შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთების მიჯნას - ნაწყვეტი


6-09-2017, 15:48
ნანახია 498

ღმერთების მიჯნას - ნაწყვეტი

შემიფასეთ:

**********

მაგიდისკენ შემოვტრიალდი და ჭიქებში დასხმა დავიწყე, თან გულაჩქარებულ სალომეს თვალებში გამეტებით ვუყურებდი, რომელიც გაშლილი ხელით სახეს ინიავებდა და თან ცერად მიყურებდა.
ეს თვალები ისე, მაჯადოვებდა, რომ მომენტში თანახმაც ვიყავი, სალომესთვის მეთქვა, მოკალი ეგ დემონი შენში, რომ აღარ აცუღლუტო ეგ თვალები.
მაგრამ დემონი სად იყო? ვერაფერს ვიგებდი, ფლირტთან ერთად ასეთი საყვარელი და უბრალო ქცევები, ალბათ ეს ყველაფერი, ერთი დიდი დაგეგმილი ხელოვნება იყო.
-რა გინდა? რას ეძებ ჩემს თვალებში? -გამიღიმა და თავისი საყვარელი ლოყები ზევით აიწია.
თვალები დავხუჭე და ყოველი გრძნობის წარმოდგენა მოლეკულად ვცადე.
-ეჰ, -ამოვიხვნეშე. -ნეტა შეგეძლოს ჩემი გაგება... ყოველივე აზრთაგანი, სანტიმეტრია, მაგ თვალების ასახსნელად. -ნერწყვი ღრმად გადავყლაპე და ნელა მოვიყუდე მაკალანი.
ის ისევ, შუბლშეკრული და „რატომ“ ის მთქმელი სახით შემომცქეროდა.
-ამისთვის ხო ღმერთებს, სილამაზის ლექსიკონი უნდა შეექმნათ. -თავი გავიქნიე და კიდევ ერთხელ შევხედე მის თვალებს -ის... გალაქტიკაში ნაპოვნ ორ მოკიაფე ვარსკვლავს წააგავს. -სველი ტუჩები მოვიწმინდე და თავი ზევით ავწიე. -ჭეშმარიტ სიყვარულს არ გამოხატავენ. -მოწმენდილზე წამოვიძახე.
სიმთვრალე, ინტრიგა, თვალები. ვგრძნობდი, რომ გარინდებულ, ერთ დიდ აბრიალებულ სიყვარულისკენ მივექანებოდი.
უმორცხვო დაჟინებული, თვალებში ყურებაც. ესაც, ერთი დიდი მიზიდულობის ნიშანი იყო.
-მაშ, რას შვრებიან? -შემეკითხა, სალომე და პირი დააღო.
-ჭეშმარიტი სიყვარულისთვის ბრძოლობენ. -ვუთხარი და დაუყონებლივ მას შევხედე.
-ოჰ, -ღრმად ჩაისუნთქა. -მოკლედ, შენი არანაირად მესმის. -სწრაფად წამოიძახა და თავი გაიქნია.
-არანაირად გესმის? -გავიმეორე მე.
ენა, წინა კბილებთან მიიტანა და წუ-ს მსგავსი ხმა გამოსცა.
-ნეტა კი რას გაიგებ ჩემს ნათქვამს, -თავზე ხელი გადავისვი და სწრაფად ვუთხარი. -როცა ბოლო მოდაზე გაცვია და წინ აიფონი გიდევს...
-ეგ, კი რა შუაშია?
-შენ მომავლის ადამიანი ხარ, მე კი წარსულის... შენ ამას ისე გაიგებ, თითქოს, მხოლოდ ამ ორმა ასე გამოგვყო ჩვენ ერთმანეთს. -კიდევ ერთხელ ჩავცალე მაკალანი. -ეჰ, სინამდვილეში კი... -ხელი მტევანი ჰაერში ავწიე და ცალი ლოყიდან ღიმილი ავათამაშე. -აწი, იცოდე: მუდამ ბედნიერების ლოდინი ცხოვრებისგან ყოველთვის სუსტების ხვედრია.
ისევ იმ გაუგებარი, სახით შემომცქეროდა და სახე მის დაყრდნობილ ხელზე ედო.
-იცი სალომე, არ მინდა რომ ხვალინდელი დღე გათენდეს?
-რატომ? -დაუყონებლივ შემეკეკითხა.
-რატომ? -გავიკვირვე და გამეღიმა. -ომის ვეტერანმა, თავის სიცოცხლეს ფეხი დააბიჯა, რათა სამშობლოსთვის ებრძოლა. -შინაგანი სიცოცხლე ვიგრძენი, ჭიქას მაგრად მოვუჭირე ხელი და გავაგრძელე. -ორდენის კავალერი ყოველთვის იმ დაობებულ ტანკის გვერდით იდგება, რომლითაც ომში იბრძოდა, ის პირველ რიგში თავის წარსულიდან განვლილ ომს გაიხსენებს. ეს... ეს... -წავიბორძიკე და გავჩერდი.
მივხვდი, რომ თავს მოვაბეზრებდი და ღრმად აღარ შევედი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი qarishxali

მომეწონა და დამაინტერესა; იქნებ დაგედო გაგრძელებაც, ჩემი აზრით საინტერესო იქნება relaxed relaxed

 


qarishxali
მომეწონა და დამაინტერესა; იქნებ დაგედო გაგრძელებაც, ჩემი აზრით საინტერესო იქნება relaxed relaxed


ვნახოთ აბა სხვა რას იტყვის :)
--------------------
rotation in your brain ;

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent