შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განაჩენი 4 თავი


4-09-2017, 23:58
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 988

განაჩენი 4 თავი

სახლში დაბრუნებული ყველანი ტელევიზორთან მოკალათებულები დამხვდნენ, უსიტყვოდ შევედი ოთახში და ჩემი გოგონას გვერდით დავდექი. ჩემი მონოლოგი ტელევიზორში დამთავრდა თუ არა მართა ჩემკენ წამოვიდა და ცრემლიანი თვალებით ჩამეხუტა.
- მიყვარხარ დედა. ეს ბოლო წვეთი იყო ჩემთვის და ხმით ავტირდი.
- შენ ეს შეძელი შვილო. თბილი ხმით მეუბნება დედა და ეხლა ის მეხვევა.
- მიხარია რომ უდანაშაულობა დაამტკიცე. ტირილოთ მეუბნება მარია და ყველანი ერთმანეთის მიყოლებით მეხუტებოდნენ.
- დღეიდან ყველაფერს თავიდან ვიწყებ, ჩემს ოფისს გავხსნი და ყველაფერი კარგად იქნება. მტკიცედ ვამბობ მე და ყველას ვეხვევი.
დანაპორები შევასრულე, ფართი ვიქირავე სადაც საადვოკატო ოფისი  გავხსენი.  დღეს ყველამ იცოდა ვინ იყო ადვოკატი ნატალია კახიანი. და არა "მკვლელი" ნატალია, სახელი სულ მალე გავითქვე საუკეთესო ადვოკატები მუშაობდნენ ჩემთან,  ყოველ დღე მომდიკდა მოწვევები ამა თუ იმ ფირმებიდან თუმცა ყველას უარს ვეუბნებოდი. მე მიყვარდა ჩემი საქმე, ყველაფერი ხომ ჩემით ავაწყვე. მარიას შეყვარებული ტატოც ჩემთან მუშაობს. ჩვენ ორნი ერთდ საუკეთესო ადვოკატები ვიყავით, სიმართლე გითხრათ ზედმეტ სახელიც კი შეგვარქვეს " განგსტერები" ადრე ვბრაზდებოდი, მაგრამ ეხლა მეცინება ამ ყველაფერზე. ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა, მხოლოდ ის რომ მე და მართა ცალკე გადავედით საცხოვრებლად და მთელ თავისუფალ დროს ჩემს შვილს ვუთმობ.
 დღემ მარიას და ტატოს ქორწილია, ქორწილი ძაან ისე ითქმის უბრალოდ ხელი მოაწერეს, ჯვარი დაიწერეს და თაფლობის თვის გასატარებლად პარიზში გაფრინდნენ.
უკვე აგვისტოა საკმაოდ ცხელი დღეები, 
შვებულება ავიღე და მართასთან ერთაბ ზღვაზე წავედი, მიუხედავად იმისა რომ მე მთა მირჩევნოდა ჩემი შვილის გადაწყვეტილებას პატივი ვეცი.
ჩვენი სასტუმრო ზღვის პირას იყო, საოცარ ელცერს ქმნიდა საღამოს მზის ჩასვლა და ტალღების შეხეთქება. საღამოობით მე და მართა ნაპორთან ვსხდებოდით და გავჰყურებდით უსასრულობას. დღეს მართას დაბადებისდღეა, ეხლაც ნაპირთან ვსხესვართ და ტალღებს შევსცქერით.
- დე რაღაც რომ გთხოვო შემისრულებ? ფიქრებიდან ჩემი შვილის ხმას გამოვყავარ.
- რა ხდება საყვარელო? ჰორიზონტს თვალს ვაშორებ და მართას ვუყურებ.
- უსასრულობის ტატუ გავიკეთოთ რა. ყელს საყვარლად წელავს და მუდარით მეუბნება.
- გავიკეთოთ რა პრობლემა. მხრებს ვიჩეჩ და ისე ვეუბნები.
- მართლა? გაკვირვებული მეუბნება ის.
- მარა საყვარელო, ხომ იცი შენს გამო ყველაფერს გავაკეთებ. მე შენი არამარტო დედა, არამედ დაქალიც ვარ. არ მინდა მოვეწცე ისე როგორც პატარა გოგოს, ყველაფრის უფლებას მოგცემ ნორმის ფარგლებში. მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვ შენგან.
- რას დე?
- პატივისცემას. ყველაფერს გავაკეთებ შენს გამო მაგრამ არაფერი არ უნდა მომატყვილო, მე ყველაფერში გვერდით დაგიდგები პატარავ. ხელს ვხვევ და თავზე ვკოცნი.
- შენ ყველაზე კარგი დედა ხარ მსოფლიოში. თბილი ხმით მეუბნება ის.
- კარგი წავედით უკვე აცივდა, ტატუ ხვალ გავიკეთოთ. ხელს ვკიდებ და სასტუმროში ვბრუნდებით. ნომერში შესული ერთმანეთს სააბაზანოსკენ ვასწრებთ და პირველი მე შევედი.
- მოგიგე. გამარჯვებული ხმით ვამბობ მე როდესაც ფეხი ამიცდა და ძირს დავეხეთქე.
- ვაიმე წელი. კრუსუნით ვამბობ მე რასაც მართას სიცილი მოყვა.
- სამართალმა იზეიმა დედა, შენ არ გაგიგია პატარებს უნდა დაუთმოვო.
- გცემ მართა. სიცილით ვემბობ და ძვლივძლივოდით ვდგები ფეხზე.
როგორღაც მოვახერხე და შხაპი მივიღე, თხელი ხალათი მოვიხურე და თმის მშრალებით გამოვედი გარეთ.
- წელი როგორ გაქვს. მეკითხება გაწითლებული მართა.
- მიდი, მიდი გაიცინე თორემ გასკდები. მის სახეზე სიცილი მიტყდება და ორივენი ერთად ვხარხარებთ.
- შენს ადგილას სხვა დედა რომ ყოფილიყო უკვე ცხრაჯერ ვეყოლებოდი მოკლული. სიცილით მეუბნება მართა და მეხვევა.
- მე არაფერს დაგიშავებ საყვარელო, უბრალლდ თუ ძაან გამაბრაზებ ერთს გაგტყიპავ და ეგაა. საჯდომზე ხელს ვურტყამ და აბაზანისკენ ვუთითებ.
დილით მართას ხმა მაღვიძებს.
- დე, დე გაიღვიძე.
- რა ხდება საყვარელო. თმა არეული წამოვჯექი საწოლზე.
- უკვე თორმეტი საათია ტატუ უნდა გავიკეთოთ. ხალიასიანათ ამბობს ის რაზევ ბალიშს იღებს თავში.
- ამისთვის გამაღვიძე.
- ჰო რა. სიცილით მეუბნება და ოთახიდან გადის.
სააბაზანოში შევედი შხაპი მივიღე, მოკლე სარაფანი გადავიცვი და ოთახი დავტოვე. სასტუმროს კაფეტერიაში ჩავედი სადაც მართა დამხვდა იმ ვიღაც კბიჭთან ერთად, მათ მივუახლოვდი და მართას გვერდით ჩამოვჯექი.
- დანიელ გაიცანი ეს ჩემი დაა ნატალი. ნიშნისმოგებით გადმომხედა მართამ, ჩემს გაფართოვებულ თვალებს ყურადღებას არ აქცევს და იმ ბიჭს მიუბრუნდა.
- სასიამოვნოა მე დანიელ ონიანი ვარ. თბილად მიღიმის ბიჭი და ხელს მიწვდის.
- ნატალია კახიანი მართას დედა. მართას ენას ვუყოფ და ხელს ვართმევ.
- დედა? მართლა? გაკვირვებული მეუბნება ის.
- დიახ დედა.
- საერთიდ არ გეტყობათ დედა-შვილი რომ ხართ. ღიმილით მეუბნება ბიჭი.
- ნამდვილად. ამბობს მართა და მიმტანს ეძახის.
- მაგიდა აგერიათ თუ აქ რატონ ხართ? ირონიით ვეუბნები და მენიუს ვუყურებ.
- მართას მეგობარი ნინი ჩემი ძმიშვილია, ამიტომ მართას კარგად ვიცნობ აქ დავინახე და გადავწყვიტე მივსალმებოდი.
- ძაან გაგიგრძელდათ მისალმება. ჩემთვის ჩავილაპარაკე და მიმტანს შევხედე.
- უშაქრი ყავა და თქვენი საფირმო სალათი კალორიების გარეშე. შემდეგ მართამ მისცა შეკვეთა.
- დანიელ ჩვენთან ერთად ისადილე რა. მუდარით ეუბნება მართა რაზეც ჩემს ჩქმეტას იღებს.
- დიდი სიამოვნებით. ამბობს ბიჭი და თვალების ქაჩვით ვუყურებ მართას.
- რამდენი ხნით ხართ აქ? ინტერესით გვეკითხება დანიელი.
- ჩემი ნება რომ იყოს უვადიდ დავრჩებოდი, მაგრამ დედას სამსახურიბელოდება და ალბათ კიდევ ორი კვირით. ამბონს მართა და მე მიყურებს  თვალებით შენც თქვი რამეო. ამ ბავშვ გავტყიპავ ეხლა გულში ვფიქრობ და ძალით ვიღიმი.
- სად მუშაობ? ეხლა მე მეკითხება.
- ჩემი  ფირმა მაქვს. მშრალად ვამბობ და მიმტანის მოტანილ ყავას ვსვავ. - შენ? ცუდად რომ არ გამომსვლოდა სხვათაშორისოდ ვიკითხე.
- სასტუმროების დიდი ქსელი მაქვს.
- კარგია. მშრალად ვუღიმი მე.
- დანიელ რამდენი წლის ხარ? საუბარში მართა ერევა, მეჩვენება თუ ეს ბავშვი რაღაცეებს ჩარხავს. დაეჭვებით ვუყურებ მართას და ის კი საპასუხოდ ხელებს იჩეჩს.
- 33- ტის საყვარელო. თბილად უყურებს ბავშვს.
- დედა ეხლა 22 აგვისტოს ხდება 34- წლის. ენას არ აჩერებს მართა.
- მართა რა საჭიროა საყვარელო. თვალების ქაჩვით ვეუბნები მე მაგრამ სულაც არ ანაღვლებს ეგ.
- ხო მართლა მე და დედა ტატუს გასაკეთებლად მივდივართ წამოხვალ. თავისას არ იშლის მართა.
- მართა საყვარელო მას არ ცალია და ვერ წამოვა. ფეხზე ვდგები და მიმტანს ვეძახი.
- აქედან აიღეთ. ბარათს ვაწვდი.
- თქვენი გადახდილია. მეუბნება გოგო.
- კი მაგრამ როგორ. დაბნეული ვამბობ მე.
- სასტუმრო გეპატიჭებად. თბილად მიღიმის გოგონა და იქაურობას სცილდება.
- სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, ჩვენ უნდა წავიდეთ. მართას ხელს ვკიდებ და სასტუმროდან გამომყავს.
- რა კონცერტები გამიმართე. ღიმილს სახიდან არ ვიშორებ მაგრამ  გაბრაზებული ხმით ვამბობ.
- კარგი რა დედა, რა ოთხმოცი წლის ქალივით იქცევი. რას ერჩი? სიმპატიური ტიპია,  ნახე რა თვალები აქვს, ნაცრისფერი იშვიათად თუ ნახავ მაგ ფერს, ან რა ნავარჯიშები სხეული აქვს. სიცილით ამბობს მართა და წინ გარბის.
- შენ გაჩვენებ მე სიმპატიურობას. მართას მივზდევ და მალევე ვიჭერ.
- ანუ ის ტიპი ჩემთვის შეათვალიერე ხო შე ჭინკავ შენა. სიცილით ვეუბნები და ვუღიტინებ.
- კარგი ჰო გეყოს, აღარ შემიძლია. სიცილით ამბობს და ჩემი მკლავებიდან გარბის.
- ეჰ მართა, მართა დამრთავდა ჩემს ცხოვრებაში კაცები. დანანებით ჩავილაპარა მე და გზა გავაგრძელე.
-არაფერიც არ დამთავრდა. ნიშნის მოგებით ამბობს და ჩემს გვერდით აგრძელებს სიარულს.
ტატუს სალონთან გავჩერდით და პირველი მართა შევიდა,ხელზე მექაჩება და მეც შიგნით შემათრია.
- გამარჯობა. სალონშო შესული მართა ერთ ბიჭს ესალმება.
- გაგიმარჯოს. ღიმილით ამბობს ბიჭი.
- ტატუს გაკეთება მინდა. თავდაჯერებული ამბობს მართა და მე მიყურებს.
- რამდენი წლის ხარ პატარავ? სიცილით ამბობს ბიჭი და ეხლა მე მიყურებს.
- 13ის.
- მშობლის თანხმობა გჭირდება, დედა ან მამა მოიყვანე და შემდეგ გაგიკეთებ. ღიმილით ამბობს ბიჭი.
- დედაჩემს ვერ ხედავ აქ? ირონიულად ამბობს მართა და მე მიყურებს.
- ეს დედაშენია? ჩემკენ ხელს იშვერს და ისე ამბობს.
- ჰო დედა ვარ, რამე პრობლემა? გაბრაზებული ვამბობ მე.
- კარგი რა მეღადავები? 25 წლის ასაკში ამხელა შვილი გყავს? ორაზროვნად ამბობს ის.
- 25-ის? სიცილით ვამბობ მე - ეს ჩემი პირადობაა, ეს კი შემი შვილის. პირადობის მოწმობას წინ ვუდებ.
- კარგი, კარგი რისი გაკეთება გსურთ?
- უსასრულობა. ამბობს მართა გახარებული.
- ჯერ დედა, შემდეგ შვილი. მითითებულ სავარძელში ვჯდები მე და ველოდები როდის დაიწყებს გაკეთებას.
- სად გინდათ?
- აი აქ. მაჯის მთავარ არტერიასთან ვისებ ხელს.
არც ისე დიდი დრო მოუნდა უკვე ერთ საათში ორივენი ხელ შეხვეულები გამოვდივართ სალონიდან.
- გტკივა? ვეკითხები სახე დამანჭულ მართას.
- სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. ამბობს ის და წყალს სვამს.
- მოდი ეხლა მაზი ვიყიდოთ და შემდეგ სადმე ლაფეში დავჯდეთ.
- კაიც. აფთიაქში შევედი სალონის ბიჭის მიერ ნათქვამი მაზი ვიყიდე და სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ კაფეში დავჯექით.
- დე რაღაც უნდა გითხრა? დამორცხვით მეუბნება მართა.
- რა ხდება საყვარელო?
- შეყვარებული ვარ. ლოყებ აწითლებული მეუბნება და თავს ხრის, ერთი კარგად გადავიხარხარე მის სახეზე.
- კარგი ერთი რას ამბობ? ვითომც არაფერიი ისე ვეუბნები მე.
- იცოდი? გაკვირვებული ამბობს და თვალებში მაჩერდება.
- დებილიც მიხვდებოდა მაგას, უბრალლდ ველოდებოდი როდის მეტყოდი. აბა მითხარი ვინ არის?
- ჩემი სკოლელია საბა აბაშიძე.
- რამდენი წლისაა? ინტერესით ვეკითხებჯ მე.
- 17-ის.
- მას უყვარხარ?
- კი პირველად თვითონ ამიხსნა სიყვარული.
- საყვარელო მე არ დავიწყებ ეხლა კაპასობას როგორც ყველა დედა, უბრალოდ გეტყვი მიყევი დინებას დრო თვითონ გიჩვენებს რა არის საუკეთესო. თუ მიხვდები რომ ის ის არის, მაშინ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. ნუ იფიქრებ იმაზე რა მოხდება ხვალ, ყოველთვის დღევანდელით იცხოვრე. მე შორს მომავალში მინდოდა ჩამეხედა მაგრამ ეს არ გამოვიდა, ამიტომ არ იფიქრო მომავალზე მხოლოდ დღევანდელით უნდა იცხოვრო. სახეზე ხელს ვუსვამ და ობოლ ცრემლს ვწმენდ, რამხელა გაიზარდა ჩემო გოგო უკვე შეყვარებულია რა მალე გადის დრო. ჩემი თავი გამახსენდა მის ასაკში,  საერთოდ არ ვიცოდი რა იყო სიყვარული, და მაინც რა არის სიყვარული, სიყვარული ეს ის გრძნობა რომელიც დაუკითხავად შემოდის შენს გულში, განადგურებს გგკლავს, ზოგჯერ გაბედნიერებს ხოლმე. მაგრამ ტკივილი უფრო მეტი მოაქვს ვიდრე ბედნიერება. შეიძლება ეს მე ვერ ვიგემე ის სიყვარული რომელიც უნდა მეგემა, შეიძლება მე მიყვარდა იმაზე მეტად ვიდრე უნდა მყვარებოდა, ან იქნებ იმაზე მეტად შევისისხორცე ეს გრძნობა ვიდრე უნდა შემეგრძნო.
კიდევ ორი კვირა დავრჩით ბათუმში,  დანიელს კიდევ რამოდენიმეჯერ შევხვდით მართა ყოველდღე ცდილობდა მისთვის რაიმე ინფორმაცია გამოეძალა, გაეგო ყავდა თუ არა შეეყვარებული ბოლოს როგორღაც საწადელს მიაღწია და გაიგო რონ არც შეყვარებული და არც საცოლე ყავდა. დიდად არ მაინტერესებდა მისი ისტორიები თუმცა მართას წყალობით ყველაფერს ვგებულობდი.
თბილოში დავბრუნდით მართა დროებით ბებია ბაბუასთან დარჩა, მე მთიანად რასაცქვია ჩავძვერი საქმეში.
ჩვეულებრივ ოფისში ვიყავი როდესაც ტელეფონმა დამირეკა.
- ქალბატონი ნატალია ბრძანდებით? მესმის ქალის ნამტირალევი ხმა.
- დიახ ვინ ბრძანდებით?
- მე ანჟელა გურგენიძე ვარ თქვენი ძველი კლიენტი.
- აა დიახ ქალბატონო ანჟელა რამ შეგაწუხათ? ვიცანი ამ ქალს წლების წინ ვეხმარებოდი ანდერძის თაობაზე.
- იცით ჩემი შვილი მკვლელობის გამო დააკავეს, ეხლა სამინისტროში ყავთ წაყვანილი.
- რა ბრალდებით? ინტერესით ვეკითხები ქალს.
- მკვლელობას აბრალებენ. გულზე მწარედ მომხვდა გამახსენდა ჩემი ბრალდება და გადავწყვიტე ეგრევე სამინისტროში გავქცეულიყავი.
- ეხლავე მივდივარ. ტელეფონს ვთიშავ და გიჟივით ვჯდები მანქანაში, სულ რაღაც ოც წუთში უკვე ადგილას ვიყავი.
- ნატალია კახიანი ადვოკატი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დააპატიმრეს დაკითხვას უნდა დავესწრო. ერთიანად მივაყარე სათქმელი.
- ნატალია. მესმის ზურგს უკან ნაცნობი ხმა.
- ქალბატონო ანჟელა, რა ქვია თქვენს შვილს? ვეკითხები მომტირალ ქალს.
- ანნა გურგენიძე. ნატალი გთხოვ დაეხმარე მას. მუდარით მეუბნება ქალი.
- აქეთ წამობტძანდით. მეუბნება ოფიცერი და მეც უკან მივყვები, დაკითხვის ოთახის კარებს ვხსნი და შიგნით შევდივარ.
- ნატალია კახიანი ადვიკატი, დღეიდან მე დავიცავ ქალბატონ ანნას. ვეუბნები დაკითხვის ოთახში მყოფ დეტექტივს.
- მობრძანდით. ირონიულად ამბობს ბიჭი და ჩემკენ ტრიალდება. ვიცანი ეს ის ბიჭია ჩემმა შვილმა რომ გამაცნო დანიელი. აბა ბიზნესი მაქვსო, ეხლა ეს ნაკლებად მანაღვლებდა საქმის მასალები გამოვართვი და ვითხოვე ცოტახნით მარტო დავეტოვებინე.
- ვის მკვლელობას გაბრალებენ ანნა?
თან საბუთებს ვუყურებდი თან ანნას ვეკითხები.
- ჩემი შეყვარებულის. ტირილით მეუბნება ის.
- გეფიცებით მე არაფერ შუაში ვარ, მე იქ არ ვყოფილვარ ქქალბატონო ადვოკატო.
- ანა მე ყველა დეტალში გავერკვევი, შენ კი მანამდე მოყევი ის რაც იცი. თუ რამე ისე არ წავა მე შენს გვერდით ვიქნები, მე დაგიცავ.
- გასაგებია.
- შეიძლება. დეტექტივი შემოვიდა და თავის ასგილს დაუბრუნდა.
- სად იყავით გუშინ საღამოს სამ საათზე?
- სახლში ვიყავი მეძინა. ტირილით ამბობს ანა.
- თქვენი ტელეფონიდან საკმაოდ ბევრჯერ არის დანარეკი გარდაცვლილთან?
- დიახ გუშინ ცოტა ვიკამათეთ, სანდრო ნასვამი იყო ამიტომ ავნერვიულდი და რამოდენიმეჯერ დავურეკე, თუმცა არ მპასუხობდა.
- თქვენი ტელეფონიდან ასევე ესემესია გაგზავნილი, რომ სასწრაფო საქმე გქონდათ და მასთან მისულიყავით.
- დიახ მივწერე თუმცა არ მოვიდა. ცრემლს იწმენდს და ისე ამბობს.
- და რა საქმე გქონდათ ესეთი სასწრაფო?
- მაგას უკვე აღარ აქვს აზრი. მუცელზე ხელს ისმევს და ისე ამბობს, მივხვდი რაშიც იყო საქმე ამიტომ დეტექტივი გავაჩერე.
- ბატონო დეტექტივო მგონი საკმარისია, ჩემს კლიენტს დასვენება სჭირდება. რადგან არანაირი მტკიცებულება გაქვთ მისი დაპატიმრების ჩვენ წავალთ.
- მოიცადეთ. მაჩერებს ის.
- ხელი მომიწერეთ რომ ქვეყნიდან არ გახვალთ. ანამ შემომხედა თავი დავუქნიე და საბუთს ხელი მოაწერა .ას შემდეგ რაც მე გადავავლე თვალი.
- ორსულად ხარ? უე რად ვკითხე დაბნეულ გოგოს.
- დიახ და თქვენ საიდან მიხვდით?
- ნუ დაგავიწყდება რომ მეც ქალი ვარ, თან დედა. ღიმილით ვეუბნები მე.
- ანა ამ დღეებში გარეთ იშვიათად გადი, თუ რამე დაგჭირდება მე დამირეკე აი ჩემი ნომერი. სავიზიტო ბარათს ვაწვდი მე. - ყველაფერს გადავხედავ და დაგიკავშირდები, ნუ გეშინია მე  შენს გვერდით ვარ.
- რატომ მეხმარებით? თქვენ ხომ არც კი მიცნობთ?
- შენკ ხნის ვიყავი როდესაც უდანაშაულოდ ციხეში გამომკეტეს, საკმაო გამოცდილება მივიღე რომ მიბხვდე ვინაა დამნაშავე და ვინ არა. ეხლა მი წადი დედა გელოდება.  ანას ვემშვიდობები და მანქანაში ვჯდები. თავში ანას ნათქვამი სიტყვები მიტივტივდება " რატომ მეხმარები შენ ხომ არც კი მიცნობ" იქნებ იმიტომ ვეხმარები რომ მე მასში ჩემს თავს ვხედავ, ყველაფერს ვიღონებ რომ მისი უდანაშაულობა დავამტკიცო. მანქანას ვქოქავ და სახლისკენ მივდივარ.


მადლობა ყველას რომ კითხულობთ ველოდები თქვენს კომენტარებს ❤скачать dle 11.3




№1 სტუმარი მოცინარი

მოიცა ერთი წამი და მათე? მათე სად წავიდა?

 



№2  offline წევრი gogona migraciidan

მოცინარი
მოიცა ერთი წამი და მათე? მათე სად წავიდა?

ყველაფერი ერთ თავში ვერ ჩავატიე გპირდები მათე გამოჩნდება მაგრამმ ვერ გეტყვი როგორ :დდ

 



№3 სტუმარი Guest nutsa-mariam darbaidze

ვაიმე ძაან მაგარიაა <3 მალე დადე თავები რა <3 მათე სად წავიდა ??

 



№4  offline წევრი gogona migraciidan

Guest nutsa-mariam darbaidze
ვაიმე ძაან მაგარიაა <3 მალე დადე თავები რა <3 მათე სად წავიდა ??

ხვალ დავდებ ახალს და მათეც გამოჩნდება ❤

 



№5 სტუმარი ხელოუ

როფის იქნება შემდეგი?

 



№6  offline წევრი gogona migraciidan

ხელოუ
როფის იქნება შემდეგი?

ძაან დეპრესიული მწერალი ვარ:დ მუზა გამექცაა ვეცდები მალე ავტვირთო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent