შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კირა კანდელაკის ცხოვრება 12 თავი


5-09-2017, 23:56
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 845

კირა კანდელაკის ცხოვრება 12 თავი

დილოთ ხმაური მაღვიძებს თავი ისე მტკივა თითქოსტა ტანკმა გადამიარაო, თვალები ძვლივს დავაშორე ერთმანეთს და საწოლზე წამოვჯექი.
- ომი დაიწყო თუ რა გაფხაკუნებს? ვეუბნები ოთახში მორბენალ ჩემს დას.
- კარგი რა კირა რა ძილის გუდა ხარ, ადექი გათენდა მზე ამოვიდა, ჩიტები ჭიკჭიკობენ, ქალაქმა გაიღვიძა შენ კიდევ გძინავს მზეთუნახავივით თითქოს პრინცს ელოდები. სიცილით მეუბნება და თმას იშრობს.
- რა უნდა ამ შუა ზამთარში ჩიტებს, შე იდიოტო. ბალიში მოვუქნიე და თავში მოხვდა.
- მეტკინა კრეტინო, მარტი ჩიტები გაიგე ჩემი მონათხრობიდან. ენას მიყოფს ის და ბალიშს უკან მიბრუნებს.
- კარგი ჰო ვდგები. ზანტად წამოვდექი საწოლიდან და პირდაპირ სააბაზანოში შევედი.
- ნუ დაერევი ეხლა ჩემს ტანსაცმელებს. ზურგშექცევით ვეუბნები მე როდესაც მივხვდი რომ გარდერობში შეძვრებოდა.
- კარგი ჰო. აბაზანაში შევდივარ წყალს ვივლებ და უკვე გამოწყობილი უკან ვბრუნდები.
- როგორ გიხდება ჩემი შარვალი, ჩემი ბოტები და ჩემი ზედა ჰო კიდევ ჩემი კეპი. თითქოსდა გაბრაზებული ვეუბნები მე.
- კარგი რა ხომ იცი შენსას სულ სხვა ელფერი აქვს. მეუბნება და უკანალის ქნევით გადის ოთახიდან.
- ღმერთო შენ მომეცი გაძლება. ხელებს მაღლა ვწევ და მისაღებში გავდივარ.
- აბა სად მივდივართ? ინტერესით მეუბნება ჩემი და და ინტერნეტში შეძვრა.
- რავი სადმე გავისეირნოთ. ზურგჩანთას ვიკეთებ და კარში გავდივართ.
- იცი რამაგარი ფოტო გადაგიღე და დავდე ფეისზე. სიცილით მეუბნება ჩემი და.
- რა ფოტო? უცებ შევკივლე მე რადგან ვიცოდი რაღაც საშინელება გააკეთა.
ტელეფონს დავწვდი და სოციალურ ქსელში შევედი, სიახლეებს ვხსნი სადაც ჩემი ფოტო ამოვარდა. როგორ ვწევარ თმაგაბურძგნული, ფუმფულა ლურჯი გადასაფარებელი ნახევარ მკერდს მიფარავს, ნახევარი კი მოშიშვლებული მაქვს, მაგრამ ჩემი საღამური კარგად ფარავს ჩემს სიმდიდრეებს.
- მოგკლავ ნიტა. ვყვირი სადარბაზოში მაგრამ ჩემი და იქ აღარ დამხვდა, გიჟივით ჩავრბივარ კიბეებზე თან ტელეფონს ვპასუხობ, სადაც ჩემი კურსელი მარიამი მირეკავს.
- ჰე მიდი დაიწყე ჭიხვინი, ვიცი რომ ფოტო ნახე. ერთიანად მივაყარე სათქმელი.
- ვინ გაგიჩალიჩა? ლამის ჩაბჟირებამდეა მისული და ისე მეუბნება.
- ჩემმა მუტანტმა დამ. მის სიცილზე მეც მეცინება.
- ბრავო მაგას. ისევ აგრძელებს სიცილს.
- კაიი მიდი წავედი ეხლა თუ აღარ დაგირეკე მიხვდი რომ ბრძოლაში მოვკვდი. სიცილით ჩავძახე ტელეფონში და სადარბაზოდან გავედი.
- მუტანტი ხარ მართლა, გველი გამიზრდიხარ უბეში. თმებში ვწვდი ჩემს დას და ისე ვეუბნები.
- კარგი ჰო ნუ მწიწკნი, შენ რომ გამიჩალიჩე ერთხელ გახსოვს.
გაბრაზებული მეუბნება და თავს ინთავისუფლებს.
- მაგ დროს შენ 14 წლის იყავი, ან საიდან დაგამახსოვრდა ეგ?
- ხომ გითხარი სამაგიეროს გადაგიხდი თქო, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. პრანჭვით მეუბნება ნიტა.
- მუტანტო. ენას ვუყიფ და გზაზს ვაგრძელებ.
- თმა უნდა შევიჭრა. ჩემს ლაპარაკს ყურადღებას არ აქცევს ისე მეუბნება.
- ვის ეპრანჭები?
- არავის. დაბნეული ამბობს და ტელეფონში რაღაცეებს აკეთებს.
- მოეშვი მაგ ტელეფონს, ვის წერ ერთი დილის მერე. ტელეფონი გამოვგლიჯე და ჩანთის ჯიბეში ჩავიდე.
- უჟმურო. ხელზე მჩქმეტს და წინ მიიწევს.
- ეს ბავშვი მომკლავს მე. თავს ზემოთ ვწევ და ისე ვამბობ.
სალონში მივესით ჩემმა მუტანტმა დამ თმები შეიჭრა შემდეგ კუს ტბაზე წავედით, ცოტახანი ვისეირნეთ და კაფეში დავჯექით.
- აქ ისეთი კარგია, ისეთი სიმშვიდე სოცრებაა. ამბობს ჩემი და და წვენს სვამს.
- როდესაც დამშვიდება მინდა და არეული მაქვს გონება ყოველთვის აქ მოვდივარ. ღიმილოთ ვეუბნები და ხედს გავჰყურებ.
27 აპრილს სოფელში წავედი ნიტასთან ერთად ხვალ ოთოს დაბადებისდღეა და მინდოდა იქ ვყოფილიყავი, დილით სასაფლაოზე გავედი ოთოს ძმაკაცებთან ერთად დალი დეიდაც იქ დამხვდა. თბილად მოვიკითხე ყველა, ოთოს საფლავზე სანთლები ვანათე, მის ცივ ქვას მოვეფერე და მალევე წამოვედი. აღდგომა სოფელში გავატარე მაისის დასაწყისში კი ქალაქში დავბრუნდი, ამ ხნის განმავლობაში ხშირად ვეკონტაქტებოდი ანჩოს და ლუკას, ახალი ამბავიც შემატყობინეს, სულ რაღაც ცხრა თვეში პატარა ბიჭი ან გოგო გაჩნდებოდა. ყოჩაღ ჩემს ბიძაშვილს კარგად უმუშავია. ფიქრებში გართული ისე მივედი უნივერსიტეტთან ვერ გავიგე,  დღეს გამოცდები მეწყება ამიტომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს, მთელი ღამის გატრება მიწევს ხოლმე.
გამოცდები როგორც კი ჩავამთავრე ორი დღით დასვენება მომიხდა თორემ მართლა გადავიწვებოდი.
ტელევიზორს უაზროდ მივჩერებოდი როდესაც კარი გაიღო და ანჩო შემოვიდა. გიჟივით წამოვხტი ფეხზე და კივილით შევახტი.
- ჩემიი გოგო ჩამოსულა, რატომ არ გამაფრთხილე მე დაგხვდებოდი. ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი როგორი დრო გაატარე.ერთიანად მივაყარე სათქმელი გაშეშებულ გოგოს.
- კარგად ვარ გმადლობ არ იყო საჭირო მოკითხვა. ცინიკურად მიღიმის ის.
- კარგი ჰო ვიცი რომ კარგად ხარ. მითხარი ეხლა როგორი დრო ატარე?
- ძალიან მაგარი, იცი რა ლამაზია იქაურობა სააოცრება. ჯერ კიდევ შოკში მყოფი მეუბნება.
- ჰო აშკარად იმოქმედა ჰაერმა. ირონიით ვეუბნები და სამზარეულოში გავდივარ ცივი ყავისთვის.
უკვე გამზადებულ ყავის ჭიქას წინ ვუდებ ანჩოს.
- შენ როგორ ხარ? შენ და ბექა ისევ არ შერიგებულხართ. ნაღვლიანი მეუბნება ის.
- არა. თავდახრილი ვამბობ მე.
- რატომ არ შეგიძლია აპატიო? რატომ არ აბიჯებ შენს თავმოყვარეობას?
- იცი როგორ მინდა ჩავეხუტო? იცი როგორ მიჭირს მის გარეშე? თავს ძალას ვატნევ რომ გავიღიმო, ვიცხოვრო ვიცოცხლო მის გარეშე, თუმცა გული ნაფლეთებად მექცა.  შენ რა გგონია არ მინდა ვაპატიო? ყველაფერს დავთმობდი ოღონდ მისი ღიმილი ისევ დამანახა, უფალს ვთხოვ გონება გამინათოს მაგრამ, მაგრამ არ შემიძლია გესმის. გული გამიტეხა, ჩემს ზურგს უკან რაღაცეებს ჩარხავდა და ეს როგორ ვაპატიო, მითხარი ლუკას რომ შენთვის ეგ გაეკეთებინა აპატიებდი?
ტირილით ვეუბნები მე და თავს კალთაში ვუდებ.
- ვაპატიებდი და იცი რატომ? რომ მიხვდეს ვინ ყავს გვერდით, იმიტო ვაპატიებდი რომ მე ის მიყვარს, ჩემს სიყვარულს კი კლანჭებით დავიცავ. შენ კარგად იცოდი თამუნას შენი გამწარება უნდოდა, თუმცა გონება ისე დაგებინდა ვერაფერს ვერ მიხვდი.
თავზე ხელს მისმევს და ისე მეუბნება.
არ ვიცი როდის ჩამეძინა, მაგრამ თვალი რომ გავახილე ჩემს ოთახში ვიწექი საღამურებით. ფეხზე წამოვდექი მისაღებში გავედი თუმცა სახლი ცარიელი დამხვდა, მთელ სახლში ბექას სურნელი ტრიალებდა, გარდერობი გამოვაღე და მისი მოსაცმელი გამოვიღე, მთლიანად შევისრუტე მისი სურნელი და შემდეგ ჩავიცვი. აივამზე გავედი და სავარძელში ჩავჯექი, ყველაფერზე ერთად დავიწყე ფიქრი. რომ მეპატიებია რა მოხდებოდა? იქნებ ბექამ მართმა არაფერი იცოდა? იქნებ მთელი ამ დროის განმავლობაში სიმართლეს ამბობდა? არ ვიცი, უკვე აღარაფერი ვიცი. ტელეფონზე ერთმანეთის მიყოლებით მოვიდა შეტყობინება, ოთახში შევვედი და ტელეფონს დავწვდი.
" მიყვარხარ იცი სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ, ვეღარ ვუძლებ შენს გარეშე ცხოვრებას" შეტყობინება ბექასგან იყო, შემდეგ მეორე გავხსენი ისიც ბექასგან იყო.
" შენს გარეშე ცხოვრების გაგრძელებას მირჩევნია მოვკვდე, ესე უფრო ნაკლებად მეტკინება. დაგელოდები იქ ცაში ღმერთთან, იმედია იქ მაინც შეძლებ ჩემს პატიებას. მიყვარხარ უსასრულოდ ღმერთამდე"
თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა, მინდოდა დამერეკა თუმცა ვერ ვბედავდი, რაღაც არ მაძლევდა საშვალებას. ბოლოს ჩემი თავმოყვარეობა შორს მოვისროლე და მწვანე ღილაკს დავაჭირე ხელი, ზარი გადიოდა თუმცა არ მპასუხობდა. გულში საშინელი დარტყმა მივიღ, უეცრად ამიჩქარდა ფულსაცია და წამით შეწყდა. ვიცოდი რაღაც საშინელება მოხდებოდა, ყოველთვის ესე იყო როდესაც რაღაც საფრთხე ახლოვდებოდა. რამოდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ ტელეფონი იქვე მოვისროლე და საწოლზე გავწექი. ნეტა რა მოხდა? ვრეკავ და აღარ მპასუხობს, ვერაფერი გავიგე ღმერთო. ერთხელ ამოვიგმინე ხმამაღლა და თვალები დავხუჭე. სულ რაღაც ერთი საათი მეძინა, როდესაც ტელეფონმა დარეკა გამეღვიძა. მეგონა ბექა იქნებოდა თუმცა შევცდი ანჩო იყო.
- ამ შუაღამეს მე ეომ არ დამირეკო ქმარი არ გყავს სახლში?
- კირა. ტირილით მეუბნება ანჩო.
- რა მოხდა ანჩ? ანერვიულებული ვეუბნები მე.
- ბექა ის, ის.
- რა მოუვიდა ბექას? ძვლივს ვინარჩუნებ ხმას რომ არ ვიყვირო..
- ავარიაში მოხვდა მძიმე მდგომარეობაა. სათქმელს ძვლივს ამბობს ანჩო.
- ანჩო რას ამბობ მართლა? გულში რაღაცამ გამკრა, აი რას ნიშნავდა ჩემი გულის ატკივება.
- კირა გთხოვ მოდი თორე მოვკვდები.
- რომელ საავადმყოფოში ხართ? თან ვიცმევ და ისე ვეუბნები.
- ავერსის კლინიკაში. ტელეფონს ვთიშავ და გიჟივით გამოვარდი გარეთ, ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუკარნახე.  მალევე მივედი დანიშნულების ადგილას და მიმღებში ბექას პალატა ვიკითხე.
- მესამე სართულზე, ოპერაცია უტარდება. მეუბნება გოგო და კიბეებზე ავრბივარ ჰოლში დავინახე ანჩო და მისკენ გავარდი.
- კირა ის ის ცუდადა, ამბობენ რომ შეიძლება ვერ გადარჩეს. ტირილით მეუბნენა ანჩო თან მეხვევა.
- ის არ მოკვდება გესმის, არ დაგვტოვებს არ აქვს ამის უფლება.  ვცდილობ დავამშვიდო და ხელებს ვხვევ.  - ბავშვზე იფიქრე ანჩო ამით მას ავნებ. იქვე მდგომ სავარძელშიბმაჯენ და მის ფეხებთან ვიმუხლები.
- გპირდები გადარჩება, არ მივცემ სიკვდილის უფლებას. რომ მოკვდეს გავაცოცხლებ და მე თვითონ მოვკლავ. სსიცილნარევი ტირილით ვამბიბ მე და მუხლებზე თავს ვადებ.
- არ მოკვდე გესმის, არაგაქვს უფლება დამტოვო ესე ვერ გამიმეტებ . შენ ამას ვერ გამიკეთებ. მთელი ხმით ვქვითინებ ანჩოს კალთაში.
- ყველაფერი კარგად იქნება. ჩემს გვერდით გიგო იმუხლება და მეხვევა. - ის ძლიერია არაფერი მოუვა აი ნახავ გამოძვრება, ამასაც გადაიტანს. თავზე მკოცნის და ისე მეუბნება.
- ხომ არ მოკვდება გიგო? ხომ არ დამტოვებ? ცრემლიანი თვალები მივანათე გიგოს და ისე ვეკითხები.
- გპირდები გადარჩება. იფრო ძლიერ მიკრავს ის.
- სისხლი გვჭირდება. საოპერაციოდან ექათანი გამორბის და ჰოლში ყვირის.
- 4 უარყოფითი, ძალიან რთულად საშოვნელია მარაგი ამოგვეწურა უფრო მეტი გვჭირდება.
- მე მაქვს ყვირის ანჩო.
- შენ ორსულად ხარ არ შეიძლება. ვაჩერებ ანჩოს. - მეც მეოთხე უარყოფითი მაქ, არანაირი დაავადება გადამიტანია ჯანმრთელი ვარ. ექთანთან მივვარდი მე.
- წამობრძანდით პალატისკენ მივყავარ ექთანს. აქ დაბრძანდით, საწოლზე ვწვების და  მაჯას წინ ვწევ. მოსალოდნელი ტკივილისთვის ვიმანჭები თუმცა ეხლა ჩემი ნემსისმიმართ შიშები არ მანაღვლებდა, მთავარია ბექა გადარჩეს და ლიტრობით სისხლს გადავუსხამ. ცამიერი ტკივილი ვიგრძენი შემდეგ აღარაფერი მახსოვს. გონს რომ მოვედი პალტაში ვიწექი, გადასხმის აპარატი მოვიგლიჭე და ფეხზე წამოვდექი, ბარბაცით გავედი პალატიდან საავადმყოფოს კედლებს ნელ-ნელა მივუყვებოდი და ანჩოსთან მივედი.
- როგორ ხარ? ფერი სულ არ გადევს. შეშინებული მეკითხება ანჩო.
- ჩემზე ნუ ნერვიულობ კარგად ვარ. ოპერაცია არდასრულებულა?
- ჯერ არა ველოდებით. ჩამქრალი ხმით მუბნება ის.
- ექიმო როგორ არის? მესმის გიგოს ხმა რომელიც საოპერაციოდან გამოსულ ექიმს ეკითხება, ფეხზე წამოვარსი და მეც იქეთკენ წავედი.
- ექიმო ხმა გაგვეცი როგორ არის? ვყვირი წყობიდან გამოსული.
- მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ბევრი სისხლი დაკარგა ორი ნეკნი აქვს გატეხილი, ასევე ხელი აქვს მოტეხილი.
- შეიძლება ვნახო? მუდარით ვეუბნები ექიმს.
- კიდევ არის რაღაც. თავ დახრილი ამბობს ექიმი.
- რახდება? შეშინებულო ამბობს ანჩო..
- ოპერაციის მსვლელობისას გული გაუჩერდა, შემდეგ სისხლი გადავუსხით და ამუშავდა მაგრამ კომაში ჩავარდა.
- რა? ვყვირი წყობიდან გამოსული. - რას ქვია კომაში ჩავარდა.
- უნდა დაველოდოთ თუ კრიტიკული 24 საათი გადაიტანა, საშიში არაფერი იქნება.
- უნდა ვნახო ექიმო მომეცით ნახვის უფლება, გთხოვთ.
- მხოლოდ ხუთი წუთით, ექთანი საჭირო ნივთებს მოგცემთ და რეანიმაციაში შეგიყვანთ. ექთანს მივყვები სამედიცინო ხალათს და პირბადეს მაწვდის მალევე ვიცმევ და რეანიმაციაში შევდივარ. სადაც უამრავ შლანგებში გახლართული ბექა მხვდება, ფერდაკარგულ სახეზე ხელს ვუსმევს და უფერულ ტუჩზე ვკოცნი.
- მიყვარხარ გესმის, არ მოგცემ უფლებას მიმატოვო. არაგაქვს უფლება მარტო დამტოვო, ხომ იცი შენს გარეშე ვერ გავძლებ და მოვკვდები. მარტო არ დამტოვო გთხოვ ბექ, თვალები გაახილე. ოღონდ შენ დამიბრუნდი და თუ გინდა ყოველდღე მომიშალე ნერვები, ვერ გავძლებ შენს გარეშე. მენატრები გესმის, მენატრები სულ გახსოვდეს რომ გელოდები. არმოგცემ უფლებას წახვიდე, ძალიან მენატრება შენი ნათქვამი ჩემი კლეოპატრა. ოღონდ თვალები გაახილე და  თუ გინდა ყიველდღე ეგრე მეძახე. ძალიან მიყვარხარ „ჩვენ მუდამ ვიქნებით ერთმანეთზე შეყვარებულები" ტუჩებზე მოწყვეტით ვკოცნი და გარეთ გამოვდივარ.
- უნდა ვნახო გესმით ის ჩემი შეყვარებულია. მესმის კორიდორში გოგოს ყვირილო რომელიც გიგოს გვერსით მდგომ ექიმს ეჩხუბება. ფეხს მოვუჩქარე და მათ გვერდით დავდექი.
- რა ხდება? ინტერესით ვეკითხები გიგოს.
- მე ბექას შეყვარებული ვარ და მისი ნახვა მინდა. ანთებული თვალებით მიყურებს ის.
- და შენი აზრით მე ვინ ვარ? ეხლა კარგად მომისმინე შე ბორ*ელიდან გამოვარდნილო ბო*ო ეხლავე ადექი და ნა*უი ქენი აქედან.ვუყვირი და ხელით გასასვლელისკენ ვუთუთებ.
- ეხლა შენ მომისმინე. ყვირის ქერა მაგრამ მის ლაპარაკს ყურადღებას არ ვაქცევ, თმებში ხელს ვკიდებ და გასასვლელისკენ მიმყავს.  მთელი სამი სართული თმით ჩავათრიე და გასასვლელში გავაგდე.
- მეორედ აქ მოსული არ გნახო თორე, გეფიცები მაგ თმებს ღერაღერა დაგაპუტავ. წყნარად ვეუბნები და ხელს ვკრავ, საავადმყოფოს უკან მდგარ სკამზე ვჯდები და თავს უკან ვწევ. შენ არ მიმატივებ სულელივით მეღიმება ჩემივე ნათქვამზე და ცრემლს ვიწმენდ. ვთიქრობ ოცნებებში გავიჭედე, ვიცი ბევრს გაეცინება ჩემს საქციელზე მაგრამ მე ბექა ავიჩემე. ისევე როგორც პატარა ბავშვი აიჩემებს რთ სათამაშოს, არ ვურიგდებოდი მაგრამ არც სხვისთვის ვიმეტებდი. მესაკუთრე, ეგოისტი ვარ მაგრამ რა ვქნა მიყვარს. ფიქრებიდან ტელეფონის ხმას გამოვყავარ, ეკრანს დავხედე და თამარა მირეკავდა. რატომღაც მომინდა მეპასუხა  და ვუპასუხე.
- კირა არ გამითიშო გთხოვ. მესმის მისი მუდარანარევი ხმა.
- არ ვაპირებ გათიშვას, რა ხდება?
- კირა მაპატიე ყველაფერი მაპატიე რაც შენთვის
დამიშავებია ყველაფერს ვნანობ. ბექა არაფერ შუაში არ იყო მან არ იცოდა იქ რომ ვმუშაობდი. გეფიცები უფალს მართლა ვნანობ რაც დაგიშავე, შენ ყველაზე საუკეთესო ადამიანი ხარ ვინც კი ოდესმე შემხვედრია. შენ ცდილობდი სწორ გზაზე მევლო მაგრამ არ დაგიჯერე და გზას გადავუხვიე.
ტირილნარევი ხმით მეუბნება ის.
- თამრი, იცი ბექა კომაშია. ტირილით ვამბობ მე.
- მართლა არ ვიცოდი, ეგ როგორ მოხდა?
მესმის მისი გაოგნებული ხმა.
- ავარიაში მოხვდა მძიმე მდგომარეობაა. ტელეფონს ვთიშავ და ცრემლებს ვიშორებ. თურმე მართალი ყოფილხარ მე კი არ გიჯერებდი. ფეხზე ვდგები და საავადმყოფოში შევდივარ.скачать dle 11.3




№1 სტუმარი Guest ელე

შემდეგსროდის დადებ?

 



№2  offline წევრი gogona migraciidan

Guest ელე
შემდეგსროდის დადებ?

დეპრესია მაქვს და მუზა გამექცაა ვეცდები მალე ავტვირთო ბოდიში დაგვიანებისთვის

 



№3 სტუმარი მირა

Dzaan magaria male dade raa

 



№4  offline წევრი gogona migraciidan

მირა
Dzaan magaria male dade raa

ვეცდები ხვალ ავტვირთო

 



№5 სტუმარი Motxrobebi

Dges ar dabebb??iqneb ori tavi dadoo

 



№6  offline წევრი gogona migraciidan

Motxrobebi
Dges ar dabebb??iqneb ori tavi dadoo

დღეს დავდებ აუცილებლად❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent