შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეტლი თავი 4


6-09-2017, 22:45
ავტორი sofomachkalovi
ნანახია 560

ეტლი თავი 4

მეორე დღეს სახლში ვიღვიძებ. მახსენდება გუშინდელი ბედნიერი საღამო და მეღიმება.
ვდგები ვიცვამ და ეტლით მივდივარ სამზარეულოში სადაც დედაჩემი მატყობინებს რომ, დღეს ის დღეა როცა ექიმი დიდ ხანს დამითმობს მე.
-სოფის არდაურეკავს?
-დარეკა და ბოდიში მოიხადა
-რახდება?
-დედამისმა დასაჯა და არუშვებს!
-მიზეზი?
-სახლში დააგვიანა! გინდა მე გამოგყვე?
-არა, ჩემით შევძლებ
-დარწმუნებული ხარ?
-სავსებით!
მე ყველაფერს შევძლებ! ვიმეორებდი გულში და სავადმყოფოშიც მალე მივედი. ექიმმა მითხრა რომ ბევრი ვარჯიში იყო საჭირო რომ გამეარა. მთელი დღე სავადმყოფოში გავატარე და ერთი გოგონაც გავიცანი ლიზი. მას როგორც გავიგე კიბო ჰქონდა.
-არ გეშინია ვკითხე ლიზის და მივაშტერდი
-არა! მე მჯერა რომ განვიკურნები და ნახავ შენც
მან მეც მანუგეშა და აი უკვე 2 მეგობარი მყავს, ლიზი და სოფი.
როცა სავადმყოფოდან გამოვედი საღამოს 8 საათი იყო. დედას დავურეკე და ყველაფერი ვუთხარი, მერე კი სოფის.
მე მყავდა მეგობარი მაგრამ მასაც ვერ ვუმხელდი ზოგიერთ რაღაცას. მე მარტო ვიყავი მაგრამ ვიცოდი რომ სოფი ჩემთან იყო!
სახლში მივედი და ჩემს ოთახში შევედი. ვიჯექი და ვუყურებდი ოთახს შემდეგ კი აივანზე გავედი. ვუყურებდი ღამის და თითქოს ვბედნიერდებოდი. მე ხომ ჯერ 18 წლის ვარ და უკვე ბევრი რამ გადავიტანე. ამის გამო ყველაფრის უფლება მომცეს მშობლბმა. ისევ წვიმა! აბა გაზაფხულს რა ამინდი დაახასიათებს მეცინება. მიყვარს წვიმა! მიყვარს ღამე! ცოტახანში წვიმაც იღებს და ამით მთავრდება ჩემი აივანზე ყოფნა. შემდეგ მესიჯი მომდის
-ნინი გთხოვ ქვემოთ ჩამოდი! დათა
გული მიფართხალებს ამის წაკითხვის შემდეგ. ვფიქრობ ჩავიდე? იქნებ ცუდი აზრია? ბოლოს სიმაყეს გვერძე ვისვრი და ნებას მივყვები. გავდივარ გარეთ და დათას ვხედავ რომელიც კვლლავ აღმაფრთოვანებს ეშმაკური და მაცდური ღიმილით, მე მომწონს მისი კაშკაშა კბილები! მე მისი ღიმილი მიყვარს!
-ნინ წამომყვები? მეკითხება როცა ვუახლოვდები
-სად? ცოტა ვიძაბები
-სიურპრიზია! გთხოვ ამბობს და მეხუტება
-კარგი წავიდეთ ვეუბნები და მანქანის კარისკენ მივიწებ
ცოტახანში ადგილზეც მივედით. ზღვა? ჩვენ ზღვაზე ვართ? ვფიქრობ
-ჩამოდი ნინი! მეძახის
-დამეხმარე
ჩმოსვლის შემდეგ ჩემს ხმაში გაკვირვება ერევა
-ვაუ! ძალიან ლამაზია ზღვა და მთვარე.. ორივე ერთად არის ლამაზი! ვამთავრებ ენის ბორძიკით და დათას ვაშტერდები რომელიც ისვემ მიღიმის
-ვიცოდი რომ მოგეწონებოდა. ამატებს და იქვე ჩერდება. -ეტლიდან უნდა დაგიხსნა! აგრძელებს საუბარს და ეტლიდან ქვიშაზე მსვავს. -აი ახლა თანასწორები ვართ!
მეცინება მის ქმედებაზე და ძალიან მესაყვარლება დათა
-მადლობა, ძალიან დიდი მადლობა! ვეუბნები მადლიერი
პასუხად იღიმის და მთვარეს შესცქერის. მართლაც ულამაზესია მთვარე და ვარსკვლავები ზღვაზე!
ნახევარი საათი სიჩუმე იყო ჩვენს შორის. შემდეგ მას შევხედე, მან კი გამიღიმა.
-შეიძლება შევეხო? ვკითხე
-რას? ინტერესიანი მზერა მომაპყრო
-შენს ღრმულებს ლოყებზე!
-კარგი და ჩემი ხელი აიღო. შევეხე და ტანში ჟრუანტელმა დამიარა, რაღაც ამოუცნობი დამემართა!
-ხომ არ დაიღალე? მკითხა მზრუნველად და თავი მხარზე თავი დამადებინა
-არა!
-ცოტახანში წავიდეთ!
-კარგი. ვუთხარი და ჩავეხუტე. ისიც ჩამეხუტა. ასე ვისხედით. იდეალურია არა? ჩვენ, მთვარე და ვარკვლავები!

მაპატიეთ რომ მალე ვერდავდე. ხვალ უფრო დიდ თავს დავდებ. შემიფასეთскачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent