შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვირტუალური სივრციდან რეალურ ცხოვრებაში

8-09-2017, 20:59
ავტორი მწარე
ნანახია 674

ვირტუალური სივრციდან რეალურ ცხოვრებაში

ასაკის მატებასთან ერთად ხალხიც იცვლება. ზოგი მიდის, ზოგიც რჩება.
ახლაც მარტო, უაზროდ ვატარებ მთელ დღეს სოციალურ ქსელში. ვუცქერ ცისფერ ეკრანს, მაუსს ჩავბღაუჭებივარ და ვფიქრობ... აქ ხომ მაინც ვერ ხვდება ხალხი, რა მიჭირს... ყველას ლაღი და ბედნიერი ვგონივარ. არადა ყველაზე რთული და ძნელად ასატანი ადამიანი ვარ.
ჩემი რთული ხასიათის მიუხედავად, თუ მიყვარს, ვიყვარებ ბოლომდე. თუ მტკენენ, მაინც მიყვარს, მაინც მჯერა იმის, რომ ბოლოს ისევ შეიცვლებიან და დამიბრუნდებიან.
მაგრამ ვიცი რომ ესსიცრუეა, სრული სიყალბე. განა ვინმეს ვატყუებ? თავს ვიტყუებ! იმას ვიჯერებ რაც არ არის! მეგობრებიც არ მყავს... ალბათ ჩემი ცუდი ხასიათის გამო: ეგოისტი და ეჭვიანი ვარ, ვისაც ვიყვარებ, სურვილი მაქვს რომ სულ ჩემთან მყავდეს, ჩემს გარეშე ნაბიჯსააც არ დგამდეს, ერთიანად დავეუფლო მის ცხოვრებას, მაგრამ ყველაფერი ხომ არასდროს არაა ისე როგორც მსურს, არც იქნება რათქმა უნდა.
ხომ გაგაფრთხილეთ, რთული და გაუგებარი პიროვნება ვარ-მეთქი... დაგაბნიეთ თქვენც...

***
დილა უაზროდ დაიწყო.
დილა რა უკვე შუადღეც გადასული იყო. გაწეწილი თმით წამოვდექი, ხელპირი დავიბანე და სამზარეულოში გავლასლასდი, თან, რა თქმა უნდა ტელეფონში სიახლებს ვათვალიერებდი.
ერთი ბიჭის სტატუსებმა მომჭრეს თვალი. ყველაფერზე პოსტავდა, ყველაფერი აინტერესებდა, ყველაფერს ეხებოდა, თითქოს მეც.
ვერ მოვითმინე და მივწერე. მანაც მომწერა.
მივწერე, მომწერა. არც მე ვიყავი ვალდებული, პასუხი დამებრუნებინა და არც ის, მაგრამ ამის მიუხედავად, სამი საათის განმავლობაში შეუჩერებლად ვწერდით ერთმანეთს.
მალევე დავუახლოვდი. გასაოცრად მალე. ჩემი გახალისებაც გამოსდიოდა, მომწონდა მასთან ურთიერთობა. მომწონდა, ისეთს რომ მხედავდა როგორიც ვიყავი... მომწონდა ჩემი ყველა ნაკლის გამო რომ მიგებდა.
მაგრამ ერთი პრობლემა წამოიჭრა ჩვენს იდილიაში და ყველაფერი აირია. მე როცა მეძინა ის მაშინ იყო საიტზე, როცა მას ეძინა მე არ ვიყავი ონლაინ, ვერასდროს ვემთხვეოდით.
თითქოს საუკუნე გავიდა.
რამდენიმე დღის მერე მესიჯი დამხვდა.
ჩემი ნომერი უნდოდა. რომ ვკითხე რად გინდა მეთქი, უნდა მოგიტაცოო, მომახარა. გამეცინა, თურმე რაჭაში მიდიოდა ძმაკაცთან ერთად...
და ასე დაიწყო და დაიწყო ყველაფერი.
ვწერდი.
მწერდა.
მირეკავდა.
ვურეკავდი.
ვუყვარდი.
მიყვარდა.
ასე წერაში გავიდა რამდენიმე წელი.
შემდგომ კი, სრულიად შემთხვევით, მასთან ახლოს მყოფი ადამიანისგან ვიგებ რომ მატყუებდა... ის არ იყო ვისაც სურათებით ვიცნობდი, ყველაფერი მოგონილი იყო.
დაჯერება მიჭირდა, მეგონა იმ დროს ცა ჩამომექცა, მეგონა ყველაფერი დამთავრდა...
ჩემს თავს ვადანაშაულებდი იმაში, რომ მას ვენდე, ჩემი თავი წიგნივით გადავუშალე ალალად, მან კი ხაზი გადამისვა, გამომიყენა.
ბოლოს წავიდა. გავუშვი.
გავუშვი და უარესად ჩავვარდი დეპრესიაში. აღარავის ნახვა აღარ მინდოდა.
მენატრებოდა,
მჭირდებოდა,
მაკლდა,
მაგრამ უფლებას ვეღარ მივცემდი რომ ჩემთან ყოფილიყო... თავს ვეღარ მოვატყუებინებდი.
მის სოციალურ ქსელზე დავაბოტებდი ერთხელ, თვალში ერთი გოგო რომ მომხვდა. ნინი ერქვა, ვწერდი მას ხშირად.
მერე აღმოვაჩინე, რომ ის მეგობარი, გიოსთან ახლოს რომ იყო და ყველაფერი მომითხრო, ნინი ყოფილა. გავბრაზდი, ვეჩხუბე, მეგობრებიდანაც წავშალე.
არადა რის გამო? ადამიანმა სიმართლე რომ მითხრა და დამანახა სინამდვილე. ზოგადად ადამიანებსაც ხომ სიმართლე გვწყინს, მოგვწონს რომ გვეფერებიან, გვეალერსებიან და როცა ყველაფერს ნათლად დაგვანახებენ ვბრაზობთ. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. რაღა უნდა მექნა, თავს ხომ არ მოვიკლავდი არა? ავდექი და ყველაფერს შევეშვი. ცხოვრება თავიდან დავიწყე, სწავლას მოვკიდე ხელი. ვკითხულობდი, ვსეირნობდი, დეპრესიას უფლებას არ ვაძლევდი რომ მომრეოდა, დამუფლებოდა. გადაწყვეტილი მქონდა საკუთარ თავს მოვრეოდი.
მოვერიე კიდეც. სკოლაშიც ყოველდღიურად დავდიოდი, შეძლებისდაგვარად ვსწავლობდი. ერთ გოგოსაც დავუახლოვდი, ყოველდღე მასთან ერთად ვიყავი. ხან სად დავდიოდით ერთად ხან სად. სიმართლე რომ გითხრათ, სოციალურ ქსელს მაინც ბინძური სამყარო სჯობია თურმე.
ამ გოგოსთანაც ორ წელზე მეტიც ვერ გავძელი. ურთიერთობა აგვერია, ჩამოვშორდით ერთმანეთს. მიჭირდა მის გარეშე, მაკლდა, მაგრამ მისი მადლობელი ვიყავი, რადგან ჭაობიდან ამომათრია.

***
არ ვიცი რატომ მაგრამ გადავწყვიტე სოციალური ქსელი აღმედგინა.
აღვადგინე კიდეც
ნინი მოვძებნე, მის სურათებს რომ ვათვალიერებდი, თითქოს რაღაც ჩამწყდა შიგნით, თითქოს რაღაც მაკლდა. ვიგრძენი რომ მჭირდებოდა.
ვერ მოვითმინე და წერილი მივწერე.
მეგონა გამლანძღავდა. მეგონა ზედ გადამივლიდა, მაგრამ შევცდი. ის ისეთი შეცვლილი და სხვანაირი იყო, რომ ვერ მოვითმინე და ნახვა ვთხოვე. სანამ მოვიდა ნერვიულობით ვსკდებოდი, მეგონა არ მოვიდოდა, მეგონა გადამაგდებდა მაგრამ რომ მოვიდა, თვალები გაუნათდა, გამიცინა.
მე კი ხმა ვერ ამოვიღე. ხასიათი უცებ გამიფუჭდა, გაქცევა მინდოდა.
ქუჩაში ვსეირნობდით, ამბებს მიყვებოდა, მაგრამ მე იქ არ ვიყავი. დავფრინავდი , ფიქრებით სხვაგან ვიყავი და მალევე წამოვედი. დავაღწიე მას თავი და ავტირდი. ძველი წლები მეტკინა, მეტკინა ის, თუ როგორი სულელი და პატარა გულუბრყვილო ბავშვი ვიყავი. ცრემლებს ვიშრობდი, მაგრამ მაინც გაუჩერებლად მოდიოდნენ.
რამდენიმე თვის მერე ნინი ისევ ვნახე. ახლა უფრო სხვანაირი იყო ჩვენი შეხვედრა, ახლა ორივე დიდი სიხარულით ვუზიარებდით ერთმანეთს აზრებს, ახლა ორივემ ვიცოდით რომ ერთამანეთი ვიპოვეთ და ბედნიერი ვიყავი, რადგან ამდენი ხნის მერე ჩემი სულის ნაწილი ვიპოვე. ვიპოვე ის, ვისი ნახვაც მიხაროდა, ვიპოვე ის, ვინც ყოველთვის ხვდებოდა რა მომწონდა და რა არ მომწონდა. იგი ჩემზე ზრუნავდა, ყოველთვის ცდილობდა რომ გავეხარებინე და გამოსდიოდა კიდეც.
იცით, მასთან ყოფნისას ყველა და ყველაფერი მავიწყდებოდა... გონებას ვთიშავდი და მხოლოდ იმ წუთებით ვტკბებოდი. როცა მიჭირდა, ჩემთან იყო, როცა უჭირდა მასთან ვიყავი.
იმ წლების მერე მივხვდი რომ საუკეთესო ადამიანი ვიპოვე. მივხვდი რომ ყველაფრად მიღირდა მისი გაბრწყინებული თვალების დანახვა, აი ეს იყო ნამდვილი მეგობრობა.
რაც სიყვარულს შეეხება კიდევ ძიებაში ვარ... ველი იმ ერთადერთს და ალბათ ვიპოვი კიდეც.

იმდენად ჩემებურია ეს ისტორია რომ მინდოდა თქვენთვის მომეტანა დიდი ხანი ვფიქრობდი ამეტვირთა თუ არა ბოლოს ისევ თქვენმა სიყვარულმა გამაბედინა იმედია მოგეწონებათ ძაან ნუ გამაკრიტიკებთ რაა მიყვარხართ მე თქვენ ❤❤скачать dle 11.3

№1  offline ახალბედა მწერალი sopiko

მე მიყვარს ადამიანები, რომლებიც გულწრფელად, შეულამაზებლად, ყოველნაირი გაზვიადების გარეშე გადმოსცემენ თავიანთ სათქმელს!
შენი ეს ისტორია ამის ერთ-ერთი მაგალითია, მწარე'ვ heart_eyes
და მე მთავარი გმირის მიღმა შენ დაგინახე!
შენც ზუსტად ასე სხვანაირად შეგიძლია ადამიანების შეყვარება, თუმცა არ ვიცი, რატომ უნდა დაგტოვონ შ ე ნ!
რაც შეეხება სათაურს, თავიდან ცოტა მებანალურა, მაგრამ შინაარსი რომ გავიგე, მერე მივხვდი, რატომაც დაარქვი.
იმ შეპირებულსაც წავიკითხავ, ოღონდ ეს რომ დადე, გულმა არ მომითმინა heart_eyes
მიყვარხარ, ფერადთმიანო
და
გაფასებ!

№2 სტუმარი ჟანნეტ

ძალიან მწარე რეალობაა ეს ყველაფერი და სამწუხაროა რომ ხშირად ემართებათ გოგოებს. შენ კი ჩემო ძვირფასო უნდა გიხაროდეს იმიტომ რომ ამ ვითომ სიყვარულის დაკარგვით ნამდვილი მეგობარი იპოვე. რაღაცის დასასრული ნიშნავს რაღაც ახლის დასაწყისსო და აი შენს ცხოვრებაშიც დაიწყო ახალი ეტაპი ნინის სახით.
ყველაფერს ორი მხარე აქვს, მთავარია მეორე მხარის დანახვაც შევძლოთ და ნეგატიურად არ განვეწყოთ.
ძალიან კარგი გოგო ხარ, მომეწონა.

№3  offline მოდერი ელპინი

იცი,რა ქალბატონო?შენ ხარ "სულელი" გოგო.გავგიჟდი,გადავირიე.ადამიანო რა საოცრად წერ ემოციებს და როგორ ბედავ იმის თქმას,რომ გეშინია წერია და მკითხველების დამოკიდებულების,არ ხარ ნორმალური.რა გაშინებს?ამიხსენი...
საოცრება გოგო ხარ.
სიგიჟე გოგო ხარ.
იცი,რა კარგად გამოგდის ემოციების აღწერა და ყველაფერი საერთოდ.
თუ არ გცხვენია,რომ არ წერ ისტორიებს და ასეთი სრულყოფილება ეკარგები საიტს?
იცოდე,ველოდები მე შენს ისტორიებს და ხელი არ აიღო წერაზე,არც კი გაბედო.
შესანიშნავი ხარ,მართლა გულით გეუბნები,ძალიან არა ძალიან არა უძალიანესად კარგად წერ❤❤❤❤
ძალიან კარგი გოგო ხარ ყველანაირად❤
მიყვარხარ და ამის მერე გაფასებ უფრო მეტად❤
იცოდე ველოდები შენს ისტორიას რამდნეი დროც არ უნდა დაგჭირდეს❤

№4  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

მიყვარხარ მე შენ, საოცარი გოგო ხარ!

№5  offline ადმინი დედასამოტხე

წინს დღით რომ ვსაუბრობდით მსგავს თემაზე ეგ გამახსენდა.ზუსტად ის დაწერე რასან ნამდვილად გრძნობდი.რაც მითხარი და როგორც მითხარი ყველაფერი ისეა.ვერ ვხვდები რატომ გეშინია უფრო ვრცლად დაწერო.ხომ იცი რაღაცეები აკლდა რატომ უნა მოგატყუო?მირჩევნია ყველაფერი ისე გითხრა როგორც იყო.შუაში ისტორიას ნინიზე რაღაცეები აკლდა.გიოზეც აკლდა.ნუ გეშინია სალომე.შენ შეგიძლია წერა...❤

№6  offline მოდერი Maiaabuladze

აუუ სალომე ❤
შენ ეხლა ჩემი სათქმელი თქვი ❤
ვგიჟდები როცა ესეთ რამეებს ვაწყდები ვიღაც ჩემს სათქმელს რომ ამბობს ❤
მიყვარხარ შენ, შენი ეგოისტური ხასიათით ❤

№7  offline წევრი nini31323

ერთი დაკარგა და მის ხარჯზე მნიშვნელოვანი შეიძინა. კარგი ისტორია იყო, რეალური, გადაპრანჭვების გარეშე, გემრიელად ჩავიკითხე, გაწელილი არ იყო დროში, მწარევ ყოჩაღ შენ ❣ ისე მგონია,რომ ეს მთავარი გმირის მიღმა სწორედაც სალომე იმალება! ვცდები?

№8  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

საოცარი რომ ხარ ათასჯერ მითქვამს და
ახლაც გეტყვი...
რაღაცით ვგგავართ იცი ?
მეც ეგეთი ხასიათი მაქვს ...
ამიტომ დასაწყისი უბრალოდ საოოცრად მომეწონა
....
" თუ მიყვარს, ვიყვარებ ბოლომდე. თუ მტკენენ, მაინც მიყვარს, მაინც მჯერა იმის, რომ ბოლოს ისევ შეიცვლებიან და დამიბრუნდებიან. " ეს მომენტი განსაკუთრებით მომეწონა ...
თითქოს ჩემი რაღაც ნაწილი გადმოიტანე..
ძალიან კარგი წასაკითხია ...
გამიხარდა ნნინის ამბავი ...
გიოსნაირი კი ნამდვილად ბევრია ამიტომ არ დანებდე და ყოველთვის იბრძოლე...
არ იტირო ბევრი ასეთი ადამიანების გამო (მე ვის რას ვეუბნები ისეთი ემოციური ვარ პატარა რამეზეც ვბღავივარ)
ხომ გეუბნებოდი დაიხვეწებითქო ? ეს წინაზე ბევრად დახვეწილი ნაწერი გამოვიდა
ან შეიძლება მე ვფიქრობ ასე
ლავიუუუ ჩემო მწარეტკბილოოვ ♥

№9 სტუმარი Drogons

რას ვერ ვხვდები იცი?
ყოველი მეორე რატომ წერთ?
და თან ამას რატო აფიშირებთ, სქრინავთ, აქვეყნებთ არიქაააა ერთი ჩანახატი დავწერეო როცა ადამიანები ათასჯერ მაგარ რაღაცეებს წერენ მარა ჩუმად არიან და ყველას არ ახვევენ თავზე რომ რაღაც პატარა ჩანახატი შექმნეს:)))
მერე კიდე აუცილებელი კი არაა საიტზე ვინც ვართ ყველა ვწერდეთ რამეს თან თუ არ გამოგვდის!
ადამიანები ვისთანაც კარგად ხარ რა თქმა უნდა არ გეტყვიან არ ვარგაო მარა ლოგიკური შეფასება ხო უნდა გაგაჩნდეს თვითონ შენ, ადამიანსს!

№10  offline ადმინი მწარე

Drogons

მოგწონს წაიკითხე არმოგწონს ნუ წაიკითხავ ❤ ჯგუფი არის იმისთვის რომ ხალხს გავუზიაროთ ჩვენი ნაშრომი თავიდან არც სხვები წერდნენ კარგარ მაგრამ ნელ ნელა იხვეწებოდნენ და დღეს დღეობით კარგად წერენ და რაღაცას ქმნიან ეს საიტი კიდევ ახალ ბედას თუ დამწყებს ეხმარება განვითარებაში
მადლობა ნახვამდის ❤
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

№11  offline წევრი Mmariami)

გაგრძელება მინდა მე!
და
ისიც მინდა სიყვარული იპოვოს:)

შენ კიდე სუპერ გოგო ხარ! ❤️
ველოდები შენს ახალ ნაწერებს:)❤️

№12  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

ვერ წარმოიდგენ ისეთი ნაცნობი სიტუაციაა ჩემთვის.
ვირტუალურმა სამყარომ ბევრი ადამიანი მაჩუქა და ბევრიც წამართვა.
მაგრამ არ ვდარდობ.
წასასვლელი წავა.
ვინც საჭიროა ადრე თუ გვიან მაინც გვერდით გეყოლება.
უბრალოდ არ დაივიწყო რომ ყველას შეუძლია წასვლა.
ასე უფრო დაიცავ თავს დეპრესიისგან.

რაც კრიტიკას შეეხება დ ა ი კ ი დ ე !!!
წერე. მთავარია შენ გსიამოვნებდეს !
--------------------
Your love is all I need to feel complete.

№13  offline ადმინი მწარე

sopiko
მე მიყვარს ადამიანები, რომლებიც გულწრფელად, შეულამაზებლად, ყოველნაირი გაზვიადების გარეშე გადმოსცემენ თავიანთ სათქმელს!
შენი ეს ისტორია ამის ერთ-ერთი მაგალითია, მწარე'ვ heart_eyes
და მე მთავარი გმირის მიღმა შენ დაგინახე!
შენც ზუსტად ასე სხვანაირად შეგიძლია ადამიანების შეყვარება, თუმცა არ ვიცი, რატომ უნდა დაგტოვონ შ ე ნ!
რაც შეეხება სათაურს, თავიდან ცოტა მებანალურა, მაგრამ შინაარსი რომ გავიგე, მერე მივხვდი, რატომაც დაარქვი.
იმ შეპირებულსაც წავიკითხავ, ოღონდ ეს რომ დადე, გულმა არ მომითმინა heart_eyes
მიყვარხარ, ფერადთმიანო
და
გაფასებ!

ჩემიი ჩოფიკო ❤ ვერც კი წარმოიდგენ შენმა კომენტარმა როგორ გამახარა და გამაბედნიერა მიყვარხარ დაა მადლობა ყველაფრისთვის ❤
ჟანნეტ
ძალიან მწარე რეალობაა ეს ყველაფერი და სამწუხაროა რომ ხშირად ემართებათ გოგოებს. შენ კი ჩემო ძვირფასო უნდა გიხაროდეს იმიტომ რომ ამ ვითომ სიყვარულის დაკარგვით ნამდვილი მეგობარი იპოვე. რაღაცის დასასრული ნიშნავს რაღაც ახლის დასაწყისსო და აი შენს ცხოვრებაშიც დაიწყო ახალი ეტაპი ნინის სახით.
ყველაფერს ორი მხარე აქვს, მთავარია მეორე მხარის დანახვაც შევძლოთ და ნეგატიურად არ განვეწყოთ.
ძალიან კარგი გოგო ხარ, მომეწონა.

ჟანეეეეტ სიყვარულოო ❤ მადლობა დიდი როგორ მაძლევ ახლა სტიმულს და მახარებ ❤
TeddyBear
მიყვარხარ მე შენ, საოცარი გოგო ხარ!

მეეეც მიყვარხარ სისინაა ❤❤
Mariiiiami
წინს დღით რომ ვსაუბრობდით მსგავს თემაზე ეგ გამახსენდა.ზუსტად ის დაწერე რასან ნამდვილად გრძნობდი.რაც მითხარი და როგორც მითხარი ყველაფერი ისეა.ვერ ვხვდები რატომ გეშინია უფრო ვრცლად დაწერო.ხომ იცი რაღაცეები აკლდა რატომ უნა მოგატყუო?მირჩევნია ყველაფერი ისე გითხრა როგორც იყო.შუაში ისტორიას ნინიზე რაღაცეები აკლდა.გიოზეც აკლდა.ნუ გეშინია სალომე.შენ შეგიძლია წერა...❤

ჰო აკლდაა ვეცდები ყველანაირად დავიხვეწო დაგაგახარო ❤
Maiaabuladze
აუუ სალომე ❤
შენ ეხლა ჩემი სათქმელი თქვი ❤
ვგიჟდები როცა ესეთ რამეებს ვაწყდები ვიღაც ჩემს სათქმელს რომ ამბობს ❤
მიყვარხარ შენ, შენი ეგოისტური ხასიათით ❤

მაააი ჩემო სიყვარულო ❤ მადლობააა❤
nini31323
ერთი დაკარგა და მის ხარჯზე მნიშვნელოვანი შეიძინა. კარგი ისტორია იყო, რეალური, გადაპრანჭვების გარეშე, გემრიელად ჩავიკითხე, გაწელილი არ იყო დროში, მწარევ ყოჩაღ შენ ❣ ისე მგონია,რომ ეს მთავარი გმირის მიღმა სწორედაც სალომე იმალება! ვცდები?

არ არ ცვლები მასეაა ვეცადე რაღაც დამეწერა და ალბათ გამომივიდა
LuckyGirl
საოცარი რომ ხარ ათასჯერ მითქვამს და
ახლაც გეტყვი...
რაღაცით ვგგავართ იცი ?
მეც ეგეთი ხასიათი მაქვს ...
ამიტომ დასაწყისი უბრალოდ საოოცრად მომეწონა
....
" თუ მიყვარს, ვიყვარებ ბოლომდე. თუ მტკენენ, მაინც მიყვარს, მაინც მჯერა იმის, რომ ბოლოს ისევ შეიცვლებიან და დამიბრუნდებიან. " ეს მომენტი განსაკუთრებით მომეწონა ...
თითქოს ჩემი რაღაც ნაწილი გადმოიტანე..
ძალიან კარგი წასაკითხია ...
გამიხარდა ნნინის ამბავი ...
გიოსნაირი კი ნამდვილად ბევრია ამიტომ არ დანებდე და ყოველთვის იბრძოლე...
არ იტირო ბევრი ასეთი ადამიანების გამო (მე ვის რას ვეუბნები ისეთი ემოციური ვარ პატარა რამეზეც ვბღავივარ)
ხომ გეუბნებოდი დაიხვეწებითქო ? ეს წინაზე ბევრად დახვეწილი ნაწერი გამოვიდა
ან შეიძლება მე ვფიქრობ ასე
ლავიუუუ ჩემო მწარეტკბილოოვ ♥

გამიხარდააა თუ მოგეწონა ^_^ ჩემო გოგო დიდიი მადლობაა
Mmariami)
გაგრძელება მინდა მე!
და
ისიც მინდა სიყვარული იპოვოს:)

შენ კიდე სუპერ გოგო ხარ! ❤️
ველოდები შენს ახალ ნაწერებს:)❤️

ოჰ ვეცდები ^_^ მადლობააო
ლუნი.
ვერ წარმოიდგენ ისეთი ნაცნობი სიტუაციაა ჩემთვის.
ვირტუალურმა სამყარომ ბევრი ადამიანი მაჩუქა და ბევრიც წამართვა.
მაგრამ არ ვდარდობ.
წასასვლელი წავა.
ვინც საჭიროა ადრე თუ გვიან მაინც გვერდით გეყოლება.
უბრალოდ არ დაივიწყო რომ ყველას შეუძლია წასვლა.
ასე უფრო დაიცავ თავს დეპრესიისგან.

რაც კრიტიკას შეეხება დ ა ი კ ი დ ე !!!
წერე. მთავარია შენ გსიამოვნებდეს !

მიხარია თუ მასეაა მადლობააა დიდი❤❤
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent