შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დანაღმული - ნაწილი 2


4-09-2017, 11:49
ავტორი ჟიზელი
ნანახია 309

დანაღმული - ნაწილი 2

უკლებლივ ყველა ადამიანს ერთი უცნაურობა აქვს საერთო, საცოდავად გათოშილი, გაფერმკრთალებული ცასავით უემოციოდ გადაგლესილი საკუთარი მზერითა და შენივე აკვიატებული, ხელებზე ასმაგი ტყვიის ფენის ფრთებად გამოკიდებული, საძულველი სისუსტით იღლები დროთა განმავლობაში.ზოგს ასეთი მდგომარეობა მალევე სწყინდება და გაბეზრებული არსებობის შემქმნელი ვიწრო , წყლით პირამდე სავსე,ცივი ფოლადის ჭიდან წვალებით,თუმცა მალევე აღწევს თავს,რადგან საკუთარ თავში გამბედაობას პოულობს. მე კი იმდენი დრო დავყავი ფერშეცვლილ, ხისტ წყალში ,რომ ერთი რამ შესანიშნავად გავაცნობიერე.
სანამ გაუსაძლისი ყინვისგან მთელი მონდომებით შელესილ, მაღალ კედელს არ მიაღწევ შენივე გონების გაუღრანებულ,წუმპედ ქცეულ , ჩამწვანებულ ნაოჭებში ,სანამ ამ უშველებელ ,კირით ნაგებ ზღვარზე შემდგარი ჰორიზონტს იქით მტკიცედ,საკუთარ თავში დარწმუნებული არ გადააბიჯებ, იქამდე ვერ უშველი საკუთარ თავს ,ვერ შეამჩნევ შენი სხეულიდან სამუდამოდ განდევნილ,მარცხისაგან შეცხვენილ,ძვლებჩამსხვრეულ და საზრდოშემოძარცვულ აჩრდილს, კუპრივით შავი ,სქელი ლაბადა გადახუნებულ,აშმორებულ ტილოდ რომ ექცევა შენი თვალშისაცემი სიმამაცის დამსახურებით. მანამდე,სანამ ამ სიმამაცეს ავარვარებულ ნაკვერცჩხლებში შიშველი ხელებით არ გამოჩხრეკ,
ყველას წინაშე თავს იკატუნებ, რომ არ არსებობ და ბნელი მხარიდან ნაკარნახებ ბრძანებებს მუხლმოდრეკით, მიწამდე თავჩამოვარდნილი მთელი არსებით ესისხლხორცები და ეგუები იმ აზრს,რომ ხმელ ხინჯად ქცეული შენი არსებობის დღის სინათლეზე უფრო მეტად,უფრო მკაფიოდ ეშინიათ.
როგორ გინდა, სანამ გადაღლილობისაგან ოფლის ბოლო წვეთიც არ მოგწყდება სუსტადმფეთქავი გულის იმედებით დახუნძლული არიდან,მანამდე იქნიო ხელები გიჟივით,
იყვირო,რომ შენი უარყოფის მიუხედავად გაბედონ შენით ცხოვრება,შენც ჩაგაწვეთონ მებრძოლი წვეთები საგულეში, მკურნალი ტაბლეტები ჩაგაფშხვნან გონებაში, არ მოგცენ უფლება სანაპიროზე ჯოხით დაწერილ წარწერებად იქცე,ანცი ზღვის მოქცევა რომ შლის უდარდელად,მთელი გატაცებით.
ზოგჯერ გინდება თვალის თეთრ გარსში უხეშად გაჩხერილი, გრძელი და დედამიწის ზურგზე ყველაზე მჩხვლეკავი,ბასრპირა წამწამი მაინც იყო.
შეგიმჩნიონ,რომ არსებობ,სადღაც შენს სიტყვებსა და დაოსტატებულ, მატყუარა გამომეტყველებას შორის გამომწყვდეული.
ტკივილის შეგრძნებით შეგიმჩნიონ.
გულზე ხელმიბრჯენილებმა, უშენოდ იმ ქაღალდივით მოკუჭული სახით იარონ ზედ პოეტის უვარგისი ლექსი რომ აწერია გადღაბნილი, შავი მელნით.
იმაზე მეტად მკაფიოდ დაგინახონ,ვიდრე გხედავენ.
სცადონ შენი მოშორება,
მაგრამ ვერ შეძლონ.
რომ ვერ ეთმობოდე,გონებას რომ ვერ ეგლიჯებოდე მათი სასიცოცხლო უჯრედებიდან.
საფეთქლებზე დამსკდარი ძარღვები რომ იყო,
გულს რომ უღონებდე ტკივილისაგან ,გულისწასვლამდე მწარე ტკივილებს რომ აგრძნობინებდე შენი არსებობით.
რომ გაჰკიოდე,რომ ასე ვეღარ სუნთქავ,მაგრამ მაინც იქ ხარ ,სადაც აღარ უნდათ რომ იყო.
იქნებ ამ დროს მაინც შეგეხონ ,რამდენჯერმე შეგეხონ და
მიხვდნენ რომ მათ საკუთრებაში შენი სურვილისამებრ კი არ შეიჭერი, თავად მოგათავსეს,ღრმად, ამოუშლელად და ამიტომ, ბრმად უნდა იბრძოლონ იმისთვის ,რაც შენგან დარჩა.
როგორ გინდა შენიშნონ, რა სიტკბოს განცდა გაქვს მათ თვალებში ზურგზე გაწოლილი,თვალებმინაბული, უდარდელი ღიმილით რომ ლივლივებ.
**

სამწუხაროდ, სიმართლე ერთი იყო. არ მინდოდა ტიტე ვერცხლისფერი ხმლით აღჭურვილ, ჩემზე ნათელფერებში შეყვარებულ კაცად მექცია,რადგან იმაზე მეტად გაუჭირდებოდა ჩემთან ბძოლა, ჩემი იმ ვიწრო წყლის ჭიდან ამოთრევა, ვიდრე დეინერისს გაუჭირდებოდა საკუთარი დრაკონების თვალისდაუხამხამებლად,
მტკივნეული სიკვდილით დახოცვა. გავაცნობიერე თუ არა ყველაფერი იმ ქუჩაზე მდგომმა, მრავალი დღეებისა და ღამეების სამყოფი ჰაერი ჩავიტუმბე შეკუმშულ ფილტვებში და ტკივილისაგან ჩამბალი თვალებით შევაშტერდი მის გადამთბარ, მშვიდ სახეს.
- შენი ფანჯრიდან სამყარო სულ სხვნაირად ჩანს , ტიტე. _ თვალისდაუხამხამებლად , უცნაურღიმილით შენიღბულმა ვუთხარი. დაძაბულობისგან ჩემი ერთი თმის ღერიც კი არ იძვროდა ადგილიდან. რას გულისხმობო წამშივე მკითხა ისეთი სიცილით , ახლადშეძენილ ბედნიერებას რომ აფრქვებს ყველა გრძედისა და განედის სისწორეზე და მაშინ, ატმის ყვავილებით გადავსებული რომ დავინახე მისი ფიქრები ,კიდევ უფრო მეტად მომინდა შევზიზღებოდი,ხელი ჩაექნია ჩემზე,ფსკერამდე დაცლილიყო მასში ის ყველაფერი,რასაც ჩემ მიმართ ოდესმე განიცდიდა. მინდოდა,გული ჩანაცრებოდა და ჩემკენ არასდროს,აღარასდროს გამოეხედა ისეთი სილაღით,როგორც მაშინ,ჩემ წინ რომ იდგა და დაუმსახურებლად მიორმაგებდა სიცოცხლის წუთებს ,რადგან მეცოდებოდა ყოველი მკვეთრად,ავად შეტოკებული ნერვისთვის,რომლის მიზეზიც მომავალში აუცილებლად მე ვიქნებოდი. არ მემეტებოდა და არც მინდოდა კინოთეათრის მონგრეულ სკამზე დიდი,მრავალგზის გაბზარული ეკრანის წინ დამესვა ღონემიხდილი და ეყურებინა,რა უშედეგოდ ვწვალობდი საკუთარი აჩრდილის გადახუნებას,არ მინდოდა წვრილ-წვრილად ჩამსხვრეული ,შუშად ქცეული ჩემი ტრაგიზმისგან ნელ-ნელა,მტკივნეულად დასერილიყო ჩემთან ყოფნისას.მთელი ჩემი ცხოვრება ვაცნობიერებდი,რომ ჯერ საკუთარი თავი უნდა შემეყვარებინა, სხვა რომ ბედნიერი გამეხადა. ტიტე ჩემგან გადამჟავებულ ,გადამპალ ცხოვრებას მიიღებდა ჩემი სიყვარულის სანაცვლოდ,როგორ უნდა გამემეტებინა ამისთვის?
- ცირა, რას გულისხმობ-მეთქი ? _ შიშჩამდგარი ორივე მაჯით ჩამაფრინდა მტკიცედ დაჭერილ,ხმელ მხრებში.
- ქმარი მყავს ტიტე, კიდევ ორი შვილიც, _ უხეშად,ორივე ხელის აქნევით გავითავისუფლე სხეული მისი სიმძიმისგან,_ მეგონა, როცა ჩემი ნომერი გაიგე, ისიც გითხრეს რომ ოჯახი მყავს და საყვარლობას მთავაზობდი იმ დღეს, _მოისმინა თუ არა ჩემი
სიტყვები, გამომეტყველება ჩაუკვდა მაშინვე, ყალბი ბოროტებით გაჟღენთილ ჩემს სახეს გაოგნებულ თვალებს ვერაფრით არიდებდა.
- ჯერ ვიფიქრე, რა სიგიჟე აღარ გამიკეთებია, მოდი კიდევ ერთხელ ვუღალატებ ჩემს სულელ ქმარს-მეთქი, _ განვაგრძე ისევ , _მაგრამ იმდენი ხანი არ გამოჩნდი, რომ მომწყინდა ერთი სულელი ბიჭის ლოდინი,რომელსაც გულწრფელად მოვეწონე. ადამიანების შეფასება არ გამოგდის ტიტე. შენც ჩემი ქმარივით სულელი ხარ, ჭიანჭველასავით მიეპარე იმას ,რაც მსოფლიოში ყველაზე ტკბილი გეგონა .ვწუხვარ ,რომ ხელში მწარემ რამ შეგრჩა , _ გესლიანი ჯადოქრის ჩაცინებასავით გადამკრა ავარვარებულმა აურამ გამომწვევად კმაყოფილებაშესხმულ სახეზე. ლამპიონების შუქზე შევამჩნიე როგორ დაუპატარავდა ფერშეცვლილ სფეროებში ჩემი სიტყვებივით ბნელი გუგები . წამით მომეჩვენა,რომ იმედგაცრუებისგან რიჟა წვერში ამობერილი წვრილი და მკვახედ მოკუმული დაბუშტული ტუჩები ოდნავ შეუკრთა, ღია წამწამებით რამდენჯერმე გაარღვია ჰაერის შრიალა ნაკადი. მართალს მეუბნებიო? მკრთალად და მშვიდად გაკვეთა მისმა შეკითხვამ ჩემს სხეულთან ჩამდგარი ჟანგბადი. უშეცდომო ღიმილით მხრები ავიჩეჩე მსახიობურად, შეფარული დაცინვით სავსე,უდარდელი მზერა შევაყარე პირდაპირ სახეში დასტურის ნიშნად. ეს იყო და დაუდევრად აგებული ცათამბრჯენივით ლამაზად,წამებში ჩამოიშალა ჩემი შემხედვარე. ჩემმა უღირსმა მანევრმა დააობლა თითქოს და გააცამტვერა მისი წვეთ-წვეთად ნაგროვები სილაღე,თუმცა მჭახე ზიზღის მაგივრად, მისი სხეულიდან ცხელ ტალღებად მომავალი, მოკანკალე, სასჯელმისჯილი იმედგაცრუება ვიგემე მხოლოდ.
შებრუნდა და ხმაგაუცემლად წავიდა. მეგონა საბოლოო ჭაღარამდე დაშორებული სრული დრო ვიჯექი იმ ადგილზე,სადაც დამტოვა ჩემს ბინძურ თამაშში წაქცეულმა ღირებულმა ადამიანმა. გონებაში ტიტეს გამოსამშვიდობებელ , მძიმე ნაბიჯებს ჯიუტად ვითვლი თავიდან და თავიდან,დაუსრულებლად . მიდიოდა მთელი სიფრთხილით და თითქოს მიწას არც ახებდა ფეხებს, თითქოს აღარ ჰქონდა მძლავრი სხეული,გულისტკენასა და დამცირებას გამოეცალა მისი სულისთვის დასუსტებული,დაძარღვული ხელიდან.
ჩაჟიებული შავი თმის ღერები მაწანწალა ჩრდილებივით მოუშორებლად მეკვროდნენ მთლიან ზურგზე და ბოლოებს ნაწვიმარ ორმოებში ახრჩობდნენ თვითგვემის ნიშნად, თინას სიბნელეშეპარულ ყვითელ ფონზე აწოწილი სილუეტი რომ მომიჯდა გვერდით.
- ადექი წავიდეთ. უფრო მეტად გაცივდები,_ მითხრა მას შემდეგ,რაც ეჭვნარევად, კარგად შემათვალიერა და მკლავში ჩამასო წვრილ-წვრილი ტატუებით გადაპენტილი გრძელი თითები.
- არაფერი არ მკითხო რა,შენც შეგძულდები.
- არაფერს არ გეკითხები, ვიცი კარგი არაფერი ჩაგიდენია, _ შეაკრთო ჩემმა ცრემლით გაბერილმა ხმამ.
- შენი აზრით ,ბოროტი ვარ თინა? ბოროტი ვარ, როცა მინდა არავინ დაიტანჯოს ჩემ გამო?
- ჩემი აზრით, ნასვამი ხარ.
- არც ისე.
- რომ გამოფხიზლდები,აი, მერე გეტყვი რომ საკუთარ თავს ოცნებებს პარავ. კიდევ ღიმილის მიზეზს პარავ. კიდევ სიხარულს,სილაღეს და რა ვიცი, ათას ამის მსგავს ადამიანურ შეგრძნებას პარავ, თუ ასეთი ბედნიერებისათვის არა,აბა რისთვის ღირს ცხოვრება? ამოიხვნეშა დანანებით, ადექი,ადექი ჩემო უტვინო მეგობარო. ჩემთან დაიძინე და მერე ვილპარაკოთ ,თუ შეგეძლება, _ ხელით მომიწურა სველი და გრძელი, საცოდავად ჩამოკიდებული გაპრიალებული თმა. ალბათ ,მეც ასე გამოვწურე ტიტე,_გავიგველ გულში,_ ასე ვუჭ....ტდი ყოველ წამს გონებას, ასე ვუჭერდი ყელში ჩემი ადღლეზილი, სიბინძურეშეპარული სახის გახსენებისას. მძულდა ჩემი თავი,იმაზე მეტად ,ვიდრე მას სძულდა საკუთარი,იმისათვის ,რომ ჩემნაირი ჩამოუყალიბებელი, გაურკვეველი აზროვნების ადამიანში მოისურვა საკუთარი თავის მთლიანად ჩაცლა.

*

მეორე დღეს გამთენიისას გამეღვიძა. თეთრად დაქარგული, თხელი, სიფრიფანა ფარდიდან ნათებაშეპარული ბინდი ლაქებად მოჩანდა ოთახში მყარად ჩამდგარი სიბნელის წყალობით. გაღვიძებისთანავე არასასიამოვნო შეგრძნებამ მარცხენა მხართან ახლოს სხარტად გამწიწკნა და უსიანოვნოდ ჩამაფრინდა მუჭისოდენა გულზე. მაშინვე თინას ძებნა დავიწყე,მაგრამ მალევე მივხვდი რომ ამ ოთახში მხოლოდ მე თუ ვსუნთქავდი. რამდენიმე წუთში დღის ნათებამ შედარებით მოიმატა და ოდნავ შეფხიზლებულს მოქუფრული დილის სუსხმა მაშინვე ბეჯითად მამცნო ,რომ ვერცხლისფერი ცა უნდა ყოფილიყო დაბლა ყურისწამღებად აჟრიალებულ, აყაყანებულ ქალაქზე სქლად, მზის ყვითლად გასხეპილი სხივებისაგან გაურღვევლად გადაკერებული. კიდევ უფრო მეტად დამიარა ავისმომასწავებელმა შეგრძნებამ შემცივნებულ ორგანიზმში და თეთრ პირსახოცში გამოხვეული ,ჯერ კიდევ ჭონჭოხი თმებისგან მთლად გამაჟრჟოლა ნასიცხარ სხეულში. ძლივს შეხელილი თვალებიდან ჩემი მეგობრის საწოლის თავზე აქამდე ბევრჯერ ნანახ, კედელზე სტაფილოსფერი,ბურთულა ჭიკარტებით მიმაგრებულ, მოგრძო და ფერად პლაკატზე ფოკუზირდა ჩემი მზერა. რომელიღაც ანიმეს პერსონაჟი უნდა ყოფილიყო გამოსახული. ლურჯ ბოლო კაბაში მოხდენილად გამოწყობილი,თაფლისფერ სვიტრიანი გოგონა ღია იასამნისფერში გადაპენტილი, ყვავილოვანი ხის ქვეშ მუხლებზე დამდგარიყო მომწვანებულ ნიადაგზე და მთელი გულით მოსთქვამდა ლოყებზე მდინარედ დადენილი ცისფერი ცრემლებით. რატომღაც წინა დღის სამარცხვინო ღამე გამახსენდა ,მაგრამ ამაზე ოდნავი დაფიქრება არც კი დამცალდა ნორმალურად. რამდენიმე სანტიმეტრზე შეღებული საძინებლის ყავისფერი კარის მეშვეობით მეორე ოთახიდან ჯერ თინას ნამძინარევი და მერე კი მამამისის - ფრიდონის საგრძნობლად დაბალ ტემბრში მოჩურჩულე ხმა მონოტონურად შემოიპარა ჩემთან და ლამაზი ფლაკონიდან ძლივს თავდაღწეული, ნაზი სურნელის მქონდე სუნამოს თხევადი ბურთულებივით შეერია ოთახის ჰაერს.
- სხვა არაფერი უთქვამს? რა მოხდა, ვერაფერი გავიგე, _ გაისმა თინას სიტყვები ,იატაკზე სკამის გახოხების მკვეთრ ხმასთან ერთად.ალბათ სამზარეულოს მაგიდასთან ჩამოჯდა.
- თინა შენც ხომ ისმენდი? მეტი არაფერი უთქვამს კაცს, _ უპასუხა ფრიდონმა ჩურჩულით.
- და მალე მოვა? გავაღვიძო უკვე?
- გზაში ვარო დამიბარა. ჯობია გააღვიძო, _ ნება დართო თუ არა მამამ ,საუბრის ხმა უეცრად ფრთხილი ნაბიჯების ხმამ ჩაანაცვლა,ალბათ არცერთს უნდოდა ლალიკოსაც(თინას დედინაცვალს,რომელმაც ჩემი მეგობარი და მისი ტყუპისცალი ძმა - ლაშა ჯერ კიდევ ორო წლის ასაკიდან გაზარდა) გაეღვიძა.
ცხვირზე სათვალეშემოსკუპებულ თინას საწოლზე წამომჯდარი და ჩაცმული დავუხვდი. ჩემი ცნობისმოყვარე სახის დანახვისას მიხვდა,რომ წესით მათი გასაიდუმლოებული დიალოგი უნდა გამეგო და თითქოს გულიდან ათასი გემის ათასივე ღუზის სიმძიმე ტვირთი გადაიგორა თავისდაუნებურად,მე კი უფრო მეტად დამეჭიმა გაუძლოებული სხეული,გონებაში სინათლის სიჩქარით შემძვრალი ნერვიულობისგან კისერი ერთიანად ხესავით გამიშეშდა, რადგან თუ ეს გოგო იმ საშინელი ფორმის ,სქელმინებიან მხედველობის სათვალეს იკეთებდა ,ესე იგი, სტრესულ სიტუაციაში იმყოფებოდა,სხვა დროს უბრალოდ არ აღიარებდა ,რომ მხედველობა ძალიან უჭირდა და შესაბამისად,საქმეც ვერ იყო მთლად ათიანზე.
- მამაშენმა დაურეკა მამაჩემს,- დაიწყო გაუბედავად,საძინებლის კარი მიიჯახუნა და ზურგს უკან შემოწყობილი ხელებით მთელი ტანით აეკრო ხის მასას, - ოღონდ არ შეგეშინდეს ახლა რა.
- რა ხდება? - შემეშინდა.თან ძალიან.
- არც მე არ ვიცი. ასე უთქვამს, ცირა გააღვიძეთო. სამსახურში უსიამოვნება მაქვს,სასწრაფოდ მანდ მოვდივარ და უნდა წავიყვანოვო. - კარსმოუშორებლად მითხრა და დაამატა , მალე ჩაიცვი თუ რამე კიდევ გაქვს ჩასაცმელი, მამამ თქვა,რომ უკვე გზაშია და მალე მოვაო.
ჩასაცმელი არც არაფერი მქონდა. ფეხზე ჩემი ყვითელი ბათინკები ამოვიცვი ხმის გაუღებლად, კარზე გაბმული ბრახუნი რომ გაისმა. გული ადგილიდან შემიხტა სანადირო თოფის ხმაზე დამფრთხალი ბეღურასავით. რამდენიმე გრძელი ნაბიჯი დამჭირდა კარამდე მისაღწევად.ადგილზე მისულს მამაჩემის მაღალი,განიერი სილუეტი სახლში შემოსული დამიხვდა.
- რა ხდება ლაზარე? - იკითხა თინას მამამ და მეც სმენად ვიქეცი.
- არაა კარგი ამბავი ფრიდონ. სამსახურეობრივი მოვალეობა არ მაძლევს უფლებას ,რომ დეტალები მოგიყვე,მაგრამ იმას კი გეტყვი ,რომ ჩემი ოჯახი სასწრაფოდ უნდა გადავმალო. თქვენ საფრთხეს ვერ შეგიქმნით,ახლავე მიმყავს ცირა, - თქვა თუ არა ,მე გამომხედა და ხელი გამომიწოდა . სამხედრო ფორმა ეცვა,თითქოს უნდოდა ჰგონებოდათ,რომ პროკურორი კი არა ჯარისკაცი იყო.როგორც ჩანს სამსახურიდან პირდაპირ ჩემთან უნდა მოსულიყო. ცალი ხელით ქუდს ჩაბღაუჭებოდა,მისი აღელვება მხოლოდ ამ ქმედებაზე თუ იქნებოდა შესამჩნევი. წამიერად შემომხედა. თითქოს თავისი ჭაობისფერი,ღრმა თვალებით ბოდიშს მიხდიდა იმისათვის,რაც მაშინ ჩვენი ოჯახის თავზე შავი აჩრდილივით ტრიალებდა.
- ლაზარე. თუ ჩვენი დახმარება გჭირდება...
- არა, არა ფრიდონ, _ მზერა ჩემიდან მისივე ასაკის კაცზე გადაიტანა , _ ვაფასებ შენს შემოთავაზებას, მაგრამ თუ კიდევ ორი წუთი დავყავი აქ ჩემს შვილთან ერთად, მარტო თინას ადგილსამყოფელს კი არა, შენი მეორე შვილის მისამართსაც კი გაიგებენ ლატვიაში და ჩააკითხავენ კიდეც. არ მინდა ჩემ გამო დაზარალდეთ. დროა წავიდეთ , _ ფრიდონის შიშჩამდგარ გამომეტყველებას თვალი აარიდა თუ არა, ჩემს თითებზე შემოჭდობილი ცალი ხელი გაინთავისუფლა, ქუდი ისევ თავის ქალაზე საკმაოდ მჭიდროდ მოირგო და შავი, გრძელ ანტენიანი რაცია მიიტანა ტუჩებთან.
- ბადრი რა ხდება? მშვიდობაა?
- მშვიდობაა პროკურორო ქარცივაძე. შეგიძლიათ,რომ გამოხვიდეთ. სნაიპერი ადგილზეა და რახანია გაზღვევთ,_ გაისმა ხმა რაციიდან. ბადრის ვიცნობდი. ქერა,ლამაზი პირისახის ბიჭი იყო,ხშირად გვსტუმრობდა ხოლმე სახლში უშველებელი საქაღალდეებით ხელში და ჩვენთან ერთად ვახშმობდა,თითქმის ყოველკვირას. მამას "სამსახურის შვილს" ვეძახდი ხუმრობით.ძალიან კარგი ბიჭი იყო,თუმცა მისი საქმიანი ხმის გაგონება,უნდა ვაღიარო,რომ მაშინ ნამდვილად არ გამხარებია. საქმე აშკარად სერიოზულად უნდა ყოფილიყო.მთელი სიფრთხილითა და გარემოს დაჟინებული თვალიერებით ჩამსვა მამამ დაბურულ ,შავად მოპრიალე ავტომობილში ისე,რომ გაოცებისაგან თვალჩაცვენილ თინასთან გამომშვიდობება ხელის დაქნევითაც კი ძლივს მოვასწარი.
- შენ არ შეგეშინდეს, არ დამანახო ,რომ გეშინია, _ მითხრა ლაზარემ,როცა უკვე საკმაოდ გაცელილები ვიყავით მახარაძეების სახლსა და ქუჩას. მერე კიდევ უფრო მეტად ჩააფრინდა ყავისფერ ტყავში გაწყობილ საჭეს ორივე ხელით.
- დედა და ბებია სად არიან? - მაინც შიშგაზავებული ბგერები ამომივიდა პირიდან.
- ორივე კარგადაა. აკაკი გავაგზავნე მათთან, მას იცნობენ და მშვიდად გამოყვებიან. უკვე იქნებიან ადგილზე.
- სად გამოყვებიან? ან ჩვენ სად მივდივართ?
- მისმინე, სერიოზული რაღაც ხდება ჩვენს თავს. ახლა არ შემიძლია მოგიყვე.ხომ ენდობი მამაშენს? - საპასუხოდ თავი რომ დავუქნიე თანხმობის ნიშნად, კმაყოფილი გამომეტყველებით განაგრძო ისევ , - დროებით უნდა დაგმალოთ. ოღონდ აქ არა,საქართველოში არა.
- აბა სად? - გამიკვირდა გულწრფელად და მთელი ტანით შევტრიალდი მამასკენ.
- ღვედი გადაიჭირე, რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო? - შემომბღვირა ლაზარემ.მე გამეცინა. თავი მძაფრსიუჟეტიან ფილმში მეგონა,მამაჩემი კიდევ ასეთ დროსაც კი, როგორც ყოველთვის, ღვედზე მთელი სერიოზულობით მეჩხუბებოდა , - ჩეხეთში გაგზავნი შენ, პრაღაში.
- მე?
- ხო შენ.
- დედა? ბებია?
- სხვადასხვა ქვეყნებში.ჯობია არ იცოდე. უბრალოდ მენდე კარგი? კარგად იქნებიან.შენც კარგად იქნები.
- და შენ?
- მე? მეც კარგად ვიქნები. აი,მოვედით, - ძრავა გამორთო და როცა ბადრის მშვიდმა ხმამ საბოლოოდ დაარწმუნა,რომ უკან კაციშვილი არ გამოგვყოლია, თავის აქნევით მანიშნა მანქანიდან გადავსულიყავი. მიწაზე ფეხი დავდგი თუ არა, ხელი ძლიერად შემომხვია ვიწრო ბეჭებზე, განაპირა მხარზე ჩამომადო ხელის მტევანი და ერთსართულიანი შინდისფრად შეღებილი სახლის მუხლს ოდნავ აცილებული ჭიშჭკარი მოუთმენლად შეხსნა ფეხით. მომცრო ,სულ რამდენიმე ნაბიჯის ოდენა კვადრატული ფორმის ეზო მთლად შემხმარი,ჩაყავისფრებული ფოთლებით იყო გადაჭედილი. მეუცნაურა,რადგან ერთი ხეც კი არ იდგა ამ სახლს ეკონომიურად მიკერებულ მიწის ნაგლეჯზე. ჩანდა,ქარის წყალობით მეზობელი ეზოებიდან და ქუჩიდან თუ შემოხვეტილიყო ამოდენა ნეშომპალად ქცევისთვის განკუთვნილი ხეების საკუთრება. მარტივად მიხვდებოდი, რომ სახლს მომვლელი კი არა,გულისგადასაყოლებელი სტუმარიც კი არ ჰყოლია არც გასულ ზაფხულს და არც მის წინა გაზაფხულზე. მზეზე დაფიცხებული,გამომშრალი ფოთლების ხრაშა-ხრუშის ხმაზე,თითოეულ ნაბიჯს რომ ახლდა თან, კბილებში სიცივემ გამკრა და თითებით უფრო მეტად ჩავებღაუჭე მამას სამხედრო ქურთუკს. არა და წესით, გუშინდელ წვიმაზე უნდა ჩამბალიყვნენ რბილ ნიადაგში.ვიღაცას თითქოს გამიზნულად შეეგროვებინა ისინი და მერე შინდისფერკედლებიანი შენობის წინ მთელი სიზუსტით მიმოეყარა. სწრაფად გავიარეთ დაძველელბული ფიცრებისგან აგებული,მოჭრაჭუნე, უსწორმასწორო ზედაპირის აივანი. ზედაპირზე დადებული სქელი მტვერის წყალობით შევნიშნე,რომ სახლში უკვე ვიღაც უნდა ყოფილიყო და კარის შეღებისთანავე პატარა, შინდისფერადვე დაუდევრად შეფერადებულ ოთხ კედელში შევაბიჯე მოუთმენლად. მეგონა იქ დედას და ბებიას ვნახავდი,მაგრამ სულ სხვა სიტუაცია დამხვდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ჟიზელი

თუ წაიკითხავთ და თქვენს აზრს დააფიქსირებთ კომენტარებში, ძალიან გამიხარდება და სტიმულიც მომეცემა უდიდესი. მართალია ,მხოლოდ 2069 სიტყვაა ამ თავში , მაგრამ ვეცდები მესამე თავი ორმაგი დავწერო. თქვენს გარდა არავინ იცის ,რომ წერა დავიწყე(ჩემი პირველი ისტორიაა) და ვიღაცამ ხომ უნდა მითხრას გამომდის თუ ისევ ხატვა გავაგრძელო,ჯობს :D
- ჟიზელი -

 



№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ყოველთვის მჯეროდა, რომ წინათგრძნობა კარგად მქონდა განვითარებული. ბოლო ორი დღე ამეკვიატა ჟიზელ სად ხარ? და აჰა გამოჩნდი და გულმაც ორმაგად დაარტყა. ჯერ არ წამიკითხავს ისტორია, მაგრამ გააგრძელე აუცილებლად. მომწონს შენი წერის სტილი ძალიან. წავალ ეხლა წავიკითხავ❤❤

 



№3  offline წევრი ჟიზელი

Chikochiko
ყოველთვის მჯეროდა, რომ წინათგრძნობა კარგად მქონდა განვითარებული. ბოლო ორი დღე ამეკვიატა ჟიზელ სად ხარ? და აჰა გამოჩნდი და გულმაც ორმაგად დაარტყა. ჯერ არ წამიკითხავს ისტორია, მაგრამ გააგრძელე აუცილებლად. მომწონს შენი წერის სტილი ძალიან. წავალ ეხლა წავიკითხავ❤❤

შენ როგორი კარგი ვინმე ხარ.არც მეგონა,რომ გახსოვდი. დღეს მართლა პირველად გამეღიმა, მითუმეტეს 5 წუთის წინ ვუყურე რაღაც გულისმომკვლელ დრამას :დ ხოდა,ამისთვის მადლობა :დ მგონი მარტო შენ გაგიჩნდა წაკითხვის სურვილი

 



№4  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ჟიზელი
Chikochiko
ყოველთვის მჯეროდა, რომ წინათგრძნობა კარგად მქონდა განვითარებული. ბოლო ორი დღე ამეკვიატა ჟიზელ სად ხარ? და აჰა გამოჩნდი და გულმაც ორმაგად დაარტყა. ჯერ არ წამიკითხავს ისტორია, მაგრამ გააგრძელე აუცილებლად. მომწონს შენი წერის სტილი ძალიან. წავალ ეხლა წავიკითხავ❤❤

შენ როგორი კარგი ვინმე ხარ.არც მეგონა,რომ გახსოვდი. დღეს მართლა პირველად გამეღიმა, მითუმეტეს 5 წუთის წინ ვუყურე რაღაც გულისმომკვლელ დრამას :დ ხოდა,ამისთვის მადლობა :დ მგონი მარტო შენ გაგიჩნდა წაკითხვის სურვილი

ოჰო ძალიან დაიძაბა სიტუაცია, არ ველოდი ნამდვილად სიტუაციის ასეთ განვითარებას. ეხლა უკვე მინდა ხშირ-ხშირად ახალი თავები და რა ვქნა:დ
წაკითხვის სურვილი არასოდეს გამიქრება, იმდენად მომწონს შენი გამართული წერის სტილი. აუცილებლად უნდა გაუჩნდეს ამ ნაწერს ბევრი მკითხველი, იმსახურებს ნამდვილად❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent