შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამაბრუნე წარსულში 18+ (15)


5-09-2017, 23:02
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 643

დამაბრუნე წარსულში 18+ (15)

მირიანი სამსახურიდან ისედაც სახლში მიდიოდა, როცა გივიმ დაურეკა, სასწრაფოდ სახლში ადი, შენთან სალაპარაკო მაქვსო. მხოლოდ იმ მოასწრო, რომ მირანდას მაღაზიაში შეეჭყიტა.
მირანდა არ იყო.
კუდამოძუებული ავიდა თავის ბინაში და ნახევარფაბრიკატი ხორციანი ბლინის შეწვას შეუდგა, თან გივის რა საქმე ჰქონდა, ეგეც აინტერესებდა. ნახევარ საათში გივიმ გააღო კარი. ანერვიულებული და დაბნეული ჩანდა. რაღაცნაირად გამოიყურებოდა, ასეთ მდგომარეობაში ყოფნა რომ არ ახასიათებდა გივის არასდროს, ალბათ იმიტომ ეგონა მირიანს, რომ რაღაც უბედურება მოხდა.
- წარმოგიდგენია რა მითხრა?
- არა, არ წარმომიდგენია, სანამ შენ არ მომიყვები - გაეცინა მირიანს.
- დღეს დილით, მე და ნატალი ვიყავით სადღაც, რომანტიკულ ადგილას. აი პიკნიკი მოვაწყეთ. ხო აზრზე ხარ? ბუნებაში რომ ხარ, საჭმელი გაქ წაღებული და...
- ვიცი პიკნიკი რაცაა, მერე? - ბლინები ამოატრიალა მირიანმა.
- ხორცისაა? - ჰკითხა გივიმ.
- კიი.
- ჩვენც ხორცის გვქონდა გუშინ, ოღონდ ნატალის გაკეთებული. გემრიელ ბლინებს აკეთებს.
- მომიყვები ბოლომდე თუ რას იზამ?
- მოკლედ, ვლაპარაკობდით რაღაცეებს და შემდეგ კვირას ქალაქგარეთ გასვლა დავგეგმეთ. ნატალიმ თქვა, რაჭა მიყვარს, მშვენიერი ბუნებააო. ვიფიქრე, ვიქირავებდი სახლს რაამდენიმე დღით, დავისვენებდით, იქით-აქეთ, ნუ ხო ხვდები...
- ვხვდები.
- მერე საფრანგეთი გამახსენდა. არ ვარ სამუდამოდ ჩამოსული. აქ ისე ვერ ვიცხოვრებ და იმდენ ფულს ვერ ვიშოვი, როგორც იქ. თან ეს ქართული ცხოვრება არაა ჩემი სტილი... მერე ნატალიმ რა თქვა იცი?
- არ ვიცი.
- ერთი წელი მოიცადე და ერთად წავიდეთ საფრანგეთშიო. ერთი წელიო, გესმის?
- ვერ ვხვდები, რა არის ამაში ასეთი საპანიკო?
- რა არის საპანიკო და მთელი გამბედაობის მოკრება დამჭირდა, რომ შემდეგი კვირის გეგმები დამეწყო ქალთან ერთად. ჯერ მხოლოდ მაგის გამო ვიგრძენი, თითქოს თავს ყულფში მაყოფინებდნენ და ამ გოგოს თურმე მთელი წლის გეგმა აქვს ჩემთან ერთად, მერე საფრანგეთში და მერე.... - ძლივს ამოისუნთქა გივიმ. - უარესი წინაა, გაინტერესებს გაგრძელება?
- კი, მაინტერესებს... ბლინები არ გინდა?
- არ მინდა, ბლინის ხსენება არ იყოს, ჩემი თანდასწრებით - მირიანის სასმელების ბართან მივიდა და რომელიღაცა ისეთი დაისხა, მირიანი, რომ ბავშვის დაბადებისას გეგმავდა გახსნას.
- კაი, გააგრძელე, ძალიან დავინტრიგდი.
- ცოტა სახეზე შემეტყო ეტყობა დაბნეულობა, ერთი წელი რომ გამომიწერა საქართველოში ყურყუტი.
- რა ხდება, რამე ცუდად ვთქვი? - მკითხა ნატალიმ.
- არა, უბრალოდ ეგ ჩემთვის უკვე სერიოზული ურთიერთობაა და არ მინდა, რომ გული გეტკინოს. ხომ იცი, არ შემიძლია ერთი ქალის ერთგული ვიყო მთელი ცხოვრება და ამიტომაც არასდროს არავისთვის მიმიცია რამის იმედი, რომ მერე გული არ სტკენოდათ.
ნატალიმ არაფერი მიპასუხა, თავის ჩანთას ხელი დასტაცა და ფეხზე წამოხტა.
- სად მიდიხარ? - ვკითხე გაოგნებულმა.
- შენ მართალი ხარ - მიპასუხა მან - ჩემთვის არაფრის იმედი არ მოგიცია, უბრალოდ მე დავაწყვე გეგმები. ქალები ასეთები ვართ ხოლმე. ვიღაცა შემოახწევს შენს გულში და უკვე გეგმებს ვაწყობთ, უკვე... - ერთხელ ამოიოხრა - ერთი წლის გეგმები კი არა, მთელი ცხოვრების გეგმები შევთხზი რატომღაც.
- ჯანდაბა, ხომ იცოდი, რომ არ ვიყავი ეგეთი კაცი, ვისთანაც გეგმები უნდა გქონოდა? - გავცხარდი, რადგან ყველაფერი გააფუჭა.
- ვიცოდი, უბრალოდ... მე, იცი?
- რა ვიცი?
- შეიძლება არასტაბილური ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, მაგრამ სინამდვილეში ოჯახურ ცხოვრებაზე ვოცნებობ. ქმარი მინდა, რომელიც ჩემს გაკეთებულ ბორშჩს შეჭამს ხოლმე, როცა სამსახურიდან დაღლილი მოვა. თან, საშინელ წვნიანებს ვაკეთებ, არც ერთი ჩემი მეგობარი არ ეკარება და იმ დღეს, ისე გემრიელად ჭამე, რომ არ შემეძლო, იმედი არ მომცემოდა...
- გემრიელი იყო, რას უწუნებენ? - ძალიან გამიკვირდა.
- ჰო, რა ვიცი - მხრები აიჩეჩა - თან ოთხი შვილი მინდა.
- რამდენი? - თვალები შუბლზე ამივიდა.
- ოთხი.
- ბავშვების ქარხანა ხარ? - ცოტათი გავეხუმრე, არადა ოთხი ლაწირაკი რომ წარმოვიდგინე, როგორ მაცოცნებიან სათითაოდ მუხლებზე და დასვენების საშუალებას არ მაძლევენ, უფრო მეტად შემეპარა პანიკა.
- ჰო, ბავშვების ქარხანა. - გაეცინა ირონიულად.
მერე ტუჩებში მაკოცა და წავიდა...
- გეწყინა? - ჰკითხა მირიანმა.
- ჰო, მეწყინა.
- ასეთი გაცეცხლებულიც მაგიტომ ხარ, რომ გული გტკივა და არ იცი, ეს ტკივილი როგორ გამოხატო?
- შეიძლება.
- და კარგად რომ დაფიქრდე? იქნება გინდოდეს ბავშვების ქარხანა და ცოლი, რომელიც სახლში დაგხვდება, როცა ეგეთი დაბნეული და ნერვებმოშხამული მოხვალ? არ გეგონოს, თითქოს შენი მოსმენა ან დამშვიდება მომბეზრდება, უბრალოდ ჩემს ალერსს მაინც ქალი სჯობს.
- შენღა მაკლდი ოჯახის სიწმინდის დამცველი. ოჯახი ვისაც უნდა, შენ უნდა გამოგყვნენ. სტრიპტიზ კლუბშიც არ მომყვები ხოლმე მირანდას გამო. არადა, უბრალო კლუბია, ქალები ცეკვავენ და შიშვლდებიან, მეტი ხომ არაფერი?
- არ გითხოვია აქამდე.
- ახლა გთხოვ.
- კაი, ჩაიცვი და წავიდეთ - ამოიოხრა მირიანმა.
- სერიოზულად?
- ჰოო, წავიდეთ.
- დარწმუნებული ხარ?
- გივი, გინდა თუ არა?
- კაი, წავიდეთ.
* * *
- ისე, კაი მკერდი აქვს ამ გოგოს. როგორ ფიქრობ, ესენი მოცეკვავეები არიან თუ საათობრივადაც იღებენ ფულს? ნატალის ჰგავს ეს გოგო, არ შევხედავ. - გაუჩერებლად ლაპარაკობდა გივი.
- აი თურმე როგორი ხარ დეპრესიული -გაეცინა მირიანს - დათუნა, რომ ათი წლის იყო, ზუსტად მაგდენ კითხვას სვამდა.
- დეპრესიული არ ვარ! წავალ, არაყს დავლევ - წამოდგა და ბართან მივიდა. შეკვეთილი სასმელი გადაჰკრა, შემდეგ კი მირიანს შეხედა, რომელსაც ანხევრადშიშველ მოცეკვავე ქალზეც კი ისეთი უემოციო სახე ჰქონდა, რომ შორიდან მამაკაცური გარეგნობის გეი გეგონებოდა.
- ჩემი ძმაკაცი თავის ყოფილ შეყვარებულზეა შეყვარებული და მგონი, სხვა ქალებზე აღარ უდ*ება - უთხრა ხორხოცით ბარმენს, როცა მერომელიღაცე ჭიქის მერე, ცოტათი შეჟუჟუნდა.
- აბა მე მკითხე - ამოიოხრა ბარმენდა - ყოველ დღე ამათ შემყურეს, ზოგადად, ქალებზე აღარ მი*გება.
- ბაზარი არაა - გაეცინა გივის.
გვერდით ქერა, ლამაზი ქალი მიუჯდა. ჩამოსხმულს, ფუნჯით ნახატს მიუგავდა ტანი, თვალები კი კამკამა ზღვისფერი ჰქონდა.
- დმაპატიჟებ? - ჰკითხა ქალმა.
- რა თქმა უნდა - გაუღიმა გივიმ - რას დლევ?
- იგივეს, რაც შენ.
- გოგონას არაყი და ლიმონი მოუტანე - სთხოვა ბართან.
- ქალს! - შეუწორა მკაცრად ქალმა და სასმელი ძალიან სწრაფად გადაჰკრა. - დღეს ჩემი ოცდამეათე დაბადების დღეა. თავი კი ნამდვილ ქალად ვიგრძენი, როცა ჩემს საქმროს შევუსწარი ჩემივე დაქალთან. - სახე დამანა და ლიმონი ჩაიწურა.
- მაშინ კიდევ ერთი არაყი მოუტანე ქალბატონსაც და მეც - მიუბრუნდა გივი ბარმენს - დაბადების დღეს გილოცავ - თქვა გრანდიოზული ხმით.
- დიდი მადლობა - კიდევ დალია ქალმა. - ვფქირობ, როგორ გადავუხადო სამაგიერო.
- არ თქვა, რომ ჩემთან დაწოლას გეგმავ - ეშმაკურად ასწია გივიმ ცალი წარბი.
- რა ვიცი, რატომაც არა? თავიდან რომ შემოვედი, ის ბიჭი დავინახე - მირიანისკენ გაიშვირა ხელი ქალმა - ხუთი წუთი თავზე დავფოფინებდი, მაგრამ შენც არ მომიკვდე, თითქოს არც ვარსებობ. მერე შენ დაგინახე და შენთან მოვედი.
- კიი, მე ყოველთვის მაგაზე სიმპათიური ვიყავი - გაეცინა გივის.
- ჰო, და თან უყურადღებოთაც არ დაგიტოვებივარ.
- ძნელია, შენნაირი ქალი უყურადღებოდ დატოვო - წაეარშიყა ცოტათი.
- ანუ ლამაზი ვარ?
- მშვენიერი. ვისთან გიღალატა იმ ღორმა, სურათი არ გაქვს?
- ჰო, ჯერ კიდევ არ წამიშლია - თავისი და თავისი მეგობრის „სელფი“ აჩვენა, შემდეგ კიდევ სხვა სურათებიც.
- ბევრად სჯობიხარ. შენ უზოდმოდ ლამაზი ხარ, თუმცა, ლამაზი რომც არ იყო, ძალიან მდაბიურად მოუქცა ორივე. ამ სიტუაციაში, ვფიქრობ, ისინი არიან მსხვერპლი, ვიდრე შენ.
- ვითომ? - გახედა ქალმა უგუნებოდ.
- მართლა. მოღალატე ადამიანი ყველასთან მოღალატეა. კარგია, რომ იქამდე გაიგე ეს ამბავი, სანამ ცოლად გაჰყვებოდი. მერე უფრო გეტკინებოდა გული. შენ მდაბიო სულის ადამიანებთან ურთიერთობას გადაურჩი, ისინი კი ერთად არიან და დამიჯერე, საბოლოოდ ერთმანეთსაც უღალატებენ.
- შენ გიღალატია? - ჰკითხა ქალმა.
- არა. როცა მიყვარდა და ერთად ვიყავით, მე მიღალატეს, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ვისწავლე, რომ იმედი არ უნდა მისცე არავის და ასეთ შემთხვევაში, მოღალატის მაგივრად, მექალთანე გერქმევა.
- ჭკვიანურია - გაეცინა ქალს - ანუ ჩემთან დაწოლაზე რას იტყვი?
- ძალიან სექსუალური ხარ - ნერწყვი გადაყლაპა გივიმ.
მერე წარმოიდგინა, როგორ მოიქცევდა მის ძუ*უებს ხელებში და ძალიან ღრმად შეუდებდა უკანალში თავის ასოს.... „- ნატალი!“ მაგრად ჩასძახა მოულოდნელად სინდისის ხმამ. „-არა! მე ხომ დავშორდი?!“ მკაცრად გააქნია თავი გივიმ. ნატალის თვალები გაახსენდა, ამ ქალის მსგავსად, ზღვისფერი ჰქონდა, თუმცა უცნობის თვალებში ვერაფერს ხედავდა, გივისთვის ცარიელ ცისფერ ფერთა გამა იყო. ნატალიში ხედავდა ხოლმე ბევრ რამეს, ეს ბევრი რამე კი ძალიან თბილი და სასიამოვნო ეჩვენებოდა. ადვილი არ ყოფილა ნატალის თვალებში ჩახედვა და იმის თქმა, რომ ოთხი შვილი ვერასდროს ეყოლებოდათ, რადგან გივი არ იყო მეოჯახე კაცი. იფიქრა, ნატალის მსგავსი გარეგნობის ქალი ნებისმიერს შეაყვარებდა თავს, ანუ ნატალის ნებისმიერ სხვა კაცთან ექნებოდა ოჯახი და ოთხი შვილი ეყოლებოდა.
- აუჰ, მაპატიე - ამოიოხრა გივიმ. - დღეს დილით ერთ გოგოს დავშორდი და მემგონი პირველივე დღეს სხვასთან დაწოლა, ცოტა არ იყოს, უპატივცემულობა იქნება.
- მართალია. არც ისეთი ცუდი ბიჭი ყოფილხარ - გაეღიმა ქალს - ლამაზი იყო ის გოგო?
- ჰო, კარგი იყო, არაუშავდა. - გივიმ ისევ წარმოიდგინა ნატალი. უკვე დაუკითხავად ეჭრებოდნენ ქალზე ფიქრები გონებაში. თავი მეორედ გააქნია, ახლა უფრო შეუმჩნევლად - გირჩევ, რომ არავისთან არ დაწვე. წადი, მაგარი ბიჭი შეიყვარე, ვინც შენი ერთგული იქნება და ასე იძიე შური. ბედნიერებით იძიე შური.
- უცნაურია, მექალთანე, რომ ასეთ რჩევებს იძლევა - გაეცინა ქალს - შენმა გოგომაც რომ ეგრე იძიოს შური?
- რას ამბობ - დაფიქრდა გივი და ღიმილი სახეზე შეაშრა.
მირიანი მთქნარებით მიუახლოვდა მოსაუბრე წყვილს.
- გამარჯობა - მიესალმა ქალს, მერე გივის შეხედა - წავედი მე, მეძინება და შენ შენი ხოდით წამოხვალ?
- არა, მეც შენთან ერთად წამოვალ და თან ქალბატონს გავაცილებთ სახლში, რომლის სახელიც არ ვიცით.
- ამ ქალბატონს ნატა ჰქვია და მანქანა ჰყავს - გადაიხითხითა ქალმა.
- ნატა - გაიმეორა გივიმ.

* * *
- ტრ*კი ასწიე და წამოდი - ეჩხუბებოდა ნატალი მირანდას. მირანდა კი საბანში გახვეულიყო და თავის აწევის არც სურვილი ჰქონდა, არც ძალა.
- ცუდად ვარ, კოშმარები მესიზმრება - იმართლა თავი.
- კოშმარები მირიანს რომ დაშორდი, იმის მერე გესიზმრება.
- მადლობ, რომ მახსენებ.
- აუ მირანდა, იცი რა? როცა მოთქვამდი და თავს იხრჩობდი, შენთან ვიყავი. მე კიდე ლხინში გთხოვ ჩემთან ყოფნას და ეგეც გეზარება - მიაძახა გაბრაზებულმა ნატალიმ და ტელეფონი გაუთიშა.
მირანდამ ამოიოხრა, საბანი გადაიძრო და გადაურეკა მეგობარს.
- სად ხარ, მოვალ.
- მიშოს სახლში მაგარი „ტუსოვკაა“ და მთელი თეატრის „სასტავი“ აქ ვართ.
- გამოვალ.
- კარგი და ეცადე გამოიპრანჭო. ძალიან სიმპათიური კაცები არიან აქ.
- რა სიმპათიური კაცები? გივი არაა შეენთან ერთად?
- არა, გივი არაა - ღრმად ამოისუნთქა ნატალიმ - გელოდები, მალე მოდი.
ზომბივით წამოდგა საწოლიდან. ტანსაცმელზეც ბევრი არ უწვალია, ზუსტად ისე ჩაიცვა, არც ერთი ნორმალურად მაოზროვნე კაცი რომ არ მიეკარებოდა - მუქ იასამნისფერ კოლგოტზე იასამნისფერი ქვედაბოლო ჩამოიმხო, ყვითელი, მაღალყელიანი გეტრი ამოიცვა ჩექმებთან ერთად. ისე, რომ ყვითელი ფერი მუხლამდე ანათებდა.
მიშოს სადარბაზოსთან მისულმა, დიდხანს ტკეპნა ერთი და იმავე ადგილი. გონება მირიანთან გატარებული დროის მოგონებებით გადაეჭედა. ისევ ტირილი მოუნდა. ნატალი ფიქრობდა, რომ მირანდა უკეთ იყო, რადგან აღარ ტიროდა, აღარ ცდილობდა აბაზანაში თავის ჩახრჩობას და სახლიდანაც გამოდიოდა ხოლმე. მაგრამ ყველაფერი ძველებურად დარჩა. უბრალოდ, მირიანთან ახლოს ყოფნა არ აძლევდა საშუალებას, რომ თვითმკვლელობა ისევ ეცადა. კაცი მისთვის ელექტროენერგიასავით იყო. ყოველთვის, როცა დასატენი ხდებოდა და სიკვდილის ზღვრამდე მისულს სუნთქვის სურვილი ეკარგებოდა, მირიანი შემოაღებდა ხოლმე მაღაზიის კარს ეშმაკური ღიმილით, რომლის მიღმა სინანული, დანაშაულის გრძნობა და მონატრებული ქალის წყურვილი იმალებოდა.
- დედა - მოესმა მოულოდნელად ბავშვის ხმა. მირანდა შემოტრიალდა. ბავშვი გაიქცა.
- მოიცადე - დაიყვირა მირანდამ და გაეკიდა. მხოლოდ ინსტიქტებს მიენდო. წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ მიყვებოდა ვიღაც უცხოს. წამით ისიც გაიფიქრა, ეს ბავშვი სატყუარა არ ყოფილიყო, უცხო უბანში არ შეეთრია და ათობით მანიაკი არ შერჩენოდა ხელში. - ნუ გარბიხარ - ეძახდა მირანდა.
მავშვი მართლაც გაჩერდა. უკან გამოიხედა და ქალს მიაშტერდა.
- ვინ ხარ? - ჰკითხა მირანდამ. მიახლოება სცადა, თუმცა ბავშვმა უკან დაიხია. შეშინებული, შემცბარი და ნამტირალევი სახე ჰქონდა - ბოდიში, არ მინდოდა შენი შეშინება. ვინმემ გაწყენინა?
ბავშვმა თავი დაუქნია უსიტყვოდ.
- მომიყვები?
- შენ - თითი მირანდასკენ გაიშვირა.
- მე როგორ?
- შენ - აკანკალდა ბავშვი, ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოუგორდა თვალებიდან.
- ცუდად ხარ! სადაა დედაშენი?
- აქ - კვლავ მირანდასკენ გაიშვირა თითი. ისევ კანკალდებდა.
მირანდა გოგოსთან მივიდა. ამჯერად ბავშვი არ გაქცეულა. შუბლზე მიადო ხელი, ძალიან ცხელი იყო.
- ავად ხარ... სახლში უნდა მიგიყვანო - თქვა მირანდამ დარწმუნებით - შენი მშობლები ალბათ ნერვიულობენ.
- არ ნერვიულობენ - აღმოხდა ბავშვს. მირანდას ჩაეფსკვნა და ხელები კისერზე მაგრად შემოხვია. მირანდამ კი მისი გამალებული სუნთქვის ხმა, აჩქარებული გულისცემა და ცრემლებით დასველებული თმა შეიგრძნო. გრძნობდა, როგორ ყნოსავდა თმაზე ბავშვი და გაცხარებული ეკვროდა მირანდას სხეულს.
- კარგი, წავიდეთ - თითქოს დანებდა. წელში გასწორდა და ხელში აიყვანა. იმაზე მსუბუქი აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა, თუმცა მაინც არ იყო ადვილი ამხელა ბავშვის ხელით ტარება.
მირანდამ ტაქსი გააჩერდა, ბავშვთან ერთად ჩაჯდა, სახლისკენ გასწია.
არ იცოდა, რატომ აკეთებდა ამას. ეშინოდა, ბავშვის გატაცებისთვის მის მშობლებს არ ეჩივლათ ან მსგავს შარს არ გადაჰყროდა, თუმცა, მეორე მხრივ, გრძნობდა რომ ზუსტად ასე უნდა მოქცეულიყო.


მორჩა! დღეიდან უფრო მეტს დავწერ ხოლმე და სწრაფ-სწრაფად დავდებ ახალ თავებს, რადგან სამუდამოდ ჩამოვედი ზღვიდან, მთიდან, ბარიდან და უკვე სახლში ვარ. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შემიშალოს ხოლმე, სამსახურია, მაგრამ მანდაც არ მექნება იმედია დიდი დატვირთვა.скачать dle 11.3




№1  offline წევრი tio

ჰალალუიააა !!!! ყოველი დღე იმით იწყებოდა რომ ვამოწმებდი დადებული იყო თუ არა ეს თავი დავიტანჯე მაგრამ მჯერა მაგრად დაასრულებ !

 



№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვერ ვხვდები ვერანაორად ეს ბავშვი რაშუაშია ან ვისია ან რახდება?!

 



№3 ადმინი დედასამოტხე

ხომმ იციი ჩემი აზრი ანა ამ ისტორიასთან დაკავშირებით.აუცილებლად უნდა იცოდე რომმმ ძალიანნნ მომწონსს და მიხარია მალმალე რომ მოახერხებ დადებასს გელოდებიიიიი♥♥♥

 



№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

tio
ჰალალუიააა !!!! ყოველი დღე იმით იწყებოდა რომ ვამოწმებდი დადებული იყო თუ არა ეს თავი დავიტანჯე მაგრამ მჯერა მაგრად დაასრულებ !

მეც დავიტანჯე უკვე და მჯერა, რომ ოდესმე დავასრულებ :დდდ
ანი ანი
ვერ ვხვდები ვერანაორად ეს ბავშვი რაშუაშია ან ვისია ან რახდება?!

რა ვიცი, ალბათ მეზობლის ბალღია smile
Mariiiiami
ხომმ იციი ჩემი აზრი ანა ამ ისტორიასთან დაკავშირებით.აუცილებლად უნდა იცოდე რომმმ ძალიანნნ მომწონსს და მიხარია მალმალე რომ მოახერხებ დადებასს გელოდებიიიიი♥♥♥

ჯიგარი ხარ, მევასები <3

 



№5 სტუმარი Guest ბუსი

ძალიან კარგია მაგრამ ცოტა დიდი თავები დადე რა. disappointed

 



№6 სტუმარი lalka

ოჰ კიდე კაი.)დ

 



№7 სტუმარი lanashka

chemi tkbili gogoo ^__^ dzaan magari xar ann da dzalian mivejachve shens istorian...saswauli gogo xar da uzomod miyvarxaar <3 <3 :**

 



№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

lanashka
chemi tkbili gogoo ^__^ dzaan magari xar ann da dzalian mivejachve shens istorian...saswauli gogo xar da uzomod miyvarxaar <3 <3 :**

ჩათვალე, რომ მეც უზომოდ მიყვარხარ <3 შენს კომენტარებს ველი ხოლმე გამწარებული <3
Guest ბუსი
ძალიან კარგია მაგრამ ცოტა დიდი თავები დადე რა. disappointed

ვეცდები <3
lalka
ოჰ კიდე კაი.)დ

ჩემს დაბრუნებას მზე მოჰყვა, მზე მოჰყვა?

 



№9 სტუმარი nini

Gelodebi xolme)

 



№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

nini
Gelodebi xolme)

მეც გელოდები ხოლმე <3

 



№11 სტუმარი nini

ენ ჯეინი
nini
Gelodebi xolme)

მეც გელოდები ხოლმე <3

მე რატომ?)))

 



№12  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

nini
ენ ჯეინი
nini
Gelodebi xolme)

მეც გელოდები ხოლმე <3

მე რატომ?)))

რავი, ყველას ველოდები. დამახსოვრებულები მყევხართ, ვინც კითხულობთ

 



№13 სტუმარი Guest ბუსი

როდის დადებ შემდეგ თავს

 



№14 სტუმარი ნებულა

ჰოდა თუ გველოდები, რატომ გვტანჯავ? დროზე რატომ არ დებ?

 



№15 სტუმარი lanashka

[quote=ენ ჯეინი][quote=lanashka]chemi tkbili gogoo ^__^ dzaan magari xar ann da dzalian mivejachve shens istorian...saswauli gogo xar da uzomod miyvarxaar <3 <3 :**[/quote]
ჩათვალე, რომ მეც უზომოდ მიყვარხარ <3 შენს კომენტარებს ველი ხოლმე გამწარებული <3
siamovnebit gagicnobdi piradad sheni motxrobebit da weris stilit iset karg shtabechdilebas mitoveb <3 <3 imdenas kargad wer ro sxvebis nawarmoebebs guls vegar vudeb iset uazrobad mechveneba shentan shedarebit :Dddd <3 <3

 



№16  offline აქტიური მკითხველი La-Na

როგორ მომნატრებიხარ.დიდი ხანია არ შემოვსულვარ აქ და როგორ მაკლდიიით.ისე გვაინტრიგებ ამ ბავშვით რომ.რაღაც აზრი მაქვს და იმედია გამართლდება.
--------------------
ლანა

 



№17  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

[quote=ნებულა]ჰოდა თუ გველოდები, რატომ გვტანჯავ? დროზე რატომ არ დებ?[/quote]
იმიტომ, რომ ეს მუზა ჩემს ნებაზე არ მოდის. ამიტომ, განგებ არავის დატანჯვა არ მინდა. უბრალოდ, მემგონი მკითხველებსაც გირჩევნიათ, მიფუჩეჩებული ტექსტის მაგივრად, რომ კაი ემოციური თავები დავდო <3 [quote=lanashka][quote=ენ ჯეინი][quote=lanashka]chemi tkbili gogoo ^__^ dzaan magari xar ann da dzalian mivejachve shens istorian...saswauli gogo xar da uzomod miyvarxaar <3 <3 :**[/quote]
ჩათვალე, რომ მეც უზომოდ მიყვარხარ <3 შენს კომენტარებს ველი ხოლმე გამწარებული <3
siamovnebit gagicnobdi piradad sheni motxrobebit da weris stilit iset karg shtabechdilebas mitoveb <3 <3 imdenas kargad wer ro sxvebis nawarmoebebs guls vegar vudeb iset uazrobad mechveneba shentan shedarebit :Dddd <3 <3[/quote]
ვაიმე ძალიან მაბედნიერებ <3 [quote=La-Na]როგორ მომნატრებიხარ.დიდი ხანია არ შემოვსულვარ აქ და როგორ მაკლდიიით.ისე გვაინტრიგებ ამ ბავშვით რომ.რაღაც აზრი მაქვს და იმედია გამართლდება.[/quote]
შემოგევლე <3 შევეცდები დღეს დავდო გაგრძელება <3

 



№18 სტუმარი lanashka

rodis dadeb? :((((

 



№19  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

lanashka
rodis dadeb? :((((

ეგრევე სრულად დავდებ, დასასრულიანად. სავარაუდოდ, ხვალ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent