შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი საათი (+18)


8-09-2017, 20:06
ავტორი maglakelidze
ნანახია 1 117

სამი საათი (+18)

-მიუხედავად იმისა რომ ვერ ხვდები , ფსიქოლოგი გჭირდება . იმდენად გამოფიტულიხარ სულიერად უკვე ვეღარ გცნობთ . ყველა ცდილობს გამოგაფხიზლოს , დაგიბრუნოს ცხოვრების ხალისი , შენ კი ჯიუტად აგრძელებ დეპრესიაში ყოფნას და ამის უარყოფას . ვერგავიგე რის მიღწევას ცდილობ ? უბრალოდ გინდა ხალხს ეცოდებოდე? საკმარისია გესმის ? საკმარისად გვეცოდები ყველას ნინა . უკვე 27 წლის ხარ და მაინც ვერ გაიზარდე , იმდენად გიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა რომ ავადმყოფურ საქციელებში გადაგდის მე დედაშენი ვარ და უკვე მეც აღარ შემიძლია შენთან ყოფნა . იცი? დამღალე. შენ და შენი დრამები უკვე ყელში ხართ . ერთ დღეს გაძლევ და მივდივარ გესმის? მეც წავალისე როგორც დანარჩენები და შენ უბრალოდ მარტო დარჩები .ეხლა წავალ და შენ დაფიქრდი თუ გიღირს ამად დაე მოკვდი ამ დეპრესიით.
- წამოვალ ფსიქოლოგთან , მხოლოდ იმიტომ რომ შენ არ დაგკარგო . ჩემი თავი აღარ მადარდებს . გესმის ლელა?
- კარგი .
იმ ღამეს ორივე დედაც და მისი ქალიშვილიც ფხიზლად იყო ორივემ იცოდა რომ ხვალ რაღაც ახალი ეტაპი იწყებოდა იცოდნენ რომ ეს ცხოვრების თავიდან დაწყებას ნიშნავდა ერთისთვის ბედნიერება იყო მეორესთვის კი უბრალოდ არაფერი.ათი საათი იყო როცა ნინამ თავად შეაკითხა ლელას ოთახში და გააღვიძა წავიდეთო , სინამდვილეში არც კი უნდოდა უბრალოდ იფიქრა თუ ინიციატივას გამოიჩენდა ლელას ოდნავ მაინც გაახარებდა . ისიც მაშინვე წამოხტა შვილი აბაზანისკენ გაისტუმრა და თვითონაც შევიდა. როცა ნინა გამზადებული გამოვიდა ოთახიდან ლელა უკვე ყავას ამზადებდა ორისთვის ეს ადრე ხომ ჩვევად ქონდა გამჯდარი ,იჯდა დედაშვილი სამზარეულოში სვავდნენ ყავას, ეწეოდნენ სიგარეტს და საუბრობდნენ მთელი დღის გეგმებზე ,მამა კი ცალითვალით შეიხედავდა სამზარეულოში და პირის ტკლაპუნით მიიწევდა ცოლშვილისკენ ეს კი იმის მანიშნებელი იყო რომ დრო არ ჰქონდათ და მალე უნდა წასულიყვნენ .ნინა დინჯად მიუახლოვდა მაგიდას ჩამოჯდა დედასთან და თვალებში ჩააშტერდა თითქოს მისი ემოციების დაჭერას ცდილობდა. ყავა ხმის ამოუღებლად დალიეს მხოლოდ ერთხელ კითხა ლელამ ფსიქოლოგთან კონსულტაციის შემდეგ მაღაზიებში ხომ არ გაგვევლოო მაგრამ უარის ნიშნად მხოლოდ თავის გაქნევა მიიღო , ისიც მოღუშული წამოდგა სკამიდან და შვილს კარისკენ წაუძღვა.მანქანაში წინ არ დამჯდარა არა და დედასთან ყოველთვის იმაზე კამათობდა რომელი დაჯდებოდა მამას გვერდით საჭესთან , ეხლა კი უბრალოდ ყოველგვარი კამათის გარეშე გაუდგნენ გზას.როცა მიუახლოვდნენ ოფისს მხოლოდ მაშინ იგრძნო შიში , გაქცევა მოუნდა და უკან დაბრუნება მაგრამ დედის ჩამქვრალი თვალების ყურება აღარ უნდოდა ამიტომ მთელი შერჩენილი ძალა მოიკრიბა და შეაბიჯა შიგნით. მიმღებში შევიდნენ , ლელას უკან ამოუდგა შეშინებული ბავშვივით მხოლოდ ეხლა გაანალიზა თუ რამდენად გადაეჩვია საზოგადოეებას , ხალხთან კონტაქტს და აფსოლიტურად ყველაფერს.მიმღებში მჯდომმა გოგონამ რაღაც გადაულაპარაკა ლელას და ისიც დაიძრა ნინაც მისდაუნებურად გაყვა და შავი მაღალი კარების წინ აღმოჩნდა. კარებზე დააკაკუნეს და მაშინვე გაისმა ხმა საკმაოდ მკაცრი და ამავდროულად თბილი .
- მობრძანდით.
ლელამ გაბედულად შეაღო კარები , როგორც ჩანს აქამდეც იყო აქ ნამყოფი ალბათ მაშინ როცა მამა დაიღუპა და დეპრესიიდან გამოსვლას ცდილობდა.შიგნით შესვლისას საერთოდ არდახვდა ისეთი პიროვნება როგორსაც ელოდა , რატომღაც ნინასთვის ფსიქოლოგები ჭაღარა თმიანი მამაკაცები იყვნენ ორმოც წელს გადაცილებულები, მაგრამ ეს სულ სხვა იყო შავგვრემან მაღალი ოდნავ კეხიანი ცხვირით შავი ხშირი წვერით თხელი თმებით რომელიც დიდი მონდომებით ქონდა გადაწეული უკან და ლოყაზე ხალი უფერული , მაგრამ მაინც შესამჩნევი . ნინა ისე გაერთო მის თვალიერებაში რომსაერთოდ არაინტერესებდა რომ მამაკაცი ამას ამჩნევდა . მალევე მოეგო გონს რადგან მამაკაცის ხმა ისევ გაიგო.
- გამარჯობა ლელა . როგორხარ?
- მადლობა გიორგი კარგად შენ?
ოჰო არანაირი ფორმალობა ეს უკვე სხვა საქმეა რამდენი ხანია რაც ურთიერთობენ საინტერესოა ფიქრები უღღრნიდა ტვინს ნინას მამაკაცს ჯიუტად მიშტერებოოდა თვალებში და საერთოდ არაპირებდა გახედვას.
- ეს ჩემი ქალიშვილია ნინა მინდა რომ გაესაუბრო და მერე თუ მოინდომებს მისი ფსიქოლოგი გახდე . ხომ არ ხარ წინააღმდეგი?
- არა რათქმაუნდა პირიქით სიამოვნებით დავეხმარები , შენ დაგვტოვე და ჩვენ ვისაუბრებთ.
აშკარად მამაკაცმა გაუღიმა ლელას და თვალებით ანიშნა გარეთ დაგველოდეო ლელამ კი გაბრაზების ნიშნად ტუჩები მოკუმა და ოთახის კარები , რომელიც არც დაკეტილა ხმაურიანად გაიხურა აი ნინა კი ისევ ისე იდგა და მამაკაცს აკვირდებდოა .
- ნინა მოდი დაჯექი და ვილაპარაკოთ, ჯერ გავიცნოთ ერთმანეთი იქნებ მოგინდეს ჩემთან საუბარი და დაფიქრდე ამისთვის სამი საათი გვაქ და იმედი მაქ არცერთი წამით ადრე არმოგინდება აქედან წასვლა გული მიგრძნობს რომ საინტერესო პაციენტი იქნები ჩემთვის .
ისევ თვალის მომჭრელი ღიმილით გაუღიმმა მამაკაცმა ნინას და ფეხი ფეხზე გადაიდო .
- მოდი მომიყევი შენზე რამდელიწლის ხარ სწავლობ თუ არა და ასე შემდეგ დოსიეში ყველაფერი წერია მაგრამ მინდა რომ ჩვენ ვისაუბროთ.
- მე ნინა ვარ შენგელია 27 წლის სწავლა დავამთავრე უცხოეთში წესით უკვე ადვოკატი უნდა ვიყო მაგრამ არვარ არმყავს მეგობრები მყავს დედა მამა გარდაცლილია ესარის და ეს .
- ეს არის და ეს ? და ჩემზე რო არ გაინტერესებს რამე?
- კი რამდენი წლის ხარ?
- ნუ მეც მოგიყვები გიორგი გიგაური 39 წლის, ფსიქოლოგი . ესეც ასე მეტი არაფერი.
- და ცოლი გყავთ?
- მჰ არა ნინა ცოლი არმყავს და არც შვილი .
ნინას ჩაეღიმა და ეს მამაკაცს არგამორჩენია , მაგრამ გადაწყვიტა არ შეეემჩნია .


ესეც ახალი ისტორია ნუ ვიცი რომ არგამომდის კარგად წერა მაგრამ ვცდილობ და იმენი მაქ მოგეწონებათскачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent