შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეტლი თავი 2


3-09-2017, 14:41
ავტორი sofomachkalovi
ნანახია 453

ეტლი თავი 2

დილით ავდექი და ჩემი ეტლით გავედი სასაუზმოდ.
-ნინი შვილო, იქნებ განაგრძო სიარული სავადმყოფოში
-დედი აზრი არ აქვს!
-სცადე შვილო, სცადე
-და აზრი? მითხრეს რომ შანსი 10%-ია
-ფიქრობ ცოტაა? სხვებს შეხედე შვილო. ისინი იბრძვიან
-კარგი დედა, კარგი.
ვისაუზმე და შევედი ჩემს ოთახში.
-სოფი წამყვები ექიმთან
-გოგო დამაცადე ჯერ გავიღვიძო
-გამყვები?
-რათქმაუნდა!
ცოტახანში სავადმყოფოში წავედით. ჩემმა ექიმმა ისევ დამინიშნა კურსები და მე დავპირდი რომ თავს აღარ დავანებებდი. იქიდან გვიან წამოვედი შევედით პიცერიაში. უკვე საღამო იყო. მთვარე ამოსულიყო. სიჩუმე, სიწყნარე სუფევდა არემარეს. ოდნავი ნიავი აქნევდა ხეებს და სასიამოვნო ჰაერი ტრიალებდა. გამოვედით პიცერიიდან და იქვე სკამთან მივედით. სოფიც იქ ჩამოჯდა და მთვარეს შესცქეროდა. ეს სიჩუმე ტელეფონის ხმამ დაარღვია. სოფის დედა იყო და უთხრა მისულიყო.
-ნინ მიგიყვან და წავალ კარგი?
-არა სოფი, არმინდა. ვიქნები ცოტახნით
-ხომ არ გეშინია?
-არა!
-დედაშენს მივწერ მაშინ და წავალ.
-კარგი სოფი.
მაკოცა და წავიდა. მე კი ვარსკვლავებს მივჩერებოდი. ვუყურებდი და ვფიქრობდი რალამაზი იყო სამყარო. მინდოდა მთვარესთან ერთად სიარული მაგრამ, ეს არშემეძლო!
მე ხომ ხეიბარი ვიყავი. ვფიქრობდი რაკარგი იქნებოდა სიარული რომ შემძლებოდა. ვფიქრობდი იმ ღამეზე როცა ეს ამბავი მოხდა და მაინც მე მაინც მიყვარდა ღამე. იმ ღამემ ხომ ძმა წამართვა და სიარულის უნარი! მე და ჩემი ძმა რესტორანში ვიყავით. ძალიან ბევრი დავლიეთ. იქიდან დაიჩემა რულთან დავჯდებიო და მეც არდავუშალე.გზაში დიდ ტრაილერს შევეჯახეთ. ის ადგილზევე დაიღუპა მე კი ხეიბარი დავრჩი. ყოველთვის მაბრაზებდა ხომლმე, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარდა. ფიქრებიდან ხმამ გამომიყვანა
-რატომ ტირი? მკითხა ინტერესით დათამ
-ცხოვრება დამცინის!
-და მაინც?
-არმინდა ამაზე საუბარი დათა! შენ რაგინდა აქ?
-მანქანით მივდიოდი სახლში და დაგინახე როგორ ტიროდი.
-მადლობა მაგრამ არიყო საჭირო აქ მოსვლა.
-გინდა მიგიყვან?
-არა, არმინდა მადლობა.
-წამოდი! უკვე გვიანია.
-კარგი.
მანქანაში ჩამსვა და სახლამდე მიმიყვანა. მომწონდა ასეთი თბილი და მზრუნველი რომ იყო.
-ლუკა როგორ არის? ვკითხე როცა გააჩერა
-კარგად არის! მადლობა რომ მოიკითხე.
გავუღიმე. შემდეგ მანქანიდან ჩამომსვა.
-კარგად დათა. ხელი დავუქნია. ის კი მომიახლოვდა და ლოყაზე მაკოცა
-კარგად ნინი. გამიღიმა და კიდევ ერთხელ გამოუჩნდა ლოყებზე ღრმულები.

შემიფასეთ...скачать dle 11.3




№1  offline წევრი gogona migraciidan

ძან ატარა თავებს დებ და არ მყოფნის შესაჭმელად :დ შინაარსი ძაან მომწონს მალე დადე ხოლმე❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent