შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქეთელაურო (თავი პირველი)


5-09-2017, 13:38
ავტორი ელპინი
ნანახია 1 694

ქეთელაურო (თავი პირველი)

-=-=-=-=-
ქეთა ქეთელაური: 21 წლის ახალგაზრდა გოგონა,სილაღით და პოზიტივით სავსე.ქერათმიანი,მწვანეთვალება,სწორი კურნოსა ცხვირით და სქელი,ლამაზი ტუჩებით.
საცხოვრებელი ადგილი-ქუთაისი.
უნივერსიტეტი-აკაკი წერეთელი.
ფაკულტეტი-ფილოლოგიური.
ჰყავს ორი უფროსი ძმა: გაბრიელი(24 წლის) და თომა(27 წლის).
დედა-მაკა ამაღლობელი(46 წლის),დიასახლისი.
მამა-მერაბ ქეთელაური(49 წლის),ბიზნესმენი.ქუთაისში უმსხვილესი კომპანიის მფლობელი.

-=-=-=-=-
ცოტნე ცოტაშვილი: 27 წლის სიმპატიური ახალგაზრდა.დასტოინი,სერიოზული და ჩამოყალიბებული ბიჭი.ყავისფერი თმით და ყავისფერი თვალებით.ოდნავ კეხიანი ცხვირით და თხელი,ვარდისფერი ტუჩებით.
საცხოვრებელი ადგილი-ქუთაისი.
სამსახური-აგრძელებს მამის ბიზნესს და სათავეში უდგას ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას.
ჰყავს ერთი და: ნუცა(20 წლის).
დედა-სალომე ადეიშვილი(44 წლის),დიასახლისი.
მამა-ოთარ ცოტაშვილი(49 წლის),ბიზნესმენი.ფლობს ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას ქუთაისში.

-=-=-=-=-
ქეთა ქეთელაური ისეთი გოგო იყო,მთელი ქუთაისის ბიჭები ოცნებობდნენ მასზე.ვინ არ ეტრფოდა.მამამისის კოლეგები სარძლოდაც კი ოცნებობდნენ.დადიოდა და ანათებდა,ყველას უღიმოდა და არავისთვის არაფერს იშურებდა.უზომოდ სითბოს გასცემდა და ასევე იღებდა.ყველას უყვარდა,მთელი უნივერსიტეტი გაგიჟებული იყო მასზე.ჯერ მარტო ჩაცმულობა ქონდა მომხიბვლელი,ამაყად დადიოდა,მხრებგაშლილი.გარეგნობაც ხელს უწყობდა და ყველაფერს იფერებდა.ბიჭების თავზეხვევასაც,მამიკოს ფულებსაც,მაგრამ არასდროს ყოფილა თავქარიანი და მამიკოს ფულებით გათამამებული გოგო.ყველაფერი ნორმალურ ფარგლებში იცოდა.

-=-=-=-=-
ცოტნე ცოტაშვილი ყველაზე სერიოზული და დასტოინი ბიჭი მთელ ქუთაისში.მარტო მეგობრებთან,რომ იყო მხიარული და ბუნჩულა, აბა ისე მონსტრს გავდა ხასიათებით.სამსახურში ყველას ეშინოდა მისი,გამოხედვა ქონდა ისეთი მკაცრი ადგილზე გაგყინავდა და გაგაქვავებდა.ის იყო ოჯახის ბურჯი და მნათობი ვარსკვლავი,ყველას უყვარდა და ყველა გიჟდებოდა მასზე.თვითონ ემოციებს არასდროს გამოხატავდა და ზოგადად ნაკლებად საუბრობდა.უყვარდათ?მერედა როგორ,გოგოები თავზე ახტებოდნენ,უჟუჟუნებდნენ თვალებს,მაგრამ არაფერი ჭრიდა ცოტნესთან.არ იკლებდა არანაირ სიამოვნებას,ჰყავდა ერთდღიანი ქალებიც,მაგრამ არა სერიოზული ურთიერთობებით.კლუბურ ცხოვრებასაც ეწეოდა.სამსახურს გარეთ სხვანაირი ცოტნე იყო,მაგრამ მხოლოდ მეგობრებთან.ჩაცმის სტილი ისეთი ქონდა და სიარულის მანევრები,ყველას შურდა მისი.გარეგნობაც თანდართული და ზე სიმატიური ბიჭი გახლდათ ცოტნე ცოტაშვილი,ყველასთვის სასურველი სასიძო.

-=-=-=-=-
ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე,ხან გვახარებს წუთისოფელი და ხან კიდევ გვტკენს.განა ჩვენ შეგვიძლია მასთან რამე გავაწყოთ?არამგონია,ის ისეთია არავის არაფერს ეკითხება.აკეთებს იმას რაც უნდა და როცა უნდა.

1996 წელს ქეთელაურების ოჯახს ბედნიერება ეწვია და ნანატრი გოგონა დაიბადა.ყველა ბედნიერი იყო.იცით მთელი ოჯახი როგორ ელოდებოდა ცხრა თვე ქეთას დაბადებას?მაკას ყველა თავს ევლებოდა.როცა გაიგეს გოგო ეყოლებოდათ სიხარულისგან მეცხრე ცას ეწვივნენ,განსაკუთრებით მერაბი.სამივე შვილი ძვირფასი იყო მისთვის,მაგრამ ქეთა?ქეთა ეტალონი იყო.პატარაობიდანვე ფუფუნებებაში ზრდიდნენ და თავს ევლებოდნენ.ჭირვეული ბავშვი არასდროს ყოფილა.სადაც დასვამდნენ იქ იყო მთელი დღე.ძმები ყავდა ისეთი,რომ ვერავინ ეკარებოდა მათი შიშით.იმდენი ბიჭი ჰყავდათ ნაცემი,უმრავლესობის შესახებ ქეთამ არც არაფერი იცოდა.აქამდეც შეყვარებული არასდროს ყოლია და ბიჭისთვის წესიერად არც შეუხედავს.ქეთა ქეთელაური ოჯახის კუმირი გახლდათ,საამაყო და საქები ქალიშვილი.


1990 წელს კი ცოტაშვილების ოჯახში პირველი ვაჟი დაიბადა.ხო იცით მაინც ვაჟის დაბადება რამხელას ნიშნავს.ცოტნე?ცოტნე ბავშვობიდანვე ჭირვეული ბავშვი გახლდათ.დედას ორსულობის პერიოდშიც კი აწუხებდა და მკურნალობდა კიდევაც ქალბატონი სალომე.სად არ იყო წასული,მაგრამ ცოტაშვილი ჩასახვიდანვე ცელქი გახლდათ.დაიბადა,დაიბადა და მთელი საგვარეულო აღნიშნავდა ამას.ძვირფასი ყველასთვის,ფუფუნებაში გაზრდილი ბიჭი გახლდათ,მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად სიცელქე ქრებოდა და სერიოზული ცოტნე ყალიბდებოდა.ხანდახან ეჭვობდნენ კიდეც სხვა ცოტნე ხო არააო.იმდენი რამე ქონდა გაფუჭებული ვინ დათვლის.სკოლაში როგორც ყველაზე სიმპატიურ ბიჭს,ეტრფოდა ყველა გოგო.ესეც იცვლიდა შეყვარებულებს ნასკებივით,რა ენაღვლებოდა,ბევრი ნასკი ქონდა.განა რომელიმე უყვარდა?ერთობოდა,მისი რა მიდიოდა.იმდენ გოგოს ატკინა გული.არცერთი გოგოსთვის სერიოზულად არ შეუხედავს არასდროს,ვერ იტანდა როცა მისი ყურების დროს გოგოებს ელეთ-მელეთი ეწყებოდათ და ნერწყვებს ყლაპავდნენ.ცოტნე ცოტაშვილი ოჯახის ბურჯი და საჩინო ვაჟიშვილი გახლდათ.

-=-=-=-=-
-დესპასიტოო,კერორესპირარტო კუერტო დესპასიტოოო-სარკესთან ვიდექი და ბოლო ხმაზე ვმღეროდი დესპასიტოს.უნივერსიტეტში წასასვლელად ვემზადებოდი.დღეს იმდენი საქმე მქონდა,უნივერსიტეტში უნდა მივსულიყავი,ლექციები 3 საათამდე.მერე პროექტზე უნდა გამერკვია რაღაცეები და ბოლოს ბიბლიოთეკაში მომიწევდა კარგა ხანს ჯდომა.საღამოს მამა წვეულებას მართავდა სახლში ბიზნესმენების და იქ ყოფნა ყველაზე კატასტროფა იყო ჩემთვის.მამა კომპანიას თომას აბარებდა და ამას აღნიშნავდა,თან უნდა გამოეცხადებინა ყველასთვის ეს.კარებზე დააკაკუნეს და ეგრევე მივხვდი ჩემი ველური ძმა იქნებოდა,მხოლოდ მას შეუძლია დააკაკუნოს კარებზე ასე ველურად და შეაზანზაროს სახლი.
-მობრძანდი თომაჩკა.
-ქეთა არ დაგავიწ....კი არადა რა ლამაზი ხარ დაო,არ მაცემინო ახლა კიდე მთელი ქუთაისი-სიცილნარევი ხმით თქვა თომამ და თმები აუჩეჩა დას.
-აუ,თომა,კარგი რა.ძლივს გავიკეთე ეს ცხვარივით თმა,რა გინდოდა ახლა-წუწუნა ხმით წარმოთქვა ქეთამ და ძმას გაებუტა.
-როდის უნდა გაიზარდო ქეთელაურო?-წარბაწევით უპასუხა თომამ.
-როცა მინდა მაშინ-ირონიულად უპასუხა ქეთამაც,უყვარდა მისი ძმის გაბრაზება და რა ექნა ამ ჭკუამხიარულ გოგოს.
-ხოდა რისთვის შემოვედი ახლა,არ დაგავიწყდეს დღეს მამა წვეულებას აწყობს და არ დარჩე იმ ბიბლიოთეკაში მთლად და გამოლპე იქ-შეახსენა თომამ წვეულების ამბავი ქეთას,ლოყაზე აკოცა და ოთახიდან გავიდა.
ამ ბიჭმა ხო გამიბურღა ტვინი რა,რანაირი ძმა ქვია ახლა ამას.ერთს კი არ შემოგთავაზებს გაგიყვან უნივერსიტეტში,სანამ შენი მანქანა პროფილაქტიკაშიაო.ხეპრე და ზვიანგი კაცი ეს,ველური.არ მინდა,ჩავჯდები იმ დანგრეულ ოცი ნომრის ავტობუსში და მე თვითონ მივალ უნივერსიტეტამდე ჯაყჯაყით და დანგრეული გვერდებით.ვინც ეს ავტობუსები გამოიგონა,იმას დაეწვა დაბადება.
ოთახიდან გავედი და ქვედა სართულზე ჩავედი სასაუზმოდ,ჯერ ადრე იყო მაინც გასვლამდე.
-ოჯახს სალამი,ბედნიერ და პოზიტიურ დღეს გისურვებთ ყველას-როგორც ყოველთვის ტრადიციულად მიესალმა ოჯახს.
-ქალბატონო ქეთა ახლავე მოგართმევთ საუზმეს-სათნო ღიმილით უთხრა მომსახურე პერსონალმა-შორენამ ქეთას.
-შორენა რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო,ნუ მეძახი ამ ქალბატონს.რადგან მომსახურე პერსონალი ხარ ეს იმას არ ნიშნავს,რომ მე შენზე რამით მეტი ვარ და უფრო დიდი პრივილეგიებით და უფლებებით ვსარგებლობ-იმხელა სიტყვით გამოვიდა ქეთელაურის ასული,მგონი ლექცია ჩაუტარა შორენას,რომელიც მისი ტოლი იყო წლოვანებით,უბრალოდ ფინანსური მდგომარეობის გამო უწევდა მუშაობა,მაგრამ ქეთა ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდა და ისე ყავდა,როგორც მისი და.
-იცით,მეუხერხულება თქვენთვის ქეთას მომართვა-მორცხვად დახარა შორენამ თავი და ისე უთხრა ქეთას.
-რას ამბობ შორენა,შემდეგში თუ
ქალბატონით მომმართავ,იცოდე ვიჩხუბებთ სერიოზულად.
-კარგი ქალ...ქეთა.
დილით ქეთას ტრადიციად ქონდა მაწვნის სუპის ჭამა,რომელიც მისი ოჯახის არცერთ სხვა წევრს უყვარდა.
-ქეთა შვილო,ხომ გახსოვს დღეს წვეულება გვაქვს-ბატონმა მერაბმაც შეახსენა ქეთას წვეულების ამბავი.
-კი მამა,მახსოვს.რა დამავიწყებს,ბედკრული საღამო მაქ დღეს-ტუჩაბზუებულმა თქვა ქეთამ და თან სუპს ხვრეპდა.
-ქეთა,დღეს მე და შენ წავალთ და კაბას შევარჩევთ.ხმა არ გავიგო შენი იცოდე-მკაცრად უთხრა ქალბატონმა მაკამ შვილს,რადგან იცოდა ქეთასთან ისე ვერაფერს გახდებოდა.დედა თუ რამეს მკაცრად ეტყოდა,ქეთა მაშინვე ხვდებოდა,რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ქონდა.
-კარგი,შენთან ადამიანი მაინც ვერაფერს გააწყობს.უნივერსიტეტის მერე მხოლოდ ნახევარი საათი მაქვს დრო,დაგირეკავ და მომაკითხე მანქანით.-დანებებულმა უთხრა ქეთამ დედამისს.
-ძაან არ გადაიტყლარწო ახლა და არ გაგვიქციო სტუმრები-სიცილით უთხრა გაბრიელმა და უფროსი ძმაც აიყოლია მერე.
-ხო,თორე რა მეშველება.დავრჩები უსამსახუროდ.
-დილიდანვე ნუ მიშლით ნერვებს,თორე მერე უსამსახურობას განახებთ ორივეს-ირონიული ღიმილით უთხრა ორივე ძმებს ქეთამ,სკამიდან წამოდგა და მხრებში გასწორდა.
-აბა ოჯახო,წავედი მე.დამაგვიანდება უნივერსიტეტში.
-ბედნიერი დღე და წარმატებები.
აკოცა ყველას ქეთამ სათითაოდ და სახლიდან გავიდა.ჯერ მარტო ოცი წუთი ელოდა როდის მოვიდოდა ავტობუსი,მერე იმდენი იჯაყჯაყა გვერდები დაენგრა საცოდავს და ავტობუსიდან დაჭყანული სახით ჩამოვიდა,ყველაფერი ტკიოდა.

რა მინდოდა,რას ვიკლავდი თავს.ამას ჯობდა ფეხით წამოვსულიყავი,მგონი უფრო მალეც მოვიდოდი,მაგრამ მე ხო ბედი არ მაქვს არაფერში.

არ უყვარდა ქეთელაურს მხრებში მოხრილი სიარული და გვერდების ტკივილის მიუხედავად უნივერსიტეტის ეზოში ამაყად მიაბიჯებდა,მხრებში გამართული.როგორც ყოველთვის ყველა მას უყურებდა და ესალმებოდა.ლექციებმა შესანიშნავად ჩაიარა.იმ ფაქტს თუ არ ავღნიშნავთ,რომ ერთი კურსელი ბიჭი გადაეკიდა,რომელიც ვგონებ მალე იცემება.

დერეფანში მივდიოდი თორნიკეს,მსოფლიოში ყველაზე კრეტინი და იდიოტი ბიჭის ყვირილი,რომ მომესმა.
-ქეთა დამელოდე ორი წუთით-ქოშინით და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობდა თორნიკე სიტყვებს.

უკან შემოვბრუნდი და ძალდატანებული ღიმილით მივესალმე.
-გამარჯობა თორნიკე
-ქეთა,როგორ ხარ?
-მადლობა თორნიკე,ნორმალურად.თავად?-ვცდილობდი არ მეგრძნობინებინა,რომ თავიდან მოშორება მინდოდა.
-კარგად.ქეთა ამ საღამოს გცალია?-თავი მოიქექა და კითხვისნიშნიანი მზერით მიაჩერდა ქეთას.
-არა და რამე ხდება?-ინტერესიანი მზერით უყურებდა ქეთელაურიც,არადა იცოდა სადმე დაპატიჟებას,რომ უპირებდა,მაგრამ მაგის დრო ქონდა კი ახლა.
-ვიფიქრე სადმე წავსულიყავით ერთად.
-თორნიკე,მაპატიე,მაგრამ არ მცალია არც დღეს და არც არასდროს.შენთან არ ვაპირებ არანაირი სახის ურთიერთობას და ძალიან გთხოვ ამაზე საუბარი შენთან მეტჯერ აღარ დამჭირდეს.ახლა კი დაგტოვებ,ძალიან მეჩქარება.
-კარგი,თუ ვერაფერს გავაწყობ არაუშავს,რას ვიზამ.
-კარგად ბრძანდებოდე.
-კარგად ქეთა.
უნივერსიტეტიდან გამოვედი და დედას დავურეკე.
-დედა,გამოვედი უკვე მე.მოდი უნივერსიტეტთან.
-.....
-აჰა კარგი,გარეთ ვიქნები გაჩერებაზე.
ხუთი წუთი დამელოდე,აი ათ წუთიც არ მინდა,თხუთმეტ წუთში მოვალო.მაინც რა ჭკვიანი დედა მყავს,შემოევლოს ჩემი თავი.კრუასანები მომინდა უცებ და გადავწყვიტე მოპირდაპირე მხარეს მაღაზიაში შევსულიყავი.გზაზე გადავდიოდი,ტელეფონზე,რომ დამირეკეს და მეც ჩანთაში ძებნა დავიწყე.არ მიმიქცევია ყურადღება მანქანებისთვის,სულ დამავიწყდა გზაზე,რომ გადავდიოდი.უცებ მანქანის დამუხრუჭების ხმა გავიგე,თავი მივატრიალე და პირდაპირ მანქანა ჩემს ფეხებთან მომდგარიყო.წამიც და რომ არ დაემუხრუჭებინა ახლა ზეცაში ვიქნებოდი.გავქვავდი ადგილზე და ფეხებს ვერ ვამოძრავებდი.
-არ უნდა იყურო გზაზე,რომ გადადიხარ?-ბოხი და ხრინწიანი ხმით ჩაილაპარაკა მამაკაცმა.
მანქანიდან ზე სიმპატიური,ღვთაება ბიჭი გადმოვიდა და დინჯი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემსკენ.მკაცრი ხმით დამელაპარაკა.
-მაპატიეთ,უბრალოდ დავიბენი და ვეღარ მოვზომე სად ვიყავი და რას ვაკეთებდი.
-შემდეგში წინ იყურე და დააკვირდი,იქნებ ვინმემ გაგიტანოს-ისეთი მზერით მიყურებდა და მკაცრი ხმით მელაპარაკებოდა,მეგონა ადგილზე მომკლავდა.
-მადლობა დიდი ყურადღებისთვის და სიცოცხლის გადარჩენისთვის.
-არაფრის.
შებრუნდა უკან და ცივი მზერით გამაყოლა თვალი მანქანის საქარე მინიდან.მე ვიდექი გაშეშებული და გაოგნებული.ნამდვილი მონსტრი,როგორ მელაპარაკა.უნამუსო კაცი,მერე რა მოხდა თუ დავიბენი.
ჩემს თავზე ვბრაზდებოდი ასეთი უყურადღებობის გამო და მერე კიდევ როგორ მელაპარაკა ის ბიჭი თუ კაცი,რავიცი სიმპატიური კი იყო ძალიან.დედა ქეთა რეებს ლაპარაკობ,შენ კრუასანი გინდოდა როგორც მახსოვს.წადი,წაეთრიე,გაადგი მაგ სტოლბასავით ფეხები და იყიდე.

-=-=-=-=-
დილით ადრე ვიყავი ასადგომი როგორც ყოველთვის.სამსახური და ისევ სამსახური.რა მინდოდა,რატო ვიკლავდი თავს სამსახურის ძებნით.ეგდე ახლა ცოტნე და იმუშავე სულ.კარებზე კაკუნი იყო და მარიამმაც შემოყო თავი.
-შეიძლება ცოტნე?-კარებში ოდნავ სახით შემოწეულმა მარიამმა უფროსს ხმას თავაზიანად ჰკითხა.
-რათქმაუნდა პრინცესა,შემოდი-თბილი ხმით უპასუხა ცოტნემ და ხელით ანიშნა საწოლზე ჩამომჯდარიყო მასთან.
-არ დგები ცოტნე?სამსახურში არ დაგაგვიანდეს-ძმას მიუწვა გვერდით და თბილად ესაუბრებოდა.ამ ორ და-ძმას შორის იმხელა იდილია არსებობდა,მემგონი არცერთ სხვა დედმამიშვილში.
-კი მარიამ,ახლა ვაპირებდი ადგომას.თან შენც წაგიყვან უნივერსიტეტში კარგი?
-კი,რა პრობლემაა.ცოტნე..იცი რა მინდოდა მეთქვა....მე ისა...
-მარიამ,ხო შევთანხმდით.მითხარი თუ რაიმე გჭირდება,ნუ გერიდება-ღიმილით ესაუბრებოდა ცოტნე დას და თითი ცხვირზე ჩამოკრა.ასე იცოდა,სითბოს გამოხატვა არ უყვარდა,მაგრამ მარიამი?მარიამი მისთვის ყველაფერი იყო.თავსაც გაწირავდა მის გამო.
-დღეს ხო წვეულებაზე მივდივართ,ვიღაც მამას კოლეგა ბიზნესმენი,რომ აწყობს,ხოდა კაბის ყიდვა მინდა და....ისა...-თავი მოიქექა მარიამმა,ერიდებოდა ძმისთვის თანხის თხოვნა.
-თანხა გჭირდება ხო ასეა?და რა პრობლემაა მერე?რამდენჯერ გითხარი ნუ გერიდება,კი არ შეგჭამ-თმებზე ხელი მოუთათუნა მარიამს და გულზე მიიხუტა.წამოდგა საწოლიდან,საფულე გახსნა და მარიამს თანხა მისცა.
-ყველაზე მაგარი ძმა ხარ მსოფლიოში.მიყვარხარ.-ლოყაზე აკოცა მარიამმა ცოტნეს და ჩაეხუტა.
-მეც მიყვარხარ მარიამ.მიდი ახლა ჩადი ქვემოთ,მოვემზადები მეც და ჩამოვალ,ვისაუზმოთ.დედა და მამა ადგნენ ხო უკვე?
-კი,სულ ადრე დგებიან ხო იცი.კარგი წავედი მე და მადლობა ცოტნე.
-არაფრის მარიამ.
იცით როგორი ურთიერთობა ქონდათ ამ და-ძმას?მორიდებული,თავაზიანი,სიყვარულით და სითბოთი სავსე.მარიამისთვის ცოტნე მამასავით იყო.მის მიმართ იმხელა რიდი ჰქონდა,ხანდახან ცოტნეს პრეზიდენტი ეგონა მისი თავი.აფასებდა მის დას ცოტნე,ყველაზე წესიერი და პატიოსანი გოგო იყო მარიამი.არავისთვის ზედმეტად რამე,რომ არ უთქვამს,იცოდა ყველაფერი ზომიერად.მარიამი 20 წლის ასაკში უკვე ჩამოყალიბებული გოგონა გახლდათ.
ცოტნე ადგა,თავი მოიწესრიგა,მისი სამსახურის ნივთები აიღო და ქვემოთ ჩავიდა,სადაც უკვე ოჯახი შეკრებილიყო სასაუზმოდ.
-დილამშვიდობისა,ბედნიერ და პოზიტიურ დღეს გისურვებთ-ტრადიციად ქცეული სიტყვები გაიმეორა ცოტნემ და მაგიდასთან ჩამოჯდა.
-დილამშვიდობის ცოტნე-ბატონი ოთარი,რომელიც გაზეთს კითხულობდა და თან საუზმობდა თავაზიანად მიესალმა შვილს.
-დილამშვიდობის დედა-ქალბატონი სალომე სინაზის განსახირება გახლდათ,უყვარდა წესრიგი და ტრადიციები.ვერ იტანდა მოუწესრიგებელ და უკულტურო ადამიანებს.
-ცოტნე,არ დაგავიწყდეს დღეს საღამოს მერაბი წვეულებას მართავს,დაპატიჟებული ვართ მთელი ოჯახი.
-კი მამა,მახსოვს.დღეს ადრე გამოვალ სამსახურიდან.ხომ იცი არ მიყვარს ასეთი წვეულებები,მაგრამ რადგანაც კომპანიას სათავეში ვუდგავარ წამოვალ მაგ პირობით.
-როგორც შენ გინდა შვილო-ბატონი ოთარისთვის ცოტნეს სიტყვა მნიშვნელოვანი იყო,ძმასავით ჰყავდა ცოტნე და რიგ საკითხებში ერთმანეთს ეკითხებოდნენ რაღაცეებს.ამ ოჯახში იდილია სუფევდა სრულყოფილზე მეტადაც კი.
-კარგი,წავედი ახლა მე კომპანიაში.მოვაგვარებ ძირითად საკითხებს და საღამოს ადრე დავბრუნდები.რომელ საათზეა წვეულება?-ინტერესით იკითხა ცოტნემ.
-რვა საათზე.გელოდებით აბა,საღამომდე.
მთელი დღე კომპანიაში იჯდა და საბუთებს ახარისხებდა.მანდამაინც დღეს ქონდა ბევრი საქმე და ცდილობდა რაც შეეძლო სწრაფას მოეგვარებინა თითოეული საკითხი.შუადღეს შესვენებაზე გასვლა გადაწყვიტა,მის ძმაკაცებს უნდა შეხვედროდა ერთ-ერთ კლუბში.თორნიკე,ცოტნე და საბა-განუყოფელი სამეული.ტრუსიკის ძმაკაცები.მთელი ცხოვრებაა ერთად მოდიან,რა არ იციან ერთმანეთის შესახებ.ჭირში და ლხინში,ყოველთვის ერთმანეთს გვერდში უდგანან.სამი ზე სიმპატიური და ღვთაება ბიჭი.ერთად თუ არიან,მაშინ ხომ მთლად საოცრება.ანათებენ და ისე დადიან,გოგოების მზერებს ვერ აუდიან.დღე არ გავიდოდა ცოტნეს თოკა და საბა,რომ არ ენახა.
მანქანა გამოიყვანა ავტოსადგომიდან და სწრაფად მიდიოდა კლუბისკენ,სადაც თორნიკეს და საბას უნდა შეხვედროდა.
გოგონა დაინახა,რომელიც გზაზე გადადიოდა და სწრაფად,რომ არ ემოქმედა ახლა ის გოგო ჰაერში იქნებოდა.პირდაპირ მის ფეხებთან დაამუხრუჭა და გაავებული გადმოვიდა მანქანიდან,ცოფებს ყრიდა.ბიჭი,რომ ყოფილიყო ალბათ ცემდა კიდევაც უყურადღებობის გამო,ნუთუ სიცოცხლე ასე ადვილად დასათმობია.
-არ უნდა იყურო გზაზე,რომ გადადიხარ?
-მაპატიეთ,უბრალოდ დავიბენი და ვეღარ მოვზომე სად ვიყავი და რას ვაკეთებდი.-წკრიალა და საყვარელი ხმით მიპასუხა გოგონამ,მაგრამ იმდენად ვიყაცი გაცოფებული ყურადღება არ მიმიქცევია ამისთვის დიდად.
-შემდეგში წინ იყურე და დააკვირდი,იქნებ ვინმემ გაგიტანოს.
-მადლობა დიდი ყურადღებისთვის და სიცოცხლის გადარჩენისთვის.-დავინახე როგორ შეაშინა და დააფრთხი ჩემმა მზერამ.
-არაფრის.
უკან გამოვბრუნდი და ისევ მანქანაში ჩავჯექი.ზედმეტად ცივადაც კი ველაპარაკე,რა ჩემი ბრალია ნერვები თუ ვერ მოვთოკე.ვიცი,ხანდახან უტაქტო ვარ.
კლუბისკენ გავემართე ისევ და მალევე მივედი.ჩვენი მაგიდისკენ წავედი,ბიჭები უკვე იქ ისხდნენ.
-როგორ ხარ მისტერ ბოროტება?-სიცილით ჩაილაპარაკა ყველაზე მხიარულმა საბამ.
-ისე ვარ ლამის შემომაკვდეს ვინმე-აღრენილმა გამოეხმაურა საბას კითხვას ცოტნემ.
-რა მოხდა შე'ემა?რა მშიერი ლომივით იყურები?-თორნიკეც ჩაერთო საუბარში.
-რა და ვიღაცა სულელი გოგო გზაზე გადადიოდა,არც უყურებდა მანქანებს და ლამის გავიტანე.კიდევ კარგი მოვასწარი დამუხრუჭება.
-ვახ ჩემი,წარმომიდგენია რეებს ეტყოდი ახლა იმ გოგოს.
-თორნიკე ჩაიგდე ენა,სანამ მე ამოგაცალე-ცოტაშვილს ყბები დაჭიმვოდა და კბილებს ერთმანეთს აჭერდა?
-როგორაა ის გოგო?რამე ხომ არ მოსვლია?-საბა ჩაერია საუბარში.
-არაფერი,დაბნეული იყო და საცოდავი თვალებით მიყურებდა.
-ხო შენ ჯერ გამოხედვით დააფრთხობდი.
-და მერე ლაპარაკით.
-ჩაი'ვით ახლა ორივემ,თორე ვერ გადამირჩებით.
-კარქი ჩიტო-საბამ ისევ გამოავლინა მისი სიცანცარე.
-დღეს კიდე წვეულებაზე მივდივარ,ვიღაც ბიზნესმენი მართავს.რა მინდოდა რა შარი ავიკიდე.-თავზე ხელებშემოწყობილმა ამოილაპარაკა ცოტნემ და ამდენი სამუშაოსგან დაღლილი იყო თან.
-საღამოს შევიკრიბოთ რა ისევ,გამოვთვრეთ კარგად და ძეტკებიც ავყაროთ-საბა და ისევ საბა,მის სიცანცარესთან ერთად.
-ბაზარი არაა,თუ გამოვაღწიე იქედან ადრე.წავედი ახლა მე,სამსახურში იმდენი საქმე მაქ და ისე შეგიძლიათ თქვენც გამოიაროთ ხოლმე იქ,ტყუილად კი არ დამინიშნიხართ პოსტზე.
-აუ გვეზარება მაგრად,ხო იცი.-მობეზრებულმა ჩაილაპარა თორნიკემ.
-საღამომდე აბა თუ ვიქენი ცოცხალი.
კლუბიდან წამოვედი და ისევ სამსახურში დავბრუნდი,ძლივს გამოვაღწიე შვიდზე იქედან და დაღლილი სახლში წავედი.



დავბრუნდი ახალი ისტორიით სიყვარულებო.არ ვიცი რა გამოვიდა,მაგრამ ძალიან მინდოდა დამედო.ველი შეფასებებებს.скачать dle 11.3





კარგი იყოო heart_eyes heart_eyes ველოდები შემდეგ თავს innocent

 



№2 მოდერი ელპინი

უბრალო ადამიანი
კარგი იყოო heart_eyes heart_eyes ველოდები შემდეგ თავს innocent

ტეტააჰ,მადლობა დიდი საყვარელო❤❤პირობას ვდებ არ დავაგვიანებ :დდდ

 



№3 სტუმარი nia

მაგარი იყო ველოდები შემდეგ თავს

 



№4 მოდერი ელპინი

nia
მაგარი იყო ველოდები შემდეგ თავს

ნია,მადლობა დიდი❤❤❤

 



№5  offline წევრი მარიკუნაა♥️

Now we're talking:)))
ეს რაღაც ახალია, ხოიცი:)
გააგრძელე და ვნახოთ...:)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№6 სტუმარი qeti

au gtxov male dade dzaan magari motxroba

 



№7 მოდერი ელპინი

qeti
au gtxov male dade dzaan magari motxroba

მდააჰ,როგორ მახარებ ახლა,მადლობა საყვარელო დიდი❤❤❤

მარიკუნაა♥️
Now we're talking:)))
ეს რაღაც ახალია, ხოიცი:)
გააგრძელე და ვნახოთ...:)

მარიამ,როგორ გელოდებოდი შენ არ იცი❤❤ბოლო წუთამდე მჯეროდა რო გამოჩნდებოდი :დდდ ❤❤ როგორია აბა? :დდ აუ მე მიხარია შენი შენიშვნები ხო იცი :დდ❤❤

 



№8  offline წევრი მარიკუნაა♥️

ხო, რაღაც ახალია და იცოდე...
მე ბანალურობებს არ ველოდები შენგან!!!
აუცილებლად უნდა იყოს ეს განსხვავებული.(!)
ძალით გათხოვების თემა არც კი წამოიჭრას გთხოოოოოოვ, დამღალა უკვე მაგ ერთიდაიმავემ.
მოიხოდე.
აბა შენ იცი!:)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№9 მოდერი ელპინი

მარიკუნაა♥️
ხო, რაღაც ახალია და იცოდე...
მე ბანალურობებს არ ველოდები შენგან!!!
აუცილებლად უნდა იყოს ეს განსხვავებული.(!)
ძალით გათხოვების თემა არც კი წამოიჭრას გთხოოოოოოვ, დამღალა უკვე მაგ ერთიდაიმავემ.
მოიხოდე.
აბა შენ იცი!:)

ვნახოთ რა გამოვა❤❤

 



№10  offline წევრი Mtirala

ძვირფასო ელპინ :დდ ❤
პირველი თავი იყო შესანიშნავი ❤
ძალიან, ძალიან მომეწონა ❤
მაგრამ ჩემ-ს, შენ-ს "ს" მხოლოდ იმ შემთხვევაში ემატება თუ საკუთრებას გამოხატავს. მაგალითად ჩემს წიგნს, შენს კალამს.
არასწორი ფორმაა შენს გამო, ჩემს იირგვლივ.
გაითვალისწინე ❤
რეებს არა - რაებს
რაღაცეები არა - რაღაცები ❤
"ძეტკები"?!
რავიცი, რავიცი...
მარიამი და ცოტნე? ასეთი და-ძმა? არასდროს, არასდროს არ შემხვედრია და არც მე ვყოფილვარ ასე ოდესმე ჩემს ძმებთან :დ ❤
წარმატებები, საყვარელო ❤ ველი ახალ თავს ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№11 მოდერი ელპინი

Mtirala
ძვირფასო ელპინ :დდ ❤
პირველი თავი იყო შესანიშნავი ❤
ძალიან, ძალიან მომეწონა ❤
მაგრამ ჩემ-ს, შენ-ს "ს" მხოლოდ იმ შემთხვევაში ემატება თუ საკუთრებას გამოხატავს. მაგალითად ჩემს წიგნს, შენს კალამს.
არასწორი ფორმაა შენს გამო, ჩემს იირგვლივ.
გაითვალისწინე ❤
რეებს არა - რაებს
რაღაცეები არა - რაღაცები ❤
"ძეტკები"?!
რავიცი, რავიცი...
მარიამი და ცოტნე? ასეთი და-ძმა? არასდროს, არასდროს არ შემხვედრია და არც მე ვყოფილვარ ასე ოდესმე ჩემს ძმებთან :დ ❤
წარმატებები, საყვარელო ❤ ველი ახალ თავს ❤

გავითვალისწინებ აუცილებლად❤❤მადლობა დიდი❤❤მე მყავს ეგეთი მაგალითი და-ძმის :დდდ

 



№12  offline წევრი modemodka

ველოდიი შენ გამოჩენაას.. არ წამიკითხავს ჯერ ახხლა ვნახეე რომ დადეეეე.... წაკკითხვის შემდეგ დავწერ კომენტარს ისეეეევ... heart_eyes heart_eyes

 



№13 მოდერი ელპინი

modemodka
ველოდიი შენ გამოჩენაას.. არ წამიკითხავს ჯერ ახხლა ვნახეე რომ დადეეეე.... წაკკითხვის შემდეგ დავწერ კომენტარს ისეეეევ... heart_eyes heart_eyes

გელოდები,საყვარელო❤❤❤

 



№14  offline ადმინი მწარე

ცოტა არიყოს უფრო ახალს ველოდი ვიდრე გადაღეჭილ თემას წარმატებები
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 



№15 მოდერი ელპინი

მწარე
ცოტა არიყოს უფრო ახალს ველოდი ვიდრე გადაღეჭილ თემას წარმატებები

სალო,მადლობა❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent