაცებზე როგორიც იყო კარის ჩამოვარდნა ან საბურავის გასკდომა.ეს ყველაფერი მისი ფსიქოლოგიური ტრამვის ბრალი იყო.აბა როგორია ყველაზე საყვარელი ადამიანის დაკარგვა,როგორია გადაიტანო ისეთი ადამიანის დაკარგვა როგორიც გიო იყო.
გიოს გარდაცვალებიდან 2 წელში ბედნიერებამ ისევ შემოაბიჯა მათ ოჯახში.ქალდანი და დევდარიანი ისევ ბედნიერები იყვნენ.თებეა ორსულად იყო.ხალხი ამბობდა ეს ბავშვი გიორგის გამოგზავნილია,როდესაც ბოლოს ამოისუნთქა და თებეას შეაფრქვია სული,მაშინ გადაწყდა მართას დაბადებაო.1 მაისს დაიბადა ქალდანების და დევდარიანების მხსნელი,ნატალიას პირადი საჩუქარი,მართა.
******
მართას დაბადებიდან 1 წლის შემდეგ ალექსანდრეს ტელეფონზე ზარი შემოვიდა.
-გისმენთ.
-ალექსანდრე დევდარიანი?!
-დიახ,რომელი ხართ?
-ლიკა გეგეშიძე.
-ასეთს არავის ვიცნობ.
-იქნებ თინო შენგელია გეცნოთ?
ალექსს ენა ჩაუვარდა.
-მე თქვენი შვილი ვარ,ლიდია.
-უკაცრავად,არ მცალია,ცოტა ხანში გადმორეკეთ.
ალექსი გაოცებული იყო მოსმენილით,არ სჯეროდა რომ მის შვილს ელაპარაკებოდა წლების შემდეგ.ბოლოს აზრები დაალაგა და გოგონას დაურეკა.
-ბოდიშს გიხდი,დავიბენი.
-არაუშავს.
-შენ,შენ მართლა ლიდია ხარ?
-დიახ.
-მე,მე გაოცებული ვარ.
*****
ალექსანდრე და თებეა დიდი პრობლემის წინ იდგნენ.როგორ უნდა ეთქვათ ეს ყველაფერი მედეასთვის,როგორ უნდა ეთქვათ ეს ბავშვისთვის რომელიც ყველაზე ეგოისტი და მესაკუთრე იყო,მითუმეტეს თუ საქმე მამას ეხებოდა.ძალიან გაუკვირდათ როდესაც მედეამ ეს ამბავი იოლად მიიღო,გაუხარდა და დის გაცნობაც მოინდომა.25 წლის იყო ლიდია,მედეა კი 13-ის.დების შეხვედრა ზედმეტად ემოციური მომენტი იყო.მედეა გაფართოებული თვალებით მისჩერებოდა თავის სისხლს და ხორცს.მთელი გზა ნერვიულობით თითებს იმტვრევდა,ეშინოდა ვაი თუ არ მოვეწონო ლიდიასო.
ისხდნენ-თებეა,ალექსი,მართა,ლიდია და მედეა და უხაროდათ,აბედნიერებდათ ერთმანეთი.
*****
ხომ ხედავთ,არსებობს ბევრი პრობლება,მაგრამ სიყვარულთან ყველა უძლურია.ხომ ხედავთ,როგორც არ უნდა ეცადოთ სისხლი მაინც თავისას იზავს,დებს,მამა-შვილს ვერ დააშორებთ.და ბოლოს,ხომ ხედავთ რამხელა ძალა აქვს სიყვარულს,რამდენ რამეს უძლებს.
უბრალოდ გიყვარდეთ ერთმანეთი და გიხაროდეთ ყოველი დღე რომელსაც უფალი გაჩუქებთ.
*********
ესეც დასასრული.მადლობას გიხდით მათ ვინც მაინც მელოდით,თუ რათქმაუნდა შემორჩით ასეთები.ვიცი უნამუსოდ ვიქცეოდი,მაგრამ პირობას გაძლევთ ამის შემდეგ გამოვსწორდები.მალე დაგიბრუნდებით ახალი ისტორიით.ველი შეფასებას.თქვენი კომენტარები მაბედნიერებს და წერის სტიმულს მმატებს.
სიყვარულით მედეა. heart_eyes heart_eyes heart_eyesскачать dle 11.3




№1 სტუმარი Ana

ბორჯომი სიყვარულის ქალაქი ო? :დ ახლა ვისვენებ ბორჯომში უცბად ჩავუჯდები აბა წავიკითხავ :დ

ახლა დავასრულე პირველი ნაწილი. რეალურიო? ხვალვე გავიკითხავ საქართველოს ბანკთან ვის აუფეთქდა ბაიკი

რა ვქნა სიმართლე უნდა გითხრა. ისტორია რა თქმა უნდა სრც ისე მაღალი დონის იყო (რბილად რომ ვთქვა) ალექსანდრე კი რა კაცი გამოდის პირველი შვილი რო დაიკიდა? არ ვიცი რა რო მოინდომო დროთა განმავლობაში დახვეწავ. ლილე (დამხმარე) კარგი აზრი იყო სხვა ხიბლი შემატა ისტორიას აგრეთვე შენი ჩართვაც საინტერესო იყო. სხვა ვერაფერს ვერ გეტყვი

 



№2  offline მოდერი ენემი

იცი რო ველოდებოდი მედი ამ ისტორიის დასასრულს,
მომეწონა,
მაგრამ,
გიო არ უნდა მომკვდარიყო (ნუ მე არ მინდოდა sob ),
მთლიანობაში კარგი იყო <3.
პ.ს. ახალ ისტორიას ველი,
იმედი მაქ ყოველ დღე დადებ :D
მე ყოველთვის შენი ერთგული მკითხველი ვარ მედი <3
ენი ამაღლობელს უკაქააალ joy heart_eyes kissing_heart

 



№3  offline წევრი Archive

Qutaisi qalaqiiiiaaaa industriis mshenebeliiii <3

 



№4  offline მოდერი lile jones

Ana
ბორჯომი სიყვარულის ქალაქი ო? :დ ახლა ვისვენებ ბორჯომში უცბად ჩავუჯდები აბა წავიკითხავ :დ

ახლა დავასრულე პირველი ნაწილი. რეალურიო? ხვალვე გავიკითხავ საქართველოს ბანკთან ვის აუფეთქდა ბაიკი

რა ვქნა სიმართლე უნდა გითხრა. ისტორია რა თქმა უნდა სრც ისე მაღალი დონის იყო (რბილად რომ ვთქვა) ალექსანდრე კი რა კაცი გამოდის პირველი შვილი რო დაიკიდა? არ ვიცი რა რო მოინდომო დროთა განმავლობაში დახვეწავ. ლილე (დამხმარე) კარგი აზრი იყო სხვა ხიბლი შემატა ისტორიას აგრეთვე შენი ჩართვაც საინტერესო იყო. სხვა ვერაფერს ვერ გეტყვი


ისტორიის შეფასებაზე ვერ შეგედავები,მაგრამ ალექსანდრეს ასე მარტივად ვერ შეაფასებ.ვერ გადაწყვეტ მისი "კაცობის" საქმეს მხოლოდ იმით რომ მან არ მოძებნა შვილი.სინამდვილეში მას სურდა შვილის პოვნა,მაგრამ იყო რაღაც გარემოებები რომლებიც ხელს უშლიდა.რაც მთავარია ბოლოს მამა-შვილი კვლავ ერთმანეთს დაუბრუნდნენ.მადლობა შეფასებისთვის heart_eyes

ენემი
იცი რო ველოდებოდი მედი ამ ისტორიის დასასრულს,
მომეწონა,
მაგრამ,
გიო არ უნდა მომკვდარიყო (ნუ მე არ მინდოდა sob ),
მთლიანობაში კარგი იყო <3.
პ.ს. ახალ ისტორიას ველი,
იმედი მაქ ყოველ დღე დადებ :D
მე ყოველთვის შენი ერთგული მკითხველი ვარ მედი <3
ენი ამაღლობელს უკაქააალ joy heart_eyes kissing_heart

ენ heart_eyes მიხარია რომ მოგეწონა kissing_heart ახალი ისტორია სავარაუდოდ სრულად დაიდება kissing_heart მეც ძალიან მიყვარხარ heart_eyes
--------------------
M.G

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent